შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერს აქვს დასასრული.(დასასრული.)


25-06-2016, 22:14
ავტორი Anastasia Mdivani
ნანახია 1 914

6თავი.(დასასრული.)

რურუა იმ დღის შემდეგ არავის უნახავს..თითქოს მიწამ ჩაყლაპაო.სანდროს,ვერაფრის კითხვას ვუბედავდი.ელენე..
მახსოვს ერთხელ შუაღამის 3საათზე დამირეკა.
ტირილს ვერ წყვეტდა და სულ იმას იმეორებდა,რომ ენატრებოდა..არაფერი უნდოდა საბას გარდა.მარიამის ვერ ბედავდა მის შემხედვარე რამე ზედმეტი ეთქვა.
არ ჭამდა..
არ სვავდა..
ბოლოს იაშვილს ყელში,რომ ამოუვიდა დაიწყო.
-იცი რა ელენე?დ-ა-გ-ვ-ღ-ა-ლ-ე!ამიხსენი ერთი,რომ ტირიხარ და შიმშილობ რამე ეშველება?არა მითხარი ერთი..გგონია,რომ გაიგებს უი ელენე შიმშილობსო იტყვის და დაბრუნდება?ვერ ხვდები,ომ მხოლოდ შენი თავისთვის მოგაქვა ზიანი?მამა გარდაეცვალა ელენე, მამა...როგორ ფიქრობ სიყვარულისთვის ეცალა?შენთავს დააბრალე,რომ წავიდა..შენთავს დააბრალე,რომ დაგტოვა..არაფრის ღირსიხარ..ამიტომ აწიე შენი გამხმარი ტაკო,მიბრძანდი სამზარეულოში და შეჭამე რამე,რომ არ მოკვდე!
სწრაფად ადგა,ჩანთას ხელი დაავლო და კარები გაიჯახუნა..სალომემაც ვერაფერი ვერ უთხრა.ვიცოდით ყველამ მარიამი,ცამდე მართალი,რომ იყო.სიჩუმემ დაისადგურა..გამაყრუებელმა სიჩუმემ.ელენე უკაყოფილოდ წამოიმართა,სამზარეულოში გავიდა და ალბათ ჭამას შეუდგა.
სალომეს გავხედე,უსასრულობაში იყურებოდა..
ლიკა სიგარეტს აბოლებდა.ვანიშნე ერთი ღერი მოეწოდებინა და მეც გავუკიდე.
ოთახში დაბრუნებული ელენე,უკვე დამშვიდებულიყო.
სიგარეტს დაავლო ხელი,ერთი ამოაძვრინა და მანაც გაუკიდა.

***
-სანდრო..-ჩუმად ამოვიჩურჩულე.
-გისმენ.-თავზე მკოცნის და თვალს მისწორებს.
-საბა როგორ არია?-გაუბედავად ვკითხულობ მე.
-კარგადაა მაკინე.
-იცი..-მშვიდად ვიწყებ.
-არა,არ ვიცი.ახლა უნდა მითხრა,რომ ელენეს ძალიან ენატრება..ნანობს..ცუდათა..მესმის,მაგრამ მანამდე ეფიქრა.ახლა აღარაფერს აქვს აზრი..საბა წავიდა და უკან დაბრუნებას ჯერ ნამდვილად არ აპირებს.-სიგარეტი ამოაცურა ჯიბიდან.-და საერთოდ იცი რა?ნუ ერევით,საერთოდ ნურცერთი.მორჩა ყველაფერი დასრულდა!
-და რატომ დასრულდა?
-იმიტომ,რომ ყველაფერს აქვს დასასრული მაკინე..

***
დრო მიდის,ყველაფერი იცვლება.
ყველაფერთან ერთად ვიცვლებით ჩვენც,ადამიანებიც.დრო გადის,ვიზრდებით..ვიხვეწებით..ვყალიბდებით.იმ ადამიანებად ვიძერწებით,ვინც მთელი ცხოვრება ვიქნებით.ვდგავთ ნაბიჯებს..ზოგჯერ სწორს,ზოგჯერ კი არასწორს.ზოგი ცხოვრებისგან უხვევს,ზოგიც კი ცხოვრებას უბრუნდება.
როგორ უკვე გითხარით ყველა და ყველაფერიი იცვლება.ზოგი რამ იწყება,ზოგიც კი სრულდება..
5ზელი გავიდე.
ეს ხომ,ძალიან დიდი დროა.აღარვართ ის 18წლის გოგოები.უკვე ზრდასრულ ქალებად ვყალიბდებით ყველა ჩვენგანი.აღაც ბიჭები არიან მეორე კურსელი,პატარა ბიჭუნები უკვე კაცებად არიან ჩამოყალიბებულნი.ბევრი რამ შეიცვალა ძალიან ბევრი..
ლიკუნა და ირაკლი დაშორდნენ..არაფერი ისეთი,უბრალოდ დრომ მოიტანა.
არც მარიამი და ვაკო ჩამორჩნენ მათ.მათი ამბავიც ესე უბრალოდ ერთ დღეს დასრულდა.
სალომე თავდავიწყებითაა შეყვარებული,მის კურსელ ბიჭზე.წესით არც ვატო უნდა იყოს მის მიმართ გულგრილი.
მე და სანდრო კი კვლავ საუკუნის წყვილი ვართ.(ასე გვიწოდებს ყველა.)
ელენე...
საბა...
არვიცი..
თქვენც გაიგებდით ალბათ,საბა,რომ საქართველოში დაბრუნდა.
არც ჩვენ გვინახავს და არც ელენეს.
ისევ პანიკა დაეწყო დადიანს,სახლიდან არ გადის,არ ჭამს,არ სვავს და ისევ ტირის.მარიამი,თავს ძლივს იკავებს რამის თქმისგან ვატყობ ცოტაც და აფეთქდება.ვიფიქრე სანდროს დაველაპარაკები,გავიგებ საბა რას აპირებსთქო მაგრამ,გამახსენდა,რომ არაფერს მეტყოდა მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა „მაკინე,მათი საქმეა.არვიცი საბა რას აპირებს.“
ისე მაინტერესებდა ახლა სად იკვდნენ და რას აკეთებდნენ..ვერ მოვითმინე და სანდროს მივწერე.
„რას შვები?სად ხარ?“
„ვსვავ მაკინე და მცხეთაში ვარ.“
„მცეთაში რატომ ხარ?ან ვისთან ერთად ხარ?მე რატომ არ ვიცი?“
„ბიჭებთან ერთად ვარ მაკინე,ვისთან ერთად ვიქნები.ხო საბაც აქაა..“
„გასაგებია.საბა ამ..მე მინდოდა მეკითხა რომ..“
„არვიცი მაკინე,არვიცი საბა რამეს თუ აპირებს.დაგირეკავ ხვალ ახლა გთხოვ,მაცადე.“
აღარ ვპასუხობ,ტელეფონს ლოგინზე ვაგდებ და უკმაყოფილოდ ვიწყებ ჩაცმას.უკვე გამზადებული სარკეში ვიხედები ჩემ თავს ვათვალიერებ,ტელეფონს ვიღებ ლოგინიდან ჩანთას ვავლებ ხელს და სახლიდან გავდივარ.მშვიდად მივუყვები ქუჩებს..
ჩაფიქრებული..
აზრზე,რომ მოვდივარ უკვე ბარნოვზე ვარ დადიანის სახლის წინ.სადარბაზოში ავდივარ და დიდ შავ კარებზე ვაკაკუნებ.მარიამი მიღებს კარს.მიღიმის და მეხუტება.სამზარეულოსკენ ვიღებ გეზს,კარებს ვაღებ და გაზქურასთან მდგომ ლიკასთან მივდივარ,ლოყაზე ვკოცნი და ვუღიმი.
-არციოცნებო.-იცინის ისიც და გაზქურიდან ჯეზვეს იღებს,შემდეგ კი ჭიქებში ყავას ასხავს.
-მიდი რა ლიკუნ,ცივი მინდა ოღონდ-კიდევ ვკოცნი ლოყაზე და ვუღიმი.
-მაკინე არა!-მიჯავრდება ვითომ ლიკა.
უფრო ვხვევ ხელებს და კვლავ ვკოცნი ლოყაზე.თავს აქნევს,და ვგრძნობ როგორ ეცინება.
-ჯანდაბა მაკინე!მომშორდი..გაგიკეთებ ხო,გაგიკეთებ.-მეც ვშორდები და ამაყად ვუღიმი.ფოდნოსზე ვაწყობ ჭიქებს.
-ცივი ოღონდ ლიკუნ-ვეუბნები და სამზარეულოდან გავდივარ.აივნისკენ მივაბიჯებ მშვიდად.აივანზე გასული ფოდნოს პატარა,მრგვალ მაგიდაზე ვდებ,ელენეს და სალომეს ვკოცნი და ჩემ კუთვნილ ადგილს ვიკავებ.მალევე გვიერთდება ლიკა ჩემი ყავით ხელში,მადლობას ვუხდი და ჭორაობას ვიწყებთ.უცებ ყველას გვაჩუმებს ელენე და იწყებს.
-შოკში ჩაგაგდოთ?
-რამოხდა?-ყველა ერთხმად და სიცილით ვპასუხობთ ჩვენ.
-გახსოვთ ჩვენი სკოლელი მაკუნა თავაძე?-ინტერესით გვეკითხება.
-დაბალი გამხდარი გოგო,რომ იყო?-პასუხობს სალომე და ელენეს პასუხს ელოდება.
-აჰამ.-პასუხობს დადიანი.
-აა,გამახსენდა.კიკი მე მახსოვს.-ამბობს ლიკა და მის გახსენებაში გვეხმარება მე და მარიამს.
-აუ არ მახსოვს-უკმაყოფილოდ ვიძახი მე.
-აუუ-დაღლილი გვპასუხობს დადიანი.-მოკლედ ნუ რა მნიშველობა აქვს..მაგ გოგომ თავი,რომ მოიკლა გაიგეთ?
-არარსებობს!-შესძახა ლიკა.
-კი მაგრამ რატო?-ეძიება მარიამი.
-შეყვარებულმა მიატოვა და მაგიტო წარმოიდგინე...-თავს აქნევს დადიანი.
-რა გულის ამრევი საქციელია.რაქნა ვითომ?რამოხდა მერე..იქნებ ურიგდებოდა..ხანდახან მართლა მგონია,რომ ხალხს თავში ჭკუა არააქვს!-გაბრაზებული ვიწყებ მე.
-არცერთს არ გაპატიებთ.-გადაჭრით ამბობს მარიამი.
-მარიამ რეებს ბოდიალობ!-თვალებს ატრიალებ სალომეც.
ამ ჭორაობა-ჭორაობაში გავიდა დრო.საათი უკვე ღამის 12საათს უკაკუნებს.ჩვენ ისევ აივანზე ვზივართ,ისევ ვეწევით და ისევ ყავას მივირთმევთ.
-გოგოებო.-გვესმის ხმა და ჩვენ ყველა ერთად ვიწყებთ აქეთ-იქით ყურებას.-ქვევით.-გვკარნახობს ისიც.
საშინლად გავს ეს ლუკა სულუხიას მთვრალ ხმას,დაეჭვებუები ვიხედებით ქვევით და ბიჭების მთელ არმიას ვაწყდებით.
საბაც იქაა..
თან იღიმის..
ღმერთო..!
ელენესთვის გახედვა არ დამჭირვებია,ზუსტად ვიცოდი ახლა გული,როგო უცემდა და თვალები როგორ ევსებოდა ბლანტი სითხით.
-მოგესალმებით გოგოებო.-ხელებს გვიქნევს და იღიმის საბა.საშინლად მთვრალია თითოეული მათგანი,სალომეს დამფრთხალი თვალებით გავხედე.
-საბა..-ყველას ბაგეებს ერთდრულად წყდება ეს სიტყვა.
-ვიცი,რომ მოგენატრეთ-კმაყოფილი ამბობს და კვლავ გვიღიმის.-ელენ შენ არ მოგენატრე?-არვიცი,რამდენად მიაღწია ამ სიტყვებმა ელენეს ყურებამდე..სახეზე გათეთრდა,თვალებიდან კი ბლანტმა სითხემ გაუბრთხილებლად და უნებართვოდ დაიწყეს დენა.ვიცოდი ახლა,რომ ცუდათ იყო.ვიცოდი სუნთქვა,რომ უჭირდა და გული ძალიან სწრაფად,რომ უცემდა.
-მე მომენატრე..-ჩუმად მაგრამ ჩვენთვის გასაგონად ამბობს.სევდიანად იღიმის და ბიჭებს ანიშნებს წავედითო.
ელენე სახლში შედის და ისტერიოული ტირილი უვარდება,ხელში რაც ხვდება ყველაფერს კედელს ახეთქებს.“სპეციალურად მიკეთებს,იცის,რომ კვლავ მიყვარს და სპეციალურად მიეთებს!“ამას გაიძახის და სამზარეულოში შედის თეფშს იღებს და კვლავ კედელს ესვრის.მის დამშვიდებას არცერთი ჩვენგანი არ ვცდილობთ,ვიცით აზრი არააქვს და სჯობს ბოლომდე დაიცალოს.
„ჯანდაბა,ჯანდაბა!მძულს..მძულს!“
გასატეხს,რომ ვეღარაფერს ნახულობს ძალაგამოცლილი იატაკზე ეშვება.


***
-გიყვარვარ?-მოულოდნელად მეკითხება სანდრო.
-რა კითხვაა?-გაბრაზებული ვპასუხობ მე.
-მიპასუხე!-მიბრძანებს სანდრო.
-მიყვარხარ..
-ძალიან? თუ ისე რა?
-სანდრო..-უკმაყოფილოდ ვფრუტუნებ მე.
-მაკინე კითხვაზე მიპასუხე!-კვლავ განაგრძობს ბრძანებლობას..
-მიყვარხარ ძალიან არა!ყველაზე ძალიან!-მკაცრად ვამბობ მეც.ეღიმება ჩემსკენ იხრება და მეხუტება.
-მეც მიყვარხარ..ყველაზე ძალიან..-ყურში ჩუმად მეჩურჩულება და ყელში სველ კოცნას მიტოვებს.
-უშენოდ მოვკვდები.-არვიცი რატომ,მაგრამ ჩემდა დაუკითხავად მოსწყდა ეს სიტყვები ჩემს ბაგეებს.
-არვაპირებ არსად წასვლას.-ნაზად მკოცნის ტუჩზე და მიღიმის.
-რამე რომ დაგემართოს?
-არდამემართება..ნუ ფიქრობ პატარავ მაგაზე.

***
ღამის 2 საათი იყო,ჩემს ლოგინში მშვიდად მეძინა ტელეფონის გამაყრუებელმა ხმამ,რომ გამომაღვიძა.გული საშინლად ამიჩქარდა.ტელეფონს დავხედე „სანდრო“ რომ დაეწერა დავმშვიდდი გამეღიმა.
-სანდრო მძინავს.-გავიღიმე მე.ალბათ ისევ ჩემს სადარბაზოსთან დგას და მელოდება,როდის ჩავალ.
-მაკინე..საბა ვარ..-საბას ხმის გაგონებაზე უკვე დავასტოპე.
-სანდრო სადაა საბა?-უკვე საშინლად დაძაბული და აღელვებული ველოდი საბას პასუხს.
-მაკინე...ჩვენ..-უჭირდა საუბარი რურუას.-მაკინე სავაადმყოფოშივართ.
ამის გაგონებაზე,არმახსოვს როგორ რანაირად გავჩნდი ტანსაცმლის კარადასთან,ტელეფონი სწრაფად მივაგდე ლოგინზე და ჩაცმა დავიწყე.
-ს-საბა..-ხმა მიკანკალებდა.-რა მოხდა?
-ბოდიში მაკინე,ბოდიში.
არ მახსოვს ინგოროყვამდე როგორ მივედი,ერთი ის მახსოვს,რომ მასულიერებდნენ.ხელები მიკანკალებდა და სახეზე ფერი არ მედო.ბიჭებს სულ ჩასწითვლებოდათ თვალები.მერე მახსოვს,რომ ვკიოდი და გამწარებული ვურტყავდი ხელებს ვიღაცას..
მერე გამთიშეს..
გონს,რომ მოვედი პალატაში ვიწექი თავზე მედგა ყველა.საბა აკლდა მხოლოდ ბავშვებს.
-რა მოხდა?-ვიკითხე გაუბედავად.
-მაკინე..ჩვენ..-დაიწყო მძიმედ გეგამ.-მცხეთის ტრასაზე მოვდიოდით.სანდრომ დაიჟინა მე წამოვალ ჩემი მანქანითო და თქვენ თქვენებითო.უარზე ვიყავით ბოლოს საბა ჩაუჯდა,მაგრამ საჭეზე მაინც არ დასვა მოსახვევში..საჭე ვერ დაიმორჩილა და..-სიტყვა გაუწყდა გეგას.
ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.
-მარტო დამტოვეთ.
-არა.-მოკლედ და მკაცრად მომიჭრა სალომემ.
-მარტო დამტოვეთ.-კვლავ გავიმეორე.
-არაო,რომ გითხრა ვერ გაიგე?-გამიმეორა მარიამმა მკაცრად.
-გთხოვთ..-ამოვიხავლე ჩუმად..
ყველაფერი დატრიალდა.თავი უკან გადავწიე და ბალიშზე დავდე.
უნდა დამეძინა აუცილებლად,ცოტახანი ეს ამბავი უნდა დამევიწყებინა..

***
დაკრძალვიდან ყველა ქელეხში წავიდა.სახლში წამოსვლა ვარჩიე.გოგოები მეხვეწებოდნენ ჩვენც შენთან ერთად წამოვალთო,მაგრამ უარით გავისტუმრე.ახლა სამზარეულოში ვზივარ ჩამუხლული და დანით ხელში.ჩემი თავის მიკვირს,ამდენი როგორ გავბედე?გაბრაზებულმა დანა გვერძე მოვისროლე მერე ისევ ჩავფიქრდი..ისტერიკული ტირილი ამივარდა..არ მინდოდა მეტირა მაგრამ მაინც..მაინც ვტიროდი..
ვგრძნობდი..ვგრძნობდი,რომ რაიმე მოუვიდოდა..
ჯანდაბა..ჩემ თავზე გაბრაზებულმა დანას ისევ დავავლე ხელი.
როგორ უნდა ვიცხოვრო?მის გარეშე როგორ უნდა ვიცხოვრო?
რააზრიაქვს მის გარეშე რაიმეს?
ჩემ თავს ვეკითხებოდი,სამზარეულოში სახე წაშლილი მარიამი,რომ დავინახე.მეცა და დანა გამომგლიჯა სევდიანად გავუღიმე..
-მითხარი,რომ მომეჩვენა.
-არ მოგჩვენებია.
-მაკინე..მითხარი,რომ იმას არ აპირებდი რასაც ვფიქრობ.
-არვაპირებ თქმას.
-მაკინე ეს მეორეჯერ არ გაბედო.გესმის? ა-რ გ-ა-ბ-ე-დ-ო!-დამიმარცვლა მან.
-მის გარეშე არ შემიძლია..-კბილებს ერთმანეთს ძლიერ ვუჭერ.
-ჩვნზე არ ფიქრობ?დედაშენზე არ ფიქრობ?შენ ძმაზე არ ფიქრობ?ძანდაბა მაკინე...შენ,ხომ ასეთ ადამიანებს ლანძღავდი.არ მოგწონს,ვერიტანდი,გულსგირევდა..
-ხედავ სადამდე დავეცი?-ვეკითხები მე ნაღვლიანდად.
-მაკინე,დამპირდი რომ ამას მეორეჯერ აღარ გაბედავ!-ჩემი კითხვა დააიგნორა მან.
-გპირდები..


***
სანდროს გარდაცვალებიდან 40დღის თავზე,საბამ წასვლა გადაწყვიტა.ელენესთან ლაპარაკი გადაწყვიტა უნდოდა სანამ წავიდოდა ყველაფერი გაერკვიათ.
მათ ადგილზე ელოდა დადიანს..
15წუთში ელენე იქ გაჩნდა.ნაცნობმა ჟრუანტელმა დაუარა დადიანს.
ელენესკენ მიტრიალდა,მისკენ მიიწია და გულში ძალიან ძლიერ ჩაიკრა მონატრებული გოგონა..ორივეს გულმა გაასმაგებულად სწრაფად დაიწყო ძგერა.ისე მჭიდროდ იკრავდა საბა ელენეს გულში,ეგონა გაჭ....ტდა.მალევე გამოეცალა გაუღიმა და შუბლზე აკოცა.
-ელენე..
-გისმენ.
-მივდივარ.
-ისევ?
-ისევ..
-არ მიდიხარ..
-ვიცი,გავრბივარ.
-ჩვენ?
-ვიშლებით.
-აღარ გიყვარვარ?
-მიყვარხარ..
-აბა?!
-ასე ხდება ელენ,რაღაცეები უბრალოდ ასე ხდება.
-ბოდიში,მე საბა..მე მაშინ..
-არგინდე ელენ.უბრალოდ ერთმანეთს ძალიან ვატკინეთ,ჩემი ყვეაზე დიდი შეცდომა აქედან წასვლა და მერე ჩამოსვლა იყო..არ უნდა წავსულიყავი,არ უნდა დამეტოვებინე ელენე,მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო გესმის?!ვერ გაპატიე,რომ სხვას შენზე შეხების უფლება მიეცი,ვერ გაპატიე,რომ არ დამელოდე ვერ გაპატიე,რომ ვერ გამიგე..
-ბოდიში..
-არაა საჭირო..
-არ წახვიდე.-ცრემლებს ვეღარ იკავებდა დადიანი.
-უნდა გავიქცე.-იღიმის რურუა და კვლავ კოცნის შუბლზე.-ვერგავუძლებ,ამას ვერ გავუძლებ ელენ.
-გთხოვ..
-მაპატიე,რომ მაშინ ყურადღება ვერ მოგაქციე,მაპატიე,რომ მოგეცი უფლება სხვისით დაინტერესებულიყავი..მაპატიე,რომ მოგეცი უფლება ჩემთვის გეღალატა.
-ყველაფერი ჩემი ბრალია.
-არა პატარავ არა,-ტანში დააჟრჟოლა დადიანს „პატარას“ გაგონებაზე.-არავის ბრალია,უბრალოდ დრომ მოიტანა.იცი,რომ მიყვარხარ ვიცი,რომ იცი და ანალოგიურად ვიცი მეც..მიუხედავად ყველაფრისა მე არასდროს შევწყვეტ შენს სიყვარულს..ვიცი,რომ ამის მოთხოვნის უფლება არ მაქვს მაგრამ ანალოგიური მინდა შენგანაც.-ისე იღიმის რურუა ისე..ისე..
-რატომ ხდება ასე?
-ელენ,იმიტომ რომ რაღაცეები უბრალოდ „ასე“ ხდბე..გნდა შენ თუ არა.
-ყველაფერი რატომ მთავრდება?
-ყველაფერს აქვს დასასრული,ხომ იცი არა.
შუბლზე ბოლოჯერ კოცნის მის გოგონას უღიმის და მიდის.უკან არ იხედება იცის,გადაიფიქრებს და მასთან დარჩება,მივა ჩაეხუტება..აკოცებს..შემდეგ კი ვეღარ წავა.მიდის გაუჩერებლად მიდის..



***
ტატატატაააააააააააამ!
დამთავდა ხალხო.თქვენ ხომ არ იცით რამდენი ხანი ვწერდი ამ თავს..მინდოდა ისე დაეწერა,როგორც ეს მე მინდოდა.(მიხვდით ალბათ რასაც ვგულისხმობ.)ჩემი პირველი,მოთხრობა დავასრულე და არვიცი მადლობა ამ მოთხრობას.ძალიან ბევრი რამ „მაკავშრებს“ მასთან.
და რაღა თქმა უნდა უღრმესი მადლობა თქვენ...ძალიან ძალიან მადლიერი ვარ თქვენნი.მადლობა,რომ კითხულობდით,მადლობა შენიშვნებისთვის,მადლობა რჩევებისთვის,მადლობა კომენტარებისთვის ყველაფრისთვის დიდი მადლობა.
ძალიან მიყვარხართ მართლა და კომენტარებს ველოდები თქვენსას.(ბოდიშით თუ იმედები გაგიცრუეთ და ისეთი არაა როგორიც გინდოდათ,ყოფილიყო.)
გკოცნით თქვენი ტაისია.



№1  offline წევრი lilearchvadze:)

რატოგამიკეთე ეს?:"( მოვკვდი ქალიტირილით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent