შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არც კონკია, არც პრინცი -5-


3-07-2016, 13:07
ავტორი sopiko
ნანახია 2 869

[თავი 5]
-გვანცა სახლშია?-მოუთმენლად ვეკითხები. სულ აღარ მახსოვს ვინ ვარ.
-დიახ. თავის ოთახშია. მობრძანდით.-შემკრთალი მიშვებს სახლში და გვანცას ოთახისკენ მიმიძღვება.
-აი, ეს არის გვანცას ოთახი.-მანიშნებს ყავისფერ კარზე და სამჯერ დაკაკუნების შემდეგ სახელურს დაბლა წევს.-შებრძანდით.
-ლინა, დედა...-კარის გაღების ხმაზე ჩვენკენ ტრიალდება გვანცა და ჩემ დანახვაზე სკამიდან დგება.-ო, ამას ვის ვხედავ?! მე მეგონა გუშინ ტყუილად თქვი, ვიმეგობრებთო. ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. დაჯექი.
სავარძელში ვჯდები და ხელებს ვიფშვნეტ. არ ვიცი, როგორ დავიწყო საუბარი. მისი ასეთი დახვედრის შემდეგ იმას ვერ მივახლი, რის გამოც აქ მოვედი.
-ხო, კარგი,-ხელებს უშვებს გოგონა და სახიდანაც ღიმილი უქრება.-ვიცი, რომ აქ სამეგობროდ არ მოსულხარ. რა გაინტერესებს?
ზურგიდან თითქოს ტვირთს მხსნიან. თვალებით მადლობას ვუხდი გვანცას, რომ მიმიხვდა და უფრო მეტად არ დამამძიმა.
-გუშინ, თქვენ რომ ჩვენთან იყავით, საღამოს სახლიდან გავედი. იქ ხელოვნური ტბა გვაქვს. ხოდა მამაკაცს შევხვდი, რომელიც სავარაუდოდ თქვენ გელოდებოდათ. გარეთ ხომ არ დაგიტოვებიათ ვინმე? დაცვას ან მძღოლს ნამდვილად არ ჰგავდა.-ვაყოლებ ბოლოს, შეცდომაში რომ არ შევიყვანო.
-ეგ... ეგ...-უცებ ენა ებმის გვანცას. ფანჯარას აღებს და თავს გარეთ ყოფს, მერე კი დამშვიდებული ტრიალდება ჩემკენ.-არ ვიცი, ვინ უნდა იყოს. ჩვენ მძღოლის გარდა გარეთ არავინ დაგვიტოვებია.
-მაგრამ... შენ სტყუი.-ამდენხნიანი სიყალბის შემდეგ იმის მიხვედრა არ მიჭირს, რომ იტყუება. ჯერ მარტო სახეზე ისეთი გაწითლებულია, თურაშაული ვაშლი გეგონება.
-ჰა?-ნერვიულად იცინის გოგონა.-არ ვტყუი, ევანგელია. მართლა არ ვიცი, ვისზე მელაპარაკები.
-კარგი. ესე იგი შევცდი.-შეტევას აზრი არ აქვს. მან ტყუილი უკვე გაითავისა. ასე რომ, ვერაფერში გამოვიჭერ.-მე წავალ. ბოდიში, რომ ასე დაუპატიჟებლასდ შემოგეჭერი.
-არა, რას ამბობ, მაგრამ სადილზე დარჩი, რა...-ზრდილობის გამო მპატიჟებს სადილზე.
-არა, გმადლობ. მეჩქარება.-უარით ვპასუხობ, რადგან ნათლად ეტყობა, რომ ახლა მარტო დარჩენაზე მეტად არაფერი უნდა.
სახლიდან რომ გამოვდივარ და სახეს ნიავს ვახვედრებ, იმაზე ფიქრს ვიწყებ, თუ ახლა რითიღა შევძლებ მამაკაცის პოვნას. ცივი გონებით მსჯელობა დამჭირდება. მძღოლს ვეუბნები, რომ ცოტა ხანი დამელოდოს, რადგან აქვე გასეირნება მსურს. დვალების სახლი სულ მწვანეში დგას. მინდა მიწაზე დავწვე, ხელები გავშალო და ვიყო მხოლოდ მე. ჩემს შინაგან სამყაროში ყოველთვის ხალხმრავლობაა. მარტო არასდროს ვრჩები. აი, მაგალითად, ახლა გულმა ის იდუმალებით მოცული მამაკაცი შემომისახლა.
რა თქმა უნდა, მიწაზე არ ვწვები. მძღოლმა რომ დამინახოს, იფიქრებს, გიჟიაო და თან სახლში როგორც კი მივალთ, მთელ ჩემს ოჯახობას მოსდებს ამ ამბავს. არადა რა არის ასეთი უცნაური? სამწუხაროა, რომ ჩვენი სურვილების 99 პროცენტი მოგონილია, გულიდან წამოსული კი არ სრულდება...
ძველ, დანგრევის პირას მყოფ კერძო სახლს ვუვლი გვერდით და ალბათ ზედაც არ შევხედავდი მას, როცა უკან ასეთი მშვენიერი სახლი მქონდა ჩამოტოვებული, რაღაც ბრახუნის ხმა რომ არ გამეგო და ვიღაც არ გადმომხტარიყო მისი სახურავიდან.
-ა!-მოგუდულად ვკივი და შეშინებული პირზე ხელებს ვიფარებ. თავი რობინ ჰუდში მგონია. ის ეპიზოდი მახსენდება, ყაჩაღები რომ ხტებიან ხეებიდან, სახურავებიდან, მაგრამ ჩემ წინ არავითარი ყაჩაღი არ დგას. ის ჩემი შინაგანი სამყაროს ხიზანია.
-შენ?! იქ რა გინდოდა? ხომ შეიძლებოდა ჩამონგრეულიყო?-პანიკაში ჩავარდნილი ჯერ კიდევ ღრმად ვსუნთქავ.-მოიცა, მოიცა... სადაც მე ვარ, იქ შენც ხარ... მითვალთვალებ?
მამაკაცის ჩაცმულობაზე ყურადღების გადატანა არ შემიძლია, რადგან ისევ და ისევ მის თვალებს ვერ ვწყვეტ თვალს. თაფლისფერი ვარსკვლავები მთელ ჩემს ცნობიერებას შთანთქამენ და აზროვნების უნარს მიბორკავენ... მთელი სხეულით დაჭიმული სრულებით ვეშვები და ეს შეგრძნებები ისე ჰგავს კაიფში მყოფი ადამიანის შეგრძნებებს, რომ მათი განსხვავება ალბათ შეუძლებელიც კია.
-გითვალთვალებ? მე შენ? რა სისულელეა! მგონი აქ საქმე პირიქითაა. თქვენ ხომ ძალიან გიყვართ მალულად საქმეების კეთება, რადგან ეს თქვენი ''საქმეები'' ხალხის კეთილდღეობისთვის კი არაა გამიზნული, არამედ იმისთვის, რომ თითოეეულმა ჯიბე გაისქელოთ, თანამდებობაში ყოფნის ხანგრძლივობა გაიზარდოთ, ამ ქვეყნად ადგილი გაინაღდოთ, ძვირადღირებული პარფიუმერია არ მოიკლოთ, წვეულებებს არ მოაკლდეთ...-ცალყბა ღიმილით თვლის თითებზე და მერე ხელს იქნევს.-და ეს გგონიათ თქვენ ქვეყნის სათავეში დგომა? პირდაპირ სასაცილოა!
მამაკაცის მონოლოგით გაკვირვებული ადგილზე ვხევდები. მისი წარმოთქმული ყოველი სიტყვიდან სიმართლე მიღიმის და ეს სიმართლე მაზოლზე მადგამს ფეხს. მართალია ამ რეალობას მე ყოველთვის ვმალავდი, მაგრამ კიდევ ერთ ფაქტს მოეფინა სინათლის სხივები. დალაგებული ცხოვრება ერთ დღეში ირევა და ამ ყველაფრის სათავეში ერთი ადამიანი დგას... თვალებს ჩქარ-ჩქარა ვახამხამებ, ცრემლები რომ უკუვაქციო... ხო, მე ვარ დამნაშავე! ხო, მე ვუწყობ მშობლებს ხელს, რომ უფრო მეტად მოექცნენ სიბნელეში! ხო, მე, ევანგელია გედევანიძემ უნდა ვაგო პასუხი მათ დანაშაულზე! მათ წყვდიადივით ბნელ საქმეებზე!
-ხმას რატომ არ იღებ? თვალებში რატომ არ მიყურებ? ვერ ვიჯერებ, რომ ეს შენ...-აქ კი ჩერდება. სახეზე ეტყობა, რომ ნანობს, დინებას ასე რომ მიყვა. ასე ღრმად რომ შეტოპა. ზიზღი ყბას გვერდით უქცევს.
დასჯილი ბავშვივით ვდგავარ შუა გზაზე და ღმერთს ვთხოვ, რომ ეს სიტყვები ჩემთვის არ იყოს განკუთვნილი... მერე მისი უეცარი დადუმება მაეჭვებს და ვიხსენებ, თუ რა თქვა ბოლოს. რა უნდა იყოს მისთვის დაუჯერებელი ჩემთან დაკავშირებით? ისე მელაპარაკება, როგორც შვილს დედა, რომელიც მოხარშულს იცნობს თავის გოგონას და ახლა მის ასეთ ცვლილებებს ვერ ეგუება.
-ვინ ხარ?-უკვე მეორედ ვუსვამ ამ კითხვას. დიდი ძალისხმევის შედეგად თვალს ვუსწორებ, მაგრამ ახლა ის მარიდებს მზერას.
-ის, ვინც შენ გინდა, რომ ვიყო!-სარსკასტულად იძახის და ხელს აღელვებული მუჭავს.
-შეიძლება სახელი მე თვითონ შეგარქვა? იმის, ვინც მინდა, რომ იყო?-მორიდებით ვეკითხები და თითების ერთმანეთზე მიდება მახვედრებს, რომ ხელები მიკანკალებს.
ის არაფერს ამბობს. უბრალოდ თავს მიქნევს.
მინდა ''მისი'' სახელი ამოვთქვა, მაგრამ არ გამომდის... ტირილი ყელში მებჯინება. მონატრება მთელი ძალით აწვება გულის კარებს, მე კი გასაღები არ მაქვს, რომ გავუღო. ნეტავ, ჩემ წინ ახლა ის იდგეს! ასე ზიზღით კი არ მიყურებდეს, არამედ მიღიმოდეს... აი, მაშინ რომ მიღიმოდა, წყლიდან ამოყვანის შემდეგ... სიყვარულით და შვებით... ბავშვობის მოგონებები გარბიან, მე ვერ ვეწევი. ვეძახი მათ, მაგრამ არ ბრუნდებიან.
-გმადლობ, მატის.-ვლუღლუღებ და ბავშვობის შემდეგ პირველად ვიღიმი ასე გულწრფელად.
ვგრძნობ, როგორ უვლის თრთოლვა ''მატისს'' თმის ღერიდან ფეხის თითებამდე... საკვირველია, თუ როგორ განვიცდი მის გრძნობებს... როგორ ვიმუხტები მისი ემოციებით და რატომ მინდება ისე ჩავეხუტო, როგორც მატისს ჩავეხუტებოდი ახლა...
მამაკაცი თვალებს ხუჭავს, ალბათ რაც შიგნით ხდება, ის რომ ვერ დავინახო. ძალიან მინდა მისი ქუთუთოების ქვეშ შევძვრე და იქ დავიდო ბინა, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია.
-მატისი... მულტფილმის გმირი.-თვალებს ახელს და ძლივსშესამჩნევად მიღიმის.
-მატის, მატის, მატის!-ვიმეორებ რამდენჯერმე და სუნთქვა მიადვილდება.-მატის, მატის! რა ბედნიერებაა, რომ ისევ შემიძლია ამ სახელის დაძახება... ამ ასოების დაკავშირება... მადლობა, მატის! დიდი მადლობა!
-ძალიან გენატრება?-მოულოდნელად დისტანციას არღვევს და გაცისკროვნებულ თვალებში მაჩერდება.-ძალიან?
-ძალიან.-მიკვირს, სულ რომ არ ვიბნევი. სრულიად მარტივად ვხვდები, ვისზეც მელაპარაკება.-მაგრამ ამ მონატრებას სიტყვა ''ძალიანშიც'' კი ვერ ვატევ... მონატრება იცი, რას ჰგავს? ბროწეულს! მისი კანი ძალიან მაგარია და სანამ არ გადახლიჩავ, ვერაფერს გრძნობ... გადახლეჩილ მდგომარეობაში მიძინებულ ვულკანს ჰგავს, მაგრამ მარცვლებად რომ დაშალო, ისეთი საშინელი ტკივილი შემოგიძვრება გულში, რომ ვერასოდეს მოიშორებ... ხომ შეუძლებელია ყველა მარცვლის პოვნა? შეუძლებელია!
ჩემი სიტყვები საშინლად მოქმედებს მასზე. კბილებს მაგრად აჭერს ერთმანეთს და პირს კუმავს. მის თვალებში წვიმას ვხედავ. წვიმს მასში, მაგრამ ფანჯარა დაგმანულია და წვიმის წვეთები გარეთ არ გადმოდის. მინდა ერთი ცრემლი მაინც ჩამოუგორდეს ღაწვზე, მაგრამ იმედი მალევე მეწურება.
-ხო, შეუძლებელია... შეუძლებელი!-სადღაც ჩემ უკან იყურება და ვიღაც სხვას უკრავს კვერს. მე არ ვარსებობ! ან ვარსებობ, მაგრამ სხვაგან...

^^^
აი, ახლა გავრბივარ და ისე ვდებ...
ხვალ ალბათ შემდეგი თავი ვერ იქნება.
ველი თქვენს შეფასებებს.
უყვარხართ სოფიკოს!



№1  offline წევრი Firefly

საოცრება ხარ რა!
--------------------
M.T

 


№2 სტუმარი Black

Sagol sopachka ar velodi aset ganvitarebas rac dagiweria yvelaze magaria es istoria,chems rcheulebshi pirvel adgilzea sagol;)

 


№3  offline წევრი Ignifex

ყოჩაღ <3
მეტი არაფერი მეთქმის

 


№4  offline წევრი nini namicheishvili

ვაიმე ძალიან კარგი იყოოო,ეს თავი განსაკუთრებულად მომეწონა love გადასარევი ხარ რაა პირდაპირ wink love ძალიან ,ძალიან კარგიაა love

 


№5  offline წევრი შავგვრემანი

ertianad wavikitxe es tavebi da martlac ,rom dzalian sainteresoa da martlac rom magari istoriaaa yochag yvelanairad kargi istoriaa minuss ver upovi da swored es mxiblavs love

 


№6  offline მოდერი sopiko

უდიდესი მადლობა თქვენ! love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent