შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილი წავა და ბედნიერება მოვა (თავი 9)


30-06-2016, 03:01
ავტორი lanukk
ნანახია 1 776

***************
დილით ანის ადრე გაეღვიძა, თვალები გაახალი და გვერდით მწოლიარეს გადახედა, ალექსანდრეს რომ დაინახა ესიამოვნა, დიახ არ მოგესმათ, ესიამოვნა რომ მის გვერდით იყო, უხაროდა რომ მის სითბოსა და სიახლოვეს გრძნობდა. თანდათან ხვდებოდა რომ ის უბრალო ადამიანი არ იყო მისთის. დიდი ხანია რაც მის მიმართ გაურკვეველი გრძნობები აკავშირებს, გრძნობები რომლის ამოხსნასაც ცდილობს. ის უყვარდება, ისე უყვარდება რომ ვერც კი ხვდება. არის მომენტები როდესაც უბრალოდ უნდა რომ მასთან ერთად იყოს, მას ჩაეხუტოს და ელაპარაკოს, ვერ კი იაზრებს ეს რაში შჭირდება, მან ხომ არ იცის რა არის სიყვარული, მოწონება, არასდროს დაინტერესებულა ბიჭით, ყოველთვის მის საქმეს ასრულებდა. არადროს ეგონა ვინმე თუ შეუყვარდებოდა, მითუმეტეს ესე ძლიერად. ფიქრობდა, ფიქრობდა და მხოლოს ერთ აზრამდე მიდიოდა „მიყვარს“ თუმცა იყო ერთი „მაგრამ“ „მას ხომ არ ვუყვარვარ, რაზე ვოცნებობ როდესაც გოგონადაც კი არ წარმოვუდგენივარ ალბათ“ ესეთ ფიქრებში იყო, ისე საყვარლად ეძინა ალექსანდრეს მისი კოცნა მოუნდა, ამ დროს ტელეფონმა დარეკა სასწრაფოდ აიღო რომ ალექსანდრე არ გაჰღვიძებოდა:
-გისმენთ.
-ანა, ახალი დავალება გვაქვს. მზად ხართ?
-რათქმუნდა, მომწერეთ ვინ, როდის, რატომ და სად.
-ეხლავე გადმოგიგზავნით.
-დიახ გელოდებით.
უთხრა და გაუთიშა. მხოლოდ ეხლა დახედა ტელეფონს უამრავი გამოტოვებული ზარი იყო, სასწრაფოდ ლიზას გადაურეკა:
-ლიზა.
-ვაიმე ანი როგორ ხარ? სად ხარ?რამე დაგიშავა? ხომ კარგად ხარ?
-დამშვიდდი, კარგად ვარ, არაფერი დაუშავებია.
-სად ხარ?
-ალექსანდრესთან. მისმისნე ეხლა ვერაფერს აგიხსნი უბრალოდ უნდა დამეხმარო.
-გისმენ.
-ახალი დავალება მაქვს მე კი არც ტანსაცმელი მაქვს, არც ფეხსაცმელი, არც მოტოციკლეტი და არც იარაღი. შეგიძლია ეს ყველაფერი მომიტანო? ხოიცი ძაან მჭირდება და ლექციები არ დაიწყო გთხოვ, არაფერი მომივა.
-რომ გითხრა რამე რა მაინც ვერაფერს შეგაგნებიებს კაცი.
-ანუ კი?
-კარგი მოვიტან. ეხლავე წამოვიდე?
-ხო მიდი მეჩქარება.
-კარგი.
ეხლა იგრძნო შიმშილის გრძნობდა, სამზარეულოში გავიდა და საუზმის მომზადება დაიწყო.ზარის ხმა გაიგონა ეგონა ლიზა იყო:
-ასე მალე მოხვედი?
ლიზას მომლოდინე ლუკა და ნიკა შერჩა ხელში
-უკაცრავად ესეიგი სხვაგან მოვხვდით. - თქვეს, ანიმაც კარი მოხურა თუმცა ეგრევე დააზარეს:
-არა, სწორად მოვედით.
-თქვენ ალბათ ალექსანდრესთან ხართ არა?
-დიახ.
-შემოდით.
-თქვენი სახელი?
-ანი
-ეხლა არ მითხრა ახვლედიანიო
-დიახ.
ეს იყო და ლუკა ერთწუთში აეკრა ნიკას, და დაიკივლა:
-რა უქენი ალექსანდრეს? მოკალი? ცოცხლად დამარხე? ცემე? დაჭერი? სადარი?
ანი გაშტერებული უყურებდა იქამდე სანამ ორივემ სიცილი არ ატეხა. ანი ბოლოს გონს მოვიდა თუმცა ცოტა გამასხარავება მოუნდა, და სერიოზული სახე დაკერა.
-მართლა ალექსანდრე სადარი?
-ვინარი ალექსანდრე?
-ვინ და ალექსანდრე კლდიაშვილი
-ააა ეგ?
-ხო ეგ სადარი.
-რავი ბოლოს რომ ვნახე სისხლში იყო და ეხლა არვიცი. - ისეთი სერიოზუოლობით უთხრა ნიკა და ლუკა მართლაც შეშინებულები იყურებოდნენ, სანამ ანის არ გაეცინა. ახარხარდა და ვერაფრით დაწყნარდა:
-თქვენი სახე უნდა გენახათ იმ მომენტში, ვაიმე ცუდად ვარ.
-მართლა სადარი?
-ძინავს. ეგ სანამ გაიღვიძებს მოდით თქვენ არ გშიათ? ჭამეთ.
ლუკა „შეშინებული“ დაჯდა და ანის კითხა:
-არ მოგვწამლავ?
-არა ნუ ნერვიულობთ.
ამ დროს ზარიც დარეკეს:
-ეს ალბათ ლიზაა, თქვენ ჭამეთ მოვალ ეხლავე.
გაიქცა და გააღო, ლიზა კი უკმაყოფილო სახით შემოვიდა:
-ნუ რამდენჯერ გითხარი არ წახვიდეთქო, ხომ შეიძლება ერთხელ მაინც დამიჯერო? არა მაინც ჯიუტი ხარ რა.
-კაი რა ლიზზ მომიტანე ყველაფერი?
-კი. - ამ დროს დაინახა ლიზამ ბიჭები.
-უი უკაცრავად. არ ვიცოდი ვინმე თუ იყო გამარჯობათ.
-გაიცანით ეს ლიზაა ჩემი მეგობარი, ეს კი ნიკა და ლუკა არიან.
-სასიამოვნოა.
-ჩვენთვისაც.- ლუკამ ისე უპასუხა არც ამოუხედავს. როცა ამოიხედა კი თვალი გაუშტერდა, ლიზა არ უყურებდა თუმცა ის თვალს ვერ აშორებდა. პირველად ნამდვილად არ ნახულობდა გოგოს კარგი გარეგნობით თუმცა სერიოზულად არასდროს შეუხედავს ქალისთვის.უცბად ლიზამაც გახედა და ორივე ჩაიძირა თავიანთ თვალებში. იქამდე უყურებდნენ ერთმანეთს სანამ ისევ ანიმ არ ამოიღო ხმა:
-მომე რა მეჩქარება
-ეს ტანსაცმელი, ეს გასაღები.
-კარგი გამოვიცვლი და მოვალ. - სხვა ოთახში შევიდა. ამ დროს კი ალექსანდრე გამოვიდა:
-გამარჯობა. ლიზა როგორ ხარ?
-კარგად ალექსანდრე შენ?
-მშვენივრად.
-ოჰ აქ რა გინდათ ბიჭებო?
-რავიცი მეთქი ძმაკაცვს ნახავთქო მარა ანიმ ძინავსო და აღარ გაგაღვიძეთ.
-მოიცა თქვენ იცოდით რომ მე მეძინა და არ გამაღვიძეთ? კარგად ხართ?
-კი.
-კაი მერე დაგელაპარაკებით და ლიზა შენი გიჟი დაქალი სადაა.
-აქააა ვარ. - გამოვიდა, მარა რა გამოვიდა, სპორტულები რომელიც ჭირდებოდა დავალების შესასრულებლად მშვენივრად გამოკვეთდა ანის ტანს. ისეთი სექსუალური იყო ალექსანდრემ ძლივს მოაშორა თვალი.
-ლიზ ისინი ვერ ვნახე. სადაა?
-კაი რა ანი გადაიფიქრო შეიძლება
-რამდენჯერ უნდა მიმეორო ერთიდაიგივე ხო ხედავ რომ არ დაგთანმხდები სადაა?
-რაზე ჩხუბობთ?
ლიზამ თქმა დააპირა თუმცა ანიმ თვალები რომ დაუბრიალა გაჩერდა.
-ანი შენ ეგ თვალები გააჩერე. შენ მოყევი.
-ალექსანდრე ახლა შენი ლექციები მაკლია კიდე, ლიზა დროზე მომე და წავედი
-მოიცა სად მიდიხარ?
-ლიზა
-ანი გელაპარაკები
-მე არა, ლიზა მომე დროზე
ლიზა მიხვდა უკვე აზრი არ ქონდა და დიდი ყუთი მაგიდაზე დადო.
-მადლობა.
-არაფერს. მაგრამ მეტი არ მთხოვო კარგი?
-კარგი.
ანი უცბად მივიდა ყუთი გახსნა სადაც ყველაზე ცოტა 5იარაღი მაინც იდო. ბიჭები გაშტერებულები უყურებდნენ, ანი კი ნელ-ნელა ყველას ტენიდა და სხვადასხვა ადგილას იდებდა.ორი დანა იყო რომლებიც ორივე ფეხსაცმელში მოათავსა. ორი იარაღი ჯიბეებში. ერთი კიდე გადასაკიდი გაიკეთა.
-შენ გოგო ნორმალური ხარ? საიდან გაქ ამდენი იარაღი? ან რაში გჭირდება? გადაირიე?
-აუ ალექსანდრე შენი პანიკიორობა და ისტერიკა მაკლია ეხლა ზუსტან. საქმე მაქვს და ახსნის თავი არ მაქვს. მივდივარ
-გოგოოოოო!!!!!!!!
-რა გაღრიალებს. შე იდიოტო ნორმალური ხარ? ამხელა კაცი ხარ ბოლოსდაბოლოს და რამდენს მახსნევინემ რო გეუბნები საქმეზე მივდივართქო ესეიგი სერიოზულია და არ მაქვს ეხლა შენი ნერვები. - ანი ლაპარაკობდა და თან ტონს უმატებდა. უცბად მოკიდა გასაღებს ხელი და ადგილს მოწყდა.
-ვაიმე ახვლედიანოო!!!!!! ვერ გადამირჩები!!!!!!!
-ასე იცის, აზრი არაქვს შენ ნათქვამს მაინც მისას გაიტაბს.
-მაგასაც ვნახავთ. - უკან გაყოლა დააპირა თუმცა ლიზამ შეაჩერა
-მისმინე ვიცი რომ ანი შენთვის ბევრს ნიშნავს, ვიცი რომ გეშინია რამე არ მოუვიდეს მაგრამ მისმინე მისი საქმე კარგად იცის ეხლა რომ გაყვე და ხელი შეუშალო მისი დავალება ჩაიშლება ამას კი საშინელი შედეგი მოყვება. თუ ოდნავ მაინც განაღვლებს არ გაჰყვე, მალე მოვა და აგიხსნის ყველაფერს.
-შენთვითონაც ხომ იცი რომ არაფერს არ ამიხსნის?
-ეს მისი გადასაწყვეტია. მე ვერ ჩავერევი.
-რა არ ჩავერიო ერთხელ დაჭრილი დამადგა, ახლა ისეთი იარაღები დამანახა ცხოვრებაში რო არ მინახავს, ყველა დატენა და დიდი ქილერივით ჩაიდო.
-....
-მოიცა ქილერი რომ ვახსენე რატომ გაჩერდი.
-მე?
-ხო შენ. რახდება? მითხარი რომ იმ დავალებებზე რომ გზავნიან, ადამიანებს არ კლავს.
-მისმინე ერთს გეტყვი ანი ქილერი არ არის, არც არასოდეს მოუკლავს ადამიანი. უბრალოდ ეს არ შემიძლია აგიხსნა ...
-კარგი გასაგებია
-კარგი უნდა წავიდე ჩემი წასვლის დროა.
ლიზა გააცილა. ბიჭები ჯერ კიდევ გაშტერებულები იყვნენ და ყველაფერს იაზრებდნენ.
-კლდიაშვილი ასე მალე დანებდა?
-და ვინ გითხრათ რომ დანბდა? - უცბად აიღო მანქანის გასაღები
-აბა არ გავყვებიო?
-ისე მეუბნებით, ვითომ ახლახანს გამიცანით
-კარგი. მაშინ ადე ლუკა გავყვეთ
-მოიცა მოიცა თქვენ სად მოდიხართ
-ალექსანდრე ნერვებს ნუ მოგვიშლი. ხომიცი რომ მაინც გამოგყვებით
-არა.
-შენ გეკითხებით
-არა
-აუ დავაი ახლა რა ალექსანდრე.
-ებიჯო რა დაგემართა - ახლა ლუკაც აყვა
-უბრალოდ არ მინდა რომ ცუდ სიტუაციაში აღმონდეთ.
-იცი რომ დრო გვეკარგება? ანის კვალს ვეღარ მივაგნებთ.
-კარგი წამოდით.
ყველა მანქანაში მოთავსდა. ალექსანდრემ სასწრაფოდ ვატოსთან გადარეკა:
-გამარჯობა ბატონო..
-ვატო არ მცალია სასწრაფოდ მომწერე ანი ახვლედიანის ადგილსამყოფელი
-კი მაგრამ
-არავითარი მაგრამ ეხლავე
-კარგით.
მართლაც რომ გამოუგზავნა და დაიძრნენ. დიდი ხანი არ მოუწიათ მგზავრობა, თუმცა როდესაც ადგილზე მივიდნენ გაშტერებულები აქეთ-იქეთ აცეცებდნენ თვალებს. ასახული სურათი კი საოცარი იყო, ანი ოთხ კაცს ერთად ეჩხუბებოდა, ერთს ფეხი მოუქნია, მეორე ერთი კარგად უთავაზა, მესამეს იარაღი დაუმიზნა და გათიშა, მეოთხე კი დაჭრა. უცბად გადმოცვივდნენ ბიჭები დასახმარებლად, თუმცა ანი რომ დაინახეს სამივე მიეყინა ადგილს. გაცეცხლებული იყო, ისეთი თვალებით უმზერდა სამივეს სიკვდილი მოუნდა. ალექსანდრე პირველად ხედავდა ანის ესეთს. ამ დროს ერთმა დროს იხელთა და ანისკენ გამოიქცა უნდა ჩაერთყა ბლაგვი საგანი თუმცა ანიმ დროზე იგრძნო, უცბად შემობრუნდა საგანი დააგდებინა, ფეხებშუა ამოარტყა და საქმეც დაამთავრა. უცბად გადარეკა:
-ოთხივე აქ არის მისამართს გამოგიგზავნით, სასწრაფოდ მოდით.
-დიახ გათიშულები არიან
-კარგად.
უცბად გადაუგზავნა მესიჯი. ახლა კი ბიჭებს მოუბრუნდა.
-თქვენ დამაცადეთ. ეხლავე მანქანაში მოწყდით აქაურობას თორემ პრობლემები შეგექმნებათ ამაზე შემდეგ დავიაპარაკებთ. - თვალი თვალში გაუყარა ალექსანდრე.
ალექსანდრე აპირებდა კიდევ რაღაცის თქმას თუმცა რაღაც ხმა გაიგონა და სამივე მოწყდა ადგილს. ანიმ როდესაც უფროსი დაინახა თავი დაუქნია და წაციდა. მთელი გზა ალექსანდრე ლანძღავდა, ვერ მშვიდდებოდა. თურმე როგორ გაუბედე ანი ახვლედიანს დაუმორჩილებლობა. ბოლოს ალექსანდრე სახთან გაჩერდა. სწრაფად დააზარა. კარი ალექსანდრემ რომ გაუღო ეგრევე თავს ქვემოთ მოკიდა ხელი:
-მე შენ რა გითხარი. ხომ გაგაფრთხილე არ გამომყვემეთქი. ქართული სიტყვა რატომ არ გესმის. წარმოგიდგენია იქ რომ ვინმეს დაენახე რა ამბავი დატრიალდებოდა? - თან უყვიროდა და ხელს არ უშვებდა ისე დაატარებდა მთელ სახლში სანამ ბიჭები შეამჩნია. ორივე სიცილს ძლივს იკავებდა, მაგრამ როდესაც ანის თვალები დაინახეს მაშინვე დახარეს თავები.
-ან თქვენ რაღა დაგემართათ, ხომ ვთქვი საქმემაქთქო. არ გესმის ქართული ენა? - ბოლოს ალექსანდრემაც სცადა განთავისუდლება. დიდი ძალისხმევის შემდეგ მიაღწია კიდეც:
-რაიყო გოგო რამხელა ძალა გაქ
-შეხედე ამას მე რას ვეუბნები და ის რაზე ჯუჯღუნებს.
-ოო აბა რა ვქნა - დასჯილი ბავშვივით დახარა თავი ალქსანდემ
-ახლა რაღას იზამ. დააშავე უკვე .
-აუ ანი ბოდიში რა ჩვენ არ გვინდოდა უბრალოდ ვნერვიულობდით. -ნიკამაც და ლუკამაც თავის მართლება დაიწყეს, ანას გაეღიმა თუმცა მაინც დატუქსა.
-კარგით ამ ერთხელ გაპატიებთ. მაგრამ მეტი მასე აღარ ქნათ.
-გპირდებით.- პატარა ბავშვებივით აუციმციმეს თვალები.
-კარგი ჩვენ წავალთ. - უცბად გაიცურცლნენ ორივე.
ანი ჯერ ალექსანრეს უყურებდა რომელიც ისევ თავჩარგული იყო დასჯილი ბავშვივით. ბოლოს გაეღიმა და ოთახში გავიდა. იარაღები მის ადგილას დააწყო, გადაიბანა, გამოვიდა ცოტა ხანი ლოგინზე იწვა, იფიქრა ცოტას დავისვენებო თუმცა ისე ჩაეძინა ვერც გაიგო. ალექსანრე რომ შევიდა გადააფარა, შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა. ისიც თანდათან ხვდებოდა რომ ანი შეუყვარდა. არასდროს უფიქრია გოგონაზე სერიოზულად. როდესაც წინა კადრები გაიხსენა თუ როგორ ჩხუბობდა ანი ვერ იჯერედა, თუმცა იმაზეც ნერვიულობდა რომ იცოდა ანი ამ დავალებებს თავს არ დაანებებდა და ეშინოდა, დიახ ეშინოდა რომ რამე არ მოსვლოდა ანის.
რამოდენიმე საათში ანას გაეღვიძა, საათს დახედა და უცებ წამოდგა. ოთახიდან გამოვიდა და ალექსანდრე დაინახა რომელიც ვახშამს ამზადებდა. უცბად შემობრუნდა ხმის გაგონებაზე:
-უი გაიღვიძე უკვე? მოდი დაჯექი მალე მზად იქნება ვახშამი. - ანის ისე შიოდა უარი არ უთქვამს.
-რამეში დაგეხმარო?
-კი თუ შეგიძლია თეფშები და ჩანგლები დაააწყვე.
-კარგი. - ანიმ ყველაფერი გააკეთა ალექსანრემაც და ორივე მოკალათდა.
-მშვენიერი ხელი გაქვს.
-ვიღაცას ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა მახსოვს.
-კარგი კარგი სიტყვა უკან მიმაქვს. თუმცა დაიმახსოვრე ამას ხშირად არ ვაკეთებ.
-აჰამ და მაინც არ მეტყვი?
-რას?
-რატომ დადიხარ ამ იდიოტურ დავალებებზე რომბლებზეც შეიძლება მოკვდე?
-მოიცა... არა
-ანი გეყოს. აღარ მეცინება შენ თვითონაც უნდა გესმოდეს რომ ეს ყველაფერი საშიშია.
-და დიდი ბიჭი ხარ და შენც უნდა გესმოდეს რომ სხვის საქმეში ცხვირი არ უნდა ჩაყო.
-მე?
-აბა მე?
-მე შენთვის გეუბნები. მითუმეტეს ეს რაში გჭირდება. მოგწონს ამის კეთება? ადამიანების მოკვლა კარგი სამუშაო? - ანიმ ყველაფერი გაიაზრა რაც უთხრა, ძლივს იკავებდა ცრემლებს, მას ხომ ადამიანის სიკვდილი დააბრალეს, სხვა რომ ყოფილიყო ფეხებზე დაიკიდება თუმცა ალექსანდრეგან ამას არ მოელოდა. უცბად ადგა ოთახში გავიდა, ყუთი აიღო და გამოვიდა:
-ძალიან გემრიელი იყო მადლობა. - მხოლოდ ეს თქვა და წავიდა. წავიდა და დატოვა ალექსანდრე რომელიც ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა მის დანაშაულს, ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა თუ რა წამოაყრანტალა, და როგორ ატკინა გული ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს მის ცხოვრებაში. ბოლოს გაახსენდა თუ რა საშინელება თქვა და ხელები თავზე მოისვა:
-ღმერთო ეს რა გავაკეთე. მე ხომ ... მე ხომ.. ის უბრალოდ მიყვარს. არ მინდა რომ მას ვინმემ გული ატკინოს, ამ დროს კი მე რას ვაკეთებ.. რას ვაკეთებ ისეთ რამეს ვეუბნები და ვადანაშაულებ რასაც ჩემგან კიარა არავისგან იმსახურებს.
თაროდან ვისკი გამოიღო, მიიყუდა, სვამდა და სვამდა არ ჩერდებოდა. თან ფიქრობდა და ფიქრობდა თუ როგორ შემოერიგებინა ანი. ბოლოს გათიშულს დივანზე ჩაეძინა. დილით როგორც ყოველთვის ლუკას და ნიკას ყვირილმა გააღვიძა:



..............................

ნუ ვიცი რომ ჩემს საქციელს გამართლება არააქვს. ძალიან დიდი ბოდიში ამდენი ხანი რომ გალოდინეთ ( ნუ ვინც კითხულობთ) ძლივს მოვრჩი გამოცდებს. შევეცდები ყოველდღე დავდო. მემგონი საკმაოდ დიდი თავი გამომივიდა, გთხოვ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში დაწეროთ. მიყვარხართთთთ <3 <3 <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent