შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ!


23-06-2016, 20:09
ავტორი daydreamer^^
ნანახია 1 668

ცხელ ასფალტს ფეხშიშველი მივუყვები და მახსენდება თუ რა საშინელი დღე მქონდა. ჯერ სიკვდილი. მერე საყვარელი ადამიანების ცრემლები და ბოლოს გაცოცხლება. იქნებ საერთოდაც არ ვყოფილვარ მკვდარი?
მანქანა შეჩერდა ჩემს ფეხებთან იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის კანკალი დამეწყო.
– ჰეი, აქ რას აკეთებ ესეთ მდგომარეობაში? კარგად ხარ?
ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი. ზურგი შევაქციე და გზა განვაგრძე.
მან მანქანა დაძრა და ნელი სვლით გამომყვა.
– ჩაჯექი მანქანაში სახლში მიგიყვან.
მე კვლავ დამუნჯებულივით ვიყავი. მეშიონდა. უცნობი მანქანაში მეპატიჟებოდა. მაგრამ ერთ წამს ვიფიქრე. რაღა უნდა დამემართოს იმაზე მეტი რაც გადავიტანე. შევჩერდი, მანქანის უკნანა კარი გამოვაღე და ჩავჯექი.
– კარგი, ეხლა მითხარი სად ცხოვრობ.
– აღარსად.
– მოიცა ეგ როგორ გავიგო ? გაკვირვებული ღიმილი გამოეხატა სახეზე.
– არ ვიცი სად უნდა წავიდე.
– როგორ? მშობლები არ გყავს? არც ნათესავები და არც მეგობრები?
ყველა ჩემი ნათესავი თუ მეგობარი ეხლა ჩემს სახლში იყო და ჩემს კუბოს დასტიროდა. როგორ უნდა ამეხსნა ეს უცნობისთვის როცა მე თვითონაც არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს თავს.
– ხმას არ ამოიღებ? ხო კარგად ხარ? ... კარგი, კარგი. ამაღამ შეგიძლია ჩემს სახლში დარჩე და ხვალ ყველაფერს მომიყვები, ვიპოვით შენს ახლობლებს და წახვალ.
ძალიან გამიკვირდა უცნობის ესეთი დამოკიდებულება, თუმცა ეს იყო რაც ეხლა მჭირდებოდა, მეტს ვეღარ ავიტანდი. ჯერ კიდევ შოკში მყოფი ვერ ვაანალიზებდი რა უნდა გამეკეთებინა, ის კი მე მეხმარებოდა. უკანა სავარძელზე საცოდავად მოვიკუნტე და ჩამეძინა.
თვალები რომ გავახილე თბილ ლოგინში ვიწექი. ოთახს მოვავლე თვალი , სასტუმროს ლუქსს გავდა პირდაპირ, თავი სამოთხეში მეგონა. არც მე ვიყავი ღარიბი ოჯახიდან, მაგრამ ასეთი სილამაზე არასდროს მინახავს. ყველაფერი გემოვნებით იყო შერჩეული .
– გაიღვიძე? კარი ოდნავ შემოაღო უცნობმა და თავი შემოყო.
– ხო. მე. იციი ? მინდოდა მადლობა მეთქვა ყველაფრისთვის.
– არაფრის. ეხლა ვისაუზმოდ და შეგიძლია მომიყვე რა მოხდა, რა თქმა უნდა თუ სურვილი გაქვს.
სიმართლე გითხრათ არ მინდოდა მისთვის ჩემი ისტორიის მოყოლა, ჩემი ნაამბობი მხოლოლოდ ჩემს სიგიჟეში დაარწმუნებდა.
სამზარეულოში გავედი. მას უკვე მოემზადებინა ბლინები ნუთელათურთ.
– ეს თქვენ გააკეთეთ?
– ხო. და არ გინდა ეს თქვენობით ლაპარაკი. სახელი მაქვს. გეგა მქვია. ცოტა მოეშვი და თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში.
– მადლობა. თქვენ ძალიან კეთილი ხართ, უკაცრავად . "ხარ".
– კარგია რომ გამოასწორე თორე უკვე ვბრაზდებოდი. და შენს სახელს არ მეტყვი?
– ნინა. მე ნინა მქვია.
...
– აბა არ მომიყვები რას აკეთებდი გუშინ გზაზე ფეხშიშველი?
– ძალიან გრძელი ამბავია, მეც არ ვიცი როგორ აგიხსნა. სასწაულიც კია ეხლა მე რომ აქ ვზივარ და შენ გესაუბრები. პირდაპირი მნიშვნელობით სასწაუკლი.
– მაინც არ ამბობ რა სასწაულზე ლაპარაკობ .
– მაპატიე, არ შემიძლია ამის მოყოლა.
– კარგი, კარგი. არაუშავს თუ არ გინდა არ მომიყვე. მაგრამ ის მაინც მითხარი სად არიან შენი ახლობლები, რომ მიგიყვანო მათთან.
– მათთან ვერ მივალ, ვერ ვნახავ, ვერ ჩავხედავ თვალებში.
– ესეთი რა დააშავე?
– არაფერი დამიშავებია, უბრალოდ მათ ის გონიათ რაც სინამდვილეში ტყუილია მე კი მათთვის სიმართლის თქმა არ შემიძლია, რადგან ამას ვერ გადაიტანენ . არ მინდა მათ რამე დავუშავო. აღარ მინდა გესმის?
თვალებიდან ცხელმა სითხემ იწყო დენა.
– კარგი, კარგი დამშვიდდი. ხელები შემომხვია გეგამ.
უცნობისგან მსგავს დამოკიდებულებას არ ვიყავი შეჩვეული და გამიკვირდა. ის ნამდივალდ ღელავდა ჩემზე, უცხო ადამიანზე, რომელიც ღამით ქუჩაში იპოვა.
– მისმინე. შენ შეგიძლია დარჩე აქ. კვლავ იმ ოთახში დაიძინე , სადაც გუშინ ღამით იწექი და მე ყველანაირად დაგეხმარები.
– რატომ აკეთებ ამას? მე ხომ არავინ ვარ შენთვის.
– მართალი ხარ, მაგრამ მე უბრალოდ მინდა რომ ესე მოვიქცე.
– ასე უბრალოდ არაფერი არ ხდება გეგა.
– კი ხდება. და ასე რომ არ იყოს ეხლა აქ არ იქნებოდი.
მთელი დღე ოთახში ჩაკეტილმა გავატარე. ვფიქრობდი თუ რა უნდა გამეკეტებინა. როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება. დიდხანს ვერ შევაწუხებდი გეგას. უნდა წავსულიყავი სადმე. მაგრამ პირველ რიგში სამსახური მჭირდებოდა. მერე სხვაგან გადავიდოდი საცხოვრებლად. სადმე ქირით. ჩემს ახლობლებს კი ვეღასასოდეს ვნახავდი. ეს მტკიცედ გადავწყვიტე, რადგან მათი ჩასისხლიანებული და ცრემლიანი თვალების დანახვას კვლავ სიკვდილი მერჩივნა. გეგამ ჩემი ოთახის კარადიდან გოგონას ტანსაცმელები გადმოალაგა და მითხრა რომ ნებისმიერის ჩაცმა შემეძლო და თუ არ მომეწონება შეუძლია რომ მიყიდოს. რა თქმა უუნდა უარი განვუცხადე რადგან ეს უკვე ზედმეტი იყო. ამდენად ვეღარ შევაწუხებდი მას, ისედაც სინდისი მქენჯნიდა რომ მას ჩავუსახლდი. ის ძალიან კეთილი და თავაზიანი ადამიანი იყო. არ მეგონა მისნაირები თუ არსებობდნენ .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent