შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საიდუმლო [16]


22-06-2016, 18:04
ავტორი N7
ნანახია 2 866

16
დღეები ერთმანეთს მისდევდნენ და თიკა შედარებით ბედნიერი იყო. ყოველი ახალი დღე რომ მოსიყვარულე მშობლებთან ერთად იწყებოდა, ეს აბედნიერებდა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც კიდევ საწოლში არ იწვა და დეპრესიახელმოკიდებული სიკვდილს არ ებრძოდა, ეს მშობლები იყო. და მათ მოსდევდა ყურადღებიანი მეგობრები, რომლებიც სითბოსა და სიხარულის მიზეზს არ აკლებდნენ თიკას. ამიტომ მას აღარ უჭირდა დილით მზის სხივების შეგებება და საღამოს ნატვრა იმის, რომ კიდევ ერთ მშვენიერ დღეს მოასწრებდა მამაზეციერი.
ნატას დაბადების დღე რომ მოახლოვდა, პატარა პანიკამ შეიპყრო. გოგო კლუბში დიდი დღესასწაულის გამართვას გეგმავდა, ის კი იმდენი ხანი არ გამოჩენილიყო საზოგადოებაში, ეგონა სულ დაავიწყდა ეტიკეტი და თავს ვერ გააკონტროლებდა. მითუმეტეს კი კლუბის სიტუაციაში... სასმელი, თამბაქო. ადრე ადვილად შეეძლო ამ ყველაფერზე უარი ეთქვა და წიგნებში მთელი არსებით ჩაფლულიყო, ახლა კი ნებისყოფა ერთიანად წართმეოდა. ყოველგვარი პატარა ტირილის მიზეზი თვითმკვლელობის მიზნად წარმოუდგებოდა ხოლმე და იცოდა, ერთ დღეს ამას ვეღარ მოერეოდა, ერთ დღესაც თავით გადაეშვებოდა მორევში და აღარავინ ეყოლებოდა, ვინც მის შეჩერებას შეძლებდა ან თუნდაც ყველაზე მცირედ შეეცდებოდა.
– მაწყენინებ ძალიან! – დაიჟინა ნატამ.
– ხომ იცი, ჯერაც რა დღეში ვარ, – მავედრებელი სხივი გაუკრთა თვალებში.
– სულ მანდ ჩარჩები თუ გამოსვლას არ შეეცდები! –გამაფრთხილებლად საუბრობდა ნატა.
– გთხოვ, ნუ მაძალებ! ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა შენთვის, მაგრამ...
– მაგრამ არ იქნება მნიშვნელოვანი, თქვენ თუ არ მეყოლებით გვერდზე! – სიტყვა კატეგორიული ტონით გააწყვეტინა.
– ნატ... – პირფერობის გზას მიმართა თიკამ იმ იმედით, რომ იმდენად აღარ ეწყინებოდა გოგოს, რამდენადაც ჩვეულებრივ.
– მე გითხარი, დანარჩენი შენ გადაწყვიტე! – გაბრაზდა ნატა გოგოს შეუვალობით, წამოხტა და კაფიდან გავიდა.
გარეთ საშინელი ქარი იყო, ხეებს ფოთლებს აძარცვავდა და ტოტებს ამტვრევდა, ღრუბლებს კი დაჟინებით ექაჩებოდა ქალაქის თავისკენ. გაგრილებული ყავა მოსვა და სწრაფად გამოეცალა კაფეს, რადგან იცოდა, ცოტა ხანს კიდევ თუ გაჩერდებოდა, აუცილებლად დაიწყებდა წვიმას, მას კი წვიმის კვლავ საშინლად ეშინოდა.
მანქანას ნელა მართავდა, თითქოს პირველად იჯდა საჭესთან. თუმცა ლოგიკურიც კი იყო, ქუჩაში ისეთი ქარი ქროდა, სიფრთხილე მართებდა ნებისმიერ მძღოლს, კაცი იქნებოდა ის თუ ქალი. არ გაუმართლა, სახლიდან რამდენიმე კვარტალით მოშორებით საშინელი წვიმა დაიწყო. თითქოს ციდან ღმერთი დიდი ფიალებით ასხავდა ამ წმინდა წყალს, როგორც დედამიწისეულ ჭუჭყს შეეხებოდა რომ იცლებოდა სიწმინდისგან. როგორც თიკამ შეატყო, რომ ვეღარ ხედავდა წინ ვერაფერს, „ავარიულები“ ჩართო და მარჯვნივ გადაიწია. გაჩერდა და ქუთუთოები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს. შიშისა და უკმაყოფილების ჟრუანტელმა ერთიანად დაუარა სხეულში. ჯანდაბა! სულ წვიმა როგორ უქმნიდა პრობლემას... ამ დიდებული სამყაროს შემქმნელს განა არ შეეძლო ან წვიმა არ შეექმნა, ან წვიმის შიში არ გაეჩინა ადამიანებში? მაგრამ არა! ირონია ამაშიც ჩააქსოვა და... ყველაფერს ერთიანად დარია ხელი. ალბათ, ახლა იჯდა თავის დიდებულ სავარძელში და გულიანად ხარხარებდა ამ არსებებზე, წვიმის შიშით რომ გაქვავებულიყვნენ ერთ ადგილას და მხოლოდ თრთოლაში ახერხებდნენ ემოციების მინიმალურ განეიტრალებას.
წვიმამ შეწყვიტა თუ არა დედამიწაზე დაცემა და შორიახლოს ცისარტყელა გადაეფინა მაღალ შენობებს, თიკა დაიძრა. საშინელი დღის ასეთ საშინელ დასასრულსაც არ ელოდა.

დიდ, თეთრ მისაღებში იჯდა და ერთ წერტილს მიშტერებოდა. წერტილს, რომელიც იმდენად არ არსებობდა, რამდენადაც არსებობდა. თეთრ კედლებზე თიკას სახე ელანდებოდა, მისი ნაზი ღიმილი, ტუჩის აპრეხილი კუთხეები. „ღმერთო, როგორი მაგიური ქალია! – ფიქრობდა თავისთვის, – და თუ არ აპირებდი ჩემთან დატოვებას, რატომ მოუშვი საერთოდ?“. გაბრაზებულმა მარჯვნივ გადაწია ხელი და რაც მის თითებს პირველი აებლანდა, ძლიერად ჩაბღუჯა და იატაკზე ხმაურით დასცა. თეთრი ლარნაკი გატყდა და მისი ნარჩენები მონაცრისფრო მეთლახზე მიმოიფანტა. ეს ნატეხები თიკას გულს მიამსგავსა და კიდევ ერთხელ ეტკინა... თავად კიდევ ერთხელ ისე გაიბზარა, როგორც ნაცრისფერი მეთლახი, მასზე ლარნაკის გატეხვისგან.
ადგა, მოწესრიგდა და სახლიდან გამოვიდა. მანქანას სწრაფად მართავდა. თიკას დასაბრუნებლად რამე უნდა ეღონა. უკვე თავისუფალი კაცი იყო, ოჯახისგან გამორიყული. მიუხედავად იმისა, რომ აღარც სამუშაო ჰქონდა და უძრავი ქონება – სახლი და მანქანა – გააჩნდა, მაინც უნდა დაებრუნებინა. მისთვის ყველაფერს გააკეთებდა, ისევ წარმატებული კაცი გახდებოდა და ქალს გააბედნიერებდა. იცოდა, რომ თიკა იმ ტიპის გოგო არ იყო, რომ მამაკაცის ფულზე დახამებულიყო, მაგრამ ისე ვერ იცხოვრებდა, რომ ქალს ემუშავა და თვითონ დაუსაქმებელი, ცოლის ხელფასზე ყოფილიყო. ის ისეთი წარმატებული გახდებოდა, ცოლისთვის ყველაფერი ექნებოდა და არც ერთი თეთრი არ დაენანებოდა მისი ბედნეირებისთვის. ოღონდ ახლა თიკა უნდა დაებრუნებინა, თუნდაც ნუ დათანხმდებოდა ცოლად გამოყოლაზე... იმაზეც თანახმა იყო, რომ აღარ სდომებოდა ურთიერთობა, არანაირი, მხოლოდ ეთქვა რამდენიმე სიტყვა, რომელიც ამ აზრს გაიზიარებდა: მე გაპატიე, ბედნიერი ვარ. ის თუ ბედნიერი იქნებოდა, თავადაც რამეს იზამდა და ამ ცხოვრებაში თავს იპოვნიდა. მაგრამ ქალის გულისტკენას ვერა, ვერ აიტანდა! ნებისმიერ რამეს გააკეთებდა, ოღონდ მისი ტკივილი შეემსუბუქებინა.
ნაცნობი კორპუსის სადარბაზოსთან გააჩერა მანქანა, სადარბაზოდან მოშორებით. სუნთქვა გაუხშირდა, პულსი აუჩქარდა. მისი არსება ორად გაიხლიჩა, აღარ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. აქამდე გულის ბრძანებებს გამოჰყვა, ახლა კი გულმაც ისე მიატოვა, როგორც ინტუიციამ. რა უნდა გაეკეთებინა? საფეთქლები მოისრისა და საჭეს შუბლი დაადო. გრილი სხეულის შეხებამ გამოაფხიზლა. შუა ზაფხულში ჩახუთულ მანქანაში იჯდა და კონსერვდებოდა. ძრავი ჩართო და კონდენციონერმაც დაიწყო სალონის გაგრილება. ასე უკეთ იფიქრებდა. რამდენიმე წუთი, შეიძლება საათიც კი, ასე გახევებული იჯდა მანქანაში და თიკას სახის მეტზე ვერაფერზე ფიქრობდა. მერე სადარბაზოდან რამდენიმე გოგო გამოვიდა, ერთ–ერთი რაღაცაზე საუბრობდა და თან იცინოდა. მათ უკან ნაცნობი სხეული მოდიოდა, კომბინიზონის სტილში კლასიკური შარვალი ეცვა, ღია ვარდისფერი ფერის ნაჭრით შეკერილი, მკერდთან და მხრებთან ჩახსნილი და წვრილი ნაჭრებით ერთმანეთში ახლართული. თმა აეწია და ლამაზი სახე ნათლად მოუჩანდა, თეთრი კანი კი ამ ღია ვარდისფერი სამოსის წყალობით უფრო განათებოდა. იღიმოდა და მისი ღიმილის შემყურე სანდროსაც ეღიმებოდა. მონატრებული გოგოს დანახვამ იმხელა სიამოვნება მიანიჭა, რამხელაც არასდროს არაფერს მიუნიჭებია მისთვის. ახლა, როცა მის წინ იყო, ჩახუტებისა და კოცნის სურვილი ისე გაუმძაფრდა, ლამის მანქანიდან გადახტა და იქვე მოიმწყვდია თიკა. მაგრამ ეს საბედისწერო შეცდომა იქნებოდა და დროზე გაანალიზა.
გოგონები თეთრ მერსედესში ჩასხდნენ. მანქანა მალე დაიძრა და სანდრომ ვერც გაანალიზა, ისე აედევნა. ჯერაც ადრე იყო, ისინი კი ასე გამოპრანჭულები სადღაც მიდიოდნენ... მგონი ასეთი ხელსაყრელი მომენტი ჯერ არ ჰქონია მამაკაცს, ამიტომ ჩათვალა მისმა ქვეცნობიერმა, რომ ხელიდან არ უნდა გაეშვა ეს შანსი და უბიძგა მოძრაობისკენ. დიდი ხანი არ მოუწიათ სიარული, მალევე გაჩერდნენ სანდროსთვის ნაცნობ კლუბთან. წარბები გაოცებისგან აზიდა ზემოთ კაცმა, აქ რა უნდა თიკასო და დაელოდა, ზუსტად რომ გაეგო, იქ მიდიოდნენ თუ არა გოგოები, სადაც ფიქრობდა. არ შემცდარა მისი ინტუიცია, კლუბში შევიდნენ. ცოტა ხანი მანქანაში კვლავ უძრავად იჯდა ბიჭი, სანამ საქარე მინაზე ვიღაცამ არ მიუკაკუნა. გაბრაზებისგან ნაპერწკლებს ყრიდა სანდრო, ამ მოულოდნელმა „სტუმარმა“ კი ისე აღაშფოთა, რომ ლამის გადახტა და სცემა დაბალი ტანის ავტოდარაჯი, რომელიც ეუბნებოდა, რომ იქ გაჩერება აკრძალულია, სადაც ის უნებურად გაჩერდა. კიდევ ერთხელ მოთოკა თავი, კლუბის დიდ შენობას შემოუარა და სადგომზე გააჩერა მანქანა, შემდეგ ჩამოვიდა და კლუბისკენ წავიდა. ორ დიდ დარაჯს შორის, ერთ–ერთი ეცნო. თუ სწორად ახსოვდა, ნიკა ერქვა. ამ ბიჭმა ბევრჯერ გადაარჩინა.
– ბატონო ალექსანდრე, როგორ ხართ? – თავაზიანად მოესალმა კუნთმაგარი ბიჭი, რომელსაც ნავარჯიშები სხეული ფორმაზეც კი მოუჩანდა.
– კარგად, შენ როგორ ხარ? – უთხრა და სწრაფად დაამატა: – უნდა შევიდე.
– მიბრძანდით, – ხელით კარის სახელურს დასწვდა ბიჭი და ის იყო, უნდა შეეშვა, რომ მეორე, შედარებით ჯმუხმა, დაბალტანიანმა კაცმა ამოიხრიალა.
– თქვენი სახელი და გვარი... სტუმრების სიაში თუ ხართ?
სანდრომ გაოცებულმა შეხედა.
– ახლახანს რომ გოგოები შემოვიდნენ, მათ ვახლავარ. საცოლეა ერთ–ერთი, – მოიფიქრა ტყუილი უმალ.
– ბატონო, თქვენი სახელი და გვარი! – კატეგორიული ტონით მოსთხოვა მამაკაცმა.
– ზურა, შეუშვი. მე ვარ პასუხისმგებელი, – მიმართა ნიკამ.
მხრები აიჩეჩა მამაკაცმა, რომელსაც სახეზე დაეწერა: როგორც გენებოს, მე არ გამხვიო შარში!
– მიბრძანდით, – კვლავ უთხრა და ამჯერად კარი გაუღო.
სანდრო შევიდა და ნიკას უთხრა, წამომყევიო. არცთუ მოშორებით შედგა და ბიჭს ჰკითხა:
– რამე ხდება დღეს აქ?
– დაბადების დღეს იხდის ერთი ქალბატონი, – მოკრძალებულად წარმოსთქვა ბიჭმა, თითქოს ყოყმანითაც კი. – ნატა ჰქვია, თუ არ ვცდები. ჩვენი უფროსის ახლო მეგობარია, – მხრები აიჩეჩა.
– ჯიგარი ხარ, ნიკა! არ დაგივიწყებ, – ხელი მხარზე უმნიშვნელოდ დაჰკრა.
– ნუკრი, ბატონო, – გაეცინა ბიჭს.
– რა? – ვერ მიხვდა სანდრო.
– ნუკრი მქვია! – განუმარტა.
გაეცინა კაცს.
– კარგი,ნუკრი. არ დაგივიწყებ! – სწრაფად გაუმეორა და კლუბში შევიდა.
არც ისე ბევრი ადამიანი ირეოდა, ჯერაც არ გახურებულიყო საღამო, ჩანდა. თიკა ისევ იმ გოგოებთან ერთად იდგა და რაღაცაზე საუბრობდა, დროდადრო კი იღიმოდა, ოღონდ არა იმ ღიმილით, მას რომ სჩვეოდა...

არ ვიცი, არ ვიცი...
ესაა, რაც შემიძლია.
მაპატიეთ თუ ვერ ვდებ მეტს, თუმცა ყოველი თავის წერისას ემოციები მეძარცვება. კი არ ვცდილობ, ისეთი ემოციებით ვწერ, მეც ამათთან ერთად განვიცდი ტკივილს. მინდა, რომ შევქმნა უნაკლო პერსონაჟები, მაგრამ ამას იქამდე ვერ მივაღწევ, სანამ მე თავად არ ვეზიარები უნაკლოების საიდუმლოს.
მადლობთ, რომ კითხულობთ! ათას მადლობას გეტყვით და ათიათასჯერ გავიმეორებ, რომ მიყვარხართ!
თუ შეწყვეტთ კითხვას, ხშირად ვამბობ, არ მეწყინება, რადგან ვიცი, რომ შეიძლება ეს ის არაა, რად მოგწონთ ან მოგეწონებათ.
მაინც მიყვარხართ!



№1  offline მოდერი sameone crazy girl

ასე მალე არ ველოდი შენს გამოჩენას მეთქი დაიგვიანებს კიდეთქო. ამ პატარა თავს დავჯერდებოდი მაგრამ ასეთ დროს რო გაწყვიტე ახლა რას მოითხოვ მითხარი ერთი am
ველოდები მომდევნოს და ამ გოგოს ნუ გააგიჟებ ახლა გევედრები ეს პასიურობა ისედაც მაღიზიანებს მე ისეთი გადარეული ვარ და კიდე სისულელე არ ჩაიდინონ გთხოვ

 


№2  offline წევრი zaika

რათქმაუნდა ძალიან კარგიაა, საინტერესო, მაგრამ შეეცადე მეტი შემართებით წერო და რაც შეიძლება დიდი თავები. ძალიან კარგი ხარ შენ და შენი მოთხრობაც love

 


№3  offline წევრი N7

sameone crazy girl
ასე მალე არ ველოდი შენს გამოჩენას მეთქი დაიგვიანებს კიდეთქო. ამ პატარა თავს დავჯერდებოდი მაგრამ ასეთ დროს რო გაწყვიტე ახლა რას მოითხოვ მითხარი ერთი am
ველოდები მომდევნოს და ამ გოგოს ნუ გააგიჟებ ახლა გევედრები ეს პასიურობა ისედაც მაღიზიანებს მე ისეთი გადარეული ვარ და კიდე სისულელე არ ჩაიდინონ გთხოვ

უჰ, არ არის პატარა თავი, წინა თავების ფონზეე request და, რომ გამეგრძელებინა ეს თავი, მუზა კი მყავდა ადგილზე, მაგრამ დროში ვიწურებოდი, დღეს ვერ დავდებდი და თქვენც გაგაბრაზებდით feel ასე რომ tongue
ვეცდები გავაგიჟო ესენიც, თუმცა ვერ შეგპირდები winked

zaika
რათქმაუნდა ძალიან კარგიაა, საინტერესო, მაგრამ შეეცადე მეტი შემართებით წერო და რაც შეიძლება დიდი თავები. ძალიან კარგი ხარ შენ და შენი მოთხრობაც love

დიდი მადლობაა love დიდ თავებს, სამწუხაროდ, ვერ შეგპირდებით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი შემართებით ვწერ sad
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№4 სტუმარი ananiko

sameone crazy girl
ასე მალე არ ველოდი შენს გამოჩენას მეთქი დაიგვიანებს კიდეთქო. ამ პატარა თავს დავჯერდებოდი მაგრამ ასეთ დროს რო გაწყვიტე ახლა რას მოითხოვ მითხარი ერთი am
ველოდები მომდევნოს და ამ გოგოს ნუ გააგიჟებ ახლა გევედრები ეს პასიურობა ისედაც მაღიზიანებს მე ისეთი გადარეული ვარ და კიდე სისულელე არ ჩაიდინონ გთხოვ

shen morchi aq komentarebis ceras velodebi axal taaavs shengan gijivit:)))))))))

 


№5  offline წევრი Pepper

რა კარგი თავვი იყო <3
მიხარია თიკას უკეთ ყოფნაა
მშობლების ამბავიც ძალიან
შემდეგ თავს ველი მოუთმენლად
ძალიან მაინტერესებს სანდროსა და თიკას შეხვედრა
ნუ თუშეახვედრებ ოღონდ 3:)
მიყვარსეს ისტორია <3

 


№6  offline წევრი ketia

სად გაქრი რატო აღარ აგრძელებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent