ვინ ვარ მე?!
რელიგიური თვალსაზრისით, ღვთის ხატად და სახედ ვარ შექმნილი, სამყაროს გვიგვინად მოვევლინე. საკუთარი ბედისა და ცხოვრების გამგებელს წუთისოფელი დროებით ნავსაყუდლად უნდა მექცეს და ამქვეყნიური ყოფით იმ ქვეყნად უნდა დავიმკვიდრო სასუფეველი. თუმცა რწმენადაკარგულს, რელიგიის მიმართ სკეპტიკურად განწყობილს, მეეჭვება ეს იყოს ჩემი ცხოვრების მიზანი. საერთოდ მგონია, რომ ღმერთმა ადამიანი ბედნიერებისთვის შექმნა, უნდოდა ადამიანიც დამტკბარიყო სამყაროს მშვენიერებით , ნაირფერობითა და მომხიბვლელობით, ანუ ღმერთმა ადამიანი საკუთარ თავთან გაატოლა და განღმრთობის საშუალება მისცა. ალბათ, ადამსაც და ევასაც ასე უბრძანა : აი, თქვენთვის მიჩუქნია დედამიწა და თავისუფალი ნება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ადამიანები თავად ღმერთები არიან. განა ღმერთი არ იყო კონსტანტინე არსაკიძე , როცა სვეტიცხოვლის კედლებით გარშემორტყმულმა თქვა- იქმენინ ნათელი. შოთა რუსთაველიც ღმერთი გახლდათ , როცა უკვდავ, ლეგენდალურ ნაწარმოებს ქმნიდა. ესე იგი, ადამიანი ღმერთია სწორედ თავისი შემოქმედობრივი არსით. მაშასადამე , ღმერთი ვარ მეც, რადგან შემიძლია სამოთხე დედამიწაზეც გადმოვასახლო და ამ მიწიერ ქვეყანაში სულიერი ნეტარება ვიგრძნო, სიმშვიდით მოპოვებული ბედნიერებით დავტკბე. მაგრამ ამის აღსრულებისთვის შესისხლხორცებულად , ეჭვგარეშედ უნდა შევიგრძნო ღვთიური ღირსება საკუთარ თავში. სანამ ამას მოვახერხებდე , ჩვეულებრივ მელანქოლიკად ვრჩები, რომელიც უკვე მელანქოლიკი აღარაა, რადგან ზედაპირულ აზროვნებას მიჰყო ხელი. ახლა, მე მხოლოდ და მხოლოდ უბრალო მოსწავლე ვარ, რომელიც პატარ-პატარა მოვალეობებს ასრულებს და ცდილობს, იპოვოს ჭეშმარიტი გზა. არა!!! სინამდვილეში იცის კიდეც, როგორ მოიქცეს, მაგრამ თვითმოტივაციას, სულიერი ძალების ერთ წერტილში თავმოყრას ცდილობს, რათა ეპიცენტრიდან თვალისმომჭრელი ნათელი გამოასხივოს და დიადი მიზნის მიღწევის სურვილით აღტკინებულმა ხმამაღლა განაცხადოს - მე ღმერთი ვარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.