შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექიმი დეტექტივი 12


1-07-2016, 23:41
ავტორი NA NO
ნანახია 1 953

კიდევ ერთი კვირა ისე გავიდა, რომ ანონიმური წერილები არ მომსვლია და არც ვინმეს შევუწუხებივარ, მეც ავდექი და პიტერის მეგობარი დავითხოვე... ემას სახლში უკვე აღარაფერი მესაქმებოდა ვეღარ ვბედავდი მათთან სტუმრობას, თან ჩემს იქ მისვლას არანაირი გამართლება არ ექნებოდა. როგორც გავიგე ემა და ბერნარდი გაქორწინებულან, არანაირი პრობლემა არ შეუქმნია ემას იმისათვის, რომ პროცესი სასამართლოში გაგრძელებულიყო და დრო გაეწელა, ის ადამიანები რომლებიც ემას ბერნარდის კომპანიებზე დახარბებულად თვლიდნენ იმედგაცრუებულები დარჩნენ. რამდენჯერმე დემეტრე მესტუმრა გავიგე სამსახურიდან წამოსულხარო და მომიკითხა, ალბათ სისულელე იქნება თუ ვიტყვი რომ საერთოდ არ გამიხარდა მისგან ყურადღება, თუმცა იმ ფაქტსაც ვერსად გავექცევი რომ ახლა მის ცხოვრებაში გარკვეული ადგილის დაკავების პრეტენზია არც უნდა მქონდეს... მე არ მცალია პირადი ცოვრების ასაწყობად, ახლა ყველაზე ნაკლებად მინდა ვინმე იყოს ჩემს გვერდით, ზოგადად ურთიერთობები მაშინებს მგონია, რომ სათანადოდ მზად არ ვარ. შედარებით პატარა რომ ვიყავი უფრო სხვანაირად ვუყურებდი ურთიერთობებს და ზოგადად ჩემს მომავალს, რომელიც პირდაპირ ოჯახთან ასოცირდებოდა და შეიძლება უფრო მამაცურადაც ვუმკლავდებოდი იმ პასუხისმგებლობის აკიდებას ფიქრებში ვიდრე ახლა განვიცდი და ვიაზრებ იმას, რომ წლები ძალიან მალე გავიდა და დროა ვიფიქრო შვილებზე. ჩემსავე ფიქრებზე მეცინება, მით უფრო როცა რაღაც დოზით წარმოვიდგენ დემეტრესთან მომავალს, სისულელეა... მერე რა რომ წლების წინ მოვწონდი? არც არაფერი ჩემო თავო, არც არაფერი... ახლა ალბათ ეყოლება მისთვის შესაფერისი მეწყვილე.
-თქვენ ლილი ამაშუკელი ხართ ხო? ეჭვნარევი მზერა შემავლო ახალგაზრდა ბიჭმა რომელსაც პატარა ყუთი ეჭირა
-დიახ
-თქვენთვის ეს ამანათია, თუ შეიძლება ხელი მომიწერეთ
-კარგით, გმადლობთ...
გული საშინლად ამიჩქარდა, ანონიმური წერილებიდან ამანათებზე გადასვლა ცოტა მაშინებდა. იქნებ ბომბი იყო? სისულელეა...
ფრთხილად გავხსენი პატარა ყუთი და იქედან რამდენიმე ფოტო სურათი ამოვიღე რომლებზედაც კევინის უსულო ცხედარი აღბეჭდილიყო... მისი ფოტო აქამდე არსად მენახა... სახე საოცრად ლამაზი ჰქონდა, ზოგადად ბიჭს არ ვუხამებ ამ სიტყვას, მაგრამ კევინი საოცრად ლამაზი იყო, დამენანა.... მაისური მთლიანად სისხლით იყო მოსვრილი და სახეზე უსწორმასწოროდ ეყარა სველი თმის ღერები... თან წერილიც იყო ,,შენ ჩვენი არ გესმის, ყველაფერი შენს თავს დააბრალე, არამგონია გაგიხარდეს
შენი ახალი და ძველი მეგობრების სიკვდილი“ რატომ ვუდგებოდი ამ მუქარებს ასე უგძნობლად ვერ ვხვდებოდი, ალბათ როდესაც ფაქტის წინაშე დავდგებოდი მერე გავაანალიზებდი ყოველ დეტალს და დავაფასებდი სიცოცხლეს. ზოგადად ადამიანი ხო მაშინ ხვდება იმის ფას, როდესაც მისი დაკარგვის საშიშროება ოთხმოცდაცხრამეტ პროცენტს აღწევს...

.......
-ლილი ემას კომპანიის დანარჩენი აქციებიც ვიყიდე, უფრო სწორად საღამოს საბუთებს უნდა მოვაწერო ხელი და შემდეგ გამოგივლი, თითო ჭიქა ღვინით ავღნიშნოთ... რას იტყვი?
-ღვინო ახლა ნამდვილად არ მაწყენდა...
-რაღაც შენი ხმა არ მომწონს კარგად ხარ?
-კი რომ გნახავ მერე ვილაპარაკოთ
-კარგი... საღამომდე
....
საღამომდე ჯეიმს ვესტუმრე, კლარას ახალი რეცეპტით გამომცხვარი ღვეზელი დამხვდა, რომელიც ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა...
-დღეს საშინელი ოპერაცია იყო... ხომ იცი გულზე მუშობა არ მიყვარს თანაც როდესაც საქმე სიმსივნეებთან მაქვს
-სარქვლის პროტეზირება გააკეთეთ თუ სარვლის პლასტიკა?
-საბედნიეროდ იმდენად უკიდურესი მდგომარეობა არ იყო, რომ პროტეზირება გაგვეკეთებინა, ამიტომ პლასტიკა გადავწყვიტეთ, ეს ხომ იცი პაციენტისთვის უფრო ხელსაყრელია, გულს საკუთარი სარქველი რჩება
-საინტერესო იქნებოდა მაგ ოპერაციაზე დასწრება ჯეიმს
-შენ ამ ბოლო დროს ვეღარ იცლი ლილი, ახლა სხვა ოპერაციები გიტაცებს
-მგონი უკვე ცხრება ჩემი ცნობისმოყვარეობა....
-მაგ სიტყვების შენც არ გჯერა და მე მაჯერებ?
-ხო კარგი კარგი.... ახლა წავალ დემეტრეს უნდა შევხვდე
-ჰოოო? წარბები აწია კლარამ და ჯეიმსმა ერთდროულად და ორივე გაოცებული შემოცქეროდა
-ჰოო რა მოხდა?
-უცხო ქვეყანაში შენი თანამემამულე იპოვე და დარდს იქარწ....ბ?
-დაახლოებით, თუმცა მე დარდი არ მახრჩობს
-ჰოო დარდი არაა... დემეტრე დაგახრჩობს მალე
-ოხ ჯეიმს მეგობარიც არ არის
-გაგვაცანი ერთ დღეს შენი მეგობარი ბიჭი
-არც მეგობარი ბიჭი არ არის თქვენი გაგებით, კარგი წავედი თორე ნერვულ სისტემას მისპობ ეს ქირურგი კაცი
.....
გზაში ისევ ის შეგრძნება მჭამდა, რომელიც მაუწყებდა რომ ვიღაც დაჟინებით მიყურებდა, რამდენჯერმე უკან მოვიხედე თუმცა საეჭვო ვერავინ შევნიშნე, გულს ის მიხარებდა რომ ქუჩაში მხოლოდ მე არ მივდიოდი.. უცებ საიდანღაც ქეითს მოვკარი თვალი რომელმაც მალევე შემამჩნია და დაბნეულმა ხელი დამიქნია, გამიკვირდა ამ უბანში მისი ნახვა. თუმცა არფერი შევიმჩნიე.
-აქ რას აკეთებ ქეით
-მეგობართან ვიყავი, გამიკვირდა თქვენი აქ დანახვა
-მეც იგივეს თქმა მინდოდა, რამე ახალი ხომ არ არის ისევ გირეკავენ?
-არა... უბრაოდ ახლახანს პიტერს გადავეყარე და ვიჩხუბეთ
-კი მაგრამ რატომ?
-შენი ფსიქოპატური ფიქრები შენთვის შეინახე და გზაზე არ გადამეღობოო ასე მითხრა, არადა დამეფიცება ამას წინათ ვნახე ამ ქვეყანაში არ ეწერა ისეთ დღეში იყო, დარწმუნებული ვარ პიტერი იყო... კი .... ის იყო დაამატა წამიერი დუმილის შემდეგ..- რომ ვუთხარი გნახე როგორ იყავი წამლისგან გათიშულითქო და კისერში მწვდა
-აქ ახლა?
-კი
-საით წავიდა
-თქვენ საიდანაც მოდიოდით..
-ახლა გასაგებიაა
-რა არის გასაგები?
-არაფერი ქეით, ძალიან გთხოვ თავი შეიკავე, მართლა რამე არ დაგიშავოს
-არ შემიძლია გაჩუმება, როდესაც მას ვხედავ... თქვენც ხომ ვერ ელევით ამ საქმეს, გემუქრებიან, გაშინებენ.. თუმცა თქვენ ისევ დაინტერესებული ხართ ამ ყველაფრით
-შენ რა იცი ქეით რომ მემუქრებიან?
-ამას წინათ თქვენ არ მითხარით? აღშფოთდა იგი
-ხოო? ნამდვილად არ მახსოვდა ქითს ვესაუბრე თუ არა ჩემი ანოიმური წერილების შესახებ, თუმცა ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა ახლა
.......
უკვე კარგა ხანი იყო რაც საღამო ხანი დადგა და მეც შესაბამისად გამოწყობილი ველოდებოდი დემეტრეს, სასიამოვნო გრძნობა მივლიდა ტანში, მიხაროდა მისი წარმატების აღნიშვნას ჩემთან ერთად რომ აპირებდა და ისე ვნრვიულობდი ამ სიამოვნების ფონზე თითქოს პაემანზე მეპატიჟებოდა... თუმცა რა აემანი უკვე კარგად ჩამობნელდა და არ ჩანდა.
დროის მოკვლის მიზნით აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა და უაზროდ ვრთავდი ტელევიზორს არხიდან არხზე, ცოტაც და თვლემას დავიწყებდი ჩემი ტელეფონი რომ აბზუვლდა
-ხო დემეტრე
-დემეტრე საავადმყოფოშია მის, რადგანაც ბოლოს თქვენს ნომერზე ჰქონდა დანარეკი მაგიტომაც დაგირეკეთ, თქვენ მისი რა ხართ?
-მე მეგობარი... კი მაგრამ რა მოუვიდა? რომელ საავადმყოფოშია?
-იქნებ ოჯახის წევრებსაც შეატყობნოთ, დაჭრილია თანაც არასახარბიელო მდგომარეობაა
გოგონას დანარჩენი სიტყვებისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, როგორც კი საავადმყოფოს მისამართი მითხრა მაშინვე ჩჩანთას დავავლე ხელი და სახლიდან გავვარდი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent