შენი ცუდი ბიჭი (1)
ისევ ეს საშინელი ხმა... გაასწორებდა ახლა მანქანა... ნეტავ თუ მიხვდება ჩემი ნაწერი რომ არაა... შარში ვარ... კახას აუტანელი ყაყანი ჩემს „შეტენილ“ საგანზე და ისევ იგივე... წინა წელი მეორდება თუ რა მჭირს, მგონი ვიღაცამ დამწყევლა, ის ს*რი გიორგიც სანახავი მყავს... თიკუნასთან უნდა ავიდე... ეს კაცი ასე რატო მომშტერებია,მგონი პიდარას*ია... ჰო,იმ გოგოს ლამაზი ფეხები აქვს... „შემდეგი სადგური მარჯანიშვილი.. ნექსთ სთეიშენ..“ ღმერთო, როგორ მძულს ეს ხმა... ვაგონში რამდენიმე ადამიანი შემოვიდა. - ფეხი! - ბოლო ხმაზე დავიღრიალე, ყველას ყურადღება მივიქციე,ეს კი ჩემს „სტანდარტებში“ არ ჯდებოდა. - ბოდიში... - ძლივსგასაგონად, ამ ისედაც „დდმ“ „ ჩჩმ“ ხმაურში ამოიკვნესა გოგომ. - ჰო, აი, გამიარა.. - ჩვეულად, ცინიკურად და უხეშად ვუპასუხე. აღარ უპასუხია. ჩემგან შორს დადგა, რამდენადაც შეეძლო. ისევ ჩვეულ ფიქრებში „ჩავიძირე“. ნელი ტვინს გაბურღავდა, ქვეყნად ყველაზე უსარგებლო შვილი რომ ყავს და რა კარგი ბიჭია „დათუნა“, მთელს დღეს ბიბლიოთეკაში ატარებს, აქა-იქ საპირფარეშოშიც კი შედის,ეს უკანასკნელი არ მჯერა... ჩემი ჩასვლის დროა, სწრაფად გავეცალე ხმაურიან ვაგონს. ესკალატორს უამრავი ხალხი მიაწყდა, გვერდით დავდექი, ხალხი წინ გავუშვი, ფეხზე ისევ შემახტა „ვიღაც“.. ვუალააა... ისევ ის გოგონა. - ბოდიში... - დაბნეულმა და შეშინებულმა შემომხედა. არაფერი ვუპასუხე, უბრალოდ მინდოდა სწრაფად გამცლოდა.. ესკალატორისკენ სწრაფად წავიდა.. ჰო.. რაზე ვფიქრობდი.. თიკუნასთან დარეკვა არ უნდა დამავიწყდეს თორემ.. ტვინს ტ*ნავს, მაგრამ მე მას..სადაც საჭიროა,იქ ვერავინ შეედრება, ჰო, სწორად ლოგინს ვგულისხმობ... თიკუნას დავურეკე,სახლში ვარ და გელოდებიო,უკვე გათიშვას ვაპირებდი რომ მომაძახა მარწყვი არ დაგავიწყდესო... ძუკ*ა.. - მოხვედიი სიხარულო... - კარი გააღო, მოკლე,წითელი პიჟამა ეცვა. - არა, ნახევაარ საათში მოვალ.. - სახლში უხალისოდ შევედი. - რა გჭირს? - კარი გადაკეტა და მხიარულად მომიტრიალდა - ფინალურში ჩავი*ვი - გეყოფა წუწუნი, მარწყვი მომიტანე? - მადლობა,როგორ მითანაგრძნობ.. - მარწყვით არც თუ ისე სავსე პოლიეთილენის პარკი გავუწოდე - სხვანაირად გითანაგრძნობ, ოღონდ ჯერ მარწყვს გავრეცხავ.. - მხიარული, ჩვეული ნელი სიარულით შევიდა სამზარეულოში. თვალი გავაყოლე.. იდიალური ტანი აქვს... ერთი სული მქონდა როდის „მითანაგრძნობდა“. მისაღებში შევედი და დივანზე უხალისოდ დავეშვი. - რას რეცხავ ამდენს? - მოვდივარ... არ გინდა? - ხელში მარწყვით სავსე თასი ეჭირა - არა,მადლობა. რაც მალე შეჭამ, მით უკეთესი... - ჩემიი მოუთმენელი... -ჩემს გვერდით მოკალათდა. მუხლზე ხელი დამადო - მინდა რომ გითანაგრძნო - შენ არ იცი მე როგორ მინდა.. მოეშვი რა მაგ დედამოტ*ნულ მარწყვს - ხელიდან თასი სწრაფად გამოვგლიჯე და პატარა ბავშვივით ავიტაცე ხელში. * * * - რა ქენი გამოცდაზე? - სამზარეულოში დედა შემოვიდა. - ვქენი... - გაგი, შენ გელაპარაკები.. - კარგი რა დე, იქნებ ჭამა მაინც მაცადო.. - არა! შენი გამოსწორება არ შეიძლება... არ მესმის შენ და შენი ძმა რატომ განსხვავდებით ასე.. ორივეს ერთნაირად გზრდიდით... სითბოს და სიყვარულს არ გაკლებდით.. ავდექი, დედას შუბლზე ვაკოცე, სკამზე დაკიდული ქურთუკი შემოვიცვი და სწრაფი ნაბიჯით წავედი კარისკენ. - გაგი...სად მიდიხარ?..გაგი შენ გელაპარ... კარი სწრაფად გამოვიხურე... ლიფტი დაკავებულია.. ამის დედაც... ფეხით ჩავუყევი მეექვსე სართულიდან კიბეებს.. ახლა კახას გინება აიტანე... ფუ რა ცხოვრებით ვცხოვრობ... ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე და გიორგის დავურეკე.. - რვაზე შენს სახლთან რო სკვერია იქ ვიქნები,არ მალოდინო. ეს გიორგი მაგარი ახ*არი როჟაა... თიკუნა გაიცნო რაღაც ფართიზე თუ ბარში და მაგარი ტვინს უტ*ნავს... ვნახავ, ერთ-ორ სიტყვას ვეტყვი... ბიჭებიც უნდა ვნახო საღამოს, ნიკოს დაბადების დღეა... ტეხავს რომ არ გავიდე.. გიორგი ვნახე. ორი სიტყვა საკმარისი აღმოჩნდა... ფუ რა სი*ობაა, დიდიხანია არ მიჩხუბია, მეგონა დღეს მაინც ვიჩხუბებდი... თიკუნას დავურეკე.. ვუთხარი დღეს ვერ შევძლებდი მისვლას და რომ ის არსება აღარ შეაწუხებდა. - ეს ვინ მოვიდაა - კარი ლალიკომ გააღო, ნიკოს დამ. - იუბილარი სადაა? - ვაა ვაა... გაგიი ძმა ბევრი ხალხი ირეოდა, ნიკოს საჩუქარი გავუწოდე. - რა საჭირო იყო შეჩ*მა, დაჯექი მოდი. - აუ მე არ დავლევ რა, ხოიცი მერე... - ცოტა ბიჭო რა, ჩემი სადღეგრძელო მაინც.. ჩემი სადღეგრძელოო?! ერთ ჭიქას მეორე მოყვა..მეორეს მესამე... მესამეს მეოთხე და ასე.. ავტყდი თიკუნას სანახავად უნდა წავიდე-მეთქი. ნიკოს სახლიდან ბარბაცით გამოვედი, ახლოს ტაქსი ვერსად გავაჩერე, ფეხით გავუყევი გზას...ტელეფონს არ იღებს...არაუშავს,მივალ და... კარი თითქმის ჩამოვიღე, არ აღებდა... ტელეფონს არ პასუხბს.. შემეშინდა კიდეც, ხომ არაფერი ჭირს... - თიკუნა ახლა კარს შემოვამტვრევ, გესმის? კარი მაშინვე გაიღო. - შენ რა კართან იდექი და არ აღებდი? - გაოცებულმა შევხედე. - მეძინა გაგი... - იქნებ გაიწიო რომ შემოვიდე...- კარებს მივეყუდე - გაგი ვერ ვარ კარგად, შენც ნასვამი ხარ.. სახლში წადი ჩემო ბიჭო, კარგი? - რა გჭირს? - არ ვიცი.. თავბრუ მესხმის... სუსტად ვარ... - არაფერია... უბრალოდ დავიძინებ,გპირდები ისევ კარში იდგა გაუნძრევლად.აღარაფერი მითქვამს,კარში სწრაფად შევედი, საძინებლისკენ წავედი.. თიკუნა სწრაფად გამომყვა უკან - გაგი.. გაგი მოიცადე.. - ოპაა- კარში შესულს ლოგინში ნახევრად შიშველი (პლედის დაფარება მოასწრო) გიორგი დამხვდა - გაგი ეს.. - ეს ის არაა რაც მე მგონია ხო? - შევხედე ჩემს გვერდით მდგომ თიკუნას, შეშინებული მიყურებდა... და რა უნდა მექნა?!ალბათ მეცემა გიორგი, მერე თიკუნაც..ჰო,თუნდაც... ეს ყველაფერი უბრალოდ ძალიან მეკი*ა ფეხებზე და ერთ ადგილზეც... - ბო*ი ხარ - წყნარად ვუთხარი ჩემს გვერდით მდგარ გოგონას, გოგონას,რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა ვხვდები, გოგონას,რომელიც უაზროდ ხარჯავდა ჩემს ჯერ კიდევ მშობლების ჯიბეზე დამოკიდებულ „ბიუჯეტს“. - გაგი.. გაგი.. - მოვდიოდი და უკან მომყვებოდა. რა უცნაურია ეს ცხოვრება... სწრაფად უნდა წამოვსულიყავი, მანამ, სანამ გული ამერეოდა... ქუჩას ფეხით გავუყევი, საშინლად ქუხდა... მიღალატეს..დავშორდი.. საგანი მეტენება... ოჯახის წევრებს ჩემი სცხვენიათ... ჰო,ახლა წვიმაღა მაკლდა და თავი ჰოლივუდის ვარსკვლავი მეგონებოდა... სახლში ფეხაკრეფით შევედი.. მეორე დღისით გვიან გამეღვიძა. სახლში არავინ იყო. სამზარეულოში,მაცივარზე გაკრული დედას შეტყობინება დმხვდა, მოგკლავო იუწყებოდა... თავი საშინლად მტკიოდა... ტელეფონმა დარეკა - ჰო გიო.. რა?.. ვკვდები ბიჭო შ*გ ხო არ გაქ დალევა აღარ მიხსენო...არა არა.. უნივერსიტეტში ვარ გასასვლელი, ლექტორი უნდა ვნახო.. რავი შე ჩე*ა გამომრიცხონ და ეგენიც დაისვენებენ და მეც!..კაი მიდი ბრატ.. ჩავიცვი და უნივერსიტეტში წავედი.. ისევ ეს „დდმ“ „ჩჩმ“.. ღმერთო როგორ დავიღალე... -შვილო, ჩადიხარ? - კი ქალბატონო... - თუ არ ჩადიხარ, ჩვენ მაინც გაგვატარე... - ჩავდივარ ქალბატონო ჩავდივარ! - მერე რა გაყვირებს? სად იზრდებით საერთოდ.. ეს გაუზრდელები... - კარი გაიღო და მალევე ჩავედი... უფროსია გაგი.. კაი ჯანდაბას, პატივი ეცი... ესკალატორთან რაღაც ხდებოდა.. ესღა მაკლდა... ლექტორი რომ არ ვნახო დამენ*რევა... - რა ხდება? ხო მშვიდობაა? - წინ ჩამიქროლა ქალბატონმა, ცოტახნის წინ რომ გაუზრდელი მიწოდა.. - ცუდათაა.. წყალი..წყალი... - მოისმა საშინელი წივილის ხმა... ნაბიჯს ავუჩქარე, წრე გავარღვიე... სისხლის გუბე იდგა.. - მოკვდა?.. ცოცხალია... წყალი... სისხლი მოსდის.. საწყალი გოგო... ბიჭი დაიანხეთ?.. საშინელებაა... კვდება? - ხალხის საშინელი შეძახილები ისმოდა,წინ წავედი, უკეთ რომ დამენახა.. გოგონა ძირს იწვა, ლამაზი, ლურჯი კაბა ეცვა, გრძელ, ოქროსფერ თმას სისხლი შერეოდა.. საზარელი და მაინც,დიდებული სანახავი იყო... გავშტერდი..ადგილიდან ვერ ვინძრეოდი... სახე... ნაცნობი სახე... ის გოგოა.. ორჯერ რომ დამახტა ფეხზე.. ისაა... - სასწრაფო იგვიანებს.. კვდებაა..კვდება... - ქალს მისი თავი მუხლებზე დაედო და ხან საფეთქელს უზელდა, ხან ლოყაში ულაწუნებდა.. წინ წავედი, სწრაფად მივუახლოვდი, კისერს შევეხე, პულსის გასასინჯად, როგორი ცივია,რა ნაზი კანი აქვს... - ექიმი ხართ? - იმედით სავსე თვალები მომაპყრო ქალმა. -არშემდგარი,თავი ზემოთ აქვს, გაიწიეთ.. - ვუპასუხე და გოგონას თავი მის მუხლებს მოვაშორე. ესკალატორზე სრაფად ჩამოირბინეს სასწრაფოს ექიმებმა. ინსტიქტურად უკან გავყევი, თავი საშინლად მტკიოდა, ვერაფერზე ვფიქრობდი, ვნერვიულობდი, თმა საკაცეზე ჩამოიშალა, შუბლი სულ სისხლიანი ჰქონდა...სწრაფად შევხტი სასწრაფოს მანქანაში.. - ახლობელი ხარ? - მეგობარი.. - კარგი,წავედით.. - დაიყვირა ექიმმა და მანქანა სწრაფად დაიძრა. - როგორაა? - ვკითხე პალატიდან გამოსულ ექიმს. - გონზე მოდის, პოსტტრამვული კივილი აქვს.. - ტვინის შერყევაა? - კიბატონო. სამედიცინოზე სწავლობ? - ასე გამოვიდა.. შეიძლება ვნახო? - არა, ჯერ ვერ შეგიშვებთ. - გამარჯობა ექიმო,როგორაა? - იკითხა პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა - ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურია,ოჯახს შევატყობინეთ - ძალიან კარგი, თქვენ მე წამომყევით მისაღებში რაღაც უაზრო კითხვებს მისვამდნენ. რა უნდა მეპასუხა?.. არ ვიცოდი რა მოხდა,ან საერთოდ, რას ვაკეთებდი იქ...ჩემი ლექტორი და „შეტენილი“ საგანი..ამის დედაც... მეორე დღისით სანახავად მივედი. პალატის კარზე დავაკაკუნე. - შემოდით.. - მომესმა ნაცნობი ხმა. - გამარჯობა თავგატეხილო - ვუთხარი და მისი საწოლისკენ წავედი.გაოცებული მიყურებდა.-გეცნობი? - გავუღიმე. - აბა დაიყვირე „ფეხი!“ - ფეხიიი!! - აი ახლა მეცნობი - გამიღიმა - აქ რა გინდა? - აბა გამოიცანი ვინ გადაგარჩინა და გამოგგლიჯა სიკვდილს ხელებიდან.. - ნუ აზვიადებ.. - ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. - კარგი ხო... უბრალოდ ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოვჩნდი... - აი ასე ჯობს.. - რა მოხდა? - არ ვიცი, წინ ერთი ბიჭი მირბოდა, ხელში სკეიტი ეჭირა, უკნიდან ხმა ისმოდა ყვირილის, დამიბრუნეო, სკეიტიანი ესკალატორზე გიჟივით ავარდა, ის ბიჭი კი, მეორე, უკნიდან დემაჯახა.. დანარჩენი შენ გააგრძელე- იღიმოდა - მერე გამოჩნდა თეთრ ცხენზე,ჩვენს შემთვევაში კი ვაგონზე,ამხედრებული სიმპატიური,ახოვანი,ცეცხლოვანი რაინდი და გოგონას სიცოცხლე იხსნა... - მადლობა, ეს ფორთოხალი მე მომიტანე? - პარკს შეხედა - არა, გზაში ვჭამდი და დამრჩა ცოტა, ხოარ გადავყრიდი.- ფორთოხალი მაგიდაზე დავდე დასაწოლის გვერდით მდგარ სკამზე ჩამოვჯექი - სასაცილო ხარ - და სიმპატიურიც.. - ხო, სიმპატიურიც... რა ლამაზია... არა.. განსაკუთრებული არაფერი... ფეხზე ორჯერ დახტომას და „შეტენილ“ საგანს ვერ ვაპატიებ... მაგრამ მაინც ლამაზია.. ეე გაგი, ნუ გამო*ლევდი... რა მჭირს - სახელი? - ანა.. - მე გაგი. - სასიამოვნოა, მაშინდელზე მართლა ვწუხვარ.. - არაფერია, მეორე ფეხიც ხომ მაქვს.. პალატაში ბიჭი შემოვიდა - პატარა როგორ ხარ? „პატარა როგორ ხარ?!.. გოგო ჯერ ასე არასდროს მომწონებია და შეყვარებული ყავს... რა სასიამოვნოა... - მოდი ლაშა, გაიცანი, ეს გაგია.. ამან გადამარჩინა.. წამოვდექი, ხელი გავუწოდე.. - გაიხარე ბრატ, ანა ჩემი ყველაფერია, ამას რომ რამე მოსვლოდა... იმ სი*ებს კიდევ ეს არ შერჩებათ, მაინც ვიპოვი... - ლაშა... ზრდილობა... - ვერ იტანს უხამს სიტყვებს - უხერხულად გაიღიმა ბიჭმა. - ჩემი წასვლის დროა - აშკარად ზედმეტი ვიყავი აქ - მეც მივდივარ.. - თქვა ლაშამ და ანას გახედა - დედა მალე მოვა, წვნიანს აკეთებდა.. - მარტოს მტოვებთ? - ნაღვლიანი თვალებით შემოგვხედა თეთრმა არსებამ, სუსტად რომ იწვა საწოლზე და ლამაზი თვალებით მთხოვდა დარჩენას. - პატარა უნდა გავიდე, საქმე მაქვს, ნინის გავუვლი საღამოს და მოვალთ. - ბოდიში ლაშა.. - რისთვის სულელო? -ჩემს გამო დაგეგმილი ქორწილის გადადება მოგიხდათ... ქორწილის გადადება... ნინი.. ეს უკვე მომწონს.. - ნუ ხარ სულელი - ბიჭი ნინის მიუახლოვდა, შუბლზე აკოცა - მე უნდა გავიდე ძმა, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა და კიდევ ერთხელ მადლობა.. ანა რომ აქედან გამოვა ერთი მაგრად ვიქეიფოთ. - გაიხარე... ლაშა პალატიდან გავიდა. - შენც უნდა წახვიდე? - პატარა ბავშვივით ნაწყენმა ამოილუღლუღა ანამ. ნუთუ ახლა ავდგებოდი და წავიდოდი, აქ დავტოვებდი გოგოს, რომელსაც ასეთი სიყვარულით ვუყურებდი.. გოგოს, რომლის თვალებშიც პატარა ბავშვს ვხედავდი.. და ბოლოს და ბოლოს გოგოს,რომელმაც ორჯერ გადამიარა ზედ... - არა, დავრჩები... - და როგორ გავერთოთ? - ისევ ღიმილი აუთამაშდა სახეზე - მოვიფიქრებ რამეს.. „მოვიფიქრებ რამეს...“ მთელი დღე პალატაში გავატარე. ხან გემობანა ვითამაშეთ, ხან ქალაქობანა... ჭკვიანია.. ლამაზი... ანას დედაც გავიცანი, სამსახურში ეჩქარებოდა და ცოტახნით შემოირბინა...საღამოს წამოვედი. ტელეფონზე თიკუნას და დედას გამოტოვილი ზარები დამხვდა. დედას გადავურეკე, ვუთხარი რომ სახლში მივდიოდი. მოგვიანებით თიკუნასაც დავურეკე - რატო რეკავდი? -არ მოხვალ? - არა... - როდის უნდა მაპატიო? - სექ*ი რომ მომინდება და იაფასიანი ბო*ების ფულიც არ მექნება, აი მაშინ.. - ნაგავი ხარ! - ტელეფონი გათიშა.სახლში გამძვინვარებული კახა დამხვდა, სალაპარაკო გვაქვსო, წყეული გელა ამირეჯიბი, ლექტორიც ასეთი უნდა, სწრაფად ჩამიშვა, წინ დიდი, უშნო და მომაბეზრებელი „საუბარი“ მელოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.