შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მირა (სრულად)


26-06-2016, 23:27
ავტორი nicol
ნანახია 15 041

მაშინ როცა ეს ამბავი იწყება, არც ისე იღბლიანი პერიოდი მქონდა. დავიწყოთ იქიდან რომ დასრულდა ჩემი ცხოვრების თითქმის ოთხწლიანი ურთიერთობა. როგორც მაშინ ვფიქრობდი საკმაოდ მნიშვნელოვანი. ვერ ვიტყვი რომ მიმატოვეს (ან არ მინდა აღიარება), თუმცა მაინც მძიმე იყო მასთან განშორება. არა იმდენად ადამიანთან განშორება რამდენადაც თვითონ ცხოვრების სტილის შეცვლამ შემაშინა (არადა მეგონა მამალი მგლისაც არ მეშინოდა). ალბათ ჩემი ბრალიც იყო - არაფრის შეცვლა არ მინდოდა, ის კი ალბათ ოჯახისთვის ემზადებოდა. წასვლისას მომაძახა კიდეც - შენ თუ გელოდე, იმ ასაკამდე არ იფიქრებ ოჯახის შექმნაზე, რომ ბოლოს საკურთხევლის და ქორწილის დასიზმრება ან შემრცხვება ან დამავიწყდებაო. მაშინ დიდად ვერ გავიგე რას ითხოვდა ჩემგან. ვერაფრით ვხვდებოდი რატომ უნდოდა ისედაც მშვიდი და სტაბილური ურთიერთობის არევა და რაღაც ჩარჩოებში მოქცევა. ქალებს რას გაუგებ? ჰოდა ვერც მე გავუგე და გავუშვი. ვაღიარებ, თავიდან გამიჭირდა. მერე უმისობას შევეჩვიე და ბოლოს სულ დავივიწყე.
ის იყო სულიერი ტრავმა მოვიშუშე, რომ სამსახურში გამომიცხადეს - შტატის ნაწილი რეგიონებში უნდა გადანაწილდესო. გადაგვთვალეს ისეთი კადრები რომლებსაც ოჯახი არ გვყავდა, სამივლინებო თანხების ანაზღაურებას დაგვპირდნენ და სანამ გონს მოსვლა მოვასწარით რეგიონების გზას გაგვიყენეს. იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის რომ ისიც კი ვიფიქრე, მაკამ მომიწყო-მეთქი.
ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ სიახლის მთელი „სიტკბოება“ თბილისს უკვე საკმაოდ მოშორებულმა მანქანის საჭესთან მჯდომმა გავიაზრე. სხვა რა გზა იყო, კიდევ ერთ გრანდიოზულ ცვლილებას უნდა შევგუებოდი.
პროფესით გეოლოგი ვარ. წესით ალბათ არ უნდა გამკვირვებოდა საკუთარი მივლინება, მაგრამ როგორც ზევით აღვნიშნე ცვლილებებს რთულად ვეგუები. ახლაც არ მივდიოდი დიდი სიხარულით, მაგრამ წუწუნს რა აზრი ჰქონდა? ან ვისთან მეწუწუნა? ჰოდა ავუწიე მუსიკას და გადავწყვიტე სანამ ადგილზე ჩავიდოდი საკუთარ თავში სიმშვიდე მეპოვნა. ჯანდაბა! ისევ მაკას ფრაზებით ვლაპარაკობ. მავნე ჩვევა - ვცდილობ გადავეჩვიო.
I'm A Late Night Lover - სასიამოვნო ხრინწშეპარული ხმა იღვრებოდაა სალონში და ვცდილობდი წარმომედგინა მე როგორი გვიანი ღამეები მელოდა უახლოესი დღეების განმავლობაში. დიდი ვერაფერი წარმოვიდგინე და გადავწყვიტე ცხადად მენახა.
უკვე საღამოვდებოდა დანიშნულების ადგილს რომ მივაღწიე. გეოლოგების ჯგუფი დიდი ხნით ადრე იყვნენ ჩასულები და უკვე სამუშაოს დიდი ნაწილიც შესრულებული ჰქონდათ. მე მათი ხელმძღვანელობა მევალებოდა. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა ნაცნობი სახეების დანახვა. სოფლის გამგეობას ჩვენთვის სამუშაო ოთახებიც გამოეყო. ჩემი პირადი კაბინეტი მანახეს - უკომენტაროდ. თუმცა მეტს მაინც არ ველოდი. ჩვეულებრივი ოთახი იყო, ხის იატაკით და მწვანე კედლებით. შეძლებისდაგვარად მოხერხებული საწერი მაგიდით აღეჭურვათ. კედელზე რამდენიმე ცუდადდამაგრებულ თაროზე აქა-იქ წიგნები შემოეწყოთ. ერთ-ერთ მათგანზე საკმაოდ ჩასუქებული ობობა დასეირნობდა, მისი გაბარიტების შემხედვარეს ლუი უნდა რქმეოდა (ჰმ, ანიმაციური სერიალი - მაკას კიდევ ერთი გავლენა, თუმცა არ ვიცი გადაჩვევა ღირს თუ არა).
ოთახთან ნახევარსაათიანი კონტაქტის მერე მივხვდი რომ შევეჩვეოდი. ეზოში გამოვედი, კიბეზე დავეშვი და ფეხი კინაღამ ცხოველის „პატივში“ ჩავდგი.
-ჯანდაბა! აქ რა ძროხებსაც უშვებენ? - შემოღობილ ეზოს თვალი მოვავლე და შევეცადე გამეგო საიდან შეძლო შემოღწევა უნამუსო პირუტყვმა.
წინ მიმავალმა გიორგიმ, რომელიც უკვე რამდენიმე თვე იყო უკვე აქ იმყოფებოდა და აქაური კილოც აეკიდებინა, გაიცინა და ისე თითქოს უპირატესობას მიმტკიცებსო გამეღრიჭა.
-რა ძროხა, ვერა ხედავ? ეს ღორის პატივია.
-ბოდიში, - უკვე მოთმინების ზღვარზე მყოფმა ჩავიღრინე. - ასე ერთი თვალის შევლებით ვერ გავარჩიე. თუ გამატან ლაბორატორიაში წავიღებ და დაგიზუსტებ.
-ჯერ ახალი ხარ, - ისევ გაიცინა გიორგიმ. - მალე მიეჩვევი. - დამამშვიდა და მხარზე ხელი მეგობრულად დამარტყა.
კაცმა რომ თქვას რას ვერჩი ახლა ამ კაცს? ასაკითაც ჩემზე უფროსია და არც ისეთი არაფერი უთქვამს. ღრმად ჩავისუნთქე და ჩემი საცხოვრებელი ოთახისკენ გავემართე. რა შემიძლია ვთქვა ოთახზე? - შევეგუები. დიასახლისსაც არა უშავს, სხვა თუ არაფერი გემრიელ კერძებს მაინც ამზადებს.
პირველი კვირა - ასე მგონია შუმერულად ვსაუბრობ. ჩემი უბრალოდ არ ესმით და ყველა ჟესტების ენაზე მელაპარაკება. დილით შემხვედრს ვცდილობ მივესალმო, ის კი რამდენიმე გაუგებარ ბგერას წარმოთქვამს და ხელისაწევით მესალმება.
მეორე კვირა - სავარაუდოდ ინგლისურად საუბარზე გადავედი. ნაწილობრივ ესმით ჩემი, მაგრამ არა ბოლომდე. დლით „სამსახურში“ მისული დამლაგებელ ლუბას ვეეკითხები:
-ქალბატონო ლუბა, სად არის ლუი? - და ამაოდ ვაცეცებ თვალებს ახლადგადაწმენდილ თაროზე.
-ვინაა ლუი? - გაოცებული მიყურებს ლუბა. - რომ მოვედი არავინ დამხვედრია. ეზოში მარტო ქელეხსაშვილების ძროხა დაბოდიალობდა და იმასაც მე მგონი მარგოს ეძახიან.
მესამე კვირიდან როგორც იქნა ერთ ენაზე დაიწყეთ საუბარი. ალბათ შევეჩვიეთ ერთმანეთს. ჩვენს დაახლოებაში ალკოჰოლმაც საკმაო როლი ითამაშა. სოფლის ჭაჭა მაინც თავისას შვება და ვერც კი ხვდები როდის იწყებ განსხვავებული „კულტურის“ შესისხლხორცებას.
ჰო, მესამე კვირას კიდევ მირა გავიცანი.
სამუშაო დღე სრულდებოდა. სულ ცოტაც და მოვიფიქრებდი საღამო როგორ ჩამემთავრებინა. კარზე კაკუნმა შემაკრთო. არა, არც ასეთი სუსტი გული მაქვს რომ კარზე დაკაკუნებამ გული გამოხეთქოს. უბრალოდ სამი კვირის განმავლობაში ვისწავლე რომ აქ არავინ აკაკუნებს. კარი თუ იღება, კარგი ბიჭი ხარ და ვინმე შეაკავე. აქ სახლში ტრუსიკით გავლაზე ოცნებასაც კი დიდი ხანია შევეშვი.
ჩავახველე და ჩაწმენდილი ხმით გავძახე:
-მობრძანდით!
კარი გაიღო და ოთახში ასე 17-18 წლის გოგონა შემოვიდა. ჯინსებსა და კედებში გამოწყობილი. თხელი ჟაკეტი, რომელიც სავარაუდოდ რამდენმე წუთის წინ თეთრ ბრეტელებიან მაისურზე უნდა ჰქონოდა მოცმული, ახლა წელზე შემოეხვია და ქამართან გაენასკვა. მიპატიჟებას არ დალოდებია ისე წამოვიდა მაგიდისკენ და ჩემს წინ სკამზე მოხერხებულად მოეწყო.
გაკვირვებული ვუყურბდი და ველოდი როდის მომახსენებდა ესოდენ უცნაური ვიზიტის მიზეზს.
-სალამი, - არ ჩქარობდა.
-საღამო მშვიდობის. - შევეცადე „საუბარში“ ავყოლოდი.
-შენთან ერთი წინადადება მაქვს. - გამაოცა მისმა უშუალობამ.
-გისმენ.
-შეგიძლია ცოლად მომიყვანო? - ისე ჩვეულებრივად მითხრა გეგონება მათემატიკის საკონტროლოს გადაწერას მთხოვდა.
გაოგნებისგან დავდუმდი. მეტყვის ვინმე, რა შეიძლებოდა მეპასუხა ამაზე? ეტყობა დიდი ხანი გამომივიდა დუმილი. გამომეტყველება შეეცვალა, ახლა უფრო თანაგრძნობით მიყურებდა.
-წყალი გინდა? - ცდილობდა გონზე მოვეყვანე.
-ჰმ... - ჩავახველე, - რა გქვია?
-მირანგულა, - ტუჩი აიბზუა და ისე მითხრა, - შენ მირა დამიძახე. - დიდსულოვნად დამრთო ნება.
-მირა, რამდენი წლის ხარ?
მე მგონი კითხვით ცოტა ვაწყენინე, აშკარად დავინახე როგორ მიიწევდნენ მისი წარბები ერთმანეთისკენ და საბოლოოდ მათ შორის გაჩენილი ზოლიც შევამჩნიე.
-არავინ გიჩივლებს. - ნამდვილად ვაწყენინე.
-ეგ უკვე კარგია. - გავუღიმე, ვცდილობდი კეთილგანწყობა დამებრუნებინა. - რატომ გინდა გათხოვება?
-არ მინდა. - ჯერ ისევ ნაწყენმა გადმომხედა. აშკარად ბრაზობდა, მისი რომ არ მესმოდა.
-აბა გაიძულებენ? - ახლა მე შევჭმუხნე წარბები.
ცოტათი ჩაფიქრდა.
-შეიძლება ასეც ითქვას. - მცირე დუმილის შემდეგ დაამატა, - წელს სკოლას ვამთავრებ და სწავლის გაგრძელება მინდა.
-მერე, მაგისთვის გათხოვება აუცილებელია? - კიდევ უფრო დამებნა თავგზა.
-ჩემთვის კი...
-ფინანსური მდგომარეობის გამო? - მეც კი გამაბრაზა საკუთარმა კითხვამ.
მირაც გაბრაზდა. ტუჩები გაბუსხა, უსიტყვოდ წამოდგა და მტკიცე ნაბიჯით გაემართა გასასვლელისკენ. კარებთან დავეწიე. მაჯაში ხელი მოვკიდე და შევაჩერე. საოცრად წვრილი მაჯა ჰქონდა, თითებში ჩამეკარგა.
-არ გაბრაზდე რა... - შემოვატრიალე და ისევ სკამისკენ წამოვიყვანე. - ჩემთვისაც პირველია ასეთი წინადადება და ცოტა ავღელდი. - ჩემდაგასაკვირად ხუმრობას მიმიხვდა და გაეღიმა. არადა მაკა სულ იმას მიმეორებდა რაღაც მარსიანული იუმორი გაქვს და დედამიწაზე ვერავინ გაიგებსო. ჯანდაბა, რატომ ეკვეხება წარსულის მოგონებებში ყოველთვის მაკა? - მოდი გასაგებად ამიხსენი ყველაფერი და შევეცდები რითაც შემეძლება დაგეხმარო. - მირა სკმზე დავსვი, მე კი მის წინ მაგიდაზე ჩამოვჯექი და შევეცადე სანდომიანი სახე მიმეღო.
-ბებო და პაპა არაფრით გამიშვებენ თბილისში სასწავლებლად. ერთადერთი გამოსავალი იქ გათხოვებაა. - გულწრფელი თვალებით ამომხედა, თითქოს უზარმაზარი ტკივილი გამიზიარა.
გონებაში გამეღიმა მის ბავშვურობაზე. გარეგნულად არაფერი შევიმჩნიე, შემეშინდა ისევ არ წყენოდა.
-მშობლები? - სახე შეეცვალა და მაშინვე ვინანე უნებურად წამოცდენილი კითხვა.
-არ მყავს. - მოკლედ მომიჭრა.
-არამგონია ბებო და პაპამ ასეთი კატეგორიული უარი გითხრან, - შევეცადე საუბრის თემა შემეცვალა, - თუ აუხსნი, დაგთანხმდებიან.
ცოტა ხნით გაჩუმდა. მერე წამოდგა და წასასვლელად მოემზადა.
-გინდა მე დაველაპარაკები? - ისევ ვცადე შემეჩერებინა.
-არ ღირს. - არ მობრუნებულა ისე მითხრა და კარისკენ დაიძრა.
-მოიცადე, - მეც წამოვდექი. - სახლში ერთად წავიდეთ, მეც მოვრჩი უკვე მუშაობას. - ვერც კი მივხვდი რატომ შევთავაზე. თითქოს მისი გაშვება დამენანა. ბოლო პერიოდში იშვიათად ვხვდებოდი ადამიანს, რომელთანაც ასე გულღიად შემეძლო საუბარი.
დამელოდა და ეზოში ერთად გამოვედით. ჭიშკართან გაჩერებული ჩემი მანქანისკენ წავედი. მირა ღიმილით გამომყვა.
-რა გაცინებს? - ვკითხე და კარები გამოვაღე.
-„სამსახურში“ მანქანით დადიხარ? - მანქანის ზევიდან გადმომხედა და თვითონაც გამოაღო კარი.
რა თქმა უნდა მივუხვდი ირონიას. ნამდვილად არ იყო მანქანით სიარულის საჭიროება, უბრალოდ იმდენად მიჩვეული ვიყავი საჭესთან ჯდომას, რომ ფეხით სიარულზე უარს ვამბობდი.
არაფერი ვუპასუხე ჩავჯექი და ძრავი დავქოქე. თვითონ გვერდით მომიჯდა და ღვედი შეიკრა. თან ღიმილით გაუსწორა თვალი ჩემს უკმაყოფილო მზერას.
-არ დაგაჯარიმონ. - უკვე დაუფარავად ჩაიცინა და შეამოწმა კარგად იყო თუ არა ღვედი შეკრული.
მეც გამეღიმა და მანქანა დავძარი.
პირდაპირ სახლში მივიყვანე. მაინტერესებდა სად ცხოვრობდა. სანამ მანქანიდან გადავიდოდა ორმა ქალა ჩაგვიარა და საკმაოდ საეჭვო მზერა გამოგვაყოლა. უკვე მანქანიდან გადასული მირა ღია კარებში დაიხარა და გამიცინა:
-ახლა უკვე მართლა მოგიწევს ჩემი ცოლად მოყვანა, სოფლის „პირველწყაროს“ გამგემ და მისმა მოადგილემ დაგვინახეს როგორ მომაცილე სახლში მანქანით და ეს აქაურ ენაზე დაოჯახებას ნიშნავს. - გულიანად ჩაიკისკისა, თვალი ჩამიკრა და ეზოში გაუჩინარდა.
კიდევ დიდხანს ვიჯექი მანქანაში და დღევანდელი საღამოს გაანალიზებას ვცდილობდი. რა იყო ეს? ყველაზე ამოუცნობი რამ ჩემს ცხოვრებაში. ისეთ ადამინს შევხვდი, როგორსაც ალბათ ვეღარასოდეს შევხვდებოდი. მეგონა ერთადერთი იყო სამყაროში. მაოცებდა მისი შინაგანი თავისუფლება და მეცოდებოდა ამ ადგილისთვის.
როცა მივხვდი რომ ზედმეტ სენტიმენტებში გადავდიოდი, მანქანის ძრავი დავქოქე და სახლისკენ გავუდექი გზას.
მართალი აღმოჩნდა მირა - შპს „პირველწყარომ“ თავისი საქმე ფრიადზე შეასრულა და მეორე დღეს სამსახურში მისულმა შევამჩნიე რომ დამლაგებელი ლუბა დიდხანს წმენნდა ჩემი „კაბინეტის“ იატაკს და ლამის სულ აყარა ისედაც საჭვოდ მოჭრაჭუნე ხის იატაკი, იატაკისჯოხის ზედმეტი ხახუნით. ვხვდებოდი საუბრის დასაწყებად მიზეზს ეძებდა. არ ვიმჩნევდი, ოლიმპიური სიმშვიდით ჩავკირკიტებდი ნახაზებს და „გამძლეობანას“ ვეთამაშებოდი. ბოლოს ისევ ლუბას უმტყუნა მოთმინებამ და გაბედა ჩემ მაგიდასთან მოახლოება. იატაკის ჯოხი მაგიდაზე ააყუდა, თვითონ კი სკამზე ჩამოჯდა და შეთქმული მზერა მომაპყრო. რამდენიმე წამი კიდევ ვითამაშე ქალბატონი ლუბას ნერვებზე და თავი არ ავწიე. ბოლოს რომ მივხვდი უკვე ადგილზე ცმუკვას იწყებდა, ზანტად დავიწყე მოძრაობა და ბოლოს როგორც იქნა თვალი გავუსწორე. შევეცადე სახეზე არანაირი ემოცია არ გამომხატოდა.
-შვილო, - არც ისე კარგი დასაწყისი იყო, ჭკუის დარიგებას გავდა. ცალი წარბი უნებურად გამექცა ზევით. - სხვის საქმეში ჩარევა არ მიყვარს, - ეთიკის ნორმები რომ არა ფილტვების დახეთქვამდე ვიხარხარებდი. - მაგრამ არც შენ ხარ სხვა და არც ის გოგო. - რატომღაც იმ გოგოზე ხმა დაიდაბლა და მეტად იდუმალი ინტონაცია მისცა. ისევ უემოციოდ ვუყურებდი. - არაა ცუდი გოგო... ობოლია, საცოდავი. - თავი სინანულით გადააქნია და ხელი ჩაიქნია. ვხვდებოდი რომ ზღვარზე ვიყავი. ცოტაც და... - საცოდავ ლენას და გოგიას მის მეტი არავინ ჰყავთ. ეეეჰ, რა გოგო იყო მირანგულა. დედამისი - დამიზუსტა, რომ არ შემშლოდა. - მთელ სოფელს თვალი ზედ რჩებოდა, მაგრამ თვითონ არავინ იკადრა. - წყენანარევი ტონი შევამჩნიე. - სწავლაო აიტეხა და ქალაქში გადაბარგდა, მაგრამ... - კიდევ ერთხელ ჩაიქნია ხელი. - ვიღაცამ შეაცდინა იქ და კი დაბრუნდა იმხელა მუცლით. არადა რა გოგო იყო? აქაურები სულ ხელის გულზე ატარებდნენ. არ მოინდომა და მოკალი თუ გინდა... მოჭრა თავი მშობლებს... - ცოტა შეისვენა, სავარაუდოდო მეტი ეფექტისთვის უნდოდა მაქსიმალურად მძაფრად აღმექვა ისტორიის მთელი ტრაგიზმი. - საბოლოოდ კი გადაყვა მშობიარობას. - აქ კი მართლა დავიძაბე. იმ წუთას გული საშინლად მეტკინა. თითქოს მირას ტკივილი ვიგრძენი. - ბავშვის მამის ვინაობაც საფლავში წაიღო და დარჩა ეს გოგო ბებია-პაპის ამარა.
-სევდიანი ისტორიაა, - პირველად ამოვიღე ხმა. მე თვითონ გამიკვირდა საკუთარი ტემბრის სისუსტე. მაინც იმოქმედა ამ ყველაფერმა ჩემზე. - მაგრამ მე რატომ მომიყევით?
-რატომ და... - ცოტა შეყოყმანდა, ფიქრობდა ღირდა თუ არა ყველაფრის თქმა. - მთელი სოფელი ლაპარაკობს უკვე... მანქანით დაყავსო და...
-მერე! - უკვე მოთმინებას ვკარგავდი.
-ცოდოა, შვილო, ობოლია... - მოჩვენებითი მოკრძალებით გამიღიმა.
-მირას შესაცოდი არაფერი სჭირს. - ვცდილობდი მაქსიმალურად მომეთოკა თავი და ზედმეტი არ მომსვლოდა. - ბევრად მეტი გააჩნია, ვიდრე რამდენიმე უსაქმურ მოლაყბეს ერთად აღებულს. და მეორეც, მე და თქვენ რომ ვსაუბრობდით ფანჯარიდან საკმაოდ ბევრმა ადამიანმა დაგვინახა და რას ფიქრობთ ამაზე? რამე უხერხულობას ხომ არ შეგიქმნით? - გაავებული ვუყურებდი თვალებში.
უცბად შეეცვალა სახე, - უი, საქმე მაქვსო - წამოიძახა, იატაკის საწმენდს ხელი დაავლო და ოთახიდან გავიდა.
ბრაზისგან ერთიანად ვკანკალებდი. ახლა უფრო მძაფრად გავაცნობიერე როგორ უჭირდა ამ გარემოში არსებობა ისეთ ადამიანს, როგორიც მირა იყო.
იმ დღეს არ მინახავს. იმიტომ არა რომ როგორც მავანი უსაქმურნი ამბობდნენ - უხერხული იყო. უბრალოდ თვითონ არ გამოჩენილა. სურვილი მქონდა, თუმცა არა დაუძლეველი.
მეორე დღეს თვითონ მომაკითხა, ისე უბრალოდ მოსაკითხად. მესიამოვნა... ზედმეტადაც. ამჯერად მანქანისკენ არ წავსულვარ. მრავალმნიშვნელოვნად ჩაიცინა და მსუბუბუქი ნაბიჯით გამომყვა გვერდით. მთელი გზა მის სახლამდე ხმა არ ამოგვიღია, მაგრამ შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ ყველაზე მეტყველი დუმილი იყო მთელი ჩემი 26 წლიანი ცხოვრების მანძილზე. მირა ისეთი ადამიანი იყო, რომელთან დუმილიც არ მეუხერხულებოდა.
მესამე დღეს კვლავ შემახსენეს, რომ მირას ცხოვრებაში ვიჭრებოდი და „საქვეყნოდ თავს ვჭრიდი“. საღამოს მანქანასთან სამი ასე 18-19 წლის კაი გვარიანი გარუჯული ჯეელი დამხვდა და - ერთი ძმაო აქეთ მოიწი, საქმე გვაქვსო. - მეგობრულად „მთხოვეს“. „მივიწიე“. ერთი, რომელიც სავარაუდოდ საქმის მოთავე იყო წინ დამიდგა და როგორც ალბათ თვითონ ეგონა, ჯიქურ ჩამხედა თვალებში. გამეღიმა. მე მგონი შეუაცხყოფად მიიღო.
-რა გინდა იმ გოგოსთან? - მკაცრი იყო.
-რომელ გოგოსთან? - ზედმეტად მშვიდი ვიყავი.
-ბევრ გოგოსთან დადიხარ? - სიტყვაზე „წამომიკიდა“.
-გააჩნია როდის. ახლა მაგალითად სამ „ვაჟკაცთან“ ერთად ვადგავარ და ტკბილად ვმუსაიფობ.
-ჰოდა, ეს სამი ვაჟკაცი იქნება თავპირს რომ გაგიერთიანებს, თუ იმ გოგოს არ შეეშვები. - მეტი დამაჯერებლობისთვის მუშტები შეკრა.
-მართალია, - ისევ აუღელვებლად განვაგრძე, - შეგიძლია თავპირიც დამალეწო და წელშიც გადამტეხო, მაგრამ ჩემი აზრით ამით საქმეს მაინც არ ეშველება.
-რატომ? - ჯერ ისევ უნდობლად მიყურებდა.
-ნაცემი უფრო შევეცოდები „იმ გოგოს“. - შევეცადე არ გამღიმებოდა.
-აბა, რას მთავაზობ? - შეეცადა მთელი თავისი ირონია ჩაექსოვა.
-პირდაპირ რომ მომკლა? - „გულწრფელად“ შევთავაზე.
არ ელოდა, მიუხედავად ირონიისა მაინც შეცბა.
-და „სროკზე“ წავიდე არა?
-ჰოო, „სროკი“ ცუდია, - ჩაფიქრებული მივეყრდენი მანქანის კარს. - რამდენი წელია განზრახ მკლელობაზე? - კითხვით სავსე მზერა მივაპყარი. - ვითომ დაგელოდება?
-შენა, ჭკუისკოლოფო, - აშკარად მოთმინებას კარგავდა.
არადა მე პრეტენზია ცინიკოსობაზე მქონდა.
-რას გეტყვი იცი? - ერთიანად წამოწითლდა, - მე ჩემი სათქმელი გითხარი და აწი შენ იცი. მეორედ ასეთი კეთილი აღარ ვიქნები.
ამფსონებს თვალით ანიშნა - წავედითო და ეზოს იქით გაუჩინარდნენ. უნდა გამოვტყდე მეტ აგრესიას ველოდი, აშკარად მირას რეაქციის ეშინოდათ, თორემ დიდი სიამოვნებით გამიფენდნენ წიხლქვეშ.
ამ ამბის შესახებ მირასთვის არაფერი მითქვამს. ისედაც ეცოდინებიდა. იცოდა კიდეც, ოღონდ არ იმჩნევდა. მანამ სანამ ერთხელაც სახლიდან გამოსულს მანქანის ოთხივე საბურავი დანით დაჭრილი არ დამხვდა. უნდა ვაღიარო სათანადოდ არ ვაფასებდი მათ გონებრივ შესაძლებლობებს. ეს ერთადერთი გზა იყო ჩემი წყობიდან გამოყვანის. არაფერი ისე არ გამაცოფებდა, როგორც ვანდალური თავდასხმა ჩემ მანქანაზე. გაცოფებული ვუვლიდი მანქანას გარშემო, როცა მირა მომიახლოვდა.
-აუჰ, რა უნდა ქნა ახლა? სამსახურში როგორ წახვალ. - ღიმილით გადმომხედა.
-სულც არ ვარ ხუმრობის ხასიათზე. - შევუღრინე.
მირამ შუბლი შეიჭმუხნა და ტუჩები გაბუსხა. ვაწყენინე.
-არის აქ სადმე ახლოს ვულკანიზაცია? - ტონი შევარბილე და მზერა გავუსწორე. მინდოდა გამეგო რმდენად ნაწყენი იყო.
-საბურავების მოხსნა შეგიძლია? - გაბრაზება აღარ ეტყობოდა, თუმცა აღარც ხუმრობის ხასიათზე იყო.
-მოვახრხებ რამეს. - გავუღიმე.
-კარგი, მოხსენი მაშინ და მე ახლავე მოვალ.
სხვა ვარიანტი მაინც არ მქონდა. საბარგულიდან იარაღები ამოვიღე და საბურავების მოხსნა დავიწყე. მერე გიორგის ან ვინმეს ვთხოვდი და მიმატანინებდნენ უახლოეს ვულკანიზაციამდე. ის იყო მეოთხე საბუავიც მოვხსენი რომ მირაც გამოჩნდა. თვალებს არ დავუჯერე, მოდიოდა და თოკზე გამობმულ სახედარს მოათრევდა. სახედარი თავის მხრინ ურემს მოაჩაქჩაქებდა.
-ეს რა არის? - ძლივს მოვაბრუნე ენა.
-ვირი. - იყო პასუხი.
-რად გინდა მერე ვირი? - ჯერ ისევ არ გადაევლო გაოცებას.
-სუფთა ჰაერზე გამოვასეირნე. - ხელები გულზე გადაიჯვარედინა და წარბები აწკიპა.
-ჰო, რაღაც ფერი არ მომწონს. - მეც ხუმრობის ხასიათზე დავდექი.
-მიდი, დააწყვე ეგ შენი საბურავები და წავიდეთ.
რა თქმა უნდა სხვა ვინმე რომ ყოფილიყო არ დავთანხმდებიდი. შეიძლებოდა უფრო მარტივად მომეგვარებინა ყველაფერი. სოფელში მანქანების ნაკლებობა ნამდვილად არ იყო. შემეძლო ვინმესთვის მეთხოვნა, მაგრამ ეს ხომ მირა იყო? მასთან ვირით გასეირნება წარმოუდგენელი ექსტრიმი იყო.
საკმაოდ მშვიდად მიუყვებოდა დატვირთული ვირი გზას.
-შორია ვულკანიზაციამდე? - წინ მიმავალ მირას მივმართე. საუბრის აწყობა მინდოდა. მიყვარდა მასთან საუბარი.
-ყველაფერი შედარებითია, - არ მობრუნებულა ისე მითხრა. - ადამიანისთვის, რომელსაც დარიკოს სახლიდან „ცენტრამდე“ მანქანა სჭირდება, აუცილებლად თვითმფრინავი უნდა გამოგვეძახა.
გამეღიმა და უკან გავყევი. არც ისე შორს იყო. მალე მივედით, თითქოს გულიც კი დამწყდა. იმ დღეს განსაკუთრებული მეჩვენა მირა. ადრე თუ მისი განსხვავებულობა იპყრობდა ჩემს ყურადღებას, ახლა თვითონ მირა მიზიდავდა. დიახ, პატარა გოგო, რომელიც ვირშებმულ ურმის ბოლოზე ჩამომჯდარიყო და ფეხებს იქნევდა - მიზიდავდა.
-ვისია ეს ვირი? - წინ დავუდექი. ფეხების ქნევა არ შეუწყვეტია.
-ხოსე?
-ვინ? - გულიანად გამეცინა.
-ხოსე ჰქვია. კიდევ ერთხელ დასცინებ და საქმე ჩემთან გექნება. - თითი თვალებთან მომიტანა და როგორც შეეძლო მკაცრი სახით გადმომხედა.
ორივე ხელი ავწიე დანებების ნიშნად და ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი.
-პაპაჩემისაა. - დაამატა რამდენიმეწამიანი დუმილის მერე.
-მერე, პაპას რა უთხარი, სად მიმყავსო.
არაფერი მიპასუხა. ღიმილით მიყურებდა. აშკარად გარკვევით წაიკითხა ამ შეკითხვის ქვეტექსტი. მიხვდა, რომ მაინტერესებდა მასთან ოჯახში თუ იცოდნენ ჩემ შესახებ.
-მირა, - ისევ მე წამოვიწყე. წინ დავუდექი და უნებურად მუხლზე ხელი დავადე, მოქანავე ფეხები რომ შემეჩერებინა. მაშნვე გაჩერდა და ამომხედა. - იმ ბიჭებს იცნობ?
-ვის? - ზუსტად მიხვდა რომელ ბიჭებზეც ვეკითხებოდი.
ცოტა დუმილის მერე თავი დამიქნია.
-ერთი გამგებლის შვილია.
-ოჰო, უნდა შემეშინდეს? - გამეცინა. - უყვარხარ? - ვკითხე და თვალებში ჩავხედე.
-იმას ვერ კითხე? - მზერა გამისწორა.
-შენ? - დავსვი მთავარი კითხვა.
-რა მე? - ვითომ ვერ მიხვდა.
გულზე ხელები გადავიჯვარედინე და გამომცდლად შევხედე. მშვენივრად ხვდებოდა რასაც ვეკითხებოდი. იცოდა რომ გაგიჟებამდე მინდოდა გამეგო რამე გრძნობა ჰქონდა თუ არა სხვის მიმართ. იცოდა რომ ჭკუიდან გადავყავდი მის თავისუფლებას. თავზარს მცემდა იმის გაცნობიერება რომ არჩევანშიც ასევე თავისუფალი იყო, მაშინ როცა მე... მე უბრალოდ ასარჩევიც აღარაფერი მქონდა. ჩემთვის ის უნიკალური იყო. ერთადერთი ეგზემპლარი რომელიც საგანგებოდ ჩემთვის შეიქმნა.
რამდენიმე წუთი მიყურა ჩუმად... ღიმილით. ბოლოს თავი გადააქნია და მითხრა:
-ნწ, კოცნაში ვერ ქაჩავს.
კინაღამ ხველა ამივარდა. ასეთ პასუხს ნამდვილად არ ველოდი მირასგან. დავიძაბე. თვითონაც მიხვდა. ეტყობა საჭიროზე მეტად ვუჭერდი ჯერ ისევ მის მუხლზე დადებულ ხელს. ხელი მოვაშორე. ფეხები ისევ გაჩერებული ჰქონდა და ისე მიყურებდა.
-რა დაუწუნე? - საკუთარი თავის არ მჯეროდა. პატარა ბიჭივით რაღაც ბავშვურ თამაშში ავყევი და მარტო თვითონ ავიხლართე ბადეში. მირა კი იდგა სახელოვანი მებადურივით და ქაჩავდა და ქაჩავდა ბადეს.
-დაწუნებით არაფერი, უბრალოდ არ მომეწონა.
-აბა რატომ აკოცე?
ისევ ეს ღიმილი. ღმერთო ჭკუიდან გადავყავარ...
-მზადაა, წავედით. - ვულკანიზაციისკენ მანიშნა და ურმიდან ჩამოხტა.
არ მიპასუხა კითხვაზე და ამან გუნება მომიშხამა. თითქმის მთელი გზა ხმა არ ამომიღია. ჯერ ისევ ცენტრალურ მაგისტრალზე მივდიოდით.
-მირა.
შემობრუნდა.
-ძალით გაკოცა? - ახლოს მივედი. - მის გამო გინდა აქედან წასვლა?
გაეცინა.
-ვგავარ ისეთ ადამიანს, ვიღაც თვითკმაყოფილი იდიოტის გამო გავრბოდე? მართლა სწავლის გაგრძელება მინდა.
იმდენად გულწრფელი მეჩვენა იმ წუთას, იმდენად სხვანაირი.
-მირა, უნდა დაელაპარაკო შენებს. აუხსენი რომ შენ შენ ხარ და არავის შეცდომის გამეორებას არ აპირებ. ის რომ დედაშენმა... - სიტყვა შუაზე გამიწყდა. დავინახე როგორ შეეცვალა სახე. ახლაღა გავაცნობიერე რომ ზედმეტი წამოვროშე.
-ვინ გითხრა? - კბილებში გამოცრა და თვალები ცრემლით აევსო.
-მირა... - შევეცადე მხრებზე მომეკიდა ხელი, მაგრამ უკან დაიწია და ამის ნება არ მომცა.
-იცი რას გეტყვი? აი ეგ შენი გულმოწყალე სიბრალული შენთვის დაიტოვე. - შეტრიალდა და წავიდა. - და კიდევ... დედაჩემს არანაირი შეცდომა არ დაუშვია. მოიქცა ისე როგორც საჭიროდ ჩათვალა. შეცდომა ის დღე იყო შენთან რომ მოვედი. - თითქმის სირბილით გაუყვა გზას. მივხვდი გაკიდებას აზრი არ ჰქონდა.
ღრმად ამოვისუნთქე და მეც გავაგრძელე გზა. ხოსე თითქოს მიხვდაო, მორჩილად მომყვებოდა ბაკაბუკით უკან.
ვუყურებდი როგორ მიდიოდა. მტკიცე ნაბიჯებით. გაბრაზებული იყო, მხრები აეწურა. იმედი მქონდა არ ტიროდა. გულში კიდევ ათასი სალანძღავი სიტყვა გავუგზავნე საკუთარ თავს. კიდევ რამდენიმე წუთი ვიარეთ ასე ათი მეტრის დაშორებით. ბოლოს მირა გაჩერდა. შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ ნაადრევად. შემობრუნდა და გზაგე მიმავალ სატვირთო მანქანას ხელი აუწია. მანქანამ პირდაპირ მის ფეხებთან დაამუხრუჭა. დავიძაბე. „ოღონდ არ ჩაჯდე“ - უნებურად გავიფიქრე. მირა დამელოდა სანამ მივუახლოვდებოდი. ამასობაში კაბინიდან მძღოლიც გადმოვიდა. შუახნის მამაკაცი იქნებოდა.
-სალამი. - მომესალმა და მანქანას შემოუარა. - აბა რომელია? - მირას მიუბრუნდა.
-აი ძია ვანო, ეს საბურავები. - ჩემი საბურავებისკენ გამოიშვირა ხელი, ისე რომ ჩემთვის არც შემოუხედავს.
გააზრებაც ვერ მოვასწარი რომ ოთხივე საბურავი უკვე მაქანის ძარაზე ეწყო.
-წავედით! - ახლა მე მომიბრუნდა მძღოლი და ისევ მანქანის კაბინაში ავიდა.
მირას მკაცრად გადავხედე.
-წადი! - თავი არ აუწევია ისე მითხრა.
-მირა...
-წა-დი! - დამიმარცვლა.
-მშვენივრად იცი რომ აქ მარტოს არ დაგტოვებ. - არც კი ვფიქრობდი წასვლას.
-ამდენი წელი მარტო დავდიოდი, სწორედ „აქ“ და ახლაც შევძლებ როგორმე შენს დაუხმარებლად. - თავი აწია და შემომხედა.
-მირა...
-კარგი... ხოსე სახლში მიიყვანე. - გაგულისებულმა მომაძახა და ვერც კი მივხვდი ისე სწრაფად აძვრა მანქანაში და წავიდა.
კიდევ დიდხანს ვიდექით ცენტრალურ მაგისტრალზე მე და ხოსე. მე თვალებს ვახამხამებდი, ხოსე ყურებს აპარტყუნებდა. ბოლოს ურემზე ჩამოვჯექი, როგორც მირა იჯდა ცოტა ხნის წინ და ბოლოს მთელი ტანით გადავწექი. ხოსე დაიძრა. დარწმუნებული არ ვიყავი რომ სწორი გზით წამიყვანდა, მაგრამ ახლა ჩემთვის სულერთი იყო. ვიწექი და ცას მივშტერებოდი. ხოსეში ვცდებოდი. იმაზე მეტად ჭკვიანი იყო ვიდრე მეგონა, პირდაპირ თავის ეზოს ჭიშკართან მიმიყვანა. მე ისევ სიგრძე-სიგანეზე ვიყავი გაშოტილი ურემზე და ზეცას შევყურებდი. ვიგრძენი რომ ხოსე გაჩერდა, მაგრამ თავი მაინც არ ამიწევია. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე. ბოლოს ვიგრძენი რომ ვიღაც მომიახლოვდა. მივხვდი ვინც იქნებოდა. ცოტა ხანი უსიტყვოდ მიყურა. მე არ შემიხედავს. ბოლოს თვითონაც ურემზე ამოძვრა და გვერდით მომიწვა. ისიც ცას უყურებდა.
-საიდან მიხვდი რომ არ მოგეწონა? - პირველმა მე დავარღვიე სიჩუმე.
-რა?
-კოცნა.
-სულელური კითხვაა. - ჩაიცინა.
მეც ვიცოდი რომ სულელური კითხვა იყო, რომ უკანასკნელი იდიოტივით ვიქცეოდი, რომ ამ თითისტოლა გოგომ ლამის გამომათაყვანა, რომ...
წამოვიწიე, მისკენ გადავიხარე და ტუჩებზე შევეხე. ჯერ ფრთხილად... მსუბუქად. მერე ხელებიც მოვხვიე და უფრო ახლოს მივიზიდე. ვიგრძენი როგორ დაეძაბა სხეული, მერე ერთიანდ მოეშვა და ბოლოს საკუთარ თმებში ვიგრძენი მისი სიფრიფანა თითები.
პირველი იყო. გეფიცებით ის რაც მაშინ მირასთან ვიგრძენი, პირველი იყო.
-კვირის ბოლოს მივდივარ. - მის ბაგეებს ოდნავ მოშორებულმა ამოვილაპარაკე. - ჩემთან ერთად წამოდი. ახლავე დაველაპარაკები შენებს.
წამოვიწიე, მაგრამ ადგომის საშუალება არ მომცა.
-არ გინდა. - თვითონ წამოდგა და ხელები წელზე შემოიხვია.
-რა არ მინდა? - იდაყვს დავეყრდენი და ისე შევხედე.
-არ წამოვალ. - არ მობრუნებულა ისე მითხრა.
სიცივემ დამიარა მთელ სხეულში. მივხვდი რომ მართლა არ წამოვიდოდა. იმაზე მეტად იმოქმედა უარმა, ვიდრე წარმომედგინა.
-ხომ გინდოდა... თუ გინდა... - წამოვიწყე, მაგრამ ხელი ამაფარა პირზე და გამაჩუმა.
-არ მინდა და მორჩა! - შევატყე, ცოტაც და ტირილს დაიწყებდა.
-რა იყო, კოცნა არ მოგეწონა? - შევეცადე გავხუმრებოდი.
-არა უშავდა. - ღიმილით გადმომხედა მხარსუკან.
მეტი არაფერი მითქვამს. იმედი მქონდა კვირის ბოლმდე გადავაფიქრებინებდი.
არ გადაიფიქრა.
არ წამოვიდა...
მე წამოვედი. მომიწია წამოვსულიყავი. ალბათ უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ არ დავრჩი.
ისევ მანქანაში, საჭესთან მჯდომმა გავაანალიზე ყველაფერი. ის რომ მომიწევდა დავბრუნებულიყავი რეალობაში. იქ სადაც სიცარიელე იყო. იქ სადაც არასდროს არაფერი იცვლებოდა. იქ სადაც ირონიისთვის უფრო მეტი დრო მქონდა, ვიდრე ცხოვრებისთვის. ამის გაცნობიერებაზე მთელი ორგანიზმი მტკიოდა. სხეულის თითოეული უჯრედით ვგრძნობდი როგორ ვცარიელდებოდი მეც.
რეალობა ბევრად ცარიელი იყო... უინტერესო... თითოეული ახალი დღე -დამოუკიდებელი ფურცელი. არა რვეულის ნაწილი, რომელიც წინა გვერდის გაგრძელებაა, არამედ ერთი დამოუკიდებელი, უინტერესო ეპიზოდი. ისეთი, რომელზე დაწერაც არ ღირს.
მერე...
მერე მაკა დაბრუნდა.
საკმაოდ დიდხანს იქვითინა ჩემს მხარზე და სავარაუდოდ დაწვრილებით ამიხსნა, როგორ უჭირდა უჩემოდ და როგორ ვჭირდებოდი. მერე ჩემოდნით მომადგა სახლში და დარჩა. არაფერი მითქვამს. ალბათ მეც მჭირდებოდა რაღაც, რაც მაგრძნობინებდა რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი. მაკა ის რეალობა იყო, რომელთანაც უკვე დიდი ხნის შეჩვეული ვიყავი. ახლა მის გარდა სხვას ვერავის მივიღებდი ჩემ ცხოვრებაში. არადა ჰაერივით მჭირდებოდა ვინმე.
მაკათი მირა ვერ ჩავანაცვლე...
მირას ჩანაცვლება უტოპია იყო...
უბრალოდ უიმისო სამყაროში არსებობას ვცდილობდი. არსებობა გამომდიოდა, ცხოვრება ჯერ არა.
ჩვეულებრივი რუტინა. არაფრისმთქმელი ყოველდღიურობა. საკუთარი არსებობის შეგრძნების არადამაჯერებელი მცდელობა. მეგობრების წრეში გულიანი ხარხარი, რომელიც შინაგანად არცერთ ნერვს არ ეხება.
გადავწყვიტე ზედაპირულად მეცხოვრა. მანამდე მაინც სანამ ამ ყველაფერს შევეჩვეოდი. სამსახურის მერე გართობა გონების დაკარგვამდე და დილით ძლივსგახსენებული წინა საღამო.
იმ დღესაც ქორწილში ვიყავით მე და მაკა. მისი მეგობრის მამიდაშვილის ქორწილში. საკმაოდ დიდი ხანი მარწმუნებდა ძალიან ახლობლები ვართო. მართალია ფიზიკურად სულ რაღაც ორჯერ მყავს ნანახი, სამაგიეროდ სოციალური ქსელით ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვსო. „მყარი“ არგუმენტი იყო, ვერაფრით შევეწინააღმდეგე და თეთრ პერანგსა და მუქ ლურჯ კოსტუმში გამოწყობილი მაკას მეგობრის მამიდაშვილის ქორწილში ვიჯექი, ძვირიან ვისკის ვწრუპავდი და ვცდილობდი გამეხსენებინა რომელი იყო სიძე. დარწმუნებული ვარ თეთრი კაბა რომ არა, პატარძალსაც კი ვერ იცნობდა მაკა. მითუმეტეს ამ მდგომარეობაში. იმ საღამოს არც მაკას დაუდგამს ჭიქა მაგიდაზე. ბოლოს რომ მივხვდი სიძეს ორმოცდამეათეჯერ ჰკითხა სახელი და შეეცადა სკამზე ამძვრალიყო, რომ ახლა იქიდან დაელოცა ახლადშეუღლებულები, წამოვდექი ყველას დავემშვიდობე და და მაკასთან ერთად გარეთ გამოვედი. საკმაო მანძილი უნდა გაგვევლო მანქანამდე. ისიც კი ვიფიქრე ტაქსით ხომ არ წავიდეთ-თქო, მაგრამ ვერ ვიტან მანქანის სხვაგან დატოვებას. მაკას ხელი მაგრად მოვხვიე წელზე, რომ კისერი არ მოეტეხა და ჯიუტად გავწიე მანქანისკენ. იტყვით ალბათ ნასვამიო... დიახ, ბატონო, ჩემი მორიგი მავნე ჩვევა, რომელსაც არ ვიცი ოდესმე გადავეჩვევი თუ არა - ნასვამიც ვჯდები საჭესთან. ის იყო მივაღწიე მანქანამდე და კარიც უნდა გამომეღო, რომ...
ყველაფერი დატრიალდა. იმ წუთას დავიფიცებდი რომ დედამიწამ ბრუნვა ააჩქარა. სიმთვრალის ბრალი არ იყო. მირას ბრალი იყო... მირასი, რომელიც რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა, გულზე წიგნები და რაღაც კონსპექტები აეხუტებინა და თვალს არ მაშორებდა. უფრო სწორად მე კი არა, ჩემ მხარზე პირსახოცივით გადაკიდებულ მაკას უყურებდა. აზროვნების უნარი რომ დამიბრუნდა მაკა მანქანაში ჩავსვი (მგონი ჩაეძინა კიდეც) და ხელები ჯიბეში ჩავიყავი. მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექით ასე, მირა არ ინძრეოდა - ვერც მე.
ბოლოს ისევ მე გადავდგი მისკენ ნაბიჯი და მივუახლოვდი. თვითონ უკან დაიხია და საბოლოოდ ზურგით ხეს მიეყუდა. წინ დავუდექი და ხელი მისკენ წავიღე. ვერ გავბედე შევხებოდი და იმ ხელით მის ცოტა ზევით ხეს მივეყრდენი. ძალიან ახლოს ვიდექი, თუმცა არ ვეხებოდი. ისევ მიყურებდა, ისეთი მზერით, როგორიც მხოლოდ მირამ იცოდა.
-არ გინდა, - პირველად ამოიღო ხმა მირამ მთელი ამ ხნის მანძილზე და მივხვდი, რომ გაუცნობიერებლად მისი ბაგეებისკენ მივიწევდი. - სხვისი სუნი გაქვს.
გავშრი. უნებურად სუნთქვა შევიკარი, საკუთარ თავში სხვისი სუნი რომ არ მეგრძო. მოვშორდი და რამენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი. ის ხელი ისევ ჯიბეში ჩავიყავი და გავუღიმე. თვითონაც გამიღიმა და წავიდა.
ისევ ისე, მხრებაწურული მიდიოდა, როგორც მაშინ ცენტრალურ მაგისტრალზე. ისეთივე მტკიცე ნაბიჯით. ახლა იმედი მქონდა რომ ტიროდა. მინდოდა თუნდაც ერთი ცრემლი ჩამოეგდო ჩემი გულისთვის. მე რომ შემძლებოდა იმ დროს მოთქმით ავღრიალდებოდი.
ბოლომდე ვუყურე. თვალს როგორც კი მიეფარა მანქანისკენ მივბრუნდი და საჭეს მივუჯექი. მაკას წინა სავარძელზე ეძინა. არაფერი გაუგია. გვერდზე გადავარდნილი თავი გავუსწორე და ძრავი დავქოქე. სახლში ხელით ავიყვანე. ისევ არაფერი გაუგია. ლოგინში ჩავაწვინე და თვითონ აივანზე დადგმულ სკამზე ჩამოვჯექი. ფეხები მოაჯირზე შემოვაწყე და საზურგეზე გადავწექი. სექტემბრის ჯერ ისევ თბილი საღამო იყო. ფიქრისთვის იდეალური გარემო. ფიქრები კი ბუზებივით მერეოდა თავში. მირა აქ იყო, თბილისში და წიგნებით და კონსპექტებით თუ ვიმსჯელებდით, სწავლობდა. მაინც მოახერხა და ჩამოვიდა. ნეტა როგორ დაითანხმა? იქნებ გამოიპარა და ახლა მთელი საქართველო ეძებს.
დილამდე ვფიქრობდი. ვერც მივხვდი როგორ დამათენდა. ძვლები დამბუჟებოდა ერთიდაიგივე პოზაში ჯდომისგან. წამოვდექი და სახლში შევედი. მაკას გაღვიძებოდა და სამზარეულოში იჯდა. თავზე ყინულის ნატეხები შემოედო და თვალებს ძლივს ახელდა.
-როდის წამოვედით? - ბოხი, ჩახრინწული ხმით მკითხა და თავი მაგიდაზე ჩამოდო.
-მაკა, რისი სუნი მაქვს? - მე თვითონ არ ვიცი რატომ ვკითხე.
-მჟავე კიტრის, ან მინერალური წყლის. - შუბლი მაგიდის ცივი ზედაპირისთვის არ მოუშორებია ისე ამოიკვნესა.
მეტი არაფერი მითქვამს. აბაზანაში შევედი - „სხვისი“ სუნი უნდა მომეშორებინა. იქიდან გამოსულს მაკა უკვე მისაღებში დამხვდა, ისევ ხალათით იჯდა და სავარძელში გადაწოლილს თვალები დაეხუჭა.
-მაკა, უნდა წახვიდე. - მტკიცე ხმით ვუთხარი, ის რასაც უკვე რამდენი ხანია ვფიქრობდი.
გაოგნებულმა ამომხედა.
მაგიდაზე მანქანის გასაღები დავუდე.
-რასაც თვლი რომ შენია, წაიღე.
ხმა არ ამოუღია. ალაბთ იცოდა ადრე თუ გვიან ასე რომ მოხდებოდა. უბრალოდ სახე გაუფითრდა. მეტი არაფერი მითქვამს. კარი გამოვიხურე და წამოვედი. ფეხით დავუყევი დაღმართს და წამოწეულ ტაქსის ხელი დავუქნიე.
საღამოს სახლში დაბრუნებულს მაკა აღარ დამხვდა. მხოლოდ თავისი ტანსაცმელები წაეღო. მანქანის გასაღებიც კი ხელუხლებლად იდო. ვაღიარებ თავი ცუდად ვიგრძენი. რაც არ უნდა ყოფილიყო მაკა ჩემი ცხოვრების უმნიშვნელო ეპიზოდი არ ყოფილა. თუმცა საკუთარი საქციელის სისწორეში ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი. მაკა არ მიყვარდა. უბრალოდ მასთან თავს კომფორტულად ვგრძნობი. არც მაკას ვუყვარდი, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ რამდენიმე თვის წინ წასვლას ვერ შეძლებდა. უბრალოდ ისიც შეჩვეული იყო ჩვენ ყოველდღიურობას და ჩემთან თავს კომფორტულად გრძნობდა. ახლა ალბათ ის ჩემზე მეტად განიცდიდა, მე მას მხოლოდ ბედნიერებას ვუსურვებდი.
კიდევ რამდენიმე დღე დამჭირდა გონზე მოსასვლელად. იმისთვის რომ აზრები დამელაგებინა და მე თვითონ მივმხვდარიყავი რა მინდოდა.
მირა უნდა მენახა. ვიცოდი რომელ უნივესიტეტში უნდოდა სწავლის გაგრძელება და იმედი მქონდა გადაწყვეტილებას არც შეცვლიდა. დილიდან უნივერსიტეტთან ველოდებოდი. დიდხანს ველოდე, არ ჩანდა. ისიც კი ვიფიქრე იქნებ სულაც არ ჩაუბარებია აქ და ტყუილად ველოდები-თქო. ის იყო წასვლასაც ვაპირებდი, რომ გამოჩნდა. მანქანიდან გადმოვედი. მაშინვე დამინახა. ახალგაზრდების ჯგუფს დაემშვიდობა და ჩემკენ წამოვიდა. სუნთქვა შემეკრა... რას მიშვება ეს თითისტოლა გოგო?! ნერვიულობა რომ დამეფარა ხელები ჯიბეში ჩავიყავი და მანქანის კარებს მივეყუდე.
მომიახლოვდა. იღიმოდა, ზუსტად ისე, მე რომ ჭკუიდან გადავყავდი. ძალიან ახლოს მოვიდა და ფრთხილად მაკოცა ოდნავწამოზრდილ წვერზე. გამიმართლა იმ წუთას საყრდენს რომ ვგრძნობდი.
-არაფერი შეცვლილა. - გაიცინა და მანქანას გადახედა. - ისევ ერთად ხართ.
მეც გამეღიმა და მანქანის კარი გავუღე. ჩაჯდა და ღვედი შეიკრა. გამეცინა. ისევ ის მირა იყო. მართლა არაფერი შეცვლილიყო. საჭეს მივუჯექი და ძრავი დავქოქე.
-ცოლი გყავს? - პირველმა დუმილი მირამ დაარღვია. შეეცადა სახეზე ემოცია არ დატყობოდა, მაგრამ მე მაინც შევამჩნიე შუბლთან ნერვიულად მფეთქავი ძარღვი.
-არა. - ცოტა დავაყოვნე პასუხი. უნდა ვაღიარო მსიამოვნებდა ჩემი გულისთვის აცახცახებული ხელები, რომლის დამალვასაც მთელი ძალით ცდილობდა.
-აბა, ის ვინ იყო? - არ შემოუხედავს მაგრამ ვიგრძენი რომ დაამშვიდა პასუხმა.
-წარსული. - გვერდულად გავხედე.
-ახლობლები ყოფილხართ შენ და შენი წარსული. - ირონიულად აიბზუა ტუჩი.
-შენ? - სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი. - შენ როგორ მოახერხე ჩამოსვლა? მაინც დაითანხმე შენები?
-ნწ.
-აბა?
-გავთხოვდი.
მკვეთრად დავამუხრუჭე მანქანა და მთელი ტანით შევბრუნდი მირასკენ. გაოგნებისგან, საოწარკვეთისგან, უსუსურობისგან მეტყველების უნარი წამერთვა. წამის მეასედში ათასმა ფიქრმა გამიელვა თავში. ახლა რომ ვაანალიზებ თითოეული მათგანი, მხოლოდ არაადეკავტურ ადამიანს შეიძლებოდა მოსვლოდა თავში. ალბათ ხუთი წუთი ვიყავი ჩუმად. გონს გაბმულმა საყვირის ხმებმა მომიყვანა. შუა ქუჩაში ვიყავი გაჩერებული და მოძრაობა მქონდა გადაკტილი. აკანკალებული ხელით დავქოქე მანქანა და იქვე ჩიხში შევაყენე.
მირა ისევ ისე მშვიდად იჯდა და წინ იყუებოდა.
-რატომ! - ძლივს გამოვცერი კბილებში.
-ასე ჯობდა.
-ვისთვის?
-პლანეტისთვის.
-იმას გაყევი? გამგებლის შვილს? - ღვარძლი გავურიე ხმაში.
არაფერი მიპასუხა.
-სიტყვა შეასრულა. - ირონიულად ჩავიღიმე. - თავპირიც დამალეწა და წელშიც გადამტეხა.
კარი გავაღე და მანქანიდან გადავედი. სუნთქვა მიჭირდა. ყველაფერი დამთავრდა. ვერ ვიჯერებდი.
-ბედნიერი ხარ? - არც კი მივბრუნებულვარ ისე ვკთხე მანქანიდან გადმოსულ მირას.
არ მიპასუხა. შევბრუნდი და გული მომეწურა - ტიროდა. ცოტა ხანს მიყურა, მერე მხრები აიჩეჩა, შებრუნდა და წავიდა. ვხედავდი როგორ მიდიოდა, ისევ მხრებაწურული, ისევ მტკიცე ნაბჯით. ახლა ვიცოდი რომ ტიროდა. ცენტრალური ქუჩა ისე გადაჭრა რომ თავი არ აუწევია. დავიძაბე, მაგრამ მშვიდობით შედგა ფეხი ქუჩის მეორე მხრეს ბორდიურზე და ხელი მომავალ ტაქსის აუწია. როგრც კი ჩაჯდა, მეც მანქანაში დავბრუნდი და ვერც კი მივხვდი ისე ავედევნე უკან.
ტაქსი იტალიურ ეზოსთან გაჩერდა. უკვე ვიცოდი სად ცხოვრობდა. ვერ გეტყვით აწი რაღა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ამბავს - ის უკვე სხვისი ცოლი იყო, მაგრამ გაუცნობიერებლად ყოველ დილით მე ისევ მის სახლთან მივდიოდი და ველოდებოდი როდის გამოვიდოდა, როგორ დაუყვებოდა დაღმართს. უნივერსიტეტამდე ვაცილებდი. მერე იქიდან სახლამდე. რა თქმა უნდა შორიდან. ახლოს მისვლას ან ვერ ვბედავდი, ან არ მინდოდა დაენახა, როგორ ვიშლებოდი ნელ-ნელა ჭკუიდან ამხელა კაცი.
დაახლოებით ერთი კვირა ვუთვალთვალებდი. არცერთხელ დამინახავს მის გვერდით სხვა. სულ მარტო იყო. ნელ-ნელა რაღაც იმედისმაგვარი მიღვივდებოდა გონებაში, მაგრამ ამაზე გაბედულად ფიქრს ვერ ვბედაბდი. მანამ, სანამ ერთხელაც არ მოვიკრიბე გამბედაობა და მის კარზე არ დავაკაკუნე.
კარი გამიღო. გაოცების ნატამალიც არ ეტყობოდა სახეზე. თითქოს იცოდა რომ მოვიდოდი. არაფერი უთქვამს ისე გაიწია გვერდზე და სახლში შემატარა. ერთი პატარა ოთახი იყო თავისი სამზარეულოთი. თავლი მოვავლე იქაურობას.
-რას ეძებ? - საკმაოდ ნაწყენი ტონით დაიწყო. - ქმარს?
არაფერი ვუპასუხე. უკვე ისედაც ყველაფერი ნათელი იყო.
-კარადაში ვმალავ. - ისევ გაბრაზებული განაგრძობდა.
გამეღიმა... უკვე ამის მიზეზიც მქონდა. ახლა უკვე დარწმუნებით ვიცოდი, რომ მირამ მომატყუა, რომ არავის გაყოლია ცოლად და მე უბრალოდ უკანასკნელი იდიოტი ვიყავი, ეს აბსურდი რომ დავიჯერე.
-რაში დაგჭირდა? რატომ... - წამოვიწყე, მაგრამ გაგრძელების საშუალება არ მომცა.
-რატომ? იმიტომ რომ წამოხვედი, იმიტომ რომ იქ დამტოვე, იმიტომ რომ არ მაიძულე. მე... მე მქონდა ყოყმანის უფლება, იმიტომ რომ ბევრი რამ არ მესმოდა. იმიტომ რომ მეშინოდა... გამოგყვებოდი აქ და... რომ არ ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც შენ გინდოდა? რომ არ გყვარებოდი? მარტო ფორმალული მხარე რომ ყოფილიყო ჩვენ ურთიერთობაში? მეშინოდა, რომ მხოლოდ სიბრალულის გამო მთხოვდი წამოსვლას. საცოდავი ობოლის ოცნება რომ აგესრულებინა და შანსი მიგეცა. - უკვე ხმა უკანკალებდა. - უნდა წამოგეყვანე, ჩემი იქ დატოვების უფლება არ გქონდა. უნდა დაგემტკიცებინა რომ შენც ისევე გიყვარდი როგორც მე. - ბოლო სიტყვები ჩურჩულით თქვა.
მეტი ვეღარ შევძელი და მისკენ გადავდგი ნაბიჯი, ხელები მოვხვიე და გულში ჩავიკარი. ის უკვე ჩემ მკლავებში ტიროდა. თავი ავაწევინე და მისი ტუჩებისკენ დავიხარე. ღმერთო როგორი გამოხედვა ჰქონდა. ისეთი მე რომ ჭკუას მაკარგვინებდა. ზურგზე ვიგრძენი მისი სიფრიფანა თითები და საბოლოოდ დავკარგე თავი.

****
ჩემს ცხოვრებაში მირა ერთადერთი ცვლილება იყო, რომელსაც პირველივე დღიდან შევეგუე, თან ისე რომ მასთან გადაჩვევა უტოპია იყო. თითქოს არც ყოფილა ცვლილება, თითქოს ისედაც სულ ჩემ გვერდით იყო და უბრალოდ ახლა შევამჩნიე. იმ დღიდან მე და მირას საერთო ცხოვრება გვქონდა.
მართალი გამოდგა სოფელი. მირა იქ დედამისივით უზარმაზარი მუცლით დაბრუნდა... მაგრამ ჩემთან ერთად. საკუთარ ოჯახთან ერთად.



----------------------------------------------------------------------
ესეც ასე...
პირველი ისტორია, რომელიც მამაკაცის ენით დავწერე.
ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გამომივიდა.



№1  offline ადმინი შამანი

თინ,პირველ რიგში გეტყვი იმას,რომ ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ ჩვენი ტრადიცია,რომ აღვადგინეთ... ♥
როგორ ველოდები ხოლმე შენს ისტორიებს კი იცი ♥
ხოდა ამ ისტორიით ძალიან გამახარე,მალე რომ დაბრუნდი ♥
ახლა წავიკითხავ და ვისიამოვნებ ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline მოდერი nicol

შამანი
თინ,პირველ რიგში გეტყვი იმას,რომ ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ ჩვენი ტრადიცია,რომ აღვადგინეთ... ♥
როგორ ველოდები ხოლმე შენს ისტორიებს კი იცი ♥
ხოდა ამ ისტორიით ძალიან გამახარე,მალე რომ დაბრუნდი ♥
ახლა წავიკითხავ და ვისიამოვნებ ♥

მიყვარს ჩვენი ტრადიციები და მიყვარხარ შენ love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№3  offline წევრი მოლურჯო

თინა შენ თვითონაც იცი რომ სასწაული ხარ
რაც შეეხება მამაკაცის ენით დაწერილ პირველ ისტორიას
ბევრად უკეთესი იყო ვიდრე წინა ისტორიები
ისენიც კარგია
მაგრამ ეს განსაკუთრებულად მომეწონა
გამოვიდა რაც მთავარია
და კიდევ ბევრი ბევრი ისტორიები მინდა
შენგან
მალე
--------------------
მარიამი

 


№4  offline წევრი Ignifex

ახლა ტკბილად დამეძინება.
ძალიან კარგი იყო,ისეთი სასიამოვნო წასაკითხი და თბილი...
მე ვფიქრობ რომ მშვენივრად გამოგივიდა მამაკაცის ხედვით გადმოცემა და დაწერა. <3
გავთბი.

 


№5  offline წევრი lankobalero

ძალიან კარგი ისტორია იყო, მამაკაცის თვალით დანახული და შენი გადმოცემული, მისი ყველა განცდა მოვიდა ჩემამდე. დასარული იყო ისეთი როგორიც მიყვარს love

 


№6  offline ადმინი ano23

არც კი ვიცი რა გითხრა.. საოცრება ხართ შენც და შენი ისტორიებიც.. დამატკბო,დამადნო ,სიყვარულის ხასიათზე დამაყენა :D :D :D საოცრად კარგი იყო ,როგორც ყოველთვის.. ველი ახალ ტკბილ ისტორიას :-*

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

უუუხვად ქალური სენტიმენტები გაგეპარა მამაკაცის ენით წერისას. მამალი მგელი ასე განსაკუთრებით საშიში თუ იყო კი არ ვიცოდი:))))). ბოლოს შენებურად ქალების სულელური გამოსვლა რომ არ ჩაგერთო ისე არ იქნებოდა რაა. მაგრამ მაინც მომეწონა, კარგი იყო და გმადლობ ამ სიამოვნებისთვის. ახლა კმაყოფილი გადავეშვები მორფეოსის საუფლოში(საიტისგან გადმომედო):))))).

 


№8  offline მოდერი nicol

მოლურჯო
თინა შენ თვითონაც იცი რომ სასწაული ხარ
რაც შეეხება მამაკაცის ენით დაწერილ პირველ ისტორიას
ბევრად უკეთესი იყო ვიდრე წინა ისტორიები
ისენიც კარგია
მაგრამ ეს განსაკუთრებულად მომეწონა
გამოვიდა რაც მთავარია
და კიდევ ბევრი ბევრი ისტორიები მინდა
შენგან
მალე

მადლობა მარიამ,
ვეცდები მალე დავბრუნდე ახალი ისტორიით

lankobalero
ძალიან კარგი ისტორია იყო, მამაკაცის თვალით დანახული და შენი გადმოცემული, მისი ყველა განცდა მოვიდა ჩემამდე. დასარული იყო ისეთი როგორიც მიყვარს love

მადლობა ტასო.
მე შენ მიყვარხარ love

kui1996
gagiareb .zustad agviqvi es istoria .

მადლობა ნათი love

ano23
არც კი ვიცი რა გითხრა.. საოცრება ხართ შენც და შენი ისტორიებიც.. დამატკბო,დამადნო ,სიყვარულის ხასიათზე დამაყენა :D :D :D საოცრად კარგი იყო ,როგორც ყოველთვის.. ველი ახალ ტკბილ ისტორიას :-*

უჰ, დიდი მადლობა ანო-ანო love
ვეცდები ახალი ისტორიაც მალე იყოს

grafo
უუუხვად ქალური სენტიმენტები გაგეპარა მამაკაცის ენით წერისას. მამალი მგელი ასე განსაკუთრებით საშიში თუ იყო კი არ ვიცოდი:))))). ბოლოს შენებურად ქალების სულელური გამოსვლა რომ არ ჩაგერთო ისე არ იქნებოდა რაა. მაგრამ მაინც მომეწონა, კარგი იყო და გმადლობ ამ სიამოვნებისთვის. ახლა კმაყოფილი გადავეშვები მორფეოსის საუფლოში(საიტისგან გადმომედო):))))).

სად დამეკარგე გრაფინია? მომნატრებიხარ კიდეც wink
აი სწორედ მაგ სენტიმენტების მეშინოდა, კარგია თუ ცოტა იყო.
რაც შეეხება ქალურ სისუსტეებს... ეეჰ მე რაღა გამომასწორებს აწი, დავბერდი ქალი wink
გამიხარდა შენი გამოჩენა
--------------------
თინა ნიკოლ

 


№9  offline წევრი Smiling girl

ბრავო თინა. ვგიჟდები შენზე <3 საოცარი ისტორიაა და ველოდები სულმოუთქმელად )))

 


№10 სტუმარი etiko

vaime rogor shemiyvarda es ostoria saocariaa... dzalian momwons magi wyvili.. gamixarda roca gatxovili ar agmochnda mira da ase gaacura chveni bichi :D :D yvelaze metad ki dasasruli momewona. ,, martali gamidga sopeli. mira iq dedamisivit uzarmazari mucelit dabrunda... magram chemtan ertad.. sakutar ohaxtan ertad'' <3 <3

 


№11  offline მოდერი chica sol

რა ვთქვა? რა დავწერო ისეთი რაც არ იცი და რასაც სხვები არ გეუბნებიან.
კი- სასწაული ხარ, კი-საოცრად ნიჭიერი ხარ, კი-წერა შენი საქმეა...
საოცრად მსუბუქად დავიკითხე, რიხინ-რიხინით. ნასიამოვნები ვარ თქო ვერ გეტყვი, რადგან ეს სიტყვა ვერ გამოხატავს ჩემს სათქმელს.
კიდევ ერთი შენი ისტორია უცრემლოდ. მოსალოცად მაქვს საქმე :დდდ
რა გითხრა მეტი არ ვიცი. კი იცი მე როგორ მიყვარხარ შენ, როგორ გაფასებ და როგორ გელი.
უყვარხარ შენს მარიკუნას ❤❤

 


№12  offline წევრი NARA

Dzalian dzalian magari istoria iyo jer kide emociebshi var iseti kargi iyo

 


№13  offline წევრი (((end)))

ძალიან,ძალიან მომეწონა love love ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ <3

 


№14  offline წევრი fencer

dzalian momecona kochag❤️
--------------------
მ.კოკო

 


№15  offline წევრი შამხათი

ძალიან საყვარელი ისტორია იყო, ყოჩაღ! love

 


№16  offline წევრი du-da

ძალიან ძალიან კარგი გოგო ხარ და უნიჭიერესი ადამიანი.

 


№17  offline მოდერი sopiko

ნიკოლ, ეს სტილიც როგორ მოგიხდა...
არ მიყვარს ბიჭის თვალთახედვიდან დაწერილი მოთხრობები, მაგრამ შენ, ლულაბი, ელე ვერ დაგთმეთ.
ვზივარ მე... ვუყურებ კომპიუტერს... ტუჩები გვერდით მიიწევენ... იწელებიან, იწელებიან...ჯერ ვიღიმი, მერე უფრო ვიღიმი, კბილებს ვაჩენ, ვიღრიჭები... სევდიან მომენტებზეც კი მეღიმება, ოღონდ სიბრალულით... ამიტომ ვთვლი, რომ ღიმილა ხარ შენ და აი, ასეთი ღიმილა ისტორიები გაქვს! love (სხვისთვის არასდროს მიწოდებია ეს მეტსახელი, სხვები სხვა თვისებებით ხასიათდებიან... შენ ასეთი ხარ.)
მირანგულა ძალიან, ძალიან ძლიერი, მიზანდასახული და საამაყო გოგოა! ჯერ მარტო, როგორ იბრძვოდა იმისთვის, რომ თავიუსი მიზნისთვის მიეღწია... თავისი თავცმოყვარეობა ვერ დათმო მთავარ გმირთან მიმართებაში იმიტომ, რომ ის უყვარდა... აი, ვის მიმართაც არაფერს გრძნობდა, მასთან ამაზე არ უდარდუა. მეგონა დედაზე რაღაც ისეთს უპასუხებდა, მაგრამ დედაჩემი სწორედ მოიქცაო, რომ თქვა და ერთი წამითაც კი არ განსაჯა ის, საშინლად მესიამოვნა.
ბოლო ეპიზოდი უტკბილესი იყო!
დიდ ბედნიერებას ვუსურვებ შენს ფანტაზიაში ამ ორს და უზარმაზარ მუცელში მცხოვრებ არსებას love

 


№18  offline ადმინი შამანი

მე იმდენად ემოციებში ვარ,არც კი ვიცი რა დავწერო ♥
დაზუსტებით რისი თქმაც შემიძლია ისაა,რომ ნამდვილად ძალიან კარგად გამოგივიდა ბიჭის ენით ისტორიის დაწერა.ამ სტილით დაწერილი პირველი ისტორია იყო,თუმცა ეს ნამდვილად არ მიგრძვნია კითხვისას.
მომწონს,რომ აბსოლიტურად ყველა ისტორიაში განსხვავებული პერსონაჟები გყავს,მათი ქცევებით,თვისებებით,სხვადასხვა საკიხისადმი დამოკიდებულებით.
ამ ისტორიაში ძალიან მომეწონა მირანგულას პერსონაჟი.დავეთანხმები სოფიკოს და ვიტყვი,რომ ნამდვილად ძლიერი,მიზანდასახული და საამაყო გოგოა!
აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ მთავარი პერსონაჟის სახელი ჩვენთვის უცნობია,თუმცა მკითხველისთვის თავის მოწონება მაინც მოახერხა. ♥
უნდა ავღნიშნო ისიც,რომ ჩემში გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა,როცა მაკა და ჩვენი კარგად ნაცნობი უცნობი ასე მშვიდადდ დაშორდნენ ერთმანეთს,ყველანაირი ყვირილის და ვენების გადაჭრის გარეშე.რეალურ ცხოვრებაში თუ შემორჩა კიდე ასეთი შეგნებული ადამიანები ძალიან მიხარია.
რა შემიძლია ვთქვა სოფლის მაცხოვრებლებზე.ამ შემთხვევაში, ნამდვილად რეალური ცხოვრების ამსახველი იყო ამ პერსონაჟების ქცევა და დამოკიდებულება.
ბოლო ეპიზოდი ძალიან მომეწონა ♥ ისტორიით კი ძალიან ნასიამოვნები დავრჩი. ♥ არაჩვეულებრივი იყო ♥ მიყვარხარ ძალიან,თინ. ♥ ♥ ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№19  offline მოდერი nicol

იგი
აი მთელი გულით და სულით წერ
ბევრს შეუძლია ამ მანერის დაბრალება
მაგრამ ეგამბავი უემოციოდ
არ გამოდის
ემოცია კიდევ
ვიზულაიზაცის გარეშე
ყველაფერი მარტივად და კოხტაა
ძალიან კარგი ტიპი ხარ !

ძალიან დიდი მადლობა, აი ზუსტად მიაგენი...
ვიზუალიზაცია მეხმარება love

Smiling girl
ბრავო თინა. ვგიჟდები შენზე <3 საოცარი ისტორიაა და ველოდები სულმოუთქმელად )))

მადლობა ჩემო გოგო love
და რა თქმა უნდა პ.ს. სუმაშა მომიკითხე wink
--------------------
თინა ნიკოლ

 


№20  offline წევრი keso11

კარგი იყო,მაგრამ ბიჭი აშკრად სუსტია,მირასთან შედარებით აშკარად უკანა პლანზეა გადასული,მიუხედავად იმისა,რომ თავადაა მთხრობელი და ასე უინტერესოდ არ უნდა დაკარგულიყო ისტორიაში!

 


№21  offline მოდერი nicol

etiko
vaime rogor shemiyvarda es ostoria saocariaa... dzalian momwons magi wyvili.. gamixarda roca gatxovili ar agmochnda mira da ase gaacura chveni bichi :D :D yvelaze metad ki dasasruli momewona. ,, martali gamidga sopeli. mira iq dedamisivit uzarmazari mucelit dabrunda... magram chemtan ertad.. sakutar ohaxtan ertad'' <3 <3

მადლობა.
ვერც კი წარმოიდგენ რამდენი ვიფიქრე როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ბოლო წინადადება, თითქმის დასრულებულ ისტორიას არ ვაქვეყნებდი ბოლო წინადადების გამო. და ბოლოს ისე გავბრაზდი საკუთარ თავზე რომ პირველი რაც თავში მომივიდა დავწერე და ავტვირთე.
გამიხარდა რომ მოგეწონა

მარიამ ზაქარაშვილი
რა ვთქვა? რა დავწერო ისეთი რაც არ იცი და რასაც სხვები არ გეუბნებიან.
კი- სასწაული ხარ, კი-საოცრად ნიჭიერი ხარ, კი-წერა შენი საქმეა...
საოცრად მსუბუქად დავიკითხე, რიხინ-რიხინით. ნასიამოვნები ვარ თქო ვერ გეტყვი, რადგან ეს სიტყვა ვერ გამოხატავს ჩემს სათქმელს.
კიდევ ერთი შენი ისტორია უცრემლოდ. მოსალოცად მაქვს საქმე :დდდ
რა გითხრა მეტი არ ვიცი. კი იცი მე როგორ მიყვარხარ შენ, როგორ გაფასებ და როგორ გელი.
უყვარხარ შენს მარიკუნას ❤❤

მარიკუნა, მნიშვნელობა არა აქვს რას მეტყვი, მთავარია რომ შენ მეუბნები love
აი მაგიტომაც მიყვარხარ ასე love

NARA
Dzalian dzalian magari istoria iyo jer kide emociebshi var iseti kargi iyo

nia12nia
ძალიან,ძალიან მომეწონა love love ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ <3

fencer
dzalian momecona kochag❤️

შამხათი
ძალიან საყვარელი ისტორია იყო, ყოჩაღ! love

du-da
ძალიან ძალიან კარგი გოგო ხარ და უნიჭიერესი ადამიანი.

ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო, დიდი კი არა უზარმაზარი მადლობა love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№22  offline წევრი Nikalaevnaa:D

კარგიიიიყოო

 


№23  offline მოდერი nicol

sopiko
ნიკოლ, ეს სტილიც როგორ მოგიხდა...
არ მიყვარს ბიჭის თვალთახედვიდან დაწერილი მოთხრობები, მაგრამ შენ, ლულაბი, ელე ვერ დაგთმეთ.
ვზივარ მე... ვუყურებ კომპიუტერს... ტუჩები გვერდით მიიწევენ... იწელებიან, იწელებიან...ჯერ ვიღიმი, მერე უფრო ვიღიმი, კბილებს ვაჩენ, ვიღრიჭები... სევდიან მომენტებზეც კი მეღიმება, ოღონდ სიბრალულით... ამიტომ ვთვლი, რომ ღიმილა ხარ შენ და აი, ასეთი ღიმილა ისტორიები გაქვს! love (სხვისთვის არასდროს მიწოდებია ეს მეტსახელი, სხვები სხვა თვისებებით ხასიათდებიან... შენ ასეთი ხარ.)
მირანგულა ძალიან, ძალიან ძლიერი, მიზანდასახული და საამაყო გოგოა! ჯერ მარტო, როგორ იბრძვოდა იმისთვის, რომ თავიუსი მიზნისთვის მიეღწია... თავისი თავცმოყვარეობა ვერ დათმო მთავარ გმირთან მიმართებაში იმიტომ, რომ ის უყვარდა... აი, ვის მიმართაც არაფერს გრძნობდა, მასთან ამაზე არ უდარდუა. მეგონა დედაზე რაღაც ისეთს უპასუხებდა, მაგრამ დედაჩემი სწორედ მოიქცაო, რომ თქვა და ერთი წამითაც კი არ განსაჯა ის, საშინლად მესიამოვნა.
ბოლო ეპიზოდი უტკბილესი იყო!
დიდ ბედნიერებას ვუსურვებ შენს ფანტაზიაში ამ ორს და უზარმაზარ მუცელში მცხოვრებ არსებას love

ჩემო გოგო love
აი მაგ ღიმილზე ვგიჟდები მე love
და კდევ დიდი მადლობა ასეთი გემრიელი კომენტარისთვის love

შამანი
მე იმდენად ემოციებში ვარ,არც კი ვიცი რა დავწერო ♥
დაზუსტებით რისი თქმაც შემიძლია ისაა,რომ ნამდვილად ძალიან კარგად გამოგივიდა ბიჭის ენით ისტორიის დაწერა.ამ სტილით დაწერილი პირველი ისტორია იყო,თუმცა ეს ნამდვილად არ მიგრძვნია კითხვისას.
მომწონს,რომ აბსოლიტურად ყველა ისტორიაში განსხვავებული პერსონაჟები გყავს,მათი ქცევებით,თვისებებით,სხვადასხვა საკიხისადმი დამოკიდებულებით.
ამ ისტორიაში ძალიან მომეწონა მირანგულას პერსონაჟი.დავეთანხმები სოფიკოს და ვიტყვი,რომ ნამდვილად ძლიერი,მიზანდასახული და საამაყო გოგოა!
აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ მთავარი პერსონაჟის სახელი ჩვენთვის უცნობია,თუმცა მკითხველისთვის თავის მოწონება მაინც მოახერხა. ♥
უნდა ავღნიშნო ისიც,რომ ჩემში გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა,როცა მაკა და ჩვენი კარგად ნაცნობი უცნობი ასე მშვიდადდ დაშორდნენ ერთმანეთს,ყველანაირი ყვირილის და ვენების გადაჭრის გარეშე.რეალურ ცხოვრებაში თუ შემორჩა კიდე ასეთი შეგნებული ადამიანები ძალიან მიხარია.
რა შემიძლია ვთქვა სოფლის მაცხოვრებლებზე.ამ შემთხვევაში, ნამდვილად რეალური ცხოვრების ამსახველი იყო ამ პერსონაჟების ქცევა და დამოკიდებულება.
ბოლო ეპიზოდი ძალიან მომეწონა ♥ ისტორიით კი ძალიან ნასიამოვნები დავრჩი. ♥ არაჩვეულებრივი იყო ♥ მიყვარხარ ძალიან,თინ. ♥ ♥ ♥

ნინე, ჩემო გოგო, იცი როგორ მიყვარხარ და როგორ მიყვარს შენი კომენტარები, ისტორიის თითოეული დეტალის განხილვა love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№24  offline წევრი GT - Ucnobi

:D au dzaan magariaaa mamakacis tvalit dawereli pirvelad wavikitxe kai iyo <3

 


№25 სტუმარი ninushka111

magari iyo dzaan nikol sad mara erti ragac gamikvirda, am bichs saxeli ar aqvs? :D

 


№26  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

შეუდარებელი იყოო როგორცც ყოველტვიიი love ველოდები ახალ ისტორიასსს love

 


№27 სტუმარი lanuki 6786

umagresii iyo, male dagvibrundii :**

 


№28  offline წევრი nini31323

თინა ჩემთვის ახალი აღმოჩენა ხარ ძვირფასო ნელ-ნელა მივუყვები შენს ისტორიებს და ყველა მიყვარს განსაკუთრებით "პროცესი" იმედია მალე დადებ. ესეც ძაან საყვარელი იყო. უკვე შენი ერთგული მკითხველი ვარ,რომელიც ტვინს შეგიჭამს დროზე თუ არ დადებ ისტორიებს.

 


№29 სტუმარი salo salo

Ucnaurad damtavrda bolos titqos swrafad morcha albat esshegrdzneba martome mqonda imitoro ise momewona esmotxroba ro armindoda dasrulebuliyo sheni motxrobebidan ukve meores vkitxulobda arvnanobro vkitxulob sityvebi armyofnisra gitxra <3 yvela motxrobis dasasruls tvalze patara cremli migordeba ,,arviciratom" albates im dagrovili emociebis bralia ritic shen mmuxtav <3 uzomodmagari xar <3

 


№30  offline წევრი Emi Ly

აიი უბრალოდ ზალიან მაგარი ხარ !<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent