შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიუტონის მეოთხე კანონი [ნაწილი 5]


22-12-2015, 11:37
ავტორი Nude
ნანახია 2 475

ნაწილი 5.
– Dashing through the snow
In a one horse open sleigh
O'er the fields we go
Laughing all the way
Bells on bob tails ring
Making spirits bright
What fun it is to laugh and sing
A sleighing song tonight – ღიღინებდა თამარა და თან ბედნიერი მიაბიჯებდა თოვლით მოპენტილ ტროტუარზე.
სპეტაკ, გლუვ, ნაზ და საოცრად თეთრ თოვლზე მიაბიჯებდა და საოცრად დიდ ნეტარებას გრძნობდა. თოვლოს სქელი ფენა მოიქცია ხელებში, დაამრგვალა კარგად და მთელი ძალით ესროლა ხეს.
უეცრად გაჩერდა მის სიახლოვეს მანქანა. მაშინვე იცნო ნოეს ავტომობილი.
– ნოე? – სიხარულისაგან სახე გაებადრა.
– მოდი ჩემთან. – ხელები მხრების სიგანეზე გაშალა მამაკაცმა და სიცილით წამოვიდა გოგონასაკენ.
ბედნიერი გაიქცა მისკენ და მთელი ძალით მოჰხვია ხელები კისერზე.
– როგორ მომენატრე... – დაიჩურჩულა თამარამ და უფრო ღრმად ჩაჰყო ჯანხოთელის კისერში ცხვირი.
როგორ უყვარს ეს სურნელი, მხოლოდ მას რომ აქვს ისეთი.
– მეც მომენატრე. – უჩურჩულა კაცმა და ხელში აიტაცა სიფრიფანა სხეული. – სალაპარაკო გვაქვს. – უთხრა და მანქანაში ჩასვა თავისი ხელით.
– რამე მოხდა? – დაიძაბა უმალ თამარა.
– არაფერი ისეთი. ჩვენზე უნდა ვისაუბროთ, ხომ უნდა გავარკვიოთ ბოლოს და ბოლოს ჩვენი ურთიერთობა.
არაფერი უთქვამს თამარას, მაგრამ ძალიან დაიძაბა, უფრო მეტად დაიძაბა, ვიდრე აქამდე იყო. ეშინოდა იმის, რომ აირეოდა მათი ძლივს დაწყობილი ურთიერთობა. მიუხედავად იმისა რომ არანაირი სტატუსი არ ჰქონდა ნოეს გვერდით თითბერიძეს, ეს მდგომარეობაც კი აკმაყოფილებდა. სამი კვირაა ასე არიან, უბრალოდ ერთმანეთთან ძალიან ახლოს. აქამდეც ბევრჯერ სცადა ნოემ სერიოზულად საუბარი და ბევრი რამის გარკვევა, მაგრამ ხვდებოდა რომ ჯერ არანაირად არ იყო მზად გოგონა ამ საუბრისთვის, ამიტომაც, როგორც შეეძლო ისე წელავდა დროს.
სინამდვილეში, თითბერიძე აღელვებდა ნოეს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ თამარას არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა, იმისა რომ მის გვერდით რაიმე სტატუსით ყოფილოყო, იცოდა რომ რთულია ასე ყოფმა, თუნდაც დღეები.
გაურლვევლობაა ყველა პრობლემის და გულის ტკივილის თავი და თავი ურთიერთობაში. ეს არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ახლა, მათი საყვარელი კაფისაკენ მიდიოდნენ ფრიად სერიოზული თემით.
ფეხების კანკალით გადმოვიდა თამარა მანქანიდან, მაგრამ როცა ნოეს ძლიერი ხელი იგრძნო მის წვრილ წელზე, თითქოს ერთიანად მოეხსნა დაძაბულობა, მოეშვა.
– დამშვიდდი. რა გჭირს? რას ელოდები ამ საუბრიდან? – ჰკითხა ღიმილით საყვარელ გოგონას და ზემოდან დახედა.
– რაიმე ცუდს, ალბათ.
– რატომ? – გაკვირვებისაგან ჰაერში აზიდა წარბები და პირველი შეატარა თითქმის ცარიელ კაფეში.
– არ ვიცი... – მძიმედ უპასუხა.
ოჰ, ნეტავ იცოდეთ, როგორ გაურბოდა მთელი სამი კვირა ამ საუბარს, მაგრამ უკვე მართლა შეუძლებელი გახდა თავის დაძვრენა.
კუთხეში, ლამაზ მაგიდასთან დასხდნენ ერთმანეთის პირდაპირ. პატარა ჩანთა, სადაც ორი რვეული ედო მხოლოდ, გვერდზე დაიდო, აკანკალებული ხელები კი ცივ მაგიდაზე დადო. გააჟრჟოლა, როცა გაყინულ მაგიდაზე დაალაგა თავისი ძლივს გამთბარი თითები.
– ჩაი, თუ ყავა?
– ყავა.
ერთი ფინჯანი ყავა, ერთი ფინჯანი ჩაი და ორი შოკოლადის ნამცხვარი შეუკვეთა ნოემ.
– არ გინდა, მაინც ვერ შევჭამ. – გააჩერა თამარამ ნოე, როცა შეკვეთას აძლევდა ახალგაზრდა გოგონას.
– რას ჰქვია ვერ შეჭამ? ცუდად ხარ? – ძალიან გაუკვირდა ჯანხოთელს თამარას პასუხი, რადგან იცოდა, რომ გოგონას სიგიჟემდე, რაღაც კატასტროფულად უყვარდა შოკოლადი.
– არა. ნუ... ხომ იცი რა... – მორცხვად გაუღიმა და ქვემოდან ახედა აფორაჟებულმა.
– აა, ხო. – მაშინვე გაახსენდა მიზეზი. წვერიან ნიკაპზე ხელი დაფიქრებულმა მოისვა. – არაუშავს, – ჯერ მიმტანს შეხედა, რომელსაც აშკარად ეტყობოდა დაღლილობა, შემდეგ კი თამარას. – ორი შოკოლადის ნამცხვარი მოიტანეთ. – მაინც შეუკვეთა. – როდესმე ხომ უნდა დაძლიო ეს კომპლექსი, ჩემთან მაინც? – ღიმილით ჰკითხა და გამაგრძო. – თანაც, ჩემთან ისეთი რაღაცეების გაკეთება მოგიწევს, ეგ არაფერი არ არის იმასთან შედარებით. – ეშმაკურად ჩაუკრა თვალი.
– რა? რაების? – დაიბნა თამარა.
– ჯერ რა საჭიროა ამის გაგება?! ჩვენ ახლა სხვა რაღაცაზე უნდა ვილაპარაკოთ.
– რაზე? – ფერი დაეკარგა სახეზე.
– ასე თუ უნდა ინერვიულო, ახლავე წავიდეთ. – გაბრაზებულმა შეხედა.
– ვაა, მეც ეგ მინდა. წამოდი. – სიცილით წამოდგა ფეხზე თითბერიძე.
– დაჯექი! – მკაცრად დაიბუბუნა მამაკაცმა. – ნუთუ ვერ ხვდები, რომ ეს საუბარი შენ გჭირდება და არა მე? – კოპებ შეკრულმა ჰკითხა.
– მაპატიე... – თავი დამნაშავედ იგრძნო.
– ხომ იცი რომ ჩემთვის სულერთი არ ხარ? ისიც იცი რომ ასე არ ვარ ყველასთან, უფრო სწორედ, არავისთან არ ვარ. 3 კვირაა ერთად ვართ, მოგწონს ასე ყოფნა? თვეებია გიცნობ, კარგად გაგიცანი, ვიცი რომ ჩვენი ურთიერთობის მდგომარეობა არ გაფერხებს, მეტიც, არც კი აქცევ ამას ყურადღებას, მაგრამ მე მინდა, შენ თუ არა, გვქონდეს ჩვენი ჩარჩოები. ხომ იცი, არ შემიძლია ეს სიყვარულის ახსნები, მგონი უნდა ხვდებოდე, თუ როგორ მიჭირს ამ სიტყვების წარმოთქმა. ვიცი რომ გიყვარვარ. – ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი.
– მიყვარხარ. – დაიჩურჩულა თამარამ და იგრძნო, როგორ შეეხო მაშინვე მის თითებს, ნოეს ნატიფი თითები.
– უბრალოდ იცოდე, რომ ჩემში არასდროს უნდა შეგეპაროს ეჭვი, მიყვარხარ და არასდროს გატკენ გულს. მენდობი?
– გენდობი, როგორ არ გენდობი. – ტირილით წამოხტა ფეხზე და მთელი ძალით ჩაეხუტა ჯანხოთელს.
– ხომ იცი, რომ მარტივი არ იქნება? – შეცვლილი ხმით ჰკითხრა მამაკაცმა თამარას.
– ვიცი... – თავი მკერდზე მიადო.
– რთულია ჯარისკაცის შეყვარებული იყო. – ღიმილით აკოცა საფეთქელზე და თეძოზე ოდნავ მიჰკრა ხელი. – დაუბრუნდი შენს ადგილს და შოკოლადის ნამცხვარი მიირთვი. – როცა სახე უკმაყოფილოდ დამანჭა გოგონამ, წარბ აწეულმა განაგრძო. – მოიშორე ეს უაზრო კომპლექსები!
– კარგი, ჰო... – ბუზღუნით მოიქცია თითებში ჩანგალი.

* * *
– არ არსებობს! – დაიკივლა ქალბატონმა ნინომ, როცა კარებში მდგარი ლეო დაინახა. – ჩემი სიცოცხლე, როგორ მომენატრე, დეი. – მთელი ძალით მოჰხვია წელზე თავისი გამხდარი მკლავები.
– მეც ძალიან მომენატრე. როგორ ხარ? თამარა, როგორ არის? – მოიკითხა მაშინვე გოგონა.
– კარგად ვარ, რა მიჭირს. თამარიც კარგადაა, მაგრამ შენ არ ელაპარაკები? მომეცი ეგ ქურთუკი და შედი მისაღებში, ყავას მოგიმზადებ. – ღიმილით გაიწია მისკენ ქალი.
– როგორ არა, უბრალოდ ეს ბოლო 4 დღეა არ გვისაუბრია, ჩემი ამბავი რომ ვიცი, წამომცდებოდა რომ ჩამოვდიოდი და აღარ გამომივიდოდა სიურპრიზი. – ჩაიცინა საყვარლად. – მალე უნდა გავიდე, საქმე მაქვს და აბა შენ იცი, რაც უფრო მალე მოამზადებ, მით უფრო დიდი ხნით მომიყვები, რაც გაქვს სათმელი. ჰო, შეგამჩნიე, რომ რაღაცის თქმა გინდა. – სიცილით ჩაუკრა თვალი და გადაღლილი ჩაესვენა სავარძელში.
მმმმ, ნეტავ იცოდეთ, როგორი სასწაული ყავის მოხარშვა იცის ქალბატონმა ნინომ. თითქოს ხომ ყველა სტანდარტულად ამზადებს ისე, როგორც წესია, მაგრამ არა, ნინო სულ სხვაგვარად აკეთებს ამას. ამიტომაც არის, რომ თამარას თითქმის მთლიანი კლასი, ნინოსთან მოდიოდა ყავის დასალევად.
– გმადლობ. – გაუღიმა ძალზედ დაღლილი ხმით და ფინჯანი ყავა გაომართვა.
– დალიე და უცბად წადი, თორემ დაგეძინება შენ. საქმე რომ არ გქონდეს, კი დარჩებდი აქ, თანაც თამარსაც ნახავდი, მალე მოვა, მგონი. – საათს დაკვირვებულმა დახედა.
– იმასთან ერთად არის ხო?
– ჰო. უყვარს, ლეო! – აღტაცებულმა და ძალიან გახარებულმა წამოიყვირა და მამაკაცს ლოყაზე აკოცა.
– ძალიან მიხარია. ნოეს ველაპარაკე უკვე და ვიცი როგორიც არის, ასე რომ, არაფრის არ შეგეშინდეს.
– როგორი ბიჭია ნოე?
– რაღა ბიჭი, კაცია უკვე. – სიცილით დადო ჟურნალის მაგიდაზე ყავის ფინჯანი და ომახიანად წამოდგა ფეხზე. – წავალ ახლა მე და მოვალ დღეს, თუ არა, ხვალ აუცილებლად.
ესიკვდილებოდა ახლა კომპანიაში მისვლა, მაგრამ სხვა გზაც არ ჰქონდა. მანქანაში ჩაჯდა და მალევე დაადგა სამსახურის გზას.
– გამარჯობათ ბიჭებო. – ღიმილით ჩამოართვა ხელი დაცვის წევრებს და ასევე ,,გაკრეჭილმა'' დააჭირა ლიფტის ღილაკზე თითი.
ლიფტიდან რომ გამოვიდა, ისეთი ძალით შეეჯახა ვიღაცას, ორი ნაბიჯი გადადგა ინერციით უკან.
– უკაცრავად, მაპატიეთ. – კრუსუნით თქვა გოგონამ და ნატკენი მკლავი თითებით დაიზილა.
– გეტკინათ? წამომყევით. – უთხრა გოგონას და ოდნავ გაუსწრო წინ. – სადაა ლილი? – ჰკითხა თავის თავს.
– ვაა, ლეოო. – გაიგო მამაკაცმა გვერდით მოსული გოგონას ხმა.
ოჰ, ნეტავ იცოდეთ როგორი ამაზრზენია მისი ქცევები. ძალიან დიდი დეკოლტე, ყოველთვის უწყობს ხელს გამოაჩინოს თავისი დიდი მკერდი, მოკლე, უმოკლესი კაბები, რომლებიც ძლივს უფარავს საჯდომს, აძლევს საშუალებას უფრო კარგად გამოაჩინოს გრძელი ფეხები. არა, გარეგნობას ნამდვილად ვერ დავუწუნებთ ვერავინ, მაგრამ თუ გოგოს თავში ერთი ბეწო ჭკუა არ აქვს და ამასთან ერთად თავმოყვარეობაც არ გააჩნია, იმასთან ყველაფერი მორჩება უკვე. მიუხედავად იმისა რომ ერთი–ორჯერ ჰქონდა გარკვეული ურთიერთობა ლეოს, მაგრამ ახლა არამც თუ იზიდავს ეს გოგონა, არამედ აღიზიანებს კიდეც. მათი ურთიერთობა საწოლს არ გასცდენია, მაგრამ ბევრჯერ შეუნიშნავს ლეოს, რომ კატოს კვლავ უნდა, რომ გაიხსენოს ძველი დრო.
– როგორ ხარ, კატო? – ზრდილობის გამო მოიკითხა გოგონა, თუმცა ერთი სული ჰქონდა, როდის გაეცლებოდა არე–მარეს.
– კარგად, სიხარულო, შენ? – მაქსიმალურად გაწელა გოგონამ სიტყვები და ვნებიანი მზერის თანხლებით აასრიალა ლეოს მკერდზე, საჩვენებელი თითი.
– კარგად. – თითი გააწევინა სასწრაფოდ. – გიგა სად არის? – მოიკითხა ბავშვობის ძმაკაცი.
– თავის კაბინეტშია. უი, ჰო, სულ დამავიწყდა, ახალი მდივანი გეყოლება.
– მართლა? – გაიკვირვა ლეომ, რადგან სულ რაღაც თვეების დანიშნული იყო ლილი.
– ჰო. ვხედავ, უკვე მოგისწრია გაცნობა. – შურიანი მზერა მოავლო ტკვილისგან გაწამებულ გოგონას, რომელიც მამაკაცს უმშვენებდა გვერდს.
– ძალიან კარგი, მაგას რა სჯობს. – ღიმილით გახედა გოგონას. – ახლა კი, თქვენის ნებართვით, ჩვენ დაგტოვებთ. – უთხრა და უმალ შევიდნენ ლეოს კაბინეტში.



№1  offline წევრი N7

ოხ, როგორ ამახორხოცებ ხოლმე...
სიხარულით ვარ გაბადრული!
ჩემი გოგო ხარ შენ love
ნოე კიდევ ჩემი ბიჭი wink wink love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№2 სტუმარი darina

Me leoc momewona, uh kargi tavi iyo visiamovneee.

 


№3  offline მოდერი Nude

N7
ოხ, როგორ ამახორხოცებ ხოლმე...
სიხარულით ვარ გაბადრული!
ჩემი გოგო ხარ შენ love
ნოე კიდევ ჩემი ბიჭი wink wink love

ნოე, თამარასია love

darina
Me leoc momewona, uh kargi tavi iyo visiamovneee.

უღრმესი მადლობა love
--------------------
bailey

 


№4  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Momnatrebiaa, rac mtavariaa lodinii girdaa.miyvars me noee da tamariii axla leoze agar vambob arafers :D ♥♥♥

 


№5  offline მოდერი Nude

gvanciko_gvancunia
Momnatrebiaa, rac mtavariaa lodinii girdaa.miyvars me noee da tamariii axla leoze agar vambob arafers :D ♥♥♥

ვაიმე, როგორ მაბედნიერებ smile
--------------------
bailey

 


№6  offline წევრი EmyLee

sitbo da siamovneba ertnairad vigrdzeni kitxvisas gmadlob shen amistvis :*:****
--------------------
Rain Of Native Girl

 


№7  offline მოდერი Nude

EmyLee
sitbo da siamovneba ertnairad vigrdzeni kitxvisas gmadlob shen amistvis :*:****

პირიქით, გმადლობ შენ.
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent