უჟმური უფროსის წესები (ლანა და ლაშა) თავი 3
- მოხვედი? წამოდი შენს კაბინეტს გაჩვენებ - სამსახურში დაბრუნებულ ლაშას ელენე შეეგება და კაბინეტისკენ გაუძღვა. - ისევ იქ არ ვიქნები? - არა, ძველი კაბინეტის გვერდით იქნები. შენ ყოფილ კაბინეტში ახლა სხვა არის - ღიმილით უთხრა და ერთ-ერთ ახალ თანამშრომელს მიესალმა, რომელიც ლაშას თვალს არ აშორებდა. - ხო არაუშავს - კაბინეტში შესულმა უცებ მოავლო თვალი გარემოს , თავისი მაგიდისკენ წავიდა, სკამი გარედან შეათვალიერა და შიგ მძიმედ დაჯდა. - კარგი წავედი მე მივხედო ჩემ საქმე, იმედია შეეგუები ახალ გარემოს - ღიმილით უთხრა ელენემ და კაბინეტი დატოვა. მარტოდ დარჩენილმა მამაკაცმა კომპიუტერი ჩართო, რაღაც ფაილებს თვალი გადაავლო და შეეცადა სიტუაციაში გარკვეული. ერთ წლიანი პაუზის შემდეგ ცოტა გაუჭირდა ფორმაში მოსვლა, თუმცა მთელი დღე ისე გავიდა არავის შეუწუხებია და თავად მშვიდად მუშაობდა. ხუთი საათი ხდებოდა კარზე კაკუნი, რომ გაისმა და ერთ-ერთმა თანამშრომელმა ოთახში თავი შეყო. - ბატონო ლაშა ათ წუთში საკომფერენციო დარბაზში იყავით - სწრაფად უთხრა გოგონამ და კარი გაიხურა. მამაკაცმა გახსნილი ფაილები ჩაკეცა, კომპიუტერი გამორთო და გარეთ გავიდა. სწორედ ამ დროს მის გვერდით მდებარე კაბინეტის კარი გაიხსნა, რომელიც ადრე ლაშაც ეკუთვნოდა და იქიდან ლანა გამოვიდა საბუთებით დატვირთული. რამოდენიმე წამით ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ, შემდეგ კი ორივე ერთდროულა დაიძრა დარბაზისკენ. - მიბრძანდი - ირონიული ხმით უთხრა ლაშამ და პირველი ლანა შეუშვა ოთახში, შემდეგ კი თავად მიყვა. უკნიდან აკვირდებოდა ქალის ნელ მიხვრა-მოხვრას და თავში ათასი უხამსი აზრი მოსდიოდა, მაგრამ წუთში ახსენდებოდა რომ ქალს უკვე ქმარი ჰყავდა და უაზრო ფიქრების თავიდან მოშორებას ცდილობდა. ლანა გრძნობდა ზურგს უკან დაჟინებულ მზერას და ცოტა აკლდა, რომ არ წაქცეულიყო. როგორც იქნა მიაღწიეს მაგიდასთან ორივემ და ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს დასხდნენ. ლანა რაღაც საბუთებს ჩაჰკირკიტებდა, მამაკაცი კი ურცხვად არ აშორებდა თვალს. - ეს აქ რაზე მუშაობს? - მის გვერდით მჯდომ სანდროს კითხა და თვალით ლანაზე ანიშნა. - ისეთს არაფერს არ აკეთებს, უბრალოდ საბუთების მოწესრიგება ევალება და აქეთ-იქით ტარება, მანამ სანამ რაიმე შესაფერის სამსხურს მოუძებნიან. - საკმაოდ დიდი ხანი უყურებდა ქალს და ისე იყო გართული მისი ცქერით რომ გარშემო არაფერი ესმოდა. - ლაშა - გაბრაზებულმა გაკრა ხელი თორნიკემ მის გვერდით მჯდომს და უცებ გამოარკვია. - რა არის? - გაკვირვებულმა გახედა და შემდეგ იქ მყოფებს მოავლო თვალი , ყველა მას უყურებდა, მათ შორის ლანაც. - რა გჭირს ? რამ გამოგა***რა? - ყურში ჩასჩურჩულა სანდრომ. - ყველა შენ გელოდება, თქვი რამე. - რა ვთქვა ბიჭო არ ვუსმენდი - ჩუმად გადაულაპარაკა და ყველას ნერვიული ღიმილით გახედა. - რას ამბობთ ბატონი ლაშა? ანუ განსხვავებული აზრი გაქვთ? - ნაგლური ღიმილით გაუღიმა მის წინ მჯომმა ლანამ და მისკენ გადაიწია. - ხო - კბილებში გამოსცრა და გამწარებულს თვალები სიბრაზისგან აენთო. - წესიერად ბიჭო - მხარი გაკრა სანდრომ და უხერხულად გაიღიმა. - დიახ, მე მაქვს განსხვავებული აზრი - ამჯერად ხმამაღლა დაიწყო საუბარი. - მე მესმის, რომ აქ საკმაოდ ბევრი თემა იქნა განიხილილი - აზრზე არაა ამ დროს რაზე ისაუბრეს - და მინდა ჩემი აზრი ერთ საკითხზე გავამახვილო. საკმაოდ დიდი ხანია, რაც მე ამ კომპანიაში ვმუშაობ, მაგრამ როგორც ჩანს ჩემი არყოფნის ერთ წელში ბევრი რამ შეიცვალა. განსაკუთრებით თვალში საცემია აქ მომუშავეთა რაოდენობა და გამოცდილება. მაგალითად თქვენი ქალბატონო ლანა - ისე უყურებდა თითქოს რაღაც თამასში გაიმარჯვა, მაგრამ თავად საერთოდ არ თვლიდა რომ ეს თამაში იყო. - მე გავიგე რომ თქვენ მხოლოდ საბუთებს აწესრიგებთ და მათი კაბინეტიდან მეორე კაბინეტსი წაღება გევალებათ, ეს კი ყველას შეუძლია. - ირონიულად ჩაუკრა თვალი და მის პასუხს დაელოდა. საწყლად დახარა ლანამ თავი და ხმა ვეღარ ამოიღო. - ამიტომ საჭიროა ის თანამშრომლები რომლებიც ნაკლებად ასრულებენ საქმეს გავათავისუფლოთ, ამით ჩვენ ბიუჯეტს საკმაოდ გავზრდით, რადგან ძალიან ბევრია ისეთი რომელიც ფულს ტყუილად იღებს -კიდევ ერთხელ გაიღიმა მშვიდი, თუმცა ირონიული ღიმილით და შემდეგ ფეხზე წამოდგა. - ახლა კი უკაცრავად უნდა დაგტოვოთ, საქმე მიხმობს სხვებისგან განსხვავებით - ღიმილით ჩაილაპარაკა, ერთხელ კიდევ გადახედა მის წინ მჯდომ ქალს და დარბაზი დატოვა. უკან კი გაგა და სანდრო მოყვებოდნენ. - შენ სულ გაუბერე? - გამწარებულმა დაუყვირა სანდრომ, როგორც კი კაბინეტში შევიდნენ. - არა რატომ? - მხრები აიჩეჩა და სკამზე დაჯდა. - აბა რა ცირკი დადგი იქ? გოგო კინაღამ ატირე? - თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა სანდრო და ოთახში დადიოდა. - რა ჩემი ბრალია თვითონ დაიწყო, სამაგიეროს გადახდა უნდოდა, მაგრამ ამჯერად დამარცხდა - კმაყოფილი ღიმილით ჩაილაპარაკა და ბიჭებს გახედა. რაღაცის თქმას აპირებდა სანდრო კიდევ, რომ ამჯერად თორნიკე შევიდა ოთახში. - სულ გაგიჟდი შენ? რა ჯანდაბა გჭირს? - ბოლო ხმაზე უყვირა და მაგიდას ხელებით დაეყრდნო. - ვაიმე ახლა შენ - თვალები მობეზრებულმა გადაატრიაალა. - არაფერი არ მჭირს ბატონო თორნიკე, უბრალოდერთ პატარა გოგოს ვასწავლი ჩემთან წესიერად მოქცევას - თვალი ჩაუკრა და გაუღიმა. - ვეღარ გცნობ , რაც ჩამოხვედი იმის მერე თითქოს სულ სხვა ხარ - ნაღვლიანი ხმით უთხრა თორნიკემ და დივანზე დაჯდა. - ლაშა ესე არ მოიქცეოდა, ის... ის შეეცდებოდა დაებრუნებინა სიყვარული და ყველაფრისთვის პოზიტიურად შეეხედა. შენ კი შენ არ ხარ - თორნიკეს ამ სიტყვებს წყობილებიდან გამოყავდა მამაკაცი, თითქოს არ უნდოდა მის პირადს შეხებოდნენ და გაეხსენებინათ როგორი იყო ადრე. - მართალია ლაშა თორნიკე. ეს ერთი წელი ყველასთვის ძნელი იყო. გვესმის შენი მაგრამ გთხოვთ გაჩერდი. ასე შენ თავს იტანჯავ და მასაც ტანჯავ. - მძიმედ საუბრობდა გაგა და ცდილობდა რაიმე შეეგნებინებინა ლაშასთვის. - რომ დარჩენილიყავი ... - გაჩუმდით - ბოლო ხმაზე იღრიალა და სანდროს წინადადება გააწყვეტინა. - რომ დავრჩენილიყავი რა ? რა მოხდებოდა ? მეყურებინა როგორ მიყვებოდა ჩემი საყვარელი ქალი სხვას? როგორ გახდებოდა სამუდამოდ მისი და მე არაფერი გამეკეთებინა? - გამწარებული ფეხზე წამოდგა, ყვიროდა და თან ხელებს იქნევდა. - არ შემიძლია ვუყურო როგორ არის ბედნიერი სხვასთან. ეგოისტი ვარ ვიცი, მაგრამ ასეთი ვარ. ადრეც რომ ეგოისტი ვყოფილიყავი ესე არ მოხდებოდა, მაგრამ მაშინ სულელი ვიყავი. მჯეროდა რომ ლანა ჩემს გარდა სხვას არავის შეხედავდა. ხომ ნახეთ გუშინ...ხომ ნახეთ რა ბედნიერი იყო და როგორი სიხარულით წარმიდგინა მისი საამაყო მეუღლე? მე კიდე იმ დროს სი**ვით ვიდექი და ვერაფერს ვაკეთებდი. მორჩა ამაზე ლაპარაკი - დამშვიდებული ნელა დაჯდა ისევ სავარძელში, ღრმად სუნთქავდადა თითქოს ამ სუნთქვას ატანდა ყველა იმ ემოციას რაც უნდოდა, რომ გამოეხატა. - უბრალოდ გაჩერდით. შევეცდები რომ ესე აღარ მოვიქცე მაგრამ თქვენ აღარ გამახსენოთ წარსული. გთხოვთ - ესღა თქვა და ოთახიდან უკანმოაუხედავად წავიდა. წინა საღამო - იმ ქალბატონს ველოდებით? - თორნიკესთან მყოფ მეგობრებს გადახედა. - კი და გთხოვ ლაშა არაფერი თქვა - ელენეს ხმაში მუდარა იგრძნობოდა. - არა არაფერს ვიტყვი - ამ სიტყვებით უფრო თავისი თავი დააჯერაა. ათ წუთში კარზე ზარი კაისმა. - მობრძან...- სიტყვა შუაზე გაუწყდა ელენეს, როგორც კი კარის მიღმა ელენე დაინახა და მის გვერდით თემო. - მოვედით - ღიმილით უთხრა ლანამ და სახლში დაუკითხავად შეაბიჯა. მამაკაცმა ელენეს ღვინო და შოკოლადი მისცა და ლანას უკან მიჰყვა. ყველა გაკვირვებული დარჩა თემოს ნახვით. - ლაშა მემგონი შენ იცნობ ხომ ჩემს მეუღლეს? - ღიმილით უთხრა ლანამ გაშტერებულ ლაშას. - კი - დაბოხებული ხმით გასცა პასუხი და მამაკაცს მტრული მზერა სტყორცნა, თუმცა მერე თავად გაბრაზდა მის ბავშურ ქცევაზე. - კარგით მოდით დავსხდეთ - ყველას სუფრასთან მოუხმო ელენემ. ყველა მხიარულად იყო, ლანა მიკრული იყო თემოს და მასაც ხელი ჰქონდა გადახვეული. ეს სიტუაცია ლაშას ნერვებზე მოქმედებდა და საერთოდ არ ჰქონდა გართობის ხალისი. - როგორი იყო ლაშა აბა საზღვრებს გარეთ? კარგია იქ ხომ ? - ღიმილით გადახედა თემომ მამაკაცს. - კი საკმაოდ - მანაც გაუღიმა მაგრამ ძალით. - იმედი მაქვს ჩვენ თაფლობისთვეში წავალთ, ადრე არ ისურვა ჩემმა ქალბატონმა სადმე წასვლა და ვიმედოვნებ ეხლაც არ სეეცვლება გეგმები - ღიმილით გადახედა ლანას და თავზე აკოცა. სიტყვა „ჩემი „ კი ლაშაც ცუდად მოხვდა. - ხო. ლანას ჩვევად აქვს მნიშვნელოვან საკითხებზე უცაბედად აზრის შეცვლა- ირონიულად ჩაილაპარაკა ლაშამ და ლანას გახედა, რომელსაც სახე შეეცვალა. - რას ვიზავთ ლაშა, ზოგს კი გაქცევა აქვს ჩვევად და კარგადაც გამოსდით - თვალი ირონიულად ჩაუკრა ქალმა. ამ სიტყვებმა ლაშა საშინლად გააბრაზა, უნდოდა რაღაც ეთქვა მაგრამ თავი შეიკავა. - ასეც ხდება. ზოგჯელ სხვა გზა არ არის გაქცევის გარდა. - სხვა გზა ყოველთვის არსებობს, მთავარია არ შეშინდე და არ დანებდე. - თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს და მათ გარშემო ვერავის ამჩნევდნენ. - დანებებაც საჭიროა, როცა ბრძოლას აზრი არ აქვს. - აზრი ყოველთვის ყველაფერს აქვს, ისე არაფერი არ ხდება.მიზეზი ყველა საქციელს მოეძებნება. - მაგრამ მიზეზის ახსნით არაფერი იცვლება. - თუ ვცდით ყველაფერი შეიცვლება და გამოსწორდება. - მთავარი სიყვარულია, მას კი წინ ვერაფერი აღუდგება. - სწორედაც მაგაშია აზრი, თუ გიყვარს უნდა იბრძოლო. - არა, ესე არ არის. თუ გიყვარს მისი ბედნიერებისთვის უნდა დათმო. - ყელში ბურთი გაეჩხირა ლაშას და ეს წინადადება ძლივს თქვა, შემდეგ კი გაკვირვებულ მეგობრებს გადახედა. - უკაცრავად მე უნდა წავიდე. - ფეხზე წამოდგა, ნახვამდისო თქვა და წავიდა. ზუსტად გაიხსენა გუშინდელი მისი და ლანას დიალოგი,შემდეგ ბიჭების ნათქვამი. თავი ხელებში ჩარგო და თვალები მაგრად დახუჭა. ისევ გაახილა, თავი ასწია, ვისკის ბოთლს ხელი მოჰკიდა და კიდევ ერთხელ გადაუშვა ყელში. უაზროდ დაუწყო სივრცეს ყურება და ბოლოს თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.