ყველა დანაკარგის ფასად ღირხარ (1 - 2)
ყველა დანაკარგის ფასად ღირხარ... ..... - ექიმო, ხომ ყველაფერი რიგზე ექნება? მე... - დამშვიდდით ბატონო.. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ... თქვენი ცოლ-შვილი კარგად იქნება, ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს... - უთხრა ახალგაზრდა მამაკაცს ექიმმა - კი მაგრამ ის ხომ კივის? მას სტკივა.. - ხელი პაკატისკენ გაიშვირა ბიჭმა. - ყველა მშობიარე ქალი ამ დღეშია.. ჩამოჯექით და ვალერიანი დალიეთ - გაიღიმა ექიმმა და თავისი გზა განაგრძო.. გრძელ დერეფანში იდგა ლუკა ლობჟანიძე და წამებს ითვლიდა, თუ როდის გამოვიდოდნენ სამშობიარო ბლოკიდან.... მის ცხოვრებაში ეს ყველაფერი რამდენიმე თვის წინ დაიწყო.. ის საყვარელმა ქალმა მიატოვა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა გვერდში დგომა.. საქმე ის იყო, რომ მას შვილი ვერასოდეს ეყოლებოდა, ეს ამბავი კი მისთვის ახალი და ძნელად გადასატანი აღმოჩნდა.. სწორედ ეს მიზეზი გამოიყენა ნატალიამ, რომ ლუკასგან წასულიყო, თუმცა მან მშვენივრად იცოდა, რომ ამის რეალუღი მიზეზი ის ფინანსური პრობლემა იყო, რომელიც იმ პერიოდში მის კომპანიას დაემართა.. იმ დღეს, როდესაც ნატალიამ მიატოვა, თითქოს მთლად მპეღო ბოლო.. საჭესთან განადგურებული დაჯდა და მიუხედავად სიფხიზლისა, ავარია შეემთხვა.. გოგონა, რომელიც, როგორც ჩანს, არანაკლებ გულგატეხილი იყო, ისე კვეთდა ქუჩას, რომ არც კი იყურებოდა გარშემო.. ავარიის შემდეგ ლუკამ შეამჩნია, რომ გოგონას სისხლდენა დაეწყო და მიხვდა, რომ ის ფეხმძიმე იყო.. საშინლად ანერვიულდა, სულ დაავიწყდა თავისი გასაჭირი.. თავში მხოლოდ ის უტრიალებდა, რომ ორი სიცოცხლე მის გამო საფრთხეში იყო.. მას შვილი არასოდეს ეყოლებოდა და ახლა, შესაძლოა ვიღაც სხვა ადამიანი დაეტოვა უშვილოდ.. მანქანა ვერ დაძრა, ვერც სასწრაფოს დაელოდა, გოგონა ხელში აიყვანა და ფეხით მიადგა უახლოეს საავადმყოფოს.. ის ექიმებმა ბავშვის მამად ჩათვალეს.. პირველად რომ უთხრეს, თქვენი შვილი კარგადააო, ტანში სასიამოვნოდ გასცრა და გული აუჩქარდა.... მას ხომ სიგიჟემდე უყვარდა ბავშვები, მაგრამ ვერასოდეს გახდებოდა მამა.. ძლივს მოვიდა გონზე და ახლაღა გაიფიქრა, ბავშვის მამას ვიპოვიო.. გოგონასთან შევიდა და მოიკითხა, გადაწყვიტა, რომ არ ჰკითხავდა ბავშვის მამაზე.. ვინაიდან გოგონას რამდენიმე დღით კლინიკაში ტოვებდნენ, მოახერხებდა ალბათ იმ კაცთან შეხვედრასაც.. არც კი იცის რატომ დაინტერესდა მაშინ ბავშვის მამით... .... გოგონა ლინა გიგაური გახლდათ.. მისი ცხოვრებაც ერთი დიდი ტრაგედია იყო.. ის ერთ პატარა სოფელში დაიბადა და გიზარდა.. სკოლაც იქ დაამთავრა და უნივერსიტეტშიც მოეწყო.. ის ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა, უკვე მეორე კურსზე იყო.. ლინა ძალიან ლამაზი გოგონაა, მუქი ლურჯი თვალებით და ხვეული, გრძელი, ქერა თმით.. საშუალო სიმაღლისაა და გამხდარი.. ყოველთვის უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თუმცა არავისთან გაუბია უთრიერთობა.. უნივერსიტეტში კი ყველაფერი უეცრად შეიცვალა.. მასზე ორი კურსით უფროსი ბიჭი გაიცნო და პირველად ცხოვრებაში, რაღაც გრძნობა გაუჩნდა.. გიორგი ერთადერთი და პირველი ადამიანი იყო, ვისაც ასე დაუახლოვდა. თითქოს გიორგისგანაც იმავეს გრძნობდა.. მოხდა ისე, რომ ერთადაც ღამე ერთად გაატარეს.. მართალია, ეს ერთადერთხელ მოხდა, მაგრამ ლინა ამასაც კი განიცდიდა.. სწორედ ამ ღამეს მოჰყვა სერიოზული შედეგი - ბავშვი.. თავიდან გიორგი პასუხისმგებლობას არ გაექცა, ან გაექცა, მაგრამ ოსტატურად მოატყუა ლინა.. გიორგიმ ლინას ცოლობა სთხოვა და ცოტა ხანში ქორწილსაც გეგმავდნენ . თუმცა გიორგის დედამ დროზე ადრე გაიგო ბავშვის არსებობა და ბიჭს გული გაუწყალა.. ოქამდე არ მოეშვა, მანამ ლინას ცოლად მოყვანა არ გადააფიქრებინა... გიორგი ლინასთან მივიდა და უთხრა, რომ თუ უნდოდა, რომ მათი ურთიერთობა გაგრძელებულიყო, ბავშვი უნდა მოეშორებინა.. ეს ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო ლინას ცხოვრებაში.. მან გააცნობიერა, რომ არარაობა უყვარდა, რომ ერთ დიდ ტყუილში ცხოვრობდა და ტყუილად ჰქონდა გიორგის იმედი.. იმ სიტყვების მოსმენის შემდეგ მასთან არც ულაპარაკია... ყველაზე რთული კი ის დრო იყო, როცა მშობლებს სიმართლე გაუმხილა.. ეს იყო ყველაზე საშინელი რეაქცია.. ფაქტობრივად ლინამ ყველა და ყველაფერი დაკარგა და მხოლოდ იმიტომ, რომ ის უბრალოდ მოატყუეს... ერთ დღეს კი, როდესაც ქუჩაში მიდიოდა, როგორც ყოველთვის, ჩაფიქრებული, ავარიაში მოყვა.. ეს ავარია არ ყოფილა დასასრული, პირიქით.. ეს ლუკას და ლინას ცხოვრებაში რაღაც ახალის დასაწყისი აღმოჩნდა.. არა, ერთმანეთი არ შეჰყვარებიათ, მაგრამ დამეგობრდნენ.. მართალია ლუკას არ უკითხავს მისთვის არაფერი, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ლინა უბრალოდ მოატყუეს.. თავადაც არ იცოდა, რატომ სჯეროდა ამის.. ერთი კვირა ლინა საავადმყოფოში დატოვეს.. ყოველ დღე ნახულობდა მას ლუკა.. მთელი ის დრო გულს ვერაფერს უდებდა და საავადმყოფოში მიეჩქარებოდა.. ერთ დღეს კი შემთხვევით ნატალიას და მის ერთ-ერთ "მეგობარს" წააწყდა.. საშინელი იმედგაცრუება იგრძნო.. განსაკუთრებით კი მაშინ, როდრსაც ნატალიას ნათქვამი გაახსენდა.. სიტყვა სიტყვით ჩაესმოდა ყურებში, თუ როგორ ეუბნებოდა ნატალი, შვილი არასოდეს გეყოლება, მთელი ცხოვრება მარტო იქნებიო.. აი იმ წამს მიიღო მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.. იუველირთან მივიდა და ლინასთვის ბეჭედი იყიდა.. ახსოვს, როგორ ნერვიულობდა იმაზე, თუ რას ეტყოდა ლინა... გონებაში არეულ-დარეულ სიტყვებს ლამაზ ტექსტად აწყობდა.. მართალია არ უყვარდა ლინა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ მაინც საუკეთესო ქმარი და მამა დადგებოდა მისგან.. ამას ნატალის ჯიბრზე მაინც შეძლებდა.. მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ის სურვილი კლავდა, რომ მამა გამხდარიყო, თუნდაც სხვისი შვილის.. არ იყო დიდი, სულ რაღაც 23 წლის, ლინა კი 19-სა.. საავადმყოფოშივე ესაუბრა ლინას ქორწინებაზე, გოგონამ კი დრო სთხოვა.. ლუკას დედას ნამდვილად არ ესიამოვნა ეს ამბავი.. როგორც ყველა ქართველ დედას, მასაც არ სჭირდებოდა ორსული სარძლო.. მაგრამ მაინც კეთილშობილი ქალი გახლდათ ბელა.. როცა საავადმყოფოში მივიდა ლინას სანახავად, აპირებდა დაერწმუნებინა, რომ უარი ეთქვა ქორწინებაზე, მაგრამ პირველივე შეხვედრა იყო საკმარისი, რომ ლუკას სიტყვებში '' ის უბრალოდ მოტყუებული ქალია დედა'' დარწმუნებულიყო.. ლუკამ რომ გაიგო დედამისი ლინასთან იყო, პირდაპირ მათთან გაიქცა, სავარაუდო კონფლიქტის მოსაგვარებლად, მაგრამ პალატაში ორი ჩახუტებული ქალი დახვდა.. ეს იყო მათი ურთიერთობის დასაწყისი.. ლინამ და ლუკამ მხოლოდ ხელი მოაწერეს.. არ ყოფილა თეთრი კაბა, დიდი ჯვრისწერა, უამრავი სტუმარი და ა.შ.. მათი ურთიერთობა კი ნელ-ნელა აეწყო.. მართალია არ ყოფილა რაიმე რომანტიკული მომენტი, მაგრამ ურთიერთობა მაინც იდეალური იყო.. არასოდეს უწყენინებიათ ერთმანეთისთვის, არც რაიმე სკანდალში გახვეულან.. ლინამ ლუკას კომპანიაში მუშაობაც კი დაიწყო და ერთიანი ძალებით კომპანია კრიზისიდან ამოიყვანეს.. ახლა კი ლუკა დგას და ელოდება, როდის გამოვა ექიმი და ცოლ-შვილის მდგომარეობას გააცნობს.. ბავშვის ტირილიც გაიგო და გული აუჩქარდა.. თვალზე ცრემლი მოადგა და ლამის ხტუნაობა დაიწყო.. ხო, ლუკა მარტო არ ყოფილა.. მასთან ერთად ნისი მშობლები და მეგობრები არიან.. მხოლოდ ლინას მშობლები არ ჩანდნენ, რადგანაც ლინამ მათთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა.. არ შეეძლო მათი სიცივის ატანა . მიუხედავად ამდენი დანაკარგისა ლინა თავს უბედურად სულაც არ გრძნობდა.. პირიქით, თავს ყველაზე ბედნიერ ადქმიანად ატვლიდაა.. საოცარი გრძნობა დაეუფლა, როდესაც პატარა გულზე დააწვინეს.. ეს იყო გრძნობა, რომელსაც სიტყვებით ვერ იტყოდა.. ახლა მართლაც გრძნობდა, რომ ყველა დანაკარგის ფასად უღირდა ეს ყოველივე.. ამდენი ხნის მერე სიცოცხლის სურვილს გრძნობდა.. .... .... ლინასა და ლუკასთვის არაფერი ყოფილა იმაზე კარგი, ვიდრე პატარა ელის დაბადება.. ვერანაირი გრძნობა ვერ შეედრებოდა იმ გრძნობას, რომელსაც ამ პატარა ანგელოზის მიმართ გასცემდნენ.. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა ბიოლოგიურად სულაც არ იყო ელის მამა, ამას მნიშვნელობას საერთოდ არ ანიჭებდა.. ის იმ წამიდან გახდა ელის მამა, როდესაც მის არსებობაზე გაიგო და მერე რა, თუ ის მისი სისხლი და ხორცი არ იქნებოდა.. სამშობიაროდან მალე წავიდნენ სახლში.. მართალია ლინას არანაირი გართულება, ან პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ლუკა მაინც არ აძლევდა დატვირთვის საშუალებას.. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ დრო იყო ერთ ოთახში დაეძინათ მას და ლინას, დროებით მაინც.. დღეები დღეებს მისდევდა, კვირები კვირებს, თვეები კი თვეებს.. დრო სწრაფად გადიოდა.. ელი სწრაფად იზრდებოდა და მშობლებს სიხარულს და ბედნიერებას სჩუქნიდა.. ამასობაში სამმა წელიწადმა გაიარა.. გაიზარდა არამარტო ელი, არამედ ლუკას გრძნობა ლინას მიმართ.. მთელი ამ დროის გასვლის შემდეგ ლინაც შეიცვალა.. ის ყოველთვის მზრუნველი დედა და მზრუნველი ცოლი იყო.. მან შეიცვალა სტილი, ვარცხნილობა.. მისი ხასიათიც კი გამოცოცხლდა.. უფრო თამამი და მხიარული გახდა.. ლუკასთან თავს შებოჭილად აღარ გრძნობდა.. ქალბატონ ბელას კი ძალიან დაუახლოვდა.. იმდენად, რომ ზოგჯერ ლუკა მათ ურთიერთობაზე ეჭვიანობდა კიდეც.. მუდამ სიყვარულით განებივრებულ, დედისერთა ბიჭს შეეძლო კედლებზე გასვლა, ოღონდ მათი ყურადღება მიეპყრო.. არა, გულის სიღრმეში უხაროდა, რომ ასე დაახლოვდნენ მისი მშობლები ლინასთან.. ახარებდა ისიც, რომ ელის განსაკუთრებით ის უყვარდა.. უყვარდა? - არაა, გიჟდებოდა მამაზე.. უიმისოდ არც კი იძინებდა, უფრო სწორად, ლინას და ლუკას გარეშე საწოლში არც კი წვებოდა.. ეს ნელ-ნელა აახლოვებდა ლინას და ლუკას.. მაგრამ ლინა გრძნობებზე აყოლას არ აპირებდა.. ლუკასთან თანაცხოვრება იდეალურად მიაჩნდა და ამის ერთ-ერთ მიზეზად იმასაც მოისაზრებდა, რომ არ იყო მათ შორის ის თავბრუსდამხვევი და ყველაფრის ამრევი გრძნობა, რომელსაც ხალხი სიყვარულს უწოდებს.. სწორად მიხვდით, ამხელა იმედგაცრუების შემდეგ, ლინას გრძნობების ეშინოდა და ერჩია, რომ აღარასოდეს შეყვარებოდა.. მაგრამ გრძნობები სულაც არ ეკითხებოდნენ ლინას.. ისე ჩუმად ეჩვეოდა და ეპარებოდა გრძნობა ლინას, რომ თავად ვერც კი ამჩნევდა და საერთოდაც, თავს უფლებას არ აძლევდა რაიმე ეგრძნო.. თვლიდა, რომ ახლა ერთადერთი ვინც უნდა ჰყვარებოდა, ელი იყო.. ლუკაც მშვენივრად ხვდებოდა ამას და გრძნობებზე საერთოდ არ ესაუბრებოდა ლინას... ლუკა გრძნობდა, როგორ ებმებოდა ნელ-ნელა.. ყოველ საღამოს შედიოდა ლინას ოთახში და მძინარეს უყურებდა.. ის გრძნობა, რომელსაც ეს ქალი მასში იწვევდა, სულაც არ ჰგავდა იმას, რაც ნატალიასთან აკავშირებდა... ეს იყო უთქმელი გრძნობა, რომელიც ნათქვამზე ათასჯერ ძლიერი და ნამდვილი გახლდათ.. ლინა მთელს ლუკას სანაცნობოს დაუახლოვდა.. ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.. რეალურად ლინა კარგი ხასიათების, მზრუნველი და ლამაზი გოგო იყო.. ყველასთან ადვილად შედიოდა კონტაქტში და შეეძლო ყველაზე ერთდროულად ეზრუნა.. სულ იცოდა, ვის რა კერძი უყვარდა, ვის რა ფერი, ფილმი, მუსიკა და ა.შ.. ბოლო ერთი თვის მანძილზე ლუკას საზღვარგარეთ წასვლა მოუხდა.. ახლა კი დაბრუნებას გეგმავს.. - ლინა როგორ ხარ?.. - ომახიანად ჩასძახა ლუკამ მობილურში ლინას.. - კარგად - მძინარე ხმით უპასუხა ლინამ.. იგრძნობოდა მის ხმაში ის სიხარული, რომელიც ლუკას ზარმა მასში გამოიწვია..- შენ?.. - მოვიწყინე.. ხვალ მოვდივარ და დილით ხომ დამხვდებით?.. ელი მომენატრა ძალიან - ლინამ მის ხმაში მართლაც იგრძნო მონატრების სევდა და გული აუჩქარდა.. - აუცილებლად - გაიღიმა გოგონამ.. - მე შენც მომენატრე - უთხრა გოგონას, რომელსაც მობილური უკვე გაეთიშა.. ....... დილით ადრიანად ადგა ლინა, პატარა გამოაფხიზლა და აეროპორტის გზას გაუდგა.. ძალიან კარგ ხასიათზე იყო.. ამდენ ხანს ლუკა არასოდეს წასულა სხვა ქვეყანაში.. არა, შეჩვეული კი იყო, რომ ხშირად უწევდა წასვლა, მაგრამ, როგორც წესი, ლუკა იქ ორ-სამ დღეზე მეტს ვერასოდეს ძლებდა.. ძალიან უნდოდა ასე არ ყოფილიყო, მაგრამ უკვე სახეზე ეწერა, როგორ ენატრებოდა ქმარი და როგორი გახარებული იყო მისი ჩამოსვლით... აეროპორტში სწრაფად შევიდნენ და მოუთმენლად ელოდნენ საჭირო თვითმფრინავის დაშვებას.. ცოტა ხანში კიდეც გაისმა სასურველი ფრაზა, თუ როგორ დაეშვა ლონდონიდან მომავალი თვითმფრინავი აეროპორტში.. - მამაა - ხმაურიანად გაიქცა ელი ლუკასკენ და კისერზე ჩამოეკიდა.. - ჩემი ციცქნა - მაგრად მოეხვია ლუკაც და ფუმფულა ლოყები დაუკოცნა.. შემდეგ ლინასკენ წავიდა, მოულოდნელად ჩაეხუტა და ყელთან ახლოს აკოცა.. ხარბად ჩაისუნთქა საყვარელი ქალის სურნელი.. მაინც რა უცნაურად გრძნობდა თავს, თინეიჯერივით, რომელსაც პირველად შეუყვარდა... - აბა როგორ ხარ? - გაუღიმა ლინამ - ახლა უკვე ძალიან კარგად - გაიღიმა ლუკამ - კარგია.. მოდი ელი ბაღში წავიყვანოთ და სახლში დავბრუნდეთ - შესთავაზა ლინამ.. - მე უკეთესი იდეა მაქვს - უთხრა ლუკამ და პატარა ზურგჩანთა მხარზე შეისწორა.. - მაინც?.. - კარგი ხო, გზაში მოვიფიქროთ.. - ღიმილით მიუგო ლუკამ და დაუკითხავად ჩაჯდა ლინას მანქანაში.. - მთავარია, რომ მთელ დღეს ერთად გავატარებთ.. - მხრები აიჩეჩა მამაკაცმა და მანქანა დაძრა... - მოდი მაკდონალსიდან დავიწყოთ - შესთავაა ლუკამ გოგონებს.. - მაკდონალსის საკვები არ... - ლინაა - დედაა - ერთად თქვეს ელიმ და ლუკამ - კარგი კარგიი - ხელები დანებების ნიშნად ზემოთ ასწია ლინამ.. - ვაშაა - იყვირა ელიმ და ტაში შემოკრა.. მაკდონალსიდან დაიწყეს, შემდეგ ზოოპარკი, მთაწმინდა, სხვადასხვა კაფე და სანაყინე.. ბოლოს კიდევ ერთ კაფეში შევიდნენ, სადაც შეეძლოთ კარაოკეზეც ემღერათ.. სამივე პატარა სცენაზე იდგა, მღეროდა და როგორც ახერხებდნენ ისე ცეკვავდნენ.. გართობა მობილურის ზარმა შეაწყვეტინა.. - ჯანდაბა, ბელაა.. მთელი დღეა გველოდება - ტუჩი მოიკვნიტა ლინამ.. - უუჰ - სახე დამანჭა ლუკამაც.. - გიისმენთ - სიტყვა გაწელა ლინამ.. - ლინა, შვილო ხომ ყველაფერი რიგზეა, გელოდებით.. - აა, კიი.. ჩვეეეეენ... - გასაგებია ყველაფერი, უბრალოდ, კიდევ დიდ ხანს ნუ გვალოდინებთ - იგრძნო რომ ბელას გაეღიმა და ამოისუნთქა.. არასოდეს უყვარდა ბელას წყენინება .. - კარგი - გაიღიმა ლინამაც და ყურმილი დაკიდა.. - დროა სახლში წავიდეთ - განუცხადა ოჯახის წევრებს.. მალე კი მანქანაში ისხდნენ და სახლის გზას ედგნენ.. სახლში დაბრუნებულებს ლუკას მეგობრები და მშობლები დახვდნენ.. ეს საღამოც მშვენივრად გაატარეს, მხიარულებაში.. როდესაც დაღამდა ეზოში ჩავიდნენ და იქ მდგარ მაგიდას შემოუსხდნენ... მთვარის შუქზე, ოდნავ მბჟუტავი განათების ქვეშ რამდენიმე ახლო მეგობარი მაგიდას ესხა და სხვადასხვა სასუსნავებს მიირთმევდნენ.. ლინა და ლუკა ძალიან ახლოს ისხდნენ ერანეთთან, ელის კი ბებია აძინებდა.. - გაგვიხარდა, რომ დაბრუნდი, ერთად უკეთ გავერთობდით - გაიღიმა ლუკას ბავშვობის მეგობარმა საბამ.. - ისე ხომ გაკლდათ გართობა - მიწის თხილი ესროლა მას ლუკამ.. - ენამწარე - არც საბა დარჩა ვალში მეგობარს.. დიდ ხანს ისმოდა მათი ეზოდან სიცილის და მხიარულების ხმა.. მუდამ ასე იყვნენ, შესაშური იყო მათი ურთიერთობა.. მართალია იყო რაღაც-რაღაც პატარა პრობლემები, მაგრამ ეს არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, რომ რაიმე უხერხულობა ან არეულობა გამოეწვია.. საბა ელის ნათლია იყო და აბოდებდა ამ ბავშვზე.. თავად საბას და ნინას ჯერ შვილი არ ჰყავდათ... ცოტა ხანში, როდესაც სტუმრები წავიდნენ, ლუკა ცოტა ხნით დედამისთან შევიდა.. როდესაც უკან დაბრუნდა სავარძელში მოთავსებული მძინარე ლინა დაინახა.. გოგონას საყვარლად ეძინა და თმაც სასაცილოდ ასწეწოდა.. ლუკა მიუახლოვდა, მის წინ ჩაიმუხლა და თმა ყურზე გადაუწია, შემდეგ ხელი ლოყაზე ჩამოუსვა.. საოცარი გრძნობა გაუჩნდა.. უნდოდა მოჰხვეოდა, ეკოცნა და მასთან ჩახუტებულს დაეძინა, მაგრამ რატომღაც არ შეეძლო.. არ უნდოდა მისი დაფრთხობა... მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე არასოდეს უსაუბრიათ, გრძნობდა, რომ წარსულს ლინაზე დიდი კვალი დაეტოვებინა.. ლინას აღარ სჯეროდა გულწრფელი სიყვარულის.. ახლა მას მიაჩნდა, რომ სადაც სიყვარულია, იქ არის ტყუილიც და გულისტკენაც, დამცირება და არეულობა.. საინტერესოა, რატომ არ გასჩენია ლუკას მის მიმართ ეჭვი.. ყოველთვის, როდესაც ლუკა ლინაზე და მის წარსულზე დაფიქრდებოდა, ყოველთვის ერთი დასკვნა გამოჰქონდა, ის, რომ ლინა მოატყუეს და გული გაუტეხეს.. მას იმდენად სჯეროდა მისი, რომ საკუთარ თვალებსაც კი არ დაუჯერებდა, საპირისპირო რომ დაენახა კიდეც.. ის მართალიც იყო.. გიორგის მერე ლინამ კაცთა მოდგმა შეიძულა.. ლუკა კი ერთადერთი მამაკაცი იყო, რომელიც მის ცხოვრებაში დარჩა, თანაც ისე, რომ ლინამ კი არ შეიძულა, არამედ პირიქით, დაუახლოვდა და შეიყვარა კიდეც, მაგრამ საერთოდ არ აძლევდა თავს იმის უფლებას, რომ კიდევ ერთხელ ახლართულიყო ემოციებში და თავი დაეკარგა.. ეს გულის სიღრმეში შიში იყო, კიდევ ერთი იმედგაცრუების შიში, რომელსაც, უბრალოდ, ვეღარ გადაიტანდა.. თანაც არასოდეს უფიქრია, რომ შესაძლოა ლუკას მის მიმართ გრძნობა გასჩენოდა.. ყოველთვის ეგონა, რომ ლუკას ელი სჭირდებოდა, რადგანაც შვილი არასოდეს გაუჩნდებოდა და არა ლინა, თუმცა ამაშიც სასტიკად ცდებოდა.. შეიძლება გრძნობდა კიდეც ლუკას ინტერესს, მაგრამ თავს აჯერებდა, რომ ეს მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო.. ლუკამ ლინა საწოლში დააწვინა და ლოყაზე აკოცა კიდეც.. ცოტა ხანში თავადაც დაწვა.. სასიამოვნო იყო ამდენი ხნის შემდეგ საკუთარ საწოლში დაძინება.. .... დილა ელის ტიტინით დაიწყო.. პატარამ ჯერ მამა გააღვიძა, შემდეგ კი დედა.. მას შემდეგ, რაც მოწესრიგდნენ სამზარეულოში შეიკრიბნენ.. - ლინა, დღეს შეხვედრას ვმართავთ.. ოღონდ არაოფიციალურს და თანაც აქ, ჩვენს სახლში... - დღის გეგმა გააცნო ლუკამ - აა, იმ ახალ ბიზნესმენს ხვდები?.. - კი და წარმოდგენა არ მაქვს ვინაა, მამას გამო ვხვდები.. ტვინი წაიღო, ძმაკაცის შვილია, ძმაკაცის შვილია და ა.შ.. - კარგი რა პრობლემაა.. რომელზე? მე რომ არ ვიყო არ შეიძლება?.. - ასე ხუთისკენ და დიახ, შეიძლება.. მხოლოდ ხელს მოაწერ შემდეგ.. - გაუღიმა ლინას და მისი ყავა გადასცა, სამაგიეროდ კი თეფშიდან ნამცხვრის ნაჭერი მოპარა.. - მაგ დროს ელი ბაღიდან გამომყავს, თუ მოვასწრებ გავიცნობ მაინც, მაგრამ რატომღაც, ვგრძნობ, რომ არ ღირს - ბოლო წინადადება ჩუმად თქვა ლინამ და ყავა მოსვა.. მთელი დღე სამსახურში იყვნენ.. ლინა თავს უცნაურად გრძნობდა.. არ უნდოდა, რომ ახალი ბიზნეს პარტნიორი გაეცნო.. თავადაც არ იცოდა რატომ, მაგრამ ეს გრძნობა არ შორდებოდა.. ხუთი საათისკენ ლუკას დაემშვიდობა და ელის ბაღში მიაკითხა.. ელის გვერდით ყოველთვის ყველა პრობლემა ავიწყდებოდა და დაღლასაც ვერ გრძნობდა.. საყვარელი ბავშვი იყო ელი.. დედასავით ქერა და ლურჯთვალა.. თუმცა ლინაზე ბევრად მეტიჩარა.. ლინას დაპატარავებული ასლი გახლდათ.. გზად ლინას აუტყდა, რომ ჰამბურგერი უნდოდა.. ლინა კი ყოველთვის თავს არიდებდა სწრაფი კვების პროდუქტებს, ამიტომ საჭირო ინგრედიენტები იყიდა და ელის დაპირდა, რომ სახლში თავად მოუმზადებდა მათ.. მალე მივიდნენ სახლში.. ელი თავის პატარა ლეკვს წაეთამაშა, მანამ კი ლინა ოთახში შევიდა.. შორიდანვე დაინახა მისი ქმარი და სტუმარი, რომელიც მისკენ ზურგით იდგა.. - აი ლინაც მოვიდა - გაიღიმა ლუკამ და სტუმარიც მაშინ შემობრუნდა.. ლინა გაშეშდა, გაშრა და გაშტერდა, როდესაც მის წინ მდგარი გიორგი დაინახა.. თავი საშინლად იგრძნო, თითქოს ჭრილობა გაუხსნეს და მარილი დააყარეს.. თავი ძლივს შეიკავა, რომ ხელიდან პარკები არ დავარდნოდა და თავადაც იატაკზე არ აღმოჩენილიყო.. თავად გიორგიც გაკვირვებული ჩანდა.. მისი სახიდანაც მხოლოდ მღელვარება და დაბნეულობა იკითხებოდა.. ლინას ვერაფერი გაეგო.. არ იცოდა საიდან და როგორ აღმოჩნდა მათთან გიორგი.. არც უნდოდა ამის გაგება და საერთოდაც, არ უნდოდა, რომ კიდევ ერთხელ ენახა.. თუმცა, ამ შეხვედრის შემდეგ, ლინა მიხვდა, რომ გიორგის მიმართ არაფერს გრძნობდა, სიძულვილსაც კი.. მაგრამ მისი იქ ყოფნა და ფაქტი, რომ მას ლუკასთან ექნებოდა კონტაქტი, ჭკუიდან შლიდა.. ახლა ყველაზე მეტად ის არ უნდოდა, რომ ელი შემოსულიყო და გიორგის ის ენახა, თუმცა ყოველთვის ისე არაა, როგორც გვსურს.. ელი კისკისით შემოვარდა და დაიკივლა - მამიკოო - პატარა პირდაპირ გაიქცა, გიორგის გვერდი აუარა და ლუკას მაგრად მოეხვია.. გიორგი პირდაღებული უყურებდა პატარას.. ლინა კი ისე იყო, რომ თუ არ გავიდოდა აეტირებოდა.. ლუკაც ამჩნევდა დაძაბულობას, მაგრამ ვერ ხვდებოდა რატომ.. მან ორივეს '"გააცნო" ერთმანეთი, შემდეგ მივიდა და ლინას ხელები მოჰხვია.. დიდ ხანს არ ყოფილა არეული ლინა, აზრზე მოვიდა და ლუკას გაუღიმა.. ლინამ გაიფიქრა, რომ ახლა დრო იყო გიორგის პასუხი ეგო წარსულის დანაშაულზე და ენენა ის, რა უსამართლობაც ლინას მიმართ ჩაიდინა.. - ყველაფერი რიგზეა? - იკითხა ლუკამ.. - რა თქმა უნდა - გაუღიმა გოგონამ.. - ელის ჰამბურგერი უნდა და ვაპირებ მოვამზადო, შემომიერთდები?.. - უკვე "გადაივიწყა" ლინამ გიორგის იქ ყოფნა.. - ჭამაში კი - გაიმაიმუნა ლუკამ.. ლინამ კი თითქოს არაფერი მომხდარა, ელის ხელი ჩასჭიდა და სამზარეულოსკენ წაიყვან, გრძნობდა, რომ წინ უარესი ელოდა.. .... ********* აბა რას ფიქრობთ?.. იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ.. ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.