Dark Heart №1
…ამ დროს მობილურზე ზარის ხმა გაისმა: -კესიი!.. მამაშენი... ის!.. (ჯესიკა) -რააა?! რაას მეუბნები ჯეს! რა?! (მე) -ის... (ჯესიკა) -რა ის?! (მე) -მოკლეს! (ჯესიკა) მობილური ხელიდან გამივარდა, მუხლებზე დავეცი, წამით ენა ჩამივარდა! ხმას ვეღარ ვიღებდი! თვალებს ვერ ვახამხამებდი. შევკრთი, გულის ცემა შემინელდა, ხელები ამიკანკალდა... -კესი რაა?! რა მოხდა?! (მაქსი) -მამაჩემი... (ჩავიჩურჩულე) წამით სიჩუმე ჩამოვარდა, გული შემეკუმშა, თვალებზე ცრემლები წამსკდა! -არა შეუძლებელია! (გამწარებული ვყვიროფი) მაქსი მაწყნარებდა! -წავედით! ჯესიკასთან წავედით! (მე) მანქანის გასაღებს ვტაცე ხელი, მანქანაში ჩავჯექი, მაქსიც გამომყვა. -და სად მივდივართ? (მაქსი) -მკვლელობის ადგილას! ჯესიკამ მითხრა მოლში მივდივარო, სავარაუდოდ იქ მოკლეს! (მე) -კაი, მაგრამ ცოტა ნელა რო ატარო? (მაქსი) -ეგეთები ტაქსის მძღოლებს უთხარი! (მე) -კაი, კაი... (მაქსი) გიჟივით გადმოვედი მანქანიდან, თვალი მოვკარი პოლიციას, სასწრაფოს. ამ დროს კი გაისმა: -მორგში წაიყვანეთ, შერიფი ვერ გადარჩა. (დამწუხრებული ხმა) -რა?! არა, არაა! ვინ მოკლა?! ეს ვინ გაბედა?! (მე) -დაწყნარდი კესი არ ვიცით ვინ მოკლა. მაგრამ დაჭრილია. სასტიკად! (ჯესიკა) ტირილისგან თვალები საშინლად გამიწითლდა. დედას დავურეკე: -დედიკო! დეე! მამა... ის... მოკლეს! (მე) -რაა?!! არა! არაააა! (დედა) თვალებიდან სიმწრის ცრემლები მდიოდა! მე სიშავემ შემიპყრო, გული გამეყინა და თვალები სიბნელით ამევსო. სწორედ იმ წამიდან დაიწყო ჩემი შავი და დაბურული სიცოცხლე, როდესაც სასტიკად დაჭრილი მამაჩემი სასწრაფოს მანქანით მორგისკენ წაიყვანეს. ჯესიკა და მაქსი მაწყნარებდნენ, მაგრამ ამაოდ. გული გამიშავდა! ვიღაც ხულიგნებმა დაჭრეს შერიფი! რომელსაც უამრავი ქურდი და სულით დამპალი ადამიანი ყავს დაჭერილი! ეხლა კი... მე მარტო ვარ! მამაჩემი მზრდიდა, ის მასწავლიდა მტრის დამარცებისას როგორ უნდა მოვქცეულიყავი, ის მასწავლიდა რომ არ უნდა დავმარცხებულიყავი და სულით არ უნდა დავცემულიყავი. მან მასწავლა სროლა, ჩხუბი და ყველაფერი ეს თავდაცვის მიზნით. მან იცოდა თუ როგორი საშიში იყო ამ ქვეყანაზე ცხოვრება და მომამზადა ყველაფრისთვის. აი უკვე მარტო ვარ! მე კესი მქვია. ვარ 19 წლის. თავის ქებას არ დავიწყებ გარეგნობის მხრივ. ღია ყავისფერი, გრძელი თმა მქონდა მაგრამ შავად შევიღებე, რაღაც ნაწილი კი ცისფრად და მოკლეზე, კისრამდე შევიჭერი. ბევრმა დამცინა კიდეც, მაგრამ ყურადღებას არავის ვაქცევდი. თვალებზე არ ვიცი რა ვთქვა. რაღაცნაირი ღია შავი თუ ვაფშე რაღაც გაურკვეველი ლურჯი ან ნაცრისფერი, მოკლედ მეც არ ვიცი. როგორც გაიგეთ მამაჩემი - შერიფი მოკლეს, დედა - სალი საზღვარგარეთაა. ჩემი მშობლები დაშორდნენ და მამაჩემმა სხვა ქალი მოიყვანა ცოლად. არ მინდა მოგატყუოთ და გეტყვით, რომ არც ისეთი კაი ადამიანია. მას ევა ჰქვია და ზედმეტად საკუთარ თავზე შეყვარებული პიროვნებაა. მე არც ვუყვარვარ და არც ვძულვარ. მე დედისერთა ვარ, ჩემი არაბიოლოგიური და - ლინა, რომელიც ჩემმა მშობლებმა იშვილეს დაკარგულია. უკვე 1 წელია, რაც პოლიცია ეძებს, მაგრამ ყოველივე ამან აზრი დაკარგა! შესაძლოა და, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა ცოცხალი აღარაა! მაგრამ პირადად მე იმედს მაინც არ ვკარგავ! არც ისე ბევრი მეგობარი მყავს, ხალხთან კონტაქტს ვერ ვამყარებ. ჩემი საუკეთესო მეგობარია ჯესიკა, ასევე ძმები მაქსი და მეისონი. როგორც უკვე ვთქვი მამაჩემი შერიფი იყო. მე ის ძალიან მიყვარდა. მაგრამ!.. გული რეალურად სიშავით ამევსო. *რამდენიმე დღის შემდეგ* საწოლზე დავეგდე და ჭერს ავხედე. -კესი! შენ უნდა დაამარცხო მტერი! არ დაეცე სულით! შური უნდა იძიო! მამაშენს ხულიგნების დაჭერა უნდოდა, მათ კი ფულის გამო ის მოკლეს! ეს არ უნდა აპატიო ვიღაც ნაბი*ვრებს! (ამ სიტყვებმა სულში გამკრა) საწოლიდან წამოვხტი. -ეს რა იყო?! (მე) ფიქრის შემდეგ მივხვდი რომ მართალი ვიყავი. გაბოროტებულმა გადავწყვიტე შური მეძია და ამისთვის საკმარისი ძალებიც მქონდა! მაგრამ არ ვიცოდი საიდან დამეწყო. იმედი მქონდა რომ ყველაფერი გამომივიდოდა. მაქსი მამაჩემმა მოაწყო პოლიციაში. ჰაკერია, ასევე შეუძლია ფოტორობოტების შედგენა და ა. შ. ჯესიკა კარატეზე დადის 7 წლიდან, მეისონი კი მაგარი მსროლელია. ჩემთან ერთად ტირზე დადის 4 წელია. ამიტომ შანსები მაქვს, რომ შური ვიძიო მამის წართმევისთვის! ამას არავის ვაპატიებ! -შეძლებ ჩემთან მოსვლას? (დავურეკე ჯესიკას) -ეხლა? 02:00ია! -ჰო! გთხოოვ რაა! -კაი, კაი. რამდენიმე წუთში ჯესიკა ჩემთან იყო. მე მას ყველაფერი ვუთხარი. -სულ შენთან ვიქნები! (მითხრა და თვალი ჩამიკრა) ამის შესახებ ბიჭებსაც გავაგებინეთ. პოლიცია ისედაც იძიებდა საქმეს შერიფის მკვლელების დასაჭერად, რა თქმა უნდა მაქსიც ეხმარებოდა. მეც მინდოდა მამაჩემის მკვლელობის გამოძიებაში მონაწილეობა მიმეღო, ამიტომაც განცხადება შევიტანეთ მე, ჯესიკამ და მეისონმა. ვინაიდან მე შერიფის შვილი ვიყავი, ჩვენ ჩხუბიც შეგვეძლო და საქმის გამოძიებაც პოლიციასთან ერთად საქმეს შევუდექით! -რა არის ახალი მაქს? (დავურეკე) -კამერების მიხედვით მამაშენი ოთხმა ბიჭმა დაჭრა. მაგრამ სახეები არ უჩანთ. ნუ როგორც იცი საღამოს მოხდა. ჯესიკა მოლში იყო საყიდლებზე და ინციდენტის შემდეგ გამოვიდა გარეთ. სადაც შერიფი დაჭრეს ხალხმრავლობა არ იყო. თან ის შენობის უკან, რაღაც ვიწრო გზაზე იპოვეს, სადაც მანქანებიც კი არ დადიან. მაგრამ გამოძიებისას მოხუცი კაცების ბირჟაზე მივიდა რამდენი ჩვენიანი. იქ ერთი აღმოჩნდა რომელიც მოესწრო ყოველივე ამას და ეხლა მოიყვანენ ჩემთან. მისი დანახულიდან გამომდინარე ვეცდები ფოტორობოტი შევქმნა. შენ სად ხარ? -მე და ჯესიკა მოვალთ ეხლავე. -კაი გელოდები. როცა მივედით ფოტორობოტი შედგენილი იყო. კომპიუტერს მივვარდი, სახეებს რომ შევხედე გულში სიცივემ გამკრა. -ესენი ჩემი მტრები არიან და მე ვალდებული ვარ გავანადგურო ისინი! (გავიფიქრე) ერთ-ერთმა გამომძიებელმა, რომელსაც ბენი ერქვა მითხრა: -დღეს უბრალოდ ვიძიებთ საქმეს. დანაშაულის ადგილას მივალთ და გამოძიებას გავაგრძელებთ. თუ დღეს ყევლაფერს დაზუსტებით შევიტყობთ ხვალე უკვე მკვლელების დაჭერას შევუდგებით. შენ და ჯესიკა წადით სახლში. ხვალე 4ზე აქ იყავით. -კაი, კაი... მე და ჯესიკა შენობიდან გამოვედით და ტაქსის გასაჩერებლად მოვემზადეთ, მაგრამ რამდენიც გავაჩერეთ ყევლა გადატვირთული იყო. -აუ აღარ მაქ ამდენი ნერვები! აი ავტობუსი გაჩერდა, წამო რა ავიდეთ (ჯესიკა) -კაი წამო (მე) ავტობუსში ავედით და თავისუფალი ადგილები დავიკავეთ. ჩემთვის ვიჯექი და მუსიკებს ვუსმენდი, როცა ჯესიკამ დამიძახა: -ნახე რა თვალები აქ (ჩამჩურჩლა და ვიღაც ბიჭისკენ გაიხედა) -კაი გაჩე (გამეცინა) ეს ბიჭი ჩვენსკენ მოტრიალდა და არ ვიცი რატომ მაგრამ გამიღიმა. ვუიიჰ! ლოყები გამიწითლდა. ისეთი გამოხედვა ჰქონდა თითქოს მიცნობდა, იცოდა ვინ ვიყავი. ერთმანეთს დიდხანს ვუყურებდით. ისეთი საყვარელი იყო თვალს ვერ ვაშორებდი, მაგრად დავიბენი. ჯესიკა კი თვალს გვადევნებდა და ეცინებოდა. ის ბიჭი ისეთი სახით მიყურებდა სულ დავიწყვი. ამ დროს ჯესიკამ მობილურში ერთ-ერთი ბიჭის ფოტორობოტის სურათი გახსნა და შეწუხებული და ამავე დროს გაბრაზებული სახით გამომხედა. ბიჭმა ღიმილი შეწყვიტა და იმავე გაჩერებაზე ჩავიდა. -ხედავ? რაღაცას მიხვდა! შენ რანაირად გიყურებდა! იცის რო შერიფის შვილი ხარ! ერთ-ერთი მათგანია! -მოიცა, მოიცა ჯერ დავაზუსტოთ! ბიჭი ჩავიდა და გაიქცა. მე და ჯესიკაც გავყევით, მანქანას მოვეფარეთ. მისი რეაქციებიდან გამომდინარე ის რაღაცას მიხვდა და არ უნდოდა, რომ ეს ჩვენ გაგვეგო. რაღაც ძველ შენობაში შევიდა და დიდი რკინის კარები მიიჯახუნა. -სანამ არ გავარკვევთ ვინ არის და მან მოკლა თუ არა მამაჩემი ვერაფერში დავადანაშაულებთ. (მე) -ჰოომ... მოდი შევიდეთ! (ჯესიკა) -რა? რავი ცოტა საშიში არ არი? -კაი ერთი! როდიდან შეგიპყრო შიშმა? -კაი კაი შევიდეთ! - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - როგორია? გავაგრძელოო? ჯერ ახალი ვარ და თუ რაიმე მოგეწონებათ ან არა კომენტარებში დამიწერეთ. თითოეულ შენიშვნას გავითვალისწინებ! :)) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.