შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა დანაკარგის ფასად ღირხარ (1)


19-06-2016, 22:01
ავტორი tsn
ნანახია 1 894

ყველა დანაკარგის ფასად ღირხარ...

.....

- ექიმო, ხომ ყველაფერი რიგზე ექნება? მე...
- დამშვიდდით ბატონო.. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ... თქვენი ცოლ-შვილი კარგად იქნება, ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს... - უთხრა ახალგაზრდა მამაკაცს ექიმმა
- კი მაგრამ ის ხომ კივის? მას სტკივა.. - ხელი პაკატისკენ გაიშვირა ბიჭმა..
- ყველა მშობიარე ქალი ამ დღეშია.. ჩამოჯექით და ვალერიანი დალიეთ - გაიღიმა ექიმმა და თავისი გზა განაგრძო..
გრძელ დერეფანში იდგა ლუკა ლობჟანიძე და წამებს ითვლიდა, თუ როდის გამოვიდოდნენ სამშობიარო ბლოკიდან....

მის ცხოვრებაში ეს ყველაფერი რამდენიმე თვის წინ დაიწყო.. ის საყვარელმა ქალმა მიატოვა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა გვერდში დგომა.. საქმე ის იყო, რომ მას შვილი ვერასოდეს ეყოლებოდა, ეს ამბავი კი მისთვის ახალი და ძნელად გადასატანი აღმოჩნდა.. სწორედ ეს მიზეზი გამოიყენა ნატალიამ, რომ ლუკასგან წასულიყო, თუმცა მან მშვენივრად იცოდა, რომ ამის რეალუღი მიზეზი ის ფინანსური პრობლემა იყო, რომელიც იმ პერიოდში მის კომპანიას დაემართა.. იმ დღეს, როდესაც ნატალიამ მიატოვა, თითქოს მთლად მპეღო ბოლო.. საჭესთან განადგურებული დაჯდა და მიუხედავად სიფხიზლისა, ავარია შეემთხვა.. გოგონა, რომელიც, როგორც ჩანს, არანაკლებ გულგატეხილი იყო, ისე კვეთდა ქუჩას, რომ არც კი იყურებოდა გარშემო.. ავარიის შემდეგ ლუკამ შეამჩნია, რომ გოგონას სისხლდენა დაეწყო და მიხვდა, რომ ის ფეხმძიმე იყო.. საშინლად ანერვიულდა, სულ დაავიწყდა თავისი გასაჭირი.. თავში მხოლოდ ის უტრიალებდა, რომ ორი სიცოცხლე მის გამო საფრთხეში იყო.. მას შვილი არასოდეს ეყოლებოდა და ახლა, შესაძლოა ვიღაც სხვა ადამიანი დაეტოვა უშვილოდ.. მანქანა ვერ დაძრა, ვერც სასწრაფოს დაელოდა, გოგონა ხელში აიყვანა და ფეხით მიადგა უახლოეს საავადმყოფოს.. ის ექიმებმა ბავშვის მამად ჩათვალეს.. პირველად რომ უთხრეს, თქვენი შვილი კარგადააო, ტანში სასიამოვნოდ გასცრა და გული აუჩქარდა.... მას ხომ სიგიჟემდე უყვარდა ბავშვები, მაგრამ ვერასოდეს გახდებოდა მამა.. ძლივს მოვიდა გონზე და ახლაღა გაიფიქრა, ბავშვის მამას ვიპოვიო.. გოგონასთან შევიდა და მოიკითხა, გადაწყვიტა, რომ არ ჰკითხავდა ბავშვის მამაზე.. ვინაიდან გოგონას რამდენიმე დღით კლინიკაში ტოვებდნენ, მოახერხებდა ალბათ იმ კაცთან შეხვედრასაც.. არც კი იცის რატომ დაინტერესდა მაშინ ბავშვის მამით...


....

გოგონა ლინა გიგაური გახლდათ.. მისი ცხოვრებაც ერთი დიდი ტრაგედია იყო.. ის ერთ პატარა სოფელში დაიბადა და გიზარდა.. სკოლაც იქ დაამთავრა და უნივერსიტეტშიც მოეწყო.. ის ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა, უკვე მეორე კურსზე იყო..

ლინა ძალიან ლამაზი გოგონაა, მუქი ლურჯი თვალებით და ხვეული, გრძელი, ქერა თმით.. საშუალო სიმაღლისაა და გამხდარი.. ყოველთვის უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თუმცა არავისთან გაუბია უთრიერთობა.. უნივერსიტეტში კი ყველაფერი უეცრად შეიცვალა.. მასზე ორი კურსით უფროსი ბიჭი გაიცნო და პირველად ცხოვრებაში, რაღაც გრძნობა გაუჩნდა.. გიორგი ერთადერთი და პირველი ადამიანი იყო, ვისაც ასე დაუახლოვდა. თითქოს გიორგისგანაც იმავეს გრძნობდა.. მოხდა ისე, რომ ერთადაც ღამე ერთად გაატარეს.. მართალია, ეს ერთადერთხელ მოხდა, მაგრამ ლინა ამასაც კი განიცდიდა.. სწორედ ამ ღამეს მოჰყვა სერიოზული შედეგი - ბავშვი.. თავიდან გიორგი პასუხისმგებლობას არ გაექცა, ან გაექცა, მაგრამ ოსტატურად მოატყუა ლინა.. გიორგიმ ლინას ცოლობა სთხოვა და ცოტა ხანში ქორწილსაც გეგმავდნენ . თუმცა გიორგის დედამ დროზე ადრე გაიგო ბავშვის არსებობა და ბიჭს გული გაუწყალა.. ოქამდე არ მოეშვა, მანამ ლინას ცოლად მოყვანა არ გადააფიქრებინა... გიორგი ლინასთან მივიდა და უთხრა, რომ თუ უნდოდა, რომ მათი ურთიერთობა გაგრძელებულიყო, ბავშვი უნდა მოეშორებინა.. ეს ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო ლინას ცხოვრებაში.. მან გააცნობიერა, რომ არარაობა უყვარდა, რომ ერთ დიდ ტყუილში ცხოვრობდა და ტყუილად ჰქონდა გიორგის იმედი.. იმ სიტყვების მოსმენის შემდეგ მასთან არც ულაპარაკია... ყველაზე რთული კი ის დრო იყო, როცა მშობლებს სიმართლე გაუმხილა.. ეს იყო ყველაზე საშინელი რეაქცია.. ფაქტობრივად ლინამ ყველა და ყველაფერი დაკარგა და მხოლოდ იმიტომ, რომ ის უბრალოდ მოატყუეს...
ერთ დღეს კი, როდესაც ქუჩაში მიდიოდა, როგორც ყოველთვის, ჩაფიქრებული, ავარიაში მოყვა.. ეს ავარია არ ყოფილა დასასრული, პირიქით.. ეს ლუკას და ლინას ცხოვრებაში რაღაც ახალის დასაწყისი აღმოჩნდა.. არა, ერთმანეთი არ შეჰყვარებიათ, მაგრამ დამეგობრდნენ.. მართალია ლუკას არ უკითხავს მისთვის არაფერი, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ლინა უბრალოდ მოატყუეს.. თავადაც არ იცოდა, რატომ სჯეროდა ამის.. ერთი კვირა ლინა საავადმყოფოში დატოვეს.. ყოველ დღე ნახულობდა მას ლუკა.. მთელი ის დრო გულს ვერაფერს უდებდა და საავადმყოფოში მიეჩქარებოდა.. ერთ დღეს კი შემთხვევით ნატალიას და მის ერთ-ერთ "მეგობარს" წააწყდა.. საშინელი იმედგაცრუება იგრძნო.. განსაკუთრებით კი მაშინ, როდრსაც ნატალიას ნათქვამი გაახსენდა.. სიტყვა სიტყვით ჩაესმოდა ყურებში, თუ როგორ ეუბნებოდა ნატალი, შვილი არასოდეს გეყოლება, მთელი ცხოვრება მარტო იქნებიო.. აი იმ წამს მიიღო მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.. იუველირთან მივიდა და ლინასთვის ბეჭედი იყიდა.. ახსოვს, როგორ ნერვიულობდა იმაზე, თუ რას ეტყოდა ლინა... გონებაში არეულ-დარეულ სიტყვებს ლამაზ ტექსტად აწყობდა.. მართალია არ უყვარდა ლინა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ მაინც საუკეთესო ქმარი და მამა დადგებოდა მისგან.. ამას ნატალის ჯიბრზე მაინც შეძლებდა.. მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ის სურვილი კლავდა, რომ მამა გამხდარიყო, თუნდაც სხვისი შვილის.. არ იყო დიდი, სულ რაღაც 23 წლის, ლინაცკი 19-სა.. საავადმყოფოშივე ესაუბრა ლინას ქორწინებაზე, გოგონამ კი დრო სთხოვა.. ლუკას დედას ნამდვილად არ ესიამოვნა ეს ამბავი.. როგორც ყველა ქართველ დედას, მასაც არ სჭირდებოდა ორსული სარძლო.. მაგრამ მაინც კეთილშობილი ქალი გახლდათ ბელა.. როცა საავადმყოფოში მივიდა ლინას სანახავად, აპირებდა დაერწმუნებინა, რომ უარი ეთქვა ქორწინებაზე, მაგრამ პირველივე შეხვედრა იყო საკმარისი, რომ ლუკას სიტყვებში '' ის უბრალოდ მოტყუებული ქალია დედა'' დარწმუნებულიყო.. ლუკამ რომ გაიგო დედამისი ლინასთან იყო, პირდაპირ მათთან გაიქცა, სავარაუდო კონფლიქტის მოსაგვარებლად, მაგრამ პალატაში ორი ჩახუტებული ქალი დახვდა.. ეს იყო მათი ურთიერთობის დასაწყისი.. ლინამ და ლუკამ მხოლოდ ხელი მოაწერეს.. არ ყოფილა თეთრი კაბა, დიდი ჯვრისწერა, უამრავი სტუმარი და ა.შ..
მათი ურთიერთობა კი ნელ-ნელა აეწყო.. მართალია არ ყოფილა რაიმე რომანტიკული მომენტი, მაგრამ ურთიერთობა მაინც იდეალური იყო.. არასოდეს უწყენინებიათ ერთმანეთისთვის, არც რაიმე სკანდალში გახვეულან.. ლინამ ლუკას კომპანიაში მუშაობაც კი დაიწყო და ერთიანი ძალებით კომპანია კრიზისიდან ამოიყვანეს..

ახლა კი ლუკა დგას და ელოდება, როდის გამოვა ექიმი და ცოლ-შვილის მდგომარეობას გააცნობს.. ბავშვის ტირილიც გაიგო და გული აუჩქარდა.. თვალზე ცრემლი მოადგა და ლამის ხტუნაობა დაიწყო.. ხო, ლუკა მარტო არ ყოფილა.. მასთან ერთად ნისი მშობლები და მეგობრები არიან.. მხოლოდ ლინას მშობლები არ ჩანდნენ, რადგანაც ლინამ მათთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა.. არ შეეძლო მათი სიცივის ატანა . მიუხედავად ამდენი დანაკარგისა ლინა თავს უბედურად სულაც არ გრძნობდა.. პირიქით, თავს ყველაზე ბედნიერ ადქმიანად ატვლიდაა.. საოცარი გრძნობა დაეუფლა, როდესაც პატარა გულზე დააწვინეს.. ეს იყო გრძნობა, რომელსაც სიტყვებით ვერ იტყოდა.. ახლა მართლაც გრძნობდა, რომ ყველა დანაკარგის ფასად უღირდა ეს ყოველივე.. ამდენი ხნის მერე სიცოცხლის სურვილს გრძნობდა..





**********************


ვიცი, რომ ჩემგან სხვა ისტორიის გაგრძელებას ელით, მაგრამ ჯერ ვერ ვაგრძელებ.. აი ამაზე მაინტერესებს თქვენი აზრი.. ღირს საერთოდ გაგრძელება? თუ არც უნდა დამეწყო?.. ველი თქვენს აზრებს.. მაპატიეთ, რომ ამდენ ხანს დავიკარგე და ყველანი მიყვარხართ ♥♥



№1  offline წევრი isterichka123

კაია კაი გაგრდზელე

 


№2  offline მოდერი tsn

isterichka123
კაია კაი გაგრდზელე

გმადლობ love

 


№3 სტუმარი Nini

Sheni istoriebi dzalian miyvars es gansxvavebulia da saintereso,veli shemdegs.

 


№4  offline მოდერი tsn

Nini
Sheni istoriebi dzalian miyvars es gansxvavebulia da saintereso,veli shemdegs.

მიხარია, რომ მოგეწონა.. გმადლობ თბილი კომენტარისთვის request love

 


№5 სტუმარი m

chemiiazritsulacarunda gagrdzeleba datoveese tbilad da kargadkvelaperi ) sulbanalurigaxdebalbatmere anaireva yvelaperi jobs es ikos,magram shenisaqmisashen ici *-*

 


№6  offline მოდერი tsn

m
chemiiazritsulacarunda gagrdzeleba datoveese tbilad da kargadkvelaperi ) sulbanalurigaxdebalbatmere anaireva yvelaperi jobs es ikos,magram shenisaqmisashen ici *-*

პატივს ვცემ შენს მოსაზრებას, მაგრამ გაგრძელებას ვაპირებ.

 


№7  offline წევრი kora

მომეწონა დასაწყისი, მინდა გაგრძელდეს მაგრამ ყოველგვარი ინტრიგების და ყოფილების მხრიდან ამ წყვილის დატანჯვის გარეშე. უბრალოდ ძალიან მინდა თვიდან ბოლომდე რაღაც თბილის და სიყვარულით სავსეს წაკითხვა. იმედია ერთად ყველაფერს მოერევიან...
ძალიან მომნატრებია შენი ემოციური ისტორიების წაკითხვა, გამიხარდა შენი დაბრუნება love
--------------------
kira.G

 


№8  offline მოდერი tsn

kora
მომეწონა დასაწყისი, მინდა გაგრძელდეს მაგრამ ყოველგვარი ინტრიგების და ყოფილების მხრიდან ამ წყვილის დატანჯვის გარეშე. უბრალოდ ძალიან მინდა თვიდან ბოლომდე რაღაც თბილის და სიყვარულით სავსეს წაკითხვა. იმედია ერთად ყველაფერს მოერევიან...
ძალიან მომნატრებია შენი ემოციური ისტორიების წაკითხვა, გამიხარდა შენი დაბრუნება love

დიდი მადლობა.. მეც გამიხარდა შენი თბილი კომენტარის წაკითხვა.. აუცილებლად გავაგრძელებ ♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent