შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექიმი დეტექტივი 11


25-06-2016, 22:24
ავტორი NA NO
ნანახია 1 896

სამშაბათ საღამოს ქეითმა დამირეკა აღელვებული იყო. ეს დღეებია ვიღაც მირეკავს და ხმას არ იღებსო. ერთხელ პიტერი ვნახე და ყველაფერი რასაც მასზე ვფიქრობდი პირში მივახალეო, ამ გოგოსი ხანდახან არ მესმის, ხანდახან კი გული შემტკივა...
-ათასი საშინელება ვუთხარი პიტერს
-კარგი დაწყნარდი
-ალბათ ამის გამო უნდა რომ შემაშინოს, ყოველ ღამით სამ საათზე მირეკავენ და ხმას არ იღებენ, ალბათ ემამ დაავალა ეს ყველაფერი
-ემა რა შუაშია?
-პიტერს ვუთხარი რომ ვიცი ემას დავალებით მოკალი კევინითქო და მანაც ენა მიუტანა ალბათ
-ეს რატომ გააკეთე ქეით, ჩვენ ამის თქმა დაბეჯითებით არ შეგვიძლია
-ხო მაგრამ ეს ასეა, უილი დაქირავებული მსახიობია, რომელსაც ალბათ ბევრი ფული გადაუხადეს
-არ ვიცი ქეით, ემა არ ჩანს ისეთი ქალი რომელიც მკვლელობაზე წავა
-ესაუბრეთ მას? რა გითხრათ? მოგიყვათ როგორ ამწარებდა კევინს?
-მსგავსი არაფერი მომხდარა, მე მათთან ვმუშაობ მოსამსახურედ, თუმცა მათ ჩემს შესახებ არაფერი იციან
-ეგ რაში დაგჭირდათ
-ესე პირდაპირ ვერ მივიდოდი ქეით და კითხვებს ვერ დავუსვამდი
-ხო... გასაგებია. თუ რამეს გაარკვევთ მეც შემატყობინეთ გთხოვთ... გული შემტკივა რომ კევინის ნამდვილი მკვლელი თავისუფალია
-მოდი ერთხელ მაინც დავუშვათი ის რომ უილი დამნაშავეა, მაშინ?
-მაშინ არც თქვენ და არც მე არ შევიწუხებთ ამ თემაზე ზედმეტად ფიქრით თავს, მე დამაწყნარებს ის ფაქტი რომ კევინის მკვლელს სამართლიანად მიესაჯა სასჯელი, უილი მკვლელობის მიზეზად რას ასახელებს ლილი?
-მკვლელობამდე უთანხმოება მოგვივიდა და იმ ღამით ნასვამი ვიყავი, როცა კევინი დავინახე ბაღისკენ მიდიოდაო, ამასაც დრო უხელთებია და კევინის შეშინება ნდომებია თუმცა საბოლოო შედეგი შენც კარგად იცი ლილი...
-იარაღი ან ანაბეჭდები თუ იპოვეს?
-ვერაფერი, უილის თქმით იარაღი გადააგდო და ხელებით კევინს არ შეხებია
-კარგით ლილი მე წავალ...
-თავს გაუფრთხილდი ქეით, ისევ თუ დაგემუქრა ვინმე აუცილებლად დამირეკე, აუცილებლად მივიყვან ამ საქმეს ადრე თუ გვიან ბოლომდე...
.....
ლილი კაბინეტში ყავა შემოგვიტანე მე და ბერნარდს, -ემა საოცრად აღელვებული და გაფითრებული მეჩვენა, თითქოს თავს ძალას ატანდა რომ დაწყნარებულიყო
-კარგად ხართ ემა? ჩემი კითხვა უპასუხოდ დატოვა და კაბინეტისკენ წავიდა, საინტერესოა რამ ააფორიაქა ასე
.....
-შენ რა მაგას სერიოზულად მეუბნენი ბერნარდ?
-კარგი რა ემა, არ მჭირდება შენი მსახიობური ნიჭის გამოვლენა, ამიხსნი თუ არა მკვლელობის ღამეს რატომ ნახე კევინი, ან საერთოდ რატომ აკითხავდი კოლეჯში? შენ თავად არ შემომთავაზე მისი გაგზავნა იქ, თავად არ გინდოდა თავიდან მოგეშორებინა??
-საიდან მოიტანე რომ მკვლელობის ღამეს იქ ვიყავი? მართალია რომ ხანდახან ვსტუმრობდი მას, რადგან გავიგე ნარკოტიკებს იღებდა და ავუკრძალე სახლში ხშირად მოსვლა თუ ისევ განაგძობდა ნარკოტიკების მიღებას, ეს კიდევ შენს გამო ვთხოვე, რა გგონია არჩევნების წინ რომელიმე ჟურნალისტს არაფხიზელ მდგომარეობაში, რომ ენახა უბრალოდ ჩავულიდა კევინს და შენს წინააღმდეგ საშინელი სტატიებით არ ააჭრელებდა ჟურნალებს?
-ეგ არ გამართლებს ემა, ის კარგი იყო თუ ცუდი ჩემი შვილი იყო და როგორმე პასუხს ვაგებდი მის უპასუხისმგებლობაზე, ვუმკურალებდი და დღეს შესაძლოა ცოცხალი ყოფილიყო.... რატომ მიხვედი მკვლელობის ღამეს არ მეტყვი?
-არ ვყოფილვარ თქო ბერნარდ!
-ნუ მატყუებ, ჩემმა დეტექტივმა შენი ყვალა ნაბიჯი დაწვრილებით მომახსენა
-მოიცა შენ რა მითვალთვალებდი?
-რატომ გიკვირს? მართალია ჩვენ შეთანხმება დავდეთ და ისე დავქორწინდით, მაგრამ ნამდვილად ვერ ავიტანდი თუ მიღალატებდი
-რა ღალატი ბერნარდ რა სისულელეს ამბობ, ყველაფრის მიუხედავად პატვს გცემ შენც და საკუთარ თავს
-რაც დემეტრე გამოჩნდა და მას დაუახლოვდი ,მას შემდეგ დეტექტივი დავიქირავე, ნამდვილად არ ვეკითხებოდი შენს შესახებ ინფორმაციას, მაგრამ გუშინ არ ვიცი რა შემიჩნდა და დავურეკე, მისგან გავიგე რომ მკვლელობის ღამით კევინი ნახე, თან რამდენიმე საათით ადრე
-კარგი ვაღიარებ რომ ვნახე, ამით გინდა მითხრა რომ მე მოვკალი?
-მინდა ეგ გკითხო, მინდა ამიხსნა რას ნიშნავს ეს ყველაფერი თუ დამნაშევე არაფერში არ ხარ რატომ დამალე
-რაში დამჭირდებდა კევინის მოკვლა? შენ საერთოდ არ მიცნობ ბერნარდ რადგან მაგას ამბობ, ბოლოსდაბოლოს ჩვენ საერთო შვილი გვყავს და მის ნახევარძმას ნამდვილად ვერ გავწირავდი სასიკვდილოდ
-მიზეზი გქონდა ემა, შეილება დახარბდი და ჩემი მთავარი მემკვიდრის მოშორება მოგინდა
-შენც კარგად იცი რომ ქონება შენზე მეტი მაქვს და შენი გაქუცული იაფასიანი ქაღალდები არაფერში მჭირდება, იმ ღამით დამირეკეს და მითხრეს რომ კევინი ცუდად იყო და ბარის მისამართიც მომწერეს, ნამდვილად გამიკვირდა კევინმა ჩემთნ რატომ დაარეკინათქო, მაგრამ მაგ აზრს დიდხანს არ ჩავაცივდი, ვიფიქრე რომ შენი შეეშინდა, ვიფიქრე რომ წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო... როცა მივედი ნასვამი დამიხვდა ძალიან გაუკვირდა ჩემი დანახვა, მე არავისთვის მითხოვია შენთან დარეკვაო, შემდეგ ცოტა ხნით გარეთ გავედით მე ისევ ვეჩხუბე მამაშენს პატივი ეცი და როგორც შვილი და ერთადერთი ვაჟი ისე გამოადექი თქო, მან კი უხეშად მომიშორა თავიდან და მითხრა, რომ ჩვენს ოჯახთან არანაირი საერთო არ უნდოდა ჰქონოდა,რადგან მე დედამისის ადგილი დავიკავე, თუმცა შენც კარგად იცი რომ დედამისის შეცვლა არასოდეს არ მინდოდა... ან როგორ უნდა შემეცვალა....
-მგონი დრო დადგა ემა გავქორწინდეთ არა?
-ხომ იცი ეგ ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მე დიდი ხანია მინდა ეს მაგრამ შენი პრესტიჟის გამო თავს ვიკავებდი
-ხო და ნუ იდარდებ ჩემს პრესტიჟზე, ოღონდ იცოდე ემილია ჩემთან დარჩება
-ხუმრობ არა?
-ემა მე შენს გამო შვილი დავკარგე, შენ რომ არა არ მოისურვებდა სახლიდან წასვლას და არ დაიღუპებოდა, ახლა მეორე შვილსაც ვერ წამართმევ
-ნუ გავიწყდება, რომ შვილის გამო დავთანხმდი შენს ცოლობას, ჩვენი კონტრაქტის მიხედვით შენ არ გაქვს უფლება განქორწინების შემთხვევაში ბავშვის მეურვეობა მოითხოვო
-მაგაზე ჩემი ადვოკატი იზრუნებს და წინასწარ გაფრთხილებ წინ ნუ აღმიდგები...
....
შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის ის რაც მოვისმინე, გახევებული ვიდექი კართან და უსინდისოდ ვუგდებდი ყურს სხვების საუბარს, როდესაც შევატყვე რომ ცოტათი დამშვიდნენ მაშინ შევედი ორი ფინჯანი ყავით, არ გამომპარვია მათი შეცბუნებული სახეები, ალბათ დაეჭვდნენ რომ მათი საუბარი მოვისმინე
-ამდენი ხანი რას აკეთებდით ლილი
-მაპატიეთ ქალბატონო ემა, დედამ დამირეკა თუმცა რა ნიშვნელობა აქვს... ამ ერთხელ მაპატიეთ
-კარგი შენთან სალაპარაკო მაქვს ჩემს ოთახში ავიდეთ
....
-გაიგონე არა რასაც მე და ბერნარდი ვლაპარაკობდით?
-არა როგორ გეკადრებათ ემა
-როდემდე აპირებ ამ მასკარადის გაგრძელებას?
-რას გულისხმობთი, გული საოცრად ამიჩქარდა, ოღონდ ის არა რასაც ვგულისხმობ...
-გეყოფა ლილი, კარგად იცი რასაც ვგულიხმობ, დარწმუნდი რომ უდანაშაულო ვარ? პირდაპირ მკითხე მოვკალი თუ არა ჩემი გერი! ... ცოტახანი დადუმდა და ისევ გამომხედა... ემილიას თავს გეფიცები საერთო არაფერი მაქვს კევინის მკვლელობასთან
-ჩვენებაში რატომ არ თქვით რომ კევინს შეხვდით
-შემეშინდა... ეჭვის შემეშინდა. არ მინდოდა ჩემს შვილს ეჭვმიტანილი დედა ჰყოლოდა, ყველა მე დამადანაშაულებდა, რადგან იცოდნენ მე და კევინს თბილი ურთიერთობა არ გვქონდა
-ბერნარდს რატომ გაჰყევით ცოლად? აშკარაა რომ ერთმანეთი არ გიყვართ
-თავდაპირველად ბერნარდი თავის კომპანიაში გავიცანი, მაშინ არ ვფლობდი ჩემი მშობლების ქონებას, შემდეგ კარგად ვუგებდით ერთმანეთს კომპანიის საქმეები კარგად აეწყო ჩემი ცოდნა და ბერნარდი გამოცდილება მომგებიანი აღმოჩნდა ჩვენი საქმისთვის, კარგი წყვილი ვიყავით. ბავშვობაში რაღაც ტრამვის გამო შესაძლებელი იყო რომ ასაკში შვილი ვერ გამეჩინა, ჩემს ირგვლივ არ ირეოდნენ თაყვანისმცემლები, რომელთაგანაც ვინმეს შეყვარებას შევძლებდი და სიმართლე გითხრა რთული სულაც არ აღმოჩნდა ჩემთვის ბერნარდის წინადადებაზე დათანხმება, ასე ვთქვათ შვილის გამო ვიქორწინე მასთან. შევთანხმდით რომ ბავშვი როდესაც წამოიზრდებოდა გავეყრებოდით, ამ წლების განმალობაში ერთმანეთი არ შეგვყვარებია , უბრალოდ პატივს ვცემდით ერთმანეთს, მე ყოელ შემთხვევაში... მე არაფერში მჭირდებოდა კევინის მოკვლა ეგ კარგად დაიმახსოვრე ლილი....
........


რამდენიმე დღე დააგვიანდება შემდეგ თავს, რას ფიქრობთ ძალიან ხომ არ ვწელავ მოვლენების განვითარებას?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent