შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი ცუდი ბიჭი (3)


27-06-2016, 00:10
ავტორი Mia with panda
ნანახია 2 878

- რატომ გაჩუმდით? - ანა თავზე დაგვყურებდა, თავი უხერხულად ვიგრძენი და წამოვდექი.
- წვიმას იწყებს - თქვა ლაშამ და ისიც წამოდგა.
- ბავშვებო,სასტუმროში დავბრუნდეთ - ლაშას დედა მოგვიახლოვდა, დებილივით მივშტერებოდი ანას, საშინლად არ მინდოდა ახლა მისი სადმე გაშვება
- წადით და დაგეწევით - თქვა ლაშამ და მაიკა გადაიცვა.
- ჩვენთან წამოდით, მარტოებმა რა უნდა აკეთოთ სასტუმროში - ვუთხარი ლაშას
- მირჩევნია წიგნი წავიკითხო - თქვა ანამ და მოკლე სარაფანი სწრაფად ჩაიცვა.
- მე სახლში ჯდომას არ ვაპირებ,შენი არ ვიცი.. - ლაშას თვალები გაუბრწყინდა.
- გთხოვ, თან დანაშაულს გამოვისყიდი, რომ აღარ შეგეხმიანე - საცოდავი სახე მივიღე და მოლოდინით აღსავსე მზერა მივაპყარი ჩემს წინ მდგარ გაბრაზებულ ანას
- კარგი, მაგრამ არა მგონია ადვილად შეძლო..
- ვნახოთ... - უკვე ბედნიერი ხმა მქონდა. ნელა მივდიოდით, წვიმას იწყებდა, ღმერთო როგორ მძულს წვიმა... საშინელ ხასიათზე მაყენებს, ამ დროს ყველა ცუდი მოგონება ერთად იყრის თავს.
მალევე მივედით ჩვენს სასტუმროსთან. გზაში მე და ლაშა ფეხბურთზე ვსაუბრბდით, ანა კი ჩუმად მოგვყვებოდა.
- მოვედი და სტუმრები მოვიყვანე- ოთახის კარი შევაღე
-ჩვენც ახლახანს დავბრუნდით..
ბიჭებმა ჩემი სტუმრები გაიცნეს, ანაზე თვალით მანიშნებდნენ, ცანცარებდნენ... მერჩივნა ახლა მე და ანა გავცლოდით ამ ადგილს, საშინლად გაწვიმდა, როგორც ბათუმს სჩვევია...
- ლაშა, წინააღმდეგი ხო არ იქნები თუ მე და ანა გავისეირნებთ?
- არა ძმა, როგორც გინდათ
- სასაცილოა.. - წამოდგა ანა - იქნებ ჯერ ჩემთვის გეკითხა
- ვიცოდი რომ არ მეტყოდი უარს
- როგორი თავდაჯერებული ხარ, დაგღუპავს ეგ...
- წავედით?
- წავედით .. -თქვა და გაეღიმა
- არა რა.. - გადმოგვხედა ლაშამ სასაცილოდ, ფეხზე წამოდგა - ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები..
- ჰო, როგორც ყველი და პური - გადაიხარხარა ნიკომ
- სასწაული შედარებები გაქვს, მაოცებ - ვითომ გაოცებული მზერა მიაპყრო გურიკამ ნიკოს
გარეთ გამოვედით. ის იყო უნდა მეთქვა რა საშინელი ამინდია-მეთქი
- მიყვარს წვიმა... გავისეირნოთ
- ვიფიქრე სადმე კაფეში დავსხდებოდით
- არ გიყვარს წვიმა,ხო?
- ვგიჟდები! - აქ ძალიან არადამაჯერებლი ვიყავი.გაიღიმა..
- აი, უკვე მიღიმი..
- შენ არ გიღიმი.. შენზე მეცინება.. ეს უკანასკნელი დამამცირებელი უნდა იყოს წესით შენთვის
- ასეთ რთულად ნუ მელაპარაკები, ჩემი ტვინი ვერ აღიქვამს
- სასაცილო ხარ - ისევ გაიღიმა
- ჰო, და საყვარელიც, ამას ვერ გაექცევი
- ხო, ვცდილობდი მაგაზე აქცენტი არ გამეკეთებინა..
- უშედეგო მცდელობა...
საშინლად წვიმდა და საშინლად ვსველდებოდით. რაც შეგვეძლო ნელა მივაბიჯებდით ბულვარში. ჩემდა გასაკვირად ეს სხვანაირი წვიმა იყო, არანაირი ცუდი მოგონება, არანაირი სევდა, მომღიმარი გოგონა გვერდით.. გაგი ისევ გამო*ლევდი...
- მოდი სიმართლე და მოქმედება ვითამაშოთ
- გაგი.. ბოლოს ეგ თამაში მეშვიდე კლასში ვითამაშე
- ჰოდა ვითომ მეშვიდე კლასელები ვართ.
- კარგი, დაიწყე
- სიმართლე თუ მოქმედება?
- სიმართლე..
- შეყვარებული..
- არ მყავს - სიცილით გამაწყვეტინა
- შენნაირ ლამაზ,ახალგაზრდა გოგოს, შეყვარებული არ გყავს?
- შენ რა ყველას ასე „კერავ“ ?
- ჰო, ნუნუსაც ასე ვეუბნები ხოლმე.. ჯანდაბა.. მგონი მართლა გადავეკიდე ამ ქალს..
იცინოდა.. სველი თმა ყურზე გადაიწია..
- აბა, სიმართლე თუ მოქმედება..
- სიმართლე..
- შენ?
- რა მე..
- ვითომ ვერ მიხვდა.. შეყვარებული..
- ა ხო.. - აფერისტულად ვუპასუხე- არ ვიცი როგორ გიპასუხო..
- გულახდილად..
მინდოდა მეთქვა არ მყავს-მეთქი,მაგრამ ანა ის ადამიანი იყო, ვისი მოტყუებაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა.
- არის ერთი გოგო, ერთად არ ვართ, მაგრამ, არც ცალ-ცალკე, ხომ ხვდები..
- კი, როგორ არ ვხვდები - გაიცინა
- არა, უბრალოდ არ მინდა არ ვიყო შენთან გულახდილი.. ჩვენ.. მე და მას.. უბრალოდ სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს
- როგორ სხვანაირი? - სულელი, გაფართოებული თვალებით მიყურებდა
- აი ისეთი, შენნაირები პორნო საიტებზე რომ უყურებენ მხოლოდ..
- გარეწარი ხარ - მუშტი მომიქნია - მე პორნო საიტებს არ ვუყურებ, ეგ ერთი, და მეორეც, რა იცი მე როგორი ვარ?
- ვიცი...
- არ იცი..
- მაშინ ვგრძნობ..
- იქნებ ჩვეულებრივი სახელგატეხილი გოგო ვარ..
- სახელგატეხილი - სიცილი ამიტყდა- ვიღა ეძახის ბო*ს სახელგატეხილს
- ეგეთ სიტყვებს ჩემთან ნუ ამბობ - ცხვირი აიბზუა. სიცილის ვერ ვიკავებდი, ჩემს გვერდით 18 წლის ბავშვი მოდიოდა.
- კარგი,ბოდიში, სიმართლე თუ მოქმედება?
- სიმართლე
- რა მოხდა მაშინ მეტროში?
ჩემმა კითხვამ დააბნია. პასუხი დააყოვნა..
- ხომ გითხარი, სკეიტიანი ბიჭი გარბოდა წინ..
- გეყოფა - შევაწყეტინე - მე არ ვარ მამაშენი რომ რამის გამო განგსაჯო, თუ რამე ისეთია.. შეგიძლია მითხრა..
- კარგი,სადმე ჩამოვსხდეთ.. -სკამისკენ წავიდა, ხელი ხხელში წავავლე
- ამ წვიმაში ამ სველ სკამზე აპირებ ჩამოჯდომას და ჩემთვის ყველაფრის მოყოლას?
უხერხულად გაიღიმა. უახლოეს კაფეში შევედით. ყავა და ნამცხვარი ავიღეთ. საუბრის დაწყებას არ ჩქარობდა, მე კი ვეღარ ვითმენდი
- გისმენ..
- არ ვიცი რატომ გიყვები
- არ აქვს მნიშვნელობა
- დამპირდი..
- გპირდები..
- რას მპირდები?
- რავიცი დამპირდიო და მეც გპირდები
- სასაცილო ხარ - გულიანად გაიცინა
- სულაც არ ვარ სასაცილო - ნაწყენმა გავხედე - რას დაგპირდე?
- ლაშას არაფერს არ ეტყვი
- ჰო,მაგრამ..
- დამპირდი..
- იმას არასდროს დაგპირდები, რასაც, თუ საჭიროდ ჩავთვლი გავაკეთებ
- ხოდა არ მოგიყვები.
- ძალიან კარგად მომიყვები.. ყველაფერს დაწვრილებით! - ტონს ავუწიე
- არ მიყვარს ხმამაღალი საუბარი
- ანა, შენ ვიღაცამ თავი გაგიტეხა, შეიძლებოდა რამე სერიოზული მომხდარიყო, შემდეგში რომ ასეთი რაღაც არ მოხდეს, გაგი ბიძიას უნდა უამბო..
- ბიძიას? სულ ერთი წლით ხარ დიდი და..
- ახალგაზრდავ, მთელი ორი წლით
- ცხრამეტის ვარო, შენ ასე მითხარი
- ჰო,მაგრამ სულ ცხრამეტის ხო არ ვიქნები.. სექტემბერში ოცის ვხდები, ასე რომ, ბოდიში მოიხადე
- მომიტეეეევეთ
- მოყევი
- არ ვიცი საიდან დავიწყო..
- დაწყება ყოველთვის ჭირს, მე მჯერა შენი, მიდი.. - ყავა მოვსვი და ერთი სული მქონდა როდის დაიწყებდა მოყოლას.
- გუგა..
- ჭოლაძე?
- საიდან იცი?
- ლაშამ მარტო ამის თქმა მოასწრო, გუგა ჭოლაძეო, პლიაჟზე, სანამ შენ მოხვიდოდი
- ვიცი რომ ლაშას ეჭვი აქვს, არ მინდა შარში გაეხვეს ჩემს გამო..
- ვინ ჩემი ფეხებია ეს გუგა
- ჩემი სკოლელია
- დალშე.. - თვალებში ვუყურებდი
- დიდი ხანია ვუყვარვარ, მეექვსე კლასში ვიყავი სიყვარული რომ ამიხსნა - გაიღიმა
- ნუ იღიმი თორემ ნერვები მეშლება
- მაშინ ძალიან კარგი იყო..
- ადამიანები არ იცვლებიან - თავს ვერ ვიკავებდი
- აღარაფერს მოგიყვები
- ბოდიში, გააგრძელე, მეექვსე კლასში სიყვარული აგიხსნა და - სასაცილოდ გავიღიმე
- მასხარა ხარ.. მას შემდეგ სკოლიდან სახლამდე მაცილებდა.. ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, როგორც ხდება ხოლმე.. კლასელები ვიყავით, მის საკლასო სამუშაოებს მე ვწერდი.. დავალებებს ვუწერდი, ერთხელ ერთ სკოლელს მოვეწონე თურმე და საშინლად უცემია, სკოლიდანაც კი რიცხავდნენ, მაგრამ მამამისი,ალექსი ჭოლაძე,ჩაერია.. მამამისი..
- ვიცი ვინცაა, გამო*ირებული კაცია, მთელი თბილისი რო ტრ*კში უძვრება.. - შევაწყვეტინე
- გაგი, ასე თუ გააგრძელებ.. - შემომბღვირა
- ბოდიში, უბრალოდ მამაჩემს ჰქონდა მაგ კაცთან უთანხმოება.. - ავნერვიულდი, გამახსენდა 3-4 წლის წინ მომხდარი ამბები, ჭოლაძე.. ამის დედაც.. თბილისი ზედმეტად პატარა ქალაქია ახალი ნაცნობების შესაძენად, ასე თუ ისე, ყველა შენი ნაცნობია და ახლა საშინელი სურვილი მქონდა ასეთი მამის შვილი ნაწილ-ნაწილ ამეკუწა. ველოდი კითხვას „რა უთანხმოება?“, ამ თემაზე საუბარი კი ყველაზე ნაკლებად მინდოდა..ჩემდა გასაკვირად ანამ უბრალოდ ამბის მოყოლა განაგრძო
- მას შემდეგ ამ ბიჭის საშინლად მეშინოდა, მეც და ყველა დანარჩენსაც, იმას აკეთებდა რაც უნდოდა, დიდი ყურადღებით არ გამოირჩეოდა, სიმართლე რომ გითხრა, უბრალოდ აი ასე, მისი გოგო მერქვა და არავინ არ უნდა შემხებოდა, შევეჩვიე კიდეც ამას, სიმართლე გითხრა, მომწონდა, ჩემს მეგობრებს ვიღაც გაუზრდელი ბიჭები რომ აწუხებდნენ და ვერასდროს იშორებდნენ მათ თავიდან, მე ეს პრობლემა არ მქონია. დღემდე ისე მოვედით ყველას ჩემი შეყვარებული გონია, დედას და მამასაც კი, მამა ამბობს, ისეთი ოჯახის შვილია, ფუფუნებაში გაცხოვრებენო.. სასაცილოა... - ყავა მოსვა და გააგრძელა, ჩემს გულში კი მთელი ბილწი სიტყვების კორიანტელი ტრიალებდა - უკვე ძალიან დავიღალე, მე საერთოდ არ მომწონს ის.. ლაჩარია.. მამას ამოფარებული პატარა ბიჭი, დავიღალე მისი შეზღუდვებით, სახლში მალე მიდი.. მომწერე..დამირეკე..
- ლაშა?
- ლაშა ჩემზე ერთი წლით პატარაა, ისე ვუყურებ როგორც პატარას, ძმას, რმელიც უნდა დავიცვა მსგავსი არსებისგან,ყველანაირად ვცდილობ თავიდან ავარიდო.. მეხუთე კლასში იყო,ინგლისის სკოლამ მიღება გამოაცხადა და მამამ იქ გაუშვა სასწავლებლად, ერთი წელია რაც უკან დაბრუნდა. ჯერ ყველაფერში კარგად ვერ ერკვევა, არც იმდენი მეგობარი ყავს ასე უბრალოდ ჭკუა ასწავლოს გუგას..
- და იმ დღეს?
- იმ დღეს ძალიან ვიყავი გაბრაზებული, წინა დღისით მეგობრის დაბადებისდღე იყო, იქ მივდიოდი, მან კი დამირეკა და გამომიცხადა, ლიკას დაბადების დღეში არ წახვალო... ძალიან არ მომწონს ეგ გოგო და საერთოდაც გაწყვიტე მასთან მეგობრობაო... მე მაინც წავედი,ლიკა სახლში აწყობდა ვახშამს მეგობრებისთვის. სადარბაზოსთან დამხვდა, მანქანაში ძალით ჩამსვა და სახლში დამაბრუნა.. მეორე დღისით, აი მაშინ, თავი რომ გამიტყდა, მეტროში დამხვდა, არ ვპასუხობდი მის ზარებს და შეტყობინებებს, მასწავლებელთან მივდიოდი, რომ დავინახე, ყურადღება არ მივაქციე, ძმაკაცთან იყო, ვიღაც სკეიტიან ბიჭთან ერთად, ესკალატორისკენ წავედი, სკეიტიანმა წინ ჩამიარა და ესკალატორზე ავიდა, გუგამ ხელი დამიჭირა და მხეცივით შემომატრიალა, ბოლო ხმაზე ყვიროდა, ჩემი ხარ და როდის უნდა შეიგნო და შეეგუოო... ხელის გაშვებას ვცდილობდი, სილა გამაწნა, ისე რომ თავი ვეღარ შევიკავე დაძირს დავეცი.. - ცრემლები ვერ შეიკავა - არც კი გაჩერდა... შეეძლო სასწრაფოში მაინც დაერეკა.. გესმის? - პატარა ბავშვივით აქვითინდა. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. დავიბენი და თვალებგაფართოებული შევყურებდი. ახლა მხოლოდ იმას ვფიქრობდი როგორმე მიმეღწია იმ გუგამდე და ანას ყოველი ცრემლის გამო მომეთხოვა პასუხი, არ გამიჭირდებოდა.. დიდი სამეგობრო, ჩხუბის მოყვარული ბიჭები.. მაგრამ გუგა ჭოლაძე.. ალექსი ჭოლაძის შვილი...
- და იმის მერე?
- საერთოდ არ გამოჩენილა.. შემეშვა.. ძლივს თავისუფალი ვარ და.. აღარ მინდა ლაშამ ამაში რომ იქექოს,გესმის? არ მინდა ისევ უკან დაბრუნდეს ჩემს ცხოვრებაში.. ახლა ყველაფერი კარგად მაქვს.. გამოცდა ჩავაბარე, პასუხების მოლოდინში ვარ - გახალისდა - სტუდენტი გავხდები... ჩემი ნახატი ძალიან მოეწონათ, მე ასე ვფიქრობ..
- შენ რა, მხატვარი ხარ?
- კი,ვარ.. და თუ ჭკვიანად მოიქცევი, ერთხელ, იქნებ შენც დაგხატო...
- გპირდები, ვეცდები არ გაგაბრაზო, გავიდეთ ხო?
კაფიდან გამოვედით, წინ წავიდა, სწრაფად მივუახლოვდი და ხელში ავიტაცე, არ ვიცი რატომ გავაკეთე ეს.. არც მიფიქრია ამაზე
- რას აკეთებ.. დამსვი..
-იოცნებე..
- გაგი სულელი ხარ - მხიარულად იცინოდა. წვიმდა.. და მე მომწონდა ეს.. ამხელა ბავშვები ქუჩაში დაჭერობანას ვთამაშობდით და გიჟებივით ვიცინოდით. 11 საათი ხდებოდა, სასტუმრომდე რომ მივაცილე.
- მადლობ.. - თავი დახარა
- რისთვის?
- რომ მომისმინე.. ყავაზე რომ დამპატიჟე..
- ნამცხვარზეც. - დავუმატე
- ხო, თუნდაც... - იღიმოდა - და მადლობა რომ გამოჩნდი..
- მისმინე.. არ მინდოდა შემეწუხებინე.. არ მივეკუთვნებ იმ ბიჭებს ტვინს რომ ტყ.. ტვინს რომ ჭამენ..
- ვიცი რომ არ მიეკუთვნები.. ახლა მე წავალ.. - შეტრიალდა
- მოიცადე.. და კოცნა?
- რა კოცნა?
- ლოყაზე კოცნა - ლოყა მივუშვირე.
- არც იოცნებო - სასტუმროში სწრაფად შევიდა. მოვდიოდი და არ მშორდებოდა თვალებიდან ანას ღიმილი, ლამაზი სახე, ლამაზი ტუჩები, ლამაზი თვალები... ამის დედაც, ჩემში რომანტიკოსი იღვიძებდა, გაგი, ჯერ წვიმაში სეირნობ, მერე ცეკვავ და დაჭერობანას თამაშობ.. ეგ გოგო გაგიჟებს ძმაო.. ის არაა ისეთი როგორიც ყველა.. ბილწი, ამაზრზენი და საწოლის გოგო... თბილია, კეთილი და ლამაზი.. არა..ულამაზესი... და ამ გუგას ჭკუას ნამდვილად ვასწავლი.. სილა გამაწნაო?! არაკაცი.. რაც მამაა, ის შვილი გამოვიდა.. არა, თბილისში დავბრუნდებით თუ არა, მაშინვე ვიპოვი და კბილებს ჩამოვუღებ..
- რომეო მოვიდა... - წარბები აათამაშა ნიკომ
- მოკეტე. გურიკა სადაა?
- ვიღაც გოგოსთან წავიდა, პრეზერვატივების მთელი შეკვრა წაიღო, თბილი ღამე ელოდებათ..
- ნიკო, რაღაც უნდა გითხრა - სერიზული სახით ჩამოვჯექი დივანზე. ნიკოს სახიდან ღიმილი სწრაფად მოსცილდა. მე და ნიკო საბავშვო ბაღიდან ერთად მოვდივართ, ადამიანი, რომელსაც ყველა ინატრებს გვერდით, ყველაზე ახლო ადამიანია ჩემთვის - ნიკო, ეს გოგო..
- ჰო ძმაო, გამო*ლევდი..
- ზუსტად მაგის თქმა მინდოდა
- სახე რატო ჩამოგტირის?
- მისმინე, საშინლად მომწონს, არ ვიცი რა მჭირს...
- მეც მომეწონა, კარგი გოგო ჩანს, თიკუნას არ გავს
- არც გაბედო შედარება!
ნიკოს თიკუნა ყველაზე მეტად ეზიზღებოდა.. ხშირად გვიკამათია მის გამო
- მისმინე - გავაგრძელე საუბარი - ანას თავი ვინმე გუგა ჭოლაძემ გაუტეხა
- ეხლა ის არ მითხრა რაც მე მგონია - თვალები გაუფართოვდა
- თუ იფიქრე რომ ალექს ჭოლაძის შვილია, ხო, ეგ უნდა გითხრა..
- გამოვ*ლევდი... ვიცი მე ეგ ბიჭი, გიოს უბნელია
- კბილები უნდა ჩამოვუღო!
- არა..
- რა არა
- კბილები არ უნდა ჩამოუღო.. კბილები უნდა ჩამოვუღოთ, მერე თავიც გავუტეხოთ და ორასრაღაც ძვალი სათითაოდ გადავუმტვრიოთ!

იმ ღამეს გურიკა არ დაბრუნებულა, ალბათ მართლაც თბილი ღამე ჰქონდა, მეორე დღისით გვიან გამეღვიძა, ორი ხდებოდა, ოთახში არავინ იყო. ნიკოს მესიჯი დამხვდა ტელეფონზე, სასეირნოდ გავედით მე და ს*ქს ბომბა გურიკაო. ჩავიცვი და ანას დავურეკე
- სად ხარ?
- ვირუჯები..
- ამ დროს არ შეიძლება, დაიწვები..
- რა ვაკეთო აბა
- გამოგივლი და სადმე წავიდეთ
-კარგი, ეშმაკის ბორბალთან ვარ ახლოს, გელოდები..
- მოვდივარ..
გავთიშე და სწრაფად გავვარდი ოთახიდან.



№1  offline წევრი kaxelii

ახალი თავი ქაია

 


№2 სტუმარი ემი

ასე არ ჯობია, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვების, თავის დაფასებების და ზედმეტი პრანჭვების გარეშე აეწყო ურთიერთობა....კარგიაა winked

 


№3  offline წევრი Mia with panda

nino k.d.
ახალი თავი ქაია

მახსოვხარ შენ.. ჩემს წინა მოთხრობასაც კითხულობდი.. "ჩემი ბრაზიანი ბიჭი" ერქვა :)) <3 მიხარია ამასაც რომ კითხულობ

ემი
ასე არ ჯობია, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვების, თავის დაფასებების და ზედმეტი პრანჭვების გარეშე აეწყო ურთიერთობა....კარგიაა winked

მიკიბ-მოკიბვაც იქნება და ჩახლართული ამბებიც :დ <3 ახლა ვწერ მეოთხე თავს

 


№4  offline წევრი Lana Tomlinson

რა თბილი თავი იყო... love ველოდები მეოთხე თავს. love

 


№5 სტუმარი Uhuu

Moica imisi avtori xaar chemi braziani bichiis?
Kaii ra eg rogor ar daamtavree((((imdeni xani velodi
Xoda es dzaalian dzalian momcoons

 


№6  offline წევრი Mia with panda

ვეღარ შევძელი დასრულება :( ვიცი რომ ძალიან მოგწონდათ ის. ვგიჟდებოდი იმ პერსონაჟებზე ^_^ ვეცდები ესეც შეგაყვაროთ

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

როგორ მიყვარს ასე პირდაპირ რომ ამბობენ სატქმელს. და ვფიქრობ ეს ბიჭი სულაც არაა ცუდი ბიჭი .ძალიანაც კარგია დიდი ამბავი ახლა ცუდად თუ სწავლობს და ნაშა ჰყავს... დარწმუნებული ვარ ანასთან არაფერი შეეშლება.იმედია რაიმე ისეთი საშინელი არ მოხდება იმ გუგასთან თუ ვინცაა
მოკლედ ველი შემდე თავს

 


№8  offline წევრი kaxelii

Mia with panda
nino k.d.
ახალი თავი ქაია

მახსოვხარ შენ.. ჩემს წინა ისტორიასაც კითხულობდი.. "ჩემი ბრაზიანი ბიჭი" ერქვა :)) <3 მიხარია ამასაც რომ კითხულობ

მეც მახსოვს ეგ ისტორია მაგრად მიყვარდა. არ მახსოვს კომენტარს ვტოვებდი თუ არა. ისე ამ სამ სიტყვაში ბევრი რამე ჩავტიე.

 


№9 სტუმარი Akaa

Rodis dadeeb shemdeegs?<3

 


№10  offline წევრი Mia with panda

ხვალ დავდებ შემდეგ თავს

 


№11 სტუმარი მარიკუნა ...

მალე დადებ ახალ თავს ? ძალიან მომწონს ^^

 


№12 სტუმარი Uhuu

Sad gaqriii? ((((( erterti istoriaa romelic momcons da vkitxulobdii am satze tore sul gaafuches istoriebi da gtxov dabrundi ra

 


№13 სტუმარი Ankaaa

Mia with panda
ვეღარ შევძელი დასრულება :( ვიცი რომ ძალიან მოგწონდათ ის. ვგიჟდებოდი იმ პერსონაჟებზე ^_^ ვეცდები ესეც შეგაყვაროთ

Xo getkoba rogorc cdilob ramdeni xania gelodebit ))))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent