შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასდროს უშენოდ! (17)


27-06-2016, 22:15
ავტორი natia_888
ნანახია 1 805

***
იქ კიდევ დიდხანს ვისხედით... უხმოდ... ვუყურებდით ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და ხარბად ვისუნთქავდით სიყვარულით გაჟღენთილ ჰაერს...
მომნატრებია ეს შეგრძნება... შეგრძნება როცა ახლოს გყავს ის ერთადერთი და ხვდები ამქვეყნად სიცოცხლე რად ღირებულა...
სანდრო იჯდა ჩემს გვერდით... ხელის ერთი გაწვდენა და შევეხებოდი მის კანს, რომლის სეხებაზე მუდამ ჟრუანტელი მივლიდა...
სანდრო იჯდა ჩემს გვერდით და ის უზარმაზარი ბრაზი თუ წყენაც კი ვერ აკავებდა ჩემს გონებას მასზე, როგორც კაცზე, რომელიც თავდავიწყებით მიყვარდა, არ ეფიქრა...
ახლა ყველაფერი გაცილებით რთულად იყო, ვიდრე ერთი წლის წინ. იმაზე რთულადაც, ვიდრე სამი წლის წინ, ეს ახალგაზრდა დაუკითხავად რომ შემოიჭრა ჩემს გულში.
არ იცოდი მომავალში რა მოხდებოდა, რადგან ჩვენს უკან უამრავი ადამიანი იდგა... მე სულ რომ დამევიწყებინა წყენა, სულ რომ მეპატიებინა მისთვის, ნიკა არ აპატიებდა... არ აპატიებდა სალო, დათო... თანაც დემეტრე... მართალია მის მიმართ არაფერს ვგრძნობდი გარდა უდიდესი ნდობისა და მადლიერებისა იმის გამო, მძიმე დროს გვერდში რომ დამიდგა, მაგრამ სწორედ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე, მის მიერ ჩემს ცხოვრებბაში შესრულებული როლის გამო არ შემეძლო ასე ხელაღებით გამემწარებინა მისი ცხოვრება...
ყველაფერი თავდაყირა დადგა... იმაზე მეტად ვიდრე სანდროს წასვლამ აურია ჩემი შინაგანი სამყარო.
- კატოო... - ფიქრებში წასული ნიკას ხმამ გამომაფხიზლა. დავფეთდი... ახლა ნიკას სანდრო რომ ენახა, სალომეს ქორწილი ტრადიციულად, ალიაქოთის თანხლებით ჩაივლიდა და ამ ჩხუბის მიზეზი მე ვიქნებოდი. მაშინვე ფეხზე წამოვდექი და ნიკასკენ გავიქეცი იმ იმედით, რომ სანდროსთან მის შეხვედრას თავიდან ავიცილებდი.
- ნიკა, აქ ვარ... - ნიკა გაჩერდა როდესაც დამინახა და მეც შვება ვიგრძენი, მაგრამ მისი სახის უეცარმა ცვლილებამ მიმახვედრა, რომ შვება ნაადრევი იყო... ნიკა სულმთლად აილეწა, იფიქრებდი სადაცაა თვალებიდან ნაპერწკლებს გადმოყრისო... უკან მივიხედე და ჩემს ზურგთან ასვეტილი სანდერო დავინახე. მე იქიდან გამოვერიდე, ერთმანეთს არ შეხვდნენთქო, ეს კი უკან გამომყოლია.
- შენ რა სულ გაგიჟდი?! - ბრაზი ტვინში ამივარდა და გამწარებულმა ჩურჩულით ვიღრიალე.
- შენ აქ რა ჯანდაბა გინდა?! - ნიკა გონს მოეგო და სანდროსთვის მოიცალა.
- ძმაო... მომისმინე... - სანდრომ ცალი ხელი მაღლა აღმართა, თითქოს წერეთლის დამშვიდებას ცდილობსო... როგორც ჩანს ისიც მიხვდა რაც მოხდებოდა.
- ძმაოო? შენ რა სირცხვილი, ნამუსი, კაცობა ... ყველაფერი ერთად დაკარგე?... ერთი წელია შენგან ვაფშე არაფერი მსმენია. შენზე იმენა კაციშვილმა არაფერი იცოდა... ახლა ისევ მოჩვენებასავით გვეცხადები, თან ვითომც არაფერი, ძმაოო მეძახი... შენ რა სულ გარეკე? - ნიკა ნელ-ნელა ტონს უწევდა, მე კი მთელი სხეული დამეძაბა.
- მართალი ხარ... ყველაფრის ღირსი ვარ... რაც გინდა ის მითხარი, ოღონდ აქ და ახლა არა... გთხოვ... - ასათიანი აუღელვებლად საუბრობდა.
- ნიკა სანდრო მართალია, დღეს სალოს ქორწილია და მშვენივრად იცი როგორც ელოდა ამ დღეს, გთხოვ ნუ ჩააშხამებ.
- კატოსთან ახლოს მისული არ დაგინახო... არცერთ ჩვენგან არ გაგვეკარო, გაიგეე?!!! - წერეთელი სანროს თცვალს არ აშორებდა. - გაიგე ბიჭო?!!!
- გავიგე ნიკა... გავიგე. - მტკიცე ხმით ჩაილაპარაკა და წავიდა.
როგორცკი სანდრო თვალს მოეფარა ნიკასთნ მივედი და მაგრად ჩავეხუტე.
- დამშვიდდი...
- კატ... - წერეთელმა ჩემი თავი ხელებში მოიქცია და დაჟინებით შემომხედა. - გპირდები ამ ნაძირალას შენთნ მოახლოების საშუალებას არ მივცემ... გესმის?
- მესმის ნიკა... მესმის... - მესმოდა, თან იმაზე კარგად ვიდრე თავად მას წარმოედგინა... მხოლოდ ერთი პრობლემა იყო: - არ ვიცოდი ნამდვილაად მინდოდა თუ არა, რომ სანდრო არ გამკარებოდა...



***

ქორწილმა მშვიდად ჩიარა...
დათო და სალო საქორწინო მოგზაურობაში ისე წავიდნენ არცერთს სანდროს ამბავი არ გაუგია...
ერთი კვირა გავიდა ისე, რომ ასათიანი არ მინახავს...
პირველ კვირას მეორე მოჰყვა, მეორეს კი მესამე... მეგონა სანდრო ისევ გაუჩინარდა თქო და უკვე მის მთელი გულით შეძულებას ვიწყებდი ამ მოულოდნელი გამოჩენის და ჩემთვის ძველი ჭრილობების განახლების გამო...
- გოგო რა უბედურებაა, სამი კვირა გავიდა უკვე. თაფლობისთვე იმიტო კი არ ჰქვია მართლა ერთი თვით გადაიხვეწო. კარგია ეს ეგვიპტე, მზე და სანაპირო მარა მოგვენატრეთ, ეე - უნივერსიტეტიდან გამოვდიოდი და თან სალოს ველაპარაკებოდი... უკვე სამი კვირა გავიდა, გვრიტები კი დაბრუნებას არცკი გეგმავდნენ.
- დიახაც რომ, თუ თაფლობისთვე ჰქვია თვე უნდა გაატარონ ახალდაქორწინებულებმა ყველაფრისგან მოშორებით. - სალომ საყვარლად გადაიკისკისა.
- ერთი ამას დამიხედეთ... მერედა რომელი ახალდაქორწინებულები თქვენ მყავხართ, ერთი წელი გავიდა უკვე.
- კატ, რაღაც უნდა გითხრა. - ქალბატონმა ხმა დაასერიოზულა.
- გისმენ - მეც სერიოზულად ვუპასუხე.
- ორსულად ვარ.
- რაო?
- დიახ.
- ვაიმე სააალ. - კარგა ხანია ასე არაფერი გამხარებია. სწორედ რომ დროული იყო. - ჩემო პატარავ, გილოცავ... ჰაჰ, ჩემი ციცქნა ნათლული დაიბადება... ღმერთო რა მაგარია.
- ოჰ გაფრინდა ოცნებებში... აცადე გოგო ბავშვს დაბადება და მერე მაინც შერაცხე ნათლულად.
- ჯერ ეგ ფიქრშიც არ იყო, უკვე ნათლულად რომ მყავდა შერაცხული. - ორივეს გულიანად გაგვეცინა.
- კაი კატიუშ გავიქეცი ახლა და შეგეხმიანები მერე კიდევ.
- მიდი სალ და ნათლულს მიმიხედე.
ახალმა ამბავმა ისე გამახარა ვერცკი შევნიშნე უნივერსიტეტის შესასვლელთან სულელივით როგორ გავშეშებულიყავი.
- აქ რას აკეთებ? - ფიქრებიდან დემეტრემ გამომაფხიზლა.
- უი დემე, რამდენი ხანია არ მინახიხარ... უნივერსიტეტში ვიყავი... შენ რას აკეთებ აქ? - უკვე სამი კვირაა დემეტრეც არ მენახა... რამდენჯერმე კი დავურეკე, მაგრამ არ უპასუხია.
- მოკლედ შენ ზამთარ-ზაფხულ როგორ უნდა სწავლლობდე. დაისვენე გოგო, ზაფხულია ახლა, დააიისვენეეე. - ორივეს გაგვეცინა.
- ლექტორთან მქონდა რაღაც პატარა საქმე... შენ ეგ მითხარი შენ რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ და სად დაიკარგე ამდენი ხანი, ან ტელეფონი სად დაკარგე?
- ტელეფონი არ დამიკარგავს კატ, შეგნებულად არ გპასუხობდი... იმ დღის შემდეგ ფიქრი მჭირდებოდა, შენგან შორს. - ადვილად მივხვდი რასაც გულისხმობდა.
- მერე რა მოიფიქრე? - დემეტრესა და მის გრძნობებზე მართლა ვღელავდი.
- ის რომ ყველაფერი კარგადაა...
- ანუ? - ინტერესით ჩავეკითხე...
- ანუ ის რომ, ძალიან შეგეჩვიე... ბოლო ერთი წლია სულ შენს სიახლოვეს ვტრიალებ... სულ შენ სიცილს ვუყურებ, ვუყურებ როგორ ტირი, გიხარია ან გწყინს... ამ ყველაფერმა დიდი გავლენა იქონია. იმ საღამოს, როცა ვცეკვავდით... ისე ახლოს იყავი ჩემთნ და თან გარემოც... მოკლედ ემოციამ ამიტანა და ისეთი რაღაც ვთქვი, რაზეც რეალურად დაფიქრებულიც არ ვიყავი. ეს სამი კვირა კი, რომელიც შენგან შორს გავატარე დამეხმარა, დამეხმარა რეალური გრძნობის უბრალოდ მიჩვევისგან გარჩევაში... მაპატიე კატ... ის სისულელე არ უნდა მეთქვა. რათქმაუნდა მიყვარხარ, თან ძალიან, მაგრამ როგორც მეგობარი და არა როგორც გოგო.
- აგაშენა ღმერთმა. - დაძაბულობის განსამუხტად პოზიტიურად ვუპასუხე. თანაც ადვილი მისახვედრი იყო, რომ რასაც დემეტრე ამბობდა სრული სიმართლე იყო. სიმართლე გითხრათ მეც გულზე მომეშვა.
- ანუ არ ბრაზობ?
- არა რას ამბობ, პირიქით მიხარია.
- უფ, ძალიან კარგი. - როგორც ჩანს მანაც იგრძნო შვება.
- კაი დემე, გავიქეცი ახლა, აბა შეხვედრამდე.
- კაი კატ. თვს მიხედე. - მაგრად გადამეხვია და უნივერსიტეტში შევიდა.
მე ცოტა ფეხით გასეირნება გადავწყვიტე. მართალია გარეთ ძალიან ცხელოდა, მაგრამ ცოტა გავლა არ მაწყენდა. მანქანა მოსახერხებელ ადგილას გადავაყენე და ტროტუარს ნელი ნაბიჯით გავუყევი. უცებ...
- ჩაჯექი. - ღმერთო ჩემო, ეს ბიჭი ჩვეულ სტილს არ კარგავდა...
არ ვიცი რატომ, მაგრამ სანდრო ასათიანის დანახვისას უდიდესი შვება და სიხარული ვიგრძენი.



.......................

იმედია მოგეწონებათ... ყველანაირად ვეცადე საინტერესოდ განვითარებულიყო ისტორია... შეფასება თქვენზეა ^_^


მიყვარხართ <3



№1  offline აქტიური მკითხველი tatuka20

გააგრძელეე მაგარიააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent