ხელი შემახე !
მზის სხივი თვალებში მეცემოდა თითქოს მეუბნებოდა -გაიღვიძე მეგი ,გაიღვიძეე ! -თანხმობას მოგცემ გადავტრიალდი, გადმოვტრიალდი და ავდექი ამინდი იმაზე მშვენიერი იყო ვიდრე ოდესმე .. -რა სილამაზეა მზე როგორც არასდროს ისე ბრწყინავს...გინდა გამომელაპარაკო არა? უეჭველად გავისეირნებ მზეს თვალი ჩავუკარი მოვსწყდი ადგილს და კიბეები ჩავირბინე -ამანდააააააა !! გაიღვიძე გავისეირნოთ ! მოგეხსენებათ ამანდა ჩემი დაა . -კარი გამიღე რა .. -მაცადე მეგი ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს -ამანდა კარი გამიღე ამანდა ადგა და კარი გააღო -ხომ იცი რომ დღეს არ ვმუშაობ , ერთადერთი დღეა როდესაც შემიძლია დღე შენთან ერთად გავატარო .. ხედავ ? ყველაფერი მშვენივრადაა .. დედაც ისურვებდა ამ უმშვენიერეს ამინდში გარეთ გამოგედგა ფეხი -მეგიი .. განვიცდი -რას ? -მის წასვლას -ხო მაგრამ ის ხომ დიდი ხნის წინ წავიდა ? მას შემდეგ თითქმის 2 წელი გავიდა -მე ის ვნახე -რა ნახე ? ამანდა წამოხდა ლოგინის ქვეშ შეძვრა და რაღაც თეთრი კონვერტი გამოაცურა -ეს რა არის ? -ეს მისი წერილია თვალებში დამიბნელდა გონება გამიცივდა არა ! არ მინდა -ამანდა ,ჯერ გავისეირნოთ შემდგომ კი წერილსაც გადავხედოთ ამანდა მოვიდა ჩამეხუტა და ჩამჩურჩულა -შენს მეტი არავინ არ მყავს -მე კი შენს მეტი !ახლა კი ჩაიცვი ვისადილოთ შემდგომ კი გავისეირნოთ იქ სადაც გული მიგვიწევს. *** ამანდა ხელჩაჭიდებული მომზდევდა ,უხსიათობამ შემიპყრო ვუცქერდი მას ,მის ღიმილს , სიმშვიდეს და ვმშვიდდებოდი ვფიქრობდი -შენ რომ რამე მოგივიდეს ჩემს თავს ვერ ვაპატიებ ჩემო ანგელოზო .. -მეგიი იქ წავიდეთ რაა ამანდამ ხელი ტირიფების ბაღისკენ გაიშვირა -წავიდეთ გაანა ეს ხომ შენ გსურს ამანდა გაიქცა მე კი უკან მივზდევდი როგორც პატარა ბავშვი ,ვთამაშობდით ძალიან ბევრს , უზომოდ ბევრს .. მოსაღამოვდა , ცამ გაიჭექა ამანდა მოვარდა -დაიკოო ძალიან მეშინია -ძალიან შორს ვართ წამოსულები არაუშავს იმედია წვიმა არ მოგვისწრებს -იმედიაა ამანდამ ხელი ჩამჭიდა. გავიქეცით მაგრამ, კოკისპირულმა წვიმამ მოგვისწრო. -მოდი თავი ამ შენობას შევაფაროთ , გადაიღებს და წავიდეტ ? რას იტყვი ემი? -კარგი მეგი სიჩუმე ჩამოვარდა მხოლოდ წვიმის წვეთების და მისი დაცემის ხმა ისმოდა -ჩამეხუტე ! -მოდი ჩემთან -მეგი ! ბედნიერი ხარ ? -კი შენით ვარ ბედნიერი ჩემო ანგელოზო -მეეც შენით და დედა მენატრება ცრემლი მაწყდებოდა და სევდით შეპყრობილი უცაბედმა საშინელმა ალიაქოთმა გამომაფხიზლა -რახდება მეგი ? -არვიცი შენობაში რაღაც მოხდა -მოდი ამ ადგილს გავეცალოთ რა მეგიი -ემიი აქ დამელოდე მალე მოვალ -არაა რა მეგიი -მიდი ჩემო კუკლავ ნუ გეშინია კარები შევაღე , იქ იმდენად სიბნელე იყო არაფერი არ ჩანდა ტელეფონი შევანათე ..მიტოვებული ადგილია მაგრამ ნეტავ რა ხმა იყო ? არა არა უეჭველად უნდა გავეცალო მოვბრუნდი თუ არა , ისევ და ისევ ის ხმა გაისმა .შიშით ვთროლდი და ნელი ნაბიჯებით კარისკენ მივიწევდი -შეჩერდი ! უცხო ხელის შეხება ვიგრძენი .შემოვტრიალდი თუ არა დავინახე უცნობი მამაკაცი რომელიც აგრესიული მზერით მიმზერდა შიში გამიქრა და ნდობა მომაწვა. ის იმდენად ლამაზი გარეგნობის მამაკაცი იყო რომ მზერა ვერ მოვაშორე . -აქ რა გინდა ? -რაღაც ხმა გავიგონე და .... უკაცრავად მეჩქარება უნდა წავიდე -ამ წვიმაში ? მანქანით ხარ ? -არაა ფეხით გასასვლელისკენ მივიწევდი , ის ამედევნა -ძალიან გთხოვთ გარეთ ჩემი პატარა და მელოდება და ის საკმაოდ შეშინებულია -ჩემი შეეშინდება ? -ალბად . შემოვტრიალდი და მივაშტერდი -კარგი ვცადოთ გავედი თუ არა ამანდა ჩემსკენ გამოიქცა -დაიკოო რა ხდება ? -არაფერი ემი ამანდამ მამაკაცს ახედა დაათვარიელა შემდეგ გაიღიმა -მეგიი ეს ვინ არის ? -არვიცი ამანდა წავედით ! -მოიცადეთ ,ჩემი მანქანა აქვეა მე წაგიყვანთ -მადლობთ მაგრამ .. ამანდამ გამაწყვეტია -კეთილი ბიძია ჩანხარ . გენდობი ! -ოჰ არაა ემი -ქალბატონო მეგი .. შემომხედა მამააკაცმა დამატყვევებელი მზერით მე არ ვარ საშიში უნდა მენდოთ ! მე მას მივენდე .. მანქანაში სიჩუმე ჩამოვარდა ,ემიი და მე ვათვარიელებდით მამაკაცს რომელიც თვალით არასდროს მენახა , მისი ახოვანება მიზიდავდა მაგრამ არა !მე ხომ მამაკაცი არასდროს მყოლია და ემის დავპირდი რომ არასდროს მივატოვებ ! ამაზე ფიქრიც არ ღირს!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.