შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

after the love has gone (თავი I-2)


21-06-2016, 23:51
ავტორი Unknowgirl
ნანახია 1 523

ვერაფერს ვგრძნობდი და საერთოდ ვერ ვაზროვნებდი. ყველაფერს ინსტიქტურად ვაკეთბდი და ვცდილობდი ლუკასთვის ხელი არ გამეშვა. ვხედავდი მის გაფიტრებულ სახეს და მეშინოდა, მეშინოდა მისი დაკარგვის, ყველაფრის მეშინოდა რაც უმისოდ მოხდებოდა, მეშინოდა რო თვალებს ვერ გაახელდა, ნუთუ ჩემთან აღარ იქნება? მაგრამ ჩვენი სიყვარული ხომ ჯერ არ დამთავრებულა... წარმოდგენაც არ მინდა რა იქნება უმისოდ. არასასიამოვნო აზრებისგან განსათავისუფლებად თავი რამდენჯერმე გავაქნიე და ისევ ლუკას შევხედე. მიყვარს, ვხვდები რო ყველაფერზე მეტად მიყვარს, არა ამქვეყნიურად მიყვარს, ყველაფერი მიყვარს რაც მისია, რაც მას ეხება. მისი სიტყვები მიყვარს, მისი ქცევები მიყვარს, ღმერთო ნუ გამწირავ, ამას ვერ გადავიტან, უმისოდ ხომ ჩემთვისაც დამთვრდება ყველაფერი.
მალე სასწრაფოს კარი გაიღო და მაიძულეს ლუკას მოვშორებოდი.
***
ლუკა ექიმებმა გადაუდებელ ოპერაციაზე შეიყვანეს, ლილე და მისი მეგობრები მოსაცდელში დარჩნენ. აჟიტირებული მეგობრები გარს ეხვეოდნენ ლილეს, თუმცა ლილე ჯერ კიდევ ვერ იაზრდებდა რა ხდებოდა. სკამზე იჯდა და კანკალებდა. გაფითრებული, არაფრისმთქმელი გამომეტყველებით ელოდა ახალ ამბავს, აქამდე ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია, უჭირდა მომხდარში გარკვევა მაგრამ მაინც ცდილობდა, თუმცა როცა საფრთხე ლუკას სიცოცხლეს ემუქრება ძნელი იყო მისთვის აზროვნება. ნინამ კაპიშონი მოახურა მხრებზე და მაგრად ჩაეხუტა, ამ დროს ექთნის ხმა გაისმა, რომელიც მეორე ექთანს მიმართავდა
-დროზე მეორე საოპერაციოში კარდიოლოგი სასწრაფოდ! პაციენტს გული გაუჩერდა!!!
-მაგრამ ექიმი ადგილზე არ არის!
-რააა? პაციენტი მოკვდება....
ეს სიტყვები კი ლილეს გონებაში რამდენჯერმე განმეორდა , დაფეთებული წამოვარდა და ექთნებს მივარდა, ალბათ ფიქრობდა რო ჩხუბს მოახერხებდა მაგრამ იქვე ჩაიკეცა და მწარედ ატირდა. ლუკა კვდებოდა, მას კი არაფის გაკეთება არ შეეძლო მის დასახმარებლად, სული ეხუთებოდა, ეხლა სიცოცხლესაც კი გაწირავდა, ოღონდ ლუკა გადარჩენილიყო, მაგრამ ვერაფერს აკეთბდა...
ბიჭებმა წამოაყენეს და იქვე სკამზე დასვეს. ექთანს დამამშვიდებლის გაკეთება სურდათ, მაგრამ ვერაფრით მოახერხეს. ლილე მიხვდა რომ ისტერიკებით მხოლოდ ხელს შეუშლიდა ექიმებს და დამშვიდდა. მისაღების მდივანზე ჩამოჯდა და ლოდინი დაიწყო. ელოდებოდა ასე მშვიდად, როდის ეტყოდნენ ახალ ამბავს, როდის გადაწყდებოდა ლუკას სიცოცხლე...
გადაწყვიტა რაიმე სასიამოვნოზე ეფიქრა
***ლილეს ფიქრები
11 მარტი, ლილეს დაბადების დღე, ლუკა მთელი დღე არ ჩანდა , საღამოს კი მოტოთი მოაკიტხა და სოფელში წაიყვანა. მათ გარდა იქ არავინ იყო, მხოლოდ ლილე და ლუკა. სახლის ფანჯრიდან მთები მოჩანდა. ყველაფერი მწვანეში იყო ჩაფლული. ლილე წინ იდგა, ლუკა კი უკნიდან მიხუტებოდა და მის სურნელს ხარბად ისუნთქავდა.
-დაბადების დღეს გილოცავ!
-დრო ჩერდება!!!
-რაა?
-ხოო, ხოო, მართლა, დრო ჩერდება. მეცნიერული თვალსაზრისით ეს სისულელეა, წარმოუდგენელია, სრულ ქაოს გამოიწვევს ბუნებაში, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, რომელიც კანონებს არ ემორჩილება, დრო ჩერდება! და ამ მომენტისთის ღირს მხოლოდ ცხოვრება. იცი, როცა შენთან ერთად ვარ დრო ჩერდება, თანაც ყოველთვის! ყველაფერი წყვეტს არსებობას, დროის შეგრძნებას ვკარგავ. მხოლოდ შენს თვალებს ვხედავ და ეს მყოფნის არსებობისთვის. ამ საოცრებას სიყვარული ახდენს!!!
-შენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა, არ ვიცი როგორ დავიმსახურე, მაგრამ შენ ჩემი საჩუქარი ხარ!
-არასდროს დამტოვო კარგი?
-არასოდეს, კარგი დღეს შენი დაბადების დღეა და შეგიძლია ერთი სურვილი მთხოვო, რაც გინდა, მე ყველაფერს შეგისრულებ
-მართლა?
-ხოო, მართლა
-კარგი, მაშინ... წვიმაში ვიცეკვოთ გთხოოოოვ!!!
-როგორც იტყვით პატარა ქალბატონო-ლუკამ თბილად გაუღიმა, გოგონა ხელში აიტაცა და წვიმაში გაიჭრნენ. ცეკვავდნენ თავდავიწყებით, ვერაფერს გრძნობდნენ, მხოლოდ ერთმანეთს და ეს იყო ყველაფერი მათთვის
***
ამ ფიქრებში გართული ლილე ისევ ნინამ გამოაფხიზლა და აცნობა რომ ყველაფერი კარგადაა, მალე საოპერაციოდან რეანიმაციაში გადაიყვანდნენ, ლუკას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. ახალი ამბის გაგონებისას ლილემ შვებით ამოისუნთქა, ფეხზე წამოდგა, თითქოს ძალა მიეცა არსებობისთვის.
-ექიმი სად არის?
-აი ისაა, აქეთ რო მოდის
-გამარჯობა ექიმო, ვიცი ცუდად ვიქცევი, და ვიცი რო პაციენტისთვის ასე აჯობებს მაგრამ გთხოვ, გემუდარებით მხოლოდ ორი წუთი, უბრალოდ ვნახავ რო კარგადაა და წავალ, გპირდებით!
-კარგი, მხოლოდ ორი წუთი-დათანხმდა ექიმი, რადგან იცოდა,რომ ამით ლილეც დამშვიდდებოდა და მთელი ღამე აღარ შეაწუხებდა
***
ლუკას ნახვის შესაძლებლობითგახარებულმა გოგონამ დიდი სიხარულით ჩაიცვა ექთნის მიერ მიცემული ტანსაცმელი და ლუკას პალატაში შეაბიჯა. ეშინოდა, იცოდა რო ისეთს ვერ ნახავდა, როგორიც მას ახსოვდა, მაგრამ ცდილობდა თავი შეეკავებინა და თამამი ნაბიჯებით მიუახლოვდა სააწოლს,სადაც ღონე მიხდილი ლუკა იწვა. აპარატის წიკწიკის ხმა აღიზიანებდა მაგრამ იცოდა რომ ეს კარგის ნიშანი იყო, ამიტომ სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ლუკას ხელს ხელი მაგრად მოუჭირა და ლოყაზე ფრთხილად აკოცა.
-არ დამტოვო ლუკა, გთხოოვ!!! გესმის? ჩვენი სიყვარული ხომ ჯერ არ დამთავრებულა? შენ დამპირდი, სიტყვას კი ყოველთვის ასრულებ!!! მე დაგელოდები, შენთან ვიქნები და გვერდიდან არ მოგშორდები. მიყვარხარ, ძააან ძაან მიყვარხარ!!!
როგორც კი სათქმელი დაამთავრა პალატაში ექთანი შემოვიდა და აცნობა რო დრო ამოიწურა. ლილეს უჭირდა ლუკასთნ განშორება მაგრამ იცოდა რო ასე უკეთესი იყო მისთვის, ამიტომ ლოყაზე აკოცა და პალატა დატოვა.
საავადმყოპოს სუნი აგიჯდებდა, სუფთა ჰაერზე ჭირდებოდა გავლა და ფიქრი. ლუკა კარგად იყო, ეს კი საკმარისი იყო რომ ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნებულიყო. ჩქარი ნაბიჯებით სასწრაფოდ დატოვა საავადმყოფო



№1 სტუმარი ………

patara tavebia ;') ar gvyofnis

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent