24 თვე (მეოთხე თავი)
*** კარები გავაღე თუ არა ნინე ვისკის კარადისაკენ წავიდა სადაც ადრე მხოლოდ ჩემი, ახლა კი ალექსანდრეს ნაჩუქარი ვისკების კოლექციაცაა. ყოველთვის მიჩნდება სურვილი დავლიო, მაგრამ ჩემთვის ძვირფასს ვუფრთხილდები. -არ გავიგო არ დალიოო, მეუბნება ნინე და ეცინება-ეს ვისკი დღეს რომ არ დავლიო მოვკდები. -რაღა დღეს? მეცინება მე. -სხვა დროს ცუდ ხასიათზე მყოფი მომკლავ საყვარელ კოლექციას, რომ გიშლი. -მოსაკლავი ხარ! გვიანობამდე დარჩნენ ჩემთან. შემდეგ გუდაურის ამბებიც დავგეგმეთ და ზეგ დილით წასვლა გადავწყვიტეთ. ვგიჟდებოდი თოვლზე. იმ სიცივეზე,რომელსაც ის ატანდა. იმ საღამოსვე დავიწყე მზადება. უკვე დაძინებას ვაპირებდი ლალიკო რომ შემოვიდა. -რას შვრები დე? -ლაპარაკი გინდა ლალიკო? გამეცინა რადგან ლაპარაკს მაშინ იწყებდა ასე, როდესაც რაღაც უჭირდა. -ხო. -მომიყევი რა გიჭირს. -მამუკა მენატრება, დამღალა ამ თავისი რბოლებით სამი თვეა თბილისში არ ყოფილა. გამეცინა და ცრემლები მომადგა. რამდენად დიდი და რა ბავშვური იყო. მეც მენატრებოდა მამუკა, მაგრამ არასოდეს არ გამოვხატავდი, რადგან ეს მონატრება ფიქრით უფრო მახრჩობდა. ამიტომ ვცილობდი ნაკლებად მეფიქრა მასზე. მის მონატრებაზე. მთავარი იყო ვიცოდი,რომ დაბრუნდებოდა. -ვიცი დე, მეც მენატრება, მაგრამ ხომ იცი თავისი სამქეებიც მოსაგვარებელი აქვს. -ვიცი. გაიბუსხა მაინც. -ნუ ბავშვობ ლალიკო, ხომ რეკავს, მალე ჩამოვა და ეგ იქნება რა. -ვიცი, მაგრამ მენატრება და რა ვქნა? -ხანდახან მგონია, რომ მე ვარ დედა და შენ- შვილი. ისტერიულად გაგვეცინა ორივეს. მართალი ხარო მითხრა ადგა და გასვლისას კიდევ ერთხელ გამომძახა -ძალიან მაგარი ბიჭი გყავს. მე კი ბალიში ვისროლე კარების მიმართულებით და მივაძახე დამეკარგე თქო. შეიძლება გიკვირთ ესეთი დამოკიდებულება როგორ გვაქვს დედა-შვილს, მაგრამ ამღზარდა როგორც დაქალი. არასოდეს არ უგრძნობინებია ზედმეტად არაფერი. ყველაფერს ზომიერების ფარგლებში მიკეთებდა. არ გვქონდა დამალული არაფერი. ამიტომ გვაქვს დაქალური ურთიერთობა და ყველაზე კარგი ესაა,როდესაც მშობელს არაფერს უმალავ. მისი აგრესიის ან დაშლის არ გეშინია და ყველაზე სათანადო რჩევას გაძლევს. *** ქარს წვრილფოთლიანი ხის გაშიშვლება ერთ ღამეში შეუძლია. და სიკვდილს რამდენი ხანი დასჭირდება ჩვენი ცხოვრების გასაფანტად? რომელიც ხან ძალიან კარგია. ხანაც ისეთი სიკვდილს, რომ მოგანატრებს და არ აქვს მნიშვნელობა სად მოვხდები სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში. ვფიქრობ სიტყვა ხალხმრავლობაზე და უცნარია,რომ შეიძლება ერთ ადამიანიში ორი ცოცხლობდეს. გატენილ სამარშუტო ტაქსებსა და ვაგონებში კი ხალხმრავლობის მიუხედავად ერთიც კი არ იყოს. ხანდახან მეც მასე ვარ, გარეგნულად ვგავარ ადამიანს, მაგრამ ფაქტობრივად არ ვარ. სიყვარული ყველა რთული ცნებაა. როდესაც შენი სიყვარული შენს გვერდითაა, არ გამოხატავ გრძნობებს, იმის მიუხედავად, რომ სასწაულად გიყვარს. ხანდახან ვერც კი ხვდები რამდენად დიდია ეს გრძნობდა. შემდეგ კი, როდესაც მიდიან, მერე ხვდები როგორ გყვარებია და რა საშინელებაა, როდესაც ადამიანის ნახევარიც არ ხარ. რადგან თავისი წასვლით თან წაიღო შენი ყველა ამოსუნთქვა, ბედნიერება, სიყვარული, სიხარული და მხოლოდ სევდა დაგიტოვა. გაუსაძლისი სევდა, რომელიც გჭამს და ბოლოს ალბათ მოგკლავს კიდევაც. მხოლოდ ერთ კითხვაზე მიპასუხე ალექსანდრე. რატომ მაინც და მაინც მე? ან ჩვენ? როდესაც ერთ მთლიანობას წარმოვადგენდით. შემიძლია დაუსრულებლად ვიმეორე თუ როგორ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ. *** დილით ისევ ტელეფონის ზარი მაღვიძებს, ეკრანს დავხედე და საყვარელი სახე, რომ გამოესახა ბედნიერებისაგან გამაკანკალა. -ჩემი მზის სხივი დავკარგე და ხომ არ გინახავთ? მეკითხება სიცილნარევი ხმით. -კი მინახავს, თავის ოთახშია და ლოგინში ნებივრობს. -ხოდა გადაეცით ჩამოვიდეს თავის პრინცთან. -მასხარა ხარ ალექსანდრე. -მეც მიყვარხარ. ისევ სიცილი და უზომო სიყვარული. -ჩამოდი რა, ქარვასლაში გამომყევი რაღაცები მაქვს საყიდი. -ამოდი, სანამ გავემზადები ყავას გაგიკეთებს ლალიკო. -ვგიჟდები დედაშენზე. -ვვეჭვიანობ იცოდე! გამეცინა მე. -ჩემი ეჭვიანი ქალი, ამოვდივარ. მე ვემზადები, ალექსანდრე და დედაჩემი კი ჭორაობენ ყავაზე. რომ წარმოვიდგენ ამ სიტუაციას ძალიან მეცინება. -ადე ალექს წავედით, შევვარდი კაბის ფრიალით მე. -ეს ვერ გავზარდე რა. გაეცინა დედაჩემს. -აქეთ უნდა გაგზარდო ლალიკოო, მივდივარ სიცილით და ლოყაზე ვკოცნი.-წავედით ჩვენ და ჭკუით. ვაფრთხილებ დედაჩემს და კისკისით გავდივარ სადარბაზოში. -რისი ყიდვა გინდა? -არაფრის, გამეკრიჭა ალექსანდრე. -როგორ თუ არაფრის? -ჩემთვის არაფრის. -რას მენამიოკები? გამეცინა მე. -ოო, არ დამაცადო რა, დაიწყო ბუზღუნი.-ერთ ჩემს ძმაკაცს უნდა ხელი უნდა სთხოვოს საცოლეს და მითხრა იქნებ შენ ამირჩიო მინდა მოულოდნელი იყოს და ნუცასნაირი თითები აქვს და მოერგებაო. თან ნუცას გემოვნებას ვენდობიო. დაკმაყოფილდი?-ამოისუნთქა ერთიანად და გაეცინა. -რა თქმა უნდა. აუ რა კარგია, ძალიან ლამაზი უნდა შევურჩიო. -ეჭვიც არ მეპარება. ზურგიდან ამეკრო და ელექტროდენებმაც არ დააყოვნეს. -როგორ ვერ ეჩვევი ჩემს შეხებას. -ცუდად მოქმედებ და რა ვქნა? გამეცინა მე. -დატკბი! სიცილით მითხრა და მანქანაში ჩაჯდა. ბეჭედი სულ ლიცილ-კისკისში ავარჩიეთ, საოცრად მომწონდა და დიდი სიამოვნებით მოვირგებდი ამ ბეჭედს ჩემს თითს. მთელი გზა ვმაიმუნობდი. რამ გადამრია ამხელა გოგო არ ვიცი. ალბათ იმან, რომ ხვალ გუდაურში მიდვიოდით. ცოტახანში ალექსანდრეს ტელეფონი აწკრიალდა, ვაკო ურეკავდა. -ხო ძმა, კი... რა პრობლემაა.-მოიცა დღესვე? კაი ბაზარი არაა. -რახდება? ვუყურებ გაკვირვებული სახით. -გუდაურში მივდივართ ერთ საათში. -რამ გადაგრიათ? ავკისკისდი მე. -რავი, გაუგებ ვაკოს რამეს? ერთ საათში მაგის კორპუსთან უნდა ვიყოთ. -და ბეჭედს როდის მისცემ შენს ძმაკაცს? -არ იდარდო შენ მაგაზე. თვალი ჩამიკრა და მომაკვდინებლად გამიღიმა. -თვალები ალექსანდრე! გამეცინა მე. -ტუჩებს შეეშვი! -რას აკვირდები შენ ჩემს ტუჩებს? -ზედმეტად მიმზიდველად მეჩვენება! მე პომიდვრისფერი ვხდები. ხმას აღარ ვიღებ და მანქანაში ვჯდები. ალექსანდრეს ეცინება. სახლში გავიარე, ჩემი ბარგი-ბარხანა ალექსანდრეს ჩამოვატანინე და ნინეს დავურეკე. -მზად ვარ ხო! მაჯახა მაშინვე, კორპუსთან ვდავარ. -2 წუთში მანდ ვართ. ნინე ჩვენთან ჯდება მურმანის ეკალივით. ვაკომ გამოაცხადა მე მარტო მინდა მგზავრობაო. ბექა ხვალ დილით ჩამოვიდოდა. ნინე კიდე თავს მოიკლავდა და ლუკას მანქანაში არ ჩაჯდებოდა. ერთი სიმყუდროვეს ვერ დავურღვევ წყვილს და მეორე გიჟივით ატარებსო. ჩვენ კარგად გვირღვევდა. ცოტა გავბრაზდი, მაგრამ მერე დაქალია თქო გავიფიქრე და მზაკვრული გეგმებიც ტვინის, რომელიღაც კუნჭულში დავმალე. მანქანა გაჩერებული არ იყო ნინე, რომ მანქანაში შემოხტა. -ალექს მანქანაში ჩადე რა ბარგი. -შენი შნირი ვარ ტო? გაეცინა ალექსანდრეს. -არა, მარაა თუ გინდა იყავი. არ დააკლო ნინემაც. სიმღერას ბოლო ხმაზე აუწია და ჩართო თავისი ენერგიულობა. -აუ, რომ მოთოვოს რა მაგარი იქნებაა! ამბობს ნინე და მეცინა. -იქ ისედაც თოვლია ნინე! -ვიცი, მაგრამ მე მინდა ფიფქები მეცემოდეს თავზე და ისე დავსეირნობდე გუდაურში. -კარგი, სიმპატიური ბიჭიც ხომ არ გინდა? დასცინა ალექსანდრემ. -არც მაგაზე ვიტყოდი უარს. -მოიწყო რომანტიკა. გამეცინა მე და გზას გავხედე. ბავშვობა გამახსენდა. ყოველ ზამთარს დავდიოდით ხოლმე მე, ლალიკო და მამუკა. ვატარებდით დაუვიწყარ კვირეულს და თბილისში მოვდიოდით. იმის მიუხედავად, რომ ნახევარი ცხოვრება ამ კურორტზე მაქვს გატარებული, თხილამურებზე დგომის აზრზე არ ვარ. ყოველი სწავლის მცდელობა ფეხის ან ხელის მოტეხვით სრულდებოდა, ანდაც ტვინის შერყევით. *** ისევ ახლანდელი დრო,რომელიც სასწაულად მტკივა. კარებზე ზარია და საშინლად არ მინდა არავის ნახვა, მაგრამ ძალაუნებურად კარისაკენ მივიწევ. ვაკო და ლუკა შემოდიან დამძიმებული სახით. ყოველთვის ასე ხდება მას შემდეგ რაც... რაც ალექსანდრე წავიდა. როგორ მიჭირს ამ სიტყვების თქმა... -როგორ ხარ ნუცა? იწყებს ვაკო. -არამიშავს. ვამბობ ჩახლეჩილი ხმით, რომელიც მთლიანად გადმოსცემს ჩემს მდგომარეობას და რომელიც არამიშავზე დაბლა დგას. -ვიცი გენატრება, მაპარებს ლუკა და სევდიანი თვალებით მიყურებს. -თან როგორ. -უნდა აპატიო იცოდე, არ უნდოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. აგრძელებს ლუკა და ბოღმა მახრჩობს. -ვაპატიო? სიმწრით ჩამეცინა მე.-ახსნის ღირსადაც არ ჩამთვალა, მიმაგდო და წავიდა, რომელ პატიებაზე მელაპარაკები ლუკა? ნელ-ნელა ხმას ვუწევდი. -ნუცა დაწყნარდი! შენ, რომ იცოდე მიზეზი მაგას არ იტყოდი! -შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ არ ვიცი და ამიტომ ვაბობ! -ნუ მართავ ისტერიკებს, მეუბნება ვაკო და მინდა, რომ დავახრჩო. -შენს საყვარელ ადამიანს, რომ აუხსნელად მიეგდე სამი თვის შეუღლებული რას იზავდი ვაკო? ამიხსენი აბა? -არ ვიცი. თვალებში ვეღარ მიყურებდა. -ხოდა მე ვიცი! დამიჯერე ჩემზე უარესს, მითუმეტეს კაცი ხარ! -მესმის შენი. -არა, არ გესმის, ჩემსას ვერასოდეს გაიგებს ადამიანი თუ არ გამოცდის და ღმერთმა არ ქნას და არ გამოაცდევინოს არავის, ის ტკივილი რასაც მე განვიცდი ახლა. მინდოდა გული ამომეგლიჯა. მეწვოდა მთელი ორგანიზმი. მინდოდა მეკივლა. ისტერიკები გამემართა, მაგრამ არ შემეძლო. -მიზეზს არც თქვენ მეტყვით არა? ჩამწყდარი ხმით დავიწყე ლაპარაკი, იმიტომ, რომ იმედი აღარ იყო. აღარ ანათებდა ამ ქვეყანაზე ჩემთვის მზე. -ზუსტად მაგისთვის მოვედით. -გისმენთ. -უნდა გამოგყვე. -სად? -მალე გაიგებ. მოდი გონზე, გაემზადე, ჩვენ აქ გელოდებით.-მეუბნება ლუკა და მეც რეტიანივით გავდივარ ოთახში. ბოდიში ჩემო საყვრლებო ამდენი ხანი, რომ დავაგვიანე. მაგრამ რა ვქნა, ასე იცის აბიტურიენტობამ. ესეც შემდეგი თავი, იმედი მაქვს მოგეწონებათ. ველოდები თქვენს კომენტარებს, რომელიც წერის ძალას მაძლევს. სიყვარულით ნინე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.