შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფრის სუნო, მე შენ მიყვარხარ(5)


21-06-2016, 21:43
ავტორი Green Happines
ნანახია 1 948

იმ საღამოს კარგად გავერთეთ. ბევრი არ დამილევია. მეორე დღეს რატომღაც ადრე გამეღვიძა და ვეღარ დავიძინე. საწოლშიც ვეღარ გავჩერდი. სესილის ოთახში შევიხედე, ჯერ კიდევ ეძინა. აივანზე გავედი, დილის სუსხი დამეტაკა და ეკლებად დამაყარა ტანზე. მესიამოვნა დილის ცივი, სუფთა ჰაერი. გამახსენდა, რომ დღეს მაკასთან უნდა წავსულიყავი სესის ნივთების წამოსაღებად. დღეს დიდი ენერგია დამჭირდებოდა, რომ იქიდან ერთი გვამი მაინც არ გამომეტანა. ცოტახანში სახლში შევბრუნდი და საუზმის მზადება დავიწყე. დავინახე სესილი როგორ გამოვიდა ოთახიდან და საპირფარეშოში შევიდა. ვერ შემამჩნია, ისევ ეძინა ბოთეს. რომ გამოვიდა დავუძახე და საუზმეზე მივიპატიჟე. ჩავიცვამ და გამოვალო მიპასუხა. მერე მომიახლოვდა, თვალებს ძლივს ახელდა, ლოყაზე მაკოცა და წყალი დალია.
-დაჯექი ვჭამოთ. - ვუთხარი და ცხვირზე ხელი მოვუჭირე.
-არა იო, დილაობით არ ვჭამ. ისე კი, დღეიდან აქ საჭმელს მე ვაკეთებ იცოდე. - გამომიცხადა და გამიცინა.
-ოჰ, ქალბატონო სესილი, თქვენთან შეწინააღმდეგებას აზრი აქვს?
-არანაირი ბატონო იოანე.
მარტო მომიწია საუზმობა, რასაც ისედაც შეჩვეული ვიყავი, მაგრამ დღეს არ მესიამოვნა. სესილი მაგიდის ალაგებას შეუდგა. მე საათს გავხედე, 12 ხდებოდა. სესილი გავაფრთხილე, რომ მაკასთან მივდიოდი მისი ნივთების წამოსაღებად და სანამ მე მოვიდოდი კარი არავისთვის გაეღო. ნელა ჩავირბინე მერვედან პირველამდე კიბეები. ეზოში გასვლისას ასეთი ჩვევა მაქვს: მერ მარჯვნივ ვიხედები, მერე მარცხნივ. ვამოწმებ არის თუარა ვინმე. მარცხნივ გავიხედე და ვიღაც ახალი დავინახე. ახალი გოგო. ამ უბანში არასდროს შემიმჩნევია. შეიძლება ითქვას, იდეალური იყო. ზაფხულის მწვანე სარაფანაში გამოწყობილი საოცრება. იდეალური სიმაღლე, იდეალური სიგამხდრე, იდეალური ფეხები, იდეალური თეძოები, იდეალური მკერდი, იდეალური ყელი, იდეალური სახე... უბრალოდ იდეალური იყო! შოკოლადისფერი სხეული, დიდი, სველი, წითელი ტუჩები, მხარზე გადაკიდებული მწვანე ჩანთა, შავ თმებზე აწეული მწვანე სათვალე, მწვანე ბენსიმონები და მწვანეთვლიანი ბეჭედი. ნელი ნაბიჯებით მიიწევდა წინ ჩემი მწვანე შოკოლადი...
ჰმ... მოიცა
ჩემი? მწვანე? შოკოლადი?
ჩემი მწვანე შოკოლადი?
გააფრინე იოანე?
დაეშვი!
მან ზედაც არ შემომხედა ისე ჩამიარა და ჩემს მოპირდაპირე კორპუსში შეაბიჯა. გამახსენდა გუშინ დილით რომ შევამჩნიე ახალი მოსახლეები.
"ომ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მეზობლებო." - გავიფიქრე და რაღაცნაირად გამეღიმა.
მასზე ფიქრებში მივადექი მაკას სახლს და დავაკაკუნე. სახლიდან საშინელი კვნესის ხმები გამოდიოდა. წასვლას არ ვაპირებდი! კაკუნი გავამეორე, ამჯერად უფრო ძლიერად. ხმები მიწყნარდა. 2 წუთში კარებიც გაიღო და თმააბურძგნული, ატლასის ღია ვარდისფერ ხალათში გამოწყობილი მაკა შემრჩა ხელში.
-ვაა მაკა, რა ვიდზე ხარ. - ვუთხარი დამცინავად. - ვატყობ ხელი შეგიშალეთ. ნუ ღელავ, სესის ნივთებს მოვაგროვებ და წავალ.
-რას იზამ? - მკითხა გაკვირვებულმა.
-გაუგებრად ვლაპარაკობ თუ დაყრუვდი? სესილი ჭელიძის, ჩემი დის ნივთებს მოვაგროვებ და წავალ.
-სად არის ჩემი შვილი იოანე! - მაკას ხმაში სიმკაცრე იგრძნობოდა. ჰაჰ, ამას ეტყობა ისევ ის 7 წლის ბიჭი ვგონივარ მასზე რომ იყო მიკერებული და ყველაფერის მიუხედავად ეზოში იებს უკრეფდა, დედიკო გავახაროო.
-ვინმეში ხომ არ გეშლები მაკა? კარგად შემომხედე და დაფიქრდი ვის ელაპარაკები. და ეხლა გახდა სესილი შენი შვილი? გუშინ სად იყავი სესილი სახლში რომ არ დაბრუნდა და არ მოიკითხე საერთოდ?
-შენთან ერთად იყო და მაგიტომ არ მოვიკითხე.
-ხო, ერთადერთი რამ რაშიც გეთანხმები.
სწრაფად დავიძარი სესილის ოთახისკენ. ყველაფერი მოვაგროვე, იქაურობა საერთოდ დავცალე! არ მინდოდა იმ სახლში სესილის ერთი ნივთი მაინც დარჩენილიყო, თუნდაც ერთი სურათი! სესილის იქ აღარაფერი ესაქმებოდა.
ქვემოთ ჩამოვედი და ასეთი სურათი დამხვდა.
მაკა - ზემოთაღნიშნულად გამოწყობილი იჯდა სავარძელში და ტუჩებს იჭამდა.
კოტე - ლურჯ, მოკლე ხალათში, ღიპზე რომ ძლივს ეკვრებოდა ისეთში გამოწყობილი მაცივართან იდგა და ცივ წყალს სვამდა.
-ფუ! გულს მირევთ! - როგორც შემეძლო ზიზღით ვთქვი და იქაურობა დავტოვე.
გზად მანქანა სუპერმარკეტთან გავაჩერე. სახლისთვის რაღაც-რაღაცეები ვიყიდე და თან სესილის საყვარელი სასუსნავებიც ბლომად მოვიმარაგე. როგორც იქნა ავათრიე ეს ყველაფერი სახლში და მაშინვე წამოვწექი, საშინლად დაღლილი ვიყავი. ჩამძინებია. გამოღვიძებულს საოცრად გემრიელი სუნი მეცა. სახლიც მიწკრიალებული იყო.
-სსეესსსს - დავუძახე ჩემს პრინცესას.
სამზარეულოდან სესილიმ გამოყო თავი. ხელები და სახე ფქვილიანი ქონდა.
-გოგო რას აკეთებ დამღუპე? ნარკომანი და მყავს? ვაიმე ან სად იპოვე მემეგონა კარგად ვმალავდი. - ვუთხარი და სიცილი დავიწყწ. მის სახეზე აშკარად შევნიშნე ხასიათის ცვლილება, წყენა, გაბრაზება...
-დეგენერატი ხარ იოანე დეგენერატი! მინდოდა შენთვის მესიამოვნებინა და ღვეზელებს გიცხობდი. შენ კი... - წინადადების დასრულებაც ვერ მოასწრო ისე ასლუკუნდა.
ხანდახან ძალიან მაღიზიანებდა მისი ბავშვური გულუბრყვილობა და საერთოდ მიდი ბავშვურობა!
-კაიიი რა სეს კაიიიი რააა!!! ხოიცი რო გეხუმრე რა გჭირს ეხლა! რა გეწყინა ბოლო ბოლო შეყვარებულიანი გოგო ხარ ძლივს შენი სიყვარულისთვის ვინმეს არ ვლეწავ და ვეღარ უნდა გაიზარდო? კაიი რა მორჩი გეყოს!
-აბა რო მითხარი მეგონა კარგად ვმალავდიო?
-რა? დებილო! მაგის გამო ტირი? გაგიჟდი შენ? როგორ იფიქრე! მეორედ ეგ აღარ გაიფიქრო თორემ შენსიცოცხლეს ვფიცავარ ძალიან მაწყენინებ სესილი.
-კარგი ბოდიში. მიყვარხარ. - ცრემლები მოიწმინდა სესიმ და ჩამეხუტა.
-მეც ფერიავ! აბა მანახე რა გამიკეთე...




არადა, მართლა კარგად ვმალავდი.



№1  offline წევრი Green Harmony

აუ იმ გოგოს არ დააბრუნებ????
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი isterichka123

საყვარლები არაინ კარგია Gაგრძელე

 


№3 სტუმარი Uhuu

Ici ra ariis kargad cer magram araferi ar xdeba jer tavidan is gogo ikoo da pirveli tavis mere agar gixsenebia mere es mcvane gogoc gakvrit axsene cota ro gagvarkvio ra xdeba uketesi ikneba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent