შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყვდიადის ბატონობის ქვეშ (1)


3-07-2016, 17:58
ავტორი lucifer :)
ნანახია 1 407

-‘’წადი თავი დამანებე’’
-‘’თავს არასდროს დაგანებებ’’
-‘’გაეთრიე ჩემი თავიდან’’
ისევ დაიწყო. ის ისევ აქ არის დაბრუნდა და ყოველდღე მასთან ბრძოლა მიწევს უკვე ძალიან დამღალა.მე ემილიანნა ვარ თუმცა ანნას მეძახიან ზოგიც მხოლოდ ემილის გააჩნია ვისთვის როგორ. თუ ენის მოტეხვა არ გინდა ემილიანნას არ დამიძახებ.
ვის ვესაუბრებოდი? აჰ ხო დამავიწყდა თქვენთვის გამეცნო ჩემი ბოროტი ალტერ ეგო ლილუ. საყვარელი სახელია არა? მე დავარქვი ის ყოველთვის აქაა ჩემს თავში და ვიფიქრე მართებული იქნებოდა თუ სახელით მივმართავდი ასე უფრო მოვშინაურდებოდით.
ალბათ ფიქრობთ რომ გიჟი ვარ მაგრამ მთელი მსოფლიოსდა სამწუხაროდ მე საგიჟეთში არ ვარ და ჩვეულებრივი მოზარდივით ვცხოვრობ ნუ რა თქმა უნდა ლილუს არ ჩავთვლით ის ყოველთვის აქაა და მზად არის ჩემთან ‘’სასიამოვნო’’ დიალოგი გამართოს.
აი ახლაც მათემატიკის გაკვეთილზე ვზივარ და მოწყენილობისგან ვამთქნარებ
-მისის ედისონ თუ შეიძლება კითხვაზე მიპასუხეთ
აჰა აი ხომ ხედავთ დაიწყო ახლა დაფასთან გამიყვანს და მერე ნახეთ ჩემი შერცხვენა.რა სისულელეა ესეთები საერთოდ რატო არსებობენ? მაღალ ქუსლებზეა შემხტარი და თავს ძლივს იმაგრებს რომ არ გადმოვარდეს, კორსეტს ატარებს და აშკარად უჭერს წამით მეცოდება კიდეც საწყალს სუნთქვაც ხომ უნდა. წარმოვიდგენ როგორი ფორმა ექნება უკორსეტოდ და მეღიმება
-შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს. მართებული იქნება თუ ამ კითხვაზე მისის მორგანი გიპასუხებთ ლამისაა ხელი ჭერს აარტყას.
-მე მინდა რომ თქვენ მიპახსუხოთ მისის ედისონ
-‘’რას გადაგეკიდა ეს ბოტოქსიანი ძუკნა’’
ქირქილებს ლილუ და ლამისაა მთელი კლასის წინაშე გადავიხარხარო მაგრამ ეს აშკარად აისახება ჩემს სტატუსზე და ეჭვსაც შეიტანენ ჩემს გონებრივ განვითარებაში.ასე რომ ქვედა ტუჩს კბილებს შორის ვიქცევ და სიცილს ვიკავებ
-მისის ევანს კითხვაზე პასუხი არ მაქვს
ეტყობა რომ კმაყოფილია
-‘’გულს ამოვუღებ და პირში ჩავტენი’’
მთელი გაკვეთილი იმაზე ვფიქრობდი როგორ უნდა ამეომეღო გული და პირში ჩამეტენა ხანდახან კი ჩემს წარმოსახვის უნარს ტაშითაც კი ვაჯილდოვებდი.
-მე მინდა რომ თქვენ მიპასუხოთ მისის ედისონ
გაკვეთილების შემდეგ ქუჩაში მდგარი ბავშვები სიცილით ვაჯავრებთ მათემატიკის მასწავლებელს და ვიცინით კიდეც. ჩვენი დაშლის დროა. არადა მათთან ერთად დაღამებას ვერ ვიგებ.
სახლში უცნური სიტუაცია მხვდება. დედა და ბებია ჩუმად საუბრობენ სამზარეულოში. ბებიაჩემი ისედაც უცნაური ქალია მაგრამ როდესაც ის შეშფოთებულია ესეიგი რაღაც საშინელი ხდება.
-მონტერეგროები დაბრუნდნენ
მხოლოდ ამის გაგებას ვასწრებ სამზარეულოში შესული
-რა ხდება?
ვკითხულობ გაკვირვებით როდესაც მათ უკმაყოფილო სახეებს ვამჩნევ
-უნდა დააკაკუნო ხოლმე
-ოჰ კარგი რა
ოთახში ხმაურით ავდივარ და საწოლზე ვეხეთქები დაბლიდან ისევ მესმის ხმა მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევ. საინტერესოა მონტენეგროები ვინ არიან?რა უცნაური გვარია შუა საუკუნეებს გავს.
დავალებები ისევ ზედაპირულად გავაკეთე გარდა ბიოლოგიისაა აი მატემატიკა კი შორს ჯანდაბაში მოვისროლე.
დაძინებისას უცნაური შეგრძნება დამეუფლა თითქოს ვიღაც მითვალთავლებდა და საბანში მთლიანად გავეხვიე თუმცა მალე ჩამეძინა და შიში გამიქრა.
ისევ ეს გრძნობა თითქოს ვიღაც მითვალთვალებს მთელი გზა თითქოს ვიღაც მაკვირდებოდა
-‘’აჰა ესეც შენი სიგიჟის კიდევ ერთი გამოვლინება ჰალუცინაციებიც დაგეწყო’’
-‘’ეს ჰალუცინაცია არ არის’’
-‘’როგორ არა! აბა იმ ხის უკან ვიღაცის ორ მანათობელ თვალს რატომ ლანდავ?“
-‘’მე ამას არ....’’
-‘’მე ყველაფერი ვიცი შენს თავში ვარ ემილი’’
ვხვდები რამდენად არაფრის მომცემია ეს საუბარი საკუთარ თავთან და ლილუს ვაკეტინებ.
სკოლაში შევდივარ და როგორც ყოველთვის ფეხით ნაცვეთ გზას გავდივარ და ჩემს კარადასთან მივდივარ. პირველი მათემატიკა გვაქვს მისის ევანსის გაკვეთილი.
ლილუ სეირის საყურებლად ხელებს იფშვნეტს.
ხანდახან მეჩვენება რომ ისე ჩემი მეგობარია მას როგორც საუკეთესო მეგობარს ისე აღვიქვავ და ამიტომაც არ მყავს ახლო მეგობარი
-‘’შედი არ დააგვიანო’’
დამძახის ზემოდან შეშფოთებული ლილუ როცა ხედავს რომ ყველა საკლასო ოთახისკენ მიიჩქარის.
-როგორც იქნა პატივი დაგვდეთ თქვენი მობრძანებით მისის ედისონ
-ბოდიშს მოგიხდით მისის ევანს
შუა საუკუნეები მახსენდება და ლამისაა რევერანსი გავაკეთო.
-‘’რა სისულელებზე ფიქრობ მიდი სწრაფად დაეგდე უკანა სკამზე’’
გრძელ საკლასო ოთახს ისე გავდივარ ვერც ვამჩნევ რომ ყველა მე მომშტერებია.
მალე საშინაო დავალებას მთხოვს
-მისის ედისონ სად არის თქვენი დავალება?
მემგონი მარტო მე მომმართავს ასე
-არ დამიწერია
-როგორ?
უკვე ბრაზდება
-აი ასე, არ დამიწერია
ტუჩის კუთხეში ღიმილი მიკრთება. ღმერთო რა მაგარია ამ ბოტოქსიან ძუკნას რომ ვეპასუხები და დიდი სიმაყით ავღნიშნავ რომ ეს პატივი მხოლოდ მე მხვდა წილად (სხვები ვერ ბედავენ)
-იქნებ პატივი დაგვდოთ და მიზეზი აგვიხსნათ?
-მოტივაცია არ მქონდა
გაბრაზებული მიდის მაგიდასთან და რაღაცას ინიშნავს
რამდენიმე წუთში ფეხზე მაყენებს და იმ კითხვაზე მთხოვს პასუხს რომელიც არც დაუსვია ნუ მე ასე მგონია
-გისმენთ მისის ედისონ
-თქვენ გგონიათ ფიქრებს ვკითხულობ?
-ეგ რა შუაშია?
-ააა ან იქნებ ტელეპატი გგონივართ?
-ეგ რაღა შუაშია
-აბა არდასმულ კითხვაზე პასუხი როგორ გაგცეთ?
-ეს თავხედობაა
-არა მომისმინეთ ეგ კი არა ისაა თავხედობა რასაც თქვენ აკეთებთ
-როგორ ბედავთ
-ისე როგორც თქვენ. თავს მაბეზრებთ რატომ გადამეკიდეთ? ამაზე წარმოდგენაც არ მაქვს მაგრამ მისმინეთ...
-ემილიანნა
მიყვირა მან. მხოლოდ ერთი მოსწავლის აღელვება შევნიშნე მაგრამ მას არ ვიცნობ ალბათ ახალია ჩემი სრული სახელის გაგონებისას სწრაფად მოტრიალდა და თვალებში ჩამაშტერდა. ახლაღა მივხვდი რომ 8 წლის შემდეგ ვიღაცამ კიდევ ერთხელ დამიძახა სრული სახელი. ტანში ჟრუანტელი მივლის და მგონია პირში შხამი მაქვს რომელიც მწამლავს. ‘’მინდა მოკვდეს’’ ვფიქრობ განუწყვეტლივ
-‘’ხოდა მოკალი’’
მეუბნება ჩემს თავში აწრიალებული ლილუ და კბილებს საზარლად კრეჭს.
ვერ ვიტან ამ ქალის თვითკმაყოფილ სახეს ახლა კი მის ასეთ სახეს ვხედავ. იცოდა რომ არ უნდა დაეძახა მაგრამ ეს გააკეთა. ჩემს მერხს ორივე ხელით ჩავფრენილვარ და უკვე ხელები მტკივა მაგრამ ვეღარ ვგრძნობ.
როდესაც ჩემი სიბრაზე პიკს აღწევს მისის ევანსის მოპირდაპირე ფანჯარა იმსხვრევა ისე თითქოს გარედან რაიმე ესროლეს და რამდენიმე შუშის ნამსხვრევი ხელში ერჭობა. ყვირილს იწყებს მე და ლილუ კი კმაყოფილი ღიმილით გავდივართ საკლასო ოთახიდან. გულში მადლობას ვუხდი იმას ვინც ეს ჩაიდინა და გარედან რაღაც ისროლა. გარეთ გავდივარ და მის ძებნას ვიწყებ მაგრამ არავინაა. არაუშავს ალბათ შეეშინდა და გაიქცა.
სკოლის ეზოში ვჯდები და ვერ ვამჩნევ როგორ გადის დრო.
ვიღაც მიახლოვდება და მის დაჟინებულ მზერას ვგრძნობ თითქოს ვიღაცას ჩემში ეძებს
-რა გინდა?
ვეუბნები აგდებულად მაგრამ ამ კითხვის დასმა დიდ ძალისხმევად მიჯდება რადგან თავს ძლივს ვიკავებ რომ არ ვიტირო
ახლაღა ვაკვირდები რომ ჩემზე ერთი თავით დაბალია და მუქი მწვანე თვალები აქვს პატარა პირი და ტუჩები თუმცა სერიოზული და მკვეთრად გამოხატული ნაღვლიანი მზერა.
-უნდა ეცადო რომ განიკურნო
-ეს შეუძლებელია
ვერ ვხვდები რატომ მაგრამ მგონია მამაჩემის და ჩემი ძმის ამბავი იცის და დღევანდელმა ინციდენტმა აიძულა დამლაპარაკებოდა
-შესაძლებელია
-მგონია რომ თუ ტკივილი გაივლის დამავიწყდებიან
-მეც ასე მეგონა მაგრამ მერწმუნე ეს ასე არაა. გემახსოვრება მათ გახსენებაზე ისევ იგრძობ ტკივილს მაგრამ არა ისეთ გაუსაძლის როგორსაც ახალა
-ვცდილობდი
-ვიცი. კიდევ სცადე
ის გაქრა და ისევ ჩემს ფიქრებთან დავრჩი ვერ გამეგო რატომ ვიყავი ასეთი გულგახსნილი ამ უცნობთან მაგრამ ფაქტია მიშველა.
ამ დროს მოკვდა ემილი ან უბრალოდ ანნა და დაიბადა ემილიანნა სრულიად სერიოზული მაგრამ მხიარული თუმცა ჩემს თავში არსებული ლილუ ისევ განაგრძობდა ჩემში სიბოროტის გაღვივებას და ასეც ხდებოდა. ვგრძნობდი ყოველი დღე როგორ მიბიძგებდა რაიმე სულმდაბლური საქციელი მეკეთებინა. ჩემდა სამწუხაროდ ვამჩნევდი რომ ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილი ხდებოდა.



-----
პ.ს. ვიცი დიდი შესვენება გამოვიდა მაგრამ ვფიქრობდი რაზე დამეწერა და საცდელ თავს გიდებთ. ამ ისტორიასთან დაკავშირებით უდიდესი გეგმები მაქვს და ვიცი ძალიან მოგეწონებათ. მითხარით გავაგრძელო თუ შევწყვიტო?



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ჩემი საყვარელი ადმინი ხარ შენი სახელი რომ წავიკითხრ სიხარულოსგან მეცხრე ცაზე ვიყავი.. ძალიან გამახარე და ეს... ეს ძალიან მაგარი გამოდის ჩემი აზრით გააგრძრლე მე დაველოდები ახალ ახალ თავებს დარწმუნებული ვარ უმაგრესი გამოვა.. წარმატებები

 


№2 სტუმარი Nini

Zalian kargia

 


№3 სტუმარი lanu

Au magariaaa.gansxvavebulia da axleburi.gaagrdzele uechveli gtxov ar gacherde

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent