ხუთი საათი (2)
13:15 ოთახში გოგოები შემომივარდნენ,მეძინა და ჩემს გაღვიძებას სცდილობდნენ. მერე ალექსმა ჩუმად უთხრა გვიან დაიძინა,ძილი აცადეთო. -არა,მღვიძავს უკვე, ეგ აქამდე უნდა გეთქვა. - ვენაგლე. -ბოდიშით. ეს არ შევიმჩნიე და ავდექი,მოვემზადე და სასაუზმოდ გავედი. -ნაწყენი ხარ? -გოგოებო დღეს რას ვაპირებთ? - ასეთი “ნივიჟუ” ჩემგან? საღოლ მე,შემეხეთ. -სადმე წავიდეთ ან აქ ვიყოთ და კინოს ვუყუროთ,ვითამაშოთ,სადილი მოვამზადოთ.მოკლედ აქაც გავერთობით რა.- სალომეს ეს იდეა ყველას მოეწონა. სახლში დავრჩით,ალექსი და თავისი ძმაკაცი ნიკი წავიდნენ. იქამდე კი: -არ მელაპარაკები? -ჰოო… -გუშინდელის გამო? ხოიცი რომ ვიხუმრე? შევხედე და ხმა არ ამომიღია,ისევ ჭურჭლის რეცხვა განვაგრძე. -მარიამ, მოდი ერთი წამით. რაღაცას გეტყვი და წავალ. რატომღაც მივედი,ღმერთო,რა მინდოდა?! ჩამეხუტა. აი ასე...მივედი და ჩამეხუტა. საზიზღარი.მერე წავიდა… ნეტავ გენახათ როგორი გაშეშებული ვიდექი...გოგოების კისკისის ხმამ გამომაფხიზლა. -მე დამცინით? - ესენი მაკლდნენ სრული ბედნიერებისთვის,რა უბედურებაა… -არა,ისე გვეცინება.უბრალოდ… - კვლავ ხითხითს აგრძელებდნენ,დამპლები. -საქმე არ გაქვთ?! -კაი,ნუ ჩხუბობ ყველაფერზე.დაჯექი და მოგვიყევი. -მეც არ ვიცი და რა მოგიყვეთ?! -გიყვარს? - მკითხა გვანცამ და ხმა არ ამომიღია. -გაანებეთ თავი,გაწითლდა ვერ ხედავთ? - “დამიცვა” ნინომ. -კაი გეყოთ! - გავბრაზდი და ავდექი. საღამოა. მობილური რეკავს… -მიუხედავად იმისა რომ შენი პასუხი უკვე ვიცი, მაინც უმორჩილესად გთხოვთ გარეთ გამოიხედოთ. - ცანცარებდა ალექსი -მიუხედავად იმისა,რომ ამას არ ელოდებით,მინდა გითხრათ რომ უკვე -კიბეებზე ჩამოვდივარ. ჩავაღწიე. -კიდევ კარგი,თორემ უკვე წასვლას ვაპირებდი. -სად გეჩქარებოდა? - გამეცინა. -სხვას მივუტანთქო ამ ყვავილებს გავიფიქრე,მაგრამ სულზე მომისწარი. -კარგით, თუ ასეა შეგიძლიათ წაბრძანდეთ. - აკურატულად ვენაგლებოდი. -რახან ჩამოხვედი... ყვავილები გამოვართვი და დამპლურად სახლში ასვლა დავაპირე. ხელები დამიჭირა,მისკენ მიმწია… მგონი მთელი ხუთი საათი ვიდექით ასე...ჩახუტებულები… მერე სიჩუმე დავარღვიე: -რა ხდება? -არ ვიცი...მაგრამ კარგია,რაც ხდება,როგორც ხდება. დავიბენი. -მიყვარხარ! - ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა და უფრო მაგრად ჩამეხუტა. -მიყვარხარ! - ყურში ჩუმად ჩავჩურჩულე და უფრო მაგრამ ჩავეხუტე. იმ წამს ყველაფერი დამავიწყდა.დამავიწყდა სად ვიყავი, ვინ ვიყავი, ვისთან ვიყავი და საერთოდ...რა ხდებოდა. მინდოდა ეს წუთები უსასრულოდ გაგრძელებულიყო,მაგრამ… ვინ მაცადა, გოგონების ჭიხვინმა გამოგაღვიძა. უკვე სამი საათი ყოფილა,ჩამძინებია… სიზმარი იყო? ოღონდ არა, გთხოვთ… ჯანდაბა. ავდექი და ალექსს ჩავეხუტე. ასე უბრალოდ ავდექი და მაინც ჩავხუტე… ალბათ არ გაგიკვირდებათ,თუ გეტყვით რომ იმ დღეს ძალიან ცუდ ხასითზე ვიყავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.