შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ხმა თავი I (Lous Tomlinson Fanfiction)


23-06-2016, 14:34
ავტორი nobody22
ნანახია 1 536

პროლოგი

ბიზნესი საკმაოდ მრავალფეროვანი სფეროა,ამ სფეროს ამბიციური პირები მართავენ,ისინი გამუდმებით ეგოისტურ გადაწყვეტილებებს იღებენ და ამ ეგოიზმის გარემოცვაში ლიდერის სახელს მოიპოვებენ.ბიზნესში არ არსებობს სიტყვა "სიყვარული".მისი მთავარი დევიზია "მხოლოდ წინ".ამ საქმეში ჩართული პირები მხოლოდ ფიქრობენ წინსვლაზე,მათთვის უკან დახევა სიკვდილის ტოლფასია,ხოლო ვინც გზაზე გადაეღობებათ პირველივე წუთებიდან ჯოჯოხეთისთვისაა განწირული.

ყველასათვის ცნობილი და გავლენიანი ბიზნესმენი,ჯეიმს ტომლინსონი აცხადებს თავის ანდერძს,რომელის შინაარსიც პრესამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. "ჩემს მთელ ქონებასა და კომპანიას - Management Holdings - ს ვუტოვებ უმცროს ვაჟიშვილს,ჯორჯ ტომლინსონს,ვინაიდან დაოჯახებულია და ქონებას ის უფრო ჭკვიანურად გაუძღვება,თუმცა ანდერძის შინაარსი შეიცვლება და ქონება უფროს ვაჟიშვილს - ლუი ტომლინსონს გადაეცემა,იმ შემთხვევაში თუ ჩემს სიცოცხლეში მოასწრებს დაოჯახებას.

***

-ჰმმ! ის ბებრუხანა გასაქანს არ მაძლევს,მითხარი ძმაო ასე მალე როგორ უნდა მოვასწრო დაოჯახება? არ შეიძლება ქონება ჯერ კიდევ სიცოცხლეში დამიტოვოს? სამუდამოდ ასე ხომ არ ვიქნები,სამომავლოდ ხომ დავოჯახდები,ჯანდაბა...ჯორჯი ქონებას ვერ გამოიყენებს,მე ერთადერთი ვარ ვისაც ეს კომპანია ეკუთვნის. -გაცხარებული ბუტბუტებდა ამ სიტყვებს,კომპანიის მთავარ დერეფანში სეირნობდა და ბუფეტში ახლახან შეძენილ არაქისს მადიანად აკნატუნებდა,თან დაგროვილ ბოღმას თავის მეგობართან და ამავდროულად მარჯვენა ხელთან,ჰარი სთაილზთან ყრიდა ჯეიმს ტომლინსონის უფროსი ვაჟიშვილი ლუი.ლუი გულით კეთილი და სათნო,თუმცა გუნებით ამბიციური და ხარბი ტიპი იყო.ვეღარ ითმენდა იმდენად სურდა სასწრაფოდ მიეღო მისი მოხუცი მამისგან ანდერძი,იმდენად დახარბდა ქონებას უკვე საკუთარ ძმასაც კი გამოუცხადა კონკურენცია.შეეძლო კაციც კი მოეკლა იმ შემთხვევაში,თუ იმას არ მიიღებდა რაც სურდა.

-და ასე რატომ განიცდი? ქონების დანარჩენი ნაწილი შენი იქნება,იმ შემთხვევაში თუ...-ჰარიმ სიტყვა ვერც დაასრულა,როცა მოულოდნელად მეგობრის ცივი მზერა მოხვდა თვალებში.დარცხვენილმა იატაკს უწყო ყურება და სეირნობა განაგრძო.შესვენების დასრულებამდე დარჩენილია 10...9...8...,წამი-დაიძახა კომპანიის ჭერზე დამონტაჟებულმა გაურკვეველმა მოწყობილობამ.

-ვიჩქაროთ,თორემ შესასვლელს დაკეტავენ და აღარ შეგვიშვებენ...-წამოიყვირა ჰარიმ,მეგობარს ხელი ჩაავლო და კომპანიის საკანცელარიო განყოფილებაში წაათრია.იქ ლუის რაღაც საქმეები ქონდა,თუმცა მდივნის პირით შემოუთვალეს რომ მასთან იყვნენ ვიზიტზე.სასწრაფოდ გავარდა კაბინეტში და სტუმრებს,სრულიად უცხო ადამიანებს შეხვდა.სტუმრებს თან ლუის მამა-ჯეიმსი ახლდა და რაღაც დასალევს სთავაზობდა.აღმოჩნდა რომ სტუმრები Management Holdings-ის მოკავშირე კომპანიის,Smiths Group-ის წარმომადგენლები იყვნენ.ლუის ყურადღება პირველივე ჯერზე ახალგაზრდა გოგონამ მიიპყრო,რომელსაც მუქი ფერის ტუჩსაცხი უმშვენებდა ოდნავ

დაბერილ ტუჩებს,ხოლო მის ტანს მოხდენილობას მატებდა მუხლსზემოთ კაბა.გოგონას გაშლილი თმები ჰქონდა და ძალიან სადად ეცვა.მის გვერდით მდგარი ჭაღარათმიანი,ხანშიშესული მამაკაცი სავარაუდოდ მამამისი იყო.ლუი საოცრად მოიხიბლა გოგონას გარეგნობით,სხვებისგან განსხვავებით თავს ცხვირამდე ამოყრილი მკერდით და მაკიაჟით არ იწონებდა,მოულოდნელად ამ საპირისპირო სქესის მქონე ადამიანების თვალები შეეჯახა ერთმანეთს,გოგონა ოდნავ შეწითლდა,სახე გაებადრა და გვერდით მიტრიალდა,თითქოს ისიც მოიხიბლა ლუის გარეგნობით...

-ლუი,გაიცანი ეს მისტერ ედი სმიტია,ეს კი მისი ქალიშვილი ემილი.სასწრაფო საქმე აქვთ საერთაშორისო ბაზართან დაკავშირებით.გაესაუბრე,მანამდე კი მე სხვა საქმეებს მივხედავ -აუხსნა ჯეიმსმა და ნელი ნაბიჯებით გავიდა კარის ზღურბლისკენ.ლუიმ თვალები გადაატრიალა და მისთვის განკუთვნილ მაგიდას მიუჯდა.საქმეზე საუბრობდა,თან შიაგადაშიგ გოგონას მოხდენილ,სწორ,მუხლსქვემოთ მოშიშვლებულ ფეხებსა და მიმზიდველ ტუჩებს აკვირდებოდა.თითქოს ამ გოგოში დაინახა რაღაც განსაკუთრებული,რასაც მის ყოფილ შეყვარებულში,ელისაში ვერ ხედავდა.ელისა გასულ წელს ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა,მას შემდეგ ლუისთვის ყველაფერი დაინგრა.რამდენიმე თვე მძიმე სტრესს იტანდა,სწორედ ამან განაპირობა მისი ხარბ და ნამუსგარეცხილ პიროვნებად ჩამოყალიბება,რომელიც საკუთარი პრინციპების გამო ყველაფერს გააკეთებს,თვით ღვიძლ ძმასაც კი შეეჯიბრება პირველობაში.ლუი ვერასდროს წარმოიდგენდა ელისას შემდეგ თუ ვინმე მოეწონებოდა,თუმცა ვინ იცის ცხოვრება რას გვიმზადებს -"ჰმმ! მგონი საბოლოოდ ანდერძის საკითხი ჩემზე შეჩერდება"-გაიფიქრა ლუიმ როდესაც ემილი თმებიდან ტერფებამდე ჩაათვალიერა.ვინ იცის რა ჩაიფიქრა ამ ამბიციურმა და უგულო ტიპმა,რომლის გულიც მხოლოდ ფულს ეკუთვნის.რამდენიმე ხხნიანი მუსაიფის შემდეგ ტომლინსონებმა სმიტები გააცილეს.წასვლამდე ლუიმ კიდევ ერთხელ შეათვალიერა ემილის ტანი,განსაკუთრებით მის ჯეირანივით ფეხებს დააცქერდა,ჰარიმ მაშინვე შეამჩნია მეგობრის ცხოველური მზერა. -"ეს გოგო გამომადგება"-გაიფიქრა ლუიმ გონებაში,აი თურმე რა ხდება,ლუი როგორც ჩანს უკვე გეგმავს მის მომავალს.ის მზადაა ანდერძის მოსაპოვებლად ეს ნაზი გოგონა გამოიყენოს,ბოლოს კი იმას მიიღებს რაც სურს...ნეტავ რას აპირებს მამაკაცი,რომელიც ყველაზე წინ საკუთარ პრინციპებს აყენებს?

-რაზე ჩაფიქრდი?-იკითხა ჰარიმ და მეგობარს მხარი ძლიერად გაკრა,ლუი ჯერ ვერც გამოფხიზლებულიყო,თითქოს მხოლოდ თვალები ჰქონდა ღია,გონებით კი სხვაგან იყო.რატომღაც ყურადღებას არ აქცევდა ჰარის ხმას,რომელიც უკვე ყვირილში გადაზრდილიყო.-გამოფხიზლდი,ბოლო წუთებია გაუჩერებლად ვყვირი-კვლავ შეჰყვირა ჰარიმ და ხელი ლუის წინ გააქნია.მხოლოდ ახლაღა გამოერკვია ბიჭი რომ "რაღაც არსებობს".თვალები რამდენჯერმე დაახამხამა და ჰარისკენ მიტრიალდა.ჰარი მაშინვე შეკრთა ლუის სახის დანახვისას,ბიჭს ფერი დაკარგვოდა და თითქოს რაღაცას განიცდიდა.

-ეი! რა გჭირს -გასძახა ჰარიმ და კვლავ აათამაშა ხელი ლუის თვალწინ

-შემეშვი...-გადაიბურდღუნა ლუიმ,ჰარის მხარი გაკრა და დერეფანი დატოვა,როგორც კი თვალს მიეფარა ახლოსმდებარე,ცარიელ კაბინეტში ჩაიკეტა და მუხლებში ჩაიკეცა.მალე თვალებიდან
ადუღებული,ცხარე ცრემლები წასკდა,სანამ ეს მოხდებოდა შეუძლებელი იყო ვინმეს ეფიქრა,რომ მას გული ჰქონდა.

-ელი,მენატრები...-ლუიმ ამჯერად ვეღარ მოითმინა და აცრემლებულმა თავში წაიშინა ხელი,სევდა იყო მისი არაორდინალური საქციელის საფუძველი.ლუიმ წამით სუნთქვა შეიკრადა პერანგის სახელური იდაყვის ბოლომდე ჩაიწია,ამასობაში გამოჩნდა მისი მშვენიერი,პატარა და ნაზი სვირინგი,ასეთივე ნაზი ასოებით ამოტვიფრული. "ელისა" -ასე ეწერა მაჯაზე.აი რა იყო მისი ცრემლების და გულში ჩამალული დარდის მიზეზი.ლუი ჯერ კიდევ მისტიროდა გარდაცვლილ სიყვარულს.მისტიროდა იმას რასაც ვერასდროს დაიბრუნებდა...


Sound Of Love

Chapter 1

-მამა,მე უკვე ოფიციალურად გადავწყვიტე,ისე მოვიქცევი როგორც რამდენიმე წუთის წინ გითხარი!

-შვილო დარწმუნებული ხარ რომ გიყვარს?!

-როგორ,სიყვარული რამეს წყვეტს? -ირონიულად გადაიხარხარა ლუიმ და თავისი ინტრიგანი თვალები მამამისს შუბლიდან ჩამოაყოლა

-დიახაც,წყვეტს,არ მინდა ეს გადაწყვეტილება სამომავლოდ სანანებელი გაგიხდეს -მკაცრად გადმოხედა ჯეიმსმა დალუის მკაცრად ახედა
-მე არ ვინანებ,გასაგებია?! და დარწმუნებული ვარ არც ის გოგო იქნება უარზე,მონსტრს ხომ არ მიყვება? ბოლო ბოლო ჩვენი მშობლები მოკავშირეები არიან,ეს ქორწინება საზოგადოებაშიც ლამაზი გამოჩნდება -კვლავ ირონიით ჩაიცინა და სახეზე ჩვეული,სარკაზმული გამომეტყველება მოირგო. ჯეიმს დაეტყო რომ ლუის იდეა მოეწონა,მაგრამ მაინც ეთაკილებოდა სამომავლოდ რას გამოიწვევდა ეს გადაწყვეტილება. ეშინოდა ლუის ცხოვრება არ დაენგრია

-ფიქრობ რომ სწორად იქცევი? -კითხა რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ ჯეიმსმა

-ჰო! -მოკლედ უპასუხა ლუიმ და ოთახი მამის ნათქვამზე გაცხარებულმა დატოვა -ჯანდაბა! მაგას რა უნდა,მერამდენედ გავუმეორო რომ უკვე გადავწყვიტე? -გზა დერეფნისკენ გაიკვლია,სიჩქარეში ჰარის შეეჯახა.

-რა მოხდა?! რა დაფეთებული ხარ -კითხა ჯერ კიდევ სუნთქვაშეკრულ ლუის,რომელსაც წარბი არ შეუხრია ისე უყურებდა ერთ ხედვის წერტილს.

-არაფერი,ყველაფერი ვუთხარი!

-მოიცა,გულისხმობ რომ...არ მითხრა რომ იმ თემაზე ელაპარაკე და ყველაფრის შემდეგ დაგთანხმდა -ჰარის ძარღვები დაეჭიმა ლუის ნათქვამზე,ცოტაც და თვალებით შეჭამდა. -კი,ისე მოვიქეცი როგორც გუშინ შეგითანხმდი,აუცილებლად გავაკეთებ მეთქი -მწარედ გაუცინა ლუიმ და გზა განაგრძო,ჰარი წინ გადაეღობა და მის შეჩერებას ეცადა

-ბოლომდე დაეცი,ჩემს თვალში ბოლომდე დაეცი,ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე შორს შეტოპავდი -ჰარი ლუის საყელოში მსუბუქად წვდა -ცხოვრებას ინგრევ,იმ დაწყევლილი ანდერძის გამო.ვიცი რომ ის გოგო ასე მალე არ შეგიყვარდებოდა-ჰარის გაცეცხლებულმა მზერამ ჩაფერფლა ლუი,მაგრამ ბიჭი პრინციპის გამო არცერთ სახის ნაკვთს არ არხევდა,უყურებდა გაქვავებული და ელოდებოდა როდის აარიდებდა თვალს ალმოკიდებული ჰარი.ისევ ძველებური,სარკასტული მზერით უყურებდა მას -ჩემი ცხოვრება დიდი ხანია უკვე დაინგრა,დღესდღეობით კი ერთადერთი რაც შეიძლება მიყვარდეს ფულია-სიტყვა მიაჩეჩა ლუიმ და გზა ისევ დერეფნისკენ გაიკვლია...

მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო აჯობებს მოკლედ მოგიყვეთ რა მოხდა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ,როცა თითქოს ყველაფერი კარგად იყო.სმიტების ოჯახმა ტომლინსონებს

შემოთავაზების წერილი გამოუგზავნა,შემდეგი შინაარსით:"ბატონო ჯეიმს,ვინაიდან თქვენი ანდერძის საკითხი დღემდე სადაო ხდება ვის დაუტოვებთ ქონებას,მინდა ჩვენი მკავშირეობის აღსანიშნავად ასეთი პირობა წავუყენო თქვენს ოჯახს,ვფიქრობ ჩემს უფროს ქალიშვილს,ემილის თუ თქვენ ვაჟზე,ლუიზე დავაქორწინებთ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ. ვფიქრობ ახალგაზრდებს უკვე მოეწონათ ერთმანეთი,პირველივე დღიდან შევნიშნე თქვენი ვაჟის განწყობა ჩემს ქალიშვილთან დაკავშირებით. ბიზნესმოკავშირეობასთან ერთად ოჯახის წევრებიც გავხდებით,გარდა ამისა თქვენი ანდერძის საკითხიც გადაწყდება,აღარ მოგიწევთ წამდაუწუმ იმაზე ფიქრი ვის დაუტოვებთ ქონებას,ასე რომ ვფიქრობ ქორწინება კარგი აზრია.გთხოვთ პასუხი წერილობით გამომიგზავნოთ!" -ალბათ გახსოვთ ლუიმ პირველივე დღეს რა ჩაიფიქრა და როგორ დაადგა თვალი ემილის,ახლა მას ამაზე მეტი რაღა უნდოდა? ბედი ისე მოტრიალდა მისკენ თითის განძრევაც არ დასჭირვებია,ახლა ისღა დარჩენია მამამისისთვის თანხმობა განეცხადებინა.

ჯეიმსმა ბევრი იფიქრა ამ საკითხზე,საბოლოოდ კი არჩევანი უარზე შეაჩერა,რადგან ნამდვილად არ სურდა შვილისთვის ცოლი საკუთარი ინიციატივით შეერჩია,ერჩივნა ლუის თვითონ მიეღო გადაწყვეტილება და თავად აერჩია ცხოვრების მეგზური,ამ გადაწყვეტილებით მთელი ცხოვრება ბედნიერი იქნებოდა,თუმცა მალე თვითონ შვილისგან გაიგო თანხმობა,ცოტა ეუცნაურა,მაგრამ დიდად არ შეწუხებულა,ემილი დახვეწილი,მაღალი წრის წარომადგენელი ოჯახის შვილი იყო,თან ლუიმ რამდენჯერმე გაუმეორა,რომ თანახმა იყო.ახლა ისღა დარჩენოდა ქორწილი გაემართა.ლუის ცოლად მოყავდა ისეთი გოგონა,რომელიც სულ ერთხელ ყავდა ნანახი,წესიერად არც ახსოვდა მისი სახე,თუმცა ის ეპიზოდი მაინც მკაფიოდ ახსოვდა,როცა თვალი ვერ მოაშორა გოგონას თვალისმომჭრელ სილამაზეს.

-თანახმა ვარ,მოკლედ გადაწყდა,ნიშნობა ხვალ,3 საათზე ქალაქის ცენტრში მდებარე ქორწინების სახლში -ამბობდა ტელეფონზე მოსაუბრე ჯეიმსი თან ფურცელზე რაღაცას ინიშნავდა.მის მოპირდაპირე მხარეს ლუი იჯდა და ახლო მომავალზე ჩაფიქრებული ერთ ხედვის წერტილს მისჩერებოდა.მალე ისე ჩავარდა ამ ფიქრებში მაგიდაზე მდებარე გასაღებს ხელი დასტაცა და პატარა ბავშვივით უწყო ჩხაკუნი.ჯეიმსმა ტელეფონის ყურმილი დაკიდა და ლუის მიუბრუნდა,რომ ქორწილის თარიღი ემცნო მისთვის,თუმცა ბიჭმა თქმა არ აცადა.

-გასაგებია,ხვალ 3 საათზე.იმედია ქორწინებამდე შევხვდები ჩემს საცოლეს -ნიშნისმოგებით მიაჩერდა ჯეიმსს და გასაღების ჩხაკუნი განაგრძო.

-სწორად გაგიგია,საცოლეს რაც შეეხება დღეს შეხვდები. -ღიმილით უპასუხა ჯეიმსმა და ოთახი დატოვა

ლუის ბევრი არ უფიქრია იმაზე როგორი იქნებოდა მისი ქორწილი,არ აინტერესებდა ქორწინების სახლის ინტერიერი,ღია ცის ქვეშ იქნებოდა ეს თუ დახურულ სივრცეში.ჯეიმსმა რამდენჯერმე დაუსვა შეკითხვა -"ხომ არ აჯობებდა ღია ცის ქვეშ,ზღვის ნაპირზე?"-თუმცა ლუის არ სურდა განსაკუთრებული გარემო,ერჩივნა რაც შეიძლება უბრალო ყოფილიყო,რომ სწრაფად მიეღწია თავისი მიზნებისთვის.



№1  offline წევრი Mari javaxishvili

გააგრძელებ იმედია

 


№2  offline წევრი nobody22

Mari javaxishvili
გააგრძელებ იმედია

უკვე დავწერე მომდევნო თავი. ადმინისტრაციას უკვე გავუგზავნე,ალბათ მალე გამოაქვეყნებენ... გამიხარდა რომ რადმენიმე მკითხველი უკვე მყავს ♥ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის...
--------------------
Stop Saying 'I Wish' , Start Saying 'I Will' ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent