შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავის პარანოია (4)


3-07-2016, 19:00
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 108

და დემონებმა გადაწყვიტეს,
მოსვენება დაეკარგათ ადამიანებისთვის...
მარად.

888

კოკამ სალოს მოხვია ხელი. ისე ძლიერად, გოგონას შეეშინდა, რომ ეტკინებოდა. ციოდა. იმაზე მეტად ატანდა ყინვა ძვლებში, ვიდრე სოფი წარმოიდგენდა. ამიტომ, უკან გაბრუნდა და მარშრუტისკენ აიღო გეზი. ლაშა მის წინ მიდიოდა, ამიტომ არ შეუმჩნევია. თანაც თითოეულს ახლა იმაზე უფრო მეტი სადარდელი ჰქონდათ, ვიდრე სოფი იყო. შეუმჩნევლად ჩამორჩა მეორე, იდენტური მანქნისკენ მიმავალ ბავშვებს და სირბილით წავიდა უფრო სქელი სპორტულის ასაღებად. იცოდა, რომ სანდროს ჰქონდა თავისი მეორე მოსასხამი წამოღებული, რომელიც წინა ღამით დარჩა მასთან გოგონას.
ნატკენი ფეხი აწუხებდა. მუხლში რაღაც წიწკნიდა, მერე ძლიერად ურტყამდა და სოფიმ წამოიკვნესა. გადაწყვიტა, იქვე გადაეხვია და უკან დაბრუნებულიყო. თითქმის მანქანასთან იყო მისული, ძირს რაღაც მსხვერავდს რომ დააბიჯა ფეხი და დაიხედა. ორი კაფსულა ეგდო, თითქოს რაღაც სითხე ესხა შიგ... ვარდისფერი, თეთრში გადასული სითხე. დაიხარა და ორივე კაფსულა აიღო. ძლიერად გააჯანჯღალა და სითხე აქაფდა. მანქანაში ავიდა, ჯერ ორივე კაფსულა ჩანთის შიდა, დამალულ ჯიბეში ჩააგდო, რომ არ გაეტეხა ვინმეს და მერე ბინტი და სპირტი ამოიღო იქიდან. ირგვლივ მიმოიხედა, ჯინსის შარვალი გაიხადა და სავარძელზე დაჯდა, ნატკენი ფეხი კი აწია და მეორე სავარძელს შემოადო. სპირტს თავსახური როგორც კი მოხსნა, ცხვირში შეუღუტუნა არასასიამოვნო სუნმა. თავსახურში ჩაასხა, მერე მუხლზე დაიხედა და უსიამოვნოდ გააჟრჟოლა, სპირტი დაისხა. აეწვა, იმაზე მეტად, ვიდრე წარმოიდგენდა. რამდენიმე წამი დაელოდა, მერე ბინტით გადაიხვია და უკან შეიკრა. ჩანთაში დააბრუნა პირველადი დახმარების ნივთები, რომელიც საბედნიეროდ წამოიღო და სანდროს სავარძლის თავზე მიკიდებული სპორტული მოსაცვამი აიღო, თავისი გაიძრო და იმით ჩაანაცვლა. მერე ძირს ჩამოვიდა და კოჭლობით, თუმცა სირბილით გაემართა მეორე მანქნისკენ, სადაც ბავშვები ეგულებოდა.
_ სოფი _ კოკას დაღრიალება და გოგონას გაჩერება ერთი იყო. შეეცადა, ხმის მიხედვით გაეგო, საიდან ყვიროდა ბიჭი, მაგრამ ხმა ისევ ჩაჩუმდა.
_ აქ ვარ _ ეცადა, დაეყვირა, მაგრამ ხმას თითქოს ვერაფერი მოუხერხა დ. ჩაახველა. ძირს რაღაც შეირხა, მერე ტყეში შრიალი გაიგონა და მარჯვნივ გადაუხვია. ვიღაცის ხელები როგორც კი იგრძნო მაჯაზე, პირზე ხელისგული აიფარა და წამოიკივლა.
_ მე ვარ, წყნარად _ ლაშას ხმა გაიგო და მიიხედა. ბიჭის შეშინებული თვალების დანახვა საკმარისი იყო, დანაშაულის სიმძიმე იგრძნო. იცოდა, რომ არასწორად მოიქცა, გაუფრთხილებლად რომ გამოეყო მათ და უკან დაბრუნდა. ამაზე არც კი უფიქრია.
_ რა ხდება? _ ტუჩზე იკბინა და ლაშას მოეხვია.
_ აუ, ძაან შემეშინდა, ისედაც ხო მეშინოდა, და იმათთან მისულს, ლაპარაკი უნდა დაგვეწყო, კოკამ რომ მითხრა, სოფი სად არისო. ეგრევე ვიფიქრე, დამე^რხა თქო. მე და კოკა წამოვედით, დანარჩენები იქ არიან... _ აუხსნა დაბალი ხმით, მერე კოკას ხელი დაუქნია. ბიჭი სწრაფად გაჩნდა სოფისთან და თავი გააქნია. მიხვდა, რომ ძალიან შეაშინა მეგობრები და როცა წარმოიგინა, როგორ მდგომარეობაში იქნებოდა მარიამი, სიცილი აუტყდა.
_ რა გაცინებს _ თვალები დაუბრიალა კოკამ.
_ არაფერი, მაპატიეთ. წავედით? _ ხელი ლაშას ჩაკიდა და სიცილი შეწყვიტა.

მანქანასთან შეკრებილიყვნენ. მარიამი, სალომე და ლიკა შეშინებულები, თვალებს აცეცებდნენ ირგვლივ, სანდრო კი თითქოს არაფერი, ისევ მათით ერთობოდა. მათ გვერდით იდგნენ სხვებიც, რომლებსაც არანაკლებ შეშინებული სახე და თვალები ჰქონდათ.
_ გამარჯობა _ მიესალმა და მარიამსს გადაეხვია, რომელიც მისკენ გამოექანა და შეუმჩნევლად უბწკინა მკლავზე.
_ გამარჯობა _ მიესალმა გოგონა, წითელი თმით და ჰიპური ჩაცმულობით.
_ ტელეფონიც არ იჭერს _ თქვა სანდრომ და ხმამაღლა შეიგინა. სოფიმ თვალო გადაავლო ყველას ერთროულად. ისინი ოთხნი იყვნენ. ერთი გოგო და სამი ბიჭი.
_ ყველაზე სასაცილო იცით რა არის? რომ არ ვიცით, აქ რა ჯანდაბამ შეგვკრიბა _ კბილებში გამოცრა ერთ-ერთს. წაბლოსფერი თმით და სასიამოვნო გარეგნობით გამოირჩეოდა ყველასგან.
_ მოკლედ, გავეცნოთ მაინც ერთმანეთს _ უხერხულად ჩაილაპარაკა ლიკამ. როგორც აღმოჩნდა, წითურს ნია ერქვა, წაბლისფერთმიანს მაქსიმე, იმ ორს კი, ტყუპებს, ანდრო და სანდრო. მათ სახელებზე ჩაეღიმა, მაშინვე მიხვდა, როგორი ბანალური ცხოვრება ექნებოდა თითოეულს. მაგალითად, აი იმ წითელს, კლუბური ცხოვრება, დრაგები და სექსი. მაქსიმე სიმპატიური იყო, მისი ფოტოები რამდენჯერმე ჰქონდა ნანახი ფეისბუქში სხვადასხვა გვერდებზე. ასე რომ, მისი ცხოვრება ჩვეულებრივი, დასტოინი თავში ავარდნილი ბიჭისას ჰგავდა. ტყუპები კი, დარწმუნებული იყო, დღე და ღამ ერთმანეთის ჭამით ირთობდნენ თავს და არაჩვეულებრივი იუმორის გრძნბა ჰქონდათ.
_ რა უნდა ვქნათ? _ ყველაზე ლოგიკური კითხვა დასვა სოფიმ. დანარჩენები, რომლებიც იმაზე მსჯელობით იყვნენ დაკავებული, როგორ აღმოჩნდნენ აქ, რას წარმოადგენდნენ და რა გადახდათ თავს, გაჩუმდნენ და სოფის მიაშტერდნენ. გოგონამ კიდევ ერთხელ მოავლო თავი ყველას და იფიქრა, რომ თუ რამე ცუდში იყვნენ გახვეულნი, თუ რამე ცუდი ელოდათ, ვერცერთო გადარჩებოდა. ამოიოხრა.
_ მე ვფიქრობ, ჯერ ტყე უნდა შევისწავლოთ, შემდეგ კი მძღოლები მოვძებნოთ _ თქვა ტყუპმა სანდრომ.
_ უკეთესი იქნებოდა, ჯერ მძღოლები მოგვეძებნა _ შეეწინააღნმდეგა ჩუმად მყოფი სალო. გოგონას ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოექცია და შესამჩნევად უკანკალებდა მარცხენა ხელი, კოკაზე ჩაჭიდებული თითები და აწყლიანებული თვალები მოწმობდა, რომ ეშინოდა.
_ და ამ ყვავებს რა ვუყოთ _ ანდრომ მაქსიმეს ყვავები გამოართვა და ხელი მაღლა ასწია. ორი სისხლიანი ყვავი თავით ჩამოეშვა ქვემოთ და ძირს, ფოთლებზე დავარდა.
_ მძღოლები მოკვდნენ _ თქვა მაქსიმემ. სოფიმ წარბები მაღლა ასწია, ბიჭს გაოცებულმა შეხედა და მერე ღრმად ჩაისუნთქა. ჰაერი თბილი იყო, ცხელი...
_ შენით მიხვდი თუ ვინმე დაგეხმარა? _ მაქსიმეს ცისფერ, გამჭირვალე თვალებს მიაშტერდა თავისი ორი, მინისფერი და მწვანე თვალებით და გაუღიმა. რატომღაც, მის მიმართ ზიზღი იგრძნო. ალბათ იმიტომ, რომ ბიჭმა პირდაპირ თქვა ის, რის თქმასაც ვერცერთი ბედავდა აქ. თუმცა სიმართლე ნამდვილად არ იყო კარგი და სასიამოვნო. სოფიმ დანამდვილებით იცოდა, რომ უკან დასაბრუნებელი გზა აქ მყოფთაგან არცერთმა არ იცოდა.
_ ვთქვათ, ისინი მოკვდნენ. და ჩვენ? ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ახლა. საერთოდ, ვერ ხვდებით, რომ ეს შემთხვევით არ ხდება? ასე ვერ შევიკრიბებოდით, ეს დაწყევლილი ყვავებიც არ დავარდებოდნენ მძღოლის სკამის ქვეშ სისხლიანები! _ დაიყვირა ნიამ. მისი სახე თმების ფერი გახდა.
_ გამოდის, ავხლართეთ _ ნერვიულად გაეცინა ლაშას და ჯიბეები მოიქექა.
_ სიგარეტი მე მაქვს _ უთხრა სოფიმ. ლაშამ შეხედა და თავი დაუკრა, შემდეგ მკლავზე მიიხუტა გოგონა და თავი ჩამოადო.
_ მე მაინც ვფიქრობ, ასე დგომა არაფერს გვიშველის. ტყე დავათვალიეროთ, თანაც, ჩვენ კარვები გვაქვს და გავშლით... _ იდეა წამოჭრა ლიკამ.
_ კარვების წამოღება როდის მოასწარით?
_ მარი, მე და სანდრომ ვიფიქრეთ, დაგვჭირდებოდა...
_ ჯერ ტყე დავათვალიეროთ. მე მგონი, აქ ყოფნა კარგა ხანს მოგვიწევს _ ირონიულად გაეცინა მაქსიმეს. ეს ბიჭი ასეთი პირდაპირი ბოროტებით გამოირჩეოდა.
_ კარგი, წავიდეთ, ოღონდ უკან დასაბრუნებელი გზა არ დაგვავიწყდეს _ გაეცინა კოკას.

ტყეში მნიშვნელოვანი ვერაფერი ნახეს. მნიშვნელოვანი კი არა, საერთოდ ვერაფერი ვერ ნახეს, გარდა ორი მკვდარი კურდეღელისა. კურდეღლები წამოიყვანეს, რადგან გეგმაში მათი შეწვა ჰქონდათ და თავიც იმით გაიმართლეს, რომ ისინი მკვდრები იყვნენ და ან რომელიმე ლეშისმჭამელი ცხოველი შეჭამდა, ან ადამიანები. გზა გააგრძელეს და უკან მობრუნება გადაწყვიტეს.
_ არა, მე რაღაცას ვხედავ იქ _ ხელი გაიშვირა ნიამ და მის გვერდით მდგომ ანდროს დაეჯაჯგურა მკლავზე.
_ მგონი, მეც ვხედავ _ წამოიყვირა სალომ. სოფიმ ტყის სიღრმისკენ გაიხედა და თვალები მოჭუტა. ტყე მთავრდებოდა, დიდი, ღია, თავისუფალი ადგილი იწყებოდა და შუაგულში უზარმაზარი სახლი მოჩანდა. სირბილი დაიწყეს. ვერცერთი ვერ მიხვდა, რატომ მირბოდნენ. ხელებით სწევდნენ წინ დაბრკოლებებად შეხვედრილ ტოტებს, მაღალ ბუჩქებს და მერე ყველა ერთდროულად შედგა. სახლი იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე სოფი წარმოიდგენდა. მთელს სიგრძე-სიგანეზე გადაჭიმულიყო და ამაყად იდგა.
_ აუ, დავიღალე და მეშინია _ ტირილი დაიწყო მარიამმა. სანდრომ და ანდრომ, რომლებიც არ იცნობდნენ გოგონას და ვერ ხვდებოდნენ მის უეცარ ისტერიკას, თანაგრძნობით გადახედეს და მერე ისევ სახლს მიაშტერდნენ.
_ ნაძლევს ჩამოვალ, საშინელებები ხდება ამ სახლში _ ყელზე ხელი მოისვა კოკამ.
_ შევიდეთ და გავიგებთ _ თქვა მაქსიმემ. სოფიმ ლაშას ხელი მაგრად ჩასჭიდა და მიახვედრა, რომ ეშინოდა. სახლისკენ დაიძნენ... თითქოს, არ ჩქარობდნენ. თითოეული წელავდა დროს. იმაზე უარესად იყო ყველაფერი, ვიდრე რომელიმე კინოში. რეალურად უფრო საშიში ყოფილა. რეალურად ყველაფერი გაცილებით საშიში ყოფილა. როცა არ იცი, რა მოხდება წუთის შემდეგ. მომენტი, როცა თავს ყველა ძლიერად აჩენს და გულში მამაო ჩვენოს ლოცულობს ზედიზედ სამჯერ...
ამინ.



№1 სტუმარი მიკა

დახმარება თუ დაგჭირდა, დამიძახე
okay
დაგაგდებ ძირს და 10 საათი გირტყამ!
როგორ ვერ გაიგე, რომ საიტს ასჯერ ვამოწმებ ამ ისტორიისთვის.
წერ ისე, რომ ვეღარ ვეშვები და არასოდეს არ მყოფნის.
და ასეთ პატარა თავს დებ.
უსინდისო ხარ!
წავედი მე, შუქებს წინასწარ ავანთებ

 


№2  offline მოდერი Amalthea

კიდევ ერთი დაგვიანება და შენი საშინელებათა სახლი გავხდები
რა უბედურებაა დაგვიანება და თან ასეთ მომენტზე შეწყვეტა
ჰმმ...
გაპატიებ :დდ
ახალი მინდა სასწრაფოდ ><

პ.ს რა იყო უკვე მომკალი? :დდ
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№3  offline წევრი ნინა❤

ცოტა მალე დადე რა ხოლმე და თავები გაზარდე. დიდი ხანია ასეთი კარგი არაფერი წამიკითხავს

 


№4  offline წევრი Ad Libitum

გამიკვირდა როდესაც მსგავსი სტილის ისტორიას გადავაწყდი საიტზე. ამაზე მეტად კი ის გამიკვირდა, რომ არანაირი დანაკლისის გრძნობა არ გამრჩენია კითხვისას, ერთადერთი რაც არმომწონს არის ახალი თავების შორის დიდი ინტერვალი და მოცულობა. არვიცი ეს თავი პატარა იყო, თუ მე ჩავამთავრე ისე მალე, რომ ვერ გავაცნობიერე თუმცა ფაქტია რომ წაკითხული არმეყო.
ეტყობა ისტორიას, რომ სანამ დადე გადახედე, მაგრამ მიუხედავად ამისა ნაწილაკები არასწორად გაქვს გამოყენებული. არც გავამახვილებდი ამაზე ყურადღებას, უბრალოდ წინა თავშიც შემხვდა და აქაც. კონკრეტულად -მეთქის მაგივრად წერ -თქოს. ალბათ უბრალოდ არ დააკვირდი, თუმცა მაინც კარგი იქნება "ნაწილაკების გამოყენების წესს" თუ გადახედავ.
ნუ ჯამში უცხო და საინტერესო ისტორიაა, ძალიან კარგი ჩანაფიქრით. წარმატებები

 


№5  offline წევრი ХуЛиГаНка

ძააან მაგარიაა love მალე დადებ შემდეგ თავს? feel

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent