შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამიერი პაემნები 18+ (საპირფარეშო)


29-06-2016, 05:42
ავტორი gvanc(a) 15
ნანახია 12 122

პირობები,ფენები, ქველმოქმედება. ერთმანეთს გადაბმული ფინანსური *ირობები. ქაღალდით შექმნილი ანატომია...
რამ შეიძლება მიიქციოს ყურადღება, დედამ- თავისი ავადმყოფი, უპატრონოდ მიგდებული შვილით თუ მინისტრის გოგონამ,რომელსაც თითი გაეჩხაპნა?.. რა თქმა უნდა, ათას რეპორტაჟს, სტატიას და ჟურნალების სივრცეს შესწირავენ ამაზე ოხვრასა და გოდებას... დაწერენ ,, რა სიღრმემდეა ჭრილობა?!“ ,,როგორ გრძნობს თავს დაზარალებული?“ ,,ეწვის თუ უბრალოდ სტკივა?“ , ,,რამდენად კარგად ისაქმებს, ამ ტრაგედიის მერე?“

ეს ყველაფერი დაუსრულებლად. დაუსრულებლად... სანამ თვითონ გოგონას დაავიწყდება,რომ თითი აქვს,მანამდე.
მწვანე ქაღალდები ყიდულობენ ჯანმრთელობასა და ყურადღებას, პატივისცემასა და ერთგულებას, სიყვარულსა და სიძულვილს. ეს საშინელი, გაცვეთილი, მყრალი, მწვანე ქაღალდები...

ჩემს ყურსასმენებში,, Maldito - Alone Made Of Ice“ ისმის,მე სიგარეტს ვაბოლებ და ამ ყველაფერზე ვფიქრობ. ზოგჯერ გული მერევა და ცრემლი მაწვება,მაგრამ თავს ვიმაგრებ,მარტო არ ვარ. ისღა აკლიათ ცრემლი დაგინახონ.

გოგოები ჩემს წინ ცივ ყავას წრუპავენ და ტუჩებზე ტუჩსაცხს ისწორებენ. მათი კონტურის ხაზები იმდენად იდეალურია, მგონია მე ვერ შევძლებ,მოხაზულ ადგილებზე, ასე სწორად გავლას. ნელნელა იტხაპნებიან და შიგადაშიგ მაქცევენ ყურადღებას. არ ვიცი რატომ ვმეგობრობ მათთან, არც იმათმა იციან. არაა საჭირო ყველაფერი იცოდე.

ალბათ იმიტომ რომ, მარტო არ ვიყო. მარტოობა ყველა შემთხვევაში რთულია, მითუმეტეს ღარიბული მარტოობა. ყველა ეძებს მის გვერდით მოსიარულეს, ზოგჯერ იმითაც მშვიდდები, როცა იცი, რომ უკან ვიღაცის ჩრდილი დაგსდევს, შეიძლება ჭკვიანურს არც არაფერს ამბობდეს, უფრო მეტიც, სისულელის გარდა არაფერი ამოსდიოდეს პირიდან, მაგრამ უყველაფრობას გერჩივნოს. როცა იდეალური ცხოვრება არ გაქვს, საბრალო ბედნიერებაზეც თანხმდები.

იმაზე ვფიქრობდი,რამდენი უნდა გადამეხადა ამ პატარა ფინჯან ყავაში, რომლის შეკვეთაზეც,რამდენიმე წლის წინ ვერც ვიოცნებებდი.
თინეიჯერული ყოფაცხოვრების განმავლობაში, იმაზე უფრო ვფიქრობდი მალე გადმომედგა წყალი გაზიდან,რომ მერე, ცივში გადამენელებინა და თავი დამებანა. იმაზე ვფიქრობდი რამდენად მეყოფოდა ფული, კვერცხის საყიდლად და დამრჩებოდა თუ არა წვენისთვის... იმაზე ვფიქრობდი როგორ მომკვდარიყო ბიძაჩემი, შემდეგ მის დასაფლავებაზე მოსაწევით გაბრუებული მივსულიყავი და ბოლო ხმაზე მეცინა...
ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი თუ ოდესმე ვინმეს სიკვდილი მომინდებოდა. ნამდვილად არ იყო ჩემი ბრალი, მე საკმაოდ კეთილი და თბილი ვიყავი. უბრალოდ ადამიანები ზოგჯერ ამას იმსახურებენ.

სიგარეტის კვამლში ავიბლანდე და ხველება ამიტყდა.
- გვანც, კარგად ხარ?- შეწუხდა ერთი.
- არამიშავს. როცა არ შეგიძლია, ამდენი არც უნდა მოქაჩო - ჩამეცინა და დარჩენილი სიგარეტი საფერფლეში ჩავტენე.
- ნახეთ ვინ მოდის... ნახეთ...- წამოიძახა მარიამმა. ინსტიქტურად მიმეხედა, სულ არ მაინტერესებდა ვინ მოდიოდა. არავისთან ისეთი ურთიერთობა არ მქონია, მის გამოჩენას რომ აღვეფრთოვანებინე.

ჩვენგან ცოტა უკან, ,,კუწი“ მოდიოდა, მისი ახალი გოგო... ეს გამაღიზიანებელი სახელი მას მერე შევარქვი,როცა ე.წ ჩემი ბიჭის მობილურში წავიკითხე მესიჯი :,,კუწი,რა ლამაზი იყავი გუშინ“. მართლა ლამაზი გოგო იყო კუწი, ფეხებიც გრძელი ჰქონდა,ქერა თმაც, სახეზეც არაუშავდა. ინსტაგრამისთვის იყო შექმნილი.
ყოველ შემთხვევაში მე და გიგა, შეყვარებულები არ ვყოფილვართ. ეს თავიდანვე გარკვეული გვქონდა, უბრალოდ მერე აღმოჩნდა ,რომ მე უფრო მეტი მინდოდა,ვიდრე გართობა ან მსუბუქი მეგობრობა. დგება ისეთი მომენტი, უდარდელი თამაშებიც რომ გაღიზიანებს...
ჰოდა ვუთხარი ერთხელაც, კარგია მრავალფეროვანი ურთიერთობა, მანქანის უკანა სავარძელიც და დაუსრულებლად ლაპარაკიც ზოგად თემებზე, ისიც ძალიან კარგია თავს რომ მუხლებზე მადებ და ხელზე ნაზად მკოცნითქო, მაგრამ არ არის საკმარისი, ჩემთვის აღარ არისთქო.
უკვე მომწყინდათქო.
ძალიან ცივილურად დავშორდით, მეც მასე მაწყობდა.
მის მობილურზე შემოსული ზარები და სასიყვარულო მესიჯები (რომელსაც გოგოები საკმაოდ ბლომად სწერდნენ) გულს მირევდა და მელანქოლიისკენ მიბიძგებდა.

ერთი თვე იყო გასული, რაც აღარ გვქონდა ურთიერთობა. სიმართლე რომ ვთქვა ბოლო მომენტამდე მჯეროდა რომ მოვენატრებოდი. იმდენად გულუბრყვილო რწმენა იყო, გამეორებას რომ აღარ საჭიროებს.
ჰოდა თითქმის ერთი თვე იყო გასული.შემდეგ მისი ,,კუწი“ გამოჩნდა ჩვენს მაგიდასთან და საპატიო ადგილი დაიკავა.
მე არ ვიცნობდი იმ გოგოს, ჩემს მეგობარს ჰქონდა ურთიერთობა.
ჩემზე და გიგაზე გოგოებმა არ იცოდნენ... და აი, დადგა ის საშინელი ეპიზოდი ჩემს ცხოვრებაში,როცა კუწიმ მისი ურთიერთობები გააშარჟა და ჩვენს სიმპათიურ ბიჭზეც დასცდა რამდენიმე სიტყვა. გიგას გარეგნობა ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა. რატომ მქონდა ამხელა ამბიციები, არ ვიცი.

ავირჩიე მარტივად თავის დაღწევის გზა.
ყურსასმენები გავიკეთე, თვალები ოდნავ მოვხუჭე და მუსიკას დაველოდე...
სრულიად დაუგეგმავად, იმ ფერად სივრცეში სადაც ჩვენი მაგიდები იყო განლაგებული, იმ ხმასთან ერთად რომელიც ქერათმიანი კუწისგან მოდიოდა და იმ განწყობასთან ერთად,რომელიც ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩამომიყალიბდა, უნებურად ის სიმღერა გაისმა,რომლის მოსმენაც ყველაზე მეტად არ მინდოდა და ჯერ კიდევ არ მესმოდა, რატომ არსებობდა ისევ ჩემს ფლეილისტში...

,,Adele - Million Years Ago (Efe Tekin Remix)“- ეს რემიქსი მე და გიგას ჯერ კიდევ გვაკავშირებდა.რამდენიმე თვის წინ ერთად ვუსმენდით და გადავწყვიტეთ რომ ჩვენი იყო... პირობითად რა თქმა უნდა, იქნებ ამ გოგოსაც ასმენინებდა, პარალელურად... ან კიდევ რამდენიმე გოგოს, ჩვენთან ერთად... ცრემლი შემომაწვა, უკვე ვეღარ გავაკონტროლე. აცრემლიანებული თვალები დავხარე და ბეჭდის წვალება დავიწყე,თან რაღაც ძალიან ინტიმურ, სასიამოვნო კადრებს ვიხსენებდი.
თითქმის დავიფიცე რომ ეს გაქრებოდა. რატომ არ გაქრა?!... აუტანელი იყო ეს ყველაფერი.მე სხვა საქმეები მქონდა, სხვა სადარდებელი. ყველაფერი დაუგეგმავად ცუდად წავიდა. ფიქრებმა ალყაში მომაქციეს და ჩემით დაიწყეს მანიპულირება. დარტყმებს ვგრძნობდი გულთან, სუნთქვა გამიხშირდა.
მინდოდა მალე გავცლოდი იქაურობას, მაგრამ გოგოები არ ჩქარობდნენ, მეც არ მინდოდა შემემჩნია, თუ როგორ ვარწყევდი იქვე, ეს ქერათმიანი ინსტაგრამ ნაშა- მალე თუ არ დამუწავდა პირს და გაქრებოდა ჩემი ცხოვრებიდან.

სიმღერაც არ სრულდებოდა.
მეც ვერ ვთიშავდი.

გოგოებმა სთხოვეს გიგას აღწერა. მინდოდა გავმქრალიყავი როცა მის სქელ ტუჩებს და ლამაზ თვალებს მიადგა... როცა ახსენა მისი ათლეტური, ლამაზი ტანი და საოცარი ხმის ტემბრი... მინდოდა სადმე ჩავმალულიყავი, სადაც არც ერთი ჭუჭრუტანა არ იარსებებდა, სადაც არ იქნებოდა მეხსიერება, არ გვეღირსებოდა მოგონებები, ჰაერივით იქნებოდა იმედგაცრუება... უხილავი, უსიცოცხლო...

მერე სექსამდეც მივიდნენ... ოო, ოღონდ ეს არა...
პირდაპირ და დაუფარავად რომ ვთქვათ, ყოველი კადრი წინ დამიდგა და ჩემს საშოს შეეხო...

,,- ჩემი პირველი კოცნა..? კოცნა არც იყო, ზასაობას უფრო გავდა...
გიგა ჩემკენ წამოიწია და ტუჩებზე შემეხო.
- არა ის უფრო ძლიერი იყო...
- ასეთი?!- ისევ წამოიწია, ხარბად დაეწაფა, ქვედა ტუჩი მისკენ მიზიდა და ენა შემიცურა.
- დაახლოებით- გამეცინა...- მაგრამ შენ განსაკუთრებულად გამოგდის.
- განსაკუთრებული გოგოები,განსაკუთრებულ კოცნას იმსახურებენ... აქაც და სხვაგანაც...

მთლიანად შემაჟრჟოლა ტანში,შემდეგ მისი თითები- შარვლისკენ ჩაცურდნენ... „

- გვანცა, შენ იცნობ ბაიას?- ფიქრებიდან გამოვერკვიე და ყურსასმენები მოვიხსენი.
- ,,კუწის ? როგორ არ ვიცნობ, ერთ ბიჭს ვეზასავებოდით ორივე“ -გავიფიქრე და ოდნავ ღიმილით ვუთხარი რომ არ ვიცნობდი.
- ხოდა გაიცანი...
- ,,რატომ აძალებენ ადამიანები ერთმანეთს, ვიღაცის გაცნობას?“-ისევ გამეფიქრა და ისევ დამშვიდებული ტონით მივმართე- სასიამოვნოა...
- იმედია დავმეგობრდებით- ამათვალიერა ქერამ და როცა მიხვდა რომ მისი ფენა, საკმაოდ შორს იყო ჩემგან, თითქოს ინანა შემოთავაზება...
- ,, და მერე, ჩვენ სამს,სვინგერებივით, მეგობრული სექსი გვექნება?“- ისევ და ისევ -იმედია...
- სად ცხოვრობ ისე?
- არც ისე ახლოს-გამეცინა- ისანში...
- ჰო... მე ვერაზე ვცხოვრობ...
- ,,რამე ვკითხე?!“- კარგია ვერა... ბევრი ხალხია, გარემოც ლამაზია... -მაინც არ ავყვები ამ *ოზსთქო გავიფიქრე.
- ჰო... ბევრი კაფეები იხსნება... მაღაზიებსაც არაუშავს, უბრალოდ ცუდი ხარისხის პროდუქცია აქვთ ხშირად... აი მაგალითად ლუის ვიტონს,აქ ნამდვილს, ვერ იშოვი...
- ,, შე პატარა ფულის ტომარა“ ქოშინი დავიწყე გამწარებისგან, მაგრამ თავი დავიმშვიდე. როცა ასეთ მტრულ გამოწვევას, ღიმილით პასუხობ, თავი ღმერთად უნდა იგრძნო.- აი ისანში კი, ჩემო ბაიკო, კარგ მეორად ფეხსაცმელებს ყიდიან...

ისე შემომხედა,თითქოს მოესმაო.
მერე გაეცინა.
წამოდგა, წასასვლელად გაემზადა. ამოსუნთქვას ვაპირებდი, მეშველათქო და მერე...

ერთი წყეული თვე სატანჯავად, მემგონი, საკმარისი უნდა ყოფილიყო. მაგრამ მამაზეციერმა ინება, რომ ეს ყველაფერი იმდენად შესანიშნავია, ეს ჩემი ჩაბნელებული, ნამტირალევი თვალები, ათრთოლებული სხეული და დაკვნეტილი ტუჩები,რომ აუცილებლად უნდა განმეორდეს. ზოგჯერ, რეალურად ტრაგიკული ისტორიები, საცოდავ ადამიანებზე, იმსახურებს ამხელა მსხვერპლს... მე რაღაც შემოქმედებას შევუერთდი, რომელიც გარეგნული სიცივის მიუხედავად დიდ შინაარსობრივ დატვირთვას ატარებდა, ეს იყო ყველაზე საინტერესო ნაწილი, საკმაოდ არასაინტერესო წიგნის. ყველაფერი მარტივად იხსნებოდა. მკითხველიც და მეც, ველოდებოდით ამ მოვლენის განვითარებას. მე პირადად ძალიან მაინტერესებდა სადამდე გავქაჩავდი. ცრემლები უპეებთან იყო მომდგარი, ფლეილისტი ისევ ,,ჩვენს“ სიმღერაზე ბუქსაობდა და ამას დაემატა მისი მაღალი სხეულის მოძრაობა ჩემს შორიახლოს... იგი მოგვიახლოვდა, თვალი მოგვავლო... ცოტა ეუცნაურა ჩემი იქ ყოფნა მაგრამ დაიბნათქო,ვერ ვიტყვი... არც მე დავბნეულვარ. უფრო ავიჭერი...

თავის გოგოს გვერდით დაჯდა, სობრანიე ამოიღო და თვალი შემავლო.
,,არც ერთ საჭირო სიტუაციაში, არ მცმია დეკოლტე... სულ იმ სიტუაციებში მეცვა,როცა არავის ვაინტერესებდი“ - ამოვიგმინე, ფიქრებიდან გამოვერკვიე.
- როგორ ხარ ანც...?
- გვანცა, გვანცა თუ შეიძლება. - ,,იმდენად გამაჟრიალა ამ ,,ანც“-აზე ლამის იქვე დავდნი“- არამიშავს,შენ როგორ ხარ?
- რავი... - სიგარეტის ღერი სქელ ტუჩებთან მიიტანა და მოქაჩა. თვალს არ მაშორებდა. ლამაზ მხრებს ოდნავ ამოძრავებდა და ზოგჯერ სხვებისკენაც გადაჰქონდა მზერა...- ცუდად არა, ყოველ შემთხვევაში.
- ცუდად რატომ უნდა იყოს, როცა ჩემთანაა! - ,,ეს ქერათმიანი *უკნათქო“-ვფიქრობდი... იმის წარმოდგენაც მზარავდა რომ ამასთან აჭრაჭუნებდა საწოლს...
საკმაოდ უცნაური შეგრძნება გამიჩნდა. სექსზე მეტად, ის უფრო მიტყდებოდა, რომ კოცნიდა.

,,ღმერთო, ისეც ნუ დამსჯი,რომ ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდეს...“ - მამაზეციერი მისმენდა, ესმოდა და სჯეროდა ჩემი. მე ამის მწამდა. მართალია მაგრად ვეკიდე, ჩემი გრძნობებ-ფიქრებიანად,მაგრამ ამ დონემდეც არ მწირავდა. ზოგჯერ დაასტოპებდა ხოლმე. რატომღაც მეგონა, ღმერთს რომ თბილისში ეცხოვრა, კარგი მეგობრები ვიქნებოდით.

- რა კარგია ერთმანეთს რომ იცნობთ...-თქვა ქერამ და უფრო დაკვირვებით შემავლო თვალი.
- ჰო, ვმეგობრობდით- თქვა გიგამ ისე,რომ არ შემოუხედავს. მხოლოდ თავის ხელის მტევანს დახედა და ძალიან შეუმჩნევად გაეღიმა.
- ,, აქვე, ახლავე, მოგკლავ“- ვიფიქრე მაგრამ არანაირად დამტყობია- გიგა კარგი ბიჭია, საკმაოდ ვუგებდით ერთმანეთს,ნამდვილად გაგიმართლა. ბევრ საკითხში ერთი აზრი გვქონდა ხოლმე, რჩევებიც კარგი იცის, საერთოდ ბევრი რამ იცის კარგად... ასე როგორ ჩამოვთვალო მაგრამ ნამდვილად ასიამოვნებს ადამიანს... - აქ ცოტა შევყოვნდი და გიგას შევხედე რომელიც უკვე ვეღარ ფარავდა ღიმილს- თავისი პიროვნებით, რა თქმა უნდა. ნამდვილად კარგი, ინტიმურად... კი არა, ინტენსიურად კარგი მრჩეველი და მეგობარი იყო.
- მასეთი კარგიც არ ვიყავი... ეგ მაშინ ხდება,როცა მეორე მხარეც ხელს გიწყობს,კარგი და უახლოესი იყო მისთვის. მისცე საშუალება შეეხო მის.... - აქ შეყოვნდა- შეეხო მის სულიერებას...

ტუჩებზე იკბინა, მინდოდა ბოლო ხმაზე გამეცინა, კალთაში ჩავჯდომოდი და ზედა ტუჩზე მეკბინა,მერე გამახსენდა რა ხდებოდა. შევწყვიტე უაზრო საუბარი და უბრალოდ დავეთანხმე.


ჩვენ აღარ დავლაპარაკებივართ ერთმანეთს. ყველა ერთმანეთს ველაპარაკებოდით, მაგრამ ჩვენ- აღარ. ალბათ ორივეს გვეზედმეტა იმ მომენტში, ან არც არაფერი გვქონდა სათქმელი. წამიერად გამახსენდა, სასაუბრო თემა რომ არ გველეოდა ხოლმე და შიგნით რაღაც ჩამწყდა. გავსენტიმეტალურდი. გავსენსიტიურდი. გავ... - თავი გამოვიფხიზლე და ისევ მოვირგე ყურსასმენები. ისევ ის სიმღერა... ოდესმე მომწყდებოდა თავიდან?!... რატომ იციან სიტუაციებმა, ყველაფრის უარესისკენ და უარესისკენ წაყვანა? არანაირად არ გიწყობენ ხელს, რამე რომ დაიკიდო... სახეში გაფურთხებენ რა, არ აინტერესებთ რას გრძნობ...

- გვანც ჩვენთან ხარ?- ჩემი მეგობარი ჩემკენ გადმოიხარა და ყურსასმენები სიცილით გამოაძრო მობილურიდან.
სიმღერა ხმამაღლა გაისმა.
ხელი გამიკანკალდა და ჩემი მორჩენილი ყავა ზედ გადავისხი... მობილურს მივუბრუნდი, სენსორები გაჭედილიყო და ვერაფრით გავთიშე.
ისმოდა ამაყად, შეუფარავი პატივმოყვარეობით,თითქოს იცის მისი მნიშვნელობაო.
მინდოდა ჩემი არსებობა, ჩემი სიმღერა, ჩემი ფლეილისტი, ჩემი მობილური... ყველაფერი რაც ამ სიმღერასთან მაკავშირებდა ნაგავში მესროლა.
ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. გიგასკენ მიხედვა არ მინდოდა.
ცნობისმოყვარეობამ მაინც მიმაბრუნა...

აფორიაქებულიყო, ანთებული თვალებით მიყურებდა, თითებით კისერს ეხებოდა.
საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, ისევ თუ შევძლებდი, მასში ემოციების გამოწვევას...
საერთოდ რამეს თუ გამოვიწვევდი, არ მეგონა.
სასიამოვნო სიურპრიზი იყო, თუმცა არაფერში მჭირდებოდა. იმ მომენტში ეს სრულიად უსარგებლო იყო. მას გოგო ჰყავდა. იმ გოგოს კოცნიდა. ქერა თმას ეხებოდა, მისკენ ექაჩებოდა, იქნებ დაბლაც სწევდა... ,,იქეთკენ“...
უკანალზე უჭერდა ხელს და მისკენ იზიდავდა. ეხახუნებოდა ჯინსის ზედაპირს და ენას უცურებდა კისერში.
მაისურს ხდიდა, პირი მკერდისკენ მიჰქონდა და ძუძუსთავებს ტუჩებით მისკენ ...

- გვანცა, ჩვენთან ხართქო?- განმეორებულმა კითხვამ, იმაშიც დამარწმუნა, რომ ,,ჩვენი“ სიმღერა, თურმე დასრულებამდე ჟღერდა და აგრძელებდა გიგას ხასიათზე სიარულს.

- მე უნდა გავიდე რა...- ვნახე როგორ გაოფლიანდა და აიმღვრა. ვერაფრით დამეჯერებინა რომ ეს შეიძლება ამ სიმღერით ყოფილიყო გამოწვეული. ხელი კისერზე მოისვა და ისევ შემომხედა. რამდენიმე წამი მზერას არ მაშორებდა, თითქოს თვალებით მხდიდა... ამას ყოველთვის ვგრძნობდი. როდის მხდიდა თვალებით...

- სად გეჩქარება საყვარელო?- ქერა წამოდგა,მისკენ გაიქცა და კისერზე ჩამოეკიდა. გიგამ ნაზად მოიშორა. - არსად ბაია, საპირფარეშოში გავალ...

დაგვტოვა, წავიდა... მის მხრებს გავაყოლე თვალი და ნერწყვი გადავყლაპე.
რამდენიმე წამში მესიჯი მოვიდა...

- გამოხვალ ანც?... არ ვიცი როგორ ჩავრეცხო...

სისხლი გამიცხელდა და ავფორიაქდი.
ჰორმონები ზედა პლანზე მოექცნენ, მთელ სხეულზე დაცოცავდნენ, ნაზად მკოცნიდნენ.
ყველა პირობა დამავიწყდა,რომელიც ჩემს თავთან შევათანხმე.
ასე უცებ, გადავუსვი ხაზი ყველაფერს... ფეხზე წამოვდექი, ბოდიში მოვიხადე, ,,სალაპარაკო მაქვსთქო“... საქმიანი მზერა მოვავლე იქაურობას და საპირფარეშოსკენ წავედი.
მუხლები მეკვეთებოდა.

კარები გამოვაღე თუ არა, ორი ძლიერი ხელი ჩემს მკლავებს შეეხო და მთელი ძალით მისკენ მიმიზიდა. კედელზე ,,მიმახეთქა“, ცალი ხელით კარი ჩაკეტა, მეორე ხელის თითებს კი ტუჩებზე ჰორიზონტალურად მისვამდა, ზოგჯერ ძლიერად, ზოგჯერ ძალიან ნაზად... მისი სახე ახლოს იყო, მისი ცხელი სუნთქვა მამღვრევდა, მის ძლიერ ხელებში ვიყავი ჩაფლული და ვკანკალებდი...
მისი თითი ტუჩებთან უფრო ახლოს მივიტანე და გავლოკე... ოღონდ ეს ყველაფერი ვერტიკალურად ხდებოდა. ვხედავდი როგორ გაცხოველდა, თვალები აენთო... მთელი სხეულით მომეკრო, კისერზე ხელი მომაბჯინა, ვნებიანად მაკოცა ყურთან, შემდეგ ყელზე და საბოლოოდ ტუჩებსაც მისწვდა. ჩემი ტუჩებს მადისაღმძვრელად აგემოვნებდა. ზოგჯერ მეგონა ამისთვის იყო გაჩენილი. ენას მიცურებდა, ხელებით მკერდზე მეხებოდა და მიზელდა, საშინლად აღმაგზნო.
ცოტა ხნით მოსწყდა ჩემს ტუჩებს, ქვედა ბაგე ლოყაზე ამისვა და თითები შარვლის შიგნით ჩააცურა... სახეზე ვიგრძენი მისი ოდნავი ღიმილი... როცა საცვალს შეეხო, ამოვიგმინე და მთელი ძალით მივეკარი. უკვე სველი ვიყავი. თითებით შეეხო და ვიბრირებდა. ვიგრძენი ესიამოვნა ეს სისველე. საერთოდ ბიჭები ამას დიდ ყურადღებას აქცევენ.


- ასე რატომ მექცევი?- დაძაბულად ვეცადე თავი დამეღწია, მაგრამ არ მიშვებდა. მისი ხელები უფრო და უფრო ძლიერად მიიწევდნენ წინ და სიამოვნების ზღვაში ვიხრჩობოდი.
- შენ გჭირდება ჩემი ყურადღება- მითხრა სექსუალურად, ყურთან ახლოს. ხელი უფრო დაბლა ჩააცურა, გენიტალიებს მისწვდა და უფრო ღრმად მოუსვა.
- მე შენ არ მჭირდები- ვუთხარი დაძაბულმა,თან ,,მოჩვენებით“ მისგან განთავისუფლება მინდოდა.
- მაშინ რატომ კვნესი?- ჩემი თითები მის ქამარს ეხებოდნენ, შემდეგ ოდნავ დაბლა ჩაცურდნენ.

ვიგრძენი მისი არარსებულად იდეალური ვნება.
ვიგრძენი როგორ უნდოდა დაუფლებოდა ჩემს სხეულს, მიეღო ჩემგან სიამოვნება, მონატრებული სიამოვნება... მიეღო რამდენიმე დამთმობი წამი ჩემი ცხოვრებიდან, მიეღო უსამართლოდ, ყველანაირი ქვეცნობიერის გარეშე, ყველანაირი ფიქრის, გრძნობის, ქმედების გარეშე... უბრალოდ მიეღო...
იგი მეკვროდა, მეზასავებოდა, მომიცავდა, მაბრუებდა... მისი სხეულის რადიაცია მწვავდა, გულს მიჩქარებდა. მისი ძლიერი მკლავები აღმაგზნებდნენ, მზერას მიქვეითებდნენ.
და სხვა?!...

ლტოლვა სრულყოფილი ორგაზმისკენ. ლტოლვა სიამოვნებასა და ამქვეყნიური, წუთიერი, ბედნიერებისკენ. ლტოლვა ჰორმონებისგან დაცლისკენ.
იმის გაცნობიერება,როგორ მიიწევდა წინ ეს აბსურდული წამები, რომელთაც ეჩქარებოდათ საბოლოო ამოკვნენისკენ და ეკიდათ რა მოხდებოდა შემდეგ...
ვგრძნობდი ტკივილს, სიამოვნებაში ჩაძირულ, უსამართლო ტკივილს. ვგრძნობდი ჩემი სისუსტის არსს, ჩემს მიგდებულ სხეულს და ყველა მხრიდან ნახმარ თავმოყვარეობას.
თითოეული დეტალი წინ დამიდგა, სახეში გამილაწუნა, მაგინა, დამცინა, ყველაფერი ქნა...

ღრმად ამოვისუნთქე და ხელი ვკარი.
ეს საკმაოდ ძლიერი ბიძგი იყო.
გიგა დაიბნა, ისევ მომიბრუნდა მაგრამ ისევ იგივე გავიმეორე.
დაიბნა, ოდნავ გაბრაზდა.
- ასე რატომ მექცევი?- ამჯერად ეს კითხვა, მისი ბაგეებიდან ჟღერდა.
- მე არ მინდა ეს შენთან. მე ყველაფერი ამოვწურე,რაც მქონდა. ყველაფერი გავაკეთე,რაც შემეძლო. ოდესმე ვიყავი შენთვის მნიშვნელოვანი? აი ისეთი ადამიანი ვიყავი, ფიქრი და ზრუნვა რომ გინდოდა? მასთან ერთად სისულელეების კეთება და უბრალოდ ნაყინის ჭამა სიცხის დროს? ...

თვალებზე ცრემლი მომადგა.
გიგა უძრავად იდგა, კედელს ეყრდნობოდა, მიყურებდა... მის მზერაში ვეღარაფერს ვხედავდი.
- საერთოდ რა საჭიროა?- იკითხა დუმილის მერე- ეს არ გყოფნის? მე არ გყოფნი?...
- შენ მე ქანდაკება გგონივარ, რომელსაც ზოგჯერ ხვრელი აქვს... - ეს იყო იმედგაცრუების ზენიტი.

აუხსნელი დაღლა ვიგრძენი. გასვლა მინდოდა მაგრამ დამიჭირა.
უკვე მისი შეხება მაღიზიანებდა. მინდოდა მომშორებოდა. გამქრალიყო. მისი უშინაარსობა, გულცივობა, საბოლოოდ დარჩენილიყო უკან. მინდოდა სუფთად მესუნთქა, მისი გავლენის გარეშე, მისი მონატრების გარეშე.
იმ წამს ვიგრძენი რომ მე ეს შემეძლო. თუმცა ეს იყო გაცვლითი ტკივილი სხეულის ნაწილებთან. საშინელი გულის რევის გრძნობა, აფორიაქებული შინაგანი.
ყველაფრის ორომტრიალი ერთ დიდ ძაფის გორგალს დაემსგავსა,რომელსაც ნაწილებად წყვეტენ.

უკან დავიხიე... თმა გადავიწიე. ვცდილობდი გული არ წამსვლოდა.
ირგვლივ მიმოვიხედე, ზიზღი ამენთო. შემდეგ ისევ მასთან გავჩერდი.

- ეს ადგილი ზუსტად შეეფერება, ჩვენი ურთიერთობის ძირითად არსს...

პასუხს არ დავლოდებივარ, საპირფარეშოდან გამოვედი, ბარბაცით გავაგრძელე გზა და მაგიდამდე მივაღწიე.
გოგოები ისევ რაღაცას სვამდნენ, მე კი მხოლოდ ცრემლის მლაშე გემოს ვგრძნობდი პირთან.
ჩანთა ავიღე, თვალთ მიბნელდებოდა.
რომელიღაც გამომეკიდა, ,,რა გჭირსო“, მოვიშორე... ნამდვილად რთული იყო იმის ახსნა,რა მჭირდა. თან ქერასაც მარტო ხომ არ დატოვებდნენ...
იმ მომენტშიც კი სხვაზე ვფიქრობდი. აი ასეთი გულუხვი უნდა იყო ადამიანი,რომ გაგიგდონ...

<<

უკვე ყველაფერი სიბნელეში იყო ჩაფლული.
გრილოდა, ოდნავ წვიმდა კიდეც, მელანქოლიურად...
ფლეილისტი Tove Lo - Habits-ს აჟღერებდა.
დიდი ხანია არ მომისმენია. მესიამოვნა.

ბოროტია ადამიანი.
ყველა შემთხვევაში ბოროტია. ეს სიტუაცია მაიძულებდა მქონოდა სურვილი, სხვების ანალოგიური მდგომარეობის.
ეს სიტუაცია მაიძულებდა, სხვებსაც ამოეცნოთ თავიანთი თავები.
ეს სიტუაცია მაიძულებდა ვყოფილიყავი კოლექციონერი,რომელიც ზღვის ლამაზ კენჭებს აგროვებს, ერთ პარკში ყრის და მიწაში ფლობს.
ამ სიტუაციამ უბრალოდ სუნთქვა მომისპო და სხვების უბედურების სურვილი გამიჩინა.

ეს ხდებოდა მანამ, სანამ გრძელდებოდა ჩემი წამიერი პაემანი.
სანამ ამოიწურებოდა მისი არსებობის დრო.
სანამ ამის გარეშე სუნთქვას შევძლებდი.
შემდეგ კადრები შეწყდა და წამები ამოიწურა. ისინი სივრცეში გაიბნენ, თავიანთი არსებობა შეიზიზღეს, თავიანთი თავი ამოწურეს.
თავიანთი მნიშვნელობა უნიტაზში ჩარეცხეს.
და მე გავთავისუფლდი ტანჯვის ვალდებულებისგან.
მე ვიყავი თავისუფალი მოქალაქე.
მე ვიყავი პატარა გოგონა, აწეული თმით, გამოუცდელი გამოცდილებით.

შვება ვიგრძენი.
სიცხადე ვიგრძენი.
რწმენა ვიგრძენი.


ცოტა აზრზე მოვდიოდი.
მარჯანიშვილის ფეხით ავუყევი, ერთ ლამაზ პარკთან შევჩერდი.
სავარძელზე გავწექი და ფეხები სახელურებს შემოვდე.
ზემოთ ავიხედე.
როცა შენში, ყველა მადისაღმძვრელი ტკივილი ერთმანეთს შეერევა, მოღრუბლული ცა და არარსებული ვარსკვლავებიც, ლამაზ სიმფონიას ქმნის.

მე და მამაზეციერი ისევ ვსაუბრობდით.
მეუბნებოდა,,დაიკიდე, ვის არ მოსვლიაო“.
ჩვენი ჩურჩული ჰაერის იოგებს ერთვოდა, გამვლელების სუნთქვას ახშირებდა.
ჩვენ ერთად ვსვამდით, ლოვენბრაუს...



№1  offline მოდერი -ნინაკა

გვანცა, არ ვიცი რა გითხრა გარდა იმისა რომ სასწაული გოგო ხარ! შესანიშნავად წერ.. ამ წამიერი პაემნებით ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალი გახდი. <3

 


№2  offline ახალბედა მწერალი lullaby

არ ვიცი რატო, საიტზე შენი ნიკი დიდი ხანია არ შემხვედრია... ალბათ იმიტომ, რომ იშვიათად შემოვდივარ. ახლა ვნახე ეს და რატომღაც ვიფიქრე, რომ პირველი თავი იყო... წავიკითხე... მერე გესტუმრე და აღმოვაჩინე სხვა თავებიც, მაგრამ ახლა ნამდვილად არ მაქვს დრო... აუცილებლად ჩავუჯდები ახლო მომავალში, წაუკითხავს არ დავტოვებ, გპირდები...

შენ იცი ჯერ კიდევ საიდან მომწონხარ და არასოდეს შეიცვლება ჩემი სიმპათია... აქ თითქოს სხვა ხარ? არ ვიცი... ალბათ იმიტომ, რომ გაიზარდე კიდეც...
ერთადერთი რაც არ მომეწონა იყო "საერთოდ ბიჭები ამას დიდ ყურადღებას აქცევენ." ნუ ხო, ასეა, მაგრამ ეს ფრაზა ისე გამოგივიდა, თითქოს ჩვენთვის თქვი. არადა გვანცა სრულებით თავის თავში იყო.

გთხოვ ბრჭყალებს შეეშვი."მიმახეთქა" - საერთოდ არ სჭირდება ამას ბრჭყალები. ხომ ვიცით რომ კედელს არ გაიტანდა ;დდ ბევრი იყენებს ბოლო დროს არასაჭირო მომენტებში და ცოტა გამაღიზიანებელია...
წარმატებები ჩემო ნიჭიერო <3

 


№3  offline წევრი gvanc(a) 15

-ნინაკა
გვანცა, არ ვიცი რა გითხრა გარდა იმისა რომ სასწაული გოგო ხარ! შესანიშნავად წერ.. ამ წამიერი პაემნებით ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალი გახდი. <3


მადლობ...


lullaby
არ ვიცი რატო, საიტზე შენი ნიკი დიდი ხანია არ შემხვედრია... ალბათ იმიტომ, რომ იშვიათად შემოვდივარ. ახლა ვნახე ეს და რატომღაც ვიფიქრე, რომ პირველი თავი იყო... წავიკითხე... მერე გესტუმრე და აღმოვაჩინე სხვა თავებიც, მაგრამ ახლა ნამდვილად არ მაქვს დრო... აუცილებლად ჩავუჯდები ახლო მომავალში, წაუკითხავს არ დავტოვებ, გპირდები...

შენ იცი ჯერ კიდევ საიდან მომწონხარ და არასოდეს შეიცვლება ჩემი სიმპათია... აქ თითქოს სხვა ხარ? არ ვიცი... ალბათ იმიტომ, რომ გაიზარდე კიდეც...
ერთადერთი რაც არ მომეწონა იყო "საერთოდ ბიჭები ამას დიდ ყურადღებას აქცევენ." ნუ ხო, ასეა, მაგრამ ეს ფრაზა ისე გამოგივიდა, თითქოს ჩვენთვის თქვი. არადა გვანცა სრულებით თავის თავში იყო.

გთხოვ ბრჭყალებს შეეშვი."მიმახეთქა" - საერთოდ არ სჭირდება ამას ბრჭყალები. ხომ ვიცით რომ კედელს არ გაიტანდა ;დდ ბევრი იყენებს ბოლო დროს არასაჭირო მომენტებში და ცოტა გამაღიზიანებელია...
წარმატებები ჩემო ნიჭიერო <3


უხეშად ჟღერდა და ალბათ მაგიტომ უფრო ჩავსვი...
ბევრი შეცდომა გამეპარა ახლა რომ გადავხედე.
სტილი შეცვლილი მაქვს წერის, უფრო დეგუსტატორი ვარ,რა უფრო მომეწონება...

დიდი მადლობა მარიამ :*

 


№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

gvanc(a) 15
-ნინაკა
გვანცა, არ ვიცი რა გითხრა გარდა იმისა რომ სასწაული გოგო ხარ! შესანიშნავად წერ.. ამ წამიერი პაემნებით ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალი გახდი. <3


მადლობ...


lullaby
არ ვიცი რატო, საიტზე შენი ნიკი დიდი ხანია არ შემხვედრია... ალბათ იმიტომ, რომ იშვიათად შემოვდივარ. ახლა ვნახე ეს და რატომღაც ვიფიქრე, რომ პირველი თავი იყო... წავიკითხე... მერე გესტუმრე და აღმოვაჩინე სხვა თავებიც, მაგრამ ახლა ნამდვილად არ მაქვს დრო... აუცილებლად ჩავუჯდები ახლო მომავალში, წაუკითხავს არ დავტოვებ, გპირდები...

შენ იცი ჯერ კიდევ საიდან მომწონხარ და არასოდეს შეიცვლება ჩემი სიმპათია... აქ თითქოს სხვა ხარ? არ ვიცი... ალბათ იმიტომ, რომ გაიზარდე კიდეც...
ერთადერთი რაც არ მომეწონა იყო "საერთოდ ბიჭები ამას დიდ ყურადღებას აქცევენ." ნუ ხო, ასეა, მაგრამ ეს ფრაზა ისე გამოგივიდა, თითქოს ჩვენთვის თქვი. არადა გვანცა სრულებით თავის თავში იყო.

გთხოვ ბრჭყალებს შეეშვი."მიმახეთქა" - საერთოდ არ სჭირდება ამას ბრჭყალები. ხომ ვიცით რომ კედელს არ გაიტანდა ;დდ ბევრი იყენებს ბოლო დროს არასაჭირო მომენტებში და ცოტა გამაღიზიანებელია...
წარმატებები ჩემო ნიჭიერო <3


უხეშად ჟღერდა და ალბათ მაგიტომ უფრო ჩავსვი...
ბევრი შეცდომა გამეპარა ახლა რომ გადავხედე.
სტილი შეცვლილი მაქვს წერის, უფრო დეგუსტატორი ვარ,რა უფრო მომეწონება...

დიდი მადლობა მარიამ :*


ახლა გადავხედე წინა ნაწილებს და თურმე ნაწილები არ ყოფილა, ეს უფრო მომეწონა... ორიგინალური ხერხია აირჩიო რა გინდა... მეგონა ისტორია იყო მთლიანი... ყოჩაღი ხარ... შეცდომები აუცილებლად გამოსწორდება დროდადრო, მოგვარებადია ეგ...
არ ვიცი დანარჩენებში რა არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ იცინიც მომეწონება... აქ იმდენი კარგი ფრაზა იყო...
და რის მადლობა, პირიქით :*

 


№5  offline წევრი ფორთოხალი

"ზასაობა" არანორმალურად არასწორი სიტყვაა მხატვრული ნაწარმოებისთვის. ძალიან არასწორი.
მერე მეორე, სათაურში +18 არ უნდა გეწეროს. გასაგებია მიზანი და გამართლებაც, მაგრამ ცენზურა ცუდია :) შენ თვითონ რო აცენზურებ შენს ნაწერს, ეგ კიდევ უფრო ცუდი.
რაღაც პასაჟები ძალიან მომეწონა, რაღაც მომენტებს ამოვიღებდი საერთოდ, ჩემი ნება რომ იყოს, მაგრამ არ არის ჩემი ნება.
კონკურსებიდან მახსოვხარ და გამორჩეული იყავი ხოლმე იქაც.
ბოლომდე რო იპოვი იმას, რასაც ეძებ, ყველაფერი დადგება მერე თავის ადგილზე.

 


№6  offline წევრი gvanc(a) 15

ფორთოხალი
"ზასაობა" არანორმალურად არასწორი სიტყვაა მხატვრული ნაწარმოებისთვის. ძალიან არასწორი.
მერე მეორე, სათაურში +18 არ უნდა გეწეროს. გასაგებია მიზანი და გამართლებაც, მაგრამ ცენზურა ცუდია :) შენ თვითონ რო აცენზურებ შენს ნაწერს, ეგ კიდევ უფრო ცუდი.
რაღაც პასაჟები ძალიან მომეწონა, რაღაც მომენტებს ამოვიღებდი საერთოდ, ჩემი ნება რომ იყოს, მაგრამ არ არის ჩემი ნება.
კონკურსებიდან მახსოვხარ და გამორჩეული იყავი ხოლმე იქაც.
ბოლომდე რო იპოვი იმას, რასაც ეძებ, ყველაფერი დადგება მერე თავის ადგილზე.


1) მინდა ამიხსნა რატომ არის ზასაობა, არასწორი სიტყვა და რატომ არ ,,ეკადრება" ნაწარმოებს.
2) არ ვაპირებდი გაცენზურებას მაგრამ რადგან ეს მხოლოდ ჩემი ვორდის ფაილში არ ინახება და რადგან საზოგადოდ ვდებ, საჭიროდ ჩავთვალე... ჩემთვის რა და როგორია, ეგ ცალკე თემაა.

3) მაინტერესებს რა მომენტებს ამოიღებდი...

დიდი მადლობა, მსგავს შეფასებებს ვაფასებ.
იმედია პასუხებს მივიღებ და უხეშად არ გამოჩნდა ეს დაციტირებაც...

 


№7  offline წევრი ფორთოხალი

gvanc(a) 15
ფორთოხალი
"ზასაობა" არანორმალურად არასწორი სიტყვაა მხატვრული ნაწარმოებისთვის. ძალიან არასწორი.
მერე მეორე, სათაურში +18 არ უნდა გეწეროს. გასაგებია მიზანი და გამართლებაც, მაგრამ ცენზურა ცუდია :) შენ თვითონ რო აცენზურებ შენს ნაწერს, ეგ კიდევ უფრო ცუდი.
რაღაც პასაჟები ძალიან მომეწონა, რაღაც მომენტებს ამოვიღებდი საერთოდ, ჩემი ნება რომ იყოს, მაგრამ არ არის ჩემი ნება.
კონკურსებიდან მახსოვხარ და გამორჩეული იყავი ხოლმე იქაც.
ბოლომდე რო იპოვი იმას, რასაც ეძებ, ყველაფერი დადგება მერე თავის ადგილზე.


1) მინდა ამიხსნა რატომ არის ზასაობა, არასწორი სიტყვა და რატომ არ ,,ეკადრება" ნაწარმოებს.
2) არ ვაპირებდი გაცენზურებას მაგრამ რადგან ეს მხოლოდ ჩემი ვორდის ფაილში არ ინახება და რადგან საზოგადოდ ვდებ, საჭიროდ ჩავთვალე... ჩემთვის რა და როგორია, ეგ ცალკე თემაა.

3) მაინტერესებს რა მომენტებს ამოიღებდი...

დიდი მადლობა, მსგავს შეფასებებს ვაფასებ.
იმედია პასუხებს მივიღებ და უხეშად არ გამოჩნდა ეს დაციტირებაც...


1. როგორ ვთქვა, "პოპულისტური" სიტყვაა და არა სალიტერატურო. დაახლოებით იმ პონტში გადის, რა პონტშიც "ტყნაური." სწორი სიტყვაა "ტყნაური" როცა მხატვრულ ნაწარმოებს წერ? არა. ისეთივე უხეშია ზასაობაც (ანუ ამ თვალსაზრისით, თორემ ზოგადად - რა შედარებაა).
2. გასაგები იყო თავიდანვე, რატომ გააცენზურე, მაგრამ საკუთარ თავზე წინ სხვები არ დააყენო :) (ეს ცუდი რჩევაა და შეგიძლია არ გაითვალისწინო)
3. რა მომენტებს და ფენობრივ განსხვავებებზე რომ ლაპარაკობ. ძალიან "დააკნინა" მაგან ნაწარმოების მთლიანი სიუჟეტური ხაზის დონე. მართალია, რაღაც მხრივ, ეს "ჩაფენილიც" კი აქვს ამბავს მთლიანობაში, მაგრამ უმაგისოდაც არაფერი დააკლდებოდა იმას, რაც მე პირადად მივიღე ამ ნაწერიდან. ანუ სხვა პასაჟი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ არ იყო საჭირო ამ თემებით გაფორმება. საერთოდ რომ არ მცოდნოდა, რომ ეს გოგო ამ ბიჭზე დაბალი სოციალური სტატუსის მქონე იყო (უტრირებულად რომ ვთქვათ), დანაკლისის შეგრძნება არ დამრჩებოდა. პირიქით, ესენი ცოტა მეზედმეტა. აი თავის დაბანის ამბავმა ძაან რეალობაში დამაბრუნა და ეს ნაწერი ჩემთვის ცოტა აბსტრაცქიასთან უფროა ახლოს ვიდრე რეალობასთან და მინდოდა, რომ ბოლომდე ასე დარჩენილიყო.

ეს ყველაფერი მთლიანად ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა და შეიძლება არც უნდა ვამბობდე, მაგრამ ენივეი... ჯამში კარგი იყო, მაგრამ შეგეძლო, რომ უკეთესი ყოფილიყო. "ორიენტაციაც" წავიკითხე და ის ბევრად ჯობდა ამას ზუსტად იმიტომ, რომ უფრო აბსტრაქტული იყო ვიდრე ეს. ანუ, აქ თუ რამე კონკრეტული პირადი ამბავი გაქვს ჩადებული (ბიძის მომენტი რომ იყო, მაგას ვგულისხმობ), მაშინ ხმას არ ვიღებ საერთოდ, მაგრამ ობიექტურად, გვერდიდან ანუ მაინც მგონია, რომ ეს ყოველდღიური რაღაცები არ მოუხდა.

ისე, +18 საინტერესოდ მუშაობს. :)))))))))))))))))
შეიძლება იმის საწინააღმდეგოდაც კი, რადაც ჩაფიქრებულია.

 


№8  offline წევრი gvanc(a) 15

ფორთხალო....
1) საკმაოდ უხეში შედარებაა მაგრამ ერთი გენიალური მწერალი, სელინი, თუ იცნობ მის შემოქმედებას... ძალიან ღრმა და ფილოსოფიურ რომანში, საკმაოდ- თამამ სიტყვებს იყენებს.
ზასაობაც ნახსენებია და ბევრი სხვა... არც მიფიქრია ოდნავ მაინც შევედარო, ეს იქნება სრული დაცინვა საკუთარი თავის... უბრალოდ მაინც აღვნიშნე რომ იმის მიუხედავად რა ეპითეტებია იქ, ის არანორმალურად სრულყოფილად წერს ლიტერატურული კუთხით და ამ მწერლის მაგალითის გარეშეც მგონია რომ სიტყვები არ ქმნის მოთხრობის სტილისტიკას, ეს მთლიანად ნაწარმოებზეა დამოკიდებული.
2)გავითვალისწინებ... უბრალოდ ეს ზედმეტად წვრილმანია საიმისოდ რომ ასე აღინიშნოს... ( ბოლოს მიწერილ ტექსტსაც ვგულისხმობ, ჩემი მიზანი არ არის ნახვების დაგროვება, ეს არც აქამდე მინდოდა ამ საიტზე და არც ახლა მინდა")

3)აი ამაზე სულ მინდოდა დამეწერა და იმედია ვინც წაიკითხავს სწორად გაიგებს. საოცრად მინდოდა არაფერი ყოფილიყო დალაგებულად, ჩემი მიზანია ქაოტური, განსხვავებული გარემოს შექმნა. წინა თავი რომ წაიკითხო, თუნდაც კოპლებიანი, შეიძლება ვერაფრით დააკავშირო ამ ნაწერთან, სხვადასხვა ავტორის შექმნილი გეგონოს. იმიტომ ავირჩიე ფორთოხალო ეს სტილისტიკა რომ თავისუფალი ვიყო და ვისაუბრო ზოგადად, იმაზე რაც მაწუხებს და მინდა ვთქვა... მე თავისუფალი ვიყავი წერის დროს, მე ვიყავი გვანცა,რომელიც იმ მომენტში რაზე ფიქრობდა, იმაზე ვწერდი... რა უნდოდა, რას განიხილავდა. ეს ყველაფერი კერძო იყო, დინებას მიყოლილი. იმედია სწორად გადმოვცემ რისი თქმაც მინდა.

მე უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ არ არის აუცილებელი(!) ყველა სიტყვა და სტრიქონი ერთმანეთისთვის იყოს შექმნილი...


ბოდიში ამხელა გამოხმაურებისთვის,უბრალოდ ეს უნდა მეთქვა.
ძალიან დიდი მადლობა მართლა, უბრალოდ მე ჩემი შეხედულებები მაქვს ამ ყველაფერზე.

 


№9  offline წევრი Smiling girl

ვგიჯდები შენზე და ეს მემგონი ყველა ამ შენს ისტორიაზე დამიწერია <3 მარტლ ავგიჯდები ისე მომწონს ჩემთვის საუკეთესო ხარ საუკეთესოოო

 


№10  offline წევრი ფორთოხალი

გასაგებია და ყველა ასპექტში მესმის შენო. ჩემთვის რო ეს ვინმეს დაეკომენტარებინა, სახეს ავახევდი :) იმიტომ რომ ჩემი საქმე არ არის შენ რას დაწერ. უბრალოდ, რომ 'ჩამეკითხე' იმიტომ გავშალე ეს ყველაფერი.
მიზეზსაც სწორად მივმხვდარვარ და მიხარია, ეგ დამოკიდებულება რომ გაქვს. ძალიან სუბიექტური რომ ხარ და ვიღაცისთვის რომ არ წერ, როგორც ამაშ ბევრი აკეთებს აქ.
ხო, იმ მინაწერს რაც შეეხება, მთლიანად თუ არა, ნახევრად მაინც ხუმრობით იყო ნათქვამი. სხვა თუ არაფერი, მე მაინც არ ამომეღება ხმა +18 ამბებზე :))
ამ პაემნების ერთმანეთთან დაკავშირება არც კი მიფიქრია. მიუხედავად იმისა, რომ ერთი სათაურის ქვეშაა ყველა და რაღაც საერთო მაინც ექნებათ (იდეურად მაინც), 'სერიალებს' ასეთი ნაწერი მირჩევნია. მე ამ კონკრეტულ მოთხრობაზე მქონდა აქცენტი და არა მთლიანად 'პროექტის' ქაოტურობაზე (ამაზე პრობლემა არასდროს მექნება).
მოკლედ, ასსე გააგრძელე ბოლომდე და ყურადღება არ მიაქციო ასეთ კომენტარებს, სულ რომ არ ცდებოდეს ნორმის, ზრდილობის და ადეკვატურობის საზღვრებს, მაინც.

 


№11  offline წევრი BıBı

აუუ (( წავალ წამოვალ და უაზრობების კითხვით გაღიზიანებული მოგადგები ისევ შენ იმის მოლოდინით რომ სიახლე დამხვდება(( გავიზეპირე ლამის შენი ისტორიები კარგი რაა (( დადე რამე ახალი (( ასდფგჰჯკლმნ მაინც (( დაწერე ოღონდ ((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent