სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ!
ადამიანების ხმები ჩამესმის, ტირიან, ტირიან ტირიან. ისინი მე დამტირიან. რა მჭირს სატირალი. რა ხდება ჩემს თავს.. მე თითქოს მძინავს. ვერაფერს ვერ ვგრძნობ. თვალებს ვერ ვახელ. მხოლოდ ეს საშინელი ხმები მაკავშირებს რეალობასთან. როგორ მინდა ვთხოვო რომ გაჩერდნენ, გაჩუმდნენ, ყვირილი მინდა, მინდა ვიყვირო რომ ცოცხალი ვარ. მინდა, მაგრამ არ შემიძლია. ეს ჩემი ჯოჯხეთია! ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 24 საათის წინ. უნივერსიტეტიდან მოვდივარ. დღეს გვიან დამიმთავრდა ლექციები. ყურსასმენები მოვირგე და ფეხით დავუყევი ჭავჭავაძის ქუჩას. გზაზე გადასვლას ვაპირებდი ჩემი ტელეფონი რომ ახმაურდა. სალო რეკავდა. – რამე ხომ არ უნდა პატარას? – არა, ჯერ არაფერი. ეხლახანს გავაგზავნე ლუკა საზამთროზე. –მოკლედ შეჭმული გყავს ბიჭი. – აბა მაგას რა ეგონა ცოლად რომ მოვყავდი. –ერთი სული მაქვს ხელში როდის დავიჭერ ჩემს ნათლულ....... სიტყვა ვერ დავასრულე. საშინელი ტკივილი ვიგრძენი და გავითიშე. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ახლა კი ვწევარ ამ საშინელ კუბოში და ვისმენ ამ საზარელ ტირილს. პირს ვამოძრავებ მაგრამ ისინი ვერ მხედავენ. ჩემი ხმა არ ესმით. ღმერთო ჩემო რა მჭირს. ან რა ხდება. – დე, გთხოვ შემომხედე. ნუ ტირი დე. მე აქ ვარ. – ეხლა ჩემ დას შევხედე რომელსაც ლამაზ ცისფერ თვალებში სისხლისფერი ჩასდგომოდა. მამა აივანზე შევნიშნე, განადგურებული სახე ჰქონდა. ჩემ ძმას ვერ მოვკარი თვალი. ოთახში ჩემი ნათესავები ირეოდნენ. დედასთან მიდიოდნენ და მის დამშვიდებას ცდილობდნენ. ოთახში სიარული დავიწყე . ცხარე ცრემლები მდიოდა ლოყებზე, ეს ტანჯვა იყო, რომელსაც ვერ ავიცილებდი თავიდან. ერთ–ერთი ოთახიდან ტირილის ხმა შემომესმა. ეს არ გავდა უბრალო ტირილს. შევედი და დავინახე ჩემი ძმა როგორ იყო ჩამუხლული კედელთან , ხელები თვალებზე ქონდა აფარებული და საშინელი მოთქმით ტიროდაა.. მასთან მივედი ჩავეხუტე. მ,ინდოდა ეგრძნო რომ მასთან ვიყავი , მაგრამ ის აგრძელებდა და აგრძელებდა ტირილს. ასე ვიყავი ნახევარი საათის განმავლობაში. მერე ოთახში ნია შემოვიდა ჩემი და და ჩემს ძმას გვერდით მიუჯდა. – მეც მტკივა იკა. იმდენად რომ ვერ ვუძლებ ამ საშინელ ტკივილს, მაგრამ ეხლა ერთად ყოფნის მეტი ვერაფერი გადაგვარჩენს. ირაკლი ხმის ამოუღებლად ჩაეხუტა მას. ორივეს შემოვეხვიე და მეც მათთან ერთად დავიწყე ცრემლების ფრქვევა. ______ ვერ აღგიწერთ რა ხდებოდა ამ დროს ჩემს შიგნით. თითქოს ვიწვოდი ამ სიმწრრით და არ შემეძლოსხვისთვისგაზიარება. დაკივლებააა, იმხელა ხმაზე რო ქვეყანას გაეგონა ჩემი ხმა. ეზოში ჩემი მეგობრები შევნიშნე. ნიკა და ზურა . – გუშინ თურმე სალოს ელაპარაკებოდა ნინა, როცა მას მანქანამ დაარტყა. სალომ ყვლაფერი გაიგონა და ეხლა ის კომაშია. ექიმები ამბობენ რომ დედისაც და ბავშვის სიცოცხლეც შენარჩუნებულ იქნება. მთავარია სალომ გაუძლოს ამ სტრესს და გამოვიდეს მდგომარეობიდან. არ იციან როდის გაიღვიძებს. ახალი ამბის გაგებამ კიდევ უფრო მომანდომა ტირილი. მარტო ჩემს თავს კი არა სალოს და ბავშვის სიცოცხლესაც შევუქმენი საფრთხე. მათ რომ რამე დაემართოს , ღმერთო გთხოვ არ დაუშვა ეს, გთხოვ. ––––– მოსაღამოვდა, ხალხი კიდევ და კიდევ მოდიოდნენ. ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობის თვალები ვნახე იმ დღეს ნატანჯი, სასოწარკვეთილი. თითქოს ყველას ერთად ვატკინე გული. კუბოს მივუახლოვდი და ისე ჩავწექი იქ როგორც ჩემი უგონო სხეული იწვა. თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე რომ თვალების გახელის შემდეგ მე ჩვეულებრივად შევძლებ ცხოვრების გაგრძელებას. ყოველთვის მეოცნებე ვიყავი და აი ახლაც, იმის მაგივრად რომ რეალობას შევურიგდე ისევ ვიკარგები არარეალურში. მინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს. დრო გადის. მე კი თვალებს არ ვახელ იმის შიშით რომ შეიძლება რეალობას შევასკდე. მე კი არ მინდა ეს რეალობა იყოს. . ღამეა მე კვლავ იმ პოზაში ვარ. ხალხი ნელ–ნელა დაიცალა ჩემი ოთახიდან. დედა არ ტოვებს ჩემს სხეულს. – მარიამ, წამოდი დაიძენე. ასე ვერ იქნები მთელი ღამე. ოთახში დეიდა შემოვიდა. – მას ვერ დავტოვებ მარტოს. – ის მარტო არ იქნება მე დავრჩები დღეს მასთან . შენ დასვენება გჭირდება. დედა გაუძალიანდა, მაგრამ ღონემიხდილი მაინც დანებდა და გაჰყვა დეიდას. ოთახში მარტო დავრჩი. დრო იყო მეცადა თვალების გახელა, მაგრამ შიში მიპყრობდა. კვლავ იმის შიში რომ ოცნებები არ ხდბეა ის მხოლოდ ოცნებად რჩება. ქუთუთოები ერთმანეთს ძალიან მაგრად დავაჭირე. მერე ჩავისუნთქე ჰაერი და თვალები გავახილე. მაგრამ ხო ვთქვი ოცნებები ოცნებებად რჩება ყოველთვის. კუბოდან ავდექი. მინდოდა ცემს საყვარელ ადამიანებს დავმშვიდობებოდი. ბოლოჯერ მენახა მათი სახეები და კარგად დამემახსოვრებინა, რადგან არასდროს დამვიწყებოდა ისინი. ხელი მაგიდაზე არსებულ ლარნაკზე მომიხვდა ის წაიქცა და იატაკზე მოადინა ზღართანი. შუშები ათას ნაწილად დაიშალა. ღმერთო ჩემო. ნუთუ ეს შესაძლებელია. ხმაური ჩემი ოჯახის წევრთა ყურთასმენასაც მოხვდა. მივხვდი რომ მათ რომ ცოცხალი მნახონ მინიმუმ გულისშეტევას მაინც მიიღებენ ამიტომ სასწრაფოდ დავაფარე კუბოს თავსაფარი, ჩავკეტე იგი გასაღებით და დავიმალე. ვერ გეტყვით რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე უბრალოდ აღარ მინდოდა ჩემთვის საყვარელი ადამიანებისთვის კიდევ რამე დამეშავებინა. ისინი ნამდვილად ვერ შეხვდებოდნენ ჩემი გაცოცხლების ფაქტს ასე ადვილად . მე თვითონაც არ ვიცოდი რას ჩავდიო. უბრალოდ გავიქეცი ფეხშიშველი გავედი ეზოში და ჩუმად გავიპარე . გზაზე მივაბოტებდი სადაც ერთი ან ორი მაქანა თუ მოძრაობდა. თმაგაწეწილი და თვალებამღვრეული სულელი გოგო ვიყავი. ჯერ კიდევ არ მქონდა გაცნობიერებული რა ხდებოდა ჩემს თავს. უბრალოდ ვიცოდი რომ აღამ მინდოდა ჩემი ახლობლებისთვის რაიმე ცუდი მევნო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.