შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლივია (სრულად)


28-06-2016, 00:55
ავტორი ნატა.
ნანახია 3 561

გამარჯობათ. მე ლივია ვარ. 15 წლის. დილით საწოლიდან ადგომა ძალიან მეზარებოდა ამიტომ ცოტა ხანი კიდევ დავრჩი. კარგად გახდომის საუკეთესო საშუალება მუსიკის მოსმენაა, მაგრამ ხანდახან შეიძლება პირიქით, ცუდათ გახდე. ამ შემთხვევაში მე მოწყენილი ვარ. ხალხი ძნელად მიგებს. მაგრამ ეს მომწონს, მეგობრების გაჩენა დიდად არ მიყვარს.
სკოლა სხვა ბავშვებისგან განსხვავებით მიყვარს. ბევრს ვფიქრობ ყველაფერზე. სკოლაში ყოველთვის ფეხით დავდივარ. ახლაც გარეთ ვარ და სკოლისკენ მივდივარ. ყველას სადღაც ეჩქარება. მალე გზას გადავუხვიე და სკოლის ეზოში შევედი. კლასში ასვლას ვაპირებდი როდესაც ერთი ბიჭი დავინახე. აქამდე არასდროს მინახავს და არასდროს მომწონებია მაგრამ ახლა არ ვიცი. ყურადღება აღარ მიმიქცევია და დავჯექი. გაკვეთილებმა საოცრად მალე გაიარეს. სახლში ისევ ფეხით წავედი. მეგობარს დავურეკე.
-(ლ) ამანდა. როგორ ხარ?
-(ა) კარგად. გინდა გამოვიდე?
-(ლ) კი, გელოდები.
ამანდა ჩემი საუკეთესო მეგობარია. ერთმანეთს რამდენიმე წელია ვიცნობთ.
დიდი ხანი არ მიცდია. ამანდა უკვე ჩემთან იყო.
-(ა) არ შემიძლია. ვერ ვეტყვი. არ მინდა რომ ცუდათ გამომივიდეს.
 ამანდას ერთი ვიღაც უყვარს, მაგრამ ვერაფერს ეუბნება ხშირად ვცადე ამეხსნა, რომ ხანდახან გვეშინია იმის თქმის, რის მერეც ყველაფერი შეიცვლება. ჩვენ ერთი შანსი გვეძლევა, ცხოვრების მხოლოდ ერთი შანსი და რაც არ უნდა მოხდეს უნდა გავბედოთ იმ პირველი ნაბიჯის გადადგმა რის მერეც შეიძლება მართლა შეიცვალოს ყველაფერი, მაგრამ ბედნიერები ვიყოთ. თუ პირველ ნაბიჯს ვერ გადავდგავთ, ვერც მეორეს და ვერც მესამეს ვერ გადავდგავთ. ვიქნებით ერთ ადგილზე და შორიდან დავაკვირდებით სამყაროს.
-(ლ) თუ ნამდვილად არ გინდა ნუ ეტყვი, მაგრამ თუ ცოტათი მაინც გინდა გაბედე და უთხარი.
გაჩუმდა და ჭერს უყურებდა. მალე ორივეს ჩაგვეძინა. დილით სკოლაში ერთად წავედით. მე გავჩერდი.
-(ლ) ამანდა შენ ადი და მეც ახლავე მოვალ.
ჩანთაში ტელეფონს ვეძებდი როდესაც უკნიდან ვიღაცამ დამიძახა. გავიხედე და ის ბიჭი იყო გუშინ რომ დავინახე.
-გამარჯობა. არასდროს მინახიხარ. რა გქვია?
-(ლ) გამარჯობა. იშვიათად გამოვდივარ. მე ლივია ვარ. შენ?
-მე ჯეისონი. სასიამოვნოა.
მას მუქი თვალები და მუქი თმა ქონდა, ჩემზე მაღალი ოყო, გამხდარი.
იმის მერე დიდი ხანი გავიდა. მე და ჯეისონი კარგი მეგობრები გავხდით. ის ამანდასთანაც კარგად იყო მაგრამ ჩვენ უფრო დიდ დროს ვატარებდით ერთად.
ერთხელ დავფიქრდი და შემეშინდა. მივხვდი რომ მომწონდა. არ მინდოდა ეს მომხდარიყო ჩვენ ხომ ასეთი მეგობრები ვართ. არ ვიცოდირა მექნა დიდი ხანი ვფიქრდობდი და ბოლოს წერილი დავუწერე, ჩუმათ ჩანთაში ჩავუგდე და წამოვედი. "
"შეიძლება ახლა რასაც წაიკითხავ გეწყინოს ან გაგიხარდეს ან არვიცი მაგრამ აღარ მინდა დამალვა, მინდა მარტო შენ იცოდე.მიდოდა და ვიფიქრე პირდაპირ ვეტყვიმეთქი მაგრამ ვერ შევძელი, ვერ გავბედე.შეიძლება როგორც დას ისე მიყურებდი და მეც ვცდილობდი როგორც ძმას ისე შემომეხედა მაგრამ ვერც ეგ შევძელი. სუსტი არ გეგონო, იმასაც დიდი გამბედაობა უნდა რასაც ახლა ვწერ. შეიძლება ყველაზე დიდ შეცდომას ვუშვებ და შეიძლება ამის მერე საერთოდ აღარ ვიყოთ ისე როგორც ადრე. ყველაზე მეტად ეგ არ მინდა. მეშინია რომ სხვას შეხედავ ისე როგორც მინდა რომ მე შემომხედო, მეშინია რომ ჩემი მეგობარი შეგიყვარდება. ვერ შევძლებ გიყურო ჩემ მეგობართან როგორ იქნები . მე ძლიერი ვარ. მე მართლა ძლიერი ვარ. შევძელი ძველი ცუდის დავიწყება; შევძელი ახალი ცხოვრების დაწყება; შევძელი მას მერე სხვებისგან ნასროლი შეურაცმყოფელი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმექცია.ამას იმიტომ არ გეუბნები რომ თავი შეგაცოდო, მინდა გითხრა რომ შეიძლება ასეთი ტკივილის ატანაც. მინდა ბედნიერი იყო, ამას მაგიტომ გეუბნები. მე ყველაფერი შევძელი, მაგრამ არ შელმიძლია მიყურებდე როგორც დას.
მგონი გავგიჟდი არ ვიცი არაფერი, ჯერ კიდევ ვერ გავერკვიე ამაში, მაგრამ იმაში გავერკვიე და დავრწმუნდი რომ მომწონხარ, მგონი ზედმეტადაც კი. ეს კი არ ვიცი რას ნიშნავს, თუ გეცოდინება შეგიძლია მითხრა. იმედია ყველაფერი არ გავაფუჭე, იმედია ისევ ვიმეგობრებთ და იმედია საპასუხოდ კითხვაზე პასუხს მაინც მივიღებ."
ამ წერილის მერე დიდ ხანს არ მინახავს. სკოლაში არ დადიოდა, არ მირეკავდა, არ მწერდა. მე კი ძალიან ვნერვიულობდი და პასუხს ველოდი.
ერთხელ, სეირნობისას დავინახე მოდიოდა. მოვიდა და ჩამეხუტა, ზედმეტი არაფერი უთქვამს.
-(ჯ) მეც, ლივია, მეც. .
და წავიდა. გაშეშებული ვიდექი. არ შემეძლო განძრევა. როდესაც გონს მოვედი სახლში ვიყავი, ჩემს ოთახში ვიწექი. ვფიქრობდი  რატომ წავიდა.
 
    ამ ყველაფრის მერე ერთი წელი გავიდა. ჯეისონი აღარ გამოჩენილა.
ბევრი იმასაც ამბობდა  გარდაიცვალაო, მაგრამ მე არ მჯეროდა. არ მინდოდა ეს ამბავი სიმართლე ყოფილიყო და არ ვიჯერებდი.
    ბედნიერება წვრილმანებშია და ეს წვრილმანები გვაყვარებს ადამიანს. მან ეს მიმახვედრა, მან მე ღიმილი მასწავლა, ბედნიერება და სიხარული მაგრძნობინა. ახლა აღარავინ მყავს. ამანდა ვეღარ მამხიარულებდა, სულ ჩემთა იყო მაგრამ არ შემეძლო ვყოფილიყავი ისევ ისეთი როგორიც ადრე. ის წავიდა, წავიდა და ჩემი გულიც წაიყოლა. ვცდილობდი მემხიარულა, მეგობრებთან წავედი წვეულებაზე მაგრამ რაღაც მაკლდა, ის ნაწილი მაკლდა რომლითაც ვსუნთქავდი, რომლითაც ვცოცხლობდი.

რამდენიმე თვეში ამანდას წერილი დავუწერე და სახლიდან წავედი...
"სანამ წავიდოდე მინდა წერილი დაგიტოვო. ამის წაკითხვის მერე შეიძლება ცრემლი მოგერიოს, შეიძლება სულელობათ მოგეჩვენოს ან სულაც დაკუჭო და გადააგდო. მე მაინც დავწერ. ჩემთვის მაინც მეგობარი ხარ. სიცოცხლეში შეიძლება ისე ვერ გაფასებდი როგორც უნდა დამეფასებინე. ყოველთვის ჩემ გვერდით იყავი, ხანდახან ვერ მიგებდი მაგრამ არაუშავს.
ალბათ მიზეზის ცოდნა გენდომება ეს რატომ გავაკეთე. გეტყვი.
ჩემთვის სამყარო ძალიან პატარაა, მინდოდა ყველა ბედნიერი ყოფილიყო, ყველა გამებედნიერებინა. ხშირად გამომდიოდა მაგრამ მე ვრჩებოდი გულნატკენი. ვისი დახმარებაც მინდოდა ყველა გულს მტკენდა. ამან დამღალა. მინდოდა ასეთი ახალგაზრდა დავემახსოვრებინე ყველას. არ მინდა რომ იტიროთ, არ მინდა რომ იდარდოთ და ჩემ გამო მოიწყინოთ. მე ეს არ მინდოდა. მე სხვების ბედნიერება მინდოდა. არასდროს მიფიქრია იმაზე რაც გადავწყვიტე მაგრამ ეს ბოლო ამოსუნთქვა იყო. აღარ მინდოდა სიბოროტის ყურება, აღარ მინდოდა ხალხის გამწარების ყურება. ხშირად მილაპარაკია მშობლებთან ამ საკითხზე და ვერც ერთ ჯერზე ვერ ვხვდებოდი, ვერ ვუგებდი ამ ყველაფერეს, რომ ხალხი ასეთი სასტიკია. მე დავამთავრე, ამ სამყაროში ვერ გავძლებ. თუ იქ უკეთესია, თუ იქ იფრო ლამაზია, თუ სიკეთეა, მაშინ იქ მინდა. ჩემზე არ იდარდოთ, შეიძლება ეს ჩემი ბოლო თხოვნაა რასაც გულით გთხოვთ. და კიდევ ერთს გთხოვ, მინდა ყველას უთხრა როგორ მიყვარდნენ.
მშვიდობით მეგობარო. ადრე თუ გვიან ისევ შევხვდებით, ოღონდ ბედნიერ სამყაროში.
ნახვამდის.."



№1 სტუმარი etiko

ragac iseti iyo cota areuli... anu is bichi mis megobarsac uyvarda ho..

 


№2  offline წევრი ნატა.

etiko
ragac iseti iyo cota areuli... anu is bichi mis megobarsac uyvarda ho..

არა მარტო ლივიას. ეს ჩემი პირველი ისტორიაა რომელიც აქ დავდე, იმედია შემდეგში უკეთესი იქნება <3

 


№3 სტუმარი Teo

ar davmalav da vityvi :d is bichi ratom wavida tu ukvarda..dasasruli dzalian areuli iyo da simartle rom vtqva veraperi gavige (

 


№4  offline წევრი anni123

სრული უაზრობა!

 


№5  offline წევრი ნატა.

ეხლა გადავხედე და მართლა უაზრობა დამიწერია. არ უნდა დამედო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent