შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Dark Heart №2


4-07-2016, 16:02
ავტორი ХуЛиГаНка
ნანახია 1 737

რკინის, დაჟანგულ და ბნელ კარებს მივუახლოვდით.
-ეს როგორ გავაღოთ?
-არ ვიცი.. ამ კარებს ჩასაკეტი არ აქვს, გარედან როგორ გააღებდა ის?
ჯესიკა კარს მიაწვა:
-ნახე, დამეხმარე გავაღოთ.
-კაი მოდი.
კარი ფრთხილად შევაღეთ.
-ფუ რა საშინელი აურა დგას და რა სუნიაა... - ცხვირზე ხელი აიფარა ჯესიკამ.
-აუუ ჰოო! ეხლა რა ვქნათ? აქ არავინაა. წამო ავიდეთ მეორეზე.
-აუ რაღაც არასასიამოვნო შეგრძნება მაქ!
კიბეებზე ასვლა რომ დავაპირეთ, რაღაც ხმა გავიგე. შევკრთი, გულის ცემა გამიათმაგდა! უკან ჩასვლა და დამალვა ვარჩიეთ, მაგრამ გვიანი იყო. ვიღაც უხეშად შემეხო და რომელიღაც ოთახში შემათრია, კედელს მიმაჯახა და მომიახლოვდა:
-ვინ ხარ?! აქ რა გინდა?!
-დავიჯერო არ იცი ვინ ვარ? - ცინიკურად გავუღიმე
-ეგ შერიფის შვილია - ვიღაც შემოვიდა! ეს ის ბიჭი იყო, რომელიც ავტობუსში შემხვდა.
-ჯესიკა სად არის?!
-შენი დაქალი? აა ეგ მეორე ოთახშია! ნუ ღელავ. ჩემი ძმა ცოტას გაერთობა - ჩაეცინა ბიჭს!
-რააა?!! თქვენ ში* ხო არ გაქვთ?! - თავი ვეღარ შევიკავე.
-ნახე რა უზრდელია - მშვიდად გახედა ერთმა მეორეს და სახეში გამარტყა.
ბიჭები გავიდნენ და კარები ჩაკეტეს! მე კიდე ჯესიკაზე ნერვიულობით ამომხდა სული! 30 წუთი ასე ვიჯექი. უცებ რაღაც ხმა გაისმა.
-ეს ჩემი მობილურია - ჩავიჩურჩულე.
ყურმილი ავიღე:
-კესი, შეგიძლია მოხვიდე? რაღაცის ჩვენება დამავიწყდა, რა დებილი ვარ!
-მაქს, არა მგონია მოსვლა შევძლო... მგონი ისინი ვიპოვე!
-რაა? სად არიან?
-იცი რაშია საქმე? მათ მე და ჯესიკა დაგვიჭირეს და ახლა რაღაც ოთახში ვარ ჩაკეტილი.
-იცი რა შენობაა?
-Sun Street-ში ვარ დანგრეული სახლი როა სამსართულიანი.
-აა, მივხდი! კაი გამოვუშვებ ვინმეს!
-მიდი მალეე რაა...
1 წუთი იყო გასული, რომ რაღაც ხმა მომესმა. ოთახის გარები ვიღაცამ შემოანგრია.
-რა ხდება? მაქსმა გამოგგზავნა? - გაკვირვებულმა ვიკითხე.
-მაგაზე მერე ვილაპარაკოთ! ეხლა გამომყევი, დროზე!
-მოიცა ჯესიკაა?
-მაგასთანაც მივალთ!
შენობიდან გამოვედით. მაქსს დავურეკე:
-არა მგონია ეს პოლიციელი იყოს... ვინ გამოგზავნე?
-ჯესი რას ამბობ. ბენი ჯერ ეხლა გამოსულა.
-რაა? კაი ერთი წუთით, გავარკვევ ყველაფერს. ბენს დაურეკე, უთხარი რო იქაურობას თავი დავაღწიე.
-კაი მიდი. მერე დამირეკე.
უცხო ბიჭისკენ გავტრიალდი:
-არ გვეტყვი ვინ ხარ? და ის ოთხი ტიპი სად არის? მათ მოკლეს მამაჩემიი!
-ისინი გაიქცნენ, სანამ მე შენს დებილ თავს ვარჩენდი! იქ რატომ შეხვედი?! მანქანაში ჩაჯექით დროზე!
აღარაფერი მითქვამს. მე და ჯესიკა მანქანაში ჩავსხედით.
-მიდი მოყევიი რა დროზე! - გაბრაზდა ჯესი.
-მე კესის მამას ვიცნობდი. მან იცოდა რომ მოკვლას უპირებდნენ და დამავალა, რომ მისი შვილისთვის მიმიხედა! მე ორივეს სიცოცხლის ფასად დაგიცავთ!
ხმა ვერ ამოვიღე... ჯესიკას გავხედე და მოვკეტე!
ერთხანს ჩუმად ვიჯექი, შემდეგ როგორც იქნა ამოვილუღლუღე:
-და რა გქვიაა?
-მე ლუკასი ვარ. შენ კესი და შენ როგორც გავიგე ჯესიკა - თბილად გამოგვხედა.
-ამ ჰოო... -ჯესი დაიბნა.
-ეხლა შენთან სახლში წაგიყვანოთ? - გამომხედა ლუკასმა.
-არა აი ამ მაღაზიასთან გაგვიჩერე რაა
ჯესიკა მანქანიდან გადავიდა, თითით ვუჩვენე ერთი წუთით-მეთქი. კაიო - თავი დამიქნია.
-ლუკას უამრავი შეკითხვა მაქ შენთან. სადმე შემიძლია რო გნახო? მინდა დავილაპარაკოთ.
-დღეს ღამე 12 საათზე ძველ ჰოსპიტალთან ახლოს გარაჟები როა, მანდ მოდი.
-კაი - გავუღიმე და მანქანიდან გადმოვედი.
მე და ჯესი მაღაზიაში შევედით. ვიყიდეთ სიგარეტები და Monster-ები (ენერგეტიკული სასმელები)
სახლში შევედით. დივანზე წამოვკოტრიალდი, ჯესიც გვერდზე მომიჯდა. ამ დროს ევა გამოვიდა. ჯესი მიესალმა, მაგრამ მან დააიგნორა.
-ყურადღება არ მიაქციო, ბო*ია რაა - ჯესიკას ჩავჩურჩულე.
ევა მოგვიახლოვდა:
-ორ დღეში დედაშენი ჩამოდის - უჟმური გამომეტყველებით გვითხრა.
-მართლააა? რა მაგარიააა! ოო და კიდე! დ ე დ ა ჩ ე მ ს სახელი აქ რაა...
-ხო სალი! - თქვა და თავის ოთახში ავიდა.
-გოგო რა საზიზღარი ტიპშაა. ამასთან როგორ ძლებ?
-არაუშავს ზეგ ჩამოვა დედა და იქნებ ამან ტრა*ი დააყენოს! აქაურობა თავის საკუთრებად მიაჩნია.
-უიმეე!
ჩემს ოთახში ავედით მე და ჯესიკა. მან შეამჩნია რომ მოვიწყინე და ბალიში მესროლა. გაკვირვებული სახით შევხედე და მივხვდი...
-Yeap! ბრძოლა ბალიშებიით! - დავიყვირე და მეც ვესროლე.
ერთ ამბავში ვიყავით. გავერთეთ, ბევრი ვიცნეთ და ბოლოს ლოგინზე დავეგდეთ. ორივეს ჩაგვეძინა. რომ გავიღვიძე 23:40 იყო.
-აუუ ჩემიი... დამაგვიანდება - ლოგინიდან წამოვხტი, ჯესიკაც გავაღვიძე.
-სად დაგაგვიანდა? - წამოხტა ჯესიც.
-ლუკასს ვუთხარი რომ შევხვდებოდი, უნდა დაველაპარაკო! ჰოდა 12-მდე ვერ მოვასწრეებ! 12-ზე დამიბარა! -გაგიჟებული შევასკდი გარდერობს!
-კაი დაწყნარდი. მაგრა ჩაიცვიი და ცოტა ისეე რა... თავდაჯერებულად! - გამიღიმა ჯესიმ
-რას გულისხმობ?
-ჰო ხედავ ხულიგანია... როგორ ეცვა დაინახე? ტყავის ხელთათმანები, უკანა ჯიბეში დანა ედო, ეს შავი თმა რა საყვარლად ჰქონდა! და მწვანე თვალებიი!
-კაი ნუ მაბნევ! - გამეცინა
-ვიცი რომ მოგეწონა! არაა?
-გაგიჟდიი? არა! რავი... ეე racer gloves მეც მაქ. დანების მეტი ვაფშე რა მაქ.
-ისე ნუ ლაპარაკობ, თითქოს არ მოგეწონაო რაა! აი ეს მოისინჯე აბაა - უცენზურო სიტყვებით გაფორმებული, შავი მაისური მესროლა.
ჩავიცვი შავი შარვალი, ბოლოები ავიკეცე. მაღალყელიანი კედები და ტყავის სამაჯურები გავიკეთე. ჩემი მოკლე თმა გავიშალე.
-კაი ბიჭის დას გავხარ! რა მაგრა გიხდება! - გამიღიმა ჯესიკამ.
-ჰო რავი...
მანქანაში ჩავჯექი და დანიშნული ადგილისკენ გავექანე. გარაჟერბთან რომ მივედი იქ არავინ დამხვდა.
-ლუკააას - დავიყვირე და ამ დროს მეორე სართულიდან ჩამოხტა. თვალები გამიფართოვდა. ნეტა ამ სიმაღლიდან როგორ მოახერხა ჩამოხტომა?
-კარგია რომ მოხვედი. შენ თქვი რომ ჩემთან კითხვები გქონდა... წამო სახურავზე აგიყვან.
-საიდან იცნობ მამაჩემს? ან აქ მარტო რატომ ხარ? მომიყევი!
-მე „მგლების“ ბანდაში ვიყავი. ყველაზე ძლიერი ბიჭები უბანში! ჩვენ ქურდების პონტში ვიყავით, სანამ შერიფმა არ გამოგვიჭირა. ის მამაჩემს იცნობდა. მე გამათავისუფლეს, რადგან შერიფს დავეხმარე ერთი ტიპის დაჭერაში, რომელსაც პოლიცია წლობით ეძებდა. კიდევ ბევრი მიზეზი ჰქონდა მამაშენს იმისთვის, რომ არ დავეჭირე!
-და შენი ბანდა?
-თითოეული მათგანი სხვადასხვა ქვეყანაში გაიქცა! მე კი აქ დავრჩი! მამაშენმა იცოდა რომ მისი მოკვლა უნდოდათ. ყველანაირად ცდილობდა თავის დაცვას და ეს ბევრჯერ გამოუვიდა, მაგრამ ბოლოს მკვლელების რაოდენობა გაიზარდა და ის მოკლეს. მან სიკვდილამდე დამაფიცა რომ შენ მოგივლიდი. მათ შენი მოკვლაც უნდათ! იცოდე ისინი killer-ები არიან. მათ ვიღაცამ ფული გადაუხადა იმისთვის, რომ მამაშენი მოეკლათ. „მგლები“ ყოველთვის ემტერებოდნენ, მაგრამ ჩვენი ბანდა დაიშალა. ეხლა მხოლოდ შენ მყავხარ - მთვარეს შეჰყურებდა და იღიმოდა.
-მეე?
-ჰო შენ! მე არ დავუშვებ რომ რამე დაგემართოს, რადგან შერიფი მეც მამასავით მყავდა! შენ ბევრი რამ არ იცი და ახლა უბრალოდ ამდენი დრო არ გვაქვს, რომ ყველაფერი მოგიყვე. მგონი შენი წასვლის დროა - სახურავიდან ჩახტა და „გაუჩინარდა“. ვეღარაფრის თქმა მოვასწარი, სახურავიდან ძლივს ჩამოვხტი და მანქანაში ჩავჯექი. სახლში რომ მივედი ჯესიკას ყველაფერი მოვუყევი!
-მას მოსწონხარ! -დაიკივლა ჯესიმ
-საიდან მოიტანეე? არა უბრალოდ ვალდებულია დაგვიცვას!
-დაგვიცვას არა ჩემო კარგო! მან უნდა დაგიცვას. მე როგორმე შევძლებ თავის დაცვას.
-ჰო რავი - წამოვწექი და ჭერს ავხედე. ლუკასზე ფიქრებით დავთვერი და ჩამეძინა...

-----------------------------------------------------------

შემიფასეთ:) იმედია მოგეწონებათ!



№1  offline წევრი (((end)))

ვაიმეე როგორ შემიყვარდა უკვე ეს ისტორიაა love ნუ დაიკარგებიი ისევ love

 


№2  offline წევრი ХуЛиГаНка

nia12nia
ვაიმეე როგორ შემიყვარდა უკვე ეს ისტორიაა love ნუ დაიკარგებიი ისევ love


მადლობა საყვარელო love კომენტარებს ველოდები, მაინტერესებს ყველას აზრი და მერე ვდებ ხოლმე wink

 


№3  offline წევრი (((end)))

ХуЛиГаНка
nia12nia
ვაიმეე როგორ შემიყვარდა უკვე ეს ისტორიაა love ნუ დაიკარგებიი ისევ love


მადლობა საყვარელო love კომენტარებს ველოდები, მაინტერესებს ყველას აზრი და მერე ვდებ ხოლმე wink

მალე დაგვიდე გთხოვ love

 


№4  offline წევრი ХуЛиГаНка

nia12nia
ХуЛиГаНка
nia12nia
ვაიმეე როგორ შემიყვარდა უკვე ეს ისტორიაა love ნუ დაიკარგებიი ისევ love


მადლობა საყვარელო love კომენტარებს ველოდები, მაინტერესებს ყველას აზრი და მერე ვდებ ხოლმე wink

მალე დაგვიდე გთხოვ love


კაი ვეცდებიი love

 


№5 სტუმარი ana

ვაუ ძაან მაგარია მალე დადე შემდეგი

 


№6  offline წევრი ХуЛиГаНка

ana
ვაუ ძაან მაგარია მალე დადე შემდეგი


მადლობა love ვეცდები :)

 


№7  offline წევრი elo123

ძალიან ძალიან მაგარიააააააააააააააააააააააააააააააააააააააა გააგრძელე მალე დადეე გელოდებიი დამაინტერესაააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent