შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსი. #26


25-06-2016, 01:51
ავტორი ჯია
ნანახია 3 736

ყურადღება არ მივაქციე სმს_ს, წამოვდექი და აგარაკზე წავედი. რაც მშენებლობა დასრულდა აქ არ ვყოფილვარ.. ღიმილით შევაღე კარები და კმაყოფილმა მოვავლე თვალი დიდ ეზოს და პატარა ორსართულიან სახლს.. სიამოვნებასთან ერთად სევდაც შემომაწვა...აქ ლაშასთან ერთად ვაპირებდი ყოველი შაბათ-კვირის გატარებას. ჩემი, ემას და ებბის თავშესაფარიც უნდა ყოფილიყო, როდესაც ყველასგან შორს ყოფნა მოგვინდებოდა.. გამახსენდა, როგორ ვექცეოდი ემას და გული შემეკუმშა. მართლა რას ვერჩოდი? უსამართლოდ მოვექეცი.. მინდა ძველი ურთიერთობა დავიბრუნო.
ეზოში გავიარე და დავგეგმე სად რომელ ხეს და ყვავილს დავრგავდი, უკან ეზოში გავედი და ჰამაკებისთვის, პუფებისთვის და მაგიდისთვისაც შევარჩიე ადგილი.
სახლში შევედი და სამზარეულოს და აბაზანის ტექნიკის გარდა ავეჯი საერთოდ არ იყო. არც არაფერი მჭირდებოდა.. გადავწყვიტე დიდი ფუმფულა ნოხი მეყიდა ბუხრის წინ დასაგდებად და ერთი მატრასი ჩემი საძინებლისთვის.
საკმაოდ დიდხანს ვიბოდიალე და დავაწყვე აზრები, როგორ უნდა მომეწყო ყველაფერი. ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც და ”Wonderland”_ში წასასვლელად მოვემზადე, კიდევ ერთხელ მოვავლე ეზოს თვალი.
-აქ ნიკოლი უნდა ამოვიყვანო. -ვთქვი ჩემთვის და ეზოს კარი გამოვიხურე.

გზაში ისევ უხასიათობა ვიგრძენი. გაღიზიანებული ჩავეჭიდე საჭეს.. რატომღაც რამის დალეწვის სურვილი გამიჩნდა, ან ვინმესთან ჩხუბის. გული ამიჩქარდა, მთელი ძალით ვუჭერდი საჭეს ხელებს და კბილებს ერთმანეთს ვაჭერდი.. ბარს რომ მივუახლოვდი, ერთი ღრმად ამოვისუნთქე და შევეცადე არაფერი შემტყობოდა. შესვლისას ნიკოლი შემომეგება და პირდაპირ ჯადოსნურ ოთახში გამაქანა. იქ ისევ ის შემადგენლობა დამხვდა, რაც პირველად. თბილად მივესალმეთ და ჩავეხუტეთ ერთმანეთს.. არ შევმცდარვარ, ეს ხალხი მოსიარულე პოზიტივია. როგორც კი მოვწიე, შვება ვიგრძენი. არც არავისთან ჩხუბის და არც არაფრის დალეწვის სურვილი მქონდა.
-დღეს კარგი დღე მქონდა. -გვერდით მომიჯდა ნიკოლი. -გავიღვიძე მეგობართან სახლში, მარტო ვიყავი. მაცივარი გამოვაღე.. ვაა.. ლუდი. ერთი ბოთლი გამოვიღე და დივანზე წამოვწექი, შემდეგ მაგიდაზე ბევრ მოსაწევს მოვკარი თვალი. მშვენიერი.. ჩავყარე ეგრევე მოვწიე და მთელი დღეა ვეწევი. --ნელა, მაგრამ ისე საინტერესოდ და საყვარელი მანერებით მიყვებოდა მისი
დღის განრიგს, ყურადღებით და გაღიმებული ვუსმენდი. - შუადღეს აქ მოვედი, მზე კარგად ანათებდა.. ხოდა ვიჯექი და მზის სხივებზე ვთბებოდი. -დაამთავრა. მერე უცებ გამომხედა. -მზე როგორ მიყვარს ხომ გახსოვს?
-მახსოვს. -თავი დავუქნიე ღიმილით. თვალს არ ვაშორებდი, მომწონდა მისი ყურება. ძალიან საინტერესო გოგოა, თან ძალიან გახსნილია, თან ძალიან იდუმალია. ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, მაგრამ რომ ჩაუღრმავდე რთულია. იმდენად დიდი შინაგანი
სამყარო ჰქონდა, ასე ადვილად ვერც გაიცნობდი და ვერც გაუგებდი..
-მიაუ.. -შემომკნავლა და წამოდგა. მართლა ფისოსავით მიხვრა-მოხვრა და სიარული ჰქონდა. ამ ყურებსაც არ იშორებდა თავიდან.. ძალიან მომწონს, საინტერესო იქნება მასთან მეგობრობა. -ბიგი მოვა ახლა და ამფეტამინს მოიტანს. მანამდე მოვწიოთ. -ფიქრებიდან იოს ხმამ გამომარკვია და მეც წამოვდექი.
ბევრი მოვწიეთ, საშინლად დაბოლილები ვიყავით. მე ჩუმად ვიჯექი და უბრალოდ ვაკვირდებოდი ხალხს. მიკი მთელი გრძნობით ხსნიდა რაღაცეებს მუსიკაზე, ნიკე და ენი კი ყურადღებით უსმენდნენ. მობი კი მე, ნიკოლის, ვილის და იოს Woodstock Music & Art Fair_ის შესახებ გვიყვებოდა.
-იდეაში პატარა ქალაქი იყო და მაქსიმუმ 200 000 სტუმარი უნდა მისულიყო მხოლოდ, საბოლოო ჯამში კი ნახევარი მილიონი ადამიანი შეიკრიბა, აზრზე ხართ? -აღფრთოვანებით საუბრაბდა მობი.
-წარმოიდგინეთ რა მაგარია, ლაივში რომ უსმენ ჯენის ჯოპლინს ან Grateful Dead_ს. -თქვა იომ.
-რამდენი წლის წინ იყო ეგ ფესტივალი? -იკითხა ვილიმ.
-47 წლის წინ.. -ვუთხარი მე. -სიყვარულის, მშვიდობის და მუსიკის 3 დღე. ნეტა მეც იმ პერიოდში მეცხოვრა.. -დავაყოლე ბოლოს.
-და აღარ განმეორებულა? -ისევ იკითხა ვილიმ. ხომ გითხარით, მართლა ვერ ვხვდები ეს ტიპი ამ სასტავში რა შუაშია მეთქი, ვუდსტოკის ფესტივალის შესახებ, რომ არაფერი გსმენია.....
-ზუსტი წლები არ მახსოვს, მაგრამ 4ჯერ იყო მისი აღდგენის მცდელობა, მაგრამ არ გამოუვიდათ რა. -უპასუხა მობიმ.
-ამ ფესტივალის შესახებ რანაირად არ გსმენია? -კითხა ნიკოლიმ ვილის. ეს გოგო ჩემს გონებაში ზის. - სექსუალურ რევოლუციად და როკ-ნ-როლის ახალ ერად ითვლება. - ვილიმ უბრალოდ მხრები აიჩეჩა და არაფერი უპასუხა.
-მოვწიოთ კიდევ? -შემოგვიერთდნენ ენი, ნიკე და მიკი. იომ გაუკიდა მოსაწევს და რამოდენიმე წრეზე ჩამოატარა.
-რაზე საუბრობდით ასე ჩართულები? -გვკითხა მიკიმ.
-Wodstock_ის ფესტივალზე. -თითქმის ერთხმად ვუპასუხეთ ჩვენ.
-როცა წვიმს The Who_ს ”See me, Feel me”_ს ვუსმენ და როგორც ფესტივალში, გულშიც ისე ამოდის მზე. -გვითხრა ენიმ.
-აი, რატომ ვდაქალობ მასთან. -ღიმილით გადმომიჩურჩულა ნიკოლიმ, საპასუხოდ მეც გავუღიმე.

ამ დროს ბიგი და დალიც მოვიდნენ, ამფეტამინი მოიტანეს და ყველამ გავიყნოსეთ.
-გარეთ არ გავიდეთ? -წამოდგა ნიკოლი. მე გავყევი, დანარჩენებმა ცოტახანში შემოგიერთდებითო.
ბარიდან ლუდები ავიღეთ და მაგიდასთან დავსხედით.
-ხვალ გცალია? -სიგარეტს მოვუკიდე და გოგონას გავხედე.
-მე სულ მცალია.. -უდარდელად მიპასუხა და ლუდი მოსვა. -რა ხდება?
-ჩემი აგარაკი მინდა გაჩვენო, თან ხეების და ყვავილების დარგვას ვაპირებ. -გავანდე გეგმები.
-საინტერესოა.. -გამიღიმა. -მეც მოგეხმარები. -თვალი ჩამიკრა და სიგარეტი აიღო. -დღეს მშვიდი საღამო გამოგვივიდა, არა?
-კი, ხანდახან ეს სიმშვიდეც კარგია.
-ხო, ასწორებს.

მეორე დღეს ნიკოლის გავუარე. პირველ რიგში, ხეების ნერგები და ყვავილის თესლები ვიყიდეთ, შემდეგ სპეციალური ხელსაწყოები ვიყიდეთ, რაც ბაღში სამუშაოდ დაგვჭირდებოდა. ბოლოს კი ნოხის და მატრასის საყიდლად წავედით.

-რა მშვენიერი ადგილია. -მითხრა ნიკოლიმ და გამიღიმა.
-მომდევნო გაზაფხულს უფრო მშვენიერი იქნება. -თვალი ჩავუკარი და სახლში შევედი. -დოპინგი არ მივიღოთ? -გამოვძახე კარიდან.
-მივიღოთ. -მითხრა ისევ გაღიმებულმა და უკან მომყვა.
კოკაინი გავიყნოსეთ და სამუშაოდ მოვემზადეთ.
-აქ ლიმონის და მანდარინის ხეები დავრგოთ. -ვუთხარი და ხელთათმანები გავიკეთე, ნიკოლისაც გავუწოდე და მიწის თხრა დავიწყეთ.
-მუსიკა გვაკლია. -მითხრა ნიკოლიმ.
-როგორ არ ვიფიქრე მაგაზე, ხვალ აპარატურა ვიყიდოთ.
-კიდევ სახლისთვის იყიდე რამე, ძალიან სიცარიელეა.
-არ მინდა ესეც საკმარისია.. -ვუთხარი უღიმღამოდ.
-მგონია რომ ყველაფერს უხალისოდ აკეთებ. -გაჩერდა და მომაშტერდა. ამ დროს ტელეფონმა დამირეკა და გადამარჩინა არასასიამოვნო ზარისგან..
-ხო, ემა?
-კირა, სად ხარ? ებბი ჩამოვიდა შენი ნახვა უნდა.
-აგარაკზე ვარ ხეებს ვრგავ. ამოხვალთ? -ვუთხარი თბილად. ძალიან მინდოდა ჩემი ძველი უხეშობის გამოსწორება.
-კი, ამოვალთ. -ხმაში შევატყვე, რომ ძალიან გაეხარდა.

-ემა დაქალია? -მკითხა ნიკოლიმ, როდესაც ტელეფონი გავთიშე.
-კი, დაქალიც. -ვუთხარი ღიმილით და ისევ გავაგრძელე საქმე.
-ც?
-ხო, თან გერია.
-გერი?? შენ რა გათხოვილი ხარ? -წამით შედგა და გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა.
-ვიყავი. -ამ სიტყვაში მთელი ტკივილი ჩავაქსოვე და ამოვიხვნეშე. თავს მაღლა არ ვწევდი, მიწას ვუყურებდი და ისრვ ვაგრძელებდი თხრას.
-კირა, მომიყევი. -მითხრა მკაცრად.
-გთხოვ, ცოტა დრო მომეცი და ყველაფერს მოგიყვები. -ვუთხარი და ნერგისთვის გამზადებულ მიწას დავხედე. -მგონი ეს საკმარისი იქნება არა? -უცებ გადავიტანე თემა და მხოლოდ ამის შემდეგ გავხედე გოგონას.
-კი, ლიმონი დავრგოთ და
შემდეგ ცოტა მოვწიოთ. კარგი?
-კარგი.
ნერგი მოვიტანე და ჩავრგეთ ფესვებით. ზემოდან მიწა დავაყარეთ და კარგად დავტკეპნეთ.
-ერთი სიცოცხლეც შევქმენით. -კმაყოფილმა გადმომხედა ნიკოლიმ და ფეხზე წამოდგა. ორივე ცოტათი დასვრილები ვიყავით მიწით, ნიკოლის ლოყაზე სასაცილოდ ჰქონდა ოდნავ და ხელით ჩამოვუყარე. გამეცინა.
-წამოდი ახლა ერთი ხაზი კიდევ დავამატოთ და მოსაწევიც მოვწიოთ, ამასობაში ემა და ებბიც ამოვლენ.
-ებბი ვინ არის? -მკითხა ინტერესით და უკან გამომყვა.
-ემას გოგო. -სახლში შევედით და კოკაინის ხაზები გავამზადეთ. და გავიყნოსეთ. განაბულები მივწექით ნოხზე და მოსაწევს მოვუკიდეთ.

-ჩემი ქმარი მოკლეს. -დუმილი დავარღვიე ცოტახნის შემდეგ. ნიკოლიმ უბრალოდ გადმომხედა და არაფერი თქვა, უბრალოდ სმენად იქცა. -ლაშა ერქვა, ჩემზე 27 წლით უფროსი იყო. -ჩემდაუნებურად გამეღიმა. -იძულებით ჩამომიყვანა საქართველოდან.. ყველაზე უბედური მეგონა მაშინ თავი. -ვყვებოდი, ჭერს ვუყურებდი და არ ვინძრეოდი. ნიკოლის მზერას ვგრძნობდი, მისმენდა და თვალს არ მაშორებდა. -თბილისში არეული ცხოვრება მქონდა, აქ კი ყველაფერი დამილაგდა. ვსწავლობდი და მომავალზე დავიწყე ფიქრი.. დროთა განმავლობაში ლაშა ისე შემიყვარდა, წამითაც ვერ ვძლებდი მის გარეშე. კანონიერი ქურდი იყო.. ამიტომ ხშირად გვიწევდა ერთმანეთისგან შორს ყოფნა, რაც მკლავდა. გავეგოისტდი.. ერთი დღეც რომ ვერ ვნახავდი, უკვე უჟანგბადობას ვგრძნობდი. მეგონა ეს ცხოვრება არ გვეყოფოდა ერთმანეთის ამოსაწურად.. არასდროს მყოფნიდა მასთან ყოფნა, სულ უფრო და უფრო მეტი მინდოდა. -ცრემლები წამომივიდა და ლაპარაკის გაგრძელება ვეღარ შევძელი. ნიკოლიმ ხელი ხელზე დამადო და ძლიერად მომიჭირა.. სიტყვები აღარც იყო საჭირო.
ამ დროს ემა და ებბი შემოვიდნენ. წამოვდექი, ცრემლები შეუმჩნევლად მოვიწმინდე და გაღიმებული წავედი ებბისკენ.
-როგორ მომენატრე! - მითხრა ებბიმ და გადამეხვია. მეც ძლიერად მოვხვიე ხელები და გემრიელად ჩავკოცნე.
-გაიცანით ეს.. -ნიკოლის გავხედე, რომ გოგოებისთვის გამეცნო და ემას და ნიკოლის მზერებს გადავაწყდი. - ეს ნიკოლია.. -ჩავილაპარაკე ჩუმად.
-მე ებბი. -მხიარულად მიუახლოვდა გოგოს და ხელი ჩამოართვა. როგორც ჩანს მან ვერ დაინახა ის რაც მე.
-სასიამოვნოა. -ნიკოლიმ დაბნეულმა უპასუხა.
ემას კითხვის ნიშნებიანი თვალებით გავხედე და თვალი ამარიდა. უცებ შევამჩნიე, რომ გულთან პლედში გახვეული რაღაც ჰქონდა მიკრული.
-ეს რა გაქვს? -მივუახლოვდი და პლედი გადავწიე, უცებ სიხარულისგან რომ წამოვიკივლე. -ესენი მე? -ემამ ბედნიერმა გამომიწოდა ორი პატარა სიამის კნუტი. ორივეს თავი შავი ჰქონდა, ტანისკენ კი ღია ნავრისფერ ფერში გადადიოდნენ და ულამაზესი ცისფერი თვალები ჰქონდათ. -რა ლამაზები არიან!!! -ვთქვი აღფრთოვანებით და ემას მოვეხვიე. -ძალიან ძალიან დიდი მადლობა.. -ლოყა ავუწითლე იმდენი ვკოცნე და კნუტები ნოხზე დავსვი.
-ერთი გოგოა, მეორე ბიჭი. -მითხრა ემამ და ისიც ჩაიმუხლა კნუტებთან.
-ფისო ნახე შენნაირი ფისოები არიან. -ებბის გვერდით მდგარ ნიკოლის ავხედე. ისინიც ორივე ღიმილით ჩაიმუხლნენ და კნუტებს ფერება დაუწყეს.
-რას დაარქმევ? -მკითხა ნიკოლიმ.
-სოლომუნს და ნინა კრავიცს, ანუ სოლო და ნინა. -ღიმილით წამოვდექი. -მე ჩავალ კნუტებს საჭმელს და საჭირო ნივთებს ვუყიდი. თქვენ იყავით ხომ?
-მე წამოგყვები. -წამოდგა ნიკოლიც.
-კარგი, სახლშიც გავიაროთ გამოვიცვალოთ. -მანქანის გასაღები ავიღე და სახლი დავტოვეთ.

გზაში ცოტახანი თავს ვიკავებდი ლაპარაკის წამოწყებისგან, მაგრამ ვეღარ მოვითმინე.
-ემას იცნობ? -ვკითხე და პასუხს დაველოდე. ნიკოლიმ გამომხედა და ამოიხვნეშა.
-ჩემი პირველი სიყვარულია, ძალიან მიყვარდა. -მითხრა და გაოცებულმა გავხედე. -5 წლის წინ, მაშინ 21ის ვიყავი.
-და რა მოხდა?
-მეთამაშებოდა, ჩემ გარდა სხვებსაც ხვდებოდა. ვემუდარებოდი მოეცა შანსი, მარტო ჩემთან ყოფილიყო და ძალიან დიდ ბედნიერებას ვპირდებოდი, მაგრამ ხელი მკრა. ჩემს გრძნობებზე თამაშობდა, მიმატოვებდა, დაბრუნდებოდა და ასე ძალიან ბევრჯერ. ბოლოს მე თვითონ დავსვი წერტილი.. კიდევ თუ მკრავ ხელს აღარ დავბრუნდები მეთქი და აღარც დავბრუნდი.
-მე.. მე არ ვიცი რა გითხრა. -დავიბენი, ვერ ვიჯერებდი, რომ ემას მართლა შეეძლო ასე მოქცევა.
-დიდი ხანია ებბისთან არის?
-საკმაოდ.. ძალიან უყვარს. -ცოტა დარცხვენილმა ვუთხარი.
-კარგია.. გაზრდილა. -ნიკოლიმ გზას გახედა და სივრცეს გაუღიმა.
ჯერ ჩემთან გავიარეთ და გამოვიცვალეთ.
-ყველაფერი დიდი რატომ გაქვს?
-იმ ამბის შემდეგ საჭმელი ბოლოს როდის ვჭამე არ მახსოვს.
-რამდენი ხანი გავიდა?
-5 თვე. -ჩავილაპარაკე
და სარკეში ჩემს თმას დავაკვირდი. -რა მაგრად მაქვს თმები არა? -სიმწრით ჩამეცინა და ის დღე გამახსენდა..
-არ გინდა შეისწორო?
-არა, მ*იდია. წამოდი ახლა ვიყიდოთ რაღაცეები და ავიდეთ, თორემ თუ დაღამდა ვეღარ მოვასწრებთ ვერაფერს და იქნებ 2-3 ხის დარგვა შევძლოთ კიდევ.

ძალიან შეუმჩნევლად გავიდა ერთი თვე. ეზო მოვაწესრიგეთ, თითქმის ყველა ხილის ხე და ბევრი ჯიშის ყვავილი დავრგეთ. სახლის უკან ორი ჰამაკი გავკიდეთ, ძალიან ლამაზი მაგიდა და სკამებიც დავდგით. სახში ემამ თავისი ოთახი მისი გემოვნებით მოაწყო, სტუმრების საძინებელი კი ყველამ ერთად. მისაღებში მუსიკალურო აპარატურა იდგა
და რამოდენიე პუფი ეყარა.. ნელ-ნელა ივსებოდა სახლი სხვადასხვა წიგნებითა, ქოთნის ყვავილებით და უცნაური და საინტერესო ნივთებით, რაც ძალიან ძალიან მომწონდა. ძალიან ბევრი ეცადეს გოგოებმა, მაგრამ ვერაფრით დამითანხმეს ჩემი ოთახის მოწყობაზე. ერთი მატრასი მეგდო, ერთი გრძელი საკიდი ვიყიდე, რომ რამოდენიმე წყვილი ტანსაცმელი დამეკიდა, და ფანჯარაზე ძალიან ძალიან მუქი ფარდები ჩამოვკიდე, რომ სიბნელე შენარჩუნებულიყო. კნუტევს თავისი კუთხე მოვუწყვე, პატარა სამფლობელო ჰქონდათ.
ემასთან და ებბისთან ურთიერთობა აღმიდგა, ლისას და ნინასაც ხშირად ვეხმიანებოდი. ნიკოლი კი ყველაზე ახლოს მყავდა, ჩემი ცხოვრების პოზიტივად იქცა და სულ ცდილობდა კარგ ხასიათზე ვყოფილიყავი. ერთი შეხედვით ყველაფერი დალაგდა და კარგად იყო...
ძირითადად სულ გაღიმებული დავდიოდი, მაგრამ ჩემს გულში რა ხდებოდა არავინ იცოდა. ნარკოტიკების დოზას დღითიდღე უფრო ვზრდიდი, რადგან წინა კვირაში მიღებული დოზა, ამ კვირაში აღარ მყოფნიდა. თვალები სულ უფრო და უფრო მიშავდებოდა და ტუჩები მილურჯდებოდა, თუმცა საბედნიეროდ არავინ არაფერს მეუბნებოდა. ნარკოტიკების შესახებ იცოდნენ, მაგრამ ეგონათ თუ ცოტას მოვიხმარდი გულის გადასაყოლებლად. კარგია, ტვინს არავინ მიჭამს და ასე უკეთესია. მარტო დარჩენას გავურბივარ, საშინელი აზრები მიბყრობენ მაგ დროს. ერთხელ სუიციდზეც კი ვიფიქრე... ამიტომ ნიკოლი ხშირად რჩება ჩემთან. ემა და ებბი იშვიათად რჩებიან, რადგან ლაშას ბიზნესებს ახლა ემა ჩაუდგა სათავეში, ებბი კი ეხმარება.

ტუალეტში შევედი და კოკაინის ორი ხაზი გავიყნოსე. რომ გამოვედი ნიკოლი უკანა ეზოში მელოდა.
-ცივი ყავები გავაკეთე. -მითხრა და ჭიქებზე მიმითითა.
-მოსაწევი არ გინდა? -ვკითხე და გავუღიმე.
-კი, მოვწევ. -მითხრა და ყავა მოსვა. -ამ ბოლო დროს არ მომწონხარ იცი? -მითხრა და ეჭვის თვალით გამომხედა.
-რატომ? -მოჩვენებით გავოცდი მე.
-მგონია, რომ ცოცხლად კვდები.
-რა სისულელეა. -გავიცინე ძალით. -გეჩვენება.. ხომ ხედავ სულ კარგ ხასიათზე ვარ.
-თამაშობ! -მითხრა მკაცრად და სიგარეტს მოუკიდა.
-ტუალეტში გავალ, შენ მანამდე მოსაწევი მოიტანე. -ავნერვიულდი და სასწრაფოდ გავეცალე ნიკოლის. კიდევ შევიკეტე ტუალეტში და კიდევ დავამატე კოკაინი. ცოდა დავწყნარდი, სარკეში შევამოწმე ცხვირი სადმე თეთრი ფხვნილი ხომ არ მქონდა და ისევ გავბრუნდი..

ძირითადად ჩემი დღეები ასე გადიოდნენ.. ან სახლში ვიჯექი სულ და ეზოს და კატებს ვუვლიდი, ან "Wonderland"_ში ვიყავი მეგობრებთან ერთად. ფხიზელი ჩემი თავი დიდი ხანია აღარ მახსოვს, ძილითაც ცოტახანი მძინავს და
გაბიღვიძებ თუ არა ეგრევე კოკაონით ვიწყებ. თითქოს რაღა უნდა მომხდარიყო რამე საინტერესო ჩემს ცხოვრებაში, ან რაღა უნდა მოხდარიყო იმაზე საშინელი რაც მოხდა, გარდა იმისა რომ ერთხელაც ნარკოტიკსი ოვერდოზი დამემართება და მომკლავს ან ჩემი ფიქრები და აიზმრები გამაგიჟებემ და სუიციდს მოვაწყობ...
მაგრამ...
ერთ საღამოს ეზოში ვიჯექი სახლის წინ და კნუტებს ვეთამაშებოდი, უცებ ეზოს კარი რომ გაიღო.. ალბათ ყველას წარმოვიდგენდი ჩემს ეზოში, მაგრამ მას არა!



№1  offline წევრი Lana Tomlinson

რატომღაც მეც გიო მგონია ;დ ველოდები შემდეგ თავს,მომწონს.❤️❤️

 


№2  offline წევრი Peoplefallformysmile

უეჭველი გიოა

 


№3  offline მოდერი Eleniko13

ლაშა არ იქნება, გიო ხომ?
თუ პირიქით?
მე მინდა ლაშა იყოს.
თან არ მინდა,
ასეთი კირას დანახვა ალბათ...

აუ, არ უხდება ამ ისტორიას ეს ინტრიგა
და მოაშორე რა,
გეხვეწები.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№4  offline წევრი aNuGi

უეჭველი გიო იქნება :(
საოცრად წერ, ვგიჟდები ისე მომწონს <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№5  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ლაშა ან გიო მაგრამ ლაშა მკვდარია უეჭველი გიო no

 


№6 სტუმარი tasana

Me ratomgac lasha mgonia da sikvdili iqneb gaitamashaa pantazias ar vuchivi :-D :-D :-D

 


№7  offline წევრი niino

მეც ლაშა მგონია რატომღაც რავიიიი

 


№8  offline წევრი SaLySaLySaLy

Lasha iyos raa . Ramdens gaaxareb lashas dabrunebit

 


№9  offline წევრი xuti

ლაშა მოკლა და კომენტარებში რამდენჯერმე ახსენა.ის მოკვდა და აგარ დაბრუნდებაოო.გიოა უეჭველი და გიომ უნდა გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან როგორც ვფიქრობ.

 


№10  offline წევრი Pepper

გიოა სავარაუდოდ ალბათ
ძალიან აღარ მომწონს კირას პერსონაჟი
რა ჭაობშიც იყო თავიდანვე იმას დაუბრუნდა
ისტორია ძალიან მომწონს და სულ დიდი სიამოვნებით ვკითხულობ
უბრალოდ კირამ ძალიან მომაბეზრა თავი
გიორგის არ იმსახურებს საერთოდ
იმის მიუხედავად რომ გიორგის გარდა ვერავისთან ვხედავ მაინც მეტს იმსახურებს გიო ვიდრე კირაა
ჯერ კიდე არ მესმის ლაშა საერთოდ როგორ უყვარდა. ასაკს მნიშვნელობა არ აქვსო არავინ მითხრას მამისხელა კაცი უყვარდეს ასეთ პატარა გოგოს :/
მართლაც ქაოსში ცხოვრობს კირა და ჩემი აზრით გიო ერთადერთია ვისთანაც ბედნიერი და მშვიდი იქნება.
იმედია არ მიწყენ ამ კომენტარს უბრალოდ არც ლაშა იყო მოსაწონი პერსონაჟი ჩემთვის და კირამაც იმედები გამიცრუა არადა ძალიან მომწონდა.
კარგი თავი იყო
ველი მომდევნო თავს

 


№11 სტუმარი Pachana

Raaris raa gicdit amdenixaniaa ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent