Re_Born *სრულად*
-1- საკნის კარები მორიგე პოლიციელმა გააღო და ირგვლივ დაკვირვებით მიმოიხედა.. ჩემთვის ჩავკირკიტებდი რაღაცას და მისთვის მანამდე არ შემიხედია სანამ ჩემი სახელი და გვარი არ წარმოთქვა.. -ერეკლე ბერაძე რომელია?-იკითხა და თან ყველას ცალ-ცალკე გვაკვირდებოდა სახეზე.. -მე ვარ..-უცებ წამოვიძახე და წამით ავფორიაქდი, ნუთუ ის ხდებოდა რასაც მთელი რვა წელი ველოდი.. -უფროსი გეძახის..-სერიოზული მაგრამ, თბილი ხმით მითხრა და გზა დამითმო.. დინჯად გავყევი უკან, და მალე კაბინეტშიც შევედი.. მთავარი ზედამხედელისთვის არც კი გამიხედია ისე ჩამოვჯექი მდივანზე და მისი საუბრის დაწყებას დაველოდე.. -ერეკლე, მთელი რვა წელი გაკვირდებოდით, და იცით? გვაოცებდა თქვენი საქციელი.. ადამიანი რომელიც დაადანაშაულეს ახალგაზრდა ცოლის და სამი თვის ბავშვის სიკვდილში,ამასთანავე ნარკოტიკის ხმარებაში, იქცეოდეს ასე დინჯად და არ გვიქმნიდეს არავითარ პრობლემას, ეს პირდაპირ გასაოცარია.. თქვენი კარგი საქციელისთვის დაიმსახურეთ ის რისთვისაც კანონით კიდევ ოთხი წელი უნდა გეცადათ.. თავისუფლება!.. თქვენ თავისუფალი ბრძანდებით ამ წამიდან..-წყნარი ხმით მითხრა და მშვიდად გამიღიმა..გაკვირვებულმა შევხედე, მაგრამ სულაც არ გამხარებია ეს ამბავი.. დიდი ხანია ცხოვრების ხალისი დამეკარგა.. მე ვეღარ ვაცნობიერებდი ვერც სიხარულს ვერც მწუხარებას.. ნივთს ვგავდი, რომელიც უბრალოდ სუნთქავდა მაგრამ არ იყო ცოცხალი.. მე ჩემს სიცოცხლეს მაშინ მოვრჩი როცა ჩემი პატარა ელენე და მარი მომიკლეს.. ხოო მომიკლეს მაგრამ, მაინც მე დამაბრალეს.. სწორედ ამის გამო ვიყავი ასე ცუდად.., ცუდად არ გამიგოთ მაგრამ არა იმის გამო რომ ისინი მოკლეს, პირველ რიგში იმის გამო რომ სასამართლოზე იჯდა დედაჩემი, მამაჩემი, მარის მშობლები და ადასტურებდნენ ჩემს დანაშაულს თვალის დაუხამხამებლად ისე რომ ხელიც არ აკანკალებიათ, ისე რომ სინდისს წამით არ შეუწუხებიათ.. მაშინ როცა მათმა იცოდნენ თუ როგორ მიყვარდა მარიც და ელენეც ისინი მაინც ჩემს წინააღმდეგ იყვნენ.. გაშტერებული ვუყურებდი მაშინ მათ.. ეს დღე არასოდეს არ დამავიწყდება.. მთელი რვა წელი მარტო იმისათვის ვითმენდი ასე დინჯად რომ მერე ასე გავეშვი?! არა, მე არ ვიყავი გაშვების ღირსი, მართალია მე არ მომიკლავს ისინი მაგრამ მე მათი დაცვა შემეძლო, მაგრამ მე ეს ვერ მოვახერხე.. "მაგრამ, მაგრამ.." რა უშინაარსო და უადგილო სიტყვებია, არაფერს რომ არ გამოხატავს და არც რამის დამტკიცებაში მეხმარება.. ხოო, არც თავს გავიმართლებ და არც არაფერს..უბრალოდ მაწუხებს ის რომ ეხლა თავიდან ვუერთდები გარე სამყაროს რომელსაც ოცი წლის ასაკში მოვცილდი თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი მიზეზის გამო.. დარაჯს უკან გავყევი, საკანში შევედი და ვუთხარი რომ ათ წუთში მზად ვიქნებოდიწასასვლელად. ელენეს ერთადერთი ფოტო და მარის და ჩემი ქორწილის ფოტო ავიღე და ბიჭებს დავემშვიდობე.. -მიდიხარ ხო? არც იყავი ძმა შენ აქ ყოფნის ღირსი.. უდანაშაულო ადამიანმა ტყუილად დაჰყავი ამდენი დრო ამ ბნელეთის სამყაროში.. -მთლად ეგრეც არ არის გეგა, ნარკოტიკების მოხმარება მათი სიკვდილის შემდეგ მართლა დავიწყე ტკივის გასაქარწ....ბლად.. -მაგრამ მხოლოდ ერთი თვე.. მერე დაგიჭირეს.. უმიზეზოდ დაგიჭირეს..-შემაწყვეტინა გელამ და ხელი მხარზე რამოდენიმეჯერ გასამხნევებლად ჩამომარტყა.. -აბაა ჰეე ძმაოო.. რომ გამოვალთ იმედია გნახავთ.. ორი წლის შემდეგ შევხვდებით იმედია.. -იმედია..-ვუთხარი და საკნის გასასვლელისკენ წავედი. -ახალ ცხოვრებას იწყებ ერეკლე! დაივიწყე ყველაფერი ძველი, და დატკბი ახლით! დაუმტკიცე ყველას თუ რამდენად შეცდნენ შენს დანაშაულებაში ერეკლე! თავიდან დაიბადე!-მტკიცე ხმით მომაძახა გეგამ და თბილად გამიღიმა. მეც გავუღიმე, ორივეს დავემშვიდობე და ციხის გასასვლელისაკენ დავიძარი.. ციხის შინდისფერი ფორმა მორიგეს ჩავაბარე და ჩემი ძველი სამოსი გამოვართვი. ნელი ტემპით გამოვიცვალე.. არ მეჩქარებოდა ამ ადგილიდან თავის დაღწევა.. ფეხზე წამოვდექი, შარვალი გავისწორე და გარეთ გამოვედი.. მზის სხივები პირდაპირ სახეში მეცა და გაღიზიანებულმა თვალები მოვიფშვნიტე, მთელი რვა წელი არ გამოვსულიყავი გარეთ.. მთელ დროს საკანში ვატარებდი და უბრალოდ დამვიწყებოდა თუ როგორი იყო სამყარო.. ნოემბრის ცივი ქარი სახეში მეცა და გამომაფხიზლა.. ცივმა ჟრუანტელმა მთელ სხეულში დამიარა და მივხვდი რომ მე ცოცხალი ვიყავი.. ცოცხალი არსება, რომელიც უკვე არავის აღარ სჭირდებოდა.. ჩემთან ერთად ვიღაც მამაკაცი გამოვიდა ციხიდან. გამოსვლისთანავე გაიქცა და თავის შვილს ძლიერად ჩაეხუტა რომელიც ეზოს შემოსასვლელთან ელოდა.. ასე თხუთმეტი წლის გოგო იქნებოდა, მაგრამ მამამისს თითქმის შემოხტომოდა სიხარულისგან.. დედამისი გვერდით ედგა და სიხარულისგან თვალებაცრემლიანებული უყურებდა ამ ამაღელვებელ სურათს.. მერე კაცმა გოგონა ჩამოსვა და ქალს გადაეხვია.. ბოლოს ორივეს ხელი გადახვია და ერთად წავიდნენ.. გული ამეწვა და სული დამიცარიელდა.. მინდოდა მივბრუნებულიყავი ციხეში და რაღაცა დამელეწა, გამენადგურებინა, ვიღაცისთვის რაღაც დამეშავებინა.. მარტო იმისთვის რომ უკან დავებრუნებინე.. იმის და მიუხედავად რომ მხოლოდ ოცდარვა წლის ვიყავი, ცხოვრება აღარ იყო ჩემი "საქმე" მე აღარაფერი მესაქმებოდა ამ ქვეყნად.. არავინ არ მელოდა.. არავის არ უხაროდა ჩემი გამოსვლა როგორც იმ კაცის გაუხარდათ გოგონას და ახალგაზრდა ქალს.. ბარგი თითქმის არ მქონდა.. ჯიბეებში ხელი ჩავიდე და დაკუჭული ორმოცდაათლარიანი და სიგარეტის ერთი შეკვრა აღმოვაჩინე.. დანარჩენი ჯიბეებიც დავჩხრიკე და საბედნიეროდასანთიც ვიპოვე.. სიგარეტს მოვუკიდე და ეზოდან გამოვედი.. ერთხელ შევავლე თვალი ციხის შენობას, მერე გამოვბრუნდი და წამოვედი.. თბილისის ქუჩებს ნელა მივუყვებოდი და ყველაფერს გაოცებული ვუყურებდი ახალ დაბადებული ბავშვივით.. ვაკვირდებოდი ფოთლებს, ხეებს, მაღაზიებს, ადამიანებს.. მათ ზოგის მოწყენილ და ზოგის მხიარულ სახეს.. სკოლისაკენ მიმავალი ხელი-ხელ ჩაკიდებული მეოთხე-მესამე და პირველ კლასელ და- ძმა.. ახალგაზრდა გოგონები, რომელთაც კაბის სიბრძე თამამად შეემოკლებინად ბიჭების ყურადღების მისაღწევად.. და მობილურით გამოთაყვანებული საზოგადოება.. ეს იყო ის რაც მე პირველი შევამჩნიე სამყაროს თავიდან აღთქმის დროს.. ტექნიკა, როგორიცაა მობილური ტელეფონები, პლანშეტები, ზოგი კი სკამზე ჩამომჯდარი ხელში ლეპტოპებით.. ტექნიკის მონებად ქცეული საზოგადეობა, რომელიც ამის იქეთ ვერაფერს ვერ ხედავდა.. გაოცებული ვაკვირდებოდი მათ, ზოგი გამომხედავდა და ისე კრთებოდა ჩემი დაჟინებული მზერის დროს..მომინდა სარკეში შემეხედა ჩემი თავისათვის.. მაგრამ, ჩემს გარეგნობას ხომ არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა ეხლა ჩემთვის.. ის კი არა იმაზე ვიწყებდი ფიქრს თუ როგორ მომეკლა თავი რომ გავქცეოდი ამ საშინელ რეალობას და წარსულს რომელიც გულს მიღრნიდა.. მაინც შევედი ახლობელ კაფეში და მერე საპირფარეშოში.. სარკესთან ახლოს დავდექი და ჩემს სახეს უცნაურად დავუწყე დაკვირვება.. მაღალი შუბლი უცნაურად შემჭუხვნოდა, ცისფერი თვალები რომელიც ასე უყვარდა ერთ დროს ჩემს მარის, ჩამმვარდნოდა.. ტუჩებზე ფერი არ მედო, და არც ლოყები მქონდა აწითლებული.. იშვიათი დაბანისგან შავი კულულები თავზე თითქმის დამშლოდა და სიცოცხლედაკარგული ეყარა გვერდი-გვერდ..ცივი წყალი სახეზე შევისხი და კიდევ დიდხანს მივაშტერდი ჩემს თავს.. მთელი ძალა მოვიკრიბე და ჩემს თავს ხმამაღლად შევუძახე..:"ერეკლე ყველაფერი დასრულდა.. შენი ტანჯვა და შენი ბნელეთში ცხოვრება.. ეხლა გაქვს შანსი ახალი ცხოვრების დაწყების და შენ უნდა გამოიყენო ეს.. გესმის?(ხელი სახეში რამოდენიმეჯერ შემოვირტყი) შენ მზად ხარ ახლად დაბადებისთვის!"-მყარად ვთქვი ღრმად ჩავისუნთქვე და კაფიდან გარეთ გამოვედი.. -2- დაახლოებით ოთხ საათამდე გაშტერებული ვიჯექი პარკში, სკამზე და ვცდილობდი რეალობის ბოლომდე არღქმას.. საზოგადოებაში ყოფნას მიუჩვეველი თამამად ვაკვირდებოდი ყველა გამვლელს და ვცდილობდი მათ თვალებში რაიმე საინტერესოს ამოკითხვას ..პატარა გოგონა ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა და გვერდით უსიტყვოდ ჩამომიჯდა.. რამოდენიმეჯერ ღიმილით გავხედე და თვითონაც გამიღიმა.. ქერა კულულები საყვარლად ჩამოჰყროდა წითელ, პატარა ქურთუკზე და ცისფერი თვალები უელავდა..მისმა გამოხედვამ უცნაურად დამანაღვლიანა და ცხოვრების ხალისი თავიდან წამართვა.. ალბათ იმიტომ რომ ჩემი ცისფერთვალება ელენე გამახსენდა, ასეთივე ღია თმით, რომელიც სამი თვის ასაკში გამომისალმეს სიცოცხლეს.. ცოტა ხანს მაკვირდებოდა, მერე ვიღაც ქალი მოვიდა ხელი გაბრაზებულმა დაავლო თან გამკიცხავი მზერა ჩემსკენ გამოაპარა და ბავშვიანად წავიდა. ალბათ ჩემი გარეგნობამ გააღიზიანა, ნამდვილად მათხოვარს ვგავდი, ჭუჭყიანი ტანსაცმლით, გაცვეთილი ფეხსაცმლით და წვერგაუპარსავი სახით.. შიმშილის გრძნობამ საოცრად შემაწუხა, სწრაფის კვების ობიექტთან მივედი და საკვები შევიძინე.. რომ არა ის ორმოცდაათლარიანი ალბათ მშიერი დავრჩებოდი.. გემრიელად შევექეცი სადილს და როდესაც მოვრჩი, სასიამოვნოდ ამოვისუნთქე. ქუჩებს ნელა მივუყვებოდი , როცა უცებ რაღაც გამახსენდა.. სწრაფად შემოვბრუნდი და ბანკისკენ წავედი, შენობაში შევედი და სალაროსკენ გაშმაგებული მივვარდი.. -გამარჯობათ ქალბატონო..-წყნარი ხმით ვუთხარი და გავიღრიჯე. -მოგესალმებით ბატონო.. რით დაგეხმაროთ?-მშვიდად მკითხა შავკულულებიანმა გოგონამ და თან სათვალე გაისწორა. -ჩემი ანგარიშის შემოწმება მინდა.. თანხა მთელი რვა წელია არ გამომიტანია და არც ის ვიცი საერთოდ მაქვს თუ არა ეს ანგარიში ისევ.. -გასაგებია, სად იმყოფებოდით ამ დროის განმავლობაში და მითხარით რა მიზნისთვის იყო ანგარიში შექმნილი რომ მიახლოებით გითხრათ არსებობს თუ არა ის ისევ.. -ამ დროის განმავლობაში ციხეში ვიყავი(თვალი ავარიდე).. ანგარიში ერთ დროს ბიზნესის წარმოების მიზნით იყო შექმნილი.. ადრეულ ასაკში საკმაოდ წარმატებული არქიტექტორი ვიყავი და თანხაც მაგიტომ შევინახე აქ.. -დაახლოებით რამდენი იყო ბოლოს ანგარიშზე თუ გახსოვთ? -თითქმის შემოლეული იყო, სასამართლო პროცესზე ბევრი ფული წავიდა.. მემგონი 2000 ლარამდე..-ვუთხარი და მხრები ავიჩეჩე. -კოდი თუ გახსოვთ ბატონო? -კოდი?..არა არ მახსოვს..-იმედგაცრუებულმა ვუთხარი და მივხვდი რომ ჩემი წასვლის დროიყო, სამყაროს მოწყვეტილს საერთოდ დამვიწყებოდა ყველაფერი და არც ეს კოდი მახსოვდა მითუმეტეს. -მაშინ ვერ დაგეხმარებით ბატონო.. ნახვამდის..-არაფრისმთქმელი გამომეტყველებით შემომხედა და მერე თავი ისევ კომპიუტერში ჩარგო. გაბრაზებულმა ამოვიხვნეშე და გასასვლელისაკენ დავიძარი, მაგრამ უცებ რაღაც გამახსენდა.. პიჯაკის ერთი მხარე გამოვწიე და დაკვირვება დავუწყე.. მალევე შევამჩნიე მცირე ზომის რამოდენიმე ციფრი, რომელიც ქაღალდზე და შემდეგ სპეციალურ, დალუქულ ჩასადებში იდო.. გახარებულმა ამოვიღე, სწრაფად გამოვბრუნდი, ბანკის თანამშრომელთან მივვარდი და კოდი ვუკარნახე.. ანგარიში გახსნა, მაგრამ აღმოჩნდა რომ იქ მხოლოდ 1000 ლარამდე ყოფილა.. ფული მაინც გამოვიტანე და გარეთ გამოვედი.. ყველაზე იაფფასიანი სასტუმრო მოვძებნე და თავი მოვიწესრიგე.. ცოტათი მაინც დავემსგავსე ადამიანს და მერე ისევ გარეთ გამოვედი.. უახლოეს ბარში შევედი, ბარმენთან მივედი და სასმელი შევუკვეთე.. სკამზე მშვიდად ჩამოვჯექი და გარემოს თვალი მოვავლე.. უმრავლესობას მამაკაცები შეადგენდნენ.. ყველა მათგანი საკმაოდ ნასვამი იყო და ზოგი ფეხზე ძლივს დადიოდა.. ვიღაც ახალგაზრდა გოგონა გაბრაზებული შემოვარდა ბარში და ბარმეკისკენ წამოვიდა.. თმა უშნოდ გაწეწვოდა და ხელზე ნაკაწრი ჰქონდა საიდანაც სისხლი ძლიერად არა, მაგრამ შესამჩნევად სდიოდა.. მაკიაჟი სახეზე არ გაეკეთებინა, მაგრამ მაინც ლამაზი იყო.. მწვანე დიდროლი, აწყლიანებული თვალები რომელიც გამალებით ეძებდა ვიღაცას.. ლამაზი ტუჩები და აწითლებული ლოყები.. გოგონა ასე ოც წელს გადაცილებული იქნებოდა.. ბარმენთან მივიდა და სასმელი შეუკვეთა, მერე ერთი გამომხედა მაგრამ მალევე შებრუნდა.. ჩანთა სწრაფად ჩამოდო მაგიდაზე და იქედან რაღაც თეთრი ფხვნილი ამოიღო.. მივხვდი რაც იყო და მის დანახვაზე ცოტა არ იყოს შევკრთი.. ერთ დროს ნარკოტიკებზე მიჩვეულს რთული იყო სურვილის დაოკება.. სახე გამიმკაცრდა და გოგონას გაბრაზებულმა შევხედე.. თვალი არ მომიშორებია მისთვის და მის ყველა ქცევას ვაკვირვებოდი.. ბოლოს ვეღარ მოითმინა და გაბრაზებულმა, ბღვერით მკითხა: -რას მომშტერებიხარ? -არ შეიძლება ადამიანს უყურო?-გაკვირვებულმა ვკითხე და მერე ისევ მის ხელში არსებულ ნარკოტიკს გავხედე-რომ იცოდეთ მაგ რაღაცის გამო რვა წელი ვიყავი ციხეში.. -აა ამაზე ამბობთ?-ირონიული სიცილით მკითხა..-ხოო, ეს თქვენ თორემ აბა მე მკითხეთ? ამის გარეშე ვერ ვცოცხლობ, მზად ვარ ციხეშიც წავიდე ..-მითხრა და ხარბად შეხედა.. -ეს ეხლა გგონიათ ეგრე, თორემ სინამდვილეში ეგრე არ არის..-მშვიდად ვუთხარი მაგრამ როდესაც შევხედე რომ მის შესუნთქვას აპირებდა, გაბრაზებული წამოვხტი, სწრაფად მოვავლე ხელი შეფუთვას და ნაგვის ურნისკენ წავედი..-ეიიი ეიიი მოიცადეთ!! რას აკეთებთ?! იცით ამაში რამდენი გადავიხადე?!-გაკვირვებულმა მკითხა გოგონამ და თან უკან გამომყვა.. -მითუმეტეს არ არის საჭირო.. ფულის უბრალო ხარჯვა და ჯანმრთელობის გაფუჭებაა მეტი არაფერი!-მტკიცე ხმით ვუთხარი და შეფუთვიდან ფხვნილი პირდაპირ ნაგვის ურნაში გადავყარე.. -თქვენ ხო არ გააფრინეთ? რას აკეთებთ?-გაგიჟებულმა მკითხა და ხელების ქნევა დაიწყო..-როგორადაც გნებავთ დამიბრუნეთ ეხლა ეგ თორემ ცუდად გავხდები!! გესმით?-ყვირით განაგრძობდა საუბარს მაგრამ, მე ყურადღებას სულაც არ ვაქცევი.. -დაწყნარდით გოგონი.. იცოდეთ ამისთვის მადლობას მეტყვით..-წყნარი ხმით ვუთხარი და თვალებში ჩავაშტერდი.. სწრაფად გაჩერდა და გაშტერებული მაკვირდებოდა სახეზე, მერე მზერა სწრაფად ამარიდა და გასასვლელისკენ თვალებაცრემლიანებული წავიდა.. -მოიცადეთ სად მიდიხართ?-გაკვირვებულმა წამოვიძახე და უკან დავედევნე.. -თავი დამანებეთ! რა ტყუილად ვცხოვრობ ამ ქვეყნად ღმერთო! რატომ გამაჩინე ასეთი თანჯვისთვის?! რატოომ?!-ტირილით აღმოხდა და უკანმოუხედავად გავარდა ბარიდან.. თითქოს მესმოდა ამ გოგოს, მისი სიტყვები გულში ჩამწვდა და მომინდა რომ უკან გავკიდებოდი და დავხმარებოდი.. დავხმარებოდი იმიტომ რომ შემდეგ ჩემნაირ დღეში აღარ ცავარდნილიყო.. თუ უკვე გვიანი არ იყო.. იმედგაცრუებული შემოვბრუნდი ბარში სასმელი სწრაფად გადავკარი და იქაურობას მოვშორდი.. სასტუმროში ავედი და ლოგინზე დაღლილმა დავეგდე.. მთელი გონება ფიქრებში გადაეშვა.. მე უკვე უნდა დამეწყო ფიქრი იმაზე თუ როგორ მეშოვა სამსახური, დამებრუნებინა ძველი დიდება და შური მეძიებინა ჩემი ელენეს და მარის მოკვლისთვის.. მარტო ის მაფიქრებდა რომ მარტო ვიყავი.. სრულიად მარტო, მაგრამ მე ვიყავი ძლიერი მამაკაცი რომელიც ყველაფერს გაუძლებდა.. ხო ხოო ასე იყოო..მე უბრალოდ ვერ შევარჩენდი იმ ადამიანებს ჩემი ცხოვრების განადგურებას.. "მე" აღარ იყო ადამიანი და შესაბამისად არც ადამიანური მოეთხოვებოდა რაიმე.. რვა წლის განმავლობაში მარტო იმის ფიქრში ვიყავი თუ როგორ მიმეღწია წარმატებისათვის ჩემი ცოდნით და გამენადგურებინა ჩემი მოღალატეები და მტრები..ყველაზე საშინელება იყო ის რომ მოღალატეებში შედიოდა ჩემი მშობლებიც, რომლებმაც თვალის დაუხამხამებლად მოაწერეს ხელი ჩემს სიკვდილს როდესაც ჩემს წინააღმდეგ ამხედრდნენ.. თავიდან დაბადება, მაგრამ ძველზე ფიქრით.. უბრალოდ არ შეიძლებოდა და არც შემეძლო ამ ყველაფრის გონებიდან ამოღება, მე ვცოცხლობდი მხოლოდ ერთი მიზნისთვის და ეს მიზანი იყო შურისძიება!. -3- გაზეთში რამოდენიმე ვაკანსიას გადავხედე, უმრავლესობა ჩემი შესაფერისი არ იყო, მაგრამ რომლის შესრულებაც შემეძლო წითელი მარკერით შემოვხაზე და სამსახურის ძიება დავიწყე.. არქიტექტურობასთან ერთად რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მზარეულობა საოცრად მეხერხებოდა.. მარის თითქმის არასოდეს უწევდა სადილის მომზადება ,მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში როცა მე არ მეცალა და გვიან ვბრუნდებოდი.. სწორედ ამიტომაც მზარეულის ვაკანსიის შესახებ მითითებულ მისამართზე, თბილისის საკმაოდ პრესტიჟულ რესტორანში შევედი და უფროსს მივმართე. -მე ვნახე ვაკანსია მზარეულის, ერთ-ერთ გაზეთში ამ რესტორნის.. -დიახ ეგრეა..-ბოხი ხმით მითხრა თმაში ჭაღარა შერეულმა მამაკაცმა და თან დაკვირვებით ამათვალიერა..-თქვენ გნებავთ დასაქმება? -დიახ მე მნებავს ბატონო..-მტკიცე ხმით ვუთხარი. -აქამდე რას საქმიანობდით? -თავიდან არქიტექტორი ვიყავი მაგრამ სამსახური დავკარგე.. -ციხეში ხომ არ ხართ ოდესმე ნამყოფი ან რაიმე მაგის მსგავსი? ხელების უშნოდ თამაში დავიწყე ნერვიულობის დასაოკებლად და ხმადაბლად, მორცხვად ვუთხარი.-ეხლახანს გამოვედი ციხიდან.. -აჰჰ ბატონო, დიდი ბოდიშის მოხდით დატოვეთ ჩემი კაბინეტი.. ვერ მიგიღებთ..-შეურაწყოფილი ხმით მითხრა და გასაგვლელისკენ მანიშნა.. დავემშვიდობე და რესტორნიდან გამოვედი.. კიდევ რამოდენიმე ადგილი მოვნიშნე, მაგრამ ყველგან ერთი და იგივე რეაქციით ჩემი ციხეში ყოფნის გამო, გამომისტუმრეს.. ნერვები საშინლად მომეშალა და იმედგაცრუებულს აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა.. "ერეკლე არ უნდა მოეშვა არა! იშოვი სამსახურს.. მთლად ნოლიდანაც რომ მოგიწიოს დაწყება მაინც იზამ რამეს!!"ჩემი თავის გამხნევებას ვცდილობდი როცა ჩემი მეგობარი, ნიკა გამახსენდა.. ციხეში წასვლამდე სულ გვერდით მყავდა.. ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით.. ყოველთვის ვიზიარებდით ერთმანეთის ჭირსა თუ ლხინს.. ციხეში თავიდან ხშირად მაკითხავდა, მაგრამ იმის გამო რომ მე არავის ნახვის სურვილი არ მქონდა არც ის მყავდა გამონაკლისებში, ამიტომაც ბოლოსკენ უკვე დაიღალა ჩემი საქციელებით და აღარც გავხსენებივარ..ან უბრალოდ თავს მარიდებდა.. გამახსენდა რომ ის ერთ-ერთ კაფეში მუშაობდა მიმტანად.. უბრალო ადამიანი იყო ყოველთვის, არასოდეს იზიდავდა სიმდიდრე და იძახდა რომ ზედმეტს არც არასოდეს ინატრებდა.. ახალი იმედებით გავეშურე იმ კაფისკენ და დიდი წვალების შემდეგძლივს მივაგენი.. ნელი ნაბიჯით შევედი და ნაცნობი სახის ძებნა დავიწყე.. ქერა თმიანმა ბიჭმა ჯერ უბრალო მზერით გამომხედა, შემდეგ სახე გაებადრა და ჩემსკენ გამოექანა.. ძლიერად გადავეხვიე და დიდი ხნის მონატრებული სტიმულით ავივსე რომელსაც ის ყოველთვის მაძლევდა მისი ახლოს დგომით.. -ერეკლეე როგორ ხარ ბიჭოო?! გამოგიშვეესს?! ვაიმე ერეკლეე!!-გრძნობებს ვეღარ იკავებდა და ძლიერად მეხუტებოდა.. ხმა არ ამომიღია, მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ დავიწყე: -ზედმეტად კარგი საქციელების გამო ადრე გამომიშვეს.. შემიწყალეს რაა..-ღიმილით ვუთხარი და მის წაბლისფერ თვალებში ჩავაშტერდი. -აუუ რა კაია ძმა.. როგორ მომენატრე, როგორრ მაკლდი რო იცოდე..-მხიარულად მითხრა და ხელი გადამხვია. -ხოო.. ბევრი მაქვს შენთან სასაუბრო ჩემს მომავალ გეგმებზე მაგრამ პირველ რიგში ბოდიში უნდა მოგიხადო და რაღაც გთხოვო..-მორიდებული ხმით ვუთხარი. -მიდი ძმაა..რაც გინდა მთხოვეე.. გისმენ.. -რაადა.. ბოდიშს გიხდი ჩემი საქციელებისთვის ციხეში..რომ არ გღებულობდი.. საშინელ მდგომარეობაში ვიყავი მართლა..-მორცხვად ვეუბნებოდი და თან ვერ ვბედავდი მისთვის თვალის გასწორებას.. -კაი რაა ერეკლეე.. ნუ ბოდიალობ რაღაცას.. მე მესმოდა მაშინ შენიი, ვიცი რა დღეშიც იყავი.. ხო იცი რომ მაგაზე არ გაგიბრაზდებოდი..-ღიმილით მითხრა და წაბლისფერი თვალები აუელვარდა.. -მადლობა ნიკა.. ნამდვილი მეგობარი ხარ ჩემთვის..მოკლედ რა მინდა გთხოვო.. ციხეში რომ ვიყავი იმის გამო სამსახურში არავინ არ მღებულობს და აქ მაინც ვერ დამეხმარები? მიმტანად მაინც რომ ვიმუშავო ნიკა.. მერე რაღაცას ვიზამ..ოღონდ ეხლა.. -მმ შეიძლება რაიმეს მოხერხება ხო იცი..-სიცილით მითხრა და მანიშნა რომ გამოვყოლოდი.. კაბინეტის შესასვლელთან დაველოდე და თვითონ მეპატრონესთან შევიდა.. დაახლოებით ათი წუთის საუბრის შემდეგ შიგნით მიხმო და მეპატრონე გამაცნო.. -ერეკლე გაიცანი.. შენი ახალი უფროსი..-ღიმილით მითხრა და თვალი ეშმაკურად ჩამიკრა.. გული სიხარულით ამევსო და უფალს მთელი გულით მადლობას ვუხდიდი ასეთი მეგობარი რომ მაჩუქა.. ყველაფერი ყოფილა ნიკა ჩემთვის, ყველა ახლობელზე ძვირფასი.. და ეს ეხლა უფრო კარგად დადასტურდა.. ნიკას მადლობა გადავუხადე და სასტუმროში წამოსვლა დავაპირე.. -სად მიდიხარ ბიჭო?-გაკვირვებულმა მკითხა.. -სასტუმროში მივდივარ.. რა იყო?-რა სასტუმრო ბიჭო, ჩემთან წამოდი.. ხო იცი მარტო ვცხოვრობ.. -აარა ნიკა.. ზედმეტად შეგაწუხე უკვე.. ზედმეტია..-თავდახრით ვუთხარი და წასვლა დავაპირე.. -იცოდე იმ სამსახურს ისე დაგაკარგვინებ როგორაც გაშოვნინე(სახე გაუმკაცრდა) ნუ ბავშვობ ერეკლე.. ჩემთან წამოხვალ და ვსო! საუბარი დასრულებულია..-მითხრა და სიცილი შეეპარა.. -ნიკა არ ვიცი.. მემგონი შენს ვალს ვერც ვერასოდეს გადავიხდი..-წყნარი ხმით ვუთხარი და თვალი ავარიდე.. -მეგობრებზე ვალის გადახდა არც უნდა გჭირდებოდეს ბიჭო..-სიცილით მითხრა და ხელი გადამხვია.. მის ბინაში დავსახლდი დროებით.. ნიკა ყველანაირად ცდილობდა ჩემთვის ხელი რომ შეეწყო.. მეხმარებოდა რომ მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა კონკურსებში რომელიც არქიტექტურას უკავშირდებოდა, სამწუხაროდ არცერთი არ ამართლებდა.. ყოველთვის როდესაც გასაუბრებაზე მივდიოდი, უარით მისტუმრებდნენ ციხეში გატარებული წლების გამო.. რვა თვის განმავლობაში ვმუშაობდი ნიკასთან ერთად მიმტანად იმ ჯაფეში სანამ უცნაური რამ არ მოხდა.. ორი მამაკაცი უამრავი ფურცლით შემოვიდა კაფეში.. ერთი დაბალი და მსუქანი იყო, ხოლო მეორე კი მაღალი და შედარებით სუსტი.. მაგიდას მიუსხდნენ და ორივემ ფურცლებში ჩარგო თავი.. თან რაღაცას გამალებით თათბირობდნენ.. ნიკა რაღაცას ჩარკიტკიტებდა, ამიტომაც მე მომიწია მათთვის მომსახურეობის გაწევა.. -რას შეუკვეთავთ ბატონებო?-ვკითხე და თან მათ ფურცლებს დავაშტერდი.. გონებაში უცებ ამოტივტივდა ყველაფერი რაც ნასწავლი მქონდა.. მამაკაცი წარბშეკრული დაჰყურებდა ფურცელს და რაღაცის გაშიფრვას ცდილობდა.. ტექსტი გადავიკითხე და პასუხი ჩემთვის ჩუმად ჩავილაპარაკე.. -რა თქვით ახალგაზრდავ?-გაკვირვებულმა შემომხედა შედარებით მაღალმა მამაკაცმა და თან სათვალე დინჯად გაისწორა.. -მაგ პროექტზე ვთქვი ბატონო.. კარგი იქნება თუკი აქ საყრდენს მიაშენებთ და ზოგადად ამ შენობისთვის მშრალ ადგილს შეარჩევთ..-თან ხელებით ვუხსნიდი ჩემს ნათქვამს ფურცელზე მინიშნებით.. მსუქანი მამაკაცი გაკვირვებული მიყურებდა და მეორეს უცანურად გახედა.. -ბატონო თქვენ რას საქმიანობთ?-გაკვირვებულმა მკითხა მსუქანმა და თან კარგად ამათვალიერა.. -პროფესიით არქიტექტორი ვარ ბატონო.. ეხლა მიმტანად ვმუშაობ და მაინტერესებს რას ინებებთ..-ღიმილით ვუთხარი, თან კალამი და ფურცელი მოვიმარჯვე.. -ორი ყავა მოგვიტანეთ.. მაგრამ მანამდე მინდა გკითხოთ თუ რატომ ხართ არქიტექტორი კაცი მიმტანი, თან გეტყობათ რომ საკმაოდ განათლებული..-ციხეში ვიყავი ბატონო, ამის გამო აღარავინ მღებულობს სამსახურში .. აქაც ძლივს მიმიღეს..-წყნარად ვუთხარი და ამოვიხვნეშე.. -სამაგიეროდ ჩვენ თქვენ გვჭირდებით.. თქვენთან ერთად ვატყობ ბევრი რაიმეს შექმნა შეიძლება და ამაში თქვენი წარსული ხელს ვერ შეგიშლით.. მოკლედ, ჩვენ გვსურს ჩამოვაყალიბოთ კომპანია და მისი შექმნისთვის კიდევ გვჭირდებოდა მესამე, თქვენსავით ახალგაზრდა..ვატყობ ვიპოვეთ..-ამაყად მითხრა და ფეხზე წამოდგა.. მეორე გაშტერებული მიყურებდა და თან მაღალი კაცის ყველა სიტყვას ეთანხმებოდა.. -დიდი მადლობა ბატონო.. მეც ეს მინდა.. დავიბრუნო ძველი წარმატება.. -ხოდა ჩვენი იმედი გქონდეთ..-მხიარულად მითხრა მამაკაცმა, ხელი მხარზე ჩამომარტყა და ორივე მალევე გავიდა შენობიდან.. -4- გახარებულმა ამბავი ნიკას ვახარე, მასაც ძლიერ გაუხარდა.. მეუბნებოდა რომ მას ყოველთვის ჯეროდა ჩემი და იცოდა რომ არც ეხლა გამწირავდა ბედი.. მეორე დღეს სამსახურში ერთ ერთი მათგანი მოვიდა და ჩემთან გასაუბრება მოითხოვა.. მითხრა რომ იმ დღეს საღამოს შვიდისთვის მივსულიყავი მასთან გასასაუბრებლად და ყველაფრის უფრო მოსაგვარებლად.. -ნიკა მე ეხლა უნდა წავიდე.. ცხრამდე ვერ დავრჩები, შვიდზე იმ კაცებთან გასაუბრებაზე მივდივარ..-მორცხვად ვუთხარი და მის რეაქციას დაველოდე. -კაი ერეკლეე, გაგიშვებ აბა რაა.. კარიერას აწყობ ბიჭი მემგონი დაა..-სიცილით მითხრა და თავისი გაბრწყინებული თვალები მომაბყრო.. -მადლობა ნიკა..-ღიმილით ვუთხარი და საქმე განვაგრძე. შვიდისთვის დავეთხოვე და შეხვედრაზე წავედი.. მისამართის მიხედვით მივადექი დიდ თანამედროვე დიზაინის სამსართულიან სახლს.. წინიდან საკმაოდ ფართო ფანჯარა იყო ჩადგმული მეორე სართულზე. ხოლო მესამეზე კი თეთრი, კოხტა აივანი.. აივანზე ვიღაცას თეთრი, ტყავის მდივანი დაედგა, რომელზეც შინდისფერი თხელი ჯემპრი და გადაშლილი წიგნი იდო.. ალბათ ვიღაც ამ უშვენიერეს ბუნებაში წიგნს კითხულობდა და ეხლა ცოტა ხნით შეესვენა.. დიდი გალავნის შესასვლელი გავაღე და უმშვენიერეს ბუნებაში ავღმოჩნდი.. უზარმაზარი ეზო, უამრავი ყვავილებით და პატარა შადრევნით.. თბილისის გარე უბანში ვიყავი მაგრამ, აქაურობა გაფიქრებინებდა რომ საერთოდაც არ იყავი საქართველოში.. უცნაურად განსხვავებული, მაგრამ სასიამოვნო გარემო იყო.. მისაღებში შევედი და მამაკაცებიც მალე დავინახე.. -გამარჯობათ ბატონებო..-მტკიცე ხმით ვუთხარი და მათთან ერთად კაბინეტში შევედი.. კედლებზე ბიბლიოთეკა იყო გაკეთებული, იმდენი წიგნით რომ თვალები აგიჭრელდებოდათ.. -ბატონო ჩვენ თქვენ სახელებით წესიერად არც კი გაგცნობივართ..-მორცხვად მითხრა მაღალმა მამაკაცმა..-მალხაზ მაყაშვილი..-წყნარი ხმით მითხრა და ხელი გამომიწოდა.. -ერეკლე ბერაძე..-ხელი ჩამოვართვი.. მსუქანი მამაკაცი წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა..-პეტრე ამაღლობელი..-მასაც ხელი ჩამოვართვი და სკამზე ჩამოვჯექი.. -მოკლედ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ სერიოზულად ვითანამშრომლოთ თქვენთან, თუკი შემდეგი სახის შემოწმებას წარმატებით გაივლით..-მშვიდად მითხრა მალხაზმა და რამოდენიმე ფურცელი გამომიწოდა..-ერთ საათს გაძლევთ და ეს შეავსეთ.. -კი ბატონო..-მშვიდად ვუთხარი და ფურცლებს დავხედე.. ორივე ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდნენ.. დამამშვიდებლად ამოვისუნთქე და საქმეს შევუდექი.. არცერთიბლანკის შევსება არ გამჭირვებია, რადგანაც არ მინდა დავიკვეხნო მაგრამ მართლაც კარგად ჩახედილი ვიყავი ჩემს პროფესიაში, და ამ ცოდნას ვერც ციხე და ვერც ვერაფერი დამავიწყებდა.. მითუმეტეს ციხეში ხშირ დროს არქიტექტურას ვუთმობდი.. ფურცლების შევსებას მოვრჩი, შვებით ამოვისუნთქე და ოთახიდან გავედი.. მალხაზი და პეტრე მდიდრულ მისაღებში იჯდნენ და Jack Daniells-ს აგემოვნებდნენ.. -მოვრჩი ბატონო.. შემიძლია წავიდე? -მმ კარგია ასე მალე თუ დაამთავრე.. ცოტა ხანს ჩვენთან ჩამოჯექი ერეკლე, გავისაუბროთ ცოტა..-ღიმილით მითხრა მალხაზმა და სავარძელზე მანიშნა.. უარის თქმა ეხლა ნამდვილად არ გამოდიოდა, ამიტომაც მორჩილად ჩამოვჯექი სავარძელზე და მათი საუბრის დაწყებას დაველოდე.. პეტრემ სასმელი მომაწოდა და საუბარი მანვე დაიწყო.. ისაუბრეს თუ რატომ გადაწყვიტეს კომპანიის დაარსება, თუ რა მიზნები ჰქონდათ.. რატომ ამირჩიეს მე.. ფიქრობნდენ რომ მე ზუსტად ამისთვის გამოწრილი პრეტენდენტი ვიყავი და ჩემი ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა.. ქება არასოდეს მიყვარდა და ამიტომაც თავი უხერხულად ვიგრძენი.. დრო ისე გავიდა ვერც კი გავიგე.. თერთმეტისთვის დავემშვიდობე მათ და ნიკას ბინის გზას გავუყევი.. სახლიდან არც ისე შორს, ცოტათი მიყრუებულ ბნელ ადგილში მიწევდა გასვლა.. ნელი ნაბიჯებით შევუხვიე ქუჩის ბოლოში და ვიღაცას შევასკდი.. -აეე თვალებში ვერ იხედებიი??-ვიღაც გოგონას ხმა გავიგე და თან ცოტა ოდენ შუქზე გავარჩიე მისი ბარბაცი და დგომაში თავშეუკავებლობა.. -შენ თავი მაინც არ დაანებე ნარკოტიკებს?..-გაბრაზებულმა ვკითხე როცა მისი სახე კარგად გავარჩიე.. -და რატომ უნდა დამენებებინა?..-ძლივს ამოილუღლუღა და სიცილი აუვარდა.. -ოო გოგონიი, არ გამოვა ასე..-მკაცრად ვუთხარი და პაკეტის გამორთმევა დავაპირე.. -მოიცაა მოიცაა.. არ წამართვაა..-ძლივს ამოილუღლუღა და ხელი პაკეტში ჩაყო.. მაინც გამოვართვი და ძირს მოვისროლე გაბრაზებულმა.. -ამაზე უარი როგორ უნდა ვთქვა ბიჭოო?!-თან სახესთან ახლოს მიიდო ის რაც ხელით ამოეღო წამის წინ..-ნახე შენც რა კაიაა..-ღიმილით მითხრა და მთელი პირი ფხვნილით მომისვარა.. გაბრაზებულმა შევეცადე მისი მოშორება ისე რომ გემო არ გამესინჯა მაგრამ არ გამომივიდა.. გემო საკმაოდ კარგად შევიგრძენი.. ტანში ჟრუანტელმა დამიარა, და ის მოხდა რისიც მეშინოდა.. ძველი გრძნობა გამეღვიძა, შვებსავით მომედო მთელ სხეულში და ციებ ცხელებასავით დამეწყო.. გოგონამ მეორე პაკეტი ამოიღო და მისი გახსნა დაიწყო..-მომეცი აქქ..-გაბრაზებულმა შევაყვირე და თან ხელი მისკენ გავიწვდინე..-აჰაა მოგეწონა ბიჭიი?? არ მოგცემმ, დააფასე ჯერ..-ძლივს ამოილუღლუღა და თან სიცილს ვერ იკავებდა.. -მომეცი გოგოო..-მკაცრად ვუთხარი და ხელიდან დავტაცე და ჯიბეში ჩავიდე.. გოგონამ იმედგაცრუებულმა ამოიოხრა და მერე წასვლა დააპირა.. -კიდევ დაგინახავ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ და მერე სხვანაირად დაგელაპარაკები ..-მკაცრად ვუთხარი და სახეზე ხელი ძლიერად მოვუჭირე.. -ჯერ ხელი გამიშვიი თუ შეიძლება.. მეტკინა.. და მერე მეორე, არავითარი უფლება არ გაქ მე რომ ეგრე მესაუბრო.. ვაბშე დაახვიე რაა..-ხელის ქნევით მითხრა და ბარბაცით წავიდა.. -მე გაგაფრთხილე..-გაბრაზებულმა მივაძახე.. თვითონ ხელი ჩაიქნია და გზა განაგრძო.. შემოვბრუნდი და მეც წამოვედი.. ვცდილობდი არ მეფიქრა იმაზე რაც ჯიბეში მედო მაგრამ არ გამომდიოდა.. ნელა ამოვიღე ჯიბიდან და მორცხვად დავხედე.."აუუ.. რას აკეთებ ერეკლეე.. შენ უნდა გამოსწორებულიყავი.." ჩემ თავს ვეუბნებოდი და შეკვრის გახსნას ვთაკილობდი.. "მხოლოდ ერთხელ.. ძალიან ცოტა".. წყნარად ჩავილაპარაკე და გახსნა დავიწყე.. ცოტა ოდენი ამოვიღე და მოურიდებლად გავსინჯე.. ძველი გრძნობის გამო ისე მესიამოვნა რომ, ცოტაზე ვეღარ შევჩერდი.. რამოდენიმეჯერ ამოვიღე ნარკოტიკი შეკვრიდან და გასინჯვისას ბოლომდე ვცდილობდი შემეგრძნო ის სიამოვნება რასაც ის მანიჭებდა ერთ დროს.."ერეკლე რას აკეთებბ"გაბრაზებული ვიძახოდი ჩემთვის მაგრამ გაჩერება არ შემეძლო.. თავბრუს ხვევას ნელ-ნელა უფრო და უფრო ძლიერად ვგრძნობდი.. ბოლოს უკვე სიარულიც მიჭირდა.. ისტერიკული სიცილი ამივარდა და ვეღარ ვჩერდებოდი.. ნიკას ბინაში ავდიოდი როცა რაღაც ცუდი ვიგრძენი.. მთელ სხეულში ძალა გამომეცალა და კანკალი ამივარდა.. ალბათ ნარკოტიკის დიდი ხნის განმავლობაში არ მიღებამ გამოიწვია ეს სიმბტომები.. სახელური ძლივს ჩამოვწიე და ბინაში შევედი.. თვალებით ვერაფერს ვარჩევდი ნიკას სილუეტის გარდა.. მახსოვს როგორ გამოიქცა ის ჩემსკენ როცა კანკალშებყრობილი დავეცი იატაკზე და ცოტა ხანში გულიც წამივიდა.. -5- თვალების გახელა საკმაოდ გამიჭირდა.. დიდი წვალების შემდეგ შესამჩნევად გავარჩიე რომ საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში ვიყავი.. არა, პალატაში კი არა რეანიმაციაში.. ცხვირში რაღაც მილები მქონდა შეერთებული, რომელიც სუნთქვას მიადვილებდა..ხელზე მცირე ზომის გადასხმის ნემსი, რომელიც თხევად წამალს უერთდებოდა გამჭირვალე მილით.. ნივთებს ერთმანეთისგან კარგად ვერ ვარჩევდი.. მხოლოდ ის დავინახე თუ როგორ წამოხტა ვიღაც როდესაც თვალებგახელილი დამინახა.. -ერეკლე გაიღვიძე?! როგორ ხარ ერეკლე..რატომ გააკეთე ეს..-იმედგაცრუებულმა წამოიძახა ნიკამ და ჩემთან ახლოს მოვარდა.. -ნიკაა..მეე..-სიტყვებს ვერ გამოვთქვამდი და სუნთქვაც მიჭირდა.. -ერეკლე შენ ეხლა რა გააკეთე იციი?! ერეკლე მთელი რვა წელი წყალში ჩაყარე.. ყველაფერი ძველს დაუბრუნე..რატომ გაგიჩნდა სურვილი მისი თავიდან გასინჯვის..?!-გაბრაზებული მაგრამ მზრუნველობა შერეული ხმით განაგრძობდა ნიკა საუბარს.. ჩემი სისუსტის გამო გადავწყვიტე ხმა საერთოდ არ ამომეღო და თავი ისევ ძილს მივეცი.. არც კი ვიცი რამდენ ხანს მეძინა ასე.. ვიგრძენი თუ როგორ მხსნიდნენ ჩემს ხელზე დამაგრებულ მილებს და გადასხმის ნემსებს.. თვალები შედარებით ადვილად გავახილე და სინათლეში ნივთებიც გავარჩიე.. ნიკა ჩემს ახლოს, მდივანში იჯდა და თან ექთანს აკვირდებოდა რომელიც, "ზედმეტს" მაშორებდა.. ვიგრძენი რომ ძალა შემმატებოდა და საუბარიც შემეძლო.. -ნიკა შეგიძლია მითხრა რა მოხდა?-დაბალი ხმით ვკითხე და საათს მივაშტერდი.. დილის ათი საათი იყო, მზის სხივები მთელს ოთახს ანათებდა და ზოგი სახეზეც მეცემოდა.. ექთანმა შეამჩნია რომ არ მსიამოვნებდა და მაშინვე ჟალუზები ჩამოსწია. -ერეკლე, სახლში გვიან დაბრუნდი.. საშინელ მდგომარეობაში იყავი.. თვალები უჩვეულოდ ჩაგწითლებოდა და მთელი სხეულით კანკალებდი.. როდესაც გკითხე თუ რა გჭირდა, პასუხი არ გაგიცია..იატაკზე დაეცი და მთელი სხეულით კანკალებდი, მაგრამ იმ წამში როდესაც შენთან მოვედი უცებ გული წაგივიდა.. სასწრაფოს გამოვუძახე და ორი დღეა უკვე აქ ხარ, უკვე მერამდენედ შეეცადე რომ წამლის ზემოქმედებიდან გამოსულიყავი, მააგრამ რადგანაც ვერ შესძელი , თვით ექიმებმა გამოიყვანეს ის მთელი შენი სხეულიდან.. ეხლა როგორ იქნა გამოკეთდი.. და მაინტერესებს რატომ ჩაიდინე ეს?! რატოომ?!-გამრაზებულმა წარმოთქვა ბოლო სიტყვები და თვალებში ჩამაშტერდა.. -ნიკა არვიცი.._მხრები ავიჩეჩე და შევეცადე გამეხსენებინა ის რაც მოხდა.. ძლივს მოვუყარე აზრებს თავი და დაახლოებით ყველაფერი მოვუყევი.. ნიკა გაოცებული მისმენდა, მაგრამ ჩემს საქციელს მაინც არ ამართლებდა..-ერეკლე მაინც ცუდად მოიქეცი.. შენ შეგეძლო უბრალოდ გადაგეგდო ის შეკვრა პირველი შეკვრის მსგავსად..-გამკიცხავი ტონით მითხრა.. -ხო მაგრამ სულმა წამსძლია ნიკა, მითუმეტეს უკვე გამესინჯა წუთის წინ.. ვიცი ცუდად მოვიქეცი.. გპირდები იგივე არასოდეს განმეორდება!-შევეცადე რაც შეიძლება თავდაჯერებულად მეთქვა მისთვის ეს სიტყვები რომ ცოტათი მაინც დამემშვიდებინა.. -იმედი მაქვს ერეკლე..-შედარებით მშვიდად მითხრა და ექიმს გახედა რომელიც წამის წინ შემოვიდა პალატაში.. -როგორ ხართ ბატონო ერეკლე?..-მშვიდი ხმით მკითხა და თან ფურცელში რაღაცას ინიშნავდა.. -შედარებით უკეთესად ექიმო.. -თქვენი მდგომარეობა საშინელება იყო.. ორგანიზმმა ვერ გაუძლო ნარკოტიკების ზემოქმედებას და დიდი შანსი იყო თქვენი დაღუპვის.. დიდი დოზით გქონდათ ძალიან მიღებული..-მკაცრი ხმით მითხრა ექიმმა.. პასუხი არ გამიცია და თვალი მორცხვად ავარიდე, თვითონ კი განაგრძობდა..-გადაგარჩინათ იმან რომ როგორც ჩვენ მივხვდით თქვენ ნარკომანი იყავით დიდი ხმის წინ, ორგანიზმს გამონაცდელი ჰქონდა წამლის ზემოქმედება და სწორედ ამან გადაგარჩინათ, მაგარამ ამასთანავე დიდი ხნის არ მიღებამ გამოიწვია თქვენი ეს მდგომარეობა..-ცოტა ხანს ჩუმად იდგა..-მოკლედ, თუკი კიდევ ერთხელ ერთ გრამსაც თუ მიიღებთ, თქვენი ორგანიზმი ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს და თქვენ დაიღუპებით.. მე თვითონაც მიკვირს როგორ გადარჩით..-მხრების აჩეჩვით თქვა ექიმმა. ნიკამ გამკიცხავად შემომხედა, მე კი თვალი მაშინვე ავარიდე. -გპირდებით რომ აღარ მივიღებ ექიმო.. -იმედია.. თორემ იცოდეთ რომ თქვენი ორგანიზმი ამას ვეღარ გაუძლებს!-მკაცრად მითხრა და ოთახიდან გავიდა.. ნიკას ვთხოვე რომ სახლში წასულიყო და ცოტა დაესვენა, რადგანაც ამდენი ხანი გვერდიდან არ მომშორებოდა.. მარტო დავრჩი პალატაში და ფიქრებში გადავეშვი.. სულაც არ ვთვლიდი იმ გოგონას დამნაშავედ, რადგანაც მე რომ არ მდომებოდა მეტს აღარც მივიღებდი.. მე ვიყავი ჩემი თავის დამღუპველი და ამას ვაღიარებდი კიდევაც.. მაშინაც რომდესაც ბინაში გარდაცვლილი ცოლ-შვილი ვიპოვე მე დაუფიქრებლად მოვკიდე ხელი იმ სასროლს რომლიდანაც იყო მკვლელობა ჩადენილი, და რვა წლით ამიტომაც წავედი ციხეში.. შოკიდან დიდი ხანი ვერ გამოვდიოდი, მაგრამ ეხლა რომ გამოვედი რაა.. მაინც თავიდან ვიწყებდი.. კიდევ ორი დღე ვიყავი საავადმყოფოში. მეოთხე დღეს როდესაც გამომწერეს თან წერილობითი შეტყობინება მომივიდა ბატონი მალხაზ მაყაშვილისგან.. ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ ჩემი ნამუშევრით და მათთან სახლში მიწვევდნენ იმ დღეს..თვალებიდან სიწითლეს შედარებით გადაევლო, ამიტომაც არ შემეშინდა მათთან მისვლის.. ნიკამ მკაცრად შემახსენა ექიმის სიტყვები და წარმატება მისურვა.. საღამოს ექვსისთვის მათ სახლში წავედი და ისინიც იქვე დამხვნდენ მისაღებში.. -ოოო ბატონო ერეკლეე, როგორ მიხარია რომ მობრძანდით..-ხელებგაშლილი გამოექანა პეტრე და ხელი ჩამომართვა..-დაბრძანდით თუ შეიძლება..-თბილი ხმით მითხრა და მდივანზე მანიშნა. კომფორტულად მოვთავსდი და მალხაზს გავხედე. -ერეკლე ჩვენ გაოცებული ვართ შენით.. შენნაირი ნიჭის პატრონმა დრო სახლში ფუჭად ყოფნაში არ უნდა დაკარგოს..-აღფრთოვანებულმა დაიწყო მალხაზმა საუბარი.. -ბატონო მალხაზზ.. -ოოპ ბატონოთი ნუღარ მოგვმართავ, ჩვენ უკვე მეგობრები ვართ რომლებმაც ერთი საქმე უნდა წამოიწყონ..-წამით შემაწყვეტინა მალხაზმა.. -მალხაზ..(ჩამეღიმა) მიხარია თუ ასე მოგეწონათ ჩემი ნამუშევარი, მზად ვარ თქვენთან ვითანამშრომლო..-მშვიდი ხმით ვუთხარი.. -ჩვენი კომპანიის შენობის მშენებლობა სადაც არის დასრულდება.. დაახლოებით დეკემბრის ბოლოსთვის უკვე შეგვეძლება მუშაობა დავიწყოთ..-კმაყოფილი ხმით მითხრა პეტრემ.. -ძალიანაც კარგი.. იცით რა მინდა გკითხოთ.. ცოტა უადგილო შეკითხვაა, მაგრამ თქვენ ერთმანეთის რა ბრძანდებით?..-მორცხვად ვკითხე და მათ სახეებს დავაკვირდი.. პეტრას ჩაეცინა-ძალიან ახლო მეგობრები ვართ ერეკლე.. ბავშვობიდან ცხოვრების გზას ერთად მივუყვებით.. ეს სახლი მალხაზისაა, მას ცოლი ყავს და ორი ქალიშვილი.. მე სამწუხაროდ არ დავოჯახებულვარ, აწი აღარც ვაპირებ(სახე დაუნაღვლიანდა).. მე ცალკე შედარებით პატარა სახლში ვცხოვრობ, მაგრამ მთელს დროს მალხაზთან ვატარებ..-სახე ისევ გაუნათდა.. -არც ისე მოხუცი ხართ.. ცოლის მოყვანა არამგონია დაგვიანებული იყოს..-სიცილით ვუთხარი.. პეტრეს ხმა არ ამოუღია.. მალხაზი უცებ წამოდგა და კიბეებს გახედა.. თეთრი აბრეშუმის კაბაში გამოწყობილი გოგონა აჩქარებული ნაბიჯებით მოუყვებოდა კიბეებს.. ქერა, გრძელი კულულები უკან გადაეყარა და ცისფერი თვალები უელვარებდა.. საოცრად ლამაზი იყო.. სწრაფად ჩამოუყვა კიბეებს და საწინააღმდეგო მხარეს უნდა გაეხვია როდესაც მალხაზმა დაუძახა.. -ანა შვილო.. ერთი წუთით აქ მოდი..-წყნარი ხმით მიაძახა.. გოგონა ნელა შემოტრიალდა და მე მომაშტერდა.. სწრაფად ამათვალიერა და მორცხვად ამარიდა მზერა.. სიარულისას კულულები ჰაერში ხტოდა და უკანვე ეცემოდა მხრებზე.. დიდი ტუჩები აწითლებოდა და მისი თითოეული მოძრაობა იმდენად ნაზი და დახვეწილი იყო რომ თავს შეგაყვარებდათ.. ახლოს მოგვიახლოვდა და წყნარი ხმით მოგვესალმა..-ანა გაიცანი.. ეს ერეკლე ბერაძეა, ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მომავალი მეპატრონე.. -სასიამოვნოა..-მორცხვად მითხრა და თვალი ამარიდა.. -ჩემთვისაც ანა..-წყნარი ხმით ვუთხარი და მის ცისფერ თვალებს მივაშტერდი.. ცისფერის და მწვანეს შეზავება.. ულამაზესი თვალები ჰქონდა.. ცოტახანში დაგვემშვიდობა და ოთახიდან გაქრა.. -მეორე ქალიშვილიც გყავთ ხო?-ინტერესით აღსავსე ტონით ვკითხე.. -კი მყავს..-მოწყენილმა მითხრა და უიმედოდ ამოიხვნეშა.. -რამე ხომ არ დაემართა?.. -არაა, არაფერი არ დამართნია.. უბრალოდ სახლში თითქმის არ არის.. ყურადღებას ვერც ვაქცევ.. არც კი ვიცი რას აკეთებს..-იმედგაცრუებულმა მითხრა და სწორედ მაშინ გაისმა კარების ხმაც.. -მამაჩემოოო მე სახლში ვარრ, მომილოცეეთ..-ვიღაცის ხმამაღალი ძახილი გავიგეთ და ფეხზე წამოვხტი.. მალხაზი გახარებული წამოდგა და თავისი ქალიშვილისკენ გაიქცა, რომელსაც შევხედე თუ არა, გაოცებისგან თვალი ვეღარც მოვაცილე.. -6- -ლინდა შვილო.. რამდენი ხანია არ მინახიხაარრ!!-მხიარული ხმით მიაძახა მალხაზმა ქალიშვილს და თბილად გადაეხვია.. -ოო არ გვინდა მამა სენტიმენტალური საქციელები..მე მალე უნდა წავიდე..-ცივი ტონით უთხრა გოგონამ მალხაზს და თან მისი ხელების უხეშად მოცილება სცადა.. -ლინდა გაიცანი, ეს ერეკლე ბერაძეა.. ჩვენ კომპანიის დაარსებას ვაპირებთ და ის ერთ-ერთ ხელმძღვანელი იქნება..-დაწყნარებული ხმით უთხრა მალხაზმა და ხელი ჩემსკენ გაიწვდინა.. იმედი მქონდა რომ ლინდა არ იტყოდა ჩვენი უცნაური ნაცნობობის შესახებ.. ეს მასაც ავნებდა და მეც.. თავი უხერხულად დავხარე და ვცდილობდი ისე დავმდგარიყავი რომ არ ვეცვნე.. -მმმ.. თუკი მეხსიერება არ მღალატობს, მაშინ საიდანღაც მეცნობით..-თვალების მოჭუტვით მითხრა და კარგად ამათვალიერა.. -გეშლებათ გოგონა.. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ..-რაც შეიძლება უდარდელი ხმით ვუთხარი ჩემი ნერვიულობა რომ არ შეემჩნია და გავუღიმე. -ხოო ხოო კაი..-იმედგაცრუებულმა ამოიხვნეშა და წასვლა დააპირა. -ლინდა, შვილო სად იყავი ამდენი ხანი? შენზე ძალიან ვნერვიულობდი..-მოწყენილი ხმით უთხრა მალხაზმა და მზრუნველად შეხედა.. -ვალდებული ვარ გითხრა?! სრულწლოვანი ვარ და მგონი მაქვს უფლება თავისუფლების..არ ვაპირებ შენნაირ ბებერს რამე მოვკითხო..-უხეშად უთხრა და თან ხელი აიქნია.. -ლინდაა მამაშენს როგორ ესაუბრები.. რა საქციელებია ესს..-გამკიცხავი ტონით უთხრა პეტრემ და მკაცრად შეხედა.. -ოჰოჰოჰჰ თქვენ საერთოდ ვინ გეკითხებათ.. დამიწყნარდით რაა, და საერთოდ თუ გსურთ რომ კიდევ მოვიდე აქ გზა დამითმეთ..-ცივად უთხრა და ხელებით ანიშნა რომ გაწეულიყვნენ.. ბარბაცით აუყვებოდა კიბეებს როდესაც ვეღარ მოვითმინე და გაბრაზებული ტონით მივაძახე.. -ლინდა ერთი წუთით შეიძლება?-თან ვანიშნე რომ ქვემოთ ჩამოსულიყო.. მალხაზი დაღვრემილი იდგა, ბოლოს საერთოდ მობრუნდა და პეტრესთან ერთად დაბრუნდა მისაღებში.. -მოიცა და თავიდან უნდა ჩამოვიდე ქვემოთ?..-უცნაური ტონით მკითხა და კიბის სახელურს დაეყრდნო რომ არ წაქცეულიყო.. წონასწორობის შეკავება ძალიან უჭირდა. -მიხვედრილი გოგო ხარ..-მკაცრი ხმით ვუთხარი და ვანიშნე რომ ჩამოსულიყო. თავიდან თაკილობდა მაგრამ, ბოლოს ამოიოხრა და სწრაფად ჩამოვიდა კიბიდან.. -არა მაინც მგონია რომ გიცნობ..-წყნარი ხმით მითხრა და თვალებში ჩამაშტერდა.. მწვანე თვალები წამლის მიღებისგან ჩავარდნოდა და უბეებიც შესამჩნევად ჩაწითლებოდა. -ხოო ხოო მიცნობ.. და მემგონი გაგაფრთხილე რომ შემდეგში თუკი წამლის ზემოქმედების ქვეშ გნახავდი უკვე სხვანაირად მოვიქცეოდი..-ცალი წარბის აწევით და გაბრაზებულმა ვუთხარი.-აააა ხოოო გამახსენდაა.. შენ ის არ ხარ ყველგან რო მეჩეხები?! ისე ჩემი ვალი გაქვს.. ორი პაკეტი გამინადგურე, ერთი კიდე მიისაკუთრე..-გაბრაზებული ხმით წამოიძახა და მომიახლოვდა.. -შენი ვალი კი არა, კარგად მომისმინე ეხლაა... შენ შეიძლება შენი თავი ფეხებზე გკიდია მაგრამ სხვებისთვის ეგრე არ არის გაიგე?! მეორეჯერ მაგ საძაგლობას გასინჯავ და გამოსასწორებელში დაგაწვენ იცოდე..-გაბრაზებულმა მაგრამ დაბალი ხმით დავემუქრე და თვალები ცეცხლით ამენთო.. -აჰაჰაჰა, შემაშინაა ბიჭმაა..(ირონიულად ჩაიცინა).. ვერსადაც ვერ დამაწვენ ბიჭიი.. შენ ჩემი არაფერი მოგეკითხება.. მე ჩემი ცხოვრება მაქვს და არავის მივცემ მისი მართვის უფლებას..-ხმამაღლად წამოიყვირა და ნაკვთები ბრაზისგან დაეჭიმა.. -ეე გოგო წყნარად..სულ შენ შეგეკითხები...-სიცილით ვუთხარი და ვანიშნე რომ ხმადაბლა ესაუბრა.. -ვაბშეეე იციი რააა?!! შ.. -ეე გოგოო წესიერაადდდ..-გაბრაზებულმა ხელი პირზე მოვუჭირე და ჩემი თვალები მისას ახლოს მივუახლოვე..-გამოფხიზლება გჭირდებაა, როდესაც გონზე მოხვალ მაშინ დაფიქრდი ყველაფერზე..მიხვდები რომ ბევრ რამეში ცდები..-შედარებით წყნარად ვუთხარი. ჩემი ხელი ძალით მოიშორა და სახე ბრაზისგან დაემანჭა.. -აბაა კიიიი.. როგორ გამომაფხიზლებ ერთი??-ირონიული ხმით მკითხა და ჩემს პასუხს სულმოუთმენლად დაელოდა.. დიდ ფანჯარასთან ახლოს მივედი, ფარდები გადავწიე და ის ამინდი დამხვდა რომელიც ყველაზე მეტად მჭირდებოდა ეხლა.. -წამოდიი...-გაბრაზებულმა ვუთხარი . მაჯაზე ხელი ვტაცე და თავსხმა წვიმაში გავაგდე.. წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა და სველ მიწაზე მუხლებით დაეცა... წინ დავუდექი და წვიმაში ნელ-ნელა უფრო ვსველდებოდი მისი საუბრის დაწყების მოლოდინში.. თავიდან თავდახრილი იჯდა და მისთვის ქვითინებდა.. -ლინდაა თავი აწიეე.. წვიმას სახე შეუშვირე და გამოფხიზლდები..-ხმამაღლად შევაყვირე და თან ახლოს მივუახმოვდი. -არაა არ მინდაა არაა... არ მინდა რეალობას ჩავხედო თვალებში არაა!!-ტირილით იძახდა და თან სახეზე ხელებს იფარებდაა.. -ლინდა ნუ ჯიუტობბ...-მკაცრად შევაყვირე.. უკვე საკმაოდ დავსველებულიყავით ამიტომაც არც რაიმე მადარდებდა.. მასთან ახლოს მივედი, მუხლებზე დავეცი და მისი სახე ჩემს ხელებში მოვიქციე.. წვიმის წვეთები სწრაფად ეცემოდა სახეზე და თვალების სიწითლე უფრო გამძაფრებულიყო.. -რა გინდა ერეკლეე?! რატომ არ მაცლი სიცოცხლესს?!-ტირილით შემაყვირა და თან ნელ-ნელაეტყობოდა რომ აზრზე მოდიოდა.. -და შენ ამ ყველაფერს სიცოცხლეს ეძახი ლინდა?! ნარკოტიკები და გათიშლი ყოფნა სამყაროსგან!! ლინდა ეს ცხოვრებააა?!! -დიახააც!! მე ეს მირჩევნია საზარელ რეალობასს.. გესმიის?! მე ტანჯვისთვის დავიბადე და მხოლოდ ეს აღმოჩნდა ჩემი ტკივილის შემამსუბუქებელი ერეკლე.. მხოლოდ ეს..-მოწყენილმა თქვა და ცრემლები წასკდა.. წვიმის წვეთები და მისი ცრემლები ერთმანეთისგან ვეღარ განირეჩეოდა.. -არ არის ეგრე არაა!! ეხლა გამოფხიზლდებიი.. -ფხიზლად ვა რუკვე ფხიზლადდ.. დაკმაყოფილდი?-სიტყვა სწრაფად შემაწყვეტინა და თვალებში ჩამაშტერდა.. -ხოოო.. კაიაა..-თბილი ხმით ვუთხარი და მასთან ერთად წამოვდექი ფეხზე.. ლინდა სწრაფად შემობრუნდა და სახლისკენ წავიდა.. -ლინდააა..-ხმამაღლად დავუძახე.. ჰოო..-არ გამოუხედია ისე ჩაილაპარაკა. -დამპირდი რომ აღარ მიიღებ იმ საზიზღრობაასს.. გთხოვვ.-მუდარით ვუთხარი და მის პასუხს დაველოდე.. ხმა არ ამოუღია.. გამომხედა და წვიმაში მდგომს დიდხანს მაკვირდებოდა.. მერე ნელა შებრუნდა და სახლში შევიდა.. -7- ლინდა იმ შემთხვევის შემდეგ მთელი ერთი თვე არ მინახავს.. მასზე უკვე ნერვიულობას ვიწყებდი, მაინტერესებდა ასრულებდა თუ არა დანაპირებს.. მაგრამ ვერც იმას ვიტყვი რომ დამპირდა, მას ხომ პასუხი არ გაუცია და.. თითქმის ყოველ დღე დავდიოდი მალხაზის სახლში კომპანიის ამბების მოსაგვარებლად.. შევიმუშავეთ ინტერიერი, და ეხლა გვჭირდებოდა თითოეული ოთახის დიზაინის მოფიქრება.. მალხაზის ქალიშვილი ანა, დიზაინერი იყო, ამიტომაც მისი დახმარება ეხლა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა.. მალხაზმა და პეტრემ ეს საქმე მე და ანას მოგვანდო.. ანამ თქვა რომ მას სჭირდებოდა შენობის დათვალიერება რათა გაადვილებოდა დიზაინის მოფიქრება.. შენობაში მივედით და ანა მეორე სართულზე ავიყვანე.. -საინტერესოოდ მოწყობისთვის დიდებული ფართია..-ნაზი ხმით თქვა და თვალი მოავლო არემარეს.. -მეც ეგრე ვფიქრობბ..-ღიმილით დავეთანხმე და თან მის ყველა ნაბიჯს ვაკვირდებოდი.. -მემგონი ჯობია ძირითადი თეთრი და შავი ფერები იყოს.. დიდი განათებებით და ბევრი დანაყოფებით.. არ არის საჭირო ყველას თავისი კაბინეტი ჰქონდეს.. დაბალი კლასის მომუშავეებს გამოვუყობთ უბრალოდ თავიანთ ნაწილს და კომპიუტერებს მივცემთ.. მემგონი კარგი იდეაა..-ამაყად ჩაილაპარაკა და სიცილი გაეპარა.. ცისფერი თვალები ისე უბრწყინავდა რომ თვალს ვერ მოწყვეტდი.. -ერეკლე, მე ყველა ოთეხის დიზაინს შევიმუშავებ.. მაგრამ აი შენი გემოვნების არაფერი ვიცი..-თავის ქნევით და ღიმილით მითხრა და თან უფრო და უფრო მიახლოვდებოდა.. -ნათელი ფერები მიყვარს.. კარგი იქნება თეთრი კედლები და თეთრი-შავში ავეჯი.. -ღიმილით ვუთხარი.. -მმ კაიი..ეხლა დროა წავიდეთ.. -მხიარულად მითხრა და კიბეებისკენ დაიძრა.. სახლში მივიყვანე და მერე ნიკასთან წავედი.. კომპანიისგან შეთავაზება ჰქონდა რომ ჩვენთან ემუშავა, მაგრამ მისი პასუხი ასეთი იყო.. -მადლობა ერეკლე.. ვიცი ჩემთვის კარგი რომ გინდა მაგრამ ხო იცი როგორი უბრალო ადამიანი ვარ.. მე კმაყოფილი ვარ იმით რაც მაქვს.. -კაიი ნიკა.. რო რამედა შენს გვერდში მიგულე ძმაა..-ღიმილით ვუთხარი და ძლიერად გადავეხვიე.. გახსნამდე ერთი კვირა რჩებოდა და უამრავი საქმე მქონდა.. მოვაწესრიგეთ ყოველგვარი საბუთები.. შევიძინეთ თექნიკა, ავეჯი.. ლინდა მთელი ეს დრო არ გამოჩენილა.. მხოლოდ ერთხელ თქვა მალხაზმა რომ ღამით მოვიდა და მერე დილაადრიან ისევ წავიდა.. მასზე რატომღაც სერიოზულად ვნერვიულობდი და უკვე აღარც ის ვიცოდი სად მეძებნა.. უამრავი საქმის მიუხედავად, დავდიოდი ყველაზე მივარდნილ და არასასიამოვნოადგილებში სადაც მეგულებოდა..მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვე.. და აი დადგა გახსნის დღეც.. ნიკა თან მახლდა, და ჩემს სიხარულს იზიარებდა.. რაც შეიძლებოდა ოფიციალურად ჩავიცვი.. ნიკა იმასაც მეხუმრებოდა, მგონია ქორწილი გაქვს ისე ემზადებიო.. მალხაზი, პეტრე, უამრავი ვალენიანი ადამიანი... ერთად შევიკრიბეთ უზარმაზარი შენობის წინ.. მალხაზის ქალიშვილი, ანაც იქ იყო.. წითელ ქურთუკში გამოწყობილი თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა.. წითელი ფერის ფონზე ჭია თმა და ცისფერი თვალები უფრო გამოკვეთილიყო და მისი სილამაზე ხალხში ასხივებდა.. ლინდას დიდხანს ვეძებდი თვალის ცეცებით მაგრამ, ვერსად ვიპოვე.. -ბატონო მალხაზ.. ლინდა არ მოვა გახსნაზე?-გაკვირვებულმა ვკითხე თვალების აქეთ-იქით ცეცებით.. -არ ვიცი შვილო.. ზუსტად მაგას ველოდებით ეხლა.. მანამდე არ მინდა გახსნა დავიწყოო..-ანერვიულებული დამოწყენილი ხმით მითხრა მალხაზმა.. კიდევ დიდხანს ველოდით მაგრამ დიდხნიანი არგამოჩენის შემდეგ იძულებულები გავხდით გახსნა დაგვეწყო.. ვუყურებდი როგორ ჭრიდა ლენტს პეტრე და მალხაზი როცა გვერდზე გახედვისას ლინდაც გავინახე.. ჩემგან მოშორებით იდგა.. თვალები შავი ფანქრით ჩაეშავებინა.. მწვანე თვალები უფრო უელავდა.. თმები მოკლედ შეეჭრა და ფერი გაემუქებინა.. ისეთი შეცვლილი იყო, რომ თავიდან ვერც კი ვიცანი.. გაკვირვებული ვუყურებდი მის მომღიმარ სახეს როცა ის ლენტის გაჭრას აკვირდებოდა.. "ჩემი თხოვნა არ შეუსრულებია" გაბრაზებულმა ამოვიოხრე და შენობას გავხედე.. ტაშის კვრით შევედით და ყველაფერი მოვიარეთ.. კომპანიის ყველაზე დიდ ოთახში მაგიდა გაეშალათ, რომელზეც შამპანიური და ნამცხვარი ელაგა.. მალხაზს და პეტრეს გადავეხვიე და წარმატებები ვუსურვე.. ანამაც ღიმილით ჩამომართვა ხელი და წარმატებები მისურვა.. ყველა ჩვენ გვილოცავდა კომპანიის გახსნას და მომღიმარი სახეებით ათვალიებდნენ შიგნითა ინტერიერს.. ლინდა მალხაზს უჩვეულოდ თბილად გადაეხვია და უხერხული ღიმილით წარმატებები უსურვა მასაც და პეტრესაც..ოთახის ერთ-ერთ კუთხეში ვიდექი როდესაც ანა მომიახლოვდა.. -ყველაფერი დიდებულიაა..გამოგვივიდა!-მხიარული ხმით მითხრა და შამპანიურით სავსე ჭიქა მისაჭახუნებლად გამომიწია.. -გეთანხმები ანა.. ეხლა მთავარია ბევრი ვიმუშაოთ და კომპანია წარმატებული გავხადოთ.. -ყველაფერი გამოგივათ.. მე მჯერა თქვენიი.. მითუმეტეს შენი..-ღიმილით მითხრა და შამპანიური მოსვა.. ლინდა მოშორებით იდგა და სულ სხვა სასმელს სვამდა.. არც კი ვიცი საიდან მოიტანა.. მაკვირვებდა ეს გოგო.. ანას დავემშვიდობე და მასთან მივედი.. -სად დაიკარგე ამდენი ხნით?-გაბრაზებული ხმით ვუთხარი და თვალებში ჩავაშტერდი.. -შენ უნდა ჩაგაბარო ინფორმაცია ბატონო ერეკლე?-ირონიულად მითხრა და თვალიამარიდა.. -ლინდა ნერვებს ნუ მომიშლი ეხლა.. გირჩევ.. ჩემს თხოვნას ასრულებდი?..-გაბრაზებულმა ვკითხე და თან კარგად დავაკვირდი.. თვალებიდან სიწითლე არ გადასვლოდა.. ანუ არც არაფერი შეუსრულებია.. -კი..-ცივად მითხრა და თვალი ამარიდა.. -არ გეტყობა ლინდა.. რატომ მატყუებ?..-ხელით მისი სახე დავიჭირე და თვალებში კარგად ჩავაკვირდი.. არა, აშკარად მატყუებდა.. -აუუ ერეკლე გამიშვი.. რა ვქნა არ შემიძლია თავის დანებებათქო ხო გითხარი..არააა!!-მკაცრად მითხრა და ჩემი ხელი ძალით მოიშორა.. -აუუ აუუ ლინდაა.. წამოდიი..-ხელი დავავლე და გარეთ გამოვიყვანე.. -სად მიგყავარ?! ხელი გამიშვი...-გაკვირვებულმა შემაყვირა და თან ძალით მივათრევდი. -იქ ყველა გვიყურებს.. ვერ გესაუბრები წესიერად..-შედარებით წყნარად ვუთხარი.. -დაიწყეთ ბატონოო აბაა ჰეე გისმენთ.. მაინტერესებს რატომ გადამეკიდეთ და საერთოდ რა გინდათ ჩემთან..-ირონიულად ჩაილაპარაკა და რაღაცას მიაშტერდა.. -პირველ რიგში ქალბატონო.. ყოველ მეორე დღეს მნახავ, რომ გავიგო როგორ ასრულებ ჩემს თხოვნას.. მერე მეორე, მომეწონა შენი საქციელი მამაშენთან მიმართებაში და ჯობია მომავალშიც ეგრე გააგრძელო.. და მესამე რაა უქენი შენს ტავს?-ბოლო სიტყვები გაბრაზებულმა წარმოვთქვი და ხელებით თმები ავუფრიალე.. -მმმ ეხლა ჩემი დროა ხოო?.. შენი დარიგებები შენთვის დატოვე , ყოველ მეორე დღეს კი არა, აწი საერთოდ თუ მნახე ეგაა საქმე(ირონულად ჩაიცინა).. მამაჩემზე ლმობიერ მობყრობას ისედაც ვაპირებდი შენი თქმის გარეშე.. და საერთოდ არავინ არ გეკითხება რას ვუზამ ჩემს გარეგნობას.. თუ შევიჭერი ესეიგი მომწონს ესე.. და ეს შენი საქმე არაა!-ხელის აწევით მითხრა და გაცხარებული წავიდა კომპაანიის გასასვლელისკენ.. -ეგ უაზრო მაკიაჟი მოიშორე.. და ზეეგ ორისთვის გელოდები კომპანიაშიიი..-მკაცრი ხმით მივაძახე და მის რექციას დაველოდე.. -იოცნებე.. იოცნებეეე.. -გაცხარებულმა მომაძახა და შემიბღვირა.. "ლინდაა..ლინდაა..რა ჯიუტი ხარ გოგოო..არაუშავს, მე გამოგასწორებ.."სიცილით ჩავილაპარაკე ჩემთვის და კომპანიაში დავბრუნდი.. -8- მუშაობის განახლების დღიდან ყოველ დღე საკმაოდ დაკავებულები ვიყავით.. ლინდა როგორც ყოველთვის ჩემს თხოვნას არ ასრულებდა, იმ დღის შემდეგ მისი სიტყვა აასრულა და აღარც გამოჩენილა.. შემდეგი ერთი თვის განმავლობაში ისეთი დაკავებული ვიყავი რომ მის მოსაძებნად ვეღარც მოვიცალე.. კომპანია ფეხზე მყარად წამოვაყენეთ.. უკვე სერიოზული კონკურენტები ვიყავით საკმაოდ პრესტიჟული კომპანიების.. მალხაზი და პეტრე აღფრთოვენებულები იყვნენ ჩემი მუშაობით და თვლიდნენ რომ ყველაფერი ჩემი დამსახურება იყო.. მაგრამ სინამდვილეში მე მათ ვერ დავეთანხმებოდი რადგანაც, "ერეკლე" ეს ის უპატრონო ადამიანი იყო, რომელიც მათმა შეიფარეს და მადლობის ნიშნად მან კომპანიის წარმატებულ წარმართვაში დაეხმარა მათ.. როდესაც მთელ ქალაქში სახელი გავითქვი როგორც საუკეთესო არქიტექტორი, უკვე დრო იყო შემდეგ ეტაპზე გადავსულიყავი.. მომეძებნა მარის და ელენეს მკვლელი.. საბედნიეროდ (თუ საუბედუროდ, ეს თქვენ განსაზღვრეთ) მე ვიცოდი თუ ვინ იყო ის.. შორიდან რომ არ მოვუარო ვიტყვი რომ ერთ-ერთმა კომპანიამ ჩემი ახალგაზრდა ასაკში ასეთი წარმატება ვერ აიტანა.. ხალხი უკვე აღარ მიმართავდა სხვა კომპანიებს და შესაბამისად სხვები რეიტინგს კარგავდა.. ჩემს "წარმატებამდე" იყო ერთი კომპანია, რომლის მფლობელიც იყო ზუსტად ის ვისაც ვეძებდი.. მან შეკვეთით მოაკვლევინა ჩემი ოჯახი და მოაწყო ისე რომ შემდეგ ციხეში წავსულიყავი და მას ძველი დიდება დაებრუნებინა.. ის კომპანია ეხლაც არსებობდა და ჩვენი, ახლის ჩამოყალიბებამდე მაღალი რეიტინგიც ჰქონდა.. მაგრამ "ახალი" კონკურენტი თავიდან უღებდა ბოლოს, და სწორედ ეს მდგომარეობდა ჩემს შურისძიებაში.. გამენადგურებინა ეს ადამიანი არა მისი მოკვლით არამედ მისი კომპანიის გაკოტრებით რაც შესაბამისად მასაც გაანადგურებდა.. -ბატონო ერეკლე.. თქვენთან ვიღაც არის..-მორცხვად მითხრა ჩემმა მდივანმა, ნათიამ და ჩემს რეაქციას დაელოდა.. -ლინდამ ხო არ მაღირსა მოსვლა?-მხიარულმა წამოვიძახე.. -არა ბატონო.. ვიღაც კაცია. უფროსის ნახვა სურს, კომპანიისს.. -რა ჰქვია? - დაეჭვებით ვკითხე.. -დავით ბაგრატიონი.. ამ სახელის გაგონებისას გონებაში სისხლი ამიდუღდა.. თავიდან გამახსენდა თუ როგორ დამიხოცეს ოჯახი და შურისძიების წყურვილი კისერში მომაწვა.. -ნება დართეთ რომ შემოვიდეს..-აუღელვებლად ვუთხარი.. მაღალი, სუსტი კაცი კაბინეტში შემოვიდა.. თავზე უცნაური ქუდი წამოეხურა და ხელში რაღაც ფურცლები ეჭირა.. შემოსვლისას ქედმაღლური მზერა ჰქონდა, არც დანახვისას შეცვლია გამომეტყველება.. ის კაცი მე გარეგნულად არ მიცნობდა.. თავისი სიამაყის გამო მან უბრალოდ ბრძანება გასცა ჩემიოჯახის დახოცვის და არც რაიმე სურვილი გასჩენია ჩემნაირი "თავში ავარდნილი ღლაპის ნახვის", როგორც ის მიწოდებდა.. -გამარჯობათ.. დაბრძანდით თუ შეიძლება..-მტკიცე ხმით ვუთხარი ისე რომ ხელი არ ჩამომირთმევია..-რით გემსახუროთ? -წყნარად ვკითხე და სახეზე დავაკვირდი.. ასაკისგან სახეზე ნაოჭები უკვე დამჩნეოდა და წარბებს აღელვებით, უცნაურად ათამაშებდა.. -თქვენი კომპანიის შესახებ ბევრი მსმენია(თვალის ცეცებით ამბობდა).. ყველა სხვა კომპანიები რასაც ქვია მიწაში ჩადეთ.. ნომერ პირველები ხართ..სწორედ ამან გამოიწვია ჩემი სტუმრობა, ვიცი რომ ყველაფერი თქვენი დამსახურებაა და თუ მოსყიდვაში არ ჩამითვლით, გეტყვით რომ ჩემს კომპანიას ძალიან ჭირდებით..-თავის ამაყად აწევით მითხრა და თვალებში ჩამაშტერდა.. ეს სიტყვები ნამდვილად შეურაწყოფა მივიღე, მაგრამ არ გამკვირვებია.. ამ კაცისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი.. გადავწყვიტე რომ ამ ეტაპზე უარი მეთქვა.. -ბატონო დიდი ბოდიშის მოხდით მინდა გითხრათ რომ მტკიცე უარს ვამბობ თქვენს შემოთავაზებაზე.. ეს პირდაპირ შეურაწმყოფელია!-ნაწყენი ხმით ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი..-შეგიძლიათ წახვიდეთ.. ჩემს სიტყვებზე სახე დაეძაბა, მაგრამ მალევე წავიდა ნელი ნაბიჯებით გასასვლელისკენ.. -მე მაინც დაგიტოვებთ ჩემს სავიზიტო ბარათს..-ბარათი მომაწოდა, თავიდან გამკიცხავად შევხედე მაგრამ მაინც გამოვართვი და მაგიდაზე არც კი შემიხედავს ისე დავდევი.. -მოხარული ვიქნები თუკი თქვენს სახელს და გვარს გავიგებ.. ასეთი ნიჭიერი არქიტექტორის გაცნობა ჩემთვის დიდი პატივია..-მოჩვენებითი თბილი ხმით მითხრა და თვალებში გამაღიზიანებლად ჩამაშტერდა.. -ერეკლე ბერაზე..-მტკიცე ხმით ვუთხარი და მის რეაქციას დაველოდე.. სახე უცებ შეეცვალა და ნერვიულობა შესამჩნევად დაიწყო, ხელები მძიმედ დაისრისა და ერთი უკან მოიხედა.. უცებ სახე დაუწყნარდა, ალბათ გაახსენდა ის რომ მისი აზრით მე წარმოდგენა არ მქონდა ჩემი ოჯახის მკვლელის ვინაობაზე.. -სასიამოვნოა..-ათრთოლებული ხმით მითხრა და სწრაფად გავიდა კაბინეტიდან.. ამაყად ჩავილაპარაკე "გაგანადგურებ!" და ჩემს საქმეებს დავუბრუნდი.. დღის ბოლოს ჩვეული შეკრების შემდეგ სწრაფად გამოვედი კომპანიიდან და ჩემი ახლად შეძენილი ბინისკენ ავიღე გეზი.. კომპანიის შემოსასვლელთან ლინდა დამხვდა.. -ჰმ.. ლინდაა?? რომ იცოდე შენზე როგორი გაბრაზებული ვარ..-მკაცრად ვუთხარი და მას კარგად დავაკვირდი.. მაკიაჟი აღარ გაეკეთებინა, მაგრამ სიწითლე მაინც ჰქონდა თვალებზე.. თმები შედარებით კარგად ჰქონდა წინასთან და მზერაც უფრო დაწყნარებული.. -ერეკლე.. მართლა გაფასებ, უბრალოდ გთხოვ ეხლა თავი დამანებე.. ძალიან ცუდადვარ..-ათრთოლებული ხმით მითხრა და მზერა ამარიდა.. -რა გჭირს ლინდა.. მითხარიი, დაგეხმარები..-მზრუნველი ხმით ვუთხარი და მისი სახე ჩემს ხელებში მოვიქციე.. -ცუდად ვარ ერეკლე ცუდაად!! წამალი აღარ მაქვს.. მე მის გარეშე ვერ ვძლებ.. მოვკვდები ერეკლეეე, !!-თვალებაცრემლიანებულმა მითხრა. -ლინდაა ლინდაა..(თავი გავაქნიე) მომისმინე.. ეგ კარგია, შენ ეხლა გგონია ეგრე თორემ მომავალში ეგრე არ იქნებაა.. შენ ეხლა დახმარება გჭირდება.. -კაი რა ერეკლეე.. მე შეიძლება მართლა მოვახერხო თავის დანებება წამალზე, მაგრამ რეალობას ვეღარ გავუძლებ.. ჩემს რეალობას ვეღარ გავუძლებ გესმის?? მე ბოლომდე გამანადგურეს და აწი აღარც რაიმე დამრჩენია ამ ქვეყნად..-ტირილით მითხრა და ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა რკინის ბოძს.. -აუუ აუუ ლინდააა!!! შენ გგონია მე ბედნიერი ადამიანი ვაარრ??? შენ გგონია ცუდი არაფერი გამომიცდიაა?! ლინდა მე ოჯახი დამიხოცესს, ახალგაზრდა ცოლ-შვილი მომიკლეს ლინდა და მათი მკვლელობაც მე გადმომაბრალეს გესმიის?! მე რვა წელი ვიჯექი ციხეში და ვიხდიდი სხვის დანაშაულს ლინდა.. ეს არაფერია?! მართალია ნარკომანი ვიყავი, მაგრამ ეს საერთოდ არ იცოდა სასამართლომ.. მეც ბევრი გამოვცადე ლინდა, მაგრამ მაგ საშინელებას თავი მაინც დავანებე.. თვალი გავუსწორე რეალობას და ეხლა ვცდილობ ცხოვრების თავიდან დაწყებას..-გამწარებული ხმით ვეუბნებოდი ამ სიტყვებს და თან მის გაოცებულ სახეს ვაკვირდებოდი.. -ერეკლეე.. მეეე.. არ ვიცი რა გითხრა.. ეს არ ვიცოდი..-ათრთოლებული ხმით მითხრა და ცრემლები წასკდა.. -მე დაგეხმარები..(სიჩუმის შემდეგ დავიწყე) თუკი ნებას დამრთავ.. ჩემთან წაგიყვან.. დაგავიწყებ მაგ წამლის არსებობას და ადამიანობას დაგიბრუნებ ლინდა.. -ერეკლეე.. არვიციი.. ეგ სერიოზული რამეაა, არ ვიცი რა გითხრა..-თვალების ცეცებით მითხრა.. -უბრალოდ მომენდე..-წყნარი ხმით ვუთხარი და შუბლზე ვაკოცე.. ვიგრძენი მისი აჩქარებული გულის სუნთქვა, რაც ძლიერ მესიამოვნა.. უცებ მობილურის ხმა გავიგე.. ლინდას სწრაფად მოვცილდი და მობილურს ვუპასუხე.. -გისმენთ.. -ერეკლე ბერიძე ბრძანდებით?-ვიღაც ხანში შესული კაცის ხმა იყო.. -დიახ.. თქვენ ვინ ბრძანდებით?-გაოცებულმა ვკითხე როცა მომეჩვენასავით რომ ამ კაცის ხმა მეცნობოდა..-ნოდარ ბერიძე..-წყნარი ხმით მითხრა და ხმა ჩამიწყდა.. რა დამავიწყებდა იმ ხმას რომელიც დაბადებიდან ჩამესმოდა ყურში, ხმა რომელიც ყოველთვის მზად იყო დამხმარებოდაა და ამისდა მიუხედავად ის იყო ხმა, რომელმაც დაადასტურა ჩემი დანაშაული სასამართლოზე.. -მამა?!-გაოცებულმა წამოვიძახე და ტონი უცებ გამიცივდა..-რა გინდა?... -ვიცი შვილო ეხლა რომ არ უნდა გირეკავდე.. რომ ჩვენ დავიჯერეთ შენი დანაშაული და ძლიერ ვნანობთ ამას მაგრამ.. -რა გნებავთ ბატონო ნოდარ?-ძალიან გამიჭირდა ამ ოფიციალურობის შესრულება და ხმა წამით ამიკანკალდა მაგრამ მალევე დავიწყნარე.. -ერეკლე, გირეკავ, რომ გითხრა.. დედაშენი ავად არის.. არ ვიცით გადარჩება თუ არაა.. სიკვდილამდე მისი ერთადერთი შვილის ნახვა და მონანიება სურს..-ამ სიტყვების გაგონებისას გული დამიმძიმდა და უკვე თვალთ მიბნელდებოდა.. მეგონა ფეხქვეშ მიწა გამომეცლებოდა და შიგ ჩამიტანდა.. ვეღარ შევძელი რაიმე მეთქვა მისთვის.. მობილური გაშტერებულმა გავთიშე და დიდხანს ვაშტერდებოდი ერთ წერტილს იმის ფიქრით თუ რა უნდა გამეკეთებინა ეხლა!.. -9- ძველი ფიჭური სახლი.. თბილისის გარე უბანში.. მაგრამ იმდენად გადაკარგულ ადგილზე იყო ეს სახლში აშენებული რომ იქაურობას თბილისად ვერ აღიქვამდი.. ფანჯრის ჩარჩოები უკვე დამჭკნარიყო და ლპობას იწყებდა.. დაჟანგული ღობის მიღმა დიდი ძაღლი გამალებით ყეფდა და ბანს გვერდით ეზოდან იღებდა მეზობელი ძაღლიდან.. კარგად მოვავლე თველი გარემოს და თვალწინ დამიდგა ჩემი ბავშვობა.. გამახსენდა თუ როგორ დავრბოდი ჩემს ძმაკაცთან, ნიკასთან ერთად ბურთით ხელში.. ჩემი დანახვისას ძაღლმა ყეფას მოუმატა.. შესასვლელი ჭრიალით შევაღე და ეზოში შევედი.. ძაღლი რამოდენიმეჯერ მომახტა, მაგრამ როცა მისი სახელი წარმოვთქვი.. წამით გაჩერდა და დინჯად ჩამოჯდა, იქვე მინდორში.. არ იყო გამორიცხული რომ ვეცვნე..ციხეში წასვლამდე ხშირად ვერთობოდი ამ ძაღლთან.. უცნაურია ძაღლები ხომ ადვილად ივიწყებენ ადამიანებს მაგრამ ჩემმა ხმამ მაინც დააწყნარა.. ნელი ნაბიჯებით ავუყევი კიბეებს და კარზე დაკაკუნებას ვაპირებდი როდესაც შევამჩნიე რომ ღია იყო.. შესასველის მეორე მხარეს პატარა კოლიდროვით იყო და მის გასწვრივ მისაღები ოთახი.. პირველ სართულს საცხოვრებლად ძირითადად არასოდეს ვიყენებდით.. საუბარი საკმაოდ კარგად ისმოდა იმ ოთახიდან.. -ერეკლეს დაურეკეე...-გაისმა ქალის მისუსტებული ხმა.. -დავურეკე ლელა, დავურეკე.. მაგრამ ეხლა ვნანობ.. არ ვართ უბრალოდ ღირსი მისი ყურადღებისა.. საკუთარ შვლის ხელი ვკარით მაშინ როდესაც ყველაზე მეტად ვჭირდებოდით.. არამგონია მოვიდეს..-იმედგაცრუებულმა ამოიოხრა კაცმა.. -არაა ნოდარ ნუ ამბობ ეგრე..მე ვიცნობ ჩემს შვილს..და ვიცი რომ გული არ მოუთმენს და საკუთარ დედას სიკვდილამდე ნახავს..-სიტყვების წარმოთქმის შემდეგ გაისმა ქალის ტირილის ხმა.. -დაწყნარდი ლელა.. არ იქნება ეგრეე.. შენ გადარჩებიი..არ მიგვატოვეებ არაა!!-სევდანარევი ხმით უთხრა მამაკაცმა.. -ჰოო აბაა..ლარიც არ მაქვს წამლის საყიდლად და ოპერაციას როგორღა გავიკეთებ.. დამთავრებულია ყველაფერი ნოდარ..დამთავრებული.. კარი უფრო ფართოდ შევაღე, სწრაფად გავიარე კოლიდორი და იმ ოთახში შევედი საიდანაც წამის წინ დიალოგს ვუსმენდი.. თმაში ჭაღარაშერეული ქალი ძალაგამოცლილი იწვა ლოგინზე და მთელი გრძნობებით ტიროდა.. საწოლთან ახლოს მოხუც მამაკაცს სკამი მიედგა, ზედ ჩამომჯდარიყო და ისიც ტიროდა, თან ქალის ხელი მის ორ მტევანს შორის მოექცია და გულთან ახლოს მიეტანა.. მათი დანახვისას ცრემლები კინაღამ წამსკდა მაგრამ, გამახსენდა მთავარი ფაქტი მათი საქციელებიდან და გული იმწამშივე "გამიქვავდა" ქალმა ჩემი დანახვისას ცრემლები სწრაფად მოიწმინდა და წამოდგომა დააპირა, მაგრამ ტკივილისგან უცებ იღრიალა და უკანვე დაბრუნდა.. ნოდარი გაშტერებული მიყურებდა,მერე ფეხზე წამოდგა და ჩემთან ახლოს მოვიდა.. -შვილო..ერეკლეე..გამიხარდა რომ მოხვედი..-თვალებაცრემლიანებულმა მითხრა და გაცვეთილი ჯემპრის მკლავები სწრაფად აიკაპიწა, რომ ხელი ჩამოერთმია ჩემთვის.. ხოო უბრალოდ ჩამოერთმია, ჩახეტება ვერ გაბედა.. ცივად გავხედე და თვალი წამსვე, ხელის ჩამორთმევის გარეშე ავარიდე.. მოხუცმა, დაღვრემილმა წაიღო ხელი უკან და სკამზე დაჯდომა შემომთავაზა..შემოთავაზებაზე უარი ვუთხარი, ოთახის კუთხეში დავდექი და საუბარი დავიწყე.. -ბატონო ნოდარ(ხმა ამიკანკალდა) მაინტერესებს მიზეზი ჩემი აქ დაბარებისა..-ხმა სწრაფად დავისერიოზულე და თვალებში ჩავაშტერდი.. მოხუცს სიტყვები გულზე მოხვდა, თვალები დაღვრემილმა დახუჭა და რაღაცის თქმას აპირებდა როცა ქალმა დაასწრო.. -ერეკლე, ჩემს გამო დაგიბარა.. ერთი კვირის სიცოცხლეც კი არ დამრჩენია.. მინდოდა ჩემი შვილისთვის ბოდიში მომეხადა და პატიება მეთხოვა ყველაფრისთვის რაც ცუდი გავუკეთეთ..-სველი თვალებით მითხრა და სახეზე დამაკვირდა..-ახლოს მოდი ჩემთან გთხოვ..-მის ამ სიტყვებში იმდენად დიდი სითბო იგრძნობოდა რომ წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე და მასთან ახლოს იმ სკამზე მოვთავსდი სადაც წამის წინ ნოდარი იჯდა.. -სანამ რაიმეს იტყოდეთ ქალბატონო ლელა..მაინტერესებს რატომ გამიმეტეთ თექვსმეტწლიანი პატიმრობისთვის როდესაც იცოდით რომ უდანაშაულო ვიყავი..-ცივი ხმით ვუთხარი და თვალებში ჩავაშტერდი.. ქალს სახე უფრო დაუნაღვლიანდა და მზერა ქმრისკენ გააპარა რომელიც მას მოსჩერებოდა იმ ინტერესით თუ რა პასუხს გამცემდა.. -შვილო რა ჯანმრთელად გამოიყურები..გაზეთებში სულ შენზე და შენს კომპანიაზე წერია..ნომერიც იქედან გავიგეთ..-ხმის კანკალით ჩაილაპარაკა უცებ და მზერა ამარიდა.. -მე ეს არ მიკითხავს.. მითხარით სიმართლე!-ხმაში ბრაზგარეულმა ვუთხარი და ფეხზე წამოვხტი..-მითხარიით ხალხნოო მითხარით..რატომ მიეცით უფლება მოსამართლეს დაედო ჩემთვის ბორკილები და გამოვეკეტე იმ ჯურღმულში ამდენი ხნით!! რატომმ?! თქვიით!!-გაბრაზებულმა წამოვიძახე და ხელი რამოდენიმეჯერ დავარტყი კედელს.. დაძველებისგან კედელი თითქმის ჩამონგრეულიყო, ხელის დარტყმისას ახლოს ჩამოკიდებული სურათი იატაკზე დაეცა და ჩარჩო ნამსხვრევებად იქცა.. ლელამ ერთი წამოიყვირა.. მერე შედარებით დაწყნარდა და საუბარი დაიწყო.. -შენს დაპატიმრებამდე ერთი დღით ადრე..(წყნარი ხმით დაიწყო).. ვიღაც მამაკაცი მოვიდა ჩვენთან..სახელი არ მახსოვს მაგრამ, მემგონი გვარად ბაგრატიონი იყო..(სახე გვარის გაგონებისას გამიშეშდა, ლელას მივუახლოვდი და ვთხოვე რომ გაეგრძელებინა)-გვითხრა რომ შენ კარგად გიცნობდა..და თუ შენს მხარეს დავდგებოდით და ვიტყოდით რომ უდანაშაულო იყავი შენი განთავისუფლების ალბათობა დიდი იყო.. მაგრამ თქვა აგრეთვე ისიც რომ თუკი ამას გავაკეთებდით..მაშინ შენი განთავისუფლებიდან მეორე დღეს შენც ისევე მოგკლავდა როგორც მარის და ელენეს..(ცრემლები წასკდა)ჩვენს შენს დაღუპვას ვერდავუშვებდით ერეკლე.. ვიცი ციხეში გაშვება ასევე სიკვდილის ტოლფასი იყო მაგრამ ის მამაკაცი ასევე იმასაც გვპირდებოდა რომ შენ ამ საქმეზე შვიდ წელზე მეტს არ მოგცემდნენ..უფრო სწორად ის არ დაუშვებდა ამას.. ერეკლე გაგვიგე გთხოვ..მე მირჩევნოდა შეგძულებოდით ყველა..წასულიყავი ციხეში, მაგრამ ეხლა მდგარიყავი ჩემს წინ და მეყურებინა შენი სიცოცხლით სავსე ლურჯი თვალებისთვის.. ჩვენ შენს დაკარგვას უკვე ვეღარ გადავიტანდით.. გვაპატიე შვილო.. გვაპატიე..-თავდახრილმა წარმოთქვა ბოლო სიტყვები და ცრემლები მოიწმინდა.. ეხლა მივხვდი თუ რაში იყო საქმე..თითქოს თავიდან დავიბადე იმის გაგებისას რომ მშობლები ჩემს გადარჩენას ცდილობდნენ მათი საქციელით.. ცრემლები ვეღარ შევიკავე, ლელას გავხედე და მისთვის ჩახუტება მქონდა გადაწყვეტილი როდესაც ის გულწასული დავინახე.. მამაჩემი გადარეული მივარდა მასთან, მკლავებით აიყვანა და გამოფხიზლება სცადა.. მაგრამ არავითარი რეაგირება არ ჰქონია.. წამის წინ გაშტერებულმა სწრაფად მოვეგე გონს და მობილური ხელში მოვიმარჯვე, მაშუნვე ნოდარმა შემაჩერა.. -არ დარეკო შვილო.. ექიმები იპერაციას მოითხოვენ და ჩვენ ამის ფული არ გვაქვს.. ბოლო გამოძახება ძალიან ბევრი დაგვიჯდა.. მოგვიწია რომ მარის საყვარელი როიალი გაგვეყიდა.. ბოდიში მაგრამ სხვანაირად შეიძლებოდა სახლი წაერთმიათ ჩვენთვის და უსახლკაროდ დავრჩენილიყავით..-თავდახრილმა მითხრა და მერე ისევ ლელას მოჰხვია ხელები და მისი გამოფხიზლება სცადა.. ამ სიტყვების გაგონებისას გულზე საშინელი სევდა მომაწვა..სასწრაფო გამოვიძახე და დედაჩემი საავადმყოფოში გადაიყვანეს.. ექიმმა გვაცნობა რომ სასწრაფოდ ოპერაცია იყო საჭირო, მაგრამ გადარჩენის ალბათობა ძალიან მცირე იყო.. ოპერაციის დაწყების პირველივე წუთიდან ვეღარ ვისვენებდი.. კოლიდორში მოუსვენებლად ვმოძრაობდი და უფალს ვთხოვდი დედაჩემი ჩემთვის არ წაერთმია, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ასე ძლიერ მჭირდებოდა და მხოლოდ ეხლაღა დავიბურნე ის.. სიმართლის გაგების შემდეგ.. ეტყობა უფალს ჩემი დაბადებისას თავიდანვე განსაზღვრული ჰქონდა რომ ჩემთვის ბედნიერების უფლება არ მოეცა..არ მღირსებოდა ბედნიერება და დამეკარგა ყოველგვარი ადამიანური გრძნობები.. მამაჩემის განმხნევებას ვცდილობდი როდესაც ექიმი პირბადე მოხსნილი გამოვიდა საოპერაციოდან და დაღვრემილი სახით წამოვიდა ჩვენკენ.. -ქალბატონი ლელა ადამაშვილის ოჯახი თქვენ ბრძანდებით? -დიახ, მე მისი შვილი ვარ ექიმო..-მოწყენილმა ვუთხარი და მის სახეს დავაკვირდი.. -მეოთხე სტადიის სისხლის კიბო.. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.. ვწუხვარ..-წყნარი ხმით მითხრა და თვალი ამარიდა.. თვალთ დამიბნელდა და გულში რაღაც ძლიერად ჩამწყდა.. მე წამის წინ დამეკარგა დედა რომელიც "თავიდან აღმოვაჩინე".. ადამიანი რომელიც თურმე სულ ჩემი ბედნიერებისთვის იბრძოდა და ამას ეხლახანს მივხვდი..მამაჩემმა თვალებაცრემლიანებულმა მომხვია ხელი და ექიმს მომაშრა..-დავაგვიანე გესმიისს?!! მე დავაგვიანე მამაა.. შენ მე რამდენი ხნის წინ დამირეკე და მე ეხლახანს მოვედი მამა.. შემეძლო დედაჩემთან კიდევ ორი კვირა გამეტარებინა მაგრამ მე ეს შანსი არ გამოვიყენე.. რა უბედური ვარ ღმერთოო..რა დავაშავე ასეთი..-გამწარებული წარმოვთქვამდი სიტყვებს და თან მამაჩემს ძლიერად ვეხუტებოდი.. ძლივს მოვთოკე ნერვები.. ექიმს ყველაფერზე შევუთანხმდი და დაკრძალვის ამბები მოვაგვარე.. მამაჩემს ეხლა მარტოს ვერ დავტოვებდი, შევთავაზე რომ ჩემს ბინაში წამოვსულიყავი მაგრამ რატომღაც უარი მითხრა.. -ვერ წამოვალ შვილო.. იმ სახლშია ჩემი ადგილი სადაც დედაშენთან ერთად გავატარე ყოველი ბედნიერი წუთი.. მე არ შემიძლია იმ სახლის დატოვება..-მოწყენილი ხმით მითხრა.. შეწინააღმდეგება ვეღარ გავბედე და ნება მივეცი წასულიყო.. ნელი ნაბიჯებით ავედი ბინაში და კარი მოწყენილმა შევაღე.. ლინდა პირდაპირ ჩემსკენ გამოექანა..-აბა რა ქენი ერეკლეე?? ნახე მშობლები?? ხომ კარგი ვქენი რომ მაინც დაგაძალე იქ წასვლა??-მხიარული ხმით მითხრა და მერე სახეზე დამაკვირდა..-ერეკლე რა გჭირს?-გაკვირვებულმა მკითხა.. -ლინდა..დედაჩემი..გარდაიცვალა..სერიოზულად ავად ყოფილა, მისმა სხეულმა ოპერაციას ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა..-გაქვავებული გამომეტყველებით ვუთხარი და რაღაცას მივაშტერდი.. ლინდას სახე შეეცვალა, სწრაფად გამოექანა ჩემსკენ და ძლიერად ჩამეხუტა.. მისმა სითბომ ძალით ამავსო.. მოვუყევი ყველაფერი თუ როგორ ყოფილა.. ის გაოცებული მისმენდა და თან ყოველ წუთში მისამძიმრებდა დედის გარდაცვალებას.. ლინდა იმ დღიდან ჩემს ბინაში ცხოვრობდა.. პირველი ხუთი დღე უჭირდა წამლის გარეშე, მაგრამ მერე ნელ- ნელა დაიწყო გადაჩვევა.. იმედი მქონდა რომ ჩემს მიზანს მივაღწევდი და მას ბოლომდე დავავიწყებდი წამალს, მაგრამ ეხლა ისეთ დღეში ვიყავი რომ უკვე ლინდა კი არა, ჩემს თავში მეპარებოდა ეჭვი.. -10- დედაჩემის დაკრძალვის შემდეგ გონს დიდხანს ვერ მოვდიოდი.. სევდა და გამწარება ერთად სუფევდა ჩემს გულში და ყველაფერი ეს შურისძიებისკენ მიბიძგებდა.. თავში "ბაგრატიონის" გვარი მიტრიალებდა და მუშაობის დროსაც კი ვაწყობდი გეგმებს თუ როგორ უნდა მომეღო ბოლო იმ კაცისთვის რომელმაც, ცხოვრება გამინადგურა,, გერმანიაში გამოცხადდა კონკურსი არქიტექტურული კომპანიების.. მონაწილეობა ჩვენ და ბაგრატიონის კომპანიამ მიიღო, მაგრამ გამარჯვება საბედნიეროდ ჩვენ გვერგო წილად.. გამწარებული დავითი უამრავ თხოვნას მიგზავნიდა რომ უბრალოდ მიმეტოვებინა ჩემი კომპანია და გადავსულიყავი მასთან სადაც მისი თქმით უკეთესი პირობები მელოდა.. ყოველთვის ცივი უარით ვისტუმრებდი, და ვცდილობდი მომავალში თუკი კიდევ გამოაგზავიდა ყურადღება არ მიმექცია მისთვის.. ლინდა უკვე ერთი წელი იყო ჩემს სახლში ცხოვრობდა.. წამალს თითქმის გადავაჩვიე..ყოველ შემთხვევაში მოთხოვნილება აღარ ჰქონია.. შედარებით წყნარი და ბედნიერი გამხდარიყო რისთვისაც სულ მადლობას მიხდიდა.. სამწუხარო ამ ამბავში მხოლოდ ის იყო რომ ამის შესახებ მალხაზმა, მისმა მამამ არ იცოდა.. ამიტომაც გადავწყვიტეთ რომ დრო იყო ეს მასაც გაეგო.. სამუშაოს დასრულების შემდეგ ორივე ერთად შევედით მის კაბინეტში.. გაკვირვებული მალხაზი ჯერ სიხარულით გადაეხვია თავის დიდი ხნის უნახავ შვილს, შემდეგ კი გვთხოვა რომ მის წინ მოვთავსებულიყავით.. -აბა რა ხდება ჩემო კარგებო? რაღაც გამიკვირდა ერთად რომ დაგინახეთ..-სიცილით თქვა და მე მომაშტერდა.. -ბატონო მალხაზ..(ნაწყენი მზერა მომაბყრო)..მალხაზ(გამეცინა).. ლინდა ამდენი ხანი იმიტომ არ გამოჩენილა რომ ის ჩემთან ცხოვრობდა.. ოღონდ რაიმე სხვა არ იფიქროთ.. მოკლედ, მე მას დავპირდი რომ "ცუდს" გადავაჩვევდი და მემგონი გამივიდა კიდევაც.. -ანუ? ერთმანეთი გიყვართ?-სიცილით გვკითხა.. -არაა მალხაზ..ეგ არ იგულისხმოთთქო ხო გითხარით..-მორცხვი სიცილით ვუთხარი და ლინდას გავხედე.. ჩემს სიტყვებზე არ გასცინებია, პირიქით სახე დაუნაღვლიანდა რამაც ცოტა არ იყოს გამაკვირვა.. - ჩვენ მეგობრები ვართ.. უბრალოდ ერეკლე დამეხმარა რომ წამლებზე თავი დამენებებინა..-ნაღვლიანად უთხრა და მზერა ჩემსკენ გამოაპარა.. -და შენი აზრით ეს მოახერხე? -კი მემგონი კი..მამა..-თავდახრილმა უთხრა ლინდამ.. -დიდი მადლობა ერეკლე..შენ არ იციი რა გააკეთე ამით ჩემთვის და ჩემი შვილისთვის..-მორიდებული ხმით მითხრა მალხაზმა და გადამეხვია..-ეს ჩემი სურვილი იყო ბატონო.. თან ჯერ არ ვიცით ზუსტად(მზერა ლინდასკენ გავაპარე).. ვნახოთ რა იქნება..-ღიმილით დავასრულე საუბარი და კაბინეტიდან გასვლისას პირდაპირ ანას შევეჩეხე რომელიც, კომპანიის გახსნის დღიდან მუშაობდა ჩვენთან.. -გამარჯობა ანა..-ღიმილით მივესალმე.. -გამარჯობა ერეკლე..როგორ ხარ?..-იმდენად მელოდიური ხმა ჰქონდა რომ უბრალოდ მთიშავდა გარემოს..არც კი ვიცი რა მემართებოდა.. -კარგად ვარ ანა..შენ?-ძლივს ამოვღერღე და მის ცისფერ თვალებში ჩავაშტერდი.. -მეც კარგად ვარ..ეხლა ბუფეტში ჩავდივარ ყავის დასალევად..ხომ არ გამომყვებოდი?-ღიმილით მკითხა და სახეზე დამაკვირდა.. მისმა ღიმილმა ბოლომდე მომაჯადოვა და უარი ვეღარც ვუთხარი.. -მმმ წავიდეთ..-სიცილით ვუთხარი და უკან გავყევი.. ცოტა ხანს ჩუმად მივირთმევდით ყავას, მერე სიჩუმე ანამ დაარღვია.. -ერეკლე, ჩემ ავადმყოფ(ზიზღით აღსავსე სახე მიიღო) დასთან ერთად მამაჩემთან რა გინდოდა?..დაგინახეთ და..-უხერხულად გამიცინა და თვალებში ჩამაშტერდა.. -შენი და ერთი წელია უკვე ჩემთან ცხოვრობს, მე მას დავეხმარე რომ წამლების არსებობა დაევიწყებინა და მემგონი გამომივიდა..-კმაყოფილი ხმით ვუთხარი და მის რეაქციას დაველოდე.. ცისფერი თვალები სევდით და ზიზღით აევსო.. ჩემი სიტყვები აშკარად არ ესიამოვნა.. -მმ კაიაა..როგორ უძლებდი ამდენ ხანს?-ირონიული სიცილით მკითხა. -ეგრეც არ იყო ყველაფერი..მეგობრული და გამგებიანი ადამიანი შენი და..ვატყობ მასთან კარგი ურთიერთობა არ გაქვს დიდად.. -ხოოო(თვალი ამარიდა).. ეგ სულ სხვანაირია..სახლში თითქმის არასოდეს იყო.. რთული ხასიათი აქვს და ვერასოდეს ვუგებდი როცა იყო მაშინაც..პატარები რომ ვიყავით მაშინაც სულ ბევრს ვჩხუბობდით..ნუ ჩვენს ურთიერთობაში უარესობისკენ თორემ უკეთესობისკენ არც არაფერი წასულა..-დაღვრემილმა მითხრა და რაღაცას მიაშტერდა.. -ცუდიაა დებს შორის ასეთი ურთიერთობა..ეხლა სულ სხვანაირია დამიჯერე..მემგონი გაუგებთ ერთმანეთს..-ღიმილით ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.. უკვე წასვლის დრო მოსულიყო... ლინდასთან ავედი მაგრამ, ისიც წასულა.. სახლში წასვლა რატომღაც არ მინდოდა.. წვიმიან ქუჩებში დავდიოდი და ბევრ რამეზე მეფიქრებოდა.. რატომღაც ჩემს თავს ვეღარ ვცნობდი.. მიჭირდა მარის გამო ამის აღიარება, მაგრამ მგონი შეყვარებული ვიყავი..ხოო მაგრამმ როგორი ამას ვერც მე ვხვდებოდი.. მე მსიამოვნებდა ლინდასთან საუბარი, მთელი დღეები მასთან ყოფნა..მაგრამ ყოველთვის შევნატროდი ანის ცისფერ თვალებს და თვალისმომჭრელ ღიმილსრომელიც უბრალოდ მამუნჯებდა.. დიდი ხნის სეირნობის შემდეგ გადავწყვიტე მამაჩემთან მიმეკითხა.. ყოველ კვირაში ვაკითხავდი და მისთვის უამრავი პროდუქტი მიმქონდა.. გახარებული მადლობას მორცხვად მეუბნებოდა და ამბობდა რომ "არ იყო ამდენი " საჭირო.. ჩვენი სახლი უკვე დაშლის პირას იყო, მაგრამ მამაჩემი მაინც ვერ მოვაშორე იმ ადგილს.. ის თვლიდა რომ არსად არ იქნებოდა ისეთი ბედნიერი როგორიც იმ სახლში, თავის მოგონებებთან ერთად იყო.. მასთან დიდ ხანს ვისაუბრე.. ყოველი სტუმრობისას იხსენებდა თუ როგორი ბედნიერი იყო როცა მთელი ოჯახი, ყოველ ახალ წელს ვიკრიბებოდით მაგიდის ირგვლივ და დედაჩემის მიერ გაკეთებულ კერძებს შევექცეოდით.. ეს ტკბილი მოგონებები მასში და ამ სახლში ცხოვრობდა, სწორედ ამიტომაც არ სურდა ამ სახლის დატოვება.. მამაჩემს დავემშვიდობე და სახლში წამოვედი.. ამხელა კომპანიის პატრონს ნამდვილად ადვილად შემეძლო მანქანის შეძენა მაგრამ, უბრალოდ არ მსურდა.. ქუჩაში სეირნობა და სუფთა ჰაერის შესუნთქვა ყოველთვის მირჩევნოდა, ან მეტროთი მგზავრობა.. ყოველთვის ვაკვირდებოდი ადამიანთა სახეებს და ვცდილობდი მათში რაიმე ახლის, სასიხარულოს ამოკითხვას მაგრამ ესეთი შემთხვევები იშვიათი იყო.. დანაღვლიანებული სახით დადიოდა ყველა და იშვიათად რაიმეზე გაღიმებოდათ..რა რთული იყო რეალობა..ზოგადად ცხოვრება..ჩემი დაუნდობელი ცხოვრების გამო ადამიანური გრძნობები მთლად დამკარგვოდა, მაგრამ არ შემეძლო გულგრილად შემეხედა იმ მათხოვრისთვის რომელიც მეტროს შესასვლელთან იდგა და გიყურებდა როგორც მის ბოლო იმედს.. ცივი მზერით მოსიარულე უამრავი ადამიანი..მათხოვრის ნაღვლიანი თვალები და ადამიანთა საშინელი გულგრილობა მათ მიმართ.. ათასამდე ადამიანი ჩაივლიდა მოხუცის წინ და ამ ათასიდან მხოლოდ ერთხელ შეიძლებოდა ხმა გამოეცა მის დაჟანგულ ჯამს ოცთეთრიანის, ან ათთეთრიანის ჩაგდებისგან..ასეთი იყო ადამიანური რეალობა რასაც ვერ ვუყურებდი გულგრილად..არასოდეს არ ვტოვებდი არცერთ მათხოვარს ცივი მზერით და ყოვეთვის ვცდილობდი მათ გაბედნიერებას თუნდაც იმ ხურდით რომლის ჯანში ჩაგდების შედეგად გამოცემული ხმის გაგონებისას მათხოვარს გული სიხარულით ევსებოდა . -11- სახლში დანაღვლიანებული ავედი და კარები ჩუმად შევაღე.. ლინდა მოწყენილი ჩამომჯდარიყო მდივანზე და ჩუმად ტიროდა.. გაოცებულმა გავხედე და მასთან ახლოს მივედი.. ჩემი დანახვისას შეკრთა და ცრემლები სწრაფად მოიწმინდა.. -ლინდა რა გჭირს?..ხომ კარგად ხარ?..-ჩუმი ხმით ვკითხე და ჩემთან ახლოს მივიკარი..სწრაფად მომიცილა და ცივი ხმით დაიწყო.. -ერეკლე, დიდი მადლობა ყველაფრისთვის რაც ჩემთვის გააკეთე..მგონი დროა ამ სახლიდან წავიდე..-მზერა ამარიდა და რაღაცას გამალებით მიაშტერდა.. -არაა ლინდა.. შეგიძლია სულ აქ იცხოვრო, მე არ მაწუხებ ხო იცი.. პირიქით, მარტო ცხოვრებას შენნაირ ადამიანთან ცხოვრება ნამდვილად მირჩევნია..-ღიმილით ვუთხარი და მის სახეს დავაკვირდი.. ამ დროის განმავლობაში წამლის არ მიღებისგან თვალებიდან სიწითლე გადასვლოდა, ლოყები აწითლებოდა მაგრამ მისი მწვანე თვალებიდან ბედნიერება არ გამოსჭვიოდა.. -არა ერეკლე.. არ შემიძლია შენთან ცხოვრება.. "მეგობარს" ვერ შევაწუხებ ამდენს..-ირონოიულად წარმოთქვა ბოლო სიტყვები და თვალებში ჩამაშტერდა.. -ლინდა რა ხდება?-დაეჭვებით ვკითხე.. -არაფერი ერეკლე..არაფერიი..-მოწყენილმა მითხრა და თავი დახარა.. -ლინდა რა იყო მითხარი..გთხოვ..-ჩუმი ხმით ვუთხარი და ახლოს მივიკარი.. ჩემი შეხებისას შეკრთა.. უცნაურად ამოიხვნეშა და ძლიერად მომეხვია.. მისმა საქციელმა გამაკვირვა, მაგრამ მეც ძლიერად ჩავეხუტე და ასე ვიდექით დიდხანს.. -მადლობა ერეკლე..ყველაფრისთვის მადლობაა..ძალიან გარისკე, მაგრამმ..-ნაღვლიანი ხმით ჩამჩურჩულა ჩახუტებულს ყურში და თავი მხარზე დამადო.. -რა მაგრამ ლინდა?.. -არვიცი ერეკლე..არვიცი..ვერაფერს ვერ დაგპირდები..-მოწყენილმა ამოიხვნეშა და თვალებში ჩამაშტერდა.. თავში უცნაური იდეა მომივიდა და სწრაფად გავუზიარე ლინდასაც.. -ვიცეკვოთ?...-ღიმილით ვკითხე და მის რექციას დაველოდე.. გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა, მერე საყვარლად ჩაეცინა და ჩემს შემოთავაზებაზე დათანხმდა.. იქვე მდგომი მუსიკალური ცენტრი ჩავრთე და ოთახი wish you were here-ის ჰანგებმა მოიცვა.. მომღიმარი სახით მივუახლოვდი ლინდას და ხელები წელზე მოვხვიე..თავისი, კისრის ირგვლივ შემომახვია, ახლოს მივიზიდე და ცეკვა დავიწყეთ.. ნელი ნაბიჯებით ვცეკვავდით და დროთადრო ლინდა სიცილს იწყებდა.. მეც ვყვებოდი და უფრო ახლოს ვიკრავდი.. მისი სითბო იმდენად მსიამოვნებდა, რომ არ მსურდა ეს ცეკვა ოდესმე დასრულებულიყო.. თავი მხარზე ჩამომადო და ბოლომდე მომენდო..დიდხანს ვცეკვავდით ხმადაბალ მუსიკაზე და მისი სიახლოვით ვტკბებოდი..მუსიკის დასრულებისას ლინდამ თავი აწია და თვალებში ჩამაშტერდა..სახე ახლოს მივუახლოვე და მსურდა მის ტუჩებს დავწაფებოდი, როდესაც მობილურის ხმა გაისმა..გაბრაზებულმა ამოვიხვნეშე და ლინდას ნება დავრთე აბონენტისთვის ეპასუხა.. თავიდან გაოცებულს არ სურდა პასუხის გაცემა მაგრამ ბოლოს მაინც რაღაც ჩაიჩურჩულა მობილურში და თვალები შიშით აევსო.. ვკითხე თუ რა ხდებოდა, მაგრამ პასუხი არ გაუცია, უბრალოდ მითხრა რომ ეძინებოდა და თავის ოთახაში შევიდა.. გაოცებულს არაფერი მითქვია და მეც ჩემს ოთახში შევედი.. .. მთელი ღამე ფიქრებში გართულს ძილი არ მომკარებია.. ღამის სამი საათისთვის უცნაური ხმაური გავიგე.. თავიდან მეგონა შემომესმა, მაგრამ უკვე აშკარად ვარჩევდი ხმას.. ფეხზე ჩუმად წამოვდექი და კარები ნელა გავაღე.. დავინახე ლინდა, რომელმაც ნელი ნაბიჯებით გაიარა კოლიდორი და ბინის კარები გააღო..სადღაც მიდიოდა..გაოცებულმა სწრაფად ჩავიცვი ტანზე, ჩუმად გამოვედი ბინიდან და მას ავედევნე.. სწრაფი ნაბიჯებით მიუყვებოდა თბილისის ქუჩებს და თან ყოველ წუთში უკან იყურებოდა.. ვცდილობდი არ დავენახე, მაგრამ ამასთანავე მისი არცერთი ნაბიჯი არ გამომპარვოდა.. სამზე მეტი შესახვევი გაიარა, მაგრამ გაჩერებას მაინც არ აპირებდა.. გაოცებული მივყვებოდი და მეშინოდა ერთი რამის..იმ ერთის რაც მართლა მოხდა.. ჩუმად მიუახლოვდა ძველ შენობას და შიგნით შევიდა.. მეორე სართულზე მხოლოდ ერთი ოთახიდან გამოსჭვიოდა სინათლე.. დაველოდე სანამ შიგნით შევიდოდა..შემდეგ მეც შევყევი ჩუმად და იმ ოთახის კარებს მივუახლოვდი სადაც წამის წინ შესულიყო ლინდა.. კარები რატომღაც ღია დატოვა, რაც მე საკმაოდ მაწყობდა.. ახლოს დავდექი მასთან საიდანაც ხმა კარგად გამოდიოდა.. -ოოოჰ..კეთილი იყოს შენი მობრძანება დიდი ხნის დაკარგულო ლინდა..-წამოიძახა ვიღაც კაცმა ლინდას შესვლისას.. -დიდი დრო არ მაქვს..აიღე ეს ფული და წავედი..-ჩუმი ხმით უთხრა ლიზამ.. -მოიცა ჯერ..კაცოო..ისე დიდხანს კი დამიგვიანე ვალი.. მაგრამ მაგას არაუშავს..რაღაც შეცვლილიხარ, მემგონი წამალზე თავის დანებება გადაწყვიტე..-კარის მოპირდაპირე მხარეს დავდექი და უკვე ორივეს ვარჩევდი.. მაღალი, სუსტი ბიჭი იყო..დაახლოებით ოცდახუთი წლის..მეტს ვერც მისცემდი..თვალები საზიზღრად ჩასწითლებოდა და ლინდას მწველი მზერით უყურებდა.. -ხოო ეგრეაა.. ბოლომდე განვიკურნე მაგ წამლისგან..-მტკიცედ უთხრა ლინდამ და თვალებში ჩააშტერდა.. ბიჭი ახლოს მიუახლოვდა, ხელი წელზე მოხვია და ახლოს მიიკრა.. -აბაა ამაას გახედე..-თეთრი ფხვნილით სავსე პაკეტი ახლოს მიიტანა მის სახესთან..-არც ეხლა მოგინდა?-ღიმილით უთხრა ბიჭმა.. -არ მომდონებიაა..-ხმის კანკალით უთხრა ლინდამ..-ეგ ფული ბატონ დავითს მიეცი..მე კი გამიშვი..-მტკიცე ხმით უთხრა ლინდამ და მისი მოცილება სცადა მაგრამ ვერ მოახერხა ისე ძლიერ მიეკრა ბიჭს..-ჰოო მართლა..ბატონმა დავითმა მოგიკითხა..და განსაკუთრებით დაინტერესებულია შენით იმის შემდეგ რაც გაიგო რომ მალხაზ მაყაშვილის შვილი ყოფილხარ..-ღიმილით უთხრა ბიჭმა და მძაფრად შეისუნთქა ლინდას სურნელი..მისი საქციელები პირდაპირ მაგიჟებდა.. მინდოდა შევვარდნილიყავი და კარგად მეცემა, მაგრამ მისმა ბოლო პასუხმა შემაჩერა..ნუთუ ეს იგივე ადამიანი იყო.. -მამაჩემთან რა უნდა მაგ კაცს?-გაკვირვებულმა იკითხა ლინდამ.. -მისი კომპანიაა მაგან და მისმა ღლაპმა დაამხო..-ტუჩები ლინდასასთან ახლოს მიიტანა..-მომენატრე ხო იცი შენ..-ღიმილით უთხრა.. -გამიშვი..-უხეშად უთხრა ლინდამ და სწრაფად მოიშორა.. -მაინც ვერ დაანებებ შენ მაგ წამალს თავს გესმის??მაინც!..ჰაა ეს ჩემგან წაიღე საჩუქრად..-ღიმილით მიაწოდა პაკეტი..ლინდამ ხელი დაარტყა და ფხვნილი იატაკზე დაიყარა..ამის დანახვისას კმაყოფილს გამეღიმა და სწრაფად მოვშორდი იმ ადგილს.. სახლში ავედი და ისე მოვიქეცი თითქოს არც არაფერი გამიგია.. ეხლა ისეთი გამწარებული ვიყავი, რომ ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა.. კარების ხმა გავიგე და შედარებით დამშვიდებულს გამთენიისას ჩამეძინა.. კომპანიის გზას მივუყვებოდი და გეგმებს ვაწყობდი.. მე მომიკლეს ცოლ- შვილი, დამიპირისპირეს მშობლები და დამუქრების გამო მაფიქრებინეს რომ მათი გულგრილობა სინამდვილე იყო, რის გამოც მე ვერ მოვახერხე დედაჩემთან ყოფნა და მასთან ბედნიერი წუთების გატარება..ჩემთვის ძვირფასს ადამიანს ნარკოტიკებით გაუნადგურეს ცხოვრება და ეხლაც, როცა თითქოს მომჯობინდა ცდილობენ მის თავიდან გადაბირებას..ამდენი საშინელი ამბავი ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი ერთი ადამიანის მიერ.. გაოცებული ვაანალიზებდი თუ ვინ იყო დავით ბაგრატიონი ჩემთვის და გამწარებული ვადგენდი გეგმებს თუ როგორ მომეღო ბოლო მისთვის.. რთული იყო ჩემი გეგმის, პირველი ნაბიჯის გადადგმა მაგრამ მაინც მომიწია..ჩუმად შევედი მალხაზის ოთახში და მის წინ ჩამოვჯექი.. -დილამშვიდობის ერეკლე..-ღიმილით მითხრა..-როგორ ხარ? -კარგად მალხაზ, შენ? -მეც კარგად ვარ.. რამ შეგაწუხა რამე ხო არ ხდება?-ცოტათი აფორიაქებულმა მკითხა და სახეზე დამაკვირდა.. -პეტრე კომპანიაშია?-დუმილის შემდეგ ვკითხე.. -კი..დავუძახო? -დაუძახეთ თუ შეიძლება..-თავდახრილმა ვუთხარი და პეტრეს შემოსვლას დაველოდე.. ღიმილით მომესალმა პეტრე და მალხაზთან ერთად დაელოდა ჩემი საუბრის დაწყებას.. ღრმად ჩავისუნთქვე და კარგად გავაანალიზე სათქმელის თქმის საჭიროება..ბოლოს მაინც ვუთხარი..-ბატონო მალხაზ..ბატონო პეტრე..თქვენ რომ არა ეხლა ბოლო დონის უბადრუკი ადამიანი ვიქნებოდი.. ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი წვლილი მიგიძღვით და ამას ვაფასებ რათქმაუნდა..მაგრამ..ეხლა მინდა რაღაც გითხრათ..-მორცხვად ვუთხარი და რაღაცას მივაშტერდი.. -რა იყო შვილო?-აფორიაქენულმა მკითხა პეტრემ.. -კომპანიიდან წასვლა მინდა..მე აღარ ვიმუშავებ თქვენთან..-ცივი ხმით ვუთხარი და მათ რეაქციას დაველოდე.. -12- ცოტა ხანს გაშტერებულები მიყურებდნენ, ბოლოს სიჩუმე მალხაზმა დაარღვია.. -რა ხდება ერეკლე?.. ეგ გადაწყვეტილება რამ მიგაღებია..ანაზღაურება არ მოგწონს შვილო?-თბილი ხმით მკითხა და სახეზე დამაკვირდა..მისმა თბილმა ტონმა ძალა წამართვა და აღარც ვიცოდი ეს საუბარი როგორ გამეგრძელებინა.. -არა ბატონო მალხაზ..მოკლედ მინდა ყველაფერი მოგიყვეთ და მაშინ ჩემს მიზეზსაც მიხვდებით..-წყნარი ხმით ვუთხარი და გამბედაობა მეყო ორივესთვის შემეხედა..მათ რეაქციას დაველოდე და როდესაც ნება დამრთეს საუბარი დამეწყო, მაშინღა დავიწყე.. -თქვენ კარგად გახსოვთ თუ სად შემხვდით.. იცით ჩემი წარსული..მე ვიპოვე ის ადამიანი რომელმაც ჩემი ოჯახი, ჩემი ცხოვრებაა გაანადგურა..ის დავით ბაგრატიონია, ადამიანი რომელიც კვირაში ორ მოწვევას მიგზავნის რომ მასთან წავიდე სამუშაოდ..მისი ბრალია დედაჩემის სიკვდილიც, რადგანაც ის მის გარდაცვალებამდე ჩემი მტერი მეგონა.. გესმით?! ამ ადამიანმა ცხოვრება გამინადგურა..მე არ ვაპირებ მის მოკვლას, მაგრამ სულ სხვა გზით გავანადგურებ ისე, რომ ეს მისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება..-წყნარი ხმით მოვრჩი საუბარს და მათ გავხედე.. -ერეკლე, შვილო..ჩვენ შევდივართ შენს მდგომარეობაში, სულ შენს გვერდით გვიგულე..მაგრამ, რას აპირებ? ფრთხილად იყავი, ციხეს თავი ძლივს დააღწიე.. -არა ბატონო პეტრე..მე ვიცი რასაც გავაკეთებ..უბრალოდ მინდა რამოდენიმე თვე გამანთავისუფლოთ ამ კომპანიიდან, რომ გადავიდე მის კომპანიაში და გავანადგურო ისე, რომ ამას თვითონაც ვერ მიხვდება..-ცივი ტონით ვთქვი და ფანჯარას მივაშტერდი.. -კარგი შვილო..ეგ შენი საქმეა, ჩვენ უბრალოდ შენი ბედნიერება გვინდა..რაიმე ცუდს არ შეეყარო..წარმატებებს გისურვებთ და დაგვაკლდები..იმედია დაბრუნდები..-თბილად მითხრა მალხაზმა და გადამეხვია.. -აუცილებლად!-მტკიცედ ვუთხარი და მეც გადავეხვიე.. პეტრესაც გამოვემშვიდობე და კომპანიიდან გამოვედი.. გასასვლელი უნდა გამევლო რომდესაც ვიღაცის ძახილი შემომესმა.. ჩქარი ნაბიჯებით მოვარდა ანა ჩემთან და სწრაფად შეჩერდა ჩემს წინ..თვალები აცრემლიანებოდა და ლოყები აწითლებოდა.. -ანა ხო კარგად ხარ?-გაკვირვებულმა ვკითხე და სახეზე დავაკვირდი.. -ერეკლე..მართლა მიდიხარ?..-მოწყენილი ხმით მკითხა და ცრემლები ვერ შეიკავა.. -ხო ანა..-ყველაფერში ვენდობოდი მაგრამ, ეს ამბავი ბოლომდე არ მსურდა ორი ადამიანის გარდა ვინმეს ცოდნოდა.. -რატო ერეკლე?..რამე მოხდა?..თქვიი გთხოვ..-ტირილით მითხრა და მუდარით სავსე მზერით შემომხედა..-არაფერი არ მომხდარა ანა..დაწყნარდი რა გჭირს? დავბრუნდები აუცილებლად.. -აბა მაშინ რატომ მიდიხარ?..არ წახვიდე გთხოვ..შენს გარეშე ეს კომპანია არაფერია..-ახლოს მომიახლოვდა და ძლიერად ჩამეხუტა.. -არ ინერვილო ანა..დავბრუნდები..მალეე, ძალიან მალე..-წყნარი ხმით ვუთხარი და მეც ჩავეხუტე.. ცოტახანში თვითონ მომცილდა, ცრემლები მოიწმინდა და კომპანიისკენ გაბრუნდა..მეც შემოვბრუნდი და გასასვლელისკენ დავიძარი.. -ერეკლეე..-უცებ წამოიძახა ანამ და ჩემსკენ გამობრუნდა..ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი ისე გამოექანა ჩემსკენ და გამალებით დამეწაფა ტუჩებზე..გაოცებული, გონს ვერ მოვედი, სწრაფად მოვიშორე და სახე დამისერიოზულდა.. -ანა რას აკეთებ? -მიყვარხარ ერეკლე..მიყვარხარრ..როგორ ვერ ხვდები ამასს..მე არ შემიძლია შენთან განშორება..არაა!!-წყნარი ხმით მითხრა და ახლოს მომიახლოვდა.. -ანა მომისმინე..კარგი ადამიანი ხარ მაგრამ..არასწორია შენი საქციელი..მოკლედ ეხლა ამაზე საუბრის დრო არ არის..კარგად ანა..-ცივად ვუთხარი და გასასვლელისკენ წავედი.. მთელი გზა გონს ვერ მოვდიოდი..ისიც გადამავიწყდა რომ ბაგრატიონის კომპანიაში უნდა წავსულიყავი.. გაშტერებული ავედი ტრანსპორტში და კომპანიასთან ჩამოვედი.. ჩვენი კომპანიისგან განსხვავებით ეს უფრო მცირე ზომის იყო.. თანამედროვე ინტერიერი და უახლესი ტექნიკა.. ამაყად შევაბიჯე კომპანიაში და დავით ბაგრატიონი მოვძებნე..როდესაც გაიგო ჩემი სტუმრობის შესახებ, სწრაფად მომიხმო მასთან და მეც შევედი.. -გამარჯობათ ბატონო დავით..-სერიოზული ხმით ვუთხარი.. -გამარჯობა ერეკლე..ვატყობ ბოლოს და ბოლოს მაინც დათანხმდი ჩემს შემოთავაზებას..-ამაყად მითხრა და კარგად ამათვალიერა.. -დიახ..ამიერიდან თქვენს კომპანიაში ვიმუშავებ..-ცივი ხმით ვუთხარი და თვალი ავარიდე.. -კარგია კარგი..შენნაირი ადამიანი იქ მაინც არ უუნდა ყოფილიყო..ერთი უბადრუკი კომპანია რომელმაც შენს ნიჭზე დაიბყრო მწვერვალები მაგრამ ამიერიდან შენ ჩვენთან ხარ..დამიჯერე ბევრ პროექტს განვახორციელებთ..ჩვენი კომპანია თავიდან დაიბრუნებს პირველობას და შენს ძველ კომპანიას უკან ჩამოვიტოვებთ..-ამაყად განაგრძობდა საუბარს..-ოო შენ არ იცი ეხლა რა ბედნიერი ვარ..-ღიმილით მითხრა და მოულოდნელად გადამეხვია..ისე გამაღიზიანა მისმა ამ საქციელმა, რომ მსურდა სწრაფად მომეცილებინა და კარგად მეცემა ყველაფრისთვის, მაგრამ ისევ და ისევ მოთმინება..ცივად გავუღიმე მის ბოლო პასუხზე და დაველოდე თუ სად მიმიჩენდაკაბინეტს..მთელს კომპანიაში დამღლელი და უინტერესო ექსკურსია მომიწყო..ერთი სული მქონდა როდის გამოვიქცეოდი ამ კაცისგან მაგრამ, ჩემი შურისძიება თავს მახსენებდა და თავიდან ვივსებოდი ენერგიით.. ცალკე კაბინეტი და მდივანი გამომიყო..უამრავი ფურცლები მომაჩეჩა და მათი შევსება მთხოვა.. ფურცლებს ზერელედ გადავხედე და თითქმის ყველა შევავსე.. გადაწყვეტილი მქონდა კარგად შემესწავლა კომპანიის ისტორია და შემდეგ მემოქმედა.. მდივანს ისტორია მოვთხოვე და მისი შესწავლა დავიწყე.. როცა ცოტაოდენი დავამუშავე, დაღლილმა ცივად გამოვემშვიდობე დავითს და სახლში წამოვედი.. ისე ამრეოდა ყველაფერი რომ მიჭირდა მოვლენების ბოლომდე გაანალიზება.. მე წამოვედი "ჩემი ოჯახიდან" და კიდევ ვერ ვამართლებდი ჩემს საქციელს..მათი ჩემდამი თბილი დამოკიდებულება ყველაფრის მიუხედავად პირდაპირ მაგიჟებდა.. ისინი იყვნენ ხალხი რომელსაც მე არასოდეს ვუღალატებდი და მაინც ჩემს საქციელს მე ღალატად ავღვიქვამდი.. მამშვიდებდა მხოლოდ მათი თანადგომა ამ საქმეში.. ანა..ის დღეს მე სიყვარულში გამომიტყდა და ეს პირდაპირ მეხის დაცემასავით იყო ჩემთვის.. კარგი ადამიანი იყო, მაგრამ მე დღითი-დღე ვაღიარებდი და ვგრძნობდი ჩემს სიყვარულს ლინდასადმი.. მე ბოლომდე გამოვრკვეულიყავი ჩემი უცნაური სიყვარულიდან და ჩემს გულს უკვე გაეკეთებინა არჩევანი ლინდაზე როცა ანამ გულის გადაშლა გაბედა ჩემთვის..უკვე მართლა აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა.. სახლში მოწყენილი ავედი, ლინდაც იქ იყო.. მოწყენილი სახლით იჯდა ტელევიზორთან და ერთი მომესალმა მეტი არაფერი.. ნელა მივუახლოვდი და გვერდით ჩამოვუჯექი.. -ლინდა როგორ ხარ?..ჩუმი ხმით ვკითხე და კარგად დავაკვირდი.. გამალებით შეცქეროდა მიმდინარე გადაცემას და თითქოს ვერც კი მამჩნევდა.. -კარგად ვარ ერეკლე..შენ როგორ ხარ? რა ხდებოდა კომპანიაში?..-თბილად მკითხა და მზერა ჩემსკენ გამოაპარა.. -ყველაფერი კარგადაა..-წყნარი ხმით ვუთხარი და თვალი ავარიდე.. გადავწყვიტე მისთვის არაფერი მეთქვა რომ უფრო არ ენერვიულა.. ახლოს მივიკარი და შუბლზე თბილად ვაკოცე.. -ლინდა რაღაც არ მომწონხარ..ხომ მართლა კარგად ხარ?..-წყნარი ხმით ვკითხე და თვალებში ჩავაშტერდი.. -კი კარგად ვარ ერეკლე..არ ინერვიულო..-ჩუმი ხმით ამოილუღლუღა და თბილად მომეხვია წელზე.. -მმ კაი მაშინ იდეა მაქვს.. პოპკორნი და კოკა-კოლა ამოვიტანე.. მე ეხლა ვისაუზმებ და მოდი ფილმს ვუყუროთ..-მხიარულად ვუთხარი და მის რეაქციას დაველოდე.. -აუუ რა კაი იდეაა ერეკლეე..კაი მაშინ ჩემი გაკეთებული სადილი უნდა გასინჯო..-ეშმაკური ღიმილით მითხრა და სამზარეულოში გაიქცა..-ლინდა ცოტა ხანს მინდა სიცოცხლე..-სიცლით მივაძახეე.. -ოჰოჰოჰჰ..გასინჯე და კიდე თუ არ მოგინდება აგერაც ნახავ..-კმაყიფილი ხმით მითხრა და სასადილოდ დამიძახა... ჩემთვის ჩამეცინა, მერე ფეხზე წამოვხტი და სამზარეულოში შევვარდი.. -13- ჩემს "ახალ" კომპანიაში ყველაფერი კარგად მიდიოდა.. დიდი ხნის შემდეგ მივაღწიე იმას რომ დავითი ბოლომდე მენდობოდა და ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს მე მავალებდა.. მუშაობის პერიოდში პარალელურად კომპანიის ისტორიას ვეცნობოდი, აღმოვჩინე რაღაც ისეთი რაც ყველაზე მეტად მჭრიდებოდა ეხლა.. იყო უამრავი დარღვევა, მაგრამ ერთი განსაკუთრებული.. ისინი მთელი სამი წლის განმავლობაში ათეთრებდნენ ფულს და ამასთანავე მოსყოდული ჰქონდათ უმარავი მოსამართლე.. გაოცებული დავშტერებოდი ფურცლებს როდესაც მითხრეს რომ დავით მეძახდა.. ფურცლები კარადაში დავმალე და მის კაბინეტში წავედი.. -ერეკლე შენთან საქმე მაქვს..-სერიოზული ხმით მითხრა და ახლოს მომიახლოვდა.. -გისმენთ ბატონო..-დაძაბული ხმით ვუთხარი, რადგანაც ცოტა არ იყოს შემეშინდა მისი დაჟინებული მზერის.. -ჩვენ კომპანიას კარგის გარდა ცუდიც აქვს.. მოკლედ არც ისე დიდი ხნის წინ ჩვენ ფულს ვათეთრებდით..(სახეზე მომაშტერდა).. საკმაოდ გვეხმარებოდა ეგ წინსვლაში მაგრამ შემდეგ შევწყვიტეთ.. ეხლა თავიდან გვსურს იგივეს დაწყება..ნუ მსუურს და შენი დახმარება მჭირდება.. ბანკში ახლო კავშირები გაქვს ვიცი ამიტომაც მინდა დამეხმარო..-წყნარი ხმით განაგრძობდა საუბარს და მითითებებს მაძლევდა.. დაკვირვებით ვუსმენდი და გულში შურისძიების ცეცხლი მიღვიოდა.. მისი მითითებების თანახმად ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ არა ისე როგორადაც მან მითხრა.. ბანკირს ყველაფერზე შევუთანხმდი და გავაფრთხილე.. დავითს ერთი თვე რჩებოდა.. მალხაზს და პეტრეს ხშირად ვეხმიანებოდი მაგრამ, დავითისგან შეუმჩნევლად.. ჩემი გეგმების შესახებ მათზე არაფერი არ მითქვამს მაგრამ ისიც ვიცოდი რომ ბოლოს ყველაფერს გაიგებდნენ.. გერმანიაში ახალი კონკურსი გაიმართა, სადან გამარჯვება "ჩვენ" გვერგოო.. მან მოისყიდა ყალბი ფულით უფროსები და ამით გამარჯვება მოიპოვა.. გახარებული ამაყად შევიდა მალხაზის და პეტრეს კომპანიაში, მათთან მივვარდა.. -აჰაჰ(ირონიულად ჩაიცინა) გამარჯობათ ბატონებო.. აბა რა გეგონათ, თქვენი წარმატება დროებითი და მოჩვენებითი იყო.. ჩვენი კომპანია იყო პირველი და იქნება.. თქვენი მთავარი "ჯოკერი" ხომ ერეკლე ბერაძე იყო.. გამოგიყენათ და მიგატოვათ, თავის ნამდვილ ოჯაახში მოვიდა.. ვაღიარებ რომ ძალიან დაგვეხმარა.. მან გაგვიმხილა თქვენი ყველა საიდუმლო.. მეცოდებით.. პირდაპირ მეცოდებით!!-დამცინავი ხმით დაასრულა და კომპანიიდან გავიდა.. მოგვიანებით ეს ამბავი მან თვითონ მიამბო.. დავითს დავემშვიდობე და პირდაპირ მალხაზის სახლში წავედი.. ვიცი რომ მენდობოდნენ და დავითის ნათქვამს არ დაიჯერებდენ მაგრამ მაინც გადავწყვიტე "გადამოწმება".. მისაღებში მახლაზი და პეტრეც დამხვდა, მათთან ნელი ნაბიჯებით დავიძარი და თბილად მივესალმე.. -ვიცი რომ დღეს თქვენთან დავითი იყო.. ბოდიშით მაგრამ აუცილებელი იყო ეხლა მისიერთი მოგება, რომ დამარცხება რომელსაც ძალიან მალე იგემებს, კარგად შეეგრძნო..-ჩუმი ხმით ვუთხარი და თავი დავხარე.. -არაუშავს ერეკლე..ვიცით და გვესმის..-თბილი ხმით გამამხნევა მალხაზმა.. -როდის დაგვიბრუნდები შვილო?..საერთოდ რას აპირებ?-მოწყენილი ხმით მკითხა პერტემ.. -მალე ბატონო პეტრე..ძალიან მალე..ჩუმი ხმით ვუთხარი და რაღაცას მივაშტერდი.. -ერეკლე დღეს ლინდა ნახე?-მორიდებით მკითხა მალხაზმა.. -არა მალხაზ.. ეხლა მივდივარ სახლში..რამე ხომ არ მომხდარა..??-აფორიაქებულმა ვკითხე.. -დღეს როდესაც დავითი ჩვენთან მოვიდა ისიც ჩვენთან იყო.. თავიდან გაოცებული მიაშტერდა იმ კაცს მაგრამ თითქოს არ შეიმჩნიასავით.. დავითმა ჩემთვის არასასიამოვნოდ შეხედა, უცნაურად ჩაიცინა და საუბარი დაიწყო..ეგ არაფერი.. როდესაც საუბარს მორჩა და კაბინეტიდან გავიდა ლინდას სახე საშინლად გაუმკაცრდა და გაშმაგებული გავარდა კაბინეტიდან.. ვცადე მისი შეჩერება მაგრამ ამაოდ..-მშვიდი ხმით მითხრა მალხაზმა და ჩემს რეაქციას დაელოდა.. გონებაში უამრავმა რამემ გამიელვა.. ვიცოდი ლინდას ასეთი რეაქცია რამ გამოიწვია.. პირველ რიგში დავითი ის იყო ვინც მას დღემდე არ ანებებდა თავს და თან ლინდამ არაფერი იცოდა ჩემი კომპანიიდან წამოსვლის შესახებ.. თავიდან ხმა ვერ ამოვიღე და საშინლად გავნერვიულდი.. -მალხაზ მე ლინდასთვის არაფერი მომიყოლია კომპანიიდან წამოსვლის შესახებ.. არ მსურდა ენერვიულა..ალბათ მაგიტომაც გაცხარდა ეგრე, ყველაფერი რეალობად მიიღო..-დამნაშავეს ხმით ვუთხარი და თავი დავხარე.. მალხაზს არაფერი უთქვია.. ცოტახანში ფეხზე წამოვდექი და სახლში წამოვედი.. ლინდა იქ არ დამხვდა.. მობილურზე დავურეკე მაგრამ, გათიშული ჰქონდა.. ნერვიულობა უფრო გამიმძაფრდა და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა..დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მალხაზს დავურეკე და ვკითხე მასთან ხომ არ მისულა.. მხოლოდ მისმა პასუხმაღა დამამშვიდა.. ჩემზე გაბრაზებული მამამისთან წასულიყო რამაც საოცრად დამამშვიდა.. დასაძინებლად წავედი და მეორე დღისთვის მოვემზადე.. ამაყად შევედი ბაგრატიონის კომპანიაში, მხიარულად მივესალმე მას და ჩემს კაბინეტში დავბრუნდი.. დღეს იყო დღე რომელსაც ყველაზე მეტად ველოდი.. მთელი დღე კოლიდორს გავყურებდი და ველოდებოდი ორი ან სამი, პოლიციის ფორმაში ჩაცმულ მამაკაცს რომლებიც პირდაპირ დავითის კაბინეტში შევიდოდნენ..ეს წამიც დადგა.. ორი პოლიციელი ნელი ნაბიჯებით დაიძრნენ ჩემსკენ და დავით ბაგრატიონი იკითხეს..მეც მხიარულად მივუთითე მდებარეობა და მოვლენების განვითარებას დაველოდე.. მათი კაბინეტში შესვლიდან ათ წუთში ხელბორკილ დადებული გამოიყვანეს გაცხარებული დავითი..შემომხედა თუ არა სახებრაზისგან გაუწითლდა და ხმამაღლად შემაყვირა.. -ერეკლეე განანეებ ამაასს...განანეებ იცოდეე!! სამაგიეროს გადაგიხდიი!! მოღალატეეე!! -ბედნიერი მგზავრობა ბატონო..-სიცილით ვუთხარი და კაბინეტში დავბრუნდი.. თანამშრომლები გაოცებული შეჰყურებდნენ თუ როგორ მიაბრძანებდნენ თავიანთ "ბოსს" პოლიციის მანქანისკენ და თან მზერას ჩემსკენ აპარებდნენ..კაბინტში დავბრუნდი ნივთები ავალაგე და კომპანიიდან ამაყად გამოვედი.. პირდაპირ მალხაზისკენ და პეტრესკენ წავედი და გახარებული შევვარდი მათთან.. -ბატონებოო(ჩამეცინა) ყველაფერი დასრულდა.. ბატონი დავითი ეხლახანს წააბრძანეს პოლიციაში.. ის დააკავეს ფულის გათეთრებისთვის და მისი ფული რაც ბანკში დააბანდა ამიერიდან ჩემია.. მაგრამ ნაღდი, ყალბი არა..-ბოლო სიტყვებზე სიცილი ამივარდა და თვალები გამიბრწყინდა.. ცოტა ხანს გაოცებულები შემცქეროდნენ, მათთან ერთად ანაც იყო.. პირველი ის გამოექანა ჩემსკენ და ძლიერად ჩამეხუტა.. -გილოცავ ერეკლეე!! სამართლიანობა აღსდგაა..მე ყველაფერი გავიგე გუშინ..ვიცი რატომ წახვედი აქედანნ..გილოცავვ..-ღიმილით მითხრა და ლოყაზე მაკოცა.. ცივად გავუღიმე და მადლობა ვუთხარი.. მისი საქციელები პირდაპირ მაგიჟებდა და არ ვიცოდი როგორ მომეგვარებინა ეს "პრობლემა".. მალხაზმა და პეტრემაც მომილოცეს კომპანიაში დაბრუნება.. ყველა თანამშრომელს სახე გაბადროდა და ჩემი დანახვისას თვალები უბრწყინავდათ.. ყველას უხაროდა ჩემი დაბრუნება.. ეს იყო ჩემი ოჯახი, როგორ შემეძლო მათთვის ოდესმე ღალატი ან მიტოვება.. მე მათი ღიმილი და წინსვლა მანიჭებდა ბედნიერებას.. ყველაფერი ეს ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი იყო.. -14- მოუსვენრობამ როცა ზედმეტად შემაწუხა მობილური ავიღე და მალხაზს დავურეკე.. -მალხაზ როგორ ხარ? -კარგად ერეკლე, შენ? -მეც..მომისმინეთ, სადამდე აპირებს ლინდა ჩემზე გაბრაზებული იყოოს..? ააჰ ერეკლეე, დაახლოებით ორი საათის წინ წამოვიდა ლინდა შენთან.. ყველაფერი ავუხსენი და ამიტომაც შენთან წამოვიდა რაღაც უნდა ვუთხრა, ვეღარ ვითმენო..-შეწუხებული ხმით მითხრა მალხაზმა.. -რაა ბატონო მალხაზ??,.. ჩემთან არავინ მოსულა..-გაკვირვებული ხმით ვუთხარი.. -არვიცი ერეკლე..დაურეკე და გეტყვის სად არის.. -კარგით მალხაზ..ნახვამდის..-საუბარი დავასრულე თუ არა პირდაპირ ლინდას ნომერი ავკრიფე.. დაკავშირება ვერაფრით მოვახერხე, მობილური გათიშული ჰქონდა.. ანერვიულებულს აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა.. შუა ღამე დამდგარიყო, ლინდა არსად ჩანდა, მობილური კი გათიშული ჰქონდა.. უჯრა ფრთხილად გამოვაღე, იარაღი რომელიც დიდი ხნის წინ შემეძინა და რატომ მე თვითონაც არ ვიცოდი, ამოვიღე მოსაცმელი მოვიცვი და ბინიდან გამოვედი..სწრაფად მივუყვებოდი თბილისის ბნელ ქუჩებს, სამზე მეტი შესახვევი სწრაფად გავიარე და იმ შენობასაც მივადექი.. შუქი მხოლოდ იმ ოთხაში ენთო სადაც ლინდა იყო დიდი ხნის წინ მისული.. ჩუმად ავუყევი კიბეებს და ოთახის კარებს მივადექი.. კარები ვიღაცას ძლიერად ჩაერაზა, ისე რომ მისი გაღება საკმაო ხმაურს გამოიწვევდა, ეს კი ეხლა არ მაწყობდა.. ოთახი მეორე სართულზე იყო, ამიტომაც ქვემოთ ჩამოვედი და ფანჯარასთან ავძვერი.. შენობის გამოყოფილ ნაწილს დავეყრდენი და ფანჯარაში დავიწყე ყურება.. სახე უმალ გამიშეშდა, ლინდა ორ ახალგაზრდა ბიჭს სკამზე მიებათ.. ის ბიჭი რომელიც აქ წინა მოსვლაზე ვნახე და რომლის ცემის უდიდესი სურვილი ძლივს დავიოკე, ლინდას სახესთან ახლოს მიეტანა თავისი და რაღაცას ყვირილით ეუბნებოდა.. თვალებიდან სიწითლე არ გადასვლოდა რამაც არ გამაკვირვა, მაგრამ ლინდაზე შეხედვისას სწრაფად შევკრთი.. თვალების ირგვლივ სიწითლე მორეოდა და თვალებს ძლივს ახელდა.. გაცხარებული სწრაფად ჩამოვხტი და ოთახის კარებთან ავვარდი.. უცებ ხმაც გავიგე, მეორე ბიჭი ბინიდან გამოვიდა და კარები ღიად დატოვა.. მისი გამოსვლისას მივიმალე, მერე ნელა მივუახლოვდი კარებს და საუბრის მოსმენა დავიწყე.. -ლინდა მთელი დღეა აქ ხარ.. თუკი არ დამეხმარები მაშინ, ცოტაოდენი ნარკოტიკიც და საკმარისი იქნება ეს შენი სიკვდილისთვის ..-ჩუმად ჩაილაპარაკა ბიჭმა და ლინდას ხელებიძლიერად მოუჭირა ლოყებზე.. ლინდას ძალა იმდენად გამოლეოდა რომ პასუხსაც კი ვერ სცემდა.. თავს უაზროდ უქნევდა რაც ბიჭს უფრო აცხარებდა.. -გოგოო არავინ არ მოვა შენს დასახმარებლად არააა.. არც შენი ერეკლე, რომელმაც მხოლოდ მამაშენთან დასაახლოებლად გამოგიყენა.. შეიგნე ეს ლინდა და დაგვეხმარე მის განადგურებაში.. -მკაცრად შეაყვირა ბიჭმა და ლინდას მზერის გამოჭერას ცდილობდა, რომელიც თავს გაუჩერებლივ აქანავებდა.. სწრაფად შევანგრიე კარები და ბიჭს მივაშტერდი.. თავიდან შეკრთა მერე უცნაურად ჩაეცინა და ჩემსკენ წამოვიდა.. -აჰაა შენ ერეკლე ხო არ ხარ??-ირონიული სიცილით მკითხა.. -რა უქენი ლინდას?-მტკიცე ხმით ვკითხე და ლინდას გავხედე რომელიც უგონოდ იყო მიჯაჭვული სკამზე და აზრზე ვერ მოდიოდა.. -რა უნდა მექნა.. მთხოვა და მივეციი.. როგორ გაუხარდა იციი..-თავის ქნევით მითხრა და უცნაურად ჩაეცინა..-ბატონმა დავითმა მოკითხვა შემოგითვალა..მისი თხოვნა იყო ლინდას აქ მოყვანაა..რა კეთილია არა? გოგონა ვერ ბედავდა შენგან წამოსვლა ის კი დაეხმარა..(ჩაეცინა)..ეჰჰ შენ კი არ აფასებბ..-სიცილით ამოიოხრა და მერე ლინდას გახედა.. თვალებში ბრაზისგან ნაპერწკლები წამომცვივდა, საყელოში ვეცი და ძლიერად დავარტყი.. გონს უცებ ვერ მოვიდა მაგრამ არც საპასუხო დარტყმა დაუგვიანებია.. იმის და მიუხედავად რომ წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო მაინც მოახერხა ჩემი მოგერიება.. როგორც იქნა ცემისგან გონება დავაკარგვიე,ლინდასთან მივვარდი და სახეში ხელი რამოდენიმეჯერ შემოვარტყი.. -ლინდა გამოფხიზლდიი ლინდაა..-განწირული ხმით ვთხოვდი რომ გონს მოსულიყო მაგრამ არაფერი გამოდიოდა.. თვალები საზიზღრად ჩაწითლებოდა და ტუჩებზე ფერი დაჰკარგვოდა.. სწრაფად გავხსენი თოკი რომლითაც მიეჯაჭვათ სკამზე და მხარზე გადავიკიდე.. ერთი შევავლე თვალი გულწასულ ბიჭს და გასასვლელისკენ წავედი.. წინ მეორე ბიჭი შემეჩეხა, გაკვირვებულმა შემომხედა.. უცებ შევკრთი და უკან დავიხიე, სწრაფად ამოაძრო დანა ჯობიდან და ჩემსკენ მოიშვირა.. ხელი რამოდენიმეჯერ მოვუქნიე, მაგრამ აიცდინა.. ლინდას გამო წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი, დანა თამამად მოიქნია დამუცელში მომხვდა.. სისხლი შეუჩერებლივ წამსკდა, მაგრამ შევეცადე არ შემემჩნია, ლინდა სწრაფად ჩამოვსვი და ბიჭს წინააღმდეგობა გავუწიე.. დანა ხელიდან წავართვი და რამოდენიმეჯერ ძლიერად დავარტყი, მუცლის არეში ტკივილს ძლივს ვითმენდი მაგრამ ბიჭის მოგერიება მაინც მოვახერხე.. ცემისგან უგონოდ დაეცა, ლინდა ხელში ავიტაცე მაგრამ ჭრილობამ თავი შემახსენა, ამიტომაც მისი ხელი ჩემი კისრის ირგვლივ დავიჭირე და ბანცალით გამოვედი შენობიდან.. ვგრძნობდი თუ როგორ ვკარგავდი ძალას, მაგრამ ეხლა შველა ლინდას ჭირდებოდა, ჩემი თავი არ მანაღვლებდა, წამლის დიდ დოზას შეეძლო ის მოეკლა და ამით მეც მოვკვდებოდი.. ძლივს-ძლივობით გავაღწიე გზამდეიმ იმედით რომ მანწანა ჩამოივლიდა.. თვალებში ნელ-ნელა მიბნელდებოდა მაგრამ, გულის წასვლამდე მკრთალი შუქი მაინც შევამჩნიე, ჩვენსკენ მომავალი.. -15- დიდი ხნის გათიშულ მდგომარეობაში ყოფნის შემდეგ გონს ძლივს მოვედი.. თვალები ფრთხილად გავახილე და მივხვდი რომ საავადმყოფოში ვიყავი.. ცხვირში მილი მქონდა შეერთებული, მუცლის არე შეხვეული და ხელზე გადასხმის ნემსი მიერთებული.. პალატაში მამაჩემის სილუეტი გავარჩიე.. სავარძელში იჯდა და ჩაძინებოდა.. ალბათ მთელი ღამე გაეთია.. პირველი გაღვიძებისას რაც თავში მომივიდა ეს ის იყო თუ როგორ იყო ეხლა ლინდა.. ხმის ამოღება ვცადე მაგრამ გამიჭირდა.. ლუღლუღით დავუძახე მამაჩემს და ძლივს გავაგონე.. თვალები ნელა გაახილა და გამოფხიზებული რომ დამიძახა სწრაფად წამოდგა და ჩემთან მოვიდა.. -ერეკლე შვილო გაიღვიძეე?! მადლობა უფაალლს(პიჯვარი გადაიწერა)..როგორ მიხარიაა..-აღელვებული ხმით მითხრა და შუბლზე ხელი გადამისვა.. -მამა..ლინდა სად არის?..-ლუღლუღით ვკითხე და სახეზე მივაშტერდი.. -შვილო ლინდა რეანიმაციაშია..შენ ეხლა მოძლიერდი და ყველაფერს მოგიყვებით.. ორ დღეზე მეტია გძინავს და როგორც იქნა მომჯობინდი..რა ბედნიერებაა ღმერთო.. რომ არა ნიკაა..-მოწყენილმა წარმოთქვა ბოლო სიტყვები.. -რა ნიკა მამა? რა შუაშია ნიკა?-გაკვირვებულმა ძლივს ვკითხე.. -შვილო მან გპოვათ ქუჩაზე დაგდებულები.. ორივე გულწასულები იყავით.. რა მოხდა შვილო?, ლინდა ძლივს გადაურჩა სიკვდილს და კიდევ ეჭვის ქვეშ არის მისი სიცოცხლე ისე ცუდად იყო..-ანერვიულებული ხმით განაგრძობდა საუბარს და თან თვალებში მომშტერებოდა.. მინდოდა პასუხი გამეცა მაგრამ, ძალა უფრო და უფრო მეცლებოდა ბოლოს ჩამეძინა.. როდესაც გავიღვიძე შედარებით უფრო მეტი ძალა ვიგრძენი..პალატაშო გადავეყვანე.. გადასხმის ნემსი და მილები ცხვირიდან მოეხსნათ ჩემთვის და უფრო მეტ ენერგიასაც ვგრძნობდი.. რომ გავიღვიძე პალატაში არავინ იყო, მაგრამ მალევე ნიკა შემოვიდა.. -ერეკლე როგორ ხარ? როგორ მიხარია რომ გადარჩი ძმაოო..-გახარებულმა წამოიძახა და ახლოს მომიახლოვდა.. -ნიკა მითხრა მამაჩემმა შენზე..არვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო..შენ გადაგვარჩინე მე და ლინდა..-წყნარი ხმით ვუთხარი და თბილად გავუღიმე.. ლინდას წარმოთქმაზე სახე დაუნაღვლიანდა და თვალი სწრაფად ამარიდა.. -რა ხდება ნიკა?..ლინდა როგორ არის?-აფორიაქებულმა ვკითხე.. -უკეთესად..ძალიან ცუდად იყო ერეკლე..მისთვის იმდენი ნარკოტიკი მიეცათ მისთვის რომ..ძლივს გადარჩაა..ეხლაც რეანიმაციაშია..გონს ჯერ კიდევ არ მოსულა სამწუხაროდ..-მოწყენილი ხმით მითხრა და თავი დახარა..-რაა?? როგორ?? ხომ გადარჩება ნიკა?..-ხმა ამიკანკალდა და წამოდგომა დავაპირე..-უნდა ვნახო..-სწრაფად წამოვიძახე.. -არაა ერეკლე დაწყნარდი..გადარჩება ლინდაა..ეხლა დაბრუნდი საწოლში გთხოვ..უნდა მოშუშდე და მერე გპირდები მიგიყვანნ..-თბილი ხმით მითხრა და დამეხმარა საწოლში დაბრუნებაში.. -ვერ მოვითმენ გთხოოვვ..-მუდარით ვუთხარი და მის რეაქციას დაველოდე.. დიდი ხნის ბორძიკის შემდეგ დამთანხმდა, სავარძელი შემოიტანა, მასზე მოვთავსდი და ლინდასკენ წავედით.. ნიკამ მასთან შემიყვანა და მერე თვითონ გავიდა.. უამრავი მილი მიეერთებინათ მისთვის..სახეზე ფერი წასვლოდა და სიწითლე ისევ შერჩენოდა თვალებს ირგვლივ.. მისი ხელის მტევანი ჩემს ხელებს შორის მოვიქციე და სახეზე მივაშტერდი.. -ლინდაა..მიყვარხარ ლინდაა..ნუ დამტოვებ გთხოოვვ..შენს დაკარგვას უკვე ვეღარ გადავიტან..-მოწყენილი ხმით ვლუღლუღებდი და სასწაულის მოხდენას ველოდებოდი.. ნიკამ რამოდენიმეჯერ შემომაკითხა, მაგრამ ვთხოვე ლინდასთან დავეტოვებინე.. დიდხანს მივშტერებოდი მის სახეს და ბოლოს ჩამეძინა.. თავზე ვიღაცის ვიგრძენი და უცებ გამეღვიძა..ლინდას გაღვიძებოდა..ძლივს სუნთქავდა და გაფაციცებით მომშტერებოდა.. -ლინდააა..-სიხარულით წამოვიძახეე..-ლინდა შენ გაიღვიძეე..მადლობა უფალო..-სიხარულით წამოვიძახე და მისკენ გადავიხარე რომ შუბლზე მეკოცნა..ნაიარევი საშინლად მეტკინა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და ლინდას მაინც ვაკოცე შუბლზე.. თვალებს ძლივს ნაბავდა..ხმა ძალაგამოცლილმა ვერც ამოიღო და მალევე ჩაეძინა.. მალევე პალატაში ექიმი შემოვიდა და ლინდას შესახებ ვუთხარი.. ..დღეები სწრაფად გადიოდა და ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა.. მე ორი დღის შემდეგ გამომწერეს მაგრამ სიარული მიჭირდა.. ლინდასთან ვატარებდი მთელ დღეებს და ჩემი სიჯიუტის გამო მხოლოდ რამოდენიმე წუთით ვაძლევდი მალხაზს, ანას და სხვა დანარჩენს მისი ნახვის უფლებას.. ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტი ენერგია ემატებოდა.. მალე პალატაში გადაიყვანეს.. -როგორ ხარ ლინდა?..-წყნარი ხმით ვკითხე და თავზე ხელი გადავუსვი.. -ერეკლე ეს ყველაფერი..(ხმა აუკანკალდა) ესს..ისეთი საშინელი იყო..მეგონა ლუკა(სახე ზიზღით აევსო) მომკლავდაა..ის..ის ისეთიიი.. -ლინდა დაწყნარდი გთხოვ..არგინდაა..ყველაფერი წარსულში ჩაბარდა.. ორივე მათგანი პოლიციამ დააკავა და ეხლა იმ დავითთან ერთად იხდიან სასჯელს..ვეღარაფერს დაგვიშავებენ გპირდებიი..-დამშვიდებული ხმით ვუთხარი და შუბლზე ვაკოცე.. რამოდენიმე დღის შემდეგ ისიც გამოწერეს.. მინდოდა ჩემს ბინაში წამეყვანა მაგრამ მალხაზმა უარი მითხრა.. ის ამბობდა რომ ლინდამ საკმარისად იცხოვრა ჩემთან..მადლობას მიხდიდა ყველაფრისთვის რაც მისთვის გავაკეთე და ამბობდა რომ ეხლა მისი სახლში დაბრუნებისდრო იყო.. როდესაც სიტუაცია ჩაწყნარდა, უკვე დრო იყო მთავარი საქმე გამეკეთებინა.. ნიკა დამეხმარა შესაბამისი სამოსის შერჩევაში, როგორც ყოვეთვის მისი საოცარი იუმორით რაღაც უაზრობა მომაძახა და მალხაზის სახლში წავედი.. ლინდა, მალხაზი, ანა და პეტრე მისაღებში იჯდნენ და წყნარად საუბრობდნენ.. ჩემი დანახვისას ლინდა სწრაფად წამოხტა და ძლიერად გადამეხვია.. ყველა მათგანს მივესალმე და მერე ლინდას მივუბრუნდი.. ვთხოვე ერთი წუთით გარეთ გამოსულიყო.. -ერეკლე, რა გვინდა ამ წვიმაში გარეთ?..-გაკვირვებულმა ხმამაღლად მკითხა როდესაც გარეთ გავედით.. -მერე რა ლინდა?! ნოემბრის წვიმაა.ეს საოცრებაა, ნამდვილი ნეტარებაა.. როგორ შეიძლება გძულდეს?..-ღიმილით ვკითხე და შუა ეზოში გამოვიყვანე.. იმდენად ძლიერად წვიმდა რომ მალევე ბოლომდე გალუმპულები ვიყავით მაგრამ ეს ეხლა ნაკლებად მადარდებდა... -ჰეე ეხლა დაიწყე რა გინდა..დამემართა ფილტვების ანთება..-სიცილით მითხრა და სახეზე დამაკვირდა.. -არ გაცივდები ნუ გეშინია.ხო გეუბნები ნოემბრის წვიმა საოცრებაა..ეგ როგორ გაგაცივებს..საერთოდ როგორ შეიძლება ადამიანი წვიმამ გააციოს როცა წვიმა ეს თავისუფლებაა.. ნამდვილი ნეტარება..-ამაყად წარმოვთქვი ეს სიტყვები და თავი ცაში ავწიე.. -კაი ხოო ხოო.. ნუ წელავ სათქმელს..მითხარი..-მორცხვად მითხრა და თვალებში ჩამაშტერდა.. -ლინდა..(წელზე ხელები მოვხვიე და ახლოს მივიზიდე) შენი სული..ეს სივრცედ გცეული მუსიკაა, რომელიც თავიდან შიშს, მერე რწმენასა და ღვთაებრივ სიყვარულს ბადებს ჩემში..ეს გრძნობა წვიმასავით თავისუფალი და შესაგრძნობია ლინდა..მთელი სულით მიყვარხარ..-მშვიდი ხმით ვუთხარი და მას დავაკვირდი.. თვალები სიხარულით აევსო და უმალვე გაუბრწყინდა..-არაფერს მეტყვი?-მორცხვი სიცილით ვკითხე სიჩუმის შემდეგ.. -ერეკლეე..მეც მიყვარხარრ..მეეეცცც..-ხმამაღლად წამოიყვირა და ძლიერად ჩავეხუტე.. -ხოდა მაშინ..გამომყვები ცოლად?..-ჩუმი ხმით ვკითხე და ჩემი სახე მისასთან ახლოს მივიტანე.. სახე გაოცებისგან გაებადრა და ხმას ვეღარ იღებდა, ძლივს მოიკრიბა ძალა და წყნარი ხმით მითხრა.. -კიი..-სიხარულით წამოიძახა. ახლოს მივიზიდე და მის ტუჩებს მთელი გრძობებით დავეწაფე..მის წვიმის წვეთებისგან დასველებულ ბაგეებს საოცარი შეგრძნება მოჰქონდა ჩემს მთელ სხეულში და მსურდა ეს წუთი არასოდეს დასრულებულიყო.. დასასრული... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.