თოვლიანი ტიტები(ნაწილი lll)
ამის გაგონებაზე სხეული დამესერა.ცეცხლი წამეკიდა.სახანძროც ვერ ჩამაქრობდა. -ადამიანურად გეუბნები,დამტოვე. -სათქმელი ვთქვი. მე მიშოს ოთახში დავიძინებ,-გაიღიმა და კიბეებზე ავიდა. რა მეთქმის? შევებრძოლო?-მასეც იქნება. მე და დანებებაა? კიბეებს ავუყევი ნელ-ნელა,ოთახის კარი უნდა შემეღო რომ რაღაცამ ისე ძლიერად დამიჭირა,ლამის ჩავიკეცე. -ნუ მეხები. -მიშლი კიდევაც? მე მაბარიხარ და მინდ შეგეხები მინდ სახლში დაგაბავ,-ჩაიცინა და ხელი უფრო მომიჭირა,საპასუხოდ წიხლი ჩავარატყი მუხლში და კმაყოფილმა გავიარე. ოთახის კარი შიგნიდან ჩავკეტე.თმა გავიშალე და წამოვწექი.რამდენიმე წუთის შემდეგ ტელეფონმა დარეკა: -სალო,შენ ხარ? -დიახ,რომელი ხარ? -მათე,ქვემოთ ჩამოდი საქმე მაქვს,სადარბაზოში გელოდები. -მოვდივარ.(მათე ანას ძმის ერთ-ერთი ძმაკაცია) ქურთუკი შემოვიცვი,შარფი და ხელთათმანები გავიკეთე და ქვემოთ ჩავედი. -საით?-მომაძახა დივანზე მონებივრე თომამ. -მოდი,სიტუაციას ნუ დავძაბავთ,მე ჩემთვის,შენ-შენთვის. -საით?-გამიმეორა თავაუღებლად. -მეგობარი ბიჭი უნდა ვნახო. -მიშომ თქვა ანას გარდა მეგობარი არ ჰყავსო,ეგ მეგობარი ბიჭი ამოვიდეს და აქ გნახოს. -მაგას თვითონ გადაწყვეტს.წავალ და მალე ამოვალ,შეიძლება ანასთანაც გავიარო და დამაგვიანდეს,არ დამელოდო,-ცინიკურად მივაძახე და კარის გამოჯახუნებას ვაპირებდი,როდესაც მისმა კრიალმა კედელზე ბზარი გააჩინა.ხელზე ძლიერად მომიჭირა და ჩამჩურჩულა: -შენ მიშო ნუ გგონივარ ცინიკურობა გაგიტარო,რომ გეტყვი წადი წახვალ,რომ გეტყვი არ წახვიდე-არ წახვალ,სახლში შემოდი. -აი როგორ არ წავალ მაგასაც ვნახავთ.ლიფტი გამოვიძახე და ქვემოთ ჩავედი.მათე გადავკოცნე,შეშლილი სახე ჰქონდა. -ნუ მაშინებ,მათე. -სალ,მოდი ცოტა გავისეირნოთ. -სათქმელი თქვი,ანას უნდა გავუარო ბევრი დრო არ მაქვს,მომენატრა.გუშინ კლუბში მივატოვე ჩემი ძმის ,აგენტმა გამომათრია იქედან ისე,რომ დალაპარაკების საშუალებაც არ მომცა მასთან.მთვრალები ვიყავით ორივე.ნეტავ როგორ არის ჩემი გიჟი გოგო,მასთან ხომ არ შეგივლია?უი მართლა რა უნდა გეთქვა,-გავუცინე და მხარზე ძმურად მოვხვიე ხელი. მოღრუბლული დილა იყო.ქარი არხეინად ფანტავდა ხეზე ჩამოთოვილ თეთრ ფანტელებს და ღარიბი ტოტები სულის შემძვრელად გაჰკიოდნენ ღამენათევ ქუჩებში.ტროტუალზე ჩამქვრალი ლამპიონები,დადუმებული მზერით გაჰყურებდნენ შეშინებულ და მიმოფანტულ წვიმის წვეთებს.ჩემმა ნაკვალევმა დაბერებულ მუხასთან მიმიყვანა და სახეში შემაორთქლა მწარე რეალობა. -ანა გარდაიცვალა.. ხმა უსასრულობამ მომტაცა.ჩაქვრა სინათლის ბნელნარევი სხივი.ვინ იყო ანა?-ჩემთვის ის ადამიანი,რომელიც მიწამ წამართვა.ახლა უკვე,ის იყო პიროვნება,უხილავი მეგობარი,რომელიც ჩემს გონებაში იბატონებს ხილულ მოგონებად. გაშრა მუხის ფესვები და გაშრა ჩემი ხელები.წუთისოფელი ვინმეს დაინდობს? წუთისოფელი გაგაჩანაგებს,გატკენს,შეგაყვარებს,გავნებს,გაგახარებს და მიწასთან გაგასწორებს.განა მისი ბრალია ეს სისასტიკე?ეს მოვლენა არც სისასტიკისგან მოდის,არც უკვალოდ ქრება. იგი ერთი ადამიანიდან,მეორეში გადადის და სენმოდებულ კაცობრიობას ძირს უღრღნის. ესაა ბოროტება. **** მშვიდად დავმარხეთ ანა. *** რამდენიმე დღის შემდეგ,თომამ პატიება მთხოვა,იმის გამო რომ ჩემი მეგობარი უყურადღებოდ მიატოვა და ჯინის დაკმაყოფილება არჩია,მის სიცოცხლის ფასს. რა თქმა უნდა,ხმას არ ვცემდი.გავიდა ოთხი დღე.გული დამწვარი და დახრუკული მქონდა.ბანაკში გაწვევის ბარათი მომივიდა მათესგან და მეც უარი არ ვთქვი. მან თავისი ბილეთი მე დამითმო,გულის გადასაყოლებლად.ახლა მთავარია ის კრეტინი დავითანხმო. ნელა მივაბიჯებდი მოყინულ ქუჩაზე და ფიქრს მიცემული ტელეფონზე სმს-მა გამომაღვიძა,თომა იყო. -ერთი კვირით საქმე გამომიჩნდა მოვაგვარებ და ჩამოვალ,შენი ძმები კიდევ ერთი თვე დარჩებიან ინდოეთში,პროექტზე მუშაობენ. შენთან დაცვას დავნიშნავ,არ შეგეშინდეს. -არ მინდა არავის დაცვა,გმადლობთ. -ნუ ჯიუტობ.იცოდე ყველგან გავიგებ რას აკეთებ,სად დადიხარ.არაფერი მიქარო და არსად გაპარვა არ სცადო,უშედეგო იქნება მაინც. ეეჰ,თომა მოგცლია რა.სულ გაგიჟდა ეს ბიჭი, როდიდან სჯერა იმის ,რომ მის ჭკუაზე გავივლი? სახლში რომ მივედი,უკვე წასული დამხვდა ვაჟბატონი.ძალიან კარგიი,ტანსაცმელი გავიმზადე და საღამოს ზარს დაველოდე მათესგან. -სალი,მზად ხარ? -კი,მზად ვარ. -მანქანით გამოგივლი და ავტობუსამდე მიგიყვან.იცოდე,ჭკვიანად მოიქეცი ხევსურეთში. -კარგი. გამოვიცვალე.კურტკა ჩავიცვი და წამოვწექი.კარზე ზარია,რა დრო გასულაა. -გმადლობ მათე ყველაფრისთვის,-მოვეხვიე და შუბლზე ვაკოცე. -ჩემი გიჟი გოგო,არ იცელქო,ხევსურეთი თბილისსში არ აგერიოს. -ერთი სული მაქვს როდის ჩავალ,თავისუფლების სუნი მცემს. -გიდს დაუჯერე,გესმის? გიდს დაუჯერე.. -აუცილებლად,მათე. მანქანაში ჩავჯექი,ავტობუსშიც ფანჯარასთან მოვკალათდი და მათეს დავემშვიდობე. -უკაცრავაად,დაკავებულია? -არა. -შეიძლება თქვენს გვერდით დავჯდე? -კი. -სახელი? -დაკითხვაზე ვარ? -ვინ გაგაბრაზა? -ისევ... -მე,მიქაელი. -სალო. -შენსავით ლამაზი სახელი გაქვს. -კომპლიმენტებისგან თავი შორს დაიჭირეთ. -ერთი კვირა მოგიწევს აიტანო ჩემი შეფასებები. -არ ვარ ვალდებული,შემეშვით,მეძინება,-მოვუჭერი და ფანჯრის შუშაზე მოთამაშე წვიმის წვეთებს დავუწყე ყურება.15 წუთი გავიდა. ჩამძინებია.მხარის ტკივილმა გამომაღვიძა,როცა დავიხედე იმ უცნობ ვაჟბატონს ჩემს მხარზე ეპოვნა სიმყუდროვე. -ეი,შეეენ.. -თბილი მხრები გაქვს. -ნუ მეხები,-დავიყვირე და ჩემზე მოშტერებულ მიქაელს გავუსწორე მზერა. რომ ვერაფერს გავხდი თავი დავანებე და კვლავ ძილს მივეცი. დედააა,რამდენი დრო გასულა მე და მიქაელმა კი მთელი ეს დრო ძილში დავხარჯეთ.რა სანახაობები გამოვტოვეთ.დანიშნულების ადგილას მივედით.მთაში ოციოდე კარავი იყო გაშლილი.ერთ კარავში 2 ბავშვი მოთავსდებოდა. -შენს ბარგს მე წამოვიღებ,-შემომთავაზა მიქაელმა. -არა,გმადლობ,არ შეწუხდე. -არ შევწუხდები,რა ჯიუტი ხარ. -ხევსურის და სვანის შვილი ვარ. -შენ გენაცვალეე,აი ქალი,არა გოგო,-ჩაიხითხითა და საფეთქელზე ნაზად მაკოცა. -მგონი გითხარი უკვე ნუ მეხებითქო. ხელი გადამხვია და ბავშვებში შევერიეთ. -ახლა გიდს დაველოდოთ და აგვიხსნის სად შეიძლება წასვლა,სად არა. აქ ბევრი სახიფათო ადგილია,-აგვიხსნა ბანაკის უფროსმა. -აი გიდიც,-ჩვენს წინ შავმა,დაბურულმა ბმვ-მ გააჩერა და იქიდან მაღალი,სათვალეებიანი,თმებაჩეჩელი შორტოთ და მაისურით ბიჭი გადმოვიდა.თავიდან ვერ ვიცანი ,მაგრამ მერე გონს რომ მოვედი- თომაა?! მაპატიეთ შეცდომები,იმედია ისიამოვნებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.