შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავის პარანოია (3)


29-06-2016, 20:20
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 508

და მერე,
ღმერთმა დემონები
გაყო ორ ნაწილად,
ერთნი კლავდნენ,
მეორენი კი წამებით კლავდნენ.
...
ადამიანებს.

888

_ სად მივდივართ? _ იკითხა სოფიმ, როცა მანქანა დაიძრა. ეს უკანასკნელი ისე ჯაყჯაყებდა, როგორც დანგრეული ჯართი, თუმცა გარეგნულად ჯართის არაფერი ეტყობოდა.
_ არ ვიცი, ვუთხარი სადმე ტყეში, ახლომახლოს, კარგ ადგილას გაგვიჩერე მეთქი _ უპასუხა კოკამ და სალომეს კალთაში კარგად მოეწყო.
_ მოდი, ფარდები ჩამოვაფაროთ რა და საშიში ისტორიები მოვყვეთ _ სიცილით თქვა სანდრომ, რადგან იცოდა, როგორი მშიშარა იყო მარიამი. ალბათ, ღამე რამეს რომ წამოდებოდა, იქვე გაუსკდებოდა გული. ფობია აქვს სიბნელის, თან ხშირად ესიზმრება კოშმარები, თუმცა მეგობრებს ამის შესახებ არაფერს უყვება. უნდა დაუმტკიცოს მათ, რომ სულაც არ არის მშიშარა.
_ სანდრო, ყველაზე საზიზღარი არსება ხარ ტო _ გადახედა ლაშამ, სოფის მოხერხებულად მოხვია ხელი და პლედი გაუსწორა.
_ მოვყვეთ საშიში ამბები _ თქვა მარიამმა. ლიკას სიცილი აუტყდა და სალომეს გადახედა. სალის ეძინა, თავი უკან გადაეგდო და ყურსასმენები გაეკეთებინა.
_ მე დავიწყებ რა _ თქვა სოფიმ. უამრავი ისტორია იცოდა, ყველგან კითხულობდა, სადაც შეეძლო და ამ მხრივ ნამდვილად არ გყავდა ბადალი. სოფი ყველასგან გამორჩეულად რკინის გულის და ნერვების პატრონი იყო, იშვიათად ეშინოდა რამის. ერთადერთი, რის გამოც შეიძლებოდა მომკვდარიყო, სათამაშო თოჯინები იყვნენ. თოჯინებს ბავშვობიდან ვერ იტანდა, ყველაფერ ცუდთან აკავშირებდა.
_ კარგი, მერე მე მოვყვები _ თქვა კოკამ. გოგონები პლედებში გაეხვივნენ და ერთმანეთს მიეხუტეს. სანდრომ მარიამს და ლიკას გადახედა და სიცილი ატეხა.
_ ეე, ჩუმად რა, ვიწყებ!
_ კარგი, მორჩა.
_ მოკლედ, ერთი ახალგაზრდა ქალი მკვლელობისთვის სამუდამო სასჯელს იხდიდა... თუმცა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ის მთელი ცხოვრების ციხეში გატარებას არ გეგმავდა, ამიტომ გაქცევა გადაწყვიტა და ერთ მცველს დაუმეგობრდა, რომელსაც მკვდარი პატიმრების დასაფლავება ევალებოდა. ქალი მასთან ძალიან ახლოს იყო. როცა ვინმე მოკვდებოდა, ეს მცველი ზარს რეკავდა და პატიმრებს ატყობინებდა, რომ ერთ-ერთი მათგანი აღარ იყო.
_ გული მაქვს ცუდად _ წამოიყვირა მარიამმა და სანდროს ჩუმად ჩაეცინა.
_ ეს ქალი მცველს შეუთანხმდა, რომ როცა ვინმე მოკვდებოდა, მასთან ერთად ჩაეწვინა ტომარაში და შემდეგ როცა დასამარხად წაიყვანდნენ, გაენთავისუფლებინა. ასე მცველი მკვდარს და ცოცხალ ადამიანს წაიყვანდა ერთი და იგივე შავი ტომარით და შემდეგ თავის მეგობარ ქალს ამოიყვანდა, მკვდარს კი დამარხავდა. მცველი თავიდან უარზე იყო, ეშინოდა რომ გამოიჭერდნენ, შემდეგ მაინც დათანხმდა. ქალი ელოდებოდა, როდის დარეკავდა ზარს, რომ როგორც იქნა, ციხეს თავი დაეღწია. ორ თვეში ზარი დარეკეს და ტომარა გასასვლელთან მიაჩოჩეს. ქალი ტომარაში ჩაძვრა და დაელოდა, როდის გამოვიდოდა მცველი უფროსის კაბინეტიდან და როდის წაიყვანდნენ. თვალი დახუჭული ქონდა, რომ მკვდრისთვის არ შეეხედა. როგორც იქნა, გამოვიდა და ტომარა მანქანაში შეაგდეს. ნახევარი საათის შემდეგ, მანქანა გაჩერდა, ქალი ელოდა, როდის გახსნიდნენ ტომარას და ამოიყვანდა მცველი. ეს საშინელება იყო, მაგრამ ითმენდა. ბოლოს მობეზრდა ლოდინი და გადაწყვიტა გაერკვია, რომელი პატიმარი მოკვდა. სანთებელა აანთო და შეშინებულმა წამოიკივლა. სასოწარკვეთილი დარჩა... მის გვერდით მცველი იწვა _ დაასრულა თხრობა და მარიამმა ტირილი დაიწყო. არადა, ისეთი საშიში არაფერი მოუყოლია, მისი ასეთი რეაქცია რომ გამოეწვია.
_ კარგი რა, დაწყნარდი _ ამშვიდებდა ლიკა, მაგრამ თავადაც ეტყობოდა შიში. ჩამოფარებული ფარდებიდან სინათლე არ შემოდიოდა, ანუ უკვე ტყეში შევიდნენ.
_ ცოტა საშიში იყო, მაგრამ დიდი ვერაფერი, პატარავ _ ზემოდან დახედა ლაშამ სოფის. გოგონამ ენა გამოუყო და ხელი მუცელზე შემოხვია.
_ აუ, ისე, სადმე ტყეში რამე ცუდი რო დაგვემართოს _ სიცილი აუტყდა ლიკას. სოფი მიხვდა, რომ ლიკას სიცილი ნერვიული იყო და ჩაეღიმა მეგობრის უაზრო განგაშზე, სანდრომ კი კოკას ანიშნა, ახლა შენი ჯერიაო.
_ კარგი, გაეხვიეთ პლედებში და სმენად იქეცით _ იდუმალი ხმით დაიწყო კოკამ და ყველას გაეცინა. უეცრად მანქანაში სინათლე ჩაქრა და ყველამ მძღოლის მხარეს გაიხედა.
_ აგვინთეთ რა _ დაუყვირა მარიამმა. მაღლა ააცოცა ლაშამ ხელი, ჩამრთველს ეძებდა, რამდენჯერმე გააკლატუნა მაგრამ არაფერი ეშველა.
_ რაღაც ჭირს ალბათ... გეშინიათ? მალე მივალთ და მერე ვეცდები გავაკეთო, ბავშვებო _ გამოსძახა მძღოლმა. მისი ხმა ისე ისმოდა, თითქოს ნათქვამი წინადადება მრავალჯერ აქვს გამეორებული და მომენტს ელოდა, რომ ეთქვაო. ან იქნებ მხოლოდ სანდროს მოეჩვენა ასე...
_ უკეთესია, უფრო გაასწორებს საშიში ისტორია
_ კოკა, დაიწყე რა
_ რა დაიწყოს ბიჭო, მეშინია _ მიგუდული ხმით წამოიყვირა მარიმ.
_ ერთ სკოლაში, სწავლობდა რვა მეგობარი... _ დაიწყო კოკამ. ყველა გაჩუმდა და სმენად იქცა, მაგრამ მარიამი არ წყვეტდა კანკალს.
_ გთხოვ, ძალიან მეშინია, მართლა მეშინია, მე დავინახე... _ მკლავზე ეჯაჯგურებოდა მის გვერდით მჯდომ კოკას და ბიჭი გაჩერდა, მარიამისკენ შებრუნდა და ორივე ხელით სცადა მისი გაჩერება.
_ დავინახე _ სახეზე ხელები აიფარა გოგონამ და დაიკივლა. სოფის ტანში დაუარა მარიამის კივილმა და ლაშას მოშორდა. ავტობუსში ექოდ მოედო, რამდენჯერმე განმეორდა და სიჩუმე ჩამოვარდა. მარი ტიროდა და მთელი სხეულით კანკალებდა.
_ ჩუ, ყველაფერი კარგადაა _ ამშვიდებდა კოკა, მაგრამ ის ისტერიკაში იყო. აქამდე ასე არაფერს შეუშინებია, რათქმაუნდა იცოდნენ, რომ მშიშარა იყო, მაგრამ ასეთი საშინელი არაფერი მოუყოლიათ და არც ქონდა იმის საბაბი მარიამს, ასე შეშინებოდა.
_ არაფერი არ არის კარგად, სახლში მინდა _ იყვირა და კოკას მუშტი დაარტყა მუცელზე.
_ დამშვიდდი, შენ უბრალოდ ძალიან გეშინია _ მისკენ შებრუნდა სოფი. მშვიდი, ცივი ხმა ჰქონდა, ისეთი, მის მოსმენას რომ გაიძულებდა.
_ ცუდად ვარ, მე დავინახე... _ სასოწარკვეთილს ნელ-ნელა ძალა ელეოდა და ჩურჩულზე გადადიოდა. თვალები დახუჭა და გული წაუვიდა. სიბნელე იყო და ვერავინ შენიშნა, როგორ გავარდა ჩრდილი გარეთ, დახურული კარებიდან და ხეებზე გადავიდა. სანდრომ დაინახა, შრიალი გაიგონა და მიხვდა, რომ ქარი წიოდა. სინათლე აინთო, მერე ჩაქრა და ისევ განათდა იქაურობა. სალის კვლავ ეძინა და კოკას გაუხარდა, რომ არაფერი გაუგია და დაუნახავს.
_ მოდი, დავიძინოთ რა _ დაიჩურჩულა ლაშამ, არ უნდოდა გოგონების გაღვიძება. სოფიმ ყურსასმენები შეაერთა ტელეფონზე და თავისი საყვარელი რემიქსი ჩართო. ცალი ლაშამ გაიკეთა, კვლავ მიეხუტა გოგონას და თვალები დახუჭეს. მხოლოდ სანდრო ვერ იძინებდა, რაღაც არ ასვენებდა, თითქოს ახლა ყველაზე სწორი უკან დაბრუნება იქნებოდა. ამას მარიამის ისტერიკას აბრალებდა.
_ უბრალოდ, მეშინია კიდევ ცუდად არ გახდეს _ ჩაილაპარაკა მხოლოდ თავისთვის და უკან შებრუნდა. გოგონას ეძინა, სახეზე ცრემლები ჯერაც აჩნდა სისველედ და დაიხარა, რომ მოეწმინდა. მერე ისევ ადგილს დაუბრუნდა და ამოიოხრა.

ორი საათი მგზავრობდნენ. არ გაღვიძებია არცერთ გოგოს, არც ლაშას. მხოლოდ კოკა და სანდრო იღვიძებდნენ ყოველ ოც-ოცდახუთ წუთში, მეგობრებს ათვალიერებდნენ და ისევ იძინებდნენ.
_ მოვედით, ბავშვებო _ გააღვიძა სანდრომ ყველა. ჯერ სოფიმ გაახილა თვალები, ირგვლივ მიმოიხედა და დაამთქნარა. ისევ სიცივემ დაუარა სხეულში უსიამოვნოდ.
_ ჩემი ნაუშნიკები სად არის? _ ჰკითხა სანდროს. ბიჭმა წინა სავარძელზე დადებული რამდენიმე ნივთიდან ყურსასმენები ამოაძვრინა და სოფის გადააწოდა.
_ გაიღვიძე თქო, შე*ჩემა, არ გესმის? _ სახეზე გაშლილი ხელი დაარტყა ლაშას და გაეცინა.
_ აუ, გცემ იცოდე _ ამოებლუყუნა ლაშას. სოფიმ თითებით ყელში მიუღუტუნა და სიცილი აუტყდა. კოკას და სალისაც გაეღვიძათ და დანარჩენებიც როგორღაც გამოაფხიზლეს.
_ სად მოვედით, ის მაინც იცით? _ სიცილით იკითხა მარიამმა, რომელსაც წინა ღამის არაფერი ახსოვდა და მხოლოდ იმაზე დარდობდა, რომ ფრჩხილი გადატყდა. რომ ხსომებოდა...
_ აუ, რავი. წამო შოფერთან _ “შოფერზე” სიცილი აუტყდათ და მანქნის წინა ნაწილისკენ წავიდნენ სანდრო და ლაშა.
_ ახლა რამე ცივი მინდა _ დაიწუწუნა კოკამ, ზურგჩანთას დაუწყო თვალებით ძებნა და წინ გადასვლა შეეზერა, სავარძლიდან რომ თერმოსი აეღო.
_ მე მაქვს ყინულებიანი წყალი, მაგრამ ვინახავ _ სიცილით დაეჭყანა სოფი.
_ ბავშვებო, სად წავიდა ნეტა ეს კაცი? _ უკან გამობრუნდნენ სანდრო და ლაშა. მერე კარები გააღეს, სპორტული მოსასხამები წაიღეს და ძირს ჩავიდნენ. სოფი დაინტერესდა და წამოდგა, უკან უნდა გაყოლოდა. ჩანთიდან თავისი სპორტული ამოიღო და ის-ის იყო უნდა მოეცვა, რომ მძღოლის სავარძლის ქვეშ რაღაც შავს, ძალიან შავს მოკრა თვალი. დაიხარა და ეცადა, დაენახა.
_ ლაშა _ დაიყვირა, ძირს ჩავიდა და სირბილით წამოეწია ბიჭებს. ქვას ფეხი წამოდო, შებორძიკდა, მერე წინ გადაიხარა მთელი ტანით და წაიქცა. ხელებით მიწას რომ დაეყრდნო, თავი მაინც გადაარჩინა ამით.
_ ადექი _ ხელი გაუწოდა სანდრომ და წამოაყენა. ლაშა შემობრუნდა და სოფის მოსასხამი გამოართვა, მერე ჩააცვა და ხელი გადახვია.
_ ბიჭებო, იქ... ყვავი ეგდო, მძღოლის სავარძლის ქვეშ, შავი და სისხლიანი _ გახსენებაზე დაბურძგლა. ეზიზღებოდა ყვავები, კოშმარები, სადაც ყვავები ფიგურირებდნენ, კოშმარები რომლებიც ბოლო ერთი წელია მოსვენებას არ აძლევდნენ.
_ რა უნდოდა ყვავს აქ? _ სამივენი მანქნისკენ გაემართნენ. მანქნასთან დანარჩენები იდგნენ, გაოცებული მზერით უყურებდნენ სოფის და ვერ ხსნიდნენ მის წამოყვირებას.
_ ძაან გეტკინა, რომ წაიქეცი? _ ჰკითხა კოკამ გოგონას.
_ არა, პროსტა ეხა მეწვის. მაქვს სპირტი და ბინტი, შევიხვევ მერე _ უპასუხა და მერე სანდროს გახედა, ხელში ფრთით ეჭირა სისხლიანი ყვავი. მარიმ წამოიყვირა და სალის მიეკრო.
_ ყვავი ვნახეთ, მძღოლი ვერა _ გაეღიმა ლიკას და სანდროს მკვდარი ყვავი გამოართვა.
_ მთავარი ეგ არ არის _ ჩაიბურტყუნა ლაშამ, რომელიც ტყისკენ იყურებოდა და სოფიზე მოხვეული ხელი შესამჩნევად უცახცახებდა.
_ აბა, რა არის მთავარი, ტვინიკოსო?
_ ის, სანდრო, რომ იქ ჩვენნაირი მანქანა დგას... ზუსტად ჩვენნაირი..._ ხმადაბლა დაიჩურჩულა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ.
_ ამის დედა შევე*ცი _ კბილებში გამოცრა კოკას და ფეხი მანქნის კარებს მიარტყა.

888

ხო, ვცადე, შესავალი გამეკეთებინა.



№1  offline მოდერი Amalthea

სხვათაშორის მე, სოფის, ნამდვილად მაქვს პედიოფობია lol
და ჰო, მოკვდი ახლა :დდდდ
რატო წყვეტ საინტერესო მომენტზე, ჩემი სიკვდილი გინდა? lol
სხვათაშორის მომწონს პერსონაჟთა სიმრავლე, ეს ყვავები და გაუჩინარებული მძღოლიც wink
ასე რომ, ხვალ ველოდები <3
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№2  offline მოდერი chica sol

მდაა... ჩავაბულბულე და ახლა საკუთარი თავით ვამაყობ, რომ არ შენშინებია :დდ
ხოო, აი იმ მძღოლმა მაშინვე დამაეჭვა, სინათლე რომ ვეღარ აანთეს ბავშვებმა და ის გამიკვირდა კიდევ რატომ არ ახსოვდა მარიამს არაფერი მეორე დღეს, ალბათ გაირკვევა.
შესაქები ხარ, თავის მოცულობა რომ გაზარდე ამისთვის.
წარმატებები❤❤

 


№3  offline წევრი Metalhead

ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ <3 <3 მალე დადე ახალი თავი :*

 


№4  offline წევრი ნინა❤

მალე დადე ახალი თავი რააა

 


№5  offline წევრი Mad Lovely

აუუ კომენტარებიდან ვიგებ ისტორიის მთავარ ნაწილს :დდდ და აღარ მაქ უკვე მოთმინება ძაან მაინტერესებსრა მოხდება

 


№6 სტუმარი mari

male dade axali tavi dzan magaria :d

 


№7  offline მოდერი sopiko

ღმერთო, როგორ შემაშინე!
გუშინ ძლივს დავიძინე, ეჰ...
ძალიან, ძალიან საინტერესოა...
შიშით გელი lol love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent