შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (3)


6-07-2016, 01:51
ავტორი (((end)))
ნანახია 1 567

მაღვიძარას მქუხარე ხმამ გამომაფხიზლა,ზლოზვნით ავდექი და დილის პროცედურები ჩავიტარე. სწრაფად ჩავიცვი ნაცრისფერი მაისური,შავი ჯინსი და შავი კეტები.
დაბლა ჩავედი, ტატო უკვე ამდგარიყო, ბლინები და ყავა გაეკეთებინა ჩემთვის, დიახ ჩემმა ტატიკომ უგემრიელესი ბლინების გაკეთება იცის.
-ეეე, როგორ ხარ ღიმილით ვუთხარი
-კარგად შენ, გავიგე ბიჭებისგან რომ რაღაც კარნავალიაო დღეს და იდეის ავტორი შენ ყოფილხარ.
-ჰოო, აუ იცი რა მაგარი გამოდის,დღესაა საღამოს.
-კარგით მადამ და დღეს რომ წაგიყვანოთ სკოლაში პრობლემა ხომ არ გაქვთ?
-არა. პირგამოტენილმა ვუპასუხე, ცოტახანში მოვრჩით საუზმეს,მანქანაში ჩავჯექით და გავუდექით სკოლის გზას.
დღეს უნდა ვნახო ყველაფერი წესრიგშია თუ არა,მერე ანუკისთან მივდივართ მე და ნია, იმიტომ რომ იქ გვაქვს ჩვენი კაბები,თან დღეს იქ ვრჩებით. ტატოსაც შევატყობინე ამის შესახებ და რათქმაუნდა მიშვებს. სკოლაში მალევე მივედით,ტატოც წავიდა. პირდაპირ კისრისტეხვით გავქანდი უზარმაზარ დარბაზში სადაც კარნავალი უნდა გაიმართოს. კიბეებზე ავრბოდი,როცა ბაგრატიონი დავინახე,გზა გავაგრძელე,თუმცა მისმა ბობოქარმა ხმამ შემაჩერა.
-გამარჯობა სახლში დაგრჩა ? ჰმ,იდიოტი.
-ვაიმე,სახლში დამრჩენია. ჩანთაში ვიქექბოდი,თითქოს რაღაცას ვეძებდი,შემდეგ კი მწუხარე გამომეტყველებით შევხედე და ხელები მაღლა ავწიე.
რაღაცის თქმას აპირებდა,თუმცა არ დავაცადე და დარბაზში შევვარდი. ყველაფერი ძალიან სასიამოვნოდ, კომფორტულად და სადად მოეწყოთ,ჰმ ხომ ვთქვი,რომ ანუკი არაჩვეულებრივი ორგანიზატორიათქო. მოულოდნელად ვიღაცის ნაზი,სიფრიფანა ხელები ვიგრძენი ჩემს თვალებზე,მაშინვე მივხვდი,რომ ეს ნია იყო
-ვინ ვარ ? სიცილით შესძახა ნიამ
-ვინ თუ არა ჩვენი ანგელოზი ნიაკო გავიღრიჯე მეც.
-აუუ ლეო თუ გეძახის, მე ზანგი ვარ ? ვუთხარი ვითომ ნაწყენმა.
-აუუ ხო კაი, ნუ მებუტები
ღმერთო რა ნაზია და სიფრისანა,თითქოს ანგელოზი იყო,ნეტავ როდის გაუმხელს გრძნობებს ლეო ? თან მგონი ნიასაც მოსწონს,ეგ კიარა ჩემი ტატო და ანუკი კიდე რით ვეღარ შევაუღლე რა.
-მისის გიჟებო აღარ წამოხვალთ ჩემთან ? შემოგვეგება კითხვით ანუკიც.
-ხო, ყველაფერი წესრიგშია
-ხოდა წავედით. გახარებულებმა შევძახეთ სიხარულისგან.
ანუკის სახლი ძალიან ახლოსაა ჩვენი სკოლიდან,რომ იტყვიან ორ ნაბიჯშიო,მართლა ასეა. სანამ სახლში ავიდოდით ჩიფსები,პოპკორნები, შოკოლადები,ნაყინები და წვენები ვიყიდეთ,აბა მთელი ღამე მარტო ფილმებს ხო არ ვუყურებდით?! სახლში შევდგით თუ არა ფეხი, ლამის მადის ამღვრძელმა სუნმა გაგვაფშიკინა იქვე ფეხები,ნეტავ ვინ იქნებოდა ამ სურნელის ავტორი თუ არა ლიკა დეიდა,რომელიც უთბილესი და უტკბილესი ქალია.
-ლიკაააა. გავძახეთ სამივემ, ერთხელ დავუძახეთ მე და ნიამ დეიდა და ლამის იქვე მოგვკლა, არ გაბედოთ და დეიდა არ დამიძახოთო, მე თქვენი დაქალი ვარო,იმის მერე კი მართლა ჩვენი დაქალი გახდა.
-ვაიმე ჩემი გოგოებიი მოვიდნენნ,რას გადაიკარგეთ ჰა თქვე უნამუსოებო, ნინა შვილო როგორ ხარ ? იმ უბედური შემთხვევის შემდეგ აღარ მინახავს ქალი და ასე იმიტომაა ჩემს მიმართ მწუხარების გრძნობა.
-არამიშავს,თქვენ როგორ ხართ. ტკივილნარევი ხმით ვუპასხუე.
-რამდენჯერ უნდა გითხრა ‘თ’ ებით ნუ მელაპარაკებითქო ?ჰა ? შემომიბღვირა
-ხო კაი,რამეს არ მაჭმევ ? თავი შევასაწ....
-მოდი,მოდი თორე ხო ხედავ ძვალი და ტყავი ხარ, გოგო დედაშენი რომ ჩამოვიდეს და გნახოს ესე,ხო გაუსკდა ქალს გული. ტრადიციულად დაიწყო ქოთქოთი :დ
-ვაიმე, დედა გვაჭამე. ანუკიმ უთხრა დედას.
ლიკამ გაგვიშალა სუფრა რასაც ქვია, გვაჭამა და მერე გვითხრა, რაც გინდათ ეხა ის აკეთეთო. ანუკის ოთახში ვიყავით, კარნავალამდე 4 საათი იყო დარჩენილი, ძალიან ვღელავდით,თან გვიხაროდა. ვიცოდი ლიკა ჩემზე ფიქრობდა,გულმაც ვეღარ გაუძლო და მასთან გავედი,გოგოები მიხვდნენ და თავი დამიქნიეს თანხმობის ნიშნად,რომ გავსულიყავი. ლიკა ღიმილით შემომეგება და პატარა ბავშვივით გვერდით მიმანიშნა რომ დავსკუპებულიყავი.
-აბა მოყევი,რა ხდება
-თითქოს დავივიწყე ის შემთხვევა,მაგრამ ყოველ ღამეს მახსენდება,ზოჯერ კოშმარებიც,მოკლედ ვლხავ რა ყველაფერს
-დამიჯერე ყველაფერი კარგად იქნება, ნინა შვილო,თუ არ გეტკინება გული,რაღაც უნდა შეგეკითხო
-ლიკა კარგი რა, ხომ იცი ჩემთან არაფერი უნდა მოგერიდოს
-ვინმე მოგწონს? შემომანათა ინტერესიანი თვალები
-არვიცი,არვიცი,მგონი არა. ვიგრძენი ცოტა როგორ დანაღვლიანდა,მაგრამ მაინც გამიღიმა.
ცოტახანი კიდევ ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, შემდეგ გოგოებმა შემატყობინეს რომ უკვე მომზადების დრო იყო,სიხარულით ვაკეთებდით ყველაფერს. მე ღია ატმისფერი გრძელი კაბა მოვირგე, რომლის ერთი ფეხის გვერდი მოშიშვლებულია, კაბაში ყველაზე მეტად სისადავე და სინაზე მომწონს. ფეხზე იგივე ფერის მაღლები მოვირგე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, თმა კი ცხენის კუდად,ნიას თქმით ბოლო დონეზე ავიწიე, თმის ბოლოები კი დავიხვიე, რაც ძალიან მომიხდა, ვაღიარებ ძალიან ლამაზი ვიყავი. ახლა ნიას ჯერი გახდა. ნიამ გრძელი,ლურჯი და სიფრიფანა კაბა მოირგო, ძალიან საყვარელი და ულამაზესი იყო, რაც შეეხება ფეხზე, რადგან ის მაღალია, ქუსლები არ ჩაიცვა და ლურჯი კეტებზე გააკეთა არჩევანი, მისი ტალღოვანი თმა კი კოსად გავუკეთეთ,მანაც მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა. ძალიან ლამაზი იყო ისიც, ალბათ ჩვენი ლეო მისი დანახვისას, მოკვდება და მეორეჯერ დაიბადება. ახლა კი ანუკის მივადექით. მან ბევრი ფიქრის შემდეგ ძლივს აირჩია და იყიდა წითელი გრძელი,დაშვებული კაბა, ფეხზე შავი მაღლები, ხოლო მისი წაბლისფერი თმები კი უბრალოდ გაიშალა და დაიხვია, ანუკის უმაგრეს ტანზე აღარაფერს ვიტყვი,რომელიც ყველაფერს ალამაზებს. სარკის წინ სამივე გამოპრანჭულები დავტრიალდით და ფოტოც გადავიღეთ. ლიკამ რომ დაგვინახა, გინდა თუ არა ვიღაც ბიჭი უნდა გამოგაყოლოთო,რომ არავინ მოგიტაცოთო. მალე ლეომაც და რატიმაც მოგვაკითხეს თავიანთი მანქანით, ლეომ როცა ნია დაინახა ლამის დორბლები გადმოუვიდა დებილს, მორცხვი ნია კი უფრო დამორცხვდა. მალევე მივედით სკოლაში, ყველა ეზოში ჩვენ გველოდებოდნენ თურმე, ძალიან ბევრი კომპლიმენტები მივიღეთ, უზომოდ ყველა ბედნიერი იყო. ყველა იყო,თუმცა ბაგრატიონი არ ჩანდა,ჰმ ძალიან კარგი,არ ჩაგვშხამდება არაფერი. თვალებს უაზროდ ვაცეცებდი,ფუ რა დებილი ვარ,ძლივს არ ვხედავ და მე ძებნას ვუწყებ ?!!
-მე მეძებ ?



№1 სტუმარი lana

ბაგრატიონი მომწონს love მიუხედავად იმისა,რომ ახალი ხარ ამ საიტზე, ძალიან კარგად წერ love თან შენი ასაკიდან გამომდინარე არვიცი,არვიცი ძალიან მაგარი გოგო ხარ love არ შეწყვიტო არასდროს წერა love საოცარი,კანფეტა,მურაბა რავიცი ძაან მაგარი გოგო ხარ love

love შემდეგი თAვი მალე დაგვიდე love

 


№2  offline წევრი (((end)))

lana
ბაგრატიონი მომწონს love მიუხედავად იმისა,რომ ახალი ხარ ამ საიტზე, ძალიან კარგად წერ love თან შენი ასაკიდან გამომდინარე არვიცი,არვიცი ძალიან მაგარი გოგო ხარ love არ შეწყვიტო არასდროს წერა love საოცარი,კანფეტა,მურაბა რავიცი ძაან მაგარი გოგო ხარ love

love შემდეგი თAვი მალე დაგვიდე love

შენ კი სულ მახარებ შენი თბილი კომენტარებით love და სტიმულს მაძლევ რომ ვწერო love

 


№3  offline წევრი Ana Imnadze

ერთხელ გქონდა გამოყენებული მაგრამ მაინც თვალში მომხვდა :დ - ასე რომ ეცადე აღარასდროს დაწერო.
ბაგრატიონი კაი ბიჭია,ჯერ მარტო რა გვარია :3 რა ქვია ვიცით?

 


№4  offline წევრი (((end)))

Ana Imnadze
ერთხელ გქონდა გამოყენებული მაგრამ მაინც თვალში მომხვდა :დ - ასე რომ ეცადე აღარასდროს დაწერო.
ბაგრატიონი კაი ბიჭია,ჯერ მარტო რა გვარია :3 რა ქვია ვიცით?

მეორე თავი თუ კარგად წაიკითხე გაიგებდი,რომ გაგი ჰქვია, რა აღარასოდეს დავწერო ვერ მივხვდი)) და ბაგრატიონი არსებობს ეს გვარი და შენ თუ არ გაგიგია ჩემი პრობლემა ეგ არაა)))

 


№5 სტუმარი Bubu123

Rodis dadeb shemdeg tavs,erti suli maqvs vnaxo❤️❤️

 


№6  offline წევრი (((end)))

Bubu123
Rodis dadeb shemdeg tavs,erti suli maqvs vnaxo❤️❤️

ხვალ აუცილებლად დაგიდებთ love

 


№7  offline წევრი isterichka123

She cugluto kai gaagrdzelw

 


№8 სტუმარი basti55

აუუ ყველა ისტორია წავიკითხე შენი,ძალიან მომეწონა love ძალიან მომწონს ესეც love მალე დაგვიდე რა შემდეგი love

 


№9 სტუმარი Qeratmiani

Auuuuu auuu rodis dadeeeb ?? Dzaaaan magariaa es istoria

Mogklav icode ro ar dado meotxe tavi

 


№10  offline წევრი (((end)))

isterichka123
She cugluto kai gaagrdzelw

love

 


№11 სტუმარი lana

აუ აღარ აგრძელებ ? ძალიან გთხოვ რა დაგვიდე მეოთხე თვი, ნუ დაგვტანჯე ქალოო am

 


№12  offline წევრი (((end)))

lana
აუ აღარ აგრძელებ ? ძალიან გთხოვ რა დაგვიდე მეოთხე თვი, ნუ დაგვტანჯე ქალოო am

ძალიან დიდი ბოდიში რა მართლა, უბრალოდ ეს რამოდენიმე დღე ვისვენებდინუ ეხლაც ვისვენებ, ამიტომ შეიძლება ყოველდღე ვერ დაგიდოთ შემდეგი თავები,აუცილებლად დააგიდებთ მეოთხე თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent