შურისძიების კანონი 2
*** დილით მზის სხივები მაწუხებს და სახეზე ხელს ვიფარებ. ფეხზე ვდგები და ვარჯიშს ვიწყებ. დაღლილი სააბაზანოში შევდივარ და წყლის ქვეშ ვდგები. ბანაობის შემდეგ სარკეში ვიყურები და ჩემ ჩაშავებულ თავლებსშევყურებ. -გუშინ ბევრი იტირე, ნენსი?!-ვამბობ და სარკეს ვშორდები. ტანზე თეთრ, მოკლე კაბას ვირგებ და წითლად ვიღებავ ტუჩებს. ჩანთას ვიღებ და კარებს ვკეტავ. ფიქრებში გართული ჩავდივარ კიბეებზე და მეშვიდე სართულზე, ლევანის ბინის კარი იღება და ისიც გამოდის. მე კი ვითომც არ დამინახავს, ისე ვაგრძელებ გზას. გაჩერებასთან მისული, ტრანსპორტს ველოდები. ადრე კი მქონდა ავტომობილის ბედნიერება, მაგრამ ერთ თვეში დავამტვრიე, ლევანის საჩუქარი. წვიმის წვეთებს ვგრძნობ და მაღლა ვიყურები. მზე მიიმალა და თან და თან წვიმა ძლიერდება. მანქანის ხმა მესმის და ვგრძნობ, რომ ეს ლევანის მანქანაა, მაგრამ არ ვიყურები მისკენ. ავტომობილს აჩერებს და ფანჯარას უწევს: -დაჯექი!-მეუბნება ლევანი. -არ მინდა!-ვპასუხობ მე. -სულ დასველდი!-აღნიშნავს ის. -ვიცი!-ვეუბნები მას. -ხოდა თუ იცი, დაჯექი!-მიმეორებს ისევ. -არ ინდა!-მეც იგივეს გავიძახი. -ხო და ძალიან კარგი! მარტო მგზავრობა მირჩევნია!-ამბობს და მანქანა დიდი სისწრაფით მიყავს. სამსახურში სველი შევდივარ და სავარაუდოთ ჩემი თეთრი კაბაც ლანდავს. -როგორ დასველებულხაარ!-სიტყვას წელავს დოდო. -უფროსმა თქვა, რომ მოვა ჩემს კაბინეტშიო!-სიგარეტის მოწევას თავს ანებებს მიმი და მეუბნება. ფეხზე ვდგები და უფროსის კაბინეტისკენ მივემართები. სულ დამავიწყდა მეთქვა, თქვენთვის, სად ვმუშაობ! მე ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ, სადაც ქორწილების, დაბადების დღეების... დიზაინს აგვარებენ. -მეძახდით?-უფროსის კაბინეტის კარს ვაღებ. -ხო, შემოდი!-ნებას მრთავს, ჩვენი უფროსი, ზაზა. -დიახ!-სკამზე ვჯდები. -სამწუხაროდ სამსახურიდან უნდა გაგიშვათ!-მეუბნება პირდაპირ. -რატომ?-ვეკითები მე. -ერთ-ერთი უნდა გამენთავისუფლებიენთ და შენზე გავაკეთე არჩევანი!-ამბობს უფროსი. -და მაინც და მაინც მე, რატომ?-მე ისევ კითვებს ვსვამ.დიდი დრო არ არის, რაც მოსული ხარ და ამ მოკლე ხანში ძალიან მომწონდი, ერთ-ერთი კარგი თანამშრომელი იყავი, მაგრამ ეს ერთი კვირაა სამსახურში აგვიანებ და მიზეზიც მომეცა გაშვების!-იძახის ის. -კარგად ბრძანდებოდეთ!-ვიძახი და ხმაურით ვიკეტავ კარს. ასეც, ასე! ქმარს ვეჩხუბე, სამსახურიდან გამაგდეს! ერთი კვირა ვაგვიანებ! ხო, ვაგვიანებ! ლევანის ხელი მომაკლდა და მაგიტომ! ყოველ დილით ქმარს, რომ მოყავხარ მანქანით სამსახურამდე და ეს ერთი კვირაა ტრანსპორტით დავიწყე სიარული და სულ მაგვიანდება, მაგის ბრალია! ჩანთის ასაღებათ შევდივარ კაბინეტში და დოდო მიყურებს: -რა თქვა უფროსმა?-მეუბნება კმაყოფილი ღიმილით. -რაო და ნახვამდისო და წარმატებები უსურვე დოდოშკასო!-მეც ვუღიმი და გარეთ გამოვდივარ. სამსახურიც საშოვნელი გამიხდა! *** სახლში მისული ტანსაცმელს აქეთ-იქით ვყრი და გადავწყვიტე ინტერნეტში ვაკანსიები მენახა, თუმცა მახსენდება, რომ ჩემი ლეპტოპი გუშინ გავაფუჭე. მშვენიერია! რა გავაკეთო? სამსახურს ხვალ ვიშოვი, ახლა მთავარია შურისძიებას მივმართო. წყალი ჩავუშვა, ლევანისთან? არა, არა! ასე ჩემი სახლიც დაზარალდება! გონება დაძაბე, ნენსი! -მოვიფიქრე!-ვყვირი ხმამაღლა. ახლა მთავარია, სარეცხი ეფინოს გარეთ. აივანზე გავდვარ და კმაყოფილი ვრჩები! ორი მაისური, ერთი შარვალი და ერთიც მისი საყვარელი პერანგი! წყალი უნდა გადამესხა, მაგრამ ხომ არ ჯობს, ლაქებიც დარჩეს ტანსაცმელს? ჯობს! აქ მგონი ქვაბი უნდა მქონდეს, დატოვებული! კარადას ვაღებ და შავი დიდი ქვაბიც ჩემს ხელთაა. წყალს ვასხამ და ერთ ბოთლ ზეთზაც ვაყოლებ. ცოტა გავაცხელოთ, ასე უფრო ეფექტი ექნება! გაზს ვანთებ და როცა თბება, ქვაბს ვიღებ გაზქურიდან და აივანზე გამაქვს. დღეს შაბათია, ადრე მოვა სახლში! ქვაბი ძლივს-ძლიობით მიჭირავს ხელში და წამსვე ლევანის ტანსაცმელზე ჩნდება ზეთიანი წყალი! ასეც, ასე! გაერთე ლევანიკო! ახლა თუ არ ამომაკითხა, ნამდვილად გავცოფდები! არ მიყვარს, როდესაც ჩემს შურისძიებებზე რეაქცია არ აქვთ ან აქვთ და უყურადღებოდ მატარებენ! მეორე კატეგორიას მიეკუთვნება ლევანი! კმაყოფილი მზერით გავყურებ ჩემ ნამუშევარს და სამზარეულოში ვბრუნდები. მაცივრის კარს ვაღებ და შოკოლადს ვიღებ. ცოტა ხომ უნდა დავტკბე არა?! ტელევიზორს ვრთავ და ფილმის ყურებას ვიწყებ. ნახევარ საათში მთავრდება და აივანზე გავდივარ ლევანის ტანსაცმლის შესამოწმებლად. -იმედია შურს არ იძიებს ისიც!-ჩავილაპარაკე და ლევანის აივანს გავხედე. -ეს რა არის?-გაკვირვებისკან თვალებს ვჭყიტავ. ლევანის პერანგთან ერთად ჩემი მაისური კიდია. როგორ? სანამ წამოვიდოდი სარეცხი მშრალი არ იყო, ხოდა ცოტახნის წინ ,,ოპერაციას“, რომ ვატარებდი, როგორც ჩანს ქარმა ააფრიალა ლევანის პერანგი და ჩემი მაისურიც გადაფარა. ასე რომ ჩემი მაისურიც დაზიანდა! -არაუშავს ლევანის ტანსაცმელი უფრო მეტი დაისვარა!-ვინუგეშებ თავს. ხასიათი გამიფუჭდა, ჯობს გაზეთი ვიყიდო და სამსახური მოვძებნო. შავ თმას ვიშლი და სახლის კარებს ვკეტავ. კიბეებზე ჩავდივარ და ახლო მდებარე მაღაზიაში, გაზეთს ვყიდულობ. *** წიგნების მაღაზიაში, გამყიდველი სჭირდებათ. ძალიან კარგი! მობილურზე ნომერს ვკრეფ და ნაზი ხმა მეპასუხება: -წიგნების მაღაზია, გისმენთ! -ვაკანსიასთან დაკავშირებით გაწუხებთ... -ვიშოვეთ უკვე!-მაწყვეტინებს ლაპარაკს და ყურმილს მითიშავს. რა თავაზიანობაა! გაზეთზე წითელი კალმით ნომერს ვხაზავ და ახლა სხვა ვაკანსიებს დავყურებ. მაგრამ ვინ გაცდის! კარზე ზარია და მეც კარის გასაღებათ მივემართები. არც ვკითხულობ ვინ არის ისე ვაღებ კარებზე და სადარბაზოს ლევანი და მისი დალაქავებული პერანგი ამშვენებს. ხელში კი ჩემი მაისური უჭირავს: -საყვარელო, როგორ ხარ?-მეკითხება და თვალებში ირონია უკრთის. -რავიცი, გასართობად მივდიოდი და შენ?-ვიცრუე მე. -მეც! რა დამთხვევაა არა?-ამბობს ის. ეს გასართობად მიდიოდა მე კი სამსახურს ვეძებ! -განსაკუთრებული!-ვპასუხობ მას. -ხოდა ეს მაისური განსაკუთრებით გიხდება და ჩაიცი და წავდიეთ!-მაწვდის, ჩემს დალაქავებულ მაისურს, თუმცა ვისი ბრალია, კარგად უნდა გამეხილა თვალი და დავინახავდი, რომ იქ ჩემი ტანსაცმელიც ეკიდა. -და ვინ გითხრა რომ შენს გემოვნებას ვითვალისწინებ?-ვეკითხები მე. არადა მის გემოვნებასაც მშვენივრად ვითვალისწინებ. თითქმის ერთი გემოვნება გვაქვს. -კარგი რა! შენც ხო იცი, როგორ გიხდება!-აგრძელებს ისევ, ჩემი ნერვების მოსაშლელად. -შენთან ერთად, რა იცი რომ წამოსვლა მინდა?-ვეკითხები ლევანს. -არ გინდა? რა სამწუხაროა!-შესძახა მსახიობურად. -წამოვალ!-მტკიცე ხმით ვამბობ და ვფიქრობ, ეს წასვლაც დამეხმარება შურისძიებაში. კარის ზღურბლს აბიჯებს და მისაღებში შემოდის. გაზეთს გვერდზე ვდებ და ლევანიც ვერ ამჩნევს. -გელოდები!-მეუბნება ლევანი. არაფერს ვპასუხობს და საძინებელში შევდივარ. ისიც მომყვება და თან ამბობს: -ვანხოთ, აბა როგორ მოწყობილხარ! -ძალიან კარგად!-ვპასუხობ მეც, ირონიული ღიმილით.-და შეგიძლია გახვიდე!-ვეუბნები ოთახში შემოსულს. -მაგდებ?-ისაწ....ბს თავს. -კი!-ვეუბნები დაბღვერილი. -რა გაეწყობა!-ხელებს მსახიობურად შლის და უკან ბრუნდება. ტყავის ქვედაბოლოს და ჩემს დალაქავებულ მაისურს ვიცვამ. ვიცი, ლევანის ერთ-ერთი შურისძიებაა ეს, მაგრამ ჩავიცვამ, მასაც ხომ აცვია ჩემი ,,შელამაზებული“ პერანგი. -მზად ხარ?-მეკითხება ლევანი და ფეხზე დგება. სახლის კარებს ვკეტავთ და კიბეებით ჩავდივართ. ჩემი ძველი ბინის ანუ ლევანის კარებისკენ ვიყურები და ჩემი დედამთილი დგას კარებთან. -ლეილა დეიდა, აქ რა გინდათ?-ვეკითხები მე. არა, როგორი კითხვა დავსვი?! უნდა ვაღიარო, ჩემი დედამთილი მიყვარს და ეს კითხვაც შემთხვევითობა იყო. -გელოდებოდით! ზევით სართულზე იყავით?-ამბობს დაღლილი. -დიახ, ლევანი კარს გააღებს და შევიდეთ!-ხელს ვკრავ ლევანს და ისიც წამსვე გასაღებს იღებს ჯიბიდან. ასეც ასე! გეგმები ორივეს ჩაგვიშალა! ამ შემთხვევაში, მგონი ლევანს ჩემზე მეტი გეგმა ქონდა და კარგიცაა! უფრო მეტად შემიყვარდით, ლეილა დეიდა! -------------------------------------------------------------- ძალიან დიდი მადლობა, რომ ისევ ჩემთან ხართ, ჩემო საყვარლებოო! ძალიან დიდი მადლობა და ძალიან გამახარეთ! გელით! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.