შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუნდაც შემთხვევით (7)


23-06-2016, 21:14
ავტორი Just Me
ნანახია 1 361

ნამდვილად არ გამღვიძებია საწოლში, როგორც ბავშვობაში მახსოვს, ვიძინებდი სადმე სხვაგან და დილით თავი ჯადოქარი მეგონა საკუთარ ლოგინში გაღვიძების გამო.
არ ვიცი რატომ მაგრამ კატო სულ უხასიათოდ იყო...ბოლო დროს წესიერად აღარ მელაპარაკებოდა მაგრამ ჩვენ სვანეთი გველოდა და ვერ დავუშვებდი რომ მის ასეთ განწყობას ხელი შეეშალა ჩვენთვის...ყველა ერთად უნდა წავსულიყავით თანაც აუცილებლად!
დღეები გადიოდა, თითქმის 1 კვირა დასჭირდა აკას რომ ყველა საქმე მოეგვარებინა და მშვიდად შეძლებოდა ჩვენთან ერთად წამოსვლა...ერთ დღეს თვითონაც ავაკითხე წყნეთში. საბუთებში იყო გადავარდნილი, ამდენი ფურცელი მგონი ცხოვრებაში არ მინახავს, საჭმელი მოვუმზადე, ცოტახანს მინდოდა განტვირთვის საშუალება ჰქონოდა, სახეზე ეტყობოდა რომ ზედმეტად იყო გადაღლილი. ცოტახანს ვესაუბრე და მალევე წამოვედი.
ამ პერიოდში დაჩის გაცნობა ნამდვილად ვერ მოვახერხე, თუმცა რამდენჯერმე ერეკლეს ნახვის საშუალება მომეცა. ის იყო...აკასგან განსხვავებული თუმცა თავისებური და განსაკუთრებული.
იმდენ ხანს მეძინა გამიკვირდა რომ არ გავიგუდე, უბრალოდ არ ვიცი რატომ მაგრამ თავს დაღლილად ვგრძნობდი.
საბოლოოდ ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.
-მშიშარა...- ხმადაბლა გაისმა ყურმილში აკას ხმა
-გამაღვიძეე...- დავიწუწუნე
-გაგაღვიძე? იცი მაინც რომელი საათია? - იცინოდა უნამუსო
-არ მაინტერესებს მეძინებააა, რა გინდაააა?
-არაფერი უბრალოდ მომენატრე...
ცოტახანს სიჩუმე და...
-მეც მომენატრე...
-ერეკლე გამოვგზავნე შენთან, რაღაც პატარა საქმე აქვს.
-რა საქმე?
-გეტყვის, კარგი წავედი და იცოდე აღარ დაიძინო!
-კარგი ვეცდები
-ჭკუით- და თელეფონში ხმა გაწყდა.
ავდექი, თავის მოწესრიგება ვცადე. თმა ბუჩქივით მქონდა ვერ გავიგე რას მიშვება ეს ბალიში მგონი მართლა სტილისტია...ან დეპრესიაშია და ჩემით ცდილობს გადაიტანოს ყველაფერი ეს... ფანჯრიდან ვიყურებოდი ერეკლეს მოლოდინში, მაინტერესებდა რა საქმე ჰქონდა. ვიღაცის შავ BMW-ს მოვკარი თვალი, საიდანაც მძღოლი პირდაპირ ჩემს ფანჯარაში იყურებოდა. თვალი არ მოუცილებია, ნერვები მომეშალა ფარდა გავწიე და ტელევიზორთან ჩამოვჯექი. მალე კარზე ზარის ხმაც გაისმა, გავბანცალდი ზაფხულის სიცხისგან გადამწვარი და კარი გავაღე
-ერეკლეე, გელოდებოდი- გამიხარდა მისი დანახვა
-ნია, როგორ ხარ?- ის არასდროს კარგავდა ჩემს მიმართ თავაზიანობას
-კარგად, შენ როგორ ხარ? შემოდი- კარი უფრო ფართოდ გავაღე
-არა არა აკამ გამომგზავნა, თვითონ ვერ მოახერხა მოსვლა სამსახურის ამბებზე ასე ვთქვათ „ბოლო შტრიხები დარჩა შესასწორებელი“
-რამე ხდება?- ავნერვულდი
-კი ხდება
ლამის მუხლებში მოვიკეცე მეგონა რაღაც სერიოზული იყო
-კარგი ნუ წაგივიდა ფერი უბრალოდ აკამ დამაბარა კატო და ნიკუშა გააფრთხილოს და თვითონაც მოემზადოსო! დღეს საღამოს სვანეთში მივდივართ
-ღმერთო ერეკლე შემაშინეეეე- შედარებით დავმშვიდდი
-ესეიგი- საათს დახედა- საღამოსთვის მზად იყავი, ნუ მთლად გვიანაც არა 5-ზე გავალთ სავარაუდოდ, მართალია იქ გვიან ჩავალთ მაგრამ აკას აღარ უნდა ლოდინი.
-კარგი გასაგებია, ხუთისთვის მზად ვიქნები- გავუღიმე
-ჰო და კიდევ, მე, შენ, აკა და დაჩი ერთი მანქანით წავალთ, აკამ ასე გადაწყვიტა, და იმედია ნიკუშა შეძლებს თავისი მანქანით წამოსვლას, ყველა ერთად ფიზიკურად ვერ ჩავეტევით ერთ მანქანაში ხომ ხვდები?!
-კი კი ვეტყვი ნიკუშას, თან ეს დღეებია კატო სულ უხასიათოდაა ამიტომ მგონი აჯობებს თუ ნიკუშასთან ერთად იმგზავრებს.
-კარგი, 5-ზე გამოგივლით, ახლავე დაურეკე კატოსაც!
-არის უფროსო- გავუცინე კიდევ ერთხელ
-საღამოს გნახავთ- გამიღიმა და კიბეებზე დაეშვა.
მაშინვე ტელეფონი ავიღე და კატოს ნომერი ავკრიფე... მალევე მიპასუხა
-სად ხარ?
-რამე ხდება?- ღმერთო რა უემოციო პასუხია
-ნიკუშასთან ერთად ხარ?
-ჰო
-ერეკლე იყო ჩემთან მოსული, დღეს 4-ზე სვანეთში მივდივართ
-არ მინდა წამოსვლა
-კატო გთხოვ სახლში მოდი და აქ დავილაპარაკოთ მაგაზე
-ჰო, ისედაც ვაპირებდი წამოსვლას
-ნიკუშასაც თუ გამოიყოლებ კარგი გოგო იქნები
-ვეტყვი
-კარგი!
ტელეფონი გავთიშე და საწოლზე მივაგდე
„კაარგი აი ეხლა უნდა ჩავბარგდე და აზრზე არ ვარ რა უნდა წავიღო“
გამოვაღე კარადა და ჩალაგება დავიწყე, უამრავი რაღაც ჩავდე ჩანთაში, კბილის ჯაგრისიდან დაწყებული 6 წყვილი ფეხსაცმლით დამთავრებული. ვიცოდი რომ სასტუმროში ყველა პირველადი მოხმარების ნივთი დამხვდებოდა მაგრამ მე მაინც ჩავტენე ისინი ჩანთაში ყოველი შემთხვევისთვის.
საშინელი სიცხე იყო, რამე გამაგრილებელი სასმელი უნდა მეყიდა ამიტომ მაღაზიაში ჩასვლა გადავწყვიტე, თანაც არ ვიცი ამ სიცხეში რატომ მაგრამ შოკოლადი მომინდა საშინლად...
ლიფტი რატომღაც არ მუშაობდა ამიტომ ფეხით მომიწია ჩასვლა.
გასასვლელს ვუახლოვდებოდი როცა თავში რაღაც მძიმედ მომხვდა და გავითიშე... ტკივილი და სრული სიბნელე მახსოვს მეტი აღარაფერი...
როცა გამოვფხიზლდი მივხვდი რომ აშკარად არ ვიყავი სახლში...თავი მისკდებოდა...
თვალები ფართოდ გავახილე...ვიღაცის საძინებელში ვიყავი. თავიდან მეგონა ალბათ ამაში აკა იყო გარეული თუმცა ბოლომდე მწამდა რომ ის ასე მწარედ არ ჩამარტყამდა, თანაც რა მიზეზით უნდა გაეკეთებინა ეს?!
ამიტომ ჯერ წამოვდექი და დავრწმუნდი, რომ ოთახში არავინ იყო, შემდეგ გარეთ გავიხედე. ვარაუდიც არ მქონდა სად შეიძლებოდა ვყოფილიყავი, წინ რაღაც ბაღი ჩანდა და გზაზე აქაიქ მანქანებიც მოძრაობდნენ...
მაშინვე ტელეფონი მოვიქექე ჯიბეებში. არ ვიცი როგორ გამოეპარათ ეს ალბათ იმიტომ რომ ჩემი ტელეფონი საკმაოდ პატარა იყო და არც არავის მოუვიდა აზრად, რომ ის ჩემი ჯიბიდან ამოეღო.
მილიონი გამოტოვბული ზარი და მესიჯი დამხვდა აკასგან...
"სად ხარ?" "ნია მიპასუხე" "უკვე ვნერვიულობ აიღე ტელეფონი".
მოკლედ, სასწრაფოდ მის ნომერზე დავრეკე მაშინვე მიპასუხა:
- ნია სად ხარ? რამდენი ხანია გირეკავ სახლშიც ვიყავი შენთ...?-აშკარად ძალიან ნერვიულობდა მე კი სწრაფად შევაწყვეტინე უნდა მომესწრო მისთვის მეთქვა რომ საფრთხეში ვარ...
-აკა აკა აკა მისმინე! სადღაც ვარ...ვიღაცამ მომიტაცა-ღმერთო რა საშინლად ჟღერდა ეს სიტყვა- მიშველე გთხოვ...
უცებ ფეხის ხმა გავიგე შემდეგ კი ვიღაცამ გასაღები გადაატრიალა კარში...სასწრაფოდ გავთიშე ტელეფონი და ჯიბეში ჩავიდე.
ოთახში ბიჭი შემოვიდა, საკმაოდ მაღალი, დაკუნთული, ბაიკერს გავდა...სიმპათიური იყო, ტყავის ქურთუკი ნამდვილად უხდებოდა თუმცა ის მე მაშინებდა.შემდეგ გავიაზრე,რომ ეს სწორედ ის ბიჭი იყო, რომელიც ამდენ ხანს იდგა და ჩემს ფანჯარას დაჟინებით აკვირდებოდა...
შემეშინდა...ახლა ძალიან შემეშინდა...
-თავს როგორ გრძნობ?-გამიღიმა
-აქ რატომ ვარ?- ხმადაბლა ვკითხე, სახეზე მეტყობოდა როგორ მძულდა ის ამწამს.
თანაც აშკარად არ მოეწონა კითხვას კითხვითვე რომ ვუპასუხე.
-მეგობარმა მთხოვა ცოტათი შემეშინებინე
-ვისზე ამბობ?
-ნატა!- მხოლოდ ერთი სიტყვა და მთელი სიძულვილი ჩემს სხეულში, ახლა უფრო დავიძაბე.
-მე მაგასთან საერთო არაფრი მაქვს...-უკმაყოფილოდ ვუპასუხე
-ის შენს სარდაფში ფამომწყვდევაზე შემითანხმდა თუმცა მე რბილ ლოგინში ჩაგაწვინე მაინც...-ნელ-ნელა მიახლოვდებოდა- ასე მიხდი მადლობას ფერია?-სახეზე თითები მომადო, თუმცა მე სწრაფად გავაშვებინე და სახეზე მაშინვე მის მიმართ ზიზღი აღმებეჭდა!
-კიდევ ერთხელ დამაკარებ ხელს და ძირში მოგამტვრევ! - ვუთხარი თუმცა ვიცოდი მისი ერთი შემორტყმა მთვარეზე შემომსვავდა.
-მართლა? -მას გაეცინა და ქურთუკი გაიხადა.მართლაც რამხელა კუნთები ჰქონია......ამან თუ ჩამცხო მაგის მერე როგორ გამოვფხიზლდი მიკვირს
-მოდი ვიჭიდაოთ და თუ მომერევი გაგიშვებ- თან მიცინოდა...ავადმყოფი...ისე მომინდა სახეში შემომერტყა...
-ჰა ჰა ჰა -გავუღიმე ირონიულად- კარგი როგორც ჩანს აქ იქამდე მომიწევს ყოფნა სანამ შენი მბრძანებელი მოწყალებას არ გამოიჩენს ჩემს მიმართ ან სახელმწიფო გადატრიალებას არ შეეწირება ამ ოთახის კარი...ასე რომ არ იქნება ურიგო თუ მანამდე ერთ ჭიქა წყალს და გამაყუჩებელს მომიტან...
-გამაყუჩებელს?-ჰაჰ გაუკვირდა...
-ისე საყვარლად ჩამარტყი ლამის თავი მომძვრა და გიკვირს კიდეც რაში მჭირდება გამაყუჩებელი?
-კარგი მოგიტან- ისევ გამიღიმა. ვაღიარებ ძალიან მომხიბვლელი ღიმილი ჰქონდა, სიმპათიური იყო თუმცა აკასთან შედარებით დიდი ვერაფერი...
-ჰო მართლა- გასასვლელთან შემობრუნდა-მე არ ჩამირტყამს ფერია
შესამჩნევი ირონიით დატვირთული ღიმილი მივაგებე და ფანჯრისკენ შევბრუნდი...
"ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა"- ვფიქრობდი გულში.არც ვიცოდი რა უნდა მექნა
მალე "ჩემი პრინცი" ოთახში ჭიქა წყლითა და გამაყუჩებლით ხელში დაბრუნდა. მოვიდა და ფრთხილად მომაწოდა.
-ისე ხომ არ შემომარტყამდი კიდევ? იქნებ უკეთ იმოქმედოს?
-მერამდენედ უნდა გაგიმეორო რომ მე არ შემომირტყამს?- უკმაყოფილო სახე მიიღო
წამალი დავლიე
-როდის უნდა წავიდე ამ დაწყევლილი ადგილიდან? ეს მთები და უკაცრიელი ადგილები ფილმს მაგონებს- "გორაკებსაც თვალები აქვთ".
-ეგ შენი საყვარელი ფილმია?
-ვერ ვიტან მაგ ფილმს!
- არა გპირდები აქ არცერთ გორაკს არ აქვს თვალები და არც უკაცრიელია ეს ადგილი-გაიცინა
-რაც შეეხება ჩემს გაშვებას...-შევახსენე
-ჰოო მაგაზე ინფორმაცია არ მაქვს- გამიღიმა
-რა ბავშვური საქციელია- ისევ ფანჯარაში გავიხედე
-კარგი მე წავედი...- მითხრა და შებრუნდა
-მოიცა მოიცა მოიცა მე აქ მარტო მტოვებ?
-აბა რა გეგონა წვეულებას მოგიწყობდა ვინმე?
-მეშინია!!!- ისეთი გამომეტყველება მივიღე თითქოს არ ჰქონდა უფლება აქ დავეტოვებინე
-გეშინია?
-შენ წარმოიდგინე და...- ირონიულად გავუღიმე
-აბა მთელი ღამე თავთით გეჯდე და გიყურო მძინარეს?
იდიოტი! კართან მივედი და გავაღე- წადი!
-წავალ! მაგრამ მანამდე...- ხელი გამომიწოდა- ტელეფონი მომეცი!
სახე მომეჯღანა რასაც ქვია რადგან ვაპირებდი კიდევ ერთხელ დამერეკა აკასთვის და დაახლოებითი ინფორმაცია მაინც მიმეწოდებინა სად ჯანდაბაში ვიყავი.
შემდეგ კარგი იდეა მომივიდა.ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე ელემენტი "ამოვდღლიზე" შემდეგ გავუღიმე სრული ირონიით და ფაქტიურად ნახევარი ტელეფონი მივაწოდე...ელემენტი კი ჯიბეში ჩავიდე.
სახეზე დაეტყო, რომ ჩემგან ამას არ ელოდა...არ მივცემდი ჩემი ტელეფონის შემოწმების უფლებას.
- ჰმმ კარგი - შუქი ჩააქრო და ტელეფონის განათებით ოთახის შუაში სკამი მოიტანა...შემდეგ კი ისედაც საცოდავი განათების მქონე ჭაღიდან ის ერთადერთი ნათურა მოხსნა რომელიც აქამდეც საწყლად ბჟუტავდა...როცა გავიფიქრე რომ ჩემს სიბნელეში დატოვებას აპირებდა ვიგრძენი როგორ დამიარა შიშმა მთელს სხეულში და ოთახიდან გაქცევა ვცადე თუმცა მან სწრაფადვე დამიჭირა.
-არა არა არა სიბნელე არა ოღონდ სიბნელე არა...ხელი გამიშვი- ვკიოდი რადგან უკვე ძალიან მეშინოდა და ცრემლებმაც გამოაღწია ჩემი თვალებიდან...მან საწოლზე დამაგდო და გავიგე ფეხის ხმა, როგორ მიიწევდა სასწრაფოდ კარისკენ...მეც ავდექი და გავეკიდე თუმცა სრულ სიბნელეში ვიყავი...კარი ვეღარ გავაღე ვყვიროდი და წიხლს ვურტყამდი თუმცა უშედეგოდ...შემდეგ რაღაც დაილეწა...აშკარად მე გადმოვაგდე და ძირს ნაწილებად დაიფშვნა...ერთადერთი რისიც ძალიან მეშინოდა ცხოვრებაში ეს სიბნელე იყო...ყოველთვის იყო ოთახში მცირე განათება როცა მეძინა...
შემდეგ ფანჯარასთან მივედი საიდანაც ოდნავი სინათლე შემოდიოდა. ჩავიმუხლე და ბოლოს ძირს დავჯექი...სახეზე ხელები ავიფარე და რამდენჯერმე გავიმეორე:
"აკა"

ვინ იცის რამდენი საათი ვიყავი ასე...
შიში, შიში და კიდევ ერთხელ შიში. თვალების გახელის მეშინოდა!
შიში და ტკივილი ერთნაირი სიძლიერით მიხვრეტდა გულს.
მალე ქვემოდან ხმამაღალი საუბარი გაისმა.
ხმაური გაძლიერდა
"თავი დაანებე შენი..."
"იმ ბო*ის სურვილები უფრო მნიშვნელოვანია შენთვის ვიდრე ჩვენთან ყოფნა არა?"
"მანდ შესვლა არც კი გაბედო!"
შემდეგ ვიღაცამ დაიყვირა
"ცხვირი გამიტეხე ამის დედაც"
"კარი შეამტვრიე ამას ნუ უსმენ თორე სახეს გავაძრობ!"
ამასობაში ვიღაცამ კარს ფეხი ძლიერად მიარტყა. ძალიან შემეშინდა, კედელს ავეკარი და გაფითრებული სახით ვიყურებოდი. კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა და კარი რასაც ქვია შიგნით შემოფრინდა, თან მცირე სინათლე შემოიყოლა. ძალიან შემეშინდა, გონება დამებინდა უკვე ვეღარაფერს ვიაზრებდი...
შოკში ვიყავი...გავიაზრე რომ ძალიან ცუდად იმოქმედა ამ ყველაფერმა ჩემზე.
-ნია...- ნაცნობმა ხმამ მომმართა...ხელი მომკიდა
მე ხელები ნელა გავწიე სახიდან და შეშინებულმა შევხედე აკას რომელიც ჩემს წინ იყო ჩამუხლული და ელოდებოდა როდის ვეტყოდი რამეს...
თუმცა არაფერი მითქვამს
ხელები მომხვია და ჩამეხუტა:
-ნუ გეშინია- საფეთქელზე მაკოცა- ყველაფერი კარგად არის, შენთან ვარ.
ფეხზე წამომაყენა თუმცა შიშისგან ძალაგამოცლილი ისევ ქვემოთ დავეშვი...
-ფრთხილად, ფრთხილად...მოდი ხელში აგიყვან- მითხრა და მსუბუქად ამიტაცა ჰაერში. სუნთქვა შემეკრა და საბოლოოდ გავითიშე.

როცა თვალები გავახილე ამჯერად ჩემს ოთახში ამოვყავი თავი...
-როგორ გიყვარს ძილი...
-ნამდვილად-გამეცინა როცა აკა დავინახე.საწოლთან ახლოს სავარძელში იჯდა -დიდი ხანი მეძინა?
-კიიი ძალიან- მომიახლოვდა
შემდეგ საშინელი წინა ღამე გამახსენდა და ისევ თავი ამტკივდა
-ღმერთო!!!- თვალები გადავატრიალე
-შეშინებული ჩანდი გუშინ
-არ ვჩანდი მართლა შემეშინდა
-მაპატიე...
-რისთვის?
-რომ ასე ძალიან შეგაშინეს
-ისევ ვერ წავედით სვანეთში...- მინდოდა თემა შემეცვალა რადგან ვხვდებოდი აკა ცუდად გრძნობდა თავს ყველაფრის გამო
-არაუშავს მაინც წავალთ- გამიღიმა- ყავას დალევ? -გადაღლილი თვალებით მიყურებდა
-დავლევ...
ოთახიდან გავიდა.
ამწამს საწოლი იმდენად რბილი და სასიამოვნო იყო დიდი სიამოვნებით შევიბრუნებდი ძილს კიდევ. თითქოს ისევ შეშინებული ვიყავი, წამითაც ვერ გავჩერდი ოთახში მარტო...
სარკეში ჩავიხედე და ვეცადე თმა მაინც დამელაგებინა თორემ ბოლომდე მწამდა რომ საგიჟეთიდან გამოქცეულ ყველაზე დაუმორჩილებელ პაციენტს ვგავდი.
როგორც იქნა ადამიანს დავემსგავსე თუმცა ახლა ყავაზე მეტად ცხელი შხაპი მჭირდებოდა.
სამზარეულოში გავედი.აკა ყავას ამზადებდა.
-დაგეხმარო? ვკითხე ზრდილობიანად. ბოლოს და ბოლოს ის ჩემს სამზარეულოში ამზადებდა ყავას ჩემთვის.
-არა თვითონ გავართმევ თავს- გამიღიმა...
-კარგი- ვუთხარი და მაგიდასთან დავჯექი ერთ-ერთ სკამზე.
როცა აკამ ყავით სავსე ფინჯანი მაგიდაზე დადგა მაშინვე შევამჩნიე მის მარჯვენა ხელზე სიწითლე...ხელი წავავლე
-ეს რა არის?- ვკითხე გაოცებულმა თითქოს არ ვიცოდი საიდან უნდა ჰქონოდა მას ეს ნაიარევები.
-არაფერია- მითხრა და ხელი სასწრაფოდ გამომაცალა.
-მას შენ დაარტყი არა? - გუშინდელი ჩემი გამტაცებლის ხმა ჩამესმა ყურში
"ცხვირი გამიტეხე ამის დედაც"
-ეს არაფერია 2 თითი ამოგდებული მქონდა- გამიღიმა
მე საწყალი თვალებით შევხედე...ახლა ნამდვილად მაწუხებდა დანაშაულის გრძნობა
-ყველაფერი ჩემი ბრალია!
-ასე არაა
აღარაფერი მითქვამს
სამედიცინო სპირტი და ბამბა მოვიტანე, არ მინდოდა ინფექცია შეჭროდა- მოდი აქ- სკამზე დავსვი და ხელზე ფრთხილად დავადე ბამბა ვეცადე ყველა დაზიანებული ადგილი უმტკივნეულოდ დამემუშავებინა. თუმცა აშკარა იყო რომ მაინც სტკიოდა ყოველ შეხებაზე...
-რა მზრუნველი ხარ- მითხრა როცა საბოლოოდ მოვრჩი და ხელი შევუხვიე
თვალებში ჩავხედე და გავუღიმე
-რომ არ მოსულიყავი ალბათ გავგიჟდებოდი იქ...
ღრმად ამოისუნთქა...
-მოდი ჩემთან- კალთაში ჩამისვა და ხელები ფრთხილად მომხვია- დამშვიდდი, გეფიცები აღარავის მივცემ უფლებას შეგაშინოს.



№1 სტუმარი manana

კარგია მომწონს მართლა დადე ახალი თავი ხო

 


№2  offline წევრი ketia

დზაან კარგიააა განაგრძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent