შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უჟმური უფროსის წესები (ლანა და ლაშა) თავი 2


26-06-2016, 01:21
ავტორი nuki-nuka
ნანახია 2 836

ერთი წელი გავიდა და მხოლოდ ახლა მიხვდა დროის სიდიდეს. არ იცოდა რა ეფიქრა, თითქოს მისი გონება გათიშული იყო. ვერ ახერხებდა კონკრეტულ რაღაცაზე დაფიქრებას და რეალიზებას. თავში უამრავი აზრი მოსდიოდა, უამრავი კითხვა ჰქონდა, მაგრამ პასუხი არაფერზე არ იცოდა. გაიხსენა ორი დღის წინ რომ ნახა, მისი სახე და მთელი გული სითბოთი აევსო. შემდეგ გაიხსენა ქორწილში მომხდარი ამბავი და მის წასვლამდე ლანას ბედნიერი სახე. დღემდე ვერ ხვდება სიბრაზემ ასე როგორ დააბრმავა, ასე თავქარიანივით როგორ მოიქცა და როგორ წავიდა საქართველოდან, თვითონაც იცის რომ ბევრ ადამიანს მიაყენა ამით ტკივილი. უფიქრდება თავის ქმედებას და თავი ყველაზე დიდი ლაჩარი ჰგონია, რომ ვერ დაიცვა თავისი გრძნობები, ხომ ვერ შეძლო რაღაც შეეცვალა და დაენახებინა ყველასთვის, თუ რამდენად ძლიერია. „იქნებ რომ დავრჩენილიყავი ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო“ როგორც კი ამ აზრმა გაუელვა გონაბაში, იმწამსვე უკუაგდო. „სიყვარულს ვერავის აიძულებ“ უკარნახა გონებამ და თითქოს სუნთქვა შეეკვრა. ათასი გეგმა ჰქონდა როგორ გაემწარებინა გოგო, მაგრამ რეალურად არც ერთი მოსწონდა. ბოლოს როგორც იქნა რაღაც გეგმა შეიმუშავა, კიდევ დიდხანს იფიქრა ამაზე და შემდეგ სასმლისგან გაბრუებულს დივანზე დაეძინა.

დილით საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა, ზანტად გაახილა თვალები და მოზუზუნე ტელეფონს უპასუხა.
- გისმენთ - ყელ გამომშრამა ძლივს წარმოსთქვა ერთი სიტყვა და თან ხელი თავზე მიიდო.
- რა გჭირს ბიჭო დილიდან გირეკავ, სად ხარ? - სანდროს გაკვირვებული ხმა გაისმა ტელეფონს მიღმა.
- ცოტა დავლიე და... რა გინდა შენ? - ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთზე და ამავდროულად ცდილობა ფეხზე წამომდგარიყო.
- ბიჭები სამსახურში ვართ და გამოდი, ნელ-ნელა დაუბრუნდი შენ საქმიანობას - ეშმაკური ხმით ჩაილაპარაკა ტელეფონს მიღმა მამაკაცმა.
- ცოტა გამოვფხიზლდები და ერთ საათში გამოვალ - მობეზრებულმა გასცა პასუხი და ტელეფონი მანამდე გათიშა, სანამ კიდევ რამეს გაიგონებდა.
ნელი ნაბიჯით დაიძრა სამზარეულოსკენ, მაცივრიდან ნაბეღლავი გადმოიღო და ერთი მოყუდებით ნახევრად დაცალა. ლასლასით შევიდა სააბაზანოში და მანამდე არ გამოვიდა საანამ ცოტა გონს არ მოვიდა. უკვე გამოფხიზლებულმა ტანსაცმელი გადაიცვა, ყავა სწრაფად დალია, მანქანის გასაღები აიღო და კომპანიაში წავიდა. იქ მისულს ყველა თბილად შეხვდა, სათითაოდ ეხვეოდნენ და იმედს იტოვებდნენ რომ ისევ დაუბრუნდებოდა თავის სამუშაოს.
- ქალბატონი ელენე შეიძლება? - ღიმილით შეხსნა ელენეს კაბინეტის კარი და შემდეგ მთელი ტანით შევიდა.
- უი ლაშა შენ ხარ? მოდი მოდი. რას შვები აბა? როგორ ხარ? - თბილად მოიკითხა გოგონამ და თორნიკესთან სანამ შეუშვებდა ჯერ თვითონ ეჭორავა, ცოტახანში ელენეს ვიღაცამ დაუძახა და გასვლა მოუწია, ამიტომ ლაშამ თორნიკეს კაბინეტის კარი გახსნა. სურპრიზი ამჯერად სანდრომ მოუწყო და კარს ამოფარებუმა შესვლისთანავე გული გაუხეთქა. მას და თორნიკეს სიცილისგან ცრემლები მოსდიოდათ, ლაშა კი ჯერაც გაშტერებული იყურებოდა.
- თქვენ შ** ხო არ გაქვთ? - გამოფხიზლებულმა წარბები კუშტად შეკრა, კარი მიხურა და ორივე ძმაკაცს დაუბღვირა. - რა იყოთ ავღადავდით რაც ცოლები გვყავსო? - ირონიული მზერა მიაპყრო ორივეს, კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა თუმცა კარები მოულოდნელად გაიღო და ამჯერად გიგამ შეაშინა, რომელიც შემთხვევით შევიდა ოთახში.
- ფუ თქვენი - შეშინებული გვერდზე გახტა, მის ამგვარ ქცევაზე სამივეს სიცილი აუტყდათ, განსაკუთრებით თორნიეკე და სანდრო იცინოდნენ, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი ძირს ხოხავდნენ.
- ვაიმე... ლა...ლაშა... - სულს ძლივს ითქვამდა თორნიკე და რაღაცის თქმას ცდიობდა - ძმობას გაფიცებ შიშები გაქ თუ რა გჭირს? - სიცილისგან მუცელი ეტკინა და ძლივს თქვა თავისი სათქმელი.
- აჰა ჰა ჰა, გადაბჟირდით ხო ? -ირონიულად უთხრა.
- კი - უფრო უარესად დაიწყეს სიცილი.
- აუ ჩემი... მემგონი ამას ღამე ბალიშის ქვეშ დანა უდევს რო ბუებმა არ წაიყვანონ... ვაიმე ცუდად ვარ - კიდევ დიდი ხანი ისმოდა მათი კომენტარები, მხოლოდ იმ განსხვევბით რომ ლაშაც ჩაება მათ სიცილში.
სიცილს რომ მორჩნენ სამსახურის საქმეები განიხილეს, ლაშას დაბრუნების საკითხსაც შეეხნენ და გადაწყდა რომ მომდევნო კვირიდან ისევ გააგრძელებდა თავის საქმიანობას. ათას თემაზე ისაუბრეს, ხუთი საათი ხდებოდა ლაშამ სახლში წასვლა რომ გადაწყვიტა. თორნიკეს კაბინეტიდან როგორც გავიდა, ელენეს კაბინეტში ლანას წააწყდა. გოგონები რაღაცაზე საუბრობდნენ და ლაშას შესვლა მისი ჩახველების შემდეგ გაიგეს. მამაკაცი თვალმოუშორებლად აკვირდებოდა ლანას და ქალს აშკარად აკომპლექსებდა, თითქოს მზერით ცდილობდა ამოეცნო მისი შინაგანი მდგომარეობა.
- ლაშა უკვე მიდიხარ? - ელენემ იგრძნო მათ შორის დაძაბულობა და სიტუაცია განმუხტა.
- ხო საქმეები აქვთ ამათ და ვერ მოვაცდენ - ღიმილით უთხრა, თუმცა თვალი ლანასთვის არ მოუშორებია.
- აუ რაღაც რომ გთხოვო შემისრულებ? - მუდარის ტონით უთხრა ელენემ და ლაშამაც მისკენ გაიხედა. - შეგიძლია ლანა სახლში წაიყვანო? მე უნდა წამეყვანა, მაგრამ საქმეები მაქვს და ვერ ვახერხებ - როგორც კი ეს თქვა ლაშამ ყურები „დაცქვიტა“, ლანას კი სურვილი კლავდა აორთქლებულიყო.
- არ მინდა ელენე, მე თვითონ წავალ - ძლივს ამოიბურტყუნა და დაქალს გაბრაზებული მზერა მიაპყრო.
- მაინც იქით მიდის და თუ ცალია გაგიყვანს, მარტო რატომ უნდა იარო - თითქოსდა უინტერესოდ უთხრა და საწყლად ატუზულ გოგოს თვალები დაუბრიალა.
- ხო ... არ არის პრობლემა, წაგიყვან - ძლივს მოვიდა გონს ლაშა და მათკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. - მე მანქანაში ვიქნები და ჩამოდი - გვერდი აუარა, კარი გახსნა და გარეთ გავიდა, ლანა კი საწყალი ბავშვივით უკან მიჰყვა. როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ, მამაკაცმა მანქანა ადგილიდან დაძრა. ნელა მართავდა საჭეს, თითქოს უნდოდა დრო გაეწელა. ფიქრობდა ლანასთვის რამე ერთქვა, მაგრამ რაღაც აკავებდა. ამ დროს კი ქალს თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა და ერთი სული ჰქონდა როდის გადავიდოდა მანქანიდან.
- როგორ ხარ? - ძლივს როგორც იქნა ხმა ამოიღო და ყველაზე სულელური კითხვა დაუსვა, თან თავის თავზე ნერვები მოეშალა.
- ...კარგად - მოულოდნელობისგან სულ დაიბნა და ძლივს უპასუხა. - შენ?
- კარგად, შესანიშნავად. მომიხდა აქედან წასვალა, უამრავი სიახლე იყო... არანაირი ერთფეროვნება... ნერვებსაც არავინ მიშლიდა, ყველა თავისთვის იყო. - რაც თავში მოსდიოდა იმას ამბობდა და ნამიოკებს ესროდა გოგოს. - შენ... შენ როგორ იყავი აქ ეს ერთი წელი? - ირონიული ხმით უთხრა და თვალი მისკენ გააპარა.
- ჩვეულებრივად - ურეაქციო სახით გასცა პასუხი.
- კარგი რა. ახალ გათხოვილები ჩვეულებრივად არ ცხოვრობენ, ყოველ შემთხვევაში აქედან რომ წავედი ბედნიერებისგან ასხივებდი - ირონიული ღიმილით უთხრა და მიხვდა თავისივე სიტყვებმა როგორ გააბრაზა.
- მე... იცი მე... - დაბნეულობისგან აღარ იცოდა რა ეთქვა.
- მოვედით - უცებ დაამუხრუჭა ლაშამ და ლანას შეხედა. - მგონი რაღაცას მეუბნებოდი ხომ?
- ხო-ჩუმად ამოილაპარაკა და ირონიულად მომზირალ ბიჭს აახეზე დააკვირდა. - იმის თქმა მინდოდა რომ შესანიშნავად ვიყავი. ცხოვრებაში არ მიგრძვნია თავი ესე ბედნიერად. მთელი წელი ისე გავიდა, რომ ცუდი არაფერი მომხდარა და ყველა ბედნიერად ვცხოვრობდით. ბიჭებმაც მშვენივრად მიიღეს ჩემი მეუღლე, თითქმის სულ ერთად იყვნენ. ყველგან დადიოდნენ და ერთმანეთის გარეშე არაფერს არ აკეთებდნენ. - ღიმილით ჩამოურაკრაკა ყველაფერი და კარი გამოხსნა. გადასვლამდე მიაძახა ნახვამდისო და სადარბაზოში შევიდა. გაშტერებული იყურებოდა ლაშა რამდენიმე წუთი და ცდილობდა მოსმენილის გააზრებას. გონზე მოვიდა თუ არა, გამწარებულმა საჭეს მუშტი დაარტყა. უცებ დაძრა მანქანა და დიდი სისწრაფითწავიდა. მანქანა კომპანიასთან გააჩერა თუ არა, გიჟივით შევარდა შენობაში. ელენე კაბინეტში არ იყო და პირდაპირ შევიდა თორნიკესთან, იქ კი ელენე და გოგოები დახვდნენ თავისი ქმრებით, თან გულმოდგინედ იცინოდნენ. გამწარებული ლაშა რომ დაინახეს ყველას სახეზე გაკვირვება დაეტყო.
- ხო მშვიდობაა ? - ელენე სკამიდან წამოდგა და წინ დაუდგა ბიჭს.
- არა თქვენ ძმაკაცები ხარ? გეკითხებით. ძმაკაცი ძმაკაცს ესეთ რაღაცას გაუკეთებდა.- გაბრაზებული ყვიროდა თუმცა არა ისე რომ ყველას გაეგო.
- რა მოხდა კი მაგრამ? - ახლა მაკა დაუდგა წინ.
- რა მოხდა და გიპოვნიათ ჩემი შემცვლელი და ეგ მოხდა. ერთობოდნენ თურმე ბიჭები, ვიღას ახსოვდა ლაშა. - ხელებს გიჟივით იქნევდა და ხან ერთს შეხედავდა, ხანმეორეს და ხან მესამეს. - რა იყოთ გაგიკვირდათ? თუ ვერ მიხვდით ვისზე ვამბობ?
- ვერა ვერ მივხვდით და იქნებ ცოტა ნერვები დაიწყნარო - თორნიკე გაბრაზდა და ტონს აუწია.
- ვისზე და ლანაჩკას ქმარზე . ეხლა ხო გაიგეთ? - ირონიულად თქვა და ყველას აღრენილმა გადახედა.
- ვისზე? - გაკვირვებულმა იკითხა სანდრომ.
- აააა მეც არ გამიკვირდა ვისზე ამბობსთქო - უცებ წამოიყვირა ნინომ და ყველას თვალები დაუბრიალა. - კარგი რა მაგაზე ბრაზდები?
- არ უნდა გავბრაზდე? - წარბებ შეკრულმა გადახედა და ისეთი სახე მიიღო რომელიც ამბობდა როგორ მაკადრეო.
- რა გვექნა აბა, ლანას რო ვპატიჟებდით ხოლმე ისიც თან დაყვებოდა და ბიჭებთან ერთად იყო სულ. - თავი იმართლა ელენემ და ბიჭებს გადახედა დამეხმარეთო.
- კაი ბიჭო რა ეგ როგორ იფიქრე? უბრალოდ ლანას ქმარია და რა გვექნა აბა გოგოს ხო არ ვაწყენინებდით - გიგა გამოვიდა ამჯერად სიტყვით. ყველა რაღაცას ეუბნებოდა ლაშას და ცდილობდნენ დაერწმუნებინათ რომ თემო მას ვერასდროს შეცვლიდა. ბოლოს როგორც იქნა დაამშვიდეს.
- კარგით ხო გეტოთ ეხლა - უცებ წამოდგა ფეხზე - წავედი მე ჩემებს უნდა გავუარო და მერე სახლში წავალ, აბა თქვენ იცით - სათითაოდ დაემშვიდობა ყველას და კარს მირმა გაუჩინარდა.
- რა მაგარი ვერ აქვთ- წამოიძახა სანდრომ და ყველამ სიცილი დაიწყო.
- ეგ როგორ მოატყუა გაგიჟებულია ბიჭი - სიცილით თქვა ელენემ. იმდენი ხანი იცინეს ცუდად კინაღამ ცუდად გახდნენ. შემდეგ კიყველა სახლში წავიდა.



1 წლის წინ


- თემო? – ბედნიერი ღიმილით უყურებდა მამაკაცს და ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეტებინა.
- არ ჩამეხუტები? - სიცილით გაშალა ბიჭმა ხელები და დაელოდა როდის მოჰხვევდა გოგოს ხელებს, მანაც რათქმაუნდა არ დააყოვნა და მთელი ძალით მოჰხვია ხელები მამაკაცს. სანამ მოშორდებოდა ყველამ მათ მაგიდასთან მოიყარა თავი ლაშას ჩათვლით, როგორც კი მოშორდა თემოს თავის მეგობრებს წარუდგინა და გააცნო. დააფიქსირა ლაშას მიშტერებული მზერა თემოზე , თუმცა ყურადღება არ მიაქცია, თემო გაგას გვერდით დასვა სხვა მაგიდაზე. როგორც კი მუსიკები დაიწყო ყველა ფეხზე წამოიშალა, სრულებით არ გრძნობდა ელენე უხერხულობას თემოს მკლავებში და ცეკვავდა. მემგონი ყველა მუსიკაზე იცეკვეს რაც კი გაჟღერდა, ამავდროულად ლანა ლაშას უყურებდა. პირველი რამოდენიმე ცეკვა ხედავდა რომ მამაკაცი გაბრაზებული იყო, თუმცა როგორც სჩანს შემდეგ ვირაც გოგო დაკერა და მთელი ღამე მასთან ერთად ცეკვავდა. ეს ლანას აღიზიანებდა, მაგრამ ცდილობდა არ შემჩნეოდა.
- ლან წამო ერთი წამით რა - ყურში ჩასჩურჩულა თემომ და აივნისკენ წაიყვანა. აივანზე გასულმა კარი მიხურა და გოგოს პირდაპირ დაუდგა.
- რამე მოხდა? - გაკვირვებულმა გახედა ლანამ.
- არაფერი უბრალოდ მომნატრებიხარ - ღიმილით უთხრა და ტუჩები ლოყაზე მიაწება, შემდეგ კი ხელები მოჰჰხვია და მკერდზე მიიხუტა. ცოტახანი იდგნენ ასე ბოლოს კი ისევ დარბაზში დაბრუნდნენ და დილამდე გააგრძელეს გართობა. ქორწილის მეორე დღეს ელენე დათორნიკე ერთი კვირით ხევსურეთში წავიდნენ, ასე მოისურვა ქალბატონმა. იქიდან რომ ჩამოვიდნენ მეორე დღეს ყველა მათთან აპირებდა მისვლას. ლანას გარდა ყველა იქ იყო. ჯერ საჭმელები გააკეთეს, შემდეგ სუფრა გაამზადეს და საქეიფოთ დასხდნენ. აშკარად ეტყობოდა ლაშას რომ რაღაცის კითხვა უნდოდა მაგრამ არაფერს ამბობდა. ერთი საათის შემდეგკარზე ზარი იყო, ელენე წავიდა კარის გასაღებად, მას ტორნიკე მიყვა.
- ვაიმე როგორ მომენატრეთ. - ორივეს ძლიერ ჩაეხუტა.
- ესე თუ გაგიხარდებოდა ცოტა ადრე ჩამოვიდოდით - სიცილით უთხრა თორნიკემ და ნელა მოშორდა ქალს.
- თქვენ არც კი იცით რა მოხდა - ცოტა მშვიდად იტყოდა რომ ცოდნოოდა რომ სახლში მათ გარდა კიდე იყვნენ სხვები. - თემომ ცოლობა მთხოვა - მისაღებისკენ მიდიოდა და თან ისე დაილაპარაკა - მეც დავთანხმდი - ბედნიერი სიცილი სახეზე შეახმა როდესაც რამოდენიმე წყვილ თვალი დაინახა მისკენ მომზირალია. სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული რომ ლაშა ფეხზე წამოვარდა და მთელისისწრაფით გავარდა გარეთ, ისე რომ ვერავინ ვერაფრის თქმა მოაზერხა.
- რა თქვი? - გაოცებული დაუდგა ელენე ლანას წინ და გაბრაზებული თვალები მიანათა.
- მე... მე უბრალოდ მინდოდა... არ ვიცოდი რომ ის აქ იყო - გაშტერებულმა ამოილაპარაკა და ვერ მიხვდა რა ექნა - მე უბრალოდ მინდოდა გაგხუმრებოდით შენ და თორნიკეს... არ ვიცოდი აქ თუ იყვნენ - ტირილამდე მისულმა ჩაილაპარაკა და ყველას ტვალი მოავლო.
- ბიჭებო ლაშასთან წადით და უთხარით რომ ამ სულელს გართობა მოუნდა და მაგიტომ თქვა- ელენემმ უცებ დაარიგა ბიჭები და ისინიც სწრაფად გაცვივდნენ სახლიდან. - ქალბატონო დაჯექი ეხლა და გვითხარი ყველაფერი - გაბრაზებულმა მოკიდა ხელი და გოგოების წინ დასვა.


- კი მაგრამ ლაშა
- არავითარი ლაშა. გეხვეწებით თუ ოდნავ მაინც პატივს მცემთ, სახელი ლანა აღარ ახსენოთ - მუდარა გაისმა ლაშას ხმაში, თუმცა სიბრაზე ჯერ კიდევ ემჩნეოდა.
- უბრალოდ ისე არ არის როგორც შენ გგონია - მოწყენილმა უთხრა ნინომ. - სინამდვილეში ლა...
- ნინო - გაბრაზებულმა დაუძახა და თვალები დაუბრიალა. როგორ ეგონდა ნინოს რომ უცებ მოახერხებდა რამის ტქმას თუმცა ვერ მოასწრო. - კარგით წავედი და ტქვენ იცით. მომენატრებიტ ყველა - სათითაოდ გადაეხვია ყველა მათგან და როგორც კი მისი რეისი გამოცხადდა გასასვლელისკენ დაიძრა, წამით უკან შემოტრილდა , ყველას თვალი მოავლო და ისევ განაგრძო გზა, ნელ-ნელა კი თვალს მიეფარა. ყველა მაინც იქით იყურებოდა სადაც ლაშა გაუჩინარდა და სივრცეს უსწორებდნენ თვალს, გოგოებს თვალები ცრემლიანი ჰქონდათ.
- ელენე - შორიდან მოისმა ლანას ხმა და ყველამ კარისკენ გაიხედეს. ლანა მორბოდა გიჟივით და როგორც კი მათ მოუახლოვდა ლაშას დაუწყო ძებდა, მაგრამ ვერც ერთ ადამიანში ლაშა ვერ ამოიცნო.
- წავიდა - ჩუმად ჩაილაპარაკა მაკამდა ლანას შეხედა რომელსაც თვალები აუწყლიანდა და სახე მლაშე სითხით დაენამა.



--------------------------

მადლობა ყველას, იმედია მოგეწონათ. <3 :*



№1  offline წევრი Lana Tomlinson

რა კარაგია.. love ველოდები გაგრძელებს. love

 


№2  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

მალე დადე რა შემდეგი თავიი
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№3  offline წევრი isterichka123

რაკარგი ტავი იყო რასულელია ეს ლანა აბა რაეგონა კაი გაგრძელე

 


№4  offline აქტიური მკითხველი tatuka20

Rogor mikvars es istoriaa.agar daagviano dadeba raa moutmenlad velodebi.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent