შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარდისფერი ქალბატონი მიუ1


24-06-2016, 19:36
ავტორი ლუსია
ნანახია 1 377

თვალები ახელილი არ მაქვს... ახლახანს მოვევლინე ქვეყანას... მაგრამ სმენა კი კარგად განმივითარდა..
-აბა ნახე გოგოა?!
-მოიცადე... ჰო!
-თვალებს გაახელს და გავუძახოთ გარეთ! ამის კნუტებიღა მაკლია აქ...
მე ლაპარაკი არ სემიძლია თორემ ბევრს ვიტყოდი... მაგალითად იმას რომ მეც სულიერი არსება ვარ მიუხედავად იმისა რომ კატა ვარ... განსაკუთრებული ჯიში არც მაქვს... ჩვეულებრივი ტაბი ვარ... რახანაც ცხოვრების და სამყაროს მიმართ თავიდანვე ასე ცუდად განვეწყვე მუდამ აგრესიული ვიყავი... 2 ძმა მყავდა ისინიც არაფერს აკეთებდნენ ჩემთვის... ეგ კიარა 2 წვეთ რძე სახვეწნარი მქონდა... იყო დღე როცა სულ სულ მშიერი ვიყავი... გოგო არავის უნდოდა ოჯახში... მეც ყოველთვის ცალკე ვიზრდებოდი... გავიდა 2 კვირა და გამომაბუნძულეს მე საწყალი გარეთ... და ვინაიდან ჭიშკარს გარეთ დავრჩი გავიხედ-გამოვიხედე და გზას გავუყევი... უკვე ბნელდებოდა... ამიტომ სადღაც ღობეში შევძვერი და რაღაც ბუჩქს სევაფარე თავი... ნოემბრის სუსხიანი ნიავი უბერავდა... სიცივისგან ამაკანკალა და ჩემდა უნებურად ინსტიქტური კნავილი დავიწყე... მერე შუქი დავინახე... რაღაც სახლიდან ვიღაც გამოვიდა... ისეთი იყო როგორც ჩემი ძველი პატრონები... რას ეძახიან?! ა ჰო ადამიანებს... ბუჩქები მიწი მოწია და სანათური მომანათა... შიშისაგან უკან გავხტი... ხელი კეფაზე დამავლო და ნივთივით "წამიღო"... ოთახში სემიყვანა და დივანზე მიმაგდო... სუსტი ორგანიზმის ქონის გამო მხარი მეტკინა და ერთი შევუღრინე... აქეთ იქით ვიყურებოდი... პატარა გოგონამ სიხარულით და ტაში-ტუშით მოირბინა და ხელში ამიყვანა...
-ნია დასვი ისედაც ბატონები გაქვს...
-მე ვარდისფერი კნუტი მინდოდა
-საიდან მოგიყვანო?!
-შეღებე!
ფეხი დააბაკუნდა და წავიდა... მე კი ვინ იცის რა მელოდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent