შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუთუ მართლა გიყვარვარ(დასასრული)


3-07-2016, 09:31
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 17 972

-ორი დღე აორთქლებაზე რა აზრის ხარ ?- პორშეს გასაღები აიღო და კარი გამიღო
-კაიი? მართლა? შენც წამოხვალ?
-არა გეგონოს მარტო გაგიშვებ და მე დავიტოვებ საქმეებს... არ იცი როგორ მიყვარს ძილი და დასვენება? - საჭესთან დაჯდა და უკანა კარიც გავაღეთ. სწრაფად მოსწყვიტა მანქანა ადგილს. ჩქარა მიდიოდა, ქარი თმებს მირევდა, გათიშული სიედაც არ ვიყავი მაგრამ გამოვფხიზლდი, ანდროს ვუყურებდი და აზრზე არ ვიყავი სად მივდიოდით. წასასვლელის მეტი რა იყო . სიმღერას ავუწიე ბოლო ხმამდე, შემდეგ ავყევი კიდეც . ანდრო იცინოდა, საერთოდ არ მაქვს მონაცემები ამ მხრივ ის კიდე დამცინოდა ,ბოროტი.
-რას დამცინი საზიზღარო
-რატო გაჩუმდი ტო
-გაგებუტე
-ვაიმეე ჩემი პატარა - ხელზე მაკოცა და გაიცინა- მიდი იმღერე თორე რა გაძლებს ჩუმად
-შენც თუ იმღერებ კი- რას წამოვაყრანტალე. რას იმღერებსთქო ვიფიქრე ,დუმდა ჯერ, მერე თითქოს ელოდა რაღაცას,სიმღერა შეიცვალა და მისი ხმა რომ გავიგე გავითიშე. აღარც ქარი მშველოდა, აღარც სიცივე, აღარც სიგრილე არაფერი,გაჩერდა დროც, ვიჯექი ასე გაშეშებული და ვუსმენდი
- ვაუუ ... დღეიდან შენი ფანი ვარ იცოდე... შენ საოცარი ხმა გაქ
-აღარ მეგონა თუ შემეძლო … მოკლედ შენთან რას არ გააკეთებ კაცი
-იმედია კიდე მიმღერებ
-თუ დაიმსახურებ,ვნახოთ
-ოო ნუ ხარ საზიზღარი- ტუჩები გავბუშტე და მანქანაში გადამალული ვისკის ბოთლი დავაძრე-როგორ მიყვარს ჩემი წინდახედული თავი - ბოთლლი მივიყუდე და საზურგეს მივეყრდენი. ისევ იგივე სიჩქარე, სიგრილე რომელიც გათიშვის საშუალებას არ მაძლევდა,ანდროს ხელი ჩემს ხელზე და ქარის მიერ მოტანილი მისი სურნელი,რომელიც არ მყოფნიდა. მისკენ გადავიწიე და ისე მოვეხვიე ტარებაში რომ არ შეშლოდა ხელი ,მხარზე დავადე თავი და გავიტრუნე. თუჩები მომაკრა შუბლზე და ისევ გზას გახედა. ასე ჩუმად მივდიოდით,არ ვიცი სად მაგრამ აშკარად სადღაც გადაკარგულში მივყავარ. თუმცა სულერთია, მასთან ყოფნისთვის არაფერს დავიშურებ. ყველაფერზე თანახმა ვარ , სადღაც ფერმასთან გადაუხვია როგორც იქნა, დიდი სახლი იყო, უზარმაზარი ეზოთი .მოკლედ ტიპური ფერმის სახლი ეზოში თავლაც იყო. მოკლედ არ ვიცი რას აპირებს ,მიგვიღებენ კი?
-აქ უნდა დავრჩეთ?
-სასტუმროში ,უზარმაზარ ქალაქში ყველა გიცნობს და ეგ როგორი გამოპარვაა,ვინ მოგასვენებს.
-რომ არ მიგვიღონ?
-მიგვიღებენ,ნუ დარდობ - მანქანიდან გადავიდა,მეც გავყევი. კარზე დააკაკუნა და მალე ფეხის ხმაც გავიგეთ.უკვე დილა იყო ,შესაბამისად მასპინძელი უკვე მოწესრიგებული იყო. ანდრო ესაუბრებოდა, შემდეგ ვიღაც გოგო გამოიქცა და ისე მოეხია ანდროს მეგონა დაახრჩობდა. შემდეგ ვიღაც ბიჭი გამოვიდა,ისიც აშკარად იცნობდა . ანდრომ მანიშნა მივსულიყავი ,მეც დავიძარი და ავიტუზე მის გვერდით
-გაიცანი მაკო და ჯოში
-სასიამოვნოა ..
-ჩემთვისაც,...ისე გაგვიხარდა ანდროს სტუმრობა .ვაიმე ისეთი მოულოდნელი იყო. შემოდით გარეთ რას დგეხართ. მგონი სჯობს ოთავს გაჩვენებთ, დაღლილები იქნებით .დაისვენეთ და შემდეგ ვისაუბროთ
-მადლობა მაკო -მხარზე მოხვია გოგოს ხელი და ფართოდ გაუღიმა
-ვაიმე როგორ მომენატრე ჩემო კრიჭა
-გოგოო! სად გაგახსენდა ახლა მეხუთე კლასში რას მეძახდი უიმე
-მე რა არ მახსოვს !. აი აქ იქნება თქვენი ოთახი, დაისვენეთ მერე კი ჩემზე იყოს - თვალი ჩაუკრა ანდროს და წავიდა. ოთახში შევედი თუ არა მაშინვე საწოლზე დავებერტყე. ანდრო სააბაზანოში შევიდა და მალევე გამოვიდა შარვლის ამარა
-აიი ძაან დავიღალე.თავი მტკივა.ახლა მომეკიდა ის სასმელიც და მოკლედ რა-ხელები გავშალე და მართლა არ მქონა არფრის თავი. ანრომ ფეხსაცმელი მომაშორა, შემდეგ გვერდით მომიწვა და ჩამეხუტა.თვითონაც არ ჰქონდა ლაპარაკის თავი. მას ჩაეძინა მე კიდე ვერ დავიძინე, ხმაური შემოდიოდა გარედან, სამაგიეროდ რეაქსაცია მოვახერხე. ანდროს თმაბში დავაცოცებდი თითებს, მერე სახის კონტურს ვუხაზავდი,ნეტავ ნახა ნახატი?იქნებ არც უნახავს ხომ მეტყოდა რამეს. ალბათ კონვერტს ვერ მიაგნო თორემ ხომ წავიდოდა სანახავად. მგონი გავაღვიძე, შეიშმუშნა , ნახევარი სხეულით ზემოდან დამაწვა,ხელი მჭიდროდ მომხვია წელზე ,სახე ჩემს ყელში ჩამალა და სურნელი ღრმად შეიგრძნო, ცხვირი ოდნავ გაისვა კანს
-დაგსჯი თითებს თუ არ გააჩერებ -კანზე ტუჩები შემეხო ჯერ შემთხვევით საუბრისას ,შემდეგ ხმაურით მაკოცა და გაბრუებულმა დაამატა- გემრიელო ! ყველაზე ტკბილი ხარ
-რაა ამდენი ძილი, გაიღვიძე და გავისეირნოთ რა - დავაიგნორე ჟრუანტელი და სიტყვის თქმა მოვახერხე როგორღაც
-ნწ .. ასე მინდა მე ! უკვე მხარზე მაკოცა და ლავიწს გაუყვა .ჩემი გაგიჟება უნდა თუ რას აკეთებს. სუნთქვა შემეკრა და ეგრევე მომშორდა,თითქოს თვითონაც ზღვარზე იყო . -ახლა წავიდეთ..დროა - ბოლოს დააყოლა მაისური გადაიცვა და ფეხსაცმელიც მოირგო. მეც წამოვიზლაზნე.ჯერ სააბაზანოში შევედი.გამოვფხიზლდი,შემდეგ კი ანდრიკოსთან ერტად დავტოვე სახლი. მასპინძლები ეზოში იყვნენ. მაკო ჩვენთან ერთად წამოვიდა, თავლიდან ცხენები გამოვიყვანეთ.რამდენი ხანია არ მიჯირითია , მომენატრა.ცხენს მოვეფერე, ჯერ ფეხით მივდიოდით,მინდორზე.
-მაკო ჩემი კლასელია ,მიხვდი დარწმუნებული ვარ- გაიღიმა და მაკოს გადახედა
- ხო ჩვენ ორნი ყველაზე გადარეულები ვიყავით კლასში. ანდრო როგორი პასუხისმგებლიანიც იყო ისეთივე გადარეული და სულ რაღაცას ვაშავებდით. ყველა შატალო ჩვენიდ აგეგმილი იყო, ყველა ხოჭო თუ ქვეწარმავალი მასწავლებლის ჩანტაში და მაგიდის უჯრაში ჩვენი ჩასმული. დირექტორის კაბინეტი დაზეპირებული გვქონდა, ნაბიჯებიც კი დათვლილი, ყველა კუთხეში ვიცოდით რა იდო. ასე ვიდექით თავდახრილები და ვუსმენდით დირექტორთან მათემატიკის ან ქიმიის მასწის ქოთქოთს. ერთხელ გაქაფული ლაპარაკობს ჟუჟუნა მასწი და ანდრო დირექტორს ძაან სერიოზულად ეუბნება
-ქალბატონო ნადია ეს ლარნაკი ერთი კვირის წინ არ გქონდათ და რომელმა მშობელმა გაჩუქათ,რა კარგი გემოვნება ჰქონიაო. ნუ იქ დაიწყო მეორედ მოსვლა. გაგიჟდა დირექტორი , დაიბარეს ანდროს მსობლები და ვიღას ვახსოვდი მე. არადა ჩემიდ აგეგმილი იყო ის საქმე. გადამარჩინა იმ დრეს
-მარტო იმ დღეს?
-კაი ხო ბიჭები რო გავაბრაზე საპირფარეშოში ჩავკეტე და თან ონკანი გავაფუჭე და სულ დასველდნენ ამან მიშველა. საწყალი ლამის სცემეს
-ნუ აჭარბებ ახლა არ შემხებიან ... რასაც ვერ ვიტყვით იმ შენს თაყვანისმცემელ ნუგოზე.რამხელა იყო ტო რო გამიგდო ძლივს დავუსხლტი ,ჩამიმტვრია ძვლები
-ვაიმე მაგას ნუ ამხსენებ კიდე კაი არ მიყვარდა თორე პირველ ღამეს მომკლავდა ალბათ-აუ ეს ჩემზე გდარეულია ,ისე აკისკისდდა შეუძლებელი იყო გაჩერებულიყავი. ასე იხსენებდა ანდროს ბავშვობას და ვხვდებოდი ახლა ნამდვილ ანდროს ვუყურებდი.ის ერთი წლის მანძილზე კი სხვა იყო ,სრულიად სხვა. ნამდვილი ანდრო მხიარული, გიჟი, ყურადღებიანი,მეგობრული, თბილი და უზომოდ კეთილი იყო. შეეძლო ნებისმიერი საქმის აგდადება თუ მეგობარს დასჭირდებოდა, უყვარდა ყველას და თავისი ქცევით თავბრუსახვევდა გოგონებს. რაღა სხვას მე ყველანაირად მაბრუებს.
ცხენზე დაჯდომა გადავწყვიტე,ანდრო დამეხმარა და სემდეგ შევეჯიბრეთ. გოგონები დაგვჩაგრა ანდრიკომ.ჩემი ცხენი კი რაღაცამ დააფრთხო, მოულოდნელად დადგა უკანა ფეხებზე და ძლივს სევიმაგრე თავი რომ არ გადმოვვარდნილიყავი, არ ჩერდებოდა. შემდეგ გაიქცა, ისე სწრაფად რომ ვერ ვაჩერებდი. ანდროს ხმა მესმოდა , დიდი სიჩქარით მოაქროლებდა ცხენს, როგორც იქნა დამეწია .გამითანაბრდა ხელი სწრაფად მომხვია წელზე,უკვე ძალაგამოცლილი ვიყავი, საშინლად შემეშინდა,მთლიანად ვკანკალებდი, გაყინული ვიყავი . მისი სხეულის სიახლოვემ დამამშვიდა, უკუმა ვიჯექი ცხენზე, ფეხები ანდროს წელზე მქონდა მოხვეული მიხუტებდა და მკოცნიდა. ხელები უკანკალებდა, ჩემ გამო შეშინდა, ძალიან შეშინდა.რომ ჩამოვიდა ხელში ამიყვანა, კიდევ ვერ დავდექი მყარად.მაკო გაგიჯებული იყო, ნერვიულბდა, დამამშვიდებელი მომიტანა. ანდრომ ოთახში ამიყვანა და საწოლზე ჩემთან ერტად დაწვა.
-უკეთ ხარ?
-მე კი.შენ?
-მე/ რატომ მეკითხები
-ისე ინერვიულე ეჭვი მაქ ცუდად ხარ
-მთავარია შენ იყო კარგად...
-მაპატიე რა ,სულ ყველაფერს ვაფუჭებ.რაღა ახლა დამემართა -მისკენ გადავიწიე თვალებმიბნედილი და ნახევრად ზემოდან მოვექეცი,ხელები მხრებზე დავაწყვე ,თავი მკერდზე დავადე და ვიგრძენი როგორ ფრთხილად მომხვია ხელები - სულ ცოტას დავისვენებ,დავმშვიდდები და წავიდეთ რა. არ მინდა ასე გავატარო ეს ორი დღე
-ანუ ჩემთან ჩახუტებულს ძილი არ გხიბლავს?
-მე კი მაგრამ შენზეც ხომ უნდა ვიფიქრო,დარწმუნებული ვარ სულ არ გარბიხარ მაშინ როცა საქმე ზღვარზეა და...
-რამდენჯერ უნდა გითხრა ,რომ არასდროს არაფერს ვაკეთებ საკუთარი სურვილის გარეშე.მითუმეტეს რაც ინტენსიურად ხდება -რატომ იქცევა ასე, მისი ხმა ისეთი თბილია მთელს სხეულს წამში მოიცავს და მათბობს. თითებს ჩემს თმაში ხლართავს,როგორც ყოველთვის და ისე მიიკვლევს ხვეულებს შორის გზას უკვე დახელოვნებულია.სრულ ნეტარებაში ვვარდები,მისი არსებით გაბრუებული წამსი ვდუნდები ,ვთავისუფლდები და ყველაფერი ქრება ირგვლივ. საბოოლოდ თვალები მეხუჭება და მისი გულისცემის დათვლას ვიწყებ, ჩემის მსგავსად ისიც მშვიდია, თანაბრად ძგერს და თითქოს რაღაც ზეციურ მელოდიას ღიღინებს. თმას გვერდით წევს და მისი მხურვალე თითები სახეზე მეხება,ძალიან ნელა მიუყვება კონტურს ნიკაპს უახლოვდება , თუმცა ტუჩებზე ვგრძნობ საჩვენებელი თითის შეხებას ,ბაგე მეპობა და ჰაერის ნაკადს ვუშვებ.მეტი აღარ შემიძლია, მთელ სხეულში მოფუსფუსე ელექტრონების ნაკადს ვერ ვერევი, კანზე ტაო მაყრის მინდა წამოვდგე და დავასრულო ყველაფერი.მინდა შემეძლოს მოშორება, მაგრამ ვერ ვახერხებ ტკივილს სიამოვნება სჭარბობს,არ შემიძლია მოვშორდე. თითქოს მიმიჯაჭვა ახლა კი სანამ თავად არ მოისურვებს მანამ მასთან ვიქნები . თუ მოინდომებს არც კი შევტოკდები .ცხელ სუნთქვას ვგრძნობ სახეზე ,იმდენად ახლოს რომ მთელი არსებით ვგრძნობ როგორ მკოცნის,მაგრამ ილუზიაა სანატრელი ბაგეების შეხება არადა არ მეღირსა .იმედგაცურება? არ ვიცი რა არის მაგრამ ცივი ტალღა მივლის სხეულში და ოდნავ ვშორდები,ხვდება რომ ვტოვებ, თითებს ხელის მტევნებზე მხვევს და მიჭერს .თვალებს ვახელ,როგორც იქნა! მეგონა ვეღარ შევძლებდი,თუმცა ახლა ვხვდები რას გავურბოდი,მის აბრჭყვიალებულ ,მწვანე თვალებს, საოცრად რომ ანათებდნენ,მხოლოდ ჩემთვის და ჩემ გამო ბრწყინავდნენ.
-სად მიდიხარ?- ხმა უფრო ბოხი მეჩვენა, ეცადა მკაცრი გამომეტყველება მიეღო ,მაგრამ ვერ შეძლო .ვერ ჩააქრო სიამოვნებისგან აკიაფებული სფეროები ხელოვნური ბრაზის ალმა.
-სადღაც - თითებს მის თითებში ვხლართავ და ვდგები.ისიც მომყვება. წელზე ვიხვევ მის ხელს და ისევ არ ვუშვებ თიტებს, სულ ჩაიმალა ჩემი ხელი მის ტორში. მხარს მხარზე მახებს ,ისე ახლოსაა სხეულში მორბენალ წიანჭველებს ვერ ვდევნი,როგორ არ ვეცადე მაგრამ არ გამომდის თავის დაღწევა, თუმცა რაც არ გინდა როგორ გამოგივა. თავლასთან რომ მივედი გამომეტყველება შეეცვალა
-არც კი გაბედო!
- შეთანხმებას მივაღწევთ ნუ ღელავ- ანდრომ რომ იჯდა ის ცხენი გამოვიყვანე უნაგირი ისევ ედგა ამიტომ პირდაპირ შემოვსკუპდი და ხელი გავუწოდე ანდროს
-უკან იქნები- ისევ ეს მკაცრი ბარიტონი ,მოკლედ რა მე შაქარყინულად ვიქეცი ამას კი ვერაფერს ვუხერხებ. ცხენის მართვა არ მომანდრო,მაგრამ ძალიან კარგი ხელები მუცელზე მოვხვიე ,ვიგრძენი როგორ გააჟრჟოლა, მის ზურგს ავეკარი და თავი მხარზე დავადე -შეგვიძლია წავიდეთ- ყურთან ვუჩურჩულე და მგონი გაითიშა-ანდროო, წავიდეეთ -ოდნავ ვუკბინე ყელზე და ცხვირით ცავძვერი მის მაისურში ,თავს ვერ ვიკავებ და რა ვქნა
-ასე არაფერი გამოვა- მინდორზე ვიყავით უკვე გასულები რომ თქვა
-რა მოხდა?
-ჩემს წამებას თუ არ შეეშვები მოთმინებას დავკარგავ, ან გადმოვვარდებით ან კიდევ დაგსჯი
-რა წამება რას ვაშავებ ვზივარ ჩემთვის და გემორჩილები უკანო იქნებიო არ მითხარი? -ისე ვლაპარაკობდი არ მოვშორებივარ ოდნავადაც, მის პროფილს ვუმზერდი ,ოდნავ კეხი ჰქონია ცხვირზე ისეთი სიმპათიურია სულ არ შემიმჩნევია ეგ აქამდე .თუმცა ფაქტიურად არც აქვს...
-კიდე ერთხელ მაკოცებ და ... და
-და რა?
-რა და ,რა და ჩაგაგდებ წყალში - უცებ დაინახა მდინარე და იქეთ გააჭენა ცხენი . გაოცებული ვიყავი ისეთი ლამაზი გარემო იყო, სრული სიმყუდროვე, არაჩვეულებრივი ამინდი და სრული იდილეა. თავი კი დაიხსნა ჩემგან. როგორც კი გაჩერდა მოვშორდი და ძირს ჩამოვხტი, მგონი არ ესიამოვნა, რაღაცნაირად შეჭმუხნა წარბები და ყელზე მოისვა ხელი,იქ სადაც ცოტა ხნის წინ ვკოცნიდი,გამეღიმა მის მიბნედილ თვალებზე და მაშინვე დამიბრღვირა. ჩამოქვეითდდა უცებ მოავლო მზერა გარემოს ,ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი .შემისრუტა მგონი ისე ახლოს იყო .ხედს ვუყურებდი და არ ვტოკდებოდი ადგილიდან. მე მიყურებდა ,თითქოს რაღაცას ელოდა ფეხსაცმელი გაიხადა და წამში გამიდო ბეჭზე
-აააააააააა ანდრო ..ანდრო რას აკეთებ.. ანდრო ტანსაც ...- წივილს რაღა აზრო გქონდა უკვე სულ გაწუწული ვეგდე წყალში მასთან ერთად და გაბუშტული ტუჩებით, შეკრული წარბებით და თვალების ბრიალით ვუცქერდი- საზიზღარო,ისედაც არ მაქ ამის გარდა არაფერი
-საზიზღარო- გამაჯავრა და თავი ოდნავ გადახარა მარჯვნივ - დიდხანს თუ იქნები ასეთი სახით შვილი მაინც არ მყავს და გიშვლიებ. ჩემი გასაზრდელი და დასაჭკვიანებელი ხარ მაინც ,ბავშვო- ასე რომ მელაპარაკება ნერვებს მიშლის. ასე მგონია საერთოდ არ ვარ სექსუალური სასურველი ქალი და იმდენად უინტერესო ვარ ამ მხრივ მისთვის რომ პატარა ბავშვს მამსგავსებს. არა არ მექნებოდა პრობლემა მაგრამ მე რომ ვკვდები მისი სურვილით ის კი ასეა განწყობილი გული როგორ არ უნდა გაგისკდეს კაცს. ზურგი ვაქციე გაბუსხულმა და წყლიდან ამოვედი, სველი კაბა მოვიშორე და გავცურე, ისეთი კამკამა წყალი იყო, ჩრდილი და უამრავი ხე , რომელთა დასასრულს ულამაზესი ცა მოჩანდა. ჩემთვის ვტივტივებდი როცა ერთ ბოლოში ჩაყვინთა , ვუყურებდი და რომ ვერ დავინახე ამოსული გული გადამიქანდა, უცებ ხელი მომხვია წელზე და ისე ჩამიტანა ფსკერისკენ თიტქოს რაღაც არაამქვეყნიური ცხოველი მექაჩებოდა. ძლივს მოვახერხე სუნთქვის შეკვრა. როცა ბრაზმა გადამიარა და თვალები გავახილე სხვა მხარეს ვიყავით,საკმაოდ ღრმად ,იქ ისეთი ლამაზი მცენარეები და თევზები იყო მივხვდი ასე რატომაც მოიქცა. როცა ვეღარ გავძელით ისევ ისე ამოვყვინთეთ, ხელი ჩემს წელზე ჰქონდა კვლავ, ღრმად ვსუნტქავდით. ძალიან ახლოს იყო ჩემთან, თვალები საოცრად უბრწყინავდა. ადრე ჩემთვის არ ბრწყინავდა მისი ჭაობისფერი თვალები , ადრე იქ კატოს ვხედავდი, ადრე მის გულის ძგერაშიც კი კატოს არსებობა ჩანდა,ყველგან კატო იყო ახლა კი ,ახლა აღარსად იყო კატო.მხოლოდ ღრმა წარსულის მოგონებაში,იქ სადაც უნდა ყოფილიყო ახლა მე ვიყავი მისი აწმყო და მომავალი,მის გულშიც მე ვიყავი და ამას იმ წამს მივხვდი . მან ხომ ძალიან ბევრჯერ მითხრა რომ ქცევით ამბობდა სათქმელს და არა სიტყვებით. განა მჭირდებოდა მისგან რამე? სხვა მინიშნება ,ნუთუ ყველაფერი ნათელი არ იყო . იმ ფაქტის გააზრებამ რომ ჩემს მიმართ გრძნობა ჰქონდა მთელი ჩემი არსება მოიცვა, საოცრად ვგრძნობდი თავს , თურმე რამდენიმე წუთიც საკმარისი ყოფილა ბედნიერების მოსაპოვებლად . არ ვიცი როგორი გამომეტყველება მქონდა, იქნებ ყველა ფიქრი სახეზე მეწერა და აშკარა იყო ,ჩემი თვალები გამოხატავდნენ ემოციებს ან კიდევ უბრალოდ იცოდა რომ დრო იყო ,მან ხომ ყველაფერი იცის
-კიდევ დიდხანს უნდა იფიქრო?- გავიგე მისი ბოხი ,ჩამწყდარი ხმა ,ჩავიძრე ჭინკებათამაშებულ თვალებში და ვიგემე ამქვეყნად ყველაზე ამაღელვებელი კოცნა, სიყვარულით გაჯერებული პირველი კოცნა . სათითაოდ მიკოცნიდა ქვედა და ზედა ტუჩს ,მისი მსუყე ბაგეები ჩემსას ერწყმოდა , ხელებს უმისამართოდ დაატარებდა ჩემს სხეულზე,თითების სიმხურვალეს წყალშიც კი ვგრძნობდი .მის გულ-მკერდზე აკრულს არც კი ვიცი რა მაგიჟებდა , პირველი კოცნა, ის რასაც მაუწყებდა ეს კოცნა, მისი ასეთი სიახლოვე თუ ..თუ ღმერთო რა დროს ლაპარაკია მისი გემო ბოლომდე უნდა შევიგრძნო,ვინ მაცდის,როგორც მაკოცა ისე უცებ მომშორდა ,თიტები ჩემს თმაში ჰქონდა ახლართული, რომც მდომოდა ვერ მოვშორდებოდი, ერთი ხელი ისე ჰქონდა მოხვეული წელზე. კოცნა შეწყვიტა თორე ისე ახლოს იყო ,ისევ ვგრძნობდი მისი ტუჩების გემოს-იმედები გამიცრუე ცოტა- ირონიულად ჩაიცინა ,თუმცა აშკარად ვნება აჭარბებდა ტუჩზე ისე იკბინა ლამის დავდნი .სანამ დავიკივლებდი რა იმედი გაგიცრუეთქო თვითონ დააყოლა- უფრო ადრე უნდა მიმხვდარიყავი, ამენი რომ მაწამე დაგსჯი სიცოცხლის ბოლომდე ,გადაგინაწილებ სასჯელს და იცოდე თავს ვერ დაიძვრენ - უცებ მიაყოლა და ისევ არ მაცადა რამის თქმა ისედაც დაწითლებული ტუჩები უარესად დამიწითლა ,რამდენჯერმე მიკბინა კიდეც.უკვე გათიშული აღარ ვიყავი,ნუ ისე ძალიან შესაბამისად არც მე ჩამოვრჩი . ყელზე რომ გადაინაცვლა კვნესა აღმომხდა,იმდენად მხურვალე იყო მისი ბაგეები ... არ არსებობს ,შეუძლებელია ახლა ვინმემ ხელი შეგვიშალოს, არა! ასე ვერ გამწირავს ღმერთი ! მაგრამ მაინც ჩამესმის ხმა
-ანასტასიაააააააა ,ტასოოოოოო ტასო სად ხარ
-ჯანდაბა... აქ რა უნდათ ,მოვკლავ - ანდრომ გამოსცრა და მოშორება მოასწრო ჰორიზონტზე მათე და ზურა რომ გამოჩნდნენ. ამათ მე მოვკლავ !
-უჰ როგორც იქნა... დავიტანჯეთ ტო... სად გამოიქეცით ვიღუპებით !
-ვინ გთხოვა მერე ..
-რა მოხდა?- ანდროს არ დავაცადე,ა შკარად რაღაც ცუდი მოხდა, სწრაფად ავედი წყლიდან
-რა და.. მოკლედ ტასოს ხელმოწერა გვჭირდება თორე დავიღუპებით.თანხა ხო უნდა გადარიცხულიყო ბანკში დღეს და ბოლო შენატანზე მოკლედ რა მეც არ ვიცი ნორმალურად. მამაშენი გაგიჯებულია, ამ დილით ჩამოვიდა, რომ გაიგეს არ იყავი...რა დროს გაქცევა იყო შენ კიდე ამხელა კაცი რამ გადაგრია , უფლება რომ არ მიგეცა
-მათე გაჩუმდი თორე გეფიცები ისე ვარ მოგკლავ- ანდრომ ჩაცმა დაიწყო. სველი ტანსაცმელებით დავჯექით ცხენზე .მხოლოდ მაშინ მაკოცა როცა ისინი დაწინაურდნენ-ყველაფერი კარგად იქნება , დრო გვაქ ჯერ კიდევ შეიძლება მოგვარება, გადავაწევინებთ რამდენიმე წუთით შეხვედრას
-მაგას ვდარდობ ახლა შენი აზრით? -ტუჩი მოვიკვნიტე და დავინახე როგორ ამოისუნთქა
-ღმერთო რა შარში ვარ...
-ვიღაც მეუბნებოდა ვერ გამიძლებო და
-მართალიცაა უბრალოდ არ მაცდიან... თუმცა სად გამექცევი - მოკლედ მომიჭრა და ცხენიდან ჩამოხტა. შემდეგ მაკოს დავემშვიდობეთ , ვინაიდან გვეჩქარებოდა ასე სველი ტანსაცმლით ცავჯექით მანქანაში და წავედით. გზაში ჩავრთე მობილური და დავიწყე ზარების განხორციელება ისე რომ შემოსული შეტყობინებები და გამოტოვებული ზარები არც მინახავს. უამრავი იყო უბრალოდ.
-მოგვარდა, ერთი საათით გადადეს . ყველაფერ მზად იქნება,მოვემზადები და წავალ - ტელეფონი გადავდე და სავარძელს მივეყრდენი. რამდენიმე წუთსი გაბადრული სახით ვიჯექი და ტუცებს ვიწვალებდი,სანამ არ დაამუხრუჭა,მანქანა გზიდან გადაიყვანა და სანამ მე გაოცებული ვაფახუნებდი თვალებს გადამსვა,მუხლებზე დამიჯინა თავი დამიჭირა,ვითომ გავექცეოდი სადმე
-აღარასროს გააკეთო ეგრე თორემ მოგაჭამ ტუჩებს ..თუმცა ახლაც ვერ გადამირჩები- ერთ ამოსუნთქვაში თქვა და ...მართლა ველურია, კი არ ვცდებოდი.თუმცა სინაზე და სიფაქიზე ახლა არც მე მინდოდა. ხელები კაბის ქვეშ შემიცურა და ისე მომიჭირა კი ვუკბინე ცოტა ძლიერად -მმ ტასია -ამოიგმინა და ვიგრძენი კიდეც რკინის გემო .უიმე რა ვუკბინე ასე ...-მერე მე ვარ ველური
-რომ მეჩქარება დაგავიწყდა?- ვითომ ისეთი ცუდი რამ გააკეთა წინააღმდეგობისას დავაზარალე. უკან დავბრუნდი ,ისე გამომხედა გამეცინა- მეჩქარება ანდრო !
-ასე ხო? ძალიან კარგი წავიდეთ!-ვაიმეე გაბრაზებული რა საყვარელიხ არ შე ოხერო. სანამ არ ჩავაღწიეთ ხმა არ ამოუღია,მეც მირეკავდნენ თორე მაგას არ ავალაპარაკებდი? რომ გადავედი სახლში იმდენი ვინმე დამეტაკა დამქანცეს. ვიზაჟისტი, სტილისტი,დიზაინერი კაბების კოლექციით ..დედაჩემი,მამაჩემი, სალომე მოკლედ ვინ არ დამტრიალებდა თავზე. არ ვიცი რამდენ ხანს მაგრამ ბოლოს მზად ვიყავი
-როგორ წახვედი გოგო არ იცოდი დრეს პრესკომფერენცია რომ იყო? -მარიამი შემომივარდა და ახლაღა მოვეგე გონს. ღმერთო როგორ დამავიწყდა,თუმცა სულ რო ყველაფერი განადგურებულიყო დროს უკან არ დავაბრუნებდი. - ამან კიდე დამაწყვიტა ნერვები და გადამიყვანა ჭკუიდან -რატიზე მიმითიტა რომელიც ვიღაც გოგონას ესაუბრებოდა გატაცებით,მერე როგორც აღმოვაჩინე ჟურნალისტი იყო.
-კარგი შემეშვით ,დამშვიდდით. დედა ,მამა ყველაფერი კარგად იქნება გპირდებით . ახლა კი გზა გამითავისუფლეთ. მარიამ სად დაგეგმე შეხვედრა?
-კომპანიაში მოვლენ ... ძალიან ბევრნი იქნებიან. კითხვებს გამოვართმევ თუ..
-არა არ მჭირდება ,როგორმე გავართმევ თავს ,ცოტა გამოცდილება მაქვს ჟურნალისტებთან მუშაობის- თვალი ჩავუკარი და კაბის ჩასაცმელად შევედი. სწრაფად გადავიცვი , ფეხსაცმელი მოვირგე და შეკვრას ვაპირებდი შიშველ ზურგზე ცხელი ხელის შეხებამ რომ დამადუმა
-დაგეხმარებით ქალბატონო...- ანდროს ხმა ყურთან მესმოდა პირდაპირ, ტუჩები მხარზე მომაკრა ხელით კი ნელა ასწია ელვა.თითებით მიჰყვებოდა ხერხემალს და მეგონა დავინვალიდდებოდი . მუცელზე შემიცურა ხელები და ყელში მაკოცა -შეეცადე ღამით თავისუფალი იყო <თორემ გავბრაზდდები - მითხრა გასაგიჟებელი ტემბრით და ასე დაბუსუსებული, დაჰიპნოზებული დაჩლუნგებული დამტოვა გარდერობის ოთახში. რომ გავედი იქ არ ბრძანდებოდა. მარიამთან და რატისთან ერთად გავედი სახლიდან. იმდენი მანქანა იდგა. მე ჩემს მანქანაში ცავჯექი, ამდერად მძღოლს მივყავდი, დაცვა უკან მომყვებოდა ორი მანქანით,მოკლედ პრეზიდენტი მგონია ამ დროს თავი. მარიამი მელაპარაკებოდა, მიახლოვებით მაფრთხილებდა რა შეიძლება მომხდარიყო,მეც ყურადრებით ვუსმენდი. როგორც კი მანქანა გაჩერდა კარი გამიღეს და გადავედი. იმდენი ხალხი იყო გავგიჟდდი, გუშინ უნდა გასულიყო რეკლამა და როგორც ჩანს საკმაოზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უამრავი ფოტო გადაიღეს ,თვალები ამიჭრელდა, თუმცა გამომეტყველება არ შემიცვლია, ამაყად მივაბიჯებდი ჩემი ბიჭების მიერ შექმნილ „დერეფანში“ . შენობაში შევედი და პირდაპირ დარბაზისაკენ გავემართე. ყველაფერი მოეგვარებინა მარიამს. ხუთი წუთი კიდევ მქონდა. სანამ შემოუშვებდნენ ჟურნალისტებს და დაიწყებოდა. დედაჩემმა და მამაჩემმა ისევ ქოქოთი დაიწყეს. მოკლედ ანდროსთან მისვლაც ვერ მოვახერხე, იდგა და თვალებით მჭამდა .
კიდევ ერთხელ გავლილი გზა , უკვე ვიკავებ ჩემს ადგილს, გვერდს რატი მიმშვენებს
შეგიძლიათ დაიწყოთ, ქალატონი ასია აირჩევს კითხვის ავტრს... გთხოვთ - იმდენი აღმართული ხელი იყო, ყველას სურდა კითხვის დასმა. მე ერთ-ერთს მივმართე და ისიც წამოდგა.რომ დაიწყეს აღარ გაჩერდნენ,საქმესთან დაკავშირებით ამომწურავ პასუხებს ვცემდი სანამ ერთ-ერთი არ ადგა და სემდეგი კითხვა მომიგო
-ყველანი გაოცებულები ვართ თქვენი საქმიანი ქალის როლში ნახვით, ყველა სრულიად სხვა კუთხით გიცნობდათ..რატომ გადაწყვიტეთ საქმის საკუთარ ტავზე აღება და რატომ მაინცადამაინც თქვენი ყოფილი ბოიფრენდი კომპანიონად- მეც და რატიც დავიბენით,თუმცა წამით.შემდეგ კი ვუპასუხე
-რა თქმა უნდა ყველასთვის ცნობილია ჩემი ცხოვრების სტილი, ვინაიდან თქვენ ჟურნალისტებს ჭორები უფრო გიზიდავთ ვიდრე საქმიანი ამბები ჩემი ცხოვრების თიტოეული დეტალი ცნობილი იყო საზოგადოებისთვის. მომენატრეთ იცით? ამ ბოლო დროს პაპარაცებიც აღარ დამყვებიან ,სად დაიკარგეთ ირონიულად ჩავიცინე და ყველა გავაკვირვე.ალბათ ეგონათ თავს ავარიდებდი კითხვას- რაც შეეხება საქმის დაწყებას, იმდენად მომხიბლა ამ პროექტმა ვერ დავუშვებდი ჩემ გარეშე განხორციელებულიყო, რატი ჯაყელი კი ყველაზე შესაფერისი კანდიდატი იყო , ერთგული და საქმიანი.ისეთი როგორიც მსგავსი მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად მჭირდებოდა. რაც შეეხება ჩვენს პირად ურთიერთობას
-რაც შეეხება ჩვენს პირად ურთიერთობას..მინდა გითხრათ რომ მე და ანასტასიას რომანი არასდროს გვქონია, მთელი ცხოვრება ერთი გოგო მიყვარს ,რომელიც ვერ დავარწმუნე ჩემი გრძნობის სიწრფელეში - ეს რომ თქვა მარიამს გახედა, აშკარად ამ ორი დღის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა. ისეთი მკაფიო იყო მისი განცხადება და მარიამისკენ მიმარტული მზერა შესამჩნევი, რომელ ჟურნალისტს გამოეპარებოდა და დაიწყეს ფოტოების გადაღება. მარიამს მსვიდად ეჭირა თავი, თავადაც ჟურნალისტი იყო და იცოდა რაც მოხდებოდა შემდეგ ,ჭორების კორიანტელი.
-თქვენ გინდათ თქვათ რომ მარიამ მაკალათია გიყვართ ბავშვობიდან?
-თუ შეიძლება პირვენდელ თემას დავუბრუნდეთ აშკარად გადავუხვიეთ- ჩავერთე რადგან მარიამი აშკარად უხერხულად გრძნობდა თავს, ის სრულიად სხვა ტიპია ,მაგრამ ეს იდიოტი ვერ ხვდება ამას,.თუმცა რას მიხვდება მარიამმა სიეთი შეტევა იცის, ისეთი პროფესია აქვს და ისეთ სახეს ავლენს ვინ მიიჩნევს მორცხვ, სასიყვარულო ამბებში კომპლექსიან გოგონად. ჩამოყალიბებული ქალის მიღმა პატარა ბავშვი რომ იმალება. ამის შემჩნევა ცოტას თუ შეუძლია და წესით რატიმ ეს უნდა იცოდეს მაგრამ ორი დღეა აღმოაჩინა რომ უყვარს,კარგი ერთი კვირაა მაგრამ ეს ძალიან ცოტა დროა. ისე მე სჯობს დროულად დავასრულო ეს ამბავი თორემ ანდრო გადამწვავს,ისე მიყურებს სადღაც ბოლოში დგას და მაინც ვიცი სადაა. კიდევ კარგი ისევ სამედიცინო ქალაქს დაუბრუნდნენ და ავუშვი ფრთები,მეკითხებოდნენ ექიმებზე, პერსონალზე ზოგადად, აპარატურაზე, ფარმაცევტულ კომპანიებზე, მოკლედ ათასი რამ რისი დასახელებაც ზეპირადაც შემეძლო რადგან ყველაფერი ჩემთან ერტად გააკეთეს. გაოცებულები იყვნენ ,მე კი მშვიდი და ამაყი საკუთარი თავით. ბედნიერი იმით რომ მამას სახეზე კმაყოფილება დასთამაშებდა. სხვა საქმეებზეც დაიწყეს გამოკითხვა, ადვოკატიც ახსენეს, ის თუ როგორ მოვახერხე ამ ჩახლართული ამბის გახსნა. შემდეგ რეზისაც მიადგნენ , ვისარგებლე შემთხვევით და მივულოცე მალე მამა გახდებათქო და ამით დამშვიდდნენ. ორი სამი წინადადებით შემოვიფარგლე თიტქმის ყველა კითხვაზე . 5 საათზე შევედი და დაღამდა უკვე . არ დავღლილვარ ,უბრალოდ ცუდად ვიყავი ისე მინდოდა ანდროსთან. როგორც იქნა დასრულდა, ბედნიერი წამოვიმართე, გავიბადრე და მესმის მარიამის სიტყვები „ რესტორანში მივდივართ“
-რა? რა გვინდა რესტორანში...
-გავუმასპინძლდებით ჩამოსულ ჟურნალისტებს, ვინაიდან და რადგანაც ამდენი ქვეყნიდან არიან მოწვეულნი და საერთოდაც დაგეგმილი გვქონდა ეს საღამო ,თანამშრომლებიც იქნებიან. მადლობას უხდი გაწეული სამსახურისთვის ,დაგავიწყდა?-თან მივდიოდით თან სწრაფად მეუბნებოდა და იღიმოდა ისე თიტქოს არც არაფერს ამბობდა
-ჯანდაბა! ყველაფერი როგორ დამავიწყა- ჩავილაპარაკე და შენობიდან გასვლისას კიდევ ერთხელ გავუღიმე კამერებს.
მანქანაში ჩავჯექი და ამოვისუნთქე, ვაი ეგეთ ამოსუნტქვას რა .აი ჩემი უიღბლობა სად გამოჩნდა, ბედის დაცინვაა სრული . თან რომ მითხრა დაგაგვიანდა ამდენ ხანს როგორ ევრ მიხვდიო ეგ მახსენდება. ანუ რა გამოდის ჩემ გამო დაბრუნდა, ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა რომ ვუყვარვარ, ეს ქცევა , ძველი ანდროს დაბრუნება ყველაფერი ჩემი დამსახურებაა, იცოდა რომ მიყვარდა, ესე იგი ნახატი და წარწერა ნახა, ახლა კი ელოდა როდის მივხვდებოდი. ალბათ არც არასდროს მეტყოდა „მიყვარხარ“ .მართლა რა სულელი ავრ, აქამდე როგორ ვერ მივხვდი,მისი მზერა, თვალებით რომ მჭამდა, ჩახუტებები, ყოველ ღამით ჩემს საძნებელსი შემოძრომა, ეჭვიანობა ყველა ბიჭზე ვინც კი ახლოს მყავდა.თვალები ბრიალი და დაჭიმული ძარღვები როცა ვინმეს ვეცეკვებოდი, ვუღიმოდი ან უბრალოდ ვეხვეოდი. ჩემი ეჭვიანობის მცდელობები , როცა გოგონებზე კომენტარებს აკეთებდა,თუმცა არავისთან ყოფილა . რა იდიოტი ვარ რომ შეცვლილიყო უბრალოდ გარტობითაც გაერთობოდა მათთან ,რა შეუშლიდა ხელს, მაგრამ როცა მე ვუყვარვარ სხვასთან რა უნდოდა. მეც ეგრე არ ვარ? .ყველაფერი ჯაჭვივით აება ერთმანეთზე და ჩემი საოცრება ანდრიკო გამოვიდა დასკვნად. ვაიმე ჩემი გემრიელი ,ყველაფერთან ერთად რომ გამაგიჟა იმ კოცნითაც.თუმცა კოცნა რა მოსატანია ეგ იმდენი რამით მაგიჟებს .ამას მე ავმბობ? იქნებ რაღაც ხდება .არა ნამდვილად მე ვამბობ ის უფრო მნიშვნელოვანია რომ ვუყვარვარ,ის ტუ როგორიცაა მისი პიროვნება და არა ის როგორი კოცნა იცის და რა შეუძლია საწოლში. ვაიმე მაგას როდის გავიგებ,ესენი ასე თუ გააგრძელებენ გავგიჟდები მე. ხვალ კიდე საერთოდ ვინ მომცემს მოსვენებას, სახლში დედაჩემი დამამაჩემიც ახლა დაბრუნდნენ მაინდამაინც.არა რა რაღა ახლა მომინდა მეც გონების გახსნა, გავგიჟდები მალე. ახლა ვხვდები რასაც გრძნობდა ,როცა ელოდა ჩემს ნაბიჯს.
რესტორანში შევედით, უკვე ყველანაირი აპარატი ჩამორთმეული ჰქონდათ ჟურნალისტებს. დახურული ივენთი გამოდიოდა. მართლა ღირსები იყვნენ ჩემი საყვარელი თანამშრომლები ამ საღამოს გამართვის, სპეციალურად მათთვის რადგან ხვალ ყველა ვერ მოხვდება იმ წვეულებაზე, ჩემი ნება რომ იყოს მათ დავპატიჟებდი პირველად ,მაგრამ რა ვქნა ამ მაღალი წრის ხალხს ,თან ისეთები მყავს მოწვეული, უბრალოდ თანამშრომლის დანახვა რომელსაც ათასობით დოლარი არ ექნება კაბაში აგდახდილი , ან პიჯაკი არ იქნება ნამდვილი არმანი ,ხომ გაგიჯდებიან. ასეთ რამეს რომ ვაკეთებ მინდება ერთი ჩვეულებრივი ქალი ვიყო, შემეძლოს იმის გაკეთება რასაც ვთვლი და არა იმის რაც ამპარტავანმა ხალხმა დააწესა, დაუწერელ კანონად . სხვა დროს როცა გამოვალ ამ „ტყავიდან“, გადატრიალებას მოვახდენ ამ მხრივ.
მარიამს ხელი ჩავკიდე და ჩემებისკენ წავიყვანე. ერთ მაგიდასთან იდგნენ ყველანი ,მარიამი გავაცანი ვინც არ იცნობდა და რატიც გამოჩნდა. სულ რამდენიმე წუთი გაძლო მარიამმა, შემდეგ დავინახე როგორ ჩაავლო ხელი და გაათრია იქედან ,აივანზე გავიდნენ. ოჰ როგორ მაინტერესებდა რას ეტყოდა...
-სად მიგყავარ მარიკუნა?
-მარიკუნას ნუ ემძახი! რა იყო შენი დღევანდელი გამოსვლა, შენი აზრით მეცინება?
-ხმას დაუწიე თორე ჟურნალისტებია დარბაზის მესამედი და რა ვიცი აბა?
-ჯაყელო ჩემი წერა ხარ, მაინცადამაინც ჩემი ხელით უნდა მოკვდე? რა გინდა ადამიანო ,რას გამოჩნდი საერთოდ ხომ ვიყავი ჩემთვის მშვიდად
-მე არ ვიყავი სამაგიეროდ აქამდე მშვიდად, მე ხო ეგოისტი ვარ და როგორც დამამშვიდებელი სამუდამოდ მჭირდები.თანაც გულის პრობლემები მაქ გითხარი უკვე რომ წამართვი და ახლა როგორმე ჩემთან უნდა დაგიტოვო რომ არ მოვკვდე გულის გარეშე - მისკენ დაიძრა,თვალებში უყურებდა, იცოდა იმ პატარა მარიამს რომ აღვიძებდა სიტყვებსაც რომ ვერ აბავდა თავს . კედელთან მიიმწყვდია, თვალები უკვე დამრგვალებოდა, აქე-იქით აცეცებდა და წამწამებს ახამხამებდა
-შენ.. შენ... ჯანდაბა ნუ ცდილობ ჩემს გაგიჯებას. შეუძლებელია გიყვარდე, მატყუებ! არ ვიცი რატომ მაგრამ არ მჯერა და საერთოდაც გამიშვი
-გიშვებ , შეგიძლია წახვიდე! ხომ იცი როგორი მანძილითაც არ უნდა დამშორდე აქედან მაინც ვერ მომიშორებ - გულთან მიადო საჩვენებელი თითი,ისე ახლოს იყო ამას რომ ეუბნებოდა მარიამი თითქმის გაითიშა. მისი სურნელი ცხვირს უწვავდა , რეცეპტორები ტვინს გადასცემდნენ ამ სურნელს ის კი საერთოდ ქრებოდა მგონი. აბა როგორ შეიძლება მარიამ მაკალათიას საუბრის უნარი დაეკარგოს
-გეგონოს! -სეეცადა მკაცრად ეთქვა და გაეცალა.
მე კი ვუსმენდი ჩემი გადარეული თათას ,როგორ მაქებდა და მადიდებდა. ანდრო არ ჩანდა, ვერც ვკითხულობდი სად იყო. შეიძლება შევიშალო!
დედა და მამა კომპანიის წევრებს ესაუბრებოდნენ, შემდეგ ჩვენთან მოვიდნენ. გიგი ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა, სიტყვები ზედმეტი იყო მისი თვალები ყველაფერს ამბობდნენ. სამაგიეროდ ანამ დაიწყო
-დე გაოცებული ვარ, კიდევ არ მჯერა რომ შენ
-შევძელი ხო! ვაიმეე ყველა მაგას რატო მეუბნება ნუთუ ვერავინ ხვდებოდა რომ შევძლებდი
-დავიჯერო შენთვის არავინ ვარ? -ეს ბიჭი მაგიჟებს სულ ასეთ დროს, ასეთი მოკლე წინადადებით და ამხელა გრძნობის ქარიშხლით რატომ მატყდება თავს . ახლა კიდე ისე მიყურებს თვალებით მხდის და თან მეუბნება რომ ვიგვიანებ .
-ანდრო როგორ ხარ...ვეღარ მოვახერხეთ ნორმალურად შენი ნახვა- დედაჩემი ისე ხვდება ,როგორც არავისს. ყველას კი არ სწყალობს ქალბატონი ანა ასეთი თბილი შეხვედრებით. მამაც როგორ უღიმის. რა სჭირთ ამათ, რა მოეწონათ ამ გადარეულის, მისი შვილის მოკვლას აპირებს რამდენიმე წუთში თუ ვერ ჩამიგდებს ხელთ. მე კი ვატობ ვერსად წავალ , წასვლა ვინ ახსენა ? ახლა რომ წავიდე ყველა ამაზე ალაპარაკდება,მე კი ერთი დღე მჭირდება კიდევ,ერთი დღე რომ არაფერი მოხდეს !
დრო გადის, ანდრო ისევ თვალებით მჭამს. უნდა მოვახერხო როგორმე აქედან გასვლა, გარეთ რომ გავიდე აუცილებლად შემამჩნევს პაპარაცი, აქ სად უნდა დაიმალო, სამზარეულში ხომ ვერ ჩავალ. სად შეიძლება... სად ,რა იდიოტი ვარ უფროსის კაბინეტი ! უფროსი ვინ არის? ჩემი იდიოტი ბიძაშვილი ლაშიკოს იდიოტი თანამშრომელი. არა იქ ვერ შევალ, ის არ გამოდის კაბინეტიდან არასდროს. სულ რაღაც საბუთებშია ჩამძვრალი და თუ არ დაანგრიეს რესტორანია რ გამოდის. საპირფარეშოში მაინც გავალ წყალს შევისხამ იქნებ დავმსვიდდე მაინც .
ბოდიშს ვიხდი და გავდივარ. მივლასლასებ უკვე და ვხვდები როგორ დავიღალე, ფეხზე ვეღარ ვდგები, კიდევ კარგი ძალიან მაღლები არაა ეს ფეხსაცმელი თორემ რა მეშელებოდა . ქალთა ოთახში შევდივარ, რამდენიმე გოგონაა იქ ,მაკიაჟს ისწორებენ. ჟურნალისტები არიან ,სამივეს ვიცნობ
-რაღაცის თქმა გიდნათ კიდე ხო?- მეღიმება ,ვიცი ისე მიმზერენ უნდათ რაღაც მკითხონ
-ასია იმ მომღერალს მართლა დაშორდი?
-შენს გამო სცემეს? ჩემი თვალით ვნახე ისე ჰქონდა სახე ერთი კვირის მაინც იქნებოდა ჭრილობები მაგრამ ეტყობოდა თვალზე განსაკუთრებით ,ნუ ცხვირზეც - მეორემ შეავსო და ჯანდაბა , ჰარის გახსენებაღა მაკლდა. იმ საღამოს მერე ისე აორთქლდა მგონი რომდ ამინახოს გაიქცევა .
-დავშორდი რას ნიშნავს ...
-კარგი რა ახლა არ თქვა ერთად არ ვყოფილვარ და როგორ დავსორდებოდითო..ხო იცი რასაც ვგულისხმობთ- მართლა ჟურნალისტია რა , ჩემი ცნობილი ფრაზაც იცის, ჩემი რა უბრალოდ ხშირად ვიყენებ.
-როგორც არის აღარ ვართ ერთად აჰა ..მოისვენეთ - გავუცინე და ხელები წყლის ჭავლს შევუყუდე ...მოკლედ ჩემთვის წყალს იმხელა დატვირთვა აქვს , შეუძლებელია ასე მიშველოს რამემ.
-ცემაზე არაფერს იტყვი?
-პირველად სცემეს თუ უკანასკნელად რომ ვიცოდე ვინ გააკეთა
-არა ეგეც მართალია, რამდენადაც სიმპათიურია იმდენად გიჟია.. კაი კარგად ასია.. წარმატებებს გისურვებთ მთელი გულით- გოგონები წავიდნენ და დავრჩი მარტო. მაკიაჟს ვერ მოვიშორებდი ამიტომ რა აზრი ჰქონდა აქ ყოფნას. ტუჩსაცხი ამოვიღე ტუჩებისტვის კვლავ მუქი წითელი ფერის დასაბრუნებლად და კარიც გაიღო და მიიხურა დიდი სიჩქარით,რამაც მაიძულა იქეთ გამეხედა. ანდრო რომ დავინახე ყბა ჩამომივარდა
-აქ რა გინდა ...
-რა არა ვინ. რომ გკითხოს კაცმა ყველაფერი შეგიძლია და ამათგან თავი როგორ ვერ დაიხსენი - ტუჩებზე მაცხრება და თან მეჩხუბება
-რა უნდა მექნა უფ - ვიბუსხები და კომფორტულად ვაწყობ ხელებს მის მხრებზე . თეთრი პერანგი აცვია ,ისეთი სიმპათიურია .თუმცა დიდი სიამოვნებით შემოვაგლეჯდდი იქ ,გარეთ იმდენი ხალხი რომ არ იყოს - თუ მაგარი ხარ მოიფიქრე რამე
-დროულად რომ მიმხვდარიყავი, მოფიქრებული ,განხორციელებბული მექნებოდა- ხელს ჩემი გრძელი კაბის ქვეშ ასრიალებს ,გაშლილი კია რა ენაღვლება - ნუ კრუტუნებ თორემ ...
-რა თორემ - ყელში ვკოცნი და თითებით ხერხემალს მივუყვები
-დედაშენი გეძებს ,ვიღაც მოვიდა და ...- ტუჩების დაკბენას მორჩა და ყელზე გადავიდა. მუცელზე მისვამს შემდეგ ნიშარის ცივ ზედაპირს ვგრძნობ და იმასაც ვხვდები რომ კაბა მალე გადაინაცვლებს მუცლისკენ -ბიჭია ,ის ვინც მოვიდა- პაუზის შემდეგ მეუბნება და ოდნავ სორდება ჩემს ყელს, ლავიწისკენ ინაცვლებს შემდეგ ისედაც მოშიშვლებულ მკერდს უახლოვდება,მკოცნის და ისევ ვკრუტუნებ ,თითებს თმაზე ვუჭერ და ისევ ტუჩებზე ვაბრუნებ
-იყოს მერე ბიჭი ... მოიცა ვინ ბიჭი ...როგორია - უცებ ვშორდები
-შეიძლება ვინმე მნიშვნელოვანი იყოს?- ისედაც ვხვდებოდი რაღაც ისე ვერ იყო. ახლა კი მშორდება, გაბრაზებული მიცქერს - ქერაა, ქართველია ტატუ აქვს ყელზე კიბორჩხალა . ცოდვებისთვის ერთ დღეს თუ მომთხოვდა ღმერთი არ მეგონა, მითუმეტეს ამ დღეს, შეუძლებელია ყოველი ბედნიერი წამი ჩამშხამდეს ორმაგად. როგორ ვუთხრა ახლა რომ ჩემი პოტენციური საქმროა მოსული,რომელთანაც არაფერი მქონია არასდროს, მაგრამ მთლად სულერთი არ იყო ჩემთვის, ეს იცოდნენ ჩემმა მშობლებმაც და ახლა რა მოიმოქმედეს ღმერთმა უწყის. -ვინ არის?! -ანდროს ხმა მაფხიზლებს
-ის ... უნდა წავიდე - კაბას ვისწორებ. მაკიაჟს ,თმას .ყველაფერს სწრაფად ვახერხებ და გამოვდივარ. რამდენიმე წამში ისიც გამოდის, ისეთ დისტანციაზე მომყვება მშვიდი ნაბიჯებით რომ ყველაფერს დაინახავს . დარბაზში შევდივარ, მშვდიად მივაბიჯებ თითქოს არ ვფლობ ტატოს სესახებ ინფორმაციას. თუმცა დიდხანს მშვიდად ყოფნას ვერ ვახერხებ ,თავად მოემართება ჩემკენ ცისფერთვალება ყმაწვილი და როგორც ყოველთვის გასაგიჟებლად მიღიმის . თუმცა მისი თვალები არაფერს ამბობენ ბევრს და ამოვისუნთქე
-როგორ ხარ ქალბატონო ტასიკო?
-ტატო ,კარგად შენ?- ვუღიმი და მსუბუქად ვკოცნი ლოყაზე, არ იკმარა და ისე მომეხვია როგორც ყოველთვის, მთელი ძალით.
-ასე უნდა შემხვდე გოგო? ამდენი წელი დაკარგულ ძმას?
-ვაიმე ტატო შოკირებული ვარ მადროვე ჯერ - ვიცინი და მეც ვეხვევი
-შოკირებული მე ვარ- იცინის
-ხო ვიცი იტყვი როგორ შეძელი ეს, არ მჯერა რომ შენ ხარ
-არა ველოდი მაგას რომ ოდესმე სასწაულს მოახდენდი და გააგიჯებდი ამ საზიზღარ ,ბოროტ არსებებს რომელთაც ქარაფშუტა გოგო შეგარქვეს იმიტომ რომ შენი სიძლიერის შურთ. მე ის მაგიჟებს აქ რატომაც წამომიყვანეს. უნდა ვილაპარაკოთ იცოდე ...- უცებ ამბობს და წელზე მხვევს ხელს . მის მამას ვხედავ ,გიგისთან ერთად და ვხვდები ამას რატომაც აკეთებს-უბრალოდ ამყევი გევედრები ,თუ გიყვარვარ თოჯინა- ბავშვობის სახელს მეძახის და ვხვდები რომ ვჭირდები. მაგრამ ანდრო,მისი მზერა ,მისი თვალები რომელიც მკლავს. ჩემს წელზე მოხვეულ ხელს უყურებს, წითელი ღვინის ბოკალს იყუდებს და ბოლომდე სვამს. მე კი ვერ ვახერხებ მის დანახვასაც კი, რადგან წინ მამაჩემი მიდგება
-ტასო ნახე როგორი სიურპრიზი მოგვიწყვეს ტატომ და მალხაზმა
-როგორ ბრძანდებით ბატონო მალხაზ?- ვცდილობ გავიღიმო, კაცს ხელს ვუწოდებ.ისიც მიღიმის, პოტენციურ საქმროს. მე ხომ დიდი ხნის წინ მოვისმინე მათი საუბარი.ნეტა არც მომესმინა და ვყოფილიყავი მშვიდად. დარჩენილი დროის მათთან გატარება მიხდება , თავს ვერ ვაღწევ,დედაც გვიერთდდება. შემდეგ ვიღაცას მაცნობენ, სხვა გზა არ მაქვს. ბოლოს კი როცა უკვე სრულდება საღამო დედას სიტყვები მძრავს ,პირველად მეშინია ,მეშინია რომ ისე ვიკამათებთ ვერაფერს დაივიწყებს მეორე დღეს და უბრალოდ წავა. მაგრამ არა ,სისულელეა!
-ტატო და მალხაზი ჩვენი სტუმრები იქნებიან -დედა მახარებს და მანიშნებს რომ მათ გავყვე. ცოტა ხნის წინ დავინახე ანდრო როგორ ჩაჯდა ჩემს მანქანაში და ბედნიერებისგან გავიბადრე. სწრაფად წავედი ჯიპისკენ, დაბურული მინები როგორი საწიროა მუდამ. კარს ვაღებ და სწრაფად ვჯდები. მძღოლიც მაშინვე ძრავს მანქანას
-გისმენ !
-გევედრები უბრალოდ მენდე. ყველაფერი გართულდა, არ ვიცი რას გავაკეთებ.მაგრამ ორი დღე მჭირდება, გახსნა ,წვეულება და შემდეგ გეფიცები ,გეფიცები ყველაფერს მოვაგვარებ
-უბრალოდ მითხარი რას წარმოადგენდა შენთვის ,სხვისი მოსაზრება არ მანაღვლებს
-მეგობარი იყო ყოველთვის და იქნება მომავალშიც,მასაც ეს უნდა მხოლოდ
-ასე დაძაბული და შეშინებული თუ იქნები არ გაკოცებ- ისე მეუბნება როგორც პატარა ბავშვს კამფეტის წართმევით ემუქრებიან. ხელს მხვევს და მკოცნის. როგორ მჭირდებოდა, ვმშვიდდები და ვიცი რომ პრობლემა არ არსებობს. არც იარსებებს ,რადგან ის ანდროა .მან იცის ყველაფერი და ტყუილად არასდროს არაფერს გააკეთებს. ვეხუტები და მისი სურნელით ვივსებ ფილტვებს
-ჩვენთან რჩება ...-ჩუმად ვეუბნები და ვგრძნობ როგორ ეჭიმება ჩემზე მოხვეული ხელი.
-დარჩეს ...-ცდილობს არ დაეტყოს მაგრამ მე ხომ ვიცი ეჭვიანობას ვერაფერს უხერხებს.მის ადგილას არ ვიცი რას გავაკეთებდი. - მე მათესთან ვიქნები
-კარგი
ბოლო ეს იყო რაც ვუთხარი,მანქანა უკვე ეზოში იყო. გადავედი ,ანდრო დარცა .შემდეგ დავინახე როგორ გავიდა ეზოდან მანქანა მე კი სახლში შევედი . ვინაიდან გვიანი იყო ყველანი თავიანთ ოთახებში წავიდნენ. მეც ჩემს საძინებელს მივაშურე, სწრაფად მოვიშორე კაბა და ფეხსაცმელი. სააბაზანოში შევედი, ახლა გამოფხიზლება მჭირდებოდა ,რა დამაძინებდა,ამდენი ემოცია ერთ დღეს. როდის დასრულდება ეს ნერვიულობა ,ნუთუ არ უნდა მეღირსოს ერთი დღე რომელიც მთლიანად ბედნიერი იქნება . საცვალს ვიცვამ ,ზემოდან გამჭვირვალე პენუარს და ოთახში გავდივარ. ტატოს რომ ვხედავ გული მისკდება
-რამ შეგაშინა პირველად მხედავ აქ? რამდენი ხანია გელოდები რა იყო ,ამდენ ხანს რას აკეთებდი დავიღალე
-აქ რა გინდა ტატო?
-გეტყოდი შენთქო მაგრამ როდის იყო ეგ მინდოდა- გადაიხარხარა, სულელია რა ,ნამდვილი გადარეული- უნდა ვილაპარაკოთ თორე ვატყობ დღისით არ მოგვეცემა საშუალება. საწოლზე კი იყო ისედაც წამოსკუპული, ახლა ბალიში ააფუმფულა და მიწვა ნახევრად . -რას მიყურებ შორიდან მოდი კი არ გიკბენ, რა გჭირს ტასო?
-აა .. არაფერი უბრალოდ დავიღალე - საწოლზე ვჯდები , მოშორებით მაგრამ როგორ უნდა დავჯდე მოშორებით საწოლზე
-მეჩვენება თუ მერიდები... არ შეგჭამ ნუ გეშინია , რა გჭირს ტასო? ტვინი გადაგინერგეს? - ხელს მხვევს და საწოლის თავთან გადავყავარ-მოკლედ ამათ უნდათ დაგვაქორწინონ, მამაჩემი ნინის ვერ იტანს . შენს მშობლებს ჰგონიათ რადგან ჩემთან კარგი ურტიერთობა გაქვს შეგვიყვარდება ერთმანეთი ან გვიყვარს რა ვიცი . ასე რომ ამისთვის ჩამომიყვანა აქ , ნინი გაგიჟდა,ისე გაგიჟდა მეგონა დამშორდებოდა ამიტო წამოვიყვანე აქ . ახლა აქ რომ მხედავდეს ასე რომ ვზივარ მომკლავდა, ამაღამ თუ არ მივედი მაინც მომკლავს რა აზრი აქ. მოკლედ ვიცი ახლა შენ თავისუფლება გინდა , რომც არ გინდოდეს ხომ არ დაუშვებ ცხოვრება დამინგრიონ. არ მინდა ჩხუბი ვიცი დავრჩები ისე და არ ვაპირებ იმ საზიზღარ ქალს დავუტოვო მთელი ჩემი ქონება ,თორემ დიდი ხნის წინ შევეშვებოდი ყველაფერს. შენ თუ იტყვი რომ არ გიყვარვარ და ქორწილი არ გინდა მე განზე დავრჩები. შენთვის რა აზრი აქ რას გეტყვიან , პირველი იქნება თუ უკანასკნელი რაზეც უარს იტყვი. ვიცი ცუდად ჟღერს ,ლაჩრულადაც შენ რომ გადმოგაბარე ყველაფერი მარა გთხოვ რა -ისე უცებ მიაყარა ყველაფერი,როგორც ჩვევია და ბოლოს ჩემი ხელები ტუჩებთან მიიტანა, მკოცნიდა -გევედრები რა ტასიკოო ,ხო იცი როგორ მიყვარხარ ჩემო თოჯინა
-ვიცი ტატო , არაა პრობლემა მე თანახმა ვარ
-რაზე ხარ თანახმა რა საინტერესოა- ანდროს ხმა მესმის და გული მიცერდება, მეშინია ,ისევ მეშინია . კარისკენ ვიხედები და მის თვალებს ვაწყდები,იქ მხოლოდ ბრაზს ვხედავ და იმედგაცრუებას,ნუთუ ჰგონია რომ. თუმცა რას იფიქრებს აბა , ბახევრად შიშველი ვწევარ ბიჭის გვერდით რომელიც ისე ახლოსაა, თან ხელებს მიკოცნის და თვალებს მიჟუჟუნებს
-ანდრო მე ... ის. გეფიცები
-რას მეფიცები - იღიმის მაგრამ არაა ეს ის ღიმილი მე რომ მიყვარს - ხომ მიტხარი მეგობარიაო, ხოდა რაზე ხარ თანახმა მაინტერესებს
-ვაიმეე .. შანსი არაა- ტატო საწოლიდან დგება და ჩვენ შორის დგება . ორივეს გვიყურებს -თქვენ ერთმანეთი გიყვართ? ტასია შენც გიყვარს? შენც კი არა ვაიმეეე ამას რას მოვესწარი ,ცემი გოგო არ გამიკვირდა რა კიდეში დაჯდა ,როდის იყო ...ვაიმეე - ქოთქოთებდა ტატო ,მერე იცინოდა - ბრატ მომისმინე ბოდიში რა მე და ტასუნია ტრუსიკის ძმაკაცები ვართ , - ხელს მხარზე მხვევს და საფეტქელზე მკოცნის-მერე პროსტა მე საქართველოში წამიყვანეს და დავშორდიტ ცოტა,მარა არაფერი გვქონია . ხოდა ახლა თუ გაიგე რო ჩვენს დაქორწინებას აპირებენ . სულ რო ვენები გადაეჭრა ამას მაინც არ მოვიყვანდი მყავს მე ჩემი ნინიკო და ეს ჭირვეული ალქაჯი რათ მინდა - უცებ მიაყარა ,ისე ამბობდა .სიცილი ამიტყდდა .ანდრეა სიე უყურებდა ამაზე სულ ჩავბჟირდი,აშკარად არ ეგონა ნორმალური ტატო.
-კისევ კარგი რომ მითხარი თორემ ვიფიქრებდი მოგყვებოდა - ირონიულად იღიმის და თავისკენ მქაცავს, წონასწორობას ვერ ვიცავ და მის მკლავებში ვარდები
-ძალიან კარგი ,ყველაფერი გარკვეულია, როდის იტყვი?
-ხვალ არაფერს იტყვიან და ზეგ მოვაგვარებ !
-წავედი აბა მე ნინიკოსთან თორემ ვითვლი უკვე სიცოცხლის ბოლო წუთებს- უცებ გარბის .ანდრო წარბებაწეული უყურებს
-არაა ხო ეს ნორმაური
-შენ არ ხარ ნორმალური, ისე შემოხვედი მეგონა მომკლავდი
-აბა რას წამოუგორდი შიშველი, მეგობარია ყველა და ბარემ იარე შიშველმა მათთან
-კარგი ნუ ხარ ასეთი მკაცრი
-მკაცრი ! მკაცრი თურმე , არა ჩემს ქალს უნდა უყუროს ყველამ . დღეიდან იცვლება ყველაფერი სენს ცხოვრებაში და დაიმახსოვრე,მხოლოდ ჩემი ხარ ყველანაირი მნშვნელობით, ზედმეტად არც კი უნდა გიყურონ. ყოველთვის იცოდე რომ შენში ეჭვს არ შევიტან,მაგრამ ეს იმას არ გამორიცხავს რომ არ გავბრაზდდები შენს თაყვანისმცემლებზე .
-გადამმალე მაშინ სადმე და არავინ დამინახავს- ვიბუსხებიდ ა ვცდილობ მოვშორდე, არ მინდა ბრძანებლობის უფლება მივცე,არც ერთი პროცენტით .მაგრამ გამომივა კი?
-ნუ ხვანცალებ - საჯდომზე მარტყამს მარჯვენა ხელს ,მარცხენა ისევ წელზე აქვს მოხვეული
-ოჰ ...
-მართლაც ოჰ რა კარგი საჯდომი გაქ - იცინის და ისევ მითათუნებს ხელს
-უზრდელო- სახის დასერიოზულებასაც ვერ ვახერხებ, უკვე მოთმინება მეწურება და ვკოცნი
-უზრდელი კი არა ცოტაც და გავგიჯდები,ყველა კუთხეში ან ნამდვილი ბოიფრენდები მხვდებიან, ან ყალბი, ან საქმრო მოკლედ რა შენი გაბრაზებაც მღლის უკვე . მეცოდები ,ვერც გეჩხუბები
-საზიზღარი ხარ, ნამდვილი ველური. განგებ მიკეთებ ხო? ხვდები რომ მეშინია შენტან ჩხუბის და განგებ მიყურებ ეგეთი თვალებით
-შენს ნერვებზე თამაში იხმელა სიამოვნებას მანიჭებს არც კი ვიცი რით შეიძლება გადავფარო , ან ვიცი მაგრამ ...
-არ მომეკარო საერთოდ, ნერვების მოშლა თუ გხიბლავს რას მიფათურებ ხელებს ეგ არ მაწყვიტავს ნერვებს
-ხოო? აბა?- ვიშორებ მაგრამ ჩემკენ იწევს და მეც საწოლზე ვვარდები. უკეთესი ადგილია რ მოიძებნებოდა. ზემოდან მექცევა და ხელებს მიკავებს - ანუ ნერვებზე ვერ ვმოქმედებ - ცხვირს მუცელზე მიხახუნებს და ზემოთ მოყვება ტუჩებით,მაგრამ არ მკოცნის უბრალოდ მეხება, იმ თხელი ნაჭრის ქვეშ ყველაფერს ვგრძნობ და მუცელი მეკუმშება. მკერდზე რომ მახებს ტუჩებს უკვე ცუდად ვხდები , ვცდილობ ხელები გავითავისუფლო მაგრამ არ მანებებს, ტუჩებთან მოაღწია ,თავს ვწევ კოცნის მოლოდინში და ვრჩები ხახამშრალი. თვალებს ვჭყიტავ სიცარიელის შეგრძნებისას მაგრამ უკვე სააბაზანოს კართანაა
-შხაპს მივიღებ სანამ შენ დამშვიდდები და დავიძნოთ თორემ დავიქანცე დღეს ამდენი შენი მეგობრის ხილვით ...- მიღიმის და კარს მიღმა უჩინარდება. არა რას მიკეთებს,მოიცა შენ მაცადე. გადავიტანო ეს ორი დღე და მაცადე. ბალიშზე კომფორტულად ვდებ თავს და ისე მეძინება ვერც ვიგებ როდის გამოდის აბაზანიდან . მხოლოდ ტუჩების შეხებას ვგრძნობ ყელზე და მორჩა. დილით მარტო ვიღვიძებ, უფრო სწორად მაღვიძებენ, მთელი დღე სამზადისია,მოკლედ სავსეა სახლი. თიტქოს ქორწილისთვის მამწადებენ. ყველა აქაა, სალონია ჩვეულებრივად მოწყობილი ,პლიუს ბუწიკი და დარბის ორი დიზაინერი . ჩემს ოთახში შემოვარდნენ და დაიწყეს, ვერც მოვასწარი გამოფხიზლება,თურმე დილა კი არა ხუთი საათი ყოფილა, ამდენ ხანს როგორ ვიზინე მეც არ ვიცი . როგორც იქნა კაბის ჯერი დგება და გარდერობში შევდივარ, ეს ბიჭი საიდან ჩნდება არ ვიცი მაგრამ უცებ შემოდის , უკვე მზად ყოფნაშია შავი კლასიკური შარვალი , თეთრი პერანგი ხელში ბაბთა უჭირავს .მისი ფიგურა ისეა გამოკვეთილი ნერწყვის დიდ გროვას ვაგორებ და იღიმის
-ასე იპარები ხოლმე შენ დილით?
-ოჰ როგორ გამიცრუე იმედი მეგონა სხვანაირად შეეცდებოდი სამაგიეროს გადახდას- მოკლედ ნერვებსაც ვერ ვუშლი. ხელს მხვევს და კარადაზე მაკრავს ,პენუარის ქვეშ აცურებს ხელს ფეხზე მიჭერს და კვნესასაც ვერ ვახერხებ ისე მეტაკება ტუჩებზე. როგორ მაგიჯებს ეს ველური, ფეხებს წელზე ვხვევ და თავად ვაკრავ კარადას,უჰაერობის გამო ტუჩებს ვშორდები მაგრამ ნიკაპზე გადავდივარ. ყელში ვკბენ და ოხრავს ,მეღიმება ვიცი ამისთვის დამსჯის მეც ველი . ველი და მახსენებენ სად ვარ, რა უნდა გამეკეთებინა და საერთოდ როგორ მეჩქარებოდა
-ანასტასია რას იცმევ ამდენ ხანს ..გავდივართ უკვე, ქვემოთ გელოდებით ხუთ წუთში იცოდე მერე ამოგაკითხავ
-იცოდე ყველაფრისგან მოსორებით ვყიდულობ სახლს და იქ გადავდივართ... უკვე მკლავენ ამ შემოვარდნებით და დაძახებებით - გაბრაზებული მსვამს იატაკზე , მოწყვეტით მკოცნის დაწითლებულ ტუჩებზე და მიდის. როგორღაც ჩავიცვი , ტუჩსაცხი ისევ წავისვი აბა რა მექნა თუმცა რატ მინდოდა ისე დამიწითლა ტუჩები. გასვლამდე სარკეში ვიხედები და საკუთარ ანარეკლს ვუღიმი. გრძელი კაბა მაცვია, ბოლომდე ჩახსნილი, მკერდთან ჩაჭრილი თიტქმის მუცლამდე ,მთელს სიგრძეზე, ზურგიც მოშისვლებულია . რამე მაინც დამეფარა, რას ვფიქრობ ისეტი კაბა მაცვია ყველა გაგიჯდება. კლატჩს ვიღებ და გავდივარ. მესმის კომპლიმენტები ,მაგრამ ანდრო არ ჩანს შესაბამისად არავინ მადარდებს. მანქანაში ვსხდებით და მივდივართ. უნდა ვაღიარო რატის სასტუმრო მართლაც საოცრებაა, სასახლის ასოციაცია იქმნება, უზარმაზარი ჭაღები, კიბეები თითქოს მოოქროვილია, დიდი დარბაზი . დეკორატორებს საოცრად უმუშავიათ, ზუსტად ის გაუკეთებიათ რაც მსურდა. უამრავი ხალხი ,დარბაზი დავსეა ჩემი მშობლები შედიან, დედიკო ისეთი ლამაზია ყურადრებას იპყრობს,მამაც ამაყად მიაბიჯებს. მე კი როცა ნაბიჯის გადადგმას ვაპირებ ხელიზე ნაზად მეხება ანდრო და ჟრუანტელი მივლის.
-წინააღმდეგი ხომ არ ხართ ქალბატონო
-არა ,რა თქმა უნდა- ხელკავს ვუკეთებ და ვუღიმი .ასე თვალებში შევციცინებ და შევდივართ დარბაზში
-ამ კაბაზე მოგვიანებით ...- თვალებანთებული სწრაფად მავლებს მზერას მაგრამ ვიცი სანამ მომიახლოვდებოდა ბოლომდე შემისწავლა ახლა კი თვალს მაშორებს და მეღიმება- მაგ ღიმილსაც კიდე ... ოხ ტასია ჩემო, ტასია როგორ მაგიჟეებ
ყველა ჩვენ გვიყურებდა, ჩურჩულებდნენ, ზოგი გვიღიმოდა წრფელად,ზოგიც ირონიულად, ზოგს არც ადარდებდა . ჩემი მშობლები კი გაოცებულები მიყურებენ , ჩვენები კი ბედნიერები .მათე განსაკუთრებით აღფრთოვანებული იყო,აბა თათამ კი იცოდა . განცხადება უნდა გამეკეთებინა ,ამიტომ ანდრომ დამტოვა და თავად დადგა მათთან ერთად. მე კი დავიწყე საუბარი. მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით, განვაცხადე რომ მეორე დღიდან იფუნქციონირებდა კლინიკა და როგორც კი დავასრულე სიტყვა ვიგრძენი რომ გავთავისუფლდი. შემდეგ წვეულება გახსნილად გამოვაცხადე და დაიწყო ჩვეულებრივი გართობა, ჯერ უფროსებიც იყვნენ და დასტოინად დაიწყო ყველაფერი. მე კი ჩემს ანდრიკოსთან მივედი
-ვაიმე დასრულდა ხალხოოოო - მხარზე დავადე თავი ანდროს და გავუღიმე ჩემებს
-დასრულდა კი არა დაიწყო რძალო დაიწყოოოო - მათე გამეკრიჭა და მგონი დავიბენი, მეუცხოვა ეს სტატუსი . ამათ ვესაუბრებოდი ჩემი გოგოები რომ დაგვადნენ
-ამას გვიმალავდი?
-ესმის ფრანგული ტყუილად ნუ დაიწყებთ ,მაშინვე გავაფრთხილე ანდროზე და გაეცინა ამ მაიმუნს.
-კაი მართლა? ანუ ისიც გაიგო მაშინ რომ გითხარით...
-რა დროს ეგაა... ნაწყენები ვართ ჩვენ
-შემოგირიგებთ როგორმე... საქმე თქვენ არ გაქვთ და დავიწყოთ დასვენება
-გატყუებთ გოგონებო, თვითონაა დაკავებული
-რა დაკავებული..დავასრულე მე უკვე
-სამაგიეროდ ჩემთან ხარ დაკავებული ,ჩემით ხარ დაკავებული ...როგორც გინდა ისე თქვი
-ჩვენ დაგელოდებით არაა პრობლემა - გოგონებმა ერთხმათ თქვეს ,გამეცინა
-ღმერთო რა გეშველებათ
-არაფერი -ისევ ერთად თქვეს და წარბები აწკიპეს- რა მოწყენილობაა, შენი წვეულებები მოგვენატრა ..მართლა როდის დაგვიბრუნდები რა
-რაც შეიძლება მალე ...
რამდენიმე საათიც და ყველაფერი დასრულებული იყო . ვერ მოვითმინე და მშობლებსაც დაველაპარაკე , სანამ ვეტყოდი რამეს თავად გამაწყვეტინეს
-ანდრეა ძალიან კარგია დე ... ბედნიერი იყავი
სხვა არც არაფერი მჭირდებოდა,იმედია ყველაფერი ცუდი დასრულდა . დროა ბედნიერებით დავტკბე . ღვინის ბოკალი დამადებინა და წელზე შემიცურა ერთი ხელი
-მივდივართ-ყურთან მიჩურჩულა და ინსტიქტურად გავყევი. ხალხს ისე გავეცალეთ მგონი ვერავინ შეგვამჩნია . მეგონა ჩემი მანქანისკენ წამიყვანდა ,მაგრამ შევცდი სრულიად ახალ ასტონ მარტინთან მივედით
-თავს საჩუქარი გავუკეთე -ჩემი გაფართოებული თვალები რომ დაინახა პასუხი გამცა .კარი გამიღო და მეც დავიკავე ადგილი.როგორ მიყვარს ეს მანქანა ,ისეთი კომფორტი ვიგრძენი, ანდრო რომ ჩაჯდა და მისი სურნელი გამეფდა ირგვლივ მოვდუნდი,თავი სავარძელს მივაყრდენი და გავუღიმე .
-სად მივდივართ?-მეგონა სახლში წავიდოდით,მაგრამ შევცდი . ისეთი სიჩქარით მიდიოდა როცა ქალქაიდან გავიდა მგონი რამდენიმე წუთში ათასობით კილომეტრი დაფარა. ნუთუ მაიამია...ჩემი საყვარელი ადგილი. აქ სახლი გვაქ, სანაპიროზე. - მაიამი... სასტუმროში არ გვინდა , ჩემთან სახლში წავიდეთ რა - თვალების ციმციმით ვუთხარი .შემდეგ ვუთხარი საით უნდა წასულიყო და რამდენიმე წუთში ეზოში ვიყავით. საოცარი ადგილია. ნამდვილი საოცრება.როგორ მიყვარს ეს ყველაფერი,ზღვა სიმშვიდე და ანდრო. სახლის გასაღები სამალავიდან ავიღე და საკეტს მოვარგე.
ავეჯი თეთრი ნაჭრებით იყო დაფარული, არაფერი დამინახავს ხელი ჩავკიდე ანდროს და უზარმაზარ აივანზე გავიყვანე იქედან პირდაპირ შეგეძლო საძინებელში შესვლა ,მინის უზარმაზარი კარით . ანდრო ჩემს უკან იდგა, ხელები მუცელზე მომხვია და მხარზე ნიკაპით დამეყრდნო. აივნიდან გავცქეროდით ულამაზეს ხედს, ზღვიდან წამოსული გრილი ჰაერი სხეულზე გვედებოდა ,თუმცა მეეჭვება სიმხურვალის განეიტრალება შესძლებოდა . სხეული მითრთოდა , გული გამალებით მიცემდა ,ნუთუ ვღელავდი .ხელისგულები გამიოფლიანდა, პირი გამიშრა ,ეს კი მაგრამ როგორ შეიძლება ... ანდრო მსვიდად მიკოცნიდა ყელს,თავი უკან გადავწიე და მხარზე მივაყრდენი, თვალები დავხუჭე,ტუჩები ერთმანეთს დავაშორე როგორმე ღრმად რომ ჩამესუნთქა ჰაერი,იქნებ დავმშვიდებულიყავი ,მაგრამ არაფერი გამოვიდა . ანდრომ თავისკენ შემაბრუნა,ჩვენი ტუჩები შეერთდნენ .ისევ ისეთი მშვიდი იყო, ფაიფურის თოჯინად წარმოვიდგინე თავი რომელსაც მელი სიფრთხილიდ და სინაზიდ ეპყრობიან. პირველი შემთხვევა იყო როცა ყველაფერს ისე აკეთებდა როგორც მჭირდებოდა, მგონი ყველა ჩემი ქმედება შესწავლილი ჰქონდა და ზუსტად იცოდა რა უნდა გეკეთებინა ჩემს დასამშვიდებლად. მოვდუნდი, თუმცა მალე მთელი ჩემი არსება ვნებამ მოიცვა .პირველად შემიპყრო სიყვარულით გაჯერებულმა ვნებამ , პირველად მიპყრობდა სურვილი მისი გავმხდარიყავი ,მთელი არსებით მისი. რამდენად მოხერხებულადაც მოვაშორე პერანგი,ღილების დაწყვეტის ხარჯზე იმდენად სწრაფად აღმოჩნდა ჩემი კაბა იატაკზე მე კი საწოლზე. თითებს უმისამართოდ დაატარებდა ჩემს ნახევრად შიშველ სხეულზე და თითოეული ჩემი შეხებისას თავის გაკონტროლება უძნელდებოდა . წელზე მოხვეული ხელები შარვლის შესაკრავისკენ გავაცოცე და ქამარი გავუხსენი.. რამდენიმე წამი და ვნებისგან მიბნედილი თვალები ცეცხლით ამევსო , არეული ბგერები კვნესაში გადამეზარდა, მისი კოცნა, შეხება, სიტყვები, მზერა რომელიც ახლა უფრო მაგიჟებს მთლიანად მიბინდავს გონებას , ვწყდები ამქვეყნიურ არსებას და ისეთი სეგრძნება მაქ თითქოს სულ სხვა ადამიანი ჩასახლდა ჩემში, პირველად განვიცდი გრძნობას რომლის სიტყვებით ახსნაც შეუძლებელია. მის სახელს ვბუტბუტებ და ყელში ვკოცნი ,პირველი ბიძგისას ისე დავკაწრე ,ახლა რაღა უნდა გავაკეთო არ ვიცი ,ისე დაიგმინა მგონი კანი ავაცალე რა ჯანდაბა დამემართა , ხელებს თავთან მიკავებს და ანთებული თვალებით დამყურებს ,მეც დრო ვიხელთე და ტუჩებზე დავეწაფე ,მაგიჯებს, ჭკუიდან გადავყავარ .აღარ ვიცი ცალა გამომაცალა თუ პირიქით დამმუხტა , ფაქტია მთლიანად ვანათებ , მისი თვალები , მისი მზერა ეს არც კი ვიცი რაღაც საოცრებაა .მკერდზე ვადებ თავს და ვცდილობ სუნთქვის დარეგულირებას. ხელს ჩემს დაცვარულ ზურგზე დაატარებს და ელექტრონებს სხეულიდან გასვლის სასუალებას არ აძლევს, ისევ ჟრუანტელი მივლის . მკოცნის ,თვალები მენაბება, სახეს მიკოცნის და მეჩურჩულება .მისით ვარ მოცული,მთლიანად მისი ვარ, ახლა ვხვდები რას გულისხმობენ როცა ამბობენ „გულს მივცემ“ გული, მარტო? მგონია რომ არცერთ უჯრედს მის გარეშე არ შეუძლია .მის გარეშე ნამდვილად მოვკვდები რადგან ცხოვრებას დავკარგად, მხოლოდ ახლა ვიპოვე და ერთადერთია ვისაც ვერასდროს გავუშვებ...
დილით, როგორც კი გამოვფხიზლდი წინა ღამის კადრები ამომიტივტივდა გონებაში და გამეღიმა.თვალები სწრაფად გავახილე და მძინარე ანდროს მივაპყარი მზერა. თავი გვერდით გადაეხარა ,ერთი ხელი მუცელზე ედო მეორე ჩემს წელზე ჰქონდა მოხვეული და მშვიდად ეძინა. ყელში ,ყბასთან ახლოს ვაკოცე და საწოლიდან წამოვდექი. პირსახოცი ავიღე კარადიდან და სააბაზანოში შევედი. გრილი წყლის წვეთები მეხებოდა ახურებულ კანზე და სიამოვნებას მგვრიდა. თვალები დავხუჭე, ხელი სველ თმაზე გადავისვი, წყალს შევუშვირე სახე დაკარის გაღების ხმაზე ფარტოდ გავიღიმე.
-რომ მკოცნი და მიიპარები რა წესია?- საშხაპეში შემოდის და დანამულ მხარზე მკოცნის, თითებს ჯერ მუცელზე შემდეგ კი ქვემოთ მიაცოცებს და ძლივს დამშვიდებულ არსებას ისევ მიფორიაქებს...
-დასჯაზე თანახმა ვარ , ფორმაც მისაღებია - ვკრუტუნებ და თავ უკან ვაგდებ რომ უკეთ მაკოცოს
-ვგიჟდები დამყოლ ქალებზე
-ნწ ... მხოლოდ ჩემზე უნდა გაგიჟდე თორემ მერე ნახე შენ დასჯა
-ასეთი მკაცრი ტონი რომ გაქვს მაშინებ პირდაპირ- ეს მოსიარულე ირონია,როგორ მიბედავს, მეფერება და თან იღიმის. იცის რომ გამაბრაზა-ჩემი გემრიელი , ვგჟდები შენზე და თუ არ მომიშორებ შეიძლება შემომაკვდე- ნაწყვეტ ნაწყვეტ მეუბნება და თითებს თეძოზე მძლავრად მჭერს, ისევ კვნესა .მოკლედ სიტყვა ვეღარ მითქვამს.
-წინააღმდეგი არ ვარ..საქმე მაინც არაფერია და ჯანდაბას - გავაბრაზე,როგორც იქნა
-ასე ხომ? ძალიან კარგი - საშხაპიდან გამოსულს მიჭერს პირსახოცის მოხვევაც ვერ მოვასწარი , ხელში ავყავარ და ნიჟარაზე ვარ. ველური,ნამდვილი ველური, მომაჭამა ტუჩები ასე როგორ შეიძლება ...არა ნამდვილად ფსიქიატრიულში უნდა მოვხვდე
-რატო მაგიჟებ ადამიანოო- თმაში ვწვდი და თავი უკან გადავაწევინე, მერე მთელი ძალით ვაკოცე და უცებ მოვშორდი- ხუთიწ ელი რაც ქალთან არ ყოფილხარ ჩემთან უნდა აინაზღაურო=ეს ისე ვუტხარი ორივე ავხარხარდით.არა ეს ჩემზე გიჟია რა
-ნუ ახლა სად ორი წელი სად ხუთი ..გასაგებია ზედმეტად ტემპერამენტიანი ვარ - საზიზღარი,ვაიმე როგორ მიყურებს და ათამაშებს ამ წარბებს და მიფახუნებს წამწამებს . ეს საზიზღად სიმპათიური, ოხ როგორ მოგკბეჩ ამ ჩაჩხვლეტილ ლოყას. პირდაპირ ნაკეცთან ვკბენ და ისე ძალიან რომ ბრაზდება
-ალქაჯო ... რა დამართე ჩემს ლოყას- საყვარლად იზელს ნატკენ ადგილს, მე კი სახეს ვუჭერ და ამჯერად ვკოცნი იმ ადგილას, მერე ცხვირზე ვკოცნი, მეორე ლოყაზე , ყბაზე, ნიკაპზე და ბოლოს ტუჩებს ვუკოცნი- გემრიელი ალქაჯი, ჯადოსნური კოცნით -ბუტბუტებს და თვალებს აკვესებს .ვკისკისებ როცა ყელს ხმაურით მიკოცნის და საწოლიდან ვაგდებ
-უნდა წავიდეთ, არაფერი გვაქ სახლში, ტანსაცმელი ვიყიდოთ, პროდუქტი და დავბრუნდეთ. როგორც ვატყობ არც შენ გინდა აქედან წასვლა, თან ჯერ არაჩვეულებრივი ამინდია ,სანაპიროზე უამრავი ხალხია .. - სწრაფად ვამბობ და კარადაში საუკუნეების წინდ არჩენილ მაისურს ვიცმევ . აბა იმ კაბას რას ჩავიცვამ ახლა . ანდრიკოც კადრულობს ,იცვამს და მომყვება. შემდეგ ხელს მხვევს და მივსეირნობთ მარკეტამდე. ტანსაცმელები სწრაფად შევარჩიეთ ,ძაან ვიხალისე ჭრელი ყვავილებიანი შორტი და პერანგი რომ შევუგდე ანდროს გასახდელში და გამომეცხადა აჭრელებული,ისეთი დასტოინი გამომეტყველებით როგორიც აქვს ხოლმე ისე ავხარხარდი ლამის დავიგუდე.
-გეყოს ახლა ...
-კაი ხო ..აუ რა საყვარელი იყავი რატო გაიხადე
-ტასო !
-კარგი ბუზღუ.. პროდუქტები ვიყიდოთ ახლა და მერე მოვამზადოთ რამე თორე წავიქცევი სადაცაა ისე მშია
-მეც მშია ,... ანასტასია მშია
-ოჰ კაი ერთი - შევიცხადე და მისი თვალების ბრიალი დავაიგნორე , კალათი ავიღე და წავედი . დავდიოდი ვარჩევდი პროდუქტს.ათასი რამ ვიყიდე, ისე მომენატრა ეს პროცესი რომ სიამოვნებას ვიღებ . ანდრიკო რომ დამყვება და მებუზღუნება დროზე დაასრულე თორე წავიქცევი აღარ შემიძლიაო ამაზე ვხალისობდი . როგორც იქნა მივედით სალაროსთან ,რომ დაიწყო ვეღარ დაასრულა,კიდე რაღაცეები გამახსენდა და უცებ მივურბენინე. პარკებიდან ორი მე დავიჭირე შოკოლადებით და ტკბილეულით სავსე ,დანარჩენი ანდროს მივაჩეჩე .გაბუტული მომყვებოდა სახლამდე
-რა მინდოდა რატო არ წამოვიყვანე მანქანა ...
-ნუ ბუზღუნებ ანდრიკოო..დარწმუნებული ვარ შეძლებ მაგათ წამოღებას
-ვვთხოვ რომელიმე გოგოს და წამომაღებინებს რა პრობლემაა..უბრალოდ შენ მომშორდი- წინ მივდიოდი უცებ დავამუხრუჭე და წარბებშეკრული მივბრუნდი ,ორი წამი ვუყურებდი და სანამ რამეს ვეტყოდი მანამ ახარხარდა . ეს გაიძვერა
-საზიზღარო,გაგბეუტე ... მორჩა ! არ მომეკარო საერთოდ,ცუდო შენ
-უ თენ გენათალე საწოვარა არ გვიყიდია შენთვის პატარავ?- ისე მიყურებდა როგორც პატარა ბავშვს და თან ძლივს იკავებდა თავს ისევ რომ არ ახარხარებულიყო. მაგიჟებს, აი ყველანაირად ჭკუიდან გადავყავარ
-გაგახსენებ მაგას რომ მოგინდები
-ახლაც მინდიხარ მე გითხარი მშიათქო და აქ დაიწყე პროდუქტების ყიდვა ... რათ მინდა ესენი
-მე ხო პატარა ვარ და კი არ უნდა შემჭამო უნდა გამზარდო
-შენ თუ გაზრდა გჭირდება- ჩაიბურტყუნა და დავინახე როგორ აენთო თვალები. ზურგი ვაქციე და განვაგრძე ისევ სვლა ,ის კი მიყურებდა . სახლში შევედით როგორც იქნა და შევაჭერი სამზარეულოში,დავდე ყველაფერი და ამოვისუნთქე. მე იმდენი რამ მიმქონდა რო რა ვიცი. ანდრომ ყველაფერი მოიშორა და ჩემკენ დაიძრა, შენ გაჩვენებ მე ბავშვს! როგორც კი მომიახლოვდა გავეცალე და ძალიან მშვიდად ავიღე საწმენდი საშუალებები .
-ვიწყებ დალაგებას,იმედია დამეხმარები ხო?
-არა! უსასყიდლოდ არაფერს გავაკეთებ
-კარგი ტკბილეულს მოგცემ - ისევ გავდივარ . ყველაფერს ვაშორებ თეთრ საფარს. და ვიწყებ მტვრისგან გაწმენდას. ანდრო გაბრაზებული მიყურებს, მე კი მობილურში სიმღერას ვრთავ და როგორც მჩვევია ვიწყებ ცეკვას,ვღიღინებ და უფრო ვაგიჟებ. ბოლოს მუცელზე მომხვია ხელი და სხეულზე ამიკრა,ისე უცებ გააკეთა რო გაქცევა აღარ შემეძლო. სწრაფად დამაწვინა დივანზე და ხელები გამიკავა
-ახლა სადღა გამექცევი ... ტკბილო ეშმაკუნა- ვნებიანი მზერით დამყურებს ,ძალიან ახლოსაა ერთი სული მაქვს როდის მაკოცებს,უკვე ვიწვისურვილით და უბრალოდ მის ხშირ სუნტქვას ვგრძნობ დუჩებზე, სხეული მეწვის, ვიწევი მისკენ ის კი უკან იხევს, მინდა ვუყვიროდ რო მაკოცოს .მიბნედილ თვალებს ვახელ და ბრაზიან მზერას ვაპყრობ-რაო ტასიაა -ტუჩებს ლოყაზე მისვამს , თავს ვაბრუნებ და მის ყელს ვწვდები , ვკბენ და შემდეგ ვკოცნი . ხელები უდუნდება და ბოლოს ვთავისუფლდები მისი ტორებისგან. სწრაფად ვაშორებ მაისურს და ზემოდან ვექცევი .
-ჩემი გაგიჟება რომ არ შეიძლება როდის ისწავლი? - ტუჩებს ვწყდები და მის სხეულს ვსორდები.ვაპირებ საქმე განვაგრძნო მაგრამ არ შემიძლია .-ჯანდაბა ! იცოდე დამეხმარები თორე დაგსჯი - ზედას სადღაც ვისვრი და ვკოცნი ...
/.......
როგორღაც შევძელით სახლის მოწესრიგება , ბოლოს გადაწყდა რომ ის დაალაგებდა მე საჭმელს მოვამზადებდი .ასე რომ მარტივად გამოვიდა ყველაფერი. როგორც იქნა მივირთვით და სანამ გონს დავკარგავდი ამდენი სიმშილით მოვახერხე დანაყრება.
-ავალაგებ და გავიდეთ თორე ისე მინდა ცურვა უკვე ცუდად ვარ- უცებ ვალაგებ მაგიდას ,თეფშებს ნიჟარაში ვალაგებ და უცებ ვავლებ. ანდრო კერძებს მაცივარში ალაგებს და გადის.
რამდენიმე წუთში უკვე ქვიშიან სანაპიროზე მივაბიჯებდით, ანდროს ხელი ჰქონდა მოხვეული და მე მის თითებს ვეთამაშებოდი
-როგორ მომნატრებია აქაურობა - გარემო კიდევ ერთხელ შევათვალიერე და ანდრიკოს მივაპყარი მზერა, რომელმაც სწრაფად მოისორა შორტი, მაისური და მეც გადამაძრო კაბა. მხარზეც გამიდო და აკისკისებული წამიყვანა წყლისკენ.
-ვნახოთ ერთი როგორ ცურავ,იქ რო გამიმართე მაშინ ბიკინი ფართი
-სად იქ
-სადდა ჩემტან აუზზე ..დამაწყვიტე კაცს ნერვები - უკვე სველი ვიყავი და სხეულზე ვეკვროდი,თან ვკოცნიდი
-სახლში არ იყავი და რა იცი
-ხო იმიტო დაბორიალებდი შიშველი? არა ვინმე რო მოსულიყო სად მიდიოდი მერე
-მიყურებდი? შე გარყვნილო
-კი არ გითვალთვალებდი, რამდენჯერმე დაგინახე, რო მივდიოდი ცხრა მთას იქით კი არ გავდიოდი.იქვე ვიყავი ბაღში ადამიანო
-არ მჯერა!
-ნერვებს მიშლი... არა ვიდექი ბუჩქებს უკან და გითვალთვალებდი. ვგიჟდებოდი შენზე და კი არ მოვედი და გითხარი ასე ვიდექი და ნერწყვებს ვყლაპავდი. შენგან განსხვავებით როოგრც კი მივხვდი რო უშენოდ აღარ შემეძლო და უბრალოდ კი არ შეგეჩვიე უკვე ჭკუდიან გადავდიოდი შენ გარეშე წამოვედი . საერთოდ ყველაფერი დავივიწყე.
-მე რომ მივხვდი რა.. შენ არ გიყვარდი ,ან გიყვარდი და ვერ ხვდებოდი და რამე რომ გამეკეთებინა მეგონა გატკენდი.. მეგონა უბრალოდ ლტოლვას გამოვიწვევდი შენში და მხოლოდ ეს არ მინდოდა -ავბუტბუტდდი პატარა ბავშვივით.უკვე ყელამდე წყალში ვიდექი , სხეულზე ავეკარი და მოვეხვიე- კიდევ კარგი მიხვდი რომ გიყვარვარ და წამოხვედი თორემ შევირყეოდი ალბათ - ცოტაც და ვიტირებ
-მაგაზე ფიქრიც არ გინდა... სენსავით სულელი კი არ ვარ
-უჰ სულელი თუ ვარ რატომ გიყვარვარ
-რას გაუგებ ამ სიყვარულს ,თორე თავისტკივილიდ ა ბავშვი მინდოდა ახლა მე?
-ბავშვი თავის ტკივილია? კარგი მე არ ვარ ბავშვი მაგრამ ..
-რა თქმა უნდა თავის ტკივილია !- ჩაყვინთა და გაცურა. მე კი გაოგნებული ვიყავი, ახლავე ბავშვის გაჩენაზე არც მიფიქრია მაგრამ ზოგადად სულ ვფიქრობდი რომ შვილი მეყოლებოდა საყვარელი მამაკაცისგან,თან არაერთი . ფიქრები გავფანტე გონებიდან და მცხუნვარე მზეს წყლის ქვეშ დავემალე. დიდხანს ვცურავდით, სანამ არ დავიქანცეთ. შემდეგ სანაპიროზე ვიწექით,ვერ ისვენებდა და მეფერებოდა .რუჯი მივიღე მალევე ,ისედაც შავგვრემანი ვარ და უფრო გავშავდი. მერე დამცინოდა შემწვარ გოჭს გავხარ,წავიდეთ სახლში თორე ორმაგად მინდება შენი შეხრამუნებაო.ბოლოს მაინც წამათრია.მაგრამს ახლში არ დავრჩი, ჩავიცვი და წავათრიე სასეირნოდ. თავიდან კი ბუზღუნებდა ,მაგრამ მერე ჩემზე უკეთ გაერტო, ნაყინით დამსვარა და იმდენი ვირბინეთ ცუდად გავხდი. პატარა ბავშვი მეგონა თავი, კლუბშიც წავედით, ვიცეკვეთ და მხოლოდ ორი ჭიქა დავლიეთ . მოკლედ გამთენიისას შევედით სახლში კოცნით შემიყვანა და მერე გავითიშე ...
დილით მისმა კოცნამ გამაღვიძა, შიშელ ზურგს მიკოცნიდა ძალიან ნელა და ნაზად. კანი დამიბუსუდდა და მუცელში პეპლებმა იწყეს ფრენა. მოვდუნდი და გავიტრუნე, მეღიმებოდა.ჩემს მინაბვაზე ისიც იღიმოდა
-თვალების გახელას არ კადრულობ?
-ნწ ..
-მინდა რომ სემომხედო !-ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა და მეც ინსტიქტურად გავხედე გვერდით მწოლიარეს.მივიწიე და ვაკოცე მოწყვეტით- ეს რა იყო ,მეთამაშები? - უცებ მიქცევს ზემოდან და ტუჩებზე მეძგერება. არ ვიცი რატომ მაგრამ ახლა გვახსენებს მობილური თავს, აქამდე ვიბრაციაზე მქონდა და არაფერი მესმოდა... ვპასუხობ და თან ანდროს კოცნას ვაგრძელებ
-სად დაიკარგეთ გოგო! სტუმრად ვართ აქ ჩვენ და მიგვატოვეთ?
-კიდე არ წასულხართ თქვენ?
-ანასტასია !
-ხო კაი რა იყო შენი მათუშკა სადაა ... ვერ გამშვიდებს? რაღაც ძაან გაქ ნერვები აწეწილი
-აქაა... ძაან კარგად მამშვიდებს, უბრალოდ ... ახალი ამბავი მქონდა და თუ ვერ გნახე ისე არ გეტყვი
-რა ამბავი?
-არ გეტყვი... სად ხარ ის მაინც მითხარი
-ჩამოხვალთ?
-არ გაბედო თქმა- ანდრომ უცებ წამოყო თავი და დამიბრიალა თვალები
-მაიამიში ჩემს სახლში... გელოდებით საღამოს ყველას
-კაიც ,გკოცნი
-კაი რა ... ახლა ამხდიან თავს
-რა საზიზღარი ხარ სულ არ გიყვარს მგონი არავინ
-შენგან განსავებით მივეჩვიე მარტო ყოფნას და არც განვიცდი ...
-წავალ მაშინ მეც-გავიბუსხე მან კი ტუჩები მუცელზე მომაკრა და იქაურობის აღწერას შეუდგა
-არსადაც არ წახვალ.. ვერსად წახვალ...შენ სულ ჩემთან იქნები ,მხოლოდ ჩემი ხარ ..სამუდამოდ ჩემი - ბუტბუტებდა და ჭკუას მაკარგინებდა . იმხელაზე წამოვიკივლე ბოლოს მგონი სულ დავკარგე თვითკონტროლი, გაეღიმა და მოწყვეტით მაკოცა .
საღამო ისე მოვიდა ვერც კი გავიაზრეთ, ან ისინი წამოვიდნენ დროულად . საწოლში ვიყავით მანქანის ხმა რომ გავიგეთ,მანქანის რა ჩემი ხმა მესმოდა და სულ ვერ გავიგე. ლაშიკოს ყვირილის ხმას თათას ფხუკუნი რომ დაერთო და ორივე ერთად რომ მაფრთხილებდნენ მოვედით და შეეშვით ცელქობასო ,მერე მოვშორდი ანდროს
-რომ გეტქვა ერთი კვირა გვადროვეთთქო მოკვდებოდი?- ბუზღუნით ამბობს და მიყურებს, შიშველი როგორ მივდივარ კარადასთან ვიწყებ ჩაცმას და თვალებით მჭამს
-არ აპირებ წამოსვლას?
-კი !- უცებ დგება იცმევს და უკან მომყვება. ყველანი მისაღებში არიან. ვეხვევი ვკოცნი, ფეხმძიმეებს მუცელზე ვეფერები,ათას რამეს ვეკითხები, კლინიკის ამბებსაც ვიგებ ,რომელიც უფროსის გარეშე როგორაა არ ვიცი ,მაგრამ ეკონომისტს თუ დავუჯერებთ ასე თუ გაგრძელდა მალე მოგებაც დაიწყება. მარიამს ვეძებ თვალებით და ვერ ვპოულობ , რატი კი თვალებჩაცვენილი და განადგურებულია
-ამას რა სჭირს- ლიკუნას ვეჩურჩულები ,ის ყველაზე ახლოს იდგა
-არ ვიცი ძლივს წამოათრიეს ბიჭებმა, არ მოდიოდა. შეხედე როგორაა მგონი ორი დღეა გადაბმულად სვამს
-მოკლედ რა ... ის გოგო როგორი ჯიუტია
-ვინ გოგო
-მაკალათია !
-რა მაკალათია .. მოიცა მართლა ერთმანეტი უყვართ? აქამდე როგორ არ მითხარი
-შენთვის არ მითქვამს? კაი რა პაწკუ რა იყო.. რატო მებუტები ..
-თათას ეუბნები შენ ყველაფერს მე არაფერს მიყვები
-ვაიმეე ბუს რატო ხარ ეგრე?- ზურიკო ეხვევა და გაბუშტულ ტუჩებს უკოცნის
-მიტო!
-უუ ჩემი დიდიი გოგოოოო ლოგოლი პასუხი გამცაა
-ზურა ნერვებს ნუ მიშლი !
-ხან ბავშვია ხან ალქაჯი ...რა დღეში ვარ მე საცოდავი
-შეგიძლია გამშორდე,..გზა დიდია
-მოუნდა გოგოს თვითგვემა
-მოკლედ რა!
სანამ ესენი ჩხუბობდნენ სხვები ოთახებში დაბინავდნენ, ჩაიკეტნენ და მე რატიკოსთან წავედი, რომელიც სანაპიროზე მიდიოდა . დაჯდა და მეც ვერდით მივუჯექი,ჯერ ჩუმად იყო
-მითხრა რომ არ ვუყვარვარ ... არ აქვს მნიშვნელობა მართლა გიყვარვარ თუ არა , მე შენს მიმართ არაფერს ვგრძნობო .
-შენც დაუჯერე და წამოხვედი ,ბრავო
-აბა რა მექნა! მომეტაცებინა ? ძალით როგორ შევაყვარო თავი. ძალიან კარგად ვიცი თუ არ ვუყვარვარ ვერც ვერასდროს შემიყვარებს
-რა იდიოტები ხართ ეს კაცები ... როცა საჭიროა ძალაც უნდა გამოიყენო , როცა ხვდები რომ რაღაც გრძნობა აქვს
-არ აქვს
-ვაიმე ასეთი იდიოტი როგორ ხარ ! როგორ არ აქვს აბა რომ უბრწყიავს თვალები, ბრაზდება ყველა შენს ცუდ სიტყვაზე, დნება შენი მიახლოვებისას და სიტყვებს ვერ აბავს ტავს მარიამ მაკალათია ბურტყუნებს გაუგებრად ეგ რა არი.სხვა რა უნდა გააკეთოს , უთხარი რომ გკლავენ,მოვა და ეტყვის მე მომკალით ის გაუშიო ეგ თუ გინდა
-ხო მაგრამ
-არავითარი მაგრამ, აბრძანდი ახლა და სულ რომ ძალით შუევარდე სახლში უთხარი ვერ მომიშორებ თავიდანთქო ..რამე გააკეთე და მერე ჩამოდით აქ ...
-წავედი ! და ხო შენი და ანდროს ამბავი გამიხარდა, ბედნიერებას გისურვებ- თავზე მაკოცა და წავიდა. მე კი გადავწექი ქვიშაზე და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ავხედე. მალე ანდრიკოც მომიწვა, თავი მუცელზე დამადო და გაიშხლართა,თმაზე ვეფერებოდი, მის ხშირ თმაში დავაცურებდი თიტებს ,ისიც გატრუნული იწვა .მერე ხელისგულზე მაკოცა,ხანგრძლივად და ნაზად....
.........
ერთი კვირა სრული იდილია დამყარდა. ვერთობოდით,ვგიჟობდით. ხან სად ვიყავით ხან სად . სემდეგ თბილისში დაბრუნდნენ ყველანი, დავრჩით მე და ანდრო. მარიამი როგორც გავიგე რატიმ თბილისში იპოვნა. სანამ ის ჩასულა აქედან მარიკუნა საქართველოში წასულა, ეჭვი მაქვს იქედან აღარ დაბრუნდებიან. კომპანიის საქმეები ისევ მამიკომ გადაიბარა, ანდრიკო მმართველის პოზიციას დაუბრუნდა, გინეკოლოგადაც მუშაობდა და ისეთი ბედნიერი მიყვებოდა ამბებს , პირველი ბავშვის დაბადება განსაკუთრებული იყო. აღმოჩნდა რომ რთული მშობიარობა ჰქონდა, სიეთი ბედნიერი იყო რომ გადაარჩინა და ახლა დედა-შვილი აკრგად იყო .
ორი თვე გავიდა, ძირითადად მეგობრებთან ვიყავი სანამ ანდრო სამსახურში იყო, შემდეგ მასთან ვატარებდი დროს, ყოველი დღე რაღაც საოცრება იყო, სიურპრიზებით აღსავსე. ვერ ვხვდებოდი როგორ შეეძლო სამსახურიდან მოსულს რაღაც გაეჩინა ხან ვარდს დააძვრენდა უცებ, ხან შოკოლადს. ხან სად წამიყვანდა,ხან სად. ნატას ორი კვირით ადრე დაეწყო მშობიარობა, ისე ნერვიულობდა ოთო ძლივს დავამშვიდეთ. გოგონა შეეძინათ, ემილი დაარქვეს. ისეთი ციცქნა იყო, ისეთი საყვარელი . ვუყურებდი და ვთბებოდი, მისი სურნელი გულს მითბობდა,რაღაც საოცარი გრძნობა მქონდა როცა ხელსი დავიჭირე. სიგიჟემდე მომინდა მეც განმეცადა იგივე, მეც დამეჭირა გოგონა ხელში რომელსაც ანდროს თვალები ექნებოდა. ემილი ძალიან ჰგავდა ოთოს . რაც უფრო იზრდებოდა ჩვენი ნებიერა გოგონა ,მით უფრო ემსგავსებოდა მამიკოს. შემდეგ რეზიკოს „გაჭირვებაზე“ ვხალისობდით. სალოს რთული ფეხმძიმობა ჰქონდა, წოლითი რეჟიმი, ტოქსიკოზი და ბატონი რეზის ნერვიულობა.ნამდვილი პანიკიორი აღმოჩნდა.
...
დღე ლამაზად დაიწყო, ანდრომ საუზმე ოთახში მომართვა. უკვე სიგრილე იყო გარეთ და მეზარებოდა ზოლმე ადგომა. სულ ძლი მინდა , მოტენთილი და დასუსტებული ვარ. წვიმების ბრალია ,ყოველთვის ასე მემართება,მაგრამ ახლა არ ვიცი ,მგონი ეს ყველაფერი ზედმეტია.
-დილამსვიდობის ჭირვეულო- ცხვირზე მკოცნის და საეჭვოდ მიღიმის
-დილამშვიდობისა- მე ტუჩებში ვკოცნი და საწოლიდან ვდგები. სააბაზანოში შევდივარ,მალე ვბრუნდები ხელებს ერთმანეთს ვუხახუნებ და ვიწყებ ჭამას, თუმცა უცებ ვხედავ ლორს და სახეს ვმანჭავ. ახლა შევამჩნიე ანდრო არაფერს ეკარებოდა, უბრალოდ იჯდა და მაკვირდებოდა, ვერ მოასწრო ალბატ ისე უცებ დავიწყე ჭამა
-ფუუუ ლორიი... აუ ეს რატო მოიტანე,მე მარტო შემწვარი კვერცხი მინდოდაა
-ნუ შეჭამ რა პრობლემაა ნამცეცა?-იღიმის ,გაბადრული მეხვევა და მკოცნის
-მე გაბრაზებული ვარ, გაღიზიანებული, გულისრევის შეგრძნებით და შენ იცინი?
-დიახ?
-სულ არ გადარდებს როგორ ვიქნები ხო? შენ არაფერი გადარდებს საერთოდ. არც კი ვიცი ... მხოლოდ ჩემთან სექ... გინდა ,მაგის გარდა არაფერი გადარდებს- ვსლუკუნებ, რამდენიმე წამში კი ვქვითინებ.ის კი ისევ ზის, გაშეშებული თვალებგაბრწყინებული, გაბადრული სახით და მიყურებს. - გაეთრიე აქედან.. საერთოდ აღარ დამენახო ,ველურო, საზიზღარო შენ საერთოდ როგორ შემიყვარდიიი- ვსლუკუნებ და რას ვიძახი მეც არ ვიცი. ლანგარს იღებს და გადის. წავიდა! მგონია რო მართლა წავიდა. უცებ ვდგები კიბეებზე ჩავრბივარ ფეხი მისრიალებს და რომ უნდა დავეცე არ ვციი როგორ მაგრამ მიჭერს. ისე მიკრავს სხეულზე სუნტქვა მიჭირს, ანერვიულებული მისვამს თავზე ხელებს მკოცნის და რაღაცას ბუტბუტებს, მხოლოდ იმას ვარჩევ რომ ღმერთს მადლობას უხდის.ვერაფერი გავიგე, საერთოდ ვერაფერი .უბრალოდ ვეხვევი ,ბედნიერი ვარ რომ არ წავიდა.
-რატომ მორბოდი! რომ დაგორებულიყავი მერე? რომ დაცემულიყავი , რომ დაცემულიყავი რას შვებოდი
-რა უნდა მექნა ავდგებოდი და გავიწმენდდი ჭრილობას
-არაფერიც! იცოდე მეორედ ეგრე რომ გაიარო არ ვიცი რას გიზამ . სწრაფად ჩაიცვი წამოდი- ხელში ავყავარ და საძინებელში მივყავარ
-ჩავიცვა? ასე მიგყავარ და ჩავიცვა? იქნებ გავიხადო ჰა?
-არა! ნუ ეცდები ტყუილად ჩემს ცდუნებას
-რა? აღარ გინდივარ? ჩემთან აღარ გინდა? უნტერესო ვარ? შენთან ჯერ მხოლოდ სამი თვეა ვარ და უკვე მოგბეზრდიი?- ისევ ქვითინს ვიწყებ, ყურადღებას არ მაქცევს იღიმის, ისევ იღიმის ,მე რომ მიყვარს ისე . უცებ მაშორებს პენუარს და პირდაპირ მაცმევს კაბას. შემდეგ ჟაკეტს და ფეხსაცმელსაც ტავად მარგებს. თავზე მკოცნის და ფეხზე მაგდებს
-წავედით დედოფალო - საფეთქელზე მკოცნის და თვალებს კოცნით მიმშრალებს მას შემდეგ რაც ხედავს რომ ისევ ვზლუქუნებ- აღარ იტირო,უკვე ზედმეტია. ამდენიც არ შეიძლება ,უკვე ნევრიულობ და ეს ცუდია.
-სად მივდივართ? მე გაბრაზებული ვარ
-ახლა გაბრაზებული ხარ? კაია რა ჯობია მაგას, ჯანსაღი გრძნობაა ,სრულიად ბუნებრივი- მშვიდად მეუბნება და უკვე მინდება დავახრჩო,ვუმხელ კიდეც
-როგორ მინდა დაგახრჩო
-ალბათ კოცნით!- მანქანაში ვსხდებით. მივდივართ,არ ვიცი სად. მგონი კლინიკაში, რა ჯანდაბა გვინდა კლინიკაში, ფუ როგორ ვერ ვიტან. მანქანიდან გადავყავარ.ვერაფერს ვხვდები,მივყვები სხვა რა გზა მაქვს . ისეა აჟიტირებული ვერც ვეკითხები ვერაფერს. თავისი კაბინეტისკენ მივყავარ,მერე უხვევს და ანალიზატორთან სკამზე მსვავს
-სისხლის ანალიზი გაუკეთე რა
-რათ მინდა ანალი..
-ჩშ შენ... უბრალოდ ჩემმა ცოლა გამოკვლევები მინდა ჩაიტაროს
-აუუუ არ მინდაა მტკივააა ,სულ არ გეცოდები?- უცებ დავიმანჭე ,ვენიდან აპირებდნენ ნემსის აღებას.ისე ვერ ვიტან ნემსს ნარკოტიკს არასდროს ვიკეთებდი და ამას წამება უნდა უბრალოდ ჩემი უუფ. რაღაც ანიშნა გოგოს, მეძგერა ტუჩებზე და სანამ მკოცნიდა ხელზე ჩხვლეტაც ვიგრძენი,რომ დავიკვნესე,ტუჩზე მიკბინა და უფრო დამიჭირა
-აი მორჩა -სწრაფად მომშორდა და ტუჩები გაილოკა-დროულად გააკეტე რა გთხოვ.კაბინეტში ვიქნებით ჩვენ. მიდი ტასია მოვალ მეც, საქმე მაქვს რაღაც
-არა რომ მაგდებს კიდეც, რა ჯანდაბა გჭირს ადამიანო ნუ მაგიჟებ- ბურტყუნით გამაგდო ,მის კაბინეტში დავჯექი და დავაკვირდი ბროშურებს,ყველგან პატარა ბავშვები იყვნენ გამოსახულნი.როგორ შეიძლება კაცი გინეკოლოგი იყოს და შვილი არ უნდოდეს, გული ამიჩუყდა ისევ , ჯანდაბა რა მემართება . როგორღაც შევჩერდი, დიდხანს დაიგვიანა. დივანზე მივწექი და წიგნი ავიღე ფეხმძიმობაზე ეწერა რაღაცეები ისე შევყევი კითხვას აღარც მინდოდა გადადება. საოცარი გრძნობა დამეუფლა ,რაღაცნაირად მშვიდად ვიყავი. არ ვიცი რაღაც სხვანაირად ვარ ამ ბოლო დროს ... იმედია მივხვდები რა მჭირს თორე არ ვიცი რა .
კითხვაში გართული ვიყავი ფეხის ხმა რომ შემომესმა,ისე მორბოდა ვიღაც მგონი შენობას აზანზარებდა, მერე კარი სემოგლიჯა.თვალებგაფართოებული ანდრო რომ დავინახე შემეშინდა, ათასი რამ ვიფიქრე იმ რამდენიმე წამში სანამ ცემთან გაჩნდა, დივნიდან ამაგდო და სხეულზე ამიკრა. მკოცნიდა სახეზე,ტუჩებზე , მუცელზე მეფერებოდა და რაღაცას ლუღლუღებდა, საერთოდ ვერაფერი გავიგე გაშესებული ვიყავი ჰაერში აწეული, ცალი ხელი სიე ჰქონდა მოხვეული მიჭერდა. სანამ მე თვალების ფახუნი შევწყვიტე ათასი რამ გააკეთა ,ბოლოს ამოვიდგი ენა და გავაჩერე
-რა დაგემართა ადამიანო გაგიჯდი?
-არაფერი ისეტი მამა ვხდები ... შენ დედა - მეუბნება იკრიჭება და ისევ მკოცნის . რა კოცნა, რომ გავიაზრე რა მითხრა კოცნამად ვერ გამაბრუა. უცებ მოვშოორდი ,წონაასწორობა დავკარგე და კიდევ კარგი დამიჭირა- რა .. რა ხდება თავბრუგეხვევა? გული ხო არ გერევა. -უცებ დამსვა დივანზე, წყალი დაასხა და მომაწოდა. მთელი სხეული მიკანკალებდა, წყალიც ვერ დავლიე ,თვითონ დამალევინა . სახეზე მისვამდა ხელებს, ჯერ ნერვიულად მიყურებდა, მერე შიში დავინახე მის თვალებში,თითები გაეყინა გამომეტყველება შეეცვალა და მოწყვეტით დაეცა იქვე დადგმულ მაგიდაზე , ჩემს წინ- არაფერს იტყვი? სულ არაფერს? საერთოდ არ გაგიხარდა? ტასია არ გინდა რომ..
-მე ? მე არ მინდა? მე როგორ არ მინდა შენგან სვილი როგორ არ უნდა მინდოდეს ,საერთოდ დედობა ვის არ უნდა უბრალოდ შენ .. სენ ხომ თქვი ..ხომ თქვი მაშინ იქ ბავშვებიო თავსატეხია არ მინდაო ... მე მეგონა შენ
-ჩემი პატარა, ჩემი ჭირვეული გოგო ახლა უფრო ჭირვეული გახდები,მერე გაიბერები, მერე სულ გაგიჭირდება მოძრაობა. მანდ ჩვენი პატარა გაიზრდება, ფეხს დაგარტყამს, მის გულისცემას გავიგებთ ... ფოტოს ვაიმე წამოდი დროზე - საერთოდ არ გაუგია მინდას გარდა მგონი არაფერი,პატარა ბავშვივით გახარებული იყო , ცანცარებდა . სიტყვებს ურევდა. ხან რას ამბობდ ახან რას. ხელი დამავლო და წამიყვანა , სადღაც დამაწვინა , მაისური ამიკეცა, რაღაც ცივი წამისვა მუცელზე მერე ეკრანს დააკვირდა, ტუჩები გაულურჯდა,თვალები ცაუწითლდა ,აემღვრა ეკრანს უყურებდა და იღიმოდა ... მე კი მე რაღაც ხმა მესმოდა, ის ...მე მისი გულისცემა მესმოდა. თვალები დამეხუჭა, ობოლმა ცრემლმა დატოვა ტეროტორია და ლოყაზე გადმოინაცვლა. ვისმენდი ამ საოცარ ხმას და გული ისე მიფართხალებდა როგორც არასდროს. თანდათან ვიაზრებდი ამ ფაქტს და ბედნიერებისგან ვიბერებოდი, უკვე აღარ ვიცოდი ეს გრძნობა როგორ გამომეხატა. თვალები გავახილე და ანდროს ჩავეხუტე.რომელიც ისევ მკოცნიდა ამჯერად მუცელზე და მისი თვალები. ამჯერად ისევ სხვანაირად ბრწყინავდნენ, როგორ შეუძლია ასე ყოველთვის, ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად .
მერე რა იყო? მერე იყო უბედნიერესი დღეები. საოცარი წამები და ანდრეა ,ანდრეა უბრალოდ არ ვიცი ისეთი მზრუნველი იყო,ისეთი თბილი ხანდახან მაგჟებდა როგორ შეეძლო ამდენის მოთმენა. სულ რაღაც მინდებოდა, განგებ კი არ ვაწვალებდი,მართლა მინდებოდა,თან ისე ძალიან რომ სურვილი მკლავდა. ისიც გარბოდა და ხან რა მოჰქონდა ხან რა. ანდროს ჩემი მშობლებიც დაემატნენ,მოკლედ ისე მანებივრებდნენ აქამდეც ხო დედოფალივით ვიყავი და ახლა სამუდამოდ გავინაღდე ტახტი. ყველაზე მეტად სასმელზე თავის დანებება გამიჭირდა, ყველაფერს ვერ ვჭამდი , რაციონი შემიდგინა ანდრომ და არ მარღვევინებდა მიუხედავად იმისა რომ ცოტ ცოტას ყვეაფერს ვჭამდი თუ მომინდებოდა ძალიან. ჯანსაღი ცხოვრების წესი შემაყვარა , ვსეირნობდით სულ, მიკითხავდა წიგნებს, მასმენინებდა კლასიკურ მუსიკას, მშვიდ და წყნარს. ბავშვს ესაუბრებოდა , მუცელზე ხო სულ მეფერებოდა. ისიც იტრუნებდოდა მუცელში მამიკო რო ელაპარაკებოდა და ზოგჯერ ისე დროულად დაარტყამდა ფეხს,მიკვირდა .
ცხრა თვის რომ გახდა ჩემი პატარა ,რომლის სქესიც არ გავიგე .მამიკომ იცი ,რეაქცია არ ჰქონია რომ დაინახა იქ რაღაც.სულერთიაო , ნუ რომ გაიგო ფეხმძიმობაზე და მერე სამი თვის რო ვიყავი ისეთი რეაქცია ჰქონდა რაღა უნდა გაეკეთებინა. მერე რატომ ჰქონდა არ ვიცი ,არ მითხრა მაგრამ უფრო გაგიჯებული იყო მგონი ვიდრე პირველ დრეს. ხო რას ვამბობდი , ცხრა თვის რომ გახდა ჩემი პატარა ყველანი ჩამოვიდნენ საქართველოდან და ელოდნენ ბავშის დაბადებას,ისიც აჭიანურებდა ამათ ჯინაზე. ისე გავიბერე , ანდრს ვეწუწუნებოდი ის კი მეუბნებოდა ბუნებრივიაო,ვერაფერს ვიგებდი .
სახლში ვისხედით ჩემთან ყველანი . სექტემბრის 11 რიცხვი იყო , ნატას და სალოს ბავშვები ჰყავდათ მოყვანილი და კესოს გიჟს ეთამაშებოდნენ,დედას ჰგავს. მე ნაყინს ვჭამდი, მერე ბავშვმა აქტიური მოძრაობა დაიწყო, დილიდან ხვანცალებდა მაგრამ ამ ბოლო დროს ასე იცოდა და აღარ მივაქციე ყურადღება . თუმცა ახლა ძალიან მტკივა , ნაყინს ვდებ და მუცელზე ხელს ვიდებ ,თიტქოს ეს მიშველის, ანდრო აქ არ არის, მეორე სართულზეა . რეზი მამჩნევს და მაშინვე ანდროს ეძახის ,ისიც გიჟივით მორბის, უკვე ვერაფერს ვიგებ ტკივილი მძაფრდება, სუნტქვა მიხსირდება და წ....ბს ვღვრი. ყველაფერი დაცქარებული კადრებივით მიდის. საავადმყოფოში მივდივართ, ანდრომ მითხრა რომ სხვა მამასობიარებდა მე კი დავეთანხმე მაგრამ ახლა საქმე საქმეზე რომ მიდგა კივილით ვაიძულე შემოსულიყო. რამდენიმე წუთი დამტოვა, სამშობიარო ბლოკშ ვარ,უამრავი ექიმი და ექთანი მახვევია თავს, სულ დაცვარული ვარ ,კივილს ვერ ვიკავებ , ტკივილი მაგიჯებს. ანდროს სახელს ვკივი,ისიც ჩნდება , ხალათი აცვია, ჩვეულებრივად ექიმის ფორმაშია, თვალებზე ვატყობ ღელვას და არ ვიცი როგორ ვახერხებ მაგრამ იქეთ ვამშიდებ
-ყელაფერი კარგად იქნება... ჩვენ შევძლებთ... მე ხო გასვიანის ყველაზე მაგარი გოგო ვარ... მალე დაიბადება ჩემი ბიჭი -არ ვიცი რატომ ვთქვი რო ბიჭი იყო , უცებ წამომცდდა, აქამდე არაფერი მითქვამს მსგავსი . საწოლს რომელზეც ვწევარ ხელს ვუჭერ და ვიჭინთები... ანდრო მითიტებებს მაძლევს , არც კი ვიცი როგორ ახერხებს მაგრამ ყველაფერი კარგად მიდის, საშინლად მტკივა მაგრამ ვიცი გარტულება არ მოჰყვება. შემდეგ მესმის ტირილის ხმა , გული მიფრთხიალებს, ვიღიმი .მაგრამ მერე ვიაზრებ რო არაფერი სრულდება. ანდრო ბავშვს ექთანს აწვდის და ისევ მითითებებს მაძლევს - ტყუპებიააააააააააა- ვკივი და უკვე ვხვდები რომ ვერარ ვუძლებ,არაფერი გამოდის . ძალა მეცლება ,ანდროს ხმა ჩამესმის. ჩემი პირველი ბიჭი ტირის , სადრაც შორიდან მესმის ხმა . ძალას ვიკრებ
-გთხოვ ტასო,...ჩემო ტასია გევედრები გამაგრდი...გევედრები ტასია ჩემო სიცოცხლე გთხოვ სულ ცოტაც ტასია ..სულ ცოტაც და ჩვენი გოგონა აქ იქნება გთხოვ ტასია -მუხლებზე მიჭერს ხელს ბოლოჯერ ვცდილობ ძალის მოკრებას ,უკანასკნელი ენერგიით და მეორედ მესმის ეს საოცარი ხმა... არ მჯერა . ძალაგამოცლილი ვწევარ, მთლიანად სველი, გახშირებული სუნთქვით დაწითლებული თვალებით,ძლივს ვიხედები. რამდენიმე წამი გადის. ბავშვების ტირილის ხმა არ წყდება...მხოლოდ მაშინ მეწმინდება მზერა როცა ანდროს ვხედავ მკლავებში მოქცეულ ორ ნამცეცა არსებას დაჰყურებს და საოცრად იღიმის. შემდეგ სათითაოდ მაწვენს მკერდზე ჩემს ბარტყებს და ვგრძნობ როგორ მითბება მთელი სხეული, მათი სითბოთი მოცულს ცრემლებით მებინდება თვალები ,ფრთხილად ვეხები წითელ კანზე და ჟრუანტელი მივლის ,ათრთოლებულ ტუჩებს სათიტაოდ ვაკრავ დანაოჭებულ კანზე და იტრუნებიან. პაწუწა თითებს მკერდზე მახებენ ,თითქოს სურთ დამინახონ ,მაგრამ უბრალდო გრძნობენ რომ დედიკო მათთანაა. სუბლზე გახრებული ტუჩები მეკვრის, ხანგრძლივად და შემდეგ თავზე თავს მადებს
-მიყვარხართ ჩემო ჭირვეულო ტასია -პირველად მესმის მისგან მიყვარხარ,თუმცა რა მნიშვნელობა აქვს.მისგან ბევრჯერ გავიგე „მიყვარხარ“ , ახლა კი ვუყურებ ორ „მიყვარხარს“ შემდეგ ბავშვებიმიჰყავთ,მეც მაწესრიგებენ, რაღაცას მიკეთებენ და ვიძინებ. მგონი ზედმეტად დიდხანს მეძინა. თვალები რომ გავახილე ანდროს გვერდით ეძინა , კიდეში მიკუჭულს საწყლად მოკუნტულს ,ცხვირი ჩემს ყელში ჩაერგო და მშვიდად სუნტქავდა. გამეღიმა ,ბავშვებს გვერდით ეძინათ თავიანთ საწოლებში . ესეიგი ყველაფერი რიგზეა. ვცდილობ ბავშვები ავიყვანო მაგრამ ვერ ვახერხებ, ზედმეტად სუსტად ვარ და ახლა ვგრძნობ როგორ მტკივა ყველა კუნთი სათითაოდ . ანდრო ფხიზლდება და როგორც კი შემხედავს მაშინვე იღიმის
-ჩემმა გოგომ გაიღვიძაა- ტუჩებს დახეთქილ ტუჩებზე მახებს და მტკივა- მაპატიე =ლოყაზე ინაცვლებს და ისე ტკბილად მკოცნის ყველაფერის ტკივილი მიქრება
-მომიყვანე რა ბავშვები...
-ახლავე ..თან მოშივდებათ მალე
-რომ ვერ ვაჭამო? იქნებ არ ეყოთ ..იქნებ არაა ჯანსაღი ..ხომ არ შევამოწმოთ ჯერ?
-დამშვიდდი , უბრალოდ გააკეთე ის რაც ბუნებრივად გსურს - ჯერ ცისფერ სამოსსი გამოწყობილ ,უფროს ვაჟს იყვანს და ხელებში მიწვენს, შემდეგ გოგონას იჭერს მაგრამ არ მაძლევს,ვიბუტები და ტუჩებს ვბუშტავ,მას შემდეგ რაც ბიჭუნას ვკოცნი. ტუჩებს სასაცილოდ აცმაცუნებს, ისე სუნტქვას ისიც კი მათბობს, პატარა ცხვირს ჭმუხნის, არ უნდა გაღვიძება, მე კი ვაწვალებ .არადა მისი სურნელი მაგიჟებს,ისე მინდა ვაკოცო ამ პატარა წერტილს,რომელიც ვაკვირდები და ვერ ვხვდები ვის ჰგავს .
-შენი აზრით მე მგავს? თი ისევ შენნაირს უნდავუყურო კიდე ერთს?
-მეორესაც..ესენი მე მგვანან ორივე მორჩა და გათავდა ... მესამე დაგემსგავსოს შენ - პატარა ბავშვივით მეუბნება და ნამცეცა ქალბატონს ტუჩებს ახებს ხელზე,
-არაფერიც.. მესამე გგავდეს შენ ესენი სულ მე უნდა დამემსგავსონ. მომიყვანე ჩემი გოგო უფ
-ჩემი პრინცესა როგორ დაიგვიანა ... - ჩურჩულებს და მასაც მკერდზე მაწვენს . ვეფერები ,ნაზად და უცებ ორივე იღვიძებს,ერთდროულად ,ჯერ კრუტუნებენ მერე ხმამაღლა იწყებენ ტირილს .ვიბნევი, მეშინია ,ვერ ვიგებ რა ხდება უცებ ვწევ პერანგის ბრეტელს და ფრთხილად მიმაქ ტუჩთან ძუძუსთავი ,თან მეშინია ,ვერ ვხვდები როგორ შეძლებს ჭამას . ბიჭი თვითონ მისწვდება და დაბნეული ვაცეცებ თვალებს.მეშინია არ გადასცდეთ, ან არ ვიცი ცუდად ხომ არ მიჭირავს, რამე ხომ არ სტკივათ. თვალებს ისე სწრაფად ვაფახუნებ დამფრთხალი ბაჭიასავით ვარ ალბათ. ანდრო ჯერ მიყურებდა ,მერე გაიცინა და მხარზე მაკოცა
-დამშვიდდი
-რა დამამშვდიებს ...ორივე ერთად ჭამს.. მე ცოტა მტკივა
-არაუშავს ... კაპილარები იხსნება . ისედაც წამოგივა ხოლმე რძე .მერე გეტყვი მაგაზე-მეჩურჩულება და ყელში მკოცნის - რა ღორმუცელა ხარ მა - ბიჭს უყურებს და იღიმის. გოგონა უფრო პატარაა,არადა პირიქითაა ხოლმე .
-პატარა ველური მეზრდება მგონი..
-რატო ერთი? მეორეს ვერ დავიმსგავსებ ვითომ?
-ჩუ შენ რა ,ჩემი გოგო მე დამემსგავსება
-ორი ჭირვეული მაკლია სრული ბედნიერებისთვის რა
-ეგ ჭირვეული გიყვარს შენ- პატარა ბავშვივით გამომდის და თან თითებს ვერ ვაჩერებს, გოგო მიჭერს და ისევ აგრზელებს ჭამას, ისეთ ხმას გამოსცემენ მეღიმება . როცა ნაყრდებიან ტუჩები დასვრილი აქვთ, ისეთი საყვარლები არიან ღიმილს ვერ ვიშორებ,მათი მძრაობები,მიმიკები .ტუჩებს ერთნაირად აცმაცუნებს ორივე და საერთოდ ძალიან გვანან იმდენად რომ ორივეს ერთი ფერის რომ ჩააცვა ვერც გაარჩევენ. ფრთხილად ვწმენდ ტუჩებს და ისევ ვკოცნი .
-შემოგეჭმებიან
_შენ ჩუ !
-კაი .. წავალ მე
-სად წახვაალ
-ნაშასთან ..
-რომელთან ჩემი ფეხმძმობის განმავლობაში რომ გყავდა? - ვიცინი ჩემი ერთ-ერთი კაპრიზი რომ მახსენდება, ამოვიჩემე მღალატობთქო აი მაშინ ზედმეტად სენტიმენტალური რომ ვიყავი. იცინის ,მერე მოდის მკოცნის და მართლა მიდის. ბავსვებს ვუყურებ,ისე მალე ცაეძინათ თვალის ფერიც ვერ გავარჩიე . ხელები მეღლება ,ისე ვარ მოდუნებული ამ ციცქნებსაც ვერ ვიჭერ ,მაგრამ მაინც არ ვაწვენ საწოლში ,აქ მინდა ჩემთან ახლოს იყვნენ.
კარს ვიღაც ჩუმად აგდებს და სულ მთლიანად შეფუთვნილი თათა,ლიკა და მარიამი შემოდიან.უცებ წევს ყველას გვერდით კესო და გაკრეჭილი მოდის .
-მამიდას ორი ბარტყი.. ჩემი ლამაზები . როგორ გვანან მამიკოოს
- არა!
-რა არა
-მე მგვანან
-კაი ერთი ! -მიცინის და ლოყაზე მკოცნის- ჩემი ყოჩაღი გოგო !
-მულისგან პირველი შექებაა ჩაიწერეთ- ბავშვებზე მიშტერებულლ ორ სულიერს ვუყურებ- ჰეიიი აქ ხართ?
-ვაიმე რა პატარები არიან.. ანდრომ რომ ტქვა ორნი არიანო გავგიჟდით , ვაიმე მაგიჯებენ .როგორი ნამცეცები არიან.როგორ დაიჭირე არ გეშინია? რა აჭამე?
-ტოლმა გავაცხელე და
-რა-?-იმდენად სერიოზულად ვუთხარი უცებ ვერ გაიაზრეს და მერე რომ წამოიკივლეს გაჩუმდნენ როგორღაც თვალების ბრიალისას- ბოდიში.. შენ გოგო ნორმალური ხარ
-აბა რა უნდა ვაჭამო
-უიმეე ხო კაი
-მოკლედ რა ორი ბავშვი ..ამათთან ერტად გაგზრდით არ გინდა?
_შენ ვინ უნდა გაზარდო და ანდროს ვერ შევაწუხებთ ..
-აქ რა გინდათ ტქვენ?
-იცით ანდრო ექიმო ჩვენ..ჩვენ
-ჩქარა გარეთ..არ შეიძლება ამდენი მნახველი... პატარები არიან ჯერ
-ოოო ნუ ხარ ცუდი ბიჭი გვაცადე ცოტა- კესო დაიბღვირა და ისევ განაგრძო ბავშვებზე დაკვირვება-იცი შენი ცხვირი აქვს
-სადააქ ცხვირი გოგო წერტილია სულ .. კესოო!
-კაი ხო..უიმე ჯუჯღუნა - გაბუტული მიდის და გოგოებიც მიყვებიან. უკვე ღამეა ,ისინი კიდე აქ არიან მე ეს არ მომწონს
-ანდრო გადი რა და უთხარი წავდინენ სახლში, ცოდოები არიან .. შენ კიდე მოწიე ის საწოლი და დაიძინე
-ოჰ გასცა ბრძანებები დედიკომ..იმას კი ვერ ხვდება რომ დაიქანცა და ბავშვებსაც მშვიდად ძილის საშუალებას არ აძლევს- ბავშვები საწოლში დააწვინა და დამტოვა ასე გაბუტული.
-ოოო ბავშვები მინდა მეე...
-ჩემი ჩახუტება არ გინდა?-წარბებს მითამაშებს და გვერდით მიწვება - ჩემი ტკბილი- მეხუტება და ჩემს თმებში მალავს სახეს- დაიძინა ახლა თორე მალე გაიღვიძებენ და ცოდო ხარ
-მალე როდის მალე
-ორ ან სამ საათში
-ასე მალე?
-აბა რა გეგონა ნამცეცა?
-ვიძინებთ ,ჩუ
-როგორ მაჩუმებს რა ,იმიტო არ უნდა გააბლატავო ქალი-სიცილს ვერ იკავებს და სახეს მალავს ხმაურით ვკოცნი და ვეხუტები. მართლა მალე მაღვიძებენ, ექთანი შემოვიდა რამდენჯერმე და დამეხმარა,თუმცა რაღა საჭირო იყო ანდრო ისე აკეთებს ყველაფერს სხვა დამხმარე არ დამჭირდება.
რამდენიმე დღეში სახლში ვიყავი, ხალხმრავლობაა მაგრამ მაინც მშვიდად არიან ბავშვები. მოკლედ იმდენი ვინმე მოვიდა ბავშვები ლამის გააგიჯეს. ვაჭარბებ,რა იციან ახლა მაგათ ,სძინავთ თავისთვის . ხო რაც მთავარია სახელი კიდე არ მომიფიქრებია , რამე ორიგინალურიც მინდა და თან არ ვიცი ... ამიტო ჩემი ბიჭი,ჩემი გოგო არიან
-მაინც როდის აპირებთ დე ბავშვებზე სახელების სერჩევას?- როგორც კი დაცარიელდა სახლი და მხოლოდ სისხლისმიერი ოჯახისწევრები დავრჩით დედა ისევ აწუწუნდა
-მართალია დედაშენი მამიკო ბავშვებზე მეკითხებიან და ვერ ვეუბნები სახელს
-მოკლედ რა თქვენ ორნი როგორ სულ ერთ მხარეს ხართ
-მეც მათკენ ვარ
-ოჰ ! დაარქვი მერე შენ , ცასახული სენია და სახელიც დაარქვი ბარემ
-ისე სახელი მე დაგარქვი
-აი ხომ ხედავ კაცები კარგად აზროვნებთ, სად შემიძლია მე ამდენი
-ბავშვებს სახელების გარეშე დამიტოვებ ამიტომ გაიანე და გაბრიელი ჰქვიათ
-სად იყავი შვილო აქამდე- დედამ ამოისუნთქა და პატარა განოს აკოცა - განო..ჩემი გაიანე ,ჩემი ნამცეცა გოგო ბებო ჩენ ლოდიც გაიძდები ბე ნაქოს დედაჩენმა როგორია ჯიუტი გოგო
-არ იქნება ეგ ჯიუტი, ჯემზე უარესს რას გააკეთებ ერთი რომ გამაკვირვოს
-შენ თუ შეგეჯიბრა დედა აგვეწყობა საქმე
-როგორ მლანძღავენ არა თუ ხედავ დე..როდის გაიზრდები ერთი რო დაიცვა დედიკო
-მამას კაცი, რაო მა გაგაბრუეს ამდენი ლაპარაკით? პატალა ვალ_თქო უთქალი მა - ხელში აიყვანა ბავშვი და გაკრეჭილი ელაპარაკებოდა, ისიც არ ვიცი როგორ მაგრამ უცინოდა და ხელებს ასავსავებდა,თოთქოს ესმოდა და იგებდა ყველაფერს.
-თანდათან გემსგავსება ანდრო ...
-აი ხომ ხედავ დედაშენიც ასე ფიქრობს - გულზე მიიხუტა ბავშვი და თავზე აკოცა. ეს წერტილი რო ეჭირა ამხელა კაცს ხელში ისეთი სასაცილო იყო სულ ვიღიმოდი მათი დანახვისას. რა მაცინებს 10 კილო მაქ მომატებული ,თუ არ ვივარჯიშე დავრჩები ასე. არადა როდის უნდა ვივარჯიშო სულ მეძინება ,ბავშვების გამო რამდენჯერმე მეღვიძება ღამე,თან კარგად თუ არ ვიკვებე მაშინ ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა მომიწევს და ეგ არ მინდა .მოკლედ აღარ ვიცი რა გავაკეთო , რა ძნელია ყველაფერი ერთად .
-წამოიყვანე რა უნდა დავაწვინო,მეც დავიძინებ სანამ მოშივდებათ - ჩემს ფერიას ვიჭერ და მივდივარ . საძინებელში საწოლში ვაწვენ ორივეს. ოთახი კი მაქვს მათთვის მოწყობილი მაგრამ ჩვენთან არიან ჯერ-ჯერობით. ჩვენი საწოლის გვერდით დევს მათი ,ისე რომ ადგომის გარეშე ამომყავს და წამსი ჩემთან არიან. ისე რაღა დაგიმალოთ და ძირითადად ჩემს გვერდით ძინავთ ,შუაში ვაწვენთ და მერე კი ვართ კიდეში მიკუწულები მაგრამ მაინც ყველაზე ტკბილად გვძინავს. ანდრო მეხმარება , დედაჩემიც მაგრამ ღამით ძირითადად ანდრო უცვლის და როგორ ახერხებს ამხელა თითებით ასე ნაზად და ფრთხილად ჩაცმას ვერ ვხვდები.
ბავშვებს საწოლში ვაწვენ და შხაპის მისაღებად შევდივარ . დუშის ქვეშ ვდგავარ და ვცდილობ დავმშვიდდე, განვდევნო დაღლილობა და მოვდუნდე . პენუარით გავდივარ საძინებელში ,ანდრო უკვე საწოლზე წევს და მიყურებს .ვუღიმი და შუქს ვაქრობ ,საწოლისკენ მივდივარ და გვერდით ვუწვები .მკოცნის ,როგორ მომენატრა თითებს ქვემოთ აცურებს .ხმას როგორღაც ვაკონტროლებ მაგრამ აზრი არ აქვს ბავშვებს უკვე ეღვიძებათ და თან ერთდროულად ტირიან ,ერთდროულად ტკივათ,იშიათ,იცინიან,იძინებენ . ანდრო ხვნეშის და თავს მხარზე მადებს
-სულ არ ეცოდებათ მამიკო- ბურტყუნებს და მშორდება. ბავშვებს ვაჭმევ და უკვე დაღლილო გათიშული ვიძინებ...
მეორე დღეს დილიდან იწყება სტუმრობა, გოგონები მოდიან , შემდეგ მარიამი მოფარფატებს ,საეჭვოდ გათიშულია და სადღაც დაფრინავს
-რა გჭირს ადამიანო
-მე? მე მგონი.. არა არაფერი
-რა მგონი
-გადამიცდა და
-ვაიმეეეეეეე - ისე წამოვიკივლე ბავშვი ავატირე,ერთმა დაიწყო მეორე აჰყვა. ძლივს გავაჩუმე.თან მარიამს ვექოთქოთებოდი,ბოლოს გავაგდე ტესტის საყიდლად და თან ისევ ჩემთან მოვიყვანე . მერე ველოდი როდის გამოვიდოდა, ლამის შევუვარდი სააბაზანოში. როგორც იქნა გამოჩნდა და ისე გათიშული იყო მივხვდი რომ მალე რატიკოს გაგიჟებას ვნახავდი. ბედი არ გინდა? ზუსტად იმ დროს შემოსულა სახლში ბიჭები მე რომ ვკიოდი და ვეხვეოდი მარიამს
-ვაიმეე არ მჯერა...გაგიჟდება რატი, იცოდე გადაუღე მაინცტერესებს რა რეაქცია ექნება რომ გაიგებს მამა ხდება. აუუ რა მაგარია აზრზე ხარ?
-რა ..ვინ სად ჰა ვინ ვხდები- ჩახლეჩილი ხმა რომ მოგვესმა ორივემ უკან გავიხედეთ.ნუ მე გავაეცალე
-ფეხმძიმედ ვარ -.მარიამმა თვალები დააკვესა და ბურდღუნით უთხრა . მართლა გაგიჟდა ის გადარეული ისეთები ცაატარა,იმხელა ხმაზე იცინოდა და ღღიალებდა გამიღვიძა ბავშვები ,მაგრამ იმათ მამიკომ მიხედა. იმ საღამოს ვიქეიფეთ,ნუ მე არა ვერ ვსვამდი რა თქმა უნდა. მე ჩაით ავღნიშნე და მერე დაქანცული მივუწექი გვერდით ჩემს განოს და გაბოს .
ასე გრძელდებოდა ხალხმრავლობა, მხიარულება და სიგიჟე ჩვენს ირგვლივ. მე კი ჩემს ველურთან და ორ მის ასლთან ერთად ცხოვრებით ვტკბებოდი.... ვერ გეტყვით რომ სამუდამოდ გაგრძელდა ჩვენი სიტკბოება და არასდროს გვიკამათია,როგორ შეიძლება ველურმა და ჭირვეულმა არ ვიჩხუბოთ. ხშირად ეშვიანობდა ,მეჯუჯღუნებოდა, მაგიჯებდა მისი თვალების ბრიალი ,შემდეგ შერიგება იყო ამ ,ყველაზე მაგარი შერიგებები და რაღაც სისულელეზე დაწყებული კამათი. ტუმცა ანდროს ემოციის მოთოკვაში ბადალი არ ჰყავს. დრო გადიოდა ჩვენს კამათზე უკვე ბავშვებიც იცინოდნენ და მერე იმათ დავსდევდით მთელს სახლში.ორივე ისე ჰგავდა ერთმანეთს , ისევ ერთდროულად უნდოდათ ყველაფერი, ის ორი ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია .სადაც ერთია იქ აუცილებლად მეორეც ჩნდება ,ერთმანეთის გარეშე ვერ არიან ლაღად . მოკლედ ასე ,ვცხოვრობთ ნიუ-იორკში , სტუმრად ჩავდივართ საქართველოში და ვატარებთ საუცხოო დროს ,თითოეული წამით ვტკბებით რასაც ცხოვრება გვარგუნებს ...



ესეც დასასრული..
იმედია მოგეწონებათ <3 <3



№1  offline წევრი nasia

ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეე არ ვიცი რა ვთქვაა იდეალური მოთხრობის ასეთივე დასასრულიი. love იმდენი ემოცია,სიხარული და სიყვარული განვიცადე კარგა ხანი მეყოფაა. შესანიშნავ ხასიათზე დავდექიი და ახლა მთელი დღე ასეც ვიქნებიი, მადლობა შენ,რომ სასწაულად მაგარი ნაწარმოები შემოგვთავაზე. lol wink იმედია ისევ მალე დაგვიბრუნდები და როგორც ყოველთვის გაგვაოცეებ love

 


№2 სტუმარი kati

ძალიან კარგი იყო, როგორც ყოველთვის. დილა ღიმილით დავიწყე ამ ისტორიის წყალობით. დიდი მადლობა მარიამ. წარმატებები და მუზების სიმრავლე...

 


№3  offline წევრი kora

მარიააამ, ეს რა საოცარი გოგო გვყავხარ! <3 იმდენად თბილი და საყვარელი დასასრული იყო, რომ დღე ბედნიერებით და ღიმილით დავიწყე. სულ მომყვება ხოლმე შენი ყოველი ისტორიიდან მიღებული ემოციები <3 ვგიჟდები შენს წერის სტილზე და რაც მთავარია ბედნიერებით და პაწაწუნებით(განსაკუთრებით ტყუპებით) სავსე "ჰეფი ენდებზე".
წარმატებები გამოცდებზე <3
--------------------
kira.G

 


№4  offline წევრი ana no

საოცრება იყო ახალ მოთხრობას ველოდები love

 


№5 სტუმარი Uhuu

Auuu vtirii ar minda amati istoria damtavrdees <3<3
Imedia male kidev eseti tkbili istoriit dagvibrundebi<3

 


№6 სტუმარი natali7777

ძალიან თბილი და სასიამოვნო იყო

 


№7 სტუმარი stumari77

საოცარია, ძალიან ვისიამოვნე ამ ისტორიით, მაგარი გოგო ხარ. წარმატებები და გელოდები..

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

მადლობა ყველას wink
შევეცდები გამოცდების შემდეგ დაგიბრუნდეთ love love

 


№9  offline აქტიური მკითხველი uchveulo

საოცრება იყოო... იმდენად კარგიი როო გავთბიი <3 მოკლედ ამ სიცხეში კიდე გათბობა მინდოდა მე ისედაც ვიწვი :D წარმატებებიი და იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით <3

 


№10  offline მოდერი Nina))

მაინც რომ არ ისვენებ ამ ციებ-ცხელებაშიიი!
მაგარი გოგო ხარ შეეენ! ძაან გამახარე ამ თავით!
გამოცდებსაც ჩააბარებ ძაან მაგრა ვიცი!
წარმატებები! love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

Nina))
მაინც რომ არ ისვენებ ამ ციებ-ცხელებაშიიი!
მაგარი გოგო ხარ შეეენ! ძაან გამახარე ამ თავით!
გამოცდებსაც ჩააბარებ ძაან მაგრა ვიცი!
წარმატებები! love

მადლობა wink
რა მომასვენებს გაგიჟებული ვარ წერას რო ვიწყებ მავიწყდება ყველაფერი და ამას როგორ შევესვები .ეგ კი არა იდეა თუ მომივიდა ახლაც უნდა დავწერო რამე wink

 


№12 სტუმარი tasana

Vauu magari iyooo zaaalian momewona sul gimil gimilit wavikitxe da velodebi axal istorias warmatebebiii

 


№13 სტუმარი qeti

vaimeee es ra iyo :-D ara xar shen "nornaluri":-Dgiji xar da mev gamagije sheni istoriebit :-D rogor sheidzleba yvela ertmanetze kargi iyoos:-D arc ki vici rogor shegamko da gadidoo :-D warmatebebi gamocdebze da dagvibrundi da gamagije shemdeg sheni istoriebit :-D♡♡♡

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

qeti
vaimeee es ra iyo :-D ara xar shen "nornaluri":-Dgiji xar da mev gamagije sheni istoriebit :-D rogor sheidzleba yvela ertmanetze kargi iyoos:-D arc ki vici rogor shegamko da gadidoo :-D warmatebebi gamocdebze da dagvibrundi da gamagije shemdeg sheni istoriebit :-D♡♡♡

ნორმალური ნამდვილად არ ვარ მე პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით... არა ისტორიების წერის გამო ამ გამოცდებმა გამაგიჯა და ვერ ვარ საღ ჭკუაზე wink wink wink
მადლობა

 


№15  offline მოდერი Nina))

sameone crazy girl
Nina))
მაინც რომ არ ისვენებ ამ ციებ-ცხელებაშიიი!
მაგარი გოგო ხარ შეეენ! ძაან გამახარე ამ თავით!
გამოცდებსაც ჩააბარებ ძაან მაგრა ვიცი!
წარმატებები! love

მადლობა wink
რა მომასვენებს გაგიჟებული ვარ წერას რო ვიწყებ მავიწყდება ყველაფერი და ამას როგორ შევესვები .ეგ კი არა იდეა თუ მომივიდა ახლაც უნდა დავწერო რამე wink


ცოტა ხანს დაისვენე,გეუბნები ფურცელი და კალამი არსად გაგექცევა,ბოლოს და ბოლოს ჯერ შენს მომავალს მიხედე,ჩვენ,მკითხველები აუცილებლად დაგელოდებით love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

kosho
ისე ანდრო ისეთი საყვარელი პერსონაჟი იყო ძალიან საინტერესო იქნებოდა ანდროს მხარე ტასიას წასვლის შემდეგ ^^ როგორ მიხვდა რომ უყვარდა, კატოზე მოგონებებს როგორ შეელია... ეგ დამაკლდა ცოტა.

ხო ვაპირებდი თავიდან მარა მერე გადავიფიქრე , ვეღარ შევძელი ჩემი მუზა მაგ მხრივ გაიყინა wink

 


№17 სტუმარი mako

მაგარი გოგო ხარ,ძალიან ვისიამოვნე.გამოცდებზე წარმატებებს გისურვებ love

 


№18  offline მოდერი bibo

მარწყვი ჯერ წარმატებებს გისურვებ და ვიცი რო კარგად ჩააბარებ ყველა გამოცდას მუსრს გავლებ ნებისმიერ საგანს ნჯერამ მეე ჩემი ტკბილი ხარ შენ ერთადერთი რომელსაც არ უხდება ეს სიკვდილები დაშორებბებიიიიი გაყრები და ტანჯვა წამება wink wink ერთადერთი რომელსაც მარტო სიყვარულზე მეგობრობაზე სასტავებზე და დადბით ემციებზე წერა უხდება ხარ შენ ის ხარ რომლის ისტორიების წაკითხვა არასდროს მბეძრდება და ერთს მეათასეჯერ ვკითხულობ და რაც უფრო დიდია თავები მით უფრო დავპრინავვვვვვ love love აი იცი ისეთი ემცით ვივსები მეც მიკვირსს საერთოდ სხვანაირად ბრუნავს დედამიწა ან საერთოდ მე ვბრუნავ დედამიწის საწინაღმდეგოდl: სუ ვიძახი რო არასდროს არ ვკითხულობ თვალებით გულს და სულს ვდებ და შენ ყოველთვის მიმართლებ იმედებს ემოცის პიკზე მამყოფებ ემოცია დაძრწის ტავიდან პეხამდეეეეეეე ფაქტიააა request request request request შოკოლადი ვგიჟდები მე შენზე შEნ პატარა დაწყებულ ორ წინადადებაზეც ჩიტო ვგრძნობ გული როგორ მითბება და სული მიტკბებააააააა love love love love ეხაც ის მაქ ემოცია მოზღვავაებული კედლებზე თუ არა მიწაზე ხო ვიფრენ crying crying სუ მინდა გკითხო რომელიმე სხვა პლანეტიდან ხო არ ხარ ჩამოგდებული ჩვენს გასახარებლად გულყვითელა ჩიტოოვვვ love love love love ბოსკვიწწწ ვგიჟდები შენზეეეე სიტყვებითაც ვერ ავღწერ რას მართებ ტორტის უდიდესო ნაჭეროოვ და ხაჭაპურო ფენოვან ვდები ახლო მომავალში რო ვერ დაბრუნდები და რა ვქნა მე რა წავიკითხო: ჩAბარე გამოცდები გულის ვარდო და გელოდები გაძლიერებული გასნაგებული და კვადრატ კუბში აყვანილი ძალებით ქიშმიშოვ love love ხო ასე უცებ არ მინდოდა ამ ისტორის დამთავრებააა კიდო ველოდი მაგრამ ვიციი არ შეგეძლო დემეტრე მაინტერესებდა ძან მარიამის დეიდაშვილს ხო ეგრე ერქვააააა ხო იცი შენი ნაწერი არასდროს არ მყოფნის ასე რო აწი რო დაბრუნდები ამდენი ტავი უნდა დადო2947904797490479023740939432742370327 მარგალიტის დედავ გყვარობ მე შენ დაგაყარე ლავები და კისებიო

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეე ბიბოოოოოო მიყვარხარ მე შენ ,ვგიჟდები შენზე და საერთოდ არ ვიცი რა "კომენტარების დედოფალი თამარა" ხარ შენ ვსიო მორჩა და გათავდა . ტკბილო შოკოლადო მარწყვო და კარამელო wink love love love

 


№20 სტუმარი Teo..

Ara ra vicodi rom gadamrevdi dasasrulit.gadamrie da gamagije aseti dasasrulit.mteli dxe gaximebuli davdivar.rogorc yoveltvis sheudarebeli xar.warmatebebi gamocdebze.vici darwmunebuli var erovnulebsac brwyinvale haabareb.gtxov didxans nu daagvianeb ,ushenod didxans ver vdzleb.

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

Teo..
Ara ra vicodi rom gadamrevdi dasasrulit.gadamrie da gamagije aseti dasasrulit.mteli dxe gaximebuli davdivar.rogorc yoveltvis sheudarebeli xar.warmatebebi gamocdebze.vici darwmunebuli var erovnulebsac brwyinvale haabareb.gtxov didxans nu daagvianeb ,ushenod didxans ver vdzleb.

მადლობა wink
დიდხანს არ დავაგვიანებ ზუსტად ვიცი wink

 


№22 სტუმარი ananiko

raaa gogo xaaar vgijdeebi shenze !! pirvel rigshi pataraav gamocdebis warmatebit chabarebas gisurveb :*** meore kide ert or sityvas getyvi radgan emociebisgan laparaki ar shemilia :)))) getyvi ro dzaalian kargi iyo nu zustad iseti rogoric shen ici xolme ! mteli istoria "kocna kocnas" vitxovdi da aii amixda ocneba:))))))))))) dzalian didi madloba 19 ive tavshi migebuli siamovnebistvis ! dzalian kargi gogo xar da icode ro me gelodebi rodis dadeb axal istorias :****

 


№23 სტუმარი მარიშკა

როგორც შენს მუდმივ მკითხველს, რა თქმა უნდა ესეც მომეწონა, მაგრამ ბოლო თავი მგონია იმიტომ დაწერე, რომ ამდენი ხალხის "ჩქარა დადე"-მ თავი მოგაბეზრა და სასწრაფოდ დადე))))))))) მთელი ისტორია (პირველი-მეორე თავის გარდა) იყო ფანტასტიური და ბოლო თავი რაღაც პირველ მოცემულობას დაუბრუნდა. ბოდიში, ჩემი სუბიექტური აზრია ))

 


№24  offline მოდერი sameone crazy girl

მარიშკა
როგორც შენს მუდმივ მკითხველს, რა თქმა უნდა ესეც მომეწონა, მაგრამ ბოლო თავი მგონია იმიტომ დაწერე, რომ ამდენი ხალხის "ჩქარა დადე"-მ თავი მოგაბეზრა და სასწრაფოდ დადე))))))))) მთელი ისტორია (პირველი-მეორე თავის გარდა) იყო ფანტასტიური და ბოლო თავი რაღაც პირველ მოცემულობას დაუბრუნდა. ბოდიში, ჩემი სუბიექტური აზრია ))

მართალია მე მაინც კმაყოფილი ვარ ისტორიით ,მაგრამ ვიღებ შენს შეფასებას და ალბათ მკითხველი რომ ვიყო მეც მეტი მომინდებოდა დასასრულში ... შეიძლება უკეთესადაც გამომსვლოდა რაღაც იდეები მქონდა და ვერ განვახორციელე ,ალბათ ხასიათის გამო ძაან ვარ დაძაბული . მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს მიზეზს,.. მადლობა შეფასებისთვის

 


№25  offline წევრი malikuna

გენიალური ხარ!!! ..სიტყვები არმყოფნის უბრალოდ. შოკში ვარ მარიამ.. <3

 


№26  offline წევრი მოლურჯო

სიტყვები არ მყოფნის
უფრო და უფრო იხვეწები
უფრო და უფრო კარგი ხდები
ეს იყო საოცრება
--------------------
მარიამი

 


№27  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ვუაიმეე რა ხარ ასეთი საოცრებააა❤❤❤❤არ ველოდებოდი ჯერ❤❤❤❤❤❤ეს იყო ისტორია, პირველი ისტორიაა,რომლის დასასრულიც მეწყინა :დ ფანატიკურად მიყვარდა❤❤❤წარმატებებს გისურვებ!მთელი გულით გაგვახარებს შენი წარმატება.❤❤❤❤აიიი უთბილესი მომენტი იყო ტასიას მშობიარობა.საკუთარმა მამამ რომ იხილა სულ პირველად მისი ბარტყები❤❤❤❤ეჰ, წავე დავიძინე ვეღარ ვწერ :დ უუხ მომავალში ისევ გადავიკითხავ :დ მომენატრებიან❤ნუთუ მართლა გიყვარვარ_"ისტორია,რომელიც არასოდეს მთავრდება" ჩემთვის❤❤❤❤❤❤❤

 


№28  offline წევრი Lana Tomlinson

ძალიააანკარგიიყო❤️❤️

 


№29  offline მოდერი ჯია

თუ ოდესმე გავთხოვდები, ანდროსნაირი ქმარი მინდა!!! ან არ ვიცი, რომელიმე შენი შექმნილი პერსონაჟი ნებისმიერი ისტორიიდან :დდდ
შენ ხარ საოცრება.. შენ ხარ პოზიტივი!!! შენი ისტორიები ყოველთვის ძალიან მეხმარებიან განტვირთვაში. რაც არ უნდა დაღლილი ვიყო ან
ცუდ ხასიათზე, შენ ნაწერს რომ წავიკითხავ, ღიმილს ვერ ვიშორებ სახიდან.
მადლობა მართლა!!! სულ ასეთი იყავი რა, ჩემო უსაყვარლესო ❤️

 


№30  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ჯია
თუ ოდესმე გავთხოვდები, ანდროსნაირი ქმარი მინდა!!! ან არ ვიცი, რომელიმე შენი შექმნილი პერსონაჟი ნებისმიერი ისტორიიდან :დდდ
შენ ხარ საოცრება.. შენ ხარ პოზიტივი!!! შენი ისტორიები ყოველთვის ძალიან მეხმარებიან განტვირთვაში. რაც არ უნდა დაღლილი ვიყო ან
ცუდ ხასიათზე, შენ ნაწერს რომ წავიკითხავ, ღიმილს ვერ ვიშორებ სახიდან.
მადლობა მართლა!!! სულ ასეთი იყავი რა, ჩემო უსაყვარლესო ❤️

როგორ გავს ჩვენი ოცნებები ერთმანეთს. :დ გუშინ ჩემს დაქალს ვეუბნები გინეკოგი ქმარი მინდა მეთქი და საიდან რას მოჩმახავ ხოლმეო :დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent