საკუთრება.[6]
-მე და შენ სერიოზული სალაპარაკო გვაქვს,კატო! -მე და შენ არანაირი სალაპარაკო არ გვაქვს,ლუკა,შენ მე მომატყუე! მე კიდევ მატყუარებთან არ მსურს კონტაქტი! - მკაცრად ამოილაპარაკა გოგონამ და თავის თეთრ კაბას დახედა,რომელსაც აქა-იქ სისხლის ლაქა ეტყობოდა- ჯანდაბა,მხოლოდ ეს მაკლდა ბედნიერებისთვის -წამოდი სახლში წაგიყვან და გამოიცვალე -არსადაც არ წამოვალ,გასაგებია? შენთან ერთად სამოთხეშიც კი აღარ წამოვალ-კვლავ დაიღრინა გოგონამ -როგორც ჩანს ორ დღეში სვანეთში მოგიწევს ჩემთან ერთად წამოსვლა-ირონიულად აათვალიერა გოგონა და ცალყბად გაიღიმა -შენ! როგორ მინდება ხოლმე მაგ უტიფარი ღიმილის გამო დაგისახიჩრო ეგ სახე!-დაუღრინა და მისკენ წავიდა,თუმცა ნანა კვლავ შემოვიდა კაბინეტში და მგონი საცოდავი ლუკა იხსნა განრისხებული გოგონასგან -უკაცრავად-ჩაახველა ნანამ-არ მინოდა თქვენთვის ხელი შემეშალა,მაგრამ ძალიან გვჭირდები მამაკაცი შემოიყვანეს,მამაკაცს ელასტინის მემკვიდეობითი დეფექტი აღმოაჩნდა,ანევრიზმის წინა პირობა,კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ გვაჩვენა,რომ ტომრისებრი ანევრიზმა აქვს განვითარებული მუცლის ღრუში,კერძოდ თირკმლის არტერიის ქვევით,მამაკაცი მწეველია და ასევე შესაძლოა ანევრიზმა გასკდეს -კარგი,ნანა,ახლავე წავიდეთ,უთხარი რომ პაციენტი მოამზადონ ოპერაციისთვის,პროთეზს იმპლანტაცია მოვახდინოთ. მთელი საათები მიმდინარეობდა ოპერაცია,თუმცა ღვთის წყალობითა და გოგონას ოქროს ხელებით მამაკაცის პროთეზის იმპლანტირება წარმატებით დასრულდა,ხელები სწრაფად დაიბანა და ოთახი საშინლად დაღლილმა დატოვა,ეს თეთრი ფრიალა კაბაც ნერვებზე მოქმედებდა,როდესაც კაბინეტში შევიდა და იქ ლუკა დახვდა ჩაძინებული გაეღიმა,მამაკაცის წინ ჩაიმუხლა და პატარა პაკეტი აიღო,სადაც თავისი ტანსაცმელი იდო,საშინლად ესიამოვნა მამაკაცის ყურადღება,წამით ისიც დაავიწყდა რომ ატყუებდა,შემდეგ კარი გადაკეტა და ჩაცმას შეუდგა,ის იყო შარვალი ამოიცვა,როდესაც ლუკას გაეღვიძა,თვალები მოიფშვნიტა და წელს ზემოთ შიშველი გოგონა რომ დაინახა სურვილი გაუჩნდა რომ მისი საკუთრება გამხდარიყო ეს გოგო. როდესაც გოგონამ ჩაცმა დაამთავრა ლუკამ ჩაახველა,კატო სწრაფად მოტრიალდა უკან -შენ რა,გღვიძავდა და მიყურებდი?-სიბრაზისგან წამოენთო გოგონა -არა-იუარა მამაკაცმა -როგორ არა,მიყურებდი!-ამოიღრინა კატომ -ჰო,თავს გაჩვენებდი რომ მეძინა,იმიტომ რომ ვანგა ვარ და დარწმუნებული ვიყავი რომ გაიხდიდი-თვალები გადაატრიალა მამაკაცმა და გოგონაც ისე დაადუმა ვეჭვობ ეს ხმის ამომღები საერთოდ იყოს,ყელი მოიღერა და თავის სავარძელში ჩაეშვა -მადლობა,მაგრამ არ იყო საჭირო შეწუხება,ახლა კი შეგიძლია წახვიდე -როგორ,შენ არ მოდიხარ?-გაიკვირვა გოგონამ -არა,რაღა დარჩა მაინც ჩემი სმენაა დღეს უკვე,განცხადებას დავწერ და ხვალ წავიდეთ სვანეთში,აღარ მინდა უკვე აქ დარჩენა -კარგი,როგორც გინდა.-მხრები აიჩეჩა მამაკაცმა და იქაურობა დატოვა. ცოტა ხანს დაიძინა კატომ,მაგრამ მალევე გააღვიძა გიგამ -გაიღვიძე,შემოწმებაზე გავდივართ -ო,ღმერთო ჩემო,რომ იცოდე როგორ მძულს ზოგჯერ ჩვენი სამსახური -ზოგჯერ? მე ყოველთვის მძულს,განსაკუთრებით მაშინ 24 საათი რომ ფეხზე ვირივით გვიწევს მუშაობა,ერთი წუთით თვალის მოტყუებაც რომ ფუფუნებაა ჩვენთვის -ეჰ,მე კი დავისვენებ ერთი თვე,მაგრამ ნეტავ ამას დასვენება ერქმევაა?-ამოიგმინა კატომ და ფეხზე წამოდგა -წამოდი,გიორგი ვნახოთ და მოგეშვება დაღლილობა -წამოდი-გაუღიმა კატომაც. პალატაში გონზე მყოფი გიორგი დახვდათ,ბიჭმა როგორც კი კატო დაინახა ბედნიერებისგან თვალები აუბრჭყვიალდა -კატოო,როგორ გამიხარდა შენი ნახვა-ბიჭი წამოიწია ჩასახუტებლად,მარამ გულის მიდამოებში ჩხვლეტა იგრძნო და დაიმანჭა -არ წამოდგე,შენთვის ჯერ არ შეიძლება მკვეთრი მოძრაობები,ბოლოს და ბოლოს პარკუჭები შეგიცვალეთ-გაუღიმა კატომ და მსუბუქად მოეხვია ბიჭს -შენ გამიკეთე? -ხო მე გაგიკეთე -მხიარული გაზის შესუნთქვისას რომ ვერ დაგინახე?-თვალები მოჭუტა ბიჭმა -ცოტათი შემაგვიანდა,საქმიანი ვახშამი მქონდა,გეფიცები-დაიფიცა ბოლოს,როდესაც ბიჭი კვლავ მოჭუტული თვალებით უყურებდა,შემდეგ გაუღიმა -მჯერა შენი,ზუსტად იმიტომ არის ახლა ძლიერი ტკივილები რომ არ მაწუხებს-ღრენით გადახედა გიგას და სიცილი აუტყდა-კარგი ხო,გიგა ბიძია,არ გერჩი არაფერს-გამოაჯავრა მამაკაცი და კვლავ გაეცინა,კატოც აყვა სიცილში,თუცმა მალევე დამშვიდდა და ბიჭს საჩვენებელი თითი დაუქნია -ნუ ოხუნჯობ,არ შეიძლება-მეთქი შენთვის მკვეთრი მოძრაობები -კარგი ხო,კატო,ხომ კარგად ვიქნები? -ხუთ წელში ისევ მოგიწევს ჩვენთან მოსვლა,მაგრამ იმედია ცოტა ადრე მოხვალ! იცოდე არასდროს დამიმალო პრობლემები! -დატუქსა ბიჭი და შუბლზე აკოცა-ახლა გავალთ,სხვა პაციენტებიც გვყავს თუ რამე დაგჭირა ამ ღილაკს დააჭირე და ეგრევე შენთან გავჩნდები -კატო-გასვლას აპირებდა გოგონა,როდესაც ბიჭის ხმამ შემოაბრუნა -გისმენ,გიო. -ხვალ ხომ აქ იქნები? დედა მოვა და შენი გაცნობა უნდა -ჩემიი? ხვაალ?-გაიკვირვა გოგონამ-არა,გიო,ხვალ არ ვიქნები აქ -ვერ მოხვალ? -ხვალ სვანეთში მივდივარ,გიო.-დანაღვლიანებული ბიწის დანახვაზე გული შეეკუმშა გოგონას -ორი წუთითაც ვერ შემოირბენ? -ვერ დაგპირდები,გიო.-მკრთალად გაუღიმა ბიჭს და პალატა დატოვა. მართალია ყველანაირად ეცდება ბიჭის მოსანახულებლად მოსვლას,მაგრამ რაიმემ რომ შეუშალოს ხელი,რომ დაპირდეს და მერე რომ ვერ აუსრულოს რა ქნას?ხომ დარჩება ბავშვი იმედგაცრუებული. სწორედ იმედგაცრუების ეშინია და ისწავლა კიდევაც რომ არასდროს უნდა მისცე ადამიანს დაპირებაიმის შესახებ რაშიც 100%-ით არ ხარ დარწმუნებული,სხვა პაცენტებიც მოინახულეს გიგა და კატომ და შემდეგ არაქათგამოცლილები წამოჯდნენ კატოს კაბინეტში დივანზე,ცოტა ხანში თეკლაც შემოუერთდა ყავებით ხელში -შენ გაიხარე,თეკლა,გურამი როგორ არის? -ახლა მოვდივარ იქედან,კარგად არის,ძალიან ბედნიერი ჩანს სასიძოს გაცნობით -ეჰ,რომ იცოდეს ვატყუებ არასდროს გამცემდა ხმას -კარგი,ნუ იფიქრებ მაგაზე,შენ აჯობებს განცხადების წერას შეუდგე,თორემ ვეჭვობ ისევ შემოიყვანენ დღეს დაშავებულებს და დაგრჩება განზე ყველაფერი-დაარიგა გიგამ და გამოცოცხლებული გოგონაც შეუდგა განცხადების წერას -რომ იცოდე ზოგჯერ როგორ მბეზრდება ყველაფერი,თითქმის ორმოცდარვა საათია ფეხზე ვდგავარ,საშინელი დამღლელია ეს პროფესია -მხოლოდ ქირურგობა არ არის,კატო,დამღლელი,სხვა პროფესიებიც საკმაოდ დამღლელია -მართალია თეკლა,ჩვენ მხოლოდ ქირურგები გვგონია ვირივით მომუშავე ხალხი,თუმცა ყველა პროფესია თავის მსხვერპლს მოითხოვს,ხომ გავიწყდება დაღლა,როდესაც პაციენტს სიცოცხლეს უნარჩუნებ? -რა თქმა უნდა,გიგა,ყველაფერი მავიწყდება,ესეც ასე,განცხადება დავწერე,მერე ნანას გავუტან და ხელს მოვაწერინებ -დაიცადე რამდენიმე წუთი და აქეთ გიპოვნის ნანა-თვალი ჩაუჯრა გიგამ და თითქოს წინასწარპეტყველიაო ნანამაც შემოაღო კაბინეტის კარები -როგორ დავიღალე-ამოილაპარაკა ქალმა და გიგას ყავა ააცალა-არ გჭირდება ეგ შენ,საღამოს გეძინა ტკბილად -უფროსი ხართ,ქალბატონო ნანა,ჩემი თორემ იცოდეთ მაგ ყავის გამო დაგწყევლიდით-ამოიღრინა გიგამ და ყველას გაეცინა -ეჭვიც არ მეპარება ახლა გულში რომ მწყევლი-სიცილით ამოილაპარაკა ნანამ -ნანა,შენი ხელმოწერაა აქ საჭირო -კარგი მომაწოდე-კატომ ფურცელი და კალამი მიაწოდა და ნანამაც მოაწერა ხელი-მორჩა,თავისუფალი ხარ დროებით -ახლა წავიდე? -არა,რადგან აქ ხარ ბარემ ცვლის დასრულებას დაელოდე რაა,თან მამაკაცია შემოყვანილი ავარიაში მოჰყვა,უგონო მდგომარეობაშია,რეცეპტორები არ ფუნქციონირებენ,კომპიუტერული ტომმოგრაფია ჩაუტარე შიდა სისხლდენა არ აღენიშნებოდეს,საღამოს შვიდი საათისთვის თავისუფალი იქები-კაბინეტი დატოვა ნანამ -ღორი,ყავა სულ დამიცალა-ამოილაპარაკა გიგამ და ნანამაც შემოყო თავი -გავიგონეეე-გამოაჯავრა მამაკაცი და კვლავ დატოვა კაბინეტი,იქაურობა სიცილმა მოიცვა -ღმერთო ჩემო,ჯერ მხოლოდ სამი საათია და მე მთელი ოთხი საათი კიდევ აქ უნდა ვიყოო?-ამოიგმინა კატომ და კაბინეტი დატოვა,კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარა მამკაცს და აღმოჩნდა რომ შინაგანი სისხლდენა არ აღენიშნებოდა,რატომღაც მოუნდა რომ მამაკაცი ენახა,იცის რომ კომაში მყოფ ხალხს ესმის საუბარი,ახლა კი მის გვერდით არავინ იყო,რაღაც მიზეზი სჭირდებოდა იმისთვის რომ ეცოცხლა,რაღაცას უნდა ჩასჭიდებოა,სწრაფად მოძებნა მამაკაცის პალატა და შიგნით შევიდა,იქვე სავარძელში ჩამოჯდა და მამაკაცს დააკვირდა, ორმოც წლამდე იქნებოდა დანანებით გააქნია თავი და საუბარი დაიწყო -ვიცი რომ ჩემი გესმით,ძალიან გთხოვთ იბრძოლეთ,იბრძოლეთ სიცოცხლისთვის,თქვენს ოჯახს სჭირდებით,რაიმე რეფლექის გამომჟღავნება თუ არ დაგიფიქსირდათ სასუნთქ აპარატს გამოგირთავენ და ვეღარასდროს შეძლებთ თქვენი შვილის დანახვას,გესმის ეს რას ნიშნავს? ძალიან გთხოვთ იბრძოლეთ,თქვენი ოჯახი გზაშია,ალბათ ხვალამდე ვერ ჩამოვლენ,თქვენ ხომ გინდათ მათი კვლავ ხილვა...-ცრემლები მოიწმინდა და პალატა დატოვა,როგორც იქნა მისი წასვლის დროც მოვიდა,ფრთხილად გაიხადა ხალათი და იქვე უჯრაში ჩადო,ჩანთა აიღო და ლიფტში შევიდა,ფოიეში გასვლისას ახალგაზრდა მამაკაცს მოჰკრა თვალი,რომელიც გიგას ესაუბრებოდა,მათ მიუახლოვდა,გიგა აშკრად ძლივს ცდილობდა სიცილის შეკავებას -რა ხდება? -კითხე თავად გიამბოს-ახალგაზრდა მამაკაცს გადახედა -გასაღები გადავყლაპე-ამოიხნავლა მამაკაცმა -ღმერთო ჩემო-პირზე ხელი აიფარა გოგონამ -არ გაინტერესებს რატომ გადაყლაპა?-უკვე სახეზე წითლდებოდა მამაკაცი,კატოს ხმის ამოღება აღარ შეეძლო,ამიტომ თავით ანიშნა რატომო- არ უნდოდა მის ცოლს დაეტოვებინა-კატომ ვეღარ შეძლო სიცილის შეკავება და პაციენტს ზურგით დაუდგა გემრიელად,მაგრამ უხმოდ გაიცინა და გიგას მოეხვია -ნახვამდის,გიგა,ალბათ ცოტა ხანს ვერ ვნახავთ ერთმანეთს,თუ გადაიფიქრებ და შვებულებას შენც აიღებ შეგიძლია სვანეთში ჩამოგვაკითხო-შემეგ პაციენტს მიუბრუნდა და გამოჯანმრთელება უსურვა,ბოლოს კი იქაურობა ღიმილით დატოვა... -გურამ,მოვედიი-დაიყვირა,როდესაც მისაღებში შევიდა-ჩემს ოთახში ვიქნებიი-დააყოლა და ოთახში შევიდა,სწრაფად გაიხადა ტანისამოსი და სააბაზანოში შევიდა,შხაპი ხომ ბედნიერებაა,დამღლელი დღის შემდეგ მისწრებაა პირდაპირ. ყველაზე პირვეილი ანტიდეპრესანტია მსოფლიოში,ერთი საათი ნებივრობდა ალბათ სააბაზანოში,ბოლოს მუცელმა შეაწუხა და პირსახოც შემოხვეული გავიდა თავის ოთაში,კინაღამ გული წაუვიდა შიშისგან იქ რომ ლუკა დახვდა -შენ აქ რას აკეთებ?-იკითხრა გაოგნებულმა და კიდევ უფრო მარად ჩაებღაუჭა პირსახოცს -ნუ ღელავ არ ვაპირებ შენზე ძალადობას-მხრები აიჩეჩა მამაკაცმა და პირსახოზე ჩაბღაუჭებულ ხელებზე მიანიშნა -აქ რა გინდა?-კითხვა გაუმეორა გოგონამ -ვიფიქრე გვიანობამდე მოგიწევდა მუშაობა და გურამი მატო რომ არ ყოფილიყო ამოვედი,მან კი აქ გამომგზავნა,აშკარად შვილთაშვილებზე ფიქრობს-წარბები აათამაშა მააკაცმა და კატოს გაოგნებული მზერაც აიმსახურა- თვალებით რომ შეიძლებოდეს ადამიანის მოკვლა,დარწმუნებული ვარ უკვე ცოცხალი არ ვიქნებოდი,რა სახით იყურები,ვიხუმრე რა იყო-განუმარრტა გოგონას სიტუაცია და ირონიული მზერით აათვალიერა გოგონა,კატოს უხერხულობისგან სახეზე წამოაწითლა და ხელისგულები ლოყებზე მიიდო,თუმცა როგორცკი ოდნავ ჩამმოსცდა პირსახოცი მკერდს ეგრევე დაუბრუნა საწყის მდგომარეობას -ახლავე გადი აქედან!- მკაცრად მიმართა მამაკაცს და ეცადა საყრდენი არ გამოსცლოდა -კარგი ხო,აშკარად ცუდად მოვქმედებ შენზე-კვავ ირონიულად აათვალიერა მამაკაცმა გონება და ოთახი დატოვა,კატომ ეგრევე გადაკეტა კარები და იქვე იატაკზე ჩამოჯდა,ხელის ზურგით შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და ოდნავ ამოიხვნეშა -რა იყო ეს?-ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და მსუბუქად გაიღიმა,შემდეგ თავი გაქნია და მოწესრიგებას შეუდგა,შორტები ამოიცვა,ნაცრისფერი ტოპი გადაიცვა და სველი თმები მსუბუქად შეიკრა,შემდეგ კი დინჯი ნაბიჯებით გამოვიდა ოთახიდან,მისაღებ ოთახში დივანზე ჩამომსხდარიყვნენ გურამი და ლუკა და გაებათ მასლაათი,მათი შემხედვარე გოგონას გაეღიმა და მიხვდა,ზოგჯერ ტყუილიც საჭირო ყოფილა,განსაკუთრებით ასეთ სიტუაციებში..ნელა მიუახლოვდა მათ და ადგილი ლუკას გვერდით დაიკავა,მამაკაცმაც ისარგებლა მომენტით და ხელი გადახვია,კატომ ჯერ გვერდებზე უჩქმიტა მამაკაცს,შემდეგ კი ყურში უჩურჩულა -თავში არ აგივარდეს,შენზე ისევ გაბრაზებული ვარ,ეს იმიტომ რომ გურამმა არ იეჭვოს რამე -გგონია სხვა რამე ვიფიქრე? მეც ზუსტად მაგიტომ გადმოგხვიე ხელი-დაგესლა მამაკაცმა,თან სიახლოვით ისარგებლა და შეკრული თმები ჩამოუშალა, გაბრაზებულმა კატომ კი სწრაფად მოიშორა მისი ხელები,ფეხზე წამოხტა და სამზარეულოში გავარდა ნერვების დასაწყნარებლად -უტიფარი,ისე იქცევა თითქოს სულაც არ ვიყო სასურველი ქალი,მე შენ განახებ სიცოცხლის გაწამება როგორ უნდა! -დადიოდა იქეთ-აქეთ და ქოთქოთებდა,ამასობაში ლუკას გურამისთვის ბოდიში მოეხადა და სამზარეულოს კარებთან დამდგარიყო,ღიმილი აეკრა და უყურებდა კატოს,გოგნამ როგორც კი შენიშნა მამაკაცი ქოთქოთი შეწყვიტა და შეუღრინა,თუმცა სანამ რამე სიტყოდა ლუკამ დაასწრო -გურამმა შემოირიგე და ისე გამოდიო,თორემ თავს არ შევიწუხებდი ხომ იცი-მხრები აიჩეჩა ლუკამ და სწრაა დასერიოზულდა,სამზარეულოდან გამავალ გოგონას ხელში წვდა და უკან დააბრუნა,შემდეგ ხელი გადახვია და უბიძგა წასულიყო. კატოც უხმოდ დაჰყვა მამაკაცის ნებას. რას გრძნობდა კატო? ყველა კუნთი მოდუნებული ჰქონდა,თითქოს ძვლების ნაცვლადაც რაღაც სითხე ჰქონოდა და რომ არა ლუკა,რომელიც საყრდენად ევლინებოდა,ალბათ გიატაკზე გაიშოტებოდა,გურამის დასანახად გაიღიმა გოგონამ,ლუკას ყურისკენ გადაიწია და ღიმილით უჩურჩულა -რომ იცოდე როგორ ვერ გიტან-ღიმილით დაუღრინა და თან მსუბუქად აკოცა ყურის ძირში,რამაც მამაკაცის ხელის ძლიერი მოჭერა გაოიწვია კატოს ფეხზე,გოგონამ ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოაქცია,რათა არაადამიანური ხმები ჩაეშო და გამოუვიდა კიდევაც,ერთი უხერხულად გაუღიმა გურამს და მამაკაცის ხელები მოიშორა. -ლუკა,შვილო რას საქმიანობ? -ინჟინერი ვარ,გურამ,ჩვენი ქსელი გვაქვს მე და ჩემს პარტნიორებს და სხვადასხვა შენობებს ვაპროექტებთ -წარმატებული კარიერა გქონია,ლუკა.-ესეც ასე,გაიგო ლუკას პროფესიის შესახებ,მადლობა გურამს,კვლავ გაუღიმა გურამს და ლუკას მხარზე თავი ჩამოადო,კიდევ დიდ ხანს საუბრობდნენ გურამი და ლუკა,კატომ ვერც კი შენიშნა ისე ჩამოეძინა მამაკაცის მხარზე,ლუკამაც სწორედ მაშინ იგრძნო,როდესაც ძილში კატომ ხელი მოხვია მამაკაცს,მისკენ დაიხარა და როდესაც მძინარე გოგონა დაინახა გაეღიმა,გურამს ბოდიში მოიხადა და მისი თანხობით გოგონა თავის ოთახში გაიყვანა,საწოლზე ფრთხილად დააწვინა და ღიმილით გადაედა გოგონას ხელს,რომელიც თავისას ჩაჭიდებულიყო და არაფრის დიდებით არ უშვებდა,კარებთან მდგომი გურამის ხმამ შეაკრთო მამაკაცი -აწი ვერ გააშვებინებ ხელს,ასეთი წესი აქვს,რამეს თუ ჩაებღაუჭა ძილში მერე ვეღარ ვაშვებინებდით ხოლმე,შეგძლია დარჩე არ,ნებას გაძლევ-გურამმა გაუღიმა მამაკაცს და კარები მოუხურა,ლუკამაც ფრთხილად გაიადა ცალი ხელით ფეხსაცმელი,ისე რომ მეოე არ მოუშორებია გოგონასთვის,გვერდით მიუწვა და იმ ხელზე ჩამოადებინა გოგონას თავი,რომელსაც ჩაბღაუჭებოდა,შემდეგ მთელი სიფაქიზით აკოცა საფეთქელზე და მშვიდ ძილს მიეცა... ღამით ათასჯერ გადაბრუნდ-გადმობრუნდა კატო,ძირითადად სიცხე აწუხებდა,შეაწუხება აბა რა იქნებოდა ამხელა მუტრუკი რომ იქნებოდა მასზე მოხვეული,,არადა მარტო ძილს არის მიჩვეული,სიცხისგან აქამდე ათასჯერ გაიღვიძებდა,მაგრამ საკვირველი ის არის რომ არ გაღვიძებია,სამაგიეროდ ლუკას იმდენჯერ ურტყა ფეხი მგონი მამაკაცს კაცობაც კი დაკარგვინა. დილით რა საკვირველია სიმძიმე იგრძნო და თვალების გახელისას მაზე აკრული მამაკაცი რომ დაინახა ლამის თვალები შუბლზე აუვიდა,ბევრჯერ სცადა მისი ტორებისგან თავის დაღწევა,თუმცა მამაკაცი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა სანამ თვითონ არ გაეღვიძა და არ გაუშვა გოგონა,მანამ თავი ვერ დაიღწია კატომ -აქ რას აკეთებ ამიხსნი?-დაიღრინა გოგონამ -სანამ რამეს იტყოდე იცოდე რომ შენ ჩაგეძინა ჩემს მხარზე და როდესაც აქ გადმოგაწვინე ჩემი ხელი დაიჭირე და არ გამიშვი,გურამმა მითხრა რომ ასეთი ჩვევა გქონდა და აქ დარჩენის უფლება მომცა,საერთოდაც არ შედიოდა ჩემს გეგმებში აქ დარჩენა-მხრები აიჩეჩა ლუკამ და აწითლებულ გოგონას გადახედა -მაგრამ ამ დილით შენ მეხვეოდი -სამაგიეროდ მარცხენა ფეხით შენ ეჭიდები ჩემს მარჯვენა ფეხს და ძვრის საშუალებას არ მაძლევ-გოგონამ სწრაფად გადახედა თავის მარცხენას და როდესაც ლუკას ნათქვამი რეალობა აღმოჩნდა სწრაფად გამოგლიჯა ფეხი -ბარი ბარში ვართ,ძვირფასო, და საერთოდაც რა მოუსვენარი ყოფილხარ საწოლში-კატო ისევ წამოწითლდა და როდესაც ლუკა მიზეზს მიუხვდა ხმამაღლა გადაიხარხარა და თან დააყოლა-იმ მხრივ არა რა მხრივადაც იფიქრე,ნუ გაწუხებს ბილწი აზრები,ჯერ ბავშვი ხარ მაგისთვის-კვლავ განაგრძობდა სიცილს,თუმცა როდესაც კატოს მოქნეული ბალიში მოხვდა სწრაფად დასერიოზულდა,გოგონასკენ გადაიწია და ხელები გაუმაგრა -შენთვისვე აჯობებს თუ არ გამომიწვევ,ქალდანების ქალიშვილო,იცოდე წაგებული დარჩები -მაგასაც ვნახავთ-გაიჯგიმა კატო და ხელები გაინთავისუფლა-ახლა კი შეგიძლია მოემზადო და ბარგი ჩაალაგო,ვინაიდან და რადგანაც ცოტა ხანში სვანეთში მივდივართ-სიტუაცია აუხსნა კატომ და მამაკაციც სწაფად წამოდგა საწოლიდან,მოწესრიგდა და იქაურობა დატოვა,კატო ჯერ აზრზე მოსვლას ცდილობდა,მერე როდესაც აზრზე მოვიდა საკუთარი ტვის ლანძღვა დაიწყო,სულ ბოლოს კი იმაზე გაბრაზდა რომ აგვიანდებოდა და ბარგის ჩალაგებას დაუყვა,პარალელურად კი თეკლას ურეკავდა -მზად ხარ? -მე კი,შენ? -ვაიმე არაა,რომ იცოდე რა მოხდა,აუცილებლად მოგიყვები რომ გნახავ ახლა უნდა ჩავალაგო -დამაინტრიგა და მითიშავს,იცოდე ვერ გადამირჩები თუ არ მეტყვი მალე -ორისთვის გამოგივლით -კარგი ,გეოდებით -დროებით-ტლეფონი გაუთიშა გოგონას,ცოტა ხანში თავისი ბარგის ჩალაგებას მორჩა,შემეგ კი გურამთან გავიდა,ეგონა გურამის ტანსაცმელიც მას ექნებოდა ჩასალაგებელი თუმცა გურამმი ფეხზე დახვდა და ბარგიც ჩალაგებული ჰქონდა თან. -ყოჩაღ გურამ!-შეუქო ნამოქმედარი გოგონამ და ბაბუას მოეხვია -შენ მთლად უსაქმურ გეგონე,ეკატერინა? ნურას უკაცრავად-მოჩენებითი სიბრაზით ამოილაპარაკა მამაკაცმა და ჩემოდანს დაავლო ხელი,თუმცა კატომ საჩვენებელი თითი დაუქნია და ჩემოდანი წაართვა ხელიდან -ამას მე წავიღებ -კარგი,როგორც იტყვი-ამოიჩურჩულა მამაკაცმა და იქაურობას მოვალო თვალი,ცდილობდა ყველა დეტალი დაემახსოვრებინა,ყველა კუთხე კუნჭული,მიუხედავად იმისა რომ ამ სახლში აიკიდა ეს დაავაებები,წამითაც არ ნანობდა და მით უმეტეს არ სძულდა ეს სახლი,პირიქით,ძალიან უყვარდა,უყვარდა იმიტომ რომ თავის შვილიშვილთან ჰქონდა ამდენი დრო გატარებული,იმიტომ რომ ყველგა ეკატერინას სურნელი იყო და იმიტომ რომ უბრალოდ ამ სახლში გაიზარდა პატარა ეკანო,თვალზე მომდგარი ცრემლი შესუსტებული მუჭით მოიწმინდა და გოგონას გაუღიმა,კატომაც ხელი უშვა ჩემოდანს და მოხუცს აქვითინებული ჩაუვარდა მუხლებში,ყველაფერი იგრძნო კატოს გულმა,იგრძნო და ისეთ ტკივილით აძგერდა,ისეთი გაუსაძლისი ტკივილით ეგონა რომ სადაც იყო გაუსკდებოდა -შენ არ უნდა ტოვებდე აქაურობას,გურამ-აქვიინდა კატო და თავის ხელში აყვანა ვეღარ შეძლო,გურამმა სცადა მისი დამშვიდება,თუმცა არ გამოუვიდა,უკვე ისტერიკაში გადაეზარდა გოგონას ტირილი და იქეთ-აქეთ ირხეოდა,გული მოუკვდა გურამს შვილიშვილის ასეთი მდგომარების დანახვაზე -კატო,შვილო,წამოდექი ფეხზე,თორემ შეიძლება გამისკდეს გული,ხომ იცი რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად წავიდოდი ამ ქვეყნიდან უნდა შეეგუო,ბაბუ,უბრალოდ იცოდე რომ ამ ქვეყნიდან არ მივდივარ უბედური,ამქვეყნიდან ყველაზე ბედნიერი მივდივარ,ბა,აქ ყველაზე სანდო ხელში გტოვებ,იქ კი ჩემს შვილთან მივდივარ,შეეგუე კატო ამას,როგორ არ მინდა შენი დატოვება,მაგრამ ასეთია უფლის ნება,მას კი ჩვენ უბრალოდ ვერ გადავაბიჯებთ -გურამ,გაიგე,არც ერთი წუთი არ მინდა შენს გარეშე,გაიგე,არ შემიძლია,ჩემი ჰაერი ხარ,ჩემი სამყარო,ჩემი სიცოცხლე,შენს გარეშე რა ვაკეთო გურამ.. წარმოგიდგენია როგორი ცარიელი ვიქნები მაშინ,როდესაც გავიღვიძებ და აღარ მექნება შენზე საუზმე გაამზადებელი რომ ეს ჭაღარათმიანი მოხუცი უსაუზმოდ არ დარჩე,როგორი ცარიელი ვიქნები,როდესაც შენს ზღვის ფერ თვალებს ვერ დავინახავ,წარმოგიდგენია?-აბღავლდა კატო და უკანგაიჩოჩა,კედელს მიეყრდნო,მუხლებზე ხელები ჩამოიდო და თავი ჩარგო,არაადამიანური ხმები ამოუშვა გოგონამ,მერე კვლავ დაიწყო საუბარი -იცი რა საშინელი გრძნობაა იმის გააზრება რომ დღეს ამ სახლიდან ერთად გავადგამთ ფეხს,თუმცა უკან რამდენიმე თვეში მაინც მომიწევს დაბრუნება,მაგრამ შენ არ იქნები ჩემს გვერდით-ჩაწითლებული ჩვალებით ამოხედა გურამს გოგონამ და ცრემლი მოიწმინდა,შემდეგ გულზე მიიდო ხელი და ძლიერად დაირტყდა-ტყდება გული,გურამ,ტყდება როდესც იაზრებს რომ შენ არ დაბრუნდები ამ სახლში...-კვლავ წამოუვიდა ცრემლები...გურამიც ტიროდა შვილიშვილთან ერთად, არ ეთმობოდა ეს ერთი ციდა გოგონა,რომელიც მის თვალწინ გაიზარდა ,კატო მხოლო მაშინ მოვიდა გონს,როდესაც ოთახში ლუკა შემოვიდა,მამაკაცს თავზარი დაეცა,როდესაც ატირებული გოგონა დაინახა,მის წინ ჩაიმუხლა და ატირებული გოგონა მკლავებში მოიქცია,მერე ფრთხილად აიყვანა ხელში,გურამს თავი დაუკრა და სააბაზანოში შეიყვანა,ცივი შაპის ქვეშ დააყენა და ეცადა გონზე მოეყვანა,როგორც სჩანს უშველმა ცივმა შხაპმა გოგონას და გონზე მოიყვანა,აკანკალებულმა გადაკეტა წყალი და ლუკა მოწოდებული პირსახოცი ტანზე შემოიხვია,ლუკამ სველი ტანისამოსი გახადა და პირსახოცი ხელახლა შემოახვია,მერე კვავ აიყვანა ხელში და საწოლზე დასვა,იქვე გოგონას ხალათი მოძებნა და გადააცვა,მერე პირსახოცი აიღო და თმების გამშრალებას შეუდგა,თან ეჩურჩულებოდა გოგონას -ძლიერი უნდა იყო კატო,ძლიერი-როგორც იქნა გონს მოვიდა კატო და ლუკასკენ შებრუნდა,მამაკაცს სევდიანად გაუღიმა და ჩაეხუტა -მადლობა,ლუკა,შენ რომ არა ალბათ ჭკუიდან გადავიდოდი -ჩშშშ..დამშვიდდი,მე შენს გვერდით ვიქნები სულ-თმაზე ხელი გადაუსვა გოგონას და შემდეგ ფეხზე წამოდგა-მე გავალ და შენ მოწესრიგდი კარგი?- კატომ თავი დაუქნია და ლუკამაც ოთახი დატოვა... &&& ბოდიში,ბავშვებო,ცოტა დამაგვიანდა,უბრალოდ იმდენად ემოციურად ვწერდი,რამენჯერმე შევწყვიტე კიდევაც წერა ცრემლების გამო. იმედია იმდენად მაინც გადმოვეცი ემოციები,რომ თქვენამდეც მოაღწია. მადლობა რომ კითხულობთ,მიყვარხართ ძალიან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.