შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმთავრესი როლი -5, 6, 7, 8- (დასასრული)


29-06-2016, 18:56
ავტორი sopiko
ნანახია 2 641

[სულ ოთხი თავი]
-5-
კოსტიუმების კერვას დღესვე ვიწყებ, სპექტაკლამდე ყველას შეკერვა რომ მოვასწრო. არა, რა მოსაწყენი საქმეა ეს კერვა! ზიხარ და კერ! გარედან ვიღაცების ლაპარაკი გესმის... შენც გინდა შეკუნტრუშდე და გაინავარდო, მაგრამ არ შეგიძლია! არ ვიცი, ეს ბიჭი როგორ ხვდება, რა უნდა გააკეთოს ჩემს გასაგიჟებლად, მაგრამ მთელი დღე რომ ოთახში აღარ შემოდის, ეს ფაქტია... ანაც ვერ იცლის ჩემთვის. სპექტაკლისთვის ემზადებიან, რომელსაც ''როგორ უყვარდათ წარსულში'' ჰქვია. სულელური სახელია ხომ? მეც ასე ვფიქრობ. ძალიან მაინტერესებს, რა როლი აქვს ბაჩანას და მისი სახელის გაფიქრებაზე ნემსს უკვე მერამდენედ ვიყრი თითში.
-ა!-თავშეკავებულად ვკრუსუნებ და სისხლიან თითს ვწუწნი.
ტკივილი მივლის. კერვას ვაგრძელებ. ბებიაჩემი სათითეს ხმარობდა ხოლმე კერვისას, ზოგჯერ ვპარავდი და ვუმალავდი. მოუსვენარი ბავშვი ვიყავი. ახლაც ალბათ ბებია ზევიდან მიყურებს და თითს მიქნევს, სისულელეებზე რომ ფიქრობ, ამიტომაც შეირჭე თითში ნემსიო.
-ისე არასოდეს მოიქცე, შვილო, რომ მამაშენს თავის აწევის შერცხვეს! დაიმახსოვრე ეს!-მითხრა სიკვდილის წინ და თვალები დახუჭა. ახლაც ალბათ იმიტომ გამახსენდა, რომ იმ გარყვნილმა მეც შემომიგდო ჩემთვის შეუფერებელი აზრები გონებაში.
საათს ავყურებ და მიხარია, რომ მალე სახლში წასვლა შემეძლება. გარეთ არ წვიმს და დედაც მშვიდად იქნება. ნეტავ, ბაჩანას მანქანა ჰყავს? ო, აია, ეს რაღად გაინტერესებს? საკუთარი თავის გაკიცხვას დასასრული არ აქვს, მაგრამ გონების კარებს მაინც ვერ ვკეტავ. ისიც ხომ ფიქრობდა ჩემზე, ხოდა მეც ვიფიქრებ! ბარი-ბარში ვიქნებით!
სახლში წასვლის დროც მოდის. კოსტიუმებს და ნაჭრებს ვალაგებ და ფართე დერეფანში გამოვდივარ. იმ დარბაზიდან, სადაც სცენაა და მაყურებელთა სკამები, მსახიობური შეძახილი მესმის. დარწმუნებული ვარ, ვახტანგი შენიშვნას მისცემს მის წამომძახებელს, რადგან აშკარა ხელოვნურობა იგრძნობა.
კარგი ამინდია და ცუდი არ იქნება, ერთ გაჩერებას ფეხით თუ გავივლი. ადგილზე ვშეშდები, ნაცნობ ზურგს რომ ვხედავ. ზურგს, გესმით, ზურგს! რა თქმა უნდა, ეს ისაა... ბაჩბაჩუნა! სადარბაზოში შედის და მეც დაუფიქრებლად ვჭრი გზას. კიბეებზე ჩუმი ნაბიჯებით ავდივარ და კედელს ვეკვრი. საფეხურებზე ასვლის ხმა არ წყდება. ეტყობა მაღლა ცხოვრობს. მეექვსე ან მეშვიდე სართულზე. ქურდივით ვიპარები კიბეებზე და თან ჩემს '''წყნარ'' ბალეტკებს მადლობას ვუხდი.
საკეტში გასაღების გადატრიალების ჩხაკუნი მესმის თუ არა, შვებით ამოსუნთქვა მხდება. ნაბიჯს ვუჩქარებ და მეშვიდე სართულზე ვჩნდები, სადაც წუთების წინ ბაჩანა იდგა. ჭუჭრუტანაში ვიჭყიტები, თუმცა ვერაფერს ვხედავ. არა, ამის გამომგონებელმა რატომ არ იფიქრა, რომ გარეთ მყოფებსაც გვინდა იმის დანახვა, რაც შიგნით ხდება? კარებს კარგად ვიმახსოვრებ და კიბეებზე ვეშვები. ბაჩანას სახლი ვიცი, თუმცა ეს რას მარგებს? ის ხომ უბრალოდ ახალი მსახიობია! გამეხუმრა და უკანალი შემიქო... დღესაც თავის ნამოქმედარით რომ დაკმაყოფილებულიყო, ოთახში შემომივარდა... თითიც კი შემახო, მაგრამ ეს ისეთი განსაკუთრებული რამ არ ყოფილა, მე რომ ძვირფასი დრო მისთვის დამეთმო და სახლში გამოვყოლოდი... ეს არ მომწონს! ძალიან არ მომწონს!
იმის გაფიქრებაზე, რომ ანას ოცნებები ხდება, გული გაასმაგებულად მიცემს. ნაბიჯებს ვუნელებ და არ ვიცი, როგორ, მაგრამ გაჩერებასთან ჩამომდგარი ავტობუსის ნომერს მაინც ვამჩნევ. ტრანსპორტში ავდივარ და თავისუფალ სკამზე ვჯდები. კონტროლიორი მახენებს, რომ ბილეთის აღება აუცილებელია, თორემ მასაც პრობლემები შეექმნება და მეც დამაჯარიმებენ. თავს ვერ ვიმართლებ, რადგან ის, რაზეც ვფიქრობ, გასამართლებელი საბუთი არაა. ბილეთს ვიღებ და ისევ სკამს ვუბრუნდები. ერთი სული მაქვს სახლში მივიდე, რომ დედას ვკითხო, თუ რას ვგრძნობ მე. მართალია ამას ალბათ ბოლომდე ვერ გამოვხატავ, რადგან შინაგან მესთანაც კი მიჭირს ადამიანურ ენაზე ლაპარაკი ბაჩბაჩუნაზე.
ჩემს გაჩერებაზე ჩამოვდივარ და აივანზე გადმომდგარ დედას ხელს ვუქნევ. მას სახე უბრწყინდება და სახლში შედის, კარი რომ გამიღოს. ერთი სული მაქვს, როდის ჩავეხუტები. რაღაც მჭირს! მგონი მართლას ვბერდები...
პირველად მრცხვენია დედასთან ჩახუტების, რადგან მგონია იმას მიხვდება, რაც მე ჯერ არ ვიცი. მისი გოგო გაიზარდა და ახლა ქალურ საფრთხეებთან უწევს შეჭიდება. საბედნიეროდ, მამა სახლში არ არის და უხერხულობის მეორედ განცდა არ მიწევს. ვახშმისას მცირედით ვკმაყოფილდები და ოთახი ვიკეტები. მობილურს ერთი საათი ვათამაშებ ხელში და ბოლოს ანას ვურეკავ.
-მიხვედი სახლში?-როგორც კი მისი ქშენა მესმის, ვეკითხები.
-ახლა ავდივარ კიბეებზე.-სიტყვებს ძლივს აბამს დაღლილობისგან ერთმანეთს.
-დადგით დაახლოებით მაინც?
-ხო, დაახლოებით კი. პირველი ეპიზოდი ოღონდ მხოლოდ ჯერ. მოქმედება გოგოსა და ბიჭის და მათი სივარულის გარშემო ხდება. მარჯვნივაც ერთმანეთი უყვართ, მარცხნივაც, ზევითაც და ქვევითაც. საინტერესო სიუჟეტია, რა.-სუნთქვა შედარებით ურეგულირდება მას. სახლში თუ შევიდა.
-მთავარ როლებში ვინ არიან?-ვინტერესდები.
-ნინა კინწურაშვილი და ბაჩანა ბარათელი.-თითქოს დაზეპირებული ჰქონდეს, ისე მპასუხობს.
ოჰ, მეც ორივეს არ ვიცნობდე, რა...
სტოპ! ორივეს არა, მაგრამ იქნებ... იქნებ ეს ის ბაჩანაა!
-მგონი ეს ბაჩანა ჩემი ბაჩანაა!-ჩემს ეჭვს ანასაც ვუზიარებ.
-შენი ბაჩანა? ვა, უკვე სახელიც გაიგე?-ეცინება მას.-არა, ხომ ვამბობდი, მოვა დრო და შენც გაიზრდები_მეთქი!
-კი არ გავიზარდე, მგონი დავბერდი, გოგო.-ვხვნეში.-ისე, კარგია ხომ გვარიც რომ ვიცი?
-სხვა რა იცი? სახელი?
-და მისამართიც.-ვამატებ ანგარიშმიუცემლად.
-ეგ საიდანღა? მოიცა, უკვე მანდამდე მივიდა საქმე?-გაკვირვებისგან ხმაში ბზარები უჩნდება ანას.
-ნუ სულელობ რაღაცას! უბრალოდ დავინახე და უკან გავყევი.
-ნუ იპრანჭები გენაცვალე! ვგრძნობ, ეს შენი ბედია...-პათეტიკურ ტონალობაში იწყებს საუბარს.
-მაშინ ვახტანგი სულ არ ყოფილა შენი ბედი, იმდენი ხანია უკან დასდევთ ერთმანეთს და ერთი მიყვარხარ ვერ ამოგიღერღიათ...-დირექტორს ვწვდები და ახლა ჩემი ხარხარის ჯერი დგება.-აბა, კარგად. სააბაზანოში შევდივარ.
-მეც მშიერი ვარ. გკოცნი.
-მე არ მინდა შენი კოცნა! ვახოს აკოცე!-დავცინი და გათიშვის ღილაკს ვაჭერ თითს.

პატარა ჯიხურს ამოფარებული ველოდები, როდის გამოვა სადარბაზოდან ბაჩანა. წუთში ერთხელ სულ ოდნავ ვწევ თავს გვერდით, სიტუაცია რომ გავაკონტროლო. იქნებ საერთოდ შუადღეს აპირებს მოსვლას? არა, მე აქ ვერ დაველოდები! ყვავილებიან ჟაკეტს ვისწორებ და წასასვლელად ვემზადები, ვიღაც თვალებზე ხელებს რომ მაფარებს.
-აბა, ვინ ვარ?-ჩურჩულებს ''ის'' და ყურთან ახლოს მისი ტუჩების სიმხურვალეს ვგრძნობ.
-შენ ხარ! გიცანი.-მეც ჩურჩულით ვპასუხობ და თავის შეტრიალებას ვცდილობ.
-დღეს ძალიან ცხელა, არა?-ჩემს თმას თითებზე იხვევს და ამას კი ვერ ვხედავ, ვგრძნობ.
-არ...ა.-ღელვისგან ენა მებმის.
-მაშ, რატომ დაგისველდა შუბლი ოფლით?-ერთი თვალიდან ხელს მაცლის და შუბლზე მისმევს.
-გავცივდი და სიცხე მაქვს.-გამოსავალს გუშინდელ ტყუილში ვპოულობ.
-რატომ ცივდები ყოველთვის ჩემს დანახვაზე?-მის კითხვაში თავდაჯერებულობა გამოსჭვივის და ამავე დროს მეჩვენება, რომ ისიც ღელავს. ან არ მეჩვენება...
-დამთხვევაა!-მეორე ხელსაც უხეშად ვიშორებ და მისკენ ვბრუნდები. თვალებს უნებურად ვხრი დაბლა და მხოლოდ წამიერად ვახერხებ მის დანახვას.-სამსახურში მეჩქარება.
-მე კი მეგონა მე მელოდებოდი.
მისი ნათქვამი ჩემს ტყუილების გუდას აცარიელებს. არ ვიცი, ახლა რა ვუპასუხო და ჯიხურში მყოფ გამყიდველს ფულს ვუწვდი.
-ერთი ორბიტი, თუ შეიძლება. საღეჭი რეზინის ყიდვა მინდოდა.
-მე კი მეგონა მე მემალებოდი.-სარკასტულად მიღიმის, თუმცა ცხადია იმედგაცრუების დამალვა უნდა ამით.-მეც თეატრში მივდივარ. იყიდე და ერთად წავიდეთ.
ერთად? ესღა მაკლდა! ხომ ვთქვი, ხვდება, სად და რა დროს, როგორ უნდა გადამრიოს_მეთქი... დღეს ისევ ჩვეულებრივ მაცვია! შავი, კლასიკური შარვალი, თეთრი მაისური და ყვავილებიანი ჟაკეტი... ეს ისეთი არაფერია, მასზე რაიმე შთაბეჭდილება რომ მოახდინოს... სხვა იარაღი ხელთ არ მიჭირავს! იძულებული ვარ, გავიღიმო და მასთან ერთად დავადგე სამსახურის გზას.

-6-
დიდ გასაჭირად მექცა ის ორიოდე კილომეტრი, მე და ბაჩანამ ფეხით რომ გავიარეთ. შიგადაშიგ ღრმად რომ არ ჩამესუნთქა ჰაერი, არ შემეძლო, რაზეც ბატონი ბარათელი ღიმილით გადმომხედავდა ხოლმე და ეჭვნარევი მზერით ცდილობდა ჩემთვის რამე ეთქმევინებინა. საბედნიეროდ იმდენი ჭკუა მაინც მყოფნიდა, რომ ხმა არ ამომეღო, რადგან ვიცოდი, უწინდებურად ტლიკინს ვერ დავიწყებდი, ყბას ჩამოვაგდებდი და დებილივით შევაფარებდი თავს მისტერ გარყვნილის ყავისფერ თვალებს, რაც შემდგომში რასაც გამოიწვევდა, ჩემთვის უცნობი არ იყო.
ჩემს ოთახში თავს ვიუგულებ თუ არა, მიხურულ კარს ვეყუდები და გახურებულ კისერს ცივ ზედაპირს ვადებ. სიამოვნებისგან უცნაურ ხმებს ვცემ და რაჭველივით ახლაღა ვიაზრებ, რომ საამოა ის, რასაც ბაჩანას გაცნობის შემდეგ განვიცდი. მართალია ზოგჯერ ძალიან მაშინებს და მაცბუნებს ასეთი ცვლილებების აღმოჩენა საკუთარ თავში და შუა ზაფხულში სიმხურვალის დამატებაც არ არის დიდად სასიხარულო ფაქტი, მაგრამ გასაკვირიც სწორედ ეს არის, რომ მე კმაყოფილი ვარ ბაჩანას გამოჩენით ჩემს ცხოვრებაში. როცა მახსენდება, რა მითხრა მაშინ, გაცნობის დღეს, გული მიწუხდება, მაგრამ გული და ჰორმონები აშკარად არ მეკითხებიან იმას, მომწონს თუ არა ბიჭის ხასიათში გარყვნილი ელემენტები და მეც იმას ვგრძნობ, რაც სადღაც სიღრმიდან მოდის.
''ბერდები, აია, ბერდები!''-უკვე მერამდენედ მიელვებს გონებაში ეს აზრი და მის მართებულობაში ვეჭვდები. მგონი კი არ ვბერდები, რაღაც ახალ ფაზაში გადავდივარ, რაც სულაც არაა სიბერე, მაგრამ აზრზე არ ვარ, რა ჯანდაბაა...
გუშინ დაწყებული კოსტიუმის კერვის გაგრძელება ფიქრებს მიფანტავს. საქმით თავის გართობა კარგი გამოსავალია იმისთვის, რომ ცნება სახელად ''ბაჩანა'' დავივიწყო. რამდენიმე შტრიხის შეტანაღა რომ მრჩება კოსტიუმის საბოლოო სახის მიღებამდე, წყურვილის გაუსაძლის გრძნობას ვეღარ ვუძლებ და ფანჯრის რაფაზე დადებულ პლასტმასის ბოთლს ვიღებ. ცარიელია. მიწევს კერვას ცოტა ხნით თავი ვანებო და ბოთლით ხელში სააბაზანოში ჩავდივარ, პირველ სართულზე. წყალს ვუშვებ და ბოთლის პირს ონკანის პირს ვარგებ.
-ისიც დამთხვევაა, რომ ასეთი მშვენიერი ქალიშვილი მამაკაცების საპირფარეშოში ხარ შემოსული?-მესმის სულ ძალიან ახლოდან ბაჩანას დამახასიათებელი ოდნავ ჩახრინწული ხმა და რასაც ჰქვია, სული ყელში მებჯინება. მგონი ეს ძალიან რომ ტკივათ, მაშინ მოსდით ხოლმე. ოღონდ სულიერად რომ ტკივათ, მე კი საერთოდ ვერ ვგრძნობ ტკივილს. უბრალოდ თან მიხარია, თან ვღელავ, თან მეშინია და თან ვბრაზობ ჩემს გამოშტერებულობაზე... ძალიან არეული ვარ. ჩემი გონება ქაოსს ებრძვის, რომელსაც რა უნდა ჩემგან, ჯერ ვერ გამიგია.
-აშკარად დამთხვევაა.-ჩემი ხმა ისეთი მტკიცეა, ფოლადს და რკინას უჯოკრავს. საიდანღაც მოტანილი სიმამაცე მევე მაკვირვებს, თან საკუთარი თავის რწმენას მმატებს.
-მომწონს ეს დამთხვევები!-კმაყოფილი აცხადებს ის და მილიმეტრებით იწევს ჩემკენ.-წყალი გადმოდის.
ციებიანივით ვტრიალდები წყლის ნიჟარისკენ და ბოთლს მთელი ძალით ვაძრობ ონკანის პირს. სადღაც შუაში თითებს ძალიან ვუჭერ და ამიტომ წყალი ზემოთ ისხმევა... პირდაპირ ჩემს მაისურზე.
-ჯანდაბა!-მაისურის სველ ნაწილს თითებით ვწურავ და ვგრძნობ, როგორ თვალმოუშორებლივ მომჩერებია ბარათელი.
-აქ სასაცილო არაფერია! წადი და შენს სპექტაკლზე იცინე!-ზედაც არ ვუყურებ, ისე მივჯლაგუნობ კარებისკენ.
-ვინ გითხრა, რომ ვიცინი? შემომხედე და დაინახავ, რომ ზედმეტად სერიოზულიც კი ვარ.-მისი ნაბიჯების ხმა ისევ მიახლოვდება.-მაისური სისველის გამო ლანდავს და მეც უნებურად დავსერიოზულდი!
-უზრდელი ხარ!-ისე ვტრიალკდები მისკენ, როგორც მძაფრსიუჟეტიან ფილმებში და ზუსტად ისე ვჩერდებით ერთმანეთის პირდაპირ, როგორც რომანტიკულ დრამებში.
-სიმპათიური უზრდელი!-ჩემს მიერ წარმოთქმულ ზედსართავ სახელს კიდევ ერთ განსაზღვრებას ურთავს წინ და თავს ჩემი სახისკენ ხრის.-ილოცე ძილის წინ, დეზდემონა?
-რა? რას ლაპარაკობ?...-მისი მჭექარე წამოძახილი მაკრთობს.-რატომ უნდა მელოცა?
-იმიტომ, რომ ახლა გძინავს და უფლისწული გაკოცებს, რომ გამოგაღვიძოს!
წამის მეასედებში ვახერხებ მისი დაბინდული თვალების დანახვას და მერე მეც მებინდება ცნობიერება, რადგან ჩემს ტუჩებზე მის ბაგეებს ვგრძნობ... ბაგეებს, რომლებიც აქტიურად ლაშქრავენ ჩემს მარწყვებს თუ ალუბლებს და ერთ წერტილსაც კი არ ტოვებენ ისე, დაწვრილებით რომ არ გამოიკვლიონ...
საოცარი ის არის, გამოსაკვლევი ადგილიც რომ არ უშლის ხელს ექსპედიციას და თვითონაც იჩენს ინიციატივას... ეს თვითონ კი მე ვარ, რომელიც დაბნეული, გადარეული და ნაწილებად დაშლილი მთელი გრძნობით ვყვები კოცნაში ბაჩანა ბარათელს!
-დღეიდან მძულს ჰაერი!-დასევდიანებული დაჰყურებს ჩემს ტუჩებს მისტერ გარყვნილი, როგორც კი უჰაერობისგან შეწუხებული წყდება მათ და კედელს აყრდნობს შუბლს.-ღმერთო, აია, მაპატიე...
სულელივით ვაფახულებ გრძელ წამწამებს, მერე ზუსტად ისე ვუღიმი, როგორც ის მიღიმის ხოლმე და სანამ რამეს მოიაზრებდეს, საპირფარეშოდან გავრბივარ. იმედია ის არ იფიქრევბს, რომ პატიებას არ ვაპირებ! ან რა უნდა ვაპატიო, როცა ჩემი ქედმაღლობა რომ არა, ალბათ მადლობასაც გადავუხდიდი ამ დიდებული ემოციებისთვის...

სარკის წინ ვდგავარ და ჩემს ტუჩებს ვათვალიერებ. არაფერი განსხვავებული და განსაკუთრებული! ქვედა ტუჩი ზედასთან შედარებით გაწითლებული კი მაქვს, მაგრამ ჟურნალში რომ ვკითხულობდი, პირველი კოცნა ამას გამოიწვევს, იმასო, უაზრობა ყოფილა... არა, საერთოდ რატომ ვენდობოდი ამ ჟურნალისტებს?
პირველი ყველაფერი კარგია, მაგრამ კოცნა მართლა რაღაც ჯადოქრობა ყოფილა!
მართლაც, ჩემი ჩანაფიქრები თავიდან ბოლომდე უკან მიბრუნდება...
ბაჩანა ჩემი ცხოვრების ბუმერანგად იქცა და მე უკვე აღარ ვიცი, რა მოვიმოქმედო, გრძნობებში რომ გავერკვე...
საწოლზე ვარსკვლავის პოზაში ვწვები და სახეზე ხელებს ვიფარებ... შუბლზე და ნიკაპზე მაინც ვგრძნობ, როგორ მელამუნება ქუჩიდან შემოსული სასიამოვნო სიო... ვფიქრობ ბაჩანაზე... კოცნაზე... მის თავხედობაზე... ჩემს ბრაზზე... აღფრთოვანებაზე... ფორიაქზე... ანას სიტყვებზე... ყვითელ კაბაზე... ჩემს დარიგებებზე... რამდენი რამ მოხდა! რამდენი რამ და მე მაინც ვერაფერს ვხვდები! ახლაც საშინლად ვცხარდები იმის გახსენებაზე, რითიც ბარათელი ჩემს დამცირებას ცდილობს ხოლმე... რითიც მაბნევს და ამით ხალისობს... ამის გამო მას ღლაპი ვუწოდე, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ანასგან გავიგე, ჩემზე ერთი წლით დიდია...
არა, ნამდვილად დედა მესაჭიროება!
ის ხომ მუდამ ჩემს სამსახურშია!
საწოლის გადასაფარებელს ვასწორებ, საძინებლიდან გავდივარ და პირდაპირ სამზარეულოსკენ მივეშურები.
-დედიკო, რაღაც მჭირს!-სკამზე მოწყვეტით ვჯდები და დედაც უმალ წყვეტს ჭურჭლის წმენდას.
-სიცხე ხომ არ გაქვს, აია?...-ტილოს მაგიდაზე დებს და ხელის გულს შუბლზე დაფეთებული მადებს.
-კარგად ვარ, დედა. ეგ არ მიგულისხმია.-ვამშვიდებ, მის შიშისგან გადიდრონებულ თვალებს რომ ვხედავ.-პირველად ბიჭი რა ასაკში მოგეწონა?
-ვინ მაცალა, დედი, მოწონება, თვრამეტი წლის როგორც კი გავხდი, მაშინვე მამაშენს გამირიგეს.-ეცინება დედას ჩემს კითხვაზე.
-ხოდა ახლა მამა ხომ გიყვარს?-თავისუფლად ვეკითხები, რადგან ზუსტად ვიცი, თავდავიწყებით უყვარს მამაჩემი.
-მიყვარს.-დარწმუნებით მპასუხობს.
-ჯერ ხომ მოგეწონა და მერე შეგიყვარდა... რაღაც მიზიდულობისმაგვარს ხომ გრძნობდი?-ასეთ თემაზე პირველად ველაპარაკები მანანას და ამიტომ თვალს ვერ ვუსწორებ.
-მერე?
-მის მოახლოვებაზე ხომ მუხლები გეკვეთებოდა... გული გაასმაგებულად გიცემდა... პულსი კი იმატებდა და იმეტებდა... როცა შენკენ იხრებოდა, შენ ზემოთ იწევდი... როცა სხვასთან ხედავდი, მესაკუთრეობის და ეგოისტობის გრძნობა გჭამდა... როცა შენც ტუჩებს ეხებოდა, ხელებში ადნებოდი და მერე მთელი დღე ცაში დაფრინავდი... მიპასუხე, დედა! ხომ ასე იყო?-აწითლებული ვთვლი იმ მოვლენებს, რის ბატონობის ქვეშაც ეს დღეები ვიყავი და თავს ვწევ.
-ასე იყო, აია... ასე!-ბედნიერს ეღიმება დედას ამ ყველაფრის გახსენებაზე.
-და მეც ასე გამეღიმება მომავალში, დედა? მეც გამიხარდება, რომ ამას ვგრძნობდი, ვრძნობ და ვიგრძნობ?-შინაგან შფოთვას უკვე ვეღარ ვუძლებ. ფეხზე ვდგები და მანანას ისე ვუყურებ, თითქოს მოსამართლე იყოს და სასიკვდილო განაჩენს მიცხადებდეს.
-გაგეღიმება, აია! აუცილებლად გაგეღიმება!-ხელებს შლის დედა და მეც მის მოქმედებას ვიმეორებ.

-7-
-უნდა მიშველო, აია! უნდა მიშველო!-ქოთქოთით შემოდის ოთახში ანა და მავედრებელი თვალებით მიყურებს.
-რაში?-სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ვვარდები, როცა ის წუთები მახსენდება, ამ სიტყვებს სხვა დროსაც რომ მაგებებს ხოლმე მეგობარი.
-ნინა კინწურაშვილი ავად გახდა! ანგინა აქვს. ჩვენ კიდევ თითქმის მიუზიკლს ვდგამთ და სიმღერა აუცილებელია. ორი მსახიობია უსაქმოდ დარჩენილი და იმათაც ხმა არ აქვთ. შენ მშვენივრად მღერი და სპექტაკლამდეც ერთი კვირაა დარჩენილი.-სხაპა-სხუპით მარკვევს სიტუაციაში ის და თითებს ერთმანეთში ნერვიულად ხლართავს.-შენ უნდა იყო ბაჩანას მეწყვილე! შენ და ის იქნებით მთავარ როლებში! ვახტანგს ვუთხარი, რომ სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობ და მესამე კურსზე გადახვედი. ის თანახმაა, ოღონდ ჯერ შენი ხმა უნდა მოისმინოს.
-რა-ა?-მისი წინადადება შოკში მაგდებს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ თანახმა ვარ.

-ყოჩაღ, აია! პერფექტო!-ფეხზე წამომდგარ რეჟისორს და მის მიერ დაკრულ ტაშის ხმას როლებიდან გამოვყავარ. შეცბუნებული ვავლებ თვალს სცენას და გვერდზე გამდგარ ბაჩანას ვხედავ, რომელსაც ორივე წარბი მაღლა აქვს აწული, შუბლზე კი ნაოჭები გასჩენია.
-მადლობა...-თავს ვხრი და ჟილეტის თასმებს ნერვიულობის დასაძლევად ერთმანეთზე ვაჯვარედინებ.
-არასოდეს მიფიქრია, რომ პროფესიონალი კი არა, ჯერ კიდევ სტუდენტი ამდენს შეძლებდა! აღარ ვიცი, რა გითხრა...-აღფრთოვანებულია ვახტანგი.
''მე რა უნდა მითხრა, ანას უთხარი, რაცა გაქვს სათქმელი''-ამ წყვილის გულშემატკივრობას არ ვწყვეტ.
აუ, რა მაგარი იქნებოდა, ანა და ვახტანგი სტადიონზე რომ იდგნენ, მე გულშემატკივრების სკამზე ვიჯდე და ვყვიროდე:
-გოლ, ვახტანგ, გოლ!
ვახტანგი და ანა ერთმანეთსა კოცნიდნენ...
ო, როგორ გაბედნიერდებოდა ჩემი დაჩაგრული დაქალი!
მერე მე ისევ დავიძახებდი:
-ყოჩაღ, ვახტანგ! პერფექტო!
და კომედიაც ამით დამთავრდებოდა...
-აია, აია!-ვიღაც მკლავში ხელს მავლებს და ძლიერად მანჯღრევს.
თვალებს ვახელ და ამ გახელაზე ვხვდები, აქამდე დახუჭული რომ მქონდა. სკამზე ვზივარ, ჩემ წინ კი ბაჩანაა ჩამუხლული. იმ რვეულს მიფრიალებს, სადაც წერია, ვის რა როლი აქვს და რას ამბობს. მგონია, რომ რაღაცის თქმა დამავიწყდა და რვეულის ფრიალით ამის გახსენებას ცდილობს ბარათელი, მაგრამ სპექტაკლამდე ხომ ექვსი დღე დარჩა.
-რამე მოხდა?-ვცდილობ წამოვდგე, მაგრამ ისევ სკამზე ვეშვები. სიმძიმეს ვგრძნობ და ეს სიმძიმე დაბლა მწევს.
-წამიერად გონება დაკარგე. ნუ გეშინია!-ზევიდან ვახტანგი მამშვიდებს. გვერდით აცრემლებული ანა მიდგას.
-ანა!-ხელებს მისკენ ვიწვდი და ვეხუტები. გული მისუსტებულად მიცემს, არადა ბაჩანა წინ მიდგას. ეს ხომ ასე არ ხდება ხოლმე. რა შეიცვალა? ნუთუ ის ყველაფერი მეჩვენებოდა? არა, შეუძლებელია ! მაშინ სცენაზეც არ ვიდგებოდი... თან ბაჩანა... თან ბაჩანასაც როგორ უთრთის ყბა... ძარღვებიც დაჭიმული აქვს... ღმერთო, ახლა უფრო დავიბენი...
-როგორ ხარ?-მეტისმეტად ჩახრინწული ხმით მეკითხება ბაჩანა და ისე მადებს ხელს ხელზე, რომ მისი ეს მოქმედება ვერავინ შეამჩნიოს. ხელზე ცეცხლი მეკიდება. ვმშვიდდები. მიხარია, რომ ისევ იგივეს ვგრძნობ.
-მეშინია...-ვლუღლუღებ.
-რის?-პირველი ბაჩანა არჩევს ჩემს ლუღლუღს.
-მეშინია, რომ სპექტაკლზე არაბუნებრივად ვითამაშებ... მეშინია, რომ არ გამომივა!-ვამბობ და ვხვდები, რაც მჭირს.
ამის მიხვედრა მისტერ გარყვნილს შვებას ჰგვრის...
ეს ღიმილზე ეტყობა. მისებრულ ეშმაკურ ღიმილზე.

-ანა!-თავს მიქნევს ბაჩანა და მეც ტუჩებს ოდნავ ვაშორებ ერთმანეთს.
-მიყვარხარ, ბაჩანა! უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია!-ხელებს ვშლი და ამის თქმისას ნერვები მეშლება. რა ბანალური სიტყვებია... როგორ შეიძლება მთელი გრძნობით ასე აუხსნა სიყვარული საყვარელ მამაკაცს?
-მეც მიყვარხარ, ნიკოლ!-კბილების კრაჭუნით ამბობს ის და ვხვდები, რომ რაღაც აწუხებს.
-ხელოვნურად საუბრობთ! რა მოგდით? ასე როგორ შეიძლება? სპექტაკლამდე სამი დღე დარჩა. აქამდე უკეთესად თამაშობდით.-სცენაზე უკმაყოფილო ამოდის ვახტანგი. დაღონებულია.
''ოღონდ შენ ანას სიყვარული აუხსენი და გპირდები, არ გეტყვი, ხელოვნურია_მეთქი!''-ვფიქრობ და ჩემს ფიქრებზე მევე მეცინება. აბა, სხვებს არ გაუგონიათ და სულ გაუცინრობა ჩემი იუმორის შეურაცხყოფა იქნება.
-რა გაცინებს, აია?-სიმკაცრეს იჩენს რეჟისორი.
-მიყვარს სიცილი!-ვეკრიჭები და ხმამაღლა ვიწყებ კისკისს. ისე ხმამაღლა, რომ დარბაზში ექოც კი ისმის.

-მეც მიყვარს შენი სიცილი.-შეუმჩნევლად მეუბნება ბაჩანა დარბაზიდან გასვლისას და მხარზეც ასევე შეუმჩნევლად მახებს მხურვალე ტუჩებს.

ოთახში ბოლთას ვცემ და თან კოსტიუმებისკენ მაქვს თვალი. ყველა მზადაა. მეც მზად ვარ, მაგრამ მაინც მეშინია. ორი დღე. ღმერთო, რა ცოტაა! როცა რაღაც ძალიან მინდა, მაშინ ორი დღე საუკუნესავით იწელება ხოლმე და ახლა არ შეიძლება პატივი დამდოს და ცოტა ხანი მოიცადოს?
სკამს კედელთან ვიდგამ და საათს ლურსმნიდან ვხსნი. ისრებს თორმეტი საათით უკან ვწევ და გაღიმებული ჩამოვდივარ სკამიდან.
-ესეც ასე! თითქმის სამი დღე დარჩა!-ამის თქმაა და ოთახში ანა შემოდის. ტრადიციულად ისევ რაღაცაზე წუწუნებს, თუმცა საკვირველი ისაა, რომ ერთხელაც არ ყოფილა ვახტანგი მისი წუწუნის საგანი!
-მალე სამუშაო საათები დასრულდება, მაგრამ მე აქ ვრჩები და სხვათა შორის შენც, ქალბატონო, რადგან მხოლოდ უბრალო მკერავი აღარ ხარ!-მაფრთხილებს და საათისკენ აპარებს მზერას.-დილის რვა საათი? მოიცა, მზის დაბნელებაა?
ფანჯარასთან თვალებდაწვრილებული მიდის და ფარდას წევს. ჩემკენ რომ ბრუნდება, სახეზე მიწისფერი ადევს.
-მგონი ძალიან დავიღალე. ვახტანგს ვეტყვი, რომ ცუდად ვარ და სახლში უნდა წავიდე.-შეშფოთებული ბუტბუტებს და ოთახიდან გასასვლელად ემზადება.
-მოიცა, სად გარბიხარ!-კიდევ კარგ დროს ვაჩერებ, თორემ ისღა უნდა ვახტანგს გიჟი ეგონოს. მერე ელოდოს კონკიას სამ კაკალს, რომელიმემ მაინც რომ შეუსრულოს სანუკვარი სურვილი და ვახტანგმა ცოლობა თუ არა, საყვარლობა მაინც სთხოვოს.
-საათი გადავწიე, ცოტა ბევრი რამ რომ მოვასწროთ!-ვაწყნარებ და სკამზე ძალით ვსვამ.
-აია... შენ...-ხან საათს უყურებს, ხან მე და ბოლოს სიცილი სკდება. მე გულზე ხელებგადაჯვარედინებული ვუყურებ და თან თვალებს ასეც ვაბრიალებ და ისეც, რომელიმემ მაინც რომ იმოქმედოს და გაჩუმდეს.
-შენ რა... გგონია, რომ... ასე დროს გააჩერებ?-ძლივს ამთავრებს წინადადებას და ხარხარს აგრძელებს.
-მორჩი ახლა! ფსიქოლოგიურად დამამშვიდებდა, რა...-ნირწამხდარი ვეუბნები და საათს ვასწორებ.
-მაშინ კონკიასაც უნდა ამოეღო საათიდან ელემენტები და სულ არ გახდებოდა თორმეტი საათი.-უხუნჯობს ანა და თავის ნათქვამზე ისე ჭიხვინებს, ცოტაც და ალბათ ოცნებას ავისრულებ, შემოვაჯდები და მერე ვიტყვი, ცხენზე მიჯირითია_მეთქი.
-ხო, სულ დამავიწყდა... ბაჩანა გეძებდა!-ახსენდება უცებ და ოთახიდან ბურთივით მისვრის.

თატრის შესასვლელთან არავინ დგას, არადა ანას თქმით ბაჩანა აქ მელოდებოდა. არა, თუ მეძებდა, რა იცოდა, რომ ანა მიპოვიდა? ანდაც მე იქ ვიყავი, სადაც ყოველთვის და რატომ პირდაპირ ჩემთან არ მოვიდა? საეჭვოა! ან ეს ყოველივე ანას ეშმაკობაა, ანდაც ბაჩანასი... რა მნიშვნელობა აქვს! ორივე ერთმანეთზე უკეთესი მატყუარაა! გამორჩევა გაგიჭირდება!
ათიოდე წუთი რომ გადის და ბაჩანა ჯერ კიდევ არ ჩანს, ვნერვიულდები. ამას ადვილად ვერ ვიაზრებ, თუმცა რამდენიმე სირთულის გადალახვის შემდეგ, რომლებიც ჩემი სიამაყის ქვეპუნქტებია, ამის შეგნება შესაძლებელი ხდება. ხელების ფშვნეტას ვრჩები და პრინციპებს უხეშად ვაბიჯებ. ბებიას დარიგებაც იჩრდილება მაშინ, როცა სურვილების ჯარი ბარათელის სახლისკენ მიიწევს. ისევ ვგრძნობ სიმხურვალეს ჩემს ტუჩებზე, მხარზე... თავხედური სიტყვები ისევ ჩამესმის... რეპლიკები... სიხარულის მომნიჭებელი და ღელვის გამომწვევი ფრაზები... ისევ თვალწინ მიდგას... ისევ მასზე ვფიქრობ და... ყველაფერი თავიდან ტრიალებს ჩემს გონებაში!
-8-
ბაჩანას გაცნობის წინა დღე... მე და ანა... ჩემი ჯიუტობა... მერე ერთი თუ ორი კვირის შემდეგ დედასთან საუბარი... სიმშვიდე... ახლა კი ისევ ალიაქოთი! ისევ ქაოსი! ვერ ვიგებ, ეს რა არის... ვნება, ფლირტი, სიყვარული... არ მინდა შევცდე და არ მინდა ვინანო! მაინც წინ მივიწევ! ერთი, ორი, სამი! ჯარისკაცის ნაბიჯებით ავდივარ კიბეებზე და ისე ვაკაკუნებ კარებზე, არ ვფიქრობ. წამებმაც კი შეიძლება შემიცვალოს გადაწყვეტილება. ჩემს თავს კარგად ვიცნობ და არ მსურს ეს მოხდეს. მსუბუქი, ჩუმი კაკუნი და მომუშტულ ხელს უკან ვწევ. კარი ღიაა! ეს მე ვიცი! სახელურს დაბლა ვწევ და კარები იღება. გაურკვეველი წინათგრძნობით შეპყრობილი სახლში შევდივარ, მაგრამ კარის მიხურვის მეშინია. კარები მაინც იხურება, მაგრამ არა ურდულით. ეს ბაჩანაა. ჩემ უკან დგას.
-მატყუარა ხარ!-ოდნავ განათებული კედლების გასაგონად ვამბობ.
-თავადაც. თანაც პროფესიონალი მატყუარა.-შედედებულ ჰაერს ბარათელის სიტყვები აპობს, თმის ღერების მისი პირიდან გამონასუნთქი ჰაერით შერხევა კი საერთოდ წმენდს. სუნთქვა მაინც შეუძლებელია. რა თქმა უნდა! ის ხომ ჩემთანაა.
-მართლა დამთხვევა იყო...-ვიბნევი, მაგრამ არ ვიმჩნევ.
-ესეც დამთხვევაა?-ეცინება მას.
-რა თქმა უნდა.
თავისკენ მატრიალებს და ცდილობს ჩემს მზერას თავისი თვალები დაახვედროს. არ გამოსდის. მართლა პროფესიონალივით დავაცეცებ თვალის გუგებს.
-ახლა რომ გაკოცო... ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ესეც დამთხვევა იქნება?-ისე ჩურჩულებს, თითქოს არ უნდა ჩვენ გარდა ვინმემ გაიგოს. არადა ვიცი, რომ სახლში მეტი არავინაა.
-ძილის წინ ვილოცე.-ვთამამდები და თვალებს აღარ ვმალავ.
მან დახრჩობის სხვა გზები იცის, რომლებისაც სრულიად არ მეშინია.
რა სამწუხაროა შექსპირის დეზდემონასთვის, რომ ასე იჩქარა დაბადება და რა საბედნიერო ჩემთვის, რომ ცხრა თვე და ოცი წელიწადი ვიცადე და დღეს ბაჩანას წინ მე ვდგავარ.

რა თქმა უნდა, ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ ის დღე არ ყოფილა დამთხვევა, ბაჩანა ბარათელი ჩემს ოთახში რომ შემოვიდა... იმას დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ იცოდა, ასეთ მდგომარეობაში თუ დავხვდებოდი... ყოველ შემთხვევაში ჩემმა უკანალმა თავისი საქმე გააკეთა და მანამდე რა იყო, ამის შეტყობა არასდროს მიცდია... ჩემთვის ყველაფერი მაშინ დაიწყო! მაშინ, ვიღაცის ჩახველება რომ მომესმა და გვერდით გადავგორდი!
არ ვიცი, სად მნახა პირველად ბაჩანამ... არ ვიცი, როგორ მოხვდა მაინც და მაინც იმ თეატრში, სადაც მე ვმუშაობდი და არ ვიცი, რატომ გახდა ასე მოულოდნელად ნინა კინწურაშვილი ავად...
მე მხოლოდ ის ვიცი, რომ აია ვარ!
აია, რომელსაც შეუყვარდა!

ვხედავ, როგორ მანიშნებს მაყურებელთა სკამიდან რაღაცას ვახტანგი. გვერდით ანა უზის. ისიც ჟესტების ენით მელაპარაკება. ბაჩანა მიღიმის. მე არანაირი ემოცია არ მახატია სახეზე. ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, მაგრამ თან რაღაც მაკავებს. უამრავი ადამიანი მიყურებს. ყველა საყვარელ სცენას ელოდება, ბედნიერ დასასრულს. მეც ძალიან მინდა ეს სპექტაკლი ჩამთავრდეს და ბოლოს მაყურებელს თავი დავუკრა. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბაჩანა ხელს ჩამკიდებს. დარბაზში სამარისებური სიჩუმეა. მიხარია, რომ ამ სიჩუმეში ჩემს სიტყვებს ელოდებიან. მაყურებელი არ იმსახურებს იმ ბანალურ და უგრძნობ სიტყვებს, რომლებიც სცენარში წერია.
-ბაჩანა!-ხელები მიცახცახებს. არ ვიცი, როგორ გამეპასუხება ბაჩანა და მის პასუხს ისე ველი, როგორც არასდროს.
-აია!-მის წარმოთქმულ ჩემს სახელში იმდენ სიყვარულის და სითბოს ნაწილაკებს ვხედავ და ვგრძნობ, რომ თითქოს კვარცხლბეკზე ვდგები და ყველას ზემოდან დავყურებ...
მაყურებლები ჩურჩულს იწყებენ...
-მე არ შემიძლია, ნიკოლის როლი შევასრულო... ვერ დავუთმობ მას შენს სიყვარულს... არა!-თავს ვაქნევ და ვახტანგის მხარეს ვიხედები. ის იღიმება.
-შენ ნიკოლის კი არა, შენს როლს ასრულებ, აია! უმთავრეს როლს... ჩვენს სპექტაკლში! სპექტაკლში, რომელიც ბედმა დადგა! თქვენ მაპატიეთ, ბატონო ვახტანგ!-სიცილით ებოდიშება ბარათელი რეჟისორს.
ჩურჩულის ხმა აღარ ისმის.
-ბაჩანა, არ გკითხავ!
-ვიცი.-დაზუსტებით მპასუხობს ის.
-და მაინც... საშინლად გარყვნილი და თავხედი ბიჭი ხარ!-თავს ვერ ვიკავებ და მთელი ამ ხნის ჩაგმანულ ''პანდორას ყუთს'' ვხსნი.
-და მაინც...-ტუჩები ჩემს ყურთან მოაქვს, სახიდან კი საეჭვო გამომეტყველებას არ იშორებს.-საოცარი უკანალი გაქვს!

დ ა ს ა ს რ უ ლ ი!

^^^
პირობა მოგეცით და შევარულე კიდეც!
ძალიან დიდი მადლობა, ვისაც მოგწონდათ და ჩემ გვერდით იყავით!
სულ ცოტა ხნით გემშვიდობებით...
უყვარხართ სოფიკოს!



№1  offline წევრი Firefly

ახლა წავიკითხე თავიდან ბოლომდე და ძალიან,ძალიან მომეწონა!
--------------------
M.T

 


№2 სტუმარი stumari #77

საოცარი იყო, მადლობა...

 


№3 სტუმარი Black

Rogor gamixarda yvela ertad ro vnaxe:Dkargi istoria iyo sopachka,dzalian kargi..chemi principuli sopachka :D

 


№4  offline მოდერი sopiko

Firefly
ახლა წავიკითხე თავიდან ბოლომდე და ძალიან,ძალიან მომეწონა!

ვაიმე, მარიამ, სად გაქრი?
შენი თბილი ისტორიები ძალიან მომენატრა love
შეფასებებიც, რაღა თქმა უნდა!
გმადლობ, გმადლობ feel
stumari #77
საოცარი იყო, მადლობა...

რის მადლობა... love
Black
Rogor gamixarda yvela ertad ro vnaxe:Dkargi istoria iyo sopachka,dzalian kargi..chemi principuli sopachka :D

ამაში მართალი ხარ, ნოე! პრინციპებისთვის ღალატს ყველაფერი მირჩევნია lol თუმცა არასოდეს თქვა არასოდეს!
გმადლობ, ჩემო ერთგულო მკითხველო! feel

 


№5 სტუმარი tamari ✔️

dasasruli saocrebaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent