შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მესაკუთრე ჩოფლიანი! [სრულად]


25-06-2016, 20:29
ავტორი Likk Red
ნანახია 12 850

მესაკუთრე ჩოფლიანი!
წინ ჩემზე ერთი თავით მაღალი ქალი მიმიძღვის. მაღალიც მხოლოდ იმიტომაა, რომ მაღლებზეა შემოსკუპებული. ვერ ვიტყვი რომ მოკლე კაბა აცვია, მაგრამ უკან იმხელაზეა შეხსნილი ნაკლებად ითქმის კაბა თუა. დეკოლტეზე ხომ საუბარი ზედმეტია, ამოყრილი აქვს ორი დიდი 'ღირსება' და თავს იწყოებს სვაროვსკის თვლებთან ერთად. თმები ლამაზად აქვს აწკეპილი, წითელი ტუჩსაცხი მის ტუჩებს უფრო მიმზიდველს ხდის. მე კი იმაზე მაფიქრებს, რატომ უნდა იყოს ის მასწავლებელი, მითუმეტეს ჩემი დამრიგებელი.
ქალი კი არა გადაპრანჭული თოჯინაა, სკოლაში ფეხის შემოდგიმასვე დავინახე როგორ ელაპარაკებოდა ერთერთ მანდატურს. ხელსაც მოურიდებლად უთათუნებდა კარგად დაუთოებულ ლურჯ პერანგზე, მამაკაცი კი არც ეწინააღმდეგებოდა, მაშინ როცა არათითზე ლამაზად ქონდა ჩამოცმული ოქროს ბეჭედი.
მის შემხედვარე თავი სკოლაში კი არა ბორდელში მოგნია, სულ გადაჯიშდა ეს ხალხი. რომ დავუფიქრდეთ რა მაგალითს მომცემს ახლა ეს? მეც ასე უნდა გადავიპრანჭო და ვეკიდო კაცებს კისერზე?
ვაიჰ რა დღეში ხარ ნაკო, ხომ ვეუბნებოდი დედაჩემს არ მინდა ეს სკოლის შეცვლა, რომ აიტეხა არ გყავს კარგი კლასელებიო, ახლა ხო მყავს რა, მაგრამ კლასელებს რას ვერჩი ჯერ არცერთი არ მინახავს, მაგრამ ეს თუ ასეთ მაგალითს აძლევს მათ მაშინ არამგონია ისინი წესიერები იყვნენ.
შარში ხარ ნაკო!
–ჩემო კარგო ნაკო, ესენი შენი კლასელბი არიან, ნუ ცოტათი გიჟები არიან, მაგრამ მიხვდები რომ კარგები არიან– სასაცილოდ დაიწყო ლაპარაკო ჩემმა ამჟამინდელმა დამრიგებელმა, მის გამოკვეთილ 'ლ'–ებზე სიცილი მომინდა მაგრამ თავი შევიკავე.– ახლა მათ მათემატიკის გაკვეთილი აქვთ, მასწავლებელი ციცოა, აუცილებლად მოგეწონება.
–კარგით– თავის ქნევით დავეთანხმე, ხის კარებს მივაშტერდი და წამით ნერვიულობის ტალღამ დამიარა, ვერ ვიტან ყურადღების ცენტრში ყოფნას, ახლა კი თავს ვერ დავიძვრენ.
კლასში შესულ ნინოს უკან შევყევი და აი ის საშინელი წამიც, როცა ყველა შემფასებულური მზერით გათვალიერებს. მადლობას ვუხდი დედას, რომ კაბის ჩაცმა გადამაფიქრებინა.
–ბავშვებო გაიცანით ეს თქვენი ახალი კლასელია ნაკო წერეთელი– ღიმილით წარმადგინა კლასის წინ, კიდევ ერთხელ გადავავლე კლასს თვალი, 10 ბიჭი და ამდენივე გოგო იქნებოდა. შემდეგ კი მასწავლებელს შევხედე, კეთილგანწყობილი მიღიმოდა, პარალელურად კი დაფაზე ფორმულას წერდა, მის შემხედვარეს ჩამეღიმა.
–გამარჯობა ნაკო, მე მათმატიკის მასწავლებელი ვარ ციცო, იმედი მქვს მათემატიკაში ერკვევი.
–ვფიქრობ რომ ასეა, შეუძლებელია ინჟინერობა გინდოდეს და მათემატიკაში ვერ ერკვეოდე– ამაყად განვაცხადე და სასაცილოდ გავიჯგიმე, კმაყოფილი მზერით ამათვალიერა ციცომ და თბილად გამიღიმა,
–თუ საქმე ასეა, მაშინ წინ დამისკუპდი ნიკას გვერდით, იაკობ შენ ანას მიუჯექი– უცებ გადაანაწილა. წინამერხზე მჯდომებს ვათვალიერებდა და ვფიქრობდი რომელი იყო ნიკა და რომელი იაკობი.
ერთი გამხდარი იყო, სათვალეები ეკეთა, მეორე კი ზედმეტად სიმპათიური იყო. ზღარბივით თმა ქონდა, მე რომ მიყვარდა ისეთი.
და აი შენი ბედიც ნაკო, სწორედ ის აღმოჩნდა იაკობი სიმპათიური რომ იყო.
სკამიდან წამომდგარი უფრო კარგად შევათვალიერე, შავებში იყო გამოწყობილი, ხელზე ტატუსაც მოვკარი თვალი, მაგრამ წამიერად. სახეზე უცებ შევავლე თვალი, მაგრამ სტოპ! არაფერი დამინახავს გარდა ერთისა. მისი ტუჩები! ოღონდ ეს არა ნაკო.
ტუჩები კი არა საოცრება ქონდა, ვარდისფერი თხელი ტუჩები, რომელიც ღიმილისას უფრო მიმზიდველი იყო, რომ არა მთელი კლასი ალბათ ვებრდღვნებოდი კიდევაც.
ვაიმე... ჩემთავს ვერ ვცნობ.
ნიკას გვერდით დავიკავე ადგილი. ჩემს უკან მესმოდა როგორ ჩურჩულებდნენ გოგონები, თემის გარკვევა არ გამჭიევებია, განმიხილავდნენ როგორც გოგოს, ალბათ ყველა მხრიდან შემომიარეს და ყველაფერზე იმსჯელეს, განმიხილეს თხემიდან ტერფამდე.
რომ ვთქვა ასეთ სიტუაციებს მიჩვეულივართო მოგატყუებთ, არასდროს ვყოფილვარ ყურადღების ცენტრში, არც არავინ დაინტერესებულა ჩემით. ძველ სკოლაში უბრალოდ ვეწერე სიაში ეს იყო და ეს. არც კლასელები მყავდა კარგი, საერთოდ არ მიმჩნევდნენ და არ ვაინტერესებდი, მაგრამ ბოლო წლებში მეც აღარ ვამახვილებდი მათზე ყურადღებას.
ცოტაც და უკვე მივტრიალდებოდი და რაღაცას ვეტყოდი, მაგრამ ზარმა იხსნა ჩემი კლანჭებიდან, მეც სანამ ყველა გავიდოდა, მანამდე გავვარდი კლასიდან და ჰოლში გავედი, ბავშვები ნელნელა ემატებოდნენ.
ტელეფონი მოვიმარჯვე და ლაშუკას დავურეკე, ამ სკოლაში სწავლობს, ჩემზე ერთი წლით პატარაა, თორემ ნამდვიალდ მის კლასში დავჯდებოდი. ჰოლში დავინახე როგორ გამოიკვეთა მაღალი სილუეტი, მეც მისკენ წავედი და გადავეხვიე.
–უკვე მძულს ეს სკოლა
–დამიჯერე შეეჩვევი, კიდევ კარგ კლასში მოხვდი, არიან მანდ წესიერი ბავშვები, მაგალითანდ ჩემი მარიამი– მომშორდა და ჩემი კლასიდან გამოსულ გოგოსთან მივიდა, ლოყაზე მხურვალედ აკოცა.
მეც მათკენ წავედი და მათგვერდით ჩამოვდექი.
–მარიამ ჩემ გოგოს მიმიხედე არვინ გააბრაზოს.
–შენი ნათესავია?
–ხო ნათლაიჩემის შვილია.
–ააა, ნაკო გინდა ჩემთან დაჯექი ხოლმე, მაინც მარტო ვზივარ, მაგრამ მათემატიკაზე ნიკასთან მოგიწევს ჯდომა, ციცო უკან არ დაგტოვებს
–კაი ქალია ციცო– სიცილით დავეთანხმე– რათქმაუნდა შენთან დავჯდები, ამ მხიბლავს წინა მერხზე ჯდომა, მითუმეტეს როცა ადგილი სხვას ეკუთქვნის.
–ხო ის სხვა ნამდვილად მესაკუთრეა– ყურთან ახლოს მომესმა ხმა, თითქოს გაბრაზებულიც. თავი მივატრიალე, ჩემს წინ იაკობი იყო აწეპილი, სუნთქვა შეკრულმა ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.
ნაკო არ დაიბნე და ნუ უყურებ ტუჩებზე... შეუძლებელია მზერა მოაშორო მის ტუჩებს, ძალიან მიმზიდველია.
–მერე მე რა?
–მალე მიხვდები რაც– ჩაილაპრაკა და გვერდზე გავლით კლასში შევიდა.
სუნამოს სუნი ახლა უფრო მკვეთრად ვიგრძენი, სასიამოვნო სუნი აქვს, მაგრამ უხეში.
მჰჰ ღიმილით შევედი კლასში და მარიამის გვერდით ადგილი დავიკავე. გაკვეთილები უინტერესო იყო, რადგან ძველ სკოლაში თითქმის ყველა საგანში წინ ვიყავი და გავლილი მქონდა ეს მასალა, მობეზრებული ვუსმევდი და კითხვებს რომლებსაც ჩემი კლასელები ვერ ცემდნენ პასუხს მე ვცემდი, არ ვარ გადასარევი მოსწავლე, მაგრამ რასაც სასწავლს მაძლევენ ყოველთვის ვსწავლობ.
ბოლო გაკვეთილი იყო, ისტორია გვქონდა, წამებს ვითვლიდი რომ ეს ტანჯული გაკვეთილები მალე დასრულებულიყო, ტელეფონის საათს მიჩერებული ხუთშაბათ დღეს ვწყევლიდი, ასე ნელა რომ გადიოდა დრო, დაილოცოს ორშაბათი, რიგინ–რიგინით მიქრის დრო.
და აი გაისმა ნანატრი ხმაც, ბავშვები წამოიშალნენ, მე კი ნელა ავიზლაზვნე და კლასიდან გავედი, წინ ჩემი დამრიგებელი შემეჩეხა.
–აბა ნაკო საყვარელო როგორ მოგეწონა ახალი კლასი?
–კარგი ბავშვები არიან ნამდვილად– ყალბი ღიმილით დავეთანხმე.
–ძალიან მიხარია თუ გაუგე მათ, წარმატებულ დღეს გისურვებ– ვითომ შეუმჩნევლად გააყოლა თვალი მანდატურს, ხელი აღარ შემიშლია მათთვის წინ წავედი, მაგრამ ერთი მაინც მოვიხედე უკან, დავინახე როგორ შევიდა მანდატური ჩვენს კლასში და როგორ მოიხურა კარი. გაოცებულმა პირი დავაღე.
–საყვარლები არიან– სიცილნარევი ხმა მომესმა, მზერა ჩემ წინ მდგომზე გადავიტანე და უცებ დავატორმუზე, კიდევ კაი არ შევეჯახე, თორემ ხელებში ჩავადნებოდი.
–მოიცა საყვარლები თუ საყვარლები?– ისე სწაფად ვკითხე რომ ვერ გავაცნობიერე რა ვიგულისხმე, ჩემივე სიტყვებზე გულიანად გამეცინა და როცა მისი სიცილის ხმა გავიგე მოვკვდი და ახლიდან დავიბადე.
–საყვარლები, აი ცოლთან რომ ღალატობენ, თორე იმ საყვარლობის ამათ რა ეტყობათ.
–ხო რავიცი, სკოლაში რომ შემოვედი მაშინვე შევამჩნიე რომ რაღაც იყო მათშორის, მაგრამ რატომ ხართ ეს მამაკაცები ასეთები?
–ასეთები როგორი?
–მოღალატეები და პლიუს არაკაცები, როცა ღალატში გამოგიჭერენ კაცობით რომ იმართლებთ თავს.
–ყველა ეგეთი არაა.- გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა, წარბები შეკრა და უცებ დაეჭიმა ყბა, მაგრამ არ შეიმჩნია.
–ხო მამაჩემი არაა ეგეთი ნამდვილად, მაგრამ უმეტესობა ხომ არიან?
–შეიძლება– ნაღვლიანი ღიმილით დამეთანხმა. კიბეებზე ერთად ჩავდიოდით, მაგრამ ბავშვების სირბილის გამო რამოდნიმეჯერ ძლივს შევიკავე თავი რომ არ დავვარდნილიყავი, ერთი მუხლებში დამეტადა და ყვრიოდა გამატარეო, მის შემხედვარეს ხარხარი ამიტყდა.
იაკობიც ჩემგვერდით მოდიოდა, მანამ სანამ სხვა მეთერთმეტე კლასელები კისერზე არ დაეკიდნენ, მათშემხედვარეს ბრაზი მომერია, რატომ უნდა ჩამოეკიდო გოგო ბიჭს ყელზე... კარგი გამოვტყდები უბრალოდ იაკობზე მეეჭვიანება, ხელს რომ უწყობს და რომ არ იშორებს ეგ უფრო მიშლის ნერვებს ამ წამს.
–ყველა ერთნაირები ხართ რა– ბუზღუნით ჩავედი კიბეებზე და სკოლიდან გაღწეულმა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, ჭიშკართან მისულმა დავინახე როგორ გაჩერდა ჩემ ფეხებთან მერსედესი, გახარებული წავედი მისკენ და შიგნით მოვთავსდი.
–რეზი აქ რა გინდა?– ლოყაზე კოცნით დავაჯილდოვე ჩემი ერთ–ერთი უფროსი ძმა.
–შენს წასაყვანად მოვედი.
–უხ რა კარგი მყავხარ შენ, კახი და დამიანე სად არიან?
–არ ცალიათ შენთვის, მე გყავარ ოქრო– სიცილით მითხრა და სიმღერები მაღალ ხმაზე ჩართო.
ყველააზე მაგარი ძმები მყავს მე, სამნი არიან ყველაზე უფროსი დამიანეა, კახი რა რეზი ტყუპები არიან, მე კი ყველაზე პატარა ვარ. ნანატრი გოგო ვარ. ყველა მათამამებს, მაგრამ სიმკაცრეც არ მაკლია, ხან ერთი ძმა ხან მეორე, ხან კი მესამე.
–დე მოვედი– ხმამაღლა დავიძახე და პირდაპი სამზარეულოში შევედი, გემრიელობებს ამზადებდა, იცოდა რომ მშიერი მოვიდოდი.
–აბა როგორი იყო პირველი დღე? მოგეწონე სკოლა?
–ყველაზე მაგარი დამრიგებელი მყავს, მანდატურს ეჩალიჩება და კლასშიც კი შეათრია ჰორმონები უთუხთუხებდა– სიცილით ვუთხარი და შემწვარ კატლეტს დავწვდი.
–ნუ იცი ასეთი ლაპარაკი ნაკო რამდენჯერ გითხარი, შენმა ძმებმა რომ გაგიგონ.
–კარგი რა– ხითხითით მივეჭერი და ლოყაზე ძლიერად ვაკოცე –ბავშვები ჭორიკანები არიან, მაგრამ არ არიან ცუდები, მარიამს დავუმეგობრდი.
–ძალიან კარგი, დაპატიჟე ჩვენთან, შენ მეგობარს ხომ უნდა ვიცნობდე.
–კარგი დედა, ახლა უნდა წავიდე ფიზიკა მაქვს სასწავლი მასწავლებელთან უნდა წავიდე.
–არ შეჭამ?
–ჯერ გააკეტე და მერე შევჭამ, ხო იცი კატლეტებზე უარს არასდროს ვამბობ.
–ერთი მანახა ის საჭმელი რაზეც შენ უარს ამბობ– მამაჩემი შემოვიდა სამზარეულოში და თავზე მაკოცა– როგორი დღე გქონდა?
–ცოტა დამღლელი, სულ ცოტა.– ტუჩებ ამობრუნებულმა ვუთხარი, ლოყაზე ვაკოცე და ჩემი ოთახისკენ წავედი.
........
–დე რომელი მომაკითხავს? აქედან მარტო წამომსვლელი არ ვარ, ეს ფეხსაცმელი ფეხს მტკენს– ბუზღუნი დავიწყე მაშინვე უპასუხა თუ არა დედაჩემმა.
–კახის და რაზის არ ცალია, დამიანი ძალიან დაღლილია და ძინავს, მამაშენიც არაა, ტაქსით წამოდი ფული ხომ გაქვს?
–კარგი ხო.
გაბრაზებული ფეხით დავუყევი გზას, ტაქსის გაჩერებასაც ვაპირებდი, მაგრამ ფეხით გავლა ვარჩიე, საშინლად კი მტკიოდა ფეხი მაგრამ გასერინებაც მინდოდა.
ფიზიკის გაკვეთილი ძალიან დამღლრლი იყო, დღეს დიდხანს გაგვიგრძელდა თითქმის ორსაათნახევარი ვიჯექით, ეს კი კატასტროფაა, ბოლოს დაღლილი მხოლოდ ასოებს ვარჩევდი და ვეღარ ვაზროვნებდი.
–ახხ– დავიბუზღუნე და იქვე ცივ ბეტონს მივეყრდენი ფეხების დასვენების მიზნით, ვიცი სახლში რომ მივალ წყლულები მექნება და ხვალაც ვერ ჩავიცმევ წესიერად ფეხსაცმელს.
–ვა ნაკოო– სიცილით მომესმა ბიჭის ხმა, მაღლა ახედვისას კი ნიკა დავინახე, მის უკან კი ჩვენი რამოდნიმე კლასელს და იაკობს მოვკარი თვალი.
–ვა ნიკოლოზ
–აქ რას აკეთებ?
–ფიზიკიდან მოვდივარ გასეირნება მინდოდა, მაგრამ ფეხები დამეღალა, თქვენ რას აკეთებთ აქ?
–თითქმის იგივეს, უბრალოდ ერთი განსხვავებაა ნიკა ნაშას უნდა შეხვდეს ჩვენ კი ვაცილებთ– სიცილით მითხრა ჩვენმა ერთაერთმა თანაკლასელმა.
–ოუ ნიკოლოზ– სიცილით გავკარი ხელი მხარზე. გაბრაზებული სახით უყურებდა ერთს, მის მზერას თვალი გავაყოლე, მაგრამ სანამ დაკვირვების ობიექტამდე მივიდოდი, მანამ მოვკარი თვალი იაკობს, ერთერთს ეყრდნობოდა და სულაც არ მაქცევდა ყურადღებას.
და მე ნაკო წერეთელი ვამბობდი ამას... მე ხომ ყურადღება არ მიყვარს? ან რატო უნდა მომაქციოს ყურადღება? არა! უნდა მომაქციოს...
–ნაშა არაა, გოგოა რომელიც მომწონს, ისინი კი ცუდად ლაყბობენ და ვიცი აიდებენ ყბებში– ღიმილით გადმომხედა– ამ ღამით მარტო უნდა წახვიდე?
–ხო სხვა გზა არ მაქვს ჩემს ძმებს არ ცალიათ, არც მამაჩემს, ტაქსით წასვლა არ მინდა, თან სეირნობა მინდა, მაგრამ მარტოც მეზარება. ნუ მოკლედ რა, მეც ვერ ჩამოვყალიბდი რა მინდა– სიცილით ვთქვი.
–გაკვეთილები გააკეთე მაინც? –დამცინავი ხმით მკითხა იაკობმა.
–ძველ სკოლაში საკმაოდ წინ ვიყავით, ასე რომ გაკვეთილების სწავლა აღარ მომიწევს– გახარებულმა ტაში შემოვკარი– ტკბილად დავიძინებ და ტკბილად შევჭამ ბევრს.
–გასუქდები.
–pf– თვალები ავატრიალე– ეს გამხდარ გოგოებზე დახამებული ბიჭები არშემიძლიხართ
–ვაიმეეე მოდის– უცებ გამაწყვეტინა სიტყვები ნიკამ, მის შემხედვარეს სიცილი ამიტყდა, ქალივით ანერვიულდა– შე*ემა როგორ გამოვიყურები.
–ბაფთა გაკლია და ეგაა რა– დამცინავი ტონით უთხრა იაკობმა.
–ნიკოლოზ სათვალე მოიხსენი, მაგ ყლორტამდე შეკრულ პერანგს ერთი ღილი გაუხსენი, თმები აიჩეჩე და ამოიტანიე შარვლიდან პერანგი. ნუ ილაპარაკებ წიგნებზე, გამოკითხე ნებისმიერი რამ, მაგრამ არაფერი უთხრა შენზე დააინტრიგე, მის ყველა ხუმრობაზე გაიცინე და ფრთხილად შეეხე ხოლმე გზაზე გადასვლისას წელზე ხელი მოხვიე, ქარი თუ დაუბერავს თმა გადაუწიე სახიდან, მაგრამ კოცნა არც გაბედო, მოკალი ცოტახანი სურვილით და კიდე ნუ მიაშტერდები თორემ დაიბნევა. დაიმახსოვრე?– ყველაფერი ისე სწრაფად მივაყარე მეც ძლივს გავიგე.
–კი ყველაფერი გავიგე თითქმის– ჩემი მიცემულ რჩევებს ასრულდბდა, თმები უცებ აიჩეჩა, ღილიც გაიხსნა და შარვლიადანაც მოაიტანია– სათვალე?
–გქონდეს, უფრო ჭკვიანის შეხედულებას ტოვებ.
–ვტოვებ რა შუაშია? ვარ კიდევაც.
–ეგრე იმასთან არ ქნა ქედმაღალი ეგონები და დაფრთხება.
–კარგი ჰო, კარგი, წავედი მე და თქვენ– ბიჭებს მიუტრიალდა– ტ**კი დააყენეთ და უკან არ ამეკიდოთ, რომელიმემ კი ნაკო გააცილეთ სახლში.
თვალი ნიკოლოზს გავაყოლე, როგორ მიუახლოვდა და როგორ გადაკოცნა, შემდეგ კი მანამ ვუყურებდი სანამ ჰორიზონტზე არ გაქრა.
–ესეც ასე, იაკობი და ბექა დაგვრჩა დასაწყვილებელი და ეგაა რა. იაკობ ნაკო გააცილე, ჩვენ გავდივართ– უცებ მოტყდა ყველა და იაკობი დატოვეს. მის გაოცებულ სახეზე გულიანი სიცილი მომინდა.
–თუ გეზარება წადი სახლში.
–ბევრს ნუ ლაპარაკობ და წამოდი– წარბშეკრულმა მითხრა და იმის მაგივრად რომ დამლოდებოდა წინ გაიჭრა, სწრაფი ნაბიჯით მიიწევდა წინ, მე კი ვერც ვეწეოდი.
ზურგიდან ვათვალიერებდი მის მხარბეჭს, მის სიარულის მანერას, რაზეც მეცინებოდა, გაბრაზებული სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა წინ.
–რაზე გაბრაზდი?
–ვინ გითხრა რომ გაბრაზებული ვარ?– უცებ გაჩერდა და გამომხედა, მისმა წარბშეკრულმა სახემ ცოტათი დამაბნია, ჩემზე არაა გაბრაზებული მაგრამ არ მომწონს ასე რომ დადის წარბშეკრული.
–არ ხარ?
–არა– თავს აქნევს და ზღარბივით თმაზე ხელს ისმევს– შენი საქმე რაც არაა ნუ ჩაყოფ იქ ცხვირს და იარე.
–ვაიმე მაგას სიარული კი არა სირბილი ქვია, რაც ამჟამად ჩემს ძალებს აღემატება, ნელა თუ ივლი მეც ნელა ვივლი, სიბრილის თავი არ მაქვს– მობეზრებულმა ამოვილაპარაკე– შეგიძლია დაიჭირო– ჩემი ჩანთა მხარზე გადავკიდე და გზა კოჭლობით გავაგრძელე.
–ჩემი რაც არაა იმას არ ვეხები– უცებ მითხრა და ჩანთა მხარზე მძიმედ გადამკიდა.
–ფრთხილად ველურო.
–გოგოებს ასეთი ველური ბიჭები არ მოგწონთ?
–ველურსაც გააჩნია სად და როდის– თვალის ჩაკვრით ვუთხარი. დავინახე თავი როგორ ჩახარა და როგორ გაიღიმა. ვაიმეე არ შეიძლება ჩემთვის ასეთი რაღაცეების ყურება, ბავშვი ვარ ჩემი გული ვერ გაუძლებს.
გონებაში უკვე დრამაც კი დავდგი, მგონი მასულელებს ეს ბიჭი, როგორ შეუძლია ამდენი? ისევ წარბშეკრული რომ იყოს სუნთქვაც კი გამიჭირდებოდა მის გვერდით, მაგრამ როცა იღიმის მიჭირს კი არა არც მახსოვს რა უნდა ვქნა.
–აი ჩემი სახლიც – ჩემი სახლის წინ სიცილით გავჩერდი, შემდეგ კი მისკენ მივბრუნდი, წარშერული მიყურებდა.
–კახი წერეთელის და ხარ?
–კი კაჰუნაა ჩემი ძმაა– სიცილით ვუთხარი– საიდან იცნობ?
–ერთ გუნდში ვმღეროდით ერთიპერიოდი, მერე სიმღერას თავი დავანებე– ნაღვლიანად ჩაილაპარაკა– შესანიშნავად მღერის შენი ძმა.
–ხო პატარაობაში ხშირად მიმღეროდა ხოლმე ძილიწინ, ძალიან თბილი ხმა აქვს ჩემს კაჰუნას.გეპატიჟები ჩემთან, კახის გაუხარდება შენი ნახვა.–საუბრის გახანგრძლივების მიზნით სახლში შეპატიჟება მოვიფიქრე, ძალიან კარგი თუ კაჰუნა მას იცნობს, პრობლემები ნაკლებად შემექმნება.
–არა მადლობა, ჩემი სახლში წასვლის დროა, ისევე როგორც შენი. ალბათ გელოდებიან უკვე.– იმდენად თბილი მომეჩვენა მისი ხმა დავეჭვდი იაკობი იყო თუ არა. ეჭვის თვალით გავხედე.– ნახვამდის– ჩემსკენ გადმოხრილმა ლოყაზე ნაზად შემახო მისი ტუჩები, მე რომ უკვე ასე ძალიან მიყვარდა.
–ნახვამდის იაკობ
–პირველად დამიძახე სახელი... ვფიქრობ მომწონს– თვალებმოჭუტულმა გამომხედა, ისევ მომაკვდინებლად გაიცინა და ზურგი მაქცია.

მესაკუთრე ჩოფლიანი!
–აბა ჩემო ძმებო რომელი გამიყვანთ სკოლაში? თუ ვუთხრა ჩემ რომელიმე საყვარელს და იმათმა მომაკითხონ?
–დედა ნაკოს ცემა უნდა და ითხოვს– ხმამაღლა დაიყვირა დამიანემ. როგორც ყოველთვის ჩემ ასეთ სიტყვებზე ბრაზობს, მეც ხომ ყოველთვის მის გასაბრაზებლად ვამბობ, ბოლო დროს უფრო ხშირად რადგან ყურადღებას საერთოდ აღარ მაქცევს და აღარ მეფერება.
–ცემა შენ გინდა– გაბრაზებულმა შევუღრინე და ტყუპებს გადავხედე– აბა მართლა რომელიმე წამიყვანთ თუ ვუთხრათქო ჩემს საყვარელს?
–არ გვცალია, უნიში ლექციები გვაქვს ჩვენ
–ასე არა? ხმა არ გამცეთ არცერთმა– ჩანთას ხელი დავავლე და სახლიდან სიტყვის უთქმელად გამოვედი, როგორ ვერ ვიტან მათგან უყურადღებობას, აუტანლები არიან ასეთ დროს.
სკოლის გზას კოჭლობით დავადექი, გუშინდელი ჩემი ვაჟკაცოების გამო ფეხზე მართლაც მქონდა წყლულები, ახლა კი როგორ მაცვია ეს კედები ძალიან მიკვირს, მაგრამ ფეხები რომ მტკივა ფაქტია.
იქვე სკამზე ჩამოვჯექი, ყურსასმენები მოვირგე და სიმღერაც ჩავრთე (Zedd ft Kesha - True Colors). სიმღერების ფონზე სეირნობას არაფერი ჯობია, მაგრამ თუ არ ვიჩქარე დავაგვიანებ სკოლაში, მაგრამ ფეხი ისე მტკივა გარანტირებული მაქვს დაგვიანება. ასე რომ არ ვიჩქარებ.
ზარიც დაირეკოებოდა უკვე, მე კიდე ძალიან ვაგვიანებ. არაუშავს ვიტყვი რომ მასწავლებელს საქმე ქონდა და ამიტომ დავაგვიანე. ყოჩაღ ნაკო.
კმაყოფილი ღიმილით მივბაჯბაჯებდი გზაზე, უკვე სკოლის მოსახვევში ვიყავი ერთ–ერთ სადარბაზოში ჩემ კლასელ ბიჭებს რომ მოვკარი თვალი, ეწეოდნენ.
როგორ ვერ ვიტან ასეთ საქციელს. არ მიყვარს მწეველი ბიჭები. ბედნიერებაა, რომ ჩემ ოჯახში არავინ ეწევა, დამიანე ვერ იტანს სიგარეტის სუნს ხველება უტყდება და ცუდად ხდება ხოლმე, ჩემი ტყუპები მაგრად ისჯებოდნენ თუ დამიანე გაიგებდა სიგარეტზე, სუნზეც კი ხვდებოდა, ჩემი რეზი და კაჰუნა თავს ვერ იხსნისდნენ ხოლმე, შემდეგ მკაცრი კონტროლი დაიწყო დამიანემ მათი და სულ გადაეჩვივნენ.
ვიფიქრე სიტუაციიდან თავი დავიხსნი და ისე შევალ სკოლაში, რომ ისინი ვერ დამინახავენთქო, მაგრამ როცა გავლას ვაპირებდი სწორედ მაშინ გავიგე ნიკას ხმა, მთელი კლასის ბიჭები ჩემკენ მოდიოდნენ, აღარავის ეჭირა ხელში სიგარეტი. მხოლოდ იაკობი არ ჩანდა, მაგრამ ბოლოს მასაც მოვკარი თვალი სულ ბოლო მოდიოდა, ალბათ ვერ მოასწრო ბოლომდე მოწევა და ჩამორჩა ბიჭებს.
–ნიკოლოზ როგორ ჩაიარა შენმა პაემანმა?– ინტერესით ვკითხე.
–გამარჯობა მაინც გეთქვა, სად დაკარგეთ ეს ზრდილობა ამ ახალგაზრდებმა– პირშეხსნილ ნიკოლოზს სიტყვის თქმა დაასწრო იაკობმა, ირონიული მზერით გადავხედე მას, მაგრამ არაფერი მითქვამს.
–შ ე ს ა ნ ი შ ნ ა ვ ა დ– სიტყვა დამარცვლა– ზუსტად ისე ვაკეთებდი როგორც შენ მითხარი, არაფერი მითქვამს ჩემზე, მის ყველა ხუმრობაზე ვიცინოდი და ყველაფერი გამოვკითხე.
–დაიმახსოვრე მაინც? გამოგადგება მერე– ხელი გადამხვია და ასე წავედით სკოლისკენ.
–კი ყველაფერი მახსოვს, რაც მოსწონს და რაც უყვარს, ისინიც გავიგე რასაც ვერ იტანს.
–დარწმუნებული ვარ სიგარეტიც არ ეყვარება
–მართალი ხარ, მაგრამ თავს ჯერ ვერ ვანებებ.– დანანებით ჩაილაპარაკა და თავი გააქნია.
–მე მჯერა შენი– ღიმილით გავამხნევე და სკოლის შესასვლელი კიბეები ავირბინე, ფეხის ტკივილი არ შევიმჩნიე და სკოლაში პირველი შევვარდი. შიგნით შესვლისას კარებთან ავიწურეთ ყველა. დირექტორი იდგა და ავისმომასწავლებლი მზერით გვიყურებდა.
–შეგიძლიათ მითხრათ რატომ დაიგვიანეთ ასე?– მისი ხმა ექოსავით დატრიალდა დიდ ჰოლში, შეშინებულმა ბიჭებს გადავხედე, სახეზე არანაირი რეაქცია არ ქონდათ, როგორც ჩანს არ ეშინიათ.
–რავიცი აბა, მე დამეძინა, ნიკამ მარშუტკას ვერ მოუსწრო,გიორგი შორს ცხოვრობს და ასე, რავიცი თუ გინდა ყველას ჩამოგითვლი მაგრამ არამგონია გაინტერესებდეს– ირონიულად ჩაიცინა იაკობმა და ერთი ნაბიჯით წინ წავიდა.
დირექტორს ახლა დავაკვირდი სწორედ ისეთივე იყო როგორც იაკობი. მისნაირად ქონდა თმები ზღარბივით , თხელი და ვარდისფერი ტუჩები, თითქოს იაკობის ვერსია იყო 40–50 წლის ასაკში.
–იაკობ ისწავლე როგორ უნდა ელაპარაკო უფროსებს– გაუბრაზდა მამაკაცი, მივხვდი რომ აქ მხოლოდ მოსწავლე–მასწავლებლის ურთიერთობა არ იყო. ვფიქორბ ან იაკობის მამაა ან ბიძა, მაგრამ რატომაა ასე უხეშად მის მიმართ განწყობილი?
–ლევან შენ მოქცევას ნუ მასწავლი საზოგადოებაში და ნუ ითხოვ პატივისცემას ჩემგან, როდესაც ამას არ იმსახურებ– გაცეცხლებული უცებ წამოენთო და ლამის ყვირილით მიმართა კაცს, მისი ხმა ჰოლში რამოდნიმეჯერ დატრიალდა, რაც სიტუაციას შემზარავ სახეს სძენდა.
–კლასში დაბრუნდით– უცებ განაცხადა, იაკობს ზურგი აქცია და ჰოლიდან უცებ გაუჩინარდა დირექტორი.
არავინ იძვროდა და არც არავინ იღებდა ხმას, შეშინებული ვიდექი ბიჭებს შორის და იაკობის ზურგს შევყურებდი, ველოდი როდის იტყოდა რამეს.
–წავიდეთ კლასში რაღაც ვუცდით– მხიარულად ჩაილაპრაკა ნიკამ, მკლავზე ხელი მომხვია და წინ გამიძღვა, ყველა გამოგვყვა იაკობის გარდა.
არც მთელიდღის მანძილზე გამოჩენილა, არავისთვის არაფერი მიკითხავს, გაკვეთილებმა ისე ჩაიარა რომ ბიჭებსაც არ გაუხსენებიათ დილით მომხდარი ინციდენტი, იაკობის სახელსაც არ ახსენებდნენ.
ბოლო გაკვეთილი დასრულდა თუ არა ბიჭები მაშინვე გაცვივდნენ გარეთ, ძნელი მისახვედრი არ იყო რომ იაკობთან წავიდნენ.
–რა მოუვიდა ამათ?– დაინტერესებულმა მკითხა მარიამმა. კიბეებზე ერთად დავეშვით.
–რავიცი მე– მხრები ავიჩეჩე– არ გინდა დღეს ჩემთან წამოხვიდე? დედაჩემს ჩემი პირველი მეგობრის გაცნობა უნდა
–როგორ თუ პირველი მეგობრის?– გაოცებულმა გადმომხედა.
–პირველი მეგობარი ხარ მართლა– სიცილით დავუდასტურე– არასდროს მყოლია მეგობარი, არც ბაღში და არც სკოლაში, მარტოსული ბავშვი ვარ
–არ მჯერა.
–ფაქტი სახეზეა, მართლა არავინ მყოლია– მხრები ავიჩეჩე– არ მხიბლავდნენ ჩემი კლასელები ფულებით გატუტუცებულები იყვნენ, მეც მქონდა მათსაცით ფული, მაგრამ პონტის გამო არავის ვეტენებოდი მათგან განსხვავებით, სწორედ ესაა მიზეზი ჩემი მარტოსულობის.
–და მეგობრის გარეშე როგორ იყავი ხოლმე?
–რავი არცარასდროს მიგვრძვნია მარტოოვა, ძმები მყავდა, საყვარელი დედა და მამა, მეტი არც არაფერი მინდოდა– მხრები ავიჩეჩე, სკოლის კარებში ძლივს გავიარეთ, ზოგი შემოდიოდა ზოგი გადიოდა, ამიტომ ერთი ალიაქოთი იყო.
–ხომ წამოხვალ? შეიძლება ჩემი ძმა დამხვდეს და ბარემ წაგვიყვანს
–წამოვალ, წამოვალ– სიცილით დამეთანხმა– დიდი სიკეთე იქნება ჩემი მხრიდან– სასაცილოდ დაიჯღანა და ხელი გადამხვია.
–ნუ იტყვი ისეთი– თბალები ავატრიალე– ჩემი ძმაც მოსულა– სიცილით წავედი მერსედესისკენ. მანქანის უკანა კარი მარიამს გავუღე, მე კი წინ დავსკუპდი.
–მარიამ გაიცანი ეს ჩემი ძმაა რეზი, რეზი ეს ჩემი მეგობარია.
–ჰა?– უცებ გადმომხედა რეზიმ, შემდეგ უკან მიტრიალდა და მარიამი აათვალიერა.– შენ მართლა ამის მეგობარი ხარ? აი ამის?– ხელი ჩემზე გამოიშვირა, მის რეაქციაზე გულიანად გამეცინა.
–კი მე მისი მეგობარი ვარ– დაუდასტურა მარიამმა.
–ვაა ვააა, ამას რას მოვესწარი– ჩემსკენ გადმოიხარა და შუბლზე მაკოცა– ჩემი ბარტყი აღარაა მარტო, იმედი მაქვს ახლა მაინც არ მოვუსმენ შენს ბუზღუნს– სასაცილოდ დაიჭყანა და მანქანა დაძრა. მხარში ისე ძლიერად გავარტყი ხელი რომ საჭის დამორჩილება გაუჭირდა.
–დამპალო– ჩავისისინე– და მე არც ვყოფილვარ მარტო, ჩემი საყვარლები არ დაგავიწყდეს, დღეს ერთ–ერთმა მათგანმა მიმიყვანა სკოლაში, თქვენნაირი უმადური არ არის არცერთი.
–ვინაა გოგო უმადური? ამის მერე ნახე კიდე თუ მოგაკითხო ხოლმე– გაბრაზდა რეზი და წარბები შეკრა, მისმა შემხედვარემ ხითხითი დავიწყე, პატარა ბავშვივით იბუტება.
–კაი ხო შენ არ ხარ უმადური, ის ორნი არიან, შენ არა– აფერისტობა დავუწყე, რამაც ნამდვილად გაჭრა, ღიმილით გადმომხედა. შემდეგ კი სიმღერა ჩარო ხმამაღლა (Ellie Goulding - Love Me Like You Do) გიჟივით ავყევი სიმღერას, მალე მარიამიც ავიყოლიე და ჩემი უმეტესწილად მშვიდი ძმაც. მთელი ემოციით ავყევი სიმღერას, ცეკვაც კი დავიწყე, ვგიჟდები ამ სიმღერაზე.
–გოგო ნუ გაუტიე– გამიბრაზდა რეზი და სიმღერა სწრაფად გამორთო, აღარ გამიპროტესტებია რადგან უკვე სახლთან ახლოს ვიყავით.
–მარიამ დღეს საღამომდე რჩები ხო იცი?– სარკიდან გავხედე მარიამს.
–ბედი შენი რომ ბიოლოგიამ გაკვეთილი გადამიტანა– სიცილით მითხრა.
–კარგი ახლა შევიდეთ სახლში, დედაჩემს გაგაცნობ და კიდევ ორ ძმას თუ სახლში იყვნენ.–მანქანიდან გადმოულს ხელკავი გავუყარე და სახლისკენ წავედით.
–კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს ოჯახში
–წამო წამო, თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში– პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიყვანე, ვიცოდი დედა იქ ინებოდა– დეეე ნახე ვინ მოვიყვანე– სიცილით გავძახე მანამ სანამ სამზარეულოში შევიდოდი.
–ეს მარიამია ალბათ არა?
–დიახ მარიამი გახლავართ.
–მარიამ ეს დედაჩემია მილა, დე ეს მარიამია, როგორც მიხვდი. იცი არ ჯერა რომ ჩემი პირველი მეგობარია.
–ეჰ შვილო მართლაც ასეა, ძალიან მიხარია შენი გაცნობა.
–მაინც ვერ ვიჯერებ და რა ვქნა? კიდე ბევრია ნეტა შენნაირი?– სიცილით გადმომხედა. ჰმ, ახლა დავაკვირდი როგორ უხდება მარიამს სიცილი, ორივე ლოყა სასაცილოდ ეკეცება, თვალები კი ეჭუტება.
–რა საყავრელი ხარ გოგო რო იცინი.
–მადლობა– უცებ შეიფერა და გაწითლდა, მის საქციელზე გულიანად გამეცინა და სიცილს კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი რომ არა თავში წამორტყმა, უცებ დავხერიუზულდი და ჩემზე ერთი თავით მაღალ რეზის ავხედე.
–რა გაროხროცებს გოგო?– შემომიღრინა და ჩემს წინ მდგომ მარიამს გახედა– დაგიგულა ახლოს და დაგცინის უკვე ხო?
–ოო შეგვეშვით, დე საჭმელს რომ გაამზადებ დაგვიძახე გვშია. წამო მარიამ შენ, ჩემ ოთახს გაჩვენებ
–კარგი– უკან გამომწყვა მორჩილი ბავშვივით, მარიამს დედაჩემის კულინარიულ შედევრებზე რაღაცეებს ვუყვებოდი, როდესაც მივხვდი რომ აღარ მომყვებოდა, უცებ მივტრიალდი მისკენ– მარიამ მისმენ?
მისი სახის გამომეტყველება არ შეცვლილა, მის მზერას თვალი გავაყოლე და ჩემი კაჰუნა შემრჩა კიბის თავში. ჰმმ... უცებ გონებაში ბოროტულმა აზრმა გამირბინა. მარიამმა ჯერ არ იცის ჩემი ტყუპი ძმების შესახებ, აქედან გამომდინარე ჩემი კაჰუნა რეზი გონია. ჰმმ, უცებ კაჰუნას თვალი ჩავუკარი.
–მარიამ რას მიაშტერდი რეზის?– სიცილით ვკითხე.
–რეზი ის წეღან... იქ... აქ რა უნდა? იქ არ იყო წეღან?–დაბნეულმა ამოიბურტყუნა, სახეზე აწითლებული იყო, თვალებს კი სასაცილოდ აცეცებდა აქეთ–იქით.
–იქ სად ვიყავი მარიამ?– სიცილით კითხა კაჰუნამაც და კიბეებზე დაეშვა, მარიამს ხელი გადახვია დაცხვირზე თითი დაჰკრა– თუ გაგბრაზა მითხარი და მე მივხედავ ამას– სიცილით ანიშნა ჩემზე და არხეინად დაეშვა კიბეებზე, ისე თითქოს არაფერი მომხდარა.
–მარიამ რას მიაშტერდი რეზის? ხო არ მოგწონს?– თვალები სასაცილოდ ავუთამაშე.
–რა?... არა– თავი გააქნია უცებ, მის საქციელზე ჩუმად ჩავიხითხითე– წავიდეთ შენს ოთახში, რაღაც უცდი, დავიღალე ამდნი დგომით
–როგორც თქვენ იტყვით მადმუაზელ.
.............
–ჩემი წასვლის დროა, ნამდვილად კარგია შენთან ერთად დროის გატარება, მაგრამ უნდა წავიდე– ქურთუკი მოიცვა და ჩანთაც მხარზე გადაიკიდა.
ჰოლში ხელკავგაყრილები გავედით, სწორედ ამ დროს გამოიარა რეზიმაც, ღიმილზე მივხვდი რომ კაჰუნას უკვე მოეყოლა ჩემი გეგმის შესახებ, ჩვენთან მოვიდა და მარიამს კარგი მეგობარივით დაემშვიდობა, ძლიერად გადაეცვია და ლოყაზე აკოცა.
–ხშირად გამოგვიარე ხოლმე მარიამ.
–კარგი– ისევ ისე დაბნეულმა ჩაილაპარაკა– ნაკო ძალიან საყვარელი ძმა გყავს.
–რომელი?
–ჰა?– გაკვირვებულმა გამომხედა.
ჯანდაბა.
–უი სულ დამავიწყდა მხოლოდ ერთ ძმას რომ იცნობ ჩემსას, მეორესაც გაგაცნობ მერე როცა სახლში იქნებიან– შეცდომა უცებ გამოვასწორე და ღიმილი ავიკარი სახეზე, კიბეებზე ჩასვლისას ქვემოთ კაჰუნა დაგხვდა, მარიამს სახიდან ფერები გადაუვიდა, გაოცებულმა ჯერ მაღლა აიხედა, მერე კახის შეხედა და მერე მე გამომხედა.
–ნაკო
–ჰო– ხითხითით ვუთხარი.
–კი მაგრამ წეღან იქ... იქ არ იყო?
–ვინ იყო მარიამ იქ? რა დაბნეული ლაპარაკობ ისე თითქოს მოჩვენებებს ხედავდე, რაიყო?
-არ...არაფერი– თავი დახარა და კიბეებიც ჩაირბინა, მეც უკან მივყევი. კაჰუნამ მარიამს ხელი გადახვია და ასე წაიყვანა სამზარეულოსკენ, დედაჩემს დაემშვიდობა, შემდეგ კი ისევ ჩემთან დაბრუნდა.
–რეზის დავუძახებ და წაგიყვანს.
–არა არ გინდა, დაჩი გამომივლის და გავისერინებ.– ლოყაზე მაკოცა, უკვე კარიდან გადიოდა, მკლავზე ხელი რომ გამოვდე და გავაჩერე.
–მოიცა... რეზიიიიი– ხმამაღლა დავიყვირე, კახიც და რეზიც ერთდროულად გამოვარდნენ კახი სამზარეულოდან, რეზი კი კიბეებზე დაეშვა.
–რა იყო ნაკო?– ორივემ ერთდოულად მკითხა.
–ვაიმე– ერთი შეჰკივლა მარიამმა და ჩემს კლავებში ჩაეცვენა. სიცილის საშუალებაც არ მქონდა, მარიამი ძლიერად დავიჭირე.
–მარიამ– სახეზე ხელი შემოვატყი– მარიი. გამოფხიზლდი გოგო– კიდევ ერთხელ დავარტყი– ერთ–ერთმა ნიშადურის სპირტი მოიტანეთ, მეორემ მარიამი აიყვანეთ.
უცებ გავეცი ბრძანება, კაჰუნა მარიამისკენ წამოვიდა და ხელში აიყვანა, რეზი კი ნიშადურის მოსატანად გაიქცა, მისაღბში შესვლისას დედაჩემმა ერთი შეჰკივლა და ჩვენ მოგვარდა რა უქენით ბავშვსო. სიცილი მინდოდა, მაგრამ სიტუაცია არ იყო ისეთი რომ გამეცინა, ამიტომ თავი შევიკავე.
რეზის დაფეთებულმა გამოვტაცე ნიშადური ხელიდან და მარიამთან ჩავიმუხლე. ფლაკონის გახსინსას სუნმა მეც კი შემაწუხა, მარიამი შემეცოდა ამით გამოსაფხიზლებლად, ისეთი მყრალი სუნი აქვს.
–რაღაც უცდი გოგო– შემომიღრინა კაჰუუნამ, მეც ნიშადურის ფლაკონი მარიამის ცხვირს მივუხალოვე, ნელნელა გამოფხიზლება დაიწყო, თველები გახელისას ისევ ისეთი რეაქცია ქონდა.
–ვაიმეე– შეჰკივლა კიდევ ერთხელ
–მოიცა გული არ წაგვიდეს, ეს რეზის ტყუპისცალია კახია– ცუებ მივაყარე და თავი ავაწევინე– არ გეჩვენება ორნი არიან, ისევ გული არ წაგივიდეს გეხვეწები რა.
–როგორ ხარ მარიამ?
–უკეთ ვარ მგონი– დაბნეულმა ამოილაპარაკა, ისევ გაწითლდა.
და ახლა მართლა ვერ შევიკავე სიცილი და გულიანად ავხარხარდი, იატაკზე მოვჯექი და ისე ვიცინოდი, ყველა მე მიყურებდა.
–აუ მარიამ შენი სახე რომ გენახა– სიცილის დროს ძლივს წარმოვთქვი, ისევ ისე ხმამაღლა ავხარხარდი. სიცილში მალე ჩემი ძმებიც ამყვნენ, შემდეგ კი მარიამსაც გაეცინა, ასე ერთხმად ვიცინოდით ოთხივე.– აუ მართლა რა სასცილო იყავი იცი?
–აბა რა გეგონა? ჯერ ერთი დაბლა მხვდება, მეორე მაღლა, რომელსაც სხვა ზედა აცვია, შენ კიდე ამბობ რომ რეზია, პირველად ყურადღება არ მივაქციე და მეორედაც რომ იგივე მოხვდა დავეჭვდი, ისიც კი ვიფიქრე გავგიჟდითქო, მერე ორივე ერთად რომ გამოვიდა, მელანდებათქო გავიფიქრე და გულიწამივიდა.
–კარგი ახლა დამშვიდდი, სიმართლე იცი იმედი მაქვს კიდევ არ წაგივა გული, თორე მე ვეღარ მოაგასულიერებ.– სიცილით ვუთხარი.
–აქეთ არ გახდე მოსასულიერბელი– თავზე ხელი წამომარტყა კაჰუნამ და სავარძელში დაეხეთქა.
–შენ მაგაზე არ იდარდო, მივხედავ როგორმე ჩემთავს– ენა გამოვუყავი– მარიამ შეგიძლია დარჩე ჩემთან.
–დავრჩებოდი, მაგრამ დედა დღეს მარტოა სახლში, ახლა დაჩი გამომივლის და წავალთ ერთად.
–დაჩი ვინაა?– მის გვერდით ჩამოვჯექი დივანზე და წარბაწევით შევხედე– შეყავრბეული გყავს და არ ვიცი?
–დეიდაშვილია ჩემი, ჩვენს კლასში სწავლობს.
–ისე მეუბნები მაგას თითქოს ყველას ვიცნობდე.
–ხო ისე არც გეცოდინება, არც გუშინ და არც დღეს არ ყოფ... უკვე მირეკავს, ალბათ მოსულია– ფეხზე წამოდგა, მასთან ერთად მეც წამოვდექი.
–მარიამ შვილო გამოგვიარე ხოლმე– თბილად დაემშვიდობა დედაჩემი.
–რათქმაუნდა მილა დეიდა. ნახვამდის– ხმამაღლა დაიძახა ტყუპებსაც რომ გაეგოთ.
–კარგად მარიამ– ერთხმად გამოსძახეს ორივემ. ძალიან მიყვარს როდესაც ესეთი დამთხვეულად ლაპარაკობენ ხოლმე. ჯერ ერთმანეთს უბღვერენ და მერე ეცინებათ ხოლმე... ჩემი შტერი ძმები.
დაინტერესებული ბავშვივით მარიამი ჭიშკრამდე მივაცილე, რატომღაც გული სასიამოვნოდ მიფრიალებდა, გარეთ გახედვისას ბიჭების მთელი ბანდა დავინახე. ყველა ჩვენი კლასელი ბიჭი იყო, მათშორის ნიკოლოზიც და იაკობიც.
მისი მომღიმარი სახის დანახვისას მეც გამეღიმა, გაბადრული სახით გავედი გარეთ და ბიჭებს მივესალმე.
–გისწავლია გამარჯობის თქმა– ისევ ეს ირონიული ტონი
-pf მომაშორეთ ეს აქედან– ხელის აქნევით ვთქვი– მარიამ სახლში რომ მიხვალ მომწერე, არ დაგავიწყდეს იცოდე.
–კარგი ჰო მიდი შედი სახლსი არ გაცივდე მარტო მაიკით, რომ დგახარ.
–ნუ დადრობ მარიამ, არ გავცივდები, მერე არც მოჩვენებები დამეწყება და არც გული წამივა.– ხითხითით ვუთხარი და სანამ ხელს მომარტყავდა მანამდე შევქანი ჭიშკარში.
–ნახვამდის ყველას და ნახვამდის იაკობ– ხმამაღლა დავიძახე– ესეც ჩემი ზრდილობა– კიბეები ხითხითით ავირბინე. სახლში შესვლისას გულზე ხელი მივიბჯინე, ზედმეტად ძლიერად ძგერდა.
დაღლას მივაწერდი, მაგრამ დღეს ისეთი არააფერი გამიკეთებია, ჩემი გული ასე უცნაურად არ ძგერს ხოლმე, მე კი ეს არ მომწონს.

მეასკუთრე ჩოფლიანი!
–დედაა მომაშორე ესენი აქედან
შაბათი დღის დილა როგორც ყოველთვის ჩემი ყვირილით იწყება. 12 საათამდე ყველა სახლში ვართ, შემდეგ მამა სამსახურში მიდის, მას ტყუპები მიჰყვებიან უკან. დამიანე კი მის სტომატოლოგიურ ცენტრში მიდის, სახლში კი მარტო მე და დედა ვრჩებით.
მაგრამ 12 საათამდე დრო ბევრი აქვთ სამ მუტრუკს, რის გამოც ძილს არ მაცდიან, კაჰუნა სიმღერებით მაღვიძებს, რეზი ჩემს საწოლზე ხტუნაობს, დამიანე კი კარებში დგასა და უცნაურ ხმებს უშვებს. აი ასეთი გიჟი ოჯახი მყავს.
–Hi Barbie. Hi Ken! Do you wanna go for a ride? Sure Ken!. Jump in...
I'm a Barbie girl, in the Barbie world, Life in plastic, it's fantastic!
You can brush my hair, undress me everywhere, Imagination, life is your creation
Come on Barbie, let's go party!
ქალის ხმით წივიც კაჰუნა, მე კი მისი მოკვლა მინდება ამ წამს. დამიანე მეორე ხმაში ერთვება და ბოხი ხმით გაჰყვირის სიმღერის ტექსტს, რომელიც მიახლოებით იცის. რეზი კი ჩემს გარშემო დახტუნავს.
–აუჩ– დავიყვირე– ფეხიიი– დრამატულად წამოვვარდი საწოლიდან და ფეხზე ხელები მოვიჭირე. სამივემ გაჩუმდა და მე მომაჩერდა.
–აბა მანახე– მზრუნველობა გამოიჩინა დამიანმა და საწოლზე ჩამოჯდა, გარშემო ტყუპებიც მოგვიჯდნენ. დამიანმა წვივი ჯერ ერთ მხარეს გადამირტიალა, გამოცდილივით წამოვიკვნესე, შემდეგ მეორე მხარეს გადაატრიალა და იგივე გავიმეორე.– აქ გტკივა?– ხელი ძლიერად დამაჭირა მცირე წვივთან.
–ხოოო იდიოტო ცოტა ნელა–მხარში ხელი გავატყი.
–ვირივით რომ დახტიხარ ხოლმე მაგის ბრალია– კაჰუნა გაუბრაზდა რეზის, რის გამოც მიიღო დარტყმა მუცელში.
–შეწყვიტეთ და დამტოვეთ მარტო ჩემ მოტეხილ ფეხთან ერთად– გაბრაზებულმა სამივეს შევუღრინე– კიდე აქ ხართ? გაქრით აქედან მალე მალე– ყვირილი მოვრთე.
ერთმანეთის მიყოლებით გაქრნენ ოთახიდან, რაზეც ბოროტულად ჩავიცინე. სანამ არ მოვატყუებ მანამ არ უნდა შემეშვან, ხოდა ახლა იყვნენ ეგრე. რეზი კი მეცოდება ახლა ლექციების მოსმენა მოუწევს დამიანესგან, რომ უფრო ფრთხილად უნდა იყოს და ასე შემდეგ.
მე კი ტკბილად ძილს გავაგრძელებ, მაგრამ ჯანდაბა ამათ უკვე გამოვფხიზლდი, რაღა აზრი აქვს უაზროდ კოტრიალს... ხანდახან ვერ ვიტან ჩემ ძმებს, მაგრამ მხოლოდ ხანდახან.
სააბაზანოში შესულმა აბაზანა ჩემს ნებაზე მივიღე, არსად არ მეჩქარება არც სისწრაფეა საჭირო, მაგრამ მშია, ძალიან ძალიან მშია.
სპორტულები უცებ ამოვიცვი, ჩემი ფაფუკ ჩუსტებშიც ჩავყავი ფეხი და ჩემი ოთახი დავტოვე, სირბილით ჩავედი დაბლა და სამზარეულოში ბუზღუნით შევაჭერი. ჩემს კუნთვილ სკამზე ჩამოვჯექი.
–დე რამე მაჭამე რა, კატლეტები თუა შემითბე. მიდი რა გეხვეწევი, უცებ თორე გამიხმა კუჭი– მაგდაზე თავი ჩამოვდე, ოთახში დაბარებულივით შემოვიდა სამ მუტრუკი. ფეხის ხმაზე მივხვდი რომ ჩემს უკან გაჩერდნენ.
–რამე დავაშავე?–თავის აუღებლად ვკითხე მათ.
–ვიღაცას ფეხი ტკიოდა– გაბრაზებული რეზის ხმა გავიგე.
–მერე ვინ თქვა რომ არ მტკივა? ძლივს ჩამოვედი კიბეებზე.
–ხო იმიტომ იძვროდა მთელი სახლი– საუბარში დამიანე ჩაება–ნაკო ახლა ხო იცი რაც მოგივა?
–რა?– უცებ გავსწორდი და სამივე შევათვალიერე, ბოროტული ღიმილი ქონდათ აკრული სახეზე.– არ შემეხოთ. დედა უთხარი რომ არ შემეხონ– ყვირილი დავიწყე, მაგრამ ეს რას მიშველიდა, დამიანემ ხელში ამიტაცა, სამზარეულოდან გამაქანა და დივანზე დამახეთქა, შემდეგ კი სამივემ შემომიტია, კაჰუნა ხელებს მიჭერდა და თან მღეროდა. ის ორი კი ჩემს წამებას განაგრძნობენენ, ჩემი სიცილი მთელ სახლში ისმოდა, ჰაერიც აღარ მყოფნიდა, მაგრამ მაინც არ ჩერდებოდნენ.
–We are the champions, my friends, And we'll keep on fighting 'til the end.
We are the champions.We are the champions. No time for losers
'Cause we are the champions of the world.
კაჰუნა ამ ყველაფერს შესაფერისი სიმღერით აფორმებდა, რაზეც ჩემ ძმებსაც ეცინებოდათ. ბოლოს როლებში ისე შიეჭრა რომ ხელი გამიშვა,მეც ვიფიქრე თავს დავიძვრენთქო, მაგრამ დამიანმა გაქცევის უფლება არ მომცა, დამიჭირა და ისევ გაგანრძო ჩემი წამება.
–რა პატარა ბავშვებივით ხართ?– მამას ხმა მომესმა, ბართან იდგა და კედელს ეყუდებოდა.
–არ არიან თუ? თავში ტვინი კი არა დაღეჭილი საღეჭი რეზინა უდგიათ– სიცილით ვუთხარი მამას და დამიანის ჩქმეტის გამო სასაცილლოდ დავიკლაკნე.
–რამხელა ენა გააქვს გოგო– გამიბრაზდა დედაჩემი, რომელიც სამზარეულოდან დანით ხელში იყო გამოსული. მამას გვერდით დაუდგა და ორივემ თბილი მზერით გადმოგვხედეს ოთხივეს.
აი რატომ მიყვარს ჩემი მშობლები, საოცრებები არიან ორივე, ვგიჟდები მათზე, სამაგალითოები ჩემთვის და ჩემი ძმებისთვის.
–დე აბა ერთწამს ეგ დანა მათხოვე.– მისკენ წავიდა რეზი.
–რათგინდა?– შეიცხადა დედამ.
–ნაკოს ენა უნდა მოვაჭრა– სერიოზულად ჩაილაპარაკა– მართლა.– თავის ქნევით დაადასტურა.
–აააა, სადისტებო, გამიშვით– ავყვირდი ისევ, დამიანმა მისი მკლავებიდან გამათავისუფლა– სამაგიეროს გადაგიხდით ამისგამო– ბოროტულად ჩავიცინე და სანამ კიდევ ერთხელ დამიჭერდნენ მანამ გავიქეცი და მამას უკან დავდექი.
–მიშო გამოუშვი– დამიანი მამას წინ დადგა და ჩემი დაჭერა უნდოდა, მაგრამ მამა არ უშვებდა. იმედი ვქენით რომ თამაშში მშობლებიც ავიყოლიეთ. დილაადრიან გიჟებივით დავრბოდით სახლში, დედა დამიანეს ყავდა მომწყვდეული და მას აბრაზებდა, დედაც დიდი ქალივით უბრაზდებოდა, მამა ჩემკენ იყო, ამიტომ ის რეზიმ გააკავა და მისი გამოშვების უფლებას არ აძლევდა, მე კი კაჰუნა მომსდევდა სიმღერ– სიმღერით.
–ვითამაშეთ გვეყო, მოემზადეთ და გავიდეთ– დივანზე მიწოლილები მძიმედ ვსუნთქავდით ყველა. ადგომის თავი არავის ქონდა, მე არაფერი მადარდებდა, დღეს მაინც ვისვენებდი, ასე რომ თავისუფლებით ვტკბებოდი.
–დღეს არ წამოვალთ– გააპროტესტა კაჰუნამ.
–დღეს შეხვედრაა რასაც ორივე უნდა დაესწროთ, ამიტომ ასკუპდით მალე– ცოტა მკაცრად უთხრა, მაგრამ ბოლოს მაინც დაარბილა ტონი, მის ნათქვამ 'ასკუპდი'–ზე გულიანად გამეცინა.
–დეე დავრჩებით მალე მარტო მე და შენ– გადავხედე დედას, რომელიც ისევ ისეთი თბილი სახით გვიყურებდა ყველას. ეს ქალი უბრალოდ საოცრებაა.– მაგრამ არა– ბოროტულად ჩავიცინე– ცოტახანში დამიანთან წავალ და ხელს შევუშლი, სულ ცოტაზე– სიცილით ვუთხარი.
–ნუ ხარ გოგო ბოროტი– გამიბრაზდა დედაჩემი.
–ოოო აბა ის კაი იყო რომ გამაღვიძეს, მერე კიდე რეები აღარ მიქნეს.
–ადე ადე, გშიოდა წეღან შენ.
–ახლაც მშია, ჩემ კუჭს ყოველთვის, ყოველთვის შია.
სამზარეულოში ხტუნვა–ხტუნვით შევედი და მაგიდაზე ადგილი დავიკავე, დედამაც მალე გამიშალა მაგიდა, გემირელად შევექცეოდი საჭმელს.
–ჩემ კატლეტს არ გაჭმევ– ხელი დავაფარე თეფშს, როდესაც ოთახში კაჰუნა შემოვიდა.
–ხო იცი მე როგორ მიყვარს, ერთი მარტო– ყელი სასაცილოდ გამოწელა.
–მხოლოდ ერთი– ჩემ თეფშს დავხედე და ყველაფე პატარა მივეცი რომ ეჭამა.
–საყვარელი ძმისთვის მხოლოდ ეს გემეტება?
–ჩემი ძმა კი ხარ, მაგრამ კუჭმა მითხრა ჩემი არაფერი არააო, ასე რომ მაგაზეც დაკმაყოფილდესო, წადი ახლა გეჩქარება შენ.– ხელი ავუქნიე და ისევ განვაგრძე ჭამა.
–დეე შუ სად დევს?
–მანდ თაროზე ნახე.
ყველა თარო გადავქექე, ვერსად ვერ ვიპოვე, მოვკლავ დამიანს თუ შემიჭამა. ისევ ახლიდან ჩამოვუარე თაროებს და ყველა შევამოწმე, მაცივარი ამოვატრიალე , მაგრამ ვერსად ვერ ვნახე.
–სადაა დამიანე?– კარებში გავვარდი, მეგონა იქ დამხვდებოდა, მაგრამ ის უკვე წასული იყო, კარებში მხოლოდ დედა, მამა და ტყუპები იყვნენ.
–რა მოხდა?
–ჩემი შუ ჭამა და უნად მეცემა– ამაყად გავიჯგიმე, ისე თითქოს მაგის გამკეთებელი მართლაც ვიყავი. რეზიმ თმაზე ხელი დამადო და სიცილით ამიჩეჩა, რისგამოც ჩემგან ძლიერი დარტყმა მიიღო მუცელში– იმას თუ არა შენ ხო მაინც მოგერევი.
–ცემა არ აგცდება– მუქარის ტონით მითხრა ჩახუტებისას და თავზე მაკოცა.
–მომშორდი რა– სიცილით მოვიშორე– წარმატებები. დე მე შუზე წავალ მაღაზიაში და მერე დამიანესთან.
–ჭვიანად იარე– ჭიშკართან მისულს რეზიმ მომაძახა, ჰაერში ხელი ავიქნიე.
გეგმა ჩამოყალიებული მაქვს, ვიცი რომ დამიანთან ერთი გოგო ხშირად დადის ხოლმე, ხან ვინ მიყავს, ხან ვინ. ოღონდა დამიანი ხშირად ნახოს ხოლმე, დამიანსაც მოსწონს მაგრამ როგორც მუდო და ამ ყველაფერში გამოუცდელი ვერ ხვდება რომ იმ გოგოსაც მოსწონს.
–დღეს სიყვარულის ანგელოზი კუბიდონი ვიქნები ისრების გარეშე– ჩემთვის ჩავილაპარაკე და მაღაზიაში შევაჭერი. იქიდან კი შუ–თი დამშვენებული გამოვედი. ვიფიქრე ტაქსით წავალთქო, მაგრამ ფეხით გავლა ვარჩიე.
სტომატოლოგიური ცენტრის წინ ვიდექი და ჩემ გეგმაზე გულში ვხარხარებდი, ვიცი გამიბრაზდება, მაგრამ მე რომ ეს არ გავაკეთო შინაბერა დარჩება.
კიბეები მხიარულად ავირბინე და კლინიკაში შევედი, ბევრი ხალხი არ იყო, ანას ჩემი შუ დავუტოვე და ჩემი ძმის კაბინეტში დაუკითხავად შევაჭერდი, კი მითხრა ანამ გაბრაზდებაო, მაგრამ ვინ უსმენს?
–ანა რამდენჯერ გითხარი კარზე დააკ... ნაკო?
–რაიყო არ გაგიხარდა ჩემი დანახვა?– მისკენ წავედი და გვერდით ამოვუდექი, პაციენტი ახლოდან შევათვალიერე, საკმაოდ სექსუალური გოგო იყო 22წლის იქნებოდა. მის მზერაში მალევე დავინახე ის რასაც ბევრ გოგოში ვხედავ როდესაც ჩემ ძმას უყურებს, კი ვიმოქმედებდი, მაგრამ ეს ჩემი ძმისთვის არ მემეტება.
–ხომ იცი არ მიყვარს როდესაც მუშაობაში ხელს მიშლიან, ამიტომ გადი ახლა გარეთ და მერე დაგელაპარაკები.– წარბშეკრულმა მითხრა, შემდეგ კი პაციენტს მიუბრუნდა.
–კარგი რა, ხო იცი როგორ მინდა სტომატოლოგობა, მიდი ამიხსენი რას აკეთებ და მეც მოგისმენ, გეფიცები ხმას არ ამოვიღებ– ხელით ვანიშნე ვითომ ტუჩები ელვით გადავკეტე, ჩემ ბავშურ საქიცლზე გაეცინა.
–ხმა არ ამოიღო– თითი დამიქნია.
–ჩათვალე დავმუნჯდი–ხელები ავწიე. პაციენტს მეორე მხრიდან მივუახლოვდი და დიდი ინტერესით დავაკვირდი რას აკეთებდა დამიანე, პარალელურად მიხსნიდა. ყველაფერი მესმოდა, რადგან კბილის აგებულება უკვე ნასწავლი მქონდა ბიოლოგიაში.
–ესეც ასე, ორ დღეში მოდი კიდევ ქეთევან– გააფრთხილა მკაცრად და სახიდან პირბადე მოიხსნა.
–ნახვამდის დოქტორო დამიანე– ქალმა ვნებიანი ხმით წარმოთქვა და კაბინეტი დატოვა.
გამაფრთხილებელი მზერა მტყორცნა, რომ არ გამცინებოდა, რამდენიმე წამი მაინც ვითმინე, მაგრამ ბოლოს მიანც ამიტყდა ხარხარი და ვეღარც გავჩერდი, 'დოქტორო დამიანე' ასე პირვლად მიმართეს ჩემ ძმას.
–აუუუუ, ცუდად ვარ შენთავსვფიცავარ– სიცილით გავწექი იქვე დადგმულ თეთრ დივანზე– დოქტორო დამიანე– ქალს მივბაძე და მასსავით წვრილი ხმით წარმოვთქვი– არ შემიძლია.
–ნაკო მორჩი ახლა თორემ წიხლისკვრით გისვი აქედან.
–არა რაა... კარგი არჩევანი გავაკეთე აქ რომ მოვედი– სიცილით ვუთხარი– შესვენება რომელზე გაქვს?
–ერთსაათში, მანამდე ორ პაციენტს მივხედავ, შენ კიდე გ ა დ ი აქედან
–კარგი კარგი ჰო გავდივარ, რაიყო რა ჭირი გეტაკა–სიცილით გამოვედი დამიანეს კაბინეტიდან და ანასთან მივაჭერი.
–აბა ანიკო ხო არ გაბრაზებს ჩემი ძმა?
–ხანდახან ძალიან მკაცრია– შეჭმუხნული სახით თქვა და თვალები აატრიალა– იცი რა მინდა ყელში წავუჭირო თითები და სადმე კედელზე მივახრჩო, მაგრამ ხანდახან ისეთი საყავრელია ხოლმე რო რავი რა, ასე მგონია დამიანეში ათასი ადამიანი ცხოვრობს, ყველა თავისი ხასიათებით
–ვაიმე– ცოტა ხმამაღლა მომივიდა, რის გამოც პაციენტების ყურადღება მივიქციე– რა კარგად შეგისწავლია ჩემი ძმა, თუ გინდა ერთად მივახრჩოთ, არ ვარ წინააღმდეგი
–რა საყავრელი ხარ– სიცილით მითხრა და ლოყა გამაგლიჯა.
–უკაცრავად– საუბარი ნაცნობმა ხმამა გაგვაწყვეტინა.
–გამაჯობათ, სტომატოლოგიური კლინიკა თუ კბილი გძვრება მოდი და დაგაძრობთ, კლუჩების მეტი რა გვაქვს, თქვენს მომსახურებაშია, რა გნებავთ?– სანამ რაიმეს იტყოდა ანა მანამ დავასწარი და სასცილო მონოლოგით გამოვედი.
–დააფრთხობს ეს ყველას– სიცილით თქვა ანამ, მე კი იაკობს მივაჩერდი, რომელსაც ხელში პატარა გოგონა ეკავა. ჩემი სიტყვების გაგონებისას სახე მოეღრიცა და ტირილისთვის მოემზადა.
–ნინიკო არ იტირო ახლა– გაბრაზებულმა უთხრა და დაბლა დასვა პატარა გოგო. ისეთი თვალებით უყურებდა მას კი არა მე შემეშინდებოდა.
–რა უხეში ხარ, ველური– შევუღრინე – ჰეი პატარავ, მე ნაკო ვარ– ხელი გავუწოდე.
–ნინი– შეშინებულმა ჩამომართვა ხელი და იაკობის უკან დაიმალა.
–წეღან რაც გითხარი გეხუმრე, მართლა კი არ დაგაძრობს კბილებს, იცი რა კარგი ბიჭი ზის იქ– დამიანის კაბინეტისკენ გავიშვირე ხელი– მოგეწონება.
–მართლა?
–ხოხო, წამო თუ გინდა გაგაცნობ, კარგი ბიჭია– ხელი გავუშვირე, მანაც სწრაფად ჩამჭიდა ხელი , დამიანეს კაბინეტში ისევ დაუკაკუნებლად შევაჭერი.
–დამი ნახე ვინ მოგიყვანე
–ოჰო, რა ლამაზი გოგოა– ღიმილით უთხრა ჩემმა მუტრუკმა ძმამ, ახლა რომ ვუყურებ მეღიმება, ვიცი რომ შესანიშნავი მამა იქნება, მე კი შესანიშნავი დეიდა, ასე რომ ეს საქმე მალე უნდა მოგვარდეს.
–ნინიკო ხომ დარჩები მასთან? პირობას გაძლევ არაფერს გატკენს
თავის ქნევით დამთანხმდა, სკამზე დავსვი და ჩემი ძმა კაბინეტში მარტო დავტოვე, ძალიან მაინტერესებდა იაკობი ასე უხეშად რატომ მოექცა ბავშვს, თუ სწორად ვხვდები მისი და აირს.
–იაკობ შეიძლება ვისსაუბროთ?– მხარზე ხელი ჩამოვადე და მის გვერდით ჩამოვჯექი.
–ვიცი რაც გაინტერესებს. მაგრამ ამაზე საუბარი ნადმვილად არ მსურს შენთან– წარბშეკრულმა სწრაფად მომაყარა. მუხლებზე ხელები ჩამოდო და მომუშტულ ხელებს დაეყრდნო.
–კარგი როგორც გინდა, უბრალოდ ერთს გეტყვი, რაზეც არ უნდა იყო გაბრაზებული მას ასე აღარ დაელაპარაკო, ჯერ ერთი რომ ის ბავშვია და მერე იმიტომ რომ ძალიან ატკენ ამით გულს..
–არ მაინტერესებს, მარტო დამტოვე თუ შეიძლება
–კარგი– ფეხზე წამოვდექი და ისევ ანასთან მივედი, მის გვერდით ჩამოვჯექი და მხარზე თავ დავადე, ჩამი ხასიათი ასე უცებ წახდა. არაფრის ხალისი აღარ მაქვს, არც შუ მინდა და არც დამიანეს გაბრაზება. აღარც დეიდობა და საერთოდ არაფერი მინდა ახლა.
–ნაკო რა მოგივიდა? რა გითხრა ასეთი?
–ყველაფერი კარგადაა–ეს სიტყვები თითქოს თავისგასამხნევებლად წარმოვთქვი, მაგრამ ასეც იყო.
არ ვიცი რატომაა ასეთი უხეში, არამგონია ნინი მისთვის მეზობლის შვილი იყოს, ან ვინმე ნათესავის, ასე უხეშად არ მოექცეოდა, მაგრამ რაცარუნდა იყოს რატომ ექცევა ასეთ პატარას ასე უხეშად? რა უნდა დააშავოს ასეთმა პატარამ რომ ასე უყვირო?
ასეთი უხეში იაკობი გუშინ იყო, როდესაც სკოლის დირექტორს ესაუბრობოდა, როგორც ვხვდები არც ისეთი კარგი მდგომარეობა აქვს ოჯახში.
იაკობი... იაკობი... იაკობი და კიდევ უამრავი კითხვა მის გარშემო. ასე მგონია რომ ამოუცნობი ობიექცია, ბევრი ხიფათით, უცნაური დამოკიდებულებებით, უცნაური საქციელებით. მაგრამ მე ასეთი მომწონს, განსხვავებულია ყველასგან და სწორედ ეს განსხვავებულობა ქმნის იმ იაკობს რომელიც წეღან გაბრაზდა ჩემზე, ან გაბრაზებული იყო ცხოვრებაზე და ჩემზე იყარა ჯავრი.
'ნაკო და იაკობი' მგონი კარგად ჟღერს, მე მომწონს.
ნაკო წერეთელი და იაკობ...
და აი საოცრებაც, მომწონს ბიჭი რომელიც არის ჩემი კლასელი და მე მისი გვარიც კი არ ვიცი... ჰოი საოცრევაბ, ახლა მასთან ვერ მივალ და იმასვერ ვკითხავ იცი წეღან 'ჩვენზე' ვფიქრობდი და უცებ შენი გვარი ვერ გავიხსენე, ვერ გავიხსენე რა არც ვიცოდი–თქო. ჰმ...
–ანა საბუთებში ნახე აბა ამ პაციენტის გვარი
–ნინი ჩოფლიანი, სვანი ყოფილა.
ჰმ... იაკობ ჩოფლიანი, ცოტა სასაცილოდ კი ჟღერს, მაგრამ მე მომწონს
'ნაკო წერეთელი და იაკობ ჩოფლიანი'
არა რა, უნდა ვაღიარო შეუდარებელი წყვილი ვიქნებით, ისე ქმრის გვარზეც ხომ არ გადავსულიყავი? ნაკო ჩოფლიანი, მგონი კარგია არა?
ეჰ ნაკო... ოცნებებმა გაგიტაცეს, უკვე მერამდენედ შევქმენი დრამა, არ მომწონს მე ეს, მაგრამ იაკობი მომწონს, ძალიან ძალიან მომწონს და ის ჩემი გახდება!
თავი მამაკაცი მგონია ამაზე რომ ვფიქორბ, მაგრამ რა ვქნა, უკვე დავიჩემე.
–აააააააა– ყვირილის ხმა მომესმა დამიანეს კაბინეტიდან. ფეხზე წამოვიჭერი და კაბინეტისკენ წავედი, იაკობს კინაღამ დავეჯახე, მაგრამ თავის შეკავება მოვახერხე. მისი გვერდის ავლით შევედი კაბინეტში. ნინა სავარძელზე იჯდა და შეშინებული თვალებით უყურებდა დამიანეს, რომელსაც ხელში ხელსაწყო ეჭირა.
–ნინი ნუ გეშინია, არ გეტკინება– არწუმებდა დამიანე– თუ გეტკინა აღარ გამოვიყენებ.
–არ მეტკინება?
–არა არ გეტკინება– ღიმილით უთხრა დამიანემ, კაბინეტიდან გასვლას ვაპირებდი როცა დავინახე როგორ იდგა კარებში იაკობი და როგორ უყურებდა ნინის, დამფრთხალი სახით. ღიმილით მივეჭერი მასთან, ხელზე ხელი მოვკიდე.
წამით დამავიწყდა რა უნდა გამეკეთებინა, მისმა თბილმა თითებმა ცოტა დამაბნია, ან უფრო იმ ჟრუანტელმა რომელიც შეხებისას ვიგრძენი.
კაბინეტში შემოვიყვანე და ნინის გვერდით დავაყენე. პატარას ხელი ავიღე და იაკობის ხელზე დავადებინე. ძლიერად მოუჭირა ხელი, თითებიც კი გაუთეთრდა, ეტყობოდა როგორ ეშინოდა.
–იყავი თბილი– მის ყურთან დავიჩურჩულე და გვერდის ავლით ოთახიდან გამოვედი. მუცელზე ხელი ძლიერად მოვიჭირე, ეს შეგრძნება რაღაც ახალია ჩემთვის, თითქოს შიგნით რაღაცა გადატრიალდა, არ ვიცი რა იყო ეს.
–ანა მგონი ვკვდები– მის მკლავებში ჩავებერყე– რა იყო ეს ახლაც ვერ ვხვდები. მგონი გავგიჟდი ანუკააა
–რა მოგვიდა გოგო.
–მგონი მიყვარდება....–ჩუმად ჩავიდუდღუნე და თვალები დავხუჭე.
ჩემი სიტყვების გააზრება მიჭირდა, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, ბიჭს რომელსაც ალბათ გულზე არ ვეხატები, მე ნაკო წერეთელს საშინლად... საშინლად მომწონს. მისი ღიმილი, მისი გამოხედვა, თავდახრილი ჩაცინება. ის ბრაზიც და ირონიული ტონიც. ისეთი მომწონს როგორიც არის და ნამდვილად არ მინდა შეიცვალოს, მინდა სულ ასეთი იყოს, ისეთი როგორიც გავიცანი და მომეწონა.
პირველად... სულ პირველად ვიგრძენი ბიჭის შეხებისას ჟრუანტელი, თითქოს მთელი ტანი დამეხორკლა და დამემუხტა. ჩემმა მუცელმა კი მიმახვედრა რა იყო მუცელში პეპლების ფრენა, მაგრამ პეპლები კი არა ეს უფრო სხვა იყო. თითქოს ყველა ორგანიზმი წამით დაპატარავდა, ერთმანეთში აირია და მერე თავისადგილს დაუბრუნდა ძველებურ ფორმაში. უცნაური იყო და შოკისმომგვრელი.
–გამარჯობათ– გოგონას წიკვინა ხმამ გამომაფხიზლა.
ჩვენ წინ ორი გოგო იდგა, ერთ–ერთი ჩემ ძმას რომ მოსწონს ის გოგო იყო. ერთი რაც მასში მომწონდა უბრალოება იყო, შავი ფერის თმა ქონდა, ყავისფერი არაფრით გამორჩეული თვალები, ლამაზი ღიმილით, გამხდარი იყო, მაგრამ არა ძალიან და ალბათ ჩემ სიმაღლე იქნებოდა.
–გამარჯობა თათა, რით შემიძლია შენი დახმარება– თვალების ტრიალით კითხა ანამ, მის შემხედვარეს ფხუკუნი დავიწყე.
–ჩაწერილი არის ჩემი მეგობარი, სალომე.– დაიწიკვინა უცებ. რატომღაც მისმა ხმამ ძალიან გამაღიზიანა.
–დაელოდეთ, დამიანეს პაციენტი ყავს, რომ გათავისუფლდება დაგიძახებთ– ღიმილით მოიშორა თავიდან.
წარბშეკრული ჩემს გვერდით ჭამოჯდა და გაბრაზებულმა ერთი ამოიღრინა.
–როგორ ვერ ვიტან ამ გოგოს, ყოველდღე მოდის, ხან ვის მოყვება ხან ვის
–არადა დამიანეს მოსწონს და ფაქტია რომ ამ გოგოსაც– ფურუტუნით ჩავილაპარაკე.
–რაა? მართლა მოსწონს დამიანეს?– შეიცხადა, ხმაში წყენაც კი გაუკრთა.
–ჰო მგონი მოსწონს, მაგრამ პაემანზე ვერ პატიჟებს– მხრები ავიჩეჩე. გარეგნობით მართლაც კარგი გოგოა, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ გავღიზიანდი მის ასეთ წიკვინა ხმაზე, თითქოს მისმა უბრალოებამ ხიბლი დაკარგა.
–ცუდია– ჩაილაპარაკა და უცებ წამოდგა ფეხზე, დავინახე როგორ გავიდა საპირფარეშოსკენ.
მოიცა ის რა ტიროდა? კი მაგრამ რა დაემართა? იფიქრე ნაკო!
არაა...
დავიჯერო მას ჩემი ძმა მოსწონს და ჩემმა სიტყვებმა გული ატკინა?
ანი და დამიანე თუ თათა და დამიანე?
ნაკო როგორ ხარ ასეთი ბრმა? ჯანდაბა... ამდენიხანი ჩემი სარძლო ჩემს წინ ტრიალებს და მე ვერ კი ვხვდები, გეგმები შეიცვალა, მოვკლავ დამიანეს...
უკვე ფეხზე წამოდგომას და მის კაბინეტში შესვლას ვაპირებდი როცა თვითონ გამოვიდა კაბინეტიდან. ნინი იაკობს ყავდა ხელში აყვანილი, პატარა გოგო ძლიერად ეკვროდა და სლუკუნებდა. დამიანე მათ უკან მოდიოდა.
–ანა სად არის?– გაკვირვებულმა მკითხა.
–საპირფარეშოში– შევუღრინე გაბრაზებულმა და მოულოდნელად ძლიერად გავარტყი ხელი მხარში.
–რა ჯანდაბა გინდა გოგო?– შემომიღრინა და მხარი დაიზილა, გაკვირვებული და გაფართოებული თვალებით შემომყურებდა.
–ვაიმე რომ ვერ გიბრაზდები რა– ხელები მუცელზე მოვხვდიე და ძლიერად ჩავეხუტე– მუტრუკი ხარ, დაუნახავი მუტრუკი.
–რამდენჯერ გითხარი მასე ნუ მეძახითქო გოგო– გამიბრაზდა, მაგრამ თვითონაც მომხვია ხელები. დამიანეს მკლავებში ჩამალულმა იაკობს და ნინის გავხედე. ზუსტად ისე იყვნენ როგორც მე და დამიანე.
–დაუნახავო, ამდენიხანი ჩემი რძალი შენს წინ ტრიალდებდა და შენ ვერც კი ხედავდი მას. შტერი ხარ, მოსიარულე იდიოტი– გაბრაზებული ველაპარაკებოდი და თან ძლიერად ვეხუტებოდი.
–ვიღაცას ცემა უნდა– თმები მომქაჩა– რატომ მლანძღავ.
–ახლა ანა რომ გამოვა მიხვალ მასთან და კითხავ სამსახურის მერე საქმე ხომ არ აქვს, რათქმაუნდა ის გეტყვის რომ სრულიად თავისუფალია, შენ კიდე ბრძანებლური ტონით ეტყვი რომ საღამოს შენთან ერთად პაემანზე წამოვა, მერე დაიხრები და ტუჩთან ძალიან... ძალიან ახლოს აკოცებ. მერე კიდე გაუჩინარდები შენს კაბინეტში. გასგებია?– მოკლედ ჩამოვუყალიბე და ქვემოდან ზემოთ ავხედე მკაცრი სახით.
–რეებს ბოდიალობ?– დაბნეულმა ჩაილაპრაკა.
–ანას მოსწონხარ, შენც მოგწონს. ანასნაირი ლამაზი გოგო როგორ არ უნდა მოგეწონოს?
–ნაკო ბევრს ლაპრაკობ...
–მე არ ვიცი რამდენს ვლაპარაკობ, მაგრამ რაც ვილაპარაკე ხო გაიგე? ხოდა მეტიმც არ მინდა არ გიკითხავს და გითქვამს მისთვის– მუცელზე ვუჩქმიტე.– მე გაგაფრთხილე. თუ არ ეტყვი სახლში არ შემოდგამ ფეხს.
–ვაიმე რა გიჟი ხარ– თავზე მაკოცა და იქით გაიხედა საიდანაც ანა მოდიოდა, თვალებზე შევატყე რომ იტირა. ჩემი საწყალი გოგო როგორ ვანერვიულე... მაგრამ არაუშავს ნაკომ უკვე ყველაფერი გამოასწორა.
ჩემ ძმას გავეცალე და იაკობისკენ წავედი, რომელიც ღიმილით მიყურებდა. ამ ბიჭის ცვალებადი ხასიათი მაოცებს, ცოტახნის წინ მიღრენდა, ახლა კიდე მიღიმის.
–აბა ნინიკო კიდევ გეშინია?– ღიმილით ვკითხე და სახიდან თმა გადავუწიე პატარა ქალბატონს, რომელიც მის ძმას არ შორდებოდა.
სიტყვის თქმის ნაცვლად თავი გააქნია და კიდევ უფრო ძლიერად მიეკრო იაკობს, ხელი ზურგზე დავუსვი.
–გინდა გავისეირნოთ?– ზემოდან დამხედა იაკობმა და კიდევ ერთხელ გამიღიმა.
და უკვე აღარ ვიცი მერამდენედ გამიჩნდა მისი კოცნის სურვილი, მაგრამ ახლაც ხალხი მიშლის ხელს, თორემ ნადვილად ვიყავი ამის გამკეთებელი. ძნელია უყურო მის ვარდისფერ ტუჩებს, რომელიც გიღიმის და კოცნა არ მოგინდეს, მაგნიტივითაა, გიზიდავს.
–წავიდეთ

მესაკუთრე ჩოფლიანი!
იაკობთან და ნინისთან ერთად მთაწმინდაზე ვსეირნობდი, ატრაქციონებზე მე და ნინი ძალიან ვერთობოდი, იაკობი კი შორიდან გვიყურებდა. მგონი ცხოვრებასი პირველად ხდება უცხო პირთან ერთად დროს ასე კარგად ვატარებდე. თავისუფლად ვარ მასთან.
–იაკობ წამოდი შენც– ხელით მოვქაჩე, დიდი ძალისხმევა დამჭირდა დავლილი ჟრუანტელის დასიაგნორებლად. ტუჩები მოვიკვნიტე, ცუდად მოქმედებს მისი შეხება ჩემზე.
–არ მიყვარს ასეთი რაღაცეები, შენ და ნინი დაჯექით, მე კი ჩემ ნაცნობს ვნახავ და მოვალ– მაინც დაიხსნა თავი, ისე როგორც ამას რამოდნიმე საათია აკეთებს.
–წამო ნინი მე და შენ დავსხეთ, ხომ გინდა ეშმაკის ბორბალზე?– მხიარულად ვკითხე და ხელში ავიტაცე.
–წავიდეთ– ხელი კისერზე მომხვია.
კენწეროში მოქცეულები იაკობს მაღლიადან ვეძახდით და ხელს ვუქნევდით, ნინისთან ერთად თავი ბავშვი მგონია და როგორც ის, მეც თავისუფლად ვარ. გადამდებია ეს გრძნობა მაშინ როდესაც ასეთ ბავშვთან ერთად ხარ.
ჩამოსვლამდე რამოდნიმე სელფიე გადავიღე ნინისთან ერთად, შემდეგ კი კისკისით მოვედით იაკობთან , რომელიც გოგოს და ბიჭს ესაუბრებოდა.
–გამარჯობა– ზრდილოის მიზნით მივესალმე და მათთან გავჩერდი, ნინი ჩემ ფეხებს უკან დაიმალა. გაოცებულმა ნინის დავხედე.
გოგო როდესაც შევათვალიერე მივხვდი რომ იაკობის ნათესავი იყო, მსგავსება მათშორის დიდი იყო და მაინც გოგოსაც სწორედ ისეთი ტუჩები ქონდა როგორიც იაკობს, წვრილი და ვარდისფერი.
მამაკაცი კი სულ სხვანაირი იყო, შავი წვერი ქონდა, ამავე ფერის თმა და თვალები. ჩამდგარი ტიპი იყო, საკუთხედი ტანით, სავარაუდოდ რაგბისტია.
–გამარჯობა– გამიღიმა მამაკაცმა– იაკობის შეყვარებული ხარ?– ინტერესით მკითხა.
–დიახ, ნაკო წერეთელი– ხელი გავუწოდე.
–ნიკა ჯაფარიძე, ეს ჩემი საცოლეა ირინა ჩოფლიანი, იაკობის და– ორივემ ხელი ჩამომართვა.
–სასიამოვნოა თქვენი გაცნობა– ღიმილით ვუთხარი და იაკობის გაოცებული სახე დავაიგნორე.
ნელ–ნელა ყველაფერს ვიგებ ჩოფლიანთან დაკავშირებით, დასკვნებიც გამომაქვს და ვხვდები რომ მის ცხოვრებაში დიდი პრობლემებია.
ვიცი რომ ყავს ორი და– ნინი და ირინა.
ასევე ყავს მამა– რომელიც ჩვენი სკოლის დირექტორი ლევანია, ლევან ჩოფლიანი. აქამდე ეს როგორ ვერ მივხვდი? გვარს მაინც დავკვივრბეულიყავი.
დედა... ჰმ დედაზე არაფერი ვიცი, მაგრამ ახლა ვერაფერს ვკითხავ.
ყველაზე ძალიან ის მაოიცებს რომ ნინი მის დას არც მისალმებია, ისევ ჩემ ფეხებსუკან დგას და არც იყურება მათკენ.
–წავიდეთ რა– ხელზე მომქაჩა ნინიმ, თავის მისკენ მივაბრუნე, შევნიშნე მის აცრემლიანებული თვალები, რაზეც გული შემეკუმშა.
–იაკობ ჩვენ ბამბის ნაყინს შევჭამთ, იქით ვიქნებით– გათამამებული მისკენ მივიწიე და ლოყაზე ვაკოცე.
ესეც ასე! დავინახე როგორ დაეხუჭა თვალები და როგორ ჩაეღიმა მე რომ მიყვარდა ისე. ვაიმე მგონი ვგიჟდები უკვე... არა ვგიჟდები არა, მაგიჟებს ეს ბიჭი.
ნინის ხელი ჩავკიდე და ბამბის ნაყინის საყიდლად წავიყვანე. ჩუმად იყო და აღარ კისკისებდა, ხასიათის ცვლაში ძმას გავს.
–ნინი რატომ არ მიესალმე შენ დას?
–ის ცუდია... ბოროტია, მეჩხუბება ხოლმე– ატირებულმა წარმოთქვა. გაოცებულმა დავხედე ბავშვს, ზიზღვით წარმოთქმულმა სიტყვებმა შემძრა, როგორ შეიძლება ასეთ პატარა ბავშვში ასეთი ზიზღი იყოს?
–რატომ ამბობ ეგრე მასზე? ის ხომ შენი დაა...– გაოცებულმა ვკითხე და მასთან ჩავიმუხლე– პატარავ რა ხდება მითხარი– სახიდან თმა გადავუწიე.
–ის... ის ცუდია, მამამ როცა მიმიყვანა მათთან მცემდა ხოლმე, ცუდი გოგოა, ასე მეუბნებოდა დედაჩემი სიკვდილი შენი ბრალიაო, ჩემი დედიკოც წავიდა, მაგრამ მე არ ვეჩხუბებოდი მათ, ისინი კი სულ... სულ მცემდნენ– სლუკუნით ლაპარაკობდა, მე კი გაოცებული ვუსმენდი. ატირებული გულზე მივიკარი და გააზრება დავიწყე მისი ნათქვამის.
ჩოფლიანების ოჯახში დიდი აყალმაყალია როგორც ჩანს, მაგრამ ვერ ვხვდები რა ხდება. ვერ გავიგე რატომ ახსენა დედაჩემიც წავიდაო, ან რატომ აბრალებენ ნინის დედის სიკვდილს. ან როგორ შეიძლება ვიღაც ცემო.
–ნინი არ იტირო კარგი? შემომხედე– თავი ავაწევინე და ცრემლები შევუშრე– შენ ხომ კარგი გოგო ხარ, ძლიერი. არ უნდა იტირო. ხომ აღარ იტირებ?– თავი დამიქნია და სახეზე ხელები შემოიწყო, ცრემლები მოიქმინდა– ახლა ბამბის ნაყინი ვიყიდოთ და კიდევ რაც მოგინდება ის.
–კარგი– გამიღიმა ისევ, ხელი ჩავკიდე და ფეხზე წამოვდექი.– ყველაზე დიდი ბამბის ნაყინი მინდა მე
–წავიდეთ და ვიყიდოთ
გახარებულმა არ იცოდა რა ექნა, როდესაც ყველაზე დიდი ბამბისნაყინი მისცეს, ლამის მასაც კი ფარავდა, ისე სასაცილოდ ჭამდა რომ სიცილს ვერ ვიკავებდი. სახეზე ედებოდა და ტკბილი ხელებით ცდილობდა მის ჭამას, ხან ცხვირზე ედებოდა, ხან კიდე თითები ებლანდებოდა.
–ჩემს გარეშე ჭამთ?– იაკობის სიცილნარვი ხმა მოგვესმა, მხოლოდ ერთხელ შევათვალიერე მისი სახე, თვალები უციმცინებდა, მაგრამ არა ისე როგორც უწინ, მის ღიმილში კი ტკივილი ჩანდა.
–არა არა...შენ გელოდებოდი– უცებ უარყო ნინიმ და მისკენ წავიდა– აჰა ჭამე– ხელი მაღლა აწია და იაკობს ნაყინი მიაწოდა.
–არ მინდა ნინ, შენ ჭამე
–კარგი– მხრები აიჩეჩა და წინ წავიდა, სიცილით გავყევით უკან მე და იაკობიც.
ვიცი რომ უხერხულად უნდა ვიყო, ჩემი ტყუილის გამო, მაგრამ რატომღაც იმწამს მომეწონა ჩემი სტატუსი. იაკობ ჩოფლიანის შეყავრებული ნაკო წერეთელი.
–დასვრილი ხარ– მზრუნველი ხმით მითხრა, ჩემ წინ ოდნავ გადაიწია და დასვრილი მუხლები გამისუფთავა.– ახლა უკეთესია– ღიმილით მითხრა და ჩემი ბამბის ნაყინიდან პატარა მოაწიწკნა.
–ჰეი. ნუ მიჭამ– გაბრაზებულმა ვუთხარი და მუჯლუგუნა ვკარი.
–შეყავრებულს როგორ ელაპარკაები გოგო– დამტუქსა პატარა ბავშვივით. მის სიტყვებზე ჩუამდ ავკისკისდი.
–შენი შეყავრებული ძალიან დაბნეულია და უამრავი კითხვა აქვს.
ვიგრძენი როგორ დაიძაბა, მაგრამ მაინც ღიმილით გადმომხედა.
–მართლა?– ინტერესით აქაჩა წარბები. მოულოდნელად ხელი მოხლებზე მომკიდა და ჰაერში ამაფრიალა.
–იაკობ დამსვი– ხელები დავუშინე, რის გამოც ბამბის ნაყინი დაბლა დმაივარდა. მან კი გაჩერების ნაცვლად სირბილი დაიწყო. ხალხი ღიმილით გვიყურებდა, მუხოცების კი შეშოფებული სახე ქონდათ და ალბათ გულში გვკიცხავენ კიდევაც.
–კარგია ასე?– სიცილით მკითხა და ისევ გაიქცა.
–ააააა– დავიწივლე– დამსვი იაკობ– საჯდომზე ხელი დავარტყი, მაგრამ მაინც არაფერი უმოქმედია, ისევ სირბილი და სიცილი გააგრძელა.
მისი სიცილის მოსმენა ცალკე სიამოვნება იყო, მის ზურგზე გადაკიდებაც და მასთან ასე ახლოს ყოფნაც. არ ვიცი რამ იმოქმედა მასზე და რატომ დადგა ასეთ კარგ ხასიათზე.
–პატარა ცუღლუტო.
–იაკობ ჩემი ტელეფონი, ჯიბიდან მივარდება– უცებ დავიყვირე, რაზეც სწარფი რეაგირება ქონდა, უცებ ჩამომსვა და ჩემი ჯიბეები შეათვალიერა.
–ისეთ გამოცდილ მატყუარას, როგორიც მე ვარ, არ უნდა დაუჯერო საყვარლო– ცხვირზე ხელი მოვუჭირე და ისე სწარაფდ გავიქეცი მეც კი გამიკვირდა. შორს არ გავქცეულვარ, ნინის შეეშინდებოდა თუ ევრ დაგვინახავს. მის წინ დავრბოდით, ის კი კისკისებდა და ჩემს სახელს ყვიროდა.
–კარგი გვეყო, დავიღალე– სიცილით ვუთხარი და მოკეცილ მუხლზე ორივე ხელით დავეყრდენი. ცოფიანი ძაღლივით სასაცილოდ ვსუნთქავდი– ძალიან დავიღალე.
–მეც– სიცილით თქვა ნინიმ. ორივემ მას გავხედეთ და ისევ გაგვეცინა.
–შენ რამ დაგღალა პატარა ქალბატონო?– გვედზე ჩამოუჯდა იაკობი და ცხვირზე თითი წაკრა. ისეთი თბილი და სიყავრულით სავსე იყო მისი ხმა, რომ ნინის მაგივრად მე გავთბი. ასე უფრო საყავრელია, როცა უღიმის და არ ეჩხუბება.
–რავიცი. მეძინება იაკობ– მოწყენილმა თქვა და ძმას მიეხუტა. იაკობს მეორე მხრიდან მივუჯექი და მეც მივეყრდენი მას.
–მეც მეძინება იაკობ.
ჯერ ნინის დახედა, შემდეგ მე შემომხედა.
გაიღიმა.
შემდეგ კი ორივეს ხელი მოგვხვდია.
მის სხეულზე მიკრული, მის სურნელს ღრმად ვისუნთქავდი, რომ დამმახსოვრებოდა, მაგრამ ამ სურნელს რა დამავიწყდებდა? როგორც მისი ღიმილი და ტუჩები, სურნელიც ისეთივე საყავრელი იყო.
მის მკლავებში თავს მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობდი.
როდესაც მისი ტუჩები ჩემს ყვრიმალებზე ვიგრძენი სუნთქვა გამიჭირდა, ჩემ მუცელში აპოკალიფსი მოხდა, სახეზე კი ღიმილი მომეფინა. ეს ბიჭი მაგიჟებს და ჭკუიდან გადავყავარ, როგორ შეუძლა ერთი კოცნით ასე ამაფორიაქოს?
ეს მომენტი უნდა დავაფიქსირო, ისტორიას უნდა შევუნახო დამამტკიცებელი საბუთი. შემდეგ ჩვენს შვილებსაც უნდა ვანახო. ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და კამერა ჩავრთე.
–აბა ყველამ გავიღიმოთ, ახლა ჩიტი გამოფრინდება– სიცილით ვთქვი და ფოტო გადავიღე.
–ნინი ცოტახანში ლევანი მოვა და ხომ გაყვები მას?
–კი. ძალიან დავიღალე იაკობ– ისევ ისე მოწყენილმა თქვა.
მალე ნინი ბატონმა ლევანმა წაიყვანა, ჩვენი ერთად დანახვა ძალიან კი გაუკვირდა, მაგრამ არაფერი უკითხავს არც ჩემთვის და არც იაკობისთვის, წასვლისას დაგვემშვიდობა და ნინი ხელშიაყვანილი წიაყვანა აქედან.
–გაგაცილებ სახლში.
–ჯერ ერთი სურვილი შემისრულე– მის წინ გავჩერდი, საწყალი სახით ვუყურებდი, ტუჩამობრუნებული.
–გისმენ პატარა ცუღლუტო
–შენ ჩემთან ერთად დაჯდები აი იქ– ეშმაკის ბორბალზე მივუთითე, დავინახე როგორ გადაუვიდა სახიდან ფერები.– მოიცა არ თქვა რომ გეშინია– სიცილით ვუთხარი.
–არა, უბრალოდ მოგონებები მაკავშირებს ამ ადგილთან– ნაღვლიანად გაიღიმა– დავსხეთ?
-შენ თუ არ გინდა არა
–წამო წამო– ხელი წელზე მომხვია და ეშმაკის ბორბალს მიუახლოვდა.
–იაკობ თუ არ გინდა არაა საჭირო.
–წამო წამო– ისევ მომქაჩა ხელზე.
არ ვიცი რატომ მაგრამ მის გვერდით აფორიაქებული ვიჯექი. ხელები საშინლად მიკანკალებდა.
–გცივა?– ახალი დაძრული იყო ეშმაკის ბორბალი, როდესაც გადმომხედა და თბილად მკითხა, უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და მისკენ ცოტა ახლოს მივიწიე. –გინდა ჩაგეხუტო?
თავი დავუქნიე და სანამ ხელს მომხვევდა მანამდე მივეკარი მკერდზე, ზემოდან გადმოვყურებდით თბილისის ხედს, მზე ჩადიოდა, რაც უფრო ლამაზ სანახაობას ქმნიდა, მე კი რომანტიულ განწყობაზე მაყენებდა.
–დედას აქ ხშირად მოვყავდით მე და ირინა, მიყვარდა აქ ყოფნა კარგად ვერთობოდი ხოლმე. მაშინ მე და ირინასაც კარგი ურთიერთობა გვქონდა, მზრუნველი იყო, თბილად მექცეოდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი აირია– დანანდებით ჩაილაპრაკა.
–რა მოხდა შემდეგ?
–შემდეგ იყო ღალატი, ტყუილი და სიკვდილი... კარგი აღარ გვინდა ამაზე საუბარი– თემა სწრაფად შცვალა და გაიღიმა კიდევაც, მაგრამ სევდანარევი ღიმილი იყო, რომელიც მის ღიმილს თანსდევს ყოველთვის.
–ღალატი... ალბათ ერთადერთია ურთიერთობაში რის პატიებასაც ვერ შევძლებ
–და ტყუილს? ტყუილს აპატებ?– დაინტერესებულმა მკითხა.
–არ ვიცი, დრო დამჭირდება მაგისთვის ალბათ, მაგრამ ოდესღაც ვაპატიებ– მხრები ავიჩეჩე– შენ?
–არც ერთს და არც მეორეს
ქვემოდან ზემოთ ავხედე, მინდოდა მის სახეზე ემოცია დამენახა, მაგრამ ვერაფრის წაკითხვა ვერ შევძელი... უემოციო სახით გაჰყურებდა ჰორიზონტს. როდესაც ჩემი მზერა იგრძნო თავი დაბლა დახარა და ისე გაიღიმა. მის ღიმილზე მეც გამეღიმა.
გაუაზრებლად ხელი მის სახისკენ წავიღე, ლოყაზე ნაზად გადავუსვი ხელი, შევამჩნიე როგორ დაეხუჭა თვალები.
რბილი და ფაფუკი კანი აქვს, კარგად მოვლილი. თითები მის ტუჩებზე გადავატარე, მე რომ მიყვარს იმ ტუჩებზე. გაუხეშებული ქონდა, ტუჩებიდან ისევ ლოყაზე გადავიტანე თითები.
თავი დაბლა დახარა, ცოტაც და მივიღებდი სანატრელ კოცნას, მაგრამა ამის მაგივრად ღიმილი მივიღე, სახე მაღლა ასწია და მისი ტუჩები შუბლზე შემეხო.
მე კი ამ დროს მოვკვდი!
რატომაა ესეთი კარგი? უბრალოდ საოცრებაა, სხვა მის ადგილას არ გაჩერდებოდა, მაგრამ ის სხვა არაა, ის იაკობ ჩოფლიანი.
–პატარა ცუღლუტო– მისმა სიტყვებმა გამომაფხიზლა, სიცილით ავხედე და თმები მოვქაჩე.
–დამპალო ბიჭო– აწითლებული სახით ვუთხარი, მაგრამ სნამ წითელ ლოყებს დაიანხავდა თავი დაბლა დავხარე და მის მხარზე მოვათავსე კომფორტულად.
–არ ჩავიდეთ?
–არა ერთი წრეც რა– ტუჩი სასაცილლოდ გადმოვაგდე.
–კარგი, მხოლოდ ერთი– გამაფრთხილები ხმით მითხრა და კიდევ უფრო ძლიერად ჩამეხუტა.
ნეტარების რამოდნიმე წუთი, რომლის დასრულებას ნამდვილად არ მინდოდა. ასე თბილად რომ ვიყოთ სულ არ შეიძლება? მე და ის. ნაკო და იაკობი. წერეთელი და ჩოფლიანი.
მე, ნაკო წერეთელი და ის, იაკობ ჩოფლიანი.
სახლამდე ხელჩაკიდებულმა მიმაცილა, ძალიან თბილი და მზრუნველი იყო, სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, კამათიც კი მოვასწარით, რაზეც სიცილით შევცვალეთ თემა, რადგან რომ გაგვეგრძელებინა სისხლისმღვრელი ბრძოლა გაიმარტებოდა.
სახლის ჭიშკართან მისულს გულიც კი დამწყდა, ასე მალე რომ მოვედით სახლში, კარგი იყო მასთან ერთად ყოფნა, ასეთი ხშირად არ იქნება ვიცი და სწორედ ამიტომ მინდოდა რომ ეს უსასრულლოდ გაგრძელებულიყო.
–სახლში შედი, სიცივეა– ისევ ის მზრუნველი ტონი და ისევ ის ჟრუანტელი.
–კარგი– მის წინ სასაცილოდ ვირწეოდი და სახლში შესვლას არ ვჩქარობდი. ცოტახანი მიყურა, შემდეგ კი გაეცინა.
–დედაშენი გამოვიდა გარეთ
–მერე რა?– გავიცინე. ჭიშკრისკენ გავიხედე და დედა დავინახე, რომელიც ღიმილით გვიყურებდა.– დე მოდი.
–გამარჯობათ– მორიდეულად გაუღიმა იაკობმა.
–გამაჯობა შვილო.
–დე გაიცანი ეს იაკობია, იაკობ გაიცანი ეს დედჩემია მილა.
–სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო– ხელზე ნაზად ეამბორა იაკობი, რაც დედაჩემმა პატარა გოგოსავით შეიფერა.
–ჩემთვისაც შვილო. მალე შემოდი სახლში ნაკო– გამაფრთხილებელი ტონით მითხრა მილამ და ჭიშკარში შევიდა. მისი ხმა მეცნო, დღეს ათას კითხვაზე მომიწევს პასუხის გაცემა.
–გაგიბრაზდება?
–არაა. უბრალოდ ბევრი კითხვა აქვს და უნდა რომ პასუხები მალე გაიგოს– ხითხითით ვუთხარი.– მაგრამ სახლში შესვლა არ მინდა.
–არც მე მინდა წასვლა, მარგამ ჯობია წავიდე, თორემ მე რომ აქ გავჩერდე არც შენ შედგამ სახლში ფეხს.
–რა მიხვედრილი ხარ ჩოფლა– სიცილით ვუთხარი.
–ჩოფლა?
–ხო შენი ზედმეტსახელია– მხრები ჩეჩვით ვუთხარი.
–პატარა ცუღლუტო– ისე ეს სიტყვები და ისევ ის თბილი ხმა– ნახვამდის ცუღლუტო– ჩემსკენ დაიხარა და ტუჩები შუბლზე მომაკრო– ჭკვიანად იყავი.
–ნახმვამდის იაკობ– ღიმილით ვუთხარი, მაგრამ სახლში არ შევსულვარ, ისევ მის წინ ვიდექი.
–შედი სახლში რომ დაგინახო– სიცილით მითხრა, უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.
–მომწონს შენთან ერთად ყოფნა
–ცუღლუტი არ ისვენებს– თავის ქნევით თქვა, ხელი ჩამჭიდა და სახლის ჭიშკარში შემიყვანა, სახლის კარამდე მიმაცილა, შუბლზე ისევ დამიტოვა კოცნა და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა ჭიშკრისკენ.
ვუყურებდი როგორ მიდიდოდა და მის სიარულის მანერაზე მეცინებოდა, ფეხები უკან რჩებოდა, მაგრამ მაინც წინ მიიწევდა.

მესაკუთრე ჩოფლიანი!
საათს შევყურებდი და ვხვდებოდი რომ ჩემი ადგომა კატასტროფა იქნებოდა. ძალიან მეზარებოდა ადგომა და სკოლაში წასვლა, მაგრამ ვიცოდი რომ დედა მაინც გამიშვებდა.
ტელეფონი მოვიმარჯვე ხელში და დამიანეს შეტყობინება მივწერე, რომ ჩემ ოთახში შემოსულიყო, რამოდნიმე წამში კარები გაიხსნა და ნახევრად შიშველი დამიანე შემომეჭრა ოთახში, სანამ რაიმეს თქმას მოვასწრებდი მანამ მიმწია საწოლზე და ჩემს გვერდით დაწვა.
–აბა რა ხდება ნაკო?– ჩუმად მკითხა, ძლივს გავიგე.
–ბიჭო ამოძვერი, დაგახრჩობს ეგ საბანი– სიცილით ვუთხარი და ცხვირზე აფარებული საბანი დაბლა ჩამოვუწიე– სკოლაში წასვლა მეზარება.
–ჩემი იმედი არ გქონდეს.
–კარგი რა, მე რომ ანასთან პაემანი დაგანიშნინე, მადლობას ასე მიხდი?– ნაყწენი ხმით ამოვილაპარაკე და მას მივაშტერდი, ვეცადე საწყალი სახე მიმეღო, რამაც აშკარად გაჭრა.
–ნუ მიყურებ ეგრე ნაკო– შემომიღრინა და საბანი რომელიც აქამდე ცხვირზე ქონდა დაფარებული შუბლამდე აიტანა.
–დამიი გთხოოოვ– სიტყვები გავწეელე.
–კარგი ვეტყვი მე, ოღონდ ახლა დამაძინე კარგი? შენც დაიძინე მიდი– ზურგი მაქცია და საბანში უფრო ჩაიმალა. მისი მთავარი მიზანია თბილად იყოს, არ აინტერესებს გარეთ რა ხდება, ზაფხულშიც კი როდესაც ქვეყანა იწვის ის საბანში გახვეული წევს და ძინავს. საოცარი ძმა მყავს.
აჩეჩილ თმაზე ტუჩები მივაკარი, მიანც ძალიან მიყვარს ეს ოხერი. მასსავით საბანში ჩავძვერი მეც და ძილის გავაგრძელე...
.......
–გისმენთ– ვუპასუხე ტელეფონს და საწოლიდან თავი წამოვწიე, ოთახში მარტო ვარ როგორც ჩანს დამიანემ დედა დაითანხმა, თორემ ამ დრომდე არ მეძინებოდა, 2 საათია უკვე.
–ნაკო როგორ ხარ?– ტელეფონს მიღმა მარიამის ხმა მომესმა– რატომ არ იყავი დღეს სკოლაში?
–კარგად ვარ მარიამ შენ?– სიცილით ვკითხე, საწოლის თავს მივეყრდენი.
–კარგად კარგად, რატომ გააცდინე სკოლა?
–დამეზარა წამოსვლა, ძალიან მეძინებოდა და...– სიცილით ვუთხარი– თუ მასწავლებელთან არ მიდიხარ მოდი ჩემთან
–5ზე ქიმია მაქვს, გამოგივლი და მერე პირდაპირ წავალ მასწავლებელთან
–კარგი, სანამ მოხვალ ავდგები მე– სიცილით ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიზმორე
–ჯერ კიდევ არ ამდგახარ?
–მეძინებოდა– თავი ვიმართლე– კარგი წავედი ახლა ავდგე მე
ტელეოფნი იქვე დავდე და სააბაზანოსკენ გავემართე.ნებივრობის დრო ნამდვილად არ არის, ვიცი რომ მარიამი მალე მოვა, რამდნი რაღაც მაინტერესებს... ყველაფერს გამოვკითხავ, ვიცი რომ ეცოდინება მას ბევრი რამ, ყოველი შემთხვევისთვის ჩემზე მეტი მაინც.
სააბაზანოდან გამოსულმა, ნაცრისფერი სპორტული მოვირგე , თმები კი მაღლა ავიწიე. ჩემი კუჭი უკვე ბუყბუყს იწყებს. მილას ხმა ჯერ კიდევ არ გამიგოა რაც ნამდვილად გასაკვირია, აქამდე ძილის ნებას არ მომცემდა.
კიბეების თავში მყოფს მრავალხმაში საუბარი ხმა მომესმა, რაც ჩემი ძმების ხმას ნამდვილად არ გავდა, კიბეებზე მეტი სისწრაფიდ დავეშვი, ბოლო კიბეზე თავი რომ არ შემეკავებინა ალბათ დავარყამდი კიდევაც.
მისაღებში ოთხადამიანს მოვკარი თვალი, მარიამი და უცნობი ბიჭი სავარძელში ისხდნენ, კიდევ ერთი უცნობი კი დედაჩემს ესაუბრებოდა..
–გაგიღვიძია– სიცილით მითხრა დედამ, მის სიტყვებზე ყველას მზერა დავიმსახურე.
დედამ სასაცილოდ აათამაშა თვალები და იაკობზე მიმანიშნა. რაც მასზე მოვუყევი მას მერე სულ მის სახელს მიხსენებს, სულ მასზე მეკითხება, თითქმის ყველაფერი გამომკითა მაგრამ კითხვები მაინც აქვს, არადა არ ელევა, როგორც ჟურნალისტს ჩვევია სწორედ ისეთია.
–ძლივს ჩამოაღწია– ფეხზე წამოხტა მარიამი და მოულოდნელად ძალიან ძლიერად ჩამეხუტა– ბევრი გაქვს შენ მოსაყოლი– ღრენით მიჩურჩულა და ღიმილიანი სახით მომშორდა. გაოცებულმა ჯერ მას გადავხედე შემდეც იაკობს და მეორე უცნობ ბიჭს, რომელიც დაჩი აღმოჩნდა მარიამის დეიდაშვილი.
–შუადღემშვიდობისა ყველას– სიცილით ვთქვი და დივანზე დავებერტყე– დე მიდი საჭმელი გააკეთე, ესენიც მშივრები იქნებიან, ყველა ერთად შევჭამთ.
–ახლავე ახლავე, ყავას ან ჩაის ხომ არ დალევთ?– უცებ იკითხა დედაჩემმა.
–არ შეწუხდეთ ქალბატონო– მორიდებულად თქვა იაკობმა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. მის ოფიციალურობაზე გამეცინა, მაგრამ როდესაც დედამ შემომიღრინა გავჩუმდი, მგონი იაკობი ძალიან მოსწონს.
– არა შვილო რა შეწუხებაა, ნაკო ადექი და ტკბილეულობა გამოიტანე– სამზარეულოსკენ მანიშნა თვალებით. მობეზრებული სახით წამოვდექი და სამზარეულოში შევედი, ვიცი ახლა რაღაც კითხვა გაუჩნდა.
–დედა ადი მაღლა წესიერად ჩაიცვი, რანაირად დახვდი გოგო ხარ თუ თხაჯანა რა არის?– უცებ მიაყარა– ნახე როგორი დასვრილია, ეს რამ ჩაგაცვა გოგო.
–კარგი რა დედა– გავიცინე– ნუ ნერვიულობ ასეთიც მოვეწონები– ლოყაზე ვაკოცე.
ტკილეულით ხელში მისაღებში გავედი და შუშის მაგიდაზე დავაწყე, შემდეგ ისევ გავედი სამზარეულოში და ჩემი შუთი დამშვენებული გამოვედი.
–ეს თქვენთვის არ არის, ამიტომ ეგენი ჭამეთ, არ შეგრცხვეთ– სიცილით ვუთხარი, იაკობის გვერდით ჩამოვჯექი და შუ მუხლებზე დავიდე.
–იმდეი მაქვს უხერხული არაა დედაშენთან რომ შემოგეჭერით– შეჭმუხნული სახით თქვა დაჩიმ, ვაიმე რა საყვარელია... გამხდარია მაგრამ ფუმფულა ლოყებბი აქვს, ქერა ცისფერთვალებაა.
–არა დაჩი ნუ ღელავ, ჩათვალეთ დედაჩემი არაა აქ
–საყვარელი ქალია– ღიმილით თქვა მარიამმა– მზრუნველი და მეგობრული
მარიამის ყურების მაგივრად იაკობის პროფილს ვუყურებდი, მისი სწორ და ლამაზ ცხვირს ვაკვირდებოდი, რომელიც ასე მხიბლავდა. ახლა შევამჩნიე თვალთან ახლოს ყვრილამთან ხალი აქვს, შორიდან შეუმჩნეველია, მაგრამ ასე ახლოდან თუ დააკვირდები კარგად დაინახავ. გრძელი და აპრეხილი წამწამები აქვს.
–ხო გეთანხმები– დაუდასტურა იაკობმაც და სწორედ მაშინ გამომხედა. გამომიჭირა, რაზეც გაეღიმა. უბრალო ღიმილი არ იყო, ისეთი იყო მე რომ მიყვარდა, თავის დახრასთან და ჩაცინებასთან ერთად.
–სანამ დედაჩემი საჭმელს ამზადებს არ გინდათ რამე ვითამაშობთ?– შუშის მაგიდის ქვეშ ხელი შევყავი და იქიდან ჯოესტიკები გადმოვიღე, გუშინ როდესაც ყველა სახლში ვიყავით ვთამაშობდით, შენახვა დამეზარა ამიტომ დავტოვე მაგიდის ქვეშ.
გული მიგრძნობდა რომ გამომადგებოდა.
– რა თამაშები გაქვს?– დაინტერესებული დაჩი წინ წამოიწია.
–ძალიან ბევრია, რომელიმე აარჩიე და ვითამაშით, ჯერ ბიჭებმა ითამაშეთ, მერე მე და მაირმი ვითამაშებთ და გამარჯვებულები შევხვდეთ ერთმანეთს. გაწყობთ?
–კარგი, მე და იაკობი დავიწყებთ მაშინ– ტელევიზორის წინ მოთავსდა ორივე, მე კი თამაში ჩავურთე. რამდენიმე წამიც და ისინი თამაშში მთელი სულით და ცოტა დააკლდათ რომ ხორცითაც არ შეჭრილიყვნენ.
–დღეს იაკობმა დამარეკინა შენთან, აინტერესებდა რატომ არ იყავი სკოლაში– ჩუმად გადმომჩრუჩულა მარიამმა.
მოულოდნელმა ჟრუანტელმა შემაკრთო, მთელი სხეული დამეხორკლა. მას, ჩემ იაკობს, აინტერესებდა სად ვიყავი და როგორ ვიყავი. აუუუუ აუუუუ რატომაა ესეთი საყვარელი და თბილი.
–მართლა?– გახარებულმა ჩუმად ჩამოვიყვირე.
–ხოხო მართლა– თვალები აატრიალა– რა ხდება თქვენ ორ შორის?– დაინტერესებულმა მკითხა და წარბი დრამატულად აწია მაღლა.
–ჯერ არაფერი, მაგრამ მალე მოხდება, ნუ მე მინდა რომ მოხდეს– სიცილით ვუთხარი და იაკობს გავხედე, მთელი ემოციით რომ თამაშობდა, ისე ძლიერად უჭერდა ჯოესტიკებს ხელს რომ თითები გათეთრებული ქონდა. ტუჩები ერთმანეთს დაშორებული ქონდა და პირით სუნთქავდა. – ვაიმე მარიამ, ძალიან მომწონს– ატეხილი გოგოსავით ვთქვი და ჩემივე სქციელზე გამეცინა.
–უფრთხილდი, ხანდახან ძალიან უხეშია ხოლმე.
–ვიცი შევამჩნიე უკვე, მაგრამ შენ უნდა გენახა პარასკევს... ის ისეთი მზრუნველი და თბილი იყო...აჰჰ...– ოცნებებში წასულს კვნესა აღმომხდა, ის საათები რაც მთაწმინდაზე მასთან ერთად გავატარე დაუვიწყარია და ასე იქნება ცხოვრების ბოლომდე.
ამნეზიაც რომ დამემართოს, მაინც მემახსოვრება!
–თან მის უფროს დას და საქმროს ჩემი თავი შეყავრებულად გავაცანი– სიცილით ვუთხარი, შემდეგ კი დამფრთხალმა იაკობს გავხედე, მაგრამ არ გაუგია. pf რას გაიგებს თამაშშია ბოლომდე ჩართული.
–და მან არაფერი გითხრა?
–არა არაფერი, უბრალოდ გაიცინა და მხოლოდ ეგ იყო. ხო საყავრელია?
–ნაკო დაეშვი, ესე ძალიანაც ნუ გიხარია– შემომიღრინა და მხარში მიჩქმიტა– ჯერ მხოლოდ ხუთი დღეა რაც იცნობ, ოცნების კოშკებს ნუ ააგებ.
–ხო მართალი ხარ, მაგრამ თავისით იგება, ჩემი ბრალი არაა– საწყალი სახით გავხედე.
–ფუუ ამის, ეე არასპრავედლივია ეგ– გაბრაზებულმა ხმამაღლა თქვა დაჩი. ორივემ მზერა მას მივაბყარით.
ბედნიერს გამეღიმა, როდესაც იაკობის ხარხარი გავიგონე, ეს იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ის ხარხარებს და უნდა ვაღიარო საოცარი საყურებელია, როგორ ეკეცება ლოყები და ეჭუტება თვალები.მმ როგორი საყვარელია.
–მე მოვიგე, ასპარეზი ახლა გოგოებს დავუთმოთ– მისი ჯოესტიკი მე მომაწოდა, დაჩის გამოგლიჯა და მარიამს მიაწოდა.
–ადგილებიც დაგვითმეთ თუ შეიძლება– ფეხზე წამოვდექი და ბოროტული მზერით გავხედე მარიამს– ახლა უკვე მტრები ვართ– სასაცილოდ გავიჯგიმე და იაკობის ადგილას დავჯექი.
როგორც ბიჭები ისე მე და მარიც მთლაიანდ ჩავებით თამაშში, მოხვევისას სხეულითაც ვბრუნდებოდი, ჩემ საქციელზე მეცინებოდა, მარგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია, რადგან ვგრძნოდბი როგორ მიყურებდა.
ჯანდაბა!
ისიც ასე გრძნობდა ჩემს მზერას? ანუ გამომიჭირა!
–ესეც ასე მოგიგე– ბოროტულად ჩაიცინა მარიამმა და ჯოესტიკი ხელში აათამაშა.
მოჭუტული თვალებით გავხედე და შეუმჩნევლად თეძოზე ვუჩქმიტე.
–ეს რა გამიკეტე გოგო?– დრამატულად ვუჩურჩულე ყურში და ჩემი ადგილი იაკობს დავუთმე ისევ. ჯოესტიკის მიწოდებისას მისი თითები ჩემს თითქებს შეეხო.
ვიგრძენი მუხტი, დადებითი ელექტროები, რის გამოც სხეული ამიცახცახდა. მისი შეხება ასე თუ მოქმედებს, ალბათ ხელებში ჩავაკვდები რომ მომეფეროს.
იმედი მაქვს ყველაფერი სახეზე არ მაწერია და ვერაფერს ხვდება, მაგრამ არამოგნია ეს ასე იყოს, ვიცი რომ ყველაფერს ამჩნევს, მეტყობა ეს თუ არა.
–დე მშია, მალე იქნება მზად?– მათი ყურებით მობეზრებულმა დედას გავძახე და დივანზე მოვიბუზე. არ მომწონს მის გვერდით რომ ზის და რომ უღიმის, თან რომ დასცინის და აბრაზებს.
ჩემდაუნებურად მეეჭვიანება!
–კი, მალე იქნება– გამომძახა დედამაც, გაბრაზებული ხან მარიამს ვუყურებდი, ხან კი იაკობს.
ვაიმე მგონი გავგიჟდი მართლა! ერთადერთ მეგობარზე ვეჭვიანობ, ესეც რომ არ იყოს ვინ არის იაკობი ჩემთვის რომ ვიეჭვიანო? არც არავინ! ასე რომ ნუ ფიქრობ ასე ნაკო...! თან ისინი მეგობრები არიან, რატომ უნდა ვიეჭვიანო?
–დეიდაშვილები დაგამარცეთ თუ არაა– ფიქრებიდან იაკოის ხმამ გამომაფხიზლა, სწორედ იმ დროს გავხედე მათ როდესაც იაკობი გაბრაზებულ მარიამს ლოყაზე კოცნიდა.
ნაკო დამშვიდდი! და ნუ ფიქრობ ამაზე, ისინი მეგობრები არიან, მეგობრულად აკოცა ლოყაზე მერე რა?
არ მეშიძლია, მეც ასე მკოცნის ლოყაზე ანუ მეც მეგობარი ვარ და სხვა არაფერი? მაგრამ რას ვითხოვ? უნდა ვიყო რო მეგობარზე მეტი? მაშინ როდესაც მხოლოდ 5დღეა ვიცნობ.
მგონი გავგიჟდი!
–რა?– გაოცებულმა გადმომხედეს ყველამ.
–ჰა რა? რამე ვთქვი?– მეც მათსავით გაოცებულმა ავხედე, რაზეც ფხუკუნი დაიწყეს.
–ნაკო ხმამაღლა ფიქორბ
–უფს– გავიცინე– წამო შევიდეთ სამზარეულოში, მალე ყველაფერი მზად იქნება– უცებ შევცვალე თემა.
როგორც ყოველთვის დედამ საოცარი სუფრა გაშალა ოთხი კაცისთვის, ხელების ერთმანეთზე ხახუნით და ნერწყვის ყლაპვით მივუჯექი მაგიდას.
–დასხედით რას მიყურებთ– სიცილით ვიკითხე.
–გოგო ნუ ხარ შენ მსუნაგი– გამიბრაზდა დედა– ვის გავხარ ასეთი
–რავი ან შენ, ან მამას, ან დამიანეს, ან რეზის, ან ჩემ კაჰუნას. სხვას უბრალოდ ვერ დავემსგავსები– სიცილით ვუთხარი და თვალები მოვუჭუტე, ისე როგორც ბავშვობაში ვაკეთებდი.
–ნუ ცუღლუტობ– ოთახიდან გასვლამდე მომაძახა და ბავშვებთან ერთად სამზარეულოში დამტოვა.
მისი სიტყვების გაგონებისას იაკობს გადავხედე და ახლა მართლა დავინახე ის რაც აქამდე არ დამინახავს მის თვალებში. თვალებით მიცინოდა, თითქოს გაბრწყინებული ქონდა, შემდეგ მისი საფირმო ღიმილით დამაჯილდოვა.
–დასხედით და გემრიელად მიირთვით, დარწმუნებული ვარ რომ მოგეწონებათ– ლაპარაკის პარალელურად თეფშზე კატლეტი გადავიღე და ჩანგლით მოვჭერი– ჩემ ყურებას აპირებთ?– ჩანგალი ჰაერში გამიშეშდა, როდესაც მათ სახეებს მოვკარი თვალი.– კარგი აღარ მშია, მაგრამ ეს კატლეტი ისე მიყურებს... პირდაპირ მეუბნება მჭამეო...
–ვაიმე ამის ტანჯვას მე ვერ ვუყურებ– სიცილით თქვა იაკობმა, ხელი კეფაზე შემიცურა და შუბლზე მაკოცა.
მოვკვდი!
ამ მოულოდნელობამ მომკლა!
არა იაკობმა მომკლა!
არ ვიცი რა ვიგრძენი, რაღაც საოცრება. ასეთი სითბო მისგან ზედმეტია, თავი დედოფალი მგონია ამ მომენტში, თითქოს ფრთები შემეხსა.
ახალი შეგრძნებები ნაკო! ამას უნდა მიეჩვიო.
–ჭამეთ ჰე– დაბნეულმა ამოვილაპარაკე და ჩემს კატლეტებს დავხედე, ჩაცინების ხმა მომესმა ყველამხრიდან.
გაბრაზება მინდოდა, მაგრამ ისე ვიყავი სითბოთი დამუხტული რომ ვერ შევძელი და მათთან ერთად მეც გამეცინა.
მხიარულად მივირთმევდით. იაკობი და დაჩი სასაცილოდ ჩხუბობდნენ, რაზეც მე და მარიამი გულიანად ვიცინოდით. ერთმანეთზე ტყუილ ისტორიებს იგონებდნენ და ყვებოდნენ.
შეუდარებელი დრო გავატარე მათთან ერთად, რაც მთავარია დაუვიწყარი მოგონებებს კიდევ რამოდნიმე დაემატა, მე კი ახალ შეგრძნებებს ნელ–ნელა ვსწავლობ.
კვირამ ისე სარაფად გაირბინა, რომ ვერ კი გავაცნობიერე. იაკობთან, მარიამთან, დაჩისთან და ნიკოლოზთან ერთად შესანისნავ დროს ვატარებდი. ძალიან მიხარია რომ მათ შევხვდი, ჩემი ცხოვრება თითქოს 180 გრადუსით შემოტრიალდა.
ყოველდღე ახალი თავგადასავლები და სიგიჟეები ხდება ჩვენსგარშემო, მხიარულებას არ ვიკლებთ. ყველა გაკვირვებულია ჩემი და იაკობის ასეთი თბილი ურთიერთობებით, ხშირად მოულოდნალად მკოცნის ხოლმე, მეხვევა და ხელსაც მჭიდებს ხოლმე.
......
პარასკევ დღეს სკოლიდან მოსულს ჭამის დროს დამირეკეს. უცხო ნომრიდან რეკავდნენ, რამოდნეიმე წუთი ვფიქრობდი მეპასუხა თუ არა, ბოლოს მაინც ვუპასუხე.
–გისმენთ–დაბნეულმა ჩავილაპრაკე და ლუკმა გადავყლაპე.
–გამარჯობა ნაკო როგორ ხარ?– ნაცნობი ხმა მომესმა, მაგრამ მაინც ვერ ვიცანი ბოლომდე.
–მადლობა, კარგად ვარ, მაგრამ ვინ ხარ?
–გადახვედი და ვეღარ ცხნობ შენს კლასელებს არა? ქეთა ვარ ჭეიშვილი– გაოცებულმა ტელეფონს დავხედე, ხომ არ მომესმათქო, შემდეგ ისევ ყურზე მივიდე.
–ჰა?– დაბნეულმა ამოვილაპარაკე.
–ხო რაიყო ვერ მცნობ?– სიცილით მკითხა.
–აჰაჰაჰა, გიცანი– გავიცინე, მაგრამ მალევე დავსერიოზულდი.
ქეთი ჭეიშვილი! გოგო ძერსკობის განსახიერება. პონტის და ფულის ხამი. ზმანზე აჭრილი და შეყავრებული, უბრალოდ გოგოა რომელიც მამიკოს ფულებითაა განებივრებული და ამას არც მალავს.
–ხო, სასტავი კაფეში ვხვდებით და შენც ხომ არ მოხვალ?
–მე რა მინდა თქვენთან ერთად?– მოურიდებლად ვკითხე და პირში კატლეტი გავიქანე, სულ არ მრცხვენია და სულ არ მადარდებს რამეს თუ იფიქრებს.
–ძველი დრო გავიხსენოთ, ბიჭებსაც მოენატრე
ბოლო ხმაზე ხარხარი მომინდა! რა უნდა გავიხსენოთ? რომელი ძველი დრო? მე ხომ მათთან ერთად ექსკურსიაზეც არ ვყოფილვარ და საერთოდ რომელ ბიჭებზეა საუბარი? ჩემ საქონელ კლასელებზე? მოკლეკაბიან გოგოებზე დახამრებულები რომ არიან?
–ვაა არ ვიცოდი რამე თუ გვქონდა გასახსენებელი, მაგრამ რავი მოვალ, ისევ იქ ხვდებით ერთმანეთს? ყავის სახლში?
–რათქმაუნდა– ვიცი ახალ ამაყი ღიმილი აქვს აკრული სახეზე, მე კი სურვილი მიჩნდება მისი სახე დავჭეჭყო.
–კარგი– პირგამოტენილმა ვუთხარი და ტელფეონი გავუთიშე.– დეეე, აბა თუ გამოიცნობ ვინ დამირეკა– სიცილით ვკითხე და ჩემი კატლეტების ჭამა გავაგრძელე.
–იაკობი იყო? როგორ მზრუნველი ბიჭია– ბედნიერად გაიღიმა დედამ.
–არა, იაკობი სკოლაში ვნახე, რატომ უნდა დაერეკა ახლა– სიცილით ვთქვი, როგორც ჩანს დედაჩემს იაკობი ჩემზე მეტად უყვარს.
–აბა ვინ დაგირეკა?
–ჩემმა ძველმა კლასელებმა, ასე მითხრეს ძველი დრო გავიხსენოთ თან ჩვენ კლასელს ბიჭებს მოენატრეო– ქეთას ხმით დავილაპარაკე და ჩანგალი ჰაერში ავიქნიე– რაღაც უნდა, ისე არ დარეკავდა ეგ– თავი გადავაქნიე.
–უნდა წახვიდე მათ სანახავად?
–ხო რავი გავალ, გავიგებ რა უნ...– სიტყვები გამიწყდა, რადგან ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა, მარიამი მწერდა, აინტერესებდა სახლში მივედი თუ არა, ჩუმად ავხარხარდი, როდესაც ბოლოში დავინახე მიწერილი 'კბმთხვ' რაც ნიშნავდა რომ იაკობმა თხოვა ამის მოწერა. სიცილის სმაილებთან ერთად მივწერე რომ უკვე სახლში ვიყავი.
–ვინ გწერს?– დაინტერესებულმა დახედა ჩემ ტელეფონს.
–მარიამი იყო, იაკობს აინტერესებდა მივედი თუ არა სახლში– მხრების ჩეჩვით ვთქვი.
–რა კარგი ბიჭია, წინაზე დაგინახეთ შუბლზე როგორ გაკოცა. დამშვიდობებისასაც როგორ გეხუტება ხოლმე.
–დედა– სიცილით გავაწყვეტინე სიტყვები– ის ჩემი მეგობარია და როგორც სხვებს ისე მექცევა მეც.
–კარგი კარგი– ხელი აიქნია და მაცივაარი გამოაღო– რამე ხო არ გინდა?
–ყიყლიყოები მინდა, ან არა ჩემი შუ მომეცი, ავიტან მაღლა შევჭამ და თან ტანსაცმელს შევარჩევ.
ჩემს ოთახში ასვლამდე კიდევ ერთი კატლეტი შევჭამე, დედამ შუ–ს მთელი შეკვრა მომცა და მეც ბედნიერი ვარჩევდი ტანსაცმელს ჭამის პარალელურად.
შავი ფერის კაბა შევარჩიე, მაქმანებიანი, წელზე გამოყვანილი, ცოტათი მოკლე. ამდაგვარი კაბები უამრავი მაქვს, უბრალო შავი კაბები მხოლოდ მაქმენებით და ჭრილებით განსხვავებული.
სააბაზანოდნა გამოსულმა საათს გაოცებულმა შევხედე 5 საათია, მე კიდე მზად არ ვარ ჯერ, მაგრამ არაუშავს დავაგვაინებ, ასე მისვლა უფრო ეფექტური იქნება.
თითქმის ნახევარი საათი თმების გაშორებას და დაწნას მოვუნდი, ბოლოს დედას დავუძახე და მან ჩამიწნა, მისივე თხოვნით მკრთალი მაკიაჟი გავიკეთე, ნუ მან გამიკეთა, მე კი ვებუზღუნებოდი, თუ რა საჭირო იყო ესე გამოპრანჭვა.
კაბაც მისი დახმარებით ჩავიცვი, რომ ნაწნავი არ დაშლილიყო, შემდეგ კი ჯერი დადგა ფეხსაცმლზე, ეს პრობლემაც დედამ მოაგვარა, შავი–თეთრში მაღალი ესპადრელები გამომიღო კარადიდან და მომაწოდა, რათქმაუნდა მის არჩევანს დავჯერდი და მოვირგე.
სარკის წინ გახარებული სახით ვტრიალებდი, ძალიან მომწონდა ჩემი ჩაცმულობა, ვაღიარებ ნამდვილად კარგად გამოვიყურები, რამოდნიმე სურათიც კი გადავიღე.
–ეე ნაკო, სად მიდიხარ ასეთი გადაპრანჭული? მითუმეტეს ასეთი მოკლე კაბით?– წინ დამიანე გადამიდგა, დოინჯშემორყმული და წარბშეკრული მიყურებდა და მათვალეირებდა.
–საყვარლები უნდავნახო, სად უნდა წავიდე?
–ასეთი მოკლე კაბით?
–ვაიმე ანაზე გაბრაზებული ჩემზე ჯავრს ნუ იყრი, დივანზე ბევრი ბალიშია და იმას ელაპარაკე თუ გინდა– ხელი ავიქნიე– ისე კომპლიმენტსაც არ მეტყვი?– მის წინ დავტრიალდი და თეძო სასაცილოდ ჩავტეხე.
–ძალიან, ძალიან, ძალიან ლამაზი ხარ– შუბლზე კოცნით დამაჯილდოვა– წამო გაგიყვან– ხელკავი გამიყარა.
მანქანაში მის გვერდით დავიკავე ადგილი, მაგრამ გადმომაბრძანა, 'დღეს შენი მძროლი ვარ, კარები უნდა გაგიღო, ასე რომ უკან მოთავსდი'–ო ასე მითხრა. მეც მის ნებას დავყევი და უკან სავარძელზე გადავჯექი. მოუთმენლად ვცქმუტავდი და ტელეფონს ხელში ვათამაშებდი. შემდეგ სელფიეს გადაღება დავიწყე, რაზეც დამიანე დამცინოდა.
–რაო რა თქვი სად მივდივარო?
–ძველი კლასელები უნდა ვნახო.
–ჰა? მომესმა ხო?– გაოცებულმა გადმომხედა.
–ნეტა არ ცანცარებდე ამხელა კაცი– სიცილით ვუთხარი, ჩასუნთქვა ამოსუნთქვით მოვემზადე, როდესაც მანქანა ყავის სახლთან გაჩერდა. როგორც თვითონ მითხრა კარები თვითონ გამიღო და გადმოსვლაშიც დამეხმარა.
–მადლობა– ლოყაზე კოცნით დავაჯილდოვე და შენობისკენ გავიხედე.
როდესაც გოგოებმა დამინახეს ხელი დამიქნიეს და მანიშნეს რომ მივსულიყავი მათთან, შესასვლელის წინ იდგნენ და მე მელოდებოდნენ.
–მიდი წადი გაერთე ცოტახანი, გეყოს რაც სახლში იჯექი აქამდე– თბილად მითხრა და ისე ჩამეხუტა გული გამითბა, აი ეს არის ჩემი სყვარელი დამიანე, მზრუნველი და მოსიყვარულე.
გოგოებთან მისულმა ყველამ გულიანად მომიკითა, ისეთი თბილი სიტყვები მითხრეს, რაც ერთმანეთისთვის არც კი უთქვამთ ამდენი წლის მანძილზე. მათ სიტყვებზე მეღიმებოდა, გულში კი ვხარხარებდი.
–ის შენი ძმა იყო? რა მაჩო დადგა– სიცილით თქვა თათამ და მაგიდაზე რატის გვერდით დაჯდა, ბიჭები უცებ წამოიშალნენ და ყველა მომესალმა, შემდეგ კი მეც ჩამოვჯექი დათის გვერდით.
–აბა ნაკო როგორ მოგწონს ახალი სკოლა?–
–ძალიან მომწონს, ახალი კლასლებიც და მასწავლებლებიც– იაკობის, მარიამის, დაჩის და ნიკას გახსენებისას ძნელია ღიმილის შეკავება.
–იმ შენს კლასელზე რას იტყვი? ზე სექსუალურობა რომ არის– წარბების თამაშით მკითხა ქეთამ.
–რომელზე ამბობს?
–იაკობზე... იაკობ ჩოფლიანზე– მისი სახელის გაგონებისას უფრო გამეღიმა, ახლა გასაგებია ჩემი აქ ყოფნის მიზეზი, ქეთას მოსწონს ჩემი იაკობი.
სასაცილოა, იაკობს მისნაირი გოგოები არ მოეწონება ვიცი!
–კარგი ბიჭია, ნამდვილად დავმეგობრდით.
–მომწონს მე ეგ ბიჭი, საყვარელია და თან სიმპათიური, მამაკაცურია
მის სიტყვებზე თავი გავაქნიე, კი ვეთანხმები ნამდვილად სიმპათიური, საყვარელი და მამაკაცურია, მაგრამ მხოლოდ ჩემია!
–დათა შენ რას შვები იმ გოგოსთან? აი მაშინ რომ ხვდებოდი ხოლმე– უცებ შევცვალე თემა და დათას გადავხედე.
–აუ ანიზე ამბობ?– სანამ კითხვას დასვამდა მანამდე სიმღერის ხმა გაისმა.– მაგარი ბო*ი გოგო აჩმოჩნდა, მეც დავშორდი რა– ახლოს იყო მოწეული ჩემთან და ისე მელაპარაკებოდა.
–საიდან დაასკვენი რომ ბო*ი იყო?– მის ყურთან დავილაპარაკე სიცილით.
–კარგი რა, კიდევ კარგი თემუკამ მითხრა ვიღაც ბიჭთან რომ დაინახა, თორემ ისევ გავაგრძელებდი მასთან ურთიერთობას.– თვალების ტრიალით დაიყვირა და მუსიკას აყოლილმა მხარზე ხელი გამკრა.
მის შემხედვარეს ცეკვაში მეც ავყევი და ასე ვცეკვავდით სკამზე ჩამომსხდრები, ადგომაზე არც მე მიფიქრია და არც მას. მომაჯადოვებლად მიღიმოდა.
დათი– წითური იყო, ყოველთვის მომწონდა მისი თმის ფერი, თვალებიც, ღია–ღია ყავისფერი ქონდა, რომელიც ხანდახან ყვითელიც კი ჩანდა. კეხიანი ცხვირი კი აქვს, მაგრამ მის სახის მოყვანილობას ძალიან უხდება. ვერ ვიტყვი რომ გამხდარია, რაგბისტია, ამიტომ სამკუთხედი ტანი აქვს, პრესითურთ.
მომდევნო სიმღერა უფრო დაბალ ხმაზე ჩართეს, მე კი მათი მოსმენა დავიწყე, ერთმანეთს რაღაცეებს უყვებოდნენ და ახსენებდნენ, დათი ისევ ჩემთან ახლოს იჯდა და მესაუბრებოდა, მის ყოფილ გოგოებზე.
–ნაკო?– უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა.
–ნიკოლოზ აქ რა გინდა?– სიცილით წამოვდექი ფეხზე და მათან მივედი.
– მე კი არა შენ რა გინდა აქ? ამათთან ერთად?– გაოცებულმა გადახედა მაგიდაზე მსხდომ ბავშვებს. მზერა კი დათიზე შეაჩერა.
–ჩემი ძველი კლასელები არიან– სიცილით ვუთხარი– მეც არ ვიცი რატომ გავახსენდი, მარგამ დღეს დამპატიჟეს და მოვედი.
–კარგი, მე უნდა წავიდე, ჩემს უკან თაკო ზის, მე რომ მომწონს ის გოგო.
–მოიცა არ გაინძრე– უცებ ავწიე თავი და მაგიდასთან მსხომ გოგოებს გადავავლე თვალი– შავთმიანი ხო?
–ხო ეგაა– სიცილით დამიდასტურა.
–კარგი გოგოა, გემოვნება გაქვს ქულ რაა.
–კარგი კარგი უნდა წავიდე მე, თაკო მასწავლებელთან უნდა მივაცილო.– გადავკოცნე და ისევ მაგიდასთან დავჯექი.
–ვინ იყო?– უცებ მკითხა გვანცამ, ტუჩები სასაცილოდ ქონდა დაპწურული და ნიკას უყურებდა.
–ნიკა, ჩემი კლასელია... ტყუილად უყურებ ეგრე დაკავებულია– თვალი ჩავუკარი და სიცილით დათის გადავხედე.
–კარგი იყო– ჩუმად მიჩურჩულა და ხელი გამომიწოდა მაგიდის ქვემოდა, მეც დავატყი.
ვიცი რომ არ იმსაუხრებენ ჩემს ასეთ დამოკიდებულებას, მაგრამ რა ვქნა, მაინც მიყვარს ეს ბავშვები მათთან ერთად ბოლო–ბოლო 11 წელი გავატარე, ცუდი თუ კარგი მიანც იყო.
–ვიცეკვოთ?– სიმღერის დაწყებისას მკითხა დათიმ.
–არა მადლობა– თავი გავაქნიე და ტელეფონს დავხედე, იაკობი მირეკავდა. გაოცებული ვუყურებდი ტელეფონს.
–სად ხარ ნაკო?– პასუხი არ მქონდა გაცემული ისე სწრაფად მკითხა.
–ყავის სახლში, ჩემ კლასელებთან ერთად– ხმამაღლა ვუთხარი, ჩემი ხმა რომ გაეგო.
–კარგი– უცებ თქვა და გათიშა.
.........
–ვაიმე ეს იაკობი არაა?– ქეთას ხმამ გამომაფრიხლა. დაძაბულმა გავიხედე უკან და იაკობი შევათვალიერე. ჯინსის შარვალი ეცვა, ლურჯ მაიკასთან ერთად, გარედან კი ამავე ფერის კლეტკებიანი პერანგი.
დამინახა თუ არა ჩემკენ წამოვიდა, მეც ფეხზე წამოვდექი, ვაპირებდი მეკითხა თუ რას აკეთებდა აქ, მარგამ სიტყვები პირზე შემახმა, როდესაც ლოყაზე მაკოცა და ჩამეხუტა.
–გამარჯობათ– მიესალმა ჩემ კლასელებს.
-აქ რას აკეთებ?– გაოცებულმა ვკითხე.
–ნიკამ დამირეკა– უცებ თქვა, მეც კი გონება გამეხსნა, რათქმაუნდა, ისეთი მზერით უყურებდა დათის რომ რაიმე იფიქრა და როგორც ერთგული მეგობარი მალევე გააფრთხილა.
მადლობელი ვარ ნიკოლოზ შენი!
–გამარჯობა, მე ქეთა ვარ– უცებ წამოიჭრა ფეხზე და ხელი გაუწოდა იაკობს, მანაც ღიმილით ჩამოართვა და გაუღიმა.
–ნაკო...– ისევ მე გადმომხედა, აპუწულ თმაზე ხელი გადამისვა და თმა გამისწორა. ვიგრძენი ბოღმით გასიებული მზერა, რაზეც გამეღიმა– არ გინდა სახლში წავიდეთ?
–ცოტაანი დარჩით რა გეჩქარებათ– უცებ თქვა ქეთამ, ქეთას საქციელზე გამეცინა. იაკობს ხელი ჩავკიდე და ჩემს გვერდით დავსვი სავარძელში.
–იაკობ გაიცანი ესენი ჩემი ძველი კლასელები არიან. ქეთა უკვე გაიცანი, ეს თათაა, მის გვერდით რატი ზის. ნატალი, ცეცე, ვერონიკა, რეზი და დათა– ყველა წარვუდგინე უცებ– ბავშვებო ეს იაკობია.
–მისი შეყავრებული– თავი წარადგინა.
წარბაწევით გავხედე და ჩავიცინე. როგორც ჩანს დღეს ისევ მისი შეყვრებული ვარ, ეს სტატუსი რატომღაც ძალიან მომწონს.
მზერით მოკვლა რომ შეიძლებოდეს, ქეთას აქამდე უკვე მოკლული ვეყოლებოდი. მისი გაცეცხლებული თვალები ჩემ გონებაში ყოველთვის დარჩება, გამწარდა! ჰმ სწორედ ეს მინდოდა მეც. ყველაზე ძალიან კი ის მახარებდა რომ უფრო მწარდებოდა, რიდესაც მის სიტყვებს აიგნორებდა იაკობი.
ესეც ჩემი ბედნიერი დღე!

მესაკუთრე ჩოფლიანი!
ორშაბათი დღე საოცრად დაიწყო, სკოლაში დიდი აყალმაყალი იყო!
ჩვენი "სანაქებო" დამრიგებელი დაჟეჟვას გადარჩა, მაგრამ სკოლიდან გაგდებას ვერა. ვერც ჩვენი მანდატური იყო კარგ მდგომარეობაში, სკოლიდან გარიცხვასთან ერთად არც სალში ელოდა კარგი დღე.
როგორც ჩანს ჭორები გავრცელდა ჩვენ დამრიგებელზე და მანდატურზე, რამაც მანდატურის ცოლამდე, ქალბატონ თინამდეც მიაღწია. თინა სკოლაში იყო მოსული ამ ყველაფრის შესამოწმებლად, როდესაც დაინახა ჰოლში მოჟღურტულე წყვილი, იქ დაიწყო მთელი სპექტაკლი.
ბავშვები გაოცებულები ვუყურებტით როგორ კამათობდნენ დამრიგებელი და თინა, მანდატური კი დასჯილი ბავშვივით იდგა იქვე. ზოგიერთი ისეთი სიტყვა გავიგონე რაც არ უნდა გამეგონა, მაგრამ დამრიგებელი თავს კონტროლს ვერ უწევდა, ამიტომ იძახდა ყველაფერს რაც პირზე მოადგებოდა. თინა კი სიცილით უსმენდა, ბოლოს როდესაც მწყობდირან გამოვიდა ნაბიჯი გადადგა, უკვე დარტყმას აპირებდა, როდესაც დირექტორი გადაუდგა წინ და დამშვიდებისკენ მოუწოდა თინას.
ბავშვები უკვე სიცილით ცუდად ვიყავით, ერთმანეთს ვეფარებდოდით რომ გულიანად გაგვეცინა და არავის დაენახა, უარესად მომინდა სიცილი როდესაც დამრიგებელმა თავი მართლება და ტირილი დაიწყო. თინა ამ დროს მანდატურს მიუახლოვდა და სახელში ისე ძლიერად გაარტყა რომ მის მაგივრად მე მეტკინა.
–მეტის ღირსიც იყო– გზაში განხილვის თემად იქცა ეს საკითხი, მე, იაკობი, მარიამი, ნიკოლოზი და დაჩი როგორც აქამდე დღესაც ერთად მივდივართ. შემდეგ ჩვენი გზები იყოფა, მე ნიკოლოზი და იაკობი მაცილებენ,მარი და დაჩი კი ერთად მიდიან.
–კარგი რა, ძალიან მწარედ მოხვდა, თან ბეჭედიც ეკეთა– თავი გავაქნიე.
–აბა რა ეგონა რომ ღალატობდა, უარესის ღირსი იყო, გარტყმა მონაგონია იმასთან რასაც ჩემ ქმარს ვუზამდი ამ დროს– არ ცხრებოდა მარიამი, რაზეც მეცინებოდა.
ჩემს გვერდით მომავალ იაკობს გავხედე, დაძაბული სახე ქონდა და დუმდა. რატომღაც გონებაში მისი სიტყვები ამომიტივტივდა "შემდეგ იყო ღალატი, ტყუილი და სიკვდილი". ახლა ვხვდები რატომაც დუმს, მისი ოჯახიც ხომ ღალატის გამო დაინგრა.
–კარგად ხარ?– დაბლიდან ავხედე და მისკენ მივიწიე და მკლავში ხელი გავუყარე.
–კი კარგად ვარ– მოქუფრული სახით მითხრა– რატომ მეკითხები?
–რავიცი– მხრები ავიჩეჩე, არ მინდა რომ გავახსენო, მაგრამ ვიცი რომ ამაზე ფიქრობს, ჯობს არ დავამძიმო და არ გავაბუქო ყველაფერი.
–ვაიმე როგორ მეშლება ნერვები, ნინოს ალბათ თმითაც ვითრევდი– ისევ აგრძელებდა მარიამი ქოთქოთს მოხუცი ქალივით. – ეგ როგორ უნდა გააკეთო, ვიღაცის ქმარს როგორ უნდა შეეტენო, მაგრამ ქმარიც არაა ანგელოზი, რომ არ ნდომოდა არც მიიკარებდა ახლოს. მოვკლავდი ჩემ ქმარს.
–ვაიმე მარიამ, რამდენს ლაპარაკობ– სიცილით ვთქვი და მხარში ხელი გავკარი– შენ ჯობია ის თქვა გუშინ ჩემი ძმა რატომ დადიოდა სახლში ასეთი გაბრწყინებული და შენ რატომ მკითხე ყავდა თუ არა მას შეყავრებული.–უცებ მივაყარე.
–მე რა ვიცი?– დაბნეულმა ამოილაპარაკა და ლოყები შეეფაკლა– ჩემ ერთ–ერთ მეგობარს მოეწონა და მან მთხოვა– მხრების ჩეჩვით მითხრა და თავი დაბლა დახარა.
–მარიამ, რატომ მატყუებ?– წარბაწევით ვკითხე.
–არ გატყუებ– თვალებგაფართოებულმა ბიჭებზე მანიშნა, რაზეც ეგრევე გავჩუმდი, დაჩი ყურებდაქცვეტილი გვისმენდა, ნიკოლოზი ფიქრებში იყო წასული, ისევე როგორც იაკობი, მაგრამ ჩვენი მაინც ესმოდა.
–ნიკოლოზ რა გჭირს?
–ჰა?– უცებ გამომხედა, მის დაბნეულ სახეზე ყველას გაგვეცინა.
–რაზე ხარ ჩაფიქრებული ნიკოლოოოზ?– მარიამი გვერდით ამოუდგა და მკლავზე ჩქმეტა დაუწყო.
–ჩემ თაკოზე ჩავფიქრდი, გუშინ ვაწყენინე და ვფიქრობ როგორ შემოვირიგო.
–ვაიმე რა საყავრელი ხარ ბიჭო– სიცილით ვთქვი– რა ქენი ეგეთი რომ საგონებელში ჩავარდი და ვერ ხვდები როგორ შემოირიგო.
– კლასელ ბიჭზე ვიეჭვიანე, რომელიც ეხუტებოდა და კამათის დროს ვუთხარი შენც რომ არ გინდოდეს არ ჩაგეხუტება და არ დაგიწყებს ხელებსი ფათურსთქო, გაბრაზებულზე ვუთხარი, მას კიდე ეწყინა.
–ვაიმე თაკოს ადგილზე გაგაწიწკნიდი თმებს, ჩემმა შეყვარბეულმა რომ ეგ მითხრას ხო წავაცალე თავი– სიცილით ვუყურებდი მარიამს, რომელიც ისევ მოხუცი ქალივით ქოთქოთებდა, ყველაფერზე ამან თუ ესე დაიწყო გადაგვიყვანს ყველას ჭკუიდან.
–დაელაპარაკე და აუხსენი რომ გაბრაზებულზე უთხარი და ისიც აუხსენი რომ არ გსიამოვნებს ასე ახლოს რომაა იმ ბიჭთან, შემდეგ კი ტკბილი სიტყვებით შემოირიგე, მოლბება.– თვალის ჩაკვრით ვუთხარი და იაკობს მხარზე თავი ჩამოვადე.
ვფიქრობ მომწონს ის ურთიერთობა რომელიც მე და მას გვაქვს, ზედმეტი პირობების გარეშე, არ ვართ შეყავრბეულები და არც მეგობრები, რაღაც სხვა ვართ. ოერივემ ვიცით რომ ერთმანეთთან ყოფნა გვსიამოვნებს და ესეც საკმარისია ყველაფერისთვის.
–აბა კარგად, მე თაკოსთან მივდივარ– უცებ გადაუხვია გზიდან ნიკოლოზმა.
–ჩვენც წავედით, დაჩი დედაშენი ხო სახლშია?
–კი კი წამოდი თუ მოდიხარ– ხელკავი გაუყარეს და მათაც გადაუხვიეს გზიდან, მე და იაკობი კი ჩემი სახლის გზას დავადექით.
როგორც ყოლვეთვის დღესაც მიმაცილებს სახლში. მომწონს ასეთი მზრუნველი რომაა და რომ მიფრთხილდება.
–დედაჩემი გამახსენდა– უცებ წამოიძახა– ქალბატონ თინას გავდა, არასდროს ლაპარაკობდა ბევრს და მისი მწყობრიდან გამოყვანა რთული იყო, მაგრამ თუ გაბრაზდებოდა მტრისას– ნაღვლიანად ჩაიცინა, მისმა ჩამქრალმა თვალებმა მომკლეს. სახეზე დიდი მწუხარება აღბეჭდილიყო– ყველაზე ლამაზი იყო, გაბრაზებულიც კი, იასავით ნაზი იყო, როგორც მისი სახელი, იაკოს ვეძახდით ხოლმე, მე და ირინას სახელები მან დაგვარქვა. იცი როგორი მზრუნველი იყო??
–ახლა ვხვდები ვისგან გაქვს ეს თვისება– ღიმილით ვუთხარი, რატომღაც ამ სიტყვების წარმოთქმისას ლოყები წითლად შემეფაკლა.– შენც ძალიან მზრუნველი ხარ, თან ისეთი საყვარელი.
–შევიფერო?– ღიმილით მკითხა. ხელით ლოყაზე მომეფერა და როგორც მას ჩვევია ისე მაკოცა შუბლზე, როგორც ყოველთვის სითბოთი ამავსო და დამმუხტა დადებითად.
–როგორ მიყვასრ თავზე რომ მკოცნი ხოლმე
–კიდე რა გიყვარს?– ინტერესით მკითხა და ზემოდან დამაჩერდა.
–მიყვარს როცა იღიმი ხოლმე, თავს რო ხრი, მორცხვი ბავშვივით. შენი თბილი საქციელი მიყვარს, ჩახუტება, შენი მზერა მიყვარს მხოლოდ მე რომ მიყურებ ისე. შენი....
–ნაკო?– უკნიდან ხმა მომესმა, რატომღაც არ მესმიამოვნა ამ იდილიის დარღვევა, გაბრაზებული ერთადგილას გავჩერდი და უკან მივიხედე, იაკობისთსი ხელი არ მომიშორებია, ისევ მასზე ვიყავი ჩაჭიდული.
ჩემს უკან დამიანე და ანა მოდიოდნენ, როგორც ჩანს ანამ სეირნობაზე დაითანხმა, თორემ ჩემი ძმა ფეხით არასდროს მოძრაობს.
–ანა? როგორ ხარ?– გადავკოცნე ანა და მისი გაოცებული სახე არ შევიმჩნიე, არც დამიანის წარშეკრული და მოქუფრული სახე და მოკუმული ტუჩები.
–კარგად შენ როგორ ხარ?
–რავიცი, დამიანე ძლივს დავითანხმე ფეხით გასერინებაზე, მთელი გზაა ბუზღუნებს– სიცილით თქვა და მას გახედა– არ გამაცნობ?
–აა ჰო, იაკობ ეს ანაა, ჩემი ძმის დამიანეს შეყვარბეული– უცებ ვთქვი და დავინახე მათ სახეზე დიდი უხერხულობა, მაგრამ არ შევიმჩნიე– ანა, დამიანე ეს იაკობია, ჩემი...– წამით გავჩერდი,ნეწყვი ხმაურიანად გადავყლაპე და წარმოვთქვი სიტყვები, რომელმაც მეც კი გამაოცა– შეყავრებულია...
პირველი ჩემ ძმას გავხედე, სახიდან ფერები რომ გადაუვიდა, შემდეგ კი ანას რომელიც გაბრწყინებული სახით მიყურებდა, მინდოდა იაკობისთვისაც შემეხედა, მარგამ ვიცოდი ეს რომ გამეკეთებინა გავწითლებოდი და ჭარხალს დავემსგავსებოდი.
–შენი შეყავრებული არა?– უცებ წამოენთო დამიანე, ჩემსკენ წამოსული ანამ შეაჩერა. გაოცებული ვუყურებდი ჩემს ძმას, რომელსაც სახეზე ფერები გადასდიოდა ბრაზისგან. მისგან ამას ნამდვილად არ მოველოდი. შესინებულმა იაკობს გავხედე, რომელსაც ჩემნაირად გაოცბეული სახე ქონდა, ალბათ ისიც არ ელოდა ამას.
–მე და შენ ახლა ვილაპარაკებთ– მიუბრუნდა დამიანეს ანა, მაგრამ მისთვის არ შეუხედია, ისევ მე მიყურებდა გაცოფებული სახით. რამე დავაშავე და ვერ ვხვდები? რამე მოხდა იმით რომ იაკობი შეყავრეულად წარვადგინე?
–დამიანე შემომხედე– ბრძანებასავით გაისმა ანას ხმა.
ბედნიერი ვიყავი იმით რომ ჩვენსგარშემო ხალხი არ მოძრაობდა და ქუჩაში მხოლოდ ჩვენ ვიყავით.
დამიანე მაინც არ მაშორებდა მზერას მე კი უკვე ცუდად მხდიდა ეს, ცხოვრებაში პირველად ვხედავდი მას ასეთს, ხშირად მიბრაზდებოდა ხოლმე, მაგრამ ასეთი რეაქცია არასდროს ქონია, აქ კიდევ ერთი მაგრამ არის... მაგრამ არც არაფერი დამშავებია ახლა, რომ გაბრაზებულიყო.
ანა დმაიანეს სახე ხელებში მოიქცია და დიდი ძალისხმევის შემდეგად სახე დაბლა დაახრევინა, თითებს ნაზად უსმევდა სახეზე და ეფერბოდა.
სანამ ანა რამეს ეტყოდა დამიანეს, მანამ იაკობს ხელი დავავლე და სირბილით წავედი, სად მივრბოდი არ ვიცოდი, მაგრამ უბრალოდ მივრბოდი, თითქოს იაკობსი ჩაჭიდებული ხელი ძალას მაძლევდა, რომ არ წავქცეულიყავი.
–მოიცადე– უცებ დამიჭირა და უკნიდან მომეხუტა, ახლა შევამჩნიე გამოსახულება როგორი დაბურული იყო, ძლივს ვიყურებდოდი თვალებიდან, ხელი სახეზე მოვისვი და ცრემლები მოვიწმინდე. სუნთქვაც კი მიჭირდა უკვე, ღრმად ვსუნთქავდი და თავს ძალას ვატანდი რომ გონება არ დამეკარგა.
–მისმინე– ჩემს ყურთან დაიჩურჩულა, ხელებ მოუშორებლად უცებ ჩემს წინ გაჩნდა, როდესაც ჩემი სახე დაინახა, ფერები იცვალა, შეშინებული მიყურებდა და ვერაფერს ამბობდა.
–ცუდად ვარ– მხოლოდ ეს ვუთხარი და ისევ ძლიერად მივეხუტე. იმ განსხვავებით რომ ახლა მის მკლავებში მთლიანად ვიყავი დაფარული. თავი მის ყელში ჩავრგე და ძლიერად შემოვჭიდე ხელები. პატარა ბავშვივით ავსლუკუნდი მის მკლავებში.
–ნუ ცუღლუტობ– სიცილით მითხრა იაკობმა და სხეული სასაცილოდ დაკლაკნა, მას შემდეგ რაც მის ყელს ცხვირით შევეხე. გამეღიმა მის საქციელზე და კიდევ ერთხელ გავიმეორე იგივე, ახლა უფრო ხმამაღლა გაეცინა.
და მისი სიცილის გაგონებისას დამავიწყდა ყველაფერი, დღეს იმ იშვიათ დღეთაგან ერთ–ერთია, რადგან იაკობი იცინის, მე კი ამ სიცილის მოსმენა მიყვარს, ამ დროს დავლილი ჟრუანტელი ყველა სხვა შეგრძნებისგან განსხვავდება.
–პატარა ცუღლუტი ხარ– ნიკაპქვეშ თითები ამომდო და მაღლა ამაწევინა თავი– კარგად ხარ?– სახეზე თითებით მომეფერა. მისმა შეხედამ უფრო მომადუნა, თვალები ისე მიმეხუჭა მეთვითონაც ვერ გავაცნობიერე, მისი თბილი თითების შეგრძნება სახეზე დიდი სიამონება იყო.
სხეულში გამცრა როდესაც ჩემს ცხვირს იაკობის ცხვირი შეეხო, თვალები ფრთხილად გავახილე და მის თვალებს გადავაწყდი, იღიმოდა, მის თვალები მიღიმოდნენ.
ვფიქრობ სანატრელი წამი დგება! და აი ისიც, როგორც იქნა მისი ტუჩები ჩემს ტუჩებს შეეხო, ყველაფრის შეგრძენბა გაქრა, მხოლოდ მას ვგრძნობდი, მხოლოდ მის შეხებას და არაამქვეყნიურ ყუჩებს, რომელიც დიდ... არა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდნენ.
..........
გაბრაზებული ანა წინ მიიწევდა და სულ არ უსმენდა დამიანეს, რომელიც ეძახდა, სახლსი შევარდა და კარები ცხვირწინ მიუჯახუნა.
–ანა გააღე კარები– გაბრაზებულმა დაიყვირა და რკინის კარებს ხელი დაარტყა ისევ. ანა არ უსმენდა სავარძელში იჯდა და ბედნიერად იღიმოდა, ზედმეტად კარგი მსახიობი იყო, რადგან ვერც კი შეეამჩნია რომ უბრალოდ ხუმრობდა...
არა არ ხუმრობდა, მართლა ბრზაობდა ასეთი შეუგნებელი და შტერი რომ იყო, მაგრამ არც ისე რომ პატარა ბავშვივით დაწეყო როჟების კერვა და არდალაპარაკება.
–რა გინდა? ისევ გინდა მითხრა რომ არასწორად ვფიქრობ?– გაბრაზებულმა ხმამაღლა დაიყვირა და კარებთან ახლოს მივიდა.
–კარგი მართალი ხარ, არ უნდა გავბრაზებულიყავი ასე და არ უნდა შემეშინებინა ნაკო, ახლა კი გააღე კარები– ისევ დააბრახუნა.
–მანამ არ გამეკარო სანამ არ მიხვდები რა დააშავე, ეს უბრალო შეშინება არ იყო დამიანე, როგორ ვერ ხვდები ამას?
–ვხვდები ჩემს დანაშაულს და ვიცი რომ არასწორად მოვიქეცი, ყავდეს ის იაკობი თუ უნდა– ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა და ისვე კედელს მიეყურა– ახლა გამიღე რა კარები.
–არა! იყავი მანდ– ღიმილით წარმოთქვა. კარებს მოშორდა და სამზარეულოში გავიდა, მადუღარა ჩართო რომ ყავა დაელია, ცოტათი გაოცდა, როდესაც დამიანეს ხმა აღარ მოესმა, ისევ უკან დაბრუნდა.
–დამიანე?– დაიყვირა, მარგამ ხმა არ მოესმა– დამიანე– კიდევ ერთხელ დაიყვირა... ისევ სიჩუმე.– ჰმ წასულა– უცებ თქვა, მარგამ მაინც გადაამოწმა, კარები გახსნა, ხმამაღლა წამოიყვირა როდესაც სახლის კარი გაიხსნა და სწრაფად შემოვარდა სახლში დამიანე.
–რა გეგონა ასე მარტივად გამექცეოდი?– გაბრაზებულმა უთხრა და კრები ზურგს უკან მიიხურა. შეშინებულ ანას სახეზე სიბრაზე სადღაც გაქრა, უცებ კარგ ხასიათზე დადგა და ანას დასცინა კიდევაც.
–მომშორდი, შენზე გაბრაზებული ვარ– მოცინარ დამიანეს მხარში ხელი ჩაარტყა და სამზარეულოში გავიდა.
–აპ, აპ სად მიდიხარ?– ხელი მუცელზე მოხვია და ადგილზე გააკავა– თავის დაძვრენა არ გამოგივა– მკერდით მის ზურგს მიეკრო, სახე მის თმებში ჩამალა და მისი სურნელით ფილტვები აივსო.
–დამიანე.
–ჩშშ– უცებ დააშოშმინა, როდესაც მის ყელს ტუჩებით შეეხო, თავისუფალი ხელით თმები ერთ მხარეს გადაუყარა და ახლა უფრო მონდომებით დაუკოცნა ყელი. ანა მისი შეხებით დამდნარი მას მიყრდნობოდა და შეგრძნებით ტკბეობდა.
–მიყვარს როდესაც ასე იტრუნები ჩემი შეხებისას– ღიმილით ჩაილაპარაკა, გოგონა უცებ დაატრიალა და სახით მისკენ გააჩერა. ანა თითქოს გონს მოეგო და სანამ დამიანე აკოცებდა მანამ კრა ხელი.
–მე და შენ მანამ ვერ მოვრიგდებით, სანამ არ შეგუები რომ ნაკოს შეყავრებული ყავს– კატეგორიულად განაცხადა და სამზარუელოში შევდი. ხელი კისერზე მოსივა, სადაც დამიანეს ტუჩების კვალი იყო, ტუჩები უნებურად მოიკვნიტა და გაეღიმა.
–როგორ უნდა შვეგუო იმას რომ ჩემ ერთადერთ დას, რომელიც 17წლის არის, ყავს შეყავრბეული...– გაბრაზბეულმა ჩაილაპარაკა, როდესაც სამზარუელოში შევიდა, მაგრამ გაეღიმა ანას დანახვაზე.
–როგორც გინდა ისე უნდა შეეგუო, შენნაირი მუდო კი არაა შენი და, რომ 25წლის ასაკში ყავდეს შეყვარბეული– ისე ჩაილაპარაკა რომ არც გაუაზრებია.
–ჰმ ანუ შენ ჩემი შეყვარებული ხარ ხო?– უკნიდან მიეჭრა და ისევ ისე ჩაეუტა.
–რაღაც ეგეთი– თვალებმოჭუტულმა თქვა ანამ და მისი ხელები მოიშორა.– ხომ გითხარი, ჯერ შეეგუე ამ ყველაფერს და მერე ეს ყველაფერი.
–კარგი რა ანა– ბრაზმორეულმა ჩაილაპარაკა.
–ჩშშ– ტუჩებზე ხელი ააფარა– არაფერი თქვა და არც შემეწინააღმდეგო.
პირველად, ცხოვრებაში პირველად ხდებოდა ეს! დამიანე ვიღაცას თავს უხრის და მის ნათქვამს ასრულებს, ამას მხოლოდ მაშინ აკეთებს როდესაც ოჯახის წევრები ეუბნებიან, მაგრამ უცხო გოგოსთან ეს არასდროს გაუკეთებია...ისე რაღა უცხო? მისი შეყვარებულია.
–ყავა მეც მინდა, დღეს აქ ვრჩები, ამიტომ ჩემი ატანა მოგიწევს.
–შენი ადგილი არ მაქვს, ამიტომ სახლში წაბუნძულდები– მოშორების მიზნით უტხრა, თორე ისე როგორ არ ქონდა ადგილი მისთვის...
–ვნახოთ.... ყავა მეც მინდა, ბატიბუტიც გააკეთე და ფილმს ვუყუროთ. დღეს მე ვარჩევ– უცებ მიაყარა და სამზარეულოდან გავიდა. ანას მის საქციელზე ჩაეცინა და ასე ღიმილით შეასრულა მისი ბრძანება.
ფილმის ყურებამ მეტად მხიარულად ჩაიარა. ორივეს ძალიან მოეწონა ფილმი 'Sisters'... ფილმის მხოლოდ ერთ ნაწილზე დამიანეს მოუწია ფილმის გაჩერება, მთელი 5 წუთი იცნოდნენ და ვერ ჩერდებოდნენ.
–Helpme- კინოს დასრულების შემდეგ ხმამაღლა დაიყვირა ანამ და საწოლზე მიესვენა. (ვისაც ეს ფილმი გაქვთ ნანახი, აუცილებლად მიხვდებით ამ მომენტს)
–ვიცი რომ ცუდად არ ხარ.– სიცილით უთხრა დამიანემ.
–არ ვხუმრობ, გადამარჩნე გთხოვ...– დრამატულად შეჭმუხნა სახე.– ვკვდები
–არ მოკვდე– მისკენ დაიხარა და ტუჩებზე ძალიან ნაზად აკოცა. ამას არც ანა მოელოდა, ხელები კისერზე მოხვია.
და აი ის საშინელი მომენტი, როდესაც გესმის დედის განწირული ყვირილი. ორივე ფეხზე ვარდება და გაოცებულები შეჰყურებენ ფერებგადასულ ქალს.
–ეს რას ხედავს ჩემი თვალები– უცებ ამბობს ქალი და გულიმისდის.
დამიანე ძლივს ასწრებს ნაბიჯის გადადგმას, ქალს ხელში იჭერს.
–ნუ მეხები საზიზღარო– უცებ ხტება მისი მკლავებიდან ქალი, რაზეც ანას სიცილი უნდება. ჰო დედამისი სწორედ ისეთი მსახიობია როგორიც ანა, ძნელია შეამჩნიო ის თუ რას გრძნობს სინამდვილეში.– როგორ ბედავ და როგორ ეხები ჩემს შვილს?
–ქალბტ...– ახსნა უნდა დაეწყო როდესაც ქალმა ისევ შეაჩერა.
–ხმას ნუ იღებ. ახლავე ანა ჩაალაგებ ბარგს და გადმოხვალ ჩემთან ერთად სოფელში, ამას– დმიანზე ანისნა– კი ვეღარასდროს ნახავ.
–დედა გეყოს ნუ შეაშინე– სიცილით მივიდა ანა დედამისთან და ლოყაზე აკოცა.
–დამიანე გაიცანი ეს დედაჩემია ანეტა. დე გაიცანი ეს დამიანეა ჩემი შეყავრებული– წარუდგინა ერთმანეთს.
–სასაიმოვნოა შენი გაცნობა შვილო– ხელი გამოართვა და თითებზე ძლიერად მოუჭირა. დამიანეს სახეზე ფერები გადაუვიდა, დაბნეულმა არ იცოდა რა გაეკეთებინა. მხოლოდ გაიღიმა და დასჯილი ბავშვივით დადგა.
მანამ არ ამოუღია დამიანს ხმა სანამ ქალბატონი ანეტა არ წავიდა, თვალებშიც კი ვერ უყურებდა, ისეთი დაბნეული იყო, მითუმეტეს ანეტა მის ცივ თვალებს არ აშორებდა, ცივი კი მხოლოდ იმიტომ იყო რომ ყინულისფერი თვალები ქონდა.
–რატომ იყურები ეგრე?– სიცილით კითხა ანამ.
–რატომ იყურებოდა ასე დედაშენი?
–იმიტომ რომ... ნუ ხო ხვდები რატომაც?– ლოყები შეეფაკლა, მაგრამ მაინც სიცილით კითხა.– უკვე დაღამდა, შეგიძლია წახვიდე სახლში.
–არსად წასვლას არ ვაპირებ, შენს ოთახში რბილი ბალიშები მელოდება– ფეხზე წამოიჭრა, ხელი წელზე მოხვია და ჰაერში ააფრიალა, ანამ მოულოდნელობისგან ხმამაღლა დაიყვირა, რაც მალე სიცილში გადაეზარდა– ახლა წავალთ და დავიძინებთ
–არა დამიანე... შენ წახვალ სახლში, მე ჩემს ოთახში დავიძინებ, შენ შენს ოთახში
დამიანე მოულოდნელად გაჩერდა, ანა დაბლა დააყენა და სერიოზული სახით შეხედა. მანამ უყრებდა ასე სანამ ანას თვალებში შიშის გრძნობა არ გაუკრთა.
–არ გინდა ჩემთან ერთად ყოფნა ხო? კარგი– თქვა და გვერდიავლით გასასვლელისკენ წავიდა, ანა ჯერ გაოცდა, შემდეგ კი უკან დაედევნა
–სად მიდიხარ?
–სახლში, უნდა დაიძინო შენც და უნდა დავიძინო მეც– მკაცრი ხმით უთხრა, ტელეფონი და ქურთუკი აიღო და კარები გახსნა.
–მოიცა– ხელზე მოეჭიდა– დარჩი.
–შენ ხომ არ გინდა რომ დავრჩე?– გამომცდელად კითხა და ცალი წარბი აუწია.
–ვიხმურე დამიან... ხო იცი შენთან ერთად ყოფნა ყველაზე მეტად მინდა– უცებ მოლბა ანა. მკლავზე ხელი მოხვია და სახლში შემოიყვანა, მისი ტელეფონი და ქურთუკი უკან დააბრუნდა. ხელი ჩაკიდა და ოთახში შეიყვანა.
დამიანეს სახეზე გამარჯვებული ღიმილი ქონდა აკრული, ბედნიერად იღიმოდა და ანას ზურგს... ჰმ არა მარტო ზურგს, არამდე საჯდომსაც შეჰყურებდა.
სანამ ანა სააბაზანოში იყო მანამ დამიანემ ტანსაცმელი გაიხადა და საწოლში შეწვა. ანას მოლოდინში კინაღამ ჩამოეძინა, მაგრამ როდესაც ხმა გაიგო, მაშინვე გამოფხიზლდა, უყურებდა როგორ ივარცხნიდა თმას.
–მოდი დაგიწნავ– საწოლის თავს მიეყუდა, ზურგით ჩამომჯდარ ანას თმები ხელში მოიქცია და სამად გაყო, გამოცდილივით წნავდა თმას.
–ესეც ასე– თმის რეზინით შეკრა, ნაწნავი თმით უკან დახარა და თავზე ნაზად აკოცა.– ახლა კი დავწვეთ.
ანამ ხალათი მოიშორა და საწოლში სწრაფად შეძვრა, დამიანეს შიშველ სხეულს მიეხუტა და სახე მის ყელში ჩარგო. დამინემ ხელი კიდევ უფრო ძლიერად მოხვია და მორფეოსის სამყაროში გადაეშვა მასთან ერთად.

მესაკუთრე ჩოფლიანი!
თეთრ ჭერს შევყურებდი და ვიხსენებდი დღევანდელ დღეს, ნუ რაღაც დღევანდელს უკვე გუშინდელს.
თენდება, მე კი ისევ არ მძინავს, ისევ ის შეგრძნებები, ახლაც ვგრძნობ როგორ ეცებოდა მისი ტუჩებს ჩემს ტუჩები, ნაზად და სათუთად. მისი ტუჩების სიტკოება კიდევ დამრჩენოდა ზედ, საოცრება იყო.
რა ცოტა არის საჭირო ბდენიერებისთვის არა? იმითაც ბედნიერი ვარ რომ სუნთქავს, მისი სახელითაც და ყველაფერით რაც მას უკავშირდება.
გრძნობა რომელსაც მის მიმართ განვიცდი რაღაც ახალია, უცხო ხილივითაა. უბრალოდ ამის შეგრძნება და გაცნობიერება საოცრებაა.
ტელეფონის ხმა მაფზიხლებს, მატყობინებს რომ ჩემი ადგომის დროა, სოლაში ვარ წასასვლელი. იმედენად ვარ დადებითი ემოიით დამუხტული რომ არ მინდა ეს გაქარწყლდეს. შიგნიდან რაღაცას ვგრძნობ ფეირევერკის მაგავარს, ყოველ გახსენებაზე ახლიდან იწყებს აფეთქებას და ჩემთვის ჯერ კიდევ უცხო შეგრძნებები იღვიძებს. არ მინდა ამ გრძნობას შევეგუო, სულ მინდა ასეთი იყოს უცხო ხილივით გასაოცარი...
მალევე მოვწესრიგდი, ზომბივით სიარულის მაგივრად დავფრინავდი, თითქოს ჩემი ცხოვრება ერთი ნაბიჯით წინ წავიდა და რამოდნიმე გრადუსით შემოტრიალდა, ყველაფერი თითქოს შესანიშნავად არის... არა არა, ყველაფერი მართლაც შესანიშნავადაა!
ოთახი დავტოვე და კიბეები ნარნარით ჩავირბინე, სამზარეულოში შესულმა დედას ლოყები დავუკოცნე, როგორც ყოველთვის მხოლოდ ჩემთვის გზამდებული კატლეტები ვჭამე და სკოლის გზას დავადექი.
სიარულის პარალელურად მუსიკებს ვუსმენდი (Adele - Skyfall) დრამატულად ვყვებოდი სიმღერას და მიკროფონად ჩემს აიფონს ვიყენებდი.
ვიღაცას ალბათ გიჟიც ვგონივარ... ჰო შეიძლება ასეც ითქვას.
არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვარ!
გამაგიჟა ჰო... მგონი სიყვარულმა გამაგიჟა!
კლასში შესული მარიამს მივვარდი და ძლიერად ჩავეხუტე.
–რა ხდება?– გაოცებულმა მკითხა და სკამზე ჩამომსვა, თვითონ კი თავზე დამადგა.
–არაფერი რა უნდა ხდებოდეს?– სიცილით ვკითხე– ძალიან ძალიან მაგაარ ხასიათზე ვარ– ტაში შემოვკარი.
–ნაკო!
–კარგი ხო, მოიწიე– ხელით ვანიშნე რომ დახრილიყო– მე... მე...
–ჰე ახლა მალე, დავლიე სული აქვე და მერე რაღათ მინდა.
–იაკობმა მაკოცა– ჩურჩულით ვუთხარი.
გაოცებული მიყურებდა, როგორ ვიჯექი მის წინ აღტაცებული, აჟიტირებული და გაბადრული სახით. მიყურა... მიყურა... შემდეგ კი თავში ხელი შემოირტყა, ალბათ იმას ფიქრობდა რა იყო ამაში ასეთი სასწაული... მისთვის არა, ჩემთვის იყო!
–მერე?– ინტერესეთ მკითხა და გვერდზე მომიჯდა– აშკარად ჩაადნი მკლავებში
–ცოტაღა მაკლდა... მთელიღამე არ მიძინია, სულ ამ კოცნაზე ვფიქრობდი– თავი მის მხარზე ჩამოვდე– საოცრება იყო!
–ჰე ჰე არ გაფრინდე ახლა ოცნებებში– ლოყაზე ხელი დამცხო– ახალი დამრიგებელი გვყავს.
–მართლა ვინ?– თავი წამოვყავი უცებ.
–არ ვიცი ახალი მასწავლებელია, ჩვენი დამრიგებლის შემცვლელია, იმედი მაქვს ის მაინც იქნება წესიერი– თვალების ტიალით თქვა, მის საქციელზე მეც გავიცინე– არა რა! მიანც როგორ გააკეთა ეს, მარა რა მიკვირს 32წლის იყო და ქმარი არ ყავდა, მოინდა ქალს ჰორმონების დამშვიდება– ბრაზი მორეული დუდღუნებდა და არ ჩერდებოდა, გუშინდელს მოყოლებული სულ მას ლანძღავს ალბათ, მიწასთან ასწორებს.
მისი დაცინვით გართულმა მოულოდნელად თვალი მოვკარი კარებში შემოსულ იაკობს, მისი მზერა დავიჭირე თუ არა ლოყები შემეფაკლა, უცებ მოვარიდე მზერა და მარიამს გავხედე. მე მიყურებდა.
–რა?– დაბნეულმა ვკითხე.
–შენ გაწითლდი, როდესაც ის დაინახე– გამარჯვებული სახით მითხრა.
–მერე რა?
–ვიღაცა ძალიან შეყვრებულია.
–არაა– თავი გავაქნიე– უბრალოდ მომწონს.
–გიყვარს– მხრები აიჩეჩა და სკამის საზრუგეს მიეყუდა, მობეზრებულმა ხელი ავიქნიე და მეც მას მივბაძე, სკამის საზურგეს მივეყრდენი და კლასი მოვათვალიერე. იაკობი და ნიკოლოზი გაცხარებულები რაღაცაზე საუბრობდნენ, არც ერთი უთმობდა და არც მეორე. ბოლოს ნიკამ ბედნიერი გამარჯვებული სახით გაიღიმა, იაკობმა კი მაგიდას ხელი დასცხო, როგორც ჩანს კამათში წააგო.
მათი ყურებით გართულმა ვერც კი შევმჩნიე როდის შემოვიდა კლასში ახალი მასწავლებელი.
–გამარჯობათ ბავშვებო!– ნაცნობი ხმა ჩამესმა ყურში.
–არაა– მოულოდნელად ისე ხმამაღლა აღმომხდა რომ ყველამ მე გამომხედა, მასწავლებელმაც კი, დავინახე სახეზე ირონიული ღიმილი როგორ გადაეკრა.
–როგორც ჩანს ძალიან გაგიხარდა ჩემი დანახვა ნაკო!– მტკიცე ხმით წარმოთქვა და მაგიდის თავს მიეყუდა.
ვერ ვიტან! მძულს! მეზიზღება! ერთადერთი ადამიანია რომლის მიმართაც ასე ვარ განწყობილი, მოსიარულე სისასტიკეა, ბოროტება. სწორედ მისგამოა რომ მე9კლასში ფიზიკის გამოცდაში ჩავიჭერი, მას შემდეგ ფიზიკაზე ვემზადები, ისე ძალიან დამთრგუმა მან რომ შიში მქონდა, გამოცდებში ჩაჭრის.
–მიჭირს სიხარულის გამოხატვა–ღიმილით ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი, ჩემს ჩანთას ხელი დავავლე.
–სად მიდიხარ?– გაოცბეულმა მკითხა მარიამმა.
–მე ამ კლასში არ დავრჩები თუ ის ჩვენი დამრიგებელი იქნება! კარგად ბავშვებო– მერხებს შუა გავიარე და მის წინ შევჩერდი, გავიღიმე და კლასი სიტყვის უთქმელად დავტოვე.
–უზრდელი– გავიგე როგორ თავა მასწავლებელმა.
–სულაც არა!– წამოიყვირა მარიამმა.– შეურაცხყოფას ნუ აყენებთ მას– გააპროტესტა.
–შენც ხომ არ გინდა კლასის დატოვება?– ირონიულმა ხმამ გაიღჟერა.
–დიდი სიამოვნებით!– მხოლოდ ეს გავიგე, შემდეგ კი კარებში მარიამი გამოჩნდა, სახეზე ამაყი ღიმილი ქონდა აკრული.
–ესეც ასე, ახლა წავედით სკოლიდან– ხელკავი გამიყარა და კიბეებისკენ წავედით.
–შარში გაყავი თავი, რატომ შეეპასუხე?
–არავის ვაპატიებ შენს შეურაცხყოფას ნაკო!– ადგილზე გაჩერდა და მკაცრი სახით გადმომხედა– ჩემი მეგობარი ხარ, აქედნა გამომდინარე შენს გვერდით ვარ.
–შარია ეს ქალი– თავი გავაქნიე.
–ეე ჩვენგარეშე სად მიდიხართ?– კლასიდან ჯერ ნიკა გამოვიდა, მას უკან იაკობიც მოჰყვა, ბოლოს კი დაჩი. გაოცებულმა გავხედე მათ.–რა? თქვენი აზრით მარტო გაგიშვებდით შატალოზე?
–კარგი რა ნიკოლოზ! ჩათვალეთ რომ შარში ხართ ყველა.
–ნუ გეშინია შენ– სიცილით მითხრა ნიკოლოზმა და გვერდი დამიმშვენა, ჩვენს უკან კი იაკობი და დაჩი მოდიოდნენ.
სასწაული დღე იყო, ცხოვრებაში პირველად ვიყავი შატალოზე, ადამიანებთან ერთად რომლებიც ძალიან მიყვარს. შიმშილ შემოტეულებს შაურმის ყიდვა შევთავაზე და რადგანაც ჩემი იდეა იყო არავის დავუთმე ფულის გადახდა, 5 ლარიანი შაურმები ვჭამეთ. ბიჭებმა ჩვეულებრივად, მე და მარიამი კი საწყლად ვჭამდით, ძალიან გვეზედმეტებოდა, მაგრამ მათ ჯინაზე მთლიანად ვჭამეთ.
ქუჩაში დავდიოდით და ხმამაღლა ვიცინოდით, კიდევ ერთი შესანიშნავი დღე გავატარე მათთან ერთად, სახლში დაბრუნებულს კარებში მხოლოდ კაჰუნა დამხვდა. კისკისით ჩამოვეკიდე ყელზე.
–დღეს შატალლოზე ვიყავი
–დამიანემ არ გაგიგოს.
–უფ გაიგოს რა– მხრები აიჩეჩა– მე მარიამი
–ის მარიამი? შენი პირველი მეგობარი?– სიტყვა გამაწყვეტინა, გაოცებულმა გავხედე.
–ხო ეგ მარიამი, იაკობი, ნიკა და დაჩი, მაგრამ მიზეზი გვქონდა!
–მაინც რა მიზეზი?– სამზარეულოში გასულს უკან გამომყვა.
–მადონა ხო იცი? ჩემი ძველი ფიზიკის მასწავლებელი?– მაცივარი გამოვაღე და წვენი გადმოვიღე.
–ხო მერე?
–ეგ ჩემი ახალი დამრიგებელი და მასწავლებელია, რო დავინახე მაშინვე გამოვედი კლასიდან, მერე უზრდელი მიწოდა და ყველა გამომყვა უკან– სიცილით ვუთხარი– დედა სადაა?
–მამას გაჰყვა რაღაც შეხვედრაზე, საჭმელი დაგიტოვა და ჭამე.
–ხო შევჭამ და მერე ფიზიკაზე უნდ წავიდე, მარტო უნდა იყო სახლში?
-არა ნაშებს ამოვყრი და გავერთობი ცოტას– ისე სერიოზულად თქვა წამით მეც კი დავიჯერე, ჩემს სახეზე რომ გაეცინა მხარში ძლიერად დავარტყი ხელი.
–იდიოტო– შევუღრინე.
–ეგ როგორ დაიჯერე გოგო ? აუ კატლეტი მომე რა
–არა ხო იცი არავის ვიყოფ ხოლმე... კარგი ხო აჰა ერთი და წადი აქედან, თვალით ნუ დამენახები რა– გაბრაზბეულმა უთხრა.
ჭამის შემდეგ ფიზიკა მოვამზადე, დავალებები ოხრად მქონდა, მაგრამ ადვილად გავარტვი თავი, რაღაც მასალაც გავიმეორე სკოლისთვის და ფიზიკაზე წასასვლელად მოვემზადე.
............
–ოუ გამარჯობა...– უცებ დაფიქრდა მარიამი– კახა ხომ?– დაბნეულმა კითხრა, ნაკოს სახლის წინ იდგა, მასთან საუბარი უნდოდა მაგრამ კარში ნაკოს მაგივრად ტყუპი შეეჩეხა.
–კახი– შეუსწორა უცებ და კარების ჩარჩოს მიეყრდნო– რა ხდება მარიამ?– დაწვრილებული თვალებით კითხა.
–მეე... ამ ნაკოსთან ვარ მოსული– დანეულმა უცებ ამოილაპარაკა და მის ხელებს დააშტერდა. მის საქციელზე კახის ჩაეცინა, ნაკო ახალი წასული იყო, მაგრამ მარიამის ყურების შანს ხელიდან როგორ გაუშვებდა? მაშინვე ტყუილი მოიფიქრა
–15–20 წუთში მოვა, მანადე დაელოდე მოდი– სახლის კარი შეხსნა, მარიამიც ვერ შეეწინააღმდეგა, მისი გვერდის გავლით სახლში შევიდა და დაბნეულმა მოათვალიერა გარემო, თითქოს სახლში პირველად იყო.
–რა დაბნეული ხარ მარიამ რა ხდება?– მის წინ გაჩერდა კახი და მომაჯადოვებლად გაუღიმა, მარიამი კიდევ უფრო დაიბნა, ხან მას უყურებდა ხან კი მზერას არიდებდა, პირი გახსნა რაღაცის სათქმელად, მაგრამ ვერაფერი თქვა. კახის მისი საქციელი ძალიან ახალისებდა.
–სახლსი მარტო ხარ?– თემის შეცვლა ცადა მარიამმა.
–არა რამოდნიმე ნაშა მყავს– მხრები აიჩეჩა კახიმ და მისაღებისკენ შებრუნდა, რომ მისი ღიმილი მარიამს არ დაენახა, თვითონ კი კარგად მოკლა მის გაოცებულ სახეს თვალი.
–რა?– შეჰკივლა უცებ– რას ქვია ნაშები გყავს?– უცებ წამოენთო ქმრის ღალატს შესწრებული ქალივით.
–ხო რა? უფლება არ მაქვს თუ...?– მისი საქციელით გახალისებული თამაშს არ წყვეტდა– იცი რა კარგი იყო ? ახლა აბაზანას იღებს. ისე შენთან ერთად აქ ყფონას ჯობს მას შევუერთზე, არ მოიწყინო მარიამ– უცებ მიაძახა და კიბეებს აუყვა.
მარიმ აღარ იცოდა რა ექნა, აქეთ–იქით დადიოდა და კახის საქციელს იაზრებდა, ბოლოს რატომღაც იფიქრა რომ ატყუებდა. ამ აზრის გადასამოწმებლად მეორე სართულის კიბეები აირბინა და კახის ოთახს მიუახლობდა. კარები გააღო და წასწებულივით დაიყვირა.
–აჰაააააა– უცებ ოთახი მოათვალიერა და გახარებულს სახეზე კმაყოფილი ღიმილი აეკრა, მაგრამ მისი სახიდან ეს მალე გაქრა, რადგან მის წინ საცვლების ამარა იდგა კახი. თავიდან ფეხებამდე აათვალიერა ბიჭი, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და უცებ გააკეთა ბრუნი კედლისკენ.
კახიმ ხმამაღლა სიცილი დაიწყო, რაზეც უფრო შერცხვა მარიამს. უცებ გავარდა ოთახიდან და მისაღებში შევიდან, დივანზე ჩამომჯდარმა ხელები სახეზე შემოიწყო და თავის თავს წყევლიდა.
–როგორი შტერი ხარ, რა მიმარბენინებდა, ვერ მომტყდა ფეხები თუ არა, იყავი ახლა ასე და რო დაინახავ გაწითლდი ხოლმე, მარა რა ტანი ქონდა უფ უფ... ვაიმე რეებზე ვფიქრობ– მოთქვამდა ხმამაღლა, კიბეების თავში მდგომ კახის ყველაფერი ესმოდა.
მის ბავშვურობაზე ძალიან ხალისობდა, მოწსონდა როდესაც მისი მიზეზით წითლდებოდა და იბნეოდა. ხვდებოდა რომ ყველა მისი საქციელით აგიჟდებდა და ამაზე თვითონაც გიჟდებოდა. ჰო ამ პატარა გოგოზე გიჟდებოდა.
–სხვათაშორის წითელი ფერი გიხდება სახეზე.
–ვაიმე– შეჰკივლა და თავი ხელებში ჩამალა, სირცხვილისგან აღარ იცოდა რა გაეკეთებინა.
–ისევ გული უნდა წაგივიდეს?– სიცილით კითხა და მის გვერდით ჩამოჯდა– აბა რას მეტყვი ისე ქერა ბიჭი ვინაა?
–ვინ ქერა ბიჭი?– დაბნეულმა ახედა, როდესაც მისი მზერა წააწყდა ისევ აწითლდა და ხელებს დახედა. რათქმაუნდა იცოდა ვისზეს ესაუბრებოდა, მაგრამ არ უნდოდა გამხელა, რატომღაც უნდოდა რომ ეეჭვიანა.
–ჩემს დანახვაზე კისერზე რომ ჩამოეკიდე
–ჩემი შეყავრებულია– ამაყად განაცხადა, ამ ზედმეტად ხმამაღალ განაცხადზე კახიმ ასევე ხმამაღალი სიცილით უპასუხა, სულს ვერ ითქვამდა უფრო და უფრო უმატებდა სიცილს, რაც მარიამს უფრო აცოფებდა, ცოტაც და ალბათ ჭკუიდან გადავიდოდა.
–რა გაცინებს იდიოტო ?– შეუღრინა.
–შენი შეყავრებულია ხო?– ისევ გადაიხარხარა– ნაკომ რომ მითხრა არავინ ყავსო?– და ისევ ტყუილი! რათქმაუნდა ნაკოსთვის არაფერი უკითხავს, აქედან გამომდინარე არც ნაკოს უთქვამს რამე, უბრალოდ უნდოდა გამოეტეხა, მარგამ მარიამი არ აპირებდა დანებებას.
–სწორედაც რომ შეყავრებულია, ახლა იმიტომ ვარ აქ რომ ნაკოს ახალი ამბავი უნდა ვახარო– მხაბი აიჩეჩა და ამაყი ღიმილი აიკრა სახეზე.
როლები გაიცვალა, მარიამი თევზაობდა, კახი კი თევზი იყო, რომელიც მალევე წამოეგო მის ანკესს. გაცოფებული უყურებდა გოგოს და არ იცოდა როგორ დაეხშო მასში ეს ბრაზი, მარიამი კი ბედნიერი იყო, რომ ამ თამაშში მოუგო.
კახიმ პირი გახსნა, გაბრაზებულზე რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ სიტყვები ტუჩებზე შეახმა, რადგან სახლში დამიანე შემოვიდა.
.........
–კაჰუნაა მოვედი– სახლში შესულმა სიცილით დაიყვირებდა, ეგონა რომ ის შეეგებებოდა, მაგრამ მარიამი გადაუდგა წინ, მკლავში ხელი ჩაავლო და მის ოთახში აათრია. დაბნეული ძლივს ადგამდა ნაბიჯებს.
–რა გჭირს გოგო?– ოთახში შესულმა სულიმოითქვა და აქეთ–იქით მოსიარულე მარიამს ახედა.
–მოვკლავ და ჩემი ხელით დავასაფლავებ, როგორ მიშლიდა ნერვებს, როგომ მომიწალმა ხასიათი, მაგრამ არაუშავს ხო მაინც ვაჯობე, ასე უნდა! იყოს ახლა და იღრინოს რამდენიც უნდა– მოთქვამდა ისევ, მე კი სიცილი მინდოდა, ბოლოს მართლაც ვერ შევიკავე თავი და ავხხარხარდი, შეუძლებელია უყურო ასეთ მარიამს და არ იცინო!
–რამ გაგამწარა ეგრე?
–შენი ძმა 'რა?' არის? სულიერია ეგ იდიოტი, მაგრამ მალე აღარ იქნება, ვაიმე ისე გავამწარებ, ისე რო... უხხ– ბრაზობდა და არ ცხრებოდა, მე კი აღარ ვიცოდი დაგროვილი ემოცია როგორ გამომეშვა გარეთ, რომ გამეცინა ან ჩემი ჩაბჟირება მომკლავდა ან მარიამი.
–წესიერად იტყვ...
–ხმას ნუ იღებ, თორე იმაზე გაბრაზებული ჯავსრ შენზე ვიყრი... ჭკუიდან გადამიყვანა კინაღამ, მოვკლავ... არ შემიძლია– უცებ აღმოხდა და საწოლზე დავარდა, ნაკოს პირი ქონდა გახნილი რაღაცის სათქმელად მაგრამ მისმა სიტყვებმა დაამუჯნა– მგონი გამაგიჟა, მომწონს ისე მომწონს რომ... ვაიმე, ხედავ რამდენს ვლაპარაკობ?
–პირველ დღეს არ იყავი ასეთი– ამოიბუზღუნა ნაკომ და მის გვერდით დაემხო.– ვაღიარებთ რომ დაგვერხა?
–ვაღიარებ, რომ მაგრა დაგვერხა, შენმა ძმამ–მე, იაკობმა კი შენ გამოგიჭირა, რა გოგოებს გვკლავენ ხალხო– დრამატულად დაიყვირა და გაიცინა, მე კი მთელი ამდენიხნის ნაგროვები სიცილი ერთდროულად ამოვუში, ვულკანის გაღვიძენასავით იყო.
–რატომ დააგვიანე შენ ასე?– მუჯლუგუნა მკრა და გამაჩუმა, უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა გახსენებისას, მასწავლებლიდან გამოსული სადარბაზოში დათი დამხვდა.
–დათიმ მომაცილა სახლამდე, უცნაურად იქცეოდა– კისერზე ხელი მივისვი– ხელიც გადამხვია და ლოყაზეც რამოდენიმეჯერ მაოცა. არ მომწონს მისი საქციელი– თავი გავაქნიე.
–ნეტა რა უნდოდა? იაკობს უნდა უთხრა?
–რა უნდა ვუთხრა?
–ის რომ დათი ასე გეიდებოდა ყელზე, როცა პირიქით უნდა ყოფილიყო– ჩუმად ჩაიცინა– რაღაც არ მომწონს ეს ყველაფერი.
–არა არ ვეტყვი– საწოლზე გადავწექი და დათის საქციელზე ჩავფიქრდი.– არც მე მომწონს ეს ყველაფერი...
მარიამმთან ერთად კიდევ რამოდნიმე საათი ვიყავი ჩემს ოთახში, 9საათი ხდებოდა როცა კუჭმა შემაწუხა, ამიტომ მოგვიწია სამზარეულოში ჩასვლა, მე ჩემ კატლეტებს მივირთმევდი, მარიამი კი კრუასანებს ჭამდა.
–დღეს ხო დარჩები?
–დედას ვკითხავ, სავარუდოდ კი– ღიმილით მითხრა, მისაღებში მჯდომ ბიჭებს მზერა მოავლო და კახიზე გააჩერა, ტუჩები მოიკნიტა როდეასც მისი ღიმილი დაინახა.
–კარგი, ფილმს ვუყუროთ დაძინებამდე.
–როგორც გინდა– დამეთანხმა და კიდევ ერთხელ გახედა კახის
მე როდესაც ფილმს ვამზადებდი, მარიამი დედამისს ესაუბრებოდა, შემდეგ კი საწოლში ერთად დაწვნენ შორტებით და მოკლე მაისურებით. ლამაზი გარეკანით შერჩეულმა ფილმა, ორივე მწარედ აგვატირა. 'delibal'– რატომღაც მეგონა რომ კარგად დასრულდებოდა ეს შესანიშნავი ფილმი, მაგრამ ორივეს ტირილი მოგვიხდა.
ჯერ კიდევ ცრემლების ვიმშრალებაში, როდესაც ჩემი ტელეფონი აბზულდა, დახედვისთანავე სუნთქვა შემეკვრა, ერთიანად გავივსე სიხარულით და სულ გადამავიწყდა წამის წინ ტირილის მიზეზი.
–იაკობი მირეკავს– უცებ ვუთხარი მარიამს და გაბადრული სახით დავხედე ისევ ტელფონს.
–უპასუხე მერე რას უცდი?
–გისმენ– ხმის გაწმენდის შემდეგ ვუპასუხე.
–ჭიშკართან გელოდები, მხოლოდ 2 წუთით გამოდი– მშვიდად მითხრა და ტელფონი გათიშა, გაოცებულმა ტელეფონს დავხედე, მერე კი მარიამს გავუსწორე მზერა.
–დაბლა ჩამოდი–ო, ჭიშკართან მელოდება– უცებ ვთქვი, ფეხზე წამოვხტი და იქვე დადებული ლურჯი ფერის ხალათი მოვიცვი.
–აქ იყავი მე ჩავალ და მალე ამოვალ.
–ჭკვიანად, თუ მოტაცებას დააპირებს, არ იყვირო, კარგ ხელში ხვდები– კარებში გასულს სიტყვები მომაძახა, უცებ შევჩერდი და უკან დავბრუნდი.
–მაინც რომ იცოდე დაბლა ჩემი ძმები არიან– თვალი ჩავუკარი და ოთახიდან გავქრი სანამ მისი ნასროლი ბალიში მომხვდებოდა.
ვიფიქრე დაბლა ჩუმად ჩავიპარები და ასევე ჩუმად გავალ გარეთთქო მაგრამ ჩემ მუტრუკ ძმებს რას გამოაპარებ? სამივემ ერთდროულად გამომხედეს.
–ორი წუთი გავალ და მოვალ– ვთქვი და კარისკენ წავედი. იმედი მაქვს არაფერს მკითხავენ, მაგრამ დამიანე ასე ჩუმად არ გაჩერდება და სწორიც ავღმოჩნდი. ფეხზე წამოვარდა და ჩემ სწინ გაჩნდა უცებ.
–სად მიდიხარ?– გაბრაზებული სახით მითხრა, ჯიქურად მიყურებდა და მზერას არ მაშორებდა.
–გარეთ იაკობი მელოდება– ჩურჩულით ვუთხარი და თავი დაბლა დავხარე, ჩემს ფუმფულა ჩუტებს დავაკვირდი, რომელის სასაცილოდ იყო გაწეწილი.
–ნაკო მისმინე... არ მინდა რომ გული გატკინოს– ოხვრით მითხრა და ძლიერად ჩამეტუხა– ხომ იცი როგორ მიყვარხარ არა? ჩემი პატარა დაიკო ხარ და შენს თვალზე ცრემლს ვერ ავიტან.
–მეც მიყვარხარ– ჩურჩულით ვუთხარი და მეც მოვხვიე ხელები, ვიგრძენი ზემოდან როგორ გადაგვეხვია კიდევ ვიღაც, ნუ არა ორნი ივყვნენ, ჩემი კახი და რეზიც.
როდესაც ერთმანეთს მოვშორდით კარში დავინახე დედა, რომელსაც ცრემლები ღვარღვარით სცვიოდა, რეზიმ მას ხელი დაავლო და ჩვენთან მოიყვანა. სრული იდილიისთვის მხოლოდ მამა გვაკლდა.
–ძალიან მიყვარხართ, ძალიან... ძალიან– ხმამაღლა დავიყვირე– მაგრამ გარეთ მელოდებიან– უცებ ვთქვი და ყველას მკლავები მოვიშორე, გაღებულ კარში კარგად დავინახე იაკობი, რომელსაც სახეზე ღიმილი ქონდა გამოსახული.
–ვგიჟდები ამ ბიჭზე– ჩაილაპრაკა დედაჩემმა და მანაც გახედა იაკობს, ჩემი ძმები გაოცებულები მიასტერდნენ დედას– რა?– მანაც გაოცებულმა ჩაილაპარაკა.
–წავედი მე რა– სიცილით ვთქვი და გარეთ გავვარდი, კარები კი საგულდაგულოდ დავკეტე.
მის წინ სიტყვის უთქმელად ვიდექი, ის კი თავზე დამყურებდა და იღიმოდა, ლოყაზე ისევ ლამაზად ქონდ ნაკეცები, თვალები კი სასაცილოდ ქონდ მოჭუტული. ამის დანახვისას პულსაცია ამიჩქარდა, მის მკლავებში მოქცეულს კი ყველა სისხლის გადასროლა ყურებში მესმოდა.
მის მკლავებში ვიყავი ჩამალული მთლიანად, მის სურნელს ვისუნთქავდი და ბედნიერი ვიღიმოდი.
–რატომ ხარ ასე გამოსული? შეგცივდება– ჩურჩულით მითხრა, ვიცი ცდილობს რომ ეს სიმშვიდე არ გააქარწყლოს.
–არ მცივა. მათბობ– ღიმილით ავხედე და თვალებში ჩავაშტერდი.
–რა ცუდია რომ შენი სახლის წინ ვდგავართ და შენი ძმები ფანჯრიდან გვიყურებენ– დანანებით ჩაილაპარაკა, მისი ტუჩები კი შუბლზე მომაკრო.
ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა, სურვილით ავივსე, მისი სურვილით, მიდნა რომ ყველაფერს იაკობი ერქვას, მინდა რომ ჩემი ცხოვრება იაკობი იყოს, ჩემი სუნთქვა, ჩემი ამოსუნთქვა. ყველაფერი ის იყოს.
–მოვკლავ, ყველას– სიცილით ვუთხარი და ტუჩები ყელში მივაწებე, კანი დაეხორკლა და სასაცილოს გააჟრიალა, ისევ გავიმეორე იგივე, ისევ და ისევ. მომწონდა ასე რომ რეაგირებდა ჩემ შეხებაზე.
მისი სურნელის შეგრძნება მსიამოვნებდა, ჩემზე გადმოსვლა. მიხაროდა რომ მისი სურნელით დავიძინებდი დღეს ღამე და არა მარტო ეს, ყველაფერი მიხარია რაც მას ეხება, მისი ყველა ამოსუნთქვა... მოგნი მალე ჭკუიდან შევიშლები.
–სახლში შესვლა არ მინდა– ჩემი ცხვირი მის ყელზე ჩამოვაცოცე, თავი მკერდზე მივადე და ხელები უფრო ძლიერად მოვხვიე.
–შეგცივდება.
–ხო გითხარი მათბობ–თქო?
–კი მითხარი, მაგრამ მაინც შეგცივდება, მერე ასე ვეღარ გამოხვალ– თმაზე ხელი ჩამომისვა და შუბლზე ნაზად მაკოცა. არ მყოფნის ეს! უფრო მეტი მინდა, იაკობი მინდა. იაკობისეული კოცნა მინდა, მინდა რომ მკლავებში ჩავადნე.
–არ მინდა, ცოტახანი ვიყოთ რა– ტუჩებგადმობრუნებულმა ავხედე.
–მხოლოდ იმ პირობით თუ ეგრე აღარ იზამ– ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია.
–არც შენ ქნა ეგრე რა.
–კარგი– სიცილით მითხრა– დღეს ლევანს ველაპარაკე მადონაზე
–ჰა?– გაოცებულმა ავხედე– რა უთხარ... კიარადა რა გითხრა?
–არაფერი, ვუთხარი სამსახურიდან გაუშვებ–თქო, ან მე აღარ ვივლი სკოლაში–თქო... კარგი–ო ასე მითხრა, აქედან გამომდინარე ხვალ ისევ ახალი მასწავლებელი გვეყოლება.
–მართლა? რა კარგია– პატარა ბავშვივით წამოვიყვირე.
მომწონს მის მკლავებში, თავს კომპორტულად ვგრძნობ და რაც მთავარია დაცულად.
–არ მეტყვი რატომ არ მოგწონს ეს მასწავლებელი?
–მე9 კლასში რომ ვიყავი ჩემზე ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენდა, ძალიან დამთრგუნა, შემდეგ კატის გამოცდებში ჩავიჭერი და საშემოდგომო გამომაყოლა, საშინლად იქცეოდა, დედაჩემი ჭკუიდან იყო გადასული როდესაც ესეთ მხედავდა. შემდეგ სკოლაში იყო და მასწავლებელი გააგდებინა, მე კი შიში ისევ დამრჩა, მეშინია რომ გამოცდებს ვერ ჩავაბარებ, ამიტომ მას შემდეგ ვემზადებოდი მასწავლებელთან. იმედი მაქვს წელს არ ჩავიჭრები.
–რატომღაც არამოგნია ეგ მოხდეს.
–არც გამიკვირდება თუ მოხდება– თავის ქნევით ვუთხარი– დღეს მისი დანახვა ზედმეტად შოკისმომგვრელი იყო, ნამდვილად არ ველოდი.
–შოკისმაგვარი არაფერი გეტყობოდა შაურმის ჭამისას
–ეეე– ხელი მხარში ჩავარტყი და შევუღრინე.
–რა? სიმარტლეს ვამბობ, ისე კისკისებდი მთელქალაქს ესმოდა.
–შენ კი ბრაზობდი მაშინ როდესაც ბიჭები მიყურებდნენ
–რათქმაუნდა, სურვილი ნამდვილად მქონდა რომ თვალები დამეთხარა ყველასთვის, მაგრამ ვიცოდი რომ ჩემ საკუთრებას ვერავინ შეეხოდა, ამიტომ ვიყავი მშვიდად.
–მესაკუთრე ჩოფლიანი– ხითხითით ვთქვი და ნიკაპზე ვაკოცე– ჩემი მესაკუთრე ჩოფლიანი!
–მართალია... შენი მესაკუთრე ჩოფლიანი– ორაზროვნად ჩაილაპარაკა.
............
კახიმ როდესაც გააცნობიერა, რომ მარიამი ნაკოს ოთახში მარტო იყო ჩუმად გამოეპარა ძმებს და კიბეებზე ავიდა. მისი შეშინება არ უნდოდა, მაგრამ იცოდა ამ საქციელით ცოტათი მაინც შეაშინებდა. ფრთხილად შეყო ოთახში თავი და საწოლი მოათვალიერა.
მარიამი კარებისკენ ზურგით იწვა და სოც.ქსელში რაღაცას უყურებდა, სახეზე ღიმილი ქონდა აკრული, ეს ღიმილი კი ტუჩებზე მაშინ შეეყინა, როდესაც ყელში ცხელი ტუჩების შეხება იგრძნო.
–მოვკვდებოდი ეს რომ არ გამეკეთებინა, მაშინ როცა მეცოდინებოდა რომ ჩემს გვერდზე ოთახში იყავი.– ცხვირი მაირამის თმაში ჩარგო და მისი სურნელი შეისუნთქა.
გათიშული მარიამი ყველა მის შეხებას აღიქვამდა, ჟრუანტელი კი ერთიანად აფორიაქებდა. სიამოვნება კი უფრო ემატებოდა ყველა შეხებაზე. მალევე დასრულდა ეს ყველაფერი და მანაც გვიან გაიგო ეს, გათიშული საწოლზე გადაწვა და გააზრება დაიწყო იმის რაც წამის წინ კახიმ გააკეთა.

მესაკუთრე ჩოფლიანი!
დღეები გადიოდა, მე კი სიყვარულით უფრო და უფრო ვივსებოდი.
ტრადიციად გვექცა ყოველღამე სახლის წინ ჩახუტებულებს დამშვიდობება, არცერთი დღე არ ყოფილა მის გარეშე. ყოველდღე ერთმანეთს უკეთესაც ვიცნობდით, ზოგიერთი ისეთი რამ გავიგე რასაც მასზე ვერ ვიფიქრებდი.
აპრილი იყო დაწყებული, ნიკოლოზი კი გიჟს გავდა, მის შემხედვარე ყოველთვის მეცინებოდა, სიყვარულის დღისთვის ემზადებოდა, უნდოდა თაკოსთვის განსაკუთრებული საჩუქარი ეჩუქებინა, რამოდნიმე ნაყიდი ქონდ უკვე.
მისმა მონდომებამ გამაკვირვა, ისეთი იდეები ქონდა პირდაღებული შევყურებდი ხანდახან. ბოლოს ერთზე შეჯერდა და განხორციელებასაც შეუდგა.
.....
15 აპრილი შაბათს ემთხვეოდა, რაღაც მხრივ გაუმართლა კიდევაც, ყველა საჩუქარი მისი ბიძაშვილის მანქანაში ჩააწყო, ჯერ მარიამს გაუარა, შემდეგ კი ნაკოს, გეგმის განხორციელებასჰი ის ორი უნდა დახმარებოდა.
12 საათზე დაიწყეს გოგოებმა საჩუქრების მიტანა თაკოსთან, პირველად ყელსაბამი მიუტანეს, რომელიც ნამდვილად არ იყო იაფასიანი, მას საყურები მოჰყვა, ბეჭედი და ასე გაგრძელდა, ბოლო ორი საჩუქარი კი მიზნისთვის იყო, კაბა და ფეხსაცმელი. საჩუქრების გადაცემა ზუსტად 5საათ ნახევარში მორჩნენ, 15 საჩუქარი აიტანეს გოგოებმა, ბოლოს კი კონვერტიც დატოვეს, სადაც დრო ეწერა და შეხვედრის ადგილი.
ნერვიულად იგრეხდა თითებს და ყოველწამს საათს ამოწმებდა, გული უცემდა, უკვე აღარ იცოდა რა ექნა, გაოცებისგან ენა გადაყლაპა როდესაც თაკო დაინახა მანქანიდან გასმოული, წითელი კაბა ეცვა, ამავე ფერის ფეხსაცმელები, ყელსაბამი, საუყურე და ბეჭედიც, რომელიც მისი შერჩეული იყო, სიამაყის გრძნობით აივსო.
–თაკო, შესანიშნავად გამოიყურები– მის წინ შეჩერებულს ლოყაზე ნაზად აკოცა, სხეულში ერთიანად ჩაეღვარა სითბო.
–მადლობა, ყველაფრისთვის, საერთოდ... საერთოდ ყველაფრისთვის– თავი დახარა და მისი კაბის ფერი დაედო სახეზე, მის შემხედვარე ნიკოლოზი სულ გადაირია, ისე მოეწონა მის სახეზე წითელი ფერი.
–დავსხდეთ– ხელი წელზე მოხვია და რესტორანში შეიყვანა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის დახურა ორი კვირით ადრე.
დარბაზის ცენტრში მაგიდა იდგა, გარშემო კი სულ სიცარიალე იყო, თაკო გაოცებული ათვალიერებდა გარემოს, თავი რომანტიულ ფილმში ეგონა, თავს კი პრინცესად გრძნობდა და ხვდებოდა რომ მის გვერდით ნამდვილი პრინცი იყო.
სკამზე მოათავსა და მის პირდაპირ ჩამოჯდა, ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და წამებით ტკბებოდნენ, თაკოს მისი მზერა აწითლებდა, თავსაც ვერ იკავებდა.
–როგორ მოგეწონა საჩუქრები?– საუბრის წამოწყება ცადა, რაც ნამდვილად გამოუვიდა, თაკოს თითქოს მოეშვა და გათავისუფლდა.
–გოგოების დანახვამ ცოტა გამაკვივრა, საჩუქრის გადმოცემამ უფრო... თავიდან დაბნეული ვიყავი, არც ისინი მეუბნებოდნენ არაფერს, მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ შენი იყავი... ყველაფერი უბრალოდ შესანიშნავი იყო–ხითხითით უთხრა.
საუბარის პარალელურად საჭმელს მიირთმევდნენ და სვამდნენ, წითელ ღვინოს ცოტა სითამამისთვის.ნიკოლოზი როგორც ყოველთვის მზურნველი სახით უყურებდა, ისევ ისე იქცეოდა როგორც ნაკომ დაარიგა ერთდროს, ცოტა აბნევდა კიდევაც გოგოს, მაგრამ არა ისე რომ დაეფრთხო, ინტრიგულად საუბრობდა.
–შენზე რას მეტყვის?– ინტერსეით კითხა თაკომ და ღვნინო კიდევ ერთხელ მოსვა.
–საინტერესო ვერაფერს– თავი გააქნია სიცილით– გინდა ვიცედვოთ?–მისი კითხვა ისევუპასუხოდ დატოვა და თემა სწრაფადვე შეცვალა. თაკომ ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა უბრალოდ ფეხზე წამოდგა. ცარიელ დარბაზში მშვიდი მუსიკა გაისმა, თაკომ ხელები კისერზე მოხვია ნიკას, ნიკამ კი წელზე. გოგონა ახლოს მიიზიდა.
–იცი მაინც როგორ გამახარე? როდესაც ამ კაბაში დაგინახე მივხვდი რომ ჩემზე ბედნიერი იმწამს არავინ იყო, სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი ამ კაბით– ყურთან უჩურჩულა და ხელით წელზე მოეფერა– ძალიან ლამაზი ხარ– მოულოდნელად ყურს ქვემოთ აკოცა, სასიამოვნოდ გაეღიმა როდესაც იგრძნო როგორ დაეხორკლა კანი თაკოს– ეგოისტი ვარ, შენი გაცნობის წამიდან ჩემი დაგაქრქვი და შენს თავს არავის დავუთმობ, ვერც კი წარმოიდგენ როგორ მაბედნიერებს შენი ერთი ღიმილიც კი, ჩახუტებაზე და კოცნაზე რომ არაფერი ვთქვათ. ჩემი ხარ... ჩემი, ჩემი– ღიმილით იმეორებდა და ლოყაზე ლოყით ეკვროდა.
–ჰო შენი ვარ– დაბნეულმა ამოილაპარაკა გულაჩქარებულმა თაკომ და თავს უფლება მისცა ყოფილიყო თამამი, პირველი ნაბიჭი მან გადადგა და გააკეთა ის რაც არასდროს გაუკეთებია. მისი ტუჩები ფრთხილად მიაწება ნიკოლოზის ტუჩებს...
..........
ტბილეულობით დატვირთული მაღაზიიდან გამოვედი. პარები ცალ ხელში მოვიქციე და ისევ შევამოწმე. ისევ არაფერია იაობისგან, თითქოს მიწამ ჩაყლაპა. არც ერთი შეტყობინება და არცერთი ზარი.
–ვაიმე... ბოდიშით– ხმამაღლა წამოვიყვირე როდესაც ვიღაცას თავით შევასდი მაღაზიის წინ, ტელფეონი უცებ ჩავიდე ჯიბეში და ჩემს წინ მდგომს ავხედე.
–ნაკო?– უსიამოვნოდ გამცრა სხეულში.
–უი დათი შენ ხარ? ვერ დაგინახე– უცნაური შეგრძნება არ შევიმჩნიე და ღიმილით მივმართე, რატომღაც მის მიმართ აღარ ვარ ისე ეთილგანწყობილი როგორც აქამდე. ასე მგონია რომ რაღაც მოხდება... რაღაც რაშიც ის იქნება გარეული.
–ხო ვერც მე შეგამჩნიე, აქ რა გინდა? თან მარტო.
–სახლში მივდიოდი და ვიფიქრე ხრაშუნებს მოვიმარაგებდი– ჩემს ტკბილეულობაზე მივუთითე.
–წამო გაგაცილებ გინდა?
რათქმაუნდა არ მინდა! არა, არა და იდევ ერთხელ არა.
–კარგი.
..........
– და შენ ამბობს რომ ჩემი და ხარ და ასე გიყვარვარ?– გაბრაზებული კახი უკან დამსდევდა, უნდოდა მისთვის მარიამის მისამართი მიმეცა, მაგრამ მასზე გაბრაზებული არაფერს ვეუბნებოდი და არამარტო მასზე, დღეს მომხდარზე, იაობზე დათიზე, რომელმაც ამდენი გაბედა.
–კი ნამდვილად შენი და ვარ, მაგრამ მეორეზე რა გითხრა– ბრაზმორეულმა ლამის ყვირილით ვუთხარი და ბარის მაღალ მაგიდაზე ჩამოვჯექი– დეე კატლეტები მინდა
–კარგი რა ნაკო– გვერძე მომიჯდა კახი და თავი მხარზე დამადო, შემდეგ კი ტუჩებამობრუნებულმა ამომხედა.
–თუ მეტყვი რის გაკეთებას აპირებ მაშინ მეც გეტყვი– უცებ ვუთხარი და მისი თავი მოვიშორე, ტელეფონი ისევ შევამოწმე, მაგრამ ისევ არაფერი იაკობისგან...
–მარიამს ეტყვი.
–კარგი ხო ნუ მებუზღუნები– მისამართი უცებ ვუთხარი და მის გახარებულ სახეზე გულიანად გავიცინე მეორე სართულისკენ გაიქცა რომ ტანსაცმელი გამოეცვალა– მარიამი ახლა ქიმიაზეა, მაინც რომ იცოდე– მივაძახე.
–ძალიან კარგი– მანაც გამომძახა, რასაც ბოროტული სიცილი დააყოლა.
–გაგიჟდა ეს ბიჭი მგონი– დედას გავხედე და ისე ვუთხარი, ჩაფიქრებული არც კი მისმენდა, ჩემ კატლეტებს აცხელებდა, მარგამ სულ არ ეტყბოდა გაცხელების რამე, კი არ აცხელებდა წვავდა.– დედა– ხმახმღლა შევძახე.
–ვაიმე ჩავფიქრდი– გაზქურა გამორთო.
–ჩემი კატლეტები დაწვი. რაზე ფიქრობდი გაამგებინე– გავუბრაზდი, ახლა ისეთ ხასიათზე ვარ მინდა ყველას ვუსაყვედურო. მისმა დაბნეულმა სახემ ძალიან გამაოცა– რა გჭირს დედა?
–არაფერი უბრალოდ ჩავფიქრდი, დღეს მამაშენმა რესტორანში დამპატიჟა და პატარა ბავშვივით აჟიტირებული ვარ, რამდენიხანია ასე არ მინერვიულია, ან რა მანერვიულებს არც მე ვიცი– უცებ ჩაარაკრაკა და ხელები ერთმანეთში ახლართა.
–რაა? რა მაგარია– ტაში შემოვკარგი– აბა წავედით დედა და გავემზადოთ, რაო პრინცმა რომელზე მოვალო?
–8ზე აქ იქნება
–ესეც ასე, ჯერ დრო გვაქვს, მიდი შენ აბაზანა მიიღე, მე კაბას აგირჩევ, მერე მაკიაჟს გაგიკეთებ და თმებსაც– უცებ შევიყვანა ოთახში, მე კი კარადისკენ გავმართა, უცებ ამოვარჩია შავი ფერის კაბა, თეთრი საყეელოთი, ფეხზე კი შავი მაღლებბი, ასაკიც და გარეგნობაც ნამდვილად ხელს უწყობდა დედაჩემს, ასე რომ ამეებზე დგომა არ გაუჭირდება.
სააბაზანოდან გამოსული საწოლზე დავაჯინე და კაბა ჩავაცვი, შემდეგ ფეხსაცმელიც მოვარგე. თმაც და მაკიაჟიც ისე გავუკეთე როგორც დედაჩემის გარდასახვის დღეს, მამას სწორედ იმ დღეს შეუყვარდა, ახლა კი სწორედ ისე აცვია როგორც მაშინ!
–აბა მზად ხარ დე?– უცებ წამოვაყენე ფეხზე და სარკისკენ წავიყვანე– დახუჭე თვალები
–კარგი კარგი ხო– უცებ დახუჭა თვალები, მე კი სარკი წინ მივიყვანე, მის უკან დავდექი.
–ჰე გაახილე ახლა– მოუთმელად დავიწყე ცქმუტვა, მისი თავის დანახვისას შეკრთა, ტუჩებზე ხელი მიიფარა და გაოცებულს რაღაც აღმოხდა, ვუყურებდი და ვხვდები რომ ამას ნადვილად არ მოელოდა, თითქოს ძველ დროში იყო დაბრუნებული.– ძალიან ლამაზი ხარ დე– ლოყაზე ვაკოცე და სხეულზე მივეკარი.
–შენი დამსახურებაა ნაკო– მანაც მომხვია ხელები და სწორედ ამ დროს გაისმა გარეთ მანქანის ხმაც, დედა პატარა ბავშვივით ანერვიულდა.– ვაიმე მოვიდა.
–ნუ ნრევიულობ, ფურორს მოახდენ– უცებ ვუთხარი– რომ დაგიძახებ მაშინ ჩამოდი– გარეთ გავვარდი და კიბეებზე შემოვდექი.
–უკაცრავად– ბოლო ხმაზე ვიყირე და ჩემი ძმების ყურადღება მივიქციე, მამას სწორედ ამ დროს შემოვიდა სახლში– მა ბიჭებთან დადექი... დღეს დედა და მამა მიდიან პაემანზე, დედა კი შესანიშნავად გამოიყურება, აბა შევეგებოთ თქვენ წინაშეა ჩემი დედიკო, ნუ თქვენიც და მიშოს ცოლი მილა–უცებ ვიყვირა, მაგრამ როცა დავინახა რომ კიბეებზე არავინ ჩამოვიდა უცებ დავიძახე– დედააა
–მოვდივარ ხო– უცებ გამოვიდა ოთახიდან და კიბეებზე ფრთხილად ჩამოვიდა.
მამას მივაშტერდი მისი სახე მაინტერესებდა პირშეხსნილი უყურებდა და ძლივსღა სუნთქავდა. თვალებამღვრეული უყურებდა დედას და თან იღიმოდა.
ეჰჰ... იქნებ ოდესღაც დადგეს დღე რომ ჩემმა ძმებმაც ასე შეხედონ გოგოს... ვიცი რომ ისინიც ისეთები იქნებიან როგორც მამაჩემია, უბრალოდ ეს ოთხი მამაკაცი ჩემთვის ყველაფერია, მათ მასწავლეს ყველაფერი, მათ გამზარდეს, მასწაველეს სიარული, ჭამა, ლაპარაკი, ყოველთვის გვერდში მედგნენ და ვიცი რომ ცხოვრების ბოლომდე ასე გააგრძელებენ.
–ულამაზესი ხარ– მამა დედას ეხვევა და გულში იკარვს, მათ შემხედვარეს ცრემლებით მენამება სახე, ხელებით ვიწმენდ და მათთან მივდივარ რომ ჩავეხუტო, მათ მკლავებში მოქცეულს ძლიერად ვეკვრი ორივეს და ისევ ვტირი.
ბედნიერი ვარ! ჰო ბედნიერი ვარ რომ მყავს შესანიშნავი დედა, ასევე შესანიშნავი მამა და საოცარი ძმები! ბედნიერი ვარ რომ ოჯახი მყავს!
–ნეტა იცოდეთ როგორ მიყვარხართ– ტირილის პირას მყოფი ჩუმად ამბობს დედა...
–არ იტირო რა... მაკიაჟი გაგიფუჭდება, დღევანდელი დღემ ტირილის გარეშე უნდა ჩაიაროს! ყველა ბედნიერი უნდა ვიყოთ, გავიღიმოთ აბა– დავეკრიჭე ყველას, რაზეც გაეცინათ– აი ასე! ახლა კი წადით და გაერთეთ, დღეს ჩემგან თავისუფლები ხართ. მოვუვლი ჩემს თავს როგორმე.
–რამე არ მოიწიო გოგო, იცოდე მარტო რჩები სახლში– უცებ მეუბნება რეზი და მის ქურთუკს იღებს. ვიცი რომ დამიანე ანასთან მიდის, კახის რაღაც აქვს ჩაფიქრებული, რეზი სად მიდის არ ვიცი, მის ძმაკაცებთან წავა, აბა ამას ხო შეყავრებული არ ყავს და...
–ხო ხო შემიძლია ჩემი თავის მოვლა– გაბრაზბეული ვამბობ და მუცელში ხელს ვურტყავ– აბა გაერთეთ– ყველა გავაცილე და კარები მივხურე, სირბილით გავედი და ბარზე დადებული ტელეფონი შევამოწმე.
ისევ არაფერია! გაქრა? მაგრამ სად წავიდოდა? უკვე ძალიან ვნერვიულობ, სულ არ მინდა მისი მოლოცვა, უბრალოდ იმის გაგება მინდა როგორ არის, ხელისკანკალით ავკრიფე მისი ნომერი და დაველოდე როდის გავიდოდა ზარი.
ზარი გადის, მაგრამ არ მპასუხოვს, სავარაუდოდ ძინავს... მაგრამ ამდენხანს? იქნებ... არა ნაკო, ცუდზე არ იფიქრო. ყველაფერი კარგადაა გაირვიძებს და მომწორს. ხო მანამდე კი კინოს ვუყურებ.
............
–დაბლე გელოდები, იმედი მაქვს მზად ხარ– დამიანე ტელეფონში ბედნიერი ჩაჰყვირის და მანქანიდან გადადის. რამოდნიმე წუთი აქეთ–იქით დადის, პატარა ბიჭივით ნერვიულობს, ისე თითქოს რაიმე საშიშს აკეთებდეს.
ჰო მას ვიღაც პირველად მიჰყავს პაემანზე, ასე ოფიციალურად. 25 წლის მანძილზე პირველად დაინტერესდა გოგოთი და იცოდა რომ ის არ იყო ერთი ღამისთვის. ხვდებოდა, რომ ფურო მეტი ხდებოდა ანა მისთვის, ვიდრე თვითონ წარმოედგინა. მის თავს კი ლანძღავდა აქამდე როგორ ვერ შევამჩნიეო.
მის წინ შეჩერებულ გოგოს დანახვისას გული გაუჩერდა, მაგრამ შემდეგ ისე ძლიერად და არარიტმულად დაიწყო ფეთქვა რომ გაოცდა. მისმა რეაქციამ თვითონვე გააოცა. უყურებდა მის წინ მდგომს და მუნჯდებოდა.
–რა შარში გავყავი თავი– ამბობს უცებ– ულამაზესი ხარ ანო– უცებ იწევა მისკენ და მოურიდებლად უკოცნის ტუჩებს, რომელიც ყოველთვის ეგემრიელება.
–მადლობა, შენც კარგად გამოიყურები– უღიმის და კიდევ უფრო კლავს ამ საქციელით.
–წამობრძანდით– ხელს წელზე ხვევს და მანქანის კარს უღებს, თვითონ კი საჭესთან ჯდება, მანქანაში სასიამოვნო სიმღერის ხმა იღვრება, ისინი კი ხმას არ იღებენ. უცნაური გარემო იყო, არა უხერხული, ზედმეტად სასიამოვნოც კი, უსმენდე სიმღერას და ასე ნათლად გესმოდეს მათი გულისცემა ცოტა შეუძლებელია, მაგრამ ასე იყო, მათი გულისცემა სიმღერის ხმას უერთდებოდა და შესანიშნავ ჰარმონიას ქმნიდა.
[Christina Aguilera–Hurt]– მანქანის სალონში ამღრებული სიმღერა ანას გულს უწვავდა, ზედმეტად რომანტიული მიაჩნდა ეს სიმღერა, რაც ამ მომენტის შესაფერისი იყო. უყურებდა დამიანეს და ვერ იჯერებდა, რომ მისი ამდენიხნის ლოდინი ასე უხებ ახდა. რა თქმა უნდა იცის, რომ ეს ყველაფერი ნაკოს დამსახურებაა, მისთვის მადლობისთქმა კი არასდროს მობეზრდება.
რესტორნის წინ გააჩერა თუ არა მანქანა, დმაიანე გადავიდა და ანას მხარეს გახსნა კრები. შემდეგ გადმოსვლაშიც დაეხმარა. წელზე ხელი შეუცურა და ასე ერთმანეთზე მიხუტებულები შევიდნენ რესტორანში. ადგილი დაიკავეს და შეკვეთაც მისცეს.
–იმედი მაქვს დალევ– ღვინოზე მიუთითა, ანამაც ჭიქა გაუწოდა და დელოდა როდის ჩამოასხამდა, შემდეგ კი ცოტა სითამამისთვის მოსვა.
–არ მეგონა ასეთი რომანტიული თუ იყავი– სიცილით უთხრა და მის თვალებს მიაშტერდა.
–რომ არ მოგატყუო არც მე მეგონა ჩემი თავი რომანტიკოსი, მაგრამ როგორც ჩანს ვყოფილვარ... ეს კიდევ არაფერია –თვალი ჩაუკრა და ღვინო თვითონაც მოსვა.– რას ვიფიქრები 1 წლის წინ რომ ჩემი სასურველი ქალი გახდებოდი– სიცილით თქვა– ისეთი მორცხვი და ჩუმი იყავი, არც მეოგნა თუ მიყურებდი საერთოდ, თავი ყოველთვის დახრილი გქონდა როდესაც რაღაცას გეუბნებოდი. მე კი მეოგნა რომ არ მისმენდი.
–სულ ვწითლდებოდი და რა მექნა?– ანასაც გაეცინა მის სიტყვებზე, მაგრამ ლოყები ახლაც შეეფაკლა.
–ვაიმე როგორ მიყვარს რომ წითლდები– ჭიქა მაგიდაზე დადო, უცებ წამოდგა.
–რას აპირებ??– გაოცებულმა ახედა.
–ერთს გაკოცებ მარტო– მისკენ დახრილმა ჩუმად წარმოთქვა და მოულოდნელად შეეხო მის ტუჩებს, მონდომებით დაუკოცნა და ასე გახევებული დატოვა.
–საზიზღარი ხარ– ჩახველების შემდეგ თქვა და თავი დახარა, როდესაც გარშემომყოფების მზერა იგრძნო. დამიანემ ამაყად გაიღიმა და ღვინო კიდევ ერთხელ მოსვა.
საჭმლის ჭამის პარალელურად სუაბარს აგრძელებდნენ, რაცარუნდა გასაკვირი იყოს ფეხბურთზე საუბრობდნენ, როგორც ორივეს საყვარელ სპორტზე.
–ოოო შემეშვი რა, შენ ხო ვერაფერს შეგაგნებინებ რა– ხელი აიქნია დანებების ნიშნად და ღვინო მოსვა.
–როცა მართალი ვარ არასდროს ვნებდები, მაინც რომ იცოდე– ამაყად იჯგიმება და თვალს უკრავს. ანამ ქვედა ტუჩი კბინებს შორის მოიქცია და ისე მიაშტერდა დმაიანეს, რომელიც ამის დანახვისას მწყობრიდან გამოდიოდა.
გახსნილი პირი მოეკუმა როდესაც ნაცნობი ხმა მოესმა.
–გამარჯობა დოქტორო დამიანე, როგორ ბრძანდებით?– უცებ გადაეხვია მამაცას და მკერდი ზედ შემოალაგა, ამის დანახვისას ანას სახე უფრო აუწითლდა.
–კარგად ქეთევან შენ როგორ ხარ?– მობეზრებული ხმით უთხრა და მის ნათქვამ დოქტორო დამიანეზე თვალები აატრიალა, როგორ ვერ იტანდა ასე რომ ეძახდა, ნაკოც ხომ ამაზე დასინოდა.
–ძალიან კარგად, არაფერი მაწუხებს მას შემდეგ– ეს ისე ვნებიანად თქვა, რომ ანა ლამის ჭკუიდან შეიშალა, მის მოღეღილ მკერდს უყურებდა და ეჭვიანობასთან ერთად იბოღმებოდა კიდევაც, რადგან მას არ ქონდა ასეთი სიმდიდრეები, ამაზე კი უფრო ბრაზდებოდა.
–რა იყო ახლა ეს?– თვალი გააყოლა მიმავალ ქეთევანს ანამ და დამიანეს შეუღრინა– დოქტორო დამიანე– ქალს გააჯავრა და სახე დამანჭა.
–აფერისტთან ერთად ეჭვიანიც ყოფილხარ– უდარდელად უთხრა.
–სულ არ ვეჭვიანობ, რა მაქვს საეჭვიანო, როცა ვიცი რომ ჩემი ხარ და იმას არც შეხედავ სხვანაირად?– გაბრაზებულმა უთხრა და მისივე არგუმენტზე სიცილი მოუნდა, მეტი დამაჯერებლობისთვის შეკრული წარბები გაეხსნა და გაცინა– კარგი ხო ვიეჭვიანე.
–ვაიმე როგორი საყვარელი ხარ რომ იცოდე.– დამტკბარი ხმით უთხრა– შენთვის საჩუქარი მაქვს
–მართლა?– გახარებულს თვალები აუციმციმდა.
–ხოხო– თავი დაუქნია, პიჯაკის ჯიბიდან მოგრძო ყუთი ამოიღო და მიაწოდა– გილოცავ სიყავრულის დღეს.
საჩუქარი გამოართვა და ფრთხილად გახსნა, შიგნიდან თვლებით მოჭედილი ნივთი უმზერდა, რომლის ფორმაც და აზრიც ვერ დაადგინა. ჯერ ერთ მხარეს მოაბრუნა, მერე მეორეს და შემდეგ ისევ გაოცეული სახით ახედა დმიანეს.
–ეს ბუმერანგია, რომელიც სპეციალურად შენთვისაა დამზადებული. ბუმერანგი რომელიც სადაც არ უნდა წავიდეს მაინც ჩემთან დაბრუნდება– ღიმილით განუმარტა თუ რისი ფორმა ქონდა და რას ნიშნავდა ეს.
–შეგიძლია გამიკეთო?– გაბადრული სახით კითხა. დამიანეც მორჩილად წამოდგა და ყელსაბამი გამოართვა. ანამ მისი თმა მაღლა აკეცა და ხელით დაიჭირა.
იგრძნო როგორ შეეხო ცივი საგანი მის კანს და სხეულში სასიამონოდ გასცრა. ხელი ბუმერანგს მოკიდა და ღიმილით დახედა. უკვე უყვარდა ეს ყელსაბამი და იცოდა რომ ამის მოხსნა არასდროს მოუნდებოდა.
–მადლობა– ღიმილით ახედა დანიამეს.
–ყველაფერი შენი ბედნიერებისთვის– ისევ ისე, მოულოდნელად აკოცა, შემდეგ კი ფეხზე წამოყენა და საცეკვაო მოედნისკენ წაიყვანა.
............
მარიამმა სახლში ფეხის შედგმისას ხმამაღლა დაიყვირა რომ მივიდა. შემდეგ ჩანთა იქვე მიაგდო და სამზარეულოში გაემართა კისრის ზელვით. ძალიან დაღლილი იყო, ყველაფერი ერთდროულად აწუხებდა, ენაც კი ექავებოდა, მაგრამ ვერაფერს ამობობდა, არადა როგორ უყვარს ლაპარაკი.
–დე მშია რამე მაჭ...– სიტყვები ტუჩებზე მიეყინა როდესაც სამზარეულოს მაგიდასთან მჯდომი კახი დაინახა– შენ აქ რა...– ისევ გაუწყდა სიტყვები, რადგან როდესაც კახიმ დაინახა მარიამი ფეხზე წამოდგა და მოულოდნელად მოეხვია.
–მარიამ, გილოცავ ჩემი ბარტყი სიყვარულის დღეს– ლოყაზე ძლიერად აკოცა– იცი რა მოგიტანე?– დამუნჯებულ გოგოს ზემოდან უყურებდა და თან იღიმოდა.
–ჰა? რა?– მოულოდნელად აღმოხდა, პირშეხსნილმა დედას გახედა, რომელიც ღიმილით უმზერდა წყვილს.
–მარიამ! როგორ არ გრცხვენია. დავიჯერო ისეთი მკაცრი დედა ვიყავი რომ ეს დაგემალა? ასთი ბიჭი თუ გიყვარდა რატომ არ მითხარი?– უცებ გაუბრაზდა ქალი, მაგრამ ტუჩებზე მაინც დასთამაშებდა ღიმილი, კახიმ ისე წარუდგინა თავი რომ ქალს მაშინვე შეუყვარდა, ან რა ქონდა დასაწუნი? მშვენიერი ბიჭი იყო.
–დედა მე...– დაბნეულმა რაღაც ამოიბლუყუნა, რაზეც ქალს გულიანად გაეცინა.
–რა იყო მარიამ? კარგი დედა ვიხუმრე, ნუ გადაგივდია სახიდან ფერები. კარგი ბიჭია კახი, ჭკვიანი, განათლებული, მოლაპარაკე და ვფიქრობ მოთიმების უნარიც დიდი აქვს, შენს ლაპარაკს რა გაუძლებს აბა– უცებ ამბობს, შემდეგ კი კახის უღიმის.
–წამო მარიამ შენს საჩუქარს განახებ– უცებ გაჰყავს მისაღებში და დიდ დათუნიას აჩვენებს– კიდე ერთხელ გილოცავ დღევანდელ დღეს– ყურთან ეჩურჩულება და იქვე კოცნის.
სხეულში უნებირად ჟრუანტლი უვლის, ამას კახიც გრძნობს და ბედნიერი იღიმის.
–აბა როგორ მოგწონს ჩემი შეყავრებულის სტატუსი? მშვენიერი დასაწყისია არა დათუნია?– საყვარლად გაეკრიჭა და მის წინ დადგა, რატომღაც არ უნდოდა მისი გაბრაზება, ამიტომ ცდილობდა ასე მოქცევას, მაგრამ ვერც კი ხვდებოდა რომ ეს საქციელი მარიამს საშინლად აბნევდა და აცოფებდა.
–ბიჭო შენ ხო არ გაგიჟდი– უცებ წამოენთო, პირის გახსნას კიდევ აპირებდა, მაგრამ კახიმ ტუჩებზე ააფარა ხელი.
–დედაშენმა არ გაიგოს, შენი შეყავრებული ვგონივარ და დედამთილთან არ მინდა პრობლემებო –თვალის ჩაკვრით უთხრა და აწითლებული სახით მდგარი მარიამი სხეულზე მიიხუტა. სიბრაზისგან აცახცახებული სხეული რომ იგრძნო სულ გაგიჟდა, უფრო ძლიერად მოხვია ხელი– გავიგე როგორ აღიარე ნაკოსთან რომ მოგწონვარ– ამაყი ღიმილით განაცხადა და შუბლზე ტუჩები მიაწება.
–რა? შენ არ იცი რომ სხვის საუბარს ყური არ უნდა უგდო? ამხელა ბიჭი ხარ– გაბრაზდა მარიამი, მაგრამ მის სიწითლე სახიდან არ ქრებოდა, უნდოდა გაბრაზება, მაგრამ სად შეეძლო მაგდენი რომ მოეშორებინა და მისთვის ეყვირა. უბრალოდ ეგოისტურად იქცეოდა, არ უშვებდა, არ ემეტებოდა ამისთვის.
–რაც საჭირო იყო ის მოვისმინე. მაგ საუბარს და აღიარებას უმადლოვდი ახლა ჩემ მკლავებში რომ ხარ და არა ცივ საბანში– ხითხითით თქვა, ცხვირი მის თმებში ჩაფლო და მისი სურნელით აივსო ფილტვები.
მზერა იგრძნო თუ არა მაღლა აიხედა, სამზარეულოს კართან ეკა დაინახა, რომელიც აცრემლიანებული სახით უყურებდა, ერთი ხელი გაშალა და მასაც უხმო, ქალიც სწრაფი ნაბიჯით გაემართა მათკენ და ძლიერად მოეხვია ორივეს.
..............
როცა ყველა ასეთი ბედნიერი იყო, მხოლოდ ნაკო იჯდა და ელოდა... ისევ ელოდა და ელოდა, დაუსრულებლად. იცოდა რომ გამოჩნდებოდა, მაგრამ თავს იწამებდა, სულ ტელეფონს დაჰყურებდა და ნატრულობდა ერთ შეტყობინებას, მაგრამ არა.
არ უნდოდა ფიქრი, მაგრამ როგორც იაკობზე ისე დათიზეც ეფიქრებოდა, მის საქციელზე. გონება ებინდებოდა იმის წარმოდგენაზე რა შეიძლება მის საქციელს მოყოლოდა. იმის წარმოდგენაც არ უნდოდა იაკობი რომ ამას გაიგებდა რა მოხდებოდა.
მარტო იყო ისევ სახლში, ყველამ დაურეკა, რეზიმაც, კახიმაც, დამიანემაც და მშობლებმაც, ყველა სადღაც რჩებოდა, დამიანე ანასთან, კახი და რეზი ძმაკაცებთან ერთად კლუბში იყვნენ, მშობლები კი კიკეტში ავიდნენ, ნაკომ იმდენი იწუწუნა ძლივს დააჯერა, რომ არაფერი სჭირდებოდა, კარგად რომ იყო და რომ მოუვლიდა თავს.
გართობის მიზნით მარიამს მიწერა და დღევანდელ დღეზე რაღაც–რაღაცეები კითხა, დათიზეც მოუყვა და რჩევა დარიგებაც მიიღო. მაირამი კახიზე აჟიტირებული წერდა შეტყობინებებს, სულ კახის ქებაში იყო, ისიც მოუყვა დედამის როგორ მოეწონა მისი ძმა, ნაკო ამაყად კითხულობდა შეტყობინებებს და სიხარულს გრძნობდა.
კიდევ ერთი შეტყობინება მოუვიდა მარიამისგან, უცებ გახსნა. 'ჭიშკართან გელოდები' მხოლოდ ეს ამოიკითხა.
ერთი შეკივლა და საწოლზე წამოფრინდა, სიხარულსიგან ხტუნაობა დაიწყო, ყველაფერი უცებ დაავიწყდა, ყველა ფიქრი და შიში.
არ იმჩნევდა აჩქარებულ გულისხემას, უბრალოდ სიხარულს ეძლეოდა მთელი სხეულით და თავისუფლებას აძლევდა ამ გრძნობას, რომელსაც ასე გიჟურად გამოხატავდა.
საწოლიდან ჩამოხტა და სარკეში ჩაიხედა, თმები თითებით ჩამოივარცხნა და თავი კიდევ ერთხელ შეათვალიერა, ბოლოს მშვიდად დაუყვა კიბეებს, კარის გახსნამდე თავს დამშვიდებისკენ მოუწოდა, მაგრამ როგორც კი კარების გახსნისას დაინახა იაკობი მაშინვე მისკენ გაიქცა.
იაკობს მის საქციელზე გაეცინა, ხელში არსებული დათუნია ბალახზე დადო და ხელებგაშლილი შეეგება ნაკოს, რომელიც წამშივე სუროსავით მოეხვია მის სხეულს. ხელები კისერზე, ფეხები კი წელზე მოხვია. სახე მის ყელში ჩამალა და მისი სურნელით აივსო ფილტვები.
იაკობი ღიმილით იდგა ჭიშკართან და ხელებს ძლიერად ხვევდა ნაკოს. ლოყაზე ტუჩები მიაკრო და კიდევ უფრო ძლიერად მოხვია ხელები.
–როგორც ჩანს ძალიან მოგნატრებივარ ცუღლუტო– სიცილით თქვა, ხმაში კი ირონიაც გაუკრთა. ერთი ხელი კისერზე მოკიდა, თავი მაღლა ააწევინა.– მე ძალიან მომენატრე– მის ტუჩთან დაიჩურჩულა, მაგრამ წადილი მაინც არ აისრულა, ტუჩის კუთხეში აკოცა და ისევ სხეულზე მიიკრა.
აჟიტირებული ვეღარ გრძნობდა ვერაფრს, გარდა თბილი სხეულისა, რომელსაც ასე ეკვროდა, სურნელით იჟღენთდა ფილტვებს, ტირილი უნდოდა სიხარულისგან და თავიც გაითავისუფლა, მის ყელში თავჩარგული ჩუმად ასლუკუნდა.
აი სწორედ ამ წამს გრძნობს... მთლიანად შეიგრძნობს... მას შეიგრძნობს, მის სიყვარულს, მისით ივსება და იჟღინთება. დაცლა და გასუფთავებაც არ უნდა ამის, უნდა რომ უფრო და უფრო შეიგრძნოს ეს ყველაფერი, ეს ხომ აბედნიერებს?
–ვერ კი წარმოიდგენ როგორ მომენატრე– ატირებულმა, ათრთოლებული ხმით წარმოთქვა და ტუჩები ყელზე მიაკრო, ისევ ის ბუსუსები და ჟრუანტელი, რომელიც ნაკოს არ გამორჩენია, კიდევ ერთხელ გაიმეორე, კიდევ და კიდევ.
–ჩემი საჩუქარი არ მოგეწონა?– დათუნიაზე ანიშნა, ხელები წელიდან საჯდომზე გადაიტანა, ნაკომაც მისი ყელიდან თავი აწია და მაღლიდან დახედა.
–დათუნია? დმაიჯერე შენი დანახვა უფრო გამიხარდა– ხითხითით უთხრა– ნამდვილად სასიხარულოა ამ დათუნიის დანახვა, რომელსაც ჩოფლას ვარქმევ დღეიდან და ის ჩემთან ერთად დაიძინებს!
–რაა? – შეიცხადა ბიჭმა.
–ჰო რაიყო?– სიცილით კითხა– ამის მერე ჩემი ჩოფლა ჩემთან ერთად დაიძინებს.
–ეეე, უსამართლობაა– გააპროტესტა და ნაკოს ნიკაპს კბილებით მიწვდა.
–რა არის უსამართლობა?– კვნესას სიტყვები მოაყოლა ნაკომ, თავი შეკავება ნამდვილად გაუჭირდა.
–ის რომ ეს– დათუნიაზე ანიშნა– უსულო და უსარგებლო ნივთმა ჩემი ადგილი დაიკავოს!
–უსარგებლო სულაც არაა ჩემი ჩოფლა– მისი მკლავებიდან ჩამოხტა და დათუნია ხელში აიღო– ნახე როგორ ვუხდებით ერთმანეთს– ძლიერად მიიხუტა დათუნია.
–ნაკო შეიტან ახლა ეს სახლში და გამო გარეთ– გაბრაზებულმა უთხრა, წარბები სასაცილოდ შეკრა და ხელები გადააჯვარედინა– მალე, მალე– უკან მიატრიალა და სახლისკენ უბიძგა.
ნაკომ ხელი ჩაავლო მას მკლავში და მასთან ერთად წაივიდა სახლისკენ, ხელკავგაყრილი შევიდნენ შინ, ნაკომ დათუნია მისაღებში დატოვა, იაკობთან ერთად კი სამზრეულოში შევიდა.
–კატლეტი გინდა?– მაცივრის კარი გახსნა და შიგნით შეიჭყიტა.
–ამ დროს ჭამას აპირებ?
–ჰო, მიყვარს ჭამა და კატლეტზე უარს არასდროს ვამბობ– ტაფა გაზზე დადო, ზეთი დაასხა და კატლეტები დაალაგა. ისე შეწვა როგორც უყვარდა.
სუფრის გაშლაში იაკობიც მიეხმარა, ორივემ გემრიელად მიირთვა საჭმელი, ნაკო ნიკოლოზზე და თაკოზე უყვებოდა, იაკობი კი მდუმარედ უსმენდა მის ყველა სიტყვას და მისი ყურებით ტკბებოდა, შიგნიდან კი რაღაც აწუხებდა... რაღაც სინდისის მაგვარი.
-ნოუბუქი მაგიდაზე დევს, ფილმი აარჩიე მე პოპკორნს გავაკეთებ.
ყველაფერი გაამზადა ნაკომ, საყავრელი შუთი სავსე ჯამი მის გვერდით დადო, პოპკორნი კი მათშორის მოათავსა.
–რა აარჩიე?
–The Longest Ride საინტერესო უნდა ჩანდეს
–ვნახოთ, ვნახოთ.
მაგიდაზე დადებული ნოუთბუქი იაკობის კალთაში ჩადო, მის გვერდით კომფორტულად მოთავსდა და მკერდზე მიეყრდნო.

მესაკუთრე ჩოფლიანი!
–ეე რომეო და ჯულიეტა, გაიღვიძეთ– კაჰუნას ხმა ჩამესმის.
გამოფხიზლებამდე ვგრძნობ ნაცნობს არმომატს და დიდ ტორებს, ჩემს გარშემო. თვალების გახელისას კი ვხედავ მომღიმარ იაკობს, რატომღაც გამოფხიზლება და ადგომა ძალიან არ მინდა, კომფორტულად ვარ მის სხეულზე მიყრდნობილი.
თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ რომ ისევ დავიძინო, მაგრამ ვერ ვახერხებ. ისევ ვახელ თვალებს და ისევ იაკობს ვუყურებ, რომლის თვალები ბედნიერებას ასხივებს, შფოთვასთან და შიშთან ერთად.
კოცნა მინდება, მაგრამ ვიცი რომ ჩემი ძმა აქვე ახლოსაა და ეს რომ გავაკეთო არც ისე ლამაზი იქნება, ამის მაგივრად მისკენ კიდევ უფრო ახლოს ვიწევი და ყელზე ცხვირს ვუხახუნებ.
–დილამშვიდობისა– ბოხი ხმით ვჩურჩულებ მის ყურთან.
–დილამშვიდობისა– შუბლზე მკოცნის– როგორც ჩანს ჩაგვეძინა.
–ჰო, არადა კარგი ფილმი ჩანდა– ჩუმად ჩავიცინე.
–გასწორებდით ახლა თუ გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობები?– ისევ კაჰუნას ხმა მესმის.
იაკობს არ ვშორდები ისე ვიღებ ხელში ბალიშს და უმისამართოდ ვისვრი.
–კუმ ფეხი გამოყო– გაბრაზებული ვბურტყუნებ– არადა როგორ არ მინდა ადგომა, იცი რა კომფორტულად ვარ?
–ვიცი... მეც ეგრე ვარ– მეთანხმება ისიც– მაგრამ ჯობს გავსწორდეთ, შენი ძმის გადამტერება ნამდვილად არ მინდა.
–კაჰუნა არ გინდა შენს ოთახში ახვიდე და დაიძინო?
–გოგო, ნუ გამაბრაზებ ახლა– გაბრაზებული ყვირის, როგორც ჩანს სამზარეულოშია.– კიდევ კარგი დივანზე დამხვდით, თორემ ნამდვილად არ დაგადებოდათ კარგი დღე
–რა გინდა კახი?– გაბრაზებულმა წამოვყავი თავი და ხმამაღლა დავიყვირე– ვერ დარჩი იმ კლუბში? მომიშხამა ნერვები დილაადრიან. იდიოტო
–დავატკბობდი მაგ ნერვებს მაგრამ...– უცებ გადმომჩურჩულა იაკობმა, სახეზე სიწითლემ გადამიარა, გაოცებულმა გავხედე.
–ამის მერე კიდე მე ვარ ცუღლუტი ?– გაბრაზბეულმა გავხედე და მკლავში ხელი ჩავცხე– მოუნდა ბიჭს– თვალების ტრიალით ვთქვი და დივანიდან ავდექი.
–მე ეგ ყოველთვი მინდა– თვალს მიკრავს და იცინის. ჰმ! როგორ უხდება სიცილი, ამ დროს ყველაზე საყვარელია.
რაღაცის თქმას ვაპირებდი, როდესაც სამზარეულოდან კახი გამოვიდა, პირი მოვკუმე და მას მივაშტერდი, ის კი იაკობს უყურებდა.
–დიდიხანია არ მინახიხარ– უცებ გადაეხვია იაკობს კარგი ნაცნობივით.
–ხო დიდი დრო გავიდა მას შემდეგ
–აღარ მღერიხარ ხო?
–არა, მას შემდეგ სურვილი არ გამჩენია– მხრები აიჩეჩა იაკობმა და უკან გაჰყვა კახის სამზარეულოში, მე კი ჩემს ჩოფლასთან ერთად დამტოვეს.
–რაო ჩოფლა მოიწყინე?– დათუნიასთან მივედი და ცხვირზე თითი დავკარი.– ახლა შენც კი გელაპარაკები, ყოჩაღ მე.– უცებ ხელში ვიღებ და ძლიერად ვეხუტები, მისი სურნელი აქვს და მასსავით თბილია.
დათუნია ასე ჩახუტებული ჩემს ოთახში მიმაქვს და ჩემ სახლოზე ვდებ, დღეიდან მასთან ერთად დავიძინებ და გავიღვიძებ.
სააბაზანოდან მოწესიგების და წყლის გადავლების შემდეგ გამოვედი, მესმიამოვნა გრილი წყალი, გუშინდელის გასაანალიზებლად მშვენიერი დრო და ადგილი იყო. ყველაზე მტანჯველი წამები, როგორც უცებ გადაიქცა ბედნიერ წამებად, გუშინ მისი დანახვისას თითქოს ფრთხები შემესხა და მიხვდვი რა მაკლდა მთელი დღე, ის არის ერტადერთი ვისაც შეუძლია ყველაფერი დამავიწყოს, დათის ამაზრზენი საქციელიც კი.
სიცილის ხმამ ჩემს ოთახამდეც კი მოაღწია, ბოლო ხმაზე იცინოდნენ ორივე, კარადიდან გამოღებული კაბა სწრაფად გადავიცვი, ფეხზე ესპადრელები მოვირგე და კიბეებზე მთელი სისწრაფით დავეშვი. კიდევ მინდა რომ ვნახო! მისი სიცილის გაგონება მინდა, მისი ყურაბაც მინდა სიცილის დროს.
ოთახში ფეხი შევდგი თუ არა ორივე ისევ ახარხარდა, ორივე ბარის მაგიდასთან იჯდა და რაღაცაზე იცინოდნენ, ვუყურებდი ორივეს და გაცნობიერება მიჭირდა იმის რამდენაც ბედნიერი ვიყავი ამ წამით.
–რაზე იცინიხართ?– ინტერესით ვკითხე ორივეს და გაზქურასთან მივედი.
–შენი ბავშვობის გმირობებს ვუყვებოდი იაკობს, თან ძველ დროს ვიხსენებდით– უდარდელად მომახსენა კაჰუნამ და ისევ გააგრძელა რაღაცის მოყოლა.
–კარგი რა, რა მოუყევუი?
–ის რომ ღორმუცელა იყავი– სიცილით მითხრა– ისიც ვუთხარი პლასტელინის კატლეტი რომ ჭამე.
–ჰო ეგ ნამდვილად გმირობა იყო– სიცილით ვთქვი და ჩემს ბავშვურ საქციელზე გამეცინა. კაჰუნა შრომის გაკვეთილისთვის ამზადებდა რაღაცას, მე კი ხელს ვუშლიდი, რადგან დედა არ იყო და მე მშიოდა, მანაც მომატყუა რომ კატლეტი შემიწვა და წინ დამიდო პლასტელინის კატლეტი, ეგონა რომ არ შევჭამდი, მაგრამ 5 წლის ბავშვს თავში ჭკუა არ მქონდა, ამიტომ პირში გავიქანე ეგრევე, მერე იყო ნემსები, გადასხმები და მთელი ამბები.
–შტერი იყავი პატარაობაში– სიცილით გააქნია თავი კაჰუმან.
–სულაც არა– სასაცილოდ დავიჭყანე, მაცივარი გამოვხსენი, გაყინული კატლეტები კი მაგიდაზე დავაწყე.
–მაინც ვერ ვხვდები, თითქმის მთელი ცხოვრებაა კატლეტებს ჭამ რატომ არ გბეზრდება?
–რაც გიყვარს არასდროს მოგბეზრდება–აციმციმებული თვალებით გავაპარე მზერა იაკობისკან. მისმა გაცისკროვნებულმა თვალებმა ჭკუიდან შემშალა, თავი დახარა და ჩაიცინა, მე რომ მიყვარს ისე იცინის... ტირილი მინდება როდესაც ასე ვხედავ მას.
–ისე ეგეც მართალია– ჩაილაპარაკა კაჰუნამ– წავედი მე მარიამს უნდა დავურეკო
–ვინ მარიამს?– სიცილით გააყოლა თვალი იაკობმა კაჰუნას.
–ჩვენ მარიამს
–რაა?– გაოცებულმა ხმამაღლა შეკივლა. მის 'ქალურ' საქციელზე გულიანად გავიცინე.
–ჰოო... მარიამს მოსწონს, კაჰუნასაც, გუშინ კაჰუნა სახლში დაადგა და დედამისი გაიცნო– ცოტათი გამდნარი კატლეტები ტაფაზე დავაწყე– დედამის გაეცნო ისე როგორც შეყავრებული და რათქმაუნდა დედამისაც მოეწონა ჩემი კაჰუნა, მარიამი თავიდან კი გადავიდა ჭკუიდან, მაგრამ ვიცი რომ გაუხარდებოდა.
–საინტერესოა, შეძლებს თუ არა მის გაჩუემბას– ჩაფიქრებული ხმა ჩემს უკან მომესმა, თავის შეტრიალებისას კი ვიგრძენი ცხელი ჰაერი სახეზე, მკლავები კი მუცელზე– თუ ისევ მომიწევს ხოლმე მისი ქოთქოთის მოსმენა?– ისევ ისე საუბრობდა და უფრო მეკვროდა, მის გულ–მკერდზე ჩემს ზურგზე ვგრძნობდი.
მოდუნებული მის მკლავებში მივესვენე, ხელები მის მოხვეულ ხელებს დავადე თავი კი მის მკერდზე კომფორტულად მოვათავსე, აი რა არის ბედნიერებისთვის საჭირო, მხოლოდ ის! მისი მკლავები და ის სითბო, რომელსაც ვგრძნობ.
–მიყვარს ასე რომ ყუჩდები ჩემს მკლავებში, ასე მგონია სამყარო მე მეკუთვნის– მის ჩაცინებას კოცნა მოჰყვა, საფეთქელთან. შეგრძნებები დატრიალდა და მისმა შეხებამ ისევ ჭკუიდან გადამიყვანა, ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ასე მოქმედებდეს ჩემზე, მისი შეხება, კოცნა ან თუნდაც ყურება.
–ჰო შენ ხომ მესაკუთრე ხარ, მესაკუთრე ჩოფლიანი!
–შენი მესაკუთრე ჩოფლიანი!
–ნამდვილად არ მომწონს ის რაც ახლა აქ ხდება– ჩემი ძმის გაბრაზებული ხმა მესმის. სურვილი მიჩნდება რომ რაღაც ვესროლო, მაგრამ არც ხმას ვიღებ, არც ვინძრევი და არც იაკობს ვაძლევ განძრევის საშუალებას.
–გაქრი აქედან, ისევე როგორც შემოხვედი– გაბრაზებული ცალი ხელით იაკობის ხელებს ვეჭიდები, მეორე ხელით კი კატლეტის გადმობრუნებას ვცდილობ– ნამდვილად არ მინდა მარიამს მოვახსენო რაღაც–რაღაცეები.
–ნაკო მაშანტაჟებ?
–ეგრე გამოდის– გამარჯვებულ ღიმილს ვიკრავ სახეზე. სიჩუმეში მხოლოდ მისი ფეხების ბაკუნის ხმა ისმის, როგორც ჩანს ჩემმა სიტყებმა გაჭრა.
–აი ასე უნდა ძმის მორჯულება– მისკენ მივტრიალდი და კისერზე ხელები მოვხვიე.
–ჩემ დას მოვკლავდი ასე რომ დამენახა ალბათ
–კაჰუნასთან გამდის, იმ ორთან არ გამივა ეს თამაში– თვალის ჩაკვრით ვეუბნები და ნიკაპზე ვკოცნი. სხეულში დავლილი ჟრუანტელი მასზე ზეგავლენას ახდენს, თვალები ეხუჭება და ტუჩებზე ღიმილი უკრთება.
–ასე თუ გააგრძელებ მე მოვკვდები და ეგ კატლეტები კი დაიწვება– მისი ხრინწიანი ხმა მაფხიზლებს, მისი მკლავებიდან ვთავისუფლდები და გაზს ვრთავ.
–დაჯექი, მე მანამდე სურფას გავაწყობ.– თაროდან თეფშებს ვიღებ და სუფრის გაწყობას ვიწყებ. ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ როგორ მიყურებს, თვალს არ მაშორებს საითაც წავალ ისიც იქით იყურება. მაცივრიდან სალათები გამოვიღე და კონტეინერებით დავდე მაგიდაზე, ჩემი ცოტათი დაბრაწული კატლეტები დავამატე, წვენიც, დესერთად შუ და ჩემი სუფრაც მზად იყო.
–კაჰუნაა, მოდი არ გშია?– ბოლო ხმაზე ვყვირივარ, დაჯდომის პარალელურად თეფშზე რამოდნიმე კატლეტს ვიღებ.– დაჯექი და ისევ ნუ მომაშტერდები ძალიან გტხოვ, თორემ ლუკმა არ გადამივა ყელში. ვიცი რომ არ გინდა შიმშილით მომკლა. ხომ არ გინდა არა?– უცებ მივაყარე ყველაფერი და საყვარლად გაფართოებული თვალებით ავხედე.
სიცილით გააქნია თავი და ჩემს გვერდზე ჩამოჯდა, მანაც ჩემსავით კატლეტები დაყწო თეფშზე და ჭამას შეუდგა, მალე კაჰუნაც შემოგვიერთდა, სიმღერ–სიმღერით დაიკავა ადგილი და ჭამა დაიწყო.
ტელეფონის ხმაზე ფეხზე წამოვდექი და მაგიდაზე დადებულ აზუზუნებულ ნივთს დავაშტერდი, მარიამი რეკავდა.
–ჰო მარ–ცაარიელი ჩანგალი კბილებ შორის მოვიქციე.
–გოგო ამ შაბათს ჩემი დაბადებისდღეა და აგარაკზე ხომ გამოგიშვენებ ჩემთან?
–კი გამომიშვებენ... რატომ რეკავ მარიამ?– მისი დარეკვის მიზეზს მარტივად ვხვდები.
–შენი იდიოტი ძმა მანდ არის? არა მაინც როგორ გამიბედა და როგორ დამიკიდა ყურმილი, ვინ ვგონივარ მაგას? ხმა თუ გავცე ნახოს. მომიშალა ნერვები დილიდანვე, ან როგორ შეუძლია ჩემი ასე გიგიჟება მხოლოდ რამოდნიმე სიტყვით, ჭკუიდან გადავალ მალე– მორჩა თუ არა სიცილი ამიტყდა. ჩემში ვულკანმა იხეთქა ხმამაღლა და გულიანად ვიცინოდი. მარიამს რა მოარჯულებს? რაცარუნდა მოხდეს ის სულ ასე იქოთქოთებს.
–ამოისუნთქე მარ?– ისევ სიცილით ვკითხე და ჩემზე მოშტერებულ ჩემს ძმას თვალი ჩავუკარი.
–ახლიდან დავიწყო ახლა?– ნაწყენი ხმით მითხრა.
–კარგი კარგი ჰო, დევალაპარაკები– ისევ გამეცინა, როცა მისი ქოთქოთი მახსენდება ძნელია სიცილის შეკავება, მართლა დედაბერივით ლაპარაკობს ხოლმე.
–რა უნდოდა?
–რა და გაგლანძღა, იდიოტიო და კიდე ათასი რამე– თავის ქნევით ვთქვი და იაკობს გვერდზე ჩამოვჯექი– დაამშვიდე ახლა როგორც გინდა!– გაბრაზებულმა მხარზე ვუჩქმიტე და შევუღრინე.
–ისევ ქოთქოთებდა?
–ჰო ძლივს გაჩერდა– თავი დავუქნიე იაკობს. ჩემს სიტყვებზე კაჰუნასაც ჩაეცინა, სახეზე გამარჯვებული ღიმილი ქონდა აკრული.
–ესეც ასე! ნახოს როგორ უნდა გაბრაზება და ჭკუიდან გადაყვანა.
–და მერე მე მეტყვი ბავშვი ხარო არა?
–შენ ჩემი ბავშვი ხარ– ბედნიერმა გამიღიმა და შუბლზე მაკოცა– გემრიელად მიირთვით, წავედი მე, ადიოს მუჩაჩოს– ხელი დაგვიქნია და მისაღებში გავიდა.
–ახლა უყურე– ხითხითით ვუთხარი და კაჰუნამაც არ დააყოვნა
–Goodbye my lover. Goodbye my friend. You have been the one. You have been the one for me.– სიმღერა დაიწყო, მის ამ საქციელზე ისევ ავხარხარდი, იაკობიც ამყვა, ასე ერთხმად ვიცინოდით კაჰუნას სიმღერის ფონზე.
-გიჟია–დაასკვნა იაკობმა და სწორედ ამ დროს გაისმა კარების მოჯახუნების ხმა, ესეც ასე მასთან ერთად მარტო ვარ!
.............
–ბუზღუნ ბუტიაობაც დაიწყე?– სიცილით კითხა კაჰუნამ მარიამს, რომელიც გაბრაზებული უბღვერდა.
–ნერვებს ნუ მიშლი და მომწყდი თავიდან.
–კარგი რა მარიამ, ნუ ბუზღუნებ სულ, ხომ იცი რომ ვხუმრობ ხოლმე არა?– ხელები წელზე მოხვია და სხეულზე აიკრა.
ენა მუცელში ჩაუვარდა, სულაც არ ქონდა ქოთქოთის თავი და არც მისი ლანძღვის. ისე სიამოვნებდა მის მკლავებში ყოფნა რომ სულ ავიწყდებოდა გაბრაზება.
–არა რა! საოცრება ვარ, ნახე როგორ გაგაჩუმე უცებ?– ხითხითით კითხა გახალისებულმა კახიმ.
–იდიოტო, კრეტინო– ხელები მკერდზე დასცხო– რა გინდა ჭკუიდან უნდა შემშალო ამხელა გოგო? იმ ბოზებს ხომ კარგად ეალერსებოდი, მე უნდა მიშალო ნერვები ხო?– თვალები აუცრემლიანდა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა, მის სათქმელს ბოლომდე ამბობდა.
კახის კი მისი საქციელი უკვე ჭკუიდან შლიდა, ეს პატარა გოგო როგორ აცანცარებს ამხელა ბიჭს, ან როგორ შეეძლო ამდენი. პატარა ბიჭივით უნდა რომ გააბრაზოს, შემდეგ კი კოცნით შემოირიგოს, მოსწონს როცა აბრაზებს.
–ჩემი... ჩემი მარიამი– მის ტუჩებს დასწვდა, ნაზად უკოცნიდა აცახცახებულ ტუჩებს და გულში უფრო იკრავდა– ჩემი ბუზღუნა– მის ტუჩებთან დაიჩურჩულა და ისევ აკოცა– ჩემი, ჩემი, მხოლოდ ჩემი ხარ, მხოლდო მე შემიძლია ასე მოგიშალო ნერვები და ასე შემოგირიგო.
–კახი– თვალებ დახუჭულს აღმოხდა.
–ჰო– ტუჩებზე ღიმილი გაუკრთდა, როდესაც მისი ნეტარი სახე დაინახა.
–დედაჩემი სახლშია– უაზროდ წამოიძახა რაღაც, კახი მალე მიხვდა რომ ჯერ კიდევ ნეტარებაში იყო, ამიტომ ეს ნეტარება კიდევ უფრო გაუხანგრძლივა...
.............
–ჩემთან ერთად ხომ წამოხვალ?– კარების ჩარჩოს მიყრდნობილი იაკობის სახეს უყურებდა, ცდილოობდა მისი წასვლა ცოტა გაეხანგრძლივებინა, ამიტომ ათას კითხვას უსმევდა.
–მარტო გაშვებას არც ვაპირებდი, მითუმეტეს იმის შემდეგ– მოქუფრული სახით მიყურებს და ბოლო სიტყვებს ჩურჩულით ამბობს.
მის თვალებს მიშტერებული თავს გვერდზე ვხრი, ქვედა ტუჩს კი კბილებს შორის ვიქცევ, ვხედას იდევ როგორ ექუფრება სახე და მზერა როგორ გადააქვს ჩემს ტუჩებზე, მოურიდებლად ვიმეორებ იგივეს, ვიცი რომ თავს ებრძვის, მე კი ბრძოლაში თეთრ დროშას ავაფრიალებ.
მისკენ რამოდნიმე ნაბიჯს ვდგამ და მოურიდებლად ვეხები მის ტუჩებს, ფეხის წვერებზე ვიწევი რომ მის სიმაღლეზე გავსწორდე, ხელებს კი კისერზე ვხვევ. ჩემი საქციელი აფხიზლებს, ტუჩებზე მოწყურებული მკოცნის და ხელებს წელზე მხვევს.
მისი ტუჩების შეგრძენბა ნირვანაში მაგდებს, შეგრძნებები ორმაგდება მუცელი კი უფრო ძლიერად მეჭიმება, ყველა გრძნობა ერთად იყრის თავს მუცელში და ფეთქდება.
მის ტუჩებს მოწყვეტილი მხოლოდ რმაოდნიმე წამი ვუყურებ თვალებში, მისი გაბრწყინებული თვალები საკმარისია ყველაფრისთვის, თავს დაბლა ვხრი და მხარზე ვადებ, ჩემი ბედნიერებაა, მოსიარულე ბედნიერება.
ისიც მხოლოდ
ჩემი.
ჩემში.
ჩემად.
–ჩემი გაგიჟება გინდა არა?– მისი ბოხი ხმა წვდება ჩემს ყურს, მის სიტყვებზე მეცინება და მის ყელში თავს ვაქნევ, ჩემი ცხვირი მის ყელს ეხახუნება, ვგრძნობ როგორ ეჭიმება ძარღვები.
–გამომდის ხო?– ინტერესით შევყურებ დაბლიდან მაღლა, იღიმის. მე მიღიმის.
–თან როგორ– სიცილით აქნევს თავს.
ჭიშკართან მანქანა ჩერდება, მეც უცებ ვშორდები იაკობს და იქით ვიყურები. დამშვიდებული ვვოხრავ, ჩემი ძმაა და არა ჩემი მშობლები. ვიცი რომ დედაჩემს მისი ნახვა გაახარებს, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი რა რექცია ექნება მამას!
–ჩემი წასვლის დროა– მიღიმის იაკობი, ჩემსკენ იხრება და საფეთქელთან მკოცნის.
ბილიკს მიუყვება, მხრებში გამართული და თავაწეული, მის სიარულზე მეღიმება, მაგრამ ღიმილი სახეზე მახმება, როდესაც მას წინ ჩემი ძმა უდგება, არც ისე კეთილმომასწავლებელი ღიმილით, რაღაცას ეუბნება, შემდეგ კი ისევ იღიმის.
ღიმილი მალევე იცვლება კეთილგანწყობილი ღიმილით, თითქოს მშვიდდება და მხრებს დაბლა უშვებს, ნეტავ ასეთს რას ეუბნება იაკობი?
ხელს ართმევენ ერთმანეთს, დამიანე გზას უთმობს იაკობს, ისიც მალე უჩინარდება ეზოდან, ჩემი ძმა კი ღიმილით მოემართება ჩემსკენ.
–მალე ოჯახში რძალი გვეყოლება– ამაყად იღიმება და ჩასახუტებლად ხელებს შლის.
–რააა?– ბედნიერი ვყვირი და მის მკლავებში ვეხვევი– უკვე თხოვე ხელი? როდის მოასწარი გუშინ? კარგი რა ეს როგორ გამომაპარე?
–ჯერ არა! ხვალ მივდივართ ვენეციაში! ანას გონია რომ რაღაც კორპორაციულ საღამოზე ვარ მიწვეული
–ყოჩაღ შეგძლებია რაღაც– დამცინავად ჩავილაპარაკე.
–ნაკო.. ნაკო– თავი უარყოფის ნიშნად გააქნია– ცუღლუტობ.
–ჰოო?– ბედნიერს გამეღიმა, ჩემი ჩოფლიანი!
–ჰო ჰო– თავი დამიქნია და სახლში შემიყვანა.
–მე უნდა წავიდე და გავემზადო, ჩემი კლასელები უნდა ვნახო, ძალიან ვენატრები დამიახლოვდნენ ეს რამოდნიმე კვირაა, ისევ პონტის გამო– თვალები ავატრიალე, დათის გახსენებისას კი უსამოვნოთ გამცრა, ვიცი რომ იქ იქნება, მაგრამ მინდა რომ მე და იაკობი ერთად დაგვინახოს, მინდა მიხვდეს რომ მისი მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა.
–პონტის გამო?
–ხო ქეთას ჩემი ჩოფლა ევასება და ხშირად რომ ნახოს რა– მობეზრებულმა ამოვილაპარაკე.
–შენი ჩოფლა? არ მომწონს ასეთი რაღაცეები– დამიბღვირა.
–ჰო რა იყო, ეს იგივეა რაც შენი ანა, საკუთრება რა– სიცილით ვთქვი– წავედი წავედი თორემ ვერ მოვასწრებ!
კიბეები სწრაფი ნაბიჯით ავირბინე, ოთახში შესულმა კარადიდან თმის უთო გამოვიღე და დენზე შევაერთე, დღეს თმებს გავისწორებ და ისე წავალ. სანამ უთო გაცხელდა მანამ ჩემი გარდერობი შევათვალიერე, კაბის ჩაცმა არ მინდა, არ მაქვს ფუშფუშის თავი. მწვანე კომბინიზონი გადმოვიღე და სარკის წინ დავდექი.
–ჰმმ მომწონს– ბედნიერმა გავიღიმე.
ზუსტად ერთ საათში მზად ვიყავი, გასწორებული თმები მხრებზე მეყარა, ძალიან ძალიან მკრთალი მაკიაჟი მეკეტა, როგორც ჩანს მართლაც კარგი არჩევანი იყო მწვანე კომბინიზონი, ფეხზე კი მუქი მწვანე ფეხსაცმელი მეცვა, საშუალო სიმაღლის.
საათი 5ს უჩვენებდა, იაკობი წუთი–წუთზე აქ იქნება.
სარკის წინ კიდევ ერთხელ დავტრიალდი და ოთახი დავტოვე, ღიღინღიღინით ჩავუყევი კიბეებს და სამზარეულოში შევედი სადაც დამიანე მეგულებოდა, გაზქურასთან იდგა და დიდი მონდომებით ცდილობდა კვერცხის შეწვას.
–რას აკეთებ?– ხმამაღლა ვყვირი, რაზეც შეშინებული ჰაერში ხტება და ჩანგალი დაბლა უვარდება.
–კარგი რა ნაკო, ისედაც ცუდად ვარ და კიდე ეს მინდოდა? ჩემი კუჭი ხმება.
–მერე ვერ დამიძახე?– სიცილით ვეკითხები და მასთან მივდივარ– შეეშვი მე შეგიწვავ კვერცხს– ხელიდან ჩანგალს ვართმევ.
–ვაპირებდი დაძახებას, მაგრამ მზადებაში იყავი გართული, ისიც ვერ შეამჩნიე რომ შენს ოთახში დავდიოდი.
–კარგი კარგი ჰო, მომშორდი და მე შეგიწვავ– გაზზე წყალი დავადგი ქვაბით, მაცივრიდან კვერცი გამოვიღე და თეფშზე გავტეხე.
სანამ მე მზადებაში ვიყავი დამიანემ იაკობი სახლში შემიყვანა, შემოსასვლელში იდგნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ, იაკობი ხანდახან გამომხედავდა და მათვალიერებდა. ვცდილობდი სწრაფად გამეკეთებინა ყველაფერი, სუფრაც მალე გავაწყე და ყველაფერი დავდე, რაც კი მაცივარში ვიპოვე.
–დამიენე შეგიძლია მოხვიდე და ხეთქო– ხელები ხელსახოცხე შევიწმინდე და მისაღებში გავედი– წავედით?– იაკობს გავხედე.
–წავედით– ხელი გამომიწოდა, მეც მის ხელს ჩემი ხელი დავადე.
–დამიანე ჭკვიანად იყავი, გასაღები მიმაქვს, თუ რამეა დამირეკე– უცებ მივეცი დარიგებები.
–ოკ.
–ცანცარა– თვალების ტრიალით ვთქვი. მისაღებში გასვლისას სარკეში კიდევერთხელ შევავლე ჩემს თავს თვალი. – მოდი ფოტო გადავიღოთ.
–არ მიყვარს ფოტოების გადაღება– უცებ გააპროტესტა.
–მხოლოდ ერთი– საწყლად დავეჭყანე, დანებების ნიშნად ამოიხვნეშა. ფოტოს გადაღებამდე ბედნიერმა გავიღიმე, მან კი ხელი წელზე მომხვია და მის სხეულს ამაკრა. ფოტოზე ერთმანეთზე აკრულები ვიყავით, იაკობს სახე ნაწილობრივ ქონდა დამალული, ჩემს სახეს ამოფარებული იყო.
–აწწ რა საყვარლები ვართ– სიცილით ვთქვი, სწრაფად დავაყენე ერკანზე, ესეც ასე მასთან ერთად პირველი ფოტო გადავიღე, მთაწმინდაზე გადაღებული არ ითვლება.
ტაქსში ჩასხდომისას გამახსენდა როგორ იეჭიანა დათიზე, იმედი მაქვს რამეს არ წამოაყრანტალებს და ან მისი საქციელით იაკობს არ გააღიზიანებს, უბრალოდ მინდა რომ დავანახო ის რომ მე და იაკობი დაავშირებულები ვართ და მისი ეს საქციელი არაფრის მომცემია.
ტაქსი მალევე გაჩერდა დანიშნულების ადგილას, ჯერ იაკობი გადმოვიდა, ხელი გამომიწოდა და გადმოსვლაში დამეხმარა.
–ძალიან კარგად გამოიყურები– უცებ მითხრა კომპლიმენტი და საფეთქელზე მაკოცა.
ისიც ძალიან კარგად გამოიყურებოდა, შავი შარვალი, შავი პერანგი და ნაცრისფერი წელში გამოყვანილი პიჯაკი ეცვა, ვგიჟდები მისი ჩაცმის სტილზე, არაფრით გამორჩეული, უბრალოდ აცვია ყველაფერი რაც უხდება.
–მადლობა, შენც ასევე– მის ხელს ვეჭიდები და კაფე–რესტორნისკენ მივდივართ. როგორც კი ქეთა გვხედავს მაშინვე ჩვენსკენ მოდის, ძლიერად ეხვევა იაკობს, სხეული ეჭიმება, შეშმუშნული სახით დგას და მის მოცილებას ცდილობს.
–როგორ ხარ იაკობ?– თვალებში შესციცინებს და უღიმის.
უცნუაირ გრძნობა მეუფლება, რატომღაც მინდა რომ ამ გაპუწული თმით ვითრიო, მისი ღიმილი ჭკუიდან მშლის. იაკობს ხელს ძლიერად ვუჭერ და ჩემზე მოშტერებულს შეუმჩნევლად ვუბრიალებ თვალებს, თავს ხრის და იღიმის, მე რომ მიყვარს ისე!
–კარგად ვარ მადლობა– ნაძალადევი ღიმილით პასუხობს და სხვა ბავშვებისკენ მივყავარ, ქეთას კი ხახამშრალს ტოვებს, ბედნიერი ვიღიმი, აი ესაა ჩემი ბიჭი! იცის რა უნდა გააკეთოს.
–ჩემი ჭკვიანი– ხელს პიჯაკზე ვუსმევ და გამარჯვებული ღიმილით ვუღიმი.
–ისეთი შეგრძნება მრჩება თითქოს იეჭვიანე.
–შეიძლება ასეც იყო– თვალს ვუკრავ– გამარჯობა ბავშვებო როგორ ხართ?– ყველას ღიმილით ვეგებები, მხოლოდ დათის დანახვა გვართობს ორივეს, მეც და იაობსაც. ხარხარი მინდება როდესაც ქეთა გვიახლოვდება გაცოფებული სახით, თათას გვერდით უდგება და რაღაცას ეჩურცულება.
–არ შევიდეთ?– დათი ყველას გვაფხიზლებს, გოგოებს კარებს უხსნის და ჯერ მათ ატარებს, ბოლო კი მე და იაკობი შევდივართ.
–გაცოფებულია– გახალისებული ჩუმად ვეჩურჩულები– ახლა უყურე, ყველაფერს იზამს რომ შენს გვერდით დაჯდეს.
–კარგი რა.– ბუზღუნით ამბობს და წელზე ხელს მხვევს.
– ხომ გითხარი– სიცილით ვამბობ, როდესაც ვხედავ რომ მხოლოდ სამი ადგილია დარჩენილი, ის კი ფეზე დგას და გველოდება როდის დავსხდებით, ბოროტული სიცლით მივდივარ მაგიდასთან იაკობს დათის გევრდით ვსვამ და მის გვერდზე მე ვჯდები. ცარიელი ადგილი მხოლოდ ჩემს გვერდითაა.
–დათი ადგილს ვერ გამიცვლი? აქეთ სინათლე არაა და სელფს ვერ გადავიღებ, მიდი რა დამსვი– ხვეწნა მუდარით მიდის დათისთან, დათი მის ჩანაფიქრს ადვილად ხვდება, მაგრამ უხმოდ უთმობს ადგილს და ჩემს გვერდით ჯდება, იაობისკენ ვიხრები და მის სხეულს ვერობი, დათის სიახლოვე მაფრთხობს, რასაც ქეთი ემატება, რომელიც კმაყოფილი სახით იკავებს ადგილს ჩემი ჩოფლიანის გვერდით
–მაღიზიანებს– მის ყურთან ვჩურჩულებ
–მეც. შენ კი ეჭვიანობ– ისიც მეჩურჩულება და მზერას დათის უსწორებს, მტრულად უყურებს
–შეიძლება–თქო ხო გითხარი, უბრალოდ გამაღიზიანებელია მისი საქციელი.
–ე ჭ ვ ი ა ნ ო ბ– ასოასო მიმარცვლის სიტყვას და ტუჩებზე ირონიული ღიმილი უკრთება.
–უიმე, კარგი ხო ვეჭვიანობ. რა არ უნდა ვიეჭვიანო?– უცებ ვბრაზდები.
–არ ვიცი არ ვიცი–ნაღვლიანი თვალებით შემომყურებს, რაღაც მისი ცვალებადი ხასიათი არ მომწონს, ხან იღიმის, ხან არა.
–შენ ქეთას არ იცნობ– სიტყვებს ირონიულ ჩაიცნებას ვაყოლებ– თავის კლანჭებში მოგიქცევს და მერე ვერსად გაექცევი.
–ერთმა გამომიჭირა მაგ კლანჭებით უკვე, მცდელობა კი ბევრს ქონდა– მხრების ჩეჩით მპასუოხბს, მის ტუჩებზე მაინც ვამჩნევ ღიმილს, რომელიც მალევე შორდება. მისკენ ვიხრები და ლოყაზე ძლიერად ვკოცნი.
–ახალი ამბავი გვაქვს თქვენვის– უცებ აცხადებს რატი და ფეხზე დგება, მის გვერდით მჯდომ თათას ხელს უწვდის, მასაც ფეხზე აყენებს– მე და თათა ერთად ვართ– აჭარხლებულ თათას ლოყაზე კოცნის და წელზე ხელს ხვევს. მაგიდაზე ჟივილ ხივილით იშლება ყველა და ახლად გამომცხვარ წყვილს ერთად ყოფნას ულოცავს.
წყვილის დალოცვის შემდეგ საცეკვაო მოდენისკენ მივდივართ წყვილები, თათა და რატი, ნატალია და ცეცე, ვერონიკა და დათი. ბევრი ხვეწნის შემდეგ იაკობს ვითანხმებ და ისიც მიმყავს საცეკვაო მოდნისკენ, მაგიდასთან კი მხოლოდ რეზი და ქეთა რჩებიან, ერთმანეთს რაღაცაზე ესაუბრებიან და თან მზერას აქეთ აპარებენ.
–ცეკვა არ ვიცი– ბუზღუნებს იაკობი და ხელებს წელზე მხვევს– ფეხს დაგაბიჯებ.
–არაუშავს– მის მხრებზე ხელებს ვაწყობ და მისკენ ვიწევი– არ იცი მაგრამ მაინც ცეკვავ ჩემთან ერთად.
–ხო იმიტომ რომ არ მინდა გაწყენინო– ჩემსკენ იხრება და ყელზე მკოცნის– იმიტომ რომ არ მიდნა გამებუტო
–არ ვარ ბუტია– ტუჩების კვნეტით ვპასუხობ, მისი ტუჩები ისევ ჩემს ყელს ედება, მაგრამ არ მკოცნის, რითაც ჭკუიდან მშლის.
–იცი როგორ მომწონს რომ ეჭვიანობ?– ცხელი ჰაერი ჩემს ლავიწებს ეხეთქება, სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის– როგორ ბრაზდები როდესაც მაშტერდება და მიღიმის, ჭკუიდან გშლის იმაზე ფიქრი რომ შეიძლება მეც გავუღიმო და მივაშტერდე.
–არასდროს! არასდროს გაბედო ეგ– მის ყურთან ვჩურჩულებ გაბრაზებული და მხარზე თავს ვადებ.
–...–დუმს. უცებ მშორდება და ზემოდან დამყურებს, არ მიღიმის წყენა, ტკივილი და შიში ერთად უკრთება თვალებში, ეს მზერა კი მაფორიაქებს
–მე გაგაფრთხილე– ერთ ხელს წელიდან მაშორებს და ლოყაზე მეფერება, თვალები უცებ მეხუჭება, შეგრძნებებს ვემორჩილები და იმ ჟრუანტელს რომელსაც ახლა ვგრძნობ.
სუნთქვა მავიწყდება როდესაც მის ტუჩებს ვგრძნობ ჩემსაზე, თითქოს მიძინებული გრძნობები იღვიძებს, სხულში ყველაფერი ტრიალდება და თავდაყირა დგება. მაგრამ მალევე ყველაფერი ადგილზე ბრუნდება, მისი ტუჩების შეგრძნება ქრება, მის მკლავებში მისვენებულს განძრევის სურვილიც არ მაქვს, ჩემი კომფორტია.
–ვდნები!
–ჰო ჩემს მკლავებში დნები! ახლა ქეთას სახე რომ ნახო– მისი აღფოთებული ხმა მესმის, მეც უცებ ვფხიზლდები. თვალებში ვუყურებ და ვხვდები როგორ უნდა გადახარხარება.
–აუუ რა წამი გამოვტოვე– გაბრაზებული ვბურტყუნებ– რა სანახაობა გამოვტოვე– ჩემ თავს ვერ ვპატიობდი ამ საქციელს.
–შეიძლება პარტნიორი დამითმო?– ჩვენთან რეზი მოდის.
–რა თქმა უნდა– ღიმილით პასხუობს იაკობი და ჩემს თავს რეზის უთმობს, წასვლამდე კი თვალებს მიბრიალებს, მისი საქციელი კარგ ხასიათზე მაყენებს, რეზის ვეხვევი და მასთან ვიწყებ ცეკვას.
რეზისთან ცეკვის პარალელურად ვუყურებ ქეთას, რომელიც მიმავალ იაკობს მზერას აყოლებს, რამოდნეიმე წამში ისიც დგება ფეხზე და უკან მიყვება. სხეულში უსიამოვნო ჟრუანტელი მივდილის, ვიცი რასაც აკეთებს.
–რეზი დავიღალე დავჯდები მე– უცებ ვუშევბ ხელს და დაუფიქრებლად მეც იქით მივდივარ სადაც იაკობი და ქეთა მეგულება, ხმები საპირფარეშოდან მოდის.
–დიდხანს უნდა მსდიო ასე?– იაკობის გაბრაზებული ხმა მაკრთობს.
–ხო სანამ შენ და ნაკოს არ დაგაშორებთ მანამ.
–ხომ იცი რომ ეს არ მოხდება?
–რატომღაც არ ვფიქრობ ასე! როცა გაიგებს რას აკეთებდი სიყვარულის დღეს ჩემთან ერთად, არამგონია კიდევ მოუნდეს შენთან რაიმე სახის კავშირი.
ერთადგილზე გახევებულის არც არაფერი აღარ მესმის, მხედველობაც მებინდება, სისუსტეს ვგრძნობ, თითქოს ჩემს შიგნით ყველაფერი იშლება.
მახსენდდება სიყვარულის დღე... მთელი დღე მის ზარს ველოდი, ერთ შეტყობინებას მაინც, მე რას აღარ ვფიქრობდი, მაგრამ არ თურმე რას აკეთებდა.
ვცადე ძალები მომეკრიბა, მინდოდა მათთან მივსულიყავი და ყველაფერი მეთქვა, პირში მიმეხალა ის რასაც ახლა ვგრძნობდი და ვფიქრობდი, მაგრამ ამის მაგივრად წამოვედი, ასი ასე უბრალოდ დავტოვე შენობა და დავტოვე ის მის კლანჭებში.

მესაკუთრე ჩოლიანი!
–დედა მოვედით– სახლში დამიენას ხმა გაისმა, დივანიდან წამოვფრინდი და შემოსასვლელისკენ წავედი, კარებში დამიანე და ანა იდგნენ.
–ანაა– დავიყვირე და მისკენ გავექანე, ლამის ზედ შევახტი, რათქმაუნდა ჩახუტებამდე მისი გაბრწყინებული სახე არ გამომრჩენია, ბედნიერი იღიმოდა.– გილოცავ ჩემი გოგო, გაძლება მოგცეს ამ მუტრუკის– ჩუამდ ვუჩურჩულე ისე რომ დამიანეს არ გაეგო.
–გოგო რეებს ამბობ შენ ჩემ საქმროზე?
–ყოჩაღ დამი, დამცველიც გიშოვია, ეს გინდოდა სრული ბედნიერებისთვის– ანას უხეშად მოვშორდი და წარბი ავუწიე– აღარ ხარ შენ ჩემი რძალი– მკვახედ განვაცხადე და დამიანისკენ წავედი, ჩემ ორმეტრიამნი ძმის მკლავებში გავეხვიე.– თუ ძმა ხარ რა მოასწარი ამ ორ დღეში ჰა?– ქვემოდან ავხედე.
–ჰო აი სწორედ მაგ ორ დღეში მოვასწარი მე ყველაფერი– ამაყად განაცხადა და ანას თვალი ჩაუკრა. უცებ გავხედე აწითლებულ ანას და გულიანად ავხარხარდი.
–ვაიმე– ზურგს უკან დედაჩემის ყვირილის ხმა გაისმა, გახევებული იდგა და უყურებდა ხან ერთს ხან მეორეს– დედა გენაცვალოთ თქვენ– მათკენ ქოთქოთით წავიდა, ჯერ ანას გადაეხვია და ლოყები დაუკოცნა– ჩემი სანაქებო რძალი, შეხედა რა გოგოა, დედა გენაცვალოს შენ– მილა თავს ვერ იკავებდა, ტიროდა და თან სლუკუნით ესაუბრებოდა ანას.
–კარგი დედა ნუ გააწითლე ახლა ჩემი ცოლი.
–საცოლე– ანამ უცებ შეუსწორა და თვალები დაუბრიალა, ჩემი ძმაც უცებ გაჩუმდა და კედელს აეყუდა, მის საქციელზე ჩუმად ჩავიცინე.
–ვაიმე ჩემი დიდი ბიჭი– ახლა მისკენ გაემართა დედა და ხელები მოხვია– როდის გაიზარდე დედიკო ასე? ჰა? როდის მოასწარი დაკაცება?– ესაუბრებოდა და თან უფრო ეხუტებოდა, დაიამეც ძლიერად ეხვეოდა და თავზე კოცნიდა– უკვე ცოლი მოგყავს დე. რამხელა ბიჭი ხარ, შენ გენაცვალე.
–კარგი დედა რა გატირებს გამაგებინე– უცებ უბრაზდება დამიანე, ცრემლებს აშორებს და ლოყებს ძლიერად უკოცნის– დედი დედი.
–ბედნიერების ცრემლებია შვილო, ბედნიერების. წამოდით დედიკო ახლა გაჭამოთ, მშივრები იქნებით– უცებ დაკრა ფეხი და სამზარეულოსკენ წავიდა, მის საქციელზე ისვე გამეცინა, რა ქნას უყვარს სამზარეულოში ტრიალი.
–ხომ გითხარი არაფერია სანერვიულო–თქო?
–ოო რა გინდა შენ ვა– მუჯლუგუნა გასცხო ანამ დამიანეს.
–ჩემი ბრაზიანი გოგო– თავზე აკოცა და სხეულოზე მიიხუტა, ვუყურებდი და ბედნიერებით მევსებოდა გული.
–ნაკო რაღაც გავიგე მე და იმედი მაქვს სიმართლე არაა– წარბაწევით გადმომხედა დამიანემ, ანა ისევ მის სხეულზე ყავდა აკრული და ისე მომჩერებოდა.
ვიცოდი რომ რაღაცას მაინც ეტყოდნენ ჩემი ძმები, რომ ვთქვა დიდად დეპრესიაში ვარ მას შემდეგ–თქო მოვიყტყუები, უბრალოდ ვცდილლობ არ შევიმჩნიო და მასზე არ ვიფიქრო, ისიც საკმარისი იყო კვირა ღამე რომ ტირილში გავატარე.
–რა გაიგე დამიანე?– ინტერესით ვკითხე.
–ნაკო წამო სამზარეულოში დედაშენს დავეხმაროთ– ხელკავი გამომდო ანამ და სამზარეულოსკენ წამიყვანა– დამიანე შენ ბარგი შემოიტანე– შეუღრინა მას, მე კი ღიმილით გადმომხედა.
–მადლობა– ჩურჩულით ვუთხარი და სამზარეულოში შესული მაგიდაზე ჩამოვჯექი, ხელი ზედ შემოვაწყე და თავი დავადე.
მესმოდა როგორ საუბრობდნენ ანა და დედა, მაგრამ სიტყვებს ვერ ვიაზრებდი, მოგონებებში ჩაძირულს სუნთქვა მიჭირდა, მაგრამ ახლა ვერ ავდგებოდი, არ მინდა ჩემი აცრემლიანებული თვალები მათ დავანახო, არა იმიტომ რომ მათი მცხვენია, უბრალოდ არ მინდა რომ მათ ინერვიულონ.
ყელში გაჩხერილ ბურთი წესივრად სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს, ცხვირიც მეწვის, ჩემს წინააღმდეგ არის ყველა და ყველაფერი. სამი დღეა არ მინახავს, არც სკოლაში დავდივარ და არც მის ზარებს ვპასუხობ, ვიცი ემოციების გაკონტროლება გამიჭირდება და არ მინდა რომ მის წინ ავტირდე.
წყენას და იმადგაცურებას ერთად ვგრძნობ, ეს შეკუჭული გრძნობები არ მაძლევს თავისუფლების საშუალებას, საუბარი მინდა, ყველაფრის გაარკვევა, მაგრამ არ შემიძლია, ამ ყველაფრის მოსმენის ძალა არ მაქვს.
–ნაკო– მხარზე შეება მაფხიზლებს, ერთს ღრმად ვისუნთქვ ჰაერს და თავს მაღლა ვწევ, თავზე დედაჩემი მადგას და ნაღვლიანად მიღიმის. რა თქმა უნდა ამჩნევს ჩემ მოწყენილობას, მაგრამ არაფერს მეკითხება.
–რა ხდება დედა?– ვუღიმი და ჩემს აწლიანებულ თვალებს ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ გამოსახულება ნელნელა იდღაპნება და ფერები ერთმანეთში ირევა, თავს დაბლა ვხრი და ჩემს ხელებს დავყურებ, ვგრძნობ როგორ გორდება სახეზე ცრემლი და როგორ მეცემა თითებზე.
უსიტყვოდ ჩემს გვერდით ჯდება და მეხუტება, მეც მის მკლავებში გრძნობებს თავისუფლების საშუალებას ვაძლევ, ვიცლები ემოციით და იმ გრძნობით რომელისაც ამდენხანს ვაგროვებდი. ყველაფერი ერთად ფეთქავს ჩემში, იმედგაცურება, ის წყენა და დიდი სიყავრული, რომელსაც ვეღარც კი ვიტევ ჩემში, სავსეა ვარ, მთლიანად ჩაძირული ამ გრძნობაში.
ჭაობში ფეხი ჩავდგი, ის კი მითრევს, გათავისუფლება შეუძლებელია, მაგრამ ყველაზე დიდი პორბლემა ისაა რომ არ მინდა გათავისუფლება, მინდა რომ ბოლოდე ჩავიძირო და ჩავეფლო მასში, რადგან ვიცი რომ ამ ჭაობს ერთი სახელი აქვს, მხოლოდ ერთი.
–დეეე საჭმელი მზადაა?– კიბეებიდან დამიანეს ხმა გაისმა, უცებ მოვშორდი დედას და ცრემლები შევიმშრალე. სახეზე ბედნიერი ღიმილი ავიკარი რომ ჩემ ძმას არაფერი შეემჩნია.
–კი შვილო ყველაფერი მზადაა.–სუფრას გავხედე და ჩავიცინე, ხო მილა მოსიარულე კულინარიაა. ამ რამოდნიმე წუთში რამდენი რამის გაკეთება მოასწრო. საოცრება მყავს.
–ძალიან მიყვარხარ დე– ლოყაზე ვაკოცე. ძლიერად მოვხვეიე და მისი სურნელი შევიგრძენი.
–მეც მიყვარხარ ჩემი ლამაზი გოგო– თავზე ხელი გადამისვა და გამიღიმა– აღარ იტირო კარგი?– ნაღვლიანი ხმით მკითხა.
–კარგი– ღიმილით ვუთხარი.
–ჩემი ჭკვიანი გოგო, წადი ახლა და შენს ძმებს და მამაშენს დაურეკე, მოვიდნენ სახლში, არა როგორ დაავიწყდა მაინც რომ დღეს ჩამოდიოდნენ? თან ნახე უკვე დაბნელდა, ისინი კიდე არ ჩანან. ოხ მოვკლავ მიშოს– ქოთქოთი დაიწყო უცებ, რატომღაც მარიამი გამახსენდა, რაზეც ხმამაღლა შევკივლე.
–როგორ დამავიწყდა– უცებ გავვარდი ჩემი ოთახისკენ, ლამის ციხვპირისმტვრევით შევქანდი შიგნით და ჩემ ტელეფონს დავუწყე ძებნა, მალევე მივაგენი, გაოცებულმა გავხედე ეკრანს, რომელიც რამოდნიმე ადგილას გაბზარული იყო.
ჰო რასაკვსიველია, კვირამ როგორც ჩემი გული, ისევე ჩემი ტელეფონი შეიწირა. ბლოკის მოხსნისას გული შემიქანდა, უცებ ჩამოვჯექი სავარძელში და ეკრანს მივაშტერდი. ჩემი და იკაობის ფოტო მთავარზე მეყენა, სწორედ იმ დღეს გადაღებული.
ხმამაღლა ამოვიხვნეშე, ფოტოს მზერა ავარიდე და შეტყობინებები გავხსენი, რამოდნიმე მათგანი იაკობის იყო, რამოდნიმე კი მარიამის, როგორ დამავიწყდა მარიამთან საუბარი? მაგრამ კახი ეტყოდა რამეს... უცებ ავკრიფე მისი ნომერი და დაველოდე, როდის მიპასუხებდა.
–სად ხარ გოგო დაკარგული?– მისი ყვირილის ხმაზე უცებ შევხტი, ხმაზე ტყობოდა როგორ გაცოფებული იყო. დამნაშავე ბავშვივით მოვიბუზე.
–შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?–ხვნეშით ვკითხე.
–ნაკო იაკობს შენთან საუბარი უნდა, დაელაპარაკე– სიტყვების მოსმენისთანავე გავთიშე ტელეფონი და შორს ვისროლე, გაუცნოერიერებლად კი კედელს დავუმიზნე.
საწოლზე მუცლით დავემხე, ფუმფულა ჩოფლას გვერდით, ერთი ხელი კი მას მოვხვიე.
ვერ ვიჯერებ რომ იაკობმა ზურგს უკან დამცინა, რაღაცას ჩემს ზურგს უკან აკეთებს, მაშინ როდესაც მე მასზე ვნედვიულობდი, რა აღარ ვიფიქრე იმ დღეს, ის კი უბრალოდ ერთობოდა და ვინ იცის იქნებ მიწასთან მასწორებდა, აბუჩად მიგდებდა და ამაზე ქეთასთან ერთად იცინოდა.
დაჯერება არ მინდა რომ შეიძლებოდა ეს მას გაეკეთებინა, ქეთასგან არაფერი გამიკვირდება, მაგრამ იაკობიც? მან მოახერხა! და ასე არაფრის გარეშე, უმოქმედოდ წამართვა ის ბედნიერება რომელსაც იაკობი ერქვა.
იმის გაფიქრებაც კი მზარავს რომ შეიძლება ქეთა და იაკობი ერთად იყვნენ! მაინც ვერ ვხვდები რა ხდება, ან რაზე საუბრობდა ქეთა, მაგრამ ერთი ვიცი, რომ როგორც ქეთა, ისე იაკობიც კარგი თვალთმაქცი ვინმეა.
–ნაკო?– მარიამის ხმა შემომესმა, საწოლიდან თავი წამოვყავი და კარებში გახევებულს მივაშტერდი.
–შემოდი– ვცადე ღიმილით მეთქვა, საწოლზე წამოვჯექი და სახეზე ხელები მოვისმი, შეძლებისდაგვარადა შევიმშრალე ცრემლები.
–რა მოხდა?– ოთახში სწრაფი ნაბიჯით შემოვიდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა– რატომ ჩამოგტირის სახე და რატომ იცოფება იაკობი, ან რატომ არ პასუხობ მის ზარებს, ლამისაა ჭკუიდან შეიშალოს, კახისთანაც სცადა საუბარია, მაგრამ კახიმ ძლიერად დაარტყა, რა ჯანდაბა ხდება ამიხსნი შენ მაინც?– მორჩა გამოსვლას და შეშფოთებული სახით მომაშტერდა.
–მოიცა, მოიცა კახიმ რა ქნა?– ხმამაღლა წამოვიყვირე.
–კახისთან ერთად რომ ვსეირნობდი გუშინ, იაკობი შეგვხვდა ინგლურიდან მოდიოდა, როგორც კი დაგვინახა ჩვენსკენ წამოვიდა. მაშინვე კახის მივარდა და შენზე ეკითხებოდა, კახი კი ძალიან გაბრაზდა და სახეში მუშტი დაარტყა, მერე კი გააფრთხილა რომ შენთან ახლოს მოსული არ ენახა. გუშინ ვთხოვდი კახის ეთქვა რამე, მაგრამ სიტყვა ვერ ვათქმევინე, ეგრე იყო იაკობიც, მაგრამ იაკობი დაბნეული იყო და მიზეზსაც ვერ ხვდება ჯერ იმის რატომ არ პასუხობ მის ზარებს და მერე იმასა რატომ გლიჯა კახიმ, საწყალს თვალი დალურჯებული აქვს.
–კარგი მარიამ ამოისუნთქე– მის სწრაფ საუაბრზე გამეცინა, რთული არაა დასკვნის გამოტანა რატომ გააკეთა კახიმ ეს, რათქმაუნდა ყველა ამჩნევდა ჩემს მოწყენილობას და რასაკვივრელია ვინ თუ არა იაკობი, ყველაფერი მას მიაწერეს.
–რას ვერ ხვდება?– სიცილით ვკითხე და ჩემს ჩოფლას ზედ გადავაწექი– კვირას ჩემ ძველ კლასთან ერთად ვიყავით ბარში, ქეთა ხომ გახსოვს წინაზე რომ გიყვებოდი?
–ჰო როგორ არ მახსოვს– კომფორტულად მოთავსდა და ყურები დაცქვიტა.
–გავიგონე ქეთა როგორ ეუბნებოდა იაკობს საპირფარეშოში 'როცა გაიგებს რას აკეთებდი სიყვარულის დღეს ჩემთან ერთად, არამგონია კიდევ მოუნდეს შენთან რაიმე სახის კავშირი.'– ქეთას სიტყვებს ციტირება გავუკეთე– როცა მე მის შეტყობინებას ველოდი, მაზე ვნერვიულობდი ის ერთობოდა, თან ვისთან ქეთასთან... ყველაზე ძალიან კი იცი რა მაბრაზებს? მასთან ყოფნის შემდეგ ასე თავისუფლად მოვიდა ჩემთან, ვითომც არაფერი, არც ნამუსმა შეაწუხა და არც არაფერმა, ბედნიერიც კი იყო.
–რააა? რაღაცას სწორად ვერ გაიგებდი, იაკობს არ ახასიათებს ვიღაცის გრძნობებზე თამაში, რამდენი შეყავრებული ყავდა იცი? არცერთი... კარგად იცის მან რომ ქალის გრძნობებზე არ უნდა ითამაშოს, ასე მგონია რომ ქეთამ მოაწყო ყველაფერი.
–ფაქტი ერთია, ისინი ერთად იყვნენ და ვინ იცის რას აკეთებდნენ.– თავი გადავაქნიე– კარგი აღარ მიდნა ამაზე საუბარი, აქ როგორ მოხვედი?
–ქვემოთ ვიღაც გოგო დამხვდა, შენზე მითხრა მაღლაა–ო და მისაღებში გავიდა, ვინ იყო? არა ლამაზი გოგო კი იყო, თან რა ტანი ქონდა, ჩამოსხმული ფეხები, სავსე საჯდომი და მკერდი, როგორ იღიმოდა? შოკია, ვინაა? მოსამსახურეს არ გავდა.
მის უამრავ კითხვაზე გულიანად ავხარხარდი, როგორ შეიძლება უსმინო მას და არ იცინო? ათას კითხვას დასვავს ერთწუთში, ისე რომ არც ამოისუნთქებს, სიტყვები არასდროს ელევა, რომ გგონია ახლა გაჩერდება, ან ახლა, მაგრამ არ ჩერდება, უსასრულოს შეუძლია საუბარი.
–ჩემი რძალია ანა!– ამაყად განვაცხადე– დამიანეს საცოლეა.
–ვაა მართლა? ისე კი მოუხდებიან ერთმანეთს, ეს მხარბეჭიანი ბიჭი, შესაშური გარეგნობით და კანფეტი გოგო, იფ იფ რა წყვილი იქნება, წამო წამო, ახტი და გამაცანი ახლა რძალი.
–წავიცი ერთი სარძლო წინ მიდგას და... –სიტყვების დასრულება არ მაცადა ისე მიჩქმიტა მკლავზე, შეშინებული ჰაერში შევხტი– რა მწარე ხელი გაქვს გოგო– შევუღრინე– ცოდოა ჩემი ძმა შენს ხელში.
–ვაიმეე, ცოდო კი არა ნახოს მაგან როგორ მოვარჯულებ, გუშინ ხომ კარგად მოხვდა, არც სხვა დროს აცდება, სულ დავულურჯე მკლავბები რომ არ მეუბნებოდა მიზეზს, მერე კიდე ვიღაც გოგოს თვალი გააყოლა, მაგაზე ხო საერთოდ გავგიჟდი, მოკლედ რა, დავკალით ერთმანეთი.
–მართლა ვაიმე– შუბლში ხელი ვიტაკე– წამო ახლა გაგაცნო ანა.
ხელი დავავლე და დაბლა ჩავიყვანე, სახლში ყველა სრული შემადგენლობით იყვნენ, როგორც ჩანს ჩემი რძალს მალე გაუგეს ბიჭებმა, რაღაცაზე საუბრობდნენ, მამა კი მათ უსმენდა.
–გამაჯობათ– მორიდებულად ჩაილაპრაკა მარიამმა როცა ოთახში შევაბიჯეთ, მაშინვე მზერა კახისკენ გამექცა, რომელიც მარჯვენა ხელს იზელდა, სახე შეჭმუხნული ქონდა, მის თვალები კი მაინც ბედნიერად ანათებდა.
–ველურიც მოსულა– ღიმილით ჩაილაპარაკა, მარიამმა უცებ მიაბრყო მზერა- 'შენ მერე მოგივლი'. მათ შემხედვარემ ჩუმად ჩავიფხუკუნე.
–ანა, გაიცანი ეს ჩემი მეგობარია მარიამი, მარიამ ჩემი რძალი ანა– უცებ წარვუდგინე ერთმანეთი.
-სასიამოვნოა– ღიმილით ჩამოართვა ხელი ანამ და დამიანეს გვერდით დაიკავა ადგილი, მის გვერდით მე დავჯექი და ჩეს გვერდით მარიამი დავსვი, ისე რომ კახის პირდაპირ ყოფილიყო.
კომფორტი იყო ჩემთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, მაგრამ მიანც ვგრძნობდი სიცარიელეს შიგნიდან, რომელსაც ვიცი რომ მხოლოდ ერთი თუ ამოავსებდა.
შიგნიდან რაღაც მღრღნის, თითქოს მანადგურებს. მასთან მინდა, ამას მთლიანად ვგრძნობ, ტელეფონს დავყურებ, მინდა რომ დავურეკო, ვნახო და ყველაფერი ავახსნევინო, მოსმენაც მინდა, მინდა რომ ამიხსნას, მაგრამ ვიცი რომ ეს გამანადგურებს, არ მინდა იმის გაგება, რომ ზურგს უკან დამცინოდნენ.
ვუყურებ ფოტოს და ტუჩებზე ღიმილი მიკრთება, რას ვიფიქრებდი მაშინ თუ ასეთი რამე მოხდებოდა, წინა დღეს ხომ ყველაზე ბედნიერი ვიყავი მის მკლავებში რომ გავეხვიე, შეუძლებელია იმ სიხარულის დავიწყება.
ჩემი ტელეფონი სიმღერას იწყებს, ისევ იგივე ფოტო და წარწერა, რომელიც მატყობინებს რომ მირეკავს, წამთ გული მიჩერდება, შემდეგ კი სწრაფად იწყებს ძგერას, ვდგები და უსიტყვოდ ვტოვებ ოთახს.
ტელეფონი რეკვას წყვეტს, ვერ ვფიქრობ... მინდა ვუპასუხო, მაგრამ თან არ მინდა, არ ვიცი რა მოხდება, მე კი ამის მეშინია. წამში ტელეფონი ნათდება, ახლა შეტყობინება მომდის 'გთხოვ, მხოლოდ რამოდნიმე წუთით გარეთ გამოდი'.
დაუფიქრებლად ვაღებ კარებს და კიბეებზე ჩავრვივარ, სიბნელეში კარგად ვხედავ სილუეტს, რომელიც უძრავად დგას. მის წინ ვჩერდები, მინდა მისი სახე დავინახო, მაგრამ ბნელა.
–იაკობ...– ჩურჩულით წარმოვთქვავ მის სახელს, ხელს წელზე მხვევს და მოულოდნელად ძლიერად მეხვევა. ვგრძნობ როგორ ქრება ყველაფერი და როგორ ვიკარგები შეგძნებებში, სხეული მწვება, ყელში კი ბურთი მეჩხირება. სუნთქვა მიჭირს და იმის აღქმაც, რომ ის აქ არის ჩემ წინ.
–უბრალოდ ჩამეხუტე, ის მჭირდები როგორც არასდროს– ხელებს კიდევ უფრო ძლიერად მხვევს და თავზე მკოცნის. მისი ხმა მაშინებს, ძალიან დიდი ტკივილი ჩანს, ხამ უკანკალებს კიდევაც და უწყდება.
–რა ხდება იაკობ?– ვხვდები რომ ჩუმად უნდა ვიყო, მაგრამ ინტერესი მკლავს, რაღაც მოხდა, მე კი ეს უნდა ვიცოდე.
–მოსიახულე ა, ვერც კი წარმოიდგენ როგორ მძულს, მის სახელს რომ ახსენებს მაშინაც კი მძულს, ის ფაქტიც მძულს რომ მისი ქმარი იყო, ისიც რომ მამაჩემია და რომ არსებობს. სიკვდილს იმსახურებს, არ უნდა იყოს ცოცხალი, მაშინ როცა დედაჩემი მიწაში წევს. ია რომ ასეთი საოცრება იყო, დღემდე ვერ ვხვდები როგორ შეიყვარა ეს , სახელიც კი მძულს მისი.
–იაკობ...– ხმის კანკალით წარმოვთქვავ. არ მიდნა დაჯერება რომ მასში ამდენი სიძულვილია დაგროვებული, მაგრამ ფაქტის წინაშე ვარ.
–მრცხვენია, რომ მისი შვილი ვარ– თავი ქნევით ამბობს, ოდნავ ვშორდები და მის სახეს ვაკვრდები, მის სხეულზე მოხვეული სინათლის მხარეს ვბრუნდები და ისე ვათვალიერებ.
მისი დანამული თვალების დანახვამ შემაკრთო, ტიროდა. ჩემ წინ იდგა და ტიროდა. ის იაკობ ჩოფლიანი, ბიჭი რომელიც თავდავიწყებით მიყვარს ტიროდა. არ ვიცი რა ვიგრძენი, თითქოს ამ დროს ახლიდან შემიყვარდა, შემიყვარდა ისეთი როგორიც ჩემ წინ იდგა.
დაუჯერებელი იყო.
–ყველას ვკარგავ, ყველა ხელიდან მეცლება, ეგოისტი ვარ... შეცდომა დავუშვი, მაგრამ მაინც ვერ დაგთმე, არაკაცივით მოვიქეცი.
–იაკობ... არ გინდა– აკანალებული ხელები სახეზე მოვუსვი, მის ახლად ამოსულ წვერზე თითები გადავატარე, ორივე ხელზე ხელები მომკიდა, ჯერ მარჯვენა ხელის გულზე მაკოცა, შემდეგ მარცხენაზე.
–ეგოისტურად მინდა რომ ჩემი იყო, მაგრამ ამ ჩემი ეგოისტობით ვერც კი ვხვდები რეებს ვაკეთებ...
–მესაუთრე ხარ, მესაუთხრე ჩოფლიანი.
–შენი მესაკუთრე, მხოლოდ შენი– ჩემ თითებთან ჩურჩულებდა, მისი თხელი და ვარდისფერი ტუჩები ჩემს თითებს ეხებოდა, მასთან ერთად ვკანკალებდი, მასთან ერთად მტკიოდა და განვიცდიდი.
–ძალიან გთხოვ უბრლება მომეცი დრო რომ აგიხსნა, ვიცი გაიგონე რაც ქეთამ თქვა...
–არ მინდა ამის მოსმენა.
–ძალიან გთხოვ, უფლება მომეცი– ჩემ თითებს მისი თითები მოუჭირა და კიდევ ახლოს მიმიზიდა მასთან– ძალიან გაბრაზებული ვიყავი, თავს ვერ ვაკონტროლებდი.
–არა... არაა, არ მინდა ამის მოსმენა. შეწყიტე გთხოვ– ასლუნებულმა მისი მკლავებიდან თავის დახსნა ვცადე, მაგრამ უფრო ძლიერად მიმიკრა– არა იაობ არ გააგრძელო– ატირებული მის თვალებს მივაშტერდი.
ტიროდა, ჩემთან ერთად ტიროდა.
ვხედავდი ტკივილს, დიდ ტივილს, რომელიც მისი თვალები ყოველთვის თან დაატარებდა. იმ ნაღველს და შიშს ბოლო დროს მის თვალებში რომ ბუდობდა.
ორმაგად მტკიოდა, ის მტკიოდა, მისი ტკივილიც მტკიოდა, მისი ტანჯვა და ეს ყველაფერი რაც ჩვენ გარშემო ტრიალებდა.
ყველა ჩემ გრძნობას ერთი სახელი აქვს, მისი სახელი.
–ახლა არა– ბოლოჯერ გავიბრძოლე და მისი მკლავებიდან თავი მაინც დავიძვრინე– თავს გაუფრთხილდი– ჩურჩულით წარმოვთქვი და სახლისკენ გავიქეცი.
************
უსიამოვნო შეგრძნებისგან მეღვიძება, თვალებს სწრაფად ვახელ და საწოლზე ვჯდები. გაოფლილ სახეზე ხელებს ვისმევ და ვცდილობ გავიხსენო ის რაც სიზმარში ვნახე.
მხოლოდ ხმა მახსოვს, რომელიც მღეროდა... მაგრამ არ მახსოვს რას! გიტარის ხმა და სასიამოვნო სიმღერა, რომელსაც საუბარი ცვლის. ვიღაც მესაუბრებოდა, მარიგებდა, მეუბნება რომ მიყვარდეს, დავიცვა და მჯეროდეს... მაგრამ მისი ხმა მოულოდნელად სიბნელეში იკარგებოდა. მე კი სადღაც ვარდები.
ყველაფრის გახსენებაზე შიშისგან კანი მეხორკლება, სიბნელეში ოთახს ვათვალიერებ და ვამჩნევ რომ მარტო ვარ, მაგრამ მარიამი სადაა? ჰო რასაკვირველია კახისთან იქნება.
მარტო ყოფნა არ მინდა, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემაა. დამიანე ანას ვერ დატოვებს. კახი მარიამს, რეზი სახლში არ იქნება, დედა და მამას ვერ შევუვარდები, არ მინდა დედა უფრო შევაშინო.
მარტო ყოფნა მიწევს. ამ სიბნელეში და სიჩუმეში. მე კი ვიღაც მჭირდება. ჩემი იაკობი მინდა.
დღეს თქვა რომ გაბრაზებული იყო და თავს ვერ აკონტროლებდა, ვერ ვხვდები რა ხდება ჩვენს გარშემო, რას აკეთებს ქეთა. მისი მიზანი ადვილი გამოსაცნობია, მაგრამ სტრატეგიას ვერ ვხვდები, რა გააკეთა ასეთი.
ჰო ინტერესი მკლავს, მაგრამ პასუხის გაგება მაინც არ მინდა...
ვიცი რომ მეტკინება, მაგრამ მაინც მაინტერესებს, მინდა გავიგო რა მოხდა მათშორის.
ახლა ვხვდები და ვწრუმდები რომ იაკობი ჩემით არ თამაშობს, მისი დღევანდელი საქციელი ამას ამტკიცებს, ის რომ ჩემით თამაშობდეს არ გავახსენდებოდი მაშინ და არ მოვიდოდა ჩემთან.
–უბრალოდ ჩამეხუტე, ის მჭირდები როგორც არასდროს– ხმამაღლა წარმოვთქვავ მის სიტყვებს, სახე ცრემლებით მისველდება. საწოლზე ვწვები და ჩემს ბალიშს ვეხუტები
მინდა რომ ახლა აქ იყოს, ჩემთან და ვერ ვგრძნობდე ამ დიდ ტკივილს. ყველაფრის დავიწყდება მინდა, იმ ადამიანების გაქრობა მინდა ვინც ჩვენ შორის დგება.
–ნაკო გაიღვიძე?– ოთახის კარი იხსნება და შიგნით მარიამი შემოდის, საწოლზე სულ ხტუნაობით მოდის და ზედ ხტება.
ვცდილობ ჩუმად შევიმშრალო სახე, რაც გამომდის. ისეთი ბედნიერია რომ ვერაფერს ამჩნევს, რაც ძალიან მახარებს. მისი ბედნიერი სახის დანახვა მეც მაბედნიერებს, ვიღაც მაინც არის ბედნიერი.
–რა ხდება მარიამ?– ინტერესით ვეკითხები.
–არაფერი– უცებ ჩერდება და ჩემს გვერდით ებერტყება.– ბევრ ლაპარაკს ჯობია ადგე და სააბაზანოში შეხვიდე, მე დიდხანს მიყვარს ნებივრობა.
–კარგი კარგი– თავის ქნევით ვდგები და მხოლოდ ახლა ვამჩნევ მზეს რომელიც ჰორიზონტზე ამოიწვერება, თენდება.
..........
–ზეგ ჩემი დაბადებისდღეა– მთელი გზაა ამას იმეორებს, აჟიტირებულია ამ ფაქტით.
–საჩუქარი ჯერ არ შემირჩევია– მხრების ჩეჩვით ვამბობ და სკოლის კარებს ვხსნი, პირველი მარიამი მირბის, მას უკან კი მე მივყვები.
რატომღაც ვგრძნობ როგორი დაძაბული აურაა, უსიამოვნო შეგრძნებით ვივსები. გარემოს ვათვალიერებ მხოლოდ დარაჯი ზის კარებთან, გარშემო კი სცარიელეა, მაგრამ მაინც იგრძნობა დაძაბულობა.
–ნაკო რა გჭირს?– მარიამის ყვირილი მაფხიზლებს, სახესთან ხელს მიქნევს და ჩემი ყურადღების მიქცევას ცდილობს.
–არაფერი, რა უნდა მჭირდეს?
–გელაპარაკები და არ მისმენ, თან ერთადგილას დგახარ უკვე რამოდნიმე წამია.– შეშფოთებული ამბობს.
–არაფერია, წამო კლასში ავიდეთ– ხელკავს ვუყრი და კიბეებისკენ მიმყავს, სწორედ ამ დროს ჩამორბის დირექტორი, ბატონი ლევანი. მისი შეშფოთებული სახე მაშინებს.
მამჩნევს, რაზეც სახე უფრო ექუფრება. თითქოს წამით ყოვნდება, რაღაცაზე ფიქრობს. ბოლოდ ნაბიჯებს ჩემკენ დგამს და ჩემ წინ ჩერდება. ვგრძნობ როგორ მიკანკალებს ფეხები და ძალა მერთმევა. რაღაც მოხდა, რაც იაკობს ეხება. ჩემ იაკობს.
–რა მოხდა?– ვცდილობ ხმა დავიმორჩილო, მაგრამ არ გამომდის, მარიამს ვეჭიდები ხელზე და ძლიერად ვუჭერ, სუნთქვა მიჭირს.– რა სჭირს იაკობს?– ჩურჩულით ვამბობ.
–არ ვიცი... მეც არ ვიცი– ჩურჩულით ამბობს, გუშინ მან და იაკობმა იჩხუბეს, როგორც ჩანს სახლში არ მისულა... რაღაც დაემართა, რაღაც ჩემ გამო დაემართა.
გასასვლელისკენ მიმავალ ლევანს ავეკიდე, მის უკითხავად მის მანქანაში ჩავჯექი და ლამის დავუყვირე რომ სწრაფად ეტარებინა მანქანა. გზა თითქოს ჩემ ჯინაზე იწელებოდა, ასე ჯდომა კი ჭკუიდან მშლიდა, მინდოდა მენახა, რაც შეიძლება მალე მენახა. ჩავხუტებოდი და მეგრძნობეინებინა მისთვის რომ მასთან ვიყავი.
მანქანა ჩერდება თუ არა გადმოვდივარ, სირბილით მივდივარ სახლის კართან და დაკაკუნების გარეშე შევდივარ. ხმაური საიდანაც მესმის სწორედ იქით მივდივარ, კიბეებს ცხვირპირის მტვრევით ავრიბივარ და ვჩერდები.
ერთ–ერთო ოთახის კართან ირინას ვხედავ, ანერვიულებული აქეთ იქით დადის, როგორც კი მამჩნევს ჩემთან მოდის და ძლიერად მეხუტება.
–ძლივს გადავარჩინეთ, ხელებში მაკვდებოდა... – ჩუმად ჩურჩულებს.
ის კვდებოდა, რამე რომ მოსვლოდა... ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. არ მინდა იმაზე ფიქრი რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება მის გარეშე... რა ვიქნებოდი მე ის თუ არ მეყოლებოდა.
–შენს სახელს იმეორებს, შენ გეძახის და გეძებს– ისევ ჩუმად ჩურჩულებს.
–მასთან უნდა შევიდე.– მის ხელებს ვიშორებ და ოთახის კარს ვუახლოვდები, ძალა მეცლება, მაგრამ ნაბიჯს მაინც ვდგამ. თითქოს უფსკრულს ვუახლოვდებოდე.
ოთახში შესულს თვალები მიშტერდება, გაფითრებულია, უსიცოცხლო ფერი ადევს. ტუჩები გალურჯებული აქვს, ჩემ საყვარელ ვარდისფერ ტუჩებს ფერი აქვს დაკარგული. სირბილით მივდივარ საწოლთან და მის ტუჩებს ჩემი ტუჩებით ვეხები. მინდა რომ ძველი ფერი დაუბრუნდეს ტუჩებს, ის ფერი რომელიც ასე მანდობემდა მას.
აკანკალებული ხელებით სახეზე ვეხები, კოცნას კი არ ვწვეტ, ველოდები... ველოდბი როდის ამყვება და ვიგრძნობ მას. მინდა მისით გავივსო. მინდა ჩემი იაკობი დამიბრუნდეს.
ვგრძნობ შეხებას, ვიღაც თმაზე მეფერება, შემდეგ ტუჩებსაც ვგრძნობ... სწორედ ამ დროს თითქოს ჩემში რაღაცამ იფეთქა, ბედნიერებამ, შიშმა, ტკივილმა და ყველა გრძნობამ, რომელიც კი ოდესმე განმიცდია. ყველაფერი ცრემლებში ჩავტიე, ყველაფერი ეს ცრემლმა დაიტია, იმ ცრემლმა რომელიც ჩემს სახეზე დაგორავდა, შემდეგ კი ჩვენს ტუჩებს ერწყმოდა, იქ იკარგებოდა.
მას ვგრძნობდი, ჩემი იაკობით ვივსებოდი.
–შენ მოხვედი– ჩემ ტუჩებთან ჩურჩულებს, ვხედავ როგორ ეპობა ტუჩები. იღიმის, მაინც იღიმის.
–ვერასდროს დაგტოვებ– მის ყელში თავ ჩარგული ვჩურჩულებ.
ჰო ეს მართალია, რაც არ უნდა გააკეთოს ყველაფერს ვაპატიებ, ყველაფერს დავივიწყებ, ოღონდ ის მყავდეს, ჩემი მესაკუთრე ჩოფლიანი.
–შენი შეშინება არ მინდოდა...– თმებზე მეფერება და მის სხეულზე ძლიერად მიკრავს.
– მაგრამ მაინც შემაჩინე. რა მოგივიდა?
–კრუნჩხვები დამეწყო, ბოლოს ის მახსოვს რომ ნიკამ ნემსი გამიკეტა, შემდეგ გონება დავკარგე, ახლა კი შეუდარებელი შეგრძნებით გავიღვიძე.– თავზე მკოცნის– ვერც კი წარმოიდგენ როგორი ბედნიერი ვარ აქ რომ ხარ! ჩემთან.
არაფერს ვამბობ, ვჩუმდები და შეგრძნებებს ვიმახსოვრებ. ყველა გრძნობისგან ერთდოულად ვთავისუფლდები, მისი მკლავები შვებაა, მის გარეშე გატარებული ეს 5დღე კატასტროფული იყო, მაკლდა ეს ყველაფერი.
–მენატრებოდი.
–ჰო მეც ძალიან მენატრებოდი იაკობ.
თავს მაღლა ვწევ და ისევ ვკოცნი, აწ უკვე ფერ მოსულ ტუჩებზე.
–ვიღაც ცუღლუტობის ხასიათზეა.
–ჰო მაშინ როდესაც შენ კარგად ხარ.– ღიმილით ვეუბნები და ნიკაპზე ვკოცნი– ჩემი მესაკუთრე ჩოფლიანი დაბრუნდა!
–მხოლოდ შენი მესაკუთე ჩოფლიანი– ღიმილით მიდასტურებს.
–ვაიმეე... როგორც კი დამირეკე მაშინვე აქ მოვედი– მეტან ნაცნობი ხმა იდილიას გვირღვევს.
მაგრამ ჯანდაბა, მას რა უნდ აქ? ქეთა, როგორც ჩანს არ გვეშვება. ამღვრეული თვალებით თავს ვაქნევ, საწოლიდან ვდგები და ქეთას გვერდზე გავლით ოთახიდან გავდივარ. მისი ყვირილი მესმის, მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევ...

მესაკუთრე ჩოფლიანი!
–მარიამ!
–რა? როგორ ხარ ასეთი სულელი? როგორ წამოეგე მის ანკესზე? ან ის როგორ დაიჯერე რომ იაკობი მას დაურეკავდა და არა შენ? ჭკუიდან შევიშლები ახლა, სად გაქვს ტვინი გოგო? ვერ ხედავ ბიჭს როგორ უყვარხარ? შენ კიდე რეებს აკეთებ? ვიღაცის ნათქვამს უჯერებ და იაკობზე ბრაზდები.
–ემოციით ვიყავი დატვირთული და ვერ გავიზარე რა თქვა და მე რა გავაკეთე– პატარა ბავშვივით თავი მართლება დავიწყე მის წინ.
–მეტიმც არ მინდა!!! ხვალ არ შეურიგდე, თორემ ვერ გადამირჩები, დამიტანჯა ბიჭი. ან შენ თავს შეხედე რას გავხარ, შენ თავსაც ტანჯავ და მასაც! უბრალოდ ვერცერთი ვერ ხვდებით– ჩემ გვერდით ჯდება და ჩემს აპუწულ თმებზე ხელს ნაზად მისმევს– და ვერ ხედავთ როგორ გიყვართ ერთმანეთი, გაახილე ნაკო თვაები, დაინახე, იგრძენი...
–დამიჯერე მარიამ ვგრძნობ... მისი სიყვარულით სავსე ვარ, ცოტაც და დავდნები– ხელებს ჰაერში სასაცილოდ ვიქნევ და საწოლზე ვწვები
– სანთელივით დავდნები... შაქარივით დავტკბები....სატრფოს ხმას რომ გავიგებ, გენაცვალე.... ლამაზოო.მკვდარი ვიყო ავდგები– სიმღერა მარტომ დავიწყე, მაგრამ მარიამიც ავიყოლიე, ბოლო ხმაზე ვმღეროდით და თან ვიცინოდით.
–ძლიივს, გავიგონე შენი სიცილის ხმა– აკისკისდა მარიამი.
–ახლა უფრო ხშირად გაიგებ, სხვების ჯინაზე! ყველა უნდა დავბოღმო.
–ასეთი ნაკო მომწონს მე!– გახარებულმა წამოიყვირაა და ძლიერად ჩამეხუტა.– ხვალ რას მჩუქნი?– ყურში მიჩურჩულა ვითომც არაფერი. მის ამ საქციელზე გულაიანად გადავიკისკისე.
–რავი რა გინდა რო გაჩუქო ? ვიფიქრე პულტს ვუყიდი–თქო, რომ დაგასტოპონ ხოლმე, ამოსუნთქვა ხო უნდა ხალხს არა?
–როგორ მინდა რომ გცემო– სიცილით ჩაილაპარკა, მაგრამ ამ სიცილის მიღმა კარგად მივხვდი რაც იმალებოდა.
–კარგი კარგი ჰო– ხელები მაღლა ავწიე– ოღონდ შენ არ მომკლა... რავი რამეს აგირჩევ, ნუ რამე თუ გინდა მითხარი და იმას გიყიდი.
–ჯობია შენ აარჩიო– თვალის ჩაკვრით მეუბნება და ჩემი საწოლიდან დგება– წავედი მე შენ ძმას მოვინახულებ, შევახსენებ ხვალინდელ დღეს– საჯდომის ქნევით გავიდა ოთახიდან და კარებიც მიიხურა.
ბედნიერმა საწოლზე ხტუნაობა დავიწყე. თითქოს რა მალე მოგვარდა ყველაფერი, მაგრამ არც ასე ადვილი ყოფილა ყველაფერი. გაუზარებელი საქციელის გამო ვკარგავდი ჩემ იაკობს. ახლა კი ჭკუას მოვუხმე, მადლობა მარიამს დახმარებისთვის...
ის როგორ ვერ მოვიფიქრე რომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი დათის და ქეთას მოწყობილი ყოფილიყო? არა ამაზე კი ვიფიქრე, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად რეალური მეჩვენებოდა, რომ ვერც ვხვდები დადგმა თუ იყო.
დათის საქციელი ახლა არც მიკვირს და ისიც ვიცი რომ ქეთას გადაბირებული იქნება. ყველაფრის თავი და თავი ხო ქეთევანია... თავიდანვე ხო ვიცოდი რომ რაღაც უნდოდა, თითქმის მწვერვალზე იყო მისული, მაგრამ ვერ მოგართი... იაკობი ჩემია! და ასე იქნება სამუდამოდ!
არ ვაპირებ ვიღაცას დავუთმო ის რაც მე მეკუთვნის, ვიცი რაც ჩვენ გარშემო ხდება ამაში წვლილი მეც მიმიძღვის, მხოლოდ ქეთა არაა დამნაშავე.
მაგრამ ამ ყველაფერს ხომ მალე ბოლო მოეღება? რა მნიშვნელობა აქვს ვინაა დამნაშავე და ვინ არა? ყველაფერი მოგვარებადია... მე და იაკობი ერთად ვიქნებით, ქეთა კი ისე აორთქლდება, როგორც გამოჩნდა.
ღამით როგორ დამეძინა არ ვიცი, მაგრამ ფაქტი იყო რომ დამეძინა.
სწორედ ამ ძილმა შეიწირა ჩემი ენერგია, დილიდან მარიამის ბუზღუნს ვისმენდი. ვერ ჩერდებოდა, მოთქვამდა და ვერ მპატიობდა 12–ზე რომ არ დავურეკე.
კატასტროფა იყო, ალბათ ამას მთელი ცხოვრება არ დამივიწყებს, სულ გამახსენებს და დამაყვედრის, შარში გავყავი თავი.
–აუუ გეხვეწები რა დაურეკე და კითხე ჯერ როგორ არის და მერე მოდის თუ არა... ძალიან გთხო რა– ყელი ფეხებადმდე ჩამოვიწელე მგონი ამდენი ხვეწნით, მაგრამ მისგან მხოლოდ თავიგაქნევა მივიღე.
სტუმრების ნახევარი უკვე მოსულია, იაკობი კი არ ჩანს, იმედი მაქვს კარგადაა და არაფერი აწუხებს. ალბათ იმიტომ იგვიანებს რომ საჩუქრის ყიდვას ვერ ასწრებს. ჰოჰო ეგრე იქნება...
მოაჯირს დაყრდნობილი ხედს შევყურებდი. ნახევარი საათი გავიდა, ის კი მიანც არ ჩანს. არ ვიცი რა ვიფიქრო ან ვიფიქრო თუ არა. უკვე მასთან დარეკვას ვაპირებდი, როდესაც ტაქსი გამოჩნდა. სახლის წინ გააჩერა.
შვება ვიგრძენი როდესაც მანქანიდან გადმოსული იაკობი დავინახე. თითქოს ახლა ამოვისუნთქე, ყველაფერი სადღაც გაქრა და ისევ ის დარჩა. ჩემი იაკობი...
ზემოდან ვადევნებ თვალს, მარიამს ეხუტება და რაღაცას ეჩურჩულება, რამოდნიმე წამი ისევ საუბრობენ. მარიამი თავის ქნევით შედის სახლში, იაკობიც უკან მიყვება. მხოლოდ რამოდნიმე წამით მაღლა იხედება, მხედავს.
ტუჩებზე ნაღვლიანი ღიმილი უკრთება, მისი უიმედო თვალები კი მანადგურებს. როგორ მინდა ახლა კიბეებზე დავეშვა, მასთან მივიდე და ძლიერად ჩავეხუტო.
რამოდნიმე წუთი ისევ ვჩერდები ჰაერზე, შემდეგ კი დაბლა ჩავდივარ მათთან. ბევრ ადამიანს მოეყარა თავი. ზუსტად ვიცი ნახევარი მარიამის დაპატიჟებული არაა, თორემ ასე გადაჭედილი არ იქნებოდა სახლი.
უხალისოდ გადის რამოდნიმე საათი. სხვები ერთობიან მე კი უბრალლოდ ვზივარ და სიტუაციას ვაკონტროლებ. იაკობი უკანა ეზოშია, გასვლა მინდა, მისი ჩუმად ყურება შორიდან... მაგრამ ვიცი რომ იგრძნობს, ჩემს ყველა მზერას გრძნობს...
ეზოში შემოსული მანქანა მამცნობს რომ ჩემი ძმა მოვიდა, ფარებს რადმოდენიმეჯერ აციმციმებს. სირბილით გავდივარ გარეთ და კახის ვეგებები.
–ძლივს, სად იყავი აქამდე?
–საჩუქარს ვეძებდი– სიცილით მითხრა, ჩემსკენ გამოიხარა და შუბლზე მაკოცა– ისიც აქაა?
–კი აქაა და ძალიან გთხოვ არ ჩაერიო!
–ვეცდები... მიდი ნახე რა ვუყიდე–უკანა კარისკენ მანიშნებს, მეც ფანჯრიდან ვიხედები.
–ვაიმეე, რა საყვარელია– ხმამღლა ვყვირი, კარებს უცებ ვხსნი და პატარა ლეკვს ხელში ვიჭერ, რომელიც ბაფთებით არის მორთული. ჩემ მკლავებში ცქმუტავს და ყეფს.
ულამაზესი ძაღლია, პატარა ფუმფულა, ცხირი სასაცილოდ აქვს დაჭმუჭნული.
–მაგას მე ვერ ავიყვან და იქნებ შენ მიუყვანო?
–მაინც მოგიწევს დაჭერა და აზრი? აჰ აბა აიყვანე–სიცილით მივაწოდე და სახლში შევედი– მარიამს მე ვეტყვი რომ აქ ელოდები– თვალის ჩაკვრით ვეუბნები და სახლში შევრბივარ, ხალხმრავლობის გამო მიჭირს მარიამის მოძებნა, მაგრამ მაინც ვპოულობ, უკანა ეზოში დგას და იაკობს ესაუბრება.
–მარიამ– შორიდან ვეძახი.
ორივე აქეთ იყურება, ვცდილობ იაკობის მზერის დაიგნორებას მაგრამ რამდენად გამომდის არ ვიცი.
–რა ხდება ნაკო?
–გარეთ გელოდებიან– შორიდან ვუყვირი ისევ და სახლში ვბრუნდები. კიბეებით მეორე სართულზე ავდივარ და აივნიდან ვიყურები. ვიდეო უნდა გადავუღო, ეს წუთები უნდა დავაფიქსირო. ტელეფონ მომარჯვებული მარიამს ველოდები, როდესაც გამოდის ვრთავ.
მართალია მათი ხმა არ ისმის, მაგრამ მარიამის აცრემლიანებული თვალები და აკანკალებული ხელები ბევრს ამბობს, შემდეგ კი მათი მხრუვალე ჩახუტება, რომელსაც კოცნა ემატება.
ბედნიერმა ლამის ხტუნაობა და ყვირილი დავიწყო, მიხარია ორივეს ბედნიერება, როგორც იქნა კაჰუნამ იპოვა ის ერთადერთი, ვიცი რომ მათი ბედნეირება ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდება...
ვიდეოს ვინახავ და სახლში ვბრუნდები, პრიველ სართულზე ისევ ისეთი სიტუაციაა. უკვე მომბეზრდა ამდენი ხალხი, ვიცი რომ მალე გაქრებიან აქედან უმეტესობა და არც შევმცდარვარ. კახიმ სახლის კარების გახსნისთანავე ყვირილი დაიწყო.
ყველა დაშალა, მხოლოდ ახლობლები და კარგი მეგობრები დავრჩით. გარეთ კოცონის წინ დავსხედით. ყველაფერი ზღაპარს გავდა ან იმ ოცნებას ძილის წინ რომ ვფირობთ ხოლმე. ზედმეტად რომანტიული გარემო იყო, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, რომელსაც დიდი, ძალიან დიდი მთვარე ალამაზებდა. ხეებით გარშემორტყმულ ადგილას კოცნოის წინ და საყვარელი ადამიანები.
ყველაფერი შესანიშნავად იყო... ჰო ასე იყო, შეიძლება ის ჩემს გვერით არ იჯდა და ისე არ მეხუტებოდა როგორც წესით უნდა მეხუტებოდეს, მაგრამ აქ იყო, ჩემთან ახლოს.
მხოლოდ ის მინდოდა სრული ბედნიერებისთვის, რომელთანაც მხოლოდ ერთი ნაბიჯი მაშორებდა... იაკობი მინდოდა, ვიცი რომ ეს სურვილი არასდროს გაქარწყლდება.
–ყველა ერთად ვმღერივართ– სახლიდან სიცილით გამოდიშ ლაშუკა და ჩემს გვერდით იკავებს ადგილს. გიტარას კახის აწვდის, ისიც მორჩილად უშვებს ხელებს მარიამს და გიტარას იმარჯვებს.
–პირველ კოცნას, მორცხვად დაძლეულ შიშს, ურცხვად გაწელილ წამს, უცნაურ მოლოდინს, ემოციების ზღვას, თავში ერთადერთ ფიქრს, თითქოს ეს არის ის სუნთქვა რისთვისაც ღირს, აკანკალებულ მუხლს, ვერსადწაღებულ ხელს და აფეთქებას მთელი ამ გრძნობის, ჩვენს ტუჩებზე– ჩუმად წაღიღინებულ ტექსტს ყველა აყვა, მხოლოდ მე (აქ იაკობიც იგულისხმება) ვიჯექი ჩუმად და ვციდლობდი ჩემი ემოციისთვის თავი მომეყარა.
როგორ მინდოდა მისთვის შემეხედა, მაგრამ ვიცოდი აქვე დავყრიდი ფარხმალს და სულ დავივიწყებდი ყველაფერს... ეს სიმღერა მის ტუჩებზეა, მე რომ მიყვარს იმ ტუჩებზე, მის ვარდისფერ თხელ ტუჩებზე.
წამებს ვითვლიდი თუ როდის დაასრულებდნენ, არ მინდოდა ჩემი აწითლებული ლოყები ვიმნეს დაენახა, მაგრამ მარიამს რას გამოაპარებდი. ჩემს დანახვაზე თავი აქეთ იქით გააქნია და თვალი ჩამიკრა.
'ოღონდ ერთხელაც კიდევ რომ მაკოცნინა შენს ტუჩებზე' გონებაში ეს ფრაზა მიტრიალებდა და მეცინებოდა. თითქოს ეს სიმღერა ჩემს სურვილებზე იყო დაწერილი, არ ვიცი რატომ მღერის ამას კახი მაგრამ ფაქტია რომ ეს საშინლად მოქმედებს ჩემზე.
–აბა გვაჩუქეთ კოცნა– ხმამაღლა დაიყვირა ლაშუკამ– წყვილებს გეხებათ– კახის და მარიამს გადახედა. შემდეგ ნიკოლოზს და თაკოს.
გულიანად გავიცინე თაკოს აწითლებულ ლოყებზე, ისეთი მორცხვი და ჩუმია. რასაკვირველია შერცხვა. მაგრამ მე ვის დავცინი? წეღან მასსავით მქონდა აწითლებული ლოყები.
– იაკობ შენ არ გვიმღერებ?– რამოდენიმე სიმღერის შემდეგ კახიმ იაკობს კითხა. თვალები ცეცხლის ალებზე გამიშეშდა. ვიცი რომ მღერის, მაგრამ ისიც ვიცი რომ დედამისი სიკვდილის შემდეგ არ უმღერია.
შეძახილები მესმის, რაც ადასტურებს იმას რომ სიმღერას აპირებს, ტირილი მინდება მაგრამ თავის შეკავებას ვახედებ.
გიტარიდან გადმოღვრილი მუსიკის ხმა მაკრთობს, ყველა გრძლობა ერთიანად მაწვება ყელში, მაგრამ თავს ტირილის უფლებას არ ვაძლებ. უბრალოდ ვხუჭავ თვალებს და ვყუჩდები მისი ხმის მოლოდინში.
ავტორის თვალთახედვით:
–ქარი აშრიალებს ჭადრებს, ზღაპრებს მოუყვება ლანდებს, მერე დაუკოცნის ღამეს–თვალებს. ჩუმად მოუყვება ღამეს, პირველ სიყვარულის ამბებს. სულში მოედება ჭადრებს, ჭადრებს.
იაკობის ხავერდოვანი ხმის მოსმენამ ყველა დაადუმა, ყველა გაირინდა, მხოლოდ იაკობის არააქვეყნიური ხმაით იჟღინთებოდა გარემო. ნაკო კი იმ წამს ქვეყანას მოწყვეტილი იყო, დაფრინავდა... სადღაც უსასრულოდ დაფრინავდა.
–მაინც არ მშორდება ფიქრები, ფიქრები. მგონია რომ სულ ერთად ვიქნებით, ვიქნებით. ფიქრებთან ერთად ჩემი იქნები, იქნები. ამაღამ ალბათ ისევ იწვიმებს, იწვიმებს. ვიღაცა სადღაც ალბათ იტირებს, იტირებს. ის კი მაინც მშვიდად იძინებს, იძინებს.
და იმ ცრემლებმაც გაიკვლის გზა მის სახეზე რომელსაც ასე ეწინააღმდეგებოდა, სული ეხუთებოდა უკვე. უნდოდა მასთან უნდოდა, ის უნდოდა. მისით გავსება გაჟღენთვა, მისით სუნთქვა უნდოდა, მისით არსებობა.
–ისევ უსაშველო ქარი ქრის, ისევ უსაშველოდ აწვიმს, ო ეს გული სადღაც გამირბის, გამირბის. ისევ უსაშველო ქარია, მწარე სევდამ სული არია, მთელი გული თითქოს მკვდარია, მკვდარია.
ბოლო წინადადებაზე თვალებდაჭყეტილმა გახედა იაკობს, რომელსაც მზერა არ მოუშორებია მისთვის, არც ცრემლები გამორჩენია და არც აკანკალებული სახეული. მას შემდეგ პირველად მღეროდა და ეს დიდ შვებას გვრიდა, მის გრძნობებს სიმღერაში ატევდა, თავისუფლდებოდა.
–მაინც არ მშორდება ფიქრები, ფიქრები. მგონია რომ სულ ერთად ვიქნებით, ვიქნებით. ფიქრებთან ერთად ჩემი ქინები, იქნები. ამაღამ ალბათ ისევ იწვიმებს, იწვიმებს. ვიღაცა სადღაც ალბათ იტირებს, იტირებს. ის კი მაინც მშვიდად იძინებს, იძინებს.
ტაშმა თითქოს ერთდროულად იქუხა, რამოდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ, უბრალოდ შეუძლებელი იყო ასეთი ემოციისგან ასე უცებ გამოსვულა...
ნაკოც მალე გამოფხიზლდა, აცრემლიანებული თვალებით უყურებდა იაკობს და თან ტაშს უკრავდა. იაკობი კი მარტო მას უყურებდა და მარტო მას ამჩნევდა, ეს სიმღერაც ხომ მისთვის შეასრულა, ფიცი გატეხა, მაგრამ იცოდა რომ ეს შეცდომა არ იყო. ამას ისევ საყვარელი ადამიანისთვის აკეთებდა რაც აბედნიერებდა.
იგრძნობოდა ის რაც არასდროს გაქრებოდა, ის ძაფები რომლის გაწყვეტა თითქმის შეუძლებელი იყო, ამას ყველა გარშემო მყოფი ამჩნევდა...
–საოცრება იყო! არ ვიცი რა ვთქვა– ტაშის კვრა არ წყდებოდა, მარიამი კი გაოცებას ვერ მალავდა, მალევე მიხვდა რომ ეს დაძაბული სიტუაცია უნდა გაენეიტრალებინა, ამიტომ გიტარა იაკობს წაართვა და კახის დაუბრუნა.
ისევ ჟივილ ხივილი გაიმართა, ისევ ამღერდნენ ჯგუფურად. ქვეყანას აგებინებდნენ რომ ერთობოდნენ, ერთად იყვნენ და ერთმანეთი უყვარდათ.
ნაკომ დიდხანს ვეღარ გაძლო, ეცადა ჩუმად გაპარულიყო. ყველამ შეამჩნია, მაგრამ არავინ გაამახვილა ყურადღება. არც ის შეიმჩნიეს რომ მალე მას იაკობიც მიყვა.
– როგორც ყოველთვის სიმღერაც ეგოისტური გქონდა არჩეული, ისევ მესაკუთრეობას ამჟღავნებდი.– იგრძნო რომ მიუახლოვდა, მიხედვა არც უცდია, იცოდა ვინც იყო.
–ჩემი იქნები– ჩურჩულით ჩაილაპარაკა და მის გვერით გაჩერდა.– სიზმარში გნახე, დედაჩემთან ერთად იყავი...ორივეს გიმღერეთ სწორედ ეს სიმღერა, მისი ბედნიერი ღიმილი და შენი ცრემლიანი თვალები დამამახსოვრდა. დღესაც ასე იყო, შენ ტიროდი დედა კი ალბათ იღიმოდა.– ცას მიშტერებული საუბრობდა და თან იღიმოდა, იმ ნაღვლიანი ღიმილით რომელიც მას სდევს მთელი ცხოვრება– შემდეგ გამომეღვიძა, თქვენ კი მარტო დარჩით.
ნაკოს შეაკანკალა, მისი სიზმარი გაახსენდა. ის ხმა, სიმღერის ხმა, შემდეგ მისი გაქრობა და ქალის საუბარი. სხეულში უცნაურად გასცრა.
–კარგად იმღერე.
–დედას უყვარდა რომ ვმღეროდი...
–რა მოუვიდა მას?– მოურიდებლად კითხა, უნდოდა გაგება და იცოდა რომ ამაზე უკეთესი მომენტი არასდროს იქნებოდა.
–იაკოს? ლევანის გამო მოიკლა თავი... ღალატის და იმ ტყუილის გამო. ლევანმა უღალატა, მაგრამ არ ყოფილა ეს ერთხელ, ეს რეგულარულად გრძელდებოდა, არ ჩერდებოდა, ბოლოს იმედი ქნა რომ ქალი დააოსრულა. დედამ კი ეს ვერ გადაიტანა, ღალატის და ტკივილს ვერ გაუძლო. ლევანმა მისი პიროვნება მოკლა, დედას კი ისე უყვარდა რომ იცოდა აპატიებდა ამ ყველაფერს, ამას კი სიკვდილი ერჩივნა.
–როდის მოხდა ეს?
–5წლის წინ, მას შემდეგ დიდიხანი გავიდა.
–მაგრამ შენ მაინც გტკივა დედა.
–ჰო მე მაინც მტკივა იაკო.– ნაღვლიანად ამოილაპარაკა.– ჩემი ლამაზი ია.
–და რა მოხდა 15ში?
–15ში შეცდომა დავუშვი, ვიღაცის მოჩმახულს დავუჯერე და მას ავყევი.
–რა მოხდა კონკრეტულად? მასთან იწექი?– პირდაპირ კითხა, მისთვის არ შეუხედია, მთვარეს უყურებდა და ყველაფერს ნელა ხარშავდა გონებაში.
–რათქმაუნდა არა– შეიცხადა იაკობმა– მითხრა როგორ დაგინახათ შენ და დათი. თავიდან გავბრაზდი, მაგრამ ვიფიქრე რომ ტყუილი იქნებოდა, შემდეგ ფოტო მაჩვენა ხელგადახვეულები რომ მიაბიჯებდით გზაზე, მერე მართლა გავბრაზდი და როდესაც მითხრა ერთმანეთსაც აკოცესო სულ გადავირიე, რახან ჩახუტებაც მართალი იყო ვიფიქრე ეგეც სიმარტლე იქნებოდა. შემდეგ ჩემი დამშვიდება დაიწყო და იმას იმეორებდა რომ საშინელი იყავი– ჩაიცინა– შემდეგ მაკოცა, გონს მალევე მოვეგე, არ მინდოდა შეურაცხყოფა მიმეყენებინა, ამიტომ სიტყვის უთქმელად წამოვედი. თავს ვერ ვპატიობდი იმას რომ ეს გავაკეთე, მაგრამ იმაზე მეფიქრებოდა რომ ვერ დაგკარგავდი. იმედნად ეგოისტურად მიგისაკუთრე რომ შენ დაკარგვას ეს არაკაცული საქციელი ვამჯობინე, მოვედი ისე და არაფერი შევიმჩნიე. თავს კი იმით ვიმართლებდი რომ შენც იგივე გამიკეთე.
–თავს დამნაშავედ არ თვლი?
–თავს ეგოისტად და მესაკუთრედ ვთვლი.– მხრების ჩეჩვით ამბობს.– ვიცი რომ შეცდომა დავუშვი, ამისთვის კი დავისაჯე. ეს 5დღე უშენოდა კატასტროფა იყო.
–ქეთასთან არ დაგირეკია ხო?
–რასაკვირველია არა. შენმა კოცნამ გამაღვიძა.
გაეღიმა, მაინც გაეღიმა და ვერ შეძლო ემოციის დაფარვა.
–მენატრებოდი, შენი ჩახუტება მენატრებოდა.– მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ, მის წინ იდგა მაგრამ არ ეხებოდა.
–ვერასდროს მიხვდები რამდენს ნიშნავს შენი ეს სიტყვები ჩემთვის– მოთიმენა დაკარგული ძლიერად იკრავს გულში, მისი სურნელით ივსებს ფილტვებს და თითქოს თავისუფლდება. ლოდი რომელიც ამძიმებდა სადღაც ქრება, შვებას გრძნობს.
ხმა არცერთს აღარ ამოუღია, ერმანეთზე მიხუტებულები იდგნენ, ზემოდან კი მთვარე დაჰყურებდათ.
–'ოღონდ ერთხელაც კიდევ რომ მაკოცნინა შენს ტუჩებზე'– მის ყურთან წაიღიღინა ნაკომ. შემდეგ კი ორივემ გულიანად გაიცინა.
დ ა ს ა ს რ უ ლ ი . . . !



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

საოცრება იყოო <3 ვგიჟდები ისეთიი მაგარიაა <3 წარმატებებიი :))

 


№2 სტუმარი wilson

აუუუ ეხა ჩოფლას სიმღერას ვუსმენ და ცრემლი მადგება თვალებზე :( <3 <3 რა კარგი ისტორიაა სულ მოუთმენლად ველოდი ყოველ ახალ თავს და გამიხარდა სრულადაც რომ დადე მომავალშიც წავიკითხავ მარტივად <3

 


№3 სტუმარი Tako

martla magari iyo emociebs ver vmalavdi kitxvis dros dzalian magari istoriaa da istoriaze magari avtoria :):):))))

 


№4  offline წევრი Mari Ami_3

Ai martla dzalian magari iyo gavgijdi <3 <3

 


№5  offline წევრი TeddyBear

ვინიპუჰ როგორც ყოველთვის ეს მოთხრობაც სასწაულებრივად მაგარი იყო love უკვე იცი რასაც ვფიქრობ ამ მოთხრობასთან დაკავშირებით თუმცა აქაც გამოვხატავ აზრს თუ შაილება რა wink ამის კითხვაში შემომათენდა გუშინ და ჩემი სამი სიყვარულოვნა მყავს უკვე wink დამიანე, იაკობი და კაჰუნა მატატა (ეს მატატა ხო უნდა ვკვეხო სადმე) wink დათუნია ჩოფლაზე მეც არ ვიტყოდი უარს ისევე როგორც იაკობ ჩოფლაზე :დდ მნდაა დამიანე გამირიგეთ რა გთხომთ, რაღაც ძაან სიმპაწიურად მყავს წარმოდგენილი აი დაახლოებით როგორიც არის შონ ო'ფრაი wink მნდაა ეგ კარგი გარეგნობა იქით იყოს და ცოტა უხეში და უჟმური კია, როგორ გაცეცხლდა მაშინ იაკობთან ერთად რომ დაინახა ნაკო, ოოო რა გიჟი ბიჭია რა, მერე თვითონ ხო კარგად ააცმაცუნა ტუჩები ანაკოსთან wink აუუუ სიყვარულით ვარ სავსეე, მოდი ჩაგეხუტო ვინი love რეზისთვისაც ერთი კაი გოგო უნდა გეპოვა და ეგაა რატო დამიტოვე ელოუნი ? wink მარიამის და კაჰუნას წყვილიც გლიჯამს, ნუ ნიკოლოზი და თიკოც თუ თაკო ვერ დავიმახსოვრე ბოდიში wink ჩოფლა ხანდახან ნერვებს კი მიშლიდა მარა ბოლოს ის სიმღერა რომ უმღერა დავდნი სანთელივით გევიღვინთე wink ნუ ჩემი მილა და მიშოც რომ გამოჩნდნენ ხომ შოკში ჩავვარდი love ველი ახალ მოთხრობას wink ლავ love

 


№6  offline წევრი Likk Red

TeddyBear
ვინიპუჰ როგორც ყოველთვის ეს მოთხრობაც სასწაულებრივად მაგარი იყო love უკვე იცი რასაც ვფიქრობ ამ მოთხრობასთან დაკავშირებით თუმცა აქაც გამოვხატავ აზრს თუ შაილება რა wink ამის კითხვაში შემომათენდა გუშინ და ჩემი სამი სიყვარულოვნა მყავს უკვე wink დამიანე, იაკობი და კაჰუნა მატატა (ეს მატატა ხო უნდა ვკვეხო სადმე) wink დათუნია ჩოფლაზე მეც არ ვიტყოდი უარს ისევე როგორც იაკობ ჩოფლაზე :დდ მნდაა დამიანე გამირიგეთ რა გთხომთ, რაღაც ძაან სიმპაწიურად მყავს წარმოდგენილი აი დაახლოებით როგორიც არის შონ ო'ფრაი wink მნდაა ეგ კარგი გარეგნობა იქით იყოს და ცოტა უხეში და უჟმური კია, როგორ გაცეცხლდა მაშინ იაკობთან ერთად რომ დაინახა ნაკო, ოოო რა გიჟი ბიჭია რა, მერე თვითონ ხო კარგად ააცმაცუნა ტუჩები ანაკოსთან wink აუუუ სიყვარულით ვარ სავსეე, მოდი ჩაგეხუტო ვინი love რეზისთვისაც ერთი კაი გოგო უნდა გეპოვა და ეგაა რატო დამიტოვე ელოუნი ? wink მარიამის და კაჰუნას წყვილიც გლიჯამს, ნუ ნიკოლოზი და თიკოც თუ თაკო ვერ დავიმახსოვრე ბოდიში wink ჩოფლა ხანდახან ნერვებს კი მიშლიდა მარა ბოლოს ის სიმღერა რომ უმღერა დავდნი სანთელივით გევიღვინთე wink ნუ ჩემი მილა და მიშოც რომ გამოჩნდნენ ხომ შოკში ჩავვარდი love ველი ახალ მოთხრობას wink ლავ love

როგორც ყოველთვის იცი როგორ უნდა გამახარო <3 ჩემო წიიიიიკლ ლავ უ2 love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent