შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი გოგოს პატარა ისტორია (სრულად)


5-07-2016, 15:04
ავტორი coco girl
ნანახია 9 473

– მოგეხსენებათ ბავშვებო, რომ სამკუთხედში გვერდები მოპირდაპირე კუთხეების სინუსების პროპორციულია ხოო? ხო გავიგეთ რასაც ვლაპარაკობ? გავიგეთ, ძალიან კარგი.
– მასწავლებელო ერთი კითხვა მაქვს! – წამოიძახა ვიღაცამ.
– ავხსნიდი ჯერ ბარემ გაკვეთილს!
– რაში გვჭირდება სინუსების თეორემა? – დაიჭყანა კითხვის ავტორი.
– სინუსების თეორემა გამოიყენება სამკუთხედის ამოსახსნელად! ხომ გავიგეთ? გასაგებია? ძალიან კარგი.
შემდეგ ისევ განაგრძო ლაპარაკი.
ასეთია ჩემი ცხოვრება ყოველ დღე. (ნუ შაბათ–კვირის გარდა).
ნინია ფალიაშვილი ვარ და მეათე კლასელი ვარ.
ხანდახან მგონია, რომ სკოლა ერთი დიდი სპექტაკლია. მთელი ამ დროის განმავლობაში კი ჩვენ–ჩვენი როლების შესრულება გვევალება.
რომ ვთქვა მათემატიკა მიყვარსთქო – მოგატყუებთ, მაგრამ ვსწავლობ და შესაბამისად ვიცი. სულ სამი მასწავლებელი გამოვიცვალე. ერთი ბავშვობიდან მასწავლიდა, მეორემ მოისეირნა სკოლაში და ერთ თვეში გაისეირნა, მესამე კი ჯერ–ჯერობით აქაა.
– ნინია! ბალიში და საბანი ხომ არ მოგიტანოთ? რაღაც ვერ წევხარ კომფორტულად! – დამჭყივლა ლალიმ და მთელმა კლასმა გაიცინა.
– იყოს მას! – ჩავიბურტყუნე და გავსწორდი.
– ხოოო აბა! როგორ ვაკეთებთ ამ ამოცანას ვინ მეტყვის? – გააგრძელა ლაპარაკი და მეც ისევ ხელები მერხზე დავაწყვე და თავი ჩავრგე.
ყველაფერი ასე დაიწყო:
– ბავშვებო, რახან თქვენი მათემატიკის მასწავლებელი წავიდა, ამიტომ მოგვიწია ახლის აყვანა. ლალი მასწავლებელი უპრობლემოდ დაგვთანხმდა და ამის შემდეგ ის გასწავლით. იმედია ლალი მასწავლებელს მოეწონებით და იმედებს არ გამიცრუებთ. – თვალი ჩაგვიკრა დამრიგებელმა, გაგვიღიმა და გავიდა.
ჩვენს წინ საშუალო სიმაღლის, გამხდარი, ჩემი გამოთვლით 45 წლამდე ქალი იდგა. ლამაზი მწვანე თვალები ჰქონდა და მოკლედ შეჭრილი მოყავისფრო თმა. ერთ დროს ძალიან ლამაზი იქნებოდა.
– მოგესა"ლ"მებით! – პირველივე სიტყვაზე მივხვდი, რომ ქალაქელი არ იყო – მრავალრიცხვოვანი კლასი ყოფილხართ. – 23–ნი ვართ – ძალიან მიხარია, რადგან თქვენი კეთილი სახეები მეტყველებს იმაზე, რომ ბეჯითები ხართ! – ეს საიდანღა მოიტანა!
ჩუმად ჩავიფხუკუნეთ.
– დარწმუნებული იყავით, რომ ყოველი თვის ბოლოს ოლიმპიადებზე გაგიყვანთ, სადაც საუკეთესო შედეგები გექნებათ, გასწავლით ყველაფერს ძალიან მარტივად, ისე, რომ არ დაიღალოთ, მაგრამ მოგიწევთ დამიჯეროთ. ყველაფერი კარგად იქნება! – გაგვამხნევა.
– აბა, აბა, გამოგცადოთ ერთი! – ჟურნალს ჩახედა –ფალიაშვილი ნინია! რვაჯერ შვიდი.
გამრავლების ტაბულა?! ხუმრობ?! ამას ჩემი შესაძლებლობების შესახებ წარმოდგენაც არ აქვს!
– ორმოცდათექვსმეტი – ვუთხარი.
– აბა მაშინ პითაგორას თეორემა მითხარი. – ღიმილიანი სახე მომაპყრო.
– კათეტების კვადრატების ჯამი ჰიპოტენუზის კვადრატის ტოლია. – მივუგე კმაყოფილმა.
– ყოჩაღ, ყოჩაღ! ყველა თუ ასეთი ძლიერები ხართ მაშინ არაფერი გვიჭირს!
– მაშინ შენმა მეზობელმა მიპასუხოს, რამდენია ცხრაჯერ ცხრა? – თბილი მზერა ესროლა თუთის.
თუთი ჩემი დაქალია. ამ საგანს ვერ იტანს!
– ოთხმოცდაერთი. – უთხრა და ამოისუნთქა, რადგან ლალი მასწმა სხვას გახედა.
ერთი ბიჭი გვყავს კლასში, ვატო. ყველაზე მოუსვენარი და ცანცარაა. სამაგიეროდ ჩემი კლასის ნახევარი მასზე გიჟდება, მეორე ნახევარი კი უბრალოდ აფრენს.
– მასწავლებელო, მასწავლებელო! – დაუძახა ვატომ და ორი თითი ასწია.
– შენი სახელი მითხარი. – უთხრა ლალიმ და პასუხის მოლოდინში სიას ჩახედა.
– ვატული. – უთხრა ვატომ და ჩაიფხუკუნა.
– აჰაა, მოიცა, თათული, თათული... სიაში არ წერიხარ?! – დაბნეულმა ლალიმ ვატოს ამოხედა.
მთელმა კლასმა სიცილი დავიწყეთ.
– თათული არა მასწ, ვატული, ვატო! – ცოტა "გაუტყდა" ვატოს.
– გისმენ ვიქტორ!
ისევ სიცილი.
– ლალიკუნა მასწავლებელო, რამდენი წლის ხართ? – თქვა ვატომ და ლალისაც დაუმახინჯა სახელი.
– შენს ასაკს მიუმატე ოცდაათი, გამოაკელი ორი და გაიგებ. – ჩაიცინა ლალიმ.
ვატომ მოკეტა. ლალის კი მთელი გაკვეთილის განმავლობაში ჟურნალიდან თავი არ აუწევია.
ზარი რომ დაირეკა ადგა, ჩანთა აიღო და გვითხრა:
– ბავშვებო, პროგრამას ხვალიდან დავიწყებთ, იქამდე კი რვეულები იშოვეთ და ხვალ მოდით.
– მასწა, რვეულებიც გვაქვს და პროგრამაც დაწყებული გვაქვს. – უთხრა თუთიმ.
– ძალიან კარგი, მაშინ ხვალ მოხვალთ და ეგაა. – თქვა და კლასიდან გავარდა.
ასეთი უცნაური მასწავლებელი ჯერ არ მყოლია.

***
– ნინელი, დედას გაფიცებ ეს ქალი ვერ არის დალაგებული... – შემომჩივლა თუთიმ, როცა სკოლიდან სახლში მივდიოდით.
– ხოო, ეს მეც შევამჩნიე, თან იმასაც დავაკვირდი, რომ ქალაქელი არ არის.
– საიდან მოიტანე რომ ქალაქელი არ არის? – მკითხა გაკვირვებულმა.
– ლ–ს ძალიან არბილებს, არ დაკვირვებიხარ? – ვკითხე.
პასუხის გაცემა დააპირა, მაგრამ უცებ ძახილი გავიგონეთ.
– ნინიიია, თუუუთიი! დამელოდეთ! – ყვიროდა ანა, ჩვენი კლასელი.
[მოკლე ცნობები ანას შესახებ: ანა გოგიშვილი, 15 წლის, საშუალო სიმაღლის, მეტიჩრა და კაცთმოყვარე. (ოღონდ პირდაპირი გაგებით – კაცების მოყვარული)].
– რა ხდება ანა? – ჰკითხა თუთიმ ანას, როცა დაგვეწია.
– აუუ, ახლა გავიგე ახალი ვიღაც გადმოდის ჩვენს სკოლაშიო... – თვალები გაუბრწყინდა.
– დაგენიძლავები ბიჭია. – გადავჩურჩულე თუთის.
თუთიმ თავი დამიქნია, მივხვდიო.
– და ამის გამო მორბიხარ ასე გამწარებული? – ჰკითხა და დაიჭყანა.
ანა გაჩერდა ამოისუნთქა და ნორმალურად გააგრძელა სიარული.
– იცით რაა, იმიტომ მოვრბოდი, რომ ეს მეთქვა, რადგან თქვენს გარდა ყველამ იცის...
– დიდი ამბავი, აქ თითქმის ყოველ დღე ახალი ბავშვი გადმოდის და ყველას ასეთი აღტკინებულები რომ დახვდეთ... – აღარ დაასრულა თუთიმ.
– აუუ, რა სულელი ხარ თუთი! ჩვენს კლასში გადმოდის ის ტიპი!
– ბიჭია თუ გოგო? – დაინტერესდა თუთი.
– თუთი, ტიპი გოგო როგორ იქნება? – შევხედე და წარბი ავუწიე.
– მაპატიე, მისის დაკვირვებულობავ! ქედს ვიხრი თქვენი დაკვირვების წინაშე!
გამეცინა. თუთი ძალიან სასაცილოა! გიჟი, ველური და ამოუცნობი არსება, რომელსაც სიგიჟების "მოკლე ჩართვები" ყოველ წუთში აწუხებს. „მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ ვინმეს შეშლილი უწოდოთ, როდესაც იქვე ნორმალური გყავთ, სიკეთის და ბოროტების მსგვსად“ – სწორედაც... მე ნორმალური ვარ.
– მოკლედ გოგოებო, თურმე ისეთი სიმპო ტიპია, გააფრენო... – ამოიოხრა ანამ.
– რა აღგზნებულია ღმერთო ჩემო, – ჩავიბურტყუნე და თუთის სიცილიც დავიმსახურე.
– და შენ ვინ გითხრა რომ "სიმპო ტიპია" ? – თუთიმ ჰაერში ბრჭყალები გააკეთა.
– ოო, კარგი რაა ! ვის უნდა ეთქვა! გეგიჟომ თქვა ბუფეტში. – ტუჩები მოპრუწა ანამ.
"გეგიჟო" მეცხრე კლასელია და ბიჭია. მეათე კლასელებიც კი დასდევენ.
– გეგიჟო რატომ ჰქვია კარგად არ მახსოვს... – ვუთხარი ანას.
არადა, მშვენივრად მახსოვდა. უბრალოდ, თუთის კომენტარები მინდოდა.
– ჰაჰ, იმიტომ რომ გიჟია, მხეცი, ნადირი! ტარზანივით ხმა აქვს როცა ყვირის და დიკაპრიოს ვნებიანი მზერა აქვს როცა გიღიმის... – თუთიმ ტუჩებზე ენა გადაისვა.
– დედას გაფიცებ, ან ტარზანის ხმა სად გაიგე თბილისში, ან დიკაპრიოს ვნებიან სახეს როდის შეხედე? – თუთის ყელში ამოუვიდა.
– ხომ არ გავიწყდება, მე "დისნეილენდში" ვიყავი, ჰოლივუდშიც ვიყავი... და იცი დიკაპრიო სად ვნახე? "ოსკარის" დაჯილდოებაზე წითელ ხალიჩაზე მიდიოდა და უცებ დავუძახე, გამომხედა და ხელი აიქნია. – ამოიკვნესა.
– და რაო მერე, ბოსლის სუნი მცემსო? – თუთიმ ტუჩი გამომწვევად მოიკვნიტა და თვალი ჩაუკრა.
– ომაიგად! ომგ, ომგ! თუთი შენ ცოტა აზრზე თუ არ მოხვალ არც ერთი ბიჭი არ შემოგხედავს.
– ო ბოჟე მოი! მომისმინე ქალბატონო! აზრზე შენ მოდი! იმისთვის, რომ ბიჭები მოიზიდო რას არ აკეთებ! ამ შენ ვითომ "საფრანგეთიდან გამოგზავნილ" სუნამოს, რომელიც სინამდვილეში ვაგზალზეა ნაყიდი, ყველგან ისხამ! როცა ავად ხარ და ცინგლი ჩამოგდის, იმის მაგივრად, რომ ცხვირში წვეთები ჩაიწვეთო, ამ იდიოტურ სუნამოს ისხურებ და დადიხარ ასე აყროლებული! ბიჭი, ბიჭის გაიძახი და ამ დროს „პაემნებზე“ ბიძაშვილები დაგყავს – ვითომ ყოველდღე იცვლი! ფუი! – თუთიმ საბოლოოდ დაკარგა მოთმინება.
– შენ ჩემი გშურს თუთი! – გამომწვევად შეხედა ანამ.
– აუჰ! რა გაქვს ერთი შესაშური, 1 ზომა მკერდი?
– შენზე ლამაზი მაიც ვარ!
– ბებიაჩემს სოფელში საფრთხობელა სჭირდება და ნომერს მოგცემ დაუკავშირდი. – თუთის ხელზე მაგრად ვუჭერდი ხელს, რომ არ გაქცეულიყო და ანა არ ეცემა.
– ფაქ იუ რაა! – უთხრა ანამ და გაიქცა.
– იძი კ ჩორტუ, სვოლაჩ! – თუთიმ ხომ უნდა გამოაჩინოს, რომ რუსული იცის!
"კორიდას" თავი ძლივს დავაღწიეთ და სახლში ისე მივედით, ტარზანის ხმა არ გაგვიგია.

***

– როგორ ხარ? – მივწერე თუთის.
ცოტა ხანში მწერს:
– ბებიაჩემმა არაო...
– რა არაო???
– ანას სურათი რომ ნახა, არ მინდა შვილო იყოს, მოსავალი აღარ ამოვაო...
იმხელა ხმაზე დავიწყე სიცილი დედა შემომივარდა.
– ნინია, მშვიდობაა?
– კი, დედა, იმაზე მეცინება ეს ავთანდილი და ტარიელი როგორი ხუმარები არიან, ფრიდონს როგორ ეხუმრნენ. – უცებ "ვეფხისტყაოსანი" მოვიშველიე.
– ხოო, დედა ეს განძია, იუმორიცაა, სატირაც, დრამაც, მელოდრამაც...
– ტრაგიკომედიაც! – წამოვიძახე.
დედამ გამიღიმა და გავიდა.
ბიოლოგიის წიგნი ავიღე და კითხვა დავიწყე.
– პროფაზა, მეტაფაზა, ანაფაზა, ტელოფაზა. – დავიწყე დაზუთხულის გადაზუთხვა.
– "ყველაფერი ბიოლოგიაზე იწყება" – ჩამესმა ჩემი "მეორე მეს" ხმა.
რა იწყება ბიოლოგიაზე?
– "ვითომ არ იცი! ახალი მოსწავლე ბიჭი, პროფაზა, მეტაფაზა"...
რა იდიოტი ვარ! და საცოდავიც! არ უნდა წამეკითხა თავის დროზე ეს "ბინდი"! იმის მერე ბიოლოგიაზე "პოტენციურ ედვარდს" ველოდები...
ბიოლოგიის წიგნი დავხურე.
– „იქნებ მართლა კარგი ბიჭია“?! – მეორე მე ოცნებებში დაქროდა.
კარგი რომც იყოს, მე არ მცალია სიყვარულისთვის.
– „რაო? სიყვარულისთვის? თურმე ნუ იტყვი, შენც ასე ფიქრობ“!
თავში ხელი წავითაქე. რა ვქნა... მეოცნებე ვარ.

***
– ამის თავი არ მაქვს! – წამოიყვირა თუთიმ, როცა ჩვენკენ მომავალი ქეთა დაინახა.
– გოგოებო, მათემატიკა გიწერიათ? – გვკითხა.
– რომც გვეწეროს შენ რა? – თუთი უხეშების პრეზიდენტია.
– შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს რაა! – უცებ მე მომიბრუნდა – აუ ნიინ, მათხოვე რაა რვეული...
ცალი წარბი ავუწიე.
– იმისთვის, რომ ნინიას ქულა შენ მიიწებო? – თუთი წამოდგა – კეთილი ინებე და დაწერე სახლში!
– დავალების ხამები! ფუი! – ქეთა უკან გაბრუნდა.
– ნელა შენ, სილიკონი არ ჩამოგივარდეს, თორემ ვერ ითანთალებ კარგად! – თუთი დაემანჭა და ისევ დაჯდა.
ცოტა ხანში თუთიმ მოფუსფუსე გოგონებს გახედა და მითხრა:
– ახლა ესენი იმის ღირსები არ არიან, ვიღაც მახინჯი გობლინი რომ მოვიდეს აქ?
გამეცინა.
– დიდყურა ელფზე რას იტყვი?
– სქელთეძოიანი მაიმუნი? – თუთის გაეცინა.
– რამე იყოს! – ჩავიცინე და ანას გავხედე, რომელიც მაკიაჟს ისწორებდა.
ზარი დაირეკა. როგორც ყოველთვის მოვწესრიგდით და ლალი მასწავლებელს დაველოდეთ.
ცოტა ხანში ლალიც მოდის, ოღონდ წარბებშეჭმუხნილი.
– საალაამი! – ძველ წესებს არ ვივიწყებდით.
– გამარჯობათ ბავშვებო! ამის წინ რა გაკვეთილი გქონდათ, ჟურნალი ძლივს ვიპოვე.
– მას, ეს პირველი გაკვეთილია! – ვატო დამცირების მიზეზებს ეძებდა.
– უი, ნავთი და მერე ცეცხლი ჩემს თავს! ჯანდაბა და ოხრობა, სულ დამავიწყდა! – შეუკურთხა თავს ლალიმ და შემდეგ გააგრძელა – აბა, გადავშალოთ დავალებები!
მოგვიახლოვდა.
– ქეთი, გადაშალე დავალება. – ქეთის მიადგა.
თუთიმ ჩაიცინა.
– მას ვერ დავწერე. – ამოიხავლა.
– მმ, რას ჰქვია ვერ დაწერე? მანახე ნამუშევარი!
– არ მაქვს მას. – ქეთიმ კალამს დაუწყო წვალება.
ლალიმ თავი გადაატრიალა და სხვასთან მივიდა.
აღმოჩნდა, რომ 23 ბავშვიდან მხოლოდ მე, თუთის და კიდევ ორ ბავშვს გვეწერა დავალებები.
– დედა, დედა, გამაგიჟებთ მე თქვენ! – ლალის დოინჯი შემოერტყა.
ყველას თავები ჩაეღუნათ.
– მაშინ, კეთილს ვინებებთ და გამოვალთ დაფა–სთან (ბოლო სიტყვები დამარცვლა)
კლასი ჩუმადაა.
– აბა, ვინ გამოვა, ვინაა ყოჩაღი? – არ გვეშვებოდა.
– მას, ყოჩაღი კი ვარ, მაგრად დაფასთან გამოსვლა არ მინდა. – ვატოს ამპარტავნული მზერა ლალისას შეეჩეხა.
– ჰოდა, ავიღებთ საწერ კალმებს და ვიმუშავებთ დამოუკიდებლად!
უცებ ხელი ავწიე.
დამოუკიდებელ დავალებებს ვერ ვიტან, ამიტომ მირჩევნია დაფასთან გავიდე.
– გამოდი აბა ნინია. – მითხრა ლალიმ და მეც კრავივით დაფასთან გავედი.
ლალიმ ჩემი წიგნი აიღო და ამოცანის პირობა გაგვაცნო:
– კოშკის ჩრდილის სიგრძე 12 მ–ია, 1,9 მ სიგრძლის პალოს ჩრდილი კი – 1,62 მ. იპოვეთ კოშკის სიმაღლე. – ამომხედა – აბა ჰე, ნინია შენთვის მომინდია.
და უცებ კარზე კაკუნი გაისმა.
კლასში ჩვენმა დამრიგებელმა შემოყო თავი.
– უკაცრავად, მაგრამ ძალიან აუცილებელი საქმეა. ახალი მოსწავლე უნდა გაგაცნოთ. – თქვა და უკან ის შემოვიდა, ვისთვისაც ჩემი კლასელები თავს იკლვდნენ.
ეს იყო ნორმალური აღნაგობის ბიჭი, ლამაზი ნაკვთებით და ძალიან სწორი ცხვირით.
იღიმებოდა.
– ბავშვებო, ეს დიონისე ქართველიშვილია, თქვენი იმედი მაქვს, არ შემარცხვინოთ! – გაიღიმა – შემახსენეთ, კლასის ხელმძღვანელი ვინაა?
– მე ვარ. – რაც შემეძლო ხმადაბლა ვთქვი, მაგრამ დამრიგებელი რის დამრიგებელია ვერ გაიგოს!
– ძალიან კარგი ნინია, გაიცანი დიონისე და დასვენებაზე მთელს კლასს გააცანი.
ესღა მაკლდა!
– უჩემოდაც გაიცნობენ... – ჩავიბურტყუნე.
საუბედუროდ ვერ გაიგო. ამ ქალს რაც არ უნდა არ ესმის!
დამრიგებელი გავიდა და გამახსენდა, რომ მათემატიკა გვქონდა და მე დაფასთან ვიდექი.
– დიონისე, სიაში ყოფილხარ უკვე, არ დავაკვირდი ეტყობა! – ლალი ყურადღებას არ მაქცევდა – მათემატიკაში როგორ ხარ?
– არამიშავს. – ჩვეულებრივი ხმა ჰქონდა, მაგრამ რამოდენიმე გოგოს კვნესა შემომესმა.
– მოდი, მაშინ გკითხავ რაღაცეებს – ლალიმ წიგნი სარჩევზე გადაშალა – როდისაა ორი სამკუთხედი ტოლი?
ენა ვერ გავაჩერე.
– ორი სამკუთხედი ტოლია თუ ერთი სამკუთხედის გვერდი და მასთან მდებარე ორი კუთხე უდრის მეორე სამკუთხედის გვერდსა და მასთან მდებარე ორ კუთხეს.
ლალიმ გაოცებულმა შემომხედა.
– ნინია, შენს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მოდი დავაცადოთ ახალს.
მხრები ავიჩეჩე და გავჩუმდი. ახალი მოსწავლე იღიმოდა.
– მოიცა აბა, მითხარი კიდევ როდისაა ორი სამკუთხედი ტოლი – ლალიმ ღიმილით გახედა დიონისეს.
– ტოლია, როდესაც სამკუთხედის სამი გვერდი უდრის მეორე სამკუთხედის სამ გვერ... – გამახსენდა, რომ ხმა არ უნდა ამომეღო და შეცბუნებულმა ტუჩზე ვიკბინე.
– დედა, დედა, გამაგიჟებ ნინია! ამოხსენი იგერ ამოცანა! – ლალიმ ვითომ შემიბღვირა, მაგრამ ღიმილი მაინც ვერ შეიკავა.
რა მექნა, მეთვითონ მოვითხოვე დაფასთან გამოსვლა, ამიტომ ისევ ამოცანის ამოხსნას შევუდექი.
ფურცლის შრიალის ხმას ზოგის ჩურჩული ერთვოდა. კონცენტრაცია ნამდვილად არ მიჭირდა.
– აჰა! შენ მითხარი, რა არის პრიზმა? – ლალიმ წიგნი მერხზე დადო.
– პრიზმა ეწოდება მრავალწახნაგას, რომლის ფუძედ წოდებული წახნაგები პარალელურ სიბრტყეებში მდებარე ტოლი მრავალკუთხედებია, ხოლო გვერდითი წახნაგები – პარალელოგრამები. – ჩავიბურტყუნე და მაგალითის ამოხსნა არ შემიწყვეტია.
– პრიზმა მრავალწახნაგია, მისი წახნაგები პარალელურ სიბრტყეებში მდებარე ტოლი მრავალკუთხედებია, ხოლო გვერდითი წახნაგები კი პარალელოგრამებია. – როგორღაც ხმა ამოიღო.
ლალის მეტი არაფერი უკითხავს.
– მოვრჩი. – წავიბურტყუნე ცოტა ნაწყენმა და კლასისკენ შევტრიალდი.
ლალიმ გამომხედა.
– აჰა, აჰაა, აჰაააა... – ამოწმებდა ლალი – სწორია ნინია! – დედა, დედა, რა ძნელი ყოფი–ლა! – ბოლო სიტყვა ისევ დამარცვლა და კლასს შეხედა.
ვიღაცამ ამოიოხრა.
მე ჩემს ადგილას დავჯექი.
– გააზრებაც გავაკეთოთ, მარტო გადაწერა არ ვარგა! – შეუბღვირა ქეთას ლალიმ.
მერხიდან წამოდგა და კლასში დაიწყო სიარული.
– კიდევ ვინ გამოვა დაფასთან? – ლალიმ თუთის შეხედა – თითა, შენ არ გამოხვალ?
კლასში სიცილი ატყდა.
– თითა არა საფერავი! – სიცილით კვდებოდა ვატო – კლასში ვენახი გვქონია! მოდი შეგჭამო! – თუთის თვალები დაუბრიალა.
თუთის პასუხი უნდა გაეცა, ამ დროს ლალიმ დაასწრო:
– ვიქტორ, თხა ხარ?
შეკითხვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ ისეთი ხარხარი ატყდა ლამის ჭერი ჩამოვარდა. ვატო გაწითლდა.
– რა შუაშია აქ თხა? – კბილები გააღრჭიალა.
– თხამ ვენახი შეჭამაო და... – ლალიმ გაუღიმა.
ლამის დავიხრჩე სიცილით. ლალი ნახე შენ!
მერე უცებ დასერიოზულდა და თქვა:
– აბა, ახლა ვინ გამოვა დაფასთან?
კლასს თვალი მოავლო და უცებ იყვირა:
– ქეთა, გამოდი დაფასთან!
ამ დროს ქეთა ანას ეჩურჩულებოდა. ჩუმად აპარებდნენ თვალს დიონისესკენ და ფხუკუნებდნენ. როცა ლალის ყვირილი გაიგო საცოდავი მზერა მიაპყრო მას.
– მას, ახლა ვერ გამოვალ რაა...
– აბა, თქვენ როდის მორჩებით ჭორიკნობას იმას ველოდო?! ჩქარა გამოდი!
ქეთაც „საცოდავად“ წამოდგა და დაფასთან დადგა. მერე უცებ ეშმაკურად ჩაიცინა და ამაყად გადმოგვხედა.
ლალიმ ამოცანის პირობა გააცნო და ჟურნალის შევსება დაიწყო.
ადვილი ამოცანა იყო, ამიტომ მალე დავამთავრე და კლასის დათვალიერება დავიწყე. (რათქმაუნდა, ქეთა არაფრის აზრზე არ იყო, ამოხსნა დაწყებულიც კი არ ჰქონდა).
– აბა, რას ვშვრებით? – ლალიმ თქვა კი არა ამოიზმუვლა.
– ამოცანას ვწერთ... – ვატო დაიმანჭა.
– ზარი არ ირეკება კაცო, რას შვრებიან ესენი? – ჩაიბურტყუნა ლალიმ და ტელეფონს დახედა – მმმ, მეშვიდეს,მერვეს და მეცხრეს გამიკეთებთ სახლ–ში (როგორც ყოველთვის დაგვიმარცვლა).
ჩანთის ჩალაგებას ვიწყებდი, როცა თუთიმ „გველური ღიმილით“ ვითომ შემთხვევით ხელი გამკრა და წავიდა.
გვერდით გავიხედე. დიონისე ჩემს მერხს ეყუდება და მიღიმის.
– ნინია ხო? – მკითხა.
ყოველთვის მეგონა, რომ როდესაც ბიჭი ასე გამიღიმებდა, ან გულის პრანჭვები დამემართებოდა ან შეიძლება „საანთელივით დავდნები“ დამმართნოდა. მაგრამ ასე არ მოხდა (!!!)
– კი, მე ნინია ვარ. – ღიმილით ვუთხარი.
– შეგახსენებ, რომ მე დიონისე მქვია. – ისევ გამიღიმა.
„შენი ღიმილი ჩემზე არ მოქმედებს საყვარელო“
საყვარელო?! მე მას გონებაში საყვარელო ვუწოდე?!
– მახსოვს. – ღიმილით ვუთხარი და კალამიც ჩავდე ჩანთაში.
ცოტახანი გაჩუმდა.
– კარგი, მოდი ბავშვებს გაგაცნობ, კარგი? – ვუთხარი.
– ხო, კარგს იზამ, თორემ თავი მარტოსული მგონია. – ორივემ გავიცინეთ.
– კარგია მათემატიკა ასე კარგად რომ იცი, გამოგადგება. – მითხრა.
– იცი, არამგონია მათემატიკა გამოვიყენო მომავალში, უბრალოდ იმიტომ ვსწავლობ, რომ გამოცდაზე არ ჩავიჭრა.
ეს მართალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკა ასე თუ ისე მეხერხებოდა, როგორც წინაზე აღვნიშნე არ მიყვარდა.
– რაა? შეიძლება ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მათემატიკას თავი არ უნდა დაანებო. მე რომ ასე მეხერხებოდეს უფრო გავიღრმავებდი ცოდნას.
– იცი, საქმე იმაშია, რომ ეს საგანი დიდად არ მიყვარს...
გაოცებულმა შემომხედა.
– არ გიყვარს და ასე მაგრად სწავლობ...
– სხვა გზა მაქვს? – ვკითხე.
გაეცინა.
– ეგეც მართალია...
– ერთი წუთი ყურადღება! – დავიძახე, როცა წინ დავდექი.
– ჩუმად ყველა! პრემიერ მინისტრი განცხადებას აკეთებს! – ვატომ ჩაიცინა.
როცა საქმე ჩემს შეურაცყოფას ან რამე მსგავსს ეხება, პასუხის დაბრუნებას ვერ ვასწრებ, რადგან საქმეში ყოველთვის თუთი ერევა.
– შენ ბიჭო ხმა ჩაიკმინდე, „დუქნის ლომივით“ რომ დაგიგრძელებია ენა, ამის მაგივრად დაიბანე ბუზები გაზის.
კლასში სიცილი გაისმა.
– შენ რამე გკითხე საერთოდ თუთიყუშო? – ვატოს „გაუტყდა“.
– დაგელაპარაკები შენ გარეთ, ცოტა ხანი მაცალე. – თუთიმ მუშტი მოუღერა.
ვატო თუთის მიუახლოვდა.
– გოგო არ იყო რას გიზამდი...
– ჰაჰ! შემაშინე! წამოდი გავიდეთ გარეთ.
თუთის შევხედე, სერიოზულად გაბრაზებული იყო.
– ოო, თუთი გეყოს რაა. – გადავუჩურჩულე.
– შენ არ ჩაერიო.
აღიარება #1: ხანდახან მინდა თუთი ჩემი ხელით მოვკლა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მე მიცავს.
– გოგოს „გვერდზე გაყვანა“ კაცური საქციელი გგონია? – მოულოდნელად საქმე იძაბება. დიონისე თუთის გვერდით ამოუდგა.
ვატო გაშრა. სახე წაშლილი უყურებდა ჯერ თუთის, მერე დიონისეს.
– შენ ვინმემ რამე გკითხა? – ბოლოს თავი მოთოკა და აგდებულად უპასუხა.
– შენ ვინმემ რამე გითხრა უაზროდ რომ ჩაეკვეხე ნინიას ლაპარაკში?
რამდენიმე ჩემმა კლასელმა გოგომ ბოღმით შემომხედა. ოჰ, ღმერთო ჩემო!
– წამო გავიდეთ გარეთ, ჩვენ მარტო. – ვატომ დიონისეს მკლავში მოჰკიდა ხელი.
– ხელი გაწიე. – კბილებში გამოსცრა.
ამ დაძაბულ მომენტში უცნაური რამ ხდება. თუთი იცინის.
აღიარება #2: თუთი სიცილს ვერასდროს იკავებს.
ჩემი ხელით მოვკლავ! ჩხუბი დაიწყო და ახლა იცინის!
– სასაცილო რა ნახე აქ? – ვატომ თუთის გადახედა.
– ვატოო – სიცილით კვდებოდა თუთი – ახლა დავაკვირდი, თურმე როცა გეშინია კისერი გიწვრილდება!
და ეს „აღმოჩენა“ მართალი იყო. ვატო ინდაურის ნამდვილი შთამომავალია.
სიცილი მთელს კლასს მოედო. ვატოს „ძმაკაცებიც“ ძლივს იკავებდნენ სიცილს.
დიონისემ ხელი ასწია და ყველა გაჩუმდა.
– გავიდეთ.
სიტუაცია განიმუხტა და ამან კიდევ...
– გაჩერდით – ვთქვი – თორემ ახლავე დირექტორთან ავალ.
დიონისემ ზიზღით შემომხედა.
– შენ რა „შპიონი“ ხარ?
ფაქტი #1: ახლა, ამ წამს, მთელი კლასის წინაშე „შპიონი“ მიწოდეს.
კლასი დატრიალდა. გონებაში მხოლოდ ერთადერთი სიტყვა ტრიალებდა: შპიონი, შპიონი, შპიონი ხარ...
უცებ ამ ადამიანის მიმართ ენითაღუწერელი სიძულვილი ვიგრძენი.
– რახან ასეა, ორივეს კისერი გიტეხიათ! – დიონისეს ზიზღით შევხედე და კლასიდან გამოვედი.


***
შემდეგ რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ გოგონების ტუალეტში ჩაკეტილს ტელეფონმა დამირეკა. მაშინვე მივხვდი რაც მოხდა. სამასწავლებლოში მიბარებდნენ.
ხელები გადავიბანე, გულგრილი სახე მივიღე და კარზე დავაკაკუნე.
კარი ლალიმ გამიღო, მაგრამ ჩვეული ღიმილის ნაცვლად შეშფოთებული სახე მომაპყრო.
– ნინია, მოდი დაჯექი. – დირექტორმა გამოწეულ სკამზე მიმითითა.
ოთახში შვიდნი ვიყავით. მე, ჯიბეში ხელებჩაწყობილი თუთი, ცხვირიდან სისხლმომდინარი ვატო, გახეთქილტუჩიანი დიონისე, შეშფოთებული ლალი, გაბრაზებული დამრიგებელი და განრისხებული დირექტორი.
– რა კორიდა მომიწყვეთ აქ! – დირექტორმა თავი ვეღარ შეიკავა – თქვენი უზნეობის გამო კინაღამ სასწავლო პროცესი ჩაიშალა! ახლავე მშობლებს დავურეკავ! ორივე გასარიცხები ხართ! – დირექტორს ხმა ჩაუწყდა.
– მერამდენედ უნდა გაგაფრთხილო ვიქტორ! – ჩაახველა და ისევ დაიწყო – შენი ზედმეტობები ყელში ამოვიდა! პატივისცემა მაინც არავისი არ გაქვს? ელემენტარული ზრდილობა! აი რა არის თქვენი პრობლემა! შემირცხვენიხარ!
ვატო იჯდა და ხმას ვერ იღებდა.
– ან შენ! დღეს გადმოხვედი და უკვე მართვის სადავეები აიღე ხელში? შენზე კარგი წარმოდგენა მქონდა და ყველაფერი ერთ წუთში დაამსხვრიე!
– და რა, ჩემზე ცუდი წარმოდგენა იმიტომ გქონდათ, რომ სულ ჩხუბში ვერევი? – ვატომ დირექტორს გახედა.
– ხმა ჩაიწყვიტე! – იკივლა – ზედმეტები მოგდის! იცი რას ვატყობ? შენ უფროსთან შეპასუხება გგონია გმირობა! რამე მამაცური ჩაგიდენია ცხოვრებაში? – ვატოს შეხედა.
– კი, ერთხელ ფიზიკის გაკვეთილზე ხელი აწია. – თუთიმ თავი ვეღარ შეიკავა.
დირექტორს გავხედე. უცებ წამოხტა, ფანჯარაში გაიხედა და ზურგი შეგვაქცია. წუთით მის სახეს მოვკარი თვალი და შემიძლია დავიფიცო, რომ თავს ძლივს იკავებდა გაცინებისგან.
დამრიგებელს და ლალის ხელი აეფარათ პირზე.
ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა.
– ახლა კი – ძალიან მშვიდად განაგრძო, დირექტორმა – მითხარით რატომ იჩხუბეთ დღეს!
სიჩუმე.
– ვატო გისმენ!
ისევ სიჩუმე.
დირექტორი სწრაფად სუნთქავდა.
– დიონისე, ნება იბოძე და მოყევი რა მოხდა.
სრულიად არაფერი.
– კარგი, თუთი, შენ გისმენთ.
თუთის გავხედე. ჩუმად იყო.
– ოჰო, აი ეს მესმის! ნინია, შენ მაინც გისმენ! – ახლა მე გამომხედა დირექტორმა.
თუთის შევხედე.
საჩვენებელი და შუა თითი გადაეჯვარედინებინა და მუხლზე დაედო. მანიშნებდა არაფერი მეთქვა.
და უცებ დიონისემ შემომხედა. „შპიონი ხარ, შპიონი ხარ...“
ზიზღით გავხედე.
– იცით, – დავიწყე – ზოგზოგიერთისგან განსხვავებით მე შემიძლია უცნობი ადამიანის ერთგულიც კი ვიყო თუ საჭირო გახდა და რაც მთავარია მეგობრობა შემიძლია. ენის მიტანა კი მხოლოდ იმათმა იციან, ვინც მეგობრობის ფასი არ იცის. ბოდიში მომითხოვია თქვენთან, მაგრამ არ ვიცი ეს ორი ადამიანი რატომ ჩხუბობდნენ, მე საპირფარეშოში ვიყავი.
დირექტორი არ მიყურებდა. სამაგიეროდ დამრიგებელი ისე მიყურებდა, დარწმუნებული ვარ ჩემი ფიქრები გამოიცნო.
– კარგი, ასე მოვიქცეთ – დირექტორმა ბიჭებს გადახედა – ხვალ მშობლების გარეშე არ მოხვალთ, დღეს დაგინდობთ, მაგრამ თუ კიდევ ასეთი შემთხვევა განმეორდება ორივეს სხვა სკოლაში მოგიწევთ გადასვლა. თავისუფლები ხართ.
გამოსვლისას დამრიგებელმა დამიძახა.
ბავშვებისთვის არ შემიხედია. თუთისთანაც კი არ მინდოდა დალაპარაკება.
– ნინია, რამე ხომ არ უნდა მითხრა? – მკითხა დამრიგებელმა.
– არა, ელენე მას, ყველაფერი რიგზეა.
გამომცდელად შემომხედა.
– დიახ მას, უნდა გითხრათ, ოღონდ დღეს არა, გთხოვთ!
გამიღიმა.
– როცა ყველაზე მეტად დაგჭირდეს ვინმესთან ლაპარაკი, იცოდე, რომ აქ ვარ.
თავი დავუქნიე.
მოკლედ ელენე მასწავლებლის შესახებ: 25 წლისაა და ჩემ დად მივიჩნევ.
კლასში შევედი. რამდენიმემ დამცინავად გამომხედა.
„მე მაგარი გოგო ვარ, მე ყველაზე ძლიერი გოგო ვარ, მე ეს ცანცარები ვერ შემაშინებენ, მე ვერასდროს ვეღარავინ მომაყენებს შეურაცხყოფას, მე მაგარი გოგო ვარ!“ – ვიმეორებდი.
ბიოლოგიის წიგნი ამოვიღე და კითვა დავიწყე.
„შენ ის გამოგექომაგა“ – მეორე მე თავს მახსენებს.
მე მან შეურაცხყოფა მომაყენა!
„მას უბრალოდ შენი საქციელი გაუკვირდა“
მე ის მძულს!
„მან შენს გამო იჩხუბა“
ჩემს გამო? ჩემს გამო? ხუმრობ? ეს აბსურდია!
„გახედე, გიყურებს“
თავი დამანებე, უკან არ გავიხედები!
„მიდი, შენ ხომ მისი მზერა გსიამოვნებს“
რაო? ეს მე ვთქვი? მე ის მძულს! ის ნაძირალაა!
– ნინია! ნინია! – თუთი მჯიკაობს და ახლაღა ვერკვევი – გამოფხიზლდი, რა გჭირს?!
– ცოტა ხანი თავი დამანებე. – უკმეხად ვუთხარი.
– აა, გასაგებია, ნაწყენი ხარ.
– ნაწყენი კი არა თუთი, გაბრაზებული ვარ და ცოტა ხნით თუ არ გაჩუმდები ჩვენს მეგობრობას საფრთხე დაემუქრება.
თუთი შემეშვა და მასწავლებლისკენ გაიხედა.
ახლა ამ წამს იცით რა მინდა? მინდა უჩინარი ვიყო... ეს ბევრს სურს, იქნებ ფიქრობენ ვართ კიდეცო, მაგრამ ვიღაც მათ მაინც ხედავს...
სისულელეა! ვიღაც ახალმოსულის სიტყვებმა გული ასე როგორ მატკინა?
ახლმოსული არაფერ შუაშია, სიტყვა „შპიონმა“ მიჩხვლიტაო! გულმა შემომჩივლა.
ბიოლოგიაზე უკანასკნელი იდიოტივით ვიჯექი. ერთი სიტყვაც კი არ გამიგონია. გადავწყვიტე, რომ ჯობია ელენეს დღეს დაველაპარაკო, თორემ ამაღამ გული გამისკდება ისეთი გაცოფებული ვარ.
ხოდა, ზარის დარეკვისთანავე გარეთ გავედი და სამასწავლებლოს კარზე დავაკაკუნე.
– ბოდიში მას, – ვუთხარი ისტორიის მასწავლებელს, როცა გამოიხედა – ელენე მასწავლებელი გამოვიდეს რაა.
ელენე ჩქარა, ჩქარა!
– ნინია, გინდოდა რამე? – გამიღიმა როცა გამოვიდა.
– მას, ვილაპარაკოთ რაა!
გამიღიმა.
– ასეც ვიცოდი. ვიცოდი რომ მალე მოხვიდოდი.


***
დიდი დასვენება იყო. ელენეს კაბინეტში ვიჯექი და ჩემი გაბრაზების ამბავს ვუყვებოდი.
ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ ელენემ ჩემს ბავშვურ საქციელებზე არ გაიცინა და როგორც თანატოლს ისე მელაპარაკა.
– მას, იცით როგორი გაბრაზებული ვარ! განრისხებაში ჩავვარდი! – გავუღიმე.
– მოიცა, მოიცა, – შემაწყვეტინა – გაბრაზებული ხარ, თუ განრისხებული?
– უფრო გაბრაზებული.
– კარგია. სიბრაზე მხოლოდ ზღვრამდეა სასარგებლო, თუ იგი მრისხანებაში გადაიზარდა, სახიფათოა. – გამიღიმა.
– მას, ხანდახან იცით რას ვფიქრობ? თუ მშვიდად ვიჯდები და ჩემს წინ საგნებს მივაჩერდები, წამით დრო გაჩერდება, დედამიწა კი თავისი ღერძის გარშემო ტრიალს შეწყვეტს და თუ მე ამ წამს დავიჭერ, მარადიულად ვიცოცხლებ!
გულიანად გამიღიმა.
– აი თურმე რატომ ხარ მშვიდად, როცა ვინმე აგდებით გელაპარაკება!
– ხო, ასეა... ამ დროს თუთი ჩემს მაგივრად ერთვება ლაპარაკში...
შემომხედა. უჯრა გამოაღო და შოკოლადის პატარა ფილა გამომიწოდა.
– აი, აიღე, დაგამშვიდებს! უფრო ადრე მოცემა დამავიწყდა. – გამიღიმა.
მადლობა გადავუხადე.
– მას, იცით ხანდახან თუთიც კი მაღიზიანებს... და ხანდახან მინდა... – შევყოვნდი – მოკლედ მინდა... ჩემი კლასელები ჯანდაბაში მოვისროლო თავიანთი სისულელეებიანად. ეს ნორმალურია?
ცოტა ხანი ჩაფიქრებული მიყურებდა.
– იცი, ზოგადად ადამიანები ბევრნაირად იქცევიან. ნაწილი დაგეხმარება, ნაწილი გაგაღიზიანებს, უმეტესობა კი საერთოდაც ნერვებს მოგიშლის. იმავდროულად ყველა ჩათვლის, რომ გეხმარება და შენზე ზრუნავს.
– ხო, მაგალითად ახლობლები, კარგი განზრახვით პირდაპირ კუბოში გვდებენ.
ელენემ შემომხედა.
– ნინია, ვფიქრობ შენი ასაკისთვის აზროვნება ძალიან გაქვს განვითარებული... შენთან ლაპარაკი მიყვარს, შენგან ვწავლობ რაღაცეებს! ასეა, ადამიანები ერთმანეთზე გადაბმულები არიან, ერთმანეთისგან სწავლობენ.
– მას, თქვენც გეცოდინებათ, რომ ყველაზე მეტად მიყვარხართ და ალბათ ყოველთვის მადლობა უნდა ვუთხრა ღმერთს, რომ თქვენს კლასში მომახვედრა. ამ მხრივ თავს იღბლიანად ვთვლი. – გაგვეცინა.
– ხოო... რაც შეეხება დიონისეს... – დაიწყო ელენემ.
– დიონისეს არ ვიცნობ, არც არასდროს ვიცნობდი და არც არასდროს გავიცნობ. – დავამთავრე მისი წინადადება.
– ნინია, ასე არ შეიძლება, მართალია შეცდომა დაუშვა, მაგრამ ერთხელ ყველას ეპატიება.
– არა მას, მე მაგასთან ვერ ვიმეგობრებ და გთხოვთ არ დამაძალოთ...
– ვალდებული ვარ ასე გავაკეთო.
– მას, გთხოვთ. არც დიონისესთვის მცალია და არც არავისთვის წელს კარგად უნდა ვისწავლო.
ელენეს მეტი არაფერი უთქვია.

***
სახლში მარტო ვარ. დედა და მამა სამსახურში არიან. სახლი მივალაგე და ტელევიზორი ჩავრთე. ცოტა ხანში სადარბაზოდან სიცილი მესმის. გავიხედე.
თუთია.
კარი გავუღე.
– ნორმალური ხარ? რა გაცინებს, შემოდი, მეზობლების თავი არ მაქვს! – ვუჯიკავე და ოთახში შევათრიე.
დივანზე გაიშოტა და სიცილი გააგრძელა.
– ვაიმე დედა, – ცრემლი მოიწმინდა და კოხტად დაკეცილი პატარა ფურცელი გამომიწოდა – წაიკითხე, ჭილობის ქვეშ იდო, ჩუმად მინდოდა შემოსვლა და გასაღების აღება რომ დავაპირე ეს ვიპოვე.
ფურცელი გავხსენი.
ლექსია.
ბრაზიანი გოგონაა
შემოვევლე ნინიას,
მაგრამ მაინც ევასება
მის ლაქუცა ფინიას.
– ეს რა ჯანდაბაა? – გამეცინა.
– ფარული თაყვანისმცემელი გყავს ლამა“ს“ო! – თუთიმ ისევ სიცილი დაიწყო.
– თუთი შენი დაწერილია ხო?
გაკვირვებით შემომხედა.
– ოდესმე ჩემი პირიდან რითმა გაგიგონია? – დაიმანჭა.
– კიდევ კარგი დედა და მამა სახლში არ არიან!
– კაი, მოკლედ... დღეს ძალიან გაღიზიანებული იყავი, მეც შემომიღრინე და იმის გასაგებად მოვედი, მეგობრები ვართ, თუ შაურმა ვიყიდო?
სიცილი დავიწყე.
– მოკლედ ასე. ჩვენ მუდამ მეგობრები ვიქნებით თუთი, მაგრამ გთხოვ როცა საქმე მე მეხება სულ ნუ მიცავ რაა. იმდენჯერ მერე ბიჭები გვერდზე გაგყავს... – გამეღიმა – და იცი, ხანდახან უპრეცენდენტო შემთხვებიც ხდება: ჰოოპ! და უცებ „შპიონი“ ვარ, ხომ გესმის?!
– მოდი ასე ვთქვათ: დიონისეს შენი შეურაცხყოფა სულ არ უნდოდა...
– არ მითხრა, – გავაწყვეტინე – რომ შენ მას იცავ!
– არა, მას არ ვიცავ და არც ვამართლებ. უბრალოდ იმას გეუბნები რაც თვითონ მითხრა: „მაგრად გამიტყდა ეს სიტყვები, მითუმეტეს ნინიამ რომ თქვა, არადა კარგი გოგოა, მაშინ ვიწყებდით გაცნობას, ახლა ხმას არ გამცემსო“. ასე მითხრა.
– ჰოდა, სწორად მიმხვდარა, მე არ ვიცნობ არცერთ დიონსეს.
– აე ბჟუტუუურ! რა მოხდა მერე, დიდი ამბავი აიტან როგორმე სიტყვა „შპიონს“.
– აუფ! და შენ ჩემს ადგილზე აიტანდი?
– აბა რაა!..
წარბი ავუწიე.
– ნუ პირველ–ორ ასოს ავიტანდი.
სიცილი დავიწყეთ.
– ასე თუ გაინტერესებს – მითხრა – თქვენ სრულიად უაზროდ, იდიოტურად, ბანალურად და გოიმურად გაებუტეთ ერთმანეთს.
– ოო, მორჩა რაა, დებილია და ფაფუ!
უცებ სამასწავლებლოში მომხდარი გამახსენდა.
– აუ, თუთი, ფიზიკაზე ხელი აწიაო ეგ რა ჯანდაბამ გაგახსენა? – სიცილით ვუთხარი.
გაიკრიჭა.
– დირექტორმა როგორ გაიცინა დაინახე?
თვალები გაუფართოვდა.
– დირექტორმა გაიცინა? რაა?
– ხო, ფანჯრისკენ რომ შეტრიალდა მაშინ.
– ა ბლიივ ა ქენ ფლაიიიი! – იჭყივლა.
ცოტა ხანში ისევ ჩამოვუშვი ცხვირი.
– ეე, ფინიას ნინია, რატო ჩამოგტირის ჩემხელა ცხვირი? – სიცილით მითხრა.
– რავიცი აბა...
ჩაიცინა.
– მე ვიცი, შენ ასე მაშინ გემართება როცა გშია. ხომ იცი, შენს გამო ჩემს საჭმლის მომნელებელ სისტემასაც კი დავთმობ!
კი, კი, ვიცოდი.


***
ზარი არ დარეკილა. ბავშვები მოდიოდნენ. ვატო (არ ვიცი რატომ) ისე ამაყად შემოვიდა კლასში გეგონება „ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად“. (ნუ, ეს პრინციპში ასეა).
როცა წიგნიდან თავი ავწიე და კარისკენ გავიხედე, ზუსტად ამ დროს ოთახში დიონისე შემოვიდა და არაფრისმთქმელი სახით შემომხედა. წარბები შევყარე და კითხვა გავაგრძელე.
პირველი გაკვეთილი ისევ მათემატიკა გვქონდა.
– გამარ–ჯობათ ბავშვებო! – ლალი ისე სწრაფად შემოვიდა კლასში, თმები აეწეწა.
– საა–ლაა–მიი.
– რა ვქენით აბა დღეს? – გადმოგვხედა – არაფერი? რატოო? საჭირო არ არის მათემატიკა? – დაიქოქა – ვინ გამოვა დაფასთან?
– მას!
– კიბატონო, ოღონდ შენ გამოდი ონისე და! რატო გვეზარება ასე გამოსვლა კაცო?
– დიონისე მაააას! – ანამ ლალის თვალებმოჭუტულმა გახედა.
– ჩემი შეცდომების შესწორების მაგივრად ტვინი გაანძრიე, მიხვდები მაინც რამეს!
– ხო, აბა , დიონისე, წაიკითხე ამოცანა. – უთხრა და ჟურნალის შევსება დაიწყო.
დიონისემ ამოცანის ამოხსნა დაიწყო, არ წაუკითხავს. უკან ბავშვები ცანცარებდნენ.
– რა დღეში ხართ, რა არი? – თავი არ აუწევია ისე თქვა.
უკან ვიღაც გოგომ იკივლა.
– ახლა ვის გავუშვებ გარეთ? – ლალი ისევ წერს.
გავიხედე და დავინახე, რომ ქეთა და თეკლე ერთმანეთს ესვრიან რაღაცეებს.
ლალი წერას მორჩა და მერხიდან ადგა.
– ხო, აბა, დიონისე, როგორ ვაკეთებთ?! აჰაა... აჰაა... ხოო... დიახ, დიახ... სწორია, გააგრძელე.
მერე გადმოგვხედა.
– მოვისმინოთ ყველამ, „თვარა“ ვერ გავიგებთ! ვისთვის არ არის გასაგები ახლა რასაც ვაკეთებთ?
ამ კითხვის დასმის დროს ყველა ისუსება, რადგან უნდათ ლალის ნიჭიერად მოაჩვენონ თავი.
მე ამოხსნა დავამთავრე და დაფას ვუყურებდი.
– ნინია, შენ თავისუფალი წევრი ხარ? – უცებ ლალიმ გამომხედა.
– დავწერე მას.
მოვიდა და შემიმოწმა.
– სწორია. ათიანი საკლასოში. – გამიღიმა და გავიდა.
– მოვრჩი. – თქვა დიონისემ და ცარცი დადო.
– მოიცა, ნინია, შენც ეს მიიღე? – მკითა ლალიმ.
– არა მას, ეს არ მიმიღია.
– აბა სად გაგვეპარა აა?! – იკითხა.
ფხუკუნი მესმის.
თუთი წითელია და თავს ძლივს იკავებს ხარხარისგან.
მეც გამეცინა.
– მას, ცხრაჯერ სამი ოცდაშვიდია და არა ოცდაერთი. – მივანიშნე შეცდომა.
დიონისემ გამომხედა. გულგრილად შევხედე.
– ხო, ხო, აი აქ არის, მიდი ახლა ამოხსენი აბა. – უთხრა დიონისეს და გადმოგვხედა.
თუთი სკდება.
– თუთა, რა დღეში ხარ, რა არი?
ვეღარ შეიკავა და სიცილი დაიწყო.
– ღმეერთი გიშველის, ღმერთი! – ლალიმ გაიხედა ღიმილი რომ დაეფარა.
დიონისემ წერა დაამთავრა და დაჯდა.
– თითქოს ტესტებიაო, მაგრამ თუ ვერ ამოვხსნით ვერაფერს გავიგებთ!
– აბა, ჩახედეთ ნახაზს, 289–ე გვერდზე. გაარჩიეთ ეს ამოცანა.
ფანჯარაში გაიხედა. როცა გამოტრიალდა, ქეთის შეხედა, რომელიც არ მუშაობდა.
– ნახაზს ჩახედე, მე კი არ მაწერია შუბლზე! – წარბები შეკრა და ისევ ფანჯარასთან დადგა.
კარგა ხანი გვიყურა.
– ისედაც პატარა მერხები გიდგათ, მოაშორეთ ეს ბარიკადები და წერეთ წესიერად! – თქვა და მერხებზე დადებულ ჩანთებზე მიგვითითა.
– უკან მოიდევით ეს ჩანთები! – ისევ დაიყვირა.
თუთი ისევ ცუდად გახდა. ჩაბჟირდა.
– დედა, დედა, წირვა უნდა ჩაგიტაროთ შენ, წირვა! – მიუბრუნდა თუთის.
ცოტა ხანში დავუძახე.
– სად გაიჭედე ნინია?! – მომიახლოვდა.
თუთი ისევ სიცილით კვდება. უკვე ხროტინებს.
ლალიმ ამიხსნა ის ადგილი სადაც „გავიჭედე“.
ბოლოში მჯდომმა ანამ წინ მჯდომ თაკოს რაღაც გადასძახა.
– დედაა, დედაა, ანაა! როგორ ახერხებ ამას?
– რას მას? – კეკლუცურად გაუღიმა ანამ.
– იმსიშორიდან ამსიშრეზე როგორ საუბრობ? – გაგიჟდება კაცი თქვენს ხელში. ჩავერთოთ ყველა მაიმუნობაში კი არა, სავარჯიშოში!
კლასში ერთი ჯანდიერი გვყავს ლაზარე. მოუწია დაფასთან გასვლა.
– აბა, ჯაბდიშა, გამოდი დაფასთან!
უცებ თუთიმ იმხელა ხმაზე გაიცინა ლამის ჭერი აგვძვრა.
– ვაი, ვაი, გამომაშტერა ამ ინდურებმა, ჯაბდიშაო, დედა, დედა! –პირზე ხელი აიფარა და თუთის მიუტრიალდა – კარში გაგიშვებ!
– ხო აბა, ჯაბდ... ლაზარე – თუთის გამოხედა წარბშეჭმუხნულმა – ამოხსენი ამოცანა.
ჩვენ მოგვიტრიალდა.
– თეკლა, რატო დავჯექით გულხელდაკრეფილები?
თუთიმ ღრმად სუნთქვა დაიწყო. პატარა ბიძგი და აქვე წაიქცეოდა სიცილისგან. და აი ბიძგი:
– ქეთი, მოისვენე, თორემ დაგაყენებ კუთხეში ყარაულად.
მორჩა. თუთის კალამი გაუვარდა ხელიდან.
– მე უნდა დავტოვო კლასი თუ თქვენ უნდა დატოვოთ?! დეედაა, თუთი მაიმუნობის მეტი არაფერი გვაინტერესებს?
უცებ ზარი დაირეკა.
– მეთერთმეტეს დაასრულებთ და სამ სავარჯიშოს დაუმატებთ. ნახვამ–დის! – და კლასიდნ გავიდა.
– ასეთი მაგარი გაკვეთილი ჯერ არ გვქონია! – თქვა თუთიმ და ცრელები მოიწმინდა.



***
ბუფეტში ჩავედით და ტკბილეულობა ვიყიდეთ.
„ჩვენს“ მაგიდას მივუჯექით, რომელსაც დაწყებითი კლასიდან უწევდა ჩვენი „ღრეობის“ ატანა.
– ნინია, ახლა თუ შენ ადგები, ცხოვრებაში ხმა არ გამცე, არასოდეს დამირეკო და დაივიწყე, რომ მეგობრები ვართ, გასაგებია? – მომახალა.
თავი ავწიე, მაგრამ რეაქცია დავაგვიანე – დიონისე უკვე ჩვენთან იჯდა.
სხვა გზა არ მქონდა, ტელეფონი ამოვიღე და თან ჭამა დავიწყე.
– თუთი, ამ გოგოს დახასიათება ვერ გავიხსენე... – უთხრა თუთის.
თვალი გავაპარე. თეკლეზე ამბობდა.
– თეკლე – ადამიანი, რომელიც ყველაფერს უზრდელურად იგებს.
– ტასო – ჭამს და არ სუქდება, ქეთა – ყოველთვის აგვიანებს... – დანარჩენები მახსოვს. – თქვა და გაჩუმდა.
თუთი წამოხტა.
– ლობიანის ყიდვას ვაპირებ და არ გინდათ თქვენ?
დიონისემ არაო.
– ნინია შენ?
თავი გავაქნიე და „შუს“ ვუკბიჩე.
თუთი წავიდა.
– ისევ არ მელაპარაკები? – მკითხა.
„არ აჰყვე, არ აჰყვე, ცდილობს დაგიმეგობრდეს“.
– კარგი რაა, რა გეწყინა ვერ გავიგე, მე უნდა ვიყო აქეთ ნაწყენი!
– რა თქვი?! შენ უნდა იყო ნაწყენი? სასაცილოა!
– შენ უბრალოდ ყველაფერი გააფუჭე! ერთიანად შემეცვლა შენზე წარმოდგენა! – მითხრა.
– ხოდა, თუ შეგეცვალა, შეგიძლია წახვიდე! საერთოდ არ მინდა შენთან ლაპარაკი! იცი, სხვათაშორის შემიძლია ნებისმიერ დროს დაგაბეზღო დირექტორთან, მე ხომ „შპიონი“ ვარ.
– აუ, კარგი რაა, ბოდიშს გიხდი, მაპატიე, გთხოვ რაა! ორი დღეა არ მელაპარაკები და უკვე მაგრად მოვიწყინე! – ამოიოხრა.
– მიუხედავად იმისა, რომ არ მიცნობ. – ირონიულად ვუთხარი.
– მიუხედავად იმისა, რომ არ გიცნობ.
სიჩუმე.
– შემირიგდი რაა!
– ...
– ნინია! შემირიგდი და ტუჩებში გაკოცნინებ!
რაო? რა თქვა? რისი ღირსია ეს ნაძირალა?
ტელეფონს თვალი მოვაშორე და შევხედე. გველურად იღიმოდა.
– შენ მე ანა ან ქეთი ხომ არ გგონივარ? – კბილებში გამოვცერი.
– კარგი, მაშინ უბრალოდ შემირიგდი.
– ჩემი სახელი აღარ ახსენო! – ზიზღი შევხედე და ბუფეტიდან გამოვედი.
***
საღამო მოულოდნელობებით იყო სავსე. სახლში მისულს ჩემი ბიძაშვილი სალომე დამხვდა თავისი შვილით – ანაბელით.
აღიარება #3: ანაბელი ყველაზე ჭირვეული ბავშვია მთელს მსოფლიოში.
ფაქტი #2 : სალომემ ბავშვი მე დამიტოვა ღამემდე.
წესები: 1. არ უნდა ვაჭამო პიცა;
2. უნდა ვეთამაშო ბარბებით;
3. უნდა დავაძინო ორჯერ: საღამოს ექვსზე და შემდეგ ათზე.
ფაქტი #3 : ანაბელი 4 წლისაა.
ვინ აძინებს 4 წლის ბავშვს საღამოს ექვსზე?
აი ამიტომ არ უნდა შექმნან პირზერძეშეუშრობელმა ბავშვებმა ოჯახები! დიდი სიამოვნებით გავლანძღავ დედამისს რომ მოვა.
– ანაბელ, რძე გიყვარს? – ვკითხე.
– კი, ოღონდ ჯადოსნური ძროხის. – მითხრა და გამიღიმა.
ჯადოსნური ძროხა კი არა ისეთი გასალახი ხარ, პატრონი რომ ვერ გიცნობს.
– აიი! ჩიტმა ჯადოსნური რძე შემომაწოდა ფანჯარაში! – ვითომ ფანჯრიდან ჭიქა შემომაწოდეს. – მიირთვით! თქვენთვის მოწველეს რაპუნცელის ძროხა!
რაპუნცელის ძროხა?! ო, ღმერთო ჩემო!
– რა მაგარია! მაგრამ მე მხოლოდ საწრუპით ვსვამ.
საწრუპით კი არა, ამ ჭიქას გირტყამ თავში, ლაწირაკო!
საწრუპი მოვუტანე.
დალია. ტელევიზორს მივუჯინე და კონკია ჩავურთე.
თუთი მირეკავს:
– თუთი მოდი ჩემთან!
– რა ხდება ახალი ლექსი მიიღე? ამჯერად ვინაა? ჩიხუახუა თუ პუდელი? – სიცილი დაიწყო.
– ეს სულ არ გამხსენებია! მოიცა ვნახავ. – კარისკენ წავედი – ჩემი ბიძაშვილის შვილია აქ, „პრიკაზების“ დედოფალია რაა! შემჭამა!
– მერე მოსდე ერთი გემრიელად!
ჭილობი ავწიე. ქაღალდის ნაკუწი მართლაც იდო.
– თუთი... დევს ქაღალდი. – ხმა ჩამიწყდა.
– ჩქარა რას უცდი, წამიკითხე!

მე არ მესმის მიწისო,
მე არ მესმის ცისო,
მე მხოლოდ შენი ხმა მესმის
ჩემო კრუტუნა ფისო!

თუთის კივილი გავიგე.
– კრუტუნაო? ვახ ჩემეე! ვინაა ნეტა?
– რავიცი მე, გიჟია ვიღაცა, ბუნების შეცდომა!
– მაგარი გიჟპოეტაა, რა გინდა?!
თუთის დავემშვიდობე.
ცოტა ხანში ანაბელის დაძინების დრო მოვიდა.
– ანაბელ! ძილის დროა.
თვინიერად ადგა, პიჟამოები ჩაიცვა და მკლავებში ჩამიჯდა.
ლოგინში ჩავაწვინე.
– იცი, დედიკო სულ ხელში აყვანილი მაძინებს და ზღაპრებს მიყვება, ან მიმღერის, როგორც მე ვეტყვი.
შენს დედიკოს ტვინი სულ არ აქვს! ფუი!
ღმერთო გამძლეობა მომეცი!
ანაბელი ხელში ავიყვანე და ლოგინზე დავუწყე ქანაობა.
– დედიკო ფეხზე დგას და ისე მაძინებს!
ესღა მაკლდა!
– აუ დაწექი და დაიძინე რაა, გთხოვ, მეც დაღლილი ვარ!
ბავშვმა თავი გააქნია.
ავდექი, ავიყვანე და სიმღერა დავიწყე. თან სალომეს ვწყევლიდი ასეთი თავნება შვილი რომ გაზარდა.
ცოტა ხანში კარზე დააკაკუნეს.
ანაბელს ჯერ კიდევ ღვიძავს.
დედა მოვიდოდა და უზამდა თავის ძმის შვილიშვილს რამეს!
კიბეზე ჩავირბინე და კარი გამოვაღე.
არა, დედა არ იყო.
ეს დიონისე იყო.


***
– რა გინდააა, რატოო მოხვეედიი? – სიმღერით ვუთხარი ანაბელს თავი რომ არ წამოეყო.
– შენთან მინდა ლაპარაკი. – მითხრა ჩურჩულით.
– ააახლაა აარ მცააალიიიააა!
– არ მაინტერესებს! – თქვა და სახლში შემოვიდა.
სასტუმრო ოთახში დაჯდა.
– ჩეეემიიი მიისააამააართიიი საააიიიდაან გაააიიიგეე?
ჩემს შეკითხვას ყურადღება არ მიაქცია და ტელევიზორი ჩართო.
გაფრთხილება ვერ მოვასწარი.
ანაბელმა თავი წამოყო.
– რაპუნცელი მინდა!
– რაპუნცელი კი არა, დაიძინე სანამ ბნელ ოთახში მარტო არ დამიტოვებიხარ! და შენ – დიონისეს მივუბრუნდი – კეთილი ინებე და ტელევიზორი გამორთე.
– ნუ ელაპარაკები ბავშვს ასე, მაშინ სულ არ დაიძინებს.
– შენ ნუ მასწავლი რა უნდა გავაკეთო!
– ანაბელ დაიძინე! – ვუკივლე გამწარებულმა როცა ათწუთიანი ჯაყჯაყის მიუხედავად მაინც ეღვიძა.
– ანაბელ, – დაუძახა დიონისემ – მე რომ აგიყვანო ხელში დაიძინებ?
ანაბელმა თავი დაუქნია.
დიონისეს უნდობლად შევხედე.
მკლავები გამოიშვირა და ეს მონსტრი ბავშვი უცებ ჩაუძვრა ხელებში.
– ზღაპარს მომიყვები? – ჰკითხა ნაზად.
– აბა რაა! შენ უბრალოდ თვალები დახუჭე და მომისმინე. – ერთ სკოლაში ერთი პრინცესა სწავლობდა – გადმომხედა – კარგი მოსწავლე იყო, ყველა ჯადოქარ მასწავლებელს უყვარდა. ერთხელაც ერთი უფლისწული მივიდა სკოლაში. პრინცესა რომ დაინახა, ძალიან მოეწონა, კარგი გოგონა იქნებაო – იფიქრა – უფლისწული იმ დღეს ბოროტმა ვეშაპმა გააბრაზა, რომელიც იმ სკოლაში სწავლობდა.
სახეზე ხელს ვიფარებდი, რომ არ გამღიმებოდა.
– პრინცესა – აგრძელებდა დიონისე – უფლისწულთან მივიდა და უთხრა: ახლავე თუ არ გაჩერდები ჯადოქარ მასწავლებლებს ვეტყვიო! უფლისწულმა უთხრა: შენ რა ენატანია ხარო?! პრინცესა გაბრაზდა და იმის მერე უფლისწულს გაებუტა. არც ესალმებოდა, არც უღიმოდა... უფლისწულს გული ეტკინა, ასე ძალიან ვაწყენინეო...
როცა სასადილოში ჩავიდნენ, უფლისწულს პრინცესა მაგიდასთან მჯდომარე დაუხვდა. მასთან მივიდა და დაელაპარაკა. უფლისწული ამ ლაპარაკის შემდეგ მიხვდა, რომ პრინცესას მოსწონდა იგი...
– არაფერიც! – ვიყვირე და შევაწყვეტინე – ბავშვს ატყუებ! უნამუსო ხარ!
– ბავშვს ვატყუებ? ბავშვს ნახევარი საათია სძინავს. – მითხრა და მძინარე ანაბელი დამანახა.
რა გარეწარია ღმერთო ჩემო!
– მომეცი დავაწვენ. – ვუთხარი.
– არა, მეთვითონ წამოვიყვან.
ჩემს ოთახში შევედით, ბავშვი დააწვინა, საბანი გადაუკეცა და გამოვიდა.
– ჩაი თუ ყავა? – ვკითხე – არცერთი, ძალიან კარგი.
თავი გადააქნია.
– მოდი, დაჯექი. – მითხრა და დივანზე თავის გვერდით მიმითითა.
– რისთვის მოხვედი?
– გადავწყვიტე შემოგირიგო და მერე თუ გინდა ხმა საერთოდ არ გამცე!
– ამ თემაზე უკვე ვილაპარაკეთ და წესით ჩემი სახელიც კი არ უნდა გეხსენებინა!
– შენი სახელი? და სად ვახსენე მერე შენი სახელი?
– საერთოდ არ ვხუმრობ და შენ ეს კარგად იცი, თავი დამანებე რაა!
– ვიცი, რომ მოგწონვარ! – მომახალა.
სიმშვიდე ნინია! სიმშვიდე შეინარჩუნე! ეს ყველაზე მეტად გჭირდება!
– წადი!
– მადლობის მაგიერია ხომ? კარგი, მაშინ ასე! აწი ჩემგან არაფერს ელოდო! – წამოდგა.
– არც ველოდი, არც ველოდები და არც დაველოდები, მე შენ არ გიცნობ!
– კარგი, მაშინ ასე მე დიონისე ქართველიშვილი ვარ, მეათე კლასში ვარ და გოგონები მომწონს.
– ვაა! მე კიდე მეგონა... – ჩავიცინე – კარგი სერიოზულად, რა გინდა?
– მიიღე ჩემი ბოდიში! მეტი არაფერი!
– მიღებულია.
– აუ ნინია კარგი რაა! აჰა, ბარემ ჩოქებზე დაგიდგები! – ჩოქებზე დადგა – გთხოვ აპატიო ერთ იდიოტს, რომელიც შენზე ყურებამდეა შეყვარებული!
რა თქვა? არ არსებობს!
– მორჩი მაიმუნობას რაა! ადექი! დიონისე! ადექი, დედაჩემი მოვა მალე! გთხოვ!
– ჯერ მიპასუხე, რომ მაპატიე! – ჯიუტად აგრძელებდა თავისას.
– კარგი, გაპატიე.
– დაიფიცე.
– დედას გეფიცები გაპატიე! ვაა!
წამოდგა.
– მე შენ სიყვარული აგიხსენი და გთხოვ ახლა არ მითხრა რომ არ გიყვარვარ!
– არ მიყვარხარ! და ხვდები, რომ ზედმეტად ნარცისი ხარ?!
– კარგი, ჩემი ვალი მოვიხადე, ახლა თქვენის ნებართვით დაგტოვებთ! – თქვა და კარისკენ წავიდა.
კართან შეყოყმანდა.
– რაღაც უნდა გითხრა.
– გისმენ!
– ყურში, მეზობლები გაიგებენ.
– ბინაში ვართ და ვერ გაიგებენ შე იდიოტო!
– მაინც, საიდუმლო უნდა გაგანდო!
– იცოდე...
ვეღარ მოვასწარი. მაკოცა.


***
თუთიმ ყველას მოსდო, რომ დიონისეს ვუყვარვარ, ამიტომ როცა სკოლაში შევდივარ გარეთ ყოველთვის მხვდებიან ბავშვები, რომლებიც მღერიანი:
– აირჩიე მუდამ დიო! – და კისკისებენ.
მეორე სემესტრის ბოლოს:
– ბავშვებო, რა დღეში ხართ, რა არი? ამახსნევინეთ ბოლო გაკვეთილია! მე ერთი ვარ, თქვენ ოცდაოთხნი ხართ!
ახსნა გააგრძელა.
– მას ის წინადადება გამიმეორეთ რა, ვერ დავიმახსოვრე.
– კი მარა, ჩავიწეროთ დამახსოვრების უნარი თუ არ გვაქვს! – ლალი ცხარობდა.
დაფისკენ შეტრიალდა. ბავშვები ახმაურდნენ.
– არიქა! ჩემი შეტრიალება და თქვენი საუბარი! ჩაიხედეთ წიგნებში, მე კი ნუ მიყურებთ! პირველ ტესტში რომელია სწორი?
– მეორე! – წამოიძახა ვატომ.
– რატომ?
– იმიტომ!
თავში რაღაც მომხვდა. ფურცელი.
– შევაჩეროთ, რა ჯანდაბას „სროულობ“? – დაუყვირა დიონისეს.
გავხსენი:
შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია,
ავადა ვარ , გულში ცეცხლი მინთია,
ახლა უკან მოიხედე მადლია,
დაილოცოს შენი ენა, ნაგლია.
უკან მივიხედე. კალამი ხელში ეკავა, ჰაერში მონახაზებს აკეთებდა და თავის თავზე მანიშნებდა. აქამდეც უნდა მივმხვდარიყავ! უცნობი თაყვანისმცემელი ე.წ „ლაქუცა ფინია“ დიონისეა!
თავი გავაქნიე. დიონისემ კოცნა გამომიგზავნა.
ყველაფრის მიუხედავად დიონისესთან „შეყვარებულობანას“ ჯერ–ჯერობით არ ვაპირებ. თუ მართლა ვუყვარვარ ცოტას მოითმენს.
– ქართული თუ გვესმის არ დაგვავიწყდება ახლა რაც ავხსენი! აბა თქვენ იცით, არდადეგებზე, არ დაივიწყოთ ნასწავლი! სულ მაიმუნობაში ნუ ჩაებმებით! მაიმუნობა ნაკლები, სწავლა მეტი!
გაითვალისწინეთ: მაიმუნობა ნაკლები, სწავლა მეტი...

––––––––––––
ისტორია დაფუძნებულია რეალურ ამბავზე wink
თქვენი coco girl



№1  offline წევრი PARVENU

Tutaze jigari gogac raa, tu tuti, ra mnishvneloba aq. Mainc jigari gogoa:D
--------------------
Parvenu

 


№2  offline წევრი Firefly

იმდენი ვიცინე.მადლობა შენ ამისთვის და იმედი მაქვს გაგრძელებაც ექნება
--------------------
M.T

 


№3 სტუმარი xat

au ra magari iyoo :)

 


№4  offline წევრი lilu7

ღმერთო ვამაყობ შენით! <3 love მე დაქალი მიყვარს სასტიკად! <3 <3

 


№5  offline წევრი natia-natia

თუთი მომეწონა მაგრად ჯიგარია რაა :D

 


საინტერესო იყო, განსაკუთრებით ის ადგილი მომეწონა როცა ამბობს თუ წამით ერთ ადგილს მივაჩერდები დრო გაჩერდება დედამიწა კი თავის ღერძის გარშემო ტრიალს შეწყვეტს და თუ ამ მომენტს დავიჭერ მარადიულად ვიცოცხლებ, ეს ციტატა ჩემი საყავრელი წიგნიდან არის დელირიუმი.

 


№7 სტუმარი qeta

imedia gaagrdzeleb veli icode dzaan kargi dasawyisi qonda imedia male dadeb gagrdzelebas

 


№8 სტუმარი mtvaro svani

imedia gagrzelebas male vixilavt.zalian magari iyo bevri vicine mara ar meyo gaagrzele raaa

 


№9  offline წევრი GT - Ucnobi

Lali maswavlebeli damevasa :D magari tipia :D

 


№10 სტუმარი hipo

aau raamagari iyo visiamovne da isam velit memgoninyvela gagrzelebas

 


№11  offline წევრი სპენსერი

ლალი და თუთი მომეწონა ძალიან :დ კარგი ისტორია იყო მომეწონა love

 


№12  offline წევრი Devil Queen

თუთი მაგრად დამევასა love ძაან მაგარი იყო ძაან ვისიამოვნე love იმედია გაგრძელებას ვნახავ love

 


№13  offline წევრი original^.^

რა სიგიჟეაა love ძალიან მომეწონა love ბევრი ვიცინე და თან იმხელაზე, რომ "ლამის ჭერი ჩამოვარდა" lol love

 


№14 სტუმარი .მარიკუნა

იმედია გააგრძელებ ძალიან მომეწონა მალე დადე თუ შემდეგი თავი უნდა დადო . ხო დადებ ??...

 


№15 სტუმარი ninia

კარგი იქნება საფხულის არდადეგებზეც თუ დადებ რაიმეს

 


ეს სიტორია ახლა ვნახე და ძალიან მომეწონა.იმედია გაგრძელებასაც დაწერ და დადებ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent