შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერს ვერ დაივიწყებ!{თავი5}


25-06-2016, 15:23
ავტორი Behandice
ნანახია 2 491

ალექსანდრე კარების წინ ჩაფიქრებული იდგა და ადგილიდან ვერ იძვრებოდა.რასქვია მარიამი წავიდა?ან სად წავიდა?ეს ყველაფერი..ანუ რა გამოდიოდა ახლა რო გაექცა?გაურკვევლობაში იმყოფებოდა ალექსანდრე ნამდვილად არ იცოდა რა ექნა გარდა ერთისა აუცილებლად მოეძებნა ხელიდან ვერ გაუშვებდა ამას მის თავს ვერ აპატიებდა,დაიწყო ძებნა, მიმართა ნაცნობებს მაგრამ მარიამის კვალი არსად ჩანდა,ერთხელ იფიქრა ამერიკაში ხომ არ წავიდაო,მაგრამ მერე თავის თავს უთხრა,’’ რა სისულელა მანდ ხომ ყველაზე ადვილად ვიპოვნიდი მიშოს საშუალებით თან მიშოსაც ვკითხე და არვიცი სადააო,როგორ მომატყუებდა..’’. ჰოდა ასე და ამ გვარად გავიდა 6თვე,ალექსანდრე არ აპირებდა ძებნის გაჩერებას აუცილებლად იპოვნიდა განა სად წავიდოდა მაგრამ მოხდა რაღაც რამაც ყველაფერზე ხელი ააღებინა,იძულებული გახდა მარიამი დაევიწყებინა მაგრამ მის გულს რა დაავიწყებდა...რამოხდა ამას შემდეგში გავიგებთ როცა საჭირო იქნება.
ახლა კი მიუბრუნდეთ მარიამს რა აკეთებდა ამ 6თვის განმავლობაში...იოლი ნამდვილად არ ყოფილა მისთვის ეს თვეები...სრული ქაოსი და საშინელება დაატყდა თავს,მაგრამ ამჟამად კარგად არის რაც მთავარია...მოდი დავბრუნდეთ იქ როდესაც საქართველო დატოვა და თვითფრინავში ჩაჯდა...დამღლელი მგზავრობის შემდეგ აეროპორტში მიშო დახვდა,ერთმანეთს მოესიყვარულენ და სახლში წავიდნენ მიშოსთან...თავიდან ვაჟბატონი ბრაზობდა აქ რატომ წამოდიოო,გაგიჭირდებაო,მაგრამ მარიამი იძახოდა რომ ყველაფერს თავს გაართმევდა,ასეც მიდიოდა ყველაფერი,სკოლაში საბუთები მიიტანა,მიიღეს რათქმაუნდა,სექტემბრამდე თავისუფალი იყო ამიტომ სწავლა დაიწყო დამატებით,ინგლისური ენა უკეთსად აითვისა,სკოლის დაწყებამდე და ახალი ამხანაგების შეძენამდე ასე გაყავდა დრო...ალექსანდრეც დაივიწყა და ახალი ცხოვრების დასაწყებად მზად იყო და დაწყებულიც ქონდა უკვე და ეგონა ამაში ხელს ვეღარაფერი შეშლიდა..თვიდან ასეც იყო გავიდა ერთი თვე და დადგა სექტემბერიც,სკოლაში წავიდა მარიამი ისე მოეწონა იქაურობა,ახალი კლასელებიც გაიცნო,შეეჩვია ყველაფერს,მაგრამ ყველაფერი ისე ხომ არ ხდება როგორც ჩვენ გვსურს,სექტემბრის შუა რიცხვები იყო,უფროსწორად 18სექტემბერი,მარიამის დაბადების დღე...რათქმაუნდა აღნიშნავდა ამ დღეს,საღამოს რესტორანში დაპატიჟა ყველა ვინც გაიცნო და კარგი ურთიერტობა დაამყარა,მიშოც იყო რათქმაუნდა მარტო სად გაუშვებდა,მის იქაურ ძმაკაცებთან ერთად იყო...მარიამს სადად ეცვა,მაგრამ უკამაზესი იყო...საღამო კარგად მიდიოდა,ცოტა დალია კიდეც,ბევრი იცეკვა მაგრამ თავს შეუძლოდ გრძნობდა, ეგ კი არა ბოლო თვე ნახევარია თავს ცუდად გრძნობს,სულ ეძინება,თავბრუსხვევის შეგრძნება აქვს მაგრამ გაორმაგებულ მეცადინეობას დააბრალა ეს ყველაფერი,აი ახლაც შეუძლოდ იყო მაგრამ მისი დაბადების დღე იყო და არუნდოდა საზეიმო ხასიათი გაუფუჭებინა,მიშოსთან ერთად ცეკვავდა,თავბრუს ხვევის შეგრძნება რომ დაეუფლა და თავზე თითები მაგრად მიიჭირა..
-მარიამ კარგად ხარ?ჰკითხა მიშომ..
-მე..კი..კიი. ეს უთხრა და მიშოს მკლავებში ჩაესვენა..მიშომ იფიქრა ბევრი დალია და მაგის ბრალია გამოფხიზლდებაო,მაგრამ მარიამი რომ წამოწია და დაინახა თეთრი საროჩკა სისხლით ჰქონდა დასვრილი აი მანდ კი შეეშინდა..სასწრაფოდ ხელში აიყვანა და სავადმყოფოში გააქცუნა...ექიმები არაფერს ამბობდნენ,როოგრც იქნა დააღირსეს და მიშო პალატაში შეუშვესს.მარიამი ჯერ კიდევ უგონოდ იყო,ცოტახანში თვალებიი გაახილა და დაინახა მის ირგვლივ შეკრებილი ორი თეთრ ხალათში გამოწყობილი ქალი და მიშო...
-რახდება?? ამოიზმუილა საწყლად მარიამმა...
-ხო გითხარი ბევრი არ დალიო თქო...
-იცით..სასმელის ბრალი არაა.საუბარში ჩაერთო ექიმი...
-აბა რახდება?
-თქვენ მამა ხართ?
-რა მამა?ძმა ვარ მე..რახდება იქნებ გამაგებინოთ..
-პაციენტი დაახლოებით თვენახევრის ფეხმძიმეა.
-რა..რა?მიშოს ენა ჩაუვარდა მარიამი კიდევ უარესად იყო ცრემლები ახჩობდა...სად გაქცეულიყო აღარ იცოდა..
-გილოცავთ..მხოლოდ გოგონა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და მისი საშვილოსნო არა ჩამოყალიბებული ბოლომდე,ნაყოფიც განვითარების პროცესში იმყოფება და მძიმე ორსულობა ექნება,წოლითი რეჟიმში უნდა იყოს დაახლოებით 1თვე მაინც..ნაყოფის მოშორებას შეიძლება დედაც შეეწიროს..ეს თქვა და პალატა დატოვა...
მიშო გაოგნებული იყო,მისი და?ორსულად?ანუ მალე შვილი ეყოლება..
-რას ნიშნავს ეს ყველაფერი მარიამმ???შეგიძლია ამიხსნაააა?????
მარიამი ხმას არ იღებდა..
-ხმა ამოიღე ამის დედა შე*ვეცი!!ჩკუიდან არ გადამიყვანო ახლა!დედას და მამას ურეკავ ახლავე!
-მიშო გთხოვ მოიცა! ყველაფერს აგიხსნი გთხოვ დედას და მამას არაფერი უთხრა!
-რას ამიხსნი?ვიღცას კა*პასავით როგორ ჩაუგორდი ლოგინში?ჰააა?მაგას ამიხსნი?ბოლო ხმაზე გაჰკიოდა ბატონი მიხეილი,კიდევ კარგი ქართული არ ესმოდათ იქ მყოფებს,თორემ იმხელაზე ყვიროდა პალატიდანა უცილებლად გავიდოდა ხმაა...
-ეგრე არა.გთხოვ ნება მომეცი ყველაფერი აგიხსნა...
-ვინა თქვი?თქვი ვინა?ბო*ზიშვილივიყო არ ვაცოცხლებ!!!
-ვერ გეტყვიი ვინაა ვერაა!!
-რას ქვია ვერ მეტყვიიი?!
მარიამი თავიდან ფიქრობდა სიმართლე ეთქვა,მაგრამ მიშოს რომ გაეგო რომ ბავშვის მამა ალექსანდრე იყო იმასაც მოკლავდა და მარიამსაც მიაყოლებდა ზედ,დედამისი და მამამისი ხო საერთოდ გაგიჟდებოდნენ,ამიტომ გადაწყვიტა მისი სისხლი და ხორცი მოეტყუებინა..
-არვიციიიი ვინაა და მაგიტომ ვერ გეტყვი!!!
-რა..რა..რასქვიაა არიცი?
-არვიცი...
-რას ნიშნავს არიცი?მარიამ ახლა არ გადამრიო!!
-არვიცი თქო ტირილი დაიწყო მარიამმა..ტიროდა იმის გაო რომ მისი ძმის მოტყუება უწევდა..არვიცი არა არ დამინახია სიბნელე იყო...
-როდის?მიშოს ხელებზე ძარღვები ამოებერა...
-არმინდა გახსენება გთხოვ!თუ გიყვარვარ გევედრები არაფერი უთხრა არავის არც დედას და მამას!
-როგორ არაფერი უთხრა ბავშვს რას უზამ?მოიშორებ ალბათ ხო?
-არა!მკაცრად თქვა მარიამმა!
-რას ქვია არა?შენთვითონ ბავშვმა ბავშვი როგორ უნდა გაზარდო,ან იცი საერთოდ რა მოხდება დედა და მამა ამას რომ გაიგებენ....
-ვერ გაიგებენ...გთხოვ..მარიამს ცრემლები ღვაპა ღუპით მოსდიოდა თვალებიდან...გთხოვ...
მიშომ ვეღარ მოითმინა მარიამის ასე ყურება მასთან მივიდა და ჩაეხუტა..
-დამშვიდდი,არაფერს ვეტყვი ყველაფერი კარგად იქნება...ეს რა დაგვმართია...რატო არაფერი მითხარი მარიამ?
-როგორ მეთქვა..
-მაგიტომ წამოდი ხო?
-ჰო..
-ალექსანდრესაც მაგ ამბის გამო გამოექეცი ხო?
-რა..რა? მარიამი წამოიწია..რას ნიშნავს გამოვექეცი..შეშფოთდა მარიამი..
-კარგი რა ვხედავ რომ გიყვარს..ბრმა არვარ,თანაც შენი ძმა ვარ ვერაფერს გამომაპარებ...
-არმიყვარს..და არავის გამოვქცეულვარ..
-სანდრო გამწარებული გეძებს..მეც დამირეკა მაგრამ გულმა მიგრძნო რომ არ უნდა მეთქვა ჩემთანრომ ხარ..
-კარგი გიქნია...
-დაისვენე ახლა ხო უყურებ რა თქვა ექიმმა..
-კარგი..თქვა და მიშოს მაგრად ჩაეხუტა და მალევე ჩაეძინა..
მეორე დღეს სავადმყოფოდან გაწერეს,1 თვიანი წოლითი რეჟიმი ჰქონდა,მიშო არაფერს აკლებდა,მარიამსაც სულ შიოდა,მოიმატა სასწაულად,სულ ჭამდა ხან რა უნდოდა ხან რა დადო სულზე ბატონი მიშკაა,ჰოდა ასე და ამგვარად გავიდა 1 თვე..ნინოს და ზურაბს ხან რას ეუბნებოდნენ ხან რას,გარეთაა,სკოლაშიაა,ზოგჯერ კიდე ეუბნებოდა მიშ ძინავსო და მწოლიარეს დაანახებდა...ამით ცოტა მშვიდდებოდნენ,მაგრამ ხომ იცით მშობელის გული რა არის,მიხვდნენ რომ რაღაც ისე ვერ იყო და ამერიკაში წავიდნენ...მარიამი უკვე 3 თვის იყო,ფეხზე სიარულიც შეეძლო..ტელევიზორს უყურებდა კარებზე ზარი რომ იყო,მიშო სამზარეულოში იყო და იქიდან გამოძახა..
-მარუსს მიდი რა გააღე კარები პიცას მოიტანდნენ,ფული ტელევიზორის გვერდზე დევს..
მარიამიც წამოიზლაზნა ფეხზე და მთქნარებით გააღო კარები, მაგრამ გაშეშდა როდესაც კარებში მდგარი მომღიმარი დედა და მამა დაინახა....
-დედა მამა.. თქვა და ფული ხელიდან გაუვარდა....
- შვილო რას დამდგარხარ შემოგვიშვი..
-გაჩერდი ზურაბ ისე გაუხარდა ჩვენი დანახვა შოკშია მემგონი..სიცილით თქვა ქალბატონმა ნინომ და მარიამს ახედა,მისი ცოტა მოზდილი მუცელი რომ დაინახა ერთი შეკივლა...
-რამოხდაა დედა...
-ესს..ეს რა არის..
-გავსუქდი..გაუცინა მარიამმა მაგრამ ღიმილი სახეზე შეახმა როდესაც ზურაბმა კარები მიხურა ხმაურით და სახლში შემოვიდა..
-რახდება მარიამ??მიშო სადა?
-ღიპუც მოვიდა პიცა? ამ დროს მისაღბში მომღიმარი სახით მიშო გამოვიდა და იმასაც ღიმილი სახეზე შეახმა დედის და მამის დანახვისას.
-იქნებ ამიხსნათ აქ რახდება?!!!ზურაბი ძლივს ინარჩუნებდა სიმშვიდეს..
-მამა..
-ღმერთო შენ დაგვეხმარე და ის არ იყოს რასაც ვფიქრობ...
-და რას ფიქრობ შენ დედა?
-მარიამ ეს მუცელი რა არის?არ გაბედო იმის თქმა რომ გავსუქდიო ორი შვილი გავაჩინე და ვცნობ ორსულს და გასუქებულს..
-მერე ორსულად ვარ..
ამის თქმა ერთი იყო და ზურაბმა სახეში სილა გააწნა მწარედ მარიამს..
-ამისთვის გამოგიშვით აქქ?დედააა შეარცხვინაა ჩვენი ოჯახი...ეს რა გააკეთეე...მითხარი რისთვის გამოგიშვით აქქქ??ქუჩაში გამვლელთან რომ გეკოტრიალა....ეს რა გაგვიკეთ ჩვენზე რატო არ იფიქრე...ქოთქოთებდა ნინო და ბოლოს მდივანში ჩაესვენა..
ბატონი ზურაბი გახევებული იდგა...არაფერს ამბობდა,ბოლოს ვეღარ მოითმინა..
-ესა ჩემი ნაქებარი შვილო!სასწავლებლად ჩამოდი შვილო აქ თუ სა*ოზაოდ?ბორ*ელი გამიხსენი აქქ?ვინ ნაბი*ვრის შვილს ატარებ მუცლით ღმერთმა არ იცის!!!!
- მამა გეყოს!ყველაფერი ისე არა როგორც გგონიათ მარიამი არაფერ შუაშიაა!!!!!საუბარში მიშო ჩაერთო...
-აბა ვინა შუაშიი..ნინო მოვიდა გონზე,მე ჩაუწექი ლოგინში?ვინა საერთოდ იცი?
-არა,არც მარიამმა იცის..იმიტომ რომ არავის ჩაგორებია თვითონ ლოგინში,ვიღაც არაკაცმა ძალა იხმარა მასზე..დამშვიდდებით ახლა?არ შეიძლება ნერვიულობა მარიამისთვის თორე შეიძლება ბავშვი დაკარგოს...და თვითნაც...
მარიამი ამ ყველაფერს უსმენდა და სიკვდილი უნდოდა მისი ოჯახის წევრებ ატყუებდა, მიშო როგორ იცავდა,ოდესღაც სიმართლეს რომ გაიგებდა თვალებში როგორ შეეხედა მისთვის, არა ამდენს ვერ გაუძლებდა,რა სიტყვებით მოიხსენიეს,მართლებიც არაინ,რითი განსხვავდება აბა მაგნაირებისაგან მართლაც ეგრე მოიქცა მაგრამ მაინც ეს სიტყვები გულზე ეკლად ესობა,ამდენს ვეღარ გაუძლებს,მარიამი ყველად უკან იდგა უცებ ხმა გიაგონეს და დაფეთებულებმა უკან გაიხედეს,მარიამი ძირს გაშხლართულიყო და მკაფიოდ ჩანდა სისხლიც...
-ოოოო ოღონდ ეს არა!მიშომ შეიყვირა და მარიამს მივარდა და ხელში აიყვანა..
-იცოდეთ რამე რომ მოუვიდეს რომელიმეს თქვენი ბრალი იქნება...
მარიამმა თვალები გაახილა..ოხ ისევ ეს დასაწვავი საავადმყოფო..ისევ წამლების სუნიი...
-რა ხდება?
-მშვიდად მარიამ...მიშომ ხელი ჩასჭიდა..
პალატაში ექიმი შემოვიდა...
-როგორ არის?
-მისი მდგომარეობა სტაბილურია მაგრამ ხომ გითხარით რომ არ შეიძლება მისთვის გადაღლა და ნერვიულობა,საფრთხეში აყენებთ დედასაც და ბავშვსაც,ეს მიუღბელია..იძულებული ვარ ისევ წოლითი რეჟიმი დაგინიშნოთ..სხვა გზა არ არის ბავშვი ისევ საფრთხეშია ჯერმხოლოდ 3 თვისაა...თქვა მითითებები მისცა და პალატი დატოვა...
სამაგიეროდ პალატაში ნინო და ზურაბი შემოვიდნენ...ხელში მარიამი საყვარელი შოკოლადი ეჭირათ..მარიამს ამის დანახვაზე ტირილი აუტყდა..ნინო მას მივარდა და მოეხვია...
-გვაპატიე შვილო...ჩვენ არ ვიცოდით..ყველაფერი გვაპატიე რაც გითხარით...ჩვენი ბრალია აქ რომ ხარ..მიშომ ყველაფერი გვითხრა..ტირილის პირას იყო უკვე ქალი მისული...
მარიამს ცხვენოდა მისი საქციელის ასე უთიფრად რომ იტყუებოდა და ბოდიშს უხდიდნენ იმაში რაშიც თვითონ იყო მტყუანი....
-შვილო წამოდი საქართველოში ჩვენდაგეხმარებით ყველაფერში,ბავშვასაც გაგაზრდევინებთ..
-არა!წამოიყვირა მარიამმა..არ დავბრუნდები..ახლა არა გთხოვთ..
-კარგი როგორც გინდა..
სავადმყოფოდან იმ დღესვე გაწერეს და წავიდნენ სახლში...მარიამის დედა და მამა შეგუენ ამ ამბავს როგორღაც,კიდევ 1 თვე დარჩნენ მერე უკან წასვლა მოუწიათ,მარიამი იბერებოდა და იბერებოდა,მიშო არაფერს აკლებდა,ყოველ თვე ნინო და ზურაბიც ჩამოდიოდნენ,ორსულობამ ცოტა ძნელად განვლო მაგრამ რაც მთავარია ჯამრთელი ბიჭი დაებადა,ჰო დიახაც ბიჭი..სქესი წინასწარ არ გაიგო არუნდოდა სცოდნოდა მაგრამ ბიჭი რომ დაიბადა გაუხარდა,დამიანე დაარქვა,ისე უნდოდა ალექსანდრეს დარქმევა მაგრამ მიშოს შეიძლება რამე ეეჭვა და ე არუნდოდა,არვწერდი მაგრამ გგონიათ ერთი დღეს გავიდოდა ისე რომ ალექსანდრეზე არ ეფიქრა?ეს ხომ სრული სისულელეა მუცელში მის ნაყოფს ატარებდა,რომელიც სიგიჟემდე უყვარდა სწორედ მაგიტომ არ მოიშორა და ამ პატარა გოგომ მის თავზე აიღო ძაან ბევრი რამ რასაც ბევრი ვერ შეეჭიდებოდა..მაგრამ ეშინოდა ტყუილს ბოლო არ მოეღო მისთვის,მაგრამ როდესღაც ეს მოხდებოდა როცა გაიგებდნენ რომ ბავშვი სანდროსიაა...ბავშვი რომ დაგენახათ,ისეთი საყვარელი იყო..მამასავით ცისფერი თვალები ჰქონდა,რომ უყურებდა ალექსანდრე ეგონა,საოცრად გავდა....დამიანე საოცარი ბავშვი იყო,რაც იზრდებოდა უფრო და უფრო ემგვანებოდა სანდროს და ეს ყველაფერი აშინებდა,ხომ შეიძლებოდა მიშო რამეს მიმხვდარიყო,ან როგორ ვერ მიხვდებდოა მისი ძმაკაცის ასლს რომ დაინახავდა ცოტახანში,ამიტომ გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნებულიყო,დამიანე უკვე სამი წლის იყო,ლაპარაკით ლაპარაკობდა,ის მომენტი უნდა გენახათ როდესაც მარიამს პირველად დაუძახა დედა,ნუ დედა არ დაუძახია ‘დედიტო’ დაუძახა,მარიამი ისე ბედნიერი იყო..ახლა კი ასე მოულოდნელად 4 წლის შემდეგ გადაწყვიტა 3 წლის დამიანეთიმის სამშობლოში დაბრუნებულიყო სადაც ყველაფერი დაიწყოო....ბილეთები უკვე ნაყიდი ჰქონდა მიშოს ახარა რომ ბრუნდებოდა და სამუდამოდ დატოვა ამერიკა..ალბათ...ჰოდა დააბიჯა ამდენი წლის შემდეგ მშობლიურ მიწაზე ფეხი....მისი მშობლები გახარებულები იყვნენ მისი დაბრუნებით,შვილიშვილიც სიგიჟემდე უყვარდათ,მერე რა რომ სიყვარულის ნაყოფი არ იყო,თუმცა მათ რა იცოდნენ,თავს ევლებოდნენ პატარას..მარიამმა მარტო გადაწყვიტა ცხოვრება,ამერიკაში ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა და ამ წლების განმავლობაში სამკაო ფულიც დააგროვა,კერო სახლი იყიდა,ორ სართულიანი ულამაზესი ბაღით და აუზით...თავიდან უარზე იყვნენ ნინო და ზურაბი მარტო რაგინდა ჩვენთან იცხოვრე,ბავშვის გაზრდაშიც დაგეხმარებითო,მაგრამ მარიამი ცივ უარზე იყო,აღარ იყო პატარა უკვე 22წელს მიუკაკუნებდა...დამოუკიდებლობას უნდა შევეჩვიო თორემ ასე ვერ გავზრდი ბავშვსო..განუცხადა მშობლებს და ბატონ მიხეილსს..ისინიც დასთნხმდნენ თან იფიქრესს იქნებ ვინმე გაიცნოს და შეუყვარდესო,არ უნდოდა მისი შვილი სიბერებმდე მარტო ყოფილიყო...
მარიამი ახალ სახლშს შეეგუა დამიანესაც მოსწონდა...სექტემბერი ახლოვდებოდაა,დამიანეს საბუთები ბაღში შეიტანა..სექტემბერიც მოვიდა,დამიანე ბაღში დადიოდა,მერე საღმოობით დედას ეტიკტიკებოდა ბაღის ამბებს...
-აუუ დედიტტოო იჩიი რა მაგარი გოგო გავიჩანიი...
-ოჰ ოჰ რაქვია მაგ გოგოს ვაჟბატონო?
-მალიამიი მალიამი კვია..
-მარიამი?კაი სახელი კი რქმევია..
-ჰოო..იჩიი რა ლამაძიაა,გაგცნობ ბაგჩი რო მოქალლ..
-კარგი ჩემი სიცოცხლე,ახლა ძილის დროა...
-დედიტო..
-გისმეთ ჩემო პატარა...
-იჩიი,იქ ბავჩვებს მამები აკითკავთ და ცემი მამიტო ჩადაა?ალ უკვალვალ თუ ლატო ალ მნაქულობს?
მარიამმა ეს რომ გაიგონა ცრემლები წამოუვიდა,ამდენი ხნის შემდეგ პირველად კითხულობდა ბავშვი მამას და არ იცოდა რა ეთქვა..
-დეე შენი მამიკო შორსაა ახლა და მიტო ვერ გნახულობს, თორემ როგორ არ უყვარხარ..წამოდი დავიძინოთ ახლა...შუბლზე აკოცა და ერთად დაიძინეს..ნუ დამიანემ დაიძინა მარიამს ძილი არ მოეკარა ის ღამე ალექსანდრეზე ფიქრობდაა..მეორე დღეს დამიანე ბაღში წაიყვანა და თვითონ გასაუბრებაზე აპირებდა წასვლას,მიშომ ურჩია ერთი კომპანია,უფროსი მდივანს ეძებდა,დასაწყისისთვის ცუდი არ იყო თან სამსახური აუცილებლად ჭირდებოდა რამდენი ხანი იქნებოდა დანაზოგის ხარჯზე,არ უნდოდა ფული ვინმესთვის ეთხოვა...ამიტომ გადაწყვიტა გასაუბრებაე წასვლაა...შავი ქვედა კაბა და თეთრი მაისური ჩაიცვა,ფეხზე შავი მაღლები მოირგო,თმები გაიშალა და მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა,სარკეში მისი თავი რომ დაინახა ვერ იცნო,რამდენი ხანია ასე არ გამოპრანჭულა,დამიანე რაც გაჩნდა სულ მასზე იყო გადართული თავის თვზე აღარ ზრუნავდა...ტაქსს დაურეკა და კომპანიაში წავიდა..15 წუთში დიდი კომპანიის წინ იდგა და ფეხებს ნერვიულად აბაკუნებდა...როგორც ჩანს უფროსს სიმაღე უყვარს აბა ბოლო სართულზე რამ გააკეთებინა კაბინეტი,ააღწია ლიფტით ბოლო სართულზე როგორც იქნა და მისაღებში მჯდარ გოგონას მიადგა...
-უკაცრავად...გასაუბრებაზე ვარ მოსული..
-ერთი წუთი..ბატონო სანდრო გასაუბრებაზე არიან მოსული შემოუშვა?
-კი ნატალი..მარიამმა გაიგონა ეს ხმა და საშინლად ეცნო მაგრამ თავი გააქნია და გოგონას მიუბრუნდა..
- უფროსი გელოდებათ შეგიძლიათ შეხვიდეთ....
-მადლობა.გოგონას გაუღიმა და კარებზე დააკაკუნა,შემდეგ კი პირდაპირ შეაჭრა..
უფროსი ზურგით იჯდა,მაგრამ კარების ხმა როგორც გაიგონა შემოტრიალდა აი აქ კი მარიამი ადგილზე გაშეშდა..ისევ ცისფერ თვალებში ჩაიკარგა უგონოდ.....

ვეცადე შედარებით დიდი თავი გამომსვლოდა,მაგრამ რამდენად გამომივიდა არვიცი..აბა ველოდები თქვენგან შეფასებებს<3



№1  offline წევრი Nessa

kargi iyo yochag male dade raaa :)))

 


№2  offline წევრი isterichka123

ვაიმე რამაგარი გოგო ხარ შენ და რამაგარ ისტორიას წერ კაია გაგრძელე

 


№3  offline მოდერი Behandice

isterichka123
ვაიმე რამაგარი გოგო ხარ შენ და რამაგარ ისტორიას წერ კაია გაგრძელე

დიდი მადლობა <3 გავაგრძელებ რათქმაუნდა.

Nessa
kargi iyo yochag male dade raaa :)))

მადლობა<3 ვეცდები მალე დავდო.

 


№4 სტუმარი Teo..

Kargia dzalian .gaawvslos sandroo.dzalian kargad wer.momwons .

 


№5  offline მოდერი Behandice

Teo..
Kargia dzalian .gaawvslos sandroo.dzalian kargad wer.momwons .

დიდი მადლობა<3

 


№6 სტუმარი manana

კარგია ველოდები ახალ და ლამაზ თავს მარიამ მე სანდროს შვილი მგონია ვნახოთ ვნახოთ

 


№7  offline მოდერი Behandice

manana
კარგია ველოდები ახალ და ლამაზ თავს მარიამ მე სანდროს შვილი მგონია ვნახოთ ვნახოთ

მადლობა <3 ვნახოთ ვნახოთ..^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent