გარყვნილი თითები (ნაწილი 2)
არ ნერვიულობდა, არც რაიმე მსგავსი გრძნობა აწუხებდა, უბრალოდ ცოტა სიფრთხილის შეგრძნება დაუფლებოდა მის არსებას. რეალურად, არ არის მარტივი, როდესაც არც ისე, მაგრამ მაინც უცნობი კაცი ამდენს ,,გიბედავს,’’ თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ნაწილობრივ კატოს ბრალიც არის, რადგან ნიკო ხვდება, თუ, როგორ სიამოვნებს გოგონას მისი თითოეული ქმედება გაბრაზებასთან ერთად, მაგრამ გაბრაზებაც რომ ხიბლავს ამ კაცს? – მარიამი, არ მოსულა ჯერ? – დაქალი მოიკითხა და ნიკოს მიერ მითითებულ სავარძელში დასკუპდა. – არ მოსულა. ჩაი, ყავა? – არც ერთი და არც მეორე, მადლობა. – გაუღიმა და თვალი ცარიელ სახლს მოავლო. – მარტო ხარ? – ნწ. ნატალი თავის ოთახშია. არ შეხვიდე, მოთქვამს და რომ მორჩება თვითონ გამოვა. – სიცილით უთრა, როცა კატომ წამოდგომა დააპირა. – კარგი, წავალ მაშინ მე. – ფეხზე წამოდგა, ჩანთა მოიკიდა, თუმცა, როგორ კი თავის ხელზე მძიმე, ძლიერი ხელი იგრძნო, გაკვირვებულმა ახედა თავისზე მაღალ კაცს. – რა ხდება? – მარიამმა არ გითხრა, მე რომ მოვლა მესაჭიროება? – გაიღიმა საყვარლად და ფართხალი როცა დაიწყო ხელი გაუშვა. – არა, არ უთქვამს. – ირონიულად გაუღიმა. – შეგიძლია ინსტრუქციას მიჰყვე. – რამდენიმე წამლით პარკი მიაწოდა და კარებთან დადგა. – მარიამმა კი მთხოვა, მაგრამ ჩემ მაგივრად მოუხადე ბოდიში, შენი ნერვები არ მაქვს. განწყობას ვერ გამიფუჭებს–მეთქი ვფიქრობდი, მაგრამ მივხვდი რომ ვერ ვიყავი მართალი. – გულახდილად უთხრა, კარი თავად გაიღო და ისე წავიდა, უკან არც კი მოუხედავს. მაინც გაბრაზებული ჩაჯდა ტაქსში და სამშობიაროსკენ დაიძრა. ერთი გამოხედვაც კი საკმარისია ნიკოსი იმისთვის, რომ ნერვები ყალყზე დაუყენოს. წლებია იცნობს და სულ ასეთი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ. მშვენივრად ხვდება ორივე, თუ რატომ გაჩნდა მათ შორის ,,ქიმია’’ რომელიც არც ერთს ასვენებს, თუმცა მაინც ჯიუტად, მყარად დგანან ერთ ადგილას და პოზიციებს არც ერთი თმობს, არც – მეორე. რამდენჯერაც სცადა მარიამმა კატოსთან საუბარი, იმდენჯერ მოიშორა გოგონამ გაბრაზებულმა. არანაირად არ აპირებდა მისვლას და ნიკოს გრძნობებში გარკვევას, რადგან არ თვლიდა საჭიროდ. ბოლოს მარიამის ხელის ჩაქნევით ანებებდა ხოლმე თავს და პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდებოდა, – გაჩუმებულიყო მანამდე, სანამ თვითონ არ მოიფიქრებდნენ, რით ეშველათ საკუთარი თავისათვის. * * * მარიამმა შეაბიჯა თუ არა სახლში, მაშინვე თავისი დის ოთახში შევიდა. საწოლზე ჩამოუჯდა და გრძელ, ყორანივით შავ თმაზე ხელები ნაზად გადაუსვა. უთქმელად მიიწია ლოგინის კუთხისკენ გულაჩუყებული ნატალი და დას ადგილი გაუნთავისუფლა. Mარიამმა ფეხზე სწრაფად გაიხადა და ტანსაცმელებითურთ შეხტა. ხელები წელზე ძლიერად მოხვია და თავი მის ყელში ჩარგო. – არ ღირს, ჩემო პატარავ, მაგაზე ნერვიულობა. იმ გოგოს მსგავსი ძალიან ბევრი იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფარ–ხმალი უნდა დაყარო და ზუსტადაც რომ უბრძოლველად ჩააგდო დაჩი მათ ხელში. – ამაზე ორივეს ხმამაღლა გაეცინა. – ხომ იცი, ჩვენი დაჩიკო, მაგდენს ვერ გადაიტანს და დარჩები შეყვარებულის და ზოგადად მომავლის გარეშე, გაფრთხილებ იცოდე! – კვლავ გაიცინა. – არ ვიცი, საერთოდ არ ვიცი, რა და როგორ უნდა ვქნა. ვერაფერი გამირკვევია. – წამოდი ახლა მე და შენ სადმე კარგ კაფეში დავსხდეთ. სახლში ჯდომა რას მოგიტანს? გთხოვ, ნუ შეხვალ იმ ადამიანების რიცხვში, ვენებს რომ იჭრის მომხდარის გამო. – კოპები სასაცილოდ შეკრა მარიამმა. – ახტი, ახტი. – საბანი გადახადა ერთი ხელის მოსმით და მკლავზე ჩაავლო ხელი. – მაინც ვერ ვხვდები ამ სიცხეში, რად გინდა საბანი. – ვერც მიხვდები. შენი მოკლე ჭკუა მაქამდე ვერ ქაჩავს, რას ვიზამთ. – დასცინა ნატილიმ. – ადგები ახლა, თუ მივმართო შენთვის გარკვეულ და გაურკვეველ ზომებს? – არ მინდა წამოსვლა არსად. – გინდა! ბუზღუნით და ჯუჯღუნით ,,მოწესრიგდა’’ ნატალი და დას უკან გაჰყვა. კიბეები სწრაფად ჩაირბინეს და სადარბაზოდან ქოშინით გავიდნენ. ხმაც შეეცვალა ნატალის, რომელიც მარიამს მთელი გულით ლანძღავდა და თვალებიც, რომლითან მანქანასთან მიყუდებულ დაჩის უყურებდა. – დაჩი, როგორ ხარ? – სიცილით და თვალების ფარულად ქაჩვით ჰკითხა მარიამმა და ლოყაზე აკოცა. – ვარ, რა. – გაიღიმა და იქვე, შორიახლოს მოხეტიალე ნატილის დასცინა. – შეგჭამ, ნატალია? – იცის, როგორ ეზიზღება გოგონას ასე რომ ეძახიან და მაშინვე შეამჩნია მის თვალებში აკიაფებული ბრაზი, რომელიც კარგს არაფერს იუწყებოდა. – შემეშვი. – ლაკონური პასუხით შემოიფარგლა გაბრაზებული. – ოო, ნუ დაიწყებთ ახლა, რა! დასხედით და წავიდეთ. – წამოძახა მარიამმა და ავტომობილის უკანა კარები გამოაღო. – დროზე. – არ ჩავჯდები ამის მანქანაში. – კოპებ შეკრულმა თქვა და გულ–მკერდზე გადააჯვარედინა ხელები. ცოტა ხანი ელოდნენ, მოიფიქრებს და დაჯდებაო, მაგრამ არანაირი რექაცია რომ არ ჩანდა გოგონას მხრიდან, მხარზე ოდნავ მიკრა ხელი ღიმილით მარიამმა დაჩის, თვალი ჩაუკრა, რაც ნიშნავდა – გეგმა ,,ბ’’–ს. – არ ჩაჯდები? – კითხვა თვალ მოჭუტულმა დაჩიმ შეყვარებულს. – არა! – ხოდა, თუ არ გინდა, მე, ვინ ვარ რომ დაგაძალო. – მანქანა ნელი სვლით დაძრა. ნატალის მაშინვე აემღვრა თვალები, როცა ეს დაინახა და სადარბაზოსკენ მიტრიალდა. სწრაფად წავიდა, უნდოდა დროზე მოცილებულიყო იქაურობას. ისე გამწარდა, ისე, რომ არც თავის დის დანახვა უნდოდა და მითუმეტეს, არც დაჩის, თუმცა ფიქრები წამში გაიფანტა, რადგან საყრდენი გამოეცალა წამიერად. იმხელა ხმაზე დაიკივლა, კინაღამ ყურის ბარაბანი გაუსკა კაცს. – ნუ ყვირი! – მანქანის კარი გამოაღო და შიგნით ფრთხილად ჩასვა. – ვერ ვიტან ასე რომ მეჯიუტები! – საჭეს ხელები უცბად დააწყო და მანქანა დაძრა. იცის, როგორ ეშინია სისწრაფის ნატალის და ამ უკიდურესად გაბრაზებულსაც კი არ დაავიწყდა გოგონას ფობიის შესახებ. სარკიდან გახედა მოხითხითე მარიამს, რომელიც პირზე ხელს გამეტებით იჭერდა, რომ როგორმე ბგერები შეეკავებინა. თვითონაც გაიღიმა. – შენ ვერ იტან ასე რომ გეჯიუტები, მე კიდე იცი რას ვერ ვიტან? – დაბრაზებულმა დაიწყვირა, ღვედი მოიხსნა და მისკენ შეტრიალდა ნახევრად. – რას, აბა? – პირდაპი ნატალის ნერვებს უკაკუნებდა დაჩი და ეს ბევრად უფრო სასიამოვნო იყო, ვიდრე მისი ყვირილი. – ნერვებს მიშლი! – ვერ მოითმინა გოგონამ. – ნუთუ? – წარბები ზემოთ აქაჩა ბიჭმა. – დაჩი! – კარგი, ვჩუმდები. რას ვერ იტან? – ვითომ დიდი ინტერესით ჰკითხა, თუმცა პასუხი საერთოდ არ იყო მისი მიზნისთვის რამენაირად ხელის შემშლელი, რადგან ბოლო მაინც ერთი იყო, – აუცილებლად უნდა შემოერიგებინა ნატალი. – რას და ასეთი მოღალატე რომ ხარ! მთლიანად შენ ვერ გიტან! – მთლიანად? – თავის და უნებურად წამოცდა დაჩის. ენა პირში ჩაუვარდა ნატალის, ცრემლებით დანამული სახე ფანჯრისკენ მიატრიალა და ღრმად ამოისუნთ–ჩაისუნთქა, თორემ ატყობდა, მალე ხმით ატირდებოდა. დაჩი ვეღარ ახერხებდა საჭესთან კონცენტრაციას, მარჯვენა ხელი გოგონასკენ წაიღო, ნიკაპზე ჩაავლო და მისკენ შეატრიალა. ყველა კაცზე მოქმედებს საყვარელი ქალის ცრემები, ეს ასეა. მფეთქავ ორგანოში ძლიერი ჩხვლეტა იგრძნო, ისეთი, რომ მთელი არსებით მოუნდა მაგრად მიებჯინა ხელის მტევანი და ძლიერად მიწოლოდა. ცრემლები ცერა თითით მოწმინა. მანქანა მოატრიალა. ასე არ უნდოდა, ასე, ძალით. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მარიამი, თავ დახრილი უსმენდა მათ დიალოგს და გულზე იარების კვალი უფრო და უფრო იზრდებოდა, ძლიერდებოდა, მატულობდა. ერთად ერთხელ შეხედა ცოტნეს, რომელიც ისეთი თვალებით უყურებდა სწორედ მარიამს, არ მოეწონა. სიმართლე გითხრათ, ეს ,,არ მოეწონაზე’’ ბევრად მეტი იყო. რაღაც სხვა, სიღრმისეული, რომელსაც მხოლოდ ერთეულები ხვდებიან. როგორც კი მანქანა სადარბაზოს წინ გააჩერა დაჩიმ, ყოველგვარი სიტყვების გარეშე გადახტა მარიამი და ,,წყვილს’’ საშუალება მისცა მარტო დარჩენის. სადარბაზოში შევიდა, ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა და გაიღო თუ არა კარი შიგნით შევიდა. კატუსასთან მესიჯი გააგზავნა, სადაც სთხოვდა რომ მასთან მისულიყო. მეორე წუთსვე გადმორეკა გოგონამ. – კარგად ხარ? – არ ვარ კარგად. ცუდად ვარ, ძალიან, ძალიან ცუდად. – მოვდივარ. არ ჩქარობდა მანქანიდან გადასვლას ნატალი. თავი დაბლა ჰქონდა ჩახრილი და ჩუმად იყო. ბოლოჯერ შეხედა, სანამ გადავიდოდა და წავიდოდა. უნდოდა რაიმე მაინც ეთქვა, მაგრამ ვერ ბედავდა. რაღაც სხვა იყო ეს, რაღაც არ აძლევდა შერიგების უფლებას. მიზეზი, თუ რის გამო დაშორდნენ, გადახარშა, აპატია, შეეგუა, თითქოს, არც არაფერი იყო, მაგრამ... გრძნობდა... უხმოდ ტიროდა. წავიდა. და, გაქრა დაჩი, გაქრა და აღარ დაბრუნებულა. დღეები, კვირეები... და, იყო მონატრება და იყო ტკივილი, იყო ტკივილი და მონატრება. მერე... მერე, ხან იყო და ხანაც – არა. * * * ხომ იცით რა რთულია დამღლელი რუტინა? ერთი და იმავე ადგილის ტკეპნა, სანამ შესაძლებლობა და ძალა შემოგრჩენია. ყველაფერი ერთ ადგილას რომ არის გაშეშებული და გასაქანს არ გაძლევს. მერამდენე დღე და არანაირი სიახლე. ეს... ოფისში შედის მარიამი და თვალებს აქეთ–იქით აცეცებს, იოანეს ეძებს. სწორედ იმ იოანეს, რომელიც მაშინ გაგიჟებით მოეწონა. სახელი ეკასგან გაიგო შემთხვევით, როცა კაცს ეძახდა. ერთი თვე გავიდა იმ ამბის შემდეგ და თითქმის ყოველ დღე ნახულობდა კაცს სამსახურში, რადგან ეკატერინეს ბიზნეს პარტნიორი იყო. არავინ იცის, მხოლოდ ბიზნეს პარტნიორი თუ? ხანდახან, ისე, თავისთვის აკვირდება ხოლმე კაცის ნაკვთებს, როცა ის მოსაცდელში იჯდა, ან იდგა, ან... რა მნიშვნელობა აქვს. აკვირდებოდა და ნელ–ნელა ხვდებოდა რომ აგიჟებდა. ისე კი არა, ვნებით, ჟინით, ეს უფრო სულიერების საიდუმლო იყო. ვერ ხსნიდა რატომ, თუმცაღა გრძნობდა. რამდენჯერმე მისი მზერაც დაუფიქსირებია, რომელიც შიგნეულად ცეცხლს უკიდებდა, მაგრამ ვერასდროს ბედავდა თვალის გასწორებას. ეს, ერთი შეხედვით ჭკუა მხიარული გოგონა, რადიკალურად განსვავებული ხდებოდა, მაშინ, როცა იოანეს ხედავდა. სიგიჟეა. ყველაფერი იწყებოდა მისით და ყველაფერი მთავრდებოდა მისით. პირველად რომ გადაწყვიტა ეთქვა თავისი გოგონებისათვის, მისაღებში ისხდნენ. პრინციპში, არ გადაუწყვიტავს, მოულოდნელად, როცა სულ სხვა თემაზე საუბრობდნენ კატო და ნატალი, ჩურჩულით თქვა – მიყვარსო. სულ მალე გაიგო მათი ხარხარი და სიტყვები, – ერთ თვეში? გაეღიმა. არაფერი უთქვამს, ისინი ვერ მიხვდებოდნენ ამას. შეეშვა. საუბარი ისევ ნორმალურად განვითარდა ნატალის და კატოს შორის, თითქოს, არც არაფერი მომხდარიყო და ეთქვა მარიამს. არ წყენია, გაიგო. – არ არიან მზად. – გაიფიქრა და მზერა ძმაზე გადაიტანა, რომელსაც მთელი საღამოს განმავლობაში არაფერი უთქვამს, ერთი სიტყვაც კი, ისევე, როგორც მარიამს. ნიკოს აცრემლებულ თვალებს გადააწყდა და მთელი გრძნობით შეხედა. თვალებში ის სხივი გაუჩნდა, რომელიც და–ძმის სულიერებას მომენტალურად აჯაჭვებს ერთმანეთს. თვალებით გაუცინა, მასთან მიჩოჩდა, მისი ხელი თავის ორ მტევანს შორის მოიქცია და ნაზად მოეფერა. უთხრა – მიყვარხარო და ამით ყველაფერი და თან არაფერი ქნა. უბრალოდ მიყვარხარო, მეტი არაფერი, არადა, ბევრის რამის თქმა უნდოდა. პირველ რიგში კი მადლობის, რომელიც ნიკომ დაიმსახურა რამდენიმე წამის წინ. მისი თვალები მარიამისთვის ყველაფერს ამბობდნენ და აგრძნობინებდნენ. * * * – ეკატერინე გეძახის. – სიცილით უთხრა კატუსამ და მარიამის სკამზე შემოსკუპდა. – რა უნდა? – ლამის თვალები გადმოეკარკლა და სამუშაო მაგიდაზე დაყარა. – მგონი, დაგერხა. – გადი, რა! – ენა სასაცილოდ გამოუყო და კურტუმოს სასაცილო ქნევით დატოვა იქაურობა. – შეიძლება? – დაკაკუნების შემდეგ თავი შეყო კაბინეტში და როცა თანხმობა მიიღო, მთლიანად, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნით შევიდა. – რა ხდება? – მაშ, პირდაპი საქმეზე გადავიდე, არა? – გაიცინა ქალმა და აბრჭყვიალებული თვალებით შეხედა მარიამს. აა, ეს იცინის კიდეც? – ჰო, ასე მირჩევნია. – უხერხულად ჩაიღიმა და კაბინეტში შემოსულ იოანეს დამფრთხალი შველივით შეხედა. სწრადად დახარა თავი და ათამდე თვლა დაიწყო, რომ როგორმე გრძნობები მოეთოკა. სუნთქვა რომ შეეკრა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მისი სიახლოვე იწვევდა. თვალები რამდენჯერმე ნელა და მონოტორულად დაახამხამა. არ მისცემდა თავის შეგრძნებებს, თავისივე პრინციპეპზე გადაბიჯების უფლებას. მტკიცე მზერით გაუსწორა თვალი ჯერ იოანეს, შემდეგ კი ეკას. – დაჯექი. – უთხრა ღიმილით ქალმა და იოანეს გაუღიმა, მაგრამ ეს ღიმილი მხოლოდ და მხოლოდ სითბოს და პატივისცემას გამოხატავდა. ჰეი! და სად არის თანხმოვანი ,,თ?’’ – მოკლედ და კონკრეტულად, შენ და იოანე, ზუსტად ორ დღეში მიფრინავთ მადრიდში. – ისე უცბად უთხრა, გააზრება ვერ მოასწრო. ვაჟბატოს წარბიც კი არ შეურხევია. იცოდა, მან ეს ყველაფერი იცოდა. გონებამ განგაშის ზარს მისცხო და მთელი ხმით აკივლდა. ახლა დიდი სიამოვნებით ადგება და გაიქცევა. ღმერთო, რა სისულელეა? რატომ ის, რატომ მარიამი? – მე არ მინდა ჩვენმა კომპანიამ ცუდად წარადგინოს განსახილველი თემა. ვფიქრობ, ძალიან ბევრი თანამშრომელია, ვინც ჩემზე მეტად გამოცდილი და შესაფერისია. არ ვარ ჯერ პროფესიულად მზად ამხელა ნახტომისთვის. – აკანკალებული ხმით თქვა თავისი სიტყვა, რომელიც წამში მოიფიქრა გონებამ, – აი მე, საერთოდ არ ვფიქრობ ასე და გთხოვ, ნუ მეწინააღმდეგები. მე გკითხე წახვალ თუ არა–თქო? ვთქვი, მიდიხართ–მეთქი, რაც იმას ნიშნავს რომ... თუმცა, მშვენივრად იცი, რასაც ნიშნავს. – მკაცრი, შეუვალი და რაღაცნაირი თითქოს მოზომილი ხმა ჰქონდა ეკატერინეს, თუმცა მისი თვალები სითბოს ასხივებდა. ქალბატონო ეკატერინე, ნუ ცდილობთ მომთაფლოთ! მომღიმარ იოანეს შეხედა და... ბატონო? ნუთუ ისიც დასცინის? შარშია, დიდი განსაცდელი ელოდება წინ, ჰო, ჰო. როგორ უნდა იყოს ამდენი ხანი მასთან ასე ახლოს? თუნცა, რა, მხოლოდ საქმის გამო მიდიან ეპანეთში, დასასვენებლად ხომ არა. სტოპ! ამდენი ხანი, რამდენია? – და, ისა... რა–რამდენი ხანი... – ერთი, ან შეიძლება სულაც ორი კვირა. არ იღელვო, მალე გავა დრო და მალევე დაგვიბრუნდები. ჰო, კინაღამ დამავიწყდა, ხვალ სამსახურში არ მოხვიდე. დაისვენე, მოემზადე, მოწესრიგდი, რა ვიცი, რა და როგორ გინდა შენ. ბილეთები და ყველაფერი იოანეს აქვს. ყველანაირი თანხა დაფარულია. – მაგას არ აქვს მნიშვნელობა. – თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა და ერთ–ერთ კულულს დაავლო ხელი. – დაგტოვებთ მე, უკაცრავად. დიდი მადლობა ასეთი ნდობისთვის ქალბატონო ეკა. ბაათ, მაინც ვერ გიტან! მხოლოდ გაუღიმა ქალმა. წამიერა შეხედა იოანეს, რომელიც მას არ უყურებდა და კარებთან ნელა მივიდა. ჯერ ისევ ვერ აანალიზებდა მომხდარს. სახელურზე ხელი გაუშეშდა, ეკატერინესაკენ ნელა მოტრიალდა და ჩაფიქრებულმა ჰკითხა: – რატომ, მაინც და მაინც, მე? – გაფრენა, დილის 8 საათზეა. არეული ნაბიჯებით მივიდა თავის კაბინეტამდე. ნუთუ ეს მართლა ხდება და არ ესიზმრება? არ გეგონოთ ახლა ხელზე იჩქმეტს ან რაიმე მსგავსი, საკუთარ თავს ვერასდროს ვერაფერში წირავს. ეგოისტი, ეგოისტი და კიდევ უფრო ეგოისტი. *** 2 დღე არ მქონდა კომპიუტერში ინტერნეტი, მეორე ნაწილი კი ფლეშკაზე მეწერა, ჩემი ბრალი არ არის დაგვიანება, მომიტევეთ. გრაფო, მგონი ვერ გამოვასწორე შენი შენიშვნა. ვწუხვარ, თუმცა ვცდილობ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.