შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ხმა (თავი II)


25-06-2016, 18:11
ავტორი nobody22
ნანახია 1 493

თავი II

დრო სწრაფად გავიდა და უკვე 10 წუთში შესრულდებოდა 2 საათი. ემილი ამ დროს ტომლინსონების სასახლეში(ნამდვილად შეუძლებელია იმ სამოთხეს სახლი ეწოდოს)უნდა გამოცხადებულიყო.ლუი ფრჩხილის კვნეტით ელოდებოდა როდის ამოიწურებოდა დარჩენილი 10 წუთი,მართლაც...ეს დრო ისე სწრაფად ამოიწურა წუთები წამებად მოგეჩვენებოდათ.მალე კარზე ზარის ხმა გაისმა. -როგორც ჩანს ეს გოგო ძალიან პუნქტუალურია-გაიფიქრა ლუიმ და კარის გასაღებად ჩამოირბინა.როგორც კი კარი გააღო მის წინ ანგელოზი გაჩნდა,ლუის მზერა გაეყინა და პირი გაუშრა,როდესაც ემილის ოდნავ ამოღებული კაბა დაინახა,მას მუქი ფერის ტუჩსაცხი ესვა,რომელიც ჩვეულებრივ ყოველდღიურად უსვია ხოლმე,მოხდენილი,ნაზი ვარდისფერი კაბა ,იასამნის თავბრუდამხვევი სურნელი,ყველაფერს კიდევ უფრო მეტ მშვენიერებას მატებდა საფეთქელთან ჩამოყრილი კულულა თმები.

-მეე...შეიძლება შემოვიდე?-ჩუმი ხმით ჩაიბუტბუტა ემილიმ და მის წინ გაქვავებულად მდგომ მამაკაცს ახედ-დახედა.

-ა! ჰო,რათქმაუნდა -გამოფხიზლდა ლუი და სტუმარი შინ შეიპატიჟა -მამა,დედა,სტუმარი გვყავს-შეჰყვირა ლუიმ,თუმცა ირგვლივ ჩამიჩუმი არ ისმოდა,ისეთი სიჩუმე იდგა ფოთლების რხევასაც კი მოკრავდით ყურს,როგორც ჩანს მშობლებმა გადაწყვიტეს მომავალი წყვილის ურთიერთობები დაეთბოთ და გვრიტები ცოტახნით მარტო დაეტოვებინათ,ასე უფრო ადვილად შეეწყობოდნენ ერთმანეთს და ცოლქმრული ურთიერთობისთვბისაც მზად იქნებოდნენ.

-ეჰჰ! რა გაეწყობა,ჩემი მშობლები აქ არ არიან,როგორც ჩანს შენს აქ დარჩენას აზრი არ აქვს-ამოიოხა ლუიმ და ემილი სახლში გასასტუმრებლად მოამზადა,არადა ჯერ წესიერად არც შემოსულა.

-როგორ...მე ხომ აქ შენთან შესახვედრად მოვედი -დაიბნა ემილი -მეგონა ყავას მაინც შემომთავაზებდი,თან ჩემი მოსვლა შენ არ მოინდომე?!

-ვწუხვარ,ყავის მომზადება დიდად არ მეხერხება -უპასუხა ლუიმ და გასასვლელი კარი,რომელიც ეს წუთია გამოაღო ხრიწინით შეაღო ემილი რომ სახლში გაესტუმრებინა.

-კარგი წავალ,მხოლოდ მითხარი რისთვის მომიყვანე! -ცოტათი შეგულიანდა ემილიც,გაურკვეველ სიტუაციაში მოხვდა,ვერ გაეგო რისთვის მოვიდა თუ იმწამსვე მოუწევდა წასვლა.

-ძალიან გაინტერესებს? კარგი გეტყვი,მინდოდა ჩემი მშობლებისთვის დამემტკიცებინა რომ საცოლესთან რაღაც გრძნობები მაკავშირებს და ამ გადაწყვეტილებას გრძნობების საფუძველზე ვიღებ,თუმცა რადგან მშობლები ახლა შინ არ არიან რა აზრი აქვს ტყუილუბრალოდ ნიღბის მორგებას? - უპასუხა ლუიმ და კარი კიდევ უფრო ღრმად შეაღო -მგონი მიდიიოდი არა?

ემილი გაკვირვებული იყო ლუის ასეთი საქციელით,ვერ წარმოიდგენდა ბიჭი,რომელმაც თავად გამოთქვა სურვილი მასზე დაქორწინებისა შეიძლებოდა ასეთი ცინიკოსი ყოფილიყო მის მიმართ -თუ არ გიყვარვარ რაში გჭირდება ჩემზე დაქორწინება? -გოგონას თვალები ცრემლით გაევსო,თავს ძლივს იკავებდა,ცოტაც და ცრემლები ქუთუთოების საზღვარს გადმოსცდებოდა.

-ჰაჰ! დავიჯერო ამ ერთი კვირის განმავლობაში შენ გაგიჩნდა გრძნობები?! თუ ასეა თავად რატომ დამთანხმდი დაქორწინებაზე? მე რაღაც მიზნები მამოძრავებს,ყოველშემთხვევაში რასაც ვაკეთებ ყველაფერს დაფიქრებულად და სწორად,შენ კი...? დავიჯერო შენი მშობლები დიქტატორები არიან და გაძალებენ ამის გაკეთებას? მომიყევი თავად რა მიზნით ქორწინდები ჩემზე.

-ლუი მე... ნახვამდის,ხვალ შევხვდებით -ვეღარ გაუძლო გოგონამ და ცრემლები გადმოსცვივდა ლამაზი,მწვანე თვალებიდან,გზას ისე გაუყვა ლუისთვის არც შეუხედავს.

-სულელი,განა მე ვაძალებდე რამეს! -ჩაიბურდღუნა ლუიმ და კარი ძლიერად მიხურა,შემდეგ რაღაც ფიქრებით დამძიმებული დაებერტყა დივანზე და ხვალინდელი დღის დაგეგმვას შეუდგა...საბრალო ემილი კი ამ დროს ქვითინით ჯდებოდა ტაქსიში.რამდენიმე წამი იმაზეც დაფიქრდა,უარი ხომ არ ეთქვა ამ ქორწინებაზე,მაგრამ მალევე გაახსენდა,რომ ეს გადამწყვეტი მომენტი იქნებოდა მის ცხოვრებაში,მამამისის ბიზნესი ასე უფრო გამყარდებოდა და მოსალოდნელ გაკოტრებას გადაურჩებოდა,თან ხვალისთვის უკვე ყველაფერი ქონდათ დაგეგმილი.

-ქორწინების შემდეგ ყველაფერი გადაუვლის-თქვა ემილიმ და ვარდისფერი ღაწვებიდან ცრემლები მოიწმინდა...
***
და აი დადგა ქორწინების დღეც,ყველას გადმოსახედიდან ულამაზესი და უწმინდესი დღე,ლუი და ემილისთვის კი მწარე და აუტანელი,ლუი ძალიან განიცდიდა ქორწინების წინა ღამეს ხვალინდელ დღეს,ვერ ეგუებოდა იმას რომ რამდენიმე დღის გაცნობილ გოგონას უკავშირებდა თავის ცხოვრებას,ფაქტიურად მას წესიერად არც იცნობდა,საკუთარი თავი ხელის ჭუჭყს შესწირა,რა უნდა იყოს ამაზე მძიმე?! რომ ადამიანი საკუთარმა ამბიციებმა და რაღაც სულელურმა პრინციპებმა ამ დონემდე მიიყვანოს,თუმცა დავუბრუნდეთ წყვილს,დამიჯერეთ ისინი ბევრად უფრო საინტერესო მდგომარეობაში იქნებიან
ლუიმ დილით 10 საათზე გამოიღვიძა და მზის სხივებთისგან ამწვარი თვალები მსუბუქად მოიფშვნიტა,როგორც კი გამოფხიზლდა კედლის საათს მიაჩერდა და მაშინვე შეიცხადა -"ოჰ არა,უნდა მოვემზადო" -წამოხტა და სააბაზანოში შევარდა,კბილები გამოიხეხა,ჩაიცვა შესაფერისად და დათქმულ დროს დაელოდა.მოდით სანამ ლუი იცდის ჩვენ ემილისთან გადავინაცვლოთ,საბრალომ ღამის 3 საათამდე ტირილში გაატარა,ზლუქუნით გული საგულეში ვერ უჩერდებოდა,ო!როგორ სურდა დრო უკან გაებრუნებინა,რომ უარის თქმის საშუალება მისცემოდა,მაგრამ გადაიფიქრა.დილით გულდამძიმებული წამოდგა საწოლიდან,ჭიქა წყალი მოსვა და თავი მოიწესრიგა,შემდეგ კი ქორწილისთვის კარადაში კოხტად შენახული საქორწინო კაბა გამოიტანა,ეჰჰ,ეს კაბა გარდაცვლილი დედისგან დარჩა,სიკვდილის წინ თურმე ქალიშვილისთვის უთქვამს -"მინდა ეს კაბა დიდი სიყვარულით ჩაიცვა,რადგან სიყვარულით გიტოვებ" -თუმცა არ ეღირსა საბრალოს ამ პირობის შესრულების შესაძლებლობა.
***
მოკლედ მოვლენები მხატვრული აღწერის გარეშე რომ დავაჩქაროთ მგონი ნაკლებად მოსაბეზრებელი იქნება.წყვილი ჩვეულებრივ 3 საათზე შეხვდა ერთმანეთს,ნიშნობაც არაგანსაკუთრებულად მიმდინარეობდა და ჯვრისწერამაც მშვენივრად ჩაიარა,მხოლოდ ერთ რამეს ჩავამატებ:საკურთხეველთან ემილის უკანასკნელი შანსი ქონდა რომ ქორწინება ჩაეშალა,მაგრამ ინსტიქტურად დაცდა მის ბაგეებს -„დიახ,თანახმა ვარ" -ამ სიტყვებმა სამუდამოდ დაუსვეს წერტილი მის გადაწყვეტილებას,გოგონას ნიღბის ტარება მოუწევდა,ზუსტად არ ვიცი რამდენი ხანი,იმედია სამუდამოდ არა! ქორწინების დეტალებს ზუსტად არ აღვწერ,თუმცა პატარა ეპიზოდები და წყვილის ვიზუალი რომ არ აღვწერო არ შემიძლია
როცა ემილის ლიმუზინი ქორწინების სახლის წინ გაჩერდა იქიდან ნამდვილი მზეთუნახავი გადმოვიდა მშვენიერი საქორწინო კაბით.ეს ემილი იყო,ყველაზე მიმზიდველი ქალბატონი მთელს ქალაქში,ყოველშემთხვევაში იმ მომენტში დამეფიცება რომ ასე იყო,ლუის როგორც კი ეს ლამაზი პატარძალი მოხვდა თვალში თითქოს სუნთქვა შეეკრა და იმ ერთფეროვანი სამყაროდან სადღაც სხვაგან,უსასრულობაში გადავარდა.ნეტავ რა იყო ის შეგრძნება,გულის არეში სასიამოვნოდ რომ ჩხვლეტდა? ნამდვილად ვერ გეტყვით,მაგრამ იმას კი ნამდვილად
გეტყვით,რომ ლუიმ თუ არა მისმა ქვეცნობიერმა მაინც აღიარა რომ ემილი მართლაც "ბრწყინავდა".მალე ქორწინების სახლის შესასვლელთან ჟურნალისტების ბრბომ მოიყარა თავი.

-ბატონო ლუი,ორი სიტყვით,გააკეთეთ კომენტარი დღის გეგმებზე,ან მოგვიყევით თქვენი სიყვარულის ისტორია,როგორ დაიწყო ყველაფერი -წამოვარდა ერთერთი მათგანი და ლუის კინაღამ პირდაპირ ცხვირპირში ატაკა მიკროფონი

-ამ წუთას მაგის დრო ნამდვილად არ მაქვს -ცივად უპასუხა ლუიმ და საცოლესთან ერთად შესასვლელში გავიდა.მალე ხელიც მოაწერეს და გაისმა ფრაზა -"შეგიძლიათ აკოცოთ ერთმანეთს"-გოგონა მოელოდა რომ საქმრო ზურგს შეაქცევდა და კოცნის გარეშე დატოვებდა იმ ადგილს,თუმცა ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე,ლუი იმაზე კარგი მსახიობი აღმოჩნდა ვიდრე წარმოგედგინათ.რამდენიმე კვირის გაცნობილ საცოლეს იმდენად სწრაფად სწვდა ტუჩებში რომ აშკარად ვერავინ წარმოიდგენდა მათ რეალურ დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ.ხალხი შეშფოთდა,ასეთი ცხოველური ამბორი ყველასთვის მოულოდნელი იყო. -რას იტყვი,კარგად გამომივიდა? -წარბების თამაშით ჩასჩურჩულა ემილის ლუიმ და კოცნისგან მოსველებული ტუჩები მადიანად მოილოკა.ემილის ლუის სუნთქვა კისერზე ხვდებოდა,მისი ცხელი ტუჩების სითბო ჯერ კიდევ მისი ტუჩების ზედაპირზე იდო და გულზე ეხახუნებოდა,თუმცა ეს სითბო საკმაოდ ხანმოკლე და მეტიც,ერთჯერადი აღმოჩნდა.

მშობლებმა შვილებს ხალკე ბინა შეუძლინეს ცენტრალურ ქუჩაზე,ლამაზი ქუჩა იყო,კომფორტული გარემოთი და მშვიდი მეზობლებით,უბნის ცენტრში ულამაზესი,მარმარილოს ჩუქურთმებით მოპირკეთებული სახლი იდგა,რომელიც ახლადდაქორწინებული მისის და მისტერ ტომლინსონებისთვის იყო განკუთვნილი.როგორც კი ჯეიმსმა მეუღლე ამანდასთან ერთად შვილი და რძალი სახლამდე გაიყვანა სახლში მალევე მოუხდა გაბრუნება,სურდათ წყვილი მარტო დაეტოვებინათ,რომ ინტიმური საკითხების განხილვაში ხელი არ შეეშალათ.წყვილი გაფაციცებით შევარდა სახლში,როგორც კი თვალს მიეფარნენ მაშინათვე შეწყვიტეს ეს უაზრო თამაში და სახიდანაც მოიშორეს ყალბი ღიმილი,მთელი ეს დრო რომ დასთამაშებთად სახეზე.

ემილი ვერ ხვდებოდა რა უნდა ექნა,მან უკვე თითქმის ყველაფერი იცოდა ლუის ნამდვილი მიზნების შესახებ,ხმის ამოღებას ვერ ბედავდა,რადგან იცოდა ლუი ჩვეული სარკაზმით დასცინებდა.

-შემდეგი გაჩერება საძინებელი -ეს სიტყვები ჩაიბუტბუტა ბოლო წუთების განმავლობაში გაჩუმებულმა ლუიმ.ემილიმ აღშფოთება ვერ დამალა და თვალები გაუფართოვდა.ლუიმ არც აცია,არც აცხელა,დაფაცურდა,მეუღლეს დაავლო ხელი და საძინებლისკენ გააქანა.ემილი დაბნეულად ჩამოჯდა საწოლის ბოლოში და ლუის ქმედებას დაელოდა.ვერც კი მოასწრო გააზრება როცა ლუი უეცრად მის წინ ჩაიმუხლა,უფრო და უფრო უახლოვდებოდა ემილის ოდნავ ჩაბუშტულ ტუჩებს,თან შიგადაშიგ თმას უწევდა,მალე მათ შორის სულ რამდენიმე მილიმეტრი ქმნიდა საზღვარს.ლუიმ თავი რამდენიმე გრადუსით გადააბრუნა,კოცნა რომ გაადვილებოდა. მისი ცხელი სუნთქვა ემილის გულმკერზე ეფრქვეოდა და სუნთქვას უჩქარებდა,თუმცა ეს ჰარმონია ლუის უკან დახევამ და ისტერიულმა სიცილმა დაარღვია,ფეხზე წამოდგა და ემილის წინაშე დამაყრუებელი სიცილი დაიწყო,გოგონას ჯერ შეეშინდა,შემდეგ კი აღშფოთებისგან გაფითრდა.
-ნუთუ...ნუთუ შენ გეგონა რომ ამას გავაკეთებდი -ისევ ისტერიულად იცინოდა,ცოტაც და მუცელი გაუსკდებოდა.ემილის საშინლად მოაწვა გულზე ლუის საქციელი,თვალებში სითხე ჩაუდგა,სულ ცოტაც და იტირებდა
-მოკლედ ახლა აგიხსნი...-განაგრძო ლუიმ და სიცილისგან გადმოღვრილი ცრემლები მოიწმინდა -შენი ოთახი ამ ოთახის მოპირდაპირე მხარესაა,გვერდითაა სააბაზანოც,მოკლედ აქ ყველა პირობაა რომ ჩემთან დაძინება არ მოგიწიოს,აბა...ძილინებისა ლამაზმანო,ხვალ ადრე გამაღვიძე,კომპანიაში უნდა წავიდე,ჰო...და კიდევ,საუზმის გაკეთება შენით მოგიწევს,აქ მოახლე არ გვყავს.
ემილის ბრაზი მოერია.ო,როგორ ეგონა რომ ლუის ქორწინება შეცვლიდა და რამე მორალური ვალდებულების გამო მაინც შეცვლიდა თავის დამოკიდებულებას ემილის მიმართ,მაგრამ მისი მოლოდინი ამაო აღმოჩნდა,როგორ სურდა ლუისთვის პირში ეთქვა რასაც სინამდვილეში ფიქრობდა მასზე,რომ ის იყო საძაგელი,უგულო,ბოროტი არსება,რომ მას არცერთი ადამიანური თვისება არ გააჩნდა,მაგრამ მაშინვე დაიმშვიდა თავი და დიდი წვალებით დაიძინა სრულიად მარტო,სიბნელეში.ძალიან აშინებდა ეზოდან შემოსული უცნაური ხმები,თუმცა შეგუებული იყო იმ ფაქტს რომ მის დასამშვიდებლად არავინ მოვიდოდა -"მეც ისე მოგექცევი,როგორც შენნაირები იმსახურებენ მისტერ ტომლინსონ"-თქვა ძილის წინ ემილიმ და თვალები დახუჭა,თუმცა ნამდვილად ვერ გეტყვით რომ ჩაეძინა,მთელი ღამე ტირილ-ქვითინში გაათენა,მისი ხარბი მეუღლე კი ამ დროს ჩათბუნებული საწოლში ნებივრობდა
დილით სულ სხვა ვითარება იყო.ემილის ჩასძინებოდა,თუმცა ღამით სულ იმის ფიქრში იყო რომ დილით ლუი უნდა გაეღვიძებინა,ამიტომ მალევე გამოეღვიძა.ჯერ კიდევ ღამის პერანგში გამოწყობილი 9-ის ნახევარზე დაადგა თავზე მძინარე ლუის,რამდენჯერმე შეარხია და გააღვიძა,ლუიმ გაოგნებულად გადმოხედა,თითქოს ვიღაც უცხოს ხედავდა,თუმცა მაშინათვე გაახსენდა რა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა გუშინ,თავში ხელი წაიშინა და საწოლიდან წამოდგა.
-წადი -შეუღრინა ემილის და დაჭმუჭნული მაისური წამში გაიძრო ტანიდან.ემილის გაუკვირდა,თუმცა ნამდვილად არ ჰქონდა დრო ლუის რთული ხასიათი ერკვია,სწრაფად დატოვა ოთახი და ლუის გამოცვლამდე საუზმე მოამზადა.
-"ჩაი და ბუტერბროტი,იმედია ამას მაინც არ დაიწუნებ მისტერ სრულყოფილებავ"-ჩაიბუზღუნა ემილიმ და სუფრა გააწყო.ერთი ფინჯანი ჩაი თავისთვისაც გაიმზადა და ქმარს დაელოდა.დაახლოებით ათ წუთში ლუიც გამოვიდა ოთახიდან,მაგიდას მიუჯდა,თუმცა მანამდე სახე გაუფითრდა,გაუკვირდა,ეგონა გოგონა მის მიმართ საშინლად ცივი და ცუდად განწყობილი იქნებოდა,იმის ანალოგიურს ელოდა რასაც თვითონ აკეთებდა.ლუის გული მოულბა მეუღლის ასეთ საქციელზე მაგრამ სიჯიუტეს მაინც არ იშორებდა.რამდენჯერმე გადახედავდა ემილის,რომელიც ღამის პერანგის ანაბარა იდგა,მაგრამ თავს იმწამსვე ატრიალებდა და ჩაის ხრეპვას განაგრძობდა,მიუხედავდაად ამისა ქვეცნობიერი სულ სხვა რამეს კარნახობდა -"შეხედე ლუი,მართლა ულამაზესია.
-ამმ...მაგვიანდება,უნდა წავიდე -თქვა დაბნეულად ლუიმ,სამსახურის კეისი აიღო და სასწრაფოდ მოწყდა იმ ადგილს
ახლა ემილი სულ მარტო იყო სახლში და საკმარისი დრო ჰქონდა დაფიქრებულიყო,როგორ ესწავლებინა ჭკუა ჯიუტი ბატონისთვის
-"ლუიმ არ უნდა დაინახოს,რომ სუსტი ვარ,თორემ უფრო ხშირად დამამცირებს,ამიტომ აჯობებს ჩემი პატარა კლანჭები სანამ დროა გამოვაჩინო" -გაიფიქრა ემილიმ როდესაც ლუი სამსახურში გააცილა და ლეპტოპი ჩართო. ..



№1  offline წევრი nobody22

შეცდომებისთვის დიდი ბოდიში. უბრალოდ ყურადღება ნუ მიაქცევთ.ძალიან ჩქარა ვწერდი... იმედია მოგწონთ წერის სტილი და ძაან დებილობა არაა :D
--------------------
Stop Saying 'I Wish' , Start Saying 'I Will' ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent