შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობის საღამო(17)


31-03-2015, 17:35
ავტორი april
ნანახია 1 772

,,ცხოვრების არსი საკუთარი თავის პოვნა არაა. ცხოვრების არსი საკუთარი თავის შექმნაა."როცა ეს სიტყვები გავაცნობიერე მივხვდი რომ ეს ყველზე ბრძნული გამოთქმაა რომელიც კი მომისმენია.რადგან ამ აზრს ყველა ვერ ხვდება ეს არ ნიშნავს რომ სისულელეა.
მანქანას კლუბის წინ ვაჩერებ და მისკენ მივემართები,როგორც იქნა დადგა მომენტი როცა ამიხდება სურვილი და მაქსს ვნახავ,მის სახეს კვლავ შევეხები..ამის გაფიქრებაც კი სიხარულს მანიჭებს.
უეცრად წინ ბიჭი მიდგება..სიბნელეში მისი სახის დანახვას ვერ ვასწრებ..ხელს პირდაპირ ყელში მიჭერს და თავით კედელს მაჯახებს..დაბნეული წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ ვახერხებ..მისი სახის ნაკვთებს ვაკვირდები,თითქოს მეცნობა,მაგრამ ვერ ვიხსენებ..ოდნავ უკან იწევა,სახეს შუქი უნათებს,ახლა კი შემიძლია დანამდვილებით ვთქვა რომ ეს ნიკაა.
-მითხარი ასეთი რა გააკეთე,რომ ნინო მოკლეს.?ასეთი რა მოიმოქმედე.
-გეფიცები,ჩემი ბრალი არაა..
ხრიწიანი ხმით ვპასუხობ..
-ნუ იტყუები,იცოდე საკუთარი ხელით მოგკლავ.
-არ გატყუებ..
-მორჩი..
-გამიშვი,გავიგუდები..
ყელიდან ხელს მაშორებს და მეც ჰაერს ღრმად ვეწაფები..
-წამოდი..
მანქანასთან მივყავარ და ძალით მაჯენს.
-სად მიგყავარ?
-სადაც ნინო მოკლეს.
-შენ ეს ყველაფერი როგორ გაიგე?
-რა მნიშვნელობა აქვს ეს რამეს შეცვლის?
-არა,მაგრამ ყველაფერი არასწორად გაიგე.მეც შენზე არანაკლებ მტკივა გული ნინოს გარდაცვალების გამო მაგრამ...
-თავს ნუ იმართლებ ყველაფერი ნათელია..
-იცი რა?უბრალოდ ვერ ვხვდები ასეთს რას ვაკეთებ რომ არავის არ სჯერა ჩემი..
-მორჩი წუწუნს,ვნანობ რომ გენდობოდი.ყველაფერი ტყუილი ყოფილა.
-გააჩერე მანქანა..
საჭეს ხელს ვკიდებ და მიმართულების შეცვლას ვცდილობ,ნიკა ხელს მკრავს მაგრამ სიჩქარის შენარჩუნებას მაინც ვერ ახერხებს..მანქანა ტრიალდება..ვხვდები რომ ყველაფერი კარგად ნამდვილად არაა.რამდენიმე ბრუნვის შემდეგ მანქანა ჩერდება..თვალებს ვხუჭავ როცა ვხვდები,რომ სიმამაცე მმართებს თვალებს სწრაფად ვახელ..ყველაფერს ამოტრიალებული ვხედავ...მანქანიდან გადმოსვლას ვახერხებ..ცალი ხელი ისე მტკივა მის ამოძრავებასაც კი ვერ ვახერხებ..ვცდილობ გზაზე გავიდე,რომ დახმარება ვითხოვო..მაგრამ მანამდე,ნიკას გამოყვანას ვცდილობ მანქანიდან. ისეა მოყოლილი რომ ვერ ვახერხებ მის გათავისუფლებას..ვნებდები და გზაზე ვდგები..ერთერთ მანქანას წინ ვუდგები,ისიც აჩერებს მოხუცი ქალბატონი და ალბათ მისი მეუღლე მანქანიდან გადმოდიან და ჩემს წინ დგებიან..
-რა ხდება შვილო..
-დამეხმარეთ,ჩემი მეგობარი მანქანაშია..
მანქანისკენ ვანიშნებ..ქალბატონი მანქანაში მაჯენს,მისი მეუღლე მანქანისკენ მიემართება.
-ახლავე გამოვიძახებ სასწრაფო დახმარებას..
-გთხოვთ ის გადაარჩინეთ,ჩემი მეგობარი კარგად არაა.გთხოვთ..
-დამშვიდდი,ყველაფერი კარგად იქნება..
თავს მის მხარზე ვდებ..რამდენიმე წუთში სასწრაფოს მანქანა ჩერდება..მანქანაში მაჯენენ,ზოგი ჭრილობას მიხვევს,ზოგი პულსაციას ამოწმებს..ნიკაც მოყავთ ჩემს გვერდით აწვენენ..სასწრაფოს მანქანა სავაადმყოფოს წინ ჩერდება..სასწრაფოდ გადავდივართ,ნიკა პირდაპირ საოპერაციოში მიყავთ,მე იქვე ვჯდები..ექიმი ჭრილობას აკვირდება..
-არაფერია,დამშვიდდით.მედდები ყველაფერს გააკეთებენ რომ ინფექცია არ შეიჭრას.
-გმადლობთ ექიმო..
როცა ყველაფერს ვაგვარებ,ნიკას მდგომარეობის გასარკვევად მოსაცდელში ვჯდები..ერთერთმა ექთანმა მითხრა რომ ოპერაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და დალოდებას აზრი არ აქვს.
უეცრად მახსენდება რომ კლუბში შეიძლება მაქსი,კვლავ იყოს..სასწრაფოდ ვდგები და ტაქსის ვაჩერებ..მანქანა 15 წუთში ჩერდება,კლუბში სირბილით შევდივარ და ვცდილობ მაქსის სახე დავაფიქსირო..მაგრამ არ გამომდის,ბარმენთან მივდივარ.
-აქ ბიჭი ხომ არ იყო სახელად მაქსი?
-მაქსი?
-კი..
-ვფიქრობ არა..
-დაფიქრდით იქნებ ვინმემ ამ სახელით მიმართა..
-კი,მგონი მახსენდება,ვიღაც გოგონასთან ერთად იყო..
-გოგონასთან?
-კი..
-წავიდნენ?
-ამ წუთას გავიდნენ კლუბიდან,თუ იჩქარებთ შეიძლება დაეწიოთ..
-გმადლობ...
შენობიდან გამოვრბივარ და გარშემო ყველას და ყველაფერს ვაკვირდები,მაგრამ მაქსის სახეს ვერ ვცნობ..წავიდა,როგორც ჩანს....წავიდა.აბა რა მეგონა მე დამელოდებოდა?ამჯერადაც შევცდი...დამარცხებული სახლისკენ მივემართები..ფეხით მივაბიჯებ,ნუთუ არ შეიძლება როდესმე მაინც ვიყო ბედნიერი?
-კი...
უკნიდან ვიღაცის ხმა მესმის..ნელ-ნელა ვტრიალდები..მაქსის სახის დანახვისას ყველაფერი მავიწყდება..
-მაქსს?
-მე ვარ.
ნელი ნაბიჯით მივდივარ და მის სახეს ჩემს ხელებს ვახებ..ახლა ვაცნობიერებ როგორ მომნატრებია მისი ღიმილი.
-შენ აქ ხარ..
რაც შეიძლება სწრაფად ვეკვრები მკერდზე..მისი სითბო ჩემს გულს ათბობს,გულს რომელიც გაყინული მეგონა.
-ჩემი აზრებს კითხულობ?
-არა,უბრალოდ ძალიან ხმამაღლა ფიქრობ.
-უბრალოდ არ მჯერა რომ კვლავ გხედავ.
-მეტი გზა არ გაქვს უნდა დაიჯერო..ახლა წამოდი გარეთ ცივა,მანქანაში ჩავსხდეთ.
-კარგი..
მისი მანქანისკენ მივემართებით..ნიას მზერას ვგრძნობ გახარებული ჩემსკენ მორბის და მეხუტება..
-როგორ ხარ?
-კარგად..
-მიხარია რომ მოხვედი.
-შენ იცოდი რომ მოვიდოდი?
-შენმა მეგობარმა გაგვაფრთხილა რამდენიმე დღის წინ.
-ალბათ ნინომ.
-კი,მგონი ნინო ერქვა.
-გარდაიცვალა.
-რატომ?
-მოკლეს..
მაქსის დამწუხრებულ სახეს ვხედავ..ცდილობს მისი მზერა ვერ შევამჩნიო თავს დაბლა წევს და მანქანაში ჯდება.
-გოგოებო მანქანაში ჩასხედით.
მაქსის გვერდით ადგილს მე ვიკავებ,ნია უკან ჯდება..
-რას ვაპირებთ?
-სახლში წავიდეთ..
-კარგი ნათქვამია.
-ჩემს სახლში წავიდეთ.
-რატომ?
-თაკო იქაა.
-თაკო ვინაა.
-ჩემი მეგობარი.
-კარგი,წავიდეთ..
სახლის მისამართს ვეუბნები და რამდენიმე წუთში მანქანას კორპუსის წინ აჩერებს.ბინის კარს ვაღებ და ბინაში შევაბიჯებ ჩქარი ნაბიჯით..
-შემოდით...
თაკოს დანაღვლიანებულ სახეს ვხედავ,მაქსის და ნიას დანახვისას ცრემლებს იწმენდს.
-ის მართლა მოკვდა?
-სამწუხაროდ კი.
-არ მჯერა..
-დამშვიდდი..
მის გვერდით ვჯდები და მის დამშვიდებას ვცდილობ..
-ესენი ვინ არიან?
-მაქსი და ნია.
-მაქსი?
-კი.
-ის მაქსი?
-კი,ის.
ფეხზე დგება და მაქსს და ნიას ეცნობა..
-მიხარია რომ შენი ნახვის საშვალება მომეცა მაქსს.
-რატომ?
-ხომ უნდა ვიცოდე ჩემი მეგობრის შეყვარებული როგორი ტიპია.
-შეყვარებული?
საუბარში მეც ვერევი.
-კი..
პასუხს მაქსი მიბრუნებს.
-იქნებ მე..
საუბარს ზარის ხმა მაწყვეტინებს..კარებს ვაღებ..სანდროს და საბას ვხედავ..
-ბიჭებო..
-გამარჯობა,თამთა.
-გაგიმარჯოთ.რამე მოხდა?
-უბრალოდ გადავწყვიტეთ სტუმრად მოვსულიყავით,თუ არ ხარ წინააღმდეგი რათქმაუნდა.
-არა..შემოდით..
სახლში ვიპატიჟებ..მაქსს მათი დანახვისას სახე უმკაცრდება.
-ესენი სანდრო და საბა არიან,ჩემი მეგობრები..
-მაქსი..
ეცნობა მაქსი,შემდეგ ნია და თამთა.
-დასხედით..
-ჩვენ უბრალოდ შენი ამბის გაგება გვინდოდა,მაშინ ცოტა დაბნეული იყავი..
-ყველაფერი გაირკვა,გმადლობთ.
-ჩვენ წავალთ,როგორც ჩანს სტუმრები გყავს,ხელს არ შეგიშლით.
-არა,რას ამბობოთ.აქ ყველა ჩემი მეგობარები ხართ.
-არამგონია სიმართლეს ამბობდე..
მესმის მაქსის ირონიული პასუხი.
-მოკეტე..
ვაჩუმებ რაც შეიძლება სწრაფად.
-ეს მაქსია,ჩემი შეყვარებული..
-აჰამ,გასაგებია..
ეცინებათ ბიჭებს..ყველანი დივანზე ვსხდებით..
-კარგია,ყველა ჩემს მეგობარს ერთად რომ გხედავთ.მართალია ნინო ახლა აქ არ არის,მაგრამ ვიცი ეს ალბათ ძალიან მოუნდებოდა.
-სად არის?
მეკითხება საბა.
-სხვის მაგივრად გაემგზავრა საქმიან შეხვედრაზე.
-მუშაობს ესეიგი..
-გარდაიცვალა.
-გასაგებია,ვწუხვარ.
-მადლობა.
-წავიდეთ..
-სად?
ვეკითხები ნიას.
-კლუბში.გავერთობით.
-კარგი აზრია..
უღიმის სანდრო.
-მაქსს?
-წინააღმდეგი არ ვარ.
-კარგი..
ქურთუკს ვიღებ და ბავშვებს ვეწევი რომლებიც უკვე მანქანაში სხდებიან,მაქსთან ერთად მის მანქანაში ვჯდები.საბას მანქანაში ნია,სანდრო და თაკო ჯდება.მათი მანქანა მოგყვება..მაქსი ძალია ნელი სიჩქარით მიდის.
-რატომ დავდივართ ასე ნელა?
-იმიტომ რომ შენთან ერთად დიდი ხნის გატარება მინდა..
-იქაც ხომ ერთად ვიქნებით.
-ხომ მაგრამ მარტო ვერა.
-მორჩი..
20 წუთში კლუბში შევაბიჯებთ..რამოდენიმე წუთში გიორგის და საბას სახეს ვხედავ..მათ ვუახლოვდები..გიორგის ჩემს დანახვაზე გამომეტყველება ეცვლება..
-თამთა?
-კი..
მოდის და მიხუტებს..ემოციებს ვეღარ ვიკავებ,ის ხომ ჩემი პირველი მეგობარია..როგორ შეიძლება მასზე დიდი ხნით ვიყო გაბრაზებული.
-როგორ მომენატრე..
-მეც..მომენატრე.
-როგორ შეცვლილხარ..
-დრო გავიდა..
-მიხარია რომ გხედავ..
საბა მიახლოვდება,სახეზე გაოცებას ვატყობ..მისკენ მივიწევ..
-როგორ ხარ?
-მშვენივრად..
-მიხარია კვლავ რომ გხედავ..
-მეც..
-ძალიან..
-შევიცვალე?
-ზუსტად..
-ალბათ კარგია?
-რას გულისხმობ?
-თუ შენ სიტყვებს გავიხსენებთ.
-თამთა..
მესმის მაქსის ხმა..
-მოვდივარ..
მაქსისკენ მივმერთები...
ამჯერად სჯობს ,,უაზრო,,ხალხზე დრო არ დავკარგო,იმიტომ რომ როცა ადრე ასე მოვიქეცი ბევრი დავკარგე...
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მართალია ცოტა დამაგვიანდა ახალი თავის დამატება,მაგრამ იმედი მაქვს მაპატიებთ...ძალიან არ მინდა მოთხრობა უაზრო გავხადო და,,გავწელო,,ამიტომ შევეცდები მალე დავასრულო..<3



№1 სტუმარი natia

კომენტარი dzaan mmagaria <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent