შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მერცია


30-06-2016, 00:53
ავტორი sarahearv
ნანახია 1 391

-დილამშვიდობის, მომესალმა სანდრო
-დილამშვიდობის, ვეუბნები და ვეხვევი
ეს ჩვენი ერთ-ერთი არაფრით განსხვავებული დილის დასაწყისი. უკვე 2 წელია მე და სანდრო ერთად ვცხოვრობთ.ყველაფერი კი ძალიან ბანალურად დაიწყო........
ოთხი წლის წინ...
-მერცია,მერცია გამიღე რა კარები, უკვე 2 დაიწყო და კიდევ გძინავს??!!
ძილბურანში მყოფს, ყრუდ ჩამესმოდა მალის სიტყვები და ამაოდ ვცდილობდი წამოდგომას. ოჰჰჰ როგორ მტკივა თავი, ეს გოგო კი გაჩუმებას არაპირებს. ძლივს წამოვდექიდა კარამდე ფეხების ფრატუნით მივედი.
-მალი, ხომ კცი რომ ვერვიტან დილაობით რომ მაღვიძებ.
-ვიცი, ვიცი მაგრამ ისეთი რამ მოხდა რომ არ მოგიყვე გული გამისკდება. ჩქარა ლაპარაკობდა ის და თითქმჯს არ სუნთქავდა.
-კაი, მოყევი რა მოხდა ეგეთი. მივაძახე და სამზარეულოში გავიზლაზნე ჩაიდანის დასადგმელად.
-გოგო, გუშინ მთელი დღე ამ სოციოლოგიას ვმეცადინეობდი, რაღაცნაირად ვერ გავუგე. -მალი ცოტა მოკლედ მოყოლა შეგიძლია?!
-არა. მოკლედ მომიჭრა და განაგრძო
-ხო და შემიყოლია და საათს რომ დავხედე უკვე ოთხი საათი ხდებოდა, გავიფიქრე "საკმარისია დანარჩენს ხვალ ვისწავლი მეთქი" დასაძინებლად კიდეც დავწექი მაგრამ ვერ დავიძინე და გასეირნება გადავწყვიტე.
მეგობრობაზე რომ ჩამვუხვიე ის დავინახე, მარტო მოდიოდა.
-მოიცა ვინ ის? ეხლა არ მითხრა რომ დამიანე ნახე... ვკითხე გულგახეთქილმა
-ხოო, ეგ იყო, შემიძლია დავიფიცო რომ ეგ იყო.
-მოიცა, და მერე?! რამე გითხრა? გამოგელაპარაკა?
-არ დამლაპარაკებია, მაგრამ სახლამდე უხმოდ მიმაცილა, უკან მომყვდბოდა და ხმას არ იღებდა.
-ღმერთო შენ გვიშველე... ვთქვი და მალის ყავიანი ჭიქა დავუდგი წინ.
ასე გაშტერებულები ვისხედით დაახლოებით 10 წუთი. მერე მალი წავიდა სოცოილოგია უდა ვიმეცადინოო. მე კი დავრჩი ისევ მარტო ჩემ მასტისთან და უამრავ სამეცადინოსთან ერთად.
საკუთარ თავზე საუბარს ვერ ვიტან, მაგრამ მოკლედ გეტყვით.
ვარ მერცია ქალდანი, 21 წლის, სტუდენტი.
მყავს მშობლები მაგრამ ცხოვრობენ მოსკოვში. ვარ დედისერთა მაგრამ არა ეგოისტი და გათამამებული. ასევე მყავს ძაღლი სახელად მასტი.
მალი კი ჩემი ბავშვობის დაქალი.
ღმერთო როგორ დაცხა, უკვე შეუძლებელი ხდება მეცადინეობაც, ძილიც და ლექციებზე ჯდომაც. მაგრამ ცოტა დარჩა, სულ სულ ცოტაც და მერე მთელჯ ზაფხული წინაა. ჩემს მეზობელ სახლში ახალი მეზობლები გადმოდიან, საკმაოდ ხმაურიანები არიან, რაც ძალიან არ მომწონს. ჯერ არ დამინახავს ვინ გადმოდის მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი, რომ ძალიან მაღალ ხმაზე უსმენენ მუსიკას.
გამოცდების ჩაბარების შემდეგ სულ თავისუფალი ვიყავი, ხან რას ვაკეთებდი ხან რას. მალი კი სულ ჩემთან ერთად იყო და სისულელეების კეთებაში მეხმარებოდა. ჩემი ახალი მეზობლებიც გავიცანი, უფრო სწორად მასტიმ გაგვაცნო ერთმანეთს. 3 ბიჭს უყიდია და ისინი ცხოვრობენ, საკმაოდ თამამები და მოურიდებლები არიან. მალე გაშინაურდნენ რაც მთავარია, მეორე ღამესვე გამათენებინეს. მუსიკას უსმენდნენ ბოლო ხმაზე და ვერაფრით მოვხერხე დაძინება. მალი მიბრაზდება: "ზედმეტად კომუნისტობ დიდი ამბავი 2 საათი თუ მუსიკას უსმენდნენო" მაგრამ რა ვქნა ძილი ყველაფერს მირჩებნია და ისინი ამ ნეტარების უფლებას მართმევენ.
გუშინ მე და მალი ეზოში ვისხედით, ყავას ვსვამდით როცა მალის თავში ბურთი მოხვდა, ყავიანი ჭიქა ხელიდან გაუვარდა და ზედ გადაიქცია. მისი სახე უნდა გენახათ, ლამის ტირილი დაიწყო. სულ დასველდა და გაბრაზებული დააბოტებდა ოთახებში და სალანძღავ სიტყვებს არ იშურებდა, როცა ოთახში გაბმული ზარის ხმა გაისმა...



№1 სტუმარი manana

gaagrdzele aucileblad geli

 


№2  offline მოდერი Eleniko13

სურათზე რომ გოგოა, დედოფალია ფოტოშოპის :დდ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent