გაბრიელა და გაბრიელი (თავი 1)
კარი შემოაღო:ჟირაფივით მაღალმა, მაიმუნივით დაჭყეტილ თვალებიანმა და ყველის ვაჭარივით მომღიმარმა აყლაყმა... ეს ლანძღვა იქეთ იყოს და მართლა სიმპაწიური რომაა… ოდნავ ქერა, მაღალი, ნავარჯიშევი სხაულით, მუქი წაბლისფერი თვალებით და ღიმილიი?! მარტო ამ ღიმილისთვის ვაპატიებდი, რომ გადამარჩინა. _რას მიშტერწბიხარ და თვალებით ჭამ მაგ ბიჭს?! გამოფხიზლდი!!_მიკარნახა ჩემმა მეორე მემ. ამ ჭაბუკმა კი კარი შემოაღო და იკითხა _შეიძლება? _ოჰ ახლა გავხდით ზრდილობიანი?! სანამ გადამარჩენდი მანამდე რატომ არ იკითხე შეიძლებოდა თუ არა?! _აჰამ, ესეიგი შეიძლება! _ცინიკურად გამიღიმა და ვითომც არაფერი მოვიდა და ჩამოჯდა საწოლთან ახლოს. მე კი შევუდექი მის დატუქსვას... _რა უფლებით მოხვედი და გადამარჩინე?! რაც შენ საქმე არაა იმაში ცხვირი რომ არ უნდა ჩაყო არ გასწავლეს?!რატომ? რისთვის? ვისთვის? რანაირად? ვინ გეკითხებოდა? ვინ დაგაძალა გადახტი დასველდი და გადაარჩინეო?რატომ იყავი საერთოდ იქ? ვერ გაიარე? სხვა ადგილი ვერ იპოვე? ჩემთან რა გინდოდა? სხვა თვითმკვლელიც იქნებოდა სანაპროზე რა მაინცდამაინც მე მეტაკე?! და საერთოდ აქ რა ჯანდაბას აკეთებ გინდა მკვლელი გამხადო?!_ეს ყველაფერი ამოუსუნტქავად მივაყარე. კიდევ გავაგრძელებდი მაგრამ ჰაერი აგარ მყოფნიდა. ამ დროის განმავლობში ცინიკური სახით მიყურებდა რაც ძალიან მიშლიდა ნერვებს... _დაამთავრე?!_ინტერესით სავსე თვალებით მიყურებს ვითომ ძალიან აინტერესებს... _კი _ისუნთქე ძალიან გთხოვ თორემ მერე იმქვეყნად მომდებ შარს, შენს გამო მოვკვდიო... _ხმას ნუ იღებ საერთოდ!_ მკაცრი ტონით ლაპარაკს არ ვქწყვეტ _შემიწუხდი?! შენ ჩემს ადგილას, რომ იყო თვითმკვლელობა აღარ დაგჭირდებოდა. _ნუთუ?! _დიახაც_ისევ გამიღიმა_მადლობასაც არ გადამიხდი? _რისთვის?!_ის არ ეყო, რომ ჩემს საქმეში ჩაერია ახლა მადლობის გადახდასაცას მთხოვს... _თუნდაც იმისთვის,რომ სიცოცხლე შეგინარჩუნე. _შენთვის ვინმეს რამე არ უთხოვია! ჯობია ფეხზე დამდგარს აღარ გადამეყარო თორემ... _თორემ ისევ ს ცდი?!_უკვე ძალიან მოქმედებს ეს უზრდელი ჩემზე. _წადი აქედან_თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი გამახსენდა და ცრემლები ყელში მომებჯინა. _მყუდროებას გირღვევ? _გულს მირევ! _ცოტაც და ავქვითინდებოდი, მაგრამ გარეგნულად რამეს არ ვიმჩნევდი.. _ოო ყველაფერთან ერთად ენამწარეც ყოფილხარ. _გაეთრიე_მეტი აღარ შემეძლო,მაგრამ ცრემლების ყლაპვას ვაგრდზელებდი. _რაღაც უნდა მომეცა, მაგრამ გადავიფიქრე_შემდეგში შეხვედრის შანსი გავზარდე(გაბრიელი)_მომავალ შეხვედრამდე. _არ მჭირდება შენი არაფერი. წადი აქედან და თვალით აღარ დამენახო! წამოდგა და გასვლას აპირებდა, გაბიმ თავის შეკავება ვეღარ შეძლო და ამდენი ტკივილის გახსენებისგან ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან მალეე მოიწმინდა, მადრამ გაბრიელმა მაინც შეამჩნია და თითქოს გულის სიღრმეში ისევე ჩაწყდა როგორც მაშინ როცა გაბი ბერეგის პირას ატირებული ნახა... გაბრიელი გავიდა თუარა ოთახში ელენე რასაცქვია შემოვარდა. ალბათ გაბრიელსაც შეეჯახა შემოსვლისას. მივარდა დაქალთან და ძალიან, ძალიან მაგრად ჩაეხუტა. _მე აქ მარტო მტოვებდი?! მარტო შენ გინდოდა ფრენა?! ყოჩაღ! ასე უნდა მეგბრის დაფასება!_ცრემლების მიუხედავად მაინც გაეღიმა გაბის.. და საბოლოოდ გადაყლაპა ისინი.. _შემდგომში გაფრენას, რომ გადავწყვეტ აუცილებლად შეგატყობინებ! _იმ ვიღაც ბიჭს, რომ არ გადაერჩინე ახლა სად იქნებოდი ღმერთმა იცის.. _ახლა გაფრენილი ვიქნებოდი, მაგრამ იმ უტიფარმა ფრთები დამამტვრია!_ამოიხვნეშა და ჰაერს სიტყვებიც ამოაყოლა. _ვინ იყო ეგ უტიფარი? _წეღან კარებთან რომ შეასკდი აი ის მახინჯი იყო! _ის იყო გოგო მახინჯი?!_პირი დააღო ელენემ_შენი ნახვა სასწრაფოდ რომ არ მდომებოდა ალბატ სიამოვნებით გავუბავდი ფლირტს... თვალები ააფახუნა და თმების წვალება დაიწყო... _მექალთანა არა და მეორე უეჭველი ხარ!_(გაბი) _მეკაცთანე?! _ორივეს სიცილი აუტყდა_მართლა იმ ბიჭმა გადაგარჩინა?! _არა რომ გადავხთი წყალში, თურმე თევზი ვყოფილვარ და ლაყუჩებით დავიჭყე სუნთქვა.. _კიი აბა რაა, მერე ფრთები გაგიჩნდა და მოფრთხიალდი საავადმყოფოში არა?! _ნეტავ ჩემი ნებითმაინც მოვსულიყავი, იმ ვიგინდარამ დამავლო ხელი და მომაცუნცულა აქ... ვითომ ჩემს საყვარელ ადგილას მოვყავდი... _და რა იცი აქ რომ არ მოეყვანე იმ სიმპაწიურს სად აღმოჩნდებოდი?! _ჩემებთან ახლოს მაინც ვიქნებოდი._ისევ მოიწყინა _ გიო და მე შენებად არ ვითვლებით?!_ვითომ გაებუტა ელენე. _ოო კაი რას ბოდიალებ ახლა.. გვეყო.. _წეღან რატომ იტირე? იმ ვიგინდარამ გატირა? ხომ იცი არ ვაცოცხლებ, ვიპოვიდა სიკვდილს და ვანატრებ... _კაი დაწყნარდი ცუნცულ, შენი გაბედული გული და სპაიდერმენის სხეული სხვასთან გამოიყენე.. _გაგასპაიდერმენებ ეხლა მე შენ.. რატომ იტირე მეთქი?! _საიდან მოიტანე?! არ მიტირია... სად შემიძლია მე ტირილი... _ოჰ გოგონი გგონია მე რამეს გამომაპარებ?! გიომ მითხრა რომ უკვე შეგიძლია ტირილი, მე რომ შემოვედი მაშინ კი ჩაწითლებული გქონდა თვალები... _ყველაფერი გამახსენდა და გული ამიჩუყდა.. ჩვენი ბავშვობაც გამახსენდა, ჩვენ ოთხი ერთდ, რომ ვთმაშობდით და უბანს ვაწიოკებდით.._ისევ მოიწყინა, ამჯერად ორივმ... ელენე და გაბრიელა ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ. როგორც ისინი ამბობენ შორეული ნათესავებიც არიან_ გაბრიელას დიდი ბებია-ევა და ელენეს დიდი ბაბუა-ადამი ცოლქმარნი ყოფილან. ეს ორი განუყრელი დაქალი ბაღშიც ერთად დადიოდნენ, სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც ერთად არიან ორივე მომოავალი სამრთალდამცველი. ხოო ერთ დღეს აქვთ დაბადების დღე ელეს, გაბის და გუგას... ამ ბოლო დაბადების დღისთვის ელენეს თბილისში მოუწია წასვლა, უნივერსიტეტის საქმეზე და ამიტომ იყო გაბი მარტო. დაქალები ხასიათით ძალიან გვანან ერთმანეთს, ხოლო გარეგნობით თითქმის თითქმის! გაბის სწორი ოდნავ ქერა თმა აქვს, ხოლო ელეს ხვეული წაბლისფეწრი თმები. გაბის ზღვასავით ლურჯი თვალები აქვს, ელენეს მუქი თაფლისფერი. ორივე მაღალი, გამხდარი და ტანადია. მათი გარეგნობისა და ხასიათის გამო, როგორც ყვავილები ფუტკრებს, ისე იზიდავენ ბიჭებს. ამ ბიჭების ნაწილს თვითონ გოგონები იცილებენ ნაწილს კი გიო და გუგა მარამ მერე მხოლოდ გიოს შერჩა ეს საქმე... გაბი საავადმყოფოდან მალევე გამოწერეს, სერიოზული არაფერი სჭირდა...მაგრამ თავის დატვირთვა მაინც არ შეიძლება ამტომ ორი დღე სახლიდან არ გავა.. სამაგიეროდ გიორგი და ელენე თითქმის ყოველთვბის მასთან არიან. _გაბიი ვიცი რომ გამიბრაზდები, მაგრამ მაინც უნდა გითხრა! _თუ ჩემი რეაქცია იცი რაღატომ მაბრაზებ და შენც ენას იღლი?! _იმიტომ რომ შენი გაღიმებული და ბედნიერი სახის დანახვეა მინდა._გაბიმ თითებით დაჭიმა ტუჩის ირგვლივ კანი და ღიმილის იმიტირება გააკეთა.. _აჰა ხომ ვიღიმი?! მეტი რა გინდა?! _ფსიქოლოგთან მიდი რაა?! ამდენი სტრესით ჯერ შენს თავს და მერე ჩვენ გვანადგურებ! _ხო კაი მორჩი.. მაგაზე მერე ვილაპარაკოთ ცუნცულ. ახლა კი მიდი და დიიდი პიცა მომიტანე რაა... ხო კაი რას მიყურებ ეგეთი თვალებით მოიტანე და შენც გაჭმევ ერთ ნაჭერს... ჰა კაი ორს... სამს და მორჩა. _ხო ხო კაი, შე ღორმუცელა, მოგიტან.. ნახევარზე შევთანხმდი ხოო?!!_ ენა გამოუყო და კარებში მიიმალა. ელენეს მოსვლამდე გაბი სოციალურ ქსელში შევიდა... „ოჰ ჭორები რა მალე ვრცელდება“.. მისი გვერდით თუ ვიმსჯელებთ ყველამ იცის უკვე გაბის ამბავი: ზოგი ამხნევებს რომ მეორედ იგივე არ გაიმეოროს, ხოგი ლანძღავს, ზოგი ისეთ გაურკვევლობას წერს გლანძღავს თუ გაქებს ვერ მიხვდები. მობეზრდა ეს სისულელეები და გასვლას აპირებდა, რომ მოგობრებში დამატების თხოვნა მოუვიდა. გახზნა სტუმრის პროფილი და ნაცნობი ღიმილი ამოიცნო, მაგრამ მეგობრობაზე უარი სტკიცა და მიაბუმძულა უკან. ხოო კიდევ ამ ღიმილის პათრონის სახელი გვარი გაიგო: გაბრიელ გვარიშვილი... რა ლამაზი სახელი და გვარი აქვს გაიფიქრა, უნებლიე გაბრიელა გვარიშვილიც გაეფიქრა, მერე კი საკუთარი თავი გალანძღა ამისთვი, გამოძვრა „facebook”-იდან და დაიწყო გაბრიელზე ფიქრი, მაგრამ ვინ აცალა?!?! ელენე შემოვიდა უზარმაზარი პიცით ხელში... _მოვიტანეე... ამაზე დიდი პიცა ვერსად ვიშოვე.. იმედია გეყოფა ღორმუცელა ფიშოო._ელე გვერდით მიუჯდა გაბის და ერთად შეუდგნენ პიცის შესანსვლას, მაგრამ არ დასძალდათ მარტო ჭამა?! შემოვარდა გიორგი და დასწვდდა პიცას.. _ეეე ეს ჩვენი პიცაა_გაიბუსხა ელენე _ზუსტად თქვი! ჩვენი პიცაა და არა მარტო თქვენი! სწორედ ამიტომ ვჭამ._გაეკრიჭა გიო გოგონებს და ისევ გემრიელად შეექცა პიცის ჭამას. _პიცა ძალიან მაგარია, მაგრამ სახლიდან როდის გავალთ?! არ მიყვარს ერთ ადგილას ჯდომა! _მაგი მანამდე გეფიქრა სანამ წყალში გადახტებოდი._ელემ და გიომ ერთდროულად მიკბინეს.. _ახლა სულ უნდა შემახსენოთ სისულელე, რომ ჩავიდინე?! _ოჰჰ მაგას თუ ხვდები წინსვლაც გვქონიაა._ისევ აგრძელებს გიო _ოო კაი რაა… _ხო კაი კაი... ხვალ შეგეძლება სადაც გინდა იქ წახვიდე.. _მე ვიცი ხვალ რაც უნდა ვქნათ_წამოიყვირა ელენემ _რაა?_ორივემ ინტერესით სავსე თვალებით შევხედა ელენეს. _გითხრაათ? _კიი _ნამდვილად გაინტერესებთ?! _ელე ნერვებზე უკრავ უკვეე!!_გიო_და თუ გავბრაზდიი_ეშმაკური თვალებით შეხედა.. _კაი კაი ოღონდ არ გამიხიცინო და ყველაფერს ვიტყვი_დანებდა ელენე. _თქვი აბა.. _მოკლედ, ხვალ აღვნიშნოთ ჩვენი ოქროს დაბიდუბი.. მხოლოდ ახალგაზრდებმა.. ნუ გიო შენ უკვე ბებერი ხარ შეგიძლია არ წამოხვიდე..._გადაიკისკისა სალომ და გაიქცა გიოს სახის განახვისას. _ნახევარი საათი სირბილის შემდეგ როცა მე კუთვნილი პიცის ჭამა დავასრულე დავუძახე მათაც და ძლივს მიხვდნენ რომ ამდენ სირბილში დაიღალნენ.. ელე მომიჯდა და ხმამაღლა წამოიძახა_ ხოო შენი გადამრჩენელიც დავპატიჟოთ. _რაა?! რატომ?! _რა იყო რა გაგიკვირდა? მადლობასაც არ იმსახურებს?!_გიომაც მხარი აუბა.. _არ იმსახურებს!! _არიმსახურებს კიარა დიდი სითბოთი უნდა ეუბნებოდე მადლობას_ელენე _ოჰჰ ხელებიც ხომარ დავუკოცნო?! _არც ეგ არ იქნებოდა ურიგო_ დამეკრიჭა გიო _კაი შევთანხმდით ესეიგი, ხვალ შენს გადამრცენელსაც ვეუბნებით და მაგარ დროს ვატარებთ_ელე _შევთანხმდით კიარა, თქვენ შეთანხმდით._გაბი _ხვალამდე ფიშოო_ ელე და გიო დაემშვიდობა გაბის, მაგრამ ბოლოში ისევ მოუშალეს ნერვები_ უიი კიგამ დაგვავიწყდა შენ უნდა დაპატიჟო შენი გმირიი_გაიკრიჭნენ და სახლიდან გასქურეს. ^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^ დიდი ბოდიში ყველას ასე დაგვიანებისთვის უბრალოდ ვერანაირად ვერ მოვახერხე ახალი თავის დაწერა, სახლში არ ვიყავი, მაგრამ ახლა ყველანაირად ვეცადე დიდი თავი დამედო... უღრმესი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და აქტიურობისთვის.. შევეცადე წინა თავში დაშვებული შეცხომები გამომესწორებინა.. გთხოვთამ თავზეც არ დაიშუროთ აქტიურობა და თქვენი აზრი დაწერეთ.. რა მოგწონთ რა არ მოგწონთ! მიყვარხართ ძალიან... კიდევ ერთხელ ბოდიში დაგვიანებისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.