შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სიყვარულის ფობია მემართება (18)


5-07-2016, 19:28
ავტორი Natta
ნანახია 2 548

- არ უპასუხებ? ( ნიტა )
ნიტამ ტელეფონზე მანიშნა და წარები აათამაშა.
- არა, უკეთესი იქნება ცოტახანს ჩემს გარეშეც თუ გაძლებენ .
- რთული იქნება. ( ნიტა )
მის ასეთ პასუხზე გამეღიმა და „ზედმეტად“ მივუახლოვდი.
- კიდევ დიდხანს აპირებ ჩემს წამებას?
- რა? რას გულისხმობ? ( ნიტა )
მოულოდნელად მკლავზე გადავიწვინე შემდეგკი ხელში ავიტაცე, რასაც ნამდვილად არ ელოდა.
- საოცრება ხარ დადა დემეტრაძე. ( ნიტა )
- ჰაჰა მაგას უკვე ასე პირდაპირაც აღიარებ?
- თავში არ აგივარდეს, უბრალოდ ზედმეტად ამოუცნობი პერსონა ხარ. ( ნიტა )
- არადა ცოტახნისწინ ჩემი უთქმელადაც გესმოდა.
პასუხის გაცემას აპირებდა, რომ გიუშამ არ დააცადა და ჩვენს შორის ჩადგა.
- ძმაკაც ცოტახანს ნიტა უნდა მოგპარო. ( გიუშა )
- რამე მოხდა?
- კი, მასთან ცეკვა სასწაულად მომინდა. ( გიუშა )
გიუშა საკმაოდ მთვრალი იყო და მის ყოველ გამოხედვაზე სიცილილს ძლივს ვიკავებდი.
- კარგი კარგი რაც გინდათ ის გიქნიათ, მე ისედაც საკმარისად ბევრი ვიცეკვე უკვე და გაჩერებას ვაპირებდი.
ამის გაგონებაზე ნიტამ გაკვირვებულმა შემომხედა, შემდეგკი გიუშას ღიმილით დასთანხმდა ცეკვაზე.
- გაჩერებას აპირებდი? არადა არაფერი გეტყობოდა. ( ნიტა )
თვალი ჩამიკრა და გიუშას გაჰყყვა, ვიფიქრე ცოტას დავისვენებდი და აივანზე გავედი, მაგრამ იქაც არ დამტოვეს და ანუკი შემომიერთდა.
- შენ არ სვავ? ( ანუკი )
- არა, აი შენკი უკვე მთვრალი ხარ.
- ცოტა. ( ანუკი )
გავუღიმე და თვალი ავარიდე რაც ძალიან არ მოეწონა, რამდენიმე წუთი ხმას არცერთი ვიღებდით, შემდეკი სიჩუმე ისევ მან დაარღვია.
- იცი, ვერ ვხვდები თიკუშა საერთოდ რატომ გხიბლავს. ( ანუკი )
გამეცინა და ისევ მისკენ გადავიხარე.
- აი მაგას, შენ ვერც ვერასდროს მიხვდები.
- გასაგგებია. ( ანუკი )
- რა არის ტო გასაგები.
- სხეული და მისი გამომწვევი ქცევები. ( ანუკი )
- ჰაჰა შეიძლება, მიხვედრილი გოგონა ყოფილხარ.
- საზიზღარო. ( ანუკი )
ბავშვივით დავუწყე ფერება, მანაც არ დააყოვნა და მაშინვე ძლიერად ჩამეხუტა.
- ყველაზე მაგარი მეგობარი მყავს მე შენი სახით. ( ანუკი )
- ჩემი ანუკი, ხომ იცი სულ შენთან იქნება ეს ახალგაზრდა მგელი.
- ახალგაზრდა მგელი? ( ანუკი )
- რავიცი მგონი სიბერემდე კიდევ ბევრი მაკლია, არა?
- ჰაჰა კი კი როგორარა. ( ანუკი )
რამდენიმე წამში კარი გაიხსნა და გიუშაც ჩვენთან გაჩნდა.
- პრობლემა ხომ არ იქნება, რომ შემოგიერთდეთ? ( გიუშა )
- ალბათ არა. ( ანუკი )
ვიცოდი, რომ გიუშას ანუკი ცვეტში ევასებოდა ამიტომ მათი მარტო დატოვება გადავწყვიტე და ღიმილით წავედი სამზარეულოსკენ, სადაც ალექსანდრე დამხვდა.
- რამე მოხდა ძმაკაც?
- არა ისეთი არაფერი, უბრალოდ ლენასთან ყოფნისას ყოველ წუთას ვრწმუნდები, რომ სასწაულად სულელი ვარ. ( ალექსადნრე )
- დამღალეთ უკვე თქვენი „სიყვარულებით“.
- ხო, მეც დავიღალე. ( ალექსადნრე )
- მერე მიდი და უთხარი ბოლოსდაბოლოს, რომ გიყვარს.
- ვეტყვი, გერმანიაში გაიგებს ყველაფერს. ( ალექსადნრე )
- შენ რა გერმანიაში აპირებ წასვლას?
- კარგი რა დადა, მაგაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ. ( ალექსადნრე )
- მაგრამ როგორცჩანს მაინც ვერ გაგიე ჩემი პასუხი.
- ბიჭო პრობლემასაც მოაგვარებ და ცოტას გავერთობით კიდევაც, ამაში ცუდს რას ხედავ? ( ალექსადნრე )
სულ მოულოდნელად ნიტას ხმა გავიგე და უაზრო გამომეტყველებით მივბრუდნი მისკენ.
- დასთანხმდი რა დადა. ( ნიტა )
- შეენც ტო?
- კი, ძალიან მინდა გერმანია, ბოლოს ერთი წლის წინ ვიყავი. ( ნიტა )
- ოუჰ იმის შემდეგ მართლაც რამდენი დრო გასულა.
- ყველაფერს ყოველთვის ღადაობით რატომ უყურებ ადამიანო? ( ნიტა )
- კარგი, ჩემი წასვლის დროა.
სამზარეულოში ლუდით სავსე ბაკალით გიჟივით შემოვარდა ჩვენი ლენა.
- წასვლის დროაო? ვერსადაც ვერ გაგიშვებ, ჯერ ჩემთან ერთად უნდა იცეკვო. ( ლენა )
- ეს გოგო ვინმემ წაიყვანეთ და მიაძინეთ სადმე.
- მე მივხედავ. ( ალექსადნრე )
ამის გაგონებაზე ლენა დენთივით „აფეთქდა“.
- შენ მომხედავ? მაგაზე სხვა დროს უარს არ ვიტყოდი, მაგრამ ახლა ძილს ნამდვილად არ ვაპირებ. ( ლენა )
ალექსადნრემ შეწუხებულმა შემომხედა და ნიტამ ჩვენს ასეთ რეაქციებზე ბევრი იცინა.
- ჰაჰა უაზრო სასტავი ხართ, უაზრო. ( ნიტა )
ლენას ხელი წაავლო და ზედმეტად გამომწვევად ცეკვით გავიდნენ „სასწაული“ ოთახისკენ, სადაც უამრავი იდიოტი იყრიდა თავს.
- ბიჭო წამოდი.
ფიქრებში გართულ ალექსადნრეს ხელი მოვკიდე და რამდენიმე წამში ლენას გვერდით აღმოვაჩინე.
- ვიღაცას ცეკვის სურვილი საერთოდ არ ჰქონდა. ( ნიტა )
- ვიღაცეებს. ( ლენა )
ლენა ალექსანდრეს მიუახლოვდა და ცეკვა განაგრძრო, ამ ბიჭს კიდევ ეს უნდოდა? ბოლომდე გამოდებილდა, ლენას ყოველი მოძრაობა ერთ ადგილას აშეშებდა, ეს ცბიერი გოგონა, დარწმუნებული ვარ ხვდებოდა ალექსადნრეს გრძნობებს და განგებ ცეკვავდა მის წინ ასე გამომწვევად, მეცკი მომხიბლასავით და წარმომიდგენია მაშინ ალექსადნრე რა დგომარეობაში იქნებოდა. რა დროს ლენა და ალექსადნრეა მე მაშინ დამემართა „გამოდებილება“, როდესაც ნიტას შევხედე, ისედაც მოკლე კაბა ცეკვაში უფრო ზემოთ ადიოდია - კარგი ეგ ვიხუმრე, არანაირი „გამოდებილება“ უბრალოდ ნებისმიერი ბიჭისთვის ძნელია ის, რომ ასეთ გოგონას ყურადღება არ მიაქციო, მეც არ დავაყოვნე და რამდენიმე წამში მის უკან აღმოვჩნდი.
- შეგახსენებ, რომ ამერიკაში არ ხარ.
- ჰაჰა მაგის შეხსენება მაინც რატომ ჩათვალე საჭიროდ? ( ნიტა )
- გარშემომყოფებს შეხედე და მიხვდები ვერ ამჩნევ, რომ ყველა შენ გიყურებს?
- მერედა რა არის მაგაში ცუდი, მიყურონ. ( ნიტა )
სასწაულად მომინდა, რომ ყველა სიკვდილამდე მეცემა, მათ თავებში საზიზღარი აზრები ტრიალებლდა, ცოტაც და თავს ვეღარ შევიკავებდი, ამიტომ წასვლა ვარჩიე, მაგრამ ნიტას ხელი ვიგრძენი, რომელიც საოცრად ამოეხლართა ჩემს თითებში და მთელი ძალით მიჭერდა.
- არ წახვიდე. ( ნიტა )
- რატომ, მოგენატრები?
- კი მომენატრები. ( ნიტა )
- მგონი, მთვრალი ხარ.
- ჰაჰა არა მთვრალი ნადმვილად არ ვარ, უბრალოდ ზედმეტად ბევრი ტყუილი ვთქვი ახლა. ( ნიტა )
- ასე ჯობია.
ელოდა, რომ მის ასეთ სიტყვებზე გავბრაზდებოდი, ჩემი ასეთი რეაქცია ძალიან გაუკვირდა, მაგრამ უნდოდა ეს არ შეემჩნია და სხვა თემაზე გადაიტანა ყურადღება.
- გერმანიში როდის მივდივართ? ( ნიტა )
- ისევ ახლიდან იწყებ? მე იქ საქმე მაქვს და ძალიან ცდები თუ გგონია, რომ გასართობად მივდივარ.
- მერე რა პრობლემაა? ჩვენ წამოვალთ გასართობად, შენკი შენს საქმეებს მიხედე. ( ნიტა )
- ნუ მეთამაშები ლამაზო.
- რატომ? იქნებ მე შევძლო შენი დათანხმება? ( ნიტა )
- მაინც როგორ?
მომიახლოვდა და ცკევა განაგრძო, მეც არ დავაყოვნე და დაბალი ხმით ვუთხარი.
- იცი, ჩემთან ასე ახლოს ყოფნა სარისკოა.
- მიყვარს რისკი. ( ნიტა )
- მაგრამ არამგონია შედეგით კმაყოფილი დარჩე, უფრო სწორად დარწმუებული ვარ შედეგიც მოგეწონება, მაგრამ რათქმანდა ამას ხმამაღალა არ აღიარებ.
- ძალიან თავხედი ხარ. ( ნიტა )
- მე ვარ თავხედი? ცოტახნისწინ ამობობდი რისკი მიყვარსო.
- კი, მაგრამ მე არ დავფიქრებულვარ შედეგზე. ( ნიტა )
- მეკი სანამ რისკზე წავალ, ყოველთვის ვაცნობიერებ შედეგს და შესაბამისდ ვმოქმედებ.
- საინტერესოა. ( ნიტა )
- შეგახსენებ, რომ შვიდ წუთში სიმღერა დამთავრდება, მე წავალ და შენ ვერაღ შეძლებ ჩემს დათანხმებას.
ამის გაგონეაბზე სიცილით კიდევ უფრო მომიახლოვდა და ჩვეული მოძრაობა განაგრძო - ვაღიარებ, რომ თავს ცვეტში ძლივს ვიკავებდი, მაგრამ ის ამას ვერცკი ამჩნევდა რადგან მეც ჩვეულებრივად ვაგრძელებდი ცეკვას, ჩემთვის გავიფიქრე, რომ დრო იყო ჩემი თამაში დამეწყო - მისი ყელი ნელი მოძრაობით ჩემს ხელში მოვათავსე და ასევე ნელი მოძრაობით შევახე ჩემი ბაგეები, მაგრამ არ მიკოცნია უბრალოდ მის დაბნევას ვცდილობდი და მოვახერხე კიდევაც - ჩემდა მოულოდნელად თავისი ხელები რითუმალდ აათამაშა ჩემს მხრებზე და მანაც იგივე მოძრაობით ყელისკენ გადაიტანა ყურადღება, წამებში უამრავმა აზრმა გამიელვა თავში - რას აკეთებს ეს გოგო? ისედაც ძლივს ვაკავებ თავს, რატომ მეთამაშება? კარგი რა გემართება დადა? ისიც ჩვეულებრვიი გოგოა ტო. - ხელები ფრთხილი მოძრაობით მოვათავსე მის წელზე და უფრო მეტად მივიზიდე ჩემსკენ, მის გულისცემას ვგრძნობდი, სუნთქვა გაუხშირდა - აი ჩემი ჯოკერი სად იმალებოდა - მას არ შეუძლია დამალოს პასუხი ჩემს ყოველ შეხებაზე მეკი ამის სასწაული ნიჭი მაქვს.
- ისევ იგივეს ფიქრობ? როგორ გგონია გერმანიაში ჩემთან ერთად ყოფნა ცუდი იდეა იქნება? ( ნიტა )
ცოტაც და გული წაუვიდოდა ამის თავიდან ასაცილებლადკი მაშნვე თქვა თავისი სათქმელი, რაზეც გამეღიმა.
- ეგ ღიმილი რას ნიშნავს? ანუ შევძელი შენი დათანხმება? ( ნიტა )
- შესაძლებელია.

აბა როგორია? მოგეწონათ თუ არა? ყველაზე მეტად რომელი პერსონაჟი მოგწონთ და რატომ? დადაზე რას ფიქრობთ? love მოკლედ სულ სულ ყველაფერი მაინტერსებს ჩემო საყვარლებო. love წინა თავში წარმოუდგენლად გამახარეთ თქვენი შეფასებებით და იმედია ახლაც ასე იქნება. love



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

კაია მაგრამ პაატარა თავებია ცოტა გაზარდე
არ მომწონს ნიტა რომ ამ დაბნეულობას იმჩნევს ცოტა რო მანაც იითამაშოს ცუდი არ იქნება.
არ დააგვიანო დადება

 


№2  offline წევრი Natta

ანი ანი
კაია მაგრამ პაატარა თავებია ცოტა გაზარდე
არ მომწონს ნიტა რომ ამ დაბნეულობას იმჩნევს ცოტა რო მანაც იითამაშოს ცუდი არ იქნება.
არ დააგვიანო დადება


შენ რა კარგი ხარ love მადლობა იმისთვის, რომ ყოველთვის აფასებ ისტორიას love ერთერთი საუკეთესო მკითხველი ხარ შენ ჩემთვის love დღესვე დავამატებ შემდეგ თავს. love

 


№3 სტუმარი mtvaro svani

vaimeeeee mteli drois manzilze magizianebda eg tripachi dada magram exla nita magizianebs.rogor iqceva ras aketebs saertod.rogorc sxva gogoebi isic eteneba tavs pativs ar scems?mis tvalcin icvlis gogoebs amcirebs lamis utxras shenc matnairi .... xaro da uaress aketebs.

 


№4  offline წევრი Natta

mtvaro svani
vaimeeeee mteli drois manzilze magizianebda eg tripachi dada magram exla nita magizianebs.rogor iqceva ras aketebs saertod.rogorc sxva gogoebi isic eteneba tavs pativs ar scems?mis tvalcin icvlis gogoebs amcirebs lamis utxras shenc matnairi .... xaro da uaress aketebs.

მადლობა შეფასებისთვის heart_eyes მგონი ზედმეტად გვიან ვნახე შენი კომენტარი smiley ამ თავის შემდეგ საკამოდ ბევრი თავი დავამატე და გამახარებ თუ კიდევ დავინახავ შენს შეფასებას heart_eyes კარგი იქნება თუ იმასაც აღნიშნავ ახლა რას ფიქრობ ნიტაზე ანდაც სხვა "პერსონაჟებზე". heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent